შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ბავშვთა სახლიდან (სრულად)


6-09-2017, 00:33
ავტორი -venus-
ნანახია 19 962

რატომღაც მომინდა რომ ჩემი ძველი, კერძოდ მეორე ისტორია დამედო სრულად. არ ვიცი როგორია, მოგეწონებათ ან არა, ვისაც წაკიტხული აქვს იცნობს ვინც ახლა წაიკითხავს იმედია მოგეწონებათდა არ დაიზარებთ კომენტარის დაწერას. მიყვარხართ შოკოლადებოოო....



დაბადების დღიდანვე დამტოვა დედამ, არ ვუნდოდი, არ ვუყვარდი, არადა მე რა დავაშავე?! მე ხომ ისე ველოდებოდი ამ სამყაროში მოვლენას, დედის სითბოს და სიყვარულს, მაგრამ ალბათ არ ვიყავი ამ ყველაფრის ღირსი... ალბათ ღმერთს ასე უნდოდა რომ მე მშობლების გარეშე მეცხოვრა, არ მქონოდა ოჯახი, დღესასწაულებზე სხვადასხვა ლამაზი საჩუქარი, ან თუნდაც ის სითბო და სიყვარული რომელიც ნებისმიერ ოჯახშია.. არ მომესმინა დედის წკრიალა ხმა, ზღაპრის წაკითხვის დროს რომ გამოსცემს მისი ტუჩები, მისი ბედნიერი სახე როდესაც მე შემომხედავდა, მაგრამ ალბათ ღმერთს იმაზეც უნდა ვუთხრა მადლობა ახლა რომ მე სუნთქვა შემიძლია, წვიმა რომ არ ჩამომდის თავზე და ბევრი კეთილი ადამიანების გამო მაცვია თბილი ტანსაცმელი..

წლინახევრის ვიყავი ფეხი რომ ავიდგი, ხოლო რამოდენიმე თვეში ლაპარაკიც დავიწყე, გამართულად არა რათქმაუნდა მაგრამ ბევრი სიტყვის თქმა შემეძლო ლუღლუღით.. ჩემს ისრგვლივ ბევრი ბავშვი ტრიალებდა, ბევრი იყო ჩემხელაც ჩემზე დიდიც და პატარაც.. ახალი სათამაშოებით თითქმის ყოველ კვირას, ან ყოველ მეორე კვირას გვანებივრებდნენ.. ტანსაცმელებითაც ასევე....

მიუხედავად იმისა რომ ნამდვილი დედის სითბო არასოდეს მიგრძვნია, მყავდა მასწავლებელი და აღმზრდედლი რომელსაც დედად ვთვლიდი.. მივლიდა, მაჭმევდა, მასუფთავებდა, რაც შეეძლო იმას მიკეთებდა და ცდილობდა არაფერი მომკლებოდა.. შემდეგ გავიზარდე, გავიაზრე კარგად თუ სად ვიყავი და ვისთან...
ჩვენს ოთახში რამოდენიმე საწოლი იდგა და დაახლოებით 8-9 ბავშვი ვიყავით აქ.. ბევრთან არ ვმეგობრობდი, უფროსწორად შეიძლება ითქვას რომ არავისთან ვმეგობრობდი.. თამაშით კი, არავისთან მიუკადრისია თამაში მაგრამ მერჩივნა მარტო ვყოფილიყავი და რაღაცეები დამეხატა... ასე გავიდა 17 წელი.... ის 17 წელი როცა თითქმის ყოველდღე ველოდი დედის გამოჩენას, ან თუნდაც ვინმე ნათესავის, როცა სხვა ბავშვებს აკითხავდნენ და ნახულობდნენ მე ფანჯარასთან ვიდექი და გავსცქეროდი კანტი-კუნტად მდგარ ხეებს ეზოში, ვაკვირდებოდი იმ ხალხს ვინც შენობაში შემოდიოდა და ვცდილობდი რომელიმე მაინც მიმემსგავსებინა საკუთარი თავისთვის რომ მეცნო დედა, მაგრამ ამაოდ.. 15 წლის რომ გავხდი ხელი ჩავიქნიე, მივეჩვიე იმას რომ ჩემს სანახავად არავინ მოვიდოდა და შესაბამისად დროსაც აღარ ვკარგავდი ფანჯარასთან დგომაში.... ახლა კი 17 წლის ვარ.
1 წელიწადში ბავშვთა სახლიდან წასვლა მომიწევს. მაგრამ არ ვიცი სად უნდა წავიდე... ზემოთ მოხსენებულ ჩემს დედობილს რომელზეც ვგიჟდები და უზომოდ მიყვარს ლია ჰქვია, ყველაზე მაგარი ქალია, თავს მევლება და მართლა ისე ვუყვარვარ როგორც საკუთარი ქალიშვილი... მასთან ხშირად ვლაპარაკობ მომავალ წელზე... თუ რა უნდა ვქნა ან სად წავიდე.. ლიამ მითხრა მეგობარი მყავს საკმაოდ მდიდრები არიანო და შევეცდები მათ ოჯახში რამე საქმე გამოგინახოო, საცხოვრებელიც გექნება და სარჩენი ფულიცო.. არ ვიცოდი რა მექნა ვყოყმანობდი ლიას გარეშე ვერ გავძლებდი მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.. ჯერ კიდევ 1 წელი მქონდა წინ ამიტომ ხშირად ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან წამითაც რომ გამეელვა თავში ეს ყველაფერი, საშინელ ხასიათზე მაყენებდა... უი ხო, საკუთარი თავის გაცნობა დამავიწყებია თქვენთვის..

მე მართა ვარ, როგორც გითხარით უკვე 17 წლის, დაბადებიდანვე ბავშვთა სახლში ვცხოვრობ... გრძელი შავი თმა მაქვს.. თვალებიც ღია თაფლისფერი, თუმცა ამბობენ რომ მზეზე მწვანე მაქვს..
ტუჩები ცოტა მოზრდილი, სწორი ცხვირი, ტანსაც არ ვუჩივი ნორმალური აღნაგობა მაქვს, ვერ ვიტყვი ულამაზესი ვართქო მაგრამ მე მომწონს ის გარეგნობა რაც ღმერთმა მაჩუქა.. გარეთ ხშირად არ გავდივარ ხოლმე, მირჩევნია ოთახში ვიჯდე მაგრამ ბავშვები მაინც მაძალებენ ხოლმე ხანდახან..
ჩემხელა ბიჭია აქ გიორგი, მასთან კარგად ვარ. ვმეგობრობთ.. ის 6 წლის იყო აქ რომ მოიყვანეს, მშობლები ავტოკატასტროფის შედეგად დაეღუპა, ბებია და ბაბუა აქამდე არ ყავდა ამიტომ არც ერთმა ნათესავმა არ ისურვა მისი გაზრდა და გადაწყვიტეს აქ მოეყვანათ.. მას მერე ვმეგობრობთ.. კარგი ბავშვია გიო, თბილი, წყნარი.. რაც მთავარია კარგი მეგობარია..
თავიდან ძალიან უჭირდა, ყოველ ღამე ტიროდა და დედას ითხოვდა, მერე თითქოს ტირილით დაიღალაო და შეწყვიტა.. ერთად გავიზარდეთ, ვეხმარებოდი გახალისებაში, ვცდილობდი დამენახებინა რომ მის გვერდით ვარ.. ახლა კი იმაზე დარდობს რომ 1 წელში მეც აღარ ვეყოლები გვერდით...


**

ასე უაზროდ გადის დღეები, თვეები... და ეს 1 წელიც ძალიან მალე მიილია..
1 თვეში 18ის უნდა გავხდე.. 12 მაისს მაქვს დაბადების დღე. ძალიან მიყვარს გაზაფხული.. ამიტომ ჩემი დაბადების დღეც მომწონს მხოლოდ წელიწადის ამ დროის გამო, თორემ ისე დიდად არ მახარებს რადგან საინტერესო არასოეს არაფერი მომხდარა ამ დღეს.. ლია ყოველთვის მჩუქნიდა ხან ჩასაცმელს ხანაც რაიმე საინტერესო ნივთს თუმცა მაინც არ მიყვარდა ეს დღე რადგან ამ დღეს საკუთარმა დედამ მიმატოვაა...


**

12 მაისი..
ჩემი დაბადების დღეა, ხვალ აქაურობას ვტოვებ და გული მიკვდება, კედლებს რომელშიც გავიზარდე, რომლებმაც ჩემს ტირილს, სიცილს და ლუღლუღს გაუძლეს, ვტოვებ... ვტოვებ ხალხს რომლებმაც გამზარდეს და ჩემზე უაღრესად დიდი ამაგი აქვთ.. ჩემი ნახევარი გული აქ რჩება, არ ვიცი როგორ გავძლებ ამ კედლებს მიღმაა, ლიას გარეშე, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ყველაფერი გამომივდა..
ლიამ რამოდენიმე ხელი ახალი ტანსაცმელი მაჩუქა, კეტები შავი, უბრალო ჩანთა ისიც შავი... ასე მითხრა დანარჩენსაც ხელფასის დროს იყიდიო, ხანდახან მეც მოგაშველებ რამესო.. დიდად გამორჩეული ჩაცმულობით არ გამოვირჩეოდი... ძალიან უბრალოდ მეცვა, არც მქონია პრეტენზია ჩაცმულობაზე.. ჩემმა დედობილმა იმ ოჯახში მიშოვა სამსახური.. 18 წლის გოგოსთვის ცოტა შეუფერებელი მაგრამ სახლის დალაგება და მოწესრიგება არ მეთაკილებოდა, მთავარია იმის უფლებას მაძლევდნენ რომ მათთან სახლში მეცხოვრა, ამასთანავე საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულიც მექნებოდა... მინდა იმ ხალხს მოვეწონო და ვფიქრობ რომ ყველაფერს შევძლებ...

ამ დღემაც ჩვეულებრივად ჩაიარა, ყველამ მომილოცა, ლიამ ტორტი მიყიდა ჩემი საყვარელი, შოკოლადის და ბანანის... სანთლები ჩავაქრე და ჩავიფიქრე რომ ჩემს ცხოვრებაში რამე შეცვლილიყო... ეს დღე არ განსხვავდებოდა სხვებისგან.. ერთადერთი იმით გამოირჩეოდა რომ ეს დღე ბოლო იყო ჩემი იქ ყოფნისა...


**

მე და ლია დილით ადრე ავდექით, საათი ჯერ კიდევ 8-ს უჩვენებდა...
მოვემზადე, აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე მოვწესრიგდი, ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი.. უბრალო ჯინსის შარვალი, მაისური და კეტები... ჩემი გრძელი თმა საგულდაგულოდ ჩამოვივარცხნე და ოდნავ შევიშრე.. გარეთ კარგი ამინდი იყო, ამიტომ გადავწყვიტე რომ თმაც გზაში შემიშრებოდა...
ყველას დავემშვიდობე, გული ჩამწყდა.. მართალია მარტო მე არ ვიყავი ვინც დღეს ბავშვთა სახლს ტოვებდა თუმცა ჩემთვის აქაურობა იმაზე მნიშვნელოვანი იყო ვიდრე წარმოგიდგენიათ.... ლია "დედიკოს" ხელი ჩავჭიდე და ნელ-ნელა შენობას მოვცილდით.. გზაში ბევრი ვილაპარაკეთ..

- შვილო მართა, ვიცი შენთვის ძნელია ჩვენი დატოვება მაგრამ ხომ იცი ვერაფერს ვიზავთ.. მთავარია ჩემს ახლობლებთან იქნები და არაფრის მეშინია.. მე ხშირად გნახავ ხოლმე, რამე თუ გაგიჭირდეს უთხარი ნინელის, კარგი ქალია, მის მეუღლეს სოსო ქვია, არქიტექტურული კომპანია აქვს, საკმაოდ წარმატებული არქიტექტორია, არამარტო აქ არამედ ამერიკაშიც.. 2 შვილი ყავს, ნატალი და ვატო.. გოგონა 20 წლის არის ამიტომ გაუგებთ ერთმანეთს.. კეთილი გოგოა საკმაოდ ლამაზიც.. ვატო 25ის არის, ისიც კარგი ბავშვია, მამას ეხმარება, ისიც დამწყები არქიტექტორია და კომპანიაში მუშაობს.. მოკლედ კარგი ოჯახია და ვიცი არ გაგიჭირდება.. თავიდან დამხმარე იქნები სახლში, მათ ოჯახში კიდევ ნათელა ბებოა, დიდი არარის მაგრამ შენ ბებოდ გეკუთვნის 60 წლამდეა.. მას სამზარეულოს საქმე ევალება და ხანდახან სახლსაც შეავლებს ხოლმე ხელს, შენ მას დაეხმარები...
- გასაგებია ლია.. ხო იცი ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რას გავაკეთებ ან რაზე ვიმუშავებ მთავარია ქუჩაში არ ვიყო და არ მეთაკილება არც მოსამსახურეობა და არც დამლაგებლობა..
- ვიცი შვილო ვიციი. ჩემი ყველაზე ლამაზი გოგო ხარ შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ..
- მეც ძალიან მიყვარხარ.. გავუღიმე და ჩავეხუტე, მინდოდა ცრემლების დამალვა მაგრამ მაინც არ გამომივიდა და ურცხვად ჩამოედინა ლოყაზე მლაშე სითხე.. მალე მივალთ?? ვიკითხე და ავტობუსის ფანჯრიდან ქუჩას ვათვალიერებდი..
- კი კი, შემდეგ გაჩერებაზე ჩავდივართ.. ხელზე ხელი ნაზად დამადო, ნაღვლიანი და აწყლიანებული თვალებით შემომხედა, შემდეგ კი რომ არ ეტირა გამიღიმა და სკამიდან ადგა, ჩავდივართო მითხრა და გვერძე გაიხედა....

ჩემს წინ უზარმაზარი, ძალიან მდიდრული 2 სართულიანი თეთრი სახლი იდგა.. ლამაზი მრგვალი აივნებით.. უზარმაზარი კარები ჰქონდა და ზედ ლამაზი ორნამენტებით იყო მორთული... ეზოც ლამაზი ჰქონდა სხვადასხვა ფერის ყვავილები იწონებდნენ თავს.. ლია ჩემს წინ მიიწევდა მე კიდევ შეშინებული ბავშვივით უკან მივყვებოდი.. ზარი მორიდებულად დარეკა ლიამ და ცოტახანში კარი თვით ბატონმა სოსომ გაგვიღო....
- მოდით ლია, მოდით.. თბილად გაუღიმა კაცმა, შიგნით შეგვიპატიჟა და ლიას მოეხვია, შემდეგ ჩემზე შეაჩერა მზერა, საგულდაგულოდ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და საღეზე ღიმილი მოედო... ხელი გამომიწოდა..
- მე სოსო ვარ შვილო, დღეიდან თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.. გამიღიმა და ლიას მიუტრიალდა
- ლია ასეთი ლამაზი გოგო თუ გყავდა აქამდე არ უნდა გვცოდნოდა?? გაიცინა და თავის მეუღლეს შესძახა.
- ხოო ძალიან ლამაზი მყავს მართა, ამიტომ მინდა თქვენთან იყოს რომ არავინ გამიბრაზოს და მეც გული მშვიდად მქონდესს სოსო.. თბილად გაუღიმა...
კიბეებიდან ასაკოვანი ქალი ჩამოდიოდა, ესე 40-45 წლამდე თუმცა ნამდვილად ვერ იტყოდი რომ მაგ ასაკის არის, რომ შეგეხედა მაქსიმუმ 30 წელზე მეტს ვერ მისცემდი... ეტყობა რომ კარგად არის მოვლილი და საკუთარი თავისთვის არაფერს იშურებს...
- ლიაააა.. ჩემოო საყვარელოოო.. როგორ მომენატრეე, აქამდე რატომ არ მოგვინახულეე? გადაეხვია მონატრებულ მეგობარს ქალბატონი ნინელი დაა როგორც კი ხვევნა კოცნას მორჩნენ მე შემომხედა, გამიღიმა გადამკოცნა..
-ძალიან ლამაზი რო ხარ უთვამსს შენთვის ვინმეს? ....
- მართა შევაშველე სახელი ქალბატონს და მანაც მაშინვე დაამატა..
- ხოო მართა, ჩემო კარგო.. ნახე სახელიც როგორი ლამაზი გქონიაა.. მოკლედ ლია ამ გოგოს გართმევ და მე ვიტოვებ.. ღიმილით გადაულაპარაკა ლიას და მე მომიიბრუნდა
- იცით.. არა არ უთქვამთ, მხოლოდ ლია მანებივრებდა ხოლმე მაგ სიტყვებით... ვუთხხარი და მორცხვად ჩავხარე თვალები და თეთრ იატაკს ჩავაშტერდი..
-ხო და მე გეუბნები და დამიჯერე კიდევ ბევრი გეტყვის.. მხარზე ხელი გადამისვა...
გამიხარდაა ასე თბილად რომ დამხვდნენ, ამრეზად რომ არ დამიწყეს ყურება...ისე დაიწყეს ლაპარაკი რომ მგონი მაგათთან მომუშავე კი არა იქ მცხოვრები ვიქნები, "მაგრამ რამით ხო უნდა ვირჩინო თავი" უცებ თავის თავს შეახსენა და ეგ იდეა დაავიწყდა კიდეც..

ნინელი ქერა ქალია, მწვანე თვალებით, საკმაოდ ლამაზი გარეგნობა აქვს, იქიდან გამომდინარე რომ ცოტა აქცენტით ლაპარაკობდა, ეჭვი მაქვს ან რუსი უნდა იყოს ან კიდევ უკრაინელი... ნაზი თხელი თითები აქვს, სწორი ოდნავ აპრეხილი ცხვირი, დახვეწილად იცვამს და როგორც მდიდარ ქალბატონს შეეფერაბა, ისეთი მოწიწებული ქცევაც აქვს, ნუ მე ყოველ შემთხვევაში ეგრე დავინახე..
ბატონი სოსო კი ნამდივლი ქართველი მამაკაცია, კავკასიელი... მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ცოტა სქელი წარბებით, სწორი ოდნავ მოზრდილი ცხვირითა და თხელი ტუჩებით... ბატონი სოსო, ქალბატონ ნინელისგან განსხვავებით ეტყობა რომ უფრო თბილია თუმცა სითბო არც ნინელის დაუშურებია ჩემთვის რამაც გამახარა...
ამ ლაპარაკ ლაპარაკში კიბეზე, ზემოდან მომავალ ახალგაზრდა მამაკაცს მოვკარი თვალი... თუმცა მალევა ავარიდე მზერა რომ არ დავენახე თუ როგორ ვუყურებდი...
მალევე ჩამოვიდა და ჩვენს გვერდით აისვეტა.. მოგვესალმა, ლია გადაკოცნა და მე გამომხედა ამრეზი მზერით...
- აა ეს ის არის? რაღაცნაირი ცივი ტონი მომხვდა ყურში და მივხვდირომ ამ სახლში კაი დროს გავატარებდი, ომში და გამუდმებულ ჩხუბში ვატოსთან...
- ეს არა ვატო რა გჭირს შვილო მარცხენა ფეხზე ადექი? ესაა შენი ხდილობა?? გაბრაზებული ტონით მიმართა ვაჯს სოსომ და წარბები შეუკრა.. მას მართა ქვია, ლია დეიდას შვილობილია, ბავშვთა სახლიდან მოდის და ჩვენთან იქნება, თან ცოტას იმუშავებს..
- აქ უსახლკაროების თავშესაფარი გვაქ და მე არ ვიცოდიი მა?? ირონიით თქვა მერე ისევ მე გამომხედა.. ლიასიც არ მორიდებია.. ხეპრე უზრდელიი...
- წესიერად ილაპარაკე და თუ ესე აპირებ მოქცევას გირჩევნია ისევ შენ ოთახში ახვიდე და თვალში არ მომედო... დაშჭექა ბატონმა სოსომ, მე კიდევ ამ დროს რა მექნა არ ვიცოდი, გული საგულედან ამოვარდნას მქონდა, მინდოდა მივსულიყავი და რაღაც გადამერტყა თავშიი ამ უზრდელი, გაუზრდელი, თავში ავარდნილიი ბიჭისთვის, მინდოდა მეყვირა მეტირა, მაგრამ ამ ყველაფეერს მხოლოდ შინაგანად ვგრძნობდი, შიგდნიდან მიფეთქდებოდა ეს ყველაფერი მაგრამ გარედან მტკიცედ ვიდექი რომ ელემენტარული ლიას გული არ მომეკლა და არ ენანა რომ აქ მომიყვნა, თუმცა ეხლავე ეტყობოდა სინანული სახეზე, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა...
- მაპატიე შვილო ვატოს ესეთი დაუდევარი საქციელი, რა ემართება არ ვიცი, არარის ესეთი კარგი ბიჭია.. დაველაპარაკები მე ამ საღამოს შენ ყურადღება არ მიაქციო და არ იდარდო, თბილად გამიღიმა სოსომ და ლიას ბოდიშით სავსე ყავისფერი თვალები შეანათა.. მანაც გაუღიმა საპასუხოდ..

- მე წავალ მაშინ.. წამოდგა ფეხზე ლია.. ძალიან დიდი მადლობაა ჩემო კარგებოო, იმედია მიმიხედავთ გოგოს, ჩათვალეთ რომ სულს და გულს გიბერავთ ხელებში, მართა ჩემი საყვარელი გოგოა და თქვენ გაბარებთ.... გადამეხვიაა მაკოცაა და 2 სიტყვით დამარიგა რომ არავისთვის მიმექცია ყურადღება.. ისევ მაკოცა მაგრამ ამჯერად ვერც ერთმა შევიკავეთ ცრემლები და ავქვითინდით... ცოტახანში დავწყნარდით და ლიაც გავიდა სახლიდან..
უკან 2 ცრემლით სავსე თვალებით ცოლ-ქმარი მედგა და მიღიმოდა..
- შვილო ნატალიისაც გაგაცნობ, მოგვიანებით, ეგ ცოტა მძინარე მზეთუნახავი გვყავს და გვიან იღვიძებს, ახლა თუ გინდა ვისაუზმოთ შემდეგ კი შენს ოთახს გაჩვენებ წყალი გადაივლე და დაისვენე.. მითხრა ნინელიმ თავიისი საყვარელი აქცენტით და გამიღიმა..
- მადლობა ქალბატონო ნინელი.. კიდევ რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ შემაწყვეტინა..
- მოდი აქედანვე შევეჩვიოთ იმას რომ ქალბატონო და ბატონო არ იქნება ჩვენს სახლში ჩემო კარგო, ნინელი დეიდა ვიქნები შენთვის, სოსო კი ძია ან ბიძია როგორც გაგიხარდეს ოღონდ ქალბატონო არ დამანახო.. გაიცინა და გაგრძელების უფლემა მომცა..
- კარგით ნინელი დეიდა, გავუღიმე და ისიც მივაყოლე რომ საუზმე არ მინდოდა და პირდაპირ ოთახში შევიდოდი...


მეორე სართულზე ამიყვანა, ჩემი ტანსაცმლის "პარკიც" ზემოთ აიტანა და ჩემი ოთახი მაჩვენა... თვალებს არ ვუჯერებდი, ესეთი ოთახი ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი, შესაბამისად ჩემი არც არასოდეს იქნებოდა, შეიძლება დიდი არაფერიო სხვას ეთქვა თუმცა ჩემთვის ყველაზე ლამაზი იყო... თეთრი ნათელი ოთახი, დიდი ფანჯრებით, პირდაპირ საწოლი იდგაა, მის 2ვე გვერძე პატა ტუმბო ისიც თეთრი, და ზემოდან 2 დასადგამი ნათურა, გვერდებზე კი ლამაზი პატარა სხვადასხვა ფერის სუვენირები ეწყო.. მარჯვენა მხარეს დიდი ტანსაცმლის კარადა თუმცა აშკარაა რომ ჩემი 2-3 წყვილი ტანსაცმლით მას ვერ გავავსებდი..
მეორე მხარეს კი წიგნების დიდი კარადა, იატაკზე ლამაზი ფუმფულა ხალიჩა იყო დაგდებული, თეთრეულიც თეთრი ფერის... ყველაფერი თეთრი იყო, ავეჯიც, თუმცა ფერებს მაინც ის პატარა სუვენირები სძენდა ოთახს და წიგნების ყდები... აბაზანაში ჯაკუზი იდგა კარადები, ნიჟარა, ნუ ჩვეულებრივად რაც აბაზანას შეეფერება.. თუმცა შედარებით მდიდრული...
ნინელი დეიდამ ყველაფერი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დამიწყო, ხალათი, პერანგი,სახლის "ჩუსტები" და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი ისე დატოვა ოთახი, დაისვენეო მომაძახა და გაუჩინარდა...
აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე მხოლოდ, იმიტო რომ დილით ვიბანავე და ისე წამოვედი, ეს შხაპი კი მხოლოდ განტვირთვის მიზნით იყო.. გამოვედი ხალათი მოვიხვიე და აივანზე გავედი, იქვე მაგიდა და 2 სკამი იდგა, მეც ჩამოვჯექი და ჰორიზონტს გავხედე, როცა სიმშვიდე ვიღაცის ბოხმა ხმამ დამირღვია..
- ოხ ამობრძანებულა ქალბატონი.. ცივი ტონით მითხრა და ტუჩი გვერძე ჩატეხა..
- დიახ ამოვედი, მაგრამ ქალბატონობის რა მოგახსენო, უბრალოდ მართა მქვია...
- მე არ მიკითხავს რა გქვია და არც დავინტერესებულვარ, რადგან ამ სახლში ხარ იმას არ ნიშნავს რომ რამის უფლება გაქვს, შენ ხარ ბავშვთა სახლის პრინცესა, და ამას შეეგუე.... ოთახში შებრუნდა და მხოლოდ ახლა დავაკვირდი რომ მისი ოთახი ჩემს გვერდით იყო, ხოლო აივანი საერთო გვქონდა... მისმა სიტყვებმა გული ჩამწყვიტა და ცრელმებმაც არ დააყოვნეს, ნუთუ ესე უნდა ვიყო აქ, ნეტა საერთოდ არ მოვსულიყავი.... იმედია ამ ურჩხულის დაც ესე არ მომექცევა თორემ ნამდვილად გავაფრენნ....


**
კარებზე კაკუნი გაისმა, გამიკვირდა იმიტომ რომ ვიცოდი უფროსები სახლში არ იყვნენ, დაბალი ხმით შემოსვლის უფლება მივეცი კარს იქით მდგომს და ოთახში შემოსულს დავაკვირდი...
ქერა გრძელი თმა ამშვენებდა, ცისფერ თვალება ლამაზმანს, თეთრი კანი ჰქონდა, წიტელი დიდი ტუჩები და უძირო ცისფერი თვალები, ისეთი ბედნიერი და გახარებული მიყურებდა მეოგნა ჰოლივუდის ვარსკვლავი ვიყავი და დიდიხანი მელოდა.. ეს იუმორით რათქმაუნდა.. - შენ მართა ხოო?
- კიი, მართა მქვია..
- მე ნატალი ვარ.. ძალიან მიხარია აქ რომ ხარ.. სულ მინდოდა და მყოლოდა, მაგრამ ვინ მომცა.. დის მაგივრად ხო ხედავ, უხეში ძმა მომცა ღმერთმა, მაგრამ ძალიანაც ცუდი არ არის, მოგეჩვევა აი ნახავ..
- ხოო იმედი მაქვს თორემ, რაც მოვედი არ დაუკლია დაგესლვა.. გავიცინეთ ორივემ..

მე და ნატალიმ კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, მომიყვა უამრავი ამბავი, ვიღაც ბიჭზეც მითხრა, ვინმე ლაშაზე... მოწონს და ჭკუაზე არარის... მოსაღამოვებულზე ყველანი მოვიდნენ სახლში. ამ დღეს ვისვენებდი, ხვალიდან კი მეც შევუერთდებოდი ნათელა ბებოს.... უგემრილესი ვახშამი მოგვიმზადა მან ყველანი სუფრას შემოვუსხედით და გემრიელად შევექეცით...

ხვალიდან ახალი დღე, ამჯერად მოსამსახურის ფორმაში, იმედია ვატო ამით არ ისარგებლებს და ისედაც მოწამლულ და ნატკენ გულს უარესად არ გამიყოფს ორ ნაწილად.....

-ვაიმეეე გამორთეთ ვინმემ ეს მაღვიძარაააააა... ზლაზვნით წამოვიწიე რომ ეს საშინელი ხმა როგორმე გამეჩერებინა,
როგორც იქნა გაჩუმდა.. ჩემს თავს ველაპარაკები მგონი გავგიჟდი, მეცინება ჩემს ასეთ საქციელზე და აბაზანისაკენ ვიღებ გეზს...
7 საათი იყო რომ ავდექი. წყალი გადავივლე და უბრალო სპორტული შარვალი ჩავიცვი, ზემოდან შავი მაისური და კეტები... არსად მეჩქარებოდა იმიტომ რომ სამსახური ქვედა სართულზე მელოდა, ამიტომ ნელა ვიშრობდი თმას და თან ჩემთვის ვფიქრობდი, რა მელის, ასეთ ფორმაში რომ დამინახავს ვატო კიდევ უარესად დამამცირებს და აღარ მინდა მისი დანახვა....

ქვემოთ ჩავედი და ნათელა ბებოს მივესალმე..
- დილამშვიდობისა ჩემო კარგო..
- დილამშვიდობისა ნათელა ბებო, აბა რა უნდა გავაკეთო მითხარით და მოგეხმარებით, გავუღიმე და მის მითითებას დაველოდე..
- შენ კვერცხი გამოიღე და თუ იცი ომლეტი გააკეთე, მე ჩაის დავაყენებ, და სალათს დავჩრი.. გამიღიმა და საქმის გაკეთებას შეუდგა..
მეც გავაკეთე ის რაც ნათელა ბებომ მითხრა.. ესე შევყევით საუზმის მომზადებას, უკნიდან ისევ ის საზარელი ბოხი ხმა რომ გაისმა...
- ბავშვთა სახლის პრინცესავ, რაო ეხლა ჩვენი მოსამსახურე ხარ?? ირონიულად ჩაიცინა და ამაზრზენად წამიფათურა ხელი წელზე..
- პრინცესა არ ვარ და მეორეც ერთი შენი მოსამსახურე არა, მე ნინელი დეიდას და სოსო ბიძიას ვემსახურები და ვაკეთებ იმას რაც მევალება, ამიტომ ძალიან გთხოვ შენი ბინძური ხელები ჩემსგან შორს დაიჭირე და საერთოდ თავი დამანებეთ..
- უყურე შენ რამდენის უფლებას აძლევს თავს.. მაცივარზე მიმაყუდა და მაჯაში მწარედ მომიჭირა ხელი. მომისმინეე მართა ხარ თუ ვინ ხარ, აქ ამ ოჯახში შეიძლება ეხლა დაპარპაშებ და ვითომ შენი ამ საცოდავი წარსულით ჩემს მშობლებს უჩუყებ გულს მაგრამ ჩემთან ეგ არ გაგივა, ფეხებზე .... შენი წარსული. იმას გააკეთებ რასაც გეტყვი ანარადა როგორც აქ მოეთრიე ისე წაეთრევი გაიგე????
გაოცებული სახით ვუყურებდი და თვალებზე ცრემლებიც მომაწვა, არ მესმის საიდან მოდის ასეთი აგრესია, ან რა დავუშავე, მე ხომ მისთვის არაფერი გამიკეთებია.. თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო, აზრზე მოვიდა ხელებით თვალები მოიფშვნიტა და მაჯიდან ხელი მომაშორა..
- ვერ ვიტან როცა უცხოა ჩემს სახლში, მოსამსახურე არ გვჭირდებოდა უბრალოდ შეეცოდე სოსოს და ნინელის და იმიტომ ხარ აქ, ერთი ეგ იცოდე.. და ძალიან გთხოვ ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ.. გატრიალდა და უკან მობრუნდა, აა ხო, კიდევ ლამაზი ნუ ხარ თორემ ხო ხედავ მიზეზებს ვეძებ რომ მოგიახლოვდე.. თვალი ჩამიკრა და მერე მთელ ხმაზე ახორხოცდა..
ფუ იდიოტიი დეგენერატი, როგორ მიშლის ნერვებს, თავი ვიღაც გონია, უჭკუო ხეპრე...
როგორც იქნა ცოტახანში ნატალიმ გაიღვიძა და ჩამოვიდა გვერძე ამომიდგაა და მეჭორავებოდაა, ყვეაზე მეტად მიხაროდა ნატალის ესეთი დამოკიდებულება ჩემს მიმართ..
- გოგოოო როგორ გეძინა აბაა? ვხედავ დაგიწყია ნათელასთან ერთად რაღაც გემრიელობების კეთება.. ომლეტის პატარა ნაჭერი გაიქანა პირში და გამოტენილი ყბით და გაპართოებული თვალებით ბლუყუნებდა გემრიელიაო..
- გოგო კვერცხია რა იყოო... მეც გამეცინა და ნელნელა სუფრის გაშლა დავიწყე..
- მერეე რააა გემრიელი კვერცხიაა. ხო გაგიხარდაა რო მომეწონაა ეხლა თქვიაა.
- კიი გამიხარდაა.. გავეკრიჭე და თეფშები დავალაგეთ..



- რა კარგიაა ერთმანეთს რომ ასე გაუგეთ..
კიბეებიდან გვეუბნებოდა ნინელი დეიდა თავის საყვარელი აქცენტით.
- ხო დეე მაგარი გოგოა, თან ხო იცი და მინდოდა ამიტომ არ განვასხვავებ მართას ნამდვილი დისგან, ან საერთოდ რატო უნდა მუშაობდეს ესე, ჩემი და იყოს და რასაც მე მადძლევ ყოველდღიურდ გაგვიყავი და აღარ იმუშაოს, იმიტომ რომ მინდა გამომყვეს ხოლმე კაფეში ან სადმე სადაც წავალ, მეგობრებს გავაცნობ, და ჩემთან ერთად გაერთობაააა.. ხვეცნა მუდარის თვალებით შეხედა დედამისს..
- ხო მართალია, თუ თვითონ მოისურვებს ეგრე გავაკეთოთ, მე ისედაც არ მინდოდა 18 წლის გოგო რომ სამზარეულოში გამომეკეტა, მაგრამ მან თვითონ თქვა რომ მუშაობდა უნდოდა..
- ხოდა ძალიან კარგი ვიცი რომ უნდა ჩემთან ერთად სიარული და რაღაცეების ყიდვააა, ხო ასეაა მართთ.
- რავიციი ნატალი კარგი იქნებოდა მაგრამ მე არ მაქვს ისეთი ტანსაცმელი რომ შენ წრეში გამოვიდეე.. შემრცხვა და თვალები ავარიდე ქალებს,
- აუ მერე რაა შემოდი ჩემ ოთახში რაც მოგეწონება დაავლე ხელი და წაიღე მე მაინც ბევრი მაქ მერე კიდე გავალთ და ვიყიდოთ რაღააცებიი მამიკოს გავეპრანჭები და მოგვცემს ფულსს.. გაიცინა და ტაში შემოკრა გახარებულმა..
- მიხარია რომ გადაწყვიტეთ, ეხლა ვისაუზმოთ და მერე მართა თავისუფალი ხარ, ამიერიდან ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და არა აქ მომმუშავეეე.. ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ნინელიმ და მაგიდასთან მოთავსდა.
- ესღა აკლდა თავისი გეგმის მისახწევად და ესეც მალევე აუსრულეთ არა, იგესლებოდა ვატო და ისე მოიწევდა მაგიდისკენ.
- ვაიმე დედა გააჩუმე რა ეს ხეპრე და უთხარი წესიერად ელაპარაკოს ჩემ დას თორე დამავიწყდება რო ჩემი ძმაა და ტეფშს ვესვრი.. გაბრაზებული სახით შეხედა დედამისს.
- ვატო შვილო ცორა კორექტული იყავი და ამ ლამაზ გოგოს წესიერად მოექეცი, ჩვენი ოჯახის წევრია და როგორმე უნდა მიეჩვიო. ან საერთოდ რა გჭირს რა დაგიშავა?..
- ეგღა მაკლია ამ ფულის ხამმა რამე დამიშავოს, უბრალოდ ვღიზიანდები რომ ვერ ამჩნევთ ამის მიზანს, უნდა ფული ჩაიგდოს ხელში კარგად მიიღოთ, ჩააცვათ და გამოკვებოთ მერე კი აღარც ემახსოვრებით ისე წავა, ან ვინ იცის იქნებ კომპანიის ხელში ჩაგდებაც მოუნდესს.. იგესლებოდა და თან ზიზღიანი თვალებით მიყურებდა, მე ვეღარ ავიტანე ამის უაზრო დამცირება, არ მიცნობს და რეებს კადრულობს, სუფრასთან მჯდომ ნინელი დეიდას და ნატალის ბოდიში მოვუხადე, ეს ბოდიში კიბეებზე ჩამომავალ სოსო ძიასაც გავუმეორე და რახდებაო თქვა მაგრამ ყურადღება არავისთვის მიმიქცევია ოთახში ავვარდი და საწოლზე პირქვე დავემხე.. რამდენი ხანი ვიყავი ასე და რამდენიხანი ვტიროდი არ მახსოვს, ნუთუ შეიძლება ესეთი ბოროტი იყო ადამიანი, არ მინდა რომ ლიას დავურეკო და ეს ყველაფერი ვუთხრა, ვიცი გული მოუკვდება, არ მინდა აქ გაჩერება, ვატოს ამ დამცირებების ატანა, თუმცა მომიწევს... რა უბედური ვარ ღმერთო..
რა იქნებოდა დედა რომ მყოლოდა იქნებ ესეთ დღეში არც ვყოფილიყავი, ამ ფიქრებში ვიყავი ვიღაცის გაუჩერებელი კაკუნი რომ შემომესმა.. ყურადღება არ მივაქციე, ამ წამს არავის ნახვა არ მსურდა.. ხმა არ გავეცი, ეგონოთ რომ მძნავს...
- კარები რატო არ გამიღე? ისევ ეს ბოხი ხმა.. ტანში გამაჟრიალა მაგრამ ეს ზიზღის ჟრუანტელი იყო..
ხმა არ გავეცი და გვერდი ვიცვალე.
- შენ გეკითხები და გამეცი პასუხი, ძაღლი ხო არ იყეფება.. ხმა მოულბა სავით და გაოცებულმა ავხედე..
- გისმენ.. ვითომ ვერ გავიგე მისი კითხვა, ჩემი თავის აწევა და ნამტირალევი თვალების დანახვა იყო რო მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.
- კარი რატომ არ გამიღე თქო.. ისევ წყნარი ხმით გამიმეორა კითხვა.
- ადგომა არ მინდოდა და იმიტომ.
- მერე დაგავიწყდა ჩემი და შენი აივანი რომ საერთოა? კარების დაკეტვა დაგავიწყდა.. თვალი ჩამიკრა და ტუჩი ოდნავ ჩატეხა.
- არ მიფიქრია თვით ბატონ ვატოს თუ მოუნდებოდა ჩემს ოთახში შემოსვლა.. აა უკაცრავად თქვენს ოთახში სადაც საცოდავ ფულის ხამ გოგოს ძინავს, როგორც თქვენ ამბობთ.. ამ სიტყვების გახსენებაზე ტირილი მომინდა და სატირლად დამანჭული ტუჩები რომ შევამჩნიე სახეზე გვერძე გავიხედე..
- მომისმინე, ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მაინც თბილად მოგექცევი, მე ესეთი ვარ ცივი, მაგრამ ვეცდები ესეთი რაღაცებიი არ გითხრა.. გავბრაზდი იმაზეც რომ ესეთი ლამაზი ჩვენი მოსამსახურე იქნებოდა, ან ჩემს სახლში იქნებოდა და მეცოდინებოდა რომ შეხება არ შემიძლია..
- გიჟი ხარ?
- რატომ? დაიბნა და შემომხედა თავისი ღრმა მწვანე თვალებით, ახლა შევამჩნიე როგორი სიმპაატიურია. გადაპარსული თმით, ოდნავ მოშვებული წვერით, ნავარჯიშები ტანით, სწორი ცხვირით და დიდი ტუჩებით.. მალევე გამოვერკვიე და დავანებე მის დათვალიერებას თავი..
- აბა რანაირად მელაპარაკები?
- რა იყო კაცმა რომ გითხრა ლამაზი ხარ და ვერ ვიტან როცა ჩემს სახლში დააბიჯებ და შეხება არ შემიძლია თქო შეურაწყოფაა?
- შეურაწყოფა არა, მაგრამ ჩემთვის უცხო და დამაბნეველია. წეღან შენი მწარე და ზიზღიანი სიტყვების შემდეგ, ახლა რომ ასე მეუბნები..
- ხო წეღან ნერვები მომიშალა ნატალის სიტყვებმა რომ ჩემი და არისო.
- და ამიტომ დაუფიქრებლად უნდა გამიტეხო გული? არც მიცნობ გესმის? არ ვითხოვ რომ შემიცოდი, პირიქით არც მჩირდება რომ შეგეცოდო, რადგან უდედ-მამოდ გავიზარდე ბავშვთა სახლში იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს უნდა შევეცოდო და დამამციროს, მე ლია უბრალოდ დამეხმარა, გამზარდა და აქამდე მომიყვანა, შეიძლება ბიოლოგიური არ არის მაგრამ მე ლია დედად მყავს აღქმული, ამიტომ რადგან 18 წლიდან ბავშვთა სახლს ტოვეებენ ნაცნობთან მომიყვანა და შენმა კეთილმა მშობლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს იმ მხრივ რომ ოთაცი მქონოდა, წვიმა არ ჩამომსვლოდა თავზე და ხელ გამოშვერილი არ მემათხოვრა 18 წლის გოგოს, თორე მე არც თქვენთან მუშაობა მეთაკილება, მთავარია მინდა მე ჩემი ნაშრომი ფული მქონდეს და არა ისე მოპოვებული როგორც წეღან შენ აღნიშნე. მე შენ ხელს არ შეგიშლი არაფერში თუ გინდა თვალშიც არ მოგედები უბრალოდ ძალიან გთხოვ ესე ნუ მომექცევი...
გაოცებული მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა..
ბოლოს ძლივს ამოილუღლუღა, ბოდიში მომიხადა და ოთახიდან გავიდა...

ამ ემმოციებისაგან დაღლილიც მალევე გადავეშვი სიზმრების სამყაროში.. დაახლოებით 3 საათი მეძინა, როცა გავიღვიძე ჩემს ტუმბოზე საჩმელი იდო ლანგრით და პატარა ფურცელზე ეწერა: მაპატიე მეტს აღარ გატკენ გულს..
არ ვიცი ამის დანახვისას რა ვიგრძენი.. გამიხარდა, მესიამოვნა, 2 წუთით იმაზეც კი დავფიქრდი რომ შეიძლებოდა მომწონებოდა ვატო, თუმცა მე ხომ არავინ მომწონებია და სიყვარულზეც ზედმეტია ლაპარაკი.. გამოვერკვიე ფიქრებიდან, ვიგრძენი როგორ მშიოდა და გემრიელი კრუასანი პირისკენ გავაქანე...
როცა მოვრჩი გემრიელი კრუასანის და ყავის მირთმევას წამოვდექი აბაზანაში შევედი და ეს დაღლილობა წყალს გავატანე, გამოვედი გამოვიცვალე ჯინსი და მაისური გადავიცვი ისევ ჩემი "განუყრელი მეგობარი" კეტები მოვირგე ფეხზე, ლანგარი გამოვიტანე ოთახიდან და სამზარეულოსაკენ წავედი...

**
-ნატალი-

- მააა, რას შვებიი? შეუვარა კაბინეტში და მაგიდაზე ჩამოჯდა
- რამედნჯერ უნდა გითხრა ეს ჩვევა მოიშორე და მაგიდაზე ნუ ჯდები თქო.. რა უნდა ვქნა ვმუშაობ ვერ ხედავ? თითქოს მკაცრი ტონით მითხრა მარა ჩემს გამოწეული ტუჩის დანახვაზე ღიმილი მოედო..
- ხო კაი ნუ მეჩხუბები, სხვა თემაზე ვარ მე აქ მოსული..
- გისმენ შვილო ხო მშვიდობაა?
- კი კი მშვიდობაა, მა იცი მე მართა ძალიან შემიყვარდა, და დადაც კი მივირე, მაგრამ ვატოს ეს ყველაფერი არ სიამოვნებს არ ვიცი ეჩვიანობს თუ რას შვება, ისეთი საზიზღარი რაღაცეები უთხრა გოგოს ამ დილით ოთახში ავარდა და აი უკვე 3 ხდება არც გამოსულა... ეხლა ამ ყველაფერს რატომ გეუბნები.. მე ვუთხარი მართას რომ არ მინდა აქ მუშაობდეს, რა უბედურებაა 18 წლის გოგო რო მოგვემსახუროს.. კაი ბევრს არ გავაგრძელებ და პირდაპირ გეტყვი, დღეიდან მართა არ მუშაობს აქქ და იმ ფულს რასაც მე მაძლევთ ხოლმე ორივეს გაგვიყოფ, ან შენ ხო კეთილი მამა ხარ და რასაც მე მაძლევ იგივე მიეცი მართასაცც.. აციმციმებული თვალები შეანათა მამას და პასუხს დაელოდა..
- ჯერესერთი მე შენ ძმას არ ვიცი რას ვუზავ ამ გოგოს გაბრაზებისთვის, მე და დედაშენი დავპირდით რომ სხვებისგან დავიცავდით და არავის დავაჩაგვრინებდით მის გოგოს და ამას თუ ჩემი შვილი აკეთებს საკადრისად დავსჯი.. მეორეც ერთი შენ ყველაზე კარგი და კეთილი მყავხარ, ბევრჯერ ვუტხარი ლიას მაგრამ მირჩევნია შრომით მიიღოს რაიმე თანხაო. მიხარია თუ გაუგეთ და ისე გყავს როგორც და, მომწონს შენი იდეა და აუცილებლად ვიზავ ყველაფერს რომ არაფერი მოგაკლოთ.. გადაეხვიაა შვილს და გულზე მიიკრაა..
- ვიცოდიი, ვიცოდიი რომ ყველაზე მაგარი მამიკო მყავდაა.... კარგგი ეხლაა მართას არ აქვს ტანსაცმელი და მომეცი ფული უნდა ვიშოპინგოთ გოგჩოებმაა.. გააეკრიჭა და მამას დაელოდა როდის ამოიღებდა ჯიბიდან რამოდენიმე 100 ლარიანს და მიაწვდიდა გოგოს.. არც დაუყოვნებია კეთილ მამიკოს, 500 ლარი მიაწოდა და დაუბარა რაც გაუხარდება ის უყიდეო და შენც თუ გინდა რამე იყიდეოო.. ნატალი კიდე გადაეხვია მამას და ბედნიერი სახით გამოვიდა კაბინეტიდან, ოთახში უნდა ასულიყო მართასთან თვალი რომ მოკრა კუხნაში და გაეშურა მისკენ ყველაფერი რომ ეთქვაა..
- მართაა გოგო მამამ ფული მოგვვცა ეხლა წამოდი ავიდეთ ოთახში გმაოაღე კარადა და რაც მოგეწონება ჩაიცვი საშოპინგოთ მივდივარრთ.. მერე იქიდან სადმე დავჯდებით კაფეში და საღამოს კიდევ მეგობრებს გაგაცნობბბ... ბედნიერი სახით მოუყვა უცებ მართას და გაეკრიჩა
- ვაიმე მეგონა გაბრაზდებოდა შენს იდეაზე, რა კეთილი მამა გყავს.. კარგი ავიდეთ მაშინ და დიდი მადლობა.. მოეხვია ნატალის და ლოყაზე ხმაურით აკოცა,
- რა მადლობა გაგიჟდი? ჩემი დაიკო ხარ შენ..
- შენ კიდე ჩემი...
ღიღინით ავიდნენ ოთახში, მართამ ლამაზი მთლიანი კაბა აარჩია, ტანზე მომდგარი, შავი, ეს ხომ მისი საყვარელი ფერია, რადგან აქამდე მაღლებზე არ მდგარა ისევ თავიისი კეტები მოირგო მაგრამ ნამდვილად უხდებოდა ამ კაბას კეტები.. ნატალი არ მოეშვა ცოტა მაკიაჟი გაუკეთა,გრძელი თმები გაუსწორა, მანაც ჩაიცვა უცებ და სულ სიმღერ სიმღერით დატოვეს ორსართულიანი ულამაზესი სახლი....

- ამხელა სავაჭრო ცენტრში რა გვინდოდა რო მომიყვანე, პატარა მაღაზიებიდან ვერ ვიყიდდით რამეს??
- ვაიმე გაჩუმდი რაა.. აქ ისეთი ბრენდებიაა ერთად თავმოყრილი როო ასე სათითაოდ სად ვეძებოო.. სიცილ კისკისით მიპასუხა ნატალიმ და ხელი მომკიდაა რომ ცოტა ჩქარა მეარა..
- კაი ნუ მიმათრევ რა იყო გარბიან სადმე შენი ბრენდი მაღაზიები??.. გავიცინე და ხელის გაშვება ვცადე მარა უშედეგოდ..
- კი არ გარბიან მეშინია ვინმემ რამის ყიდვა არ დამსწროს.. იქით ზარაა, ჯერ იქ შევიდეთ ახალი კოლექცია მიუღიათ, მერე მანგოში და ბერშკაში გავიაროთ, ძალიან მოდური ტანსაცმელები აქვთ იქ, ზუსტად ისეთი ჩვენი ასაკის გოგოებს რომ შეეფერებათ.. თვალი ჩამიკრა, ტაში შემოცხო და მაღაზიისაკენ დაიძრა..
- იცი მე ესეთი ძვირიანი ტანსაცმელი არ მინდა რამე უბრალო და ლამაზი მირჩევნია, შედარებით დაბალ ფასიანი..
- კაი რა 500 ლარი ისედაც არარი ბევრი, მაგრამ ყველაფერს ვიყიდით კარგს და იმას რაც შენ მოგეწონება ოღონდ ამ მაღაზიებიდან რაც გითხარი.. თავისას არ იშლიდა და მეც დამიყოლია..
დიდიხანი დავდიოდით, ხან რა ჩამაცვა ხან რა, კაბები შემომაჩეჩა ხელებში, ყველა სათითაოდ გამასინჯა, კარგ დროს ვატარებდით მაგრამ ძალიან დავიღალე, ხმასაც ვერ ვიღებდი და მის ნათქვამს ვასრულებდი, როგორც იქნა რამოდენიმე კაბა ავირჩიე, მინდოდა სადა მეყიდა შავი ფერის მაგრამ ვინ მაცადა, ქალბატონმა ნატალიამ იზრუნა ჩემს ახალ გარდერობზე და ისეთი კაბები შემირჩია არც დამესიზმრებოდა... ერთი ღია ვარდისფერი იყო ძალიან ლამაზი ტანზე მოყვანილი, ზომიერი დეკოლტითა და მუხლს ჩაცდენილი სიგრძით, ასე ვთქვათ კალმის ფორმის იყო.. მაშინ დავაკვირდი ჩემს თავს სარკეში რომ კაბები ძალიან მიხდება, ჩემი სავსე მკერდიც მაძლევს იმის საშუალებას რომ ზედა ნაწილში კაბა ლამაზად მოვირგო, ეს რამოდენიმე კაბის გაზომვისას ნატალიმაც აღნიშნა.. კიდევ ვიყიდეთ ჩემი საყვარელი ფერის კაბა.. შავი, ის მოკლე იყო და ეგეც ტანზე მომდგარი.. 2კიდევ ვიყიდეთ თეთრი და მუქი ლურჯი.. 4ვე ძალიან მომიხდა ნატალის თქმით მეც უარი არ ვუთხარი და უამრავი კაბებიდან ეგენი ავარჩიეთ, ახლაჯერი მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე მიდგა..
- ნატალი, მე მირჩევნია კეტები ან მსგავსი დაბალძირიანი ფეხსაცმელი ვიყიდოთ..
- კაი რა 14 წლის ხარ?? ხო უნდა გქონდეს 1-2 წყვილი ძალიან მაგარი ფეხსაცმელი რა იცი რახდება, თან ჩვენთან ხშირად არის სტუმრიანობა და წვეულებები, მამაჩემის ბიზნესის გამო, ამიტომ მასეთ დროს კეტებით ყოფნა ტეხავს..
- ხო მაგრამ მე რო არ ვიცი სიარული? ფეხებს მომატეხავს ესენი რამხელებიაა.. მისი გამოწვდილი ფეხსაცმელი ხელში დავიჭირე და შევათვალიერე ნამდვილად ლამაზი იყო მარა მაღალი...
- მე გასწავლი ნუ მებოდიალები ეხლა რაღაცეებს მაინც გიყიდი და ვსოო...
მეც დავნებდი რა უნდა მექნა მართლა სირცხვილია 18 წლის გოგომ რომ მაღლებზე არ ვიცი სიარული ამიტომ არ შევეკამათე და კიდევ კაი ხნის სიარულის შემდეგ 2 წყვილი ძალიან ლამაზი ფეხსაცმელიც ვიყიდეთ..
2ჯინსი და რამოდენიმე მაისურიც ავიღეთ "ბერშკადან" და სალაროსთან მივედით, საფასური გადავიხადეთ და როგორც იქნა ჩვენი შოპინგი დასრულდა.. ახლაღა შევამჩნიე რომ ნატალიმ არაფერი იყიდა თავისთვის..
- შენ რატო არ იყიდე რამე?
- გოგო მე ისედაც მაქვს ბევრი რამ.. არ მინდოდა თორემ რაც უფრო ბევრი მაქვს მერე არჩევა მიჭირს და... გაიცინაა და ახლა სალონში წასვლა შემომთავაზა, გავიპრანჭოთო..
ნატალიმ მანიკური და ოედიკური გაიკეთა, მეც იგივე, წარბების კორექცია გავიკეთეთ თმებიც შევისწორეთ და დაქანცულებმა გადავწყვიტეთ სახლისკენ წავსულიყავით...
- ძლივსსს.... სახლში შესულმაა ამოვიხავლე და გეზი პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღეთ..
- გოგო ხო ძალიან დავიღალე მეც მარა რა გინდა მაგარი შოპინგი გამოგვივიდა.. "pretty woman"- ის სიმღერაღა გვაკლდა და ეგ იყოო.. გადაიხარხარა დაა კარადაში შემაწყობინა ნაყიდი ტანსაცმელი.. იცოდე ეხლა დავისვენოთ და საღამოს წავიდეთ სადმე.. მეგობრებს გაგაცნობ, ვატოსაც ვეტყვი იქნებ ეგ უჟმურიც გაერთოს ცოტა თორე ხო ხედავ უჟმურობისგან მალე მოკვდება და თვითონაც ვერ ხვდება.. ორივეს გაგვეცინააა რომ სახეზე სიცილი შემახმა..
- ერთობით ჩემზე ჭორაობით გოგოებო? მისმა ბოხმა ხმამ ტანში დამიარა
- შენ აქ რა გინდაა უჟმუროო.. არ მოეშვაა ნატალი და სიცილი გააგრძელაა..
- შენ გირჩევნია დედასთან ჩახვიდე, რაც მოხვედით გეძახის, მაგრამ ისე იყავით ჩემი უჟმურობის განხილვით გართულები რომ ვერც კი შეამჩნიეე..
- უიმეეე ხო მივდივარ რა იყოო.. შენ იქნებ სახე გაგესწორებინაა რავიცი მაინც, რა იცი რა ხდება იქნებ ვინმემ შემოგხედოს...
- შენი საქმე არარი ვინ შემომხედავს. ჩადი მალე..

- შენ რა იყო დაისაკუთრე უკვე მამაჩემის ფულები და გულაოობ პრინცესა??
- არა ნატალიმ მიყიდა ყველაფერი და პრინცესას ნუ მეძახი თქოო ხო გითხარი..
- აა დაჟე ტონსაც უწევ?? შენ გოგო რამე ხო არ გეშლება?
მომვარდა და კედელზე ამაყუდა, ისეთი გახშირებული სუნთქვა მხვდებოდა სახეზე მეგონა გული ამომივარდებოდა შიშისგან მაგრამ თავი შევიკავე და გაბედულად თვალებში შევხედე..
- არაფერი არ მეშლება ჩემს დამცირებას აღარ გაპატიებ ხო გაიგე? ხელი გამიშვი ეხლა და გაეთრიე შენს ოთახში, და საერთოდ არ დაგინახო რომ მეორედ ამ ოთახში დაუკითხავად შემოხვიდე.. ამომივიდა ყელში და ყველაფერი მივახალე რასაც ვფიქრობდი, როგორ გავბედე არ ვიცი მაგრამ უცებ ყველაფერზე დავხუჩე თვალი...
- ეს ჩემი სახლია გაიგე? და სადაც მინდა და როგორც მინდა ისე შევალ და გავალ და მეორედ ტონს კიდე ამიწევ და ამ სახლიდან გაფრინდები ხო გაიგე? ფეხებზე ტიტველი იქნები თუ რა იქნები როცა მინდა შევალ, როცა მინდა გავალ, ეს დაიმახსოვრე და წესიერად მოიქეცი.. თვალში ზედმეტად არ მომედო თორე რასაც გიზავ ნახავ..
ოთახიდან გაცეცხლებული გავარდა და იქვე კედელთან ჩავიკეცე.. ამიტყდა ისტერიული ტირილი, ღმერთო რა უნდოდა ჩემგან, რას მერჩოდა, უკვე აღარ შემეძლოო.....

***

- ვატო-
გამაგიჟებს მე ეს გოგო, ჭკუიდან გადავყავარ, უტიფარი, მოეთრა ჩემს სახლში და ტონსაც მიწევს აქ.. როგორ მინდა ერთი ჭკუა ვასწავლო და ვანახო ვის როგორ უნდა ელაპარაკოს მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედავს ხოლმე რომ ყველაფერი მავიწყდება..
იისე რანაირიაა... პირველი დღიდან მომხვდა თვალში მაგრამ ასე რატომ ვექცევი არ მესმის.. ძალიან ლამაზია. მისი თაფლისფერი თვალები რომ მახსენდება, მისი დიდი ტუჩები, მაგრამ მაინც არ მივცემ უფლებას ისე იპარპაშოს როგორც მოუნდება.. მგონი მომწონს, არა არ მომწონს... რომ მომწონდეს ესე არ მოვექცეოდი, ან შეიძლება იმიტო ვექქცევი ეგრე რომ მომწონს, მოკლედ არ ვიცი ვერ გავერკვიე რაც დავინახე იმის მერე დაბნეული და დაძაბული დავდივარ...

- ლაშა, რას შვები ძმა?
- .....
- რავი მეც ვარ რა, ბიჭო მიდი რა ლევანას დაურეკე და ბარში ჩავუჯდეთ სადმე, თორე ჭკუიდან შევიშლები მალე და მინდა განვიტვირთო.
-.......
- კი კი მშვიდობაა იქ გეტყვით რა. მიდი გელოდები ძმა...

წყალი გადავივლე, ჯინსი და მაისური გადავიცვი და ქვემოთ ჩავედი..
- სად მიდიხარ დედაა. ჩამეკითხა ნინელი
- ბიჭებთან ბარში და გვიან მოვალ არ დამელოდოთ. მივაძახე ისე რომ არც შემიხედავს და გარეთ გავედი..
მანქანაში მოვთავსდი და წამებში მოვწყვიტე ადგილს....

- რა ხდება აბა მოყევი..
- აუ ბიჭო ერთი გოგო მოვიდა ჩვენთან რა, ბავშვთა სახლშია გაზრდილი და ხო აზზე ხარ 18 წლის მერე რო მოდიანო თუ რაღაც და მაგის ამღზრდელი ჩემი მშობლების მეგობარია და ჩვენთან მოიყვანა "იტოგში" არ ვიცი რატო მაგრამ რაც მოვიდა იმის მერე ცივად ვექცევი, ვერ ავიტანე რო სხვა მოვიდა და "პახოდუ" ჩემს გვერდით ოთახშია.. იცი რა ლამაზია ლაშოო?!
- მერე რახან ლამაზია და ბავშვთა სახლიდან არი იმას კიარ ნიშნავს რო უნდა ეჩხუბო და დაამცირო შე ჩემა რა გემართება, თან ამბობ ლამაზიაო თან რაც მოვიდა ცივად ვექცევიო.. რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს ტო?
- რა ჭირს და მოეწონა და ეგრე გამოხატავ ძმა გრძნობებს. დაცინა ლაშამ და ვატოს უთავაზა მხარში..
- ეე მაიცა რააა ლევან, რა მომეწონა, რახან ლამაზია თქო ვთქვი ესეიგი მომწონს?
ეგრე სხვაზეც ვიტყვი ლამაზია თქოო.
- რავიცი რავიცი, ყოველშემთხვევაში ვიცი რო ეგრე არ უნდა მოექცე, რას გიშავებს მერე შენ, თავისთვის იქნება..
- ხო მარა ჩემებმა ისე მიიღეს და გააღმერთეს ნერვები მეშლება, მგონია რომ ჩვენი ფულის ჩაგდება უნდა ხელში და ვგიჟდები..
- რამდენისარიო რა მითხარი, ჩაერთო ლაშა საუბარში
- 18 ბიჭო..
- მერე შენ მაგარი ეგოისტი ტიპი ხარ.. 18 წლის გოგომ რომელსაც დედ მამა არ ყოლია და მშობლების სითბო არ ქონია გგონია შეძლებს ამხელა ოჯახის გაღატაკებას ან კომპანიის წართმევას. მართლა უაზროდ ფიქრობ ძმა და ცოტა მოეგე ჭკუაზე თორე გიხილავთ მალე თეთრ ხალათში. მარა შენ ბედზე ასათიანიც დაიკეტა ტოო.. გამიტყდა.. გადაიხარხარა ლაშამ
- აუ ეს გაიტანე რა ძმურად თორე არ მინდა რამე გავუტეხო.. მიდი რამე დავლიოთ რა დღეს მინდა დავთვრე..
- ნახე ნახე რა ხანიგასავით იქცევა ღმერთოო, ოღონდ ამას ჩკუა მიეცი ფული ისედაც აქ და ის ფული ჩემთან გამოუშვიი.. არ წყვეტდა "ღადაობას" ლაშა..
- კაი რა ნერვებზე თამაშობ შენ კიდე ვერ ხედავ გაღიზიანებულია მოკეტე თორე მე შემოგარტყავ ეხლა რაღაცასს..
- კაი კაი უიმე უჟმურები ხართ ორივე.. ხელები ზემოთ აწია დანებების ნიშნად და ჯეკ დენიელსის ბოთლი გახსნა, ჭიქებში გაანაწილა, ჩვენ გაგვიმარჯოსო ბიჩებს მიუჭახუნა ჭიქა და სამივემ გემრიელად თითქოს მოწყურებულებმა გადაკრეს ვისკი...

**

-ნატალი-

7 ხდებოდა მართასთან რომ შევედი, და ვუთხარი რომ 1 საათში ჩემს მეგობრებთან ერთად სადმე კაფეში წავიდოდით..
- გოგო მიდი მოემზადე რა და 1 საათში გავალთ ცემი მეგობარი მოგვაკითხავს, თოკო... მისი სახელის თქმა იყო რომ თვალები აუციმციმდა..
- თოკოო? მეგობარი?? ჩამეკითხა მართა და მეც დავიმორცხვე. დავიჯერო მარტო მეგობარი? გააგრძელა მან..
- აუუ კაი კაი.. რავიცი მომწონს ძალიან და ისიც თბილად მექცევა თუმცა ვერ დავამუღამე მაინც რაღაც უცნაურია, ვერ ვიტყვი რო გიჯდება ჩემზე თქო მარა ხანდახან მაინც მაგრძნობინებს ხოლმე რაღაცეებს.. მგონი დამაკმაყოფილებლად გავეცი პაუხი და კმაყოპილს სახეზე ღიმილი მომედო..
- არაუშავს მე ამაზე ვერაფერს გეტყვი იმიტომ რომ არავინ მომწონებია და არ ვიცი ვინ როგორ იქცევა ამ დროს.. გავიცინე და წამოვდექი..
- შენი დროც მოვაა მართთ.. თვალი ჩავუკარი და მისი კარადა გამოვაღე..
რას იცმევ?
- არ ვიცი რავი კაფეში რადგან მივდივართ იმედია მაღლებს არ ჩამაცმევ თორე პირველსავე დღესვე შევრცხვეი შენს მეგობრებთან და დამცინებენ.. გაეცინა მართას..
- არა არაა ახალი კაბა ჩაიცვი აი ის შენი ფერი რო ვიყიდეთ და ერთი ლამაზი ბალეტკები მაქვს კაი ხანია არ ჩამიცვია, 1ხელ მეცვა და აიღე.. კეტებით ნუ წამოხვალლ. გამეცინა და ოთახში გავედი ბალეტკების გამოსატანად. უკან დაბრუნებულმა მართა კაბაში გამოწყობილი დამხვდა, ბალეტკებიც მოირგო, თმები გავუკეთე, მკრთალი მაკიჟი, თან რაღაცეები ვასწავლე რომ თვითOნაც გაეკეთებინა ხოლმე და მისი მომზადება დავასრულე..
შემოვატრიალე სარკესთად და ჩემი ნამუშევრიით კმაყოფილმა გავუღიმე..
- ეხლა შენ ეგრე ხალათით მოდიხარ?? არამგონია თოკოს ამ ფორმაში მოეწონო.. დამცინაა მართამ და ჩემი ოთახისკენ წავედდით.. მეც მალევე მოვემზადე, თეთრი მუხლამდე კაბა ჩავიცვი და იმის გმაო რომ მართას თავი უხერხულად არ ეგრძნო მეც ბალეტკები ჩავიცვი.. ამ მომზადება მომზადებაში 45 წუთიც გასულა..
- წამო ქვემოთ, თოკომ მომწერა 10 წუთში მანდ ვარო და მაქამდე ყავა დავლიოთ..
დამეთანხმა და ქვემოთ ჩავედით.. უცებ ყავა დავლიეთ და ჩემი თოკოც მოვიდაააა..
- წამო წამოო, მოვიდაა...
- ხოო ხო მოიცადე ნუ მიმათრევ.. გამიცინაა და ორივე გარეთ გავვარდით. თოკო მანქანაზე იყო აყუდებული და გველოდებოდა. რმერთო რა სიმპატიურიაა... მწვანე თვალები ყავისფერი თმა, სწორი ცხვირი, ტუჩები აქვს ისეთი მისგან მოწყვეტა არ გენდომებოდა...
დაკუნტული სხეული, რათქმაუნდა იმმიტომ რომ მორაგბე იყო...
მალევე მივუახლოვდით თოკოს, გადავკოცნე მართა გავაცანი როგორც ჩემი დეიდაშვილი და ჩავსხედით მანქანაში...
შარდენზე მივედით იქვე მყუდრო კაფეში ჩემი მეგობრები გველოდებოდნენ, ყველას სათითაოდ დავუარე გადავკოცნე თან მართა გავაცანი გოგოებს და მათ პირდაპირ მოვთავსდით.. სალო, ანი და თეკო ჩემი კურსელები იყვნენ.. ამ სამთან ვიყავი ძალიან ახლოს ამიტომ სადმე თუ მივდიოდით სულ ერთად მივდიოდით ხოლმე.. თოკოზე კი ვთქვი უკვე რომ მომწონს, ისიც ჩემი კურსელია, ვაჩე სალოს შეყვარებულია, ტატო ანისი ხოლო თეკო და საბა ერთმანეთს ეპრანჭებიან, ორივეს უყვარს ერთმანეთი და იმის მაგივრად რომ გამოტყდნენ ერთმანეთს ჭამენ.. არ ვიცი ამათ რა ეშველებათ მაგრამ იმედია მოევლება ყველაფერსს.. ძალიან ბევრი ვიჭორავეთ, მართაც კომფორტულად იყო ჩვენთან და ძალიან გამიხარდა...
- გოგოებო ძალიან მშია.. ვიწუწუნე და ყველას მოვავლე თვალი
- ჩვენც მაგრად გვშიაა ტოო რამე შევუკვეთოთ ისე ამდენიხანი რას მიკეთებდით რო გაიქაფეთ პირებიი.. შემოგვიტია ტატომ..
- აუ ამას სულ შიაა ნაატ ნუ მიაქცევ ყურადღებას.. გაიცინა ანიმ და ლოყაზე აკოცა საყვარელ მამაკაცს..
- ნეტა მწარე არ მყავდე და დალშე კარგი გოგო ხარ.. გადაიხარხარა და ბიჭებიც აიყოლია..
- პიცა ავიღოთ მაშინ და ხაჭაპური.. იდეა მივაწოდე ბავშვებს და ყველას გაბრწყინებული სახე რომ დავინახე ეგრევე მიმტანს დავუძახეე.
- მე ცეზარიც მინდა რა.. დაამათა თეკომ
- მიმტანს შევუკვეთე ყვეაფერი, კოლებიც დავამატეთ და დავლოდეთ...
- ლოდინში კიდე გავჭორეთ ჩვენი უნივერსიტეტის სასტავი, თავიდან მართა გაოცებული გვიყურებდა, არ იცოდა ვიზე გვქონდა ლაპარაკი მაგრამ ნელ-ნელა გავარკვიეთ და ისიც იცინოდა ჩვენთან ერთად..
ლაპარაკ ლაპარაკში ჩვენი პიცებიც და ხაჭაპურებიც მოგვივიდა თეკომ ცეზარი მიიდგა და შეექცა ისე რომ არც დაგველოდა..ბიჭებმა ხელები
გაუხახუნეს ერთმანეთს და პიცას ეცნენ... მოკლედ ყველამ გადავიღეთ ჩვენ ჩვენი სურვილისამებრ პიცა და ხაჭაპური და გემრიელად მივირთვით...
- უხხ გაასწორა რაა.. საჭმელი რომ არარსებობდეს რა გვეშველებოდა.. მუცელზე მოისვა ხელი ვატომ და ბედნიერი სახით უყურებდა მეგობრებს
- ხოო მართლა კაი იყოო მეამაა ბავშვებო.. გაიცინა თოკომ და გადმომხედა..
- ეხლა რა ვქნაათ? დავსვი დამაბნეველი კითხვა იმიტომ რომ ყველამ ერთმანეთს გადახედა და მაგათ სახეებზე სიცილი ამიტყდა..
- აზზე არ ვარ რა ვქნათ და დავიშალოთ თერთმეტის ნახევარიაა უკვე..
- უი რა დრო გასულა, ისე გვშიოდა ვერც მოვედით აზზე რომელი საათია..
- ხო ხო მაშინ გავედით, მთავარიაა შევიკრიბეთ რაა და ცოტა მაინც ვიჩორავეთ.. უნიში კი გხედავთ ხოლმე და არ ვიკლებთ მაგრამ მართას გაცნობაც მინდოდა თქვენთვის..
- ხოდა უკვე ვიცნობთ და კიდევ ბევრჯერ გავიჩითებით ერთად..
ყველა დაეთანხმა ჩვენს აზრს რომ უნდა დავშლილიყავით, მართაც ბედნიერი სახით მომყვებოდა.. ბავშვებს დავემშვიდობეთ და სახლისაკენ ისევ თოკოსთან ერთად წამოვედით..
- ისე შენი ძმა სადარის? მკითხა მართამ მორიდებულად..
- რავიცი მეე რო ვუთხარი მივდივართ და წამოდი თქო მე რამინდა ღლაპებშიო, ძმაკაცებთან მივდივარო და წავიდა...
- გასაგებია..
სახლში რომ მიგვიყავანა თოკომ, დავემშვიდოეთ და სახლში შევედით..
დედას ეძინა მამა კაბინეტიდან გამოდიოდა რომ დაგვინახა ორივეს მოგვეხვია გამოგვკითხა თუ როგორ გავერთეთ, შემდეგ ძილინებისა გვისურვა და ოთახისკენ წავიდა..
- გოგო მაგრად დავიღალე მაგრამ გავერთეთ ხო? მოგეწონაა ჩემი მეგობრები???
- კიი კარგები არიან, მხიარულები და თბილები..
- ხოო ჩემი გიჟები არიან ეგენი.. დავიძინოთ ხოო? და ხვალ კიდე წავიდეთ სადმეე..
- კაიი ხო დავიღალე მეც.. ჩამეხუტა და მადლობა მომიხადა მართამ მეც ძილინებისა ვუსურვე და ოტთახებში შევედით.. გამოვიცვალე ვიბანავე და ლოგინში შევწექი, მალევე ჩამეძინაა...


***

ღამის 3 საათი ხდებოდა რო დაიშალნენ საკმაოდ ნასვამი იყო ვატო თუმცა გონზე მაინც იყო, ტაქსი გააჩერა რადგან მანქანაზე დაჯდომა მაინც ვერ გარისკა იქვე ბართან დატოვა და სახლში წავიდა....
კარები ნელა შეაღო თუმცა სამზარეულოდან სინათლე გამოდიოდა და გეზი პირდაპირ იქითკენ აიღო, იფიქრა დედას ან ნატალის ღვიძავს და რამეს მაჭმევენო...
- დეეე, ნატაა.. კარებში შესვლამდე დაიძახა მარა ხელში მართა შერჩა..
- აქ რასაკეთებ პრინცესა, რატომ არ გძინავს ნუთუ მე მელოდებოდიი.. ირონიით სავსე მიუგო.
- არა შენ არ გელოდებოდი ნამდვილად, ვერ დავიძინე და ჩამოვედი. ბევრი დაგილევია..
- უფფ ბოდიში ვერ გკითხხე რამდენი უნდა დამელია, ამ ერთხელ მაპატიე.. გაუცინა და გაკვირვებული მართას თვალები რომ დაინახა კითხვის ნიშნებით სავსე თვალები შეანათა გოგოს.
- არაფერი უბრალოდ გამიკვირდა ისევ რომ არ მომვარდი და ჩხუბი არ დამიწყე..
- მოიცა კაცო მაგას მოვასწრებ სხვა დროსაც, ეხლა ძალიან მშია და რამე მაჭამე, რამეში მაინც გამომადექი, მაინც ტყუილად ზიხარ აქ და წრუპავ ამ წვენს..
- რას ინებებს მისი აღმატებულება ბატონი ვატო? სერიოზული სახით იკითხა
- რამდენს ტლიკინებ რამე მაჭამე რამნიშვნელობა აქ..
- კაი ქათმის სალათია და ის შეჩამე.. გამოუღო და თეფში წინ დაუდგა.. ყავას გაგიკეტებ ცოტა აზრზე მოხვალ..
- ვა რა მზრუნველი ხარ პრინცესა?! პრინციპში მართალი ყოფილა: მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო.. გაიცინა და გემრიელად გაიქანა ლუკმა პირში..
- ეგ რა შუაშია, ადამიანურად გექცევი შენნაირი უხეში არ ვარ..
- კაი თავი დამანებე და ნუ დამენახები ეხლაა კარგი? მინდა რომ მშვიდად ვჭამო და ნერვები არ მოვიშალო, ყავა გააკეტე დადგი და წადი!
- უჟმურო... ყავა წინ დაუდო და მეორე სართულზე ავიდა..
ვატომ გემრიელად გააგრძელა ჭამა, მართაზე გაეცინა მაინც, რაღაცნაირად ისიც ესიამოვნა ამდენი დამცირების მერე ესეთი მზრუნველი რომ აღმოჩნდა, გულში სითბო ჩაეღვარა და ძლივს მიხვდა, მივიდა იმ აზრამდე რომ ესე აღარ მოქცეოდა.. თეფში ნიჟარაში ჩადო და ზემოთ ავიდა...


- მართა-
მოეთრა მთვრალი, ვაჭამე ყავა გაუკეთე, ადამიანურად დაველაპარაკე ვიფიქრე ცოტა დავიმეგობრებ მაინც და ურთიერთობას გამოვასწორებ თქო და ვინ გაცადა მაინც ისეთივე ხეპრე და უჟმურიაა... "ყავა გააკეტე დადგი და წადი" გამოაჯავრა და ნერვებმოშლილმა აანთო მაგიდის ნათურა, წიგნი გადაშალა და კითხვა დაიწყო.. რაღა დააძინებდა, იფიქრა ასე იქნებ ჩამეძინოსო..
- რატო არ იძინებ. ისევ ვატო
- არ მეძინება. ცივად მივუგე
- რაღაც მინდა გითხრა ოღონდ სერიოზულად.. მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა.. ღმერთო რით ვერ ვისწავლე აივნის კარის დაკეტვაა.. ჩემთვის გავიფიქრე იმის შიშით რომ მეგონა კიდევ ჩხუბს დამიწყებდა და დამცირებას..
- გისმენ, მშვიდი ხმით მივუგე და დაველოდე რას მეტყოდა ასე სერიოზულად..
- ბოდიში ვაფშე ყველაფრისთვის, არ ვიცი რა მემართება, მართალი ხარ რო ამბობ არ მიცნობო, არ ვიცი ვინ ხარ როგორი ხარ და იმიტო გავბრაზდი ალბათ ჩემთვის სრულიად უცხო რომ დაბინავდა ჩვენთან.. მაგრამ ამიერიდან ესე აღარ მოგექქცევი, იმმედია მაპატიებ და ახლიდან დავიწყებთ ყველაფერსს.. ხელი გამომიწოდა და მითხრა:
- მე ვატოო ვარ, 25 წლის, დამწყები არქიტექტორი, ვმუშაობ მამას კომპანიაში და ვეხმარები.. დანარჩენი შენც იცი..
საპასუხოდ გაოცებულმა ჩამოვართვი მეც ხელი და ვუპასუხე:
- მე მართა, 18 წლის, დედ-მამა არ მყოლია არასოდეს, ბავშვთა სახლში გავიზარდე, არ მისწავლია რაზეც გული ძალიან მწყდება.. ახლა კი აქ ვარ..

- სასიამოვნოა იმედია ხვალიდან ურთიერთობას გამოვასწორებთ.. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, ხელი სახეზე ჩამომისვა და ამჯერად სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა... ჩემი ოთახი დატოვა, მეც ნათურა ჩავაქრე და გაოცებული და აღტაცებული ფიქრებში გადავეშვი... როდის ჩამეძინა აღარც მახსოვს....

მართა შვილო... ბუნდოვნად ჩამესმა ყურებში ეს ხმა, დარწმუნებული ვიყავი რომ დედაჩემი იყო, დიახ! ნამდვილი,ჩემი ბიოლოგიური დედა, თუმცა საიდან ასეთი დარწმუნება?! მე ხომ ის თვალითაც არ მინახავს, მითუმეტეს ხმაც არ გამიგონია რომ მივამსგავსო..
ეს ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა, მძაფრდებოდა მისი წკრიალა ნაზი ხმა და მეც უფრო და უფრო ჭკუიდან მშლიდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, ვერ მივხვდი, მერე შოორს, სადღაც თეთრი ბურუსიდან სხეულის სილუეტს მოვკარი თვალი, აშკარად ქალი იყო, თმები მასაც ჩემსავით უმშვენებდა წვრილ წელს.. ეს სილუეტი მიახლოვდებოდა და უფრო ადვილად დასანახი გახდა.. მისი სახე, სხეული, ნაკვთები.. ვაკვირდებოდი და ვატყობდი ჩემ თავს რომ შოკში ვიყავი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, თვალები ჩემსას გავდა, ფერი დიახ გეთანხმებით უამრავ ადამიანს შეიძლება ერთნაირი ქონდეს მაგრამ მე ამჯერად ჭრილზე მქონდა ლაპარაკი, წამწამები გრძელი, ჩემნაირი ცხვირი, ტუჩები, სახის ფორმა.. თავიდან მეგონა ჩემს თავს ვუყურებდი სარკეში თუმცა ჩემს წინ მდგომ ქალბატონს თვალებთან ნაოჭები გასჩენოდა, ასევე შუბლზეც და ლოყებთანაც.. შინაგანად ვგრძნობდი რომ წინ სანატრელი დედაჩემი იდგა მაგრამ ვერ ვხვდებოდი მე სად ვიყავი ან მას აქ რა უნდოდა.. ისიც დიდიხანი მიყურებდა, მომიახლოვდა უფრო ახლოს, მისი სურნელი მომხვდა და ამიწვა ცხვირი, მისი ნაზი სურნელი, დედის სურნელი რომელსაც ყოველ ღამე ვოცნებობდი, ეს სუნი არასოდეს დამავიწყდება, არასოდეს!! სახეზე ხელი დამისვა, შემდეგ გაეღიმა და თვალებიდან ცრემლები წასკდა.. ერთადერთი რისი თქმაც მოასწრო მაპატიე იყო..

აფორიაქებულმა გავახილე თვალები და წამოვხტი, შემდეგ სარკეში ჩავიხედე სულ ოფლიანი ვიყავი, ვერ გამეგო რა ხდებოდა, სიზმარი ყოფილა.. თუმცა ისეთი რეალური იყო მეგონა რომ დედამ მომაკითხა და ჩემი წაყვანა უნდოდა, თითქოს გული დამწყდა თან გამიხარდა რომ დედა ვნახე სიზმარში ,ეხლა მეცოდინებოდა როგორიც იყო, მისი ასლი ვყოფილვარ.. მეც მისნაირი ვყოფილვარ და ეს ძალიან მახარებდა, თუმცა რატომ?! რატომ მიხაროდა დედის სიზმრად ნახვა?! მან ხომ მიმატოვა, დამტოვა იქ სადაც იცოდა რომ ყოველ დღე და ღამე ვიტირებდი, დავიტანჯებოდი, მომენატრებოდა, თუმცა მაინც გამიმეტა.. ალბათ მიზეზი ქონდა მე ხომ არ ვიცი.. ასე უაროდ ვეკამათებოდი ჩემს თავს ხან ვბრაზდებოდი, ხანაც თითქოს ვამართლებდი მის საქციელს.. მაინც ვგრძნობდი გულში იმ სიხარულს რომელიც დედის ნახვამ გამოიწვია, თუნდაც სიზმრად...
მალევე მოვეგე გონს, თვალები მოვიპშვნიტე, გემრიელად გავიზმორე და საათს დავხედე.. უი უკვე 10 ყოფილა.. ახლა ჩემი და ვატოს საუბარი ამომიტივტივდა გონებაში და ღიმილმა გადამირბინა სახეზე, ამითაც ბედნიერი ვიყავი რომ იქნებ მე და ვატოს შორის ის დაძაბულება და ბრაზი არ ყოფილიყო რაც აქამდე იყო.. ასე ორმაგად გახარებულმა შევაღე აბაზანის კარი და დაახლოებით 45 წუთი დუშიდან არ ვინებე გამოსვლა..
პირსახოც შემოხვეული ვიდექი სარკესთად და ისევ დედის ნაკვთებს ვიღდგენდი გონებაში, თან საკუთარ თავს ვუყურებდი და უაზროდ გიჟივით ვიღიმოდი..
- ეი ჩაიცვიი, ხო არ დაგავიწყდა რომ ერთი აივანი გვაქ და შეიძლება მეც მომმინდეს აივანზე გამოსვლა.. ვატოს ბოხი ხმა მომესმა უკნიდან და უცებ შევცბი, არც გამიხედავს უკან სირცხვილით, სარკიდანვე მოვკარი მის მომღიმარ სახეს, როგორ მათვალიერებდა..
- ვაიმე მე რავიცი თუ დილაუთენია შემომივარდები, მეგონა გეძინა
- არ შემოვარდნილვარ, ჯერ.. ხო ხედავ აივანზე ვდგავარ, მაგრამ მალე თუ არ ჩაიცვამ შეილება შემოგივარდე და ოოოო.. გაიცინაა გამომწვევად შემომხედა..
- რა ოო რა ოო მეც გამეცინა და გულში მიხაროდა ესეთი დიალოგი რომ გავაბით, განა რა იყო გასახარი ფაქტია რომ მეფლირტავება, თუმცა მე ამაზე არ ვამბობ, ის მახარებს რომ არ ვჩხუბობთ და როგორც ნორმალურ ადამიანებს შეეფერებათ ვდგავართ და ჩვენც ვიცინით ერთად..
- თუ არ გაბრუნდები ან ოთახში არ შეხვალ ვერ ჩავიცმევ.. გავუგრძელე საუბარი და გავუღიმე..
- კაი გავალ მე და რომ ჩაიცვამ ჩამოდი ყველა ქვემოთ არის და ვისაუზმოთ.. შეტრიალდა ოთახში შესასვლელად რომ მომაძახა ღიმილი ძალიან გიხდებაო და მეც ლოყები ამეფაკლა.. სიამოვნებისგან გამეღიმა და კარადა გამოვაღე.. მალევე მოვემზადე, ჩავიცვი, თმა გავიშრე ოთახი მივალაგე და ქვემოთ ჩავედი..
- მართა შვილო როგორ ხარ? როგორ გეძინა? ხომ არაფერი გიჭირს? ყველაფერი კარგად გაქვს ხომ? მომაყარა კითხვებიი ნინელი დეიდამ და სოსო ძიამ ხელი გაკრა რას მიაყარე დააცადე დაჯდეს მაგიდასთანო..
- დილამშვიდობის, მადლობა ყველაფერი კარგად მაქვს, კარგად მეძინა და არაფერი მიჩირს.. მეც ვუპასუხეე და მივაყოლე თქვენც ხომ კარგად ხართ თქო..
- აბა როგორ ვიქნებით ამ საქმის გადამკიდე წესიერად ვერც გხედავთ და სახლშიც თუ იშვიათად ვართ.. სოსო ძიამ გამიღიმა და მიმითითა რომ რაიმე გადამეღო და მესაუზმა..
- ხო საქმე ბევრი გქონიათ, მაგრამ ძალიან საინტერესო პროფესია გაქვთ, ყოველთვის მაინტერესებდა არქიტექტურა, თუმცა ლია მეუბნებოდა რომ ეგ კაცის საქმე უფრო იყო.. პრინციპში ძალიანაც რომ მდომოდა ვერ ვისწავლიდი.. სახე მომეღუშა და ეს არც ერთს გამოპარვია, ვატო ჩემს გვერძე იჯდა ხოლო მეორე გვერძე ნატალი, მის გვერძე ნინელი დეიდა და თავში კი ბატონი სოსო..
- სკოლა დამთავრებული გაქვს? ჩამეკითხა ვატო
- ოფიციალურად საჯარო სკოლაში არ მივლია, ლია იყო ჩვენი მასწავლებელი და გვასწავლიდა რაღაცეებს.. ვატო გაჩუმდა და მამას დაუთმო სიტყვის თქმა.
- ჰმმ. ძალიან გინდა ხო რომ ისწავლო?
- კი სოსო ძია, რათმქუნდა, სწავლა ხომ აუცილებელია, ასე ვერც სამსახურს დავიწყებ და ვერც ვერაფერს.. სუ თქვენთან ხომ არ ვიქნები ბოლოსდაბოლოს..
- მაგაზე არაფერი თქვა მე ეგ არც მიკითხავს რამდენიხანიც იქნება საჭირო იმდენი ხანი იქნებიი.. გასაგებიაა მაშინ რაც მაინტერესებდა გავიგე..
- იმას აპირებ მაა რააც მგონიაა? ეხლა ნატა წამოხტა და ბედნიერი თვალებით გადმომხედა..
- ხო ვცდიი შვილო.. გაგვიღიმა და გააგრძელა.. დაბნეული სახით ნუ მიყურებ შვილო. ვეცდები რომ უნივერსიტეტში მოგაწყო, შენ რომელ პროპესიაც აირჩევ იმაზე, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად გამომივაა, ნაცნობები მყავს ასე თუ ისე თუმცა ვნახოთ, ტყუილად რომ არ დაგპირდე და დაგაიმედო რომ გამოცდების გარეშე ჩავარიცხინებ შენს თავს უნივერსიტეტში, მასწავლებლებს მაინც მოგიყვან ალბათ 1 წელი მაინც დაგჭირდება რომ მოემზადო და მერე ექსტერნად ჩააბარებ.. ღიმილიანი სახით შემომხედა და ჩემს რეაქციას დაელოდა..
მე? მე არ ვიცი რა მომივიდა ამის გაგონებაზე, ოცნება ამისრულდებოდა, ხო სასაცილო ოცნება მაქვს ხო?! ვინც სწავლობს ერთი სული აქვს რომ დაამთავროს ან მოწყდეს იქაურობას მე კიდევ პიქირქით იქით ვიწევ და ოცნებადაც მაქვს სწავლა ქცეული.. აზზე მალევე მოვედი და ბლუყუნით ვუპასუხე..
- მე.. სოსო ბიძია.. არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან გამახარეთ, ძალიან კეთილი ბრძანდებით, არ იქვალოთ იმაზე რომ გამოცდების გარეშე ჩამრიცხონ 1 კი არა 2 და 3 წელი რომ დამჩირდეს მეცადინეობა ვიმეცადინებ მაგრამ ისე მინდა მგონი 3-4 თვეშიც მზად ვიქნები.. სიხარულისგან გამეცინა და წამოვდექი მივუახლოვდი სოსო ძიას და მაგრად ჩავეხუტეე. მერე ვატოსკენ გავაპარე მზერა, მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა ამაზე, ის კი ღიმილით შეექცეოდა თავის საუზმეს მისი რეაქციის დანახვამაც გამაბედნიერაა.. ნინელი დეიდაც გახარებული იყო, ქმარს სიყვარულით უყურებდა.. მე მადლობა მოვიხადე უამრავჯერ ალბათ და მე და ნატა ოთახში ავვარდით..

- ააააააააა... შანსიი აარარიიი.. რა მაგარიიიააა აზროობ???? ისწავლიიი დაა მერე შეიძლებაა ჩემთან ერთად იაროოო უნიშიი გოგოოო.. აუ რა მაგარიაა ერთად ვივლით ხოოლმე ნუ მე კი ვიქნები ალბათ 3კურსზე მარა არაუშავსს.. ჩემზე ძალიან უხაროდა მგონი ნატას ისე დახტოდაა და ყვიროდა..
- ხოოო არც მე მჯერა უმაგრესი მამა გყავს რაა, ხო იცი გოგო როგორ მინდოდა სწავლა..
- ვიციი ვიცი და მიხარიაა რომ გამოგივაა ყველაფერი ის წაც გინდაა..
მერე შეიძლებაა მამას კომპანიაშიც კი იმუშაოოო.. ვატომაც ესე დაიწყოო მეორე კურსზე იყო რო მამას კომპანიაში დაიწყო და ამდენიხანი იქარის ნელნელა წინ მიიწევს და შეიძლება მთავარი არქიტექტორიც მალე გახდეს.. შენც ეგრე იქნებიი..
- არა მე მაგდენი ამბიცია არ მაქ რომ მამაშენის კომპანიაში ვმუშავოო, სადაც არ უნდა ვიმუშაოო პრეტენზია არ მექნება მთავარია ჩემი პროფესიაა მექნება და მეცც ავისრულებ ოცნებას რომ არქიტექტორი ვიყოო..
ასე დიდიხანი ვილაპარაკეთ, ჯერ არ დამიწყიაა არაფერი და უკვე "ცხოვრება ავიწყე" მეცინებაა უბრალოდ.. ჩემი სიზმარი არავისთვის მომიყოლია არც ლიასთვის, და არც აქ მყოფთათვის...

ნატაა მალევე გავიდა ოთახიდან და შემომითვალა სარამოსკენ ყველაზე ლამაზი უნდა იყოოვო, კლუბში მივდივართო და ხოო ჩემი უჟმურიც მოდისოო..
კლუბში უნდა წავიდეთ.. თან ლამაზი უნდა ვიყო.. ვატოც მოდის, და რატო უნდა ვიყო მე ყველაზე ლამაზი ვერ მივხვდიი რახდება.. ამ ფიქრებში ვიყავიი, თან აივანზე გავედი და ჰორიზონტს შევცქეროდი..
ისევ ვატომ დამირღვია სიმშვიდე და გამიფანა ფიქრები..
- წესით უნდა გიხაროდეს.. ბოხი ხმით მომიახლოვდა და გვერძე მომიჯდა..
- მიხარია კიდეც, რატომ გგონია რომ არ მიხარია..
- სახეზე გაწერია, ამჯერად რა ხდება.. ჩამეკითხა და არ მომეშვა..
- არაფერი ყველაფერი კარგად არის.. მოკლედ მოვუჭერი.
- ვცდილოობ ისევ არ გაწყენინო და გუშინდელი დანაპირები შევასრულო, აშკარაა რომ შენი ეს სახე ჩემი დამსახურება არარისს.. კარგი თუ არ გინდა არ გეხვეწები გინდა თუ არა მომმიყევი თქო, უბრალოდ საღამოს კლუბში მივდივართ გეტყოდა ნატა.. საპატიო მიზეზიც გვაქვს და არ მინდა ეგეთი სახე გქონდეს კარგი? "ლაითად" გამიღიმა
- ვიცი რომ მივდივართ, მაგრამ რა მიზეზია ასეთიი.. გაკვირვებულმა შევხედე იმიტომ რომ ნატამაც მითხრა ლამაზად უნდა იყოვო..
- იცი არ ვიცი ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ჩემთვის არის... 26-ის ვხდები... ვბერდები, გაიცინა და გამომხედა
- დღეეს??? გავიკვირვე და თვალები შუბლზე ამივიდა, კი მაგრამ მე ხომ არც კი ვიცოდი და არც საჩუქარი მაქვს შენთვის ნაყიდიი...
- აარა არა 12-ის მერე ანუ ხვალ, და კლუბში შევხვდებით. საჩუქარს რაც შეეხება არ მინდა არაფერი, ერთადერთს გთხოვ სახე გაასწორო, გაერთო და ეგეც მეყოფა.. გაიღიმა და გამშორდა..

მიკვირდა მისი ესეთი ორაზროვანი საუბარი.. კარგი გასაგებია რომ ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობდა მაგრამ ესეთი ლაპარაკიც რა საჭირო იყო..
მისი თითოეული სიტყვაც მსიამოვნეებდა და გულში სითბოს მიღვრიდა.. მიხაროდა ეს ცვლილება, და ვგრძნობდიი რომ ნელ-ნელა მომწონდა კიდეც თუმცა არ მინდა აღიაარება.. ვიცი ჩემნაირს არც შეხედავს და არ მინდა ჩემი გრძნობები ცალმხრივი იყოს და დავიტანჯო ამიტომ მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრო და წავიდე რამე ვუყიდო, მაგრამ არც კი ვიცი რა შეიძლება რომ გაუხარდეს.. უცებ ავდექი ჩავიცვი და ნატას ვუთხარი რომ მალე მოვიდოდი.. კარი გავიხურე და ნელნელა გავუყევი გზას...

ბევრი ვიარე და ათასი რამე დავათვალიერე, რა ჯანდაბა უნდა მეყიდა ჩემამდე არ დადიოდა.. ბოლოს ერთი საათი მომეწონა ძალიან თან შევნიშნე კიდეც რომ საათი არ ეკეთა მაჯაზე, ღმერთო რა დაკვირვებული ხარრ მართაა?! საკუთარ თავს ვკითხე და გამეცინა..
ვიყიდე, ლამაზად შევაფუთინე და სახლისკენ წავედი..
ბევრი ხალხი ირეოდა ერთმანეთში, მეც თავჩაღუნული მივაბიჯებდი და ქუჩებს ვათვალიერებდი, უცებ შორიდან ძალიან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, ჩავფიქრდი საიდან მეცნობოდა მარა არ მომაგონა, კიდევ გაავიხედე იმ ადგილას და უკვე აღარ იყო არსად ის ნაცნობი სილუეტი, ავნერვიულდი მეგონა რომ უკვე ვგიჟდებოდი.. ნაბიჯს ავუჩქარე და 10 წუთში სახლის კარიც შევაღე, როგორც კი შევაბიჯე მეგონა რომ სამშვიდობოს ვიყავი და ამოვისუნთქე, ეს დაძაბულობა ნატამ შენიშნა დაა სანამ ბოლო სიტყვა არ გამომგლიჯა პირიდან მაქამდე არ მომეშვა, მეც ყველაფერი მოვუყევი, სიზმარიც და ეს ნაცნობი სილუეტიც რომ ვნახე მაღაზიებთან, აშკარად მაკვირდებოდა და როგორც კი შევნიშნე გაქრა იქიდან..
- ვაიმე მართ.. რაღაც უნდა გითხრა ოღონდ არ გაბრაზდეე რაა.. მოღუშული სახით მითხრა
- არა რაზე უნდა გავბრაზდე.. მითხარი..
- გოგო იქნებ დედაშენი გეძებს?! თვალები მოჭუტა და მზერა ამარიდა, ჩემი რეაქციის მომლოდინე.
- არამგონია, ეხლა რატომ გაახსენდებოდა?! ბრაზი კი შემერია მაგრამ არც იყო გამორიცხული..
- გოგო რა იცი იქ რა მოხდა? იქნებ რა უთხრეს სამშობიაროში. იქნებ უთხრეს მოკვდაოო..
მისმა ნათქვამმა კი დამაფიქრა მაგრამ ვის რაში დაჭირდებოდა ეს ყველაფერი.. დავიბენი..
- არ ვიცი არ ვიცი რა ვიფიქრო, კაი მეძებს მეძებს მაგრამ ეს სიზმარი რაღა ჯანდაბაა?
- სიზმარზე რა გითხრა მეც ვხედავ ხოლმე უამრავ სიზმარს მაგრამ ყველას ახსნას ვერც მე ვპოულობ, შენ ჩემს ნათქვამზე იფიქრე, არარის არაფერი გამორიცხულიი.. მიდი მიდი ადე ეხლა ნუ მოიღუშე.. ხო იცი დღეს კლუბიი გველიისსსსს... გამეღრიჭა და გადიოდა რომ მობრუნდა და მკითხა:
- ისე სად იყავი? ცალი წარბი ამიწია
- სად და ვატოს ვუყიდე საჩუქარი.. არ გითქვამს რომ მისი დაბადების დღე იყო და იმიტომ მივდიოდით.. ენა გამოვუყავი ნიშნის მოგებით..
- ეეე ვინ გითხრააა.. გაიბუტასავიით, ალბათ უნდოდა თვითონ ეთქვა მოგვიანებით მაგრამ დაასწრეს..
- ვინ და ვატომ..
- მოკლედ მაგას ხო ვერავინ დაასწრებს.. მოიმანჭა და კაი კაიოო მალე გაემზადეოო უკვე 6 ხდებაო და 2 საათში წავალთო.. კი ვერ მივხვდი 8ზე რა გვინდოდა კლუბში როცა 12ზე იწყებოდა ჩვენი წვეულება... შემდეგ გავემზადე ჩავიცვი ის ვარდიშფერი კაბა და ერთ-ერთი მაღლები..
საათს რომ დავხედე ჯერ საათნახხევარი მქონდა ამიტომ გადავწყვიტეე მევარჯიშა სიარულში.. რამოდენიმე წარმატებული ნაბიჯის შემდეგ ფეხი გადამიტრიალდა და დავენარცხე ძირს, ისეთი ხმა იყო გეგონებოდათ დაინგრა სახლი არადა სულ რაღაც 46 კილო ვარ.. კარები ვატომ შემოგლიჯა, მოკლედ რაა ესეთ მდგომარეობაში რო არ ვენახე ხო არ შეიძლება.. გავიფიქრე და თვალები გადავატრიალეე..
მომვარდა და წამოყენება სცადა თან აშკარად თავიდან შეეშინდა მარა მერე ეცინებოდა..
- გაიცინე გაიცინე ნუ გერიდებაა..
- აუ არ მითხრა რო ფეხი გადაგიბრუნდა და მაგიტომ დაეცი თორე მართლა მოვკვდები სიცილით..
- ჰა ჰა ჰაა... იცინეე თქო ხოდა.. რა ვქნა არ ვიცი სიარული მაღლებზე პირველად მაცვია ეს საშინელებები, მარტო იმიტომ რომ შენს დაბადებისდღეზე მაინც ვიყო ნორმალურად დაა კეტებით არ მოვიდე. შენ კიდე დამცინი, უსირცხვილოო.. მეწყინა და გავებუტე..
- ოხ ჩემს რეპუტაციაზე ფიქრობს ქალბატონი და კეტებით რომ მოხვიდე რაა რეპუტაცია შემელახებაა?? გაიცინა და საწოლზე ჩამომსვა
- რავიცი, ვიფიქრე გადაპრანჭული სასტავი იქნება თქო და მე რო კეტებით დამინახონ დამცინებენ თქო ამიტომ მგონი შენზე კი არა ჩემზე უფრო ვიფიქრე.. გამეცინა და ენა გამოვუყავი..
- მოკლედ რაააა.. მეც არ ვთქვი არიქა დაფიქრდა ჩემზეც თქო..თვალები შუბლზე ამივიდა.
- ვერ მივხვდი?!
- არა არაფერი, ფრთხილად იარე კაი? არ მინდა ჩემი წვეულებიდან საავადმყოფოში მომიწიოს შენი წაყვანა, ნატას დავუძახებ და ერთად ივარჯიშეთ დაგეხმარება ისიც. თვალი ჩამიკრა და გავიდა.
- მადლობა.. მივაძახე მარამ არც მობრუნებულაა.. მე კიდევ სირცხვილისგან ვიწვოდი..
10 წუთში სველი თმით შემოვიდა ნატა და მიხვდა რაშიც იყო საქმე.. ნახევარი საათი ვივარჯიშეთ, მთავარიაა დადგომა შევძელი ისე რომ არ ვბარბაცებდი, შემდეგ ნელნელაა გამართულადაც გავიარე და ნუ 1 დღისთვის იმედია შევძლებდი ყველაფერსს, ამდენი სად უნდა მევლო "პოდიუმზე" ხო არ უნდა გავსულიყავი... უკვე 8ხდებოდასახლიდან რომ გავედით მე და ნატა, და ახლაღა ვიკითხე ასე ადრე მისვლის მიზეზი..
- გოგო ესეიგი, ვკეტავთ რა კლუბს, მარტო ვატოს წვეულებისთვის იქნება და არავითარი სხვა ხალხხი, ამიტომ უნდა მოვრთოთ იქაურობა მე შენ და ანი ვიქნებით ხო გახსოვს ჩემი დაქალი,
- კი კი ვიცი კაი არარის პრობლემაა ჩვენ სამნი მოვრთავთ მარტო ამხელა კლუბს?
- არა მერე თეკოც მოვაა და გავართმევთ რა თავს..
- ხო კაი მაშინ..
- ოღონდ გარეთ ფეიერვერკი შენზეაა აქედანვე გამაფრთხილა და გეგმას გამაცნო რომ როცა 12 შესრულდებოდა ხელებს მოვხვევდი ვატოს თვალებზე და გარეთ გამოვიყვანდი შემდეგ ფეიერვერკებს გავუშვებდი და წინ კიდევ ნატა იდგებოდა ტორტით ხელში და უამრავი მეგობარი კიდევ გარშემო..
- კაი გასაგებია ყველაფერი.. შეტყუპებული თითები საფეთქელთან მივიტანე და გამეცინა..
შევუდექით მორთვას მალევე გავიდა დრო და უკვე 11 ხდებოდა ნელნელა ბიჭებიც რომ მოვიდნენ ტატო, თოკო, ვაჩე და საბა... ბოლო შტრიხებიც დავასრულეთ და თორმეტის ნახევარზე ვატოც შემოვიდა.. ძალიან ავნერვიულდი დავიბენი, ისეთი სიმპათიური იყო, უხდებოდა საროჩკა და ჯინსი, (ხო ვიცი ყველას აცვია ხოლმე და ჩვეულებრივი ტანისამოსია არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც სხვანაირად უხდებოდა).. სერიოზულად დავფიქრდი იმაზე რომ არ მომწონებოდა და ამ გრძნობისთვის ყურადღება არ მიმექციაა.. ნელნელაა ხალხმაც იმატა, 12იც სრულდებოდა ვატო მეგობრებთან ერთად იყო ლაშაც და ლევანიც მოვიდნენ გაგვაცნეს, ჩემთან რომ მოვიდნენ და გამაცნეს უცნაურად კი კრა ხელი და თვალით რაღაც ანიშნა ვატომ ლევანს თუმცა ვერ მივხვდი რა იგულისხმა.. ვატო ბართან იდგა ზურგით, ნატამ მანიშნა დროაო და მეც გავემართე მისკენ, მგონი ნაბიჯების ხმა გაიგონა თუ რავიცი ზუსტად მაშინ შემოტრიალდა როცა უკვე ძალიან ახლოს ვიყავი და ხელები ჰაერში შემეყინა როცა მისი სუნთქვა ესე ახლოს ვიგრძენი.. თითქმის ცხვირები მივადეთ ერთმანეთს, მე დავიბენი და ერთადგილას გავშეშდი, მან კი გაიღიმა თუჩებზე დამაკვირდა და ისევ თვალებში შემომხედა.. გონს რომ მოვეგე უკან გავხტი და დამორცხვილმა თავი ძირს დავხარე.. არ შეიმჩნია მან ეს და მაინც გაიღიმა.
- გინდოდა რამე?
მე ხმა არ გამიცია ზურგს უკან ამოვუდექი, თვალებზე ხელები ავაფარე, თავიდან კი მეჯაჯგურა მარა რომ გავაჩუმე დავიყოლიე და გარეთ ერთად გავედით.. ნატა უკვვე წინ ედგა ტორტით და თვალებით მანიშნა სად ხარ აქამდედო..
- ახლა მე ხელს გაგიშვებ ოღონდ დამპირდი რომ თვალებს არ გაახელ..
- რაცირკებს მიწყობთ ეხლა რა არის.. სერიოზული ტონით მითხრა
- ცირკი და ზოოპარკი ბავშვობაშიც გეყოფოდა დარწმუნებული ვარ, ეხლა ის გააკეთე რაც გითხარი.. მივუგე მეც ისეთივე სერიოზულობით როგორც თვითონ, დავიყოლიე და როცა ვუთხარი რომ თვალები გაეხილა მაშინ გაახილა, წინ კი ულამაზესი დაიკო ედგა ტორტით ხელში ცაში კი ლამაზ ფერებათ იშლებოოდა ფეიერვერკი, ოდნავ მოშორებით კი მე დავდეი როცა ფეიერვერკის გაშვება დავამთავრე...
ვატომ გაოცებული შემოგვხედა მერე ზემოთ იყურებოდა..
- ჰეე ეხლა შეუბერე თორეე მომტყდა ხელებიიი.. მძიმეეაა ეს ტორტი.. ნატამ იყვირა და მაშინღა მოეგო გონს, მიუახლოვდა ჰაერი შეუბერა ტორტს შემდეგ ნატამ მიმტანს გადააწოდა ტორტი და ძმას მოეხვიაა..
- გილოცაავ უჟმუროო დაბადების დღესს.. მიყვარხარ ხო იციი..
- მადლობა და ამ უჟმურსაც მაგრად უყვარხარ..
საჩუქარი მიაწოდა და ახლა მზერა ჩემზე შეაჩერა ვატომ, ნელნელა დაძAბულმა და აღელვებულმა გადავდგი ნაბიჯი მივუახლოვდი და მოულოდნელად მომეხვია, დაბადების დღე მივულოცე და საჩუქრის ყუთი მეც გავუწოდე.. ახლა ველოდებოდი როდის გამიშვებდა ხელს მაგრამ მგონი არ აპირებდა.. მორიდებულად ჩავახველე და მოეგო მგონი გონს, მისი ტორებიდან გავნთავისუფლდი და თვალებში ჩავხედე..
- მადლობა..
- არაფრის..
ეს იყო და მერე ყველა მივარდა ვატოს ხან რომელი გოგო ეხვეოდა ხან რომელი ძმაკაცებიც მივარდნენ მიულოცეს, შემდეგ დაიწყო დალევა და დროს ტარება, თუმცა მე ისევ მის თვალებზე და გახირებულ სუნთქვაზე მეფიქრებოდა.. მელევე მოეკიდა იქაურობას ცეცხლი, ყველა გახურდა ხან ცეკვავდნენ ხანაც ყვიროდნენ და სვავდნენ, ნატაც ერთ ამბავში იყო, მე არ ვიყავი ასეთ წვეულებებს მიჩვეული და ცოტა დასამშვიდებლად გარეთ გამოვედი..


- მგონი მოგწყინდა ხო?! ვატოც გამოვიდა და ჩემს გვერდით მიეყუდა კლუბის კედელს.
- არა, მოწყენით არა, უბრალოდ არ ვარ მიცვეული ესეთ გართობას..
- მადლობა ყველაფრისთვის ვნახე შენი საჩუქარი და მომეწონა.. ამის მერე აღარ მოვიხსნი. მითხრა და მაჯა ამიწიაა რომ ჩემი ნაჩუქარი საათი ეჩვენებინაა..
- მიხარია თუ მოგეწონა.. ბევრი ვიფიქრე იმიტომ რომ არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მოგწონებოდა, მერე გამახსენდა რომ საათი ვერ შეგამჩნიე და გადავწყვიტე საათი ამერჩია..
- ანუ მაკვირდები ხოლმე?! გაიღიმა და თვალები ოდნავ მოჭუტა..
მე დავიბენი და თავი ძირს დავხარეე.. მან კი გაიცინა და უცებ ჩამეხუტა.. გავშრი გავხევდი გავშეშდი.. ყველაფერი მე მომივიდა. მისი სითბო და სიახლოვე ასე რატო მაგიჯებდა.. ნეტა აღარ გაეშვა ხელი..
მერე ოდნავ მოადუნა მკლავები, ხელები მხრებზე დამაწყო და ნელნელა დაიწყო ქვემოთ სვლა იქამდე სანამ ცემი გაყინული ხელები თავის ცხელ ტორებში არ მოაქცია, ძლიერად მომიჭირა, თვალბში ჩამხედა, სახეზე ღიმილი მოედო, შემდეგ მზერა ჩემს ბაგეებზე გადაიტანა, მე ამ დროს გაშტერებული ვუყურებდი მის ყველ მოქმედებას და გული ამოვარდნას მქონდა როცა გავიფიქრებდი რომ შეიძლებოდა ეკოცნა.. მანაც თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო და მოწყვეტით დაეწაფა ჩემს ბაგეებსს.....
- ესს.. მეე.. ვატო.. გადი იქით, და აღარ მომეკაროო საერთოდ.. გაოგნებული მოვშორდი მას და კლუბში შევვარდი.
- მართაა.. დამელოდეე ნუ გარბიხარრ მომისმინე ერთი წუთით..
დამეწია და ხელი მკლავში ჩამავლო, შემომატრიალა თუმცა თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი, თან ბრაზი თან გაოცება მეტყობოდა სახეზე.
- მომისმინე... მეგონა შენც გინდოდა და იმიტომ გავბედე. მაპატიე..
- ხმა აღარ გამცე და საერთოდ აღარ მომეკარო გასაგებია??
გაბრაზებულმა დაუყვირა ვატოს და ნატასთან მივარდა.. უთხრა რომ დაიღალა და სახლში უნდოდა წასვლა.. ჩანთას დაავლო ხელი და გარეთ გამოვიდა, ტაქსი გააჩერა და იქაულობას მალევე მოწყდა..
ამ დროს ვატო თვალს ადევნებდა თუმცა იცოდა რომ გაკიდებას აზრი არ ქონდა და იქვე დარჩა...

- რა მოუვიდა მართას სად გაიქცა?? იკითხა ლაშამ
- სახლში წავიდა.. გავაბრაზე
- შენ როდის მოეშვები მაგ გოგოს ნერვებზე თამშს ჩემამდე არ მოდისს ტოო, რაგჭირს?
ამჯერად რა გააკეთე? ეხლა ლევანი ეკითხებოდა
- მეგონა რომ ისეთს არაფერს ვაკეთებდი თუმცა ყველაფერი გავაფუწე, მადლობის მოხდა მინდოდა და ისე ახლოს იყო ჩემთან ვეღარ შევიკავე თავი და ვაკოცე.. თავი ჩახარა და ჭიქიდან ალკოჰოლური სასმელი გამოცალა..
- საღოლლლ.. ტაში დაუკრა ლაშამ და ირონიულად გახედა.. შენ რით ვერ უნდა მიხვდე რომ ისეთი არარის როგორიც შენ გგონია.. რაგდან ყელზე გეკიდება უამრავი გოგო გგონია ეგეც ეგრე იქნება? თავისი გაჭირვება აქ.. დაანებე თავი რაა რატო ურთულებ ცხოვრებას.
- შენ რა გამიტრაკეე ეეეე.. არ შემეწინააღმდეგა და მეგონა არაფერს ვაშავებდი. და საერთოდ დამანებეთ თავი რაა, მიდით და გაერთეთ...


*მართა*
სულელი ბიჭი, რაას მკოცნიდა ერთი რა ჯანდაბა უნდოდა, ესე უნდა ურთიერთობის შეცვლა?!.. ასე იწუწუნა კაი ხანი გზაში და მალევე მიადგა სახლს.. შევიდა მოათვალიერა იქაურობა და რომ ვერავინ დაინახა თავისი ოთახისკენ წავიდა...


ესე გავიდა რამოდენიმე თვე.. მის მერე მართა ცდილობდა რომ ვატოსთვის ყურადღება არ მიექცია, თავს არიდებდა, თუ ერთმანეთს შეხვდებოდნენ მხოლოდ გამარჯობას თუ ეტყოდა ისიც ისე რომ თვალებში არც კი უყურებდა.. მართასთან მასწავლებლები მოდიოდნენ, ხანაც ის მიდიოდა, თავაუღებლად მეცადინეობდა და ისეთი მოწადინებული იყო მასწავლებლებსაც კი უკვირდათ როცა მალე ითვისებდა ყველაფერს..
ზაფხულის ცხელი დღე იყო..
დილით ყველა მაგიდასთან ისხდა და საუზმობდნენ..
- მა სადმე მინდა რომ წავიდე დასასვენებლად, თან მართამაც დაისვენოს ცოტახანს თორე თუ არ მოშორდა წიგნებს მალე გადაიწვება.. გაიცინა ნატამ და მე გადმომხედა.
- წადით მერე ვინ დაგიშალათ?! სოსო ძიამ გაუღიმა ბავშვებს..
- მეც წამოვალ თქვენთან ერთად..
- ვაა, ვატო გვიკადრე უჯმურო?
- ხო გიკადრე, ეხლა ბევრი ტლიკინი არ დამიწყო და თქვით რამე სად მივდივართ.. მე გადმომხედა და გამიღიმა.. (ესღა მაკლდა, ნამდვილად გავერთობი სადაც არ უნდა წავიდეთ..) მობეზრებით გადავატრიალე თვალები და ყალბი ღიმილით ვუპასუხე ვატოს.
- ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად წავალთ რავიცი ზთვაზე წავიდეთ, თუ გინდათ ბათუმში.. შევთავაზე იდეაა
- არა ბათუმში წინა წელს ვიყავით და სუ წვიმდაა ამიტომ ეხლა მინდა რომ საზღვარგარეთ წავიდეთთ.. ნატალიმ თვალებიი ააბუჟბუჟა და მამას გადახედა
- წადით შვილო სადაც გინდათ არარი პრობლემა, მითხარით ოღონდ და ხვალვე აგიღებთ ბილეთებსს..
- აუუ მაააა ძალიან მინდა ბორა ბორაზე რაა..
- ოხ მომინდომა ქალბატონმა.. გაიცინა ვატომ
მოკლედ მე კიდევ გაშტერებული ვიყავი არც ვიცოდი სად იყო არც ნანახი მქონდა რა კურორტი იყო ამიტომ მე ხმას არ ვიღებდი..
სოსო ძია დაგვთანხმდა ნატალიმ იმდენი იხტუნავა სიხარულით თავბრუ დამეხვა.. ბოლო ბოლო გავრისკე და ვკითხხე თუ სად იყო ეს კურორტი და როცა ინტერნეტის მეშვეობით სურათები დავათვალიერე, თვალები შუბლზე ამივიდა და მეც ისე გამიხარდა ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა..
მერე გამახსენდა რომ საცურაო კოსტიუმი არ მქონდა..
ნატალიმ ხელი დამავლო და ისევ მომატარა მაღაზიები.. 2ცალი ვიყიდე, თეთრი და ყავისფერი.. ნატამაც იყიდა, ქონდა მაგრამ ახალი მინდაო.. უამრავი რაღაც წამმოვაყოლეთ კიდევ, შორტები, საზღვაო კაბები, მოკლე, გრძელი, ტოპები.. ნუ მოკლედ მოვიარეთ მაღაზიები და დაღლილები სახლში წავედით...


ორივე აბაზანაში შევვარდით, წყალი გადავივლეთ და შემდეგ ბარგის ჩალაგებას შევუდექით.. ვატოსთვის თვალი არ მომიკრავს მაგ დღეს, ალბათ ძმაკაცებთან იყო.. ძალიანაც კარგი რაც უფრო ნაკლებად მომხვდება თვალში მით უკეთესი, თუმცა გამახსენდა რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით დასასვენებლად და სახე მომეღუშა..
- რა ქენი მორჩი?? ინტერესიანი თვალებით იკითხა ნატამ
- რავიცი ხოო ვითომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს რაღაც მრჩეებაა.. გავიცინე და ოთახს ისევ მოვავლე თვალი..
- არაუშავსს რამე თუ დაგრჩა იქ ვიყიდით..
- შენ მორჩი? იმდენ რაღაცას ალაგებდი მგონია რომ სამუდამოდ გადაბარგებას აპირებ.. გამეცინა
- ხოო ხოო მოვრჩი ძლივს.. რა ვქნა ხო იცი მიყვარს დღეში 100ჯერ გამოცვლა.. იმანაც გაიცინა და ორივე ქვემოთ ჩავედით..
სოსო და ნინელი მისაღებ ოთახში ისხდნენ ტელევიზორს უყურებდნენ, რო დაგვინახეს გვერდზე მიგვისვეს და სანამ ვახშამი გამზადდებოდა ერთად ვუყურებდით სოსო ძიას საყვარელ ახალ ამბებს...

მაგიდას მივუსხედით და გემრიელად შევექცეოდით..
ტელეფონზე ზარი გაისმა.. დავიხედე თუმცა ნომერი არ მეცნო.. ვიცოდი სოსო ძიას არ უყვარდა მაგიდასთან ლაპარაკი ამიტომ უფლება ავიღე და გავედი.
- გისმენთ?!
- მართა.. შვილო როგორ ხარ? ვიღაც ქალი იყო.. მაგრამ ნაცნობი ხმით. ძალიან გავდა სიზმარში მყოფი ქალის ხმას და უცებ გავშეშდი..
- მ მე კარგად, ვინ ბრძანდებით?
- არავინ..
და ყურმილი გამითიშა, კაი ხანი ვიდექი ესე გაშეშებული, უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი და შეშინებული ერთადგილას შევხტი.
- რა მოგივიდა? კარგად ხარ? ვინ იყო? კითხვები მომაყარა ნატამ.
- არ ვიცი, ნატა, ვინ იყო არ ვიცი, ის ქალი იყო.. ვიცი რომ ის იყო თუმცა არაფერი უთქვამს მხოლოდ მომიკითხა და გათიშა..
- ანუ გინდა თქვა რომ დედაშენმა დაგირეკა? ნომერი საიდან იცოდა?
- მე რავიცი ნატაა, მაგაზე ფიქრის დრო მაქ ნომერი საიდან იცოდა?! ერთდერთი ის მინდა რომ გავიგო ჩემი ვინარის. ან რატომ გადამეკიდა..
- კაი დამშვიდდი ყველაფერს მოევლება.. წამოდი დაასრულე ვახშამი არ გშიაა?
- არა აღარ მშია, ოთახში ავალ ხო მე.. წამოვწვები და დავიძინებ, ხვალ ხომ ადრე ვდგებით მაინც.
- კარგი მინდა მე ვეტყვი მშობლებს რომ ახვედი..
- კაი ბოდიში მოუხადე ხო?
- ხოო ხო მიდი რა გაქ საბოდიშო.. ლოყაზე მაკოცა და გაბრუნნდა..
ოთახში შესულმა აქეთ-იქით დავიწყე სიარული და იმაზე ფიქრი თუ რა უნდა მექნა, მეც მინდოდა მისი ნახვა გარკვევა თუ ვინ იყო თუმცა თან მეშინოდა და უამრავი კითხვა მიჭამდა ტვინს.. ის თუ დედაჩემი არის ეხლა რატომ დაიწყო ჩემი ძებნა.. ან თუ უკვე იცის რომ მე ვარ მისი შვილი რატომ არ გამოდის წესიერად კონტაქტზე რატომ არ მელაპარაკება.. არ ვიცი დავიბენი.. ამ ფიქრებით შევწექი საწოლში, მაღვიძარა 7 საათზე დავაყენე და ჩამეძინა კიდეც..

მაღვიძარაზე ადრე ნატა დამახტა თავზეე..
- ადეექი ეხლა, საწოლიანად ვერ წაგიღებ ბორა ბორაზე.. თან იცინოდა თან მაჯანჯღარებდა..
- ხოო დამაცადეეე, რა იყოოო... ავდგები თუ მომშორდები და დამაცდი თვალის გახელას..
- ხო ხო მიდი ნუ ბუზღუნებ ადე ჩაიცვი და 9ზე ფრენა გვაქვს.. იქ რეგისტრაციაო ისო ესო და მალე უნდა გავიდეთ..

ოთახიდან გავიდა და მეც ავდექი წყალი გადავივლე და ჩავიცვი, თმა შევიშრე, ოდნავ მაკიაჟიც გავიკეთე, ვის ვეპრანჭებოდი მაგრამ მაინც.. ოთახში სიგარეტის სუნი შემოვიდა და აივნისკენ გავიხედე, არ ჩანდა თუმცა ვიცოდი რომ ვატო იდგა და სიგარეტს ეწეოდა..
- ისე ვერ მოწევ რომ სუნი არ შემოვიდეს ოთახში?
- მაშინ კარი დაკეტე.
-არასოდეს მოგიწევია აქ ეხლა მოგინდა?
- აუ შემეშვი და შედი რა შიგნით, სადაც მინდა იქ მოვწევ..

უზრდელი ხეპრე.. ვერარ გავიგე ამ ბიჭს რა უნდა.. ხან თბილია ხან მკოცნის ხან კიდევ ისევ მეუხეშება.. ხოდა ძლიანაც კარგი საერთოდ აღარ გავიკარებ...
15 წუთში 3ვე მზად ვიყავიით და კარებთან ჩემოდნები ავაყუდეთ.. დავემშვიდობეთ სოსოს და ნინელის და მანქანისკეკნ წავედით.. ნახევარ საათში აეროპორტში ვიყავით უკვე 8 საათი იყო..
რეგისტრაცია გავიარეთ და როცა ჩვენ რეისზე ჩასხდომა დაიწყო თვითმფრინავისაკენ წავედით.. ვატო ხმას არ იღებდა, ნატა კიდევ ადგილზე ცქმუტავდა.. როგორც იქნა დავიკავეთ ჩვენი ადგილები და ისე მოხდა რომ მე და ვატო გვერდიგვერდ მოვხვდით..
მთელი მგზავრობის დროს ხმა არ ამოგვიღია, მერე მე ჩამეძინა და როცა თვალი გავახილე, თავი ვატოს მხარზე მედო.. უცებ წამოვყავი თავი და ბოდიში მოვიხადე, მას ხმა არ გაუცია ისევ ზურგი მაქცია... მალევე დავეშვით... აეროპორტიდან გამოვედით და სასტუმროსაკენ ავიღეთ გეზი...

თვალებს ვერ ვუჯერებდი რასაც ვხედავდი.. სილამაზე რომელიც შეგიძლია თამამად შეადარო სამოთხეს მიუხედავად იმისა რომ არ იცი როგორია.. ცისფერ ოკეანეში თამამად მდგარი ხის პატარა სახლები იწონებდნენ თავს.. ისე იყვნენ განლაგებულნი ზემოდან დახედვისას უეჭველად დაინახავდი ლამაზ ფორმებს.. აივანზე პატარა აუზები ამშვენებდა, არ მესმის რა საჭიროა აუზი როცა ამხელა ოკეანე თვალწინ გეშლება და თვითონ კოტეჯიც წყალშია, თუმცა ალბათ ასეა საჭირო რომ უფრო მრავალფეროვნად გამოიყურებოდეს იქაურობა..
როგორც იქნა მოვედი აზრზე, დანახულით გაოცებული ვუყურებდი ნატას თუმცა ისიც ისეთივე რეაქციით იდგა როგორიც მე მქონდა..
- ჰეე ახლა გამოფხიზლდით, თუ ასე აპირებთ დგომას მაშინ მე წავალ და კოტეჯებს დავიქირავებ, კარგად რომ დავისვენებ, გამოგივლით.. ვატოს ხმამ და შემდეგ გულიანმა სიცილმა მოგვიყვანა აზზე მე და ნატა და ჩვენც უკან დავედევნეთ ვატოს..
მან ცალკე კოტეჯი აიღო მე და ნატა კი 2 კაციან კოტეჯში შევედით..
იქაურობა მოვათვალიერეთ, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ესეც ლამაზი იქნებოდა თუმცა აღტაცებას მაინც ვერ ვმალავდით ვერც მე და ვერც ნატა..
ბარგი ამოვალაგეთ, კარადაში ისე გადავანაწილეთ რომ ორივესი დატეულიყო თუმცა გვეეჭვებოდა, მარტო ნატას ტანსაცმელი იყო იმდენი რომ 1 კარადა მხოლოდ მას უნდოდა, როგორც იქნა გადავანაწილეთ ყველაფერი ისე როგორც საჭირო იყო, შემდეგ თავი მოვიწესრიგეთ, ბიკინი ჩავიცვით და აივანზე გავედით..
მოგხსენებათ ზღვაზე პირველად ვარ ამიტომ ცურვა სამწუხაროდ არ ვიცი, ბედი ჩემი რომ სახლიდანვე არის კიბე ოკეანეში ჩასასვლელად, იქ კი არც ისეთი ღრმაა რომ დავიხრჩო, ყოველშემთხვევაში დიდი იმედი მაქვს..
- გოგო მიდი ჩამო რაა და ჩემს გვერდით იყავი.. არ მინდა დავიხრჩო ძალიან ახალგაზრა ვარ.. ჩავიცინე და უკვე 1 ფეხი ჩადგმული მქონდა წყალში უკნიდან რომ ვიღაცამ ხელი მკრაა..
არ ვიცი მაგ დროს რა დამემართა, უაზრო პანიკამ ამიტანა, ვფართხალებდი წყალ გამოცლილი თევზივით, ვიქნევდი ხელბს და ფეხებს აქეთ იქით უაზროდ და გაურკვეველი მიმართულებით, ძალიან შემეშინდა.. უკნიდან კი მხოლოდ ვიღაცის სიცილი მესმოდა..
როგორღაც დავმშვიდდი, ბოლოსდაბოლოს მხრამდე მწვდებოდა წყალი მაგრამ ეს პანიკა იმით იყო გამოწვეული რომ შემეშინდა თან არც ვიცოდი ცურვა და ალბაათ კაიხანი ვეღარ გავბედავდი სწავლას ამის შემდეგ..
ვიღაცა ხელზე შემეხო და მომატრიალაა, თვალებში ჩავხედე და გამწარებული დავეტაკე.
- შენ ნორმალური ხარ საერთოდდ? ხელი რო მკარი არ იცოდი რომ არ ვიცოდი ცურვაა?? იდიოტი ხარრ..!
- რავიცოდი წელამდე წყალში თუ აპირებდი დახრჩობას, არ წყვეტდა სიცილს ვატო, ნატა კი მის გვერძე იყო და სიცილს ძლივ იკავებდა..
- ეგ რა შუაშია, თუნდ კოჭებამდე იყოს წყალი.. მეშინია და შეიძლებოდა საერთოდ გულიც გამხეთქვოდა.. ხეპრე ხარრ დაუფიქრებელიი უსინდისო, საერთოდ საიდან გაჩნდი იქ..
-შეწყვიტე ეხლა პანნიკა ხო ხედავ არ მომკვდარხარ და არც გული გაქ გახეთქილი.. მიდი მიდი იაფართხალეთ თქვენ მე გავცურავ და დავტკბები აქაურობით.. სიცილით მოგვშორდა, როგორ მინდოდა იქვე ჩამეხრჩო რაა.. გაბრაზებას ვერ ვიხშობდი..
- გოგო კაი დაწყნარდი ნელნელა ისწავლი ცურვას და ამ შიშსაც დაძლევ, დამამშვიდა თავისი ჭკუით ნატამ..
- სურვილიც გამიქრა უკვე, ავალ მე და დავისვენებ, თორე მართლა იმდენი ვიფართხალე ძალა გამომელია.. ჩემი თავი რომ გამახსენდა მეთვითონ გამეცინა..
- ოო მოიცა რა რადროს დასვენებაა ეხლა ჩამოვედით შენ კიდევ უკვე მიდიხარ?
- არაა არაა მართლა ავალ და მალე ამოდი შენც, საღამოს წავიდეთ სადმე დავათვალიეროთ აქაურობაა..
- კაი მიდი, ვატოსაც ვეტყვი იქნებ სადმე კლუბში წავიდეთ..
- ოხ იქაც იპოვის ჩემს გასამწარებლად რამეს..
- კაი ეხლა ნუ ჭამთ ერთმანეთს.. ის უჟმურია შენც ეგეთი ხო არ ხარ რას ყვები, გაატარე.. გაიცინა
- კაი კაი.. მიდი და გელოდები..

სალში შევედი და აბაზანისკენ ავიღე გეზი..
ჯაკუზი იდგა უზარმაზარი, ლამაზად დაკეცილი პირსახოცები სხვადასხვა ზომის, ნიჟარასთან ჩამომწკრივებული სხვადასხვა ფერის თხევადი ხელის საპნები ალამაზებდა იქაურობას და ფერებს მატებდა თეთრ ავეჯს, ხოლო თეთრად შეღებილ კედლებს სხვადასხვა ფერის ლამაზი ნახატები ამშვენებდა...
ჯაკუზი ცხელი წყლით ავავსე, წყალში ასაქაფებელი საპნები ჩავასხი და ჩავწექი.. დიდიხანი ვინებივრე ცხელ ჯაკუზში, ვფიქრობდი რომ არა ლია და მისი ასეთი თბილი საქციელი ახლა სად შეიძლებოდა ვყოფილიყავი.. არც მინდოდა იმაზე ფიქრი რომ შეიძლებოდა ქუჩა ქუჩა მევლო და სამათხოვროდ მქონოდა საქმე, მთელი გულით ვარ მადლიერი მისი ასეთი საქციელით.. ხელი გავიმშრალე და გვერძე პატარა მაგიდიდან ტელეფონს დავავლე ხელი, ნომერი ავკრიფე და დაველოდე პასუხს..
- გისმენთ?!
- დეე როგორ ხარ??
- ვაიმე ჩემო გოგო, როგორ მომენაატრეე, საიდან რეკავ უცხო ნომერია, სად ხარ შენ როგორხარ? მომაყარა კითხვები ლიამ..
- მეც ძალიან მომენატრეეე, სად ვარ და ბორა ბორაზეე, სოსო ძიამ გამოგვიშვა დასასვენებლად, აქედან ვრეკავ, დღეს ჩამოვედით, ვერც ვახერხებდი შენთან ლაპარაკს, იმდენი ახალი რამ მოხდა რომ იცოდე.. გცალია??
- ვაიმე შემოგევლოს შენ ლიაა.. როგორ არ მცალია მომიყევი ყველაფერი, ხო გითხარი რომ კარგები არიან თქო, მიხარია თუ კარგად მოეწყვე და კარგად ერთობიი..
- ხოო კარგია არანაირი პრობლემა არ არის, სწავლაზე ჩამოგვივარდა რამოდენიმე თვის წინ ლაპარაკი და სოსო ძიამ მასწავლებლები ამიყვანა ვმეცადინეობდი მთელი ეს დრო, წიგნიდან არ ამიწევია თავი, გვიან ვრჩებოდი და როცა საათს დავხედავდი ვიცოდი რომ გეძინა ბოდიში კაიი??
- არ გრცხვენიაა ჩემო გოგო? რატომ მებოდიშები მთავარია ვიცი რომ კარგად ხარ, ძალიან გამიხარდა თუ სწავლობ ჩემო გოგო, მაგას რა ჯობიაა მერე ჩააბარებ ალბათ ხო უნივერსიტეტში?
- კი კი ვაპირებ და გამოიცნი აბა რაზე? გავიცინე
- არ მითხრა ახლა რომ ისევ არ დაგვიწყებია შენი ბავშვური ახირებაა..
- აარა რა დამავიწყებდა, დიახ სწორად გამოიცანი, არქიტექტურაზე მინდა, თან სოსო ძიაც მიყვება ხოლმე რაღაცეებს და ხო იცი მაინტერესებს ეგ სფერო..
.... ასე დიდიხანი ვილაპარაკეთ კიდევ მე და ლიამ.. სულ დამავიწყდა რომ ჯაკუზში ვიყავი და ამასობაში ჩემი დიდად ნაქები წყალიც გაცივდა და ქაფებიც ჩაიშალა წყალში. ახლარა დავაკვირდი ჩემს თავს რომ ყველაფერი მიჩანდა და სასწრაფოდ წამოვხტი, პირსახოცი შემოვიხვიე და ჯაკუზიდან გადმოვედი.. აივანზე გავედი ბავშვებს გავხედო თქო და იქვე მდგარ შეზლონგზე წამოწოლილი ნატა რომ დავინახე მივუახლოვდი..
- გოგო შენ არ იცი შემოსვლა? ჯერ ეხლა ჩამოვედით და იმედია თავს არ დაიწვავ..
- ოხ იკადრე გამოხედვა და ჩემი მოკითხვა? იქებ დავიხრჩვი ან თუნდაც ზვიგენმა შემჩამა, რა იცი რა ხდება ოკეანეა მაინც.. გადაიკისკისა
- შენ რომ ზვიგენმა შეგჩამოს ეგრევე მოკვდება, ისეთი შხამიანი ხარ.. მეც არ ჩამოვრჩი..
- ენა რომ არ გქონდეს რა გეშველებოდაა..
- მიდი მიდი შემოდი და იბანავე..
- ხო შემოვალ ცოატხანში, ნახე რაკარგად აცხუნებს მზე..
- გოგო 5 საათია უკვე მთელი 3 საათია აქ ხარ არ დაიღალე?
- ნწ
- კაი კაი.. რაც გინდა ის ქენი.. ვუპასუხე და შიგნით ვაპირებდი შესვლას კიდევ რაღაც რომ მითხრა
- ვატომ 7სკენ მზად იყავითო, ვისეირნოთ და მერე კლუბში წავიდეთო და რამე ისეთი ჩაიცვი რომ ბიჭებს თვალები დაესოთ.. წარბები ამითამაშა და გაიცინა
- ნეტა შენ რაა..


ნატაც შემოვიდა მალევე, იბანავა, მოწესრიგდა დაა ეხლაღა მიხვდა რომ შიოდა, და არამარტო მას.. იქვე ახლოს კუნძულზე პატარა კაფე იყო.. მყუდრო ლამაზი და ეფექტური..
დავსხედით და კრევეტები შეუკვეთა ნატამ, მე არ მქონდა გასინჯული, საიდან.. თუმცა უარი არ მითქვამს და მეც იგივე შევუკვეთე, მალევე შემოგვიერთდა ვატო და უტიფრად დამიჯდა წინ..
- როგორ ხარ აბა პანიკიორო..თვალი ჩამიკრა
- შემეშვი
- ღმერთო რა ცივია ეს გოგო..
- მადლობა თქვი რო გელაპარაკები საერთოდ.
- არც იოცნებო. თვალი ჩამიკრა და მიმტანს დაუძახა
- ხეპრე.. ჩემთვის ჩავილაპარაკე
- გავიგე
- ხოდა ძალიან კარგი..
- ვაიმე დიდიხანი გისმინოთ? მაწამეთ ჯერ რა წყნარად..
- შენი ძმა დააწყნარე..
- გაჩუმდით ორივე..
აღარც მე გამიცია ხმა მისთვის და არც მას შეუწუხებია თავლი..
მალე მოიტანეს ჩვენი შეკვთა.. ცოტახანი ვაკვირდებოდი ამ დაკლაკნილ ზღვის პროდუქტს, ხან დავსუნე ხან ხელში ავიღე და შევატრიალ- შემოვატრიალეე..
- იჭმევა ეგ სხვათაშორის, მუზეუმის ექსპონატივით რომ ათვალიერებ.. წამკბინა ვითომ ვატომ
- მეც ვიცი რო იჭმევა, უბრალოდ არ მაქვს გასინჯული..
- ხოდა თუ ესე უყურე და არ გასინჯე არასოდეს გექნება გასინჯული..
აღარ მიპასუხია და კერძი დავაგემოვნე.. მმ არ ქონია ურიგო გემო. მომეწონა და გემრიელად გავაგრძელე მირთმევა..
ყველამ დავასრულეთ ჩვენი ვახშმის ჭამა, მე და ნატა იქვე მყოფ ბართან მივედით კოქტეილები დავლიოთო აიჩემა..

ბართან ჩვენგან ცოტა მოშორებით 2ბიჭი იდგა და აშკარად ერთერთისგან მოუშორებელ მზერას ვგრძნობდი ჩემი მიმართულებით.. ცოტახანში ნატას გადავუჩურჩულე და მანაც გაიხედა რამოდენიმე წუტის მერე..
- რა სიმპატიურები არიან დაინახე?
- ხო რავიცი არიან რა..
- უიმეე შენ ოდესმე გქონია ურთიერთობა ვინმესთან?
- არა, ვითომ არ იცი..
- ხოდა მგონია რომ ამ ზაპხულს რომანი გაჩაღდება შენსა და იმ ბიჭს შორის რომელიც აშკარაა რომ თვალს არ გაშორებს..
გამეღიმა და კოქტეილი მოვწრუპე..
- რაზე ჭორაობთ გოგოებო? დაგვადგა თავზე ვატო, მაგან ხო რო არ ჩაგვაშხამოს არ შეუძლია..
- არაფერზე ისეთზე, უპასუხა ნატამ, მე არც შემიხედავს და ყურადღებაც არ მიმიქცევია მისთვის.. მორიდებით იმ ბიჭისკენ ვაპარებდი თვალს, ეს კი აშკარად არ გამოპარვია ვატოს..
- აქ პრანჭვა გრეხვას გირჩევნიათ ადგეთ და კლუბში წავიდეთ.. მისმა ბრაზ შერეულმა ხმამ შემაკრთო და ცოტა არიყოს შიშიც გამოიწვია ჩემში.. ორივე დავემორჩილეთ მას და ბარს გავშორდით, თუმცა მაინც ვგრძნობდი იმ უცნობის მზერას და ჩემთვის ვიღიმოდი...
ცოტა ვისეირნეთ, დავათვალიერეთ იქაურობა, აღტაცებულები დავდიოდით და ვიღებდით ფოტოებს თითქმის ყველგან.. ნატას სელფომანია ჭირს ამიტომ სიმართლე გითხრათ დამღალა ყოველ ნაბიჯზე მისმა სელფებმა.. მალევე მივედით კლუბში.. კარგი სიტუაცია დაგხვდა.. პირველი შთაბეჭდილება კარგი მქონდა ყოველშემთხვევაში, გემოვნებიანი სიმღერა ურავდა, ალაგალაგ ირეოდა ხალხი, ზოგი ცეკვავდა, ზოგიც ბართან იჯდა და სვავდა..
ჩვენც შევუკვეთეთ სასმელი და იქვე მდგომ მაგიდას მივუჯექით..
მე არ მქონდა არასოდეს ალკოჰოლი დალეული ამიტომ დიდად არ მინდოდა დალევა თუმცა ვინ მაცადა..
- ცოტა დალიე რა მართ გაგისწორდება, თან მუღამში შეხვალ და უფრო გაერთობი რაა.. არ მანებებდა ნატა
- ხო იცი არ მაქ გასინჯული..
- ხოდა ისეთ კოქტეილს დავამზადებინებ რომ ცოტა ნაკლებად იყოს ალკოჰოლი, როცა მიეჩვევი მერე გავზრდით, მოსულა?
აღარ მინდოდა რომ გამეტეხა და დავთანხმდი..
მალევე მომიტანეს კუთვნილი კოქტეილი, გავსინჯე და კარგი გემო ქონდა, ოდნავ იგრძნობოდა ალკოჰოლი და მაინც ჩამწვა ყელი თუმცა ბოლოსკენ გემრიელი ხილის არომატი დაყვებოდა და ისეთი უსიამოვნო დასალევი არ ყოფილა.. 2 ეგეთი კოქტეილი დავლიე, ჩემთან ერთად ნატაც სვავდა სისხლიან მერის ხოლო ვატო ორმაგ ვისკს წრუპავდა თან იქაურობას ათვალიერებდა, ან ვიღაცას..
მალევე მომეკიდა და აშკარად ავიშვი.. უფრო და უფრო მაგარ კოქტეილებს ვუკვეთავდი. ნატასაც მეტი რა უნდოდა, ცემთან ერთად სვავდა და ასე ვთქვათ ვაჯაზებდით.....

როცა კარგად ვიყავით უკვე სასმლისგან გაბრუებულები მე და ნატამ გადავწყვიტეთ რომ გვეცეკვა და ხალხს შევერიეთ.. ცოტახანი ვცეკვავდით ერთად თუმცა ვიღაცის ხელები ვიგრძელი წელზე და შევკრთი, ზემოთ როცა ავიხედე ის უცნობი იყო..
- გამარჯობა.
გამიკვირდა რომ ქართულად დაილაპარაკა
- გ გაგიმარჯოს.. დავიბენი აშკარად.
- იმედია არ მიწყენ ცოტა რომ გეცეკვო და თან უკეთ გაგიცნო.. დღეს უკვე მეორედ შევხვდით ერთმანეთს და მგოონი ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს..
- კარგი ვიცეკვოთ.. დანარჩენზე არ გამიმახვილებია ყურადღება.. ჩქარი მუსიკა უკრავდა, დიდად არ გამოვირჩეოდი კარგად ცეკვით თუმცა შეძლებისდა გვარად ტანს ვაყოლებდი.. ეს სიმღერა ნელმა შეცვალა, აშკარად გაუხარდა ყმაწვილს და ახლოს მიმწია, ხელები წელზე შემომხვია და თვალებში ჩამაშტერდა, მეც კისერზე მოვხვიე ხელი და ცეკვა დავიწყეთ.. უკნიდანნ ნატა დავლანდე და თვალი ჩამიკრა, ცერა თითის აწევით მანიშნა ყოჩაღო და მაგიდისაკენ წავიდა სადაც გაცეცხლებული ვატო იჯდა დაა თვალს არ მაშორებდა.. ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის..
- რა გქვია? ლაპაარაკი უცნობმა წამოიწყო
- მართა შენ?
- გუგა.. გამიღიმა.. როგორ უხდება ღიმილი.. ძალიან სიმპათიური იყო ნამდვილად..
აღარაფერი მიპასუხია თავი მკერდზე მივადე და განვაგრძე ცეკვა.. თუმცა ვინ მაცადა.. მალევე გამოგლიჯა ვიღაცამ ჩემი თავი მის მკლავებს და გამწარებული მიმათრევდა ვატო გარეთ.. ასე რატომ იქცეოდა ვერ გავიგე..
- შენ ნორმალური ხარ? მეტკინაა მხეცოო.. ვუყვიროდი მაგრამ აშკარად არ ესმოდა ჩემი..
- გესმისსსსსს?? შენ გეუბნებიიი.. რას მიმათრევ ან ნატა სადარიიისს..
- ნატა სახლშია უკვე დიდიხანი.. გაკვირდებოდი სადამდე არ მოწყდებოდი იმ სი*ს და მოგვაქცევდი ყურადღებას მაგრამ არ იკადრე, ხოდა ეხლა ჩუმად იყავი..
- რასქვია სახლშიაა დავინახე რომ მაგიდისკენ წამოვიდა, ესე არ დამტოვებდა იქ..
- დამიწყნარდი და ჩუმად იყავი.. მე გავუშვი..
- შენ ვინ გეკითხებაა საერთოდ რამდენის უფლებას აძლევ თავს..
- აა ეგრე ხო? ვერავიტან ჩემს გვერძე მყოპი გოგო რო სხვას ეკონწილებოდეს, მაინც და მაინც უნდა შეეთრიე საწოლში რო ჭკუაზე მოსულიყავი?? რა იყო გსიამოვნებდა ხელებს რო გიფათურებდა??
- შენი საქმე არარის გაიგე? შენ არავინ ხარ საერთოდ.. შენგან განსხვავებით იცოდა გოგოსთან ლაპარაკი და შენნაირი ხეპრე არ იყო..
- მოისვენებ ეხლა?
- სანამ შენ ესე მექცევი რა მომასვენებს. ესეც ვიცოდი რომ ჩამაშხამებდი ყველაფერს. ან საერთოდ რა გინდააა? ხან ცივი ხარ ხან ვითომ მზრუნველი, ესენი არ გეყო და მაკოცე კიდეც.. თავი ვინ გგონია?
- არაფერი არ მინდა.. კოცნას რაც შეეხება მგონი ბოდიში მოგიხადე და დაივიწყე.. წავედით ეხლა სახლში და აღარ დაგინახო იმ ტიფთან მიკარებული გასაგებია?
- შენ ვერ გადამიწყვეტ, ვის მივეკარო და ვის არა!
- სანამ მე ვარ აქ ისე იქნება როგორც ვიტყვი.
- მეტი საქმე არ მაქვს, მე აქ ვისვენებ და არა შენ განკარგულებებს ვემორჩილები გაიგე?
- რატო გამოგყავარ მდგომარეობიდან?
- შენ დიდიხანია უკვე გამომიყვანე!
- ხოდა ჩუმად იყავი და იარე!
ხმა აღარ ამომიღია, არ მინდოდა ზედმეტი მელაპარაკა ვიცოდი მერე ისევ მე დავზარალდებოდი ამიტომ გადავწყვიტე დავმორჩილებოდი და ჩუმად გავყევი...

სახლს მივუახლოვდით უსიტყვოდ. შესვლას ვაპირებდი როცა შემომაბრუნა..
-არ ვიცი რა მემართება, იმედია არ მიწყენ ამ საქციელს.
- თავი დამანებე და ეცადე რომ დასვენება არ ჩამიშხამო კარგი?
- წესიერად მელაპარაკე.. იმხელა დამიყვირა მეგონა მალე ხელსაც აწევდა ჩემზე.. მე ხმა აღარ ამომიღია თვალები ამიცრემლიანდა და სახლში შევედი....
სახლში შესულს ნატა უკვე მძინარე დამხვდა.. ძალიან კარგი, არ მინდოდა ასე დავენახე, უამრავ კითხვას მომაყრიდა და ნამდვილად არ მქონდა თავი ვინმესთან ლაპარაკის..
ეს სასმელიც არ მანებებდა თავს, თითქოს ეხლა უფრო მომეკიდაო გაცხარებულ გულზე, ოდნავ წავბარბაცდი და იქვე მდგომ კომოდს დავეყრდენი.. თავი ხელში ავიყვანე ღრმად ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე, ნელი სვლით აბაზანისკენ წავედი და ჯაკუზის გვერდით დუშ-კაბინაში შევედი..
ცივმა წყალმა თითქოს გონებაზე მომიყვანაო, ყველაფერზე ჩამაფიქრა.. ვატოს ამ საქციელმა ძალიან ამიბნია თავგზა.. მგონი თვითონაც არ იცის რა უნდა, აშკარად იეჭვიანა, აბა მის საქციელს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.. თუმცა აშკარად არ უნდა აღიარება, უაზრო მიზეზებს იგონებს, "ჩემს გვერდზე მყოფი გოგო სხვას ვერ ჩამოეკონწიალება" გავაჯავრე დამანჭული სახით და ნერვები უფრო მომეშალა.. თუ მოვწონვარ ან აღიაროს ან შემეშვას საერთოდ.. არ მჭირდება მაგის უსაფუძვლო ეჭვიანობები..
ფიქრებში გართულმა ეხლაღა მივხვდი რომ გავიყინე, კანი სულ დამხორკლოდა, ტუჩები გამლუჯვოდა და საზიზღარმა კანკალმა ამიტანა.. კაბინიდან გამოვედი და იქვე კარზე მიკიდული ხალათი შემოვიცვი.. ფუმფულა ხალათმა თითქოს ოდნავ გამათბო და მესიამოვნა თუმცა კანკალს მაინც ვერ ვწყვეტდი.. რამ გადამრია ამდენიხანი ცივ წყალში რომ ვიყავი.. ოთახში შევედი ტანზე სპორტულლები ამოვიცვი, უკვე გვიანი იყო.. საათს რომ დავხედე 3 საათს აჩვენებდა თუმცა წამითაც არ მომკარებია ძილი..
აივნიდან ულამაზესი ხედი იშლებოდაა.. ღამე ოკეანე ისეთი ლურჯი ჩანდა, სიღრმეში კი უკუნეთ სიბნელედ იქცეოდა, ზარმაცად მოელვარე მთვარის შუქსაც კი არ შეეძლო ნორმალურად გამონათება, თითქოს რაღაცის ცხვენოდაო ხან ერთ ღრუბელს ამოეფარებოდა ხანაც მეორეს.. ცა არ ყოფილა მოწმენდილი, თუმცა ალაგალაგ მაინც ჩანდნენ მოკაშკაშე ვარსკვლავები, მეც მათ თვალერებაში გავერთე და ვიპოვე სიმშვიდე.. კარგახანს ვიჯექი აივანზე მდგომ შეზლონგზე.. ჩემი ყურადღება კი ბოხმა ხმამ მიიქცია..
- რატომ არ გძინავს? გვერდითა კოტეჯიდან ვატო იცქირებოდა ჩემკენ და თან სიგარეტს ეწეოდა.. ეტყობოდა რომ რაღაცაზე ნერვიულობდა.
- არ მეძინება! მოკლედ მოვუჭერი.
- ვიცი გაგაბრაზე, მაგრამ ვერ ვიტან სხვის მკლავებში რომ გიყურებ..თავი ჩახარა
- ვატო რა გინდა? სენთვითნ მაინც იცი რას ამბობ? რატომღაც ეჭვი მეპარება რომ თავადვე იცოდე რა გინდა, რატომ ვერ იტან სხვასთან რომ ვარ?! შენი ამ გაუგებარი მოქცევებისგან უკვე თავგზა მაქვს არეული.. ან თავი დამანებე საერთოდ და შეეგუე იმ აზრს რომ მე შეიძლება სხვა გავიცნო, ვეცეკვო ან თუნდაც ვეფლირტაო. სხვა მყავდეს და ვიყო ბედნიერი.. ამაში ცუდი რაა არის.. ან მითხარი ბოლოსდაბოლოს რა გინდა..
....
ცოტახანი ხმას არ იღებდა, თითქოს ფიქრობდა რა უნდა ეთქვა ან რასაც იტყოდა სწორი იქნებოდა თუ არა, ბოლოს ძალა მოიკრიბა ღრმად ჩაისუნთქა და მოაყოლა..
- მომწონხარ მართა...
ადგილზე გავშრი, იმიტომ არა რომ არ მოველოდი, ვიცოდი, ვგრძნობდი თუმცა არ მეგონა თუ შეძლებდა ამის თქმას და თავის თავთან აღიარებას.. ბოლო დროს უცნაურად მექცეოდა და მიზეზიც ეს იყო..
- ძალიან უცნარი მოწონება გცოდნია, მოგწონს გოგო რომელიც გეზიზგებოდა ცივად ექცეოდი და თითქმის ყოველდღე არ იშურებდი მის მიმართ ზიზღს და დამცირებას.. გასაკვირია, თუმცა მიხარია საკუთარ თავს რომ გამოუტყდი..
- ადრე რაც იყო დაივიწყე, არც მე ვიცი რატომ გექცეოდი ესე, მაგრამ ამ ტიპთან შენმა ესეთმა სიახლოვემ მიმახვედრა რომ მომწონხარ და არ დავუშვებ რომ სხვა მოგეკაროს გესმის?
- და მე არ მეკითხები ?? იქნებ არ მინდა შენთან
- არ მაინტერესებს მართა, ეხლა გაბრაზებული ხარ და იმიტომ იძახი ასე.. როცა გიახლოვდები შენი თვალები და გული სხვა რამეს ამბობს..
ხმა არ ამომიღია, იმიტომ რომ მართალი იყო, მიუხედავად იმისა რომ ურჩხულია მეც მომწონდა და ამას ვერ გავექცეოდი..
- მაპატიე რომ გიყვირე..
...
- მართა
...
- რამე მითხარი თორეე.. არ დაამთავრა სიტყვა ტანზე მაისური გადაიძრო, თავისი აივნიდან ჩამოხტა წყალში ჩემ აივანს მოუახლოვდა და კიბით ამოვიდა, რამოდენიმე წუთში ჩემს წინ ნახევრად შიშველი, სველი სხეულით, აჩეჩილი თმით და კაშკაშა მწვანე თვალებით წინ ამესვეტა და სუნთქვაც შემეკრა.. გულმა ბაგაბუგი დაიწყო, ჩუმ ღამეს მხოლოდ ჩემი გულის ფეთქვა ისმოდა და ახშირებული სუნთქვა.. ერთადგილას ვიდექი და გაშეშებული ვუყურებდი ვატოს მომღიმაარ სახეს..
- აი სწორედ ამას ვამბობდი.. შეიძლება შენ უარყო, დიდიხანი იყოყმანო და არ აღიარო ჩემდამი გრძნობა, თუმცა შენი გული გყიდის..
მოვიდა და სველი სხეული მთელი ძალიათ ამაკრო.. ისე მეხუტებოდა განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.. შემდეგ მომშორდა, ხელები ყელზე ჩამოაცურა შემდეგ ნელა მომიხლოვდა და ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს, თუმცა ახლა სხვანაირად იყო ყველაფერი, ახლა ვიცოდი რომ ერთმანეთისადმი გრძნობა გვქონდა, თუმცა მეშინოდა, მეშინოდა რომ ეს გრძნობა ტყუილი არ ყოპილიყო, მაინც დავნებდი და შეძლებისდაგვარად კოცნაში ავყევი, თუმცა ჩემი გამოუცდელობის გამო არ ვიცი რამდენად კარგად გამომივიდა, მოწყვეტა აღარ უნდოდა მაგრამ ნელა მაინც გამშორდა და თვალებში ჩამაშტერდა ალბათ ჩემს რეაქციას ელოდა, მე არაფერი მითქვამს თალები დავხუჭე და მკერდზე თავი მივადე, ვერ დავინახე მაგრამ ვიგრძენი როგორ გაუჭრა ბაგეები ღიმილმა..
ერთმანეთს მოვცილდით და ბედნიერი თალებით მომშორდა, თავის პატარა სახლში გადავიდა და იქიდან გადმომძახაა ეხლა დაიძინე ხვალ ახალი დღე იქნებაო და ჩვენი გართობა დაიწყებაო.. მეც გახარებული და გაბრწყინებული თალებით შევედი ოთახში, ნატას დავხედე ისე ეძინა ბომბი რომ აგეფეთქებინაა ნწ შანსი არ იყო რო გაეხილა თვალი.. მოწყვეტით დავეცი საწოლზე.. ბალიში ჩავიხუტე და კოცნა გავიხსენე. მთელ ტანში დამიარა და სიამოვნებისგან გამაკანკალა.. მალევე ჩამეძინა ახალი დღის მოლოდინში...


**
- იმედია ადგები და მთელი ეს დრო ძილად არ იქცევი.. შევაჯანჯღარე ნატა და თან ველაპარააკებოდი..
- მმმ... მოიცა ნუ მაჯანჯღარებ, თავი მისკდებაააა...
- ცოტაა დაგელია და არ გაგისკდებოდა ადექიი.. ადექიიიი
- ხოო გავიგეე, მიდი რამე გაზიანი მომიტანე რა..
- უკვე მოგიტანე და გვერძე გიდევს..
ნატა ძლივს ავაწიწკნე ლოგინს.. თან იმაზე ვნერვიულობდი რას იტყოდა ჩემზე და ვატოზე, როცა შედარებით თბილ ურთიერთობას დაინახავდა ჩვენს შორის.. ხმასაც ვერ ვიღებდი ვერ ვეუბნებოდი, არადა მინდოდა მე მეთქვა ვიდრე ისე მიხვედრილიყო, ვიცოდი ეწყინებოდა და უფრო იმაზე მეჩხუბებოდა რატომ არაფერი მითხარიო.. ხოდა მეც შევეცადე ლაპარაკი წამომეწყო..
- ნატა, რაღაც უნდა გითხრა..
- მართა თუ იმაზე უნდა დამტუქსო რო გუშინ კლუბში დაგტოვე მართლა ვატომ გამომაგდო, ისე რა ჭირს მაგას, როგორ გიყურებდა იცი იმ ბიჭთან როო ცეკვავდი?? ისე კაი ტიპი იყო, რა ერქვა გაიგე? ქართველია თუ სადაურია? მომაყარა კითხვები ისე რომ არც ამოუსუნთქავს და ბოლოს ერთიანად იმდენი ჰაერიშეისუნთქა მეგონა რომ უჰაერობისგან მოვკვდებოდი...
- დაიცა ამოისუნთქე.. არა მაგაზე არ ვაპირებ არაფრის თქმას, ხო ქართველია, გუგა ერქვა თუ არ ვცდები კარგად არც მახსოვს.. სინამდვილეში სხვა რაღაცის თქმა მინდა.. ეს მე და ვატოს გვეხება..
- არ მითხრა რო დასცხეთ ერთმანეთს, არა არ გამიკვირდება მაინც ჭამთ ერთმაანეთს მარა გამიტყდება მთელი დასვენების დრო რომ თქვენ ბუზღუნს ვუსმინო.. გაიცინა
- ვაიმეე დამაცდიი??? ნერვებ მოშლილმა დავიყვირე ისე რომ ნატას სახე აელეწა..
- უიმე მარცხენა ფეხზე ადექი?
- მოკლედ.....
ყველაფერი მოვუყუევი ნატას რაც გუშინ მოხდა, გაოცებული მიყურებდა მერე სახე გაებადრა და იმხელაზე იწივლა არარსებობსო როო ლამის ეს სახლი ადგილზევე დაიშალა..
- კაი რა გაყვირებს სირცხვილიაა..
- ვაიმე არ არსებობს ანუ ცემი რძალი იქნებიი?? ჩამეხუტა დააა კისკისი დაიწყო..
- რა რძალი გოგო ერთი რაღაც გითხარი და ქორწილი გადამიხადე უკვე?? გამეცინა. ამდროს ისევ ვატოს ხმა გაისმა, აშკარად წყალში ნებივრობდა და იქიდან გვეძახდა.. ძილისგუდებო ჩამოდითო მაგარი წყალიაოო..

მოვწესრიგდით და ჩავედით წყალში, მე გაბედულად ჩავდგი ამჯერად ფეხი და არ ვფიქრობდი იმ შიშზე.. უკნიდან წელზე ხელი ვიგრძენი და ვიცოდი რომ ის იყო, მივტრიალდი და ძალიან ახლოს აღმოვჩნდით.. ნატაც იქვე იყო და სახეგაბადრული გვიყურებდა მერე მოგვიახლოვდაა..
- დამპალო არ უნდა გეთქვა ჩემიი ლამაზი გოგო რო მოგწონდა?
- ოხ მოსდო ხო ყველას.. გაიცინა და შემომხედა
- ქვევყანას არაა ჩავთვალე რომ ნატამ უნდა იცოდესს..
- ხო კაი არ გამებუტო ეხლაა..
ყველა ვიცინოდით, ვერთობოდით,
ვატომ შემოგვთავაზა გემით გავსულიყავით შორს და გვეყვინთავა, დაივინგის მასწავლებელთან ერთად კატერი იქირავა, მოგეხსენებათ არ უჭირდა ამიტომ თავს აძლევდა ნებისმიერი თანხა გადაეხადა, ოღონდ ჩვენ გაგვეტარებინა კარგი დრო.. მე მეშინოდა და თავიდან ვერ ვბედავდი თუმცა რომ ვხედავდი როგორ ეთამაშებოდნენ დელფინებს მეც მომინდა და გავბედე.. აკვალანგო გამიკეთეს, ამიხსნეს როგორ უნდა მესუნთქა, რამოდენიმე ჟეშტიც ვისწავლე წყალქვეშ რომ მენიშნებინა მათთვის.. წყალში ჩავხტი ჩვენს გარშემო უამრავი დელფინი ცურავდა დაა ცდილობდნენ მოახლოვებას, ძალიან ლამაზები იყვნენ და შევეცადე რომელიმესთვის ხელი მომეკიდა, ერთერთი ძალიან ახლოს მოვიდა და გავბედე ხელი გადამესვა..
ქვემოთ ულამაზესი მცენარეები ირხეოდნენ ხოლო მათში სხვადასხვა ფერის თევზები დაცურავდნენ, ძალიან ღრმად მაინც ვერ გავბედე ჩასვლა თუმცა ბევრ თევზებს ვხედავდი, მათ შორის უზარმაზარი კუც შევამჩნიე, პირველად ვხედავდი ამ საოცრებას და სიხარულისგან ვცქმუტავდი, გვერდზე ვატო და ნატაც მომყვებოდა, ჩვენთან ახლოს მასწავლებელიც იყო და ხელით გვაჩვენა რომ ზემოთ ავსულიყავით...

ასე გავიდა 2 კვირა, ხან რას ვაკეთებდით ხან რას, მოვიარეთ მტელი კუნძული და არც ერთი გასართობი არ გამოგვიტოვია..
მე და ვატო ნელნელა უფრო ვვახლოვდებოდით, არც მალავდა ჩემდამი უფრო გაღვივებულ გრძნობებს.. ის 2 ბიჭი რამოდენიმეჯერ შეგვხვდა და გუგამ მორიდებით გამიცინა კიდეც შორიდან თუმცა ვატოს არ გამოპარვია დაა შევამჩნიე მისი დაბერილი ძარღვები ყელზე და ხელებზე, მის დასაწყნარებლად კი მხოლო ჩახუტება შემეძლო და იმის თქმა რომ ყურადღება აარ მიექცია, მგონი გამომდიოდა კიდეც..
ბორა-ბორაზე სულ 3 კვრა გავატარეთ, დაუვიწყარი 3 კვირა, სამოთხე რომლის დავიწყებაც შეუძლებელია, უამრავი ფოტოო, და მოგონება დაგვრჩა.. ამ 3 კვირაში ბევრჯერ დარეკა სოსომ და ნინელიმ.. რამოდენიმეჯერ ლიასაც ველაპარაკე და დავპირდი რომ როცა ჩავიდოდით აუცილებლად ვნახავდიიი.. ჩემდა გასაკვირად, ვატოს წამოცდა რომ მისმა მშობლებმა ჩვენზე ყველაფერი იცოდნენ და ძალიან გამიკვირდა, მითხრა რომ სანერვიულო არაფერი იყო და ძალიან უხაროდათ ჩვენი ამბავი, ამიტომ მეც მიხაროდა..
- მალე ჩააწყვე თორე თვითმფრინავზე დაგვაგვიანდებააააა... ჩამყვირა ნატამ ყურში.
- ვალაგებ რა გაყვირებსსს..
კარებთან უკვე მომზადებული ვატო გვიყურებდა და კვდებოდა სიცილით, 2 დაფეთეული ერთმანეთს ვეჯახებოდით და ისე ვალაგებდით.. როგორც იქნა მოვრჩით მოვათვალიერეთ იქაურობა და სახლიდან გმაოვედით..
გული გვწყდებოდა ამ სილამაზეს რომ ვტოვებდით, თუმცა თბილისიც მომენატრა..
ბოლოჯერ მიმოვიხედეთ აქეთ-იქით.. გამოსამშვიდობებელი სელფებიც არ დააკლო ნატამ დაა აეროპორტისკენ წავედით...
იქ მისულებმა რეგისტრაცია გავიარეთ, და ჩვენს ჩასხდომის გამოცხადებას დაველოდეთ, მალევე გამოაცხადეს და თვითმფრინავისაკენ წავეედით..
ჩვენ ჩვენი ადგილი დავიკავეთ..
მალევე მოწყდა იქაურობას თვითმფრინავი და უკვე კარგად ვიყავით ჰაერში როცა ფანჯრიდან ბოლოჯერ ჩავიხედე ქვემოთ და სამოთხეს გამოვემშვიდობე.....

რამოდენიმე საათში უკვე გამოჩნდა ზაფხულშიც ალაგალაგ დათოვლილი მაღალი მთები.. მათი დანახვით უკვე ვიცოდი რომ ჩემ მიწა-წყალზე ვიყავით და მოუსვენრობაც დამეტყო.. ძალიან მიხაროდა რომ მალე სახლში ვიქნებოდი, ვივლიდი ტბილისის ქუჩებში, ვნახავდი ლიას, სოსოს და ნინელის..
სულ რაღაც 3 კვირა ვიყავით საზღვრებს გარეთ, მაგრამ აქაურობა ძალიან მომნატრებოდა, ჩემთვის ეს სამი კვირა, სამი საუკუნე იყო....
მალევე დაჯდა თვითმფრინავი და ბორბლების რახუნმა გააყრუა იქაურობა..
დაღლილი სახით ჩამოვედით, შემდეგ ჩვენს ბარგს დაველოდეთ და უკვე გასასვლელისკენ დავიწყეთ სვლა..
შორიდან ლიას, სოსოს და ნინელის მომღიმარი სახეები დავლანდე, ხელებში ბუშტები ეკავათ.. გეგონებოდათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს ხვდებოდნენ.. მივვარდით ჯერ რათქმაუნდა ლის ჩავეხუტე მოვესიყვარულე, ის ხომ 2 თვე არ მყავდა ნანახი.. შემდეგ სოსოს და ნინელის ჩავეხუტე, უკვე ვატოს შეყვარებულის ამპლუაში ვიყავი და ცოტა დამორცხვებული ვიყავი თუმცა მალევე მიმიხვდნენ..
- ჩემო გოგო ძალიან გთხოვ არ გინდა ესე, რამოხდა მერე პირიქით ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილი და შენ ხართ ერთად და არა ვიღაც გადაპრანჭული ტუჩებ დაბერილი, ფულზე მონადირე საშინელებაა.. ამის გაგონებაზე სიცილი ვერ შევიკავე და უკვე თამამად შემოვხვიე ხელები.. ლი კი გაკვირვებული იყურებოდა აქეთ-იქით და აშკარად ვერ გაეგო რაზე ვლაპარაკობდით.. ნელ-ნელა მოვუყევი ყველაფერი გზაშიი.. იმდღეს აიჩემეს სუფრა გავშალოთო, თქვენი ჩამოსვლა და ვატოს და მართას ერთად ყოფნა ავღნიშნოთო, რათქმაუნდა ვინ გადაუდგებოდა ბატონ სოსოს სიტყვას წინ, ჩვენც დავთანხმდით მიუხედავად იმისა რომ დაღლილები ვიყავით.. სახლში მისულებმა პირდაპირ ოთახებს მივაშურეთ, ლია და ნინელი სამზარეულოში შევარდნენ და ფუსფუსი დაიწყეს ნათელა ბებოსთან ერთად, სოსო კი მისაღებში მოკალათდა და საყვარელ მოამბეს უყურებდა..

ოთახში რომ შევედი ამოვისუნთქე, ძალიან მომნატრებიაა ჩემი რბილი ლოგინი, ჩემი ჩემოდანი იქვე მივაგდე, ტანზე გავიხადე და..
-იფ იფ. რა კარგი გოგო მყავსს
- ვატო გაგიჟდიი გატრიალდიიი მალეე.. შიშველ სხეულზე ხელები ავიფარე და სახე გაწითლებული თვალსაც ვერ ვუსწორებდი..
- კარგი რა მოხდა მაინც ხო უნდა გნახო ადრე თუ გვიან.. ისევ არ წყვეტდა სიცილს..
- მასხარა ხარ და ძალიანაც ნუ უსწრებ მოვლენებ წინნ.. ეხლა გადი შენ ოთახშიი და დამაცადე აბაზანაში შესვლაა.. გაბრაზებული ვიყავი თუმცა მაინც მეცინებოდა ჩვენზე..
- კაი კია ნუ ბუზღუნებ, გაკოცეე ტკბილოო.. მომაძაახა და გაბრუნდა..
სირცხვილით ვიწვოდი, კი ერთად ვიავით მაგრამ მაგ დონეზეც არა რომ ჩემი შიშველი დანახვისას მე რეაქცია არ მქონოდა..
აბაზანაში შევვარდი და კაიხანი არ გამოვსულვარ იქიდან.. ცხელი წყლის ქვეშ ვნებივრობდი, მიხაროდა რომ ის ძველი დრო მორჩა და ახლა ბედნიერი ვიყავი.. აქამდე წყლის ქვეშ ათას რამეზე ვფიქრობდი, ვდარდობდი და როცა ცრემლები მაწვებოდა თავისუფლებასაც აქ ვაძლევდი მათ.. ახლა და აღარ ვფიქრობ არაფერზე გარდა იმისა რომ ვატო ძალიან მიყვარს და უბედნიერესი ადამიანი ვარ..
ხოო სწორად გაიგეთ, მიყვარს. როდის მივხვდი ან როდის შემიყვარდა?! არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ მის გარეშე ძალიან ძნელია ჩემთვის არსებობა, მთლი 2 კვირა ერთად ვიყავით სითბოში სიტკბოში და სიყვარულში.. იქამდე არ გამოვედი სანამ ლამის გული არ წამივიდა ცხელი წყლის ოხშივარისაგან, ხელებზე დავიხედე და "დამბერებოდა"
ხალათი მოვიცვი და ოთახში გავედი, ახლა ნამდვილად მივიხედ მოვიხედე რომ დავრწმუნებულიყავი იყო თუ არა იქ ვატო, როცა ვერ დავინახე ხალათი მოვიძრე კარადიდან შორტი და მაიკა გამოვიღე, უჯრებიდან საცლებიც და ჩაცმას შევუდექი..

ოთახში ნატა შემოვარდა..
- ეხლა რასაც გეტყვი არ დაიჯერებბ..
- რამოხდა მშვიდობააა??
- კი შენთვის მარა ჩემტვის არააა..
- ჰა ეხლააა ამოღერღეე..
- აუ აქამდე არ მაქ შენთვის ნათქვამი იმიტომ რომ არაფერი ხდებოდა, ცალმხრივი იყო ჩემი სიყვარული ახლა კი შემიძლია თამამად გითხრა თუმცა მაინც არ არის ყველაფერი ისეე.. ნუ მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალოო ნიკააამ მითხრა მომწონხაროოოო... იმხელა იკივლაა გული გამისკდა ლამისსს.. მიდი და გაიგე ახლა ვინარის ნიკაა.. მეც გამეცინა და ყველაფერი გამოვკითხე..
აღმოჩნდა რომ ნიკა მისი კურსელი ბიჭი იყო, რომელიც პირველივე დახვიდან მოწონს მერე შეუყვარდა თუმცა ის ბიჭი იმდენად ყურადღებიანი არ აღმოჩნდა ჩვენი ნატას მიმართ.. ახლა კი როგორც აღმოჩნდა გაუხელია თვალები და შედეგიც სახეზეაა..
ბევრი ვიჭორავეთ ნიკაზე, მერე ვატოზე მომიყვა რაღაცეები რა უყვარს რა მოწონს და ასე შემდეგ..

- ბავშვეებოო ჩამოდიიითთთ.. ვემოდან ნინელის ხმა შემოგვესმა..
ორივე გავედით ოთახიდან და კიბესთან ვატოც დაგვეწია, ნატა წინ წავიდა წარბები ამითამაშა დამარტო დაგვტოვა..
- იცი როგორ მომმენატრეე.. თავისკენ შემაბრუნა და მაკოცა..
ძლივ მოვწყდი მის ტუჩებს
- მეც მომენატრე მაგრამ კიბეზე ხომ არ ვიდგებით, ჩავიდეთ სირცხვილიაა დაგვიძახეს და გველოდებიანნ..
- კარგი კარგიი მაინც გამოგიჭერ მარტო და მერე სად გამექცევიი.. თვალებში ჭინკები უთამაშებდნენ..
მე გამეცინა თან სირცხვილით ლოყები ამეფაკლა.

ქვემოთ ჩასულებს თვალები შუბლზე აგვივიდა, არ ვიცი მართლა ამდენიხანი ვიჭორავეთ რომ ყველაფერი მოასწრეს თუ უკვე გამზადებული ქონდათ.. რო იტყვიან მაგიდას ჩიტის რძე არ აკლიაო ისე იყო აქაც.. სუფრის თავში ბატონი სოსო იჯდა, მის გვერდით მისი მშვენიერი მეუღლე ნინელი.. მე და ვატო გვერდიგვერდ ვიჯექით ჩვენს მოპირდაპირედ კი ნატა და ლია..
კარგა ხანს "ვქეიფობდით" ათასი სადღეგრძელო შემოგვთავაზა ბატონმა სოსომ, მათ შორის ჩვენმა სახელებმაც ბევრჯერ გაიჟღერა, სიყვარულზე ერთად ყოფნაზე და ბედნიერებაზე რაც კი სადღეგრძელო ითქვა თავში ჩემი და ვატოს სახელი იყო გამოჭიმული..
ყველა შევზარხოშდით, მათ შორის მეც რა გასაკვირიც არუნდა იყოს.. ვიხალისეთ, უამრავი ამბავი გავიხსენეთ, ნინელიმ ვატოს პატარაობა გაიხსენა და ყველა იცინოდა ვატოს გარდა, ხანდახან თუ შეეპარებოდა ღიმილი.. მოკლედ კარგი დრო გავატარეთ..


ისევ ზარი, ისევ უცხო ნომერი და ისევ ის ხმა...
ამჯერად არ გაუთიშავს მალე, პირიქით, მითხრა ის რისი გაგებაც ყველაზე მეტად მინდოდა, თუმცა არ მეგონაა ჩემი ბედნიერება და ჩემი სიხარული ასე მალე თუ დამთავრდებოდა..
არ მეგონა თუ გავიგებდი იმას რომ მთელი ჩემი ცხოვრებაა ერთი უბრალო ტყუილი იყო, გატყუებდა ის ადამიანი ვისთანაც ყველაზე ახლოს იყავი.. არ ვიცოდი დამეჯერებინა თუ არა ეს ყველაფერი..
ჯერ უნნდა გამეგო, გამერკვია, ჩუმად თუ ყველას გასაგონად ამომექეექა ის საბუთები რომლებსაც ლია საგულდაგულოდ მალავდა, მალავდა ინფორმაციას ჩემს შესახებ.. რამდენჯერაც მოვინდომე გაგებაა არაფერი მითხრა, დაბადების მოწმობაც არ უნახებია ჩემთვის, თუმცა დიდად არ მიმიქცევია ამაზე ადრე ყურადღება.. ახლა კი ამ ზარმა დამაბნია, გამახსენა ყველა ლიას უარი ჩემი ამბის გაგებაზე.. დამაფიქრა ყველაფერზე..
არ ვიცი ვიტირო თუ გავბრაზე, არ ვიცი რა ვქნა, ერთადერთი რაც ვიცი ისარის რომ, არ ჩავაშხამო ეს საღამო იმათ, ვისაც ყველასგან განსხვავებით ჩემთვის ტყუილი არ უთქვამთ, იმას ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და გადავწყვიტე გავჩუმებულიყავი.....

- მართა რა დაგემართა? ვინ იყო? თბილი ხმით მომიახლოვდა ვატო და მისი გავარვარებული ხელები მხარზე დამადო, კისერში მაკოცა და თავისკენ მიმატრიალა..
- შენთვის არაფერი მითქვამს ვატო, საერთოდ არ იცი არაფერი, მხოლოდ ნატამ იცოდა, სიზმარზე და ამ ზარებზე რომლის უკანაც უცხო ან უკვე ნაცნობი ქალია.. ძალიან გთხოვ ოთახში ამიყვანე და დღეს ნურაფერს მკითხავ არ მინდა საღამო ჩაგაშხამოთ.. გპირდები ხვალ ყველაფერს მოგიყვები, და შეიძლება შენი დახმარებაც კი დამჭირდეს..

მისაღებ ოთახში გავედით ორივე, სოსოს და ნინელის ბოდიში მოვუხადე, თავს შეუძლოდ ვგრძნობ თქო და ოთახში ასვლა დავაპირე როცა ლიამ დამიძახა..
- მე არ უნდა დამემშვიდობო დედაა? უკვე მივდივარ თაან..
- შენ ჩემი დედა არ ხარ და არც არაოდეს იქნები.. მე და შენ ხვალ ვილაპარაკებთ...

ესე დაბნეულიდა გაშეშებული დავტოვე ლია, ან არ ვიცი ლია ერქვა კი?!
ვატომ ოთახში ამიყვანა, დავწექი და ისიც გვერდით მომიწვა..
მისკენ მიმიზიდა, ხელები მაგრად შემომხვია... ეხლა მივეცი ცრემლებს უფლება რომ ჩემს ღაწვებზე თავისუფლად ესეირნათ..
დილით ცოტა გვიან გამეღვიძა, ალბათ ნერვიულობამ და დაღლილობამ იმმოქმედა.. გვერდზე ვატო მეწვა, ისე ეძინა აღარც გამიღვიძებია, ავდექი და აბაზანაში შევედი..
ვფიქრობდი როგორ დამეწყო ამ თემაზე საუბარი ლიასთან, ან საერთოდ როგორ ჩამეხედა თვალებში.. ეს რომ სიმართლე აღმოჩნდეს, დედაჩემთან დაშორების მთავარი მიზეზი ლია რომ აღმოჩნდეს არ ვიცი ამას როგორ გადავიტან, არ ვიცი რა მომივა...
ფიქრებიდან კაკუნმა გამომიყვანა..
- მართა კარგად ხარ?
- კიი ვატო, გამოვალ ახლავე..
წყალი გადავკეტე, ხალათი მოვიცვი და გარეთ გავედი..
კედელთან ატუზული მელოდებოდა ვატო და ჩემს დანახვაზე გაიღიმა.'
- აბა მომიყევი ეხლა რა მოხდა.. ხომ დამპირდი ხვალ მოგიყვებიო?!
- ხო მოგიყვები, ოღონდ ეხლა გადი უნდა ჩავიცვა დაა ეხვეწები ყავა წამომიღე, რომ ამოხვალ ყველაფერს მოგიყვები.. გავუღიმე და კარები ფართედ გავუღე ვატოს..
თან ვიცმევდი თან აზრებს ვალაგებდი ტვინში...
ჩავიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი ამასობაში ვატოც სემოვიდა ჩემი დანაბარები ყავის ფინჯნით ხელში და გვერძე მომიჯდა, მეც აღარ დავაყოვნე და მოყოლას შევუდექი...

ჩემი ისტორიით შენ არასოდეს დაინტერესებულხარ, მხოლოდ ის იცი რომ ბავშვთა სახლში გავიზარდე და 18 წლის რომ გავხდი აქ მომიყვანეს, ლიას ასეთუ ისე იცნობ და არ დავიწყებ იმის მოყოლას რომ თბილი ადამიანია და მეც ძალიან კარგად გამზარდა..
აქამდე არანაირი ეჭვიც კი არ მიჩნდებოდა, ვერც წარმოვიდგენდი რომ ჩემი უდედმამოდ გაზრდის მიზეზი ლია იქნებოდა, ამას რატომ გეუბნებიიი ეხლა გეტყვი..
რამოდენიმე თვის წინ ქალი მესიზმრა რომელიც გარეგნულად ძალიან მგავდა, ვიფიქრე რომ დედაჩემი იყო მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი სიზმრად რატომ მეწვია, შემდეგ შენი დაბადების დღისთვის საჩუქრის საყიდლად რომ გავედი რატომღაც ისევ იგივე ქალი დავინახე ჩემგან მოშორებით, აშკარად მაკვირდებოდა მაგრამ უცბადვე გაქრა.. ეს ყველაფერი ნატას ვუთხარი და მითხრა ალბათ დედაშენი გეძებსო.. ვატოს ჩემს მოყოლილზე სახე ნელნელა ეცცვლებოდა..
ცოტახანი შეწყდა ყველაფერი აღარც სიზმარი, აღარც ის ქალი, მაგრამ უეცრად ზარი გაისმა ჩემს ტელეფონში და ისევ ის ნაცნობი ხმა მელაპრაკებოდა.. ბოლო ზარი კი გუშინ იყო.. აქამდე არაფერს ამბობდა მხოლოდ როგორ ხარ შვილოს მაგრამ მერე თიშავდა.. გუშინ კი მითხრა ის რამაც ჭკუიდან შემშალა, გადამრია, დამაბნია და ყველა გრძნობა ერთმანეთში არია..
- კი მაგრამ რა გითხრა ასეთი?! დაბნეული სახით მიყურებდა ვატო
- მითხრა რომ ერთადერთი მიზეზი ჩვენი ერთად არ ყოფნისა ლია იყო, მითხრა რომ სამშობიაროში ჩემი გარდაცვალება აცნობეს, მე დამამაშენი იქვე მოვკვდითო, რამოდენიმე თვე დეპრესია მქონდაო, მერე მე და ავთო (მამაჩემი) საბერძნეთში წავედით და იქ დავიწყეთ ცხოვრებაო, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ვგრძნობდდი რომ ცოცხალი მყავდიო, გამოვიკვლიე ყველაფერი, მაშინდელი ბებიაქალი ვიპოვე და ფული გადავუხადე რომ ყველაფერი მოეყოლა ჩემთვისო, ლია მაჩაბელი ახსენა იმან გადაგვიხადა ფული რომ ესე გვეთქვაო.. იმ დღეს იყო მოსული და პირველი თქვენ იმშობიარეთო ამიტომ თქვენი შვილი მივუყვანეთო.. მოკლედ კიდევ ბევრი რაღაც მაქვს მოსაყოლი თუმცა არ მინდა ტელეფონში გელეპარაკოვო..
- კი მაგრამ საიდან გაიგო მერე რომ მაინცდამაინც შენ იყავი მისი შვილი?
- არ ვიცი მეც ეგ ვკითხე და მითხრა ლიას შვილი არ უჩნდებოდაო, 15 წლის იყო რომ გააუპატიურეს და ორსულად დარჩაო თუმცა ნერვიულობისგან მოშლია და საშვილოსნო დაუზიანეს გამოფხეკვის დროს, ამიტომ გადაწყვიტა ესეთი საშინელი გზით ყოლოდა ბავშვი, მეც არ მესმის როგორი უნდა იყო ადამიანი რომ დედას შვილი მოწყვიტო..
- კარგი ყველაფერი გასაგებია თუმცა კიდევ არ მესმის, ბავშვი წაართვა დედას და ბავშვთა სახლში აღზარდო ? სახლი არ ქონდაა ?
- ისიც ბავშვთა სახლშია გაზრდილი, ისიც მიატოვეს და მერე პედაგოგი გახდა იმავე ბავშვთა სახლში ამიტომ აღარც წამოსულა მაქედან.. ეს თვითონ მითხრა ადრე, ალბათ იმიტომ მივლიდა ესე და იმიტომ იყო ჩემზე გადამკვდარი, არ ვიცი მოკლედ რაა ვქნაა ვატო გავგიჟდები.. ადამიანი რომელმა გამზარდა რომელსაც ვენდობოდი, მიყვარდა, დედას დამაშორა.. ყველაზე ცუდი კი ისარის რომ მისი ესე ვერ დავუჯერებ ამ ქალს მინდა ლიას დაველაპარაკო მაგრამ გული არ მიმდის არ ვიცი რა ვქნაა..
- ჩემო პატარა, მესმის რასაც გრძნობ, ყველაფერი მოგვარდება, ხო იცი მე და ჩემი ოჯახი შენს გვერდით ვართ და არ დავუშვებ რომ ვინმემ რამე დაგიშავოს ამის მერე.. მაგრად მომეხვია დაა შუბლზე მაკოცა..

ტელეფონს ვატრიალებდი ხელში და ვერ გადამეწყვიტაა დამერეკა თუ არა ლიასთვის.. ვაატო სამსახურში იყო წასული, ნატაა შემოვიდა ჩემთან და მასაც მოვუყევი ყველაფერი, შოკში იყო, არ ჯეროდა ლიას თუ ესეთი რამის გაკეთება შეეძლო, მითხრა რომ ვერც წარმოვიდგენდიო... მეც არ მეჯერა თუმცა ყველაფერია მოსალოდნელი გამწარებული ადამიანისგან...
დიდიხანი ვყოყმანობდი თუმცა ქვემოდან ხმაურის ხმა შემომესმა და გადავწყვიტე დაბლა ჩავსულიყავი..
ერთი ოთახიდან გამოდიოდა ეს ხმა, არრ ჩხუბობდნენ მაგრამ აშკარად ხმამაგლა კამათობდნენ რაღაცაზე, ყურის დაგდება არც მჩვევია მაგრამ ჩემი სახელი გაგონებისას ადგილზე გავშეშდი და საუბარს ყური დავუგდე.. ნინელის ხმა იყო ხოლო მეორე ჩემდა გასაკვირად ლიასი..
- შენ სუ გასულელდი ხო ? რასქვია შენ იშვილე მართა.. მეხუმრები ამხელა ქალმა ეს როოგორ გააკეთე ?!
- რა ვქნაა ნინელი, იცი შენ ჩემი ცხოვრება და ისიც იცი როგორი გამწარებული ქალი ვიყავი, როცა გაიგებ რომ შვილი არასოდეს გეყოლება მერე ყველაფერზე ხარ ამ სითბოს გულისთვის წამსვლელი..
არც მე მინდოდა ესე მაგრამ ნაცნობები დამეხმარნენ.. ოფიციალურად რომ მეშვილა არ მომცემდნენ ამის საშუალებას ხო იცი მეც ბავშვთა სახლში ვცხოვრობ, 2ჯერ ვცადე მაგრამ ეკონომიურად არ ვიყავი მაშინ იმ დონეზე რომ დამთანხმებულიყვნენ, თან სახლი მომთხოვეს აქ ვერ მოგიყვანთო ბავშვსო, რა აღარ ვცადე, სუროგატი დედაც ვიფიქრე მაგრამ სად მქონდა მე მაგდები ფული.. ბოლოს კიდე ხო ხედავ სადამდე მივედი, დედას წავართვი ჯანმრთელი შვილი და ვათქმევინე რომ მოკვდა.. გგონია მერე არ გავიაზრე ჩემი დანაშაული მაგრამ რა მექნააა.. ცრემლები წამოუვიდა
- მაინც არ გამართლებს არაფერი შენ, არ მოველოდი ასეთ რამეს.. ან ეხლა რატომ მომიყევი, ან აქამდე რატომ არ ვიცოდი ჩვენ ხომ ახლო მეგობრობა გვქონდა, ნუთუ არ ვიყავი იმის გირსი რომ ჩემთვის გეთქვა..
- შემეშინდა ნინელი, ვიცი რომ შენ არ ხარ საშინელი ადამიანი და ამის გაკეთების უფლებას არ მომცემდი, უკან წაიყვანდი ბავშვს მე კიდევ შემეშინდა..
- ეხლა რამ გაგახსენა მაშინ, ეხლა აღარ გეშინია?
- ეხლა ყველაზე მეტად მეშინია იმის რომ ის ქალი გამოჩნდა, მოვუძებნივარ, და მგონია რომ მართამ იცის ყველააფერი..
- მერე რასაპირებ, არ იცოდი რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გაირკვეოდა?
- ვერ ვიფიქრებდი იმას რომ ის ქალი არ მოისვენებდა. მან დაიჯერა მისი შვილის სიკვდილი არ ვიცი ნინელი რა ვქნაა.. მართა ეხლა ვერ დავკარგავ როცა გავზარდე და საკუთარ შვილად ვაღიარე მოვკვდები გესმის??

მათი საუბარი უკვე ალაგალაგ მესმოდა, თვალებიდან ღაპაღუპით მდიოდა ცრემლი, ვერ ვიჯერებდი რომ ლია იყო ის ქალი ვინც ჩემს დედას დამაშორა, უკვე დავრწმუნდი ამაში და ლაპარაკიც აღარ იყო საჩირო. ვერარაფერს ვეღარ ვგრძნობდი.. ერთადერთი გრძნობა რაც იმ წუთას დამეუფლა ეს იყო ზიზღი, ზიზღი იმ ადამიანის მიმაართ ვინც ოდესღაც დედად მივიღე, შევიყვარე და დავაფასე..
ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდებოდა.. ყველააზე მეტად დედას ნახვა მინდოდა, სეხება აღქმა, მისი სუნის ჩააყნოსვა, და იმ წლების აღდგენა რომელიც დავკარდეთ უერთმანეთოდ...
ძალა მოვიკრიბე და მათ ოთახში შევედი..
ლია გაფართოებული თვალებით მიყურებდა ნინელის კი შეეშინდა ჩემი გმწარებული სახის დანახვაზეე.
- მართა შვილ.... აღარ დავაცადე დამთავრება ისე ავყვირდი
- შენი შვილი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები, შენ ხარ ყველაზე ცივი და უგულო ქალი ამ ქვეყანაზე, არ მესმის რაანაირად გიცემს გული, რანაირად შემეძლო რომ მყვარებოდი.. შენ ჩემი ცხოვრება მოკალი გესმის? ეს 18 წელი მოკალი, უდედოდ დამტოვე, ჩემი მშობელი დედა გაანადგურეე და წლების მანძილზე დატანჯე, არაადამიანი ხარ, ერთადერთს რასაც შენს მიმართ ვგრძნობ ზიზღია, ვერ გიტან და საერთოდ თვალით აღარ დამენახო გასაგებია? შენი არაფერი არ მჭირდება, ნუ ეცდები ჩემთან დალაპარაკებას ან მოახლოებას თორე გეფიცები ძვირად დაგიჟდება.. შენ დედას მომწყვიტე, ყოველდღე მიყურებდი ფანჯარაში მდომარეს დედას რომ ველოდებოდი, ისიც არ გითქვამს რომ შენ იყავი დედა, ხომ ეგეძლო უბრალოდ ეგრე გეთქვა, მაგრამ კიდევ კარგი ვერ გააბედე, კიდევ კარგი სულ იმმისს მოლოდინში ვიყავი რომ დედა გამოჩნდებოდა და გამოჩნდა კიდეც. ვერ გიტან უბრალოდ მეზიზღები. მეტს არაფერ გეტყვი, დიდი იმედი მაქ რომ ჩემი თვალები ვერ დაგინახავენ...
დავასრულე და ოთახიდან გავედი.. ყველაფერი მტკიოდა, გული, სული. ცრემლები შეუჩერებლივ მდიოდა, არც ვიცი როგორ გავბედე და როგორ ვუთხარი ის რასაც ვფიქრობდი.. ოთახში ვატო და ნატა შემოცვივდნენ, ლოგინზე ვიწექი ემბრიონის ფორმაში და ვტიროდი..
ორივე მომიჯდა თუმცა არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა..
ჩამეძინა და არ მახსოვს როდის...

რომ გამეღვიძა უკვე საღამო იყო, ქვემოთ ჩავედი მომშივდა, სამზარეულოში ნინელი დამხვდა, არაფერი უთქვამს უბრალოდ მოვიდა და ჩამეხუტა, თეფშე ნატელა ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურის ნაჭერი დამიდო, ჩაი გამიკეთა და წინ დამიჯდა..
კარგახანს მიყურებდა როგორ მივირთმევდი შემდეგ კი როგორც იქნა ხმა ამოიღო..
- იცოდი ხო?
- დედაჩემმა მითხრა..
- ვინ დედაშენმა, დაიბნა ქალი
- იმან ვინც გამაჩინა და ვინც სატანჯველად გაიმეტეს.
- კი მაგრამ მას საიდან იცნობ?
- არ ვიცნობ უბრალოდ ჩემი ნომერი გაიგო და დამირეკა რამოდენიმეჯერ, არც მე ვიცი ნინელი დეიდა რა გავაკეთო,ძალიან დავიბენი.
- ჩემო ლამაზოო.. არც ვიცი რავთქვა ერთი ის ვიცი რომ ლიას ასეთს არ ვიცნობდი და არც მეგონა ასეთ რამეს თუ იზავდა, იმედია ყველაფერი მოგვარდება და შენც დამშვიდდები..
- მის სახელს ნურც მიხსენებთ ძალიან გთხოვთ, მთელი 18 წწელი უგულოსთან გავატარე და ძალიან მეშლება ნერვები..

ნინელიმ მხარზე დამისვა ხელი და უსიტყვოდ დამტოვა..
ტელეფონი ავიღე და ის ნომერი ავკრიფე..
- გისმენთ?!
- მე ვარ მართა.
- შვილო, როგორ მიხარი შენი ხმის გაგონება, გამიხარდა რომ დამიჯერე და დარეკვა გადაწყვიტე. ხმა აუკანკალდა
- ყველაფერი ჩემი ყურით გავიგონე ლიასგან, ძნელია ჩემთვის ამ ყველაფერთან შეგუება თუმცა მიხარია რომ დედა მეყოლება გვერდში, ის ვინც გამაჩინა და არა ის ქალი ვინც გაგაუბედურა..
- ჩემო კარგო ერთი სული მაქვს როდის გნახავ.. რახან დამიჯერე და სურვილი გაქ რომ გაგიცნო ამ დღეებში ჩამოვალთ..
- ვინ ჩამოხვალთ?
- მე და მამაშენი.
- და ან ძმა არ მყავს?
- კი შვილო და გაყვს მაგასაც გაგაცნობ და მინდა რომ ჩვენთან წამოხვიდე
- კი მაგრამ მე ვსწალობ აქ.. თან შეყვარებულიც აქ მყავს..
- კარგი ჩამოვალთ და ვილაპარაკოთ შვილო.. მიყვარხარ და ყოველდთვის ვგრძნობდი რომ არ მიგიტოვებივარ..
მე აღარაფერი ვუთხარი დავემშვიდობე და გავთიშე. რაღაცნაირად ბედნიერებით ავივსე, მიხაროდა ეს ყველაფერი, თუმცა გულის სიღრმეში მტკიოდა კიდეც..
დედასთან ლაპარაკის შემდეგ გადავწყვიტე ოთახში ავსულიყავი თუმცა ზემოთ ასულმა, ვატოს კარი ოდნავ შეღებულიყო და მისი ოთახიდან გამოსული შუქი შევნიშნე, გადავწყვიტე რომ არ ეძინა და შიგნით შევედი..
- ვაატ, ვატოო.. დაბალი ხმით მივუახლოვდი ლოგინზე მწოლიარეს თუმცა ეძინა..
ტუმბოზე მდგარი მანათობლიდან ბჟუტავდა სინთლე, ჩავაქრე, ვატოს მივუახლოვდი და ტუჩებზე ნაზად შევეხე.. შეიშმუშნა თუმცა თვალები არ გაუხელია ისე გაიღიმა, ერთი ხელის მოსმით თავისკენ გადამწია და მის გვერძე აღმოვჩნდი.. უკნიდან მეკვროდა მისი გავარვარებული სხეული და ჭკუას მიკარგავდა, ძალიან მსიამოვნებდა მიის გვერით ყოფნა, ხელებს ნელა დაასრიალებდა წელზე, შემდეგ მუცელზე და ჩემში მთელი მსოფლიოს პეპლებს ერთად მოეყარათ თავი და ფართხალებდნენ, სიამოვნებისგან გატრუნული ვიწექი და ვერაფერზე ვფიქრობდი, შემდეგ ნელა გადამატრიალა თავისკენ, კარგახანს აკვირდებოდა ჩემ ნაკვთებს, ხელებს დაასრიალებდა ჩემს სახეზე, თითქოს ჩემი თითოეული ნაკვთის შესწავლა სურდაო..
- შენ ჩემი გახარება ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ გესმისს? არასოდეს ვაპირებ შენს მიტოვებას და გვერდიდან არასოდეს მოგშორდები.. მხოლოდ ეს მითხრა და როგორც უდაბნოში მყოფი მოწყურებული ისე დამეწაფა ბაგეებზე..
მეც ნაზად ავყევი, ვერც ერთი ვჩერდებოდით, ვგრძნობდი როგორ ბურძგლავდა როცა ვეხებოდი და ეს უფრო დიდ სიამოვნებას მგვრიდა, ნელნელა ჩამოყვა, ნიკაპი, ყელი, შემდეგ მკერდისკენ წავიდა საკოცნელად როცა გრმად ამოვისუნთქე.
- თუ არ გინდა შემიძლია გავჩერდე.. ამომხედა და თვალებში ჩამაშტერდა,
- მინდა...
მხოლოდ ეს აღმომხდა..
მაისური გამაძრო, მეც მის მაისურს დავეტანე და 2 წამში ორივე ნახევრად შიშვლები ვიყავით, უხერხულობისგან ლოყები ამეფაკლა, ვატომ გაიღიმა
- გახსოვს როგითხარი ადრე თუ გვიან მაინც დავინახავ შენ სხეულსთქო.. ჩემი ნურასოდეს შეგრცხვება.. მითხრა და ტუჩებზე მეცა..
შემდეგ შარვლისკენ წაიღო ხელი ისიც გამხადა, მერე თავისი, რამოდენიმე წუთში კი ორივე შიშვლები ვიყავით, ჩემს ზემოდან მოქცეოდა და ისე ნაზად მოქმედებდა ჭკუას მაკარგვინებდა, ოდნავი ტკივილი ვიგრძენი, ჩვენი ახშირებული სუნთქვა და კვნესა ისმოდა ოთახში.. პიკს მიღწეულებმა ხვნეშა-ხვნეშით მოვცილდით ერთმანეთს და ვატო გვერძე გადაცვა.. მეხვეოდა და ყოველ 2 წუთში იმას მეკითხებოდა მტკიოდა თუ არა რამე..
რათქმაუნდა არასასიამოვნო შეგრძნება მქონდა თითქოს მტკიოდა თუმცა იმის გაფიქრებაზე რომ მე მთლიანად ვატოს ვეკუთვნოდი ამ ყველაფერს მავიწყებდა.. არც ვიცი როგორ გავბედე, როგორ დავთანხმდი თუმცა სიყვარული ყველაფერს აკეთებინებს ადამიანს და მე ბედნიერი ვარ რომ მიყვარს, არც ერთი წუთით არ ვნაანობ ჩემ ნაბიჯს პირიქით...
- რამე ხომ არ გტკივა? ისევ არ ისვენებდა
- არა ვატო ხო გითხარი.. ნუნ ღელავ. მოდი დავიძინოთ ეხლა გავალ მე ხო ?
- არა სად გახვალ ჩემს გვერდით მინდა რომ დაიძინო და საერთოდ ამის მერე მინდა რომ ჩემს ოთახში გადმოხვიდე.. გამიღიმა და წარბები ამითამაშა..
- ნუ ხარ გარყვნილი მასხარაა, მშობლები რას იფიქრებენ, არც ცოლ-ქმარი ვართ რომ ერთ ოთახში ვიყოთ..
- რაც უნდა ის იფიქრონ ხო იციან რომ გვიყვარ ერთმანეთი და ცოლ-ქმრობაც არარი პრობლემა გამომყევი ცოლად და ვიქნებით.. ეს ყველაფერი ისე მოულოდნელად მითხრა რომ ვერ მივხვდი ხუმრობდა თუ მართლა ცოლობა მთხოვა..
- ვერ გავიგე რა ვქნაა?
- ხო, ხო ვიცი რო საუკეთესო ცოლობის თხოვნა არ გამოვიდა სექსის შემდეგ თუმცა მაინც არ მეხერხხება ეგეთი რაღაცეები, ამიტომ ცოლად გამომყევი. ბეჭედზე ხვალ წავიდეთ ყველად ვუთხრათ და მოვემზადოთ..
- ღადაობ ხო ? დავიბენი და არც მჯეროდა..
- რას ვღადაობ, ძაან საღადაოაა? თვალები გადაატრიალა.. ჰა ეხლა უარს მეუბნებიი?? გაიკვირვა და თვალები დაყიტა..
- მე.. მეე არაა უარს არა, კი, კი ვატო კიიიიიი.. დაბნეული ვბლუყუნებდი და ბედნიერებისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი..
ისიც გახარებული მომეხვია დაა ესე ჩახუტებულებმა, ბედნიერებმა და უსაზღვროდ შეყვარებულებმა დავიძინეთ..

ისე რა უცნაურია არა?! ჩემ ცხოვრებას რომ მოავლოთ თვალი, ვერ ვიტყოდი რომ უბედური ვარ, რათქმაუნდა ცხოვრების 18 წელი უბედურებაში გავატარე თურმე, თუმცა ცხოვრება ხომ წინარის, დარჩენილ ცხოვრებასთან შედარებით 18 წელი არაფერია, მაგრამ უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ეს წლებიც რომ ბედნიერებაში გამეტარებინა...
ერთი უბრალო გოგო დედ-მამას მოტაცებული, ტყუილში გაზრდილი, მოვხვდი მდიდრების ოჯახში შემიყვარდა ბიჭი რომელზეც ალბათ ყველა ოცნობებს, ცოლობა მთხოვა, მალე მისი ცოლი მერქმევა, ვიპოვე დედა რომელზეც 18 წელი ვოცნებობდი, აღმოჩნდა რომ დაც მყავს, მამაც, შემდეგ ნატესავებს გავიცნობ.. ადრე რომ ეთქვათ შენი ცხოვრება ესე წარიმართებოდაო სიცილად არ მეყოფოდა, ახლა კი ახალი ემოციებითა და იმედით ვუყურებ ცხოვრებას.. ბედნიერი ვარ უბედნიერესიც კი შეიძლება რომ ითქვას....


**
დედა-შვილის შეხვედრა

დედამ დღეს დამირეკა და მითხრა რომ მოფრინავდნენ, მამა და ჩემი დაც..
საღამოს 6ზე ჯდება მათი თვითმფრინავი ამიტომ ვატოს ვთხოვე რომ წავეყვანე და დავხვედროდით.. ვღელავ, არ ვიცი ხელები ფეხები ისე მიკანკალებს მგონია რომ დავეცემი, ის ხომ დედაჩემია თუმცა ძალიან მიჭირს მაინც ამ ნერვიულობის დამალვა, ვატო ყველანაირად ცდილობს რომ გვერდში მედგას და ნერვიულობა გაანეიტრალოს თუმცა მგონი არ გმაოდის, ხელები გაყინული და გაოფლიანებული მაქ, ერთადგილას ვერ ვისვნებ..
- კარგი მართა თავბრუ დამეხვაა გაჩერდი ცოტახანს.. ვატომ მოთმინება დაკარგულმა მითხრა და თან გაეღიმა
- ხო ხო ვსო აი ვჯდები, რა იყო ხო იცი ვრელავვ.
- ვიცი ჩემო პატარა მარა ესე არ შიეძლება პირიქით უნდა გიხაროდესს, დედას ნახავ, რა არის აქ სანერვიულო..
- არაა არაფერი რა სისულელეაა, 18 წლის მერე პირველად უნდა ვნახო მერეეეე...
- ვიცი ისედაც, უბრალოდ შენზე ვფიქრობ, რამე არ დაიმართო მოისვენე..
ამასობაში გამოცხადდა რომ თვითმფრინავი საბერძნეთი-თბილისი დაჯდა და აქ დაიწყო ჩემი ცქმუტვა, ხელების ფშვნეტა და აქეთ იქით გიჟივით სიარული..
მართალია პირველად უნდა მენახა და არც კი ვიცოდი როგორ გამოიყურებოდა თუმცა ვიცოდი რომ მაინც ვიცნობდი და ასეც მოხდა:
დაახლოებით ჩემი სიმაღლის იგივე ფერის თვალებით და თმით, გაბრწყინებული თვალებით გამოემართა ქალი ჩემს მიმართულებით, მას კი მაღალი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი მოყვებოდა და მის გვერდით კი დაახლოებით 13-14 წლის ულამაზესი გოგონა, მწვანე თვალებით..
მე გაშეშებული ვუყურებდი, მომიახლოვდა წინ ამესვეტა და ცრემლიანი თვალებით ვუმზერდით ერთმანეთს, მერე თითქოს ორივე გონს მოვედით და ისე ჩავეხუტე, ისე ჩავეხუტე რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი გაქრა, გულამოსკვნილი ვქვითინებდი მის მკლავებში, ხელს ვერ ვუშვებდი თვალებში ვერ ვუყურებდი, უბრალოდ მინდოდა რომ მის მკლავებში იქამდე მეტირა სანამ გულს არ მოვიოხებდი, თითქოს მე ვუხდიდი ამ ცრემლებით ბოდიშს იმ წლებისთვის რომელიც უერთმანეთოდ გავატარეთ, ნელნელა მომიცილა მისი მკლავებიდან, ჩემი დანამული სახე ხელებში მოიქცია და სუმთლიანად დამიკოცნა..
- ღმერთო როგორ მიყვარხარ ჩემო გოგო.. როგორი ლამაზი მყავხარ მოგიკვდეს დედაა შენნ.. ჩემოო გახარებავვვ..
- დეე... ამოვისლუკუნე დაა ისევ მაგრად ჩავეხუტე..
მერე მამას გავხედე, მასაც დანამვოდა სახე, მისი დაღლილი ხელებით იქმენდდა ნაოჭიანი თვალებიდან ცრემლაბს, მოვიდა და გულში ჩამიკრა, მხოლოდ ის მითხრა რომ ძალიან მოვენატრე და აღარასოდეს დაუშვებდა იმას რომ ცალცალკე ვყოფილიყავით..
ჩემი პატარა დაიკო კიდევ გაკვირვებული იყურებოდა, აშკარად იცოდა რომ მისი და ვიყავი თუმცა მშობლების ასეთ ემოციას მაინც არ მოელოდა, ალბათ ძნელია კიდეც წარმოიდგინო დედა რომელიც, მიუხედავად გულში უდიდესი ტკივილისა, მაინც უღიმოდა და ამ ყველაფერს მას არ აგრდძნობინებდა, მიჩვეული მის ღიმილს და ყოველთვის კარგ ხასიათზე მყოფი დედის ასეთი ემოცია გაკვირვებოდა და არც ვამტყუნებ, ყოველთვის ძლიერად მდგომი მამის თვალებზე ჩამოკიდული, მის სახეზე უდარდელად მოსეირნე ცრემლები უკვირდა, მივუახლოვდი და მოვეხვიე, მანაც არ დააყოვნა და მისი პაწუკა ხელები მომხვია რაც ძალა ქონდაა..
- გამარჯობა დაიკო მე თეკლე მქვია, იცი სუ მინდოდა რომ დიდი და ან ძმა მყოლოდა მაგრამ უფრო და, დედა და მამა მეუბნებოდნენ რომ მყავდა და მალე გავიცნობდი და ძალიან გამიხარდა.. მომაყარა პატარა გოგომ და თვალები უბრწყინავდა
- მეც მიხარია ჩემო კარგო, მე მართა ვარ ალბათ უკვე იცი.. ძალიან ბევრ დროს გავატარებთ ამის მერე და გავერთობით.. მოვეხვიე და სახე დავუკოცნე..
ვატოო ოდნავ მოშორებით იდგა და ღიმილით თუმცა ისიც აცრემლებული თვალებით უყურებდა მიდი საყვარელი ქალის ოჯახს, მათ შეხვედრას და ღმერთმა უწყის რაზე ფიქრობდა..
მალევე მოვეგე გონს და ჩემი ოჯახი ვატოს წარვუდგინე..
- დე ეს ჩემი შეყვ... საქმროა, რომ გითხარი.. შეუმჩნევლად გავიღიმე
- საქმროო? მეგონა შეყვრებული იყყო, ძალიან მიხარია ჩემო კარგო, მიხარია რომ ბედნიერია ჩემი მართა მიუხედავად ყველაფრია და დალოცვილები ყოფილიყავით. მოეხვია დედა ვატოს,
მერე მამამ ჩამოართვა ხელი და ვატომაც თავი დაუკრა, ჯერი თეკლეზე მოვიდა, ისე უყურებდა ალბათ იფიქრა დას მართმევსო, ცოტახანს უბღვერდა თუმცა ვატო თითქოს მიუხვდა სავით..
- გპირდები შენ დას გვერდიდან არ მოგაშორებ.. უთხრა და ჩაეხუტა
ამის გაოგნებაზე თეკლეს სახე გაებადრა და მერე მოეხვია ვატოსაც..
ყველანი ერთად ჩავსხედით მანქანაში და გადავწყვიტეთ რომ ვატოსტან წავსულიყავით, გაგვეცნო მისი მშობლებიც ჩემი ოჯახისთვის.. დიახ დიახ ოჯახისთვის, რა კარგია როცა ოჯახი გაქ, დედა და მამა, ადამიანები რომლის სიყვარულის ნაყოფიც შენხარ..


რა კარგია როცა ბოლოსდაბოლოს პოულობ შენს "ნაჭუჭს" და მასში გემრიელად თავსდები, იცი შენი ადგილი და დარწმუნებულიც ხარ იმაში რომ შენი ადგილი ნამდვილად არის დედამიწაზე, უყვარხარ ადამიანს რომელიც საკუთარ თავს გირჩევნია, გყავს მშობლები, მონატრებული მშობლები რომლებიც მიუხედავად დაკარგული ქლებისა თავს მევლებიან.. მყავს პატარა დაიკო რომლისთვისაც სასურველი და ყველაზე საყვარელი დაიკო ვარ და როცა ამ ყველაფერს ვიაზრებ, როცა ვიცი რომ ვიღაცას ვუყვარვარ, ამის მერე რომ არც ერთი ტყუილი არ იქნება ჩემს ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ, მიხარია ყველა წუთი და წამი..
ჯერ ყველაფერი წინ არის!!!....

აჟიტირებული ვიყავი მეც და ჩემი ოჯახიც.. სულმოუთქმენლად ვუმზერდი გზას და ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი რომ ჩემი ბედნიერება სოსოსთვისაც და ნინელისთვისაც გაემზიარებინა, უკვე გეგმები მქონდა დალაგებული...
მე და ვატო დავქორწინდებოდით, ზღაპრული ქორწილი გვექნებოდა, სადმე ბუნებაში იდგებოდა გაფორმებული სკამები, მაგიდა რომელზეც ხელს მოვაწერდით, ძირს ხასხასა ბალახზე გაფენილი იქნებოდა თეთრი საფარი და ზემოდან სხვადასხვა ფერის ყვავილის ფოთლებით იქნება მორთული..
თეთრი უკამაზესი კაბა მეცმევა დანტელით ყელამდე, წელიდან გაშლილი, სადა...
მამა მიმიყვანდა ვატოსთან, ჩემს ხელს მას გადაულოცავდა და დაიწყებოდა ცერემონიაც...
ფიქრებიდან დედის ტკბილმა ხმამ გამომიყვანა
- მგონი მოვედით მართა გადმოდი.. ახლღა შევამჩნიე ჩვენ სახლთან რომ ვყოფილვართ გაჩერებულნი..
- ხო მოვდივარ დე.. გავუღიმე და გადმოსულმა დედას ხელი ჩავკიდე..
კარზე ვატომ დააზარუნა და ნინელი დეიდამ გააღო, სახე წაშლილი ქონდა და სულ გაფითროდა..
- რა გჭირს დედა რა ფერი გადევს..
- არაფერი ვატო, არაფერი.. მზერა ჩემკენ გამოაპარა და თავი ჩახარა..
სახლში შესულმა ეგრევე გავიფიქრე რომ ნეტა არ შემოვსულიყავი, ან საერთოდ არ მოვსულიყავი აქ...
- რას ნიშნავს ეს?! ეს ქალი აქ რატომ არის? ურცხვად კიდევ ბედავს და ჩემთან მოდისს? გაცხარებულმა დავაყარე კითხვები ნინელი დეიდას..
- მომისმინე შვილო მე თვითონ მოვედი აქ შენთან ლაპარაკი მინდა..
- არანაირი შვილო მე შენ არ გიცნობ და მგონი უკვე გითხარი რომ შენი დანახვის სურვილი საერთოდ არ მაქვს.. მითუმეტეს მყავს ის ვინც შვილო უნდა დამიძახოს და მე დედა, შენ კიდევ ერთი მატყუარა უგულო ქალი ხარ რომელსაც სიყვარული საერთოდ არ შეუძლია..
- ესეიგი შენ ხარ ლია.. გაცეცხლებული თვალებით შეხედა დედამ და ასე მეგონა დაახრჩობდა.. (ესღა მაკლდა)
- მე ვარ, და აქ ყველაფრის ასახსნელად მოვედი, მინდა ბოდიში მოგიხადოთ..
- რა უნდა ამიხსნა?! ის რომ ჩემი შვილი მოიპარე, უფროსწორად იყიდე და საკუთარ დედას ჩამოაშორე? ეს უნდა ამიხსნა? თუ რის ახსნას აპირებ, მთელ 18 წელს რომ ცრემლებში ვათენებდი და ვაღამებდი? გული რომ მქონდა ამოგლეჯილი და ჩემ საკუთარ ცოცხალ ბავშვს ვგლოვობდი? არაადამიანი ხარ... შენგან არაფრის ახსნას არ მოველოდები, არც მჭირდება და საერთოდ მადლობა თქვი რომ არ გიჩივლე და ციხეში არ ამოგალპე, ამას მხოლოდ ჩემ ადამიანობას უნდა უმადლოდე, ეხლა კი წადი და საერთოდ არ მოუახლოვდე არც ჩემს ოჯახს და არც მართას გასაგებია? თორემ ჩემს ორ შვილს ვფიცავ ჩემი ხელით მოგკლავ ამ სიმწრისთვის და ხელიც არ ამიკანკალდება.. უკვე ყვირილზე იყო გადასული დედაჩემი და ყველა გაოცებული უყურებდა მათ შორის მეც..
- წავალ, მაგრამ იცოდე მართა რომ მიყვარხარ და როგორც ჩემი შვილი ისე გაგზარდე..
- არ მჭირდება თქვენი სიყვარული, არ მჭირდება სიყვარული უცხო ადამიანისგან, ახლა კი პატივი დაგვდე და როგორც დედამ თქვა აქედან წადი..
უკან მოუხედავად გავიდა სახლიდან და ჩემთან ბოდიშით ნინელი დეიდა მოვიდა თუმცა მისი რა ბრალი იყო ამ უნამუსო და უსირცხვილო ქალის აქ მობრძანება..
ხასითი გამიფუჭდა და ეს არცერთს გამოპარვია თვალთახედვიდა.. ხან ვატო მოდიოდა და მამშვიდებდა ხანაც კიდევ ჩემები..
ცოტახანში დაძაბულობა მოვიხსენი აღარ მინდოდა მოგონებებით ცხოვრება, ახლა დედასთან დაკბობა მინდოდა მხოლოდ და ჩემს საყვარელ მამაკაცთან..
ცოტახანში ნათელა დეიდამ სუფრასთან გვიხმო, ჩემი მშობლები ვატოს მშობლებს გავაცანი როგორც იქნა, ტვინიდან ამომივარდა ყველაფერი ლიას დანახვისას..
ვერთობოდით, სადღეგრძელოებს ვიძახდით, მე დედასთან ვიჯექი და მისი სიახლოვით ვხარობდი..
მოგვიანებით დავიშალეთ, დედამ მითხრა სასტუმროში წავალთო თუმცაა ნინელი დეიდამ ამის უფლება არ მისცა.. ამასობაში ვატომაც იხელთა დრო და ყველას გააგებინა ჩვენი ქორწილის შესახებ, ყველა აღფრთოვანდა ჩვენი ამ ამბავით განსაკუთრებით ნინელი და სოსო..
მე ვატოსთან გადავედი, დედა და მამა ჩემს ოთახში იყვნენ, ხოლო ჩემი პატარა დაიკო ნატას ოთახში ნატასთან ერთად...

- იცი რა ბედნიერი ვარ?!
- ვიცი ჩემო პატარა და მე შენთან ერთად ვარ ბედნიერი.. მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ.. ხვალ ბეჭედზე მივდივართ ხო ?
- ხო პატარავ, რაც გინდა ის ვიყიდოთ..
შუბლზე მაკოცა მიმიხუტა და ტკბილად ჩაგვეძინა..


**
- აი ეს მინდა. ნახე რალამაზიაა. თან სადაა, მოგწონს?
- ხო რაც შენ გინდა ის აიღე..
- უჟმურო.. ენა გამოვუყავი
მან კი საპასუხოდ გამიღიმა და ჩვენი.. უკაცრავად ჩემი არჩეული ბეჭდები გამყიდველს შეაფუითინა..


- ორი თვის მერე -
- დეეე კაბის თასმა შემიკარი, თმაც გამისწორეე
- ხო დედა დაიცადე ნუ ნერვიულობ თორე ხო ხედავ ადგილას ვერ ჩერდები..
- როგორ არ ვინერვიულო მეოცედ ხო არაა ჩემი ქორწილიი.. გავიცინე
- რეებს ამბობ ეხლა რა მეოცე, აი ვსოო გავასწორე ყველაფერი
- მადლობა დეე, იმედია მოვეწონები ამ კაბაში ვატოს
- შენ ყველანაირ კაბაში ლამაზი ხარ ჩემო ლამაზო.. როგორ შეიძლება ესეთი მშვენიერება არ მოეწონო..
- კაი ეხლა თორე წამომივიდა ცრემლები.. გავეკრიჭე, მიმიხვდა ირონიას და პატარა ბავშვივით ენა გამომიყო..
უბედნიერესი დღეა ჩემთვის, დღეს ჩემი ქორწილია, მაცვია ზუსტად ისეთივე კაბა როგორიც წარმოდგენებში მქონდა, მართალია ბუნებაში არ გვქონდა ხელის მოწერა თუმცა სხვა დანარჩენი ისე იყო როგორც მინდოდა.. საკურთხეველთან მიმიყვანა მამამ და დავინახე როგორ ჩამოუგორდა ვატოს ლოყაზე წყლის ბურთულა.. გმიღმა და ჩემი ხელი თავის ტორებში მოიქცია..
ჯვრის დაწერის შემდეგ ხელის მოსაწერად წავედით, მერე კი როგორც ხდება ხოლმე უზარმაზარ, ლამაზი ყვავილებით მორთულ, სხვადასხვა ულამაზესი დეკორაციებით გაფორმებულ დარბაზსში შევედით, ხალხი არ გვყოლია ბევრი დაახლოებით 100 კაცამდე ისიც უმრავლესობა ვატოს მხრიდან იყო...
კარგი დრო გავატარეთ, ბევრი ვიცეკვე..
ტორტი შემოიტანეს და როგორც ხდება ხოლმე, გავჭერით, ის იყო ვატოსთვის უნდა გამესინჯებინა ტორტი, დამასწრო და სახეზე წამისვა..
სიმწრით გავიცინე იმიტო რომ ნამდვილად ვიცი არ ვიქნებოდი კარგი დასანახი ტორტ წასმული.. არც მე დავაკელი და გემრიელი ტორტი სახეზე შევაზილე.. ერთიანად ყველამ სიცილი ატეხა და ჩვენც ავყევით.. მოკლედ ქორწილმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, საჩუქრებით, სადღეგრძელოებით და უამრავი მოლოცვით...


*****

მე და ვატომ სახლი ვიყიდეთ, იქვე მშობლებთან ახლოს, ჩემებიც აქ დარჩნენ..
უნდოდათ დაბრუნება, მამას იქ საქმე ქონდა თუმცა ჩემი სწავლის და ოჯახის გამო თავისი პატარა ბიზნესი აქეთ გადმოიტანა, რითაც უზომოდ გამახარა..
დღეს პირველად უნდა წავიდე უნივეერსიტეტში, დილით ადრე ავდექი და ვატო გავაღვიძე, მალევე მოვემზადეთ და 15 წუთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინ ვიდექი..
ვატოს ვაკოცე და შიგნით შევედი, რათქმაუნდა არქიტექტურულ ფაკულტეტზე მოვხვდი, რაზეც აქამდე ვოცნებობდი..
ჩემი აუდიტორია მოვძებნე და ლექციაზე შევედი..


ასე გაირბინა ორმა წელმა, ჩემების ბიზნესი ნელნელა წინ მიდიოდა, ვატო მთავარი არქიტექტორი გახდა მისსავე კომპანიაში, რადგან ბატონი სოსო შეუძლოდ გახლდათ, კომპანიაც ვატოს გადააბარა..
სოსოს მეორე სტადიის კიბო აღმოაჩნდა, ყველა დათრგუნა ამ ფაქტმა, მკურნალობით მკურნალობდა, თუმცა წინ სვლა არ ეტყობოდა...
ვატომ მუშაობა დამაწყებინა მათ კომპანიაში დამწყებ არქიტექტორად, ვცდილობდი დავხმარებოდი მას, პროექტებს ვუდგენდი, ხანდახან მაკეტებსაც..
ბავშვი არ გვყავდა ჩვენი შეთანხმებით, ჯერ უნდა მესწავლა და შემდეგ გავაჩენდი..


**
- მართა, მე ეხლა უნდა წავიდე, ერთი უძლიერესი კომპანიაა " არტ ქორნერი", თანამშრომლობა შემომთავაზა წარმოგიდგენია? ჩვენ რომ მათთან გავაფორმოთ კონტრაქტი, კომპანია დიდ მოგებაში წავა.. გიორგი თავათქილაძის არის და ახლა მასთან შესახვედრად მივდივარ, შეიძლება დამაგვიანდეს..
- ძალიან მაგარიააა, კარგი მიდი და წარმატებები..


***
- მაა, გავიგე " design tbilisi"-ს მფლობელთან კონტრაქტს აფორმებ მართალია?
- კი ევა მართალია, მათთან საერთო მუშაობით არაფერი დაგვაკლდება თუ არ მოგვემატება, სოსო კობახიძის კომპანია ცნობილია არამარტო თბილისში არამედ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაშიც, ასერომ გიხაროდეს..
- ეხლა ხო სოსოს შვილია მფლობელი.
- კი ვატო კობახიძე, ძალიან ნიჭიერი არქიტექტორია..
- კი ვიცი ვინც არის, მეც მომწონს..
- მას ცოლი ყავს ევა.. თითქოს მიუხვდა შვილის განზრახვებს და წინასწარ უპასუხა..
- რამოხდა მერე მოტაცებას კი არ ვუპირებ, გაიღიმა და ოთახიდან გავიდა..
გამაგიჟებს მე ეს გოგო, ეხლა მაინცდამაინც ამას გადაეკიდება თითქოს სხვები დაილივნენ ქვეყანაზე.. თვალები გადაატრიალა ბატონმა გიორგიმ..

რამოდენიმე წუთში ვატოც გამოჩნდა და ბატონი გიორგის კაბინეტში დაკაკუების და ბოხი ხმით "მობრძანდით" გაგონების შემდეგ შევიდა..
- გამარჯობათ ბატონო გიორგი, მოხარული ვარ თქვენი გააცნობით..
- გამარჯობა ვატო, მოდი დაჯექი, ვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ, იმედია გავუგებთ ერთმანეთს..
- კი რათქმაუნდა ეჭვიც არ მეპარება.. გაუღიმა ვატომ და მის წინ სავარძლში მოკალათდა..
კარგახანს ისაუბრეს გაეცვნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, მოიწონეს და გადაწყვიტეს რომ კონტრაქტი გაეფორმებინათ, თუმცა ბატონმა გიორგიმ აცნობა ერთი ფაქტი..
- კესო, ევას უთხარი შემოვიდეს.. ტელეფონში ჩასძახა მდივანს და შვილის შემოსვლას დაელოდა..
- მაა მეძახ.... ვატოს დანახვაზე თითქოს დაიბნაო და სათქმელი დაავიწყდა..
- ხოო ხოო გეძახდი, მოდი ეხლა აქ და დაჯექი..
- გამარჯობა ვატო, იმედია მიცანი.. გაუღიმა გოგომ და მისკენ ახლოს წავიდა.. ბატონი გიორგი გაკვირვებული იყურებოდა.
- ევა?! შენ?? კი კი გიცანი, აშკარად სახე ეცვალა ვატოს..
- კი მაგრამ თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? ჩაეკითხა გიორგი
- დიდი ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი და ვმეგობრობდით.. უპასუხა ვატომ და ნერვიულობისგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა..
- მე მეგობრობას არ დავარქმევდიი.. ორაზროვნად გაიღიმა და მის გვერდით ადგილი დაიკავა.. კარგი ამ თემას მოვეშვათ, ახლა მითხარი რატომ დამიძახე მამა..
- მოკლედ ძალიან მიხარია ერთმანეთს უკვე თუ იცნობთ, ამაში დროს აღარ დავკარგავ.. მე და ვატო შევთანხმდით კონტრაქტის გაფორმებაზე, შენ იმიტომ დაგიძახე რომ ჩემი წარმომადგენელი შენ ხარ ამიტომ მოგიწევსთ ერთად მუშაობა, იმედია შენც მოაწერ ევა ხელს და დათანხმდები..
- ბატონო გიორგი მე მეგონა მე და თქვენ ვიმუშAვებდით ერთად..
- ევა ჩემი შვილია ვატო, ჩემი წარმომადგენელი, ამავდროულად კარგი არქიტექორიც, არ მესმის რატომ არ უნდა მივუშვა ჩემს მაგივრად ევა, როგორც მამაშენმა გადმოგაბარა საქმე ისე მინდა ახლა ეს საქმე ევას გადმოვაბარო, იმედია წინააღმდეგი არ იქნები..
- მ.. მე.. არა რათქმაუნდა.. სხვა გზა არ ქონდა ვატოს იმიტომ რომ იცოდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს კონტრაქტი მათი კომპანიისთვის..
- ძალიან კარგი მაშინ მოვაწეროთ ხელი და ერთი ბოთლი შაამპანიურიც გავხსნათ ჩვენი თანამშრომლობის აღსაღნიშნად.. აღტაცებით თქვა ევამ, აშკარად რაღაცას გეგმავდა და ეს ყველაფერი არამგონია ვატოსთვის და მართასთვის კარგი ყოფილიყოო...
ნერვიულად ვიფშვნეტდი ხელებს და ჩემს წინ მდგომ შამპანიურით სავსე ჭიქას თვალს არ ვაშორებდი..
ბატონი გიორგი რაღაცეებს ლაპარაკობდა თუმცა მისთვის ყურადღება ნამდვილად არ მიმიქცევია, არა იმიტომ რომ ევას იქ ყოფნა მაბნევდა არამედ მაღიზინებდა მისი დაჟნებული მზერა, მისი ეს ბოროტებით აღვსილი თვალები რომელიც მოსვენებას არ მაძლევს, დიახ ბოროტებით, რომელიც ჩემივე საქციელით არის გამოწვეული, თუმცა ძალიან დიდი ხნის უკან..


-რვა წლის წინ-

- ბიჭო დავაი გაემზადე ძმურად.. 1 საათში გამოგივლი და დაბადების დღეზე მივდივართ..
- კარგი რა ლაშა რადროს დაბადებისდღეა ტო, ან ვისი დაბადების დღეა??
- ერთი გოგოა რა უნიდან მაგრად მევასება და უარს ხო არ ვეტყოდი, შანსი მაქ დავუახლოვდე, მიდი მიდი არ გამიტეხო და წამოდი..
- აუ შენ ხო წაიღე რა ტვინი შენი გოგოებით, კაი ხო წამოვალ თორე შენი ყბიდან რა ამოვაა.. გავიცინე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავთიშე ტელეფონი..
ავდექი წყალი გადავივლე და უბრალოდ ჩავიცვი, საროჩკა რომელიც ჩემ თვის საყვარელ სამოსად ითვლება და მუქი ლურჯი ჯინსი..
ქვემოთ ჩავედი დაახლოებით 45 წუთის შემდეგ, სადარბაზოსთან გავჩერდი, სიგარეტს მოვუკიდე და ლაშას დაველოდე, არც დაუყოვნებია..
დაახლოებით 20 წუთში მაგარი ბაითის წინ გავიჩითეთ...
აღარ დავიწყებ უაზრო აღწერას როგორ დაგვხვდნენ და ა.შ..
ჩემთვის სავარძელში ვიჯექი, ფართები და ტუსოვკები მევასებოდა მაგრამ აქ დიდად არ ვიყავი კომფორტულად..
მალე ვიღაც გოგომ შემოაღო კარი, ვაღიარებ რომ ულამაზესი იყო, მუქი წაბლისფერი თმით, შავი თვალებით და ლამაზი ნაკვთებით, ტანზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია..
ასე დაიწყო ჩვენი ვითომ ურთიერთობა რომელიც ოთხ დღეს გაგრძელდა. ევა გაცნობის დღიდან ამეკონწიალა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მეც მეტი რა მინდოდა 19 წლის ბიჭს, რამოდენიმეჯერ გავერთეთ და მივხვდი რომ ეს ის გოგო არ იყო ვისთანაც ურთიერთობის გაგრძელება ღირდა, ვეცადე დავშორებოდი ისე რომ გული არ მეტკინებინა თუმცა არამგონია რომ მასე გამომივიდა.. მთელი 3 თვე მდია, მირეკა, მწერა, ტიროდა, თავის მოკვლითაც დამემუქრა თუ არ შევურიგდებოდი, თუმცა რა მექნა ნამდვილად არ მინდოდა სახელი გამტეხვოდა ძმაკაცებში, იმ ფაქტების გაგების შემდეგ რასაც მასზე ლაპარაკობდნენ, ყველა მიხვდით ალბათ როგორი გოგოც იყო.. მოკლედ როგორღაც მოვიცილე და ცხოვრება გავაგრძელე...


-ახლა-

ვერ წარმოვიდგენდი 8 წლის მერე თუ შევხვდებოდი, ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა რომ ისევ ისეთი ცივი იყოს როგორც აქამდე იყო, იმიტომ არ მინდა რომ შურისძიების მეშინია, დიახ მეშინია, მე, მამაკაცს, საკმაოდ ძლიერს, მეშინია...
მართას დაკარგვის მეშინია იმიტომ რომ უზომოა ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული.. გონს მოვეგე და იქიდან წამოვედი, ბოდიშის მოხდით...

**
-მართა, ძვირფასო მოვედიი.. სახლში შესულმა იქაურობა მოვათვალიერე..
- ხოო ვატო კაბინეტში ვარ მაკეტს ვადგენ შემო..
გავიგონე ჩემი წკრიალა გოგოს წკრიალა ხმა და ბედნიერებით აღვივსე, თუმცა უცებ ევას მზერა გამახსენდა და ცივმა ოფლმა დამასხა.. აუცილებლად უნდა ვუთხრა ყველაფერი მართას, ეს ერთადერთი იყო რაზეც იმ დროს ვფიქრობდი..

- ჩემი ბიჭიი მოვიდა, აბა მომიყევი რა მოხდა, როგორ ჩაიარა მოლაპარაკებამ, კმაყოფილი ხარ?? მივაყარე კითხვები ოთახში შემოსულ ვატოს..
- კი პატარავ მოვაგვარე, თუმცა მინდა იცოდე ყველაფერი.. რაღაცნაირი სახით გამომხედა თუმცა ვერ მივხვდი რას გულისხმობდა..
- რა უნდა ვიცოდე.. გამეცინა
- რა და, მე და ბატონი გიორგის შვილს მოგვიწევს მუშაობა, შეიძლება ხანდახან პროექტებზე და მშენებლობებზე ერთადაც მოგვიწიოს გამგზავრება..
- გასაგებია, ალბათ ასე ლაპარაკს არ დაიწყებდი ბატონი გიორგის შვილი გოგო რომ არ ყოფილიყო ხომ ასეა.. ღიმილი სახიდან მომცილდა
- ხო მართალი ხარ, თან იმ გოგოს ადრე ვიცნობდი...
ჩემზე ნაწყენი ან შეიძლება გაბრაზებულიც არის, ამიტომ ყველაფერს მოველოდები მისგან, საშინელი გოგოა, უბრალოდ ამას იმიტომ გიხსნი რომ მინდა თავი დავიზღვიო და იცოდე რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ. რაცარუნდა მოხდეს ეს არასოდეს დაგავიწყდეს რომ შენს გარეშე შემიძლია მოვკვდე..
- კი მაგრამ ასე რატომ ლაპარაკობ, დაგემუქრა? ან რატომ არის გაბრაზებული, ან თუ ესეა საქმე რატომ მოაწერე კონტრაქტს ხელი? დაბნეული მივაყარე კითხვები თუმცა სიბრაზე და ეჭვიანობაც არ მანებებდა თავს..
ვატომ ღრმად ამოისუნთქა და დაწვრილებით მოუყვა ყველაფერი რაც 8 წლის წინ მოხდა.. სახე ამელეწა. რათქმაუნდა ჩემამდე რაც იყო ის მე არ მეხებოდა, თუმცა ახლა მეხება იმიტომ რომ შესაძლოა გაბოროტებულმა გოგონამ ოჯახი დამინგრიოს, უფროსწორად ცადოს...
- ვატო მომისმინე, გაფასებ რომ ყველაფერი მომიყევი და მეც ძალიან მიყვარხარ, სწორად მოიქეცი რომ ჩათვალე ყველაფერი მცოდნოდა, ნუ ვინერვიულებთ ასეთ წვრილმანებზე, რაცარუნდა მოიმოქმედოს მე შენდამი ნდობა და სიყვარული არ გამიქრება, მთავარია შენ არ დაკარგო თავი და ყველაფერი არ გააფუჭო..
ახლა მეძინება და უნდა დავიძინო..
ჩემ წინ მდგომ ვატოს ნაზად დავუსვი სახეზე ხელი, ლოყაზე ვაკოცე და ოთახისკენ ავედი..
ყველაფერი წარმოვიგინე, როგორ შეიძლება ის გოგო ეცადოს ჩვენი ურთიერთობის დანგრევას, ბრაზი ნელნელა მემატებოდა, დიდი სიამოვნებით მივიდოდი და თავს გავუტეხდი, თუმცა მე ხომ ქაჯი არ ვარ..
გადავწყვიტე მშვიდად და აუღელვებლად დავლოდებოდი მისგან წამოსულ დარტყმას..

კარის შემოღების ხმა გავიგე, მივხვდი რომ ვატო იყო თუმცა მისკენ არ შევბრუნებულვარ, გადავწყვიტე ცოდნოდა რომ მეძინა, ასე რატომ ვიქცეოდი არ ვიცი უბრალოდ ასე მინდოდა..
გვერძე მომიწვა მისკენ მიმიზიდა და როცა მისი სუნი მეცა, ყველაფერი დამავიწყდა.. ვატოს სითბოში და სურნელში გაბრუებულს ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი როდის..


***
- მამა, უკვე გვიანი ვიცი მაგრამ სალაპარაკო მაქვს..
- რა გინდა ევა, რატომ არ გძინავს?
- საქმე მაქვს თქო ვერ გაიგე??
- მოდი დაჯექი და ტონი შეცვალე როცა მამას ელაპარაკები..
- ახალ პროექტზე როდის ვიწყებთ მუშაობას?
- ხვალ, შენ და ვატო წახვალთ, მცხეთაში ერთი ადგილია იმას ნახავთ, გაზომავთ, საჭირო პარამეტრებს ჩაიწერთ და წამოხვალთ, შემდეგ უკვე პროექტზე დავიწყებთ მუშაობას.. რატომ მეკითხები..
- იმიტომ რომ ამ პროექტზე უარს ვამბობ..
- რას ქვია უარს ამბობ, როცა ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს ახლა ამბობ უარს? ან რატომ ამბობ უარს ხომ იცი ეს გარიგება ჩვენი კომპანიისთვის რას ნიშნავს. ნუთუ ასეთი უმადური გაგზარდე?? დედაშენს გავხარ, დაუფიქრებლობით და უჭკუობით.. გაცეცხლებული ელაპარაკებოდა შვილს ბატონი გიორგი
- ჯერესერთი დედაჩემზე წესიერად ილაპარაკე, მეორეც ჩემი საქმეა მე ვიტყვი თუ არა უარს ამ ყველაფერზე, ხოდა ვამბობ კიდეც..
- კი მაგრამ რა ხდება არ მეტყვი ? წყობიდან გამოვიდა გიორგი
- ერთადერთი პირობით შემიძლია რომ ამ ყველაფერს დავთანხმდე,თუ მომცემ პირობას რომ შემისრულებ იმას რასაც გეტყვი, ყველაფერს მოგიყვები..
- ქრთამისტი როდიდან გახდი შვილო არ მესმის, მითხარი აბა რა პირობა გაქ??
- მინდა რომ ვატო გავამწარო მამა, იმედს ვიტოვბ რომ შენს ერთადერთ შვილს არ ეტყვი უარს იმაზე რაც უნდა..
- რას ქვია გაამწარო, სულ გაგიჟდი? რა ქნა ამისთანა რომ ესეთი გადაწყვეტილება მიიღე.
- აუ მამა, რო ვამბობ ესეიგი დააშავა, მთავარია დამთანხმდე და ყველაფერს გეტყვი, მინდა რომ მორალურად და ეკონომიურად გავანადგურო, არც ისეთი უტვინო ვარ რომ ცოლი ვითომ ვუეჭვიანო, ეს არ მჭირდება, იყვნენ ერთად სანამ ეს შეუძლიათ, მინდა რომ ყველაფერი ქნა მამა მისი კომპანიის ჩაძირვისთვის, არ ვიცი რამე მოახერხე, საბუთები გააყალბე, ან რავიცი მოიფიქრე რამე რომ გაკოტრდნენ, ვიცი ეს ვატოს დაანგრევს და ზუსტად ეს მინდა..
- საერთოდ შეიშალე ხო შენ ?? რეებს მეუბნები დაფიქრდი მაინც?
- იმას თუ გეტყვი რომ შენი შვილი 8წლის წინ გამოიყენა, გაერთო და მერე მიაგდო იმის მაგივრად რომ რამე ექნა, ან ცოლად მოვეყვანე, რას იტყვი ? ეხლაც შევიშალე? კი შევიშალე იმიტომ რომ მივენდე ადამიანს რომელიც მიყვარდა მან კი მიმაგდო. ეხლა მიხვდი??
გიორგის აღარაფერი უთქვამს, თუმცა მისი თვალები აფრქვევდნენ ზიზღს და გაბრაზებას..
ევას თვალები აუციმციმდა..
- ანუ მეხმარები ხო ?
- ხო.. ბოხი, ოდნავი გაბზარული და დაძაბული ხმით უთხრა შვილს..
- ყვალეზე კარგი მამიკო მყავხარ..
კაბინეტიდან გამოვიდა ევა და უამრავი ფიქრებით და უკვე დაწყობილი გეგმებით წავიდა დასაძინებლად

***
- ვატოო.. გაიღვიძე უკვე 8ის ნახევარია.. 9ზე ხომ შეხვედრა გაქვს ძვირფას კომპანიონთან..
- კარგი რა მართა ეხლა არ მითხრა რომ იმ ბო**ზე ეჭვიანობ, ხო გითხარი არა ყველაფერი..
- არ ვეჭვიანობ... ადექი და გაემზადე..
- მიყვარხარ ჩემო ფერიაა.. მიდი ყავა გამიკეთე თუ არ გინდა რომ შენი ქმარი მოკვდესს..
- რეებს ბოდაავ უიმეეე.. მაინც შეძლო ჩემი გაცინებაა..
წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში ჩავედი. ყავა მოვუმზადე, კრუასანები დავუდე თეფშზე და ვატოს დავუძახე..
მალევე ჩამოვიდა, ისაუზმა და კომპანიისკენ წავიდა..
მე კიდევ ცოტა მივალგ მოვალაგე იქაურობა, და ჩვენი კომპანიისკენ წავედი..

**
- გამარჯობა ევა.
- ეს ოფიციალურობა არარის საჭირო, არამგონია ჩვენი ერთად გატარებული გამეების მერე ეს საჭირო იყოს..
- არარის ამ ყველაფრის ეხლა გახსენება, როცა ცოლი მყავს, როცა 8 წელია გასული და როცა საქმეზე ვართ..
- მერე ვინ გითხრა რომ დამავიწყდა?!
- ევა ძალიან გთხოვ ნუ ცდილობ რომ წყობიდან გამომიყვანო, საქმეს მიხედე და შემეშვიი..
- ნერვებ მოშლილიც ისეთივე სექსუალური ხარ..
ვატოს აღარაფერი უპასუხია, ან რა ნდა ეპასუხა იცოდა რომ ეს გოგო ყველაფერს იზავდა რომ შური ეძია მასზე, თუმცა მყარად იდგა..
- მალე დაამთავრე კოორდინატების ჩანიშვნა და წავიდეთ..
- კი მაგრამ ასე მალე რატომ გამირბიხარ? ნუთუ საერთოდ არ მოგენატრე.. ტუჩები გამობუსხა და ხელები გადაიჯვარედინა..
- ევა.. მალე მორჩი თქო და ბევრს ნუ მელაპარაკები..
ვატომ თავისი საქმე მოილია და მანქანისკენ წავიდა ისე რომ ევას არც დალოდებიაა..
- ეეი, მომიცადე, შენ რა აქ მტოვებ?
- მაშინ მალე გამოადგი ფეხი თუ არ გინდა რომ აქ დარჩე...
ევა მანქანაში ჩაჯდა და ვატომაც უმალ მოწყვიტა ადგილიდან...

**
- ერეკლე, როგორ ხარ? გიორგი ვარ..
- ხო გიო, კარგად შენ როგორ ხარ? რამ შეგაწუხა აბაა?
- მოკლედ იცი რომ გენდობი და ეხლა რასაც გთხოვ ბევრი კითხვის გარეშე მინდა რომ შემისრულო..
- რა ხდება მითხარი, ხო იცი ბევრი კითხვების დასმა არც მჩვევია..
- მოკლედ მინდა რომ რაღაც საბუთები გამიყალბო..
- კი ბატონო, რა საბუთებიია?
- მაგას ეხლა ვერ გეტყვი.. 1 საათში ჩემთან მოდი ოფისში და იქ დაგელაპარაკები..
- კარგი გიორგი 1 საათში შენთან ვარ..


**
- მართაააა.. კაიი გაჩერდიი გთხოოვვვვ.. იცოდეე გავიგუდებიი და აღარ გეყოლება დააააიკოოო.. კისკისებდა თეკლე
- შენ რა გაგგუდავსსს გოგოო.. ჩემი პატარა ლამაზიი..
- ნუღარ მიღუტუნებ რა გეხვეწებიი.. მუდარის თვალებით ახედა მართას.
- ხო კაი უიმეე... მაშინ შენ მითხარი რა გავაკეთოთ იქამდე სანამ ვატო მოვაა..
- რა გავაკეთოთ და თმები დამიწანი, მერე რამე გავაკეთოთ ტკბილიი.. თვალები გაუბრწყინდა თეკლეს.. მეც როგორ ვეტყოდი ჩემს პრინცესას უარს და რაც მთოვა ისე გავაკეთეთ, თუმცა ნამცხვრის გაკეთება ვერ მოვასწარით, ვატო მოვიდა..
- ჩემი ორი ლამაზიი გოგო რას შვებაა? რა გემრიელი სუნებიაა..
- რაას დააა ნაცხვარსს გიკეთებბთ.. დაგეგვიანაა რა ცოტააააა... თეკლემ წარბები მობრიცა..
- ახხხ, სიურპრიზის გაკეთებაც არ დაგაცადეთ ხო ?? ნწ ნწ ნწ.. გაიცინა და თავი გააქნიაა, კაი გავალ ეხლაა მაშინ რო არ დავინახო და რო გამზადდება დამიძახეთ..
- კარგი სიხარულო, ცოტახანში ვახშამიც მზად იქნება და ჩვენი ნამცხვარი დესერტად მიმვირთვათ.. ვატოოს ლოყაზე ვაკოცე და ზემოთ ავიდა..


**
ბატონი სოსო დღითიდღე ცუდად იყო, ექიმები დიდად იმედს არ იძლეოდნენ თუმცა არც ვატო და არც ნინელი ფარხმალს არ ყრიდა, სად აღარ გააგზავნეს, უმკურნალეს, თუმცა სიმსივნე უფრო და უფრო ძლიერდებოდა..
- ნინელი, ვატოს დაურეკე და უთხარი რომ მასთან აუცილებელი საქმე მაქვსს. როცა მოიცლიან მოვიდნენ ეგ და მართა,
- ახლავე ჩემო სიყვარულო.. რაიმე ხომ არ გინდა სხვა? შეწუხებული და დანაღვლიანებული სახით დასტრიალებდა ქალბატონი ნინელი თავს..
- არაა, მეტი არაფერი..


- ალო, ვატო დედაა.. როგორ ხარ შვილო?
- კარგად დე.. ხო მშვიდობაა?! მამას ხომ არ დაემართა რამე? კარგად ხართ? აღელდა ვატო როცა საღამოს 7 საათზე დედისგან ზარი შემოვიდა..
- კი დედიკო კი, მშვიდობაა.. მეტი რაღა უნდა დაემართოს მამაშენს დედიკო.. ხმა გაუტყდა, შეეტყო რომ ტირილის პირას იყო მისული..
- კარგი დეე გთხოვ ნუ ნერვიულობ , ყველაფერს ვიზავ რომ გამოჯანმრთელდეს..
- ვიცი დედიკო, ვიცი.. ახლა ამისთვის არ დამირეკავს, მამამ როცა მოიცლიან მოვიდნენ, საქმე მაქვსო.. რასთან დაკავშირებით არ ვიცი..
- აღელვებული ხომ არ იყო?
- არა დედა ჩვეულებრივად მითხრა..
- კარგი დე მე ეხლა მოვედი სამსახურიდან, შევჭამთ და წამოვალთ..
- კარგი დედა გელოდებით..
ვატომ ტელეფონი გათიშა და ნერვიულად დაიწყო აქეთ იქით სიარული..
მალე მართამაც დაუძახა და სავახშმოდ ჩავიდა..
მაგიდას მიუჯდა და მართას ნინელის ნათქვამი უთხრა..
მალევე მოათავეს ვახშამი, გასარეცხი ჭურჭელი, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოათავსა, მიალაგა იქაურობა და ზემოთ ავიდა რომ ჩაეცვა..
დაახლოებით ოც წუთში მშობლების სახლთან იყვნენ, მართამ თეკლა დატოვა სახლში, დედამის სახეზე მიეფერა და დაპირდა რომ ხვალ ნახავდა, უკან გამობრუნდა და ახლა ვატოს მშობლებისაკენ აიღეს გეზი...

კარი ნინელიმ გააღო, საერთოდ დაკარგვოდა ის შარმი და ეშხი რაც აქამდე ქონოდა, ქმრის ცუდად ყოფნამ დიდად იმოქმედა მასზე, აღარაფერი ახარებდა, სულ დარდსა და ნერვიულობაში იყო.. ხშირად დაინახავდით მისი ლამაზი თვალებიდან მომდინარ მლაშე სითხეს..
- მოდით დედა... ორივეს მოეხვიაა ნინელი და სახლში შეიპატიჟა..
- როგორ ხართ ნინელი დეიდა?
- როგორ უნდა ვიყო შვილო აბა?! ვცოცხლობ, ვცდილობ რომ ძალიან ცუდად არ გავხდე და ჩემ სოსოს ვუპატრონო..
- ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობთ.. მართა მიეხუტა ნინელის..
- დე მამასთან ავალ, წევს? თუ კაბინეტშია?
- ხო იცი შვილო რა ჯიუტი მამა გყავს, ცუდად არის მაგრამ მაინც არ წვება, კაბინეტშია სად იქნება.. დამწუხრებულად გაიღიმა ნინელიმ, ვატო ზემოთ ავიდა, ჩვენ კი სამზარეულოში შევედით ჩაის დასალევად..

- შეიძლება? ფრთხილად მიუკაკუნა კარზე ვატომ..
- მოდი მამა მოდი, რატო აკაკუნებ შენს სახლში სადაც გინდ იქ უნდა შეხვიდე.. გაისმა სოსოს თბილი და დასუსტებული ხმა..
- როგორ ხარ ? გადაეხვია მამაკაცს
- რავიცი როგორ უნდა ვიყო.. ჯერჯერობით ვსუნთქავ. ოდნავ გაუღიმა შვილს და მის წინ მდგომ სავარძელზე მიუთითა რომ დამჯდარიყო..
- რა საქმე გქონდა, დედამ გამიხეთქა გული..
- ოხ ნინელი ნინელი.. მაგ ქალმა ხომ არ იცის წესიერად დაბარებულის გადმოცემა.. ნუ ღელავ უბრალოდ ლაპარაკი მინდოდა..
- გისმენ.. გაიღიმა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო..
- მოკლედ ვიცი რომ გიორგისთან გააფორმე კონტრაქტი, რასაც ახლა გეტყვი კარგად მოისმინე და არ შემაწყვეტინო.. ვატომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მამას, სოსომ ამოისუნთქა და მოყოლას შეუდგა..
ადრე დაახლოებით 10 წლის წინ, როცა ჩვენი ბიზნესი ნელნელა მაგრამ საკმაოდ დიდი ნაბიჯით მიიწევდა წინ, დამიკავშირდა გიორგი.. მაშინ უნდოდა რომ ერთად გვემუშავა, მე ხომ იცი როგორი წვალებით მივაღწიე იმას რაც ახლა შენს ხელშია, ამიტომ არ მინდოდა ყოველ შემოტავაზებაზე დავთანხმებულიყავი.. ჩემი იმ დროინდელი ნაცნობების საშუალებით, ამოვქექე რაღაც ისეთი რასაც საგულდაგულოდ მალავდნენ გიორგიზე.. აღმოჩნდა რომ 15 წლის წინ სხვა კომპანიის ჩაძირვის და უამრავი საბუთების უკანონოდ გაყალბებისთვის დაიჭირეს, არ ვიცი იქ როგორ რა და რანაირად, თუმცა მხოლოდ 3 წლის მერე შეძლო რაღაცნაირად და ციხეს თავი დაახწია. ამ ყველაფრის შემდდეგ ჩემთან მოუნდა საქმის დაჭერა და როცა უარი მიიღო დამემუქრა, დამემუქრა რომ ადრე თუ გვიან ჩემ კომპანიასაც ჩაიგდებდა ხელში.. ამ ყველაფერს მე არ მივაქციე ყურადღება და ჩემი საქმე გავაგრძელე, მაგრამ ახლა ვნერვიულობ, კი ამბობენ აღარ არის ისეთი როგორიც იყოვო, ასაკმა თავისი ქნაო, თუმცა მინდა რომ ფრთხილად იყო, არ მინდა შენ შეგექმნას რამე პრობლემა ან ჩემი ნაწვალებით აქამდე მოყვანილი კომპანია ვიღაცამ მიითვისოს..
ვატოს ფერი ეცვალა, ევაც გაახსენდა და მისი შურისძიებაც. ყველა აზრი ერთად დაატყდა თავს, იქნებ ევა და მამამისი ერთად მოქმედებდნენ, ევა თავისი მიზეზისი მიზეზის ხოლო მამისი თავისი მიზეზის გამო აპირებდნენ ჩვენი კომპანიის ხელში ჩაგდებას.. ღმერთო..
- მამა აქამდე რატომ არ მითხარი ? რატომ არ გამაფრთხილე??
- არ ვიცოდი ამდენი წლის მერე თუ ისევ მოინდომებდა თანამშრომლობას. მას მერე 10 წელი გავიდა, აქამდე რომ არ უმოქმედია მეგონა გადაავიწყდა თქო.. მთავარია ახლა იცი და ყველანაირად ეცადე რომ შეამოწმო ის საბუთები რაც მას აქვს ჩვენი კომპანიისთვის..
- კი მამა აუცილებლად, არავის ივცემ უფლებას კომპანია რომ გაკოტრდეს ან სხვამ მიითვისოს..
- მიხარია შვილო რომ ასე ცემ პატვს შენს საქმეს.. ამის ტქმა მინდოდა მხოლოდ, წამო ეხლა ქვემოთ ჩავიდეთ უხერხულია, თან მართაც არ მინდახავს და ვნახავ.. ნელნელა წამოდგა სავარძლიდან, და დასუსტებული მაგრამ მაინც მყარი ნაბიჯით ჩავიდა ქვემოთ..
სამზარეულოში ისხდნენ რძალ-დედამთილი, ჩაის მიირთმევდნენ და რაღაცაზე ლაპარაკობდნენ როცა ვატო და სოსო მივიდა მათთან.. მართას მოეხვია სოსო, გადაკოცნა და ლაპარაკში ჩაერთო..
კარგახანს ილაპარაკეს, მიუხედავად იმისა რომ დასუსტებული იყო სოსო, მაინც იცინოდნენ, იხსენებდნენ ძველ დროს.. ცოტა მოგვიანებით კი, მართამ და ვატომ დატოვეს კობახიძეების სახლი..


**
გიორგიმ გუშინ დავალებული საქმის მოსაკითხად ტელეფონი იმარჯვა ხელში და ერეკლეს დაურეკა..
- რა ქენი მზადაა?
- კი გიო, მზადაა, თუმცა არც ისეთი ადვილი იყო, იიმედია არავინ შეამჩნევს..
- არამგონია ასეთი ჭკვიანი იყოს, რომ უმიზეზოდ საბუთების გადამოწმება დაიწყოს..
- კი მაგრამ, მამამისი? იქნებ მას გაახსენდეს შენი 10წლის წინანდელი მუქარა და გააფრხილოს? ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ გიო, ხო იცი ესე არაა ეს საქმეები როგორც ჩვენ გვინდა, წინ თუ არ გავიხედეთ და არ ვიმსჯელეთ შედეგებზე შეიძლება გამოგვიჭირონ..
- მაიცა რაა.. დღე დღეზე მოკვდება, კარგად ვიცი მე მასზე ყველაფერი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერზე დავფიქრდი მე შედეგზეც და მომავალზეც, მალე მისი კომპანია ჩემი გახდება, ჩემი შვილის დახმარებით, არ გავაკოტრებ თუმცა ხელში ჩავიგდებ "დესიგნ თბილისი"-ს კომპანიას..
- კარგი კარგი გიორგი, აზრი არ აქვს შენთან იმაზე ლაპარაკს რაც გადაწყვეტილი გაქ.. უბრალოდ ფრთხილად იყავი.. საბუთები 10 წუთში შენს მაილზე იქნება..
- მადლობა..
ყურმილი გათიშა და საბუთების მოსვლას დაელოდა..
მთელი ანგარიშები გააყალბა, თანხა რომელიც ერთობლივად უნდა დაეფარათ სპორტული კომპლექსის ასაშენებლად მხოლოდ ვატოს კომპანიიდან გავა, ხოლო საბუთებში ნაჩვენები იქნება რომ თანხას ორივე კომპანია იხდის..
ასე დესიგნ თბილისი გაკოტრების პირას იქნებოდა, შემდეგ ვატო ძალაუნებურად კომპანიიას გაყიდიდა, მას კი გიორგი იყიდდა. ეს იყო გიორგის გეგმა რომელსაც მოუთმენლად ელოდა..


**
გზაში ვატოს ხმა არ ამოუღია, საჭეს ისე მაგრა უჭერდა ხელებს მალე ალბათ მოატეხდა კიდეც, მართას ეს არ გამოპარვია..
- ვატო, მშვიდობაა? ნაზი და ხმადაბალი ხმით დაეკითხა ქმარს..
- კი პატარავ, არ ინერვიულო..
- სოსო ძიასთან ლაპარაკის შემდეგ ვერ გცობ, აშკარაა რომ ნერვიულობ, არ მომწონს ეს ყველაფერი, თუ არ გინდა ნუ გამანდობ მაგრამ რაცარუნდა იყოს...
- არაფერია თქო მართა.. სიტყვა გააწყვეტინა.. სახლში ისე მივიდნენ არც ერთს სიტყვა არ დასცდენია.. მართა ცოტათი ნაწყენი იყო მისი ქმრის ასეთი უხეშობით თუმცა ცდილობდა არ შეემჩნია. ოთახისაკენ დაიძრა, წყალი გადაივლო გამოიცვალა და საწოლში შეწვა.. ვატომაც გადაივლო წყალი და ცოლს მიუწვა..
როგორც ყოველთვის ხელები მაგრად მოხვია,მის ტკბილ სურნელში ჩაიძირა და სიზმრებში გადაეშვა..

მეორე დღეს ვატომ დილაადრეან დატოვა სახლი, ეგრევე ოფისში წავიდა, გიორგისგან საბუთები მოითხოვა სადაც ორივეს მიერ გადარიცხული თანხები უნდა ყოფილიყო მითითებული..
გიორგის არ დაუყოვნებია, ფაქსით გადააგზავნა, ვატო კი შეუდგა მის თვალიერებას, შემდეგ მათ ბუღალტერს დაურეკა და ოფისში დაიბარა..
რამოდენიმე საათში ბუღალტერთან ერთად საქმეს შეუდგა ბატონი ვატო.. მშენებლობა ჯერ არ იყო დაწყებული თუმცა გასავალი მაინც ბევრი იყო, ფართი, მასალა, და კიდევ ათასი წვრილმანი, ეს ყველაფერი ორივე კომპანიას უნდა გადაენაწილებინა და ისე გადაეხადათ, თუმცა ერთ-ერთი ანგარიშის გადაკითხვისას პატარა შეცდომა შენიშნა, მხოლოდ თარიღში იყო გაპარული თუმცა მაინც ჩააფიქრა ვატო, მამის სიტყვები გაახსენდა, გაახსენდა ის გაყალბებული საბუთებიი რომელიც გიორგის მიერ იყო გაკეთებული და ამ დანაშაულისთვის დააკავეს კიდეც..
ვატომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს შეცდომა რამენაირად გაეგო რის გამო იყო გამოწვეული..
საბუთებში იყო ვატო ჩარგული როცა მისი თელეფონი აწკრილდა..
- ხო მართაა.
- ვატოო.. ტირილით ამოიბლუყუნა გოგომ, მალე მოდი სახლში..
- რა ხდება მართა რატომ ტირი??
- ვატო სოსო... ახლა ვეღარ მოაბა თავი მართამ და ატირდა.
ვატოს ხელიდან გაუვარდა ტელეფონი, ფერი დაკარგა, უცებ ვერ მოეგო გონს, ვერ გაერკვია რა მოხდა, სწრაფი ნაბიჯით გავარდა კაბინეტიდან, პარკინგზე დაყენებულ მანქანასთან სირბილით მივიდა, მალევე დაქოქა და ადგილიდან მოწყვიტა..
ცრემლბი ზდიოდა ვატოს, გზას ძლივს ხედავდა, სპიდომეტრზი 180 კმ\სთ-ს აჩვენებდა და ნელ-ნელა ზემოთ ადიოდა. ვერ გაეგო ეს სატვირთო მანქანა საიდან გამოხტა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრი გვიანი იყო..
შეჯახების საშინელი ხმა გაისმა დოლიძეზე, 5წუთში საპატრულო მანქანების და სასწრაფო დახმარების სირენებმაც დაუხშეს იქ მყოფთ ყურები.. ვატოს თითქმის შუაზე გადახნილი მანქანა გზის მარცხენა მხარეს ეგდო, ხოლო დიდი სათვირთო მანქანა მეორე მხარეს..
- გაიწიეთ, გზა მოგვეცით თუ შეიძლება, ნუ დგახართ აქ.. ასწრაფო დახმარების მაქანიდან მედდა გადმოვიდა და ყვიროდა..
- მანქანაში მხოლოდ ერთი პირია, გადმოიყვანეთ სწრაფად, ჯერ კიდევ სუნთქავს..
- ცოტა ნელა, აი აქ დააწვინეთ საკაცეზე.. მითითებებს იძლეოდა და ცდილობდა მომაკვდავი ვატოსთვის პირველადი დახმარება გააეწია..
მალევე მოათავსეს საკაცეზე, გათიშულ მდგომარეობაში, რომელიც ძლივს ძლივობით ახერხებდა სუნთქვას, კარები მიკეტეს და..... ისევ ეს გამაყრუებელი სირენის ხმა....


კობახიძეებთან მთელს სანათესაოს მოეყარა თავი და ბატონ სოსოს გლოვობდნენ.. დიახ ბატონი სოსო დილით გარდაიცვალა..
ქალბატონი ნინელი ქალს აღარ გავდა, გვერდიდან არ შორდებოდა ჯერ კიდევ მისთვის თბილ ქმარს, რომელიც არასოდეს უნდოდა რომ გაციებულიყო, ვერ წარმოედგინა რომ ადამიანი რომელიც 30 წელია მის გვერძეა აღარ ეყოლებოდა, მის გვერდით ვეღარ დაიძინებდა, ვეღარ ისაუბნებდა, ან უბრალოდ ვეღარასოდეს მოეხვეოდა ისე როგორც აქამდე...
ნატალი კუთხეში მიყუჟული იჯდა, ცრემლები ღაპაღუპით ზდიოდა და ძმას ელოდებოდა.. თუმცა არავინ იცოდა ვატოს ამბავი..
მართა ცდილობდა ოჯახის დაწყნარებას თუმცა არც ის იყო კარგ დღეში, სოსო ძია ძალიან უყვარდა მას..
ტელეფონზე ზარი შემოვიდა..
- ქალბატონი მართა ბრძანდებით?
- დიახ, ვის ველპარაკები ?
- ჩვენ პოლიციიდან გირეკავთ.. ვატო კობახიძე თქვენი მეუღლეა ხომ ?
ცოტახანი მართას ტვინი გაეთიშა, 2 წამშია ათასმა უაზრო ფიქრმა გაუელვა, გონზე კი მეორედ დასმულმა კითხვამ მოიყვანა.
- დ.. დიახ.. რა მოხდა ხდება რამე? ხომ კარგად არის ვატო ? აცახცახებული იდგა მართა და იქვე მდგომ სავარძელს ეყრდნობოდა..
- მოქალაქე ვატო კობახიძე ავარიაში მოყვა, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, გთხოვთ მიბრძანდეთ ჯოენის კლინიკაში..
პასუხი აღარ გაუცია მართას, სახეზე ფერი ეცვალა, მუხლები მოეკვეთა და რომ არ დაცემულიყო სავარძელს მაგრად ჩეჭიდა.. ნატა მივარდა და წამოაყენა..
- რა მოხდაა მართა? ვინ იყო ?
- ნატა ვატო.. ვატოო.. ტირილი აუტყდაა მართას
- რამოუვიდა ვატოსს მართაა თქვიი.. უკვე ყვირილზე იყო გადასული ნატაც და ნინელიც გფართოებული თვალებით უცდიდა,
- ავარიაში მოყვა, ჯოენშია.. ესღა თქვა და გული წაუვიდა..
როცა გონს მოვიდა, თავზე ნათელა ბებო და რამოდენიმე ოჯახის ნათესავი ედგა, უთხრეს რომ ნატა და ნინელი საავადმყოფოში წავიდნენ..
მართაც უმალვე წამოდგა ცოტა თავბრუს ხვევა კი იგრძნო თუმცა მალევე გავარდა გარეთ და კლინიკისკენ წავიდა..

იქ მისული მეორე სართულზე ამაგზავნეს, დერეფანში ნინელი და ნატა წაშლილი გაფითრებული სახეებით იჯდნენ და ორივეს სახეს ცრემლები ასველებდა, არ ვიცი ვინ დავწყევლა ასე..
- მართა შვილო რატომ წამოხვედი ?
- როგორ არის? ყორადღება არ მიუქცევია ნინელის კითხვისთვის..
- რეანიმაციაშია. ბეწვზეაა გადარჩენილი, მაგას მოუკვდი მე.. ამოისლუკუნა ნინელიმ და სახე ხელებში ჩარგო..
- რა მოხდა არავის რაფერი უთქვამს?
- კი პოლიცია იყო და ყველაფერი აგვიხსნა, როგორც ჩანს მოქროდა ვატო, სისწრაფის გადაჭარბები გამო შემთქვევით წითელზე გაუვლია და მოსახვევიდან გამოსულ სატვირთო მანქანას შეასკდა.. ამჯერად ნატამ მიპასუხა..
- ღმერთო, იმედია კარგად იქნება თორე არ ვიცი რა მეშველება..
- ჩემი ვატო ძლიერია.. ღმერთის წყალობით ამასაც გაუძლებს..

- დედა წადი შენ სახლში, აქ მე და მართა დავრჩებით, ხალხია იქ..
- კარგი დედა, აღარ ვიცი უკვე რა ვქნა, შუაზე როგორ გავიხლიჩო, რავქნა, მკვდარი ქმარი ვიგლოვო თუ საავადმყოფოში ძლივს გადარჩენილ შვილთან ვათიო ღამეები, ეს რა უბედურებაა, აქვითინდა ნინელი.
- ნუ ტირი გეხვეწები, მაგრად უნდა ვიყოთ ეხლა, მამას არ მოეწონებოდა ასე რომ ხარ..
- ჩემი სოსოო.. ამოიბლუყუნა და ტირილს უმატა..
როგორც იქნა დამშვიდდა გოგოებმა სახლში გააცილეს და ისევ რეანიმაციისკენ წავიდნენ..

დაკრძალვაზე ყველა განადგურებული იყო, ხან ვატოზე ტიროდნენ და ღელავდნენ ხანაც სოსოს ვერ ელეოდნენ.. როგორც ხდება ხოლმე მიაბარეს მიწას სოსო კობახიძე, მტელი სანათესაო ტიროდა, არ ეჯერათ რომ ასეთი ახალგაზრდა მიაბარეს მიწას, ხო 57 წელი არც ისე ბევრია..
ნინელის, ნატას და მართას არც ქელეხის თავი ქონდათ და არც იმ სუფრაზე ჯდომის, თუმცა ხო არ შერცხვებოდნენ, ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც ეკადრებოდათ, თუმცა გული ყველას ვატოსკენ ქონდა..
მართა მალევე წამოდგა სუფრიდან, ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა და კლინიკისკენ წავიდა..

კლინიკაში მისულმა, ბევრი ხვეწნა მუდარის მშემდეგ დაითანხმა ექიმი და მის სანახავად შესვლის უფლება აიღო, მხოლოდ 5 წუთით, ეს 5წუთიც საკმარისი იყო თავისი სიყვარულის სანახავად..
- ჩემო ბიჭო... რომ იცოდე როგორ მომენატრე.. გეხვეწები არც შენ მიგვატოვო.. მამას ვერ გამოემშვიდობე, ვიცი ძნელია, ისიც ვიცი რომ ჩემი გესმის ახლა, მინდა იცოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება, შენ ძლიერი ხარ ამ ყველაფერს გაუძლებ.. გაიღვიძე გთხოვ, უშენობას ვერავინ გადავიტანთ ხო იცი.. მითუმეტეს ნინელი, იცი რა დღეშია, აღარ იცის უკვე სად წავიდეს, ქალს აღარ გავს, შენ ნუღა დაგვიმატებ გთხოოვ. ყველაზე მეტად მიყვარხარ ვატო, ჩემი ნათელი წერტილი ხარ არ დავუშვებ რომ დამტოვო.. ცრემლები გადმოვარდა მართას, თავისი საყვარელი მამაკაცის ხელი თავის ხელში მოათავსა და ტირილი დაიწყო..



2 თვის შემდეგ..

აღარავის ახსოვდა არც კომპანია და არც ბატონი გიორგი, აქამდე რათქმაუნდა კომპლექსის აშენება შეჩერებული იყო თუმცა ახლა როცა გზაზე აღარავინ ეღობებოდა გიორგის რაღაც ბნელ საქმეებს მაინც აკეთებდა...
ვატო 2 კვირის წინ გამოვიდა კომიდან, თავს ძალიან სუსტად გრძნობს ეხლაც თუმცა შედარებით მოძლიერებულია, ცალკე ის ფაქტი ანადგურებს რომ მამას ვერ გამოემშვიდობა და ისე მიაბარეს მიწას, თუმცა ცალკე გიორგიზე და კომპანიაზე ფიქრობს, მიუხედავად იმისა რომ თვითონ მუშAობა არ შეეძლო, მისი მშვენიერი ცოლიც ხომ არქიტექტორია, ის მიუშვა კომპანიაში, ათასი ახლობელი ჩარია რაღაც ეჭვების დასამტკიცებლად დაა ვუალაა... ყველაფერი გაირკვა..

ამდენიხანი რასაც გიორგი აკეთებდა ერეკლეს დახმარებით, უკვე ყველამ იცოდა, მითვისებული და დაკარგული თანხის გადახდა გიორგის დააკისრეს, თუმცა ამხელა ფული საიდან უნდა ქონოდა, ამიტომ მისი კომპანია გაიყიდა, საკმაოდ ძვირად, მთელი ვალი დააბრუნა, უფროსწორად დააბრუნებინეს, ხოლო ეგ და მისი "ნაპარნიკი" ერეკლე ციხეში გაუშვეს ამჯერად ისე რომ არც გირაო უშველიდათ და არც არაფერი..
ევა ისევ გადაიკარგა, შემდეგ გაირკვა რომ გერმანიაში იყო წასული..
ამ ამბიდან რამოდენიმე თვის შემდეგ სრული რეაბილიტაცია გაიარა ვატომ და სრულყოფილად იმკურნალა, ფეხზეც დადგა..
მართა და ვატო ნინელისთან გადავიდნენ რომ მარტო არ ყოფილიყო, მართას მშობლები კი ამ დროს საბერძნეთში იყვნენ დროებით წასული..


ერთი თვის შემდეგ..
- ვატოოო. აუ გული მერევა..
- რატო ფერია? ექიმთან წავიდეთ?
- არ ვიცი, ხო წავიდეთ რაა..
- მიდი გაემზადე..

20 წუთში უკვე გინეკოლოგთან ვიყავით, ანალიზები გამიკეთეს, და პასუხს ველოდებოდით.
რამოდენიმე საათის მერე ანალიზებით ხელში შემოვიდა ექიმი და გვითხრა ის რისი მოსმენაც ყველაზე მეტად გვინდოდდა.. "გილოცავთ მალე პატარა გეყოლებათ" ვატოს გაბრწყინებული სახე რომ გენახათ უამრავჯერ გაიმეორებდით ერთი და იგივეს რომ კიდევ კაი ხანი არ მოშორებოდა სახიდან ის სიხარული..
რაღაც ვიტამინები გამომიწერეს და სახლში წავედით..

ეს 9 თვე მივლიდა, თავს მევლებოდა, არაფერს მაკლებდა, იმ ამბების მერე მოულოდნელი კი იყო ალბათ თუმცა ამ ბავშვის მოლოდინმა ნინელიც მოიყვანა ჭკუაზე, ახლა ისიც სიხარულით ელოდა მის პირველ შვილიშვილს, თუმცა მაინც მწუხარება ეტყობოდა თვალებში.. ჩემებს რომ გავაგებინე ეს ამბავი სიხარულისგან პიკს მიაღწიეს, თეკლე ატირდა თბილისში მინდაო თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებდნენ აქეთ წამოსვლას იქ დაწყებული ახალი ბიზნესის გამო, მაგრამ დედა დამპირდა რომ მშობიარობისთვის ჩემთან იქნებოდა..
- ვატოოოო.... მუცელიი..
- ვაიმე უკვე დაგეწყო? მოიცადე ეხლავე დავრეკავ სასწრაფოში.
- მალეეე ვატოოოოოო, ისე მტკივა ეხლაა კედლებზე ავალ.
- მოიცა ჩემო ფერია მოიცა, აი ვრეკავ..
- შენ წამიყვანე სანამ ისინი მოვლენ ვერ გავძლებ..
უცებ გადააცვა რაღაც მართას, თვითონაც ჩაიცვა და ხელში აყვანილი გააქანა მანქანისკენ.. უახლოეს სამშობიაროში მიიყვანა მართა უკვე მშობიარობა ქონდა დაწყებული..

- ვაიმეე მალე გამოვიდეს ნეტა ექიმი..
- დამშვიდდი დედა ნუ ღელავ..
- ვნერვიულობ.
- ვიციი ვატო მაგრამ ნუ ნერვიულობ, მალე დაგაჭერინებენ შენს პატარასს..
- აიი მგონი მოდიან..

გილოცავთ თქვენ შეგეძინათ გოგონოა, 3.200, 51სმ. ბედნიერებას გისურვებთ..
ისეთი პატარა იყო ვატოს აყვანაც კი შეეშინდა, უბრალოდ უყურებდა, მალევე წაიყვანეს ბავშვი... დედამისს ბედნიერი სახით უყურებდა და ერთი სული ქონდა სახლში მისულიყვნენ..
- ვატო, ბავშვს მოკიდე ხელი რა ცოტახანი, ჩავალაგოო..
- მოდიი მამაასს სიხარულოო, დედას ნუ აბრაზებ თორე დავრჩებით ტანსაცმლის გარეშე ბაკურიანში..
- მასხარა ხარ და ბავშვსაც იგივეს ასწავლიი მოკლედდ.. გავიცინე და ჩემოდანი შევკარი..
- თქვენ ხართ ჩემი სიცოცხლეები, შენ და ალექსანდრა. მიყვარხართ უზომოდ.
- ჩვენცც გვიყვარხარ.. მიდიი ეხლა მანქანის გასაღები ააიღე და გავედით..



№1 სტუმარი Tako

Auu Maxsoovs es istoria sharshan zafxulshi werdi ♡♡ didi siamovnebit wavikitxav axlac

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

Tako
Auu Maxsoovs es istoria sharshan zafxulshi werdi ♡♡ didi siamovnebit wavikitxav axlac

ხოო... ♡ მასლობა საყვარელო ♡♡

 


№3 სტუმარი Nini

ყველაზე მაგარია რაც კი წამიკითხავს kissing_heart

 


№4  offline ახალბედა მწერალი -venus-

Nini
ყველაზე მაგარია რაც კი წამიკითხავს kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა ♡ ძალიან გამიხარდაა

 


№5  offline წევრი Laliashvili009

Dzalian sasiamovno istoria ikoo ❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი -venus-

Laliashvili009
Dzalian sasiamovno istoria ikoo ❤

მადლობა დიდი :*

 


№7 სტუმარი 123

Srulad aris?

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაიმე ეს რა იყოო ????????????????????

 


№9 სტუმარი ეკა 5

თბილი და სასიამოვნო ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent