შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი ცხოვრება და სამი თვე (თავი 9)


6-09-2017, 00:43
ავტორი თაკუნა86
ნანახია 1 914

დრო საშინლად იწელებოდა... და ჩემი ინტერესი უფრო მძაფრდებოდა...თქვენ არ იცით როგორ მაინტერესებდა "ის"... როგორ მინდოდა გამერკვია რა მოხდა?! ან ახლა როგორ არის?! რას ფიქრობს რას ფიქრობდა... იმდენი რამ მაინტერესებდა....
როგორც იქნა ჩემი წასვლის დრო მოვიდა... სამუშაოზე ისედაც შესვენება მიწევდა, ამიტომ ზედმეტად დათხოვნები აღარ დამჭირვებია. გავაჩერე ტაქსი და მისამართზე წავედი.. ხუთსართულიან შენობასთან გავჩერდი. შენობა ძველ მოდური იყო მაგრამ ფასადი ისე ლამაზად იყო შელამაზებული თანამედროვე ფერებით... შევაღე კარი და სიგრილე ფოიეში ძალიან მესიამოვნა...მესამე სართულს მივაშურე, ჩავუარე არასაჭირო ოთახის კარებებს და მივედი.....კარი შევაღე...ოთახში ორი საწერი მაგიდა იდგა, არავინ იყო... მაგიდები ფანჯარასთან იყო განლაგებული და ძალიან მოძრავ ქუჩას, ავტომობილებით სავსეს, გადმოჰყურებდა. ფანჯრებს ფარდები არ ჰქონდა და დღის შუქი ძალიან ნათელ გარემოს ქმნიდა ოთახში.
--უკაცრავად..-დავიძახე
--დიახ...-- და ჩემს ზურგს უკან მამაკაცის ხმა მომესმა, გული ამიჩქარდა, ალბათ სანამ შემოვბრუნდი და დავინახე, საუკუნედ მომეჩვენა ის წამები.--გამარჯობათ- ხელი გამომიწოდა... მართლაც რომ სიმპათიური იყო, საინტერესო, დახვეწილი და მიმზიდველი...ისეთი როგორსაც ამბობდა. ჩემოვართვი ხელი და მაგიდისკენ მანიშნა დაბრძანდითო...
ჩვენი საუბარი ძალიან ჩვეულებრივი იყო, პროფესიული. "ის" არქიტექტორი იყო და პროექტი შევთავაზე. ამ მხრივ ინტერესი ნამდვილად გამოვიჩინე მისი, მაგრამ სხვა მხრივ ნამდვილად ვერ... ლაპარაკისას შეთვალიერება და ჩუმად დაკვირვება დავუწყე. პირველი რაც შევამჩნიე, ქორწინების ბეჭედ არ ეკეთა, პიჯაკი ეცვა მაგრამ ჰალსტუხი აკლდა, საუბრისას ძალიან ხშირად იყენებდა სიტყვას "მოკლედ"... რაც მთავარი იყო სამუშაო ინტერესი ხომ მაინც გავუჩინე და აწი....
-- ძალიან საინტერესო გამოვა ყველაფერი, თუ კი შევთანხმდებით-- მივუგე თავაზიანად-- ყავა შეიძლება?!
-- დიახ რა თქმა უნდა ახლავე... ადგა და თავად დაიწყო ყავის გამზადება მინი სამზარეულოში. მე კი ვიფიქრე ჩემი ფიგურის დემონდტრირებას მოვახდენ და ავდექი ფანჯარასთან დავდექი
-- აი ინებეთ- იქვე მომაწოდა ყავა სადაც ვიდექი. ძალიან ფრთხილად ნელნელა პირადულ საუბარზე გადავედი... დავიწყე საკუთარი თავით.. რომ მეუღლე არ მყავდა და ყველაფრის კეთება მე მიწევდა... ბანალური ახსნები....ისიც შეეცადა რაიმე სანუგეშო ეთქვა..
-- თქვენ გყავთ ოჯახი?!-- და ამ კითხვით მივახვედრე თავად ჩემი, მისდამი ინტერესი და ფლირტის ნებართვა, ის კი გადმოცემით ისეთი მამაკაცი იყო, უნდა მიმხვდარიყო.... ქალი რომელიც საუბარს დაგიწყებს საკუთარ მარტოობაზე და შემდეგ ინტერესდება შენი მარტო ყოფნა-არყოფნით გასაგები უნდა იყოს..
-- დიახ მყავს...
-- ალბათ როგორი ამაყია თქვენი მეუღლე თქვენით...-- კომპლიმენტების ჩამოთვლა აქაც არ დამიწყია, ვიგულისმე ვიზუალი, საქმიანობა და აზროვნება
-- კი არის -- გამიღიმა.. უკვე კარგი იყო და მივხვდი რომ დღეისთვის საკმარისი იყო... ასე ვთქვათ "ანკესი ნასროლია", ახლა მისი ჯერია... შევეცადე მაქსიმალურად ნელი და სექსუალური ნაბიჯებით მივახლოვებოდი მაგიდას და წელში გამოყვანილ და მოტმასნულ კაბაში ჩემი ფიგურა შეეფასებინა...დავემშვიდობე, წამოვედი.
სამუშაოზე დავბრუნდი და უფროსს შვებულება ვთხოვე, საქმეები მოვიმიზეზე პირადული.. უარი არ უთქვამს... თავისუფალი ვიყავი...როგორც იქნა ის დღე ჩავამთავრე... არ ვიცი რატომ მაგრამ გული მიგრძნობდა შეხვედრა იქნებიოდა... არა რათქმაუნდა საქმიანი კი, მაგრამ ეს უბრალოდ მიზეზი იქნებოდა და მეც ეს მინდოდა...შვებულება საინტერესოდ დაიწყო და რაც ყველაზე დიდი დამთხვევა იყო... ზაფხული იწყებოდა....
ერთი კვირა გაგრძელდა ჩვენი ყოველდღიური და საქმიანი შეხვედრები... ამ "ბლეფთან" ერთად მართლაც რომ საბოლოოდ კარგი პროექტი გამოვიდა ჩემი საკუთარი სახლის. ... უკვე გაშინაურებულებიც ვიყავით, რაღაცეებზე ვთანხმდებოდით, რაღაცეებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო... საქმიანი თემების შემდეგ ყოველთვის ყავას მივირთმევდით, ყავის ერთად დალევის ტრადიციაც დავამთხვიე და კარგად მოგეხსენებათ ზუსტად ამ დროს შეიძლება გარე თემებზე საუბარი.. ვატყობდი დღითი დღე როგორც ქალს ისე მაფასებდა... კვირის თავზე ვახშმობა შემომთავაზა...
საბოლოო ვერსიას განვიხილავდით პროექტისა და ყველა, დიდი თუ პატარა დეტალი განხილვას მოითხოვდა, მოსაღამოვდა და წამოსულა დავაპირე...
-- გეჩქარება?!-- შენობით მომმართავდა უკვე
-- არა-- მივახვედრე, რატომაც მკითხა მივხვდი
-- სადმე წავიდეთ ვივახშმოთ და ვისაუბროთ
-- კარგი-- ჩვეულებრივად დავთანხმდი, ისე რომ არაფერი საგანგაშო ამაში არ იყო " მერე რა" თუ საუბარი შემომთავაზა
გამოვედით და ავტომობილში ჩავსხედით. არ ვიცი ის ავტომობილი იყო თუ არა რითაც "ჩემი გმირი"მგზავრობდა მასთან ერთად რადგან არ დავინტერესებულვარ ამით. კაფეში მივედით, კაფე სავსე იყო ხალხით, თანაც არა უბრალო ხალხით, უფრო საქმიან ხალხს გავდნენ, ვერ იტყოდი, ზოგიერთ მაგიდასთან მჯდომ წყვილებზე რაიმე სხვას გარდა იმისა, რომ საქმეზე საუბრობდნენ... ანუ ყველა არ დაყავს ისეთ ადგილებში ,როგორშიც "ჩემი გმირი" ჰყავდა თავდაპირველად..
ნამდვილად არ მშიოდა და უარი ვუთხარი ვახშამზე, კოქტეილი შევუკვეთე.
-- დაოჯახებული რატომ არ ხარ?
-- ვერ მოვახერხე-- ორაზროვანი პასუხი გავეცი, რატო ვერ მოვახერხე თავად გადაეწყვიტა...
-- საინტერესოა...
--რა?!--და თვალებში ჩავაცქერდი... მას მართლაც საოცარი მზერა ჰქონდა
-- ის რომ ახლა ვზივართ აქ..
-- ??
-- რატომ ვზივარ მეც არ ვიცი-- ჩაეცინა. რაღაც აბრკოლებდა სრული სითამამისთვის, მე თუ "ცოლი" არ ვიცი.
-- მოგწონვარ?-- შევეცადე "ჩემს გმირს" დავმსგავსებოდი.
-- შენნაირი გოგო არ მოეწონოთ, ცოტა აფსურდული იქნება საღად მოაზროვნე კაცისთვის
--და შენ?!-- ჩავაცივდი
-- ალბათ კი.. არა იმას არ ვამბობ რომ არა, უბრალოდ რატომ ამას ვერ ვიტყვი...
--გეშინია?!-- გაიკვირვა კითხვა
-- რისი?!
-- თუ ვისი?!-- ცოტა ზემოქმედება გადავწყვიტე
-- ვისი???-- გაიკვირვა-- ვგავარ მშიშარა კაცს?!
-- ქოწინების ბეჭედს რატომ არ ატარებ!--მივახვედრე ვისაც ვგულისხმობდი და პასუხიც მაინტერესებდა, ხელზე დაიხედა
-- არ მიყვარს.. დისკომფორტი მაქვს უბრალოდ..-- აშკარად პროვოკაციას ვუწყობდი აშკარად ვიწვევდი...
-- მარტო ბეჭედი გიქმნის დიკომფირტს?
-- რისი თქმა გინდა??-- გამჭოლი მზერა მომაპყრო
-- გიღალატია ცოლისთვის?
-- რა უცნაური კითხვაა-- კარგად გავაცინე...-- არსებობს კაცი ვისაც ეს არ უქნია?!
-- არ ვიცი.. მე შენ გეკითხები და ვინ როგორი არსებობს აბა რა გითხრა მე, ქალმა?! და თუ კი ასეთი კაცი არ არსებობს ე ი არაკაცებით ავსილა ჩვენი ქვეყანა.
-- რატომ ვითომ?!
-- იმიტომ რომ მასეა
--და რატომ??-- თემა ზუსტად ის იყო რამაც ძალიან დააინტერესა.. თემა ის იყო რაც ახლოს იყო სიახლოვესთან და ამავდროულოდ გაუცხოებასთან.. რა დონეზე გაიხსნებოდა ის ჩემთან... უცხო ადამიანთან ...
-- იმიტომ რომ ნამდვილი მამაკაცი არასოდეს ღალატობს.. და თუ კი უმრავლესობა ასეთ განმარტებას არ აძლევს საკუთარ ქმედებას, მაშინ მამაკაცობა რაში მტკიცდება?!
-- ეს ისეთი თემაა...--თავის არიდება სცადა... მივხვდი არ უნდდა დისკუსიაში შემოსვლა
--მაპატიე უხეშად მომივიდა.. უბრალოდ მე არავის განვსჯი... ეს ჩემი სუბიექტური აზრია
-- გასაგებია... არ წავიდეთ?!--
-- წავიდეთ-- მივხვდი გადავამეტე, მე მის "კაცობას" შევეხე, მაგრამ სიტყვებს უკანნ ვერ დავაბრუნებდი და ამიტომ რაც იქნება იქნება.
სახლამდე ისე მიმიყვანა ხმა არ გაუცია, არ ვიცი ეწყინა,შერცხვა თუ დაკომპლექსდა... თავის გამართლება ან ბოდიშის მოხდა არ მინდოდა, მაგრამ ფაქტი იყო უნდა გამომესწორებინა ჩემი პირდაპირობა, სიუხესე
--მე პირდაპირი ადამიანი ვარ-- დავიწყე საუბარი როცა სახლთან ახლოს ვიყავით-- არ ვიცი შეიძლება ცუდია შეიძლება კარგი, ვინ როგორი თვალით შეხედავს ამას გააჩნია.
-- კარგია... პირდაპირობა დასაფასებელია...
-- მადლობთ...--მივხვი არ სწყენია-- ბევრი ქალი გყოლია?!
-- ბატონო?!
-- ისეთი მამაკაცი ხარ, ალბათ ბევრი გყოლია ხომ?!
-- რა უცნაურ კითხვებს მისვამ...პირდაპირ მითხარი რა გინდა?!-- გზიდან თვალი არ მოუშორებია ისე მცემდა პასუხებს...ვერ ვატყობდი ემოციებს სახეზე...
-- მაინტერესებს უბრალოდ...
--რა??... ჩემი პირადი სექსუალური ცხოვრება?!
--შეიძლება ასეც ითქვას...
-- რა ცნობისმოყვარე ყოფილხარ?!-- გამომხედა და გამიღიმა...ისეთი სასიამოვნო ღიმილი ჰქონდა მოვიხიბლე...
--კი ძალიან...-- მეც გავიღიმე.


მეორე დილით გვიან გამეღვიძა. მთელი ღამე ვფიქრობდი "მასზე", მის ღიმილზე, მის მამაკაცურ ხმაზე, საუბარზე, თავშეკავებულობაზე... ვიქრობდი იმას თუ რა შთაბეჭდილება დავტოვე... დავაინტერესე?!.... ვფიქრობდი "ჩემს გმირზე", დამემალა? მეთქვა რასაც ჩავდიოდი?... ამ ფიქრებში შემომათენდა... მძიმე ხასიათზე გამეღვიძა... ასე ვიცი როდესაც დღის ძილი მიწევს ხასიათი მიფუჭდება ხოლმე... სახლში მარტო ვიყავი... გამეხარდა.. ავდექი და თავის მოწესრიგების შემდეგ ყავა გავიკეთე, ტელევიზორს მივუჯექი და ჩემი საყვარელი ფილმი გადიოდა. რამდენჯერ მაქვს ნანახი მაგრამ ყოველი ნახვა სიამოვნებას მანიჭებს...ხასიათი გამომიკეთდა.. დავასრულე ყურება და ოთახს მივაშურე მისალაგებლად...ტელეფონი ოთახში დამრჩენია ტუმბოზე იდო... ავიღე და "მისი" სმს.
"ყველაზე ცნობისმოყვარე გოგოს სალამი, ბატონი ინკოგნიტოსგან :) "
ეს ძალიან მოულოდნელი სიახლე იყო, ჩემი მოქმედება ძალიან საინტერესო ფაზაში გადადიოდა...შეტყობინების შინაარსი ცხადი იყო... ჯერ თავად შეტყობინების გამოგზავნა უკვე იმას ნიშნავდა რომ ურთიერთობა მარტო საქმიანი აღარ იყო... პირიქით საქმე დასრულდა ახლა სხვა რამ იწყებოდა... მეპასუხა? რა მეპასუხა?... ისეთი მონაწერი იყო პასუხს არ მოითხოვდა,... "მეთამაშება" მივხვდი.... მეც მეთამაშება,... ახლა რას ვიზავ აინტერესებს, მაგრამ ეს თამაში მე დავიწყე და ჩემია...
" ბატონ ინკოგნიტოს საღამოს თუ სცალია?!.. მინდა ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო :) "--რამდენიმე წუთში პასუხი
"6 საათზე მანდ ვარ"
2 საათი მქონდა დარჩენილი მასთან შეხვედრამდე... თავი მოვიწესრიგე,საგულდაგულოდ მოვემზადე და ასე გამზადებული მთელი ერთი საათი ვიჯექი სახლში და ველოდი მას...

--სად მივდივართ?-- ვეკითხები როდესაც მის ავტომობილში აღმოვჩნდი. დამირეკა "მოვედი"-ო სადარბაზოსთან დამხვდა. ავტომობილიდან არ გადმოსულა.თავად ჩავჯექი.
-- გავისეირნოთ--მოკლე პასუხი გამცა და სანამ ქალაქს არ გავცდით დიალოგი არც-ერთს არ წამოგვიწყია.-- მცხეთაში მივდივართ-- როცა დიდი დიღმის ტრასა გავიარეთ ალბათ შემატყო გაოცება
-- კარგი..--ძალიან მაღიზიანებდა სიჩუმე, არც საუბარი არც მუსიკა...-- ასე ჩუმად ვიჯდეთ?!-დავარღვიე ისევ მე
-- შენ იცი როდის არის ურთიერთობა იდეალური?!-- ძალიან უცნაური პასუხი ჩემს კითხვაზე და ნამდვილად ვერ მივხვდი რას გულისხმობდა
-- რა??... არა არ ვიცი...
-- ხოდა ახლა იცოდე... მაშინ როდესაც სიჩუმე უხერხულობას არ გიჩენს..
-- ეგ როგორ?!
-- როგორ და... როდესაც ზიხარ ვინმესთან, მნიშვნელობა არ აქვს ამ მომენტისთვის ვისთან და საერთოდ არ ფიქრობ იმაზე, რაზე ისაუბრო რომ უხერხულობა არ იყოს... გაიგე?!-- გამომხედა და თვალი ჩამიკრა..
-- გავიგე!-- შემრცხვა რომ ეს არ ვიცოდი...- ანუ??.. შენ ახლა უხერხულობას არ გრძნობ??
--არა!
--რატომ?
-- მე ასეთ სიტუაციებში უხერხულობა არასოდეს მაქვს, რადგან მე არასოდეს ვიჯდები ისეთ ადამიანთან ვისთანაც ყოფნისას, მომიწევს ფიქრი "სასაუბრო თემა".
--აააა-- გავიკვირვე
დანიშნულების ადგილას მივედით.. ისე არასოდეს მყვარებია მცხეთა.. ალბათ იმიტომ რომ ყველა იქაურობას ეტანება და ყოველთვის უამრავი ხალხია, როგორც ჩვენი ერი ისე ტურისტები, მე კი ხალხმრავლობა არ მიყვარდა, დისკომფორტი მქონდა, მაგრამ ამას ხომ არ გამოვამჟღავნებდი?!
-- აბა, ცნობისმოყვარევ, ვისაუბროთ?!--რღაც ჰქონდა აშკარად ჩაფიქრებული
--რატომაც არა...-- არც მე დავიხიე უკან.
-- შენ ხომ პირდაპირი ხარ?... მოდი მეც პირდაპირი ვიქნები... შევთანხმდით?!
-- okay- ვუპასუხე, რათა შემეხსენებინა ჩემი და მისი ასაკობრივი არც ისე დიდი, მაგრამ სხვაობა.
-- რა გინდა?! -- ძალიან პირდაპირი და ცოტა უხეში კითხვა იყო
-- არ ვიცი ჯერ... მაგრამ მინდა რაღაც
-- ოჰო... რაღაც... შენ ისიც არ გეცოდინება რატომ გინდა...
-- არა -- პასუხს ვერ გავცემდი ვერც ერთ მის კითხვას სწორად, ამიტომ ისეთ პასუხებს ვცემდი რომ თავად ჰქონოდა არჩევანის უფლება როგორ გაიგებდა ჩემს ნათქვამს.
-- და როგორ გავარკვიოთ რა გინდა?!
--შენ რა გაღელვებს მე რა მინდა თუ შენ რაც გინდა ის მინდა თუ არა მე?!
-- შენ იცი მე რა მინდა?!
-- ალბათ.-- ოფიციანტი მოგვიახლოვდა და საბედნიეროდ ეს საუბარი შეწყდა, თორემ ძალიან ვიძაბებოდი და ვხვდებოდი ჩიხში მოვექცეოდი. მოგვემსახურა და დაგვტოვა.
-- კი ბევრი ქალი მყოლია...-- მითხრა როდესაც ოფიციანტი მოგვშორდა, ის ჩემი ცნოხისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ცდილობდა-- ვაღიარებ...
-- რატომ?... მე ვგულისხმობ შენ ხომ ცოლი გყავს?!
-- კი მყავს.. და მე ეს არასოდეს არავისთვის დამიმალავს...
-- მაშინ რატომ? მიზეზი რა არის??
-- მოდი ჯერ შენს ერთ მოსაზრებას ვუპასუხებ...-- ყინულებით სავსე ჭიქიდან წიტელი წვენი მოსვა -- შენ თქვი ნამდვილი მამაკაცი ცოლს არ ღალატობსო??.. მაშინ რა ქნას, დაანგრიოს ოჯახი და ეს უფრო კაცობად ჩაითვლება??... შენ საერთოდ იცი ღალატი რა არის?!.. შენ იცი ადამიანების ცხოვრება ასე გვერდითი მხრიდან რომ აკრიტიკებ ყველას??
-- მე არ გამიკრიტიკებიხარ... მე უბრალოდ საკუთარი მოსაზრება გამოვთქვი...
-- მაგრამ დაუფიქრებლად...
-- დაფიქრებულად...-- არ დავიხიე უკან
-- ამიხსენი მაშინ, მე გკითხავ და ამიხსენი.... მე კოლექციონერი არ ვარ ქალების, და არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები,რომლებიც რაოდენობის გასაზრდელად ხარისხს ყურადღებას არ აქცევენ... მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაც კაცობაში შევედი მართლა ბევრი ქალი მყოლია, მაგრამ ყველასთან შემიძლია ვთქვა, ვისთანაც თუნდაც ერთი ღამე გამიტარებია, მე ისე ვიცხოვრე მათთან რომ ის ერთი ღამე მიყვარდა... მე არ ვამბობ "ცოლი" ცუდი მყავს, მაგრამ ალბათ არსებობს მიზეზი იმის თუ რატომ განვაგრძე.... დაკონკრეტება არ ღირს... მაგრამ არის მიზეზი... მაშინ მითხარი... მე არაკაცი ვარ რომ ოჯახს არ ვანგრევ იმ "რაღაცა" მიზეზის გამო???-- მისი ასეთი საუბარი ძალიან მსიამოვნბდა, ის იხსნებოდა და ნელნელა გასაგები იყო ჩემთვის მისი ნაწილობრივ მდგომარეობა და ტიპაჟი.
-- ეს სხვა თემაა..
-- ანუ მამაკაცები "ერთნაირები" არ არიან როგორც თქვენ ქალები ამტკიცებთ?!
-- გამონაკლისები ყველგან და ყველაფერშია..
--გეთანხმები.. ახლა ის მითხარი შენ რა გინდა ჩემგან?! -- თავი ოდნავ გვერდზე გადაწია და შემთვალიერებლის როლი მოირგო რამაც ძალიან უხერხულში ჩამაგდო, მემგონი სახეზე შემაწითლა კიდეც
-- მე... მე ..
-- მოგწონვარ?!--ახლა თავად დამისვა კითხვა და მივხვდი ჩემი "თამაში" შეიძლება ძალიან ძვირად დამჯდომოდა...
-- შენ როგორ ფიქრობ?!
-- თუ კი პასუხის გაცემას მე მთხოვ მაშინ მე პირდაპირ შემიძლია გითხრა რასაც ვფიქრობ...
--მითხარი... -- მაგიდის კიდეს ხელი ჩამოვადე და სახე ჩავდე, ზუსტად ვიცოდი რომ როდესაც ასე ვიჯექი, ჩემი ტუჩები საოცარ გამობურცულ ფორმას იღებდა და მინდოდა მასზე ზემოქმედება გამეკეთებინა.
-- შენ კიდევ ვერ ხვდები ბევრ რამეს... შენ იმაზე მეტად მოგწონვარ ვიდრე შენ გაგიფიქრებია.. უბრალოდ ვერ ხვდები და თუ მიხვდები ცუდად არის შენი საქმე..-- ბოლო ფრაზა მხიარულად თქვა და ცხვირზე თითი გამკრა, როგორც პატარა ბავშვს.
საუბარი მშვიდობიანად განვაგრძეთ... მომიყვა თავის ცხოვრების მცირე ბიოგრაპიულ ჩანახატს და მეც ასევე... მაგრამ როგორ მივსულიყავი თემამდე "ჩემი გმირი", რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა...
-- "ცოლი" გიყვარს?-- როდესაც დაოჯახების თემას შეეხო მომენტი ვიხელთე
-- რა თქმა უნდა.. ის ხომ ჩემი შვილლის დედაა.. მიყვარს, ვაფასებ, პატივს ვცემ..-- გასაგები იყო ყველაფერი, მას ჰყავდა ზუსტად ისეთი "ცოლი" როგორიც სჭირდებოდა
-- რას ვერ გაძლევს რომ ასე დარბოდი თუ "დარბიხარ" სხვებში?!
--ადრენალინს...-- დაფიქრების გარეშე მითხრა-- ეს ისეთი გრძნობაა, როდესაც ეს გაქვს გგონია მთებს შეძრავ, ადრენალინი სტიმულს აძლიერებს... შენ ვერ გაიგებ პატარა ხარ..
--შენ არ მკითხავ არაფერ პირადულს?! -- რატომ ვკითხე ახლაც ვერ ვხვდები..
--არა.. ისედაც გასაგებია ყველაფერი..-- გაიღიმა..
მართლაც რომ საოცარი მამაკაცი იყო... ზუსტად ისეთი როგორიც დაახასიათა..ძლიერი, სექსუალური, მამაკაცური, საინტერესო, ჭკვიანი... ის საღამო მშვენივრად ჩავამთავრეთ... თემას თემა მოყვებოდა და დიალოგი დიალოგს.. იმ ღამით სიზმარშიც კი ვნახე...ალბათ ბევრი ვიფიქრე მასზე და გულში ჩამრჩა... როგორ მინდოდა, რომ შინ მიყვანის შემდეგ ავტომობილიდან გადმოსვლისას ეკოცნა... დიდი იმედი მქონდა, მაგრამ ამაოდ.... რა მემართებოდა არ ვიცოდი... მოუთმენლად ველოდი მის ზარს, მაგრამ ის არ რეკავდა.. რა ხდება?!.. მას ხომ უყვარს ქალები?!.. აშკარაა მოვწონვარ... მაშინ რა უშლის ხელს, რომ ინიციატივა გამოიჩინოს?..."ცოლი?"..... ოხ ნეტავ ეს ცოლი არ არსებობდეს...მეორე დღეს საღამო ხანს მომიკითხა უბრალოდ.. არც შეხვედრაზე სიტყვა, არც იმ დღევანდელ საუბარზე...ვღიზიანდებოდი მისი ასეთი საქციელით მაგრამ რატომ??... გამახსენდა... გამახსენდა :ჩემი გმირის" სიტყვები.. "ურთიერთობა გადადის დამოკიდებულებაში"... და მე ეს დამოკიდებულება უკვე მქონდა...გამახსენდა თავად "ჩემი გმირი"...თავი დამნაშავედ ვიგრძენი..გადავწყვიტე მომეკითხა... უბრალოდ ტელეფონზე მოვიკითხე... დავრწმუნდი რომ კარგად იყო, საქმეები მოვიმიზეზე, და სიტყვა არ დამცდენია იმაზე რასაც ჩავდიოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent