შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„არ არსებობს პირველი სიყვარული, არსებობს ძლიერი სიყვარული“ თავი-1


6-09-2017, 16:28
ავტორი D M
ნანახია 1 500

ვთვლი რომ საკმაოდ აქტიურია ჩემი ცხოვრება ბავშვობიდან ჩემი მშობლების დამსახურებით.
პ.ს მე ნია ვარ 23-წლის, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მომწონს ჩემი ცხოვრების სტილი, ვაღიარებ ამბიციურიც ვარ და ვთვლი რომ ადამიანს თუ ამბიციები არ აქვს, ცხოვრებაში ბევრს ვერ მიაღწევს. მომწონს ჩემში ეს თვისება, ამ თვისების წყალობით გავცდი საქართველოს ფარგლებს, სკოლის დამთავრების შემდეგ 2-წელი ევროპაში ვსწავლობდი, ბევრი რამ მასწავლა ჩემი მშობლების და მეგობრებისგან შორს ყოფნამ, ვისწავლე დამოუკიდებელი ცხოვრება და საკუთარი თავის დაცვა უცხო გარემოში.
ჩემი ცხოვრება სიახლეებით არის სავსე, აი თუნდაც ერთს გეტყვით, 15-წლის ვიყავი პირველად რომ შემიყვარდა საკუთარ დაბადების დღეზე გავიცანი ადამიანი, რომელიც 9-წელი მიყვარდა. ახლა კი.....საკუთარ დაბადების დღეზე, 25-იანვარს ქორწილი უნდა მქონდეს, მაგრამ არა იმ ადამიანთან, რომელიც ამდენი წლები მიყვარდა, არამედ სხვასთან.........ბედის ირონია კი ის არის, რომ ეს ადამიანიც იანვარში გავიცანი.
28-იანვარის საღამო იყო, სახლში კომპიუტერთან ვიყავი მოკალათებული და ჩაის ვსვავდი, თან ჩემი დაბადების დღის ფოტოებს და ვიდეოებს ვნახულობდი, ფბ-ც ჩართული მქონდა. ცოტახნით ოთახიდან გასვლა მომიწია და ჩემმა ძმამაც გასვლისთანავე სიტყვა მომაწია.
-ნია გიომ გამოგიგზავნა მეგობრობა.
-აა ჰოო, გაუქმებული ჰქონდა, დაიმატე მიდი რაა.
ცოტახანში შევედი ოთახში და დამხვდა სმსი.
-ნია სადაური ხარ?
-თბილისელი, შენ?
ჩემდაგასაკვირად ეს ის გიო არ აღმოჩნდა ვინც მე მეგონა....გადავედი მის პროფილზე, არც ერთი საერთო მეგობარი არ გვყავდა, ფოტოებშიც არ მეცნო, უცებ ჩემდაუნებურად ტუჩზე ვიკბინე, მივხვდი რომ სულ უცხო დავიმატე.
ცოტახნით სულ გავთიშე ფბ, მაგრამ გულმა არ მომითმინა და ისევ შევედი....მისი მოწერილები დამხვდა, პროფილზე გადავედი და ახლა უკეთესად ვნახე მისი ფოტოები. ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, იშვიათია ბიჭი ასე რომ მომეწონოს, მაგრამ ვაღიარებ ნამდვილად სიმპათიით განვეწყე მის მიმართ.
-ნია რამდენი წლის ხარ?
-23ის, შენ?
-მე 19-ის.
სიმართლე გითხრათ არ მესიამოვნა ჩემზე პატარა რომ იყო, თანაც 4-წლით.....თითქოს თავიდანვე ვიგრძენი რომ ეს ის იყო, ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გამილამაზებდა, ამიტომ დამწყდა მის ასაკზე ასე ძალიან გული.
-ანუ ჩემზე პატარა ხარ, თან ძალიან.
-კი, ასე გამოდის, მარა არაუშავრს.
იმ საღამოს უბრალო მიმოწერა გვქონდა, კარგად შევედი მასთან კონტაქტში, მასში მომეწონა კიდევ ერთი თვისება, რომელიც ბევრ ბიჭს არ აქვს, არ დაუსვამს ბანალური კითხვა „შეყარებული გყავს“? არ უკითხავს, იმ საღამოს კი არა, რამდენიმე დღე ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.
იმ პერიოდში კიდევ ერთს მოვწონდი, გიგაც ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, პ.ს ბედი არ მაქვს ისიც ჩემზე პატარა იყო, 21-წლის....გიგა ჩემს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, 24-იანვარს ღამის 12-ის ნახევრიდან ჩემს სახლთან მოვიდა რომ პირველს მოელოცა დაბადების დღე და პირველი ყოფილიყო ვინც საჩუქარს მაჩუქებდა, მასზე ყოველთვის დადებითად შემიძლია საუბარი, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ადამიანია, თუმცა გიოს ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამ სულ ყველა ვისაც მოვწონდი ან ვუყვარდი ყველა გადაწონა.....
რამდენიმე დღე გიო აღარ მწერდა, შემოსული იყო და არ მწერდა...ვაღიარებ დამაკლდა რაღაცნაირად, თან გულში ვბრაზობდი კიდეც რატომ არ მწერს თქო, მარა პირველი მე მაინც არ ვწერდი. ბოლოს ისევ თვითონ მომწერა და მომიკითხა, ბევრ თემებს შევეხეთ და მივედით სიყვარულამდეც....
-ნია შეყვარებული გყავდა?
-მყავდა? რატომ წარსულში? იქნებ ახლაც მყავს....
-ასე მგონია რომ ახლა შენი გული თავისუფალია, ვცდები?
-არა, არ ცდები....9-წელი მყავდა, მარა დავშორდით. შენ?
-მეც ერთხელ მიყვარდა და დიდი ხანია დავშორდით ჩვენც.
-ცუდიაა.....იქნებ ისევ გიყვარს? არ გიცდია შერიგება?
-არა, აღარ მიყვარს და შერიგებაც არ მიცდია და არც ვცდი....
-ანუ პირველი სიყვარული იყო ხომ შენიც?
-კი ნია, ჩემიც პირველი სიყვარული იყო..
დამთხვევა აშკარად გვქონდა ამ თემაში, ორივეს ერთხელ გვიყვარდა ცხოვრებაში და ორივემ დავკარგეთ პირველი სიყვარული.....
იმ დღის შემეგ გიო ყოველ დღე მწერდა ფბში, მომწონდა მაგ ადამიანში ის, რომ ამ დროის განმავლობაში ნომერს არ მთხოვდა, ანუ არაფერს არ მაძალებდა, არ მაჩქარებდა....არ იყო ბანალური, არ მთხოვდა შეხვედრას, ვთვლი რომ ეს ყველაეფრი ჩემი საქციელებიდან გამომდინარეც ხდებოდა....არ ვაძლევდი საბაბს ალბათ რომ საკუთარი თავისთვის ბევრის უფლება მიეცა. ამ დროის განმავლობაში ძალიან შევეჩვიე, ყოველ დღე დილიდან ღამემდე მასთან მესიჯობას, მის ყურადღებას, მომწონდა ეს ყველაფერი და არ მინდოდა ამ ადამიანის ჩემი ცხოვრებიდან გაშვება.
14-თებერვალს დაქალთან შევიკრიბეთ და ავღნიშნეთ სიყვარულის დღე, მე როგორც ყოველთვის ტელეფონი მეკავა ხელში და გართული ვიყავი მასთან საუბრით, მახსოვს ამ დროის განმავლობაში იმ დღისით პირველად გავუგზავნე ხმოვანი შეტყობინება და მისი ხმაც პირველად გავიგე.... იმ დღეს მოვუყევი ჩემს გოგოებს მისი არსებობის შესახებ. ფოტოები ვანახე და ფიზიკურად მათაც მოეწონათ, აიი ფოტოების ნახვის შემდეგ მომიწია მათგან რჩევა დარიგებების მოსმენა..
-ნია შენ ხომ იცი რომ 9-წელი გიყვარდა დიმა....თან შენს ცხოვრებაში გიგაც არის, რომელსაც მოსწონხარ და განებივრებს საჩუქრებით, ახლა ეს გიო გამოჩნდა....არ მინდა ტვინი აგერიოს, კარგად დაფიქრდი რა გინდა, თან ეს შენზე გაცილებით პატარაა, ამას სხვა აზრები, მიზნები აქვს და რავიცი.....
-ვიცი ანნ, არ ვჩქარობ, თან რაღაცნაირად მგონია რომ ჩვენი მიმოწერა მეგობრობას არ გასცდება....პირველ რიგში იმიტომ რომ ის ჩემზე გაცილებით პატარაა, 4-წელი ცოტა ნამდვილად არ არის, ჩემებიც ვიცი ამ ამბავს კარგად არ მიიღებენ, სავარაუდოდ იმისებსაც ცუდი რეაქციები ექნებათ. ამიტომ ვფიქრობ რომ არაფერი არ გამოვა, მარა ვაღიარებ ძალიან შევეჩვიე......
გოგოებთან ასეთი საუბრის შემდეგ დავფიქრდი, არ მინდოდა რაიმე არასწორი გადაწყვეტილება მიმეღო, დიდი გამოცდილება მიმაღებინა ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა, აღარ მივცემდი საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლებას, ამიტომ გიოს დიდი სმსი მივწერე და ვეცადე ამეხსნა ყველაფერი.
-გიო ვხვდები რომ ძალიან შევეჩვიეთ ერთმანეთს და არ მინდა რაღაც პერიოდის შემდეგ გული გვეტკინოს. შენ მართლა კარგი ადამიანი ხარ, თუმცა ჩვენს შორის დიდი ბარიერიაა, ეს არის ასაკი....4-წელი მართლა არ არის ცოტა, მე დიდი ვარ და ეს ყოველთვის პრობლემა იქნება, ჯობია აღარ მომწერო, ან უბრალოდ მეგობრობით შემოვიფარგლოთ და მეტი არაფერი....
-კი მართალია ასაკით პატარა ვარ შენზე, არ მიკვირს ახლა რასაც მწერ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა რასაც შენზე ვფიქრობ. როგორც გოგო ძალიან მომწონხარ, რაც გაგიცანი ერთი წამი არ გასულა რომ შენზე არ მეფიქრა, შენი ფოტოსთვის არ დამეხედა და არ გამეღიმა. მიხარია რომ გიცნობ, მართლა გამიჩნდა შენს მიმართ გრძნობა, მაგრამ შენი მოწერილიდან გამომდინარე ვხვდები რომ აზრი აღარ აქვს არაფერს....მინდა იცოდე რომ ყოველთვის მემახსოვრები...
მე ვიცოდი მისი ეს სიტყვები ჰაერზე რომ არ იყო ნათქვამი, ვიცოდი მისი გულწრფელობა და მის ნათქვამში ეჭვი არ შემიტანია....ვერ შევძელი მისი გაშვება ჩემი ცხოვრებიდან და ისევ გავაგრძელეთ მიმოწერა.
გადიოდა დღეები.....ერთ საღამოს ფბში ჩვეულებრივ ვმესიჯობდით.
-ნია ახლა ნასვამი ვარ, ყველაზე მეტად მინდა შენი ხმის გაგება, ხომ იცი ამდენი ხანია გწერ და ნომერი არასოდეს მითხოვია, თუ ძალიან არ შეგაწუხებ გთხოვ ცოტახნით დაგირეკავ.
მეც ბევრი არ მიფიქრია და მივწერე ჩემი ნომერი, რამდენიმე წამში დამირეკა...დიდხანს ვისაუბრეთ, ალბათ 2-საათზე მეტი.....ამ დღიდან უფრო მეტად დავახლოვდით.
მას არასოდეს არ დაუძალებია ჩემთვის ნახვა, ერთ დღეს იცოდა მეგობრებთან ერთად სადაც ვიყავი და იქ დადიოდა მანქანით, ასე შორიდან დანახვაც აკმაყოფილებდა, ცოტახნით მანქანა გააჩერა და ისე მიყურებდა თან მწერდა, მერე დამირეკა და მითხრა, - ვიცი ამ ეტაპზე მარტო არ მნახავ და გთხოვ ცოტახნით მოვალ შენთან და შენს მეგობრებთან ერთად გნახავო, მე სასტიკი უარი გამოვუცხადე... -ჩემმა გოგოებმაც მითხრეს მოვიდეს გავიცნობთო, მაგრამ არ მინდოდა მე.
ის ახლოდან უფრო სიმპათიური იყო, ჩემს მეგობრებსაც მოეწონათ, მაშინ უფრო გამიღრმავდა მის მიმართ სიმპათია..... სახლში მისული ჩემს თავს სულ კითხვებს ვუსვავდი ეს მხოლოდ სიმპათია იყო მის მიმართ თუ უფრო მეტი? ვფიქრობ მეტი იყო....ეს უკვე მოწონება იყო, კიი მე ის ადამიანი მომწონდა თან ძალიან!



№1 სტუმარი sho sho

15 წლისამ გაიცნო ადამიანი,რომელიც უყვარდა 9 წელი,არადა ახლა 23საა..მაგარი ლოგიკაა...

 


№2  offline წევრი D M

sho sho
15 წლისამ გაიცნო ადამიანი,რომელიც უყვარდა 9 წელი,არადა ახლა 23საა..მაგარი ლოგიკაა...

ულოგიკობის რა შეატყე? ))

 


№3  offline წევრი N.yviralashvili

Giorgi da giga..... saxelebia pirvel rogshii setyvaa))))... gaagrdzelee kaia warmatebebii

 


№4  offline წევრი D M

N.yviralashvili
Giorgi da giga..... saxelebia pirvel rogshii setyvaa))))... gaagrdzelee kaia warmatebebii

ხო არა? მადლობა... )

 


№5 სტუმარი Guest Liza

Karqia

 


№6  offline წევრი D M

Guest Liza
Karqia

მადლობა heart_eyes

 


№7  offline წევრი Daniela

ჩემი აზრით პირველი სიყვარულის კვალობაზე ასაკი ნორმალურია ასე, რომ გააგრძელე წარმატებები! heart_eyes

 


№8  offline წევრი D M

Daniela
ჩემი აზრით პირველი სიყვარულის კვალობაზე ასაკი ნორმალურია ასე, რომ გააგრძელე წარმატებები! heart_eyes

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent