ერთხელ(თავი პირველი)
საინტერესოა... როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის ცხოვრების შეცვლა, და... საინტერესოა... როგორ უცნაურად ხდება ხოლმე ყველაფერი ... ჯერ თითქოს არაფერი გაქვს... მერე კი, თითქოს... ყველა’ფერი. **************************************************************************************************************** უკვე საღამოს შვიდი საათია. ცას მთლიანად ბინდისფერი გადაეკრა, უცნაურ, მძიმე საბურველშია ქალაქი გახვეული. ან შეიძლება ასე მხოლოდ მე მგონია, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან გადაღლილი და გათიშული ვარ. კონსპექტების ზვინს ჯიუტად ვუსწორებ თვალს და მესამე ჭიქა ყავას ვწრუპავ. მაინც არაფერს არ მშველის. -ქეთი! მოვედით, ელენე ფრთხილად! ნელა!-ჩამესმის ჩემი ბიძაშვილის ხმა, პარალელურად ვუსმენ კარის მიხურვისა და ჩემი დაქალის ქოთქოთის შეხმატკბილებულ მელოდიას. -მოვკვდი! ავტობუსი გადატენილია, სასუნთქი გზების შევიწროება მაქვს!-ხელით ინიავებს ელენე და მძიმე ცელოფნებს პირდაპირ იატაკზე ყრის.-ქეთევან! დროზე გახსენი ფანჯარა თორემ გავიგუდე! კონსპექტებს გვერძე ვწევ და ფრუტუნით ვაღებ სარკმელს. - ამ გაგანია ოქტომბერში რა გგუდავს?!-ცხვირს უკმაყოფილოდ ვიჭმუხნი მონაბერი ცივი ნიავის შიშველ ხელის მტევანზე შეხებისას. -შენმა ძვირფასმა ბიძშვილმა გაძეძგილ ავტობუსში, რომ შემჩურთა და პალტოიან მგზავრებთან მიჯრით, რომ ვიდექი აი ეგ მგუდავს.-მგესლავს ელენე. ამასობაში ცელოფნებს სამზარეულოს დახლზე ვაწყობ.პროდუქტების ამოლაგებას ოფიციალურად ვიწყებ. ელენე ბოლო ხმაზე უწევს მუსიკას და ტანს მთელი მონდომებით აყოლებს, ლოლა კი თეფშზე ცივ კერძს იდებს და ჩანგალამოღებული ლაშქრავს საძინებელს თავისი ჩუსტების ძიებაში. რაღათქმაუნდა ეს სამძებრო მისია და დიადი ლაშქრობა სრული კრახით სრულდება, რის გამოც ლოლა(როგორც ყოველთვის) გამწარებული იწყებს ელენეს ლანძღვას და ჩუსტების ლიკვიდაციაში ადანაშაულებს. სანამ გოგოები ჩხუბობენ, მე პროდუქტებს დანიშნულებისამებრ ვანაწილებ მაცივარსა და კარადებში, მერე ფლოსტებს ვკიდებ თვალს და შიგ თავში ვუქანებ გაფხორილ ლოლას. -თვალები, რომ გაახილო არ მოკვდები!-ვუწივი დრამატულად. -გველო!-სიტყვას მაწევს, თუმცა გამოკიდება უკვე გვიანია, ცხენივით დაოთხილი მივჯლიგინებ საძინებელში. ჩვენს სახლში მუდმივად ასეთი ყაყანია. ყოველდღიურად მიმდინარეობს ბრძოლა, თანაც ისეთი ჯვაროსნულ ლაშქრობებს, ბერძნულ-სპარსულ ომებს და გლადიატორთა შერკინებებს,რომ უტოლდება. ლოლა ჩემი ბიძაშვილია, ელენე კი ბავშვობის მეგობარი, შესაბამისად, ერთმანეთს წლებია ვიცნობთ და აგერ უკვე ამდენ მაიმუნობაში მესამე კურსზე ვართ. საერთოდ, სახლში დიდი ბუზღუნასა და დაბდურას სტატუსს მე ვფლობ, უბრალოდ დღეს გოგონებს მოუწიათ სუპერმარკეტის გატანა, ეს გახდა მიზეზი ჩემ მიერ გაღებული მოწყალებისა და ცელოფნებზე აღებული პასუხისმგებლობისა ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. ლოლას მშობლები ათი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ლოლა ჩემს დიდ სახლში იზრდებოდა, ელენე მეზობლად ცხოვრობდა და ასე შევიყარეთ საძმოდ, ეს ბინა ლოლას მშობლებს ეკუთვნით და დიდი დაკა-დაკის ფასად დავიყოლიეთ უფროსები დამოუკიდებლად ცხოვრებაზე სამი წლის წინ, ჯერ-ჯერობით ყველაფერს იდეალურად ვუმკლავდებით და დროს სულ მშვენივრად ვატარებთ. ******************************************************************************************************************************* იმ დღეს კონსპექტებს აღარ მივბრუნებივარ, მე და ელენე ერთად ვსწავლობდით და ფურცლების დასტა დიდი სიამოვნებით გადავულოცე. ლოლა ინტერნეტში დაძვრებოდა, თავის კლასელ ნიაკოს მესიჯს მესიჯზე სწერდა. -ხვალ ხომ შაბათია ქეთი?-მზაკვრულად აუციმციმდა თვალები. -შაბათია. მერე?!-უღიმღამოდ ჩავეკითხე, ლოლას გრანდიოზა იდეებისათვის არ მცხელოდა, ფეისბუქზე ათაპაპისდროინდელ სურათებს ვშლიდი. -ნიაკომ თავისთან მიგვიპატიჟა. -სასწაული!-სარკასტულად ჩაიბურტყუნა თავქაჯშეყრილმა ელენემ. -მეზარება.-მოკლედ მოვუჭერი მე. -კარგით რაა!-სასოწარკვეთლმა ლოლამ ხელები გაშალა. ყველაფერი წამის მეასდში მოხდა: ლოლა თითებით მსუბუქად შეეხო მაგიდას, მაგიდა გატოკდა, ელენემ ინსტიქტურად საჩხუბრად გაიქნია ხელი და ფაიფურის ლამაბქს მოარტყა.ლამბაქი აყირავდა და ცხელი ჩაი დაიქცა. მდუღარე სითხე ფეხზე გადაესხა გოგოს. -ვაიმეე!-სიმწრით დაიგმინა ელენემ. მე და ლოლა იმწუთასვე მივცვივდით, საჩქაროდ გავაძრეთ ნაჭრის მოტმასნილი შარვალი და დამწვრობა შევათვალიერეთ. როგორცკი თვალი შევავლე, მაშინვე შვებით ამოვისუნთქე, რამდენადაც ჩემი წიგნების კითხვით შეძენილი სამედიცინო განათლება მკარნახობდა, ელენეს ფეხს არაფერი არ ემუქრებოდა. მოლეკულური ქსოვილი მსუბუქად დაეზიანებინა ქაფქაფა, შაქრიან, დაფერილ წყალს. დამწვრობა სამიოდე სანტიმეტრზე გადაჭიმულიყო და მოწითალო ფერი დასდებოდა. -წავალ მალამოს ამოვიტა.-წყანეად განვაცხადე და ქურთუკი მოვიცვი. -რა მალამო?! ფეხი მოსაჭრელი გამიხდება, სასწრაფოში დარეკეთ!-პანიკაში ჩავარდა ელენე.-ლოლააა! აკრიფე ასთორმეტი!!! -ნუ გეშინია, განგრენის საფრთხე არ არი!-ჩავიხითხით. -არანორმალურო, მიდი დარეკე ლოლა!-ჯერ მე შემომიღრინა, მერე დაბნეულ ლოლას ტელეფონი შეაჩეჩა ხელში. -ნუ ხარ პანიკიორი! არაფერი არ გჭირს! სასწრაფო არა ის კიდე! ემანდ რეანიმაციაში არ დაგაწვინონ!-გაბეზრებულმა დავუბრიალე თვალები, ნაქსოვი კაშნე ძლიერად შემოვიხვიე და ლოლას ვანიშნე ელენე დაეწყნარებინა. იქიდან გამომდინარე, რომ ლიფტში მარტო შესვლის მეშინია, კიბით ჩასვლა განვიძრახე. აფთიაქამდე მისასვლელად ორიოდე ქუჩის გადაჭრა დამჭირდებოდა. საშინლად ბნელოდა, ნისლში, ლამპიონების შუქზე მივიკვლევდი გზას, უეცრად მანქანა გამოვარდა, აშკარად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ძლივს გადავრჩი, რომ უპრობლემოდ არ გადამთქერა. ზედ ჩემს ფეხებთან დაამუხრუჭა მკვეთრად, წონასწორობა ვეღარ შევიკავე, დავბარბაცდი და ტორტმანით დავეხეთქე დაბლა, თავი დავარტყი, პირდაპირ კეფით მივესალმე ასფალტს. კარი გაიხსნა, მაგრამ ფარების შუქში მხოლოდ მოძრავი სილუეტი გავარჩიე, სავარაუდოდ მძღოლიც გვარიანად შეფუცხუნდებოდა. **************************************************************************************************************************** პ.ს ძალიან მოცუცქნული თავია, ღირს გასაგრძელებლად?! დაააფიქსირეთ საკუთარი აზრი, ძველი მკიტხველი თუ შემორჩა გყვარობთ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.