ფერები ?! ...22...
ზოგჯერ გინდა ბავშვი იყო. ის პატარა და ჯიუტი ბავშვი, რომელიც თავისი დიდი, ბრიალა თვალებით გიყურებს, ესმის შენი ნათქვამი "არ შეიძლება", მაგრამ მაინც იძახის რომ უნდა. ჯიუტად, თუნდაც თავისთვის, მაგრამ უნდა და მორჩა. არ აინტერესებს მიზეზი, შედეგი, მდგომარეობა, გრძნობა. მას უნდა და მორჩა... და როცა არ უსრულებენ ტირის... ბავშვურად... უმანკო გულით... მთელი გრძნობით... ტირის რადგან უნდა... უნდა, მაგრამ არ შეიძლება... სწრაფად, ხელის კანკალით მოვარგე გასაღები კარებს, ძლივს შევძელი გამეღო. შევედი თუ არა ლიზი დავსვი და სააბაზანოსკენ წავედი. ცივი წყალი შევისხი სახეზე, იქნებ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი, სახე დამეწყნარებინა, მაგრამ ყველაზე მეტად ტირილი მინდოდა. მინდოდა მთელი გულით მებღავლა, მეყვირა რომ მიყვარდა და მასთან მინდოდა. მაგრამ არ შეიძლება... სააბაზონდან მისაღებში ვბრუნდებოდი, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა. ვიცოდი ვინც იქნებოდა, ისიც ვიცოდი, როგორი გაბრაზებული და ნაწყენი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ზარს მაინც მშვიდად რეკავდა და მოთმინებით იცდიდა. გამბედაობა მოვიკრიბე, თავს შეძლებისდაგვარად მხნეობა შევმატე და კარი გავაღე. საოცრად მშვიდი სახე ქონდა, ჩვეულებრივი, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. თუმცა არაფრის უკან, იყო ყველაფერი, ესეც ვიცოდი. ეს იყო სიწყნარე ქარიშხლის წინ, მაგრამ იცით როგორი ქარიშხლის?! ჩუმად, უხმაუროდ შემოიჭრება და სწრაფი გააზრების, მოქმედების უნარს გიკარგავს. ოდნავ გვერდით გავიწიე და ოთახში შემოვუშვი. ღრმად ჩავისუნთქე, სახეზე ხელები გადავიტარე და ნერწყვი გაჭირვებით, მაგრამ თამამად გადავყლაპე. რთული საუბარი მელოდა... ზედმეტად რთულიც, ამიტომ მზად უნდა ვყოფილიყავი. ჯერ თამაშში გართულ ლიზის მოეფერა. ხელში აიყვანა და მუხლებზე დაისვა. სავარძლის სახელურს მივეყრდენი და ვეცადე მათთვის თვალი ამერიდებინა. არ მინდოდა უაზრო ფიქრებს და ჯერ კიდევ სადღაც მფეთქავ იმედს, გაედგათ ფესვები. ეს ის "არ მინდა" იყო,მარტო "მინდა"-ს რომ ნიშნავდა. გახარებული ლიზიკო ოთახში გაუშვა და სევდიანი თვალებით, წამით შემომხედა. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და მშვიდი, გაწონასწორებული ხმით მკითხა -რას აპირებ იზი? -არვიცი-რამდენიმე წუთის შემდეგ ჩუმად ვუპასუხე -იცი!-მკაცრი ხმით, ოდნავ ხმამაღლა, გადაჭრით მითხრა -მე და ლიზი საზღვარგარეთ წავალთ-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ღრმა ამოოხვრაც მივაყოლე -შენ და ლიზი... შენ და ლიზი...-თავისთვის რამდენჯერმე გაიმეორა და სევდიანი თვალებით შემომხედა. -ალექს...-ხმა არ გამცა, მხოლოდ ერთ წერტილს მიშტერებოდა და ფიქრობდა. მე კი მისი დუმილის მესმოდა. მესმოდა მისი ფიქრები, სუნთქვა და გულის ფეთქვა. მისი თითოეული "არა" მესმოდა, თან ისე მკაფიოდ და კივილით რომ მე ორმაგად მტკიოდა. -...შინაგანად ტყდები...-გამიმეორა ერთხელ ნათქვამი და ტანში გამცრა. -მაინც სად აპირებთ წასვლას, შენ და ლიზი?-ბოლო სიტყვები ზედმეტად ხაზგასმით აღნიშნა და ისევ გამომხედა -არვიცი... ჯერ არვიცი-ისევ ჩუმად განვაგრძნობდი -ხო რა თქმა უნდა. ასე უცბად ადგილსაც ხომ ვერ შეარჩევდი, ვერ მოასწრებდი... გამგზავრების მოფიქრება ადვილია, წასასვლელი სად გექნება ეგაა საქმე... -უკვე ჩუმად,თავისთვის ლაპარაკობდა. -ალექს... ის დედაა, შენთვის კარგი უნდა. ვერ ვამტყუნებ. არ მაქვს უფლება... მე,უფლება არ მაქვს, შენ რამე მოგთხოვო... -მე მაქვს უფლება, რამე მოგთხოვო, მაგრამ არ მოგთხოვ... არ მოგთხოვ... უბრალოდ, მთავარია მე არ გაგიშვა ხელი! -ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა -ალექს ვერ გავიგე რას ამბობ.. ჩვენ მივდივართ-ვეცადე გამეგო რა აზრის იყო. რას მეტყოდა. უკან შემობრუნდა. ისე ახლოს მოვიდა რომ სუნთქვა შემეკრა. უნებლიედ, ძლიერ ჩავისუნთქე და მისი სიტყვებით, განაჩენის მოლოდინში გავიტრუნე. -მე, ხელს არ გიშვებ! საზღვარს იქით კი გაშვებული გამოდიხარ, არა?!- როგორც იცოდა ისევ ისეთი ორაზროვანი წინადადებები. -მივდივართ-ჯიუტად გავიმეორე უკვე ნათქვამი სიტყვა -მერე წა ვი დე თ! -დამარცვლით მითხრა და ისევ კარისკენ დაიძრა -ალექს!-ვეცადე მკაცრად მეთქვა მაგრამ მისი მკაცრი, სერიოზულად ნათქვამი ტონი საშუალებას არ მაძლევდა ისევ ჩემს აზრზე ვყოფილიყავი და ეს უფრო მანერვიულებდა -მთავარია მე არ გაგიშვა...-თავისთვის გაიმეორა და კარი გაააღო -ალექს დრო მინდა, რომ დავფიქრდე...-აწყლიანებული თვალებით დავადევნე უკვე, თითქმის სახლიდან გასულს, მაგრამ ვიცი რომ გაიგონა. ოდნავ შედგა თუმცა არ შემობრუნებულა, ისევ გააგრძელა გზა და კარიც გაიხურა. არაფრის დრო არ მჭირდებოდა, მაგრამ ვიცოდი არ გამიშვებდა... არ გაგვიშვებდა. ამიტომ ჯობდა ეფიქრა რომ მე მიჭირდა გრძნობებში გარკვევა. თუმცა ისიც ვიცოდი, მისი ამაში დარწმუნებაც საკმაოდ გამიჭირდებოდა. ყურები დამიგუბდა და ცხვირის ძლიერი წვაც ვიგრძენი. მთელი გულით ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა მაგრამ ვერ შევძელი. ზედმეტად გრძნობიარე ვიყავი და ალბათ ზუსტად ამის ბრალი იყო რომ სევდა მუდამ თან მახლდა. მიხაროდა ალექსი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვახერხევდი მისით ტკბობას და ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ეს, არცერთის ბრალი არ იყო. გაინტერესებთ რა მოხდა შემდეგ? ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ, ვერც ლელა და მისი პოზიტიური ხასიათი ვეღარ მშველოდა. ისიც წუხდა რომ ყოველდღე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა ამხელა მუცლით, მაგრამ ვინ უსაყვედურებდა. მშვიდად, ტკბილი ხმით ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა. სამაგიეროდ გულში მქონდა ქარიშხალი. ალექსი მენატრებოდა, მინდოდა, მიყვარდა, მეიმედებოდა, მეფიქრებოდა. აღარ შემხმიანებია, ერთხელაც კი არ "შევუწუხებივარ". ალბათ ფიქრობთ დავავიწყდი... სხვა რომ ყოფილიყო მეც უთუოდ მაგას ვიფიქრებდი. მეტსაც გეტყვით, მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, მართლაც რომ წასვლა მომენდომებია, ამის უფლებას არ მომცემდა. მართალია მის ორაზროვან ფრაზებს გვიან ვიაზრებდი ხოლმე, მაგრამ მისი პიროვნება უკვე საკმაოდ შევიცანი. გავითავისე და დავიჩემე. ვიცოდი რომ წასვლის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ მისი დამალვით მაინც გულს მიფორიაქებდა. მესამე დღეს აკანკალებული ხელით დავწვდი აწრიალებულ ტელეფონს. მისი სახელის დანახვა იმდენად მოულოდნელი იყო, რამდენიმე წამით გავიყინე. ძლივს მოვიფიქრე მეპასუხა... ხმის ტონი შეძლებისდაგვარად შევინარჩუნე და ვუპასუხე -იზი...როგორ ხართ?-მძიმე, მტკიცე, მკაცრი ხმით მკითხა. ცოტა დავიბენი ასეთი ხმის გაგონებისას, თუმცა მაინც ვუპასუხე -კარგად... ნორმალურად...-ვეღარ გადავწვყვიტე, თავად მომეკითხა თუ არა. ვყოყმანობდი... -დალაპარაკება მინდა იზი... შეიძლება მოვიდე?- ცრემლები თავისთავად, დაუკითხავად დაუყვნენ უკვე კარგად შესწავლულ გზას. იმდენად მეუცხოვა უკვე დაჩემებული, რომ მეც გამიკვირდა. ამ ერთი "შეიძლება"-თი ყველაფერს მეუბნებოდა. ყველაფერზე მეტყველებდა. აღარ ფიქრობდა რომ ქონდა უფლება თავისით მოსულიყო მაშინ როცა უნდოდა... გაჩუმებული, ყურზე ტელეფონმიდებული დიდხანს ვიჯექი საწოლზე. ხმას ვერ ვიღებდი... მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ, შევძელი ღრმად ჩამესუნთქა და დაწყებული "დაშორების სევდა", ბოლომდე მიმეყვანა -არა... ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს ალექს. კარგად იყავი-ერთი ამოსუნთქვით,მაგრამ ნელა ვუთხარი და გავუთიშე. მორჩა... არ დაწყებული, უკვე დამთავრდა... თუმცა არაფერი მქონდა სადარდებელი. მე შემიყვარდა ნამდვილი სიყვარულით ის, ვინც მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. მე ისეთი მიყვარდა როგორიც იყო და მიუხედავად იმის, რომ ჩვენს შორის სიცივე, ავად თუ კარგად დედამისის გამოწვეული იყო, მაინც უზომოდ მადლობელი ვიყავი მისი, ასეთი ადამიანის აღზრდისთვის. აღარ დაურეკავს... აღარ შემხმიანებია... აღარ მოსულა... აღარ ვუნახივარ... დროის სათვალავი ამერია. მხოლოდ დავდიოდი, ისიც საჭიროების გამო. ჩემი ლიზის გამო... გგონიათ დავავიწყდი? დედას დაუჯერა? -ჰმ.... ლელას მშობიარობაც მახსოვს, ნუგო სოფელში იყო წასული, ლელა დარჩა მხოლოდ, ამხელა მუცლით, ამხელა გზაზე ვერ წამოვალო, არადა აუცილებელი იყო წასვლაც. ხოდა პატარა მაიმუნმაც სწორედ მაშინ ინება დაბადება, როცა მამა გვერდით არ ყავდა. -იზი გცალია?- ტელეფონის აღებისთანავე ძლიერი ხმით ჩამყვირა ლელამ. ისეთი ხმამაღალი ტონის გამო ცოტა დავიბენი -რა? მე... არვიცი... კი რა იყო?-არეულმა ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი -იზი, ნუგოსაც დავურეკე, წამოვა მაგრამ მეშინია იმას რომ დაველოდო გვიან არ იყოს. მშობიარობა დამეწყო... გთხოვ დამეხმარე რა-სწრაფად ამოილაპარაკა და ღრმად სუნთქვაც დაიწყო -ვაიმე საყვარელო... ახლავე...ლიზის მეზობელთან დავტოვებ... ახლავე ლელ... -ტელეფონი ჰაერში გავუთიშე და ლიზისთვის აუცილებელი, საჭირო ნივთები, თავის ჩანთაში შორიდანვე ჩავყარე. საკუთარი თავისთვის არც შემიხედავს ისე გავვარდი სადარბაზოში და ლამის სახით შევასკდი ალექსს. უცბად გავშეშდი. გაფართოებული თვალებით შევცქეროდით ერთმანეთს და ვერცერთს გადაგვეწყვიტა ხმის ამოღება. მიუხედავად იმის, რომ ვიცოდი არ მოვიდოდა, მაინც ყოველდღე გულით ველოდი. ახლა კი გაკვირვებას ვერ ვმალავდი, არ მჯეროდა, რომ ჩემს წინ იდგა. -ალექს? -ენის ბორძიკით ძლივს წარმოვთქვი. ნელ-ნელა წინ წამოვიდა და კარიც ზურგს უკან, დაკეტა. თვალებში მიყურებდა, მკაცრი, ძლიერი მზერით...თუმცა ამ გამოხედვაში იყო რაღაც კიდევ, უფრო შორეული და ჩემთვის უცნობი. სიცივე... -შეგიძლია მოემზადო და წახვიდე- დაბალი ტემბრით თქვა და ლიზისკენ წავიდა. მივხვდი, ნუგომ დაურეკა ალბათ. -მე ნათელას დავუტოვებდი-ვეცადე უდარდელად მეთქვა, თუმცა გული მტკიოდა მისი სიცივის გამო -არ ვენდობი! -იგივე ტონით მითხრა და ლიზის ძლიერად ჩაეხუტა. -შანდლო... მოქედი...-გაბრწყინებული თვალებით ჩაეხუტა ისიც და ორივე საწოლზე ჩამოჯდა. დიდხანს შემეძლო მათთვის თვალების დაუხამხამებლად მეყურებია, მაგრამ ლელა მელოდებოდა. პატარა ჩანთას ხელი დავავლე და კარისკენ წავედი -სპორტულებით აპირებ წასვლას?-უკან დამაწია თავის სიტყვები და მეც იძულებული გავხდი ტანზე დაკვირვებულად დამეხედა. მალე გამოვიცვალე და მეგობართან თავპირისმტვრევით გავიქეცი. "მაინც ჩემთან არის" მეტის გაფიქრება ვეღარ მოვასწარი, ლელას დავურეკე -ლელ სამშობიაროში წამოვიდე პირდაპირ ხომ? ხო არაფერი გინდა ჩემო გოგო? -მალე მოდიიი-ისეთი ხმით ჩამყვირა, მაშინვე გავთიშე. საბოლოოდ კი მე, ჩემი პატარა წერტილის დაბადებას დავესწარი და ბევრი ყვირილის, ღრმად სუნთქვის, ჩემი ხელების დამტვრევის შემდეგ ლელასნაირი პატარა დემეტრე გულზე დავაწვინეთ დედიკოს. ახლა უკვე დასვენების გარდა აღარაფერი უნდოდათ. პალატაში გადაიყვანეს და მეც გარეთ გამომიშვეს. -იზი მითხარი რომ კარგად არიან-მაშინვე მეცა ნუგო -კი ნუგო. კარგად არიან განახებენ ახლა... -ოხ ამის დედაც... მეთქი ერთი დღით წავალთქო და ზუსტად ახლა ვერ გავრჩერდი. მადლობა რა ცოლისდა-ვეღარ ხვდებოდა რას ლაპარაკობდა. ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა -ყური გაქვს ასაწევი სიძეეე.... ვაჟკაცს გილოცაააავ-ყურში ძლიერად ჩავძახე და მეც ჩავეხუტე. -მადლობა დიდი. ლელას მშობლები საჭირო ნივთებს მოუტანენ და მოვლენ. მე პირდაპირ აქ მოვედი. ავალ ახლა ვნახავ კაი?-დაბნეული წინ და უკან დადიოდა -მიდი, რა ნებართვას მთხოვ-მის აწყლიანებულ თვალებს მზერა გავუსწორე და გამეღიმა.-ნუგო მე წავალ, ლიზი მყავს დატოვებული. მერე შემოგირბენთ კიდევ-გავუღიმე და კიბეებისკენ შევბრუნდი -იზი ალექსსაც მადლობა გადაეცი რა-დამიძახა და თვალი ჩამიკრა. სახლში გათიშული დავბრუნდი,ვერაფერზე ვფიქრობდი, მარტო ლოგინი და ძილი მინდოდა. კარები ჩუმად დავკეტე და საძინებლისკენ დავიძარი. გული გამითბა ჩემ საწოლზე ორი, ზედმეტად ძვირფასი ადამიანის სხეული რომ დავინახე. ერთმანეთს ჩახუტებულებს ეძინათ, ტანსაცმელით. თხელი პლედი მივაფარე და გამოვბრუნდი.ძალიან მეძინებოდა მაგრამ რატომღაც ვთვლიდი რომ აზრი აღარ ქონდა. უკვე თენდებოდა. ძლიერი ყავა გავიკეთე, თუმცა ვერ მიშველა. ვიფიქრე წყალს გადავივლებთქო, თვალებდახუჭული ვმოძრაობდი. პირსახოცშემოხვეული წავედი ისევ საძინებლისკენ. უკვე აზროვნების უნარიც აღარ მქონდა. ან იქნებ მქონდა და უბრალოდ ასე მინდოდა?ლიზის მხრიდან დავწექი, ნაზად ვაკოცე ბუთქუნა ლოყებზე და ალექსს გადავხედე. ლიზისთვის მოეხვია ერთი ხელი, სახე კი მის თმებში ჩაერგო და დრო და დრო ცხვირს, პატარა ბავშვივით ჭმუხნიდა. ცდუნებას და სურვილს ვეღარ გავუძელი, ოდნავ გადავიხარე და ტუჩთან ახლოს ნაზად ვაკოცე. აღარ მახსოვს როგორ ჩამეძინა. მართლა ტკბილად მეძინა... თვალები რომ გავახილე, პირველი შიში ვიგრძენი... დეჟავუს გრძნობა მქონდა და გულიც ამიჩქარდა. შემდეგ კი გადაწეულ ფარდებს მოვკარი თთვალი, გვერდიდან რომ მზის სხივები ეპარებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და გვერდით, საწოლს გადავუსვი ხელი, ლიზის გადაფარებულ სხეულის შეგრძნებისას უფრო დავმშვიდდი და თვალები ისევ დავხუჭე. კარის გაღების და დაკეტვის ხმაც გავიგე. ალბათ ალექსი თუ წავიდათქო გავიფიქრე და გვერდით გადავტრიალდი ასადგომად. ფარდების გადაწევა და ჩემი თვალების დახუჭვა ერთი იყო. მარტო ალექს თუ მოუვიდოდა აზრად ფარდების ჩამოფარება.ჯერ კიდევ ჩემ ტანზე შერჩენილ პირსახოცს ჩავებღაუჭე და თმები ავიჩეჩე -დაფიქრდი?-ბოხი ხმა და ჩემი გულის ფრიალი ერთი იყო -ააა გამისკდა გული ალექს. ბავშვს გამიღვიძებ-ღრმა სუნთქვით ძლივს გადავაბი სიტყვები და მისი მზერა დავაიგნორე -ლიზი ბაღშია, უკვე სამი საათია-მშვიდი ხმით მომიგო, თუმცა მზერა არ მოუშორებია -რა??-ყურებს არ დავუჯერე,ჯერ საწოლს მზის შუქზე დავხედე,შემდეგ კი ერთი ნაბიჯით დავწვდი ტუმბოზე დადებულ ტელეფონს. პირველის ნახევარი იყო.-შენ რატომ ხარ აქ? ფეხზე წამოდგა და ნელ-ნელა დაიძრა ჩემსკენ. გამყინავ მზერასაც არ ცვლიდა. -რატომ ვარ აქ, არა?-კედელთან მიმიმწყვდია და აქეთ-იქით ხელები დაალაგა. სიტყვის თქმას ვეღარ ვახერხებდი. -მიპასუხე! სალაპარაკო არაფერი გვაქვს ხო?! ხმა ამოიღე-ოდნავ ხმამაღლა წარმოთქვა და ხელიც გამეტებით დაარტყა კედელს. თვალები უნებურად დამეხუჭა. ხელები კი ინსტიქტურად მივიდე ყურებზე -იზი ხმა ამოიღე, ჩემგან რას ითხოვ, რა გავაკეთო? -არაფერი-ხმის კანკალით წარმოვთქვი და ჩაწითლებულ თვალებს გავუსწორე მზერა. წამიერად ვიგრძენი, როგორ მიცურავდა ჩემი პირსახოცი ქვემოთ. სანამ მე დავიჭერდი, მანამდე მომასწრო, ხელით ჩაეჭიდა და ტანზე შემომახვია. სახე ხელებით დამიჭირა და თვალებზე ძლიერად მაკოცა -ალექს...გთხოვ-ხმის კანკალით ვთხოვე. არ მინდოდა შორს წასულიყო. ჩემ თავშიც არ ვიყავი დარწმუნებული. ვეღარ გავუძლებდი და სურვილს დავყვებოდი. უგრძნობლად მომაშორა ხელები, ერთხელ კიდევ შემომხედა და კარისკენ დაიძრა -მაინც არ გაგიშვებ!-მკაცრად მითხრა და კარიც გაიჯახუნა. ძლივს დავეწიე უკვე გასასვლელთან. ხელები მკერდზე მივადე და შევაჩერე -ალექს... მიყვარხარ... მაგრამ გთხოვ დრო მომეცი, მჭირდება... მინდა რომ კარგად გავერკვე... მინდა შენს გვერდით, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიდგე. მინდა როცა დედაშენს შევხედავ, ჩემი წარსული კი არა შენ გამახსენდე. გთხოვ...-აცრემლებული თვალებით ვუყურებდი. დაკვირვებით მიყურებდა, ფიქრობდა. ორივე ხელი სახეზე მოისვა და შემდეგ მომმართა -რამდენიც გინდა იმდენი იფიქრე, მაგრამ უჩემოდ არა! არსად წახვალ იზი. გპირდები, ვეცდები რომ იშვიათად მოგხვდე თვალში, მაგრამ უჩემოდ მაინც არსად იქნებით!-მკაცრი ხმით მითხრა, ახლოს მოვიდა და ძლიერად ჩამიკრა გულში... ისე მომნატრებია ვიგრძენი, რომ ცრემლები წამომივიდა. ხელი პერანგს ძლიერად მოვუჭირე და ღრმად ჩავისუნთქე მისი სურნელი.აი ახლა კი მართლა თანახმა ვიყავი არსად წასულიყო. თვალებზე მაკოცა ისევ ნაზად და კარს იქით გაუჩინარდა. ________ იმედი მაქვს მოგეწონებათ. არვიცი გაგიმართლეთ თუ არა იმედები... შეცდომებისთვის და დაგვიანებისთვის უდიდესი ბოდიში... მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.