შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პროკურორი მაღალ ქუსლებზე (8 თავი)


7-09-2017, 02:19
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 2 308

მეორე დღეს ნათიამ ისევ დამირეკა.
-ლეა როგორ ხაარ?
-რავი ნათი კარგად შენ?
-მეც კარგად ესეიგი რაზე გირეკავ მარშუტი შეგვეცვალა შეკვეთილში მივდივართ თან ,,უცნობმა" ბათუმის მერე შეკვეთილს ვეწვევიო და მგონი ასე ჯობია.
-ხო ჩემთვის არაა პრობლემა და ნათია ბუჩი უნდა წამოვიყვანო ვერ დავტოვებ ვერავისთან.
-რა პრობლემაა წამოიყვანე საკმაოდ დიდი ეზო გვაქვს და არ მოიწყენს
-კარგი მადლობა ნათია-უცებ გავთიშე ტელეფონი, როცა იოანეს ტირილი გავიგე და ქვევით სირბილით ჩავედი.
-რაიყო დედი-ხელში ავიყვანე მოტირალი იოანე
-მამიკო ალ ალიშ-ტირილს უმატა
-საქმე ქონდა და წავიდა დე-უცებ მოვატყუე და ოთახში ავიყვანე. მოვამზადე, ვასაუზმე და შეკვეთილის გზას დავადეიქთ. მთელი გზა ეძინა იოანეს და მეც მშვიდად ვმართავდი მანქანას. შეკვეთილში ჩასვლისას მალევე მივაგენი სახლს. ხელში მძინარე იოანე მიჭირავს, გვერდით ბუჩი მიდგას და ფეხით ვაკაკუნებ კარზე.
-ლეა გეღირსა-ცაში აღმართა ხელები
-გვიან გამოვედით-გავუღიმე-ოთახი საითაა ბავშვი რომ დავაწვინო?
-თქვენ მეორეზე იქნებით-გამიძღვა წინ და ოთახში შემიყვანა. იოანე ლოგინზე დავაწვინე გარშემო ბალიშები შემოვულაგე და ეზოში გავედი. მანქანიდან ბარგს ვიღებდი ვიღაცის ცივი ხელი რომ შეეხო ჩემს ხელს.
-მოგეხმარები-მითხრა წყნარად
-არაა საჭირო დილით საკმაოდ მომეხმარე-ნაგლურად გავუღიმე და ჩემოდინი ჩამოვდგი
-დილით ადრე მომიწია გასვლა-თავი მოიქექა
-ხო იოანეს ტირილს საზღვარი არ ქონდა-მანქანის კარი მივაჯახუნე და სახლში შევედი.
-ლეა გაიცანი ეს ლიზაა და ეს იაგო-გამაცნო ნათიამ-ჩემი დეიდაშვილები
-სასიამოვნო-გავუღიმე
-ჩვენთვისაც-ერთად თქვეს თუმცა იოანემ არ გვაცალა ერთმანეთის კარგად გაცნობ და ტირილი მორთო. ოთახში ავედი და ხელში ავიყვანე.
-რა გატირებს დე?-სველი ხუჭუჭა თმა ხელით გადავუწიე
-უსენოდ მეჯინა-გაბუსხულმა თქვა
-დედას სიხარული ხარ-ლოყაზე ვაკოცე და გამოვუცვალე.ქვევით ჩასულებს სუფრა გაშლილი დაგხვდა და ჩვენც შევუერთდით მათ.
-აუ რა კაცია ეე-სიცილით თქვა იაგომ
-მაგარი კაცი ხარ ხო მა?-თორნიკემ კალთაში გადაისვა.
-მე კელაზე მაგალი ვალ-ხელები მაღლა აღმართა იოანემ.
-მოდი დე ვჭამოთ-ვუთხარი და ხელები გავიშვირე იმის მოლოდინში, რომ ჩემთან მოვიდოდა თუმცა ცხვირი აიბზუა და თორნიკესთან დარჩა.-იო აცალე ადამიანს ჭამა და მოდი ჩემთან-თვალები ვუბრიალე
-იყოს ჩემთან რა უჭირს?-გაბრაზებულმა გამომხედა
-ხელს შეგიშლის
-არაფერიც
-კარგი მერე მე არ დამაბრალო-მხრები ავიჩეჩე და ჭამას შევუდექი. ვერ გეტყვით რა მჭირდა თითქოს ძველმა ლეამ იჩინა თავი და მომიშხამა ის ხასიათი რაც ცოტა ხნის წინ მქონდა. არ მინდოდა იოანე მიჯაჭვოდა თორნიკეს იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი ყელში ამოუვიდოდა და შეეშვებოდა ეს კი იოსთვის საშინელება იქნებოდა. მე? მე არ ვიცი რა მჭირდა ნაწყენი ვიყავი? ალბათ, რატომ? დილით რომ წავიდა, და რაში მანაღვლებდა? არ ვიცი. მოთხუპნულმა იოანემ ლოყაზე მაკოცა.
-ოხ იოანე-დავიჭირე და მოვუღუტუნე.
-აუ დე
-ხოო
-ნაკინი მინდა
-ახლა არა დე გაცივდები
-ალ გავჩივდები
-დედი გვიანია ახლა ხვალე დილას გავიდეთ და ვჭამოთ ხო?-თავი დამიქნია და ჩამეხუტა. სააბაზანოში შევიყვანე და კბილები გავუსუფთავე. პიჟამა ჩავაცვი,, მაგრამ რა დააძინებდა 5 საათიანი ძილის მერე? აბა მე მკითხეთ ისე მეძინებოდა ლამის ფეხზე დამძინებოდა. მისაღებში ჩავედით და თამაში დავუწყე იმ მიზეზით რომ დაიღლებოდა და დაეძინებოდა. ძლივს ვახელდი თვალებს თორნიკე რომ მომიჯდა.
-წადი დაიძინე მე მივხედავ-მითხრა თბილად
-არა შენ დაიძინე ეს კიდე არ დაიძინებს დიდხანს და შეგაწუხებს ძალიან-ვთქვი ძლივს და თვალები მოვისრისე. კისერზე მისი ხელი შემომხვია და თავი მის გულზე დამადებინა.
-გეძინება ლეა თან ძალიან-სიცილით მითხრა
-დაეძინება იოს და მე დავიძინებ-ძლივს ვუყრიდი სათქმელს თავს
-ლეაჩკა ნუ ჯიუტობ-თმაზე მეფერებოდა და უცებ შეწყვიტა. ძილბურანში გახვეულმა ხელი მოვკიდე მის ხელს და თმაზე დავადებინე იმის ნიშნად რომ გაეგრძელებინა. ლოყაზე მომაკრო ტუჩები და თმაზე ფერება განაგრძო.
დილით ჩემს ლოგინში გამეღვიძა იოანე კი არსად ჩანდა. როგორც ვიცოდი თორნიკე ჩემს გვერდით ოთახში იყო ამიტომ ავდექი და ოთახში შევიპარე. ისე საყვარლად ეძინა ორივეს სურვილი მახდჩობდა მოვფერებოდი თუმცა ამას ვერ ვიზამდი. ჩემი ტელეფონი ამოვიღე სურათი გადავუღე და ჯიბეში ჩავიბრუნე მერე თორნიკეს ტელეფონით გადავუღე და ოთახიდან ჩუმად გამოვედი. ქვევით იოაგო იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-დილამშვიდობის-მივესალმე
-დილამშვიდობის სადაა პატარა კაცი?
-ძინავს-დივანზე ჩამოვჯექი
-ლამაზი ბავშვია
-ხო ძალიან-ღიმილით გავხედე
-არ გგავს-შეპარვი მითხრა
-გარეგნულად ვერც დამემსგავსება სამწუხაროდ-დანანებით ვთქვი-ის მაინც ჩემი შვილია ოღონდ არაბიოლოგიური თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს დედა მაინც მე ვარ-უცებ გავარკვიე სიტვაციაში
-თორნიკე?
-რა?
-სულ არ მოგწონს?-თვალები დაიწვრილა
-იდიოტები არ მომწონს-ხელი ავიქნიე
-კი კი ეგრეა-სიცილით მითხრა
-არ გშია?
-აუ კიიი ახლა ველოდებოდი როდის ადგებოდა ლიზა რომ რამე გაეკეთებინა
-წამო მე გავაკეთებ რამეს-სამზარეულოში გავედით
-აბა ლეა მომიყევი შენზე-სკამზე ჩამოჯდა
-მე მოსაყოლი დიდი არაფერი მაქვს-მხრები ავიჩეჩე
-მოსაყოლი ყველას გვაქვს
-არის გამონაკლისი სახელად ლეა-გავუღიმე და ჩაი დავასხი-შენზე მომიყევი
-ჩემზე კი არა რაღაცეებს ბედოვლათზე მოგიყვები-სიცილით მითხრა-ბავშვობაში თორნიკე იყო სუფთა სელაპი პუტკუნა აღარ ერქვა მაგას. სულ ჭამდა ყველაფერს რაც შეხვდებოდა. ხოდა ერთ დღეს ქელეხში ვართ რესტორანში და ასე იქნენოდა 7 წლის მიკროფონთან დგას და ტირის. თამადამ
ითავა და კითხა რა გატირებსო და ამანაც ღნავილით ლობიოს მარილი აკლდაო. იქ სიცილი ატყდს ხალხი რა დღეში იყო უნდა გენახა
-ხო მაგარი სანახავი იქნებოსა-ღიმილით ვუთხარი
-აუ ისიც უნდა მოგიყვე-უკვე 10 წლის იყო და ვერ იკლებს თან ეს გოგოებიც მაგრად მოსწონს და არ იცის რა ქნას. სპორტის გაკვეთილზე მიბარებს სასწავლო ნაწილი და დირექტორი არ ვიყავი ისეთი ბავშვი რა აი ძრომიალა და რამე ხოდა სამასწავლებლოში მხვდება წელს ზომოთ ღიპმოხატული თორნიკე. და რა ახატია. კუბიკები დირექტორმა ეს რა არისო გოგოების თვალწინ ცუდად იქცეოდაო და კონკრეტულად თქო? ერთმანეთს გადახედე დრექტორმა და მასწავლებელმა და მარტივად მითხრეს. ,,გამოამზეურაო". ეს კიდე იჯდა გაბუსხული-ვიცინოდით როცა იოანე და თორნიკე შემოვიდნენ
-რა გაცინებთ?
-შენს გმირობებზე მიყვებოდა-ღიმილით გავხედე
-ყოჩაღ უფროსო დადვანო-ტაშის იმიტაცია გააკეთა და პირდაღებულმა იოანემაც გაიმეორა
-შევჭამ ამ გავშვს-მაგრად აკოცა თორნიკემ
-ბავშვს თუ კოცნი კეთილი ინებე და წვერი გაიპარსე კანი გაუღიზიანდება-წარბაწეულმა გავხედე
-რა ბრაზიანი დედიკო გყავს რა-სიცილით აუჩეჩა თმები-მშია მე, შენ არა?-იოს ელაპარაკებოდა
-ცოტახანი გყავდეს საჭმელს გავუკეთებ-კარადიდან პეჩენიები გადმოვიღე და საჭმლის კეთება დავიწყე. თორნიკე ამომიდგა გვერდით და პეჩენიის დანახვისას თვალები გაუნათდა
-აუ ვგიჟდები ამ პეჩენიებზე-ხელი მათკენ წაიღო და ჩემი მწარე ხელიც მოხვდა-მეტკინა გოგო არ გეცოდები?-სახე დამანჭა
-ნწ არ მეცოდები-თავი გავაქნიე-იო სადაა?
-იაგომ გაიყვანა-მხრები აიჩეჩა
-აუ გთხოვ ბუჩის საჭმელი ჩაუყარე რა ჩემთან ოთახშია აივნის კართან
-კაიც-ლოყაზე მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. საჭმელი მისაღებში გავიტანე და იოანე ხელში ავიყვანე.
-მორჩი ახლა დე თამაშს და ვჭამოთ-კალთაში ჩავისვი
-დილამშვიდობის-მომესალმა ლიზა-ეე პატარა კაცო-გვერდით მოგვიჯდა-აუ შეიძლება მე ვაჭამო?-გამეკრიჭა
-კი როგორ არა-თეფში გავუწოდე-მაშინ მე საუზმეს გავაკეთებ-თავი დამიკრა და მეც სამზარეულოში შევედი.
-ისე ატყობ სამზარეულოს გარდა სხვაგან ვერ ვხვდებით ერთმანეთს-სკამზე ჩამოჯდა თორნიკე
-გეშლება განყოფილებაში საკმაოდ ხშირად ვხვდებოდით
-ხო მარტო ეგ გახსოვდეს შენ
-ლაქლაქს გირჩევნია მომეხმარო
-რაში?-გვერდით ამომიდგა
-სტაფილო დაჭერი
-საფილოთი რას აკეთებ?
-იოანეს ბოსტნეულის სალათს-თვალები ავატრიალე?
-ჩვენ?
-დანარჩენებსაც დილით მსუბუქი საჭმელი არ აწყენდათ
-არა ჩვენზე გეუბენბი
-ვინ ჩვენზე?-თავი გამოვიშტერე
-ჩემზე და შენზე ანუ ჩვენზე?
-რა გინდა თოკა?
-შენი კარგად ყოფნააა-გამიღიმა და წინ დამოდგა-ახლა იცი რას ვიზამ?
-ვერაფერს ვერ იზამ
-იცი რომ ვიზამ
-შენც კარგად იცი ბოლოს რომ ცადე...-წინადადება არ მქონდა დამთავრებულო კარადიდან ნუთელა, რომ გამოიღო და მაგიდასთან დაჯდა
-რაო რას ამბობდი?-გამეკრიჭა
-იდიოტო სტაფილო დაჭერი-შევუბღვირე მე
-უიმეე ალქაჯი ხარ რა-ხელი აიქნია
-რა ვარ?-დანა მოვუღერე და ცალი ხელით დოინჯი გავიკეთე
-ალქაჯი-გამეკრიჭა
-კარგი-უცებ გავსწორდი მთელი ცერემონიალებით მოვიქნიე თმები და საჯდომის მკაფიო ქნევით გავაგრძელე საჭმლის კეთება.
-ნათი გაიღვიძე?-სიცილით შევხედე გაბსხულ გოგოს
-მშიააა-მთქნარებით მითხრა
-მზადაა გაშლილია უკვე და შეგიძლია ჭამო
-მივფრინავ-უცებ გავიდა სამზარეულოდან თორნიკეც ადგა. კარებში მკლავზე დავექაჩე და ჩემსკენ მოვატრიალე
-მე გასასვლელი ვარ და გამიხარდება თუ იოანეს დაიტოვებ-ყურთან ახლოს ვუთხარი-ძალიან კარგი-ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე და ოახში ავირბინე.
-ალქაჯს გაჩვენებ მე შენ-გულამოღებული სარაფანა ჩავიცვი თან ისეთი რომ ჩემი ბურთები მთელი ენთუზიაზმით იყურებოდნენ. ტუჩზე წითელი პომადა გადავისვი. სათვალე გავიკეთე ჩანთას ხელი დავავლე და ქვევით ჩავედი.
-წავედი მე-მისაღებში რომ შევედი თორნიკეს საჭმელი გადაცდა-ნელა-ზურგზე სამჯერ მაგრად მოვარტყი
-ვაუ ლეა ასე გამოპრანჭული საით?-ღიმილით მითხრა იაგომ
-რაში გაინტერესებს ბიჭო შენ? ვინმე სიმპოს გაიცნობდა და პაემანზე-დაუცაცხანა ლიზამ
-ამ დილა უთენია ხაშია?-გაიკვირვა იაგომ
-წავედი მე და მიმიხედე შენ ბავშვს-ღიღინით გავედი გარეთ და ჩავჯექი მანქანაში. აფთიაქთან გავაჩერე და შიგნით შევედი.
-რითი დაგეხმაროთ?-ღიმილით მომიახლოვდა კონსულტატი
-საღებავები მინდა ისეთი ფერი რომელიც ქერა თმაზე კარგად დაჯდება და მარტივად არ გაღიავდება თან რაც შეიძლება ჭრელი ფერები-გოგონა გაშტერებულ მიყურებდა მერე მზაკვრულად გამიღიმა და სექციისკენ წამიყვანა
-იცით მივხვდი რას აპირებთ
-ხოო რას?-ღიმილით გადავხედე
-ვიღაცამ გაგაბრაზათ და თმა უნდა აუჭრელოთ
-მართალო ხარ-თიმილით გავხედე-შენ გაგაბრაზა ვინმემ?
-კი ეს უკვე ვცადე და ახლა რაღაც სვა მინდა-წყენით თქვა
-უცებ მომიყევი
-თბილისიდან აქ ჩამოვედი ზაფხულის სამუშაოზე თან დავისვენებთქო ვიფიქრე ხოდა ბავშვობაში ვინც მიყვარდა ის დაბრუნდა ამერიკიდან და 3თვეზე მეტია ნერვებს მიშლის მეც ასე ვარ გუშინ დამირეკა შეყვაებულისთვის საჩუქარი ამარჩევინეო-წყენით თქვა
-იცი რა ქენი?-იმედიანი თვალებით ამომხედა-მოიქეცი ლაღად ისე თითქოს შენთვისაა და ჭკუაზე არ ხარ დამიჯერე არ ინანებ-სიხარულისგან მოულოდნელად ჩამეხუტა
-მე უკაცავად-უცებ მომშორდა
-არაუშავს ისე მე ლეა მქვია-ხელი გავუწოდე
-მე თიკო-თვითონაც ჩამომართვა ხელი
-ძალიან კარგი თიკო მოიქეცი ისე როგორც გითხარი-ფული გადავიხადე თბილად გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი. გზაში ვარდები ვიყიდე, ტკბილეული და სახლის გზას დავადექი. სახლში გახარებული და აღბრთოვანებული შევედი.
-დედიტოო-სიხარულის გამოიშვირა ხელები იოანემ
-დედას ბუუშტო-ხელში ავიტაცე და დავატრიალე
-ვა რა ხასიათზეა ნახეთ რა-სიცილით თქვა ნათიამ
-რატომაც არა-მხრები ავიჩეჩე
-კარგად გაერთე?-გაბრაზებულმა გამომხედა თორნიკემ
-კიი ძალიან-დივანზე ჩამოვჯექი და იოანე კალთაში ჩავისვი.-დედას სიხარულს ზღვაზე არ უნდა?
-ზგვა ლა ალი?-ხელები აატრიალა
-აი გავემზადოთ ახლა და განახებ-ზევით ღიღინით ავედი-აიი ვარდები ძირს დამრჩა-თავში ხელი წამოვირტყი-არაუშავს მერე ამოვიტან-საცურაო კოსტუმი ჩავიცვი იოანეც გავამზადე ყველაფერი ჩანთაში ჩავყარე დაწყებული მზის კრემებით, გაგრძელებული იოანეს სათამაშოებით,კიდე გაგრძელებული ბუჩის სათამაშოები და ბოლოს სასუსნავები. ქვემოთ ჩავედით და ბავშვებს დავუდექი წინ
-აბა მოდიხართ?-გახარებულმა გავხედე
-მე ვერა მუცელი მეზრდება და ღიპივით მადევს-წუწუნი დაიწყო ნათიამ
-ჩამოვა ეკე და მოგხედავს-სიცილით თქვა იაგომ
-ხო და მერე იძახე ღიპი მაქო-გააჯავრა ლიზამ
-შენ რა გიხარია დაო-თვალი ჩაუკრა იოაგომ
-ენა იოაგო-გაბრაზდა
-ჩემი ვარდები სადა?-ვიკითხე მე
-დაჭკნა და გადავყარე-მშვიდად მითხრა თორნიკემ
-დამჭკნარიც მომეწონებოდა-შევუბღვირე და გარეთ გამოვედი . -კიდევ კარგი, ვერ ვიტან ვარდებს-გავიფიქრე და იოანე სპეციალურ სავარძელში მოვათავსე.
-მეც მოვდივარ-კარები გამოგლიჯა შორტებში და გახსნილ საროჩკაში გამოწყობილმა იოანემ.
-წამოდი მერე-ისე ვუთხარი არ გამიხედია. ივნისის ბოლოსთვის შესანიშნავი ამინდი იყო არც ძალიან ცხელოდა და არც ციოდა.
-ბავშვს მე გადმოვიყვან-ვუთხარი მე
-რაა?-კარებთან დავეჯაზეთ ერთმანეთს
-დებილი ხარ?-შევიბღვირე
-რატო ვითომ?-დოინჯით დამიდგა
-ლეა აბა გამკიცანი ვინ ვარ?-თვალებზე დიდი ტორები ამაფარა
-ჩემი სიცოცხლე ხარ შენ-უცებ შევტრიალდი და მონატრებულ ძმაკაცს ჩავეხუტე
-როგორ მენატრებოდი ლეააა-ლოყები დამიკოცნა
-მეეც-უფრო მივეხუტე
-დედიტოო-დაბღვერილი იყურებოდნენ იოანე და თორნიკე
-ხო დედი-ხელი კისერზე მოვხვიე და დაბღვერილებს გავუცინე.

***
ესეც შემდეგი თავი. იმ ერთმა კომენტარმა მომცა სტიმული გამეგრძელებინა :(



№1 სტუმარი Tako

Gaagrdzelee gaaagrdzelee es ar unda sheckviitoo ra

 


№2  offline წევრი Indigo

აყ, ვგიჟდებუ ქალები კაცებს რო აწვალებენ :დდ 3:)
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№3  offline წევრი tatuli)

ar shecyvito ra sul velodebi rodis dadeb axal tavs dzaan momcons

 


№4 სტუმარი Guest ანა

აუუ ვგიჟდები ამ ისტორიაზე

 


№5 სტუმარი Guest keke

Kidev kargi gadamirchii :D ar gamagonoo araferi. Mteli mowiwebit da gulisfancqalit velodebii aam yvelapers :* shemdegi tavis molodinshii viqnebii da ar daogvianoo chemo gogooo :*:*

 


№6 სტუმარი Guest ლიკა

როდის დადენ შემდეგ თავსს

 


№7  offline წევრი Ana Stepnadze

Guest ლიკა
როდის დადენ შემდეგ თავსს

ვცდილობ დიდი თავები დაგიდოთ, რადგან მეც ვიცი როგორი ცუდია, როცა თავი ისეთ საინტერესო მომენტში წყდება როცა არ გინდა, რომ გაწყდეს. ამიტომ ვაგვიანებ დღეს დავამთავრებ ამ თავს ალბათ და ხვალ დაგხვდებათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent