შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამის მზე (თავი მეოთხე)


8-09-2017, 03:24
ავტორი Yvavi.
ნანახია 1 501

პირველი დარტყმისას გგონია, რომ ყველფერი მალე დასრულდება. მეორედან უკვე იწყებ ფიქრს რომ ყველაფერი საშინელი და გულისამრევია, მესამეზე ზურგი გიბუჟდება და წამიერად ტკივილის შეგრძნებას კარგავ. მეოთხეს იმდენად ძლიერი ტივილი მოაქვს, რომ ღებინებამდე მიჰყავხარ, თუმცა ითმენ. იცი რომ ყოველი განძრევა უფრო მეტ ტკივილს და დარტყმას მოასწავებს.
მეხუთეზე გონება გებინდება, გრძნობ რომ სხეული აღარ გეკუთვნის. ვეღარ მოძრაობს, ვერ სუნთქავ.
მეექვსეს მერე გჯერა რომ აღარფერია მარტოობაზე ძვირფასი. როცა საკუთარი თავის მეტი არავინ გყავს.
მეათე დარტყმამდე ფიქრი ჯერ კიდევ შეგიძლია. გონებაში ათასი საძაგელი აზრი გიტრიალებს და ოცნებობ რომ დამსჯელის ადგილას შენ იყო.
მეთოთხმეტე დატყმის შემდეგ კი აღარფერი გახსოვს, შავდება და გგონია რომ საკუთარი სული გადაყლაპე.
ამდენი წამების შემდეგ რწმენას კარგავ. ყველაფრის. ზებუნებრივიდან დაწყებული რეალურით დასრულებული.
--
სკოლიდან ვბრუნდებოდი. ჩემს ქუჩას ვუახლოვდეობოდი ჩემი სახელი რომ გავიგე.
-სოფი. - ჩემგან რამდენიმე მეტრით დაშორებული ალექსი იდგა და მომღიმარი ხელს მიქნევდა.
ჯანდაბა, როგორ მინდა რომ გაქრეს.
დროს კარგავს.
-ჰეი. -გავუღიმე და ნელა გავაგრძელე მის გვერდზე სიარული.
-გუშინ შემოგიარე, მაგრამ მამაშენმა მითხრა რომ მნიშნელოვანი საქმეებით იყავი დაკავებული. - გვერდულად, დაკვირვებით გადმომხედა და სვლა შეანელა.
-რატომ გუშინ და არა სხვა დღეს? - წყენა ამომიტივტივდა გონებაში, ერთი კვირაა მისგან არაფერი მსმენია. არცერთი შეტყობინება, ნახვაზე ხო საუბარიც ზედმეტია.
-შენი ხმა გავიგე.
-ჩემი ხმა? - ირონიულად ავწკიპე წარბები.
-რა ხდება შენს სახლში? - დგას შუაქუჩაში და წარბშეკრული მიყურებს. ღმერთო, ზედმეტად რომ არ ყოფდეს ჩემს ცხოვრებაში ცხვირს იდეალურ კაცად მომეჩვენებოდა. ხელები მექავება ისე მინდა მოვეხვიე და ვუთხრა რომ „უბრალოდ შეშლილი ოჯახის ბრალია“, თუმცა ვერ ვბედავ.
-ფილმების ხმამაღალ ხმაზე ყურება გვიყვარს. საღამოობით პოპკორნით, ლუდებით და მზესუმზირებით ფილმებს ვუყურებთ ხოლმე. - ჩემთვის იდეალური ოჯახის აღწერას ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. აღარაფერს ამბობს თუმცა დაეჭვებული მომყვება.
ლიფტით ავდივართ სახლში.
-შემოდი არავინაა. - კარს ეყრდნობა და ხმადაბლა ამბობს. მხრებს ვიჩეჩავ და მის სახლში შევდივარ.
აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ნათელი, კარგად მოწყობილი ბინაა. მცირე აქსესუარებით და ფერად ბალიშებიანი დივანით.
ფარდებს სწევს და ოთახს აბნელებს. შემდეგ შუქსაც აქრობს. სილუეტების დანახვა შესაძლებელია, ნაკვთებისაც თუმცა გარკვევით არაფერი ჩანს. შემდეგ ხალიჩაზე წვება და მის გვერდით მანიშნებს. კომფორტულად ვწვები ფუმფულა ხალიჩაზე.
-შენზე არაფერი ვიცი. - როგორც იქნა ამოვთქვამ და მისკენ ვბრუნდები. ის ისევ ჭერს უყურებს.
-ბავშვობაში მინდოდა უხილავი ვყოფილიყავი. მაინტერესებდა როგორი შეგრძნებაა როცა ვერავინ გხედავს ან გამჩნევს. საკუთარი ცხოვრების გვერდიდან ყურებას გავს, როცა არცერთი ქმედება შენს სურვილს არ ემორჩილება. თითქოს ცხოვრების უსწრაფეს დინებაში იყინები. დგახარ და შენს წინ მირბის კადრებად ყველაფერი.
-და რა მოხდა ეგეთი? - მოულოდნელად ვაწყვეტინებ საუბარს და იდაყვს ვეყრდნობი. მისი სახის სილუეტს გარკვევით ვხედავ, ვამჩნევ როგორ ეკვრება წარბები და ეჭიმება ყბები. წელზე ხელს მხვევს და თავისთან ახლოს მწევს და მეხუტება.
-დედამ მიგვატოვა. 5წლის ვიყავი სახლში დაბრუნებულს სახლში სხვა კაცთან ერთა რომ დამხვდა, ერთ კვირაში კი სახლშიც არ მოსულა. წავიდა და მისგან მხოლოდ დღესასწაულებზე მოსული ბარათები დამრჩა.
„ნეტავ მამაც წავიდოდეს“ ვფიქრობ და მის თითებზე ვიწყებ თამაშს.
-პირველ სიყვარულზე მომიყევი. - ჩემს ნათქვამზე ეცინება და კარგახანს უკანკალებს სხეული სიცილისგან.
-ხუმრობ ხო? - აგრძელებს სიცილს და ხელს მუცელზე იჭერს.
-არა, მართლა მაინტერესებს. აი ჩემი პირველი სიყვარული საბავშვო ბაღში ჩემი თანაჯგუფელი იყო. - ვამხნევებ ჩემი ისტორიით და უფრო კომფორტულდ ვთავსდები.
-და რითი იყო გამორჩეული სხვებისგან?
-წერა-კითხვა და ასამდე თვლა იცოდა. იმ მომენტში ინტელექტუალურად ვეწყობოდით ერთმანეთს. თან მუქი მწვანე თვალები ჰქონდა. - სწრაფად გავეცი პასუხი და დავუწყე ლოდინი როდის მომიყვებოდა თავის ამბავს.
-ჩემი მოზარდობისას იყო. სადღაც 14-15წლის რომ ვიყავი. მუქი, თითქმის შავი თვალები ჰქონდა და ისე დადიოდა თითქოს მის გარშემო სამყარო არ არსებობდა. ბევრი ფერადი ფურცელი ჰქონდა თუმცა სულ მუქი ფერის ტანსაცმელით დადიოდა. ჭკვიანი და საინტერესო იყო. ყველაფერზე შეეძლო საუბარი. კოსმოსიდან დაწყებული მანქანებით დამთავრებული.
-ისე აღწერე მსოფლიოში ერთადერთი იდეალური გოგოა მგონი. - მეოცნებე ხმით ჩავილაპარაკე და წამიერად შურიც კი ვიგრძენი უცნობი გოგოსადმი.
-ახლაც ხარ. -და მკოცნის.
ყველაფერი ერთმანეთში მერევა, მიუხედავად უაზრო შედარებისა მეგონა რომ სიბნელეშიც კი გამიფართოვდა გუგები გაოცებისგან.
-ვიცი რასაც აკეთებს მამაშენი. - ყველაფერი არ მგონდა გააზრებული, რომ დაამატა.
კიდევ უფრო ავირიე.
იმ დღეს მასთან დავრჩი.


***
ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
უბრალოდ აბიტურიენტული ციებ-ცხელება დამეწყო და ვერანაირად ვერ გამოვნახე დრო დასაწერად.
პატარა თავია, თუმცა იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Frigga

აუუ ციცქნა თავი იყო...მარა მაინც დავინტრიგდი =დდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent