არავინ
როცა ცრემლების ზღვაში იხრჩობი... შველას ითხოვ, მაგრამ არავის ესმის.. არავის აინტერესებს, რას გრძნობ, განიცდი, რა გაწუხებს... ფსიქიკა საკუთარ თავს მტრობს... გულმა ჩვეული ფუნქცია დაკარგა, გონება-აღარ მუშაობს. აზრები იფანტება და ერთმანეთში ირევა... ახლა უკვე ფიქრთა გაუკვალავ ლაბირინთში ხარ, უკან დასახევი გზაც არსადაა... უნდა გაიქცე ან ადგილზევე დაასრულო ყველაფერი... ძალიან გინდა, ეს შენს მაგივრად სხვამ გააკეთოს, მაგრამ ამასაც კი არ გააკეთებენ შენთვის.. უნდა გტანჯონ, არც გაგათავისუფლონ და არც გაცოცხლონ... დრო გადის... კოშმარებად ქცეული წამები და ჯოჯოხეთად გარდაქმნილი არსებობა.. განუწყვეტლივ ჩაგესმის ერთადერთი სიტყვა, ერთადერთი აზრი და მხოლოდ ერთი ემოცია-„არავინ“. და შენც ნელ-ნელა არავინ ხდები, მას ემსგავსები და ბოლოს, როცა სარკეში იხედები საკუთარი თვალების რწმენასაც კარგავ და „ნუთუ ეს ვარს“ გამომეტყველებით ჯოჯოხეთის ახალ წამებში გადადიხარ... გუშინწინ გადაგხაზეს, გუშინ მიგატოვეს, დღეს შეგიზიზღეს, ხვალ კი .. რა იქნება ხვალ ? გეშინია, ამ კითხვაზე პასუხის მიღების და თან ძალიან გაინტერესებს; გინდა გაიგო, რა გელის.. ცნობისმოყვარეობა ძალადობს შენზე და უარეს ჭაობში ეფლობი... გინდა გათავისუფლდე მის მარწუხებისგან, თუმცა გარდამავალ წამს ჭაობიდან ამოსული ბინძურ მცენარეთა ჯგუფი გითრევს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.