შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მეექვსე)


9-09-2017, 00:48
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 395

9.
დ ა ჩ ი
(ორი წლის წინ)

მოსიარულე მკვდარს ვგავარ, მალე თამაში მექნება, მაგრამ ჯერ ისევ ვერ ვბედავ რომ ეს კესის ვუთხრა, მისი ღიმილი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო ფართო ხდება და მიხარია რომ მას ასეთ ბედნიერს ვხედავ.
სკოლის შესასვლელში ვდგავარ და კესის ველოდები, აჯეჯილი ტანსაცმელი მაცვია, თმა კი სახეზე მაქვს ჩამოყრილი. ცივა, მაგრამ მაინც უკურტკოდ დავდივარ, კანი მესუსხება და ტუჩები მისკდება მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევ. ცა ჩაშავებული და ნაცრისფერია, მზე მკრთალად ანათებს და იკბინება.
ის კი მაინც შორიდანვე ჩანს, მისი ღიმილი ნათელია, დუტის კურტკა ხელში აქვს ჩაბღუჯული, ჭაობისფერი ქუდი ახურავს, მოწითალო თმა კი ქარში უფრიალებს. ჰეიზელის თვალები უნათებს, შავი ჯინსები, ბათინკები და ჭაობისფერი სვიტრი აცვია, მაგრამ მას არ ცივა. ისეა თითქოს უბრალოდ გვიანი შემოდგომა იყოს, მაგრამ საკმარისად სიცივე არ იყოს მისთვის. ცალ ყურში ყურსასმენი უკეთია და დაბალ ხმაზე ღიღინებს.
-როგორ ხარ? -ბედნეირი სახით მეკითხება როგორც კი მიახლოვდება, მეხვევა და ლოყაზე ნაზად მკოცნის.
-კარგად შენ? -ღიმილს ვუბრუნებ და მის მეორე ყურსასმენს ვიღებ, მაშინვე მხვდება მისი საყვარელი სიმღერა და მეღიმება, უბრალოდ ვერ ვხვდები ამას რატომ უსმენს.
სიმღერა Ben Cocks-ის So Cold არის.
-თავიდან ჩავრთო? -მეკითება და თავს ვუქნებ, ტელეფონს იღებს და თავიდან იწყებს მუსიკის დაკვრას.

Oh, you can't hear me cry
See my dreams all die
From where you're standing
On your own.
It's so quiet here
And I feel so cold
This house no longer
Feels like home.

თვალებს ვხუჭავ და ნელი ნაბიჯებით ვიწყებ მის გვერდით სიარულს. მხარზე მიდებას ვგრძნობ და ცალი თვალით მისკენ ვიხედები, ცალი კი ისევ მოჭუტული მაქვს. კურტკას მიწვდის თან მიღიმის. არაფერს ამბობს, მაგრამ თქმა არც ჭირდება. კურტკას უსიტყვოდ ვართმევ, მაგრამ არ ვიცმევ, გულში ვიკრავ, მაგრამ ეს პატარა მოძრაობაც და შეხებაც კი იწყებს ჩემი გათოშილი ხელების გათბობას.

(oooooohhhhhh mmmmmmhhhhhhh…) [2x]

Oh, when you told me you'd leave
I felt like I couldn’t breathe
My aching body fell to the floor
Then I called you at home
You said that you weren't alone
I should've known better
Now it hurts much more.

სითბო ნელ-ნელა მთლიან სხეულზე მედება და უფრო მეტს მანდომებს. მინდება რომ ვინმეს ჩავეხუტო, ბუხრის ინ დავჯდე ან სულაც ცეცხლი წავიკიდო რომ გავთბე. სიცივე ძვალსა და რბილში მატანს და აზროვნების უნარს მართმევს.

(ooooohhhhhhh mmmmmmmhhhhhhhh…) [2x]

You caused my heart to bleed and
You still owe me a reason
'Cause I can't figure out why…
Why I'm just left alone to cry

ხელზე ისევ ვგრძნობ შეხებას, კესის ჩემი ხელი აქვს ჩაბღუჯული და ამით უფრო მეტ სითბოს მიზიარებს სხეულში სუსხიანი სიცივის დასამარცხებლად, მაგრამ ეს უფრო მეტს მანდომებს. სიცივე უფრო და უფრო ძლიერად მკბენს.

(Oh woah oh oh, oh woah oh oh, yeah, yeah, yeah, yeah, yeah, yeah…) [4x]
[2x]
You caused my heart to bleed and
You still owe me a reason
'Cause I can't figure out why…

თვალებს ვახელ და სკოლის დამთბარ შეასვლელში ვაბიჯებ, ხალხს აღარ უკვირს ჩვენი ასე დანახვა, თითქოს მიეჩვივნენ კიდევაც. მე არაფერი მაქვს, თხელი შავი სვიტერის გარდა, კესი კი სეზონის გიჟივით დადის ხოლმე, თითქოს სიცივე მას ოდნავაც კი არ აწუხებს, პირიქით სიამოვნებს.

Oh, you can't hear me cry
See my dreams all die
From where you're standing
On your own.
It's so quiet here
And I feel so cold
This house no longer
Feels like home.

ნაზად ვიღიმი, ისე რომ ვერავინ ვერ დაინახოს. ტექსტი იდეალურად ესაბამება ჩემს გრძნობებს, ჩვენს სიტუაციას. კესისკენ ვიყურები, ის კი ჩემკენ არც კი იყურება, ხალხს უღიმის და ესალმება. ისინიც ღიმილს აგებებენ და ელაპარაკებიან. ყოველთვის ასე იყო, ის ყველას იცნობდა და ყველა იცნობდა მას.
ხანდახან მიკვირდა კიდევაც რომ თამაშმა ის არ მიიწვია, თან მიხაროდა კიდევაც. ახლა კი ვხვდები ის იქ რატომ არ ყოფილა მიწვეული, მას მე ვიფარებდი, და იმედია ჩემს მერეც ასე იქნება. ან იმედია რომ შეიცვლება.
-რაზე ფიქრობ? - ჩუმად მეკითხება და აზრის ძაფს მიწყვეტს. მისკენ გაკვირვებული და ოდნავ დაბნეული ვიყურები, მაგრამ თავს ვაქნევ.
-არაფერზე.- არ ჯერა, მაგრამ აღარ მეძიება და თავს მიქნევს. მისი სახეც რაღაცნაირი დაღვრემილია, ეს სიმღერა კი ამტკიცებს იმას რომ კარგ ხასიათზე არ არის. -მოხდა რამე?
-არა... არაფერი. -ისე მეუბნება თითქოს მეკითხება ცუდად რა უნდა იყოსო, მაგრამ მისი თვალები სხვა რამეზე მეტყველებს.
-კესი... -ვიწყებ დაბალი ხმით და თვალებში ვუყურებ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, ის კი თვალს მარიდებს. -რა მოხდა...? ხო იცი რომ ყველაფერი შეგიძლია მითხრა...
-ვიცი. - დაძაბული ხმა აქვს, პირდაპირ იყურება და ერთ ადგილს არის მიშტერებული, თვალები ცრემლებით ევსება. მაგრამ მათ უკუგდებას ახერხებს. მის მზერას თვალს ვაყოლებ, და გუკას ვხედავ, რომელიც რომელიღაცა გოგოს ეღლაბუცება.
-კესი... - ვიწყებ, მაგრამ თავს აქნევს.
-არ გინდა. - მეუბნება დაწვრილებული ხმით და ყელში გაჩხერილ ბურთს ყლაპას. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ფიქრი ან საერთოდ ამის ყურება. -იძახის დაბალი, მაგრამ მკაფიო ხმით.
-კესი... - ისევ ვიწყებ, მაგრამ ამ ჯერად აღარ მაწყვეტინებს და მეხუტება. მისი ცრემლების სისველეს მაიკაზე ვგრძნობ და გული მტკივნეულად მეკუმშება. ცოტახანი ასე ვდგავართ, შემდეგ კი როდესაც წყნარდება, ცრემლებს იწმენს და ისევ იღიმის, თითქოს არაფერი არ მომხდარა. - კარგად ხარ?
-არა. - მეუბნება გულწრფელად, მაგრამ მაინც იღიმის. -რათქმაუნდა კარგად არ ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყველამ უნდა იცოდეს, არა?
მეღიმება და თავს ვუქნევ. გვერდით მიდგება და ერტად ვიწყებთ სიარულს. როდესაც გუკას გვერდით მივიდივართ, ის ჩვენკენ იყურება, სულ ერთი წამით, მაგრამ ის ერთი წამიც საკმარისი იყოს სინდისს შევეწუხებინე.
მის თვალებში უამრავი ემოცია კრთოდა. სიყვარული, სინანული, ტკივილი, და ლტოლვა. ვიცი რომ არ უნდა მომეტყუებინა და ეს ფაქტი ისევ მაწუხებს, მაგრამ მე ის გავაკეთე რაც საჭირო იყო. ის კესის გულს ატკენს, უკვე ისედაც ტკენს.


***
კესი

დაჩის გვერდით მივდივარ, და ვცდილობ რომ მოზღვავებული ცრემლები და ემოციები შევაჩერო. თავს ვაიძულებ გუკასკენ და მისი ახალი შეყვარებულისკენ არ გავიხედო, არ მივაშტერდე და არ წარმოვიდგინო იმ გოგოს ადგილას ჩემი თავი.
ყოველ ჯერზე როდესაც მას ვხედავ ორი ერთმანეთის საპირისპირო გრძნობა მიპყრობს. პირველს უნდა რომ მასთან ერთად იყოს, იგრძნოს მისი ხელები ჩემს გარშემო, იგრძნობს მისგან მომავალი სითბო და სიმხურვალე, დათვრეს მასთან ყოფნით და უბრალოდ ბედნიერი იყოს, სულაც წამიერად. მაშინ როდესაც ჩემს მეორე, უფრო გონიერ ნაწილს არ უნდა რომ ესენი მოხდეს, არ უნდა რომ მას გაეკროს, არ უნდა რომ მისი ხელები იგრძნოს, არ უნდა რომ ის შეეხოს ან რომ მასთან ერთად იყოს.
არ უნდა რომ ყველასგან ნახმარი შეხვდეს, რადგან იცის რომ ისიც მისი შემდეგი "მსხვერპლი" იქნება, რომელსაც გამოიყენებს და შემდეგ დაძველებული და გაფუჭებული სათამაშოსავით გადააგდებს.
მე კი ამ დროს შუაზე ვიხლიჩები, არ ვიცი რომელი მხარე უფრო ძლიერია, მაგრამ ორივე მხარეს ერთნაირად ტკივა როდესაც მას სხვასთან ერთად ხედავს. ხანდახან მინდა რომ შემომხედოს, შემამჩნიოს და ჩემ გამო შეიცვალოს, ხანდახან კიდევ მინდა რომ შემამჩნიოს და ისევე ეტკინოს როგორც მე.
-კესი? - დაჩის ხმა მაფხიზლებს და მისკენ ვიყურები, თვალები ვიცი რომ ჩაწითლებული მაქვს და სახეზეც ნათლად მტყობა რომ ვტიროდი. -შენ კლასთან ვართ.
-ხო, ვიცი. - ვეუბნები და დაბლა ვიხედები. აქედანაც მესმის ბავშვების ხმები. მარი ჩვენკენ გაბადრული სახით მოდის და თან ელოდება დაჩისთან ლაპარაკს როდის დავამთავრებ.
-მოგვიანებით გნახავ? - მეკითხები დაეჭვებით და თავს ვუქნევ. სიმართლე რომ ვთქვა მირჩევნია მარტო დავრჩე, მაგრამ მინდა რომ დაჩიც ვნახო.
-მოგვიანებით გნახავ. - ვეუბნები თავდაჯერებით და ვუღიმი.

***
გ უ კ ა

ვუყურებ როგორ ეხუტება კესი დაჩის, შემდეგ კი ისე მივლიან გვერდს თითქოს არც ვვარსებობდე. თვალს ვარიდებ მათ სილუეტებს და ნუცასკენ ვიყურები და ვუღიმი. ჩემი ღიმილი ისეთივე ყალბია როგორც ჩემი სიყვარული ნუცასადმი.
მას მერე რაც დაჩის ველაპარაკე ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. არ ვიცი რატომ ვგრძნობ თავს მასე, ვიცი რომ მასე არ მომხდარა, ყველაფერი ისევ ძველებურად არის. იმის გარდა რომ ახლა ვიცი გული რომ გამიტეხეს.
ახლა ვგრძნობ როგორია ეს საშინელი სულის მღრღნელი გრძნობა, და რაღაც მხრივ ნამუსი მაწუხებს, რადგან უამრავ გოგოს ვტოვებ გულგატეხილს და იმედგადაწურულს. ახლა კი, როდესაც ეს გრძნობა თავადვე გამოვცადე ბედნიერი არ ვარ შედეგით.
-კარგად ხარ? - ნუცა გაკვივებული მეკითხება და თავს ვუქნევ ისე რომ მისკენ არც კი ვიყურები. -იცი, მას შემდეგ რაც დაჩიმ და იმ გოგომ ჩაგვიარეს სახე წაშლილი გაქვს. -მეუბნება გაღიზიანებული ხმით. -და მაიგნორებ. -აყოლებს გაბრაზებული. -ამიტომ ამიხსენი რა ხდება.
-ა...არაფერი. -ვეუბნები ოდნავ გაღიზიანებული. -უბრალოდ... მე და დაჩიმ რაღაცაზე წავიკამეთეთ. - ვეუბნები და თავს მიქნევს, ისე რომ ჩემი არც კი ჯერა. მაგრამ , ახლა მთავარი ნუცა არაა, მთავარია ის თუ როგორ მოვიშორე ეს სიცარიელე გულში.


-------------------------------


გამარჯობათ ^^
ვიცი რომ დიდი ხნის მანძილზე გამქრალი ვიყავი და რომ არაფერი არ დამიდია, ხოდა მწუხვართქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, ერთგვარი კრიზისი მქონდა :დ არ ვიცოდი რა დამეწერა და რატომ...
მაგრამ იმისდამიუხედავად რომ დავბრუნდი ვერც ეხლა ვერ მოვახერხებ ხშირად დადებას ალბათ მაქსიმუმ ერთ კვირაში ერთხელ...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდი.ოყოს კვირაში ერთხელ, ოღონდ დაასრულე ეს ისტორია.ძალიან მიყვარს და გული მწყდებოდა რომ არ აგრძელებდი.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent