შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (ნაწილი 7)


2-05-2017, 18:36
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 408

11.
მ ა რ ი
საავადმყოფოში უმისამართოდ დავდივარ, კესის ისევ ძინავს და მის სანახავად არ გვიშვებენ. მინდა რომ ვნახო, ვნახო და ყველაფერი ვუთხრა. მინდა ვუთხრა რომ სულელი ვიყავი, და რომ მისით ვამაყობ. მინდა რომ ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვახერხებ.
-მარი?! -მესმის უკნიდან ჩემი სახელი და ვტრიალდები, მხოლოდ იმიტომ რომ გუკა და ბექა დავინახო. გაკვირვებული ვუყურებ და თან ვათვალიერებ მათ. გუკას ლურჯი, ზღვისფერი თვალები ჩაცვენილი და ჩაწითლებული აქვს, კანი გაფერკმრთალებული და შეშუპებული. თვალებში კი საშინელი სევდა უდგას. ბექა კი ცდილობს ცრემლები შეიკავოს, მწვანე თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი აქვს. პირი კი ერთ ზოლად მოკუმული.
-აქ ხართ? -ვეკითხები გაკვირვებული. ბექა გასაგებია, მაგრამ გუკას აქ ყოფნის მიზეზს ვერ ვხვდები. ის და კესი არასდროს არ ყოფილან ახლოს, პირიქით ხანდახან მეგონა გუკას კესი ეზიზღებოდა.
გუკა თავს მიქნევს, მაგრამ ხმას არ იღებს, დაბლა ხრის თავს და თავის ადგილს უბრუნდება. ბექასკენ ვიყურები, რომელიც ისევ მიყურებს, მაგრამ ვერ მხედავს. ის ჩემს უკან ეკრანს ასტერდება, რომლის შეხედვაზეც უარი განვაცხადე, მაგრამ ახლა როდესაც მათ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ, ვალდებული ვარ გავიგო რა ხდება.
უკან ვიყურები და ვშეშდები. ეკრანზე გაფითრებული კესია, რომელსაც ძინავს, არ მოძრაობს მაგრამ მისი მონიტორი გამწარებით წრიპინებს, გული პულს წამდაუწუმ იცვლის, და შემდეგ ერთ ხაზად გრძელდება. ეკრანს გაშტერებული ვუყურებ და ვცდილობ გავაანალიზო რა ხდება. ერთი ზოლი, ერთი ზუსტი, სწორი ზოლი.
ყველაფერი დამთავრდა.

***
ბიჭი ეკრანს უყურებს და თვალებს არ უჯერებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეგონა რომ ამ ყველაფრის შეცვლას შეძლებდა მის წინ ნელ-ნელა კვდებოდა... მონიტორზე გამოსახული სწორი ხაზი დამაყრუებლად წრიპინებდა. პალატაში ექიმები შემორბოდნენ და გარბოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად. ბოლოს და ბოლოს ის ხომ მათი უკანასკნელი იმედი იყო, მათი შვილების უსაფრთხოების გარანტი.
-შენც უყურებ? -ოთახში ლუკა შემორბის და ეკრანს უყურებს. თვალები შიშისაგან გადიდებული აქვს. -ისინი ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ. -იძახის მანამდე სანამ ბიჭი კითხვის დასმას მოასწრებს. -დაწყნარდი, ის გადარჩება. -იძახის შედარებით დაწყნარებული როდესაც ექიმების მცდელობების შედეგად, გული სუსტად, მაგრამ ისევ აგრძელებს ფეთქვას.
-კლინიკური სიკვდილი... -იძახის ბიჭი ხმადაბლა და ძირს იყურება. -ექიმებთან დარეკეთ და ზუსტი მდგომარეობა გაიგეთ.
ლუკა ოთახიდან გადის და ტელეფონებზე რეკვას იწყებს, მხოლოდ იმისთვის რომ გაიგოს იმის შესაძლებლობაზე რომ კესი შეიძლება კომაში ჩავარდეს.

***
კ ე ს ი
თვალების გახელა მინდა, მაგრამ მეშინია. მეშინია რომ ისევ მოჩნევენებას, აჩრდილს დავინახავ წარსულიდან. მეშინია რომ ისევ ვიღაც იქნება ისეთი ვისი დანახვაც აღარ მინდა. საბოლოოდ ვაიძულებ ჩემ თავს თვალების გახელას და კიდევ ერთი აჩრდილის ლოდინისას შეცვლილ გარემოს ვუყურებ. შავი ფონის ნაცვლად, გარშემო ყველაფერი ფერად ფერადია, და ყველგან სხვადასხვა ეპიზოდია აღწერილი, ჩემი ცხოვრებიდან. ვუყურებ მოგონებები როგორ ცვლის ერთმანეთს და მეღიმება. უმეტესობა მტკივნეულია, ისეთი რომელიც გულს ნაწილებად დაგიშლის, მაგრამ ზოგი სასიამოვნოც კია. ერთი მოგონებაა, რომელსაც განსაკუთრებით დიდხანს ვუყურებ და რომლის გაშვებაც არ მინდა.

"
ჩამუქებულ ბუნებას და ვარსკვლავიან ცას ვუყურებ. არ მჯერა რომ ცაში ამდენი ვარსკვლავია, რომლებიც ჩვენი სინათლის გამო ჩრდილში იკარგებიან. წამით ცას თვალს ვწყვეტ და გვერდით ვიხედები რომ მეგობრებს შევხედო. ნინი და მარი კოცონთან ზიან და ზეფირებს წვავენ, თან მომღერალ ზუკას უყურებენ, რომელიც გიტარაზე რაღაცას გამწარებული უკრავს. ანა და ლუკა კი საჭმელს აკეთებენ და ცდილობენ ერთმანეთს არ დაცინონ. ნიცა და თაკო კი ყველას ზევიდან უყურებენ და უფროსი დების როლს თამაშობენ. დანარჩენები კი ტყეში არიან მიმოფანტულები და ალბათ მალეც დაბრუნდებიან, რადგან ნელ-ნელა უფრო და უფრო ბნელდება, მაგრამ ვარსკვლავების დამაბრმავებელი სინათლე მაინც საკმარისია გზის გასაკვლევად.
გარშემო კიდევ ერთხელ ვიყურები, მაგრამ დაჩის ვერ ვხედავ, ალბათ ისიც სხვებს გაყვა ტყეში.
-რაზე ფიქრობ? -მესმის ჩემთის ნაცნობი ხმა და შიშისაგან ვხტები. უკან ვიყურები და მომღიმარ დაჩის ვხედავ, რომელიც თვალებში მიყურებს და იცინის. მის ნისლისფერ თვალებს ვუყურებ და მეცინება. -რა იყო ხედით ტკბები? -მეკითხება წარბების თამაშით და მე მხარში მუჯლუგუნს ვურტყამ სიცილით.
-ჰა ჰა. -ვიძახი საკრასტულად და ვიღიმი. დაჩი, ადამიანი რომელიც ჩემთვის უფროსი ძმასავითაა, და ადამიანი რომელსაც ვენდობი.
-რაზე ფიქრობდი? -კითხვას მიმეორებს და თვალებში მიყურებს.
-არაფერზე. -ვპასუხობ მხრების აჩეჩვით, ის კი თავს დაბლა ხრის. ბოლო პერიოდში სულ ასეთია, მოწყენილი, ჩაკეტილი და დათგუნვილი.
-მე კი, თამაშზე ფიქრი არ მაძლევს მოსვენებას. -მპასუხობს ხმადაბლა და ძირს იყურება. მისკენ გაკვირვებული ვიხედები და წარბებს მაღლა ვწევ. -ის ისეთი უსამართლოა, ისინი უბრალოდ ხალხს კლავენ. -თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. -იცი, მაგათი მოკვლა არ მინდა. მინდა რომ ისინი შევცვალო... ხანდახან მგონია რომ არც მათ არ ქონდათ სხვა გზა... უბრალოდ მათ გამოსავალი აღარ ქონდათ... მგონია რომ ამიტომ აკეთებენ ყველაფერს.
-გამოსავალი და არჩევანი ყოველთვის არსებობს. -ვიძახი დაბალი ხმით. -შენ მათ ასე უბრალოდ ვერ გაამართლებ. ისინი არიან ისინი ვინებიც არიან, ვინებიც ჭირდებათ რომ იყვნენ. მათ შეცვლა რომ ნდომებოდათ შეიცვლებოდნენ. -ვიძახი ხმადაბლა და თვალს ვერ ვუსწორებ. -მესმის რომ გამოსწორება გინდა. მაგრამ, დაჩი... -ღრმად ვისუნქავ ჰაერს და ვაგრძელებ. -ყველაფერს შენ ვერ გამოასწორებ. არის რაღაცეები, რაც სხვისი გასაკეთებელია, შენ კი მხოლოდ შენი უნდა აკეთო.
-და თუ არ ვცდით საიდან გვეცოდინება რა არის ჩვენი და რა არა? -კითხულობს გაღიზიანებული.
-მიხვდები. -ვპასუხობ მხრების აჩეჩვით და სევდიანად ვიღიმი. -რაღაც გარემოებები ყოველთვის აიძულებს ხალხს თავისი საქმე იპოვონ, იპოვონ ის რაშიც კარგად არიან. ჩვენ მხოლოდ ლოდინი გვიწევს, და ადრე თუ გვიან, საბოლოოდ ყველანი ვიპოვით ჩვენი ყოფნის მიზეზს.
"
მოგონებას ვუყურებ და მეღიმება, სევდიანად მეღიმება. ეს ჩვენი ბოლო მეგობრუი ლაშქრობა იყო, მის მერე ჩვენ აღარც კი გვიფიქრია წასვლაზე, მაშინ როდესაც მისი მოსურნე მკვდარი იყო. აქედან ორ დღეში დაჩის თამაში დაიწყო, რასაც ის შეეწირა კიდევაც. ვუყურებ და მისი მადლიერი ვარ. ის მე დამეხმარა მეპოვა ჩემი ყოფნის მიზეზი. ის წავიდა, შეიძლება ამას არ უნდა ვიძახდე, მაგრამ იქნებ ესეც დაგეგმილი იყო, იმისთვის რომ მე ეს ნაბიჯი გადამედგა? ვიცი რომ ის უკეთესად არის იქ სადაც მოხვდა, ვიცი რომ ის უფრო ბედნიერია ვიდრე ეს აქ იყო შესაძლებელი. და ისიც ვიცი რომ იმისდამიუხედავად რომ წავიდა, ის მუდამ ჩემი მეგობარი იქნება.
-მაგრამ შენ რას აპირებ? -უკან ვიხედები, გაკვირვებული. იქ კი დაჩი დგას. მთელი, სუფთა და ბედნიერი. მიყურებს და იღიმის. -არც ჩამეხუტები? -კითხულობს და ხელებს მაღლა წევს, მეც არ ვაყოვნებ და ვეხუტები. ვეხუტები მთელი ძალით და ცრემლებს ძლივს ვიკავებ.
-რას გულისხმობ? -ვკითხულობ ხმდაბლა და ცოტათი მოშორებით ვდგები რომ თვალებში ჩავხედო.
-არ აპირებ დაბრუნებას? -კითხულობს და იღიმის. -აქ ვერ დარჩები, უნდა გაიღვიძო და იბრძოლო. უნდა მოიგო და შეცვალო ყველაფერი.
თავს ვუქნევ, მინდა რომ ხმა ამოვიღო მაგრამ, არ გამომდის. რაღაც უკან მექაჩება, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ორ სამყაროს შუაში ვიყო. დაჩი გვერდით მიდგება და მეორე მხრისკენ მიმანიშნებს, საიდანაც სუსტი ჩურჩული აღწევს.
-ისინი გეძახიან. -მეუბნება ხმადაბლა და იღიმის. -უსმინე, და დაფიქრდი რას იზამ. შენ შანსი გაქვს...
თავს ვუქნევ და ხელს ვკიდებ, არ მინდა რომ ისევ დაუმშვიდობებლად დავკარგო.

***
გ უ კ ა
კესის პალატისკენ გავბივარ და არავის არ ველოდები. კარებთან ისევ დგანან მონადირეები, მაგრამ ამ ჯერად შიგნით შესვლის უფლებას მაძლევენ. პალატაში შევდივარ, და მხოლოდ კესის ვხედავ, რომელიც უამრავ მილზეა შეერთებული. ცრემლები თავისით იწყებენ დენას და მეც მასთან ახლოს მივდივარ, გაყინულ ხელზე ხელს ვადებ და მის სახეს ვაკვირდები.
არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია რომ ის იღიმის. ბედნიერი, ნამდვილი ღიმილით იღიმის.
მისი ხელი ტუჩებთან მიმაქვს და ნაზად ვკოცნი, ცრემლების შეკავებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მას ვუყურებ, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მისი სახე ისეთი მშვიდი, და ამავდროულად შორეულია რომ მისი ყურება მტკივნეულია. არ მინდა ისე დავკარგო რომ არაფერი არ ვუთხრა.
პალატაში მარი, ანა, მათე, ნიკა, ბექა, ეკე და კიდევ ვიღაც უფროსი ქალი შემოდის. ყველანი ჩვენ გვიყურებენ, მათ მწველ მზერას ვგრძნობ ზურგზე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
ყველანი ჩვენ გარშემო დგებიან, მაგრამ ახლოს არ მოდიან. უკან ვიხედები და თვალებით კესის დედას ვხვდები. ერთმანეთს საერთოდ არ გვანან, მარტო თვალები აქვთ ერთნაირი, ზურმუხტისფერი მწვანე.
ვხედავ რამხელა სევდას და ტკივილს იტევს მისი თვალები და ვხვდები რომ უნდა გავიწიო და მას დავუთმო ადგილი, არც ვაყოვნებ ამის გაკეთებას და ნელ-ნელა დანანებით უკან ვიწევი. ქალი კი ისევ ერთ ადგილას არის გაჩერებული და მე მიყურებს, შემდეგ კი თბილად მიღიმის.
-შეგიძლია იყო. -მეუბნება ხმადაბლა და მადლიერი თავს ვუქნევ. ის კესის მეორე მხრიდან უვლის და მეორე ხელს კიდებს, თან სახეზე ცრემლები ნელა ჩამოდის. ვიცი რომ უნდა გავიდე და ის მარტო დავტოვო თავის შვილთან ერთად, მაგრამ რატომღაც ამის გაკეთება არ შემიძლია.
-ჩვენ გავალთ. -იძახის მარი ხმადაბლა და მეც თავს ვუქნევ, კესის უკანასკნელად ვკოცნი ხელზე, და წასასვლელად ვემზადები, როდესაც ვიღაცის ხელი მაკავებს. უკან ვიხედები, ისევ იგივე ქალბატონი მიყურებს და მიღიმის, თან ცრემლებს იწმენდს.
-დარჩი, ვიცი რომ კესის შენი აქ ყოფნა გაუხარდებოდა. ყველანი დარჩით. -იძახის ნაზად და იღიმის. -მე გავალ, ჯობია გავიდე. -იძახის და ცრემლების წმენდვით გარეთ გადის, ზურგს უკან კი პალატის კარებს იხურავს. მისი გასვლის შემდეგ ყველანი კიდევ დიდხანს ვუყურებთ კარებს, ვერ ვიჯერებთ რომ მან დაგვითმო თავისი ქალიშვილი, მაგრამ ეტყობოდა რომ ეს კესისთვის და თავისთვის გააკეთა.
-იქნებ დაველაპარაკოთ? -კითხულობს უცებ მარი. -ფილმებში როცა ელაპარაკებიან ფხიზლდებიან ხოლმე... -იძახის და თავს ხრის, ყველას ეღიმება, ჩემ გარდა.
-კარგი იდეაა. -ვპასუხობ სერიოზული ხმით და თავში იდეაც მომდის. -ვიცი რომ მთელი საქართველო გვიყურებს და კესის არ მოეწონებოდა, მაგრამ... -ყველანი ჩემკენ იყურებიან და გაგრძელებას ელოდებიან. -კესის კიდევ ერთი ჩანახატი რომ წავუკითხოთ? ისეთი რაც მას იმედს ჩაუსახავს, და დაბრუნებას აიძულებს.
ყველანი ჩუმდებიან და მიყურებენ, ვიცი რომ სისულელე ვთქვი, მაგრამ მე კესის მასე მარტივად ვერ დავთმობ.
-შეგვიძლია ვცადოთ. -იძახის ბექა და ტელეფონს იღებს. -მისი რამდენიმე ჩანახატი მაქვს. -ტელეფონში რაღაცის ძებნას იწყებს, თან იღიმის. -ალბათ ეს გამოდგება. -ტელეფონს მიწვდის. -შენ წაიკითხე. -თავს ვუქნევ და კესის გვერდით ვჯდები.
"
ცივა, წვიმს. სიცივე სხეულში მივლის და მაკანკალებს.
თვალებგაშტერებული სხეულები გვერდს ისე მივლიან არც მიყურებენ.
ბნელა. ფერები ერთმანეთში იდღაბნება და აზრს კარგავს.
იმედგაცრუება. ტკივილი. დანაკარგი. ზოგი მოდის, ზოგიც მიდის. მაგრამ ბოლომდე არცერთი არ რჩება. ბოლო წამს, როცა სიკვდილთან უკანასკნელად ცეკვავ, მარტო ხარ.
მეშინია. მეშინია რომ ყველაფერი შეიცვლება, მე კი არ მექნება იმის ძალა რომ ცვლილებებს გავუმკლავდე.
სიჩუმე. გამაყრუებელი სიჩუმე, რომელიც გარშემო ყველაფერს ფარავს.
თოვლი. თბილისში არასოდეს არ თოვს, მაგრამ მაშინაც კი როცა ბუნება თბილისის თეთრ საბურველში გახვევას გადაწყვეტს, ის ვერ ახერხებს მთელი მისი სიბინძურის დამალვას.
ლოდინი. საშინელი გრძნობა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. მოლოდინი იმის რომ რამე შეიცვლება, მოლოდინი იმის რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფუჭი იმედები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვეჭიდებით, იმის და მიუხედავად სიმართლე ვიცით თუ არა.
ქუჩაში მივაბიჯებ და ვიცი რომ ცხოვრების აზრი დავკარგე. დავკარგე უკანასკნელი რაც ამ ქვეყნად მაჩერებდა, დავკარგე იმედი. თითქოს ეს ბოლო წვეთი იყოო, მივხვდი რომ ამით ჩემი კედელი საბოლოოდ ნამსხვევრებად იქცა, მისი გამთელება კი შეუძლებელია.
ვნებდები. აზრს ვეღარ ვხედავ ცხოვრების გაგრძელებაში, ვეღარ ვხედავ აზრს დარჩენაში, იქ სადაც ხალხს ერთმანეთი სძულთ და ერთმანეთს ატყუებენ. ვიყურები გარშემო და ჩემ ადგილს ვკარგავ.
სწორია კი ჩემი აქ ყოფნა? უნდა დავრჩე კი მე აქ? უნდა ვიცოცხლო? თუ უნდა ვიარსებო?
უნდა გავიქცე იქ შორს, სადაც ვერ მომწვდებიან, თუ უნდა დავრჩე და ვიბრძოლო?
დარჩენა. იმედი. ცხოვრება. ჩვენ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. და ვცადოთ რომ ომი მოვიგოთ. ომი, საკუთარ თავთან.
"
კითხვას ვამთავრებ და მარისკენ ვიხედები, რომელსაც ცრემლები ჩამოდის. მიყურებს და თან კესის დაწერილის გააზრებას ცდილობს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ.
-კესი. -ჩურჩულით ვიძახი და ხელს ვუჭერ. -შენ თვითონ თქვი რომ უბრძოლველად ვერ წავიდოდით. შენ ვერ წახვალ. -უფრო და უფრო დაბალი ხმით ვაგრძელებ. არ მიდნა რომ მისთვის განკუთვნილი სიტყვები სხვამ მოისმინოს. -კეს, ვიცი რომ ძნელია. ვიცი რომ წასვლა გირჩევნია, ვიცი რომ თუ თვალებს გაახელ, უფრო სწორად როდესაც თვალებს გაახელ ყველაფერი თავდაყირა დადგება შენთვის და ჩვენთვისაც. ვიცი რომ ყველაფერი შეიცვლება და ისიც ვიცი რომ ეს ცვლილებები არ გინდა. მესმის შენი, მაგრამ შენ მასე ვერ წახვალ. ზედემტად ბევრი რამ გაქვს დარჩენილი იმისთვის რომ მასე უბრალოდ გაქრე. -ჩემი ცრემლები ლოყაზე ეწვეთება და ისეთ ეფექტს ტოვებს თითქოს ტირის. -მე ვერ გაგიშვებ, ჩვენ ვერ გაგიშვებთ. კეს, ზედმეტად ბევრს ნიშნავს ჩვენთვის რომ გაგიშვათ. ჯანდაბა! ზედმეტად ბევრს ნიშნავს ჩემთვის რომ გაგიშვა. -თავს შუბლზე ვადებ და ჩურჩულს ვაგრძელებ. -მასე უბრალოდ წასვლის უფლება არ გაქვს. უნდა გაიღვიძო.



12.
კ ე ს ი
ხმები მესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. უფრო სწორად ცალკეულად ვარჩევ, მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ჩემ ერთ-ერთ ჩანახატს კითხულობენ. დაჩისკენ ვიყურები, რომლის ხელი ისევ ჩაბღუჯული მაქვს, და რომლისთვის ხელის გაშვებას არ ვჩქარობ.
-უნდა წავიდე? -ვეკითხები ხმადაბლა, მაგრამ პასუხი ისედაც ვიცი. აქ ვერ დავრჩები, ამის უფლება უბრალოდ არ მაქვს.
-საბედნიეროდ კი. -იძახის და მიღიმის. -აქ შენი ადგილი არ არის. კიდევ ბევრი რამ დაგრჩა გასაკეთები. ასე ადვილად ვერ ადგები და ყველაფერს ვერ მიატოვებ. -იძახის გამკაცრებული ხმით. შენ უნდა წახვიდე კესი.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. მისი კიდევ ერთხელ დატოვება არ მინდა. არ მინდა რომ მარტოობისთვის ისევ გავწირო, არ მინდა რომ ისევ დავკარგო.
-მარტო არ ვარ. -იძახის ხმადაბლა და მიღიმის. -მე ყოველთვის შენთან ერთად ვიქნები, შენ გულში და დაგეხმარები. -იძახის და მეხუტება. მის სითბოს მთელი სხეულით ვგრძნობ და მეღიმება.
-მადლობა. -ვიძახი ხმადაბლა და თვალებს ვხუჭავ.

რეალობასთან დაბრუნება მტკივნეულია. იმაზე მტკივნეული ვიდრე მეგონა იქნებოდა. ისევ ჩემი სიზმრები მახსენდება, უცნაური, რეალური და მაინც სიზმრები, რომლებმაც სიცოცხლე შემინარჩუნეს.
თვალების გახელას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ტკივილი გაუსაძლისია. ამიტომ ისევ იმაზე უმოძრაო მდგომარეობაში ვრჩები.
ვგრძნობ ვიღაცა ხელს როგორ მკიდებს, მაგრამ ამისთვის პასუხისთვისაც კი არ მაქვს ძალა.
-კესი... -მარის ხმა მესმის და გული სითბოთი და სიხარულით მევსება. -გაიღვიძე... -იძახის უფრო დაბალი ხმით, რომელიც ტკივილით არის გაჯერებული. -უნდა გაიღვიძო. -აგრძელებს და ვგრძნობ მისი ცრემლები როგორ მეცემა.
-მარი, უნდა გავიდეთ. -იძახის ანა და მისი ნაბიჯების ხმა მესმის, რომლებიც გვიახლოვდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ამ ოის გარდა კიდევ ბევრი ადამიანია ოთახში. -შენც წამოდი. უნდა დავასვენოთ, ექიმმა მასე გვითხრა.
-კესი... -მესმის ყურთან ვიღაცის ხმადაბალი ჩურჩული. მისი ხმა დაბოხებული და გატეხილია, ამიტომ ვერ ვარჩევ მის პატრონს. -ვიცი რომ გღვიძავს, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვგრძნობ რომ გღვიძავს... -იძახის და მისი ჩაცინების ხმა მესმის. -გთხოვ, თუ ჩემი გესმის, ხელი მომიჭირე. -ხელს მკიდებს და მეც მთელ ძალას ვიკრებ რომ მოვუჭირო.


***
გ უ კ ა
ხელს ვკიდებ და ველოდები საპასუხო მოქმედებას, მაგრამ ის არ ინძრევა, ველოდები პატარა მოძრაობას მაინც, მაგრამ არაფერი არ ხდება. იმედი კი ნელ-ნელა მტოვებს.
-წამოდი! -იძახის გაღიზიანებული ანა და მიახლოვდება. -უნდა დავასვენოთ. არ შეიძლება მისი გადატვირთვა, იმისდამიუხედავად რომ ძინავს. -თავს აქნევს და სევდიანად უყურებს კესის სხეულს.
-ეხლავე. -ვეუბნები და უკანასკნელად ვუყურებ მამედრევებელი თვალებით. ის არ ინძრევა, მისი ხელი ისევ ჩაბღუჯული მაქვს. მისი გაშვება კიდევ არ შემიძლია. არ შემიძლია ხელი გავუშვა და გავიდე, მაშინ როდესაც ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
მოგონებები თავისით მაწვება მისი ყურების დროს, და სხვა სამყაროში გადავყავარ, იქ სადაც კესის თამაში არ უწევდა, მე კი უკანაკსნელი ნაძ*რალა ვიყავი.
----მოგონება-----
-მარიი. -მარისთან და კესისთან მივდივარ და კესის მხარზე ვეყრდნობი. ისიც ჩემკენ იყურება და თბილი ღიმილით მიღიმის, მაგრამ მისი ღიმილის მიღმა ღრმად ჩამარხულ სევდას მაინც ვხედავ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. -გიო გეძებს. -ვეუბნები არის, რომელსაც გიოს სახელის ხსენებაზე სახე ეშლება.
-დაანებე თავი. -კესის ხმა უცივდება და გაბრაზებული მიყურებს. -თუ ეძებს იპოვოს, და თუ მარის ენდომება დალაპარაკება დაელაპარაკება. შენ თავი დაანებე.
-კაი, კაი. -ვიძახი დამცინავი ხმით და უკან ვიწევი. -მაგრამ, აღიარე ჩემ მხარეს ხომ ხარ? -წარბებს მაღლა წევს და ისე მიყურებს. -მარი ხომ უნდა დაელაპარაკოს გიოს? არ შეურიგდეს თუ არ უნდა, მაგრამ დაელაპარაკოს.
კესი იღიმის და თავს აქნევს, მარისკენ იხედება და ღიმილი ყურებამდე ადის.
-ბოდიში, მაგრამ მარი უფრო მიყვარს. -იძახის და ეღიმება, თან სიცილს ძლივს იკავებს.
-არა, რათქმაუნდა მარი უფრო გიყვარს, მაგას როგორ გეტყოდი მე უფრო უნდა გიყვარდეთქო, მაგრამ ხომ ჩემ მხარეს ხარ? -ვეკითხები და მის წაშლილ სახეს ვუყურებ, რომელზეც ღიმილს მალევე იბრუნებს.
-ნოუპ. მარისკენ ვარ. -იძახის და მხარზე ხელს ნელა მადებს ჩემი ლეკვის თვალების დანახვისას. -არაუშავს...
იცინის და მარისთან ერთად მიდის, მე კი მის სილუეტს ვუყურებ.
-რა გჭირს? -გვერდით დაჩი მიდგება და მიღიმის, ისიც კესის უყურებს და თავისდაუნებურად ეღიმება.
-არაფერი. -ვეუბნები და მხრებს ვიჩეჩ.
---მოგონების დასასრული----

კესის სევდიანი თვალებით ვუყურებ. თამაშმა ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა, კესი კიდევ ერთი ვერ იქნება.
ის-ის არის ხელი უნდა გავუშვა და წავიდე, რადგან ვიცი რომ იმედის კოშკებს ტყუილად ვაგებ, მაგრამ ხელზე ოდნავ მოჭერას ვგრძნობ.


***
კ ე ს ი
ხელს მთელი ძალით ვუჭერ, მაგრამ ვიცი რომ საკმარისი არ არის. ის ჩერდება, ვგრძნობ მის მწველ მზერას, მაგრამ არც ესაა საკმარისი. უნდა მივახვედრო, უნდა ვუთხრა რომ მღვიძავს. უნდა გაიგონ რომ ცოცხალი ვარ. მონიტორი გვერდით გამწარებული იწყებს წრიპინს ჩემი ნერვიულობის ფონზე, მე კი ვგრძნობ როგორ ვოფლიანდები.
-არ... -ძლივს ვსუნთქავ, მაგრამ მე მას უნდა მივახვედრო, ის უნდა დარჩეს. არ მინდა მარტო ყოფნა. -წახ...ხვ...დე... -ვიძახი და ვგრნობ რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდად ვხვდები.
-ექიმი! -ყვირის გამწარებული უცნობის და პალატაში სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის. -გაიღვიძა! -ყვირის გამწარებული და ხელს არ მიშვებს, რისი მადლობელიც ვარ. არ მინდა ისევ მარტო დავრჩე წყვდიადში.
-ყველაფერი კარგად იქნება, არ წავალ. -იძახის ისე თითქოს ჩემ ფიქრებს კითხულობდეს. ვცდილობ გავიღიმო, მაგრამ ვიცი რომ ჩემი უმწეო მცდელობა უშედეგოა. მე ღიმილიც კი არ გამომდის, უსუსური ვარ და მეეჭვება რამე შევძლო.

***
მ ა თ ე
ეკრანს ვუყურებ და მეღიმება. ვიცოდი რომ კესი მოწონდა, მაგრამ არ მეგონა მისი გრძნობა ამხელა თუ იყო. არ მეგონა რომ გუკა როდესმე ვინმეს შეყვარებას ასე ძალიან შეძლებდა. ანას გვერდით ვჯდები და მასთან ერთად ვაგრძელებ ყურებას. ანაც იღიმის, მაგრამ ცდილობს რომ არ გამოამჟღავნოს.
-რა გჭირს? -ნიკ გვერდით მიჯდება და ბედნიერი სახით მეკითხება. ისიც ეკრანისკენ იყურება და ვიცი გულში ღმერთს მადლობას უხდის რომ მეგობარი არ მოუკლა.
-არაფერი. -ვიძახი და თავს ვაქნევ. -კესიზე და გუკაზე ვფიქრობდი. -ვიძახი წამის შემდეგ და ვაგრძელებ. -შენი აზრით რომ გაიღვიძებს რა მოხდება?
-რას გულისხმობ? -მეკითხება და გვერდულად მიყურებს.
-არაფერს ისეთს. -ვიძახი მხრების აჩეჩვით, ოდნავ გაღიზიანებული. -უბრალოდ, როდესაც გაიღვიძებს სიმართლეს გაიგებს ხო ალბათ უფრო... -ნიკა თავს მიქნევს, მაგრამ აშკარად ვერ ხვდება რაზეა ლაპარაკი. -როდესაც გაიღვიძებს ეცოდინება რომ გუკას მოწონს, იქნებ ერთადაც იყვნენ. -თავს მიქნევს, აშკარად ბედნიერი რომ მიხვდა ლაპარაკი რაზეც იყო.-მაგრამ როგორც კი გაიღვიძებს მას ვარჯიში მოუწევს, შემდეგ კი თამაშიც ექნება. ვგულისხმობ რომ, ზედმეტად ბევრი რაღაც მოხდება მის ცხოვრებაში, და მაინტერესებს ეს მოვლენები როგორ განვითარდება.
-მათე. -ნიკა დაბალი ხმით იძახის ჩემ სახელს და მისკენ გაკვირვებული ვიყურები. -არ ვიცი რაზე ფიქრობ, არ ვიცი რა გინდა რომ იყოს, მაგრამ პირველ რიგში კესიმ ჯამრთელობაზე და მომავალ თამაშზე უნდა იფიქროს, გუკა მოითმენს. მაგრამ...-ნიკა თავს დაბლა ხრის და ჩურჩლით აგრძელებს. -მაგრამ, შეიძლება...შეიძლება ექვსი თვის მერე...ის აღარც იყოს... ამიტომ არ ვიცი. -თავს წევს და მის თვალებში ვიყურები, ტკივილი რომელიც მისი თვალები იჭერს გაუსაძლისია. -არ ვიცი რა იქნება ექვსი თვის მერე, არ ვიცი რა იქნება ხვალ, ამიტომ არც შენ გირჩევ ამაზე ფიქრს.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. უფრო სწორად კი ხმას ვეღარ ვიღებ. არ მაქვს ხმის ამოღების უფლება, ის კესის ჩემზე კარგად იცნობს, ამიტომ იქნებ ისაა მართალი?
-იცი, ყოველთვის პირველი დღე მახსენდება. -იძახის უცებ და მისკენ წარბაწეული ვიყურები.-როდესაც კესი გავიცანით. -იცინის და სახე ბედნიერებისგან უბრწყინავს გახსენებაზე. -მეგონა რომ მასზე უცნაური ადამიანი არ არსებობდა. მისი ოდნავ მეშინოდა კიდევაც, მაგრამ ამავე დროს მისი უცნაურობა მიზიდავდა.
თავს ვუქნევ და ვიცინი როდესაც მახსენდება პირველად როგორ შევხვდი კესის. მახსოვს საშინელი სურვილი, რომელიც მკარნახობდა რომ მომეკლა უცნაური წითური, ჩემს ნერვებზე გამაღიზიანებლად რომ მოქმედებდა.

----მოგონება-----
-დაჩი! -დაჩისკენ ვიხედები, ის კი ვიღაც სტრან ტიპს ელაპარაკება. გოგოს ლურჯი ჯინსები, ვარდისფერი კეტები და ჭაობისფერი მოკლე მკლავიანი მაიკა აცვია, გრძელი წითელი თმა კი გაშლილი აქვს და ქარში უმისამართოდ უფრიალებს, მწვანე თვალები კი უელავს. ორივე ხელზე უამრავი სამაჯური აქვს ასხმული და მხარზე მუქი ლურჯი ჩანთა აქვს გადაკიდებული. ერთი სიტყვით გემოვნება აქვს ნოლი.
-ეს ვინაა? -ვკითხულობ და ნიკასკენ ვტრიალდები.
-დაჩის მეგობარია, ჩვენ სკოლაშია. -იძახის მხრების აჩეჩვით და ისიც მისკენ იყურება. -უცნაური ტიპი ჩანს.
-ჩანს თუ არის? -ვკითხულობ დამცინავი ტონით და მეღიმება.
----მოგონების დასასრული----

ყოველ ჯერზე როდესაც ეს მოგონება მახსენდება სიცილი მინდება. კესი უცნაური იყო, უფრო სწორად ახლაც არის, მაგრამ ადრინდელტან შედარებით გემოვნება გამოუსწორდა.
-შენც იმ დღეზე ფიქრობ? -მეკითხება უცებ და თავს ვუქნევ. -ვინ იფიქრებდა რომ იქიდან ორ წელიწადში აქ ვიჯდებოდით და კესიზე ვიდარდებდით, მაშინ როდესაც დაჩი უკვე გარდაცვლილია.
თავს დაბლა ვწევ და ხმას აღარ ვიღებ. ის მართალია, ყველაფერი შეიცვალა, თან ზედმეტად სწრაფად იმისთვის რომ ამის გააზრება მოგვესწრო. ყველაფერი ზედმეტად სწრაფად შეიცვალა. იმდენად სწრაფად რომ მასთან დაწევასაც არ ქონია აზრი.
ახლა კი ჩვენ აქ ვართ, გაუაზრებლად მოვედით აქამდე და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, კესის ჩვენთვის შესვენება რომ არ მოეცა. მან თავისი სიცოცხლე გაწირა რომ ჩვენთვის ამოსუნთქვის საშუალება მოეცა, თვითონ კი უარესად დაიწყო გაგუდვა.
მაგრამ ვიცი რომ ამ წამს მე ვერაფერს ვერ ვიზამ, ვერც მე და ვერც სხვა ვერავინ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ ვცდით მის დახმარებას. კესიმ მარტო უნდა გაიაროს თავისი გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ დახმარების უფლება არ გვაქვს. მან სულაც რომ არ მიიღოს ჩვენი დახმარებ, მას ეს ჭირდება. შეიძლება არ იძახის, არ იმჩნევს და უმეტეს შემთხვევაში ბედნიერიც ჩანს, მაგრამ ხანდახან მგონია რომ ეს ყველაფერი მისი მსახიობური ნიჭის დემონსტრანციაა და სხვა არაფერი. ხანდახან მგონია რომ მის თვალებში ტკივილს ვხედავ, ნამდვილ, გულის გამტეხავ და სისხლის გამყინავ ტკივილს, მაგრამ მხოლოდ წამით. შემდეგ კი ის ისევე ქრება როგორც ჩნდება. ის არ გვაძლევს უფლებას მას მივუახლოვდეთ და დავუმეგობრდეთ, ის ჩაკეტილია, იმის და მიუხედავად რომ ყველაზე მეგობრული და გახსნილი ჩანს.
კესი თავისებურია, თავისებური და უცნაური.



-----------
იმედია მოგეწონებათ ^^



№1  offline წევრი davinna

Saswaulad momwons.velodebi shemdeg tavs da male dadeeee ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent