შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, ვინც არავის ჰგავს (სრულად)


9-09-2017, 00:59
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 28 427

მშვენიერი დღე იყო - ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და მზეც ანათებდა, სანამ ჩემი ძმა არ შემოვარდა სახლში სახეალეწილი, ერთი მაგრად შეიგინა და გაცეცხლებულმა შემომხედა.
- არაა საჭირო თავის შეკავება, მერე რა, რომ გოგო ვარ. იგინე რამდენიც გინდა - ვთქვი აშკარა ირონიით.
- მაპატიე ტასო, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე - ამოიოხრა საცოდავი სახით.
- რა მოხდა?
- ბაბის სიყვარული ავუხსენი.
- შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, დიდად არ გეტრფის ხო?
- უარესი - ტელეფონი მაგიდაზე დააგდო დიტომ.
- სხვას ეტრფის?
- კიდევ უარესი - გააბუქა, რაც შეეძლო.
- ქალები მოსწონს?
- რეზი მოსწონს - რეზის სახელი ისე თქვა, თითქოს სალანძღავი სიტყვა ყოფილიყო.
- ჩვენი რეზიკო? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ჩვენი რეზიკო - დაიწვრილა ხმა და ისე გამაჯავრა. - ბატონი რევაზი. - ახლა რეზიკოც გააშაყირა.
გამეცინა. თან ძალიან.
- რა გაცინებს ალქაჯო? - მკითხა გამწარებულმა.
- მაპატიე... უბრალოდ.... - მაინც ვერ ვიკავებდი სიცილს.
რეზიკო დიტოს მეგობარი იყო თოთხმეტ წლამდე. ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლოთ, მაგრამ ერთი გოგო შეუყვარდათ ორივეს და მათ შორის ეს შესანიშნავი მეგობრობის ძაფიც მაშინ გაწყდა, როცა იმ გოგომ რეზი აირჩია. როგორც წესი, ასეთ დროს, ძმაკაცები გოგოს ივიწყებენ ხოლმე და მეგობრობას აყენებენ პირველ ადგილას, თუმცა ამათ უცნაური რამეები ახასიათებდათ - ყოველთვის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ვერასდროს ძლებდნენ უერთმანეთოდ. მაგ ამბების მერე რომ ჩემი ძმის მეთოთხმეტე დაბადების დღეზე რეზიკო არ მოსულა, მაშინ მივხვდი, ეს უკვე სერიოზული დასასრული იყო.
რეზის და დიტოს უკვე მოზრდილობის ასაკშიც დაებედათ ერთი ქალის სიყვარული. თუმცა რეზის რას ვერჩი, ჩემს ძმას უყვარდებოდა ისეთები, თავიდანვე რეზის სიყვარულისთვის რომ იყვნენ განწირულნი. შუბლზე ეწერათ ხოლმე: „შავი ჯიპიც რომ გვაჩუქო, მაინც რეზის ავირჩევთ“. ჩემი ძმა ისედაც ვერ აჩუქებდა შავ ჯიპს ვერავის, თვითონ ერთი მოძველებული ფორდი ჰყავდა, მაგრამ ჯიპიანობაც არ უშველიდა.
ისეთ გოგონებს, რომელსაც ჩემი ძმა ირჩევს მე „ძნელად სარჩენს“ ვეძახი. ალბათ, რამდენი ოქრო დაალომბარდა ამ ჩემმა ყეყეჩმა მოძმემ, რათა ის ბაბი ელიტარულ რესტორნებში ეტარებინა. რეზის კი არაფრის გაყიდვა არ მოუწევდა. ფულის ულიმიტო ხარჯვა მისი სფერო იყო.
- რატომ მაინცდამაინც რეზი? - მკითხა ჩემმა ძმამ - იმიტომ, რომ ქალებისთვის უფრო მეტი ვარდის გაგზავნა შეუძლია?
- ალბათ - დავუდასტურე - ქალები ორი სიმპათიური თაყვანისმცემლიდან იცი რომელს აირჩევენ?
- არა.
- მდიდარს დიტო, მდიდარს - გამეცინა ბოროტულად. რა დასალამი იყო, რომ მდიდარი ოჯახი არ ვიყავით.
- ანუ რეზის სიმპათიურად თვლი? - მკითხა მოულოდნელად - აი, გოგო რომ იყო, მოგეწონებოდა რეზი?
- რა ვიცი, ისედაც გოგო ვარ დიტო - ვუპასუხე გაბრაზებულმა.
- ჰო, მაგრამ უფრო მეტად გოგო რომ იყო.
უფრო მეტადში ალბათ ის იგულისხმებოდა, ფეხბურთი რომ არ მეთამაშა, ჩემი ძმის ძმაკაცებთან არ დამელია ლუდი, დაქალები მყოლოდა და ზოგჯერ მაინც ჩამეცვა კაბა.
- ალბათ მომეწონებოდა - ვუპასუხე გულახდილად.
ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო. მან და რეზიმ როგორც კი გაწყვიტეს ურთიერთობა, თითქოს როლები გავცვალეთ. ეზოში ვთამაშობდი ხოლმე, როცა რეზი მოვიდოდა სერიოზული სახით, დინჯი გამომეტყველებით და ათი წლის ლაწირაკს მეკითხებოდა, რამე ხომ არ გჭირდებაო. მშობლებგაყრილი შვილივით ვიყავი დიტოს და რეზის ხელში. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არაფერი მინდოდა. ჩემი ძმისგან ვიყავი გაფრთხილებული, რეზი თუ რამეს შემომთავაზებდა, აუცილებლად უარი მეთქვა, თუმცა უკითხავად მოტანილ მის ნაყიდ ნაყინებს ვერასდროს ვატანდი უკან. გაციებული თუ ვიყავი, პატარა შტაბის გვერდით მივყავდი და ჩუმად მაჭმევდა. თვრამეტი ვიყავი, კარგად მახსოვს, როცა ფეხბურთის თამაშით დაღლილი სადღაც ბუჩქებში მიყუჟული, სიგარეტის მოსაწევად ვემზარებოდი. იქიდანვე შევნიშნე, რეზი რომ მანქანიდან გადმოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა. ეტყობა, დაფიქსირებული ჰქონდა აქამდეც ჩემი სამალავი.
- თვრამეტის ხარ უკვე და მაინც ფეხბურთს თამაშობ - დამცინა.
- რა მოხდა? - მხრები ავიჩეჩე და სანთებელას დავუწყე ძებნა. რეზიმ მომიკიდა, ისეთი სანთებელა ჰქონდა, ცოტა მეუხერხულა, დამენანა ჩემი იაფფასიანი სიგარეტისთვის.
- გილოცავ ქალთა დღეს - მითხრა და მინდვრის ყვავილები მაჩუქა.
- დღეს რვა მარტია? - ვკითხე ეჭვით, მერე თაიგულს დავაკვირდი - ეს მე? - კიდევ უფრო დავეჭვდი.
- ჰო. ქალი ხო ხარ? თუ რამე მეშლება?
- ჰო, რა ვიცი - ყვავილები გამოვართვი - მადლობ.... ისე, ყველას სჩუქნი ყვავილებს?
- კი, უბანში ყველას ვარდები ჩამოვურიგე, მხოლოდ შენ გაჩუქე მინდვრის ყვავილები.
- ძალიან სასიამოვნოა - ნერვები მომეშალა.
- მინდვრის ყვავილივით უბრალოდ ხარ. არ გიყვარს ზედმეტი გადაპრანჭვა, არც ზედმეტად რაღაცნაირი არ ხარ.
- გინდოდა გეთქვა, რომ უმაკიაჟო და მოუვლელი ვარ? - გამეცინა.
- ძალიანაც მოვლილი ხარ და კარგი სუნიც გაქვს. - წამოდგა - შენს მშობლებს იმედია არ ვძულვარ.
- რა სისულელეა, ძალიანაც უყვარხარ - შევიცხადე.
- ჰო და მომიკითხე.
- კარგი.
- ნახვამდის ტასუნა.
- შეხვედრამდე რეზიკო.
ბავშვობიდან ჩარჩენილი გვქონდა ერთმანეთისთვის კნინობითი სახელებით მიმართვა. ერთადერთი კაცი იყო მთელი ცხოვრების მაძილზე, ვინც ქალად ჩამთვალა, ქალთა დღე მომილოცა და ყვავილები მაჩუქა. ჩვენს დიალოგს, შესაძლოა შორიდან ფლირტის სახე ჰქონოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა სინამდვილეში... მისი მხრიდან არ ყოფილა. რეზისთვის უბრალოდ საყვარელი ბავშვობის მოგონება ვიყავი.
დროდადრო ყველაფერი შეიცვალა. ერთხელ, საშინლად გაბრაზებული მოვდიოდი გასაუბრებიდან. როგორც ყოველთვის, დამიწუნეს. ჩვენი უბნის აღმართზე ავდიოდი გულამოვარდნილი, როცა რეზიმ გააჩერა მანქანა.
- ჩაჯექი, აგიყვან. - მითხრა ღიმილით.
- სახლში არ ავდივარ - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- აბა სად მიდიხარ?
- არ ვიცი, ვსეირნობ და გულს ვაყოლებ. საშინელი დღე მქონდა.
- ჩაჯექი და სადმე სხვაგან ვისეირნოთ, მეც საშინელი დღე მქონდა - გამომიტყდა. პრანჭვა აღარ დამიწყია, რომელი უცნობი რეზი იყო. მანქანაში ჩავუხტი და სიგარეტის გაბოლება დავიწყე ეგრევე. ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა და თავი სუპერვარსკვლავი მეგონა. საცობში რომ მოვყევით, გზაზე გამვლელი თუ მანქანის მძღოლი ქალები ყველა რეზის მიშტერებოდნენ, შემდეგ მე მიყურებდნენ და შურით სკდებოდნენ, ალბათ შეყვარებული ვეგონეთ. რეზი ძალიან სიმპათიური იყო. ზედმეტად ქარიზმატული. ერთხელ გამოჩნდებოდა, მოგესალმებოდა და მთელი ქუჩის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა. ჭრელი, მწვანე თვალები ჰქონდა, რომელიც თეთრი კანისა და მუქი თმის ფონზე მზესავით ანათებდა. ერთხელ თუ დაინახავდი, მისი დავიწყება ძალიან ძნელი ხდებოდა.
- ვინ მივასრისო აბა? - მკითხა რეზიმ.
მაგრად გამეცინა, დიტომაც ეგრე იცოდა ხოლმე თქმა.
- არხი „ედემი“ როა, მანდ სჭირდებოდათ ჟურნალისტი და დამიწუნეს.
- რატო დაგიწუნეს?
- ცხრაწლიანი გამოცდილება სჭირდებოდათ. მივქარე, ცხრა წლის ასაკში რომ არ დავიწყე გამოცდილების შეგროვება.
- კაი რაა, ჯერ პირველ კურსზე ხარ ტასუნა, ცოტახანიც და მერე მაგარ ადგილებში იმუშავებ.
- იმედია - ამოვიოხრე და რეზის შევხედე - შენ რა დაგემართა?
- გოგო მყავდა ერთი. რამდენიმე კვირის წინ დავშორდი და ახლა ვისთან ერთად გამეჩითა იცი?
- ჩემს ძმასთან? - ვეხუმრე.
- საიდან იცი, გითხრა?
- რაააა? - გული გამისკდა - მე ვიხუმრე....მითხარი, რომ შენც იხუმრე, ოღონდაც ეგ მითხარი.
- არა, არ მიხუმრია. ჩემს ყოფილ შეყვარებულთანაა.
- კაი რა დიტო, კაი რაა - ლამის თავშიცემა დავიწყე - შენი ყოფილი შეყვარებულის ქირაობის ფული სად აქვს მაგას.
- რააა?
- ჰოო! შენი ყველა შეყვარებულის შეყვარებულობა ისეთი ძვირი ჯდება, რომ მერე მთელი წელი იხდის ხოლმე ვალებს - ძალიან ცუდად დავაბეზღე საკუთარი ოჯახის წევრი.
- ვაიმე - გადაიხარხარა რეზიმ - დღეს თუ რამე ხასიათზე მომიყვანდა, არ მეგონა.
- ვინმე ვარ რეზიკო, ვინმე - შევუსწორე.
- ლუდს არ დალევ ვინმევ?
- დავლევ - გამეცინა.
იმის მერე მე და რეზის თითქოს ერთმანეთი დაგვებედა. ყოველთვის მასთან ერთად ვიყავი. დიტოს საყვედურების მიუხედავად, ჩემი საუკეთესო მეგობარი მხოლოდ რეზი იყო, მე კი რეზის. თავის ყველა შეყვარებულს მაცნობდა, ვინც კი დღემდე ჰყოლია. მეც მეგობრული და საყვარელი ვიყავი მათ მიმართ. ვიცოდი, დიდხანს არ მოგვიწევდა ურთიერთობა, რეზიკო მალე დაშორდებოდა და რა მენაღვლებოდა, მესაყვარლა ცოტა ხნით.
დღეს კი დიტოსთან საუბრების, რეზიკოზე წყევლა-კრულვის მოსმენისა და ნერვების დაწყვეტის შემდეგ, ძლივს დამეძინა. თან ღრმად და ბედნიერად მეძინა, როცა ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. არც დამიხედავს ნომრისთვის, ისე ვუპასუხე.
- რა - ამოვიხვნეშე ნამძინარევი ხმით.
- გამოდი სასწრაფოდ - რეზიკოს ხმა გავიგე.
- მოხდა რამე?
- კიი, ნერვები მაქვს მოშლილი და გამოდი.
- ჩავიცმევ - გაჭირვებით გავახილე თვალი.
- როგორც ხარ ისე წამოდექი საწოლიდან და გამოდი. ახლავე!
ბებიაჩემს რომ ეცვა, ზუსტად იმ სტილის ღამის პერანგი მეცვა მეც. ულიფოდ ვიყავი, თუმცა ჩასაცმელი რა იყო? არც არაფერი მქონდა ისეთი, ზედმეტად რომ დამტყობოდა.
სადარბაზოში თითქმის თვალდახუჭული, ხელების ცეცებით გავედი.
- რა გრძელი თმა გაქვს გოგო - პირი დააღო რეზიმ - ამდენი წელია, თმა არ გაგიშლია?
- მთელი ზამთარი გაშლილი მქონდა, მაგრამ კაპიუშონში ვმალავდი, ნერვებს მიშლის ხოლმე სახეზე რო მელამუნება.
- რა ლამაზი ხარ - გაოგნებას ვერ მალავდა.
- ჰო, ძალიან. თავი თივის ზვინს მიმიგავს, თან ყველაზე დიდ თივის ზვინს მთელს მსოფლიოში და თითქმის შიშველი ვდგევარ სადარბაზოსთან. ასე რომ დაგვინახონ, ბ*ზად შემრაცხავენ.
- ვინ უნდა დაგვინახოს გოგო, დილის 4 საათია. ჩემთან ავიდეთ, ახლა მოვედი რაღაც შეხვედრიდან.
- შეხვედრიდან თუ არყის ფესტივალიდან? აქედანაც კი ვგრძნობ შენს სუნს. ვაი, თან ვერც დავდივარ - უბედურად წავბორძიკდი.
- აგიყვან - ნათქვამიც არ ჰქონდა, რომ ოდნავ წაიკუზა, ფეხებზე შემომხვია ხელი და მაღლა ამწია.
- ჯანდაბა! ასე თუ შენთან დამინახეს, აღარც ერთი კაცი არ მომეკარება, ვერ გავთხოვდები. დავრჩები შინაბერა და შენი და დიტოს ბავშვების გაზრდა მომიწევს.
- ისედაც არავინ გეკარება და მაინც ვერ გათხოვდები - მანუგეშა რეზიმ - ყოველი შემთხვევისთვის, იქამდე, სანამ გადაფარჩხული ჯდომას არ გადაეჩვევი და სიგარეტის მოწევას საჩვენებელსა და ცერა თითს შორის გაჩრილი, არ შეწყვეტ.
- მე სექსუალურად მეჩვენება ეგ ყველაფერი.
- მაგას კაცები შვრებიან ტასო... - სანამ ნახევრად მეძინა მის მხარზე გადაკიდებულს, თავისი სახლის კარს აღებდა. ვგიჟდებოდი რეზის სახლში ყოფნაზე. ყოველთვის კომფორტი, სიმყუდროვე სუფევდა. თან რემონტს როცა აკეთებდა, ავეჯიდან დაწყებული, მეტლახით დამთავრებული, ყველაფერი მე ავურჩიე... მოკლედ, ჩემი ოცნების სახლი ჰქონდა რეზის. ყველაზე მიმზიდველი კი ის იყო, რომ ნებისმიერ დროს ვსვამდი და ვეწეოდი მასთან. საწოლზე დამაგდო რეზიმ და გვერიდთ მომიწვა.
- რა მოხდა? - ვკითხე მის ფუმფულა საწოლზე პირქვე დამხობილმა, რომელიც ასევე ჩემი არჩეული იყო.
- ერთი გოგო დამევასა - ისეთი ტონით თქვა, უკვე რვაასჯერ რომ მომისმენია .
- თუ სექსი გექნება, თეთრეული გამოცვალე.... ჩვენს საწოლში არ ჩააწვინო. - ვინმეს, რომ ეს დიალოგი მოესმინა, იფიქრებდა, გადარეული ცოლ-ქმარი არიან და ეს ქალი ქმრის „გაგულავების“ მომხრეაო.
- რა ჩვენს თეთრეულში, გაგიჟდი? - ისე შეიცხადა, ლამის ბოდიში მოვუხადე.
- რეზიკო, ამისთვის გამაღვიძე?
- არა. მარტო ყოფნა მეზარებოდა და მაგიტო.
- კი გაგლანძღავდი, მაგრამ მაგარი საწოლია - ბალიში მკერდთან ამოვიდე და ძილი გავაგრძელე.
ასე, 12 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა. თავი წამოვყავი, რეზიკოს ჯერ კიდევ ეძინა. ჩემკენ იყო გადმოხრილი და ტუჩები ისე გამოებურცა, მისი საყვარელი, რომ ვყოფილიყავი, ალბათ კოცნით ავიკლებდი. თავი გავაქნიე, მოვიშორე გონებიდან მის კოცნასთან დაკავშირებული ფიქრები და წამოვდექი, სამზარეულოში გავედი. ყოველთვის სავსე მაცივარი ჰქონდა. თბილისში, მცხეთასა და კახეთში ჰქონდა რესტორნები და საჭმლის გაკეთების პრობლემა არ აწუხებდა. თუმცა უცნაურია, მაგრამ მისი საყვარელი საჭმელი ხორციანი ბლინები იყო. ამიტომ, დილას ბლინების შეწვით დავიწყე საქმე.
- რა კარგი სუნია - ერთ ათ წუთში გამოვიდა მთქნარებით და ისე გაიზმორა, მთელი სამზარეულო დაიკავა.
- რამდენ ცალს შეჭამ?
- ოცს.
- გაგისკდება მუცელი.
- დილაობით მაინც დავრბივართ ხოლმე და ენერგიაში წავა.
- რო შეჭამ, ეგრევე კი არ უნდა ირბინო... თან მე დღეს გასაუბრება მაქ, მოსაწესრიგებელი ვარ.
ზაფხული რომ მიილია და შემოდგომოა დადგა, მივხვდი, ზამთარში ვეღარ გავიტანდი თავს დიტოს თბილი ქურთუკებით და სამსახურის ძებნას შევუდექი. პირველი პროფესია ჟურნალისტის მქონდა, მეორეთი ფოტოგრაფი ვიყავი, მაგრამ გასულ თვეს მეზობლის ბავშვმა რეზიკოს ნაჩუქარი ციფრული გამიტეხა. თვითონ არ უთქვამს, მაგრამ რამდენიმე ათასი დოლარი თავისუფლად ეღირებოდა. მეც არ ვეუბნებოდი, გამიტყდა მეთქი, მრცხვენოდა. სამწუხაროდ, დიტოს კისერზე იყო მთელი ოჯახური სიმძიმე - დიასახლისი დედა, პენსიონერი მამა და კიდევ “luxury” გოგო, რომელსაც ჩვენი ოჯახის რესურსი, რომ ასზე გაამრავლო, ზუსტად მაგდენი ხარჯი მიჰქონდა, თუმცა თავს როგორ დაანებებდა დიტო? მას ხომ მაინცდამაინც რეზის სტილის ქალები უნდა აერჩია.
ბოლოს გადავყწვიტე, ძალიან ცოტა ხნით დამეცადა, იქნებ რამე მეორადი ციფრული მეყიდა ან სადმე ჩემი პროფესიის, ჟურნალისტის ვაკანსია გამოჩენილიყო. რეზიკოს არასდროს ვეუბნებოდი, რომ ჩემს ოჯახს უჭირდა. ისედაც, ყოველი თვის ბოლოს თავს ვარიდებდი ხოლმე მის ნახვას, რადგან დიდი ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის მერე, ფულს მიჯიბავდა მდიდარი ბიძასავით.
- გინდა, რამე მოგიტანო? მაკიაჟი მაგალითად. - მკითხა პირგამოტენილმა.
- ფიქრობ, რომ მაკიაჟი მჭირდება? - ნამუსზე ავაგდე.
- არა, რა სისულელეა. მე ვიფიქრე, რომ უბრალოდ, მოწესრიგებაში მაგას გულისხმობდი, თორემ მშვენიერი კანი გაქ. ოდნავ მოვარდისფრო ლოყები და აბრეშუმივით კანი. უკვე სისულელეებს ვლაპარაკობ?
- კი - ვუპასუხე სიცილით - მოწესრიგებაში შხაპის გადავლება ვიგულისხმე.
- რას იცმევ?
- შავ შარვალს, ბათინკებს და ზემოდანაც გადავიცმევ რამეს.
- შავი შარვალი გიხდება - გამიღიმა მიმზიდველად - ლამაზი ფეხები გაქვს.
იმედია არ შემეტყო, რომ ძალიან გავწითლდი. ბლინები ჩემთვისაც გადავიღე და ჩაი დავუსხი.
- მე ხო ყავა მიყვარს? - დაიჯუჯღუნა.
- ბევრ კოფეინს სვამ. ზოგჯერ ჩემი ჩაიც დალიე ხოლმე. - მომენტებში ვაკვირდებოდი, რომ აბეზარ ცოლს ვგავდი.
საუზმის შემდეგ სიგარეტი მოვწიეთ და მისი ხალათი ჩავიცვი. უფრო სწორად, ხალათი რომელიც ჩემთვის იყიდა
- რეზიკო, ერთი რამე უნდა გთხოვო რააა - შევხედე შრეკში რომ ჩექმებიანი კატაა, ისეთი თვალებით.
- მთხოვე.
- ის ბაბი შებმას თუ დაგიწყებს, უარი უთხარი. ცოდოა დიტო. მერე ბრაზდება ხოლმე და შენ ლანძღვას ვისმენ, მერე ახსენდება რომ ჩემი მეგობარი ხარ და მაგაზე ცალკე მიჭედავს. მოკლედ, ჩემზე გადატყდება ჯოხი და თუ ძალიან არ მოგწონს, არ გაეკარო.
- ძალიანაც რომ მომწონდეს, იმას ისედაც არ გავეკარები, ვის გამოც შენზე გადატყდება ჯოხი - თავზე მაკოცა და გამოსაცვლელად შევიდა საძინებელში. მე საშხაპეში შევედი. ალბათ ვიღაცა გიჟად ჩამთვლიდა თუ გაიგებდა, რომ ჩემი მეგობარი ბიჭის სახლში, რომელიც მართლა მეგობარი იყო, კბილის ჯაგრისი, შამპუნი და ტანის გელი მქონდა. ცოტახანში გეხის ფაჩუნის ხმა მომესმა აბაზანაში.
- შენ ხარ რეზი? - ვკითხე შეშფოთებულმა. აბაზანის ფარდა მქონდა გაფარებული, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც.
- აბა ვინ იქნება? - კითხვა შემომიბრუნა სიცილით - მოფსმა მინდოდა.
- არ იყო საჭირო დაკონკრეტება. ხმით ისედაც მივხვდებოდი. პირსახოცი შემომაწოდე.
- აჰაა - ნელა შემოსწია ხელი ფარდაში.
ზოგჯერ მეც მეპარებოდა ეჭვი ჩემს ქალობაში. როგორ ერთხელ შემოჭყეტვის სურვილიც არ უჩნდებოდა ამ ოხერს.
საღამოს ისეთი განერვიულებული დავბრუნდი გასაუბრებიდან, მზად ვიყავი ნახევარი სამყაროსთვის გამომეჭრა ყელი. რეზის სახლის კართან ავიტუზე, გამეხებულმა დავაკაკუნე.
- რა მოხდა? - კარი გააღო. ცოტა დაბნეული და განერვიულებული სახე ჰქონდა. არაფერი მიპასუხია, ისე შევუვარდი სახლში. მისაღებში ვიღაც ქერა, მუხლამდე დეკოლტიანი ქალი დამხვდა გაოგნებული. რეზის დედისმკვლელი სახით შევხედე და მერე იმ ქალს მივაპყარი იგივე მზერა. ეტყობოდა, არ იყო ქართველი. ზედმეტად ამიჩქარდა გული, უკან შემოვტრიალდი. - მაპატიე რეზი, ხვალ გნახავ. - ვუთხარი და გამოვვარდი.
რეზის არაფერი უპასუხია. იმდენად ჩქარა მოხდა ყველაფერი, რომ ხმა ჩაუვარდა ალბათ. ნორმალურად მეც ვერ გავიაზრე როგორ შევვარდი ან როგორ გამოვვარდი.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რეზიმ რომ მომწერა, გარეთ გამოდიო. დებილივით ამოვიცვი ფეხსაცმელი და გარეთ გავფრინდი.
- რა მოხდა? - მკითხა რეზიმ.
- მაპატიე, უბრალოდ... - ენა დამება.
- ტასუნა რა გჭირს? - გაოგნებული იყო.
- მაპატიე, რომ პაემანი ჩაგიშალე.... ასე მალე რატო გამოხვედი?
- რამდენ ბოდიშს იხდი, არ გრცხვენია? - გაეცინა. სიცილი საოცრად უხდებოდა, ყველაზე მეტად უხდებოდა - ისეთი სახე გქონდა, ვიფიქრე, რომ ძალიან გაგაბრაზეს და იმ გოგოს დავემშვიდობე ზრდილობიანად.
- აუ რეზი - ცრემლები მომადგა და მაგრად ჩავეხუტე. მთელი ძალით ვეკვროდი, თან პიჯაკის ყელთან ამოწეულ მისი ახლადგარეცხილი პერანგის სურნელს ვიჭერდი. კისერში კი თავისი სუნი ჰქონდა... განსხვავებული, შეუდარებელი. თითქოს სახლში დაბრუნების სურნელი, ოჯახის სურნელი, ბედნიერების და .... სიყვარულის.
- რა დაგემართა გოგო, გავგიჟდები იცოდე - მკლავები მჭიდროდ შემომხვია და ცხვირი ლოყაზე მომადო. მთელ სხეულში ერთიანად გამაჟრიალა ამ შეხებამ და მომენტმა, როცა მისი სუნთქვა სახეზე მომეჯახა.
- არავის არ მოვწონვარ, არსად არ მიყვანენ... არ მოსწონთ ჩემი შარვალი, ჩვეულებრივი მაისურები და მთასვლელის ბათინკები - თან მეცინებოდა, თან მეტირებოდა - მემგონი, მახინჯი ვარ.
- მახინჯი? - გაცეცხლებული თვალებით შემომხედა - შენ თვალებში „რაზვალი“ გაქ?
- კი - ვუპასუხე სლუკუნით და უსიამოვნო სიცივე ვიგრძენი, როცა მისი სხეული ჩამომეხსნა.
- ჰო და ძალიანაც ცუდი! უმშვენიერი ქალი ხარ და ყველას მოვკლავ, ვინც საპირისპიროს გეტყვის ან გაგრძნობინებს. - თმა ყურზე გადამიწია თან და ახლა უფრო მეტად გამაჟრიალა.
- მაპატიე, რომ იმ ქალთან დაწოლა ვერ მოასწარი - მოვუბოდიშე მეათასედ, სიცილით.
- ხვალინდელი დღე წინაა. სადმე კი არ გამექცევა - მასაც გაეცინა. - ტასუნა, გინდა სადმე დავისვენოთ მე და შენ? მთელი ზაფხულია, არსად არ წავსულვართ. ოჯახური გასვლა მოვაწყოთ.
- მოვაწყოთ - გამეღიმა - ოღონდ უნდა მოვიფიქრო, ჩემებს რას ვეტყვი.
ტყუილები არ გამჭირვებია. ვუთხარი, სამსახური გამომიჩნდა ბათუმში და რამდენიმე დღით წავალ მეთქი. რეზი მართალი იყო, მართლა ოჯახური მოგზაურობა გამოგვივიდა. თექვსმეტის იყო მშობლები რომ დაეღუპა და მამიდამ გაზარდა. ამის შემდეგ, მამის დანატოვარი პატარა ბიზნესი ისე გააფართოვა, რომ ბოლოს მეცენატათაც იქცა. ამიტომ, როცა საქმე ჩვენს ერთად წასვლას ეხებოდა, მე ზუსტად ვიცოდი, რეზის უბრალოდ ოჯახთან ერთად ყოფნა უნდოდა. ამ შემთხვევაში კი ოჯახი მე ვიყავი. ჩემთვისაც ოჯახი იყო...
ბათუმში რეზის მანქანით წავედით, სასტუმროს სხვადასხვა ნომრებში ვიყავით, მაგრამ ძირითადად მაინც ერთად გვეძინა ხოლმე. თან, მთელი ღამე ვსვამდით, ან კლუბში ვერთობოდით, დილას კი გათიშულები ვეგდეთ. ზოგჯერ მაინც მიწევდა ჩემს ნომერში ძილი, რადგან რეზისთან სხვა ქალს ეძინა... შიშველს.
თხელი კედლები იყო. ხშირად, უცხო ქალების გაგიჟებული კვნესის ხმა გამოდიოდა. რამდენჯერმე რეზის ჰანგებიც დავიჭირე. არ მეგონა, ასეთი რეაქცია თუ მექნებოდა. პირველ გაგონებაზე, საშინლად შევშფოთდი, ვიეჭვიანე, სისხლმა ტვინში ამასხა და ცრემლებიც გადმოვყარე, მაგრამ ვიცოდი, იმ ქალს მეორედ აღარასდროს ნახავდა, ის ერთჯერადი იყო. მე კი მისი მეგობარი ვიყავი, ყოველთვის ვენდომებოდი. რაღაც მომენტში, საშინელმა ცივმა ოფლმა დამასხა, ფეხებშუა ისე დავსველდი, ბარძაყების ერთმანეთთან შეერთების მერიდებოდა. რეზის ხმა როცა გავიგე, მაგაზე საერთოდ გადავირიე. წამით გავიფიქრე, რომ ის ქალი მე ვიყავი. არ ვიცი, რამ მაფიქრებინა მსგავსი რამ... მაგრამ მომინდა. წარმოვიდგინე, თითქოს მთლიანად შიშვლები ერთმანეთის მხრებიდან მოყოლებული, სხეულის თითოეულ უჯრედს ვუკოცნიდით, ჩემი მოშიშვლებული მკერდი მის მხურვალე კანს ეხახუნებოდა, ხელით მეფერებოდა ყველგან... მერე რაღაც მყარმა, თბილმა და სასიამოვნომ ამომივსო ვა*ინა. ვერ ვწყვეტდი საკუთარი სხეულის ფერებას იმ ფიქრებით, თითქოს რეზი ყოფილიყო. ყველაზე საშინელი მომენტი ის გამოდგა, რომ საბოლოოდ, როცა ყველაზე ხმამაღლა, გაშმაგებით ამოიკვნესა ჩემმა მეზობელმა წყვილმა, მეც მაშინ ვიგრძენი როგორ გასკდა სიამოვნების ბუშტი სხეულში და მასში მოთავსებული სასიამოვნო გრძნობები გარეთ გადმომეღვარა.
იმის მეორე დღეს, თვალებში ვეღარ ვუყურებდი. სასაუზმეში ომლეტს ვჭამდი გვერდით რომ მომიჯდა და ცხვირი მხარზე მომადო გამარჯობის ნიშნად.
- იმედია იბანავე - ვთქვი დაბღვერილმა.
- კი, საკაიფო დუშგელი მაქ, კაცის ოდეკოლონის სუნი ასდის. მიყნოსე - ახლა ყელი გამომიშვირა.
- არა, უბრალოდ უცხოქალშეზელილი როცა მეხები, არ მსიამოვნებს.
- ვიბანავე, ნუ ღელავ - გამიცინა და ჩემი თეფშიდან, ჩემივე ჩანგლით შეუდგა საჭმლის მოპარვას. მე არაფერი ვუთხარი, აივანზე გავედი უსიტყვოდ და სიგარეტს მოვუკიდე. თეფში რო მოაცარიელა, მერე გამოვიდა ეგეც. - ტასიკო, რა გჭირს?
- არაფერი. ცუდ ხასიათზე ვარ.
- როგორ გამოგისწორო?
- ცოტა ხმადაბლა აკვნესე ხოლმე შენი ნაშები - მეც არ ვიცი, რატო წამომცდა.
- გაიგე? ხმა გესმოდა? - გაწითლდა და აფორიაქდა. ყველაზე ნაკლებად ეგ მინდოდა და მაინც ეგრე გამომივიდა.
- კაი დაიკიდე, დიდი ამბავი.
- მაპატიე რაა. აღარ განმეორდება.
- არაფერია, დამშვიდდი - უკვე აქეთ ვაწყნარებდი.
დარჩენილი დღეები უკეთესად გავატარეთ. ცდილობდა, ქალები ნაკლებად მოენუსხა. მე ისედაც არავინ მეკარებოდა, ყველას ცოლ-ქმარი ან შეყვარებულები ვეგონეთ. საერთოდაც, იშვიათად მეკარება ხოლმე ვინმე, რადგან რეზი სულ დიდი ძმის სერიოზული სახით მიკონტროლებს გარშემო პერიმეტრს.
ბათუმიდან რომ ჩამოვედი, მითხრა, რესტორნებში მენეჯერი მჭირდებაო და მე შემომთავაზა. ვიცოდი, რომ არავინაც არ სჭირდებოდა, უბრალოდ პირდაპირ ვერ მითხრა, შენი დასაქმება მინდაო. თვითონ რამდენიმე დღით იტალიაში წავიდა საქმიან შეხვედრებზე. გული მეკუმშებოდა ყოველ დღე რომ ვეღარ ვხედავდი. სამაგიეროდ, სკაიპში ველაპარაკებოდი ხოლმე. სულ იმას მეკითხებოდა, რა ჩამოგიტანოო, მე კი მხოლოდ მისი ჩამოსვლა მჭირდებოდა. ის რამდნეიმე დღე რომ მიიწურა და ჩამოფრინდა, მისივე მანქანით დავხვდი აეროპორტში. მანქანის ტარებაც კი რეზიმ მასწავლა.
- ჩემი სიცოცხლე - ხელში ამიტაცა, მთელ აეროპორტს ბედნიერი წყვილი ვეგონეთ.
- მომენატრე - ფარულად ვცდილობდი, მისი თმის სურნელი მეყნოსა. ქოჩორი რამდენიმეჯერ ხუმრობით ავუწეწე და მერე ჩუმად ხელზე ვისუნე.
- მეც მომენატრე ტასუნა, რაღაცეები ჩამოგიტანე.
- ხო გითხარი, არ მინდა მეთქი არაფერი. ერთი პატარა ჩანთით წახვედი და უკან რამდენი გიტარებია - ლოყაზე მოვუცაცუნე ხელი. ხელზე მაკოცა. სველი ტუჩები ჰქონდა... კიდე ეგ მინდოდა მე?
- სულ შენ ჩამოგიტანე ყველაფერი. ხო იცი, შენ როცა გეხება საქმე, არაფერი არ მეზარება.
მის სიტყვებზე სულელი გოგოსავით გავწითლდი. სახლში რომ მივედით, ხორციანი ბლინები დავახვედრე. ამ ჯერად, ჩემი გაკეთებული. მან კი საჩუქრები ამოიღო და აღმოჩნდა, მთელი ცხოვრების სამყოფი ტანსაცმელი მქონიდა მისი დამსახურებით. ყველა სეზონისა და ჰაერის ტემპერატურის. საჭმელად რომ დავჯექით, რეზი გამომიტყდა, იქ ვიღაც ქართველი გოგო გავიცანიო. ლუკმა პირში არ გადამივიდა მაგის მოსმენის შემდეგ.
- ძალიან საყვარელი, ლამაზი და ჭკვიანია. უცნაურია არა? მასთან დაწოლაც კი არ მომდომებია - მიყვებოდა აღფრთოვანებული.
- ვინაა? - ვკითხე გადაფითრებულმა. იმედი მქონდა, სახეზე არ დამეტყო ჩემი შინაგანი ემოციები.
- ელეონორა ჰქვია.
- ნორას ეძახიან?
- არა, ელენეს - ეგონა, რომ ვხუმრობდი, არადა ბოღმისგან ცეცხლს ვყრიდი.
- სად გაიცანი?
- თვითმფრინავში გვერდით მეჯდა და გამოველაპარაკე. აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთი გემოვნება გვაქვს მუსიკაში და წიგნებში. მერე რესტორანში დავპატიჟე, საღამოს პარიზის ქუჩებში ვისეირნეთ.
- ბიზნეს შეხვედრა ხო არ გამოგრჩა სიყვარულში დამხრჩვალს?
- არა, ორი ან სამი საათი გრძელდებოდა. რაღაც ტრენინგებს ვატარებდი. მერე ელენესთან ერთად ვსეირნობდი ხოლმე. ღვინოს ვსვამდით და ხელოვნებაზე ვსაუბრობდით.
- როდის იყო, ხელოვნებაზე გიჟდებოდი?
- ადვილია კაცო. ერთი ორის ნახატზე იტყვი, რომ ის რენესანსის ან იმპრესიონიზმის მოღვაწეთა სულის ნადებს ყველაზე ჭეშმარიტად გადმოსცემს, და ეგაა, შებმულია.
- რომელზე თქვი ეგ?
- აღარ მახსოვს, მაგრამ გავარტყი.
- მაგარი ხარ - თეფშები ავალაგე და გასარეცხად მივედი.
- ტანსაცმელს არ ნახავ თუ კარგად გაქვს?
- ვნახავ - გავრეცხე თეფშები და საძინებელში შევბრუნდი.
ზამთრის მანტოებებთან და ქურთუკებთან ერთად, ერთი ბეწვის ქურქი იყო. შევხედე თუ არა, მაგრად გამეცინა.
- ეს იმ ელენეს ხო არ უყიდე?
- არა, შენ გიყიდე. მაგაზე ჩასაცმელიც წამოგიღე.
- ქალს მამსგავსებ?
- თმა გაიშალე რაა - მთხოვა ჩუმად. მის ჩურჩულზე ჟრუანტელი მივლიდა ხოლმე. მორჩილი რობოტივით გავიშალე თმა. დაწნული მქონდა და ტალღოვნად დამდგარი მთელ სიგრძეზე ჩამომეშალა.
- აი, უკვე ქალი ხარ - თქვა კმაყოფილმა. - ერთი კარგი ბიჭიც და ეგაა პურის ჭამა.
- რეზიკო, თუ გშია, როგორმე ჩემი ქორწილის გარეშეც გაჭმევ პურს.
ჩემს ნათქვამზე გულიანად გაეცინა. საშინლად მომნატრებოდა მისი სიცილი.
- თუ ვინმე მოგეწონა, პირველი ხო მე გამაცნობ?
- კაი, მარა რატო?
- ჭუ*უები უნდა დავაჭრა.
სიცილისგან საწოლზე დავვარდი.
- და მე რა ვქნა? ის ელეონორა დავასაჭურისო?
- არა რააა. ლამაზი შვილები გვეყოლება.
- უკვე შვილებზე ფიქრობ? - ძალიან მომეშალა ნერვები.
- ეგრევე გაგაცნობ, როგორც კი ჩამოვა. დარწმუნებული ვარ, კარგად გაუგებთ ერთმანეთს. ისიც შენნაირი სერიოზული, დინჯია და მეგობრები არ ჰყავს.
- მადლობ. გარიგებული მეგობრები არ მჭირდება. - წასასვლელად მოვემზადე.
- გეწყინა? სად მიდიხარ, ნუ გამაგიჟე. - გამომედევნა.
- არა, ხვალ დილით ვარ ასადგომი და სჯობს სახლში წავიდე, დავიძინო.
- ჩემთან დარჩი რაა, რამდენი ხანია, არ გვილაპარაკია.
- გუშინ სკაიპში გელაპარაკე.
- ჰო, მაგრამ... არ მომიყოლია ელეონორაზე ყველაფერი.
- სახლში მაქ ხვალისთვის საჭირო ყველა ნივთი.
- ყველაფერი გაქვს აქ, რეებს მატყუებ?
- საცვლები? - ცოტა შემრცხვა, მაგრამ მაინც მოვიმიზეზე.
- უი, ჩამოგიტანე კაი საცვლები იქიდან. – “victoria’s secret”-ის პარკი ამოაძვრინა ჩემოდნიდან.
- ელეონორას წამოუღე ეგ ალბათ... - ცხვირი ავიბზუე ჯუჯღუნა დედაკაცივით.
- არა, შენ წაამოგიღე. არც ერთი ტანგა არ არის. შენ ალბათ ვერ იცმევ - დაასკვნა ლოგიკურად - ნორმალური საცვლებია.
- მართლა სამზითვოდ მამაზადებ? - ვეღარ გავუბრაზდი, გამეცინა და ჩავხედე ჩემს ახალ რამეებს. ლიფებიდან დაწყებული, ჩულქებით დამთავრებული, ყველაფერი იყო.
- სამზითვოდ გამზადებ - გაეცინა.
- ჩემი.... - უნდა მეთქვა, ჩემი მკერდის ზომა საიდან იცი მეთქი, მაგრამ ზღვაზეც ვყევარ ნანახი და ერთხელ მთვრალი საშხაპეშიც შემომივარდა. თან ყველა ნორმალური კაცი შენიშნავს ერთი შემოხედვით, რომ ერთი არა, მაგრამ ორი ზომა მკერდი მაქვს. - ძალიან ლამაზებია - ვუთხარი და დავრჩი მასთან, სხვა რა გზა მქონდა. facebook-შიც ვნახე ის თავისი ელეონორა. გამიკვირდა, რომ სელფებში ტუჩსაცხი მთელი სახის მასშტაბით არ ესვა და არც ძუ*უებიც არ გადმოეყარა ლაიქების დაგროვების გამო.
მერე ჩამეძინა. მათი ქორწილი მესიზმრებოდა, ზოგჯერ კი კადრები გადადიოდა და კაფეში ვისხედით. მე მათ წინ ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ კოცნაობდნენ. დროდადრო მეღვიძებოდა. ბოლოს დილის 4 საათზე გამომეღვიძა. რეზის ღრმა ძილი ახასიათებდა, ჩემკენ გადმობრუნებულიყო.
მის ხელს შევეხე. თბილი და რბილი იყო. საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი. თან ჯერ არ გათენებულიყო და ღამის სიჩუმეში უფრო გაუსაძლისად მახრჩობდა საკუთარი გრძნობები. თმაზე მოვეფერე, მერე ნელა ჩამოვუცურე ხელი ტუჩებზე. ცოტახანს საკუთარ თითებზე ვგრძნობდი მის ბაგეებს - მოდუნებულს, დაბუშტულს, თბილს, სველს. კოცნა ისე მომინდა, როგორც არაფერი ამქვეყნიური ცხოვრებაში. მოვკვდებოდი ეს ტუჩები თუ სხვას შეეხებოდა...
თავს კონტროლი გავუწიე, საწოლიდან წამოვდექი და სახლში წავედი. ჩემი ძმა თვალებდაჭყეტილი დამხვდა საოცრად მკაცრი სახით.
- რას აკეთებთ ხოლმე შენ და რეზი მთელი ღამე?
- რა უნდა გავაკეთოთ მე და რეზიმ? - დოინჯი შემოვიტყი. ტვინში სისხლი ამასხამდა მალე - რა აზრები გაქ დიტო? შენი და ვარ, ვინ გგონივარ?
- მე მაინტერესებს, რას აკეთებთ შენ და რეზი მთელი ღამე ერთად.
- ვ*იმაობთ - ვუპასუხე ირონიული ღიმილით.
- ანასტასია, როგორ ლაპარაკობ! - ისე დამიღრიალა, რომ შიშისგან შევხტი.
- რა გინდა? რეებს მეკითხები? ხომ იცი, მეგობრები ვართ და ძალიანაც რომ მინდოდეს, ჩვენს შორის სხვა არაფერი მოხდება. ის იდიოტი ისევ თავისი ძმაკაცის დად მთვლის... ძმაკაცის კი არა, თავის დად მთვლის და თან მე მისი შესაფერისი არ ვარ, სხვა თვალით ჩემნაირ გოგოს არასოდეს შეხედავს - უკვე კივილზე გადავედი - ამის მოსმენა გინდოდა? ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ზედაც არ მიყურებს. - პანიკაში ჩავვარდი და ცრემლები ჩამომივიდა.
- კაი, კაი, მაპატიე - ძალიან დავაბნიე ჩემი დებილი ძმა. - არ ვიცოდი თუ რეზი გიყვარდა - მოვიდა და ჩამეხუტა.
- არ მიყვარს, ნუ მეხები - გავფართხალდი, მაგრამ ძალიან მაგრად მეკვროდა.
- როდიდან გიყვარს? - არ მომეშვა.
- მეშვიდე წელია - ამოვთქვი ისტერიკული ტირილით და მკერდის ჯიბიდან მისი ცხვირსახოცი ამოვიღე, ერთი მაგრად ჩავბერე.
- ჩემი ნახმარია, მაგრამ არა უშავს.
- არაფერია. ძალიანაც სველი არ ყოფილა - ვუთხარი სლუკუნით. - წავალ, დავიძინებ.
- მიდი - ჩემი საცოდაობით ისეთი გულმოკლული იყო, რომ ჩხუბი აღარც ახსოვდა.
დილას რესტორანში მივედი. ერთ-ერთი მიმტანი ავად გახდა და სახლში გავუშვი. იმდენი ხალხი იყო, მომსახურე პერსონალი აღარ გვყოფნიდა, ამიტომ მეც ოფიციანტის ლამაზი, შავ-თეთრი ფორმა ჩავიცვი, თმა გავიშალე და მაგიდებს ვემსახურებოდი. მოულოდნელად რეზიკო შემოვიდა იმ ელეონორასთან ერთად.
ერთადერთი თავისუფალი ოფიციანტი ვინ იყო ამ დროს?
რა თქმა უნდა, მე.
- გამარჯობა, რას ინებებთ? - მივედი მათ მაგიდასთან. რეზის თვალი ჰქონდა მოჭრილი ეტყობა მისი მშვენიერებით, რადგან ცოტა მერე შემამჩნია.
- გაგიჟდი? ოფიციანტობისთვის მემეტები? - გიჟივით წამოხტა.
- რა მოხდა რეზი? სხვა თუ მუშაობს, მე ინგლისის დედოფალი კი არ ვარ. - საყვედურებიანი სახით შევხედე. ის გოგო გაოგნებული მოგვჩერებოდა. - გამარჯობა, მე ტასო ვარ, სასიამოვნოა - ვუთხარი იმ გოგოს.
- ელენე - ღიმილით გამომიშვირა ხელი და ჩამომართვა - ჩემთვისაც სასიამოვნოა.
- ამაზე გიყვებოდი - უთხრა რეზიმ ელენეს. თან მე შემომხედა გაბუსხულმა.
- იმედია ყველაფერი არ მოგიყოლია, თორემ ცუდი წარმოდგენა დარჩებოდა - გავუღიმე ნაძალადევად. ეს ჩემი ხუმრობის უმაღლესი დონე იყო.
- პირიქით, შენზე გიჟდება - გაეცინა ელენეს. მემგონი, მართლა დად აღუწერა ჩემი თავი, თორემ სხვა შემთხვევაში, წესით უნდა ეეჭვიანა. ეს გოგო კი სრული გულწრფელობით მიცინოდა.
- კაი, მითხარი რას შეუკვეთავ - შევხედე რეზის.
- იმას, რომ ჩვენთან ერთად დარჩე და ელენე გაგაცნო. სხვა ოფიციანტი მოვიდეს.
- რეზი, ნუ მიშლი ნერვებს! - თვალები დავუბრიალე.
- ჩვენთან დაჯექი და გაიცანი კარგად ელენე.
- უყურადრებოდ ტოვებ გოგონას - ვუთხარი ელენეს გასაგონად - მე ბევრი სამუშაო მაქვს - ვთქვი და სამზარეულოში შევედი. თითქმის გავექეცი რეზის. სამზარეულოდან ცალკე ოთახში გადავედი, წინსაფარი მოვიხსენი და ტირილი ამიტყდა. რაც ცხოვრებაში არ მიტირია, ეს ბოლო დღეები ვტიროდი, მოვთქვამდი ცალმხრივი სიყვარულით დატანჯული ქალივით. ეს ბოლო პერიოდი, ყველაზე ცხადად ვიაზრებდი, როგორ მტკენდა გულს მთელი შვიდი წელი რეზის ახალ-ახალი ქალები, მისი სასიყვარულო ისტორიები, სადაც მე მხოლოდ დამამშვიდებელი წამალი ვიყავი...
- ტასო, რა გჭირს - კარი შემოაღო გაკვირვებულმა რეზიმ.
- არაფერი - გასასვლელისკენ გეზი ავიღე, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი ცრემლიანი თვალები არ დაენახა.
მაჯაში წამავლო.
- გამიშვი - ხელზე ვუჩქმიტე და გარეთ გამოვედი. მანდაც გამომეკიდა.
- ტასო, შემომხედე - ხელი ჩამავლო ისევ და შემომატრიალა. - რა გატირებს? - ძალიან გაკვირვებული იყო.
- არ ვიცი - ამოვილუღლუღე.
- ვინმემ გაწყენინა? - საოცრად დაბნეული ჩანდა. ჩემზე დაბნეულიც კი.
თმაზე მეფერებოდა და ამაზე უფრო მეტად მომდიოდა ცრემლები.
- კი.
- ვინ?
- შენ - ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე, ცრემლები მოვიწმინდე.
- მეე? - გაგიჟდა - როგორ? რითი?
სულ ტყუილად ცდილობდა თავის კითხვაზე პასუხის პოვნას. უკვე დრო დადგა, რომ გამბედაობა მომეკრიბა და მეთქვა ის, რაც შვიდი წლის განმავლობაში მიღრღნიდა სულს.
- მიყვარხარ - ამოვრეღე.
სანამ გაიაზრებდა, რომ მეგობრული სიყვარულის ახსნა არ იყო ჩემი სიტყვები, გადავწყვიტე, უკეთ დავხმარებოდი. ამაზე შესაფერისი მომენტი არასდროს მექნებოდა. უფრო სწორედ, შეიძლება სხვა მომენტი აღარასდროს დამდგარიყო.... თითის წვერებზე ავიწიე, ჰალსტუხი დავუქაჩე, რომ შოკირებულს თავი ჩამოეწია და ტუჩებში ვაკოცე.
ღმერთო, როგორი რბილი იყო, სასიამოვნო. ეს აქამდე ასჯერ უნდა გამეკეთებინა. არ ვიცი, როგორ. ალბათ, ძილის წამალი ჩამეყარა მისთვის სასმელში, გამეთიშა და მთელი ღამე მისი ტუჩები მეკოცნა შეუჩერებლად. მისი სუნთვა შემესრუტა საკუთარი ბაგეებით, მისი ლოყები, ცხვირი, კისერი დამეკოცნა. რეზითვის რამდენად სასიამოვნო იყო, ვერ ვიტყვი, რადგან ცხოვრებაში არასდროს მქონდა ნაკოცნი არავისთვის და მემგონი, უბრალოდ ტუჩებში მივადორბლე გამოუცდელმა.
მას რომ დავეხსენი, ისევ გაშეშებული იდგა და მიყურებდა. მერე ეტყობა, გაიაზრა, რაც გავაკეთე.
- ანუ, შენ მე... გიყვარვარ - თქვა პირდაღებულმა.
- ჰო რეზი, მიყვარხარ - დავუდასტურე და გავაანალიზე, როგორ საშინლად შემრცხვა. ტაქსი გავაჩერე,სახლში წავედი. რეზი კი ისევ შოკირებული იყო.
იმ საღამოს ხუთჯერ დამირეკა. მერე ელეონორამ დათაგა სურათზე. მივხვდი, ერთად იყვნენ ალბათ ჩემი სიყვარულის ახსნის შემდეგ. სახლიდანაც არ გამოვსულვარ რამდენიმე დღე. მის ზარებსა და მესიჯებს არ ვპასუხობდი, მაგრამ ღამის ორ საათზე, რომ სიგარეტი მომინდა სასტიკად, მაშინ მივხვდი, ვერ იყო ჩემი საქმე კარგად.
შავები ჩავიცვი და გარეთ ძებნილივით გამოვედი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო და რეზიმაც ვერსად შემამჩნია, მაშინ მომესმა ზუსტად მისი ხმა.
- ტასო! - დამიძახა. მის გაგონებაზე მუხლები ძალიან ამიკანკალდა, გაქცევა მინდოდა სასტიკად, მაგრამ ვერ გავრბოდი. დგომაც კი მიჭირდა. უკან არ შემოვტრიალებულვარ, მაგისი ძალაც კი არ გამაჩნდა. თან ტასო დამიძახა. ტასუნა კი არა, ტასო.
- ტასო! - ისევ გაიმეორა და სირბილით მოვიდა ჩემთან. შეეშინდა, არ დამემალოსო, მაგრამ ის კი არ იცოდა, რომ გაქცევის თავი არ მქონდა.
- გამარჯობა - მივესალმე თავზარდაცემული.
- გამარჯობა კი არა, სად დაიკარგე?
- რა ვიცი, საქმეები მქონდა.
- რა საქმეები გოგო. - გაბრაზებული ჩანდა - ერთი მესიჯისთვისაც ვერ მოიცალე?
- ვერა. გამიშვი რაა, სახლში მეჩქარება.
- რა წესია? ჯერ სიყვარული ამიხსენი და მაკოცე, ახლა ზედაც არ მიყურებ.
- და ზედ რომ შემოგხედო რა? - თვალებში ჩავხედე. სიკვდილის ფასად კი დამიჯდა - ისევ საუკეთესო მეგობრები ვიქნებით? თუ ელეონორას დაშორდები და... - ერთად ვიქნებით-თქო უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან მომერიდა.
რეზი ვერაფერს მპასუხობდა.
- მაპატიე, სახლში უნდა წავიდე რეზიკო - ვთქვი და უკანმოუხედავად წავედი.
იმის მერე რეზი ორი დღე არ გამოჩენილა. შემდეგ კი ტელეფონზე მირეკავდა. გადაბმულად 9-ჯერ დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. მისი ხმის გაგონება ჰაერივით მინდოდა, თუმცა ძალიან ძნელად გადავიტანდი, ალბათ გულის შეტევის ფასად დამიჯდებოდა.
ერთი საათის მერე, მაგისმა ძმაკაცმა მომწერა, რომ ავარიაში მოჰყვა და რეანიმაციაში გადაიყვანეს. გიჟივით წამოვხდი ფეხზე. ტირილით გადავურეკე იმ ბიჭს. როცა გავიგე, ცოცხალიაო, ოდნავ გულზე მომეშვა და მასთან გავვარდი საავადმყოფოში. ჯერ კიდევ არ იყო გონზე, მაგრამ ექიმმა თქვა, რომ მხოლოდ რამდენიმე ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, საშიში არაფერი იყო. მე კი სიკვდილმისჯილის დედასავით ვტიროდი. მთელი საავადმყოფო ისე მიყურებდა, ეგონათ რომ სულ ახლახანს მეუღლე დავკარგე. მისამძიმრებდნენ, ამითი ცხოვრება არ მთავრდებაო, მამხნევებდნენ.
გონზე მოვიდა.
ფეხის, გულის, ყველა უჯრედის კანკალით შევედი პალატაში. სხვათაშორის, კარგ ხასიათზე იყო. ხუმრობდა და საერთოდაც არ ჰგავდა ნეკნებდამტვრეულს. თან თავის ძმაკაცებს ელაპარაკებოდა, თან ხელი გამოსწია, ხელზე ჩამბღუჯა მაგრად. მე კი შეშინებული და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდკოშმარგამოვლილი ქანდაკებასავით ვიდექი. მხოლოდ ხელი მიმოძრავებდა, რათა მის ხელს მოვფერებოდი.
- გახსოვს ჩემი ძმა რომ მოჰყვა ავარიაში? - ჰკითხა ძმაკაცმა.
- მახსოვს - უპასუხა რეზიმ ჩურჩულით.
- ასე თქვა, მეგონა რო ვკვდებოდი და ცხოვრების უკანასკნელ წუთებში ის დავინახე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდაო. შენ დაინახე ვინმე?
- დავინახე - უპასუხა რეზიმ და ჩემკენ გამოიხედა.
გული ისე ამიფანცქალდა, ალბათ ყველამ გაიგო მისი ხმა. შემრცხვა და თავი დავხარე გაწითლებულმა.
- ბიჭო, შენთან გადმოვალთ და მოგივლით, სანამ ნეკნები შეგიხორცდება.
- არ მინდა - უპასუხა კატეგორიულად, თან მე არ მაშორებდა თვალს. - ტასუნა მომივლის... ხო ტასო?
- ჰო - ვუპასუხე ჩურჩულით და ხელზე ვაკოცე.
იმის მერე, ჩემს ძმას რეზის ყოფილი შეყვარებული აღარასდროს მოსწონებია... მეტი ყოფილი აღარც ჰყოლია. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ერთი გოგო უყვარდა ორივეს მთელი ცხოვრება, მაგრამ ამის გამო, აღარასდროს უჩხუბიათ.


ესეც ჩემს მიჯნურს ეძღვნება. თუ მოგეწონათ, შეიძლება მეორე ნაწილიც დავწერო. რაღაც მიღიტინებს ეს წყვილი თავში და არ მასვენებს.
პი.ეს. არ ინერვიულოთ, მირა და მიროც მალე დაიდება <3



№1  offline წევრი Alaska.

რამდენი მოთხრობა ვიცი შენი და მიყვარს, მაგრამ ამან ჩემი გული სხვანაირად მოიგო. <3 ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეში დამთხვევა მქონდა :დ (დაახლოებითი, ფრენდზონაგამოვლილი) ეჭვი მეპარება ტასოსავით გამიმარლოს :დ მაგრამ მაინც. სასწაულად მომეწონა და მიშელა დღეს ჩემს ხასიათზე. რეზიი <3 სახელი გამიხარდა და საერთოდაც რა ჩემი სიყვარული ხარ. ❤️

 


№2  offline წევრი NiniG-1

სასწაულად მომეწონა :დდდ
ამის მეორე ნაწილი რი დაწერო მგონია რომ უფრო სასწაულად მომეწონება❤❤

 


მომეწონა მართლა ოღონდ ! ვიცინე კიდეც ბევრი , კაი იყო

 


№4 სტუმარი Guest GodeMarr

იმ დროს დაამთავრე როცა არ უნდა დაგემთავრებინა სხვა მხრივ იდეალურია

 


№5 სტუმარი Tako...^^

აუ რა კარგი იყოო <3 მეორე ნაწილიც მიამატე რაა <3 არ დატოვო ასე <3 <3 ^_^

 


№6 სტუმარი lanashka

chemi piradi saocreba xar <3 <3

 


№7 სტუმარი ნათო :)))

მეორე ნაწილი მინდააა❤❤ ძალიან მომეწონაა

 


№8  offline წევრი Auroram

არა-ჩვეულებრივი იყო! სიტყვები ზედმეტია ბრავო!

 


№9 სტუმარი Nini

Gaagrdzele ese ar daamtavro

 


№10  offline წევრი tamuna.s

აქ დამთავრება შეიძლებოდა? ეხლა უნდა დაწყებულიყო ყველაზე საინტერესო. მეორე ნაილი დადე რა თორე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Alaska.
რამდენი მოთხრობა ვიცი შენი და მიყვარს, მაგრამ ამან ჩემი გული სხვანაირად მოიგო. <3 ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რამეში დამთხვევა მქონდა :დ (დაახლოებითი, ფრენდზონაგამოვლილი) ეჭვი მეპარება ტასოსავით გამიმარლოს :დ მაგრამ მაინც. სასწაულად მომეწონა და მიშელა დღეს ჩემს ხასიათზე. რეზიი <3 სახელი გამიხარდა და საერთოდაც რა ჩემი სიყვარული ხარ. ❤️

მადლობა ჩემო ერთადერთო <3 მიყვარხარ
NiniG-1
სასწაულად მომეწონა :დდდ
ამის მეორე ნაწილი რი დაწერო მგონია რომ უფრო სასწაულად მომეწონება❤❤

ვაიმე, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3 დავდებ, როცა შევძლებ :*
ლილიანა ჩოხელი
მომეწონა მართლა ოღონდ ! ვიცინე კიდეც ბევრი , კაი იყო

გაიხარე <3
Guest GodeMarr
იმ დროს დაამთავრე როცა არ უნდა დაგემთავრებინა სხვა მხრივ იდეალურია

სხვათაშორის, ვიფიქრე, რომ გაგრძელება ისედაც იცოდა ყველამ, როგორიც იქნებოდა. მე ჩემი ბიძგი მივეცი და დანარჩენი მკითხველმა ქნას, სანამ მეორე ნაწილს დავწერ
Tako...^^
აუ რა კარგი იყოო <3 მეორე ნაწილიც მიამატე რაა <3 არ დატოვო ასე <3 <3 ^_^

ვეცდები, მივამატო <3
lanashka
chemi piradi saocreba xar <3 <3

მიყვარხარ და მაბედნიერებ <3
ნათო :)))
მეორე ნაწილი მინდააა❤❤ ძალიან მომეწონაა

აუ, რა ბედნიერი ვარ რო მოგეწონა <3
Auroram
არა-ჩვეულებრივი იყო! სიტყვები ზედმეტია ბრავო!

უღრმესი მადლობა <3
Nini
Gaagrdzele ese ar daamtavro

გავაგრძელებ <3
tamuna.s
აქ დამთავრება შეიძლებოდა? ეხლა უნდა დაწყებულიყო ყველაზე საინტერესო. მეორე ნაილი დადე რა თორე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა.

შევეცდები, დაგაკმაყოფილო smiling_imp

 


№12  offline წევრი შამხათი

აუ , ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო. გაგრძელებას მოვითხოვ!

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შამხათი
აუ , ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო. გაგრძელებას მოვითხოვ!

დავმორჩილდები შენს მოთხოვნას :დდ სულ მალე <3

 


№14 სტუმარი Drogons

ესეთი არასდროს არაფერი შემოგწერინებიაა
მეორე ნაწილი დაწერო კი არა მესამეც უნდა დაწერო!!!!!!
ესე გემრიელად ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს.
მაგარი გოგო ხარ მიდი მიდი მეორეც სტყორცნე რააა

თან სექსი დამაკლდა სექსი, შენგან მეტს ველოდი და აბა მოსავლელ რეზიკოს როგორ არ უნდა მისცეს ტასუნამ ;))
ასე რომ ვითხოვთ მეორეს

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Drogons
ესეთი არასდროს არაფერი შემოგწერინებიაა
მეორე ნაწილი დაწერო კი არა მესამეც უნდა დაწერო!!!!!!
ესე გემრიელად ცხოვრებაში არაფერი წამიკითხავს.
მაგარი გოგო ხარ მიდი მიდი მეორეც სტყორცნე რააა

თან სექსი დამაკლდა სექსი, შენგან მეტს ველოდი და აბა მოსავლელ რეზიკოს როგორ არ უნდა მისცეს ტასუნამ ;))
ასე რომ ვითხოვთ მეორეს

გაიხარე შენ!
იქნება მეორე თავიც და ინტიმიც :დდდ ეს თავი უბრალოდ არ ითხოვდა სექსს
ლუნი.
შენს ისტორიებზე ხო ვგიჟდები,
მაგრამ ეს იყო რაღაც საოცრება.
ასეთი ისტორია საუკუნეა არ წამიკითხავს.
ნერვები მომეშალა ასე მალე რო დამთავრდა.
ვგიჟდები ,როცა რაღაცას კითხულობ და ძაან ისეთი სიტუაციები როა რო წუხდები პერსონაჟების საცოდაობით. პერსონაჟებივით გტკივა რაღაც მკერდში და მაზოხისტურად გსიამოვნებს. აი ასე ვკითხულობდი მთელ ისტორიას. შენს ყველა დაწერილს ჯობდა და უნდა გააგრძელო!!!!!!
სექსის გარეშეც, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ისტორიაა ❤

აუუუ ძალიან ბედნიერი ვარ რო ესე მოგეწონა ლუნჩო <3

 


№16  offline წევრი INGOBERNABLE

გააგრძელე სასწრაფოდ ძალიან კარგია❤❤❤❤. მაგარი ხარ❤❤❤❤

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

BidBif
გააგრძელე სასწრაფოდ ძალიან კარგია❤❤❤❤. მაგარი ხარ❤❤❤❤

ვაგრძელეებ <3

 


№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

shiki
pm gaasuftave ragac unda gitxra

gismen abaa

 


№19 სტუმარი Guest autumn

უმაგესი იყო <3

მეორე ნაწილი დაიდოს!

 


№20  offline წევრი veroo

ეს რა სასწაული იყო ტასოსთან ერთად ვტიროდი სასწაულია გთხოვ გაგრძელე ძალიან მაგარია

 


№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest autumn
უმაგესი იყო <3

მეორე ნაწილი დაიდოს!

დიდი მადლობა, მალე დაიდება <3
veroo
ეს რა სასწაული იყო ტასოსთან ერთად ვტიროდი სასწაულია გთხოვ გაგრძელე ძალიან მაგარია

კი კი გავაგრძელებ kissing_heart kissing_heart

 


№22 სტუმარი Guest დიანა

ძალიან მაგარი იყო ძალიან მომეწონა ... მეორე ნაწილსაც თუ დადებ ძალიან კარგი იქნება

 


№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mariiiiami
ანაა რამდენი ვიტირე პროსტა რა სულელურად ამიჩუყდა გულიი მარა დედასვფიცავარ ძაან მაგარი იყოოო გააგრძელეე ხოო გააგრძელეე.ვაიმეე მართლააა ანააა საოცრება იყოოო ძალიან მომეწპნა რამდენი ხანია არ წამიკითხავს ასე პატარა და საყვარელი ოსტორიაა♥♥♥როგორ გამახხარეე.მალე გააგრძელე რაა

ვაიმე, ძალიან გამახარე <3 აუცილებლად გავაგრძელებ მალე <3
Guest დიანა
ძალიან მაგარი იყო ძალიან მომეწონა ... მეორე ნაწილსაც თუ დადებ ძალიან კარგი იქნება

კიკი, გავაგრძელებ აუცილებლად :*

 


№24  offline წევრი ana_aneta

ძალიან მომეწონა პირველად ვკითხოლობ შენს ნამუშევარს.ერთი შენიშვნა მექნება უმნიშვნელო, სხვებს არ მოხვდებოდათ, მაგრამ მე როგორც ხელოვნებათმცოდნეს მომხვდა. აღორძინება და რენესანსი ერთიდაიგივეა. ძალიან კარგი ხარ <3 <3

 


№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ana_aneta
ძალიან მომეწონა პირველად ვკითხოლობ შენს ნამუშევარს.ერთი შენიშვნა მექნება უმნიშვნელო, სხვებს არ მოხვდებოდათ, მაგრამ მე როგორც ხელოვნებათმცოდნეს მომხვდა. აღორძინება და რენესანსი ერთიდაიგივეა. ძალიან კარგი ხარ <3 <3

უიიი, მადლობა რო შენიშნე. შევასწორებ ახლავე <3

 


№26  offline წევრი ket-kat

ძალიან კარგი იყო <3 გაგრძელება როდის იქმება?

 


№27  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ket-kat
ძალიან კარგი იყო <3 გაგრძელება როდის იქმება?

ai, muzazea eg damokidebuli

 


№28  offline მოდერი zia-maria

kissing_heart საოცრება ხარ,გააგრძელე და მეორე ნაწილი დადე.

 


№29  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

zia-maria
kissing_heart საოცრება ხარ,გააგრძელე და მეორე ნაწილი დადე.

დიდი მადლობა <3 აუცილებლად გავაგრძელებ, უბრალოდ ჯერ ერთი ისტორია მაქვს დასასრულებელი

 


№30 სტუმარი barbare❤️

auuu dzaaan dzaaan dzaaan magarii istoria iyoo! shenc dzaaan dzaaan dzaaan magrad wer! es wyvili ki sul saocreba ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent