მდიდრების თამაში 4თავი
---აააა.ფეხი დაუცდა დარინას და გადავარდა. თორნიკე ფერდაკარგული გაიქცა, ეგონა დიდ ხრამში გადაიჩეხა, მაგრამ რომ მივიდა ადგილზე სიცილი ვეღარ შეიკავა და გულიანად ახარხარდა. ---რა გაცინებს, ეს რაა ასეთი შავი. თითქმის ტირილით შეეკითხა დარინამ. ---ვაიმეეეე ცუდად ვარ. მოიცა ფოტო უნდა გადაგიღო და როცა ცუდ ხასიათზე ვიქნები, აი ეს შენი ფოტო მომიყვანს ხასიათზე. კარგად რომ იჯერა გული სიცილით დარინას უთხრა. -მომეცი ხელი და ამოგიყვან,რამე არ იეშმაკო თორემ ჩაგგუდავ მაგ შავ წყალში იცოდე, ვერ გადამირჩები. გააბრთხილა მკაცრად და ხელი გაუწოდა ამოსაყვანად, მაგრამ რომ უყურებდა ერთიანად მაზუთში და ტალახში ამოვლებულს, მაინც ეცინებოდა. დარინა კი ისეთი გაბრაზებული იყო, ძლიერად მოქაჩა თორნიკეს ხელში და ისიც მის გვერდით აღმოჩნდა. ორივე ერთმანეთის პირისპირ იყო და ორივე ამოვლებული ტალახსა და მაზუთში. ---იცინე ახლა, რატომ აღარ იცინიხარ? წარბების თამაშით უთხრა დარინამ. ---ხომ გაგაბრთხილე, შენ თავად თქვი რისი ღირსიც ხარ. ხომ ხარ ღირსი ჩაგაყვინთვინო ამ ტალახში. შეუღრინა თორნიკემ. ---ნუ იღრინები, რამე იღონე და გავიდეთ აქედან. ---ღირსი ხარ აქ რომ დაგტოვო დილამდე, მაგრამ მე კარგი ბიჭი ვარ, გამოვიჩენ ჯელტმენობას და იმედი მაქვს, მომეცემა დრო სამაგიერო გადაგიხადო ისე, რომ გული ვიჯერო. ---აქედან გამიყვანე და ოცნებებში ხელს არ შეგიშლი. უთხრა დარინამ. როგორც იქნა ამოვიდნენ დიდი წვალებით და ასე დაშავებულებმა დიდი სატვირთო მანქანა გააჩერეს გზაზე. წვალებით ავიდა დარინა მანქანაზე და თორნიკესკენ არც იხედებოდა, მასთან ახლოს დაჯდა, მაგრამ ზურგშექცევით. მათ ბავშვურ საქციელზე, ორივეს ერთმანეთის ჩუმად ეცინებოდათ. თორნიკე სახლში მივიდა და კონიაკით ხელში დახვდა რეზი რომელიც მაღლა სართულიდან კიბეებზე ჩამოდიოდა. ---სად იყავი ამდენი ხანი თორნიკე? ---როგორც ვხედავ არ მოგიკლია თავი ჩემს ძებნაში- ---სად იყავი ადამიანო რას გავხარ,სად იგორე,ასე ღორი არ დაისვრებოდა გეფიცები.რეზი უყურებდა თორნიკეს და გაცინება უნდოდა, მაგრამ რაც შეეძლო თავს იკავებდა. თორნიკემ შეხედა რეზის და უთხრა სიცილით. ---გაიცინე, გაიცინე თორემ გასკდები სადაცაა. ---ვაიმე რა ტიპი ხარ გაეცინა რეზის გულიანად. გული იჯერა სიცილით და თანდათან დაწყნარდა. თორნიკემ მოუყვა რაც გადახდა და დარინას ფოტოც აჩვენა, ამაზე კიდევ უფრო გულიანად იცინა რეზიმ. თორნიკე პირდაპირ სააბაზანოში წავიდა. აბანოდან გამოსულს რეზი სერიოზული სახით დახვდა და შეეკითხა. ---რა ხდება რეზიკო, რამე ხომ არ გაქვს სათქმელი ჩემთვის? ---თორნიკე ვიცი, შენს ხასიათში არ ჯდება ირმა, მაგრამმე ის ისეთი შემიყვარდა როგორიცაა. მართლა შემიყვარდა ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული. ---მართლა გამაკვირვე რეზი. დარწმუნებული ხარ ის შენი ცხოვრების ქალია? რომ გაიგებს ვინ ხარ და არანაირი ბიზნესი არ გაქვს თავს დაგანებებს და გული გეტკინება. ---მაგასაც ვნახავთ.ვინ, ვის ატკენს. დარინას შესვლას სამსახურში, დიდი მითქმა-მოთქმა მოყვა. ---დილა მშვიდობის.მიესალმა დარინა თანამშრომლებს. ---რომელი დილაა, შუადღეა უკვე. უთხრა ერთ-ერთმა და ცხირზე მოიკიდა ხელი, თან ამრეზით აათვალიერა. რა დაგემართა დარინა ბენზინის სუნათ ყარხარ. ---ბოდიში გოგოებო.ვერ მოვიშრე სუნი, გუშინ მაზუთიან გუბურაში ჩავარდი. ---ოოო ვინმე გაიცანი ისეთი, ვისაც ბენზინის ბიზნესი აქვს? საუბარში ირმა შემოეჭრა გოგოებს სიმღერ-სიმღერით და არაჩვეულებრივ სიხარულს აფრქვევდა ირგვლივ.არავის, რომ არ ახსოვს დღე ასეთი, დღეს კი ყველას ღიმილით ესალმებოდა. გოგოები აათვალიერა და შემდეგ თქვა. ---ეს რა სუნია, ასე ვინ ყარს ბენზინის სუნად? ---დარინამ შემოიტანა. სიცილით უთხრა გოგოებმა. ირმა მიუახლოვდა დარინას და ცინიკურად უთხრა. ---დარინა უნდა გითხრა, რომ თორნიკე სწორედ შენზეა ზედგამოჭრილი. ---მიტომ მოაწყვე გუშინ ის კონცერტი?ირმას არ მოეწონა დარინას შეპასუხება, მაგრამ არ შეიმჩნია და გოგოებისკენ ისევ გახარებული სახით მიბრუნდა და აღტაცებულმა აცნობა ყველას ახალი ამბავი. ---გოგოებოოო უბედნიერესი ვააარ. ძალიან, ძალიან ბედნიერი, ძალიან, ძალიან. --რა ხდება ქალბატონო ირმა? ---მალე გეტყვით, სულ მალე. თქვა ბედნიერებით აღვსილმა. თორნიკე სახლში იყო და მის ფიქრებში მოგზაურობდა,ნრეზი რომ მიუახლოვდა და წინ დაუჯდა.~ ---ბოს აქ ხარ? შეეკითხა ღიმილით. ---არა ვმოგზაურობ და შენ ხელს მიშლი. ---საინტერესოა სად ხარ და ვისთან ერთად? ---ჯერ ეს მეც არ ვიცი სად ვარ და ის კი ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, ვისთან ერთად ვიქნები. ---აი მე კი ვიცი. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ორივე ერთად, მე და ირმა. ის მე მაღმერთებს თორნიკე. ---ხოდა დაქორწინდი მასზე. თვალი ჩაუკრა თორნიკემ. ---თორნიკე მეც მასე ვფიქრობ. შეიძლება ირმას მშობლები, აქ რომ მოვიწვიო? ---შეიძლება რეზიკო, შეიძლება. ღიმილით უთხრა თორნიკემ. ---მე უკვე მოვიპატიჟე, ვიცოდი უარს, რომ არ მეტყოდი. გაეცინა რეზის. სცენა,უამრავი ხალხი.მაღლიდან სცენაზე დაშვებული შუქი ფარდასავეთ გადაშლილიყო სიბნელეში და შუქის შუა გულში კი საოცრად მიმზიდველი გოგონა იდგა, რომელსაც ყელიდან ჯადოსნურა ჰანგებს უშვებდა და საოცარ მელოდიას დაეპყრო ირგვლივ ყველას ყურადღება. ,,ვიცი მხოლოდ ჩემი ბრალია, ჩვენი წლები სადღაც გაფრინდა. ოღონდ სულ იყავი კარგად და მე სხვა,არაფერი არ მინდა. ტექსტის და მუსიკის ავტორი; ბერო (დავით)ბაკურიანი. ---ვინ არის ეს გოგონა? საოცრი სიმღერაა და არაჩვეულებრივი შესრულება. ---დარინა ლიპარიშვილი. დიდი ხანია უკვე, რაც აქ მღერის. ---მომეწონა ამ გოგონას ხმა და ხვალ მოვალ ერთ ცნობილ პიროვნებასთან ერთად და ის მოუსმენს პირადად. ---მობრძანდით გელოდებით. უთხრა ბარის მფლობელმა და თან არაჩვეულებრივად გაუხარდა. დარინამ დაასრულა მისი საქმე და და სახლისაკენ გაუყვა ქუჩას ნელი ნაბიჯით. მასთან მოშორებით შავი ჯიპი იდგა და ღიმილით აყოლებდა თვალს და თან ბუტბუტებდა. ---რა თბილი ღიმილი გაქვს დარინა უბრალო და უშუალო, პირველი ნახვიდანვე მომხიბლე შენი უბრალოებით. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება და ამ ყველაფერ კარგს, ჩემით მივაგნებ, ანდა უკვე მივაგენი. ახლა უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემად დაგიმისო და ჩემი გაგხადო. ჩემი სიმპატია, შენი შავი თვალებია. ვინ იცის ეს თვალები რამდენს ჰყვარებია, მაგრამ საბოლოოდს ჩემთვის ილივლივებს შიგ სიყვარულის ტალღები.და თუ არა ,,შენ''-სიტყვა ყველაფერი-ნიშნავს ,,არაფერს''. შენ ხარ ის ეთადერთი, ვინც მე მჭირდება და ვიქნები შენს გვერდით მანამ, სანამ წუთისოფლისანი ჩემი არ შეწყვეტენ არსებობას. დარწმუნებული ვარ, რომ ,,მდიდრების თამაში'' გაამართლებს და ამ თამაშში ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულნი, მე და შენ, შენ და მე. გამიგონია ,,კაცის ყველაზე დიდი ძალა, მოსიყვარულე ქალია, ის არის მისი სახე, იმედი და ღირსება''. ხოდა შენ ხარ ჩემი იმედი, ღირსება და ყველაფერი დარინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.