შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (5)


9-09-2017, 03:21
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 335

მოგწონთ ეს ისტორია? აუცილებლად გამიზიარეთ რას ფიქრობთ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობა წინასწარ.


- არა ბებო, არა. რას ლაპარაკობ შვილო, შენ რომ უყვარხარ შენს ოჯახს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. უნდა დამიჯერო, უნდა მიხვდე ბებო რა ძნელია, როცა უყურებ როგორ იტანჯება შენი შვილი, და, მეგობარი… ეს უბრალოდ აუტანელია, დამიჯერე, შენზე მეტად იტანჯებოდნენ ესენი, ყოველ ღამე აქ იყვნენ პირველი რამოდენიმე თვე, ყოველ შენ ავტომატურ რეფლექსებზე, ყოველ შენ ოდნავ შერხევაზე უბედნიერდებოდათ სახე და ექიმს ეძახდნენ, უფროსიც გიჟივით მოვარდებოდა აი ხომ გეუბნებოდითო, თუმცა ბოლოს ხვდებოდა, რომ უბრალოდ შენები ვერ ხვდებოდნენ რა იყო ავტომატური რეფლექსები და რა სინამდვილე, ისინი ხომ ექიმები არ იყვნენ, დიდხანს უწევდა ახსნა რომ ეს არაფერს, უბრლოდ აი ასე, არაფერსაც არ ნიშნავდა. ბოლოს უკვე ამასაც აღარ ქონდა აზრი. აქ მოდიოდნენ პარასკევი, შბათი, კვირა ხომ გეუბნები, მოდიოდნენ და ყველაფერს გიყვებოდნენ დეტალურად, ვეუბნებოდით, განა არ ვუთხარით რომ შენთვის ამას აზრი არ ქონდა, მაგრამ მათ ძალიან უყვარხარ ბებო, ძალიან და არ შეიძლება ასე უცებ თქვა რომ ექიმი და დედაშენის გარდა არავის უნდოდა შენი სიცოცხლე, ყველა დათმობდა შენთვის ყველაფერს, ყოველი მათგანი, დამიჯერე, უბრალოდ უყურო შენთვის საყვარელ ადამიანს და ხვდებოდე რომ ის იტანჯება, უაზროდ, უსაშველოდ, უსასრულოდ იტანჯება, ძალიან, ძალიან რთულია , ბებო. მათთვის კიარა, ჩვენთვისაც არ იცი როგორი რთულია, განა პაციენტი არ დაგვკარგვია, მრავალშვილიანი დედა გარდაიცვალა ამას წინათ, როგორ გგონია გული არ გვეტკინა? მაგრამ ეგ ქალბატონი გარდაიცვალა, ერთხელ გაიტანჯდა, იწამა და მერე დამთავრდა, სულ რაღაც 47 წუთში დამთავრდა ქალის სიცოცხლე, შენ შვილო? შენ ყოველ დღე, ყოველ წამსიტანჯებოდი, წამობდი… ჩვენ ეს ვიცოდით, ყველამ. ისინი შენზე ფიქრობდნენ, შენთან ყოფნა ყველაზე მეტად უნდოდათ, მაგრამ ასე ეგოისტურად ვერ იქცეოდნენ, რწმენით, მხოლოდ რწმენით 6 წელი შენი ტანჯვა არ იყო ლოგიკური, არანაირად არ იყო ლოგიკური, იცი რამდენია ბებო ლიმიტი? 90 დღე, მერე აღარ აქვს არაფერს აზრი, მაგრამ უფალს ყვარებიხარ შვილო, ეშმაკი დანებდა გაიგე? ვერ გაუძლო ამხელა წინააღმდეგობას, დავითის იმედები და ინსტიქტები გამართლდა, სასწაული ექიმია, იცი ბებო თვალებში ვერავინ ვუყურებთ, ყველა ამტყუნებდა, ყველა ლანძღავდა, ყველა ჭორაობდა რომ უბრალოდ პაციენტის დაკარგვას თავის თავს აბრალებდა და თავის სინდისის დასამშვიდებლად გტანჯევდა მთელი 6 წელი. ვერ ვუყურებთ თვალებში, ლანჩზეც ვერ ჩამოდიოდა კაფეტერიაში იმხელა უკომფორტო სიტუაცია იქმნებოდა, შენთან შემოდიოდა და შენთან ერთად საუზმობდა, სადილობდა და თუ მორიგე იყო ვახშმობდა ხოლმე, როცა გართულება გქონდა ყოველთვის ჩერდებოდა, ერთხელ 72 საათი გადაბმულად მორიგეობა, ასე ხანდახან კრიტიკული მომენტები გქონდა და უმიზეზოდ ძალიან ცუდად ხდებოდი (ეს ის მომენტები იყო ალბათ უსასრულო ტანჯვის მერე დანებებას რომ ვაპირებდი და ბოლო წამს გადავიფიქრებდი), დაუფასებელია შვილო ამ ახალგაზრდა ბიჭის როლი ამ სავაადმყოფოში, მეც ვამტყუნებდი ბებო, ანგელოზივით გოგო იწექი, ვიცოდი იტანჯებოდი, მე კიდე ბებრუხანა ამ საცოდავ ქვეყანაზე დავბორიალობდი, მე რომ ჩემით ჭამა შემეძლო და შენ არა, ჭკუიდან გადავყავდი ამას, მერე შემოვიდოდი და სანამ სისტემაში ის ვიტამინები და წამლები არ ჩაიცლებოდა, რაც შენთვის ერთგვარ კვებას ნიშნავდა იქამდე ვერგავიდოდი. ახლა მემგონი საქართველოში ყველაზე პოპულარული გოგო ხარ, ყველა შენზე ლაპარაკობს, როგორ არ დანებდი და გამოიღვიძე, 6 წლის მერ, მაგრამ მაინც გამოიღვიძე, შენ რომ დანებებულიყავი ბებო ჩვენ ვერაფერს შევძლებდით. როგორ შეძელი ასეთმა პატარა გოგომ ამდენი, ბებო?
- შევძელი? ნარგიზა ბებო, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად დამიჯდა ეს ყველაფერი, ვერც ვერასდროს მიხვდებით ვერავინ როგორ ვიტანჯებოდი, უსასრულოდ, ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე და თურმე წლები… დროს ვერ ვსაზღვრავდი, ვკვდებოდი ისე მტკიოდა და ვერ ვხვდებოდი რა მტკიოდა,რატომ მტკიოდა… ვითვლიდი, დროს ვითვლიიდი, მაგრამ 6 წლის დათვლა შეუძლებელია, ვერ ვაკეთებდი ამდენს, დროის შეგრძნება დავკარგე და კიდევ უფრო მაცოფებდა, ვკვდებოდი ისე მტკიოდა, სხეული მტკიოდა, მაგრამ უფრო მეტად სული მტკიოდა, უსასრულოდ, უიმედოდ, სიბნელეში ვიყავი, ვკვდებოდი, ნელ-ნელა, უსაშველოდ ნელა ვკვდებოდი, ზურგით მთელ სამყაროს ვათრევდი მეგონა, არ ვუშვებდი. რაღაცას ხელს არ ვუშვებდი, ვეჭიდებოდი, მაგრამ დღესაც არ ვიცი რას ვეჭიდებოდი ასე სულით და გულით, ალბათ ჩემს სიცოცხლეს არ ვუშვებდი ხელიდან, თურმე ეშმაკვს ვებრძოდი, ბედს ვებრძოდი, იქნებ სიკვდილი იყო ჩემი ბედი და ცდებოდა ექიმი, იქნებ ცდებოდა… 
- რას ამბობ ბებო? (ახტა ნარგიზა ბებო, სახეზე ფერება დამიწყო, გაოცდა ვერ ხვდებოდა ცოცხალი ვიყავი და სიკვდილს რატომ ვნატრობდი)
- ჩემი დაბადების დღე იყო, 21 წლის გავხდი, იმის გამო რომ ვიღაცას ჩაეძინა, იმისთვის რომ ფულზე დახამებულ ვიღაცა კაცს, რომელმაც 5 წუთი ვერ დაუთმო ძილს, გვკლავდა ყველას, ყველას, საბედნიეროდ ალექსანდრე სწრაფი აზროვნებით გამოირჩეოდა ყოველთვის და გადაგვარჩინა ყველა ამ უბედურებას (უაზროდ სიცილი ამიტყდა წამიერად) ვაიმეეეე, ხედავ ნარგიზა ბებო, მე ჩამოვრჩები 6 წლით, თორემ აბა რომელ გადარჩენაზეა საუბარი ჩემთან მიმართებაში, მე გადავრჩი კიარა, სრულიად საპირისპირო დამემართა ( ისტერიულ სიცილს ვერ ვიკავებდი, ვერ ვჩერდებოდი) გადავრჩი? … ნეტა …ჩემს ტვინში ჩაამახედა, …..მიმახ…ვედრა, გადარ…ჩენას რას ვე…ძახი (სიცილისგან ძლივს ვლაპარაკობდი, გაკვირვებული უკან-უკან იხევდა ნარგიზა ბებო, ჩემხელა ქონდა ალბათ იმ წამს თვალები) არა, არა, არაა, მე რატომ? ნეტა რა დავაშავე? მე რითი გამოვიჩინე ასე ღმერთის წინაშე თავი ამხელა ჯილდოთი რომ დამაწინაურა, ნეტა მე რატომ? რატომ? რა შევცოდე ასეთი? ასეთი რა გავაკეთე? (უკვე ისტერიკა მეწყებოდა, ვღრიალებდი, ზევით ვიყურებოდი, ღმერთს ველაპარაკებოდი, პასუხს ვთხოვდი? ვის ? რატომ? ვტიროდი, უაზროდ ვტიროდი, ვერ ვიტანდი როცა ვტიროდი, ვერ ვიტანდი, ახლა ვერავის ვიტანდი, ვერაფერს ვიტანდი, ყველა მეზიზღებოდა, ყველა უკლებლივ) ასე ხო? ასობით მკვლელი დადის ქუჩებში, ათასობით ფსიქოპატი, პედოფილი, მოძალადე… რომლებსაც ასობით ადამიანის სიცოცხლე აქვთ შეწირული, იმათ რატომ არ დაეჯახა ეგ სატვირთო? იმათმა რატომ არ დაკარგეს ეს წყეული 6 წელი? რამდენი სიცოცხლე გადარჩებოდა ახლა ვიღაც ჰანიბალს, მკვლელს, ფსიქოპატს რომ დაეკარგაის 6 წელი? რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლება, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მოკლეს ამ არაადამიანებმა? რამდენი ქალის გადარჩენა შეიძლებოდა, მოძალადეებს რომ დაეკარგათ თავიანთი 6 წელი, რამდენი? და მათ კიარა, მე დავკარგე ცხოვრება, მეეეეეეე, მე ვიტანჯე, რატომ, ნეტა რის გაკეთებას ვაპირებდი ასეთის ამის ღირსი რომ გავხდი, სად არის დასაწყისი სამართალის და სად დასასრული? რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? რა ხდება ამ ცხოვრებაში? რა ჯანდაბას ვაკეთებთ აქ? ღორებივით დავბორიალიბთ და არც ვიცით რატომ ან რისთვის? (ისევ სიცილი დავიწყე ახლა, ვხედავდი როგორ გავარდა ნარგიზა ბებო პალატიდან, მე ისევ ზევით ვიღაცას პასუხს ვთხოვდი) არც არაფერია ეს 6 წელი ხო? იქნებ მეც გამეჩინა ანგელოზი, იქნებ მეც შემყვარებოდა, იქნებ ვიღაცა გადამერჩინა, არ გიფიქრიათ ამაზე ხოო? (ისევ ვტირი, თვალებზე მუშტები მაქვს მიჭერილი და ათასნაირად ვიკრუნჩხები… რამოდენიმე წამში კარებს გაგიჟებული ექიმი აღებს, ხელებე მექაჩება და ცდილობს მუშტები თვალებიდან მომაშოროს)
- ნინო შემომხედე, შემომხედე, მიდი, დაწყნარდი, ახლავე დამშვიდდე უნდა, იცოდე ისევ ცუდად გახდები, ასე არ შეიძლება-მეთქი არ გითხარი, ვერ გაგიკეთებ დამამშვიდებელს ვერაააა (ღრიალებდა, მეჩხუბებოდა). საშიშია, ვერ გაგიკეთებ დამამშვიდებელს, შენით უნდა დამშვიდდე გაიგე? ვერ გაგთიშავ, ვეღარ გაგთიშავ, ვერ ჩაგაბნელებ ისევ გაიგე? (ხელი გამიშვა უკვე აქეთ-იქით დადიოდა დოინჯშემორტყმული და ჩემს ღრიალს და ქვითის უყურებდა, თვითონაც ყვიროდა, ოჯერ ექთნებმა შემოიხედეს, ისეთი უყვირა შეშინებულები გავარდნენ გარეთ, მერე ჩაკეტა პალატის კარები) - გოგო არ მითხარი ყველაფერი მინდა ვიცოდეო? იქამდე რომ არ გიყვებოდით იმიტომ ნერვიულობდი და მაკვდებოდი ხელში, ახლა გაიგე და იმიტომ მაკვდები ხელში, რა გინდა მითხარი, ჩემი სიკვდილი გინდა? რა გინდა, რას მთხოვ მითხარი, დაიმშვიდე ახლავე შენით თავი, არ მოქცემ გაიგე? აღარ მოქცემ დაამამშვიდებელს, არ გაგთიშავ წამლით. იცი რა გვემართება აქ ხალხს წამლით რომ გთიშავთ? შენ რომ მშვიდად გძინავს ჩვენ ეგ სააათები. საუკუნედ გვაქვს გაწელილი, ყოველ წამს მგონია რომ ვერ გაიღვიძევბ ისევ ვერ გაიღვიძებ, ისევ აქ უნდა იწვე, ურეაქციოდ, შენს გადმოტრიალებულ თვალებს უნდა ვუყურებდე, ასე გათიშულს გინდა გიყურებდე? რა გინდა გაამაგებინე. ამის დედა ვატირეეეეეე მე, რამდენი ვიშრომე, რამდენი ვიწვალე რომ გაგეხილა ეგ უცნაურად მეტყველი თვალები და ახლა რა ჯანდაბას მიკეთებ? მეორე დღეა გიყურებ და ვერ გიმორჩილებ, ასეთი როგორ ხარ, ასეთი თავის მოძულე და უაზროდ ჯიუტი როგორ ხარ გამაგებინეეე (იმხელაზე ღრიალებდა ყურები გაგეგუბებოდათ, კისერზე ყველა ძარღვი გამოსული ქონდა, საშნლად გაწიწმატებული სახე ქონდა, ბოლოს ისე გაბრაზდა პალატაში პატარა მაგიდა რომ იდგა ხელი მოკიდა და ააყირავა, ამასაც ექიმი ერქვა რა, რა დღეში იყო, ასე რატომ ნერვიულობდა, რა აჩხუბებდა ვერ გავიგე, მაგრამ მე რა მექნა… გაცოფებული, დამუნჯებული მიყურებდა თვალებში ისევ როგორ მომდიოდა ღვარ-ღვარით ცრემლები, დოინჯშემორტყმული იდგა და თვითონ სუნთქვას ირეგულირებდა, შემეცოდა, ასეთი მწყობრიდან გამოსული ჯერ არავინ მინახავს, ნუთუ ჩემ გამო იყო ეს მთასავით კაცი ახლა აქ განადგურებული, ვერ ვიტანდი ჩემს თავს ასეთ მდგომარეობამდე მე რომ მივიყვანე ადამიანი, თან როგორი ადამიანი, ფაქტიურად სიცოცხლეს ამ კაცს უნდა ვუმადლოდე, მაგრამ რომელ სიცოცხლეს? და ისევ უარესად ამივარდა ტირილი, ვკანკალებდი მთელი სხეულით, ვეღარ ვიმორჩილებდი თავს. გაგიჟებული მიყურებდა, არაფერმა გაჭრაო ალბათ მაგრამ არ იყო აშკარად ჩემი ბრალი)
- ვ…ერ ვვ..ვ…ვ…ვწყნ…არდ…ები (ძლივს ვუთხარი და კატის უდანაშაულო ცრემლებით სავსე თვალებით შევხედე და ისევ, გავაგრძელე ისტორიული ტირილი)
- ახლავე,ახლავე.. ( თქვა და გამოიქცა ჩემკენ) მოგეხმარები, შენთან დავჯდები კარგი? ხომ შეიძლება? - (თვლაები გადმომივარდა ლამის, უნდა გენახათ რა ნაზად და თბილად ლაპარაკობდა, ჩემს თავში შემეპარა ეჭვი, ეს კაცი არ იყო ახლა რომ ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ამტვრევდა ჩემს პაალატას? ძლივს გაოცებულმა დავუქნიე თავი, შემატყო ეტყობა გაოცება და ისე საყვარლად, ტკბილად, თბილად გადაიხარხარა, გაოცებული ზლუქუნით ვუყურებდი, ხმხმაღალი ტირილიდან უკვე ზლუქუნზე გადავედი, ექიმოოო, ღმერთა რაღაც სხვა ნიჭიც მოქცათ ალბათ ექიმობის გარდათქო გავიფიქრე. ჩამოჯდა, ჩემი ხელი აიღო და მოფერება დაუწყო, თითქოს მიზელდა ხელის გულებს, ნელა, ნაზად, მერე სახისკენ გადმოინაცვლა ცრემლები მომწმინდა) - კარგი ახლა, რა გაზლუქუნებს, ხო დაწყნარდი არა? რატო ტირიხარ პატარა ბავშვივით? ცოდო არაა ეს თვალები? (ჩაიცინა) - ნეტა განახა შენი თავი, ჩაწითლებული გაქვს თვლაები, ისე მიყურებდი წინათ მე გავგიჟდი მეგონა შენ მაგივრად, მერე ისე მიყურებდი, ვიგრძენი შეგეშინდა და ნელ-ნელა დაწყნარება დავიწყე, მერე ისე გამიხარდა თავის დაწყნარების მცდელობა რომ გქონდა და თავი ვერ გავაკონტროლე და აშკარად უცებ სიხარული რომ შემატყვე ისე გაგიდიდდა თვალები, ისეთი დამნაშავესავით მიყურებდი, ისეთი დიდი, აწყლიანებული, საყვარელი თვალებით შენ როგორ გიყვიროდი ვფიქრობ და თავი მძულს, მაგრამ რა მექნა? არ მომეცი სხვა საშუალება. ამ 5 წლის განმავლობაში დამპატნჯე და მალოდინე, ერთი ღრიალი მაპატიე კარგი?
- (წარბებ აწეული ვუყურებ) ექიმოო (თვალები დავაწვრილე ახლა) ექიმო, არც თქვენ უნდა გქონდეთ ფსიქიკა უკეთეს დღეში, შეშინებული შემოვარდი, მერე გაბრაზდი, გამწარდი, მერე დამშვიდდი, მერე ისევ გაბრაზდი, შეიგინე, ისევ დაწყნარდი, მერე ასე ჩვეულებრივად გადაიხარხარე და ისე ნაზად და ტკბილად ლაპარაკობ თითქოს მე ვყვიროდი რამოდენიმე წუთის წინ. ამხელა ქირურგიულის უფროსი კაცი ხარ, რა დღეში გაქვს უფროსო ნერვები?
- რაო ქალბატონო, მოვედითო დაცინვის და ხუმრობის ხასიათზეო? (ჩაეღიმა და ახლა შევატყვე თურმე იამაჩკა ქონია ლოყაზე, საყვარლად ეკეცებოდა ლოყა ღიმილის დროს)
- სულ მიყვარდა ლოყა რომ ეკეცებოდათ და მეც მინდოდა, მაგრამ ნუ ასეა ცხოვრება, არ გაგახარებს. ნეტა იამაჩკაზე დიდი სადარდებელი არ მქონოდა. (ჩამეცინა, თავი დახარა უფროსმა, არ იცოდა რა ეთქვა)
- შენებს არ ვუშვებ აქ, ხომ იცი რომ შენ გამო ხდება ყველაფერი, ვერ შემოვუშვებ, უნდა გამიგო ხო? (სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი)
- არც მინდა ჯერ დანახვა, არ ვარ ჯერ ამისთვის მზად, ვერ ჩავხედავ თვალებში, არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, უბრალოდ არ უნდა მივაქციო იმას ყურადღება, რომ უბრალოდ დანებდნენ და სიკვდილისთვის განწირული ვიყავი შენ გარეშე, თუ უნდა ჩავუღრმავდე ამ საკითხს და მთელი ჯავრი მათზე ამოვანთხიო და ვუთხრა ის რისიც თქმაც სინამდვილეში მინდა და სინდისი ამის საშუალებას არ მომცემს ვიცი, ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ან უზომო სიყვარულს გავცემდი, თავდადებას, სრულ ნდობას გამოვუცხადებდი და უბრალოდ ყველაფერს გავაკეთებდი რომ საუკეთესოდ განვლილიყო ნებისმიერი მისი ცხოვრების დღე, ან არაფერს გავაკეთებდი მისთვის, სრულიად არაფერს. იცი? იგივეს მოვითხოვდი სხვისგანაც. თუ მე შენ თვალდახუჭული გენდობი და უზომოდ მიყვარხარ, შენც უნდა მენდო და უზომოდ გიყვარდე - ასეთი იყო ჩემი დევიზი და მოთხოვდა, თუმცა ძალიან, ძალიან ძნელად ვპოულობდი ისეთ ადამიანს, რომელსაც სულიერად ვეწყობოდი, მიგებდნენ, რაღაცეებში ერთნაირი ხედვა გვქონდა, ერთნაირი ღირებულებები გვქონდა, და ყველა ჩემს გვერდით იდგა ნებისმიერ სიტუაციაში. ბედნიერი ვარ, რომ არც ერთ ჩემს მეგობარს არ მოუწია ამის კიარა, ამდაგვარის გადატანაც კი, რაც მე გადავიტანე. დიდი ხანია გონებაში ნარგიზაბებოს მონაყოლს ვატრიალებ და ჯერ ვერ ვხვდები, დრო მჭირდება, უნდა მაცადო რომ მივხვდე, მადლობა გადაგიხადო თუ გაგიერთიანო ეგ სასურათეთ დალაგებული სახის ნაკვთები და გადენიო სისხლი ცხვირიდან, მთელი 5 წელი და 9 თვე რომ უსასრულოდ და უზომოდ მაწამებდი, ღირდა ეს სიცოცხლე ამად? 21 წლისამ გავითიშე და 27 წლისამ გავიღვიძე, ცხოვრების ოქროს წლები დავკარგე, რომელიც, რომელიც წესით ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მე კიდევ ასე უბრალოდ შენ დამაპაუებინე ცხოვრება. ნუთუ არ ჯობდა დანებებულიყავი? იცი? ბევრჯერ ვიფიქრე მეც დანებებაზე. (წამწამებს ქვევიდან მიყურებდა და ფიქრობდა, მშვიდად იჯდა და გებულობდა პაციენტიდან უკმაყოფილებას იმის თაობაზე რომ გადაარჩინა, ალბათ ჩემზე უმადური პაციენტი არ ეყოლებოდა და არ ეყოლება არასდროს)
- მერე რატომ არ დანებდი?
- ზუსტად 7-ჯერ ვცადე დანებება, შვიდჯერ, ვერც ერთხელ ვერ შევძელი, ყველაზე მეტად ბოლოს გამიჭირდა, არანაირი მიზეზი არ მქონდა ბრძოლისთვის, უნდა მომეხსნა ტვირთი მხრებიდან, ხელები უკვე დიდი ხანი იყო, რაც არ მემორჩილებოდა, ზედმეტად ძლიერად ვეჭიდებოდი რაღაცას, შინაგანად ვგრძნობდი ამას, თორემ განა რამე მატერიას ვეჭიდებოდი. (წარბები შევიჭმუხნე გახსენებისას) ბოლოზე დიდხანს ვყოყმანობდი, ალბათ აუცილებლად დავნებებოდი, მაგრამ (გაღვიძების მერე პირველად გამახსენდა ეს ფაქტი და დეტალებში ვიხსენებდი იმ მომენტს, იმ გადამწყვეტ წამს) მაგრამ ვიღაცის ხმა გავიგე, აი, ვითომდა შენში დაიბადა ეს ხმა, კაცის ხმა რომ არ ყოფილიყო დამიჯერე მე ვსაუბრობთქოს ვიფიქრებდი ისე ახლოს და ჩემში, “ჩემი” იყო ეს ხმა… (ჩავფირდი, ექიმმა თავი აწია, მზერა გამისწორა და მეკითხება ეშმაკურად აციმციმებული თვალებით)
- რაო მერედა ხმამ?- ნუთუ ცინიზმია?!
-ექიმო, პაციენტთად მოპყრობის ლექციებს გადაახტით სასწავლებელში თუ არ ასწავლიან საერთოდ? სადაური ცინიზმი იყო ეს?
- ახლა ნუ გაბრაზდები და ნუ აფორიაქდები, ძლივს ლაგდები და მშვიდდები. მართლა რაო იმ ხმამ, რა მინდოდაო?
-რაო და … რატო დამცინი გამაგებინე?
- არ დაგცინი შენს თავ…(შეწყვიტა შუა გზაში სიტყვები, თვალები მოჭუტა, შუბლთან ძარღვი გამოებერა, თითქოს სახეზეც ახურდაო, რამოდენიმე წამის შემდეგ გააგრძელა, თუ გადააკეთა ვერ მივხვდი) შენს თავში მაინტერესებს რა ხდებოდა
- ოღონდ ახლა არ დამტოვოო, მართლა ვერ შევძლებდი გაგრძელებას, მაგრამ თითქოს რაღაც ჩემი სიცოცხლის გარდა კიდევ იყო დამოკიდებული ამაზე და უბრალოდ ვეღარ ვრისკავდი. ჩემს სიცოცხლეს, ჩემს თავს გავრისკავდი, მაგრამ სხვას? იმის გაფიქრება რომ ვიღაც ასე სიბნელეში უნდა დამეტოვებინა, არ მაძლევდა უფლებას რომ დავნებებულიყავი. მერე თითქოს ზარის რეკვასავით იმოქმედა იმედის ამოფრქვევამ და გამომეღვიძა, ჰმ, რამდენად სწორი სიტყვააა “გამომეღვიძა” და რამდენად შეესაბამება 5 წელს და 9 თვეს ძილი, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ მაინც.
- არ დამტოვოო, ესეიგი არ დამტოვოოო? (წინ და უკან დაიწყო სიარული, რაღაცაზე ფიქრობდა, ნერვიულობდა, ნუთუ გავგიჟდი გონია და ახლა გონებაში კარგი ფსიქიატრის სახელს ეძებს?!)
-იცი რა? ეტყობა მარტოობაში ისე მოვიწყინე, რაღაც მომეჩვენა შინაგანად, რა მოხდა, ხდება ხოლმე. მომეჩვენა ალბათ (გამართლება დავიწყე თავის)
- ანუ არ დამტოვოო?
- ნუ ხო, რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ უფროსო?
- ხან შენობით მელაპარაკები, ხან თქვენობით, ხან მლანძღავ და მიწასთან მასწორებ, ხან უი ექიმო როგორ მომწონს ლოყებზე ჩაღრმავებებიო, ხან ესაო, ხან ისაო, გავერკვეთ ჩვენს ურთიერთობაში ბოლოსდაბოლოს
- უფროსო, ექიმო, თქვენ თუ წინააღმდეგი არ იქნებით შენობით დაგელაპარაკებით, ბოლობოლო 5 წელი და 9 თვეა გიცნობ კაცი და არაა ეს ცოტა დრო გენაცვალე (ამაზე ორივეს გაგვეცინა, მერე თავი გავაქნიე მწარე რეალობას შევეჯახე ისევ) არა, ნამდვილად არაა ცოტათქო ჩავიბურდღუნე ჩემთვის.
- ანუ არ დამტოვოოო. (გაგიჟდა მგონი, რას იმეორებს?!)
- ხო კარგად ხარ? გადაგდე რამე? გადამდებია ეს ჩემი ავადმყოფობა?
- რა გადამდე? რაა გადამდები? რას ლაპარაკობ საერთოდ?
- რა გადაგდე და სიგიჟე. რავიცი. ერთი და იმავეს იმეორებ რამდენი ხანია და წინ და უკან დადიხარ და ნიუჟელი კარგად ხარ?! (გაკვირვებული ვიყავი, თან დაღლილი, ძლივს ვაბამდი უკვე სიტყვა სიტყვას, მაგრამ მაინც გავეცი პასუხი)
- ვფიქრობ, ხომ შეიძლება ფიქრი? (თავი დავუქნიე უბრალოდ, მერე კიდესკენ ჩაივიწიე სულ მთლად და გვერდულად დავწექი)
- რა მოუხერხებლად დაწექი, გინდა საწოლი გამოგიცვალო? ბალიშები ხომ არ გინდა?
- ჰაჰაჰა, ასე კომფორტში გყავთ ყველა პაციენტი ექიმო პირადად? თუ რა ხდება?
- თქვენ უკვე ვიაიპ სტუმარი ხართ, უპირატესობები გაქვთ (ჩაეღიმა)
-ხო ალბათ მარტო მე ვხმარობ ამდენი ხნით თქვენ პალატას (ჩამეცინა მწარედ). ეს ის მომენტია სტუმრად ყოფნა რომ არ მსიამოვნებს და მასპინძელსაც ცხვირ-პირს რომ სიამოვნებით გავუერთიანებდი. 
- მოკლედ ჩემს სიკვდილზე ოცნებობ უკვე მეორე დღეა, არადა არ ღირს ჩემი სიკვდილი, კიდე რამდენის გადარჩენა შემიძლია ვინ იცის
- სიკვდილზე ვოცნებობ, მაგრამ დამიჯერე ექიმო დავით, შენსაზე ნამდივლად არა
- რაც არ უნდა ვთქვა შენკენ როგორ შეგიძლია შემოატრიალო და უარესად დამიბრუნო პასუხი
- ყოველთვის გამომდიოდა ეს, როგორც ჩანს ამდენი წლის მერეც ფორმაში ვარ. ისე ფორმაში ყოფნაზე გამახსენდა, თმას დამივარცხნის ვინმე? გუშინ დილით ისე ლამაზად და კოხტად ელაგა, ახლა ალქაჯივით გაწეწილი ვარ. (ტკბილად ჩაეღიმა)
- თოკოს დავუძახებ თუ მშვიდად იქნები და მოგიწესრიგებს თმებს, თან ისაუბრებთ, ვიცი თქვენი ურთიერთობა, უყვარდა რომ გეძინა შენი თმებით თამაში 
- არა, არა, არ მინდა. ვერ ვნახავ, ახლა ვერა, უარესად ვატკენ გულს, ისედაც განადგურებულია, კიდევ ვერ დავუმატებ.
- ნარგიზა ბებო გამიქცია აბა და ნუ…. მოიცა, რა რა შვიდჯერო?
- ჰო, რაც. შვდჯერ. მერე?
- შვიდჯერ მომიწია შენ გამო 4 დღე გადაბმულად მორიგეობა, ზედმეტად კრიტიკული მდგომარეობა გქონდა სხვისთვის რომ დამეტოვებინე, ბოლო შეტევა საშინელება იყო, გამანადგურე მაშინ ბოლომდე, თუ გამოძვრებოდი სიტუაციიდან არ ვიცოდი, ისე მანარვიულე, ისე… (მოვიდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა)
კიდევ ერთი სასწაული მოხდა შენს და ჩემს შორის იცი?
- შენს და ჩემს შორის? (ყურს მოხდვა ეს სიტყვები) რა მანიაკივით მითხარი, რა მოხდა ასეთი ექიმო?
- ბოლო შეტევისას გვერდით გეჯექი, როცა ასე უბრალოდ მაჯასთან ძვალი მოგტყდა, ვერ გავარკვიეთ რისი ბრალი იყო, ლამის სავაადმყოფოს პერსონალმა ეგეც მე დამაბრალა(გულიაანად გადაიხარხარა)
- მაპატიე, არ მინდოდა ვინმე ისეთ დღეში ჩავარდნილიყო როგორშიც შენ აღმოჩნდი. ფეხზე რომ დავდგები, სპეციალურად ჩავალ კაფეტერიაში და ყველას ნიშნის მოგებიტ ჩავხედავ თვალებში, ხედავთ ტყუილად შეგქონდათ უფროსში ეჭვითქოს ვეტყვი და ჩემი დანაშაულიც გამოსყიდული იქნება შენდამი (ვუთხარი ბედნიერად)
- კიდევ ეშმაკობის და სხვისი გამწარების თავი გაქვს? არა, კი ყვებოდნენ შენზე დაუჯერებელ ისტორიებს შენი მეგობრები, მაგრამ ნახევარიც თუ იყო სიმართლე არ მგონია ახლაც
- ოო, დამიჯერე ლაითად გეტყოდნენ, შელამაზებულად, თორემ ყველაფერი რაც მოგიყვნენ დარწმუნებული იყავი სინამდვილეში ათჯერ უფრო გიჟური და აარარეალური იყო. თვალები მეხუჭება, მეძინება და თუ ჩამეძინა არ შეგეშინდეს, გავიღვიძებ. (ეს ვუთხარი თუარა თვალები დავხუჭე.




მოკლედ, ყველაფერი რთულად და არეულადაა. სულ ვფიქრობდი, რომ ასეთი რთული მომენტები ასი ათასში ერთია და ისე გავივლიდი ამ ჩემს არც თუ ისე უბადრუკ ცხოვრებას, რომ ასე არ გავნადგურდებოდი. როგორც ჩანს, ბედმა მოულოდნელი სიურპრიზი მომიწყო. მოულოდნელი სიურპრიზი, რა თქმა უნდა, სტილისტური შეცდომაა ასეთი სიტყვათა შერწყმა, მაგრამ ზუსტად ეს სიტყვები შეესაბამება ჩემს სიტუაციას. ხომ მოულოდნელია ისედაც სიურპრიზი, მაგრამ ძირითადად ყოველთვის ნაწილობრივ ან მიახლოებით მაინც ვხვდებით ხოლმე ყველაფერს, ყოველთვის ვფიქრობდი, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი, ან უბრალოდ გარეთ სასეირნოდ გავდიოდი, ან სასწავლებელში მივდიოდი, აი რა უნდა მომხდარიყო და რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად, ავარიისთვის, სიკვდილისთვის, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ყველა ბედის სიურპრიზისთვის, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მაგრამ არც ერთხელ არ მომსვლია გონებაში, რომ შეიძლებოდა უბრალოდ ერთ დღესაც ცხოვრება შემეწყვიტა და ასე ჩვეულებრივ გამღვიძებოდა, 5 წელი და 9 თვე ცხოვრება უჩემოდ წასულიყო და სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩენილიყავი. ვითომ არაფერია თითქმის 6 წელი, მაგრამ როგორ თუ არაფერია?! 6 წელი მთელი ბავშვობაა, სკოლამდელი ცხოვრება, ნახევარი სკოლის პერიოდია, 6 წელი სასწავლებლის ბაკალავრი და მაგისტრატურაა, 6 წელი ეს ერთი მთლიანი ცხოვრებაა, 72 თვე, 2160 დღე, 51840 საათია… თვალები დახუჭული მაქვს, სიბნელეა და ვგრძნობ რომ აღარ მეშინია, ვფიქრობ, ახლაც ვფიქრობ, რა შეიძლება უარესი მოხდეს ახლა და გონებაში არც ერთი აზრი არ მიტრიალებს, სიკვდილი?! როგორ ფიქრობთ, განა სიკვდილი შემაშინებს აწი? განა სიკვდილი ტანჯვა იქნება ჩემთვის?… თურმე რას ვეჭიდებოდი, რატომ ვიტანჯებოდი, რატომ ვიყავი ასე ცუდად, ვამბობდი დროის შეგრძნება დავკარგე-თქო, დროც დამიკარგავს და მთელი 6 წელიც, ის წლები, ის ტკბილი სტუდენტობის წლები გიჟივით რომ უნდა მერბინა აქეთ-იქით, მეგობრებთან ერთად რომ უნდა მეცანცარა, საყიდლებზე მერბინა, ჩემი ანგელოზების შეყვარებულობის პერიოდზე მედევნებინა თვალი და გამეკონტროლებინა სიყვარულს არ დაებრმავებინა და სწორი გადაწყვეტილება მიეღოთ, ჩემი ბიჭების გოგოებზე უნდა მეეჭვიანა, აბა თუ დაუთმობდნენ ჩემზე მეტ დროს თავიანთ “გოგოებს”, მეღიმება, სულ ვბრაზდებოდი ამაზე, ხან ერთად გამოჩნდებოდნენ, ხან მეორესთან, ხან მესამესთან და ბოლოს თვლაც და დამახსოვრებაც მივატოვე, აღარც ყურადღებას ვაქცევდი, მაგრამ ახლა? ქორწილი გამოვტოვე, სიძე ვერ გავიცანი, ჩემი ანგელოზის შვილის ამბავი გამოვტოვე, სულ მჯეროდა რომ პირველი მე შევამჩნევდი ორსულად რომ იყო, ისე კარგად ვიცნობდი ყველას რომ მაგათი ხასიათის ცვლილებას ეგრევე შევამჩნევდი, მაგრამ როგორც ჩანს, არ ყოფილა ჩემი ბედი ეგ ბედნიერება, გამოვტოვე, ამ პრინცესების დაბადება გამოვტოვე… ვფიქრობ, ვფიქრობ და ვხვდები რომ კიდევ იმდენი რაღაც მექნება გამოტოვებული, მეშინია… მეშინია რომ უბრალოდ ვეღარ შევეგუები, რომ სხვისი ცხოვრებით მომიწევს ცხოვრება, რომ ისეთი სწრაფი ვერ აღმოვჩნდები რომ ის 6 წელი ავინაზღაურო და თან აწმყოთით ვიცხოვრო, მეშინია, ძალიან მეშინია…


აბა რას ფიქრობთ, როგორი თავი იყო?



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი ისტორიაა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ დიალოგები გამოყავი და ფრჩხილებიც მოაშორე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent