შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელეში ჩამკარგა (4)


31-08-2017, 03:16
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 242

5 წელი და 9 თვე. ვუყურებდი თვალებში. ვერაფერს ვხედავდი სიბნელის გარდა. ჩემს ცნობიერებაში ჩემი თავი 21 წლის მეგონა, ახლა 26 წლის ვარ. 5 წელი? 5 წელიო თქვა... გონება ატრიალებდა ისევ და ისევ დავითის ნათქვამს, თითქოს ეძებდა, დაუღალავად, მუდმიად ეძებდა გამოსავალს, სიცრუეს, მახეს ამ სიტყვებში. აი, რაღაც გამოცანას რომ გეტყვიან, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რომ იცი რომელიღაც სიტყვაში ან სიტყვათა შეთანხმებაშია მახე და აუცილებლად იპოვი, ზუსტად ასე ვიყავი, ვეძებდი, მაგრამ შედეგი სხვა იყო - ნებისმიერ გამოცანაში ვპოულობდი მახეს და პასუხს, მაგრამ ამაში ვგრძნობდი რომ ის არც კი არსებობდა. თითქოს სხვისი თვალებით დავიწყე ჩემი უსიცოცხლო სხეულის ყურება, ვინ ვიყავი აღარ ვიცოდი. ვგრძნობდი როგორ მანჯღრევდა დავითი და მეჩხუბებოდა:
- ნინო, უარესად გახდომისთვის არ მითქვამს ეს შენთვის. მინდა რომ გააცნობიერო და სწორად მიუდგე საკითხს, არ ჩაწვრილმანდე დროზე, ყველაფერი მეასე ხარისხოვანია, მთავარია აქ ხარ, ჩვენთან ხარ. სამყაროს დაუბრუნდი შენ, არსებობ, ცხოვრობ... დანარჩენი ყველაფერი დალაგდება. შემომხედე, თავს თუ არ მოერიე, ისევ ისე გახდები, შენმა გონებამ იმხელა სტრესი და სირთულეები გადაიტანა ვერც კი წარმოიდგენ, ახლა უნდა დაისვენოს. მიდი, გამეცი პასუხი, რამე მითხარი...
ისევ გაშტერებული ვუყურებდი. რას მოითხოვდა ჩემგან, იქნებ იმ წყეული 5 წლის და 9 თვის დავიწყებას, ღმერთო 9 თვეც თითქმის ერთი წელია...
ვერ ვერეოდი ჩემს თავს, ენა ვერ დავიმორჩილე, ვერ გავეცი პასუხი, ყვირილი მინდოდა, ოღონდ ახლა დავცლილიყავი ამ უარყოფითი ენერგიისგა და მეტი არაფერი მინდოდა, ვერ ვხვდებოდი ღირდა კი ჩემი სიცოცხლე რამად? მე ცხოვრება 5 წელი და 9 თვით დავაპაუზე...
- გულის ცემა გიჩქარდება, რამდენიმე წამს გაძლევ, ან შენით დამშვიდდები, ან დამამშვიდებელს გაგიკეთებ. - ექიმი მხრებში ჩამაფრინდა და დაჟინებით მიყურებს თვალებში.
- ექიმო, ამ 5 წელს და 9 თვეს დამიბრუნებ? - ვიცოდი პასუხი, როგორ არ ვიცოდი. შეუძლებელს ვთხოვდი, შეუძლებელს, კარგად ვიცოდი ეს, მაგრამ იმედი მაინც მქონდა. რა ფენომენია მაინც ადამიანის გონება?! დიდ ხანს მიყურებდა თვალებში, მერე დამშვიდებულ მონიტორს შეხედა, როგორც ჩანს ჩემი გული დაიღალა და დაწყნარდა, შევამჩნიე როგორ გაეხსნა შეკრული წარბები, გვერდით მომიჯდა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და ეშმაკური ღიმილით მეკითხება:
- მე ექიმი ვარ, ხომ არ დაგავიწყდათ ქალბატონო ნინო?- იღიმის? ეს ნორმალური საქციელია?
- ექიმი, ექიმი... (დანანებით გავიმეორე) 5 წელში და 9 თვეში, რომელიც დავკარგე, იმ ინტერნების ადგილას შეიძლება ვყოფილიყავი, ცოტა ხანში, ექიმიც გავხდებოდი. 5 წელში და 9 თვეში სიყვარულის პოვნა და პატარა ციცქნას ყოლა შეიძლებოდა. 5 წელში და 9 თვეში ჩემი ძმის საკუთარ კომპანიას ვნახავდი. 5 წელში და 9 თვეში მამაჩემი სამი დიდი კორპუსის აშენებას მოასწრებდა, რომელშიც ბედნიერი ოჯახები შეცვივდებოდნენ. 5 წელში და 9 თვეში ჩემ მეგობრებს ისეთი მომავალი ექნებოდათ, წარმოდგენასაც ვერ ვბედავდით სიხარულისგან, ასეთი ასაკი გვქონდა ჩვენ 5 წლის და 9 თვის წინ. ჩემი ბოლო ნანახიდან 5 წელი და 9 თვე გავიდა, პირველი შენ გნახე, მგონია რომ ყველაფერს შეესწარი რაც მთელი დღის განმავლობაში მოხდა და რომ გესმის ყველაფერი და მიყურებ, მიყურებ და გეღიმება. ეს დედანატირები 5 წელი და 9 თვე რომ არა მეც გავიღიმებდი დღეს - ბოლოს ვიღრიალე, წარმოუდგენლად ვიყვირე, საიდან მოვიდა ამხელა ხმა. გაკვირვებული, თავ ჩაღუნული, გაფერმკრთალებული მიყურებს დავითი.
- ასეთი მხეცი როდის გავხდი? (სიიცილი ამიტყდა, უაზრო სიცილი, უკვე გაოცებას ვატყობ სახეზე ექიმს) როდის გავხდი? სწორი კითხვააა, ალბათ 5 წელსა და 9 თვეში :დ ვაიმეეე, დიდი ხანია ასე არ მიცინია, დაიცადე, ვაიმეეე (უაზროდ დიდ ხმაზე ვკისკისებდი), წარმოიდგინე მთელი 5 წელი და 9 თვეა არ გამიცინია. როგორი ციინიზმია არა? იცი ყველაზე საშინელი რა არის? წინასწარ ვგრძნობდი ყველაფერს. (დავმშვიდდი ახლა, ელემენტარული ენერგიიის გარეშე დავრჩი, ვუყურებდი ამ ბიჭს სახეზე, ეტყობოდა ძლიერი იყო, იმიტომ რომ არანაირი სიცოდვილი არ იკითხებოდა მის სახეზე, მშვიდად იჯდა და უყურებდა ჩემს არანორმალურ გამოხტომებს.) ცოტა ხანს თვალებს დავხუჭავ და რომ გავახელ აქ იყავი,არ წახვიდე, უნდა ვილაპარაკოთ. (ვითიშებოდი, მეძინებოდა.ვლუღლუღებდი უკვე ბოლოს.) ჩამეძინა და ზუსტად ავარიის სცენა მეორდებოდა, ისევ, ისევ, ისევ. ვწუხდებოდი უკვე, ვერ ვხვდებოდი ამდენჯერ რატომ ვხედავდი ერთი და იგივეს, გამოღვიძება მინდოდა, ძალიან მინდოდა და უცებ რაღაცა ცივი ვიგრძენი შუბლზე, რაღცა კავშირი ვიპოვე რეალობასთან და როგორც ჩანს ამან გამომაღვიძა კიდევაც, ოფლში ვიყავი გაწუწული, დაგრეხილი ვიწექი საწოლში, შედარებით ნაკლები მილებით და გამოცვლილი პიჟამით. 
- დიდი ხნით ჩაგეძინათ პატარა ქალბატონო. ნატალია იყო მოსული და მან გამოგიცვალა, ექთნებს არ რთავს ნებას, ჩემი პატარა გოგოა და მე უნდა ჩავაცვაო თქვა. მთელი ღამე ოფლი გასხამდა და იგრიხებოდი ათასნაირად, დამამშვიდებელი გაგიკეთეთ, მაგრამ არ გიშველა როგორც ჩანს. გაღვიძებას ვარჩივნეთ დაგეძინა, ორგანიზმის გადაღლას მერჩივნა ცოტა დიდხანს გენახა ეგ კოშმარი, მაპატიე. - დავითი მიყურებდა და ცივ ხელს ატრიალებდა ჩემს შუბლზე.
- რაც თვალი გავახილე იმის მერე სულ ცუდ ხასიათზე მაყენებ. რამე სპეციალური დავალება გაქვს რომ უნდა მომშხამო? კოშმარი არჩია ბატონმა ექიმმა. - წავიბურდღუნე. - წამოჯდომა მინდა, მოდი მომეხმარე რას მიყურებ. - დავითი ჩაცვენილი ჩამქრალი თვალებით მიყურებს და მერე მეუბნება - ექთანს დავუძახებ, ეგ ექთნის საქმეა და თან არ მოგშხამავს ეგ. - და თავქუდმოგლეჯილი გავარდა. კარებში ვიყურებოდი, რანაირი ექიმია ეს. როგორ იქცევა.
ვიღაც მოხუცებული ქალი შემოვიდა, როგორც ჩანს ეს იყო შეპირებული ექთანი. რა ეწყინა ერთი ბატონ დავითს მაცოდინა ასე უცებ რომ გავარდა. მე გავატარე სიბნელეში 5 წელი თუ ამან. კარგია კარგია, უკვე ცინიზმსაც ვაპარებ ჩემს თავს. ჩავიცინე, ვერ ვხვდებოდი ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს თუ ჯერ ვერ ვაცნობიერებდი და მიტომ ვიქცეოდი ასე. 
- გამარჯობა საყვარელო, მე ნარგიზა ვარ. რით შემიძლია დაგეხმაროთ, ექიმმა მითხრა გიძახითო.
- წამოჯდომა მინდოდა, ისეთი არაფერი, მაგრამ ექიმმა ხელიც არ გაანძრია ეგ არ არის ჩემი საქმეო და გავარდა. ეს რა თავხედი უფროსი გყოლიათ აქ, რაღაც-რაღაცეები აქვს ჩემთვის ასახსნელი, გაგიკვირდებათ და მთელი 5 წელი უნდა ამიხსნას და ეს კიდე გავარდა სადღაც. - ნაწყენი ვბურდღუნებდი. ამასობაში ნარგიზა ბებომ წამომაჯინა.
- ასე ხომ კარგია შვილო? თუ კიდევ შემოგიტანო ზურგთან ამოსადებად ბალიშები?
- არა ნარგიზა ბებო, კარგად ვარ, მადლობა. ისე, ნარგიზა ბებო რომ დაგიძახოთ ხომ არ გეწყინებათ? ჩემს ბებოს მაგონებთ, მოსიყვარულე და მზრუნველი ჩანხართ. - ვეუბნები გაღიმებული.
- კი, შვილო. რა თქმა უნდა. - და თბილად გამიღიმა. - ძალიან ვწუხვარ შვილო, დიდი განსაცდელის წინაშე ხარ, ვიცი მძიმეა შენთვის. მე და შენ უკვე ოჯახივით ვართ, რაც მოხვედი იმ დღიდან შენი ექთანი ვარ, ფაქტიურად ჩემს ხელში ჩამოყალიბდა პატარა თინეიჯერი გოგოს იერსახე, დიდებული ქალბატონის სახედ. საოცარი და იშვიათი სახის ნაკვთები გაქვს, მამას გავხართ შენც და შენი ძმაც ძალიან, მაგრამ ეს დედის გამოხედვა მარტო თორნიკეს ქონდა მეგონა, ახლა ვნახე, შენც გქონია. - ცრემლიანი თვალებით მიყურებდა ნარგიზა ბებო. 
- ნარგიზა ბებო, ჩემთან ერთად რომ შემოვიდნენ ის ბავშვები როგორ იყვნენ? ხომ ადვილად გამოძვრნენ?
- კი, არც ისე რთულად ქონდათ იმათ საქმე. როგორც ჩანს, იმ ტრაილერის მძღოლს წუთიერად ჩაეძინა. პოლიციამ თქვა როგორც კი შენმხარეს თქვენს მანქანას დაეტაკა გამოფხიზლდა, წამში მოკიდა რულს ხელი და საპირისპირო მხარეს გაადაიყვანააო. შენ და შენს უკან რომ ბიჭი იჯდა, თქვენ იყავით მარტო რთულად დაზიანებულები, თუმცა ის საყვარელი ბიჭი შენთან შედარებით ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო. ყოველთვის მოდიან, პარასკევს საღამოს იკრიბებიან შენთან ყველა ერთად, ისე ცალ-ცალკეც მოდიან ხოლმე. შაბათ-კვირას დილით შემოვარდებოდნენ, გეგმას გაგაცნობდნენ, იცინებდნენ, ყველაფერს მოგიყვებოდნენ და ცრემლმორეული გამორბოდნენ ისევ უკან. მართლა კარგი ამხანაგები გყავს ბებო. - ცრემლები მომდიოდა,ჩემი ბავშვები.
- სად არიან? იციან რომ მოვედი გონს? 
- კი, ბებო, როგორ არა. გუშინდელიდან აქ არიან, რომ ჩაგეძინა გუშინ და აქამდე არ ისურვე გამოღვიძება იცი რა დღეში იყვნენ? ძალიან ფორიაქობენ, თან ერთი გოგონა ორსულადაა და იმხელა მუცლით დადის აქეთ-იქით რომ შეხედავ გაგეცინება, დაგორაობსო იფიქრებ. (ორსულადაა? ღმერთო, რამდენი რაღაც გამოვტოვე, რომელიღაც ჩემი სულის ნაწილი ცქნაფას ელოდება და არც კი ვიცი რომელი, მერამდენეს, ან რამდენი ხნის ორსულია, ან ქმარი ვინაა, როდის იქორწინა... ეს რატომ დამემართა მე?)
- ნარგიზა ბებო, შემოუშვით აქ რატომ არ არიან?
- ბებო, ექიმმა ყველას აუკრძალა შემოსვლა. შენი ძმის მოსვლამ ხომ ნახე რა გამოიწვია, მშობლების დანახვამ ხომ საერთოდ. ჯერ ძალიან საშიშია ამხელა სტრესი შენთვის.
- ექიმმა აუკრძალა? სადააა ახლა ეს ბატონი დავითი? მოვიდეს აქ!!! ნარგიზა ბებო, დაუძახე თუ შეგიძლია რა ჩვენს თავხედ ექიმს.
- მე კი დავუძახებ ბებო, მაგრამ რას ერჩი ამ ბიჭს. იცი რა კარგი ბიჭია? ერთი წამით არ დანებებულა. რომ შემოხვედი იმ დღეს დათო იყო მორიგე,არ იყო მაშინ მთავარი ექიმი. 14 საათი გიკეთებდა ოპერაციას, მასთან ერთად ტრამვატოლოგებიც და ზოგადი ქორირგებიც მუშაობდნენ, ბევრი დაზიანება გქონდა. ყველაფერი სრულყოფილად გააკეთა, მაგრამ ძნელია ორგანიზმისთვის ამდენის გადატანა, თან ერთდროულად, თან მთელი 14 საათი და კომაში ჩავარდი, როგორც შენ იტანჯებოდი, ისე იტანჯებოდა ისიც. თავის თავში ეძებდა შეცდომას, მამაშენმა ვინ არ მოიყვანა, მაგრამ ყველამ თქვა რომ ასეც ხდება ხოლმე და ამ ბიჭის ნამუშევარს წუნს ვერ უდებდნენ, ისინიც კი ვერაფერს გააკეთებდნენ უკეთესად. შენმა ძმამ ვენიდან ჩამოიყვანა მეგობარი, ვერც მან თქვა ვერაფერი ახალი, მაგრამ ყველა დავითის გარდა ერთი და იმავეს იმეორებდა. დედაშენმა დავითს დაუდგა გვერდში, ყველა წინააღმდეგი იყო, ყველა, მამაშენიც, შენი ძმაც, მეგობრებიც, თავიდან დედაშენიც ეჭვობდა, მაგრამ დავითმა დაარწმუნა და ერთად იბრძოდნენ, მე შვილო დედაშენმა და დავითმა რომ გაბედეს იმას ვერასდროს ვიზამდი ალბათ, ძნელია თითქმის 6 წელი ამის ყურება ძალიან ძნელია. (სკამში მოკალატებული ნარგიზა ბებო, თან ჩემს თმას ეფერებოდა, თან ყვებოდა.)
- რას? რას ვერ იზამდი ნარგიზა ბებო? რითი ეწინააღმდეგებოდა ყველა ექიმს დავითი?
- შენი თავით, ჩემო ანგელოზო. შენი თავით. ყველა ამბობდა, 98% რომ ვერ გამოხვიდოდი კომიდან, რასაც ყოველი შენი კომატოზური დღე ამტკიცებდა, მაგრამ დავითი უბრალოდ ამბობდა რომ რაღაც იმნიშვნელოს გამო იყო ეს და რომ იბრძოლებდი ბოლომდე და გამოხვიდოდი, ერთ დღესაც გამოხვიდოდი მდგომარეობიდან. მარტო დრო არ იყო პრობლემა, ყველა თანხმდებოდა იმაზე, დავითიც, რა თქმა უნდა, რომ შენი ნებისმიერი წამი კოშმარულად მტკივნეული იყო და შენებმა უბრალოდ ვერ გაუძლეს, დამიჯერე შვილო, ვერც შენ გაუძლებდი ანგელოზივით შვილის ყურებას, როცა იცი რომ ყოველწამიერად უსასრულოდ იტანჯება... (ტიროდა ნარგიზა ბებო) შენ კიდევ, გაუნძრევლად, არანაირი სიახლით, არცერთი სახის ნაკვთით არ გვეუბნებოდი რომ კარგად იქებოდა. არანაირი იმედი არ იყო, არც ერთი არგუმენტი შენი უკეთ გახდომის.
- აბა რატომ იჩემებდა ასე ძალიან ჩვენი ექიმი ამას? ჩემი წამება უხაროდა? იცი ნარგიზა ბებო რა დღეში ვიყავი? თქვენ სიტყვებით ამბობთ უსასრულო წამებას, მე ქმედებით განვიცდიდი ამას. ვერც წარმოიდგენთ ეს რა გრძნობა იყო, სრულ სიბნელეში, უბრალოდ გტკივა დავერც აცნობიერებ, რატომ , როგრო, რისთვის... რატომ გააკეთა ეს? შეეზლო დავესევენებინე, რატომ სჯეროდა ასე ძალიან ამის?
- არ ვიცი შვილო, რაღაც არანორმალურად აკავშირებდა შენთან, ყოველ დღე ასჯერ მაინც შემოდიოდა შენთან, შენ უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხარ, ყველას შვილი ხარ ამ საავადმყოფოში, მაგრამ დავითი ალბათ პასუხისმგებლობა, თუ რავიცი რა დავარქვა ამას, ყოველთვის სხვანაირად იმედიანი გამოდიოდა შენი პალატიდან. ყოველი გამოსვლისას გაიღიმებოდა და მეტყოდა, “ააი ნახე ნარგიზა ბებო, აი ნახე, ეს ანგელოზი გამოიღვიძებს და ყველას გაგვაოცებს, აი ნახე.” სასწაული ექიმია და ფაქტია, უფალიც მისკენ იყო.
- ანუ დავითის და დედაჩემის გარდა, ყველა თანხმდებოდა ჩემს სიკვდილს? -
ვერ წარმოიდგენთ რა ვიგრძენი. ახლა ვხვდები რა დაემართა ჩემი დანახვისას დავითს და როგორი საპირისპირო რაღაც დაემართა თორნიკეს. ექიმს გაუნათდა სახე, თორნიკე ჩაშავებული თვალებით პატიებას მთხოვდა სულ. ღმერთო, როგორი ცუდი კონტრასტია, როგორი კოშმარული.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent