მათემატიკურად (სრულად)
, შეიძლება ეს ტექსტი მათემატიკურ ტესტად მოგეჩვენოს, მაგრამ თორმეტწლიანი სწავლების გამო იძულებული ვარ სკოლაშივე ვიფიქრო გამრავლებაზე, თუმცა ჯერ მიმატებაა საჭირო. მას შემდეგ რაც, შენს თვალთაგან გამოტყორცნილი სხივებიი ჩემს მკერდზე დაეშვნენ პერპენდიკუარულად, აღარ მყოფნის რადიოუსი შემოვხაზო ჩემი გრძნობის საზღვარი. როგორი ბლაგვი კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ამ საქმეს, პირველ მოქმედებად მაინც სიყვარულის ფორმულის გამოყვანაა საჭირო. ვერ გავაგებინე ამ ხალხს რომ სიყვარული ჰორიზონტალურია და თანაც რხევადი და უდრის: (a+b)2 პლუს-მინუს სიყვარულის მოდული აყვანილი წამწამთა რიცხვის აღმატებით ხარისში, გამრავლებული თვალთა გამოსხივებისა და სათნოების ალგორითმულ თანაფარდობაზე. ვიცი შესანიშნავ წრეში აღიზარდე და მთელ მის ფართობზე, დიამეტრის გასწვრივ, მუდივი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდი, მაგრამ დროა, ახლა ჩემი გარემომცველი წრის ცენტრში გადმოინაცვლო, ეს არ იქნება შენი ოჯახიდან ფესვის ამოღება, პირიქით ეს არითმეტიკული პროგრესიაა და თუ ჩემი ოჯახის წევრები შენი გულის საკოორდინატო სისტემაში ვერ ჩაეტია, გაყოფასა და გამრავლებას რა უნდა, მითუმეტეს როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, როცა მოისურვებ მაშინვე ფრჩხილებს გარეთ გავიყვან. შენს დადებით პასუხს შეუძლია ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოაბრუნოს და თუ ეს ასე მოხდა და შენ ჩემი სიმეტრიული ნახევარი გახდები, გარწმუნებ დღითა და ღამით, ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად, ჩვენ მუდამ ერთმანეთის პარალელურები ვიქნებიხოვ, ნუ თ. ძალიან გთამიბურთავებ პლუს-მინუს უსასრულობაში, გქონდეს ალგორითმის შეგრძნება. ჩემო ტანგესო, შენი კოტანგესისგან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.