შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ყველაფერი შეცვალე (ნაწილი მეორე )


10-09-2017, 22:06
ნანახია 1 581

„არ ინერვიულო პატარავ კარგად ჩაივლის“ -როგორი ზედაპირული ჩანდა ეს სიტყვები მაშოსგან , წესით უნდა დაემშვიდებინა მაგრამ პირიქით, სხვას რომ ეთქვა მაგალითად თვითონ ნიკას , შეიძლება ასეც ყოფილიყო, მაგრამ მაშიკო ისე ამბობდა არც ფიქრობდა. ის ხომ ბევრს არასდროს ფიქრობდა, უბრალოდ იცოდა რომ ისე უნდა ეთქვა და თქვა.,. ალექსს კი გულწრფელი, სიტყვები სჭირდებოდა რომ დამშვიდებულიყო. ნერვიულობა თავგზას უბნებვდა, მდგოამრეობიდან გამოყავდა , ნიკაზე დარდობდა , რამე რომ მოსვლოდა? ათასი უბედურება ხდება ასეთი ბრძოლების დროს , თან ეკეს სიტყვები , მიხვდა რომ ნიკას შანსი 50-50ზე იყო, ისიც იცოდა რომ ბოლომდე იბრძოლებდა ,თავს არ დაზოგავდა , შემოაკვდებოდა და მერე რა ექნა ? უნდა დაეკარგა ის არაჩვეულებრივი კაცი და რის გამო? სპორტის გამო რომელიც სპორტიც არ იყო ? და მერე რას იზამდა ? როგორ შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. აი სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც ალექსს არ ყავდა გვერდით საყვარელი მამაკაცი, შიში ჰქონდა, სულ ფიქრობდა რომ ბედნიერი თუ იქნებოდა დიდ ხანს ვერ გასტანდა და ერთხელაც დასრულდებოდა მისი ლამაზი დღეები. ვერც ამ შიშის მიზეზს ხედავდა მაგრაამ მთავარი ის იყო რომ ეს გრძნობა მასზე ბატონობდა. ფიქრი ასწავლა და გონებით ცხოვრება. მისი კარიერისთვის და არსებობისთვის ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, ბევრს აღწევდა ყოველთვის მაგრამ განა არსებობა ცხოვრებას ნიშნავს ? არსებობდე არ ნიშნავს იმას რომ ცხოვრობ ! ესმოდა ალექსს , კარგად ესმოდა მაგრამ მაინც ვერაფერს ცვლიდა.
იმ დღეს კი იდგა სარკის წინ და უყურებდა თავის თავს სარკეში და კვდებოდა ისე ნერვიულობდა ნიკაზე. თავს იდანაშაულებდა რომ შეუშვა მის ცხოვრებაში ხან კი პირიქით იმაზე ეჩხუბებოდა გონებას რომ ასე იფიქრა. ნიკა უყვარდა , მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ოღონდ ეცოცხლა და მის გვერდით ყოფილიყო. ასეთი სიყვარული იცოდა ალექსანდრამ ! ამიტომ სჭირდებოდა თავის დაცვა.
-ხოო ნიკუშ
-შენს სახლთან ვარ მიდი რა ჩამოდი.
-უკვე 8 საათია?
-არა ჯერ 6ია , მაგრამ ჩამოდი უნდა გნახო
ჩაირბინა ალექსმა კიბეები და ჩაუხტა მანქანააში.
-ნერვიულობ ?
-აქამდე არასდროს მინერვიულია ბრძოლის წინ მაგრამ ეხლა კი
-რატომ ? გეშინია?
-იმისი არ მეშინია , მე შენ რომ ვეღარ გნახო იმის მეშინია ,იტოკში რა დაიკიდე ქალივით მოვთქვამ
-ჩემო სიყვარულო ....დღეს ეკე ვნახე და მითხრა ყველაფერი
-ხოო? მერე ?
-მერე რავიი , შენ სანერვიულო გაქვს ნამდვილად ოღონდ მე და ერეკლე თევზაძე არა . ეს მეგობრობაა მეტი არაფერი , მშვიდადა შეგიძლია იყო ჩემგანაც და მისგანაც . ის არასდროს შემომხედავს მე სხვანაირად იცის რომ გიყვარვარ , მე მითუმეტეს , მარტო შენ მჭირდები იცი ეგ, შენ სხვა პრობლემა გაქვს , ეგ იმის პრობლემაცაა ნიკუშ მარტო შენი არა .
-რა პრობლემა?
-ერთმანეთი , გეტყობათ რომ არ გეთმობათ არც ერთმანეთი და არც სიამაყე .
-აუუ
-კაი ეხლა არა მაგაზე , იცი გავახრთ ერთმანეთს თან ძალიან
-რატო ვმელოტდები?
-არა სულელო , ფიზიკურად არა ისე , ერთნაირები ხართ
-ხო? არ ვიცოდი! კაი მოვრჩეთ რა მაგაზე, მოდი რა ჩამეხუტე ცოტახანს მოგეფერო და გავა დროც , ერთი საათი დგავრჩა
-რომ არ მიხვიდე და თავი დაანებო არ შეიძლება ხო ალბათ?
-ალექსანდრა !
-კარგი ხოო ვიცი აზრი რომ არ აქვს ...არაუშავს მე იქ ვიქნები !!! მე სულ იქ ვიქნები ,
-ხო? ყოველთვის?
-ხოო ნიკა ! რადგან მიყვარხარ ,!!! ეგეთი მიყვარხარ როგორიც ხარ ,მაგრამ ვნერვიულობ რა ვქნა . ხო არფერი მოგივა ?
-გოგო ჯარში კი არ მივდივარ , მომხვდება ცოტა დავლურჯდები და ეგააა
-უიმე ეს ლამაზი ტუჩები უნდა დაგისივდეს?ან ეს ცხვირი? ან თვალები?
-ასეთი საყვარელიც თუ იყავი არ მეგონა , აქამდე სულ ცივი იყავი ხოლმე ეხლა კიდე თურმე ლამაზი თუჩებიც მქონია !
-აქამდე მეგობარი იყავი , ეხლა ჩემი ბიჭი ხარ და ეს ტუჩები გემრიელიცაა მარტო ლამაზი კი არა .
აკოცა ალეკომ , რომ არ ეკოცნა ალექსი კიდევ ბევრს ილაპარაკებდა თვითონ მაინც არ იქნებოდა ინიციატორი ამ კოცნის. ისხდნენ მანქანაში და ერთმანეთით ტკბებოდნენ.
-ალექს , ამის მერე რა იქნება?
-რაზე მეკითხები?
-რავი ყველაფერზე, ეკე , შენ , მე ,ჩვენი ურთიერთობა და რავი რა ათასი რამე .
-მე და შენ ხომ ერთად ვართ ისედაც დიდი ხანია უკვე ! ეკესაც მოაგავრებ ვიცი ! მე ვმეგობრობ და არ ვაპირებ გაწყვეტას ურთიერთობის და შენც ხო არ აპირებ მაგის გამო ჩხუბს ჩემთან ზუსტად ვიცი ,ხო ასეა? ჰა >?ხო ასეა?
დანარჩენი რა გაწუხებს აბა მითხარი. ამ დღესაც მოიგებ , მაგრამ სხვა კიდე რა გაწუხებს?
- რავიი ალე , არ მომწონს ჩემი მანქანიდან შენს სახლში რომ მიდიხარ და ჩემსაში არა . დეიდაჩემი სულ მეწუწუნება მოიყვანე გამაცანიო , დეიდა მყავს იცი ?
-არ ვიცოდი
-ხოდა ახლა იცი , ისაა ჩემი დედაა უკვე დიდი ხანია , ხვალ გაგაცნობ
-გამაცანი
-მოვიგებ დღეს
-ვიცი
-გჯერა ?შენ თუ გჯერა მოვიგებ
-მჯერა , პირველად რომ გნახე მაშინაც მჯეროდა რომ მოუგებდი
-ხოო?მაგიტომაც მოვიგე
-დროა ,ნიკა , დააგვიანებ
-რა უცნაური ქალი ხარ ეხლა უნდა მეხვეწწებოდე არ წახვიდეო, გადაიფიქრეო და ყველაფერს უნდა აკეთებდე რომ არ გამიშვა
-აზრი ააქვს? შენ ეგ გინდა და მეც ის მინდა რაც შენ , თუ არ მინდა უნდა მოვინდომო
-აი მაგიტომ მიყვარხარ იცი? ახსნა არსდროს გჭირდება , თვითონაც იცი როგორ უნდა მოიქცე
წეღან რომ დავიწყე იმ თემას სპეციალურად არ ვაგრძელებთ თუ ვერ მიხვდი რის თქმას ვაპირებდი?
-რომელი თემის? გაიღიმა ალექსმა , იმ ღიმილში იყო დიდი აზრი ჩადებული . ასე იცოდა ამ ქალმა , ერთი ღიმილით ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით, ერთი კოცნით შეეძლო მთელი სამყარო ნიკასთვის ეჩუქებინა, შეეძლო პასუხი გაეცა , სიყვარული აეხსნა , მოფერებოდა . ახლაც, ეს ღიმილი სცემდა პასუხს, იმ პასუხს რომელიც მის საყვარელ ადამიანს გააბედნიერებდა, შეუცვლიდა ცხოვრებას, და თქვენ წარმოიდგინეთ მარტო ნიკას არა , ერეკლესაც და მაშოსაც . ეს ერთიბეწო ქალი იყო გამაერთიანებელი ბევრი ადამიანის, მისი არსებობა აერთიანებდა ,აფერადებდა, აბნედნიერებდა ყველაფერს.
-რატომ იღიმი ეგრე ,
-არ იცი?
-კი ვიცი მაგრამ ასე ერთ ღიმილზე ვერ ავაწყობ ყველაფერს, ღიმილს სიტყვებიც უნდა დასტურად , ნიკუშამაც ჩაიღიმა ეშმაკურად, მიახვედრა ალექსანდრას რომ მხოლოდ ღიმილი ამჯერად არ იყო პასუხი და სიტყვებიც დასჭირდებოდა.
-კაი
ნიკას ეგონა, სანამ დარბაზთან მივიდოდნენ ხმას ამოიღებდა ალექსი და ეტყოდა რამეს, ხოს ან არას ,ან რამეს რაც იმედს მისცემდა მაგრამ ხმას არ იღებდა, არც დააძალა, თვითონაც გაჩუმდა.
შევიდნენ დარბაზში , ალექსმა დაიკავა თავისი ადგილი იმდენ ჭუჭყიან ხალხში, ჭუჭყიანი პირდაპირი მნიშვნელობით არა , საკმაოდ სუფთად გამოიყურებოდა იქ ყველა, უმეტესობა მდიდარი და იმაზე უფრო მოწესრიგებულიც იყო ვიდრე უნდა ყოფილიყო მაგრამ ალექსს ყველა ებინძურებოდა, ყველაში, საზიზღარ , ავადმყოფ ჭუჭყიან კაცს ხედავდა. ქალიც იყო ერთი ორი .თვითონ მარტო იდგა და იხედებოდა ირგვლივ სიძულვილით სავსე მზერით, ნიკუშას ეძებდა, უკანკალებდა ხელები, ეკეცებოდა ფეხები, ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ნიკასთან ერთად სახლში. შემოხაზულ რინგში დაინახა ნიკა და ის ვიღაც რუსი ბოქსიორი, რომლის სახელიც კი ვერ გაიგო ალექსმა დაძაბულობით , აცახცახებული ხეელები გადააჯვარედინა და თავისივე მკლავებს ეჭიდებოდა რომ როგორმე დაეფარა ნერვიულად აკნკალებული თითების გაუაზრებელი მოძრაობა რომელსაც ვერ აკონტროლებდა.
-სულ კანკალებ ,
ერეკლეს ხმა, როგორ გაუხარდა , ასე ძალიან არასდროს გახარებია ერეკლეს ხმის გაგონება.
-ხო მოიგებს ეკე?
-ხოო აუცილებლად, კი გაუჭირდება მაგრამ მოიგებს
-შენც გჯერა?
-ხოოო მჯერა , ნიკა კარგი ბოქსიორია, სულ ვეხვეწებოდი პროფესიონალურ რინგს დაუბრუნდიმეთქი მაგრამ არ მიჯერებდა.
-მე მითხრა შენ თუ გჯერა რომ მოვიგებ მართლა მოვიგებო, რომ იცოდეს შენც გჯერა უფრო გაუადვილდებოდა
-არამგონია მნიშვნელობა ჰქონდეს
-მაგას ისე ამბობ რომ დარწმუნებულიც კი არ ხარ ერეკლე.
-როგორც არის იყოს ისე აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი, მოიგებს დამშვიდდი
-დღეს ხელის თხოვნას აპირებდა და არ დავაცადე
-რატომ არ გინდა?
-მინდა
-იწყება ალე. ერეკლესაც შეეპარა ხმაში ნერვიულობა , იმაზე უფრო ნერვიულობდა ვიდრე ეტყობოდა, მაგარმ რა გამოეპარებოდა ალექსს. იდგნენ და ერთად ნერვიულობდნენ. დაიწყო , რომ გითხრათ ნიკასთვის მოხვედრილი ყველა დარტყმა ალექსს ხვდებოდამეთქი ყველაზე დიდი ბანალურობა იქნება , მიუხედავად იმის რომ ასე იყო , მარტო ალექსს არა ეკესაც ხვდებოდა. ეს აშკარა იყო. ვერც იმის აღწერას შევძლებ როგორ იცილებდა ან ერთი მებრძოლი ან მეორე დარტყმებს , როგორ ეცემოდნენ ძირს და ძლივს დგებოდნენ, როგორ ყვიროდა ხალხი იმიტომ რომ სიამოვნებდათ ეს ბათქაბუთქი.
უნდოდა ალექსს შევარდნილიყო და გამოეყვანა ნიკა იქიდან მაგრამ ვ ერ იზამდა. ალეკო იდგა გახევებული და ნიკას მოქნეულ ყველა მუშტს სიამაყე ნარევი ღიმილით უყურებდა , ძლივს ,მოიგო ნიკამ ეს ბრძოლა , ზუსტადე ისე იყო როგორც ერეკლე ამბობდა, ზალიან გაუჭირდა მაგრამ მოიგო. ბოლო დარტყმა, ძირს დაგდებული რუსი რომ ვეღარ ადგა და რაუნდი დასრულებულად გამოცხადდა საკმაოდ დიდი უპიორატესობით, ისეთი იყო ბოლო მუშტი ნიკასი.
-საღოლ ძმაო, ჩაილაპარაკა ერეკლემ თავი გაღინებულმა გაიქნია და ისე მოშორდა დარბაზს ალექსს არც კი დამშვიდობებია. თვალიც კი ვერ მოკრა ისე უცბად გავიდა იქიდან. ალბათ ნიკას ნახვას მოერიდა.
ნიკა რომ დარწმუნდა მოიგო ძირს დაეცა და ასე იწყვა , უფრო ეგდო, განადგურებული ძირს რამდენიმე წუთს , ალექსანდრა მიუახლოვდა დახედა ზემოდან და ტუჩებთან უჩურჩულა
-გამოგყვები ცოლად თუ გინდა ახლავე , აკოცა სისხლიან ტუჩებზე და გაუცინა.
ძლივს აიზლაზნა ნიკა და წავიდნენ სახლში, რამდენი ნეკნი ჰქონდა დამტვრეული ალბათ ექიმიც კი ვერ დაითვლიდა , ბევრი ეხვეწა ალე , წავიდეთ გაგსინჯავენ მაინცო მაგრამ არც კი უფიქრია ნიკას გაყოლა, ასე ბევრჯერ მოუშუშებია ნეკნები.
-არ მაქვს არაფერი გატეხილი პროსტა დავიჟეჟე რააა
-ნიკააააააა , შენ რა იცი , ბოქსიორი ხარ ტრამვატოლოგი ხო არ ა
-იმდენჯერ ვყოფილვარ ამ დღეში თავისუფლად შემიძლია ტრამვატოლოგობაც დავიბტრალო. შენ ის მითხარი მართლა აპირებ ცოლად გამომყვე?
-ხოოო რა იყო
-რავიცი მეგონა შეგეცოდე და
-თუ არ გაჩუდმები ეხლა ისე გცემ რო მერე მართლა შეეცოდები ყველას
-მარტო შენ შეგიძლია 45 კილოგრამიან ქალს ,ბოქსიორ კაცს ცემით დაემუქრო , და თან ცოცხალი გაადარჩე
-ხოოო აბა .
-ნიკა რა$ღაც უნდა გითხრა
-ასეთ საცოდავ სახეს მარტო მაშინ იღებ როცა თევზაძეზე აპირებ რაღაცის თქმას , რა გინდა? ეხლა რაღა გინდა? რომ მეგობრობ ეგ არ გყოფნის?
-არაფერი მინდა პროსტა მინდა გითხრა რომ იქ იყო და ისე ნერვიულობდა, კიდე მითხრა გაიმარჯვებსო, მარტო მე არა ნიკუშ იმასაც ჯეროდა შენი.
ნიკა პასუხის გაცემას აპირებდა უცბად ფეხზე წამომდგარს თვალებში რომ დაუბნელდა და იატაკზე დაეცა. ალექსანდრამ სასწრაფო გამოიძახა მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს... მიმღებ განყოფილებაში შეიყვანეს ბევრს ეცადა ალექსი შეყოლოდა მაგრამ ტყუილად არავინ უშვებდა , ძლივს აკრიფა მაშოს და ერეკლეს ნომერი ეხვეწებოდა მოდით მალე თორემ მოვკვდები ახლავე , ვერაფერს ვიგებ რა ხდევა და არც არაფერს მეუბნებიანო. 15 წუთში ორივე იქ ნგაჩნდნენ.
ნიკა ისევ შიგნით ჰყავდა ექიმებს და არც თვითონ გამოდიოდნენ რომ რამე მაინც ეთქვათ სასოწარკვეთილი ქალისთვის რომელიც ჩაკეცილი მოთქვამდა, და ვერაფრით იმშვიდებდა გულს. 1 საათი და პასუხი არ არის.
-ვცდილობთ ყველანაირად მხოლოდ ეს სიტყვები ესმოდა ექთნისგან რომელიც კადრულობდა და ხანდახან გამოდიოდა იმ მინის კარიდან და მერე ისევ უჩინარდებოდა კლინიკის თეთრ კედლებში.



№1 სტუმარი gggg

Ar gadamrio da nikas rame ar uqna gtxooovvvv dzaan magari istoriaaa

 


მადლოოობა რომ კითხულობ და მოგწონს .:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent