შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამჭირვალე სხეულები (თავი 1)


10-09-2017, 22:28
ავტორი Hera
ნანახია 1 800

წინათქმა
ისტორია არ შეესაბამება სიმართლეს.
პერსონაჟები, ადგილი,სადაც ეს ყოველივე ხდება სინამდვილეში არ არსებობს.
მამაკაცის გარდა გაჩნდა ქალიც. ქალი, რომელიც არანაკლებ ძლიერი და პატივისცემის ღირსია…

I.
საშინელი სუნი დამდგარიყო დიდ ოთახში, დაუბანელი, გაოფლიანებული გოგონების და ქალების. პატარა, ვიწრო საწოლებზე დაეწვინათ თითოეული მათგანი და გვერდიგვერდ მიეტყუპებინათ. ოთახში ჰაერი თითქმის არ იძროდა, სუნთქვა ზოგჯერ შეუძლებელიც კი ჩანდა, ბნელოდა, სულ ბნელოდა და ოთახში მზის ან უკვე ნათურის შუქი მხოლოდ იმ დროს აღწევდა და ქალებისთვის მისაწვდომელი ხდებოდა, სულ რამდენიმე წამით მაინც, როდესაც უფროსი შემოდიოდა ოთახში მორიგ კლიენტთან ერთად.
კარი ჭრიალით გაიღო, ოთახში ნელა შემოიჭრა ნათურის შუქი. ქალების უმეტესობა დაზეპირებულად ნელა, საშინელი სახით წამოდგა და მათი საწოლის წინ დადგა, რომ მორიგ ადამიანისთვის მათი შეთვალიერების საშუალება მიეცა. ორი სილუეტი ჩუმად შევიდა შიგნით, პირველად ვერც კი გაარკვევდით თუ რას ბუტბუტებდა ერთ-ერთი მათგანი, მხოლოდ შემდეგ, რამდენიმე წამის შემდეგ გახდა გასარკვევი ზიზღით სავსე მისის სიტყვები: -რომელიც გინდა აირჩიეთ, ნებისმიერი მათგანი პირუტყვია, ზოგს დაბალი განათლება აქვს სახლში მიღებული, და მხოლოდ შემდეგ იქნა ჩაგდებული ტყვედ, ზოგიც აქ დაიბადა და თითქმის ვერც ლაპარაკობს, არც კი იცის ჩვენი ენა. აქაურობა სავსეა ისეთი ქალებით, რომლებიც არაფრად გამოგადგებათ, თუ სიამოვნების მიღება არ გსურთ, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერ მათგანს დაადოთ თითი და ის რამდენიმე წუთში უკვე თქვენი გახდება. - იმეორებს კაცი დაზეპირებულ სიტყვებს, რომელიც თავდაპირველად ამდენ ზიზღს არ გამოხატავდა.
მეორე, მის გვერდზე დამდგარი მამაკაცმა, რომელიც ზედმეტად ახალგაზრდა მოეჩვენა ქალების უმეტესობას, ნელა დაუქნია თავი უფროსს და ქალების დათვალიერება დაიწყო. ალბათ ყოველ მათგანს ჰქონდა რაღაც ხიბლი, რომელიც ჭუჭყით და საშინელი სუნით იყო დაფარული. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლიტურად ყველა გოგონა თუ უკვე ზდასრული ქალი განსხვავდებოდა სხვებისგან ჭუჭყის გამო თითქმის შეუძლებელი იყო მათი ერთმანეთისგან გარჩევა.
მამაკაცი ნელა ათვალიერებდა თითოეულს, ცდილობდა წარმოედგინა თუ როგორები იყვნენ ისინი დაბანილები, გასუფთავებულები და გალამაზებულები. აკვირდებოდა, მათ შესწავლას სულ რაღაც წამებში სცდილობდა. ყოველ მათგანს თავი დაბლა დაეხარა და სახის დამალვას სცდილობდა. ყოველ გოგონას მძიმე ნაბიჯებით უახლოვდებოდა, ხელს ნიკაპის ქვეშ ამოსდებდა ქალს და ბრძანებლურად აწევინებდა თავს. უამრავი ფერის თვალს შეეჩეხა პირისპირ. შაბიამნისფერი, პლატინისფერი, შამპანიურისფერი, ამეთვისტოსფერის თვალები უმზერდნენ, რომლების არსებობაც აქამდე არც კი იცოდა და ყოველ მათგანში მხოლოდ ერთი რამის ამოკითხვა შეძლო - ტკივილის.
მხოლოდ ერთთან შეჩერდა ზედმეტად დიდი ხანი, გოგონას თვალებში იყურებოდა, მის რეაქციას აკვირდებოდა, როცა ეხებოდა, ეფერებოდა და თან ზოგჯერ ოდნავ უხეშად უჭერდა ხელს. გოგონას სახეზე და ვერც თვალებში ვერაფრის ამოკითხვა შეძლო, ქვასავით ცივი სახე უმზერდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომელსაც წარბიც კი არ შეტოკებია მის მოფერებაზე თუ უხეშ შეხებაზე. რამდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა, მის ტუჩებს, რომელიც თითქმის სულ დახეთქოდა, ლოყებს, რომელიც ალბათ ამ საშინლად ბინძურ და მაგარ საწოლზე წოლისგან ნელ-ნელა შავად ეღებებოდა, ოდნავ კეხიან ცხვირს და თვალებს, რომელიც სიცარიელით სავსენი იყვნენ. არც შამპანიურისფერი გასაოცებელი თვალები ჰქონდა და არც შაბიანისფერი. უბრალო ცისფერი თვალები უმზერდა, ნიკაპზე ხელის მოკიდებაც კი არ დასჭირვებია, ისედაც უყურებდა, რაც შემოვიდა იმის შემდეგ თვალს არ აშორებდა ახალგაზრდა მამაკაცს.
-ეს გოგო, - თითით ანიშნა, - ამ გოგოზე მომიყევი.
-ის ახლახანს გახდა 19-ის, უკვე სამი წელია აქ არის და თუ შემდეგი 1 წლის განმავლობაში არ წაიყვანენ სავარაუდოდ მოკლავენ, რადგან გამოუსადეგარ ნივთად ჩაითვლება, თუმცა ისედაც ყველა აქ მოთავსებული ქალი გამოუსადეგარი ნივთია, - თავისთვის იცინის, - მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი სამი წლის წინ მოიყვანეს, ის და დედამისი მისი დაბადებიდან იმალებოდნენ, თუმცა ჩემმა ხალხმა საბოლოოდ მაინც შეძლო მათი პოვნა. დედამისი მისი მოყვანიდან ერთ კვირაში წაიყვანეს, თვითონ კი ვერავინ დააინტერესა, თქვენ პირველი ხართ ვინც მასზე მეკითხება.
-რამდენი უნდა მოგცეთ?
-დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ ეს გოგო? მისი ისტორია არ გავს სხვებისას, ის არ იყო მიჩვეული აქ ყოფნას, როდესაც მოიყვანეს, იცის როგორია იყო თავისუფალი, პირადად მე, არ გირჩევთ, უკეთესი ვარიანტებიც გვყავს, მაგალითად ეს ქალბატონი, - უახლოვდება რომელიღაც ქალს, კლიენტი ადგილიდან არ იძვრის და გაღიზიანებული ხმით ამბობს: - მე თუ რამეს ვამბობ, ესე იგი დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში, თქენთვის აზრი არ მიკითხავს.
-კარგი, - უფრო ხმადაბლა ამბობს, - სულ რაღაც 5000$, მისი ფასი დაწეულია, რადგან აქ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. - ცოტა ხნით ოთახიდან გადის, ცოტახანში კი ფურცლებით ბრუნდება.
მამაკაცი ჯიბიდან საფულეს იღებს, ფულს ნელა, აუჩქარებლად ითვლის და უფროსს აწოდებს, უფროსი იგივე მოქმედებას იმეორებს და საბოლოოდ, როდესაც რწმუნდება რომ ფული იმ რაოდენობისაა რამდენიც უნდა იყოს, მაისურის ჯიბეში იდებს. არანაირი ოფიციალური ხელმოწერა, იმის დამტკიცება, რომ ფული გადახდილია.
-თქვენ შეგიძლიათ მას სახელი შეურჩიოთ და ასაკი შეუცვალოთ.
-ასაკი დაუტოვეთ, სახელი არ აქვს? - ისევ გოგონას მიაჩერდა.
-ჰქონდა, თუმცა, როდესაც ქალები აქ ხვდებიან წარსულს საბოლოოდ ემშვიდობებიან, შესაბამისად მისი მშობლების შერჩეული სახელი აუცილებლად წარსულს უნდა ჩაჰბარებოდა. იცით, მ...
-ამელია, - შეაწყვეტინა, როდესაც ჭუჭყისგან ლამის დაფარული სახე კიდევ ერთხელ შეათვალიერა - მას ამელია უნდა ერქვას.
-როგორც ინებებთ, - მოწიწებით უთხრა ბატონმა, -როდის მობრძანდებით მის წასაყვანად?
-ხვალ, ხვალ მოვალ ზუსტად 10 საათზე, არ მალოდინოთ, - მომხიბვლელად გაიღიმა და ოთახი უფროსთან ერთად დატოვა.
ოთახში ისევ სიჩუმემ და სიბნელემ დაიპყრო, ხმას არავინ იღებდა.






II.
მიჩვეული იყო იმას, რომ კლიენტები გამუდმებით შემოდიოდნენ დიდ ოთახში, რომელიც პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით ყარდა, ათვალიერედნენ გოგონებს, შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიქრობდნენ და საბოლოოდ ერთ-ერთი მათგანი უახლეს დღეებში მიჰყავდათ. მთელი სამი წელი უყურებდა, თუ როგორ მოყავდათ და მიყავდათ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სრულწლოვანებიც კი არ იყვნენ, ახალგაზრდები და უკვე ხანში შესული ქალებიც, მაგრამ აქამდე მისკენ არავის გაუშვერია თითი. ალბათ იმიტომ რომ მისი ველური სახით ყოველთვის ყველას აჩვენებდა იმას, რომ არ იყო ადვილად დასამორჩილებელი, ამ შემთხვევაში კი ამ ყოველივემ არ გაამართლა. აარჩიეს, მის გამო მამაკაცს 5000$ გადაახდევინეს და ამიერიდან ყველაფერი შეიცვლებოდა. ამის გაანალიზება ადვილი არ იყო, რადგან თითქმის დარწმუნებული იყო, რომ თუ ოდესმე ამ ოთახს თავს დააღწევდა, ეს იმას გამო მოხდებოდა, რომ გარეთ უნდა გაეყვანათ და იქ ხის მორზე გადაწოლილს მისთვის ნაჯახი ჩაერტყათ, როგორც ეს ყოველივე სამეფოში ხდებოდა, როდესაც მოღალატეს აღმოაჩენდნენ ხოლმე.
მის სხეულს დახედა, გაშავებულ ხელებს და ფეხებს, დატეხილ და ჭუჭყიან ფრჩხილებს, ნელა მიიტანა ხელის გული ცხვირთან, საშინელი სუნის შეყნოსვის შემდეგ კი საკუთარ თავს დააფურთხა, გულის რევის შეგრძნება იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც იცოდა, რომ ამაზრზენად გამოიყურებოდა და საშინელი სუნი ასდიოდა.
ესმა და მირანდა ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მთელს ოთახში მხოლოდ მათი ხმამაღალი ხმა ისმოდა. ესმა სულ ახალი მოყვანილი ჰყავდათ, მხოლოდ 1 კვირა ჰქონდა გატარებული იქ, ყველანაირად ცდილობდა ძველი იუმორი და ირონია შეენარჩუნებინა, თუმცა თანდათან ხვდებოდა თუ როგორ რთულდებოდა ეს ყოველი ახალი, მომავალი დღით. მდიდარი ოჯახიდან იყო, საიდანაც იშვიათად მიყჰავდათ გოგონები თუ დანაშაულს არ ჩაიდენდნენ, ესმამ ადამიანი მოკლა, ხუთი წელი იქ უნდა გაეტარებინა, შემდეგ კი მხოლოდ ერთ წელს აძლევდნენ, თუ ამ ერთი წლის მანძილზე ვინმეს მოუნდებოდა მისი წაყვანა, მაშინ სიკვდილს გადაურჩებოდა.
მირანდა კი მხოლოდ ხანდახან იღებდა ხმას, როდესაც დაცვას შეურაცხყოფას აყენებდა, ან იმ დროს, როდესაც უბრალოდ ხვდებოდა, რომ ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში არ ამოუღია ხმა. თითქმის ყოველი მათგანი მას ჰგავდა, ზოგჯერ სიამოვნებდაც კი ის გამეფებული სიჩუმე, მათ ყურებს ეს სჭირდებოდა, არანაირი სიტყვები და გრძნობების გამოხატვა.
კარი ისევ მძიმედ გაიღო, უკვე ელოდა და წარმოიდგენდა თუ როგორ შემოაბიჯებდა ის ადამიანი, რომელმაც იყიდა ოთახში, როგორ გადმოაბიჯებდა ზღურბლს და როგორი ბედნიერი და ნასიამოვნები იქნებოდა მისი სახლში წაყვანისას. უფროსი გასაღებით შემოვიდა შიგნით, მას მალევე მოჰყვა ისიც, ვისი დანახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა.
-მოკვდი, ნაბი***რო! - გაიგონა ერთ-ერთი ქალის ხმა, როდესაც უფროსმა მის გვერდზე ჩაიარა, თითქოს აინუნშიც არ ჩააგდოო ისე გააგრძელა გზა უფროსმა მისი საწოლისკენ. მის წინ გაჩერდა და ხელით ანიშნა ამდგარიყო.
დაემორჩილა, იცოდა ახლა რამის თქმას და გაპროტესტებას აზრი ვერანაირად ექნებოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო მის მომავალს ვეღარ გაექცეოდა. რამდენიმე წამით გაიფიქრა თუ როგორი იქნებოდა ისევ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, რომელიც გარეთ, რამდენიმე კარის იქით ელოდა. ერთადერთი მხოლოდ სამ თვეში ერთხელ გადიოდნენ გარეთ, სუფთა ჰაერზე გოგონები, ამის შესაძლებლობა კი ყოველთვის არ ჰქონდათ არ მოსმენის ან ჩხუბების გამო.
-მეგონა დაბანილს დამახვედრებდით, ეს გოგო ასეთ მდგომარეობაში უნდა ჩაჯდეს ჩემს მანქანაში?! - ხმა ზედმეტად გაღიზიანებული ჰქონდა მყიდველს.
-ჩვენს მომსახურეობაში არ შედის მისი დაბანა, თქვენ მიგყავთ ისეთი, როგორიც არის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაფრთხილებთ, ფულის დაბრუნება ჩვენ არ შეგვიძლია. - წარბებს მაღლა სწევს უფროსი და გოგონას ხელების დახმარებით უხეშად აშორებს მის საწოლს.
ისევ ნელა უახლოვდება და მის ცისფერ თვალებს უყურებს, ისევ ვერაფერს კითხულობს მათში, გოგონა ისეთივე იდუმალია, როგორც იდუმალი მკვლელი, მისგან დარტყმა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, მაგრამ შენ ამას ვერასდროს ხვდები და ვერც ვერასდროს მიხვდები. მისი სახე გოგონას პატარა სახესთან მიიტანა, უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ოდნავ მიახლოვებაზეც კი, თუმცა ეცადა არ შეემჩნია თუ როგორ არ ესიამოვნა მასთან უფრო ახლოს ყოფნა მამაკაცს.
-შეგვიძლია წავიდეთ? - ბოლოს ამოიღო ხმა, პასუხს არც კი დალოდებია ისე მოჰკიდა გოგონას ჭუჭყიან მაჯას ხელი და გასასვლელისკენ წაათრია.
კარი გაღების ხმა კვლავ გაისმა, ეგრევე თვალები ფანჯრისკენ გააპარა, დილის სუსტი მზე თავისებურად სცდილობდა იქაურობის გათბობას და სხივებით თითქმის ყველაფრის განათებას, ფანჯრიდან ცოტა ხნით მაინც, რომ გაგეხედათ ვერც კი იფიქრებდით, რომ ასეთი ადგილის გვერდზე შეიძლებოდა ასეთ დაწესებულებას ეარსება. ირგვლივ სიმწვანეს მოეცვა უახლოესი არე-მარე, წითელ წიგნში შესული ლამაზი ხეები ამშვენებდნენ რამდენიმე წლის წინ, ახალ აშენებულ კერძო სახლებს, საგზაო ნიშნების გვერდზე, რომელზეც ძირითადათ მატარებელი იყო გამოსახული, კი ჯოგერებისთვის სარბენი ბილიკები და ხის სკამები დაედგათ, მოსეირნე ოჯახებისთვის, მამა-შვილისთვის და ხანდახან ქალებისთვისაც, რომელბიც სუფთა ჰაერზე ისე სეირნობდნენ და ისე იღლებოდნენ, რომ ამ სკამებზე ჩამოჯდომა უნდებოდათ და ყურადღებას სულაც არ აქცევდნენ სულ რაღაც რამდენიმე მეტრში არსებულ დაწესებულებას.
-ფეხი გამოადგი! - გაიგო ბოხი ხმა და თავი ისევ მამაკაცისკენ შეატრიალა.
ჩქარი ნაბიჯით დატოვეს შენობა, მანქანაში კი არც ერთს არ ამოუღია ხმა, ლაპარაკისთვის და რამის გაპროტესტებისთვის არ ეცალა, მონატრებულ ქალაქს ათვალიერებდა, ქუჩებს სადაც მხოლოდ მამაკაცებს და რამდენიმე გოგოს თუ დაინახავდით, რომლის ოჯახმაც ალბათ ძალიან დიდი თანხა გადაიხადა მისი ნორმალური ცხოვრების გასაგრძელებლად.
მანქანა რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ არც ისე დიდი, თუმცა არც პატარა სახლის წინ გაჩერდა. ვიზუალით მიხვდებოდით, რომ მფლობელი საშუალო თანამდებობის მქონე ადამიანი იქნებოდა. შავი ჭიშკრის გაღების შემდეგ, იქვე დაგებულ მოზაიკას დააკვირდა. ლურჯი ფერის სიჭარბემ თვალები ოდნავ აუწვა, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ჩასწია თავი ქვემოთ.
ორი კიბეს ავლის შემდეგ კუპრივით შავ კარებს მიადგნენ, მამაკაცმა ჯიბიდან ოქროსფერი გასაღები ამოაცურა და მალევე კარებიც გაიხსნა. სახლიდან ოთახებში შენარჩუნებული სიგრილე გარეთ გამოვარდა და სასიამოვნად მოედო გოგონას სახეს.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება შენს ახალ სახლში. - ირონიულად ჩაიცინა მამაკაცმა და კარი მის ზურგს უკან მიხურა.



№1 სტუმარი Taisiaa

მსვიდ ქარიშხალს მაგონებბს... მაგრამ განაგრძე, საინტერესოა.. ნეტავი რად უნდა ეს გოგო??

 


№2  offline წევრი Hera

Taisiaa
მსვიდ ქარიშხალს მაგონებბს... მაგრამ განაგრძე, საინტერესოა.. ნეტავი რად უნდა ეს გოგო??

“მშვიდი ქარიშხალი“ არ მაქვს წაკითხული, სულ ახლახანს დავრეგისტრირდი საიტზე, თუმცა ვნახავ, იქნებ მსგავსება მართლაც არის ;დ
მიხარია, რომ საინტერესოდ ჩათვალე❤

 


№3  offline წევრი Daniela

საკმაოდ ეფექტური დასაწყისია და სხვა ისტორიებსაც არაფრით გავს.
იმედია მალე დადებ, წარმატებები!

 


№4 სტუმარი makukuna

აქ ისტორიები ყველა ერთმანეთს გავს. მაგაზე არ იდარდო. მთავარია შენი იყოს bowtie
უბრალოდ, ეცადე არ დააგვიანო, უფრო ემოციური გახადო და რაც მთავარია, ბედნიერად დაასრულო. მეტი არაფერი smile

 


№5  offline წევრი Hera

Daniela
საკმაოდ ეფექტური დასაწყისია და სხვა ისტორიებსაც არაფრით გავს.
იმედია მალე დადებ, წარმატებები!

ყველანაირად ვეცდები მალე დავდო. მადლობა❤

makukuna
აქ ისტორიები ყველა ერთმანეთს გავს. მაგაზე არ იდარდო. მთავარია შენი იყოს bowtie
უბრალოდ, ეცადე არ დააგვიანო, უფრო ემოციური გახადო და რაც მთავარია, ბედნიერად დაასრულო. მეტი არაფერი smile

რამდენად რეალური იქნება მოთხრობის ბედნიერად დასრულება არ ვიცი, თუმცა ვნახოთ...❤

 


№6  offline მოდერი Yvavi.

რა ძაან მაგარი სათაურია <3 წარმატებები ^^

 


№7  offline წევრი Hera

ნაცრისფერი
რა ძაან მაგარი სათაურია <3 წარმატებები ^^

მადლობა❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent