მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ ტყუპს
ვიღაც თუ სიყვარულს ეძებს , არსებობს ქალების კატეგორია რომელსაც „ექსი“ ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ „ყოფილებს“ და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით.. როგორ დავშორდეთ ტყუპს ტყუპის თავიდან მოცილებაზე მეტად, მათი ხანგრძლივად ერთ ადგილზე გაჩერებაა რთული. თუმცა, თუ მაინც ისე მოხდა, რომ თაყვანისმცემელი ტყუპი საკუთარი ხმაურიანი ხასიათითა და გაუთავებელი ლაქლაქით ქრონიკულად გღლით, შეეცადეთ რამდენიმე დღის მანძილზე, მაქსიმალურად სიტყვაძუნწი გახდეთ (თუნდაც საამისოდ პირის ამოკერვა დაგჭირდეთ), მობილური ტელეფონი ყველაზე კულიმინაციურ მომენტში, შუა საუბრისას გაუთიშოთ. როცა იგი მისი აზრით, ჩაბჟირებამდე სასაცილო ანეკდოტს ყვება, მრავალმნიშვნელოვანი სახით აღნიშნოთ: "და რა არის აქ სასაცილო"... მერწმუნეთ, რამდენიმე დღის დაკვირვების შემდეგ, შეფიქრიანებული ტყუპი სხვა, უფრო კომუნიკაბელური ქალბატონისკენ გადაინაცვლებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.