შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„არ არსებობს პირველი სიყვარული, არსებობს ძლიერი სიყვარული“ თავი-5


11-09-2017, 00:38
ავტორი D M
ნანახია 1 466

სახლში შევედი, გამოვიცვალე სველი ტანსაცმელი, თმები ფენით გავიშრე და ჩემს ოთახში შევედი. მეზიზღებოდა სამყარო, ყველა მაღიზიანებდა, საერთოდ ყველა......საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში! დღე, როდესაც ჩემი სიყვარული დავკარგე, საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, მე ვერ შევძელი მისი შეჩერება, ის წავიდა.....ჰოო! წავიდა, სამუდამოდ წავიდა ჩემგან. ვიცოდი ისიც ცუდად იქნებოდა, ვიცოდი რომ ისიც ჩემსავით განიცდიდა. თან ისეთი სიტყვები ვუთხარი ალბათ უარესი დაემართა..... -ეს რა გააკეთე ჩემო თაო, რა დებილი ხარ, სულ საკუთარ თავზე როგორ უნდა ფიქრობდე, მე ხომ მას უარესად ვატკინე გული....ვეღარ გავძელი, ავიღე ტელეფონი და გიოს მივწერე.
-მივედი სახლში?
-კი მივედი, ახლაც ამ მომენტშიც როგორ ზრუნავ ჩემზე ჩემო პატარა.
-დაშორება არ ნიშნავს იმას რომ შენზე აღარ ვფიქრობ......
-შენი სურნელი კიდევ მაქვს, ნეტა სულ მქონდეს, სულ შენს თავს გამახსენებს ჩემო ანგელოზო.
ეს სიტყვები უფრო მეტად მოვიდა გულთან, უფრო მეტად დამწყვიტა მისმა წასვლამ გულლი...
-გიო იცი მე არა ვთვლი რომ დაგკარგე, არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს დავრწმუნდი ამაში. იცოდე რომ თუნდაც წლების შემდეგ თუ ოდესმე აზრს შეიცლი და გადაწყვეტ ჩემთან დაბრუნებას დაგელოდები. თავს გაუფრთხილდი ჩემო პატარა.
-რა კარგი ხარ ნია, მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, მადლობა რომ არსებობ. შენც გაუფრთხილდი თავს.
ვწერდი და თან ვტიროდი, საწოლთან სალფეტკების გროვა დავაგროვე. თვალები საშინლად მეწვოდა, ამდენი „მარილიანი წყლისგან“, გული მტკიოდა....ვერც დედას სიტყვები და ჩახუტება ვერ მშველოდა.
თურმე რამდენი რამ შეუძლია ერთი ადამიანის წასვლას.... ჩემთვის უაზრო გახდა ცხოვრება, ყველაფერმა დაკარგა აზრი, ვიცოდი რომ იმ დღის შემდეგ ვეღარ ვიქნებოდი ისეთი სიცოცხლით სავსე ადამიანი, როგორიც მისი გამოჩენის დღიდან ვიყავი. ვწერდი და თან ვტიროდი, საწოლთან სალფეტკების გროვა მქონდა დაგროვილი, თვალები საშინლად მეწვოდა და გული მტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილი რაღაც სხვანაირი იყო, აუხსნელი....უფრო და უფრო მიმძაფრდებოდა ეს ტკივილი.
-გიო დღეს მითხარი არ მინდა შეგზიზღდეო, იცოდე რომ არასოდეს შემეზიზღები, შენი მესმის, მესმის რატომაც გადადგი ეს ნაბიჯი. გიშვებ, იმიტომ რომ ვიცი დამიბრუნდები, შენს სიყვარულში დარწმუნებული ვარ და ვიცი რომ თუნდაც თვეების ან წლების შემდეგ ისევ ჩემთან იქნები. მიყვარხარ!
-მადლობა ნია, მადლობა რომ ამ ყველაფრის შემდეგ შენგან ისევ ასეთ სიტყვებს ვიგებ. ახლა ასეა, რა იცი იქნებ მომავალში მართლა ყველაფერი შეიცვალოს. მეც მიყვარხარ მთელი გულით.
იცით რა ძნელია ორ ადამიანს ერთმანეთი ტკივილამდე რომ უყვართ და მაინც უხდებათ ერთმანეთზე უარის თქმა? საშინელებაა ეს....საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი ორმაგად, იმიტომ რომ ვიცოდი მასაც ჩემსავით სტკიოდა, მისი ტკივილი კი ჩემი ტკივილი იყო.
რამდენიმე დღე თვალებ დასიებული დავდიოდი, ჩემებსაც ვუთხარი ჩვენი ამბავი. რათქმაუნდა არ მოეწონათ, მაგრამ ბოლომდე ვერ გაამტყუნეს გიოს მშობლები. ჩემი დაქალები და განსაკუთრებით ჩემი სამი გოგო, რომელებიც გიოს კარგად იცნობდნენ მამშვიდებდნენ და მეუბნებოდნენ რომ ყველაფერი გაივლიდა, რომ ყველაფერი დროებითი იყო და მალე ისევ ძველებურად ვიქნებოდით.
მე იმედი ბოლომდე არასოდეს დამიკარგავს, ვგრძნობდი ყოველთვის რომ ის აუცილებლად დამიბრუნდებოდა.
ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ჩვენ არასოდეს გაგვიწყვეტია კონტაქტი, ყოველ დღე ვწერდით და ველაპარაკებოდით ერთმანეთს, უერთმანეთოთ ვერ ვძლებდით.....
-ნია ჩვენი ფოტო მიდგას ტელეფონზე, არასოდეს წავშლი, მინდა რომ სულ მახსოვდე.
-და რა აზრი აქვს ჩვენს ფოტოს, ან იმას რომ სულ გახსოვდე?
-ის აზრი აქვს რომ მეცოდინება არსებობს ერთი ყველაზე მაგარი გოგო მსოფლიოში, რომელიც მიყვარს მაგრამ მასთან ყოფნა ვერ შევძელი, შენ სულ ჩემს გულში დარჩები რამდენი დროც არ უნდა გავიდეს.
არ ვიცოდი რა მიმეწერა, ამ თემსათან დაკავშირებით სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი....ფოტო გავუგზავნე ასეთი წარწერით: „რამხელა გამბედაობაა საჭირო უთხრა იმ ადამიანს „წადი“, რომლის დარჩენაც ყველაზე მეტად გინდა“.....
-ნია ახლა მე ვარ ზუსტად ასე, მე გიშვებ, მაგრამ ყველაზე მეტად მინდა რომ ჩემთან დარჩე. ვგრძნობ როგორ მაკლდები და საკუთარ თავზე მეშლება ნერვები როგორ ვერ ვბრძოლობ შენს გამო და ჩვენი სიყვარულის გამო.
გავიდა რამდენიმე დღე, ჩვენ ისევ ასე ვიყავით. გარეთ აღარ გავდიოდი, მეგობრებთან კონტაქტსაც კი ვარიდებდი თავს.... ყოველ დღე ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ ვგრძნობდი ეს ყველაფერი უფრო მეტად გვტკენდა ორივეს გულს.
-გიო ვხვდები რომ არაფერი აღარ შეიცვლება, ვგრძნობ რომ ის პატარა იმედიც კი ნელ ნელა მეკარგება რომელიც აქამდე მქონდა. ერთ რჩევას მოგცემ, აწი როცა გოგო შეგიყვარდება, ნუ მისცემ ტყუილ იმედებს, ჯერ იკითხე აზრი, იქნებ ისიც არ მოეწონოთ და მერე უთხარი რომ გიყვარს, სხვას ჩემნაირად აღარ ატკინო იცოდე გული. ყველაფრის მიუხედავად მაინც ჩემი გიო ხარ, არ მინდა ჩემს გამო ცუდად იყო და თავს რაიმე დაუშავო. ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება უფლის ნებაა. წარმატებებს გისურვებ ჩემო სიყვარულო.
ამ სიტყვებს ვწერდი და გული მიკვდებოდა, სხვას?! ვინ სხვას?! რატომ უნდა იარსებოს მის ცხოვრებაში სხვამ, როცა მე მიყვარს მთელი გულით, როცა ჩვენ შეგვეძლო ერთმანეთი გაგვებედნიერებინა, თავისუფლად შეგვეძლო ჩვენი ოცნებების რეალობად ქცევა, შეგვეძლო მომავალში ჩვენი ნანატრი სანდრექსა და კატერინა გაგვეზარდა, მაგრამ ეს ხომ მარტო ჩვენი ოცნება იყო, ამ ოცნებას კი ბევრი სხვა რამ უშლიდა ხელს.....
წამით გავიფიქრე მის გვერდით სხვა და კინაღამ გული გამიჩერდა! რომ წარმოვიდგენდი იმ სხვასაც ჩემსავით ჩაეხუტებოდა, აკოცებდა და იმ თბილ სიტყვებს ეტყობა რასაც მე მეუბნებოდა. წარმოვიდგინე რომ ღამე სხვას უსურვებდა „ტკბილ ძილს“, სხვას ეტყოდა სიტყვა სხვას გააღვიძებდა დილით მისი „დილამშვიდობის“, სხვას ეტყოდა სიტყვა „მიყვარხარს“, რომელის გაგებაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. არაა! არ შემეძლო, მე ასეთ რამეს ვერ ავიტანდი!
-ნია აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას და შენს სიტყვებს. შენც აწი გაუფრთხილდი თავს, არავინ არ შეიყვარო ასე ადვილად, მე დარწმუნებული ვიყავი რომ შენთვის ვიბრძოლებდი, ვიცოდი რომ ჩვენი სიყვარული ყველაფერს შემაძლებინებდა, მაგრამ აი ხომ ხედავ ვერ შევძელი....კარგად დაფიქრდი და ისიც კარგად დააფიქრე ვინც შენს გვერძე იქნება შეძლებს თუ არა შენს გვერდით ყოფნას და შენს გამო ბრძოლას. ყოველთვის როცა რამის გაკეთებას დავაპირებ, შენ გამახსენდები და უფრო მეტად მომემატება ძალა, შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების სტიმულს მმატებს. იცოდე რომ მთელი გულით მიყვარხარ!
იცით რა ძნელია ისეთი ადამიანის დავიწყება, რომელიც ყოველ წუთას გწერს რომ მთელი გულით უყვარხარ....ასეთ ადამიანს ვერ გაუშვებ ბოლომე, ასეთ ადამიანს ვერ დაივიწყებ. მეც ვერ ვივიწყებდი.... დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ იმ დასკვნამდე ვერ მივდიოდი რომ მისი სამუდამოდ გაშვება მინდოდა...
გავიდა რამდენიმე დღე, ვერ ვუშვებდით ბოლომდე ერთმანეთს, ბოლოს ორივე მივედით დასკვნამდე რომ დროებით, ან დიდი ხნით ჩუმად გვენახა ერთმანეთი, ისე რომ თავისებს არ სცოდნოდათ არაფერი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დამცირება იყო, უნდა დავმალულიყავი მისი ოჯახისგან და რის გამო? იმის გამო რომ გიოზე 4-წლით დიდი ვიყავი, მაგრამ საკუთარ თავს გადავაბიჯე, რასაც ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე და მის წინადადებას დავთანხმდი.
-ნია მზად ხარ? შენს სახლთან ვარ.
-კი მზად ვარ, მოვდივარ.
გავედი გარეთ, არ მჯეროდა რომ ისევ ვხედავდი, ღიმილიანი სახით შემხვდა, ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა.
-როგორ ხარ ნია?
-კარგად გიო, შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ მეც. საით წავიდეთ?
-რავიცი, გავიაროთ და სადმე დავსხდეთ.
ბევრი ვისაუბრეთ ჩვენზე და ჩვენს მომავალზე. მართალია „ჩვენი ერთად ყოფნა“ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, მაგრამ ჩვენ მაინც ვოცნებობდით, ოცნება ხომ მაინც შეგვეძლო. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ პირველად ვნახავდი, ჩვენ სულ ვგეგმავდით გვყოლოდა ორი შვილი, ბიჭი და გოგო, სანდრექსა და კატერინა.
-გიო ხომ იცი პირველი ბიჭი მინდა, ჩვენი სანდრექსა.
-იქნებ გოგო გამოდის?
-არა! ბიჭი უნდა გამოიყვანო. -თან მეცინებოდა, მაგრამ ოცნება მქონდა პირველი ბიჭი. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ არასოდეს ვხედავდით ჩვენს თავს ერთმანეთის გარეშე.
რამდენიმე დღეში გიო ჯარში, კარანტინში მიდიოდა 3-კვირით. ვიცოდი ამ დროის განმავლობაში ვერ მომწერდა, ვერ დამირეკავდა და საერთოდ ვერ გავიგებდი მის ხმას და მის ამბებს. ისიც ვიცოდი რომ სავარაუდოდ წასვლამდე ვეღარ მნახავდა.
ბევრი ვიბოდიალეთ იმ დღისით და მისი წასვლის დროც მოახლოვდა.
-გიო წავიდეთ ხო?
-კი ნია, წამოდი, სახლამდე მიგაცილებ და წავალ.
ჩამეხუტა თბილად, ისე თბილად რომ ძვლებამდე მიაღწია მისმა სითბომ და სიყვარულმა. მაკოცა და ახლა უფრო მეტად შევიგრძენი, ახლა უფრო აღარ მინდოდა მისი გაშვება. ვიცოდი რომ 3-კვირა მის ხმასაც ვეღარ გავიგებდი, როგორ უნდა ვყოფილიყავი ეს პერიოდი მისი თბილი სიტყვების გარეშე, როგორ უნდა ვყოფილიყავი მისი ნათქვამი სიტყვა „მიყვარხარს“ გარეშე..
ეს ყველაფერი წამებში წარმოვიდგინე, გულში რაღაც ტკივილი ვიგრძენი. ჩავეხუტე, ხელს ვუჭერდი, ისე ვუჭერდი თითქოს ასე შევძლებდი მის შეჩერებას, მაგრამ არა.....
სახლამდე მიმაცილა, შემოვიდა ჩემებს დაემშვიდობა და წავიდა...კართან გავედი კიდევ ერთხელ ჩამეხუტა, ყელში უყვარდა კოცნა, ტკბილად მაკოცა და წავიდა. სანამ თვალს არ მოეფარა ვერ შევძელი სახლში შესვლა, ბოლოს მისი ლანდიც რომ აღარ ჩანდა უიმედოდ დავხურე კარი......
ზუსტად ვიცოდი ამ კვირების განმავლობაში როგორც ვიქნებოდი მის გარეშე, თავს ვიმხნევებდი რომ დრო მალე გავიდოდა და მალე დამიბრუნდებოდა, თან იმასაც ვფიქრობდი რომ ჩვენი ურთიერთობისთვის, ჩვენი სიყვარულისთვის ეს დროებით „ურთიერთობის შეწყვეტა“ საჭიროც იყო. ასე უკეთ შევაფასებდით ჩვენს სიყვარულს, ასე უფრო მეტად მოგვენატრებოდა ერთმანეთი.
ვფიქრობ ყველა წვილს უნდა ჰქონდეს ასეთი მომენტი, თუნდაც ერთხელ, იმიტომ რომ ასეთ დროს უფრო მეტად აფასებ საყვარელ ადამიანს, უფრო მეტად გიღრმავდება მის მიმართ გრძნობა, უფრო მეტად გენატრება და მეტად ხვდები შეძლებ თუ არა მის გარეშე ცხოვრებას. ასეთი ფიქრები მაძლევდა იმედს და რწმენას! მე ვიცოდი და დარწმუნებუი ვიყავი, რომ ამ დღის შემდეგ უფრო კარგად ვიქნებოდით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent