ოხ ,ბედის მწერალო... შენ რომ არა ? ! (პირველი და უკანასკნელი)
აპოლონი და ელიზბედი. წყვილის წოდებად ნამდვილად ვერ მივანიჭებთ, რადგან წყვილი არც ყოფილა, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა და უეცარი გრძნობის გაელლვება ყოველგვარი გაგრძელებისა და დასასრულის გარეშე. შეხვდნენ ერთმანეთს და აქ უყვე ყველაფერი ცხადი იყო. შეუყვარდა, უფროსწორად ორივეს შეუყვარდა ,თუმცა ერთი ნაკლებად იყო ამისთვის მზად. თუმცა სიყვარულიც ხომ მაშინ გეწვევა როდესაც მზად არ ხარ. უბრალოდ მოდის და თავბრუს გახვევს, გონებას და ყოველგვარ საღ აზრს გაკავრგვინებს. შემდეგ კი ან უარესად გიჯდება სულსა და ხორცში ან უბრალოდ გტოვებს და მის მოუშუშებელ იარებს გატყობს . ამ შემთხვევაში ძნელია გაიგო ამ სიყვარულმა რა დაღი დაასვა მათ. ეს გრძნობა შეიძლება არც იყო სიყვარული, მაგრამ ყველაზე მეტად ამ გრძნობას ჰგავდა. ახლა კი ცოტა წარმოდგენის შესაქმნელად ავღწერ ჩვენს გმირებს. აპოლონი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი. მითუმეტეს მის წარმომავლობას თუ გავითვალისწინებთ. მდიდარი ოჯახიდან იყო და შესაბამისადაც იქცეოდა .ვერ ვიტყვი რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა ან სხვებს ზემოდან უყურებდა მაგრამ ყველას ნამდვილად არ უტოლებდა თავს. მუდამ დაცვით დადიოდა და ჩვეულებრივ გამვლელებს არ უერთდებოდა. ჰქონდა შავი თვალები და კეხიანი ცხვირი. იყო საკმაოდ მაღალი და ბრგე .ჰყავდა საუკეთესო მეგობარიც : ზურა. ისიც მის მსგავსად განებივრებული იყო თუმცა აპოლნისგან განსხვავებით იმდენად ამაყი არ იყო. აპოლონს გარეგნობა მომაჯადოვებელი ჰქონდა. განსაკუთრებით კი ღიმილი. მთელს მსოფლიოს აფერადებდა. მისი ცხოვრება დალაგებული და აწყობი იყო სანამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მსხვარეპლი არ გახდა და ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ელიზაბედი კი ობოლო იყო. გარეგნობით არ იყო გამორჩეული. პატარა და საყვარელი გოგო იყო.თავმდაბალი და ზომიერზე მეტად მორცხვიც . ხვეული ყავისფერი თმა ჰქონდა და ისეთი თბილი გამოხედვა თავს რომ სახლში გაგრძნობინებს და ყველანაირ გაუგებრობას და უსიამოვნებას დაგავიწყებს. ალბათ ამიტომაც გიჟდებოდნენ მეგობრები მასზე, ნამდვილად არ ჰყავდა ბევრი მეგობარი, თუმცა ჰყავდა ორი საუკეთესო ადამიანი. ნიკა და ნათია. ორივე სიგიჟემდე უყვარდა. ერთად გაიზარდნენ ობოლთა სახლში და ახლაც ერთად აგრძელებენ ბრძოლას ამ ცხოვრების შემოტევებთან გასამკლავებლად და ყველაზე მთავარი ელიზაბედი ყვავილების გამყიდველი იყო. - - - - - - - - - - - - - - -ზურა, რაღაც უნდა გითხრა. -რა მოხდა?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო ძმაკაცს -რა და. მამაჩემმა გადაწყვიტა რომელიღაც პატარა დასახლებაში გამიშვას ერთი წლის გასატარებლად. -რაა? რატომ? -ასე ამბობს დრო მოვიდა ცხოვრება ისწავლოო.-მობეზრებულად ამოილაპარაკა აპოლონმა -კარგი რა. ალბათ ხუმრობს -არა სამწუხაროდ არ ხუმრობს. სრული სერიოზულობით მითხრა და ხვალვე მივდივარ -ჯანდაბა ესეიგი ერთი წელი აქ არ იქნები/ -არა არ ვიქნები. -და სად მიდიხარ? -არ ვიცი ასე თქვა საიდუმლო არისო რომ შენს მეგობრებს არ დაეკონტაქტოო და ისწავლო მათ გარეშე ცხოვრებაო. -სერიოზულად? ასე როგორ შეიძლება -მეც ეგ ვუთარი ,მაგრამ ყურსაც არ მიგდებს,თან ეგ ყველაფერი როდია საკრედიტო ბარათებსაც მიბლოკავს იქ ეგ არ დაგჭირდებაო. -ასეთ ადგილას სად მიდიხარ? -ნეტავ ვიცოდე. მხოლოდ რამოდენიმე ათას ნაღდ ფულს მაძლევს და ამ თანხის დახარჯვის შემდეგ რა უნდა გავაკეთო. ? -იმუშავე შენც კიდე. -ვიმუშაო?-სასაცილოდ არ ჰყოფნიდა აპოლონს ზურას ნათქვამი -ხო რა იყო? თუ ცხოვრება უნდა ისწავლო , მამაშენის თქმის არ იყოს იმუშავე რა გიჭირს? ხარივით ბიჭი ხარ. -კარგი რა. -რა? რა არის ამაში სამარცხვინო? -სამარცხვინო არაფერია, მაგრამ არასდროს მიმუშავია და არ ვიცი როგორ შევეგუები. -შეეგუები იმიტომ რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა -ხო კარგი კარგი, წადი შენ უნდა დავიძინო-უთხრა და სახლიდან გაუშვა. დილით ადრიანად მოაკითხა მძღოლმა და დანიშნულების ადგილისკენ გაუშვა. საღამოს უკვე იქ ბრძანდებოდა ბატონი აპოლონი და სახლში შესვლისთანავე საწოლზე დაემხო და დილამდე თვალიც არ გაუხელია. მკვდარივით ეძინდა. დილას კი მზის სხივებმა შეძლეს მისი გამოღვიძება. წამოიჭრა საწოლიდან ,გამოეწყო და დაეშვა დაღმართზე. დიდხანს იარა და აკვირდებოდა ყოველ გამვლელს. ერთი წუთით ისიც კი გაიფიქრა ,რომ ასე ცხოვრება უკეთესი იყო, თუმცა რა იცოდა ,რომ ეს ცხოვრება, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება სავსე იყო იმედგაცრუებით,ღალატით და უამრავი ტკივილით. ყველას დავიწყებული ჰქონდა ადამიანობა რომ საკუთარი ეგო დაეკმაყოფილებინათ. ან საიდან ეცოდინებოდა ეს ყველაფერი აპოლონს, მასზე ხომ იმდენად ზრუნავდნენ მშობლები რომ ყოველგვარი ბორორტებისგან ჰყავდათ დაცული და შესაბამისად იცავდნენ რეალური ცხოვრებისგანაც. თუმცა ცვლილებების დრო იმაზე ახლოს აღმოჩნდა ვიდრე მას წარმოედგინა. * * * * * * * * * * * * * -ელის, ეს ყვავილები მანდ დააწყვე-გაუწოდა ლარნაკით ყვავილები მაღაზიის უფროსმა ელიზაბედს -ახლავე-მორჩილად დაეთანხმა და მისი თხოვნა მაშინვე შეასრულა. -ელის..-მხიარული ტემბრით მიმართა ნიკუშამ და ნათიასთან ერთად მაღაზიაში შელაგდნენ -მობრძანდით შვილებო-თბილად მიმართა ლევანმა და მსგავსად ,თბილად გაუღიმა -როგორ ბრძანდებით ბატონო ლევან?-მოუთმენლად ჰკითხა ნიკამ -კარგად და იმედი მაქვს დღის ბოლომდე ასე ვიქნები და გუშინდელივით არ დამილეწავთ ქოთნებს-სიცილით უთხრა და იქაორობა დატოვა -ნუ ღელავთ დღეს არ ვიცელქებთ-მიაძახა კარში გასულს ნიკამ -აქ რას აკეთებთ?-იკითხა ელისმა -შენს სანახავად მოვედით. დღეს ადრე დაიხურა რესტორანი (მიმტანად მუშაობდა ორივე) და გადავწყვიტეთ გვენახულებინე-უთხრეს და დაქალს მოეხვიენ -ძალიან მომენატრეთ გვრიტებო-ორივეს ხელი მოჰქვია. -ჩვენც. აბა შენი შესვენება როდის იწყება? -ნახევარ საათში -ძალიან კარგი ჩიტო, დაგელოდებით აქ. -კარგი. მოყევით რა ხდებოდა თქვენთან სამსახურში? -აუუ-სიცილი აუტყდა ნიკას-ერთი კაცი შემოვიდა და შეუკვეთა ხორცი. ძალიან პრეტენზიული იყო ,ხოდა ერთხელ გამოუტანეს შემწვარი არ მოეწონა და უკან გაატანა მიმტანს მერე გამოუტანეს და ძალიან უმიაო ,მერე კიდევ დაგიწვავთო და ასე გრძელდებოდა კარგა ხანს-ძლივს აბამდა საუბარს თავს. თან ეცინებოდა- ხოდა მზარეულმა ვეღარ მოითმინა და მის მაგიდასთან მივიდა .“ისედაც რას გავხარ შე უბედურო ამდენი ხორცის ნაჭამი ცოტა მოუკელი ჭამას თორემ გასკდეობი“-ო უთხრა და უმი ხორცი სახეში ესროლა. წინსაფარი მოიძრო ,იქვე დააგდო და სამსახურიდან წავიდა. თავიდან ვერავინ ვერ მოვიდა აზრზე რა ხდებოდა და როცა მივხვდით სიცილი ატეხა ხალხმა და ის კაცი შერცხვენილი გავიდა იქიდან.-როგორც იქნა დაასრულა. -ღმერთო, ასეთები რატომ იბადებიან?-დანადებით ამოილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო. -არ არის სასაცილო?-ძლივს გაჩერდა ნიკა და ნათიას გადახედა -სასაცილო? არა ნამდვილად არ არის. ასე არ უნდა მოექცე ადამიანს. ის მზარეული ძალიან შემეცოდა. ჯერ ეს კაცი აიტანე მერე მისი ხუშტურები .გარდა ამისა რამდენი მისნაირი იქნება იმ რესტორანში ყოველ დღე ათასნაირი მოთხოვნებით და მიდი და აიტანე ამდენი. თან ახლა სამსახურიდანაც წავიდა, ვინ იცის როგორ გაუჭირდება ახლა მუშაობის დაწყება. ამ მდიდრებისთვის ხომ ყველანაირი ადამიანური გრძნობა უცხოა.ის ქალი ძალიან ცოდოა. -მაგაზე არ დავფიქრებულვართ-დანანებით ამოილაპარაკა ნათიამ და დასერიოზულდა -მართალი ხარ ელის, მართალი-აშკარა სინანული შეეტყო ხმაში ნიკას. კარგა ხანს საუბრობდნენ ,თუმცა ელიზაბედის შესვენების დრო ჯერაც არ მოსულიყო. -დავიტანჯე, აღარ გავიდა ნახევარი საათი?-დაიწუწუნა ნიკამ -ცოტაც და მოვრჩები. -უთხრა ელისმა და ქოთნების ლაგებას შეუდგა. ამ დროს კი ვიღაცის ყვირილი შემოესმათ და გარეთ გაცვივდნენ. გარეთ გასულებმა დაინახეს ვიღაც ბიჭი რომელსაც ფანჯრის რაფიდან ყვავილი გადმოეგდო და ახლა ზემოდან დასცქერის. -რა მოხდა?-აღელვებულმა ელისმა იკითხა მოუთმენლად -შემთხვევით გავკარი ხელი და გადმოვარდა. -მერე იქნებ დამეხმაროთ და ამაკრეფინოთ ნამსხვრევები.-უცბად ჩაიმუხლა ელისი -მე რატომ ?ეს თქვენი მაღაზიაა და თავად დაალაგეთ.რა ვალდებული ვარ ნამსხვრევების აკრეფაში დავეხმარო შენნაირ უბრალო გოგოს-უხეშად მოუგდო აპოლონმდა და ზემოდან დააცქერდა ისედაც ერთი ციცქნა გოგოს. -რაა? როგორ ბედავ? თავი ვინ გგონია?-ამ სიტყვების გაგონებისას წამოენთო ნიკა და აპოლონისკენ იწევდა -დაწყნარი ნიკა-ხელში სწვდა ნათია. -იცი ,რას გეტყვი გათამამებულო ნარცისო, უბრალოდ ადამიანური მოვალეობაა ,როდესაც ადამიანს ზარალს მიაყენებ მას უნდა დაეხმარო,თუმცა ისიც მართალია, რომ ყველას არ გააჩნია საკმარისი ზრდილობა რომ ასეთ სიტუაციაში სულგრძელბა გამოიჩინოს-ქვევიდან ასძახა და თვალებში ჩააშტერდა. აპოლონი კი დაჰიპნოზებული დაიხარა და დარჩენილი ნამსხვრევებისგან გაათავისუფლა იქაორობა. ცოტახანში კი გზა განაგრძო და უკან მოტოვებულ ელისს გახედავდა ხოლმე. არ იცოდა რატომ მიიქცია ამ პატარა გოგომ მისი ყურადღება. მაგრამ აშკარა იყო რომ მისთვის მსგავსი სიტყვები ადრე არავის უკადრებია. ელისაბედმა მეგობრებთან ერთად დიდხანს ისერინა და ბოლოს დაღლილები დაბრუნდნენ ის და ნათია ნაქირავებ სახლში. ორივე უსულოდ მიესვენა საწოლზე და მალევე ჩაეძინათ. დილით კი ნიკას ზარმა გამოაღვიძათ . სამსახურისთვის მზადება დაიწყეს. ელისმა როგორც ყოველთვის ჯინსები და ფართე მაისური მოირგო და სადად ჩაცმულ ნათიას მოავლო თვალი. 10 წუთში კი კიბეებს დაუყვნენ. ელისიც მივიდა სამსახურში და ისიც როგორც ყოველთვის ლევანს უკვე გაღებული ჰქონდა თუმცა უჩვეულო ხმაური ისმოდა. -ბატონო ლევან აქ ხართ? -მოდი შვილო მოდი. ვიღაც უნდა გაგაცნო. -რაა? ვინ?-ინტერესიანი მზერა მოავლო ელისმა იქაორობას -მალე გამოვა საწყობში რაღაცეებს ალაგებს . აქამდე მარტო აკეთებდი ყველაფერს და ძალიან იღლებოდი ხოდა ახლა დამხმარე გამოგიჩნდა. -სასიამოვნოდ გაუღიმა და კარიდან გამოსულს მიუბრუნდა -გაიცანი ელის. ეს აპოლონია. აპოლონ ეს კი ელისია -სასიამოვნოა-მომაჯადოვებლად გაუღიმა აპოლონმა და ელისის თაფლისფერ თვალებს ჩააშტერდა -ჩემთვისაც. მოიცა შენ ის არ ხარ გუშინ...-სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული -ხო ყვავილი რომ გადმოაგდო და მერე უხეშად გელაპარაკა ის ვარ და მინდა ბოდიში მოგიხადო.-საყვარლად გამობუშტა ტუჩები და გაოცებული ელისაბედის სახეს დააკვირდა -კარგი-ესღა თქვა და სამუშაოს შეუდგა.. აპოლონიც გულმოდგინედ მუშაობდა ოღონდ მხოლოდ მაშინ როდესაც მის ახლოს ელისს დალანდავდა . მისგან შორს კი ისვენებდა იქვე მდგომ სავარძელზე. -ბატონო ლევან-დაედევნა გარეთ გასულ ლევანს ელისი-აქ როგორ აღმოჩნდა ის-ხელი აპოლონისკენ გაიშვირა -დღეს დილით ადრე გადავწყვიტე მაღაზიის გაღება და როგროც კი გავაღე ეს ბიჭი მოვიდა და მითხრა მუშაობის დაწყება მინდაო. ხოდა მეც და შენც ორივეს დამხმარე გვჭირდებოდა და გადავწყვიტე მიმეღო. -კარგი გასაგებია.-დაემშვიდობა ლევანს და თავისთვის ჩაილაპარაკა-უცნაურია ეს ყველაფერი. შებრუნდა უკან და სავარძელში ჩასვენებულ აპოლონს მოკრა თვალი.-ვაჟბატონო სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულა-მკაცრად უთხრა და აპოლონიც მისი ხმის გაგონებისას უმალ წამოხტა. -ხო ვიცი, უბრალოდ წელი მეტკინა და ორი წამით დავჯექი. -გასაგებია-თქვა და განაგრძო მუშაობა -ელის..-თბილად დაუძახა აპოლონმა და გვერდით დაუდგა -ხო. -ამ საღამოს რას აკეთებ?-ჰკითხა და ზემოდან დააცქერდა -სერიოზულად მკითხები?-გაკვირვებულმა ამოილაპარაკა ელისმა -არა რათქმაუნდა. ვიცი რასაც აკეთებ.-სიცილით უთხრა და საწმენდი აიღო ხელში-მაშინ ასე გეტყვი სამუშაოს მერე ხომ არ გაგვესეირნა? -არ ვიცი დავფიქრდები.-სრული სერიოზულობით უთხრა და აპოლონის ღიმილიანი სახეც დააიგნორა. გვიან საღამომდე მუშაობდნენ და მოვიდა მაღაზიის დახურვის დროც. -შენ დახურავ ხო მაღაზიას?-ჰკითხა აპოლონმა -ხო მე დავხურავ. -შორს ცხოვრობ? გაგცილებ -არა არ მინდა აქვე ვარ. -კარგი მაშინ მე წავალ. -აბა გავისეირნოთო-ღიმილიანი სახით შეხედა ელისმა -სერიოზულად? დილით ისე მითხარი დავფიქრდებიო რომ ვიფიქრე ეს აშკარა უარი იყო. -ხომ ხედავ არ ყოფილა. -რა უცნაური ხარ. დღეში ცხრა ხასიათი გაქვს. -ასეთი ვარ. -გაუღიმა და გასაღები ხელში აიღო-სანამ გადამიფიქრებია მითხარი პასუხი. -რა პასუხი მაგას უნდა? რათქმა უნდა, წავიდეთ-ელისს მაღაზიის დაკეტვაში დაეხმარა და დაუყვნენ ზღვის სანაპიროს. -ელის, ცუდად არ გამიგო მაგრამ შენი უკეთ გაცნობა მინდა.-მორიდებულად უთხრა და მის სახეს დააკვირდა -სიმართლე გითხრა აქამდე არავის არ გამოუჩენია ინტერესი ჩემს მიმართ და არც ვიცი როგორ ხდება ეს ყველაფერი. ხომ ხვდები მოწონება და რამე-სიცილით უთხრა და ხელები ჰაერში გაასავსავა -ხო მესმის-მანაც სიცილით უპასუხა . -ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. ულამაზესია და ძალიან მამშვიდებს-ზღვისკენ გაიშვირა ელისმა ხელი და იქვე ჩამოჯდა. -ხო მართლა ძალიან ლამაზია აქაორობა.-დაეთანხმა აპოლონიც და გვერდით მიუჯდა -სიმაღლეში რამდენი ხარ-ინტერესიანი მზერა მიაპყრო ელისმა და გვერდით მჯდომს თვალი შეავლო -1.78 -დედაა. რა ამბავია? რამ გაგზარდა ამხელა? ასეთს რას გაჭმევდნენ?-გაოცებას ვერ მალავდა ელისი -შენ რამდენი ხარ? -მართლა მეკითხები?-სიცილი დაიწყო ელისმა-ვერ უყურებ რომ დაბალი ვარ. -კარგი რა. მითხარი-ღიმილს არ იშორებდა სახიდან -1.55-უთხრა და თავი ჩახარა -მერე რა. ქალისთვის კარგი სიმაღლეა-სრული სერიოზულობით უთხრა აპოლონმა -რას მათქმევინე რა. ხომ ხედავდი რომ დაბალი ვიყავი.-დამორცხვებულმა ამოილაპარაკა -არაუშავს ,მაგაზე მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმა-სიცილიღ უთხრა და განაგრძო-სამაგირეოდ ქუსლებზე შემდგარი ქალს დაემსგავსები და არა ჟირაფს-სიცილითვე უთხრა და ელისს დააკვირდა-გარდა ამის გოგო ბიჭს გულამდე უნდა სწვდებოდეს . -ხო რავი.-თქვა და თავლები ზღვას გაუსწორა. -იცი, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს? -რაა?-აზრზე ვერ მოვიდა ელისი -ხო , ანუ რაღაცნაირი გამოხედვა გაქვს ხომ ხვდები? ძალიან თბილი .-გაუღიმა და თმები ყურიდან გდაუწია. -მადლობა-ერთიანად აწითლდა მისი შეხებისას, რისი დანახვისასაც აპოლონი ახითხითდა. -რა გაცინებს?-სიბრაზე მოერია ელისს -არაფერი. უბრალოდ გაწითლდი და გამიკვირდა დღეს ძალიან იშვიათია ასეთი გულწრფელი ადამიანი . იმდენი სიყალბე ყოფილა ,იმდენი ტყული და ამას მხოლოდ აქ ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი. -უი მართლა . აქ რას აკეთებ? აქამდე არ შემხვედრიხარ არადა ,ეს პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. -ოო ეს გრძელი ამბავია. -არსად მეჩქარება-თბილად გაუღიმა და მოსასმენად მოემზადა. ყველაფრის გაგების შემდეგ კი გაოცებული შეჰყურებდა.-ასეთი ამაყი თუ იქნებოდი არც მეგონა -მართლა?-გაოცებას ვერ მალავა აპოლონი -ხოო, იმიტომ რომ ჩემთან მიმართებაში თუ გუშინდელ საქციელს არ ჩავთვლით მსგავსი არაფერი გამოგივლენია -ეგ იმიტომ რომ სხვანაირი ხარ და შენში ტყუილის ნასახიც კი არ არის. -რა იცი? იქნებ მეც გატყუებ ან იქნებ არ ვარ ის ვინც გგონია - ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შენში არ ვცდები, იმიტომ რომ რაღაც სხვანირი ხარ. გამოხედვაც სხვანირად თბილი გაქვს. ღიმილიც ძალიან საყვარელი და ბავშვური გაქვს.იმედია ზედმეტი არ მომივიდა. -არა. მადლობა .ასეთი სიტყვები ჩემთვის არავის უთქვამს.-აპოლონმა თბილად გაუღიმა და მისკენ მიიწია. კოცნა დააპირა მაგრამ ელისი ხელიდან დაუსხლტა .-მაპატიე, მაპატიე არ მინდოდა ზედმეტი მომსვლოდა. თავი ვერ შევიკავე -არაუშავს-ესღა თქვა და აპოლონს ზურგი შეაქცია. -ჯანდაბა. რა დებილი ხარ-თავის თავს უმეორებდა აპოლონი . ცოტახანს ფიქრებში გართული სანაპიროზე იჯდა და შემდეგ თავადაც სახლში წავიდა. - - - - - - - - - - - - - - -რა იყო ეს?-გულზე ხელი მოიკიდა სახლში შესულმა და კარზე აყუდებულმა ელისმა-ასე რატომ მიცემს გული?ლამის ამოხტეს.-ჩაიბურტყუნა და მისაღებისკენ გაემართა. ნათია უკვე სახლში იყო და მის მოსვლას ელოდა -სად ხარ ამდენ ხანს გოგო?-ანერვიულებული ეცა ელისს და დივანზე ჩამოსვა. -მე და ნიკას სამსახური დაგვიმთავრდა თუ არა შენთან წამოვედით და მაღაზია უკვე დაკეტილი გქონდა.ვიფიქრე სახლში იქნებოდი მაგრამ აქაც რომ არ იყავი ძალიან ვინერვიულე. ნიკაც გელოდებოდა მაგრამ მერე გავუშვი. სად ხარ ამდენ ხანს? როგორ ხარ? ხომ არაფერი გტკივა? ისევ გაგიმეორდა?-უცებ მიაყარა და სამზარეულოდან წამის მეასედში წყალი გამოუტანა -არა, არა კარგად ვარ.-დამამშვიდებლა უთხრა ნათიას -აბა გულზე ხელს რატომ იკიდებ? -ჩამოჯექი ყველაფერს მოგიყვები-უთხრა და გვერძე მიისვა. ყველაფერი დეტალებში მოუყვა ისე როგორც იყო და მის რეაქციას დაელოდა. -ვაიმე გოგო, არც კი ვიცი რა გითხრა. -მეც არ ვიცი რა გავაკეთო. მისი დანახვისას უცნაური გრძნობა მიჩნდება. -შეგიყვარდა? -ერთი ნახვით შეყვარების ხომ არ მჯეროდა. -იმიტომ რო აქამდე არ გყვარებია. -არ ვიცი.-დანანებით ამოილაპარაკა და დასაძინებლად წავიდა. დილით სანამ ნათიას ეძინა ელისმა გადაწყვიტა ეზოში ჩასულიყო და წიგნი სუფთა ჰაერზე წაეკითხა. საათნახევარი კითხულობდა წიგნს და ამქვეყნიური ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილი ოცნებათა სამყაროში გადაშვებულიყო -„სწორედ იქ, სადაც დღეს შენ ფიქრობ, რომ რომ დასასრულია...შეიძლება იწყებოდეს მთელი შენი ცხოვრება“ამოიკითხა ბოლოს და წიგნი დახურა. -განა შეიძლებოდა ჩემი შაბათი დილა ამაზე უკეთესად დაწყებულიყო?-მოესმა უკნიდან ელისს ბოხი ხმის ტემბრი და მისკენ მიაბრუნა თავი-გამარჯობა მეზობელო. -შენ აქ რას აკეთებ?-გაკვირვებას ვერ მალავდა ელისი -აქ ვცხოვრობ და ახლა აღმოვაჩინე რომ მეზობლები ვყოფილვართ-კმაყოფილი სახით მიუჯდა გვერდით და მთელ სკამზე მოკალათდა -ხელს ხომ არ გიშლით? ცოტა მიიწიე ,მიმჭყლიტე-უკმაყოფილება დაეტყო ელისს -არა მე კომფორტულად ვარ-განძრევას არ აპირებდა აპო -მე არ ვარ კომფორტულად უთხრა და წაეჯიკავა იმ იმედით რომ ადგილიდან დაძრავდა და მის გვერდით ჩაწევას მოახერხებდა, მაგრამ ამაოდ.-ჩაიწიე რა. ორი მეტრა ფეხები რომ გაგიშლია და მთელს ჩემს ტერიტორიას იკავებ. შენი ერთი ფეხი სიგრძე სულ ვარ. -საყვარელო-უთხრა და ყურადღება არ მიაქცია ისე განაგრძო ჰორიზონტზე დაკვირვება -გვერდები მეტკინა ველურო, ჩიწიე-საყვარლად დაიბუზღუნა და ხელები გადააჯვარედინა -ხო კაი. ტკივილისთვის არ მემეტები-უთხრა და ლოყაზე უჩქმიტა -ველური ხარ-სიცილით უთხრა და წამოდგომა დააპირა -საით? -სახლში მივდივარ -რატომ?-უცებ წამოიჭრა ფეხზე -როგორ თუ რატომ? სახლში წასვლა არ შემიძლია? -იმის თქმა მინდოდა რომ ჯერ არ წახვიდე. გავისეირნოთ. -ელისი მოჭუტული თვალებით დააკვირდა და უთხრა-კაი გავისეირნოთ. წიგნს ავიტან და ჩამოვალ -კარგი აქ გელოდები. თბილად ჩაიცვი-მიაძახა დერეფანში შესულს. -სულელი-თავისთვის ჩაილაპარაკა ელისმა და კიბეებს აუყვა. გადაიცვა ჯინსის შარვალზე სვიტერი და დაბრუნდა აპოლონთან. -ასე მალე მოხვედი? მეგონა ფესვების გადგმა მომიწევდა აქ. -წავიდეთ? -ხო .-უთხრა და ელისს გვერდით აესვეტა. გაუყვნენ ფოთლებით დაფარულ ბილიკს და ხარბად შეისუნთქავდნენ შემოდგომის სურნელს. -ხო არ გცივა?-გადაულაპარაკა აპოლონმა -არა-ღიმილით უთხრა მან -დარწმუნებული ხარ?ტუჩები გაგილურჯდა მგონი-უთხრა და ელისის სახე ხელებში მოიქცია. -არა კარგად ვარ-გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა. -მოდი ჩემს მოსაცმელს მოგცემ-გახდას შეუდგა აპოლონი -არა არ მინდა-თავისას არ იშლიდა ელისი -რა ჯიუტი ხარ გოგო. გამომართვი-უთხრა და თავისი თბილი მოსაცმელი მხრებზე მოახურა ,შემდეგ კი მის წინ ჩაიმუხლა და ელვა შესაკრავი შეუკრა. -შენ არ შეგცივდება მერე? -ჩემზე ნუ დარდობ. არაფერი დამემართება. გაკაჟებული ვარ-გაუღიმა და გზა განაგრძეს.-ისე კითხვის გარდა რა გიყვარს კიდევ?-საუბრის წამოწყება სცადა აპოლონმა -ხატვა და ცეკვა. -მართლა? ძალიან მაგარია. -უთხრა და მის წინ დადგა-არ გინდა ასე დამხატო?- თმებში ხელი შეიცურა და მიმზიდველად გაუღიმა. -არა , შენს შარმს ვერ გავუძლებ რამოდენიმე საათი-სიცილით უთხრა და მხარი მხარზე გაჰკრა.-შენ რისი კეთება მოგწონს? -მე სპორტი მიზიდავს. წყალბურთელი ვარ. -ძალიან მაგარია. ესეიგი ამიტომ ხარ გაკაჟებული არა?-სიცილით გადახედა ელისმა -ხოო. ყოველ დილით 5 საათზე სავარჯიშოდ ვდგები მაგრამ რაც აქ ჩამოვედი გავზარმაცდი. -რატო? -რავი, ალბათ ჰაერმა იმქმედა. მეზარება ადრე ადგომა. -არაუშავს. შეეჩვევი. არ დაანებო თავი კარგია ჯანსაღი ცხოვრება. -შენ არ ვარჯიშობ?თუმცა რად გინდა ისედაც კარგ ფორმაში ხარ -არა . -რატომ? -ისე.-ნაძალადევად გაუღიმა და მის წინ წავიდა -დამელოდე სად გეჩქარება? -დამეწიე-სიცილით უთხრა და სირბილი განაგრძო -დაგიჭერ და დაგსჯი იცოდე. -ვერ დამიჭერ -უთხრა და უკან მობრუნებული ველოსიპედით მოსიარულეს შეეჯახა -ელისს-დაიძახა აპომ და მთელი სისწრაფით მისკენ გაიქცა-კარგად ხარ? რამე ხომ არ იტკინე? -კარგად ვარ ,ცოტა მუხლი მტკივა-დაიკვნესა როდესაც მუხლს შეეხო -მოდი ჩემთან-უთხრა და ხელში აიტაცა და იქვე მყოფ სკამზე ჩამოსვა-ასე მოგიხდება. რას გაიქეცი?-სრული სერიოზულობით უთხრა აპომ -ვითომ ,შენ არ გამომკიდებიხარ ისე მტუქსავ.-დაიბუზღუნა და ხელები გადაჯვარედინა ,რაზეც აპოლონს სიცილი აუტყდა -რა გაცინებს? -ძალიან საყვარელი გაბრაზება იცი-სრული გულწრფელობით უთხრა და სახეზე ხელი უჩქმიტა. ამის გაგონებაზე კი ელისს ლოყები საყვარლად აეფაკლა-სიწითლე ძალიან გიხდება მაგ პუტკუნა ლოყებზე -პუტკუნა?-გაოგნებისგან პირი დააღო ელისმა -ხო .აი ამ ლოყებზე ასეთი სასიამოვნო რომ არის კოცნა-უთხრა და ელისმა გონზე მოსვლა ვერ მოასწრო ისე ეამბორა აპოლონი მის ლოყებს და გემრიელად დაუკოცნა. კარგახანს იჯდა ელისი გაბრუებული და გაოცებული. გონს აპოლონის ხმამ მოიყვანა-ნაყინი გინდა? -რაა? -ნაყინი გინდათქო-სიცილით გაუმეროა კითხვა -აა ის ხო. ხო მინდა-ძლივს ამოილღლუღა და ნაყინის გამყიდველისკენ მიმავალ აპოლონს გააყოლა თვალი-რა მჭირს? გული ამოვარდნას მაქვს-გულზე ხელი მოიკიდა და უკან მომავალს გახედა -მიირთვი-უთხრა და ნაყინი გაუწოდა.-არ ვიცოდი რომელი გიყვარდა და უბრალოდ ვანილის წამოგიღე-თბილად გაუღიმა და თვალებში ჩააშტერდა -სწორად მიმხვდარხარ. ვანილის ნაყინი ყველას სჯობს-ღიმილითვე უპასუხა და ნაყინის დაგემოვნებას შეუდგა. -ხო ყველანირი დანამატების გარეშე. მართლა ძალიან გემრიელია-თქვა და მთელი გრძნობით გასინჯა ნაყინი. არაადამიანურ ხმებს უშვებდა სიამოვნებისგან, რის გამოც მუჯლუგუნი მიიღო ელისისგან -გაჩუმდი და ისე ჭამე. ყველა ჩვენ გვიყურებს-სიცილით უთხრა აპოლონს -მე ასე მისწორდება-უთხრა და თვალი ჩაუკრა. -გიჟი ხარ რა -ხო მერე პრობლემა გაქვს რამე?-დასერიოზულება სცადა ვაჟბატონმა -არა თუ ღმერთი გწამს ,არანაირი პრობლემა არ მაქვს-სიცილით უთხრა ელისმა-შევწუხდი რა. რა ხმებს გამოსცემ? ადამიანი ხარ თუ ცხოველი?-გაოცებული უყურებდა აპოს, რომელიც სადაცაა ნაყინს მთლიანად ჩაიდებს პირში და ასეც მოიქცა.-რაა? რა მითხარი?-გამოტენილი პირით მოუბრუნა ელისს -ვერ ხარ რა. ფრთხილად არ დაგადგეს ყელზე-სიცილით უთხრა და წამოდგა -წავედით უკვე?-ძლივს ამოილაპარაკა და ბოლო ლუკმა გადაყლაპა -ხო წავედით .მე გზაში შევჭამ ნაყინს-თქვა და გემრიელად მოლოკა. -კიდევ მომანდომა შენმა საქციელმა -უთხრა და კიდევ ერთი ნაყინი იყიდა-შენც გინდა?-უყვირის კილომეტრებიდან -არა -გასძახა და ხელი თავში შემოირტყა-არ არის დალაგებული -აბა რას ვამბობდით?-ჰკითხა და ახალი ნაყინის გახსნას შეუდგა -რას ვამბობდით და ცოტა რომ გაკლია იმას-უთხრა სიცილით -აა მართლა? მაშინ ის მითხარი შენ გაკლია ცოტა თუ არა? -მეე? რავი, შენ ვერ ატყობ, მაკლია თუ არა? -ჩემი აზრით ჯერ არა და უკეთ რომ გაგიცნობ მერე შეიძლება ცოტა გამოგიარონ ხოლმე.-უთხრა სრული სერიოზულობით და სახეზე მიეფერა. ამ საქციელზე კი ელისი დაიბნა და ნაყინი ხელიდან გადაუვარდა, კარგახანს აბურთავა ხელში სანამ არ მიხვდა რომ ეს ნაყინი განწირული იყო და საბოლოოდ მაინც გდაუვარდა ხელიდან. ამ სცენის შემსწრე ყველა იცინოდა და არც აპო იყო გამონაკლისი და ბოლო ხმაზე ხარხარებდა. -სულელო. როგორ გადაგივარდა?-სიცილს აგრძელებდა აპო და ნაყინზე მიშტერებულ ელისს მხარში ხელი ჰკრა. -ოო ნუ დამცინი რა.-დაიბუზღუნდა და ძირს დავარდნილ ნაყინს დასწვდა ,რომ ნაგავში გადაემისამართებინა . როგორც იქნა მოვიდა გონს აპოლონიც და წამოსულ ელისს გაჰყვა უკან. -აჰა ჩემი ნაყინი აიღე -ნუ ბოდავ. ჭამე შენ. -გამომართვი რომ გეუბნები. -შენ არ გინდა? -არა მაინც აღარ მინდოდა და გადაგდებას ვაპირებდი-თბილად გაუღიმა და ხელუხლებელი ნაყინი გაუწოდა. -კარგი მაშინ.-ღიმილითვე უპასუხა და გაუყვნენ სახლის გზას. სახლში მალევე მივიდნენ და ერთმენეთს დაემშვიდობნენ. აუყვა აპოლონი სახლისკენ მიმავალ კიბეებს და ტელეფონი მოიმარჯვა, რომ მთელი დღის ემოციები საყვარელი ადამიანისთვის გაეზიარებინა და დაურეკა ზურას. -ალო, აპო . სად დაიკარგე შე ჩემა? -ოო ნუ წუწუნებ რა. -რა ხდება? როგორ უძლებ ? -ვუძლებ თუ არა? ძალიან კარგად ვარ. ამაზე კარგად მგონი არც ვყოფილვარ -სიცხე გაქვს? როგორ ლაპარაკობ?-გაოცებული იყო ზურა -არა ჯანმრთელი ვარ სრულიად -აბა რა ხდება? რამ გაგაბედნიერა ასე? -ერთი გოგო გავიცანი და..-სიტყვა არ დაასრულებინა ზურამ -და ისიც მოხიბლე შენი შარმით და ახლა უნდა იტრაბახო ხო? არა რა არ შეიცვლები შენ. -დამაცადე რა. იცი რა საყვარელია? იცი როგორი სიცილი აქვს. აი უსაყვარლესია. ასე ძალიან გოგო არ მომწონებია ჯერ. აზრზე ხარ რა საყვარელია? ხვეული თმა აქვს და თაფლისფერი თვალები და გამოხედვა? გამოხედვა სასწაული აქვს. დაგატყვევებს, დაგამუნჯებს, მოგაჯადოვებს. იცი რა თბილი მზერა აქვს. გეფიცები არ მინდოდა მასთან განშორება. თან ცოტა ცივია თან ძალიან თბილი. ჩემში ორმაგ გრძნობას იწვევს. გეუბნები, ერთი ნახვით დამატყვევა. უბრალოდ მომხიბლა მისმა თავმდაბლობამ და უცნაურმა ხასიათმა. არავის ჰგავს. გარეგნობით დიდი არაფერი მაგრამ სხვანაირად კარგია. პატარა და საყვარელია. ვერ აგიხსნი. რომ მიხვდე რასაც გეუბნები უნდა ნახო. -*** -აქ ხარ? -ხო ,ხო აქ ვარ-კარგა ხნის დუმილის შემდეგ უთხრა ზურამ-გეფიცები , მსგავს სიტყვებს თუ გავიგებდი ოდესმე შენგან , ყველაზე წარმოუდგენელ სიზმარშიც კი ვერ ვიფიქრებდი. შეყვარებული ხარ მგონი. -შეყვარებული? ხო შეყვარებული ვარ. მეც არ მიკვირდა გული რატომ მიჩქარდებათქო მისი დანახვისას -ვერ ხარ რა. - მაგრამ მე რომ ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა -მართალს ამბობ არ გჯეროდა ,ახლა კი დაჯერება მოგიწევს. -მართალი ხარ. სულ მასზე ვფიქრობ. ძალიან საყვარელია-ოცნებებში გადაშვებულს აღმოხდა -მერე მაგ ყველაფერს მე რომ მეუბნები მას უთხარი -ვერ ვეტყვი ჯერ მეშინია არ შეეშინდეს. -რისი უნდა შეეშინდეს? -არ ვიცი . მგონი აქამდე არ ჰყვარებია და არ მინდა ამ გრძნობის შეეშინდეს. -გასაგებია-უთხრა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. საწოლზე მიესვენა აპო და მალევა ოცნებათა მორევში ჩაიძირა. მთელი ღამე ელისზე ფიქრობდა და მხოლოდ გამთენიისას მიეძინა ცოტახნით. როდესაც საათს დახედა სამსახურში წასვლის დრო იყო უკვე , ისიც წამოხტა საწოლიდან . სასწრაფოდ მიიღო შხაპი ,გაემზადა და გაეშურა სამსახურისკენ. -გამარჯობათ, ბატონო ლევან-თბილად მიესალმა და შიგნით შეაჭრა.-ელისი არ მოსულა ჯერ? -არა შვილო. დღეს ვერ მოვა -რატომ ?რა მოხდა? -მისმა დაქალმა დარეკა ,გუშინ ისევ შეტევა ჰქონია და საავადმყოფოში წაიყვანეს -რაა? რა შეტევა? ახლა როგორ არის?-ანერვიულდა აპოლონი -არ იცი? -რა ?რა უნდა ვიცოდე?-ნერვიულად ჰკითხა და თვალებში ჩააშტერდა -გულის მანკი აქვს და დრო და დრო გონებას კარგავს .გუშინ კი შეტევა ჰქონია. ასე იშვიათად ხდება მაგრამ რამოდენიმეჯერ გაუმეორდა უკვე -შეგიძლიათ მითხრათ რომელ საავაფყოფოშია? -რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჰყავთ მგონი. -შეიძლება წავიდე? უნდა ვინახულო-მავედრებელი თვალებით მიაშტერდა ლევანს -კი შვილო,რას მეკითხები? ელისი შვილივით არის ჩემთვის, მეც გამაგებინე მისი მდგომარეობა. -კარგით, მადლობა-დაემშვიდობა და რაც შეიძლებოდა სწრაფად გაემართა საავადმყოფოში. მიმღებში პალატის გაგების შემდეგ მისკენ გაემართა და კართან ნათია დახვა. -თქვენ, ელისის მეგობარი ხართ ხომ? მაღაზიის წინ შევხვდით და იქიდან მახსოვხართ -კი მისი მეგობარი ვარ-უთხრა და იქვე ,დერეფანში მომავალ ნიკას გახედა. -როგორ არის? გამოფხიზლდა? -არა. ექიმმა თქვა დასვენება სჭირდებაო . -ანუ არ გამოწერენ? სერიოზულად არის საქმე? -არ ვიცი. როგორ იქნება იმის მიხედვით მოიქცევა ექიმიც -გასაგებია. აქ დაველოდები-თქვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა -ეს ვინ არის?-ნათიას წინ აეტუზა ნიკა და აპოს გადახედა -ის ბიჭია მაშინ მაღაზიის თაროდან ყვავილი რომ გადმოაგდო და ელისთან უთანხმოება მოუვიდა. -მერე აქ რას აკეთებს? -მერე მოგიყვები. მგონი ერთმანეთი მოსწონთ. -იცის რაც სჭირს ელისს? -არ ვიცი .არამგონია -გავარკვევ-უთხრა ნიკამ და აპოს გვერდით მიუჯდა-ელისთან რა საქმე გაქვს?-სრული სერიოზულობით ჰკითხა და მის სახეს მიაშტერდა, თუმცა აპოლონი ფიქრებში იყო წასული და ვერც კითხვა გაიგონა და ვერც ის თუ როგორ მიუჯდა გვერდით ნიკა.-ვერ გაიგე? -აა რაა?-გამოფხიზლდა აპოც -ელისთან რა საქმე გაქვსთქო? -მიყვარს-ჩუმად ჩაილაპარაკა და გვერდით მჯდომს გახედა -გიყვარს?-გაოცდა ნიკა-როდის მოასწარი მისი შეყვარება? -შესაყვარებლად ხუთი წუთიც საკმარისია -კარგი, მაშინ ის თუ იცი რაც მას სჭირს? -გულის მანკს გულისხმობ? -იცი? -ხო ვიცი და ეს სულაც არ მაშნებს. ერთად მოვერევით ამ დაავადებას. -მოერევით? იმედია-თავისთვის ჩაილაპარაკა დანაღვლიანებულმა -რაა? -არაფერი ჩემთვის ჩავიბურტყუნე-ნაძალადევად გაუღიმა და მხარზე ხელი დაარტყა-ესღა უთხრა და ნათიასთან დაბრუნდა. -იცის? -კი სცოდნია. -მერე მაინც უნდა მასთან ყოფნა? -კი მიყვარსო ასე მითრა. -იმედია ღმერთი არ გაიმეტებს ამ ორს -დაიმედებულმა ამოილაპარაკა და პალატიდან გამოსულ ექიმს მიუბრუნდა-ექიმო, როგორ არის? გონს მოვიდა? -დიახ ,გამოფხიზლდა და თქვენი ნახვა სურს. -კარგით ,ადლობა-უთხრა ნათიამ და ელისთან შევიდა-ჩემო ლამაზო ,როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ? -უკეთესად ვარ. ისიც აქ არის? -კი . გაიგო თუ არა მაშინვე აქ მოვიდა. -უთხარი წავიდეს. მისი ნახვა არ მინდა. -რაა? რატომ?-გაკვირვებას ვერ მალავდა ნათია. -იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა განწირულია თავიდანვე და არ მინდა იმედი ჰქონდეს. უბრალოდ არ მინდა გული ეტკინოს. -დარწმუნებული ხარ? -კი დარწმუნებული ვარ. უთხარი წავიდეს და აღარც დაბრუნდეს ჩემს ცხოვრებაში -როგორც გინდა.-გავიდა ნათია და ელისის დანაბარები სიტყვასიტყვით გადასცა აპოლონს. ის კი კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდა. -მეკაიფება? რას ჰქვია ჩემი ნახვა არ უნდა? მე ის მიყვარს -სწორედ მაგიტომ არ უნდა შენი ნახვა -სერიოზულად მეუბნები? არ მჯერა. მაინც შევალ მასთან.-კარს დაეჯაჯგურა თუმცა ამაოდ. დაცვა მალევე იქ გაჩნდა და საავადმყოფოდან ძალით გაიყვანეს. თუმცა აპოლონი ჯიტად არ ნებდებოდა და გარეთ ,საავადმყოფოს ეზოში სკამზე იჯდა და უცდიდა როდის გამოვიდოდა ელისი. საღამომდე იცადა,თუმცა არავინ გამოსულა. იცდიდნენ როდის წავიდოდა და ასეც მოხდა აპოლონიც წავიდა. -წავიდა-შევიდა ელისის პალატაში ნიკა -კარგი, წავიდეთ მაშინ-თქვა და საწოლიდან წამოდგა-მალევე ჩავიდნენ პირველ სართულზე და ტაქსიც გამოიძახეს. ნათიამ და ნიკამ ჩასვეს ელისი ტაქსში და სანამ თავადაც ჩასხდებოდნენ ტაქსი ადგილს მოსწყდა და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა. -რა აკეთებთ? ჩემი მეგობრებიც უნდა წამოსულიყვნენ-ანერვიულდა ელისი -დაწყნარდი. ჩემთან არაფერი გემუქრება-უთხრა და სარკეში ელისს თვალი გაუსწორა -აპო, შენ? რას აკეთებ? დამაბრუნე უკან-ხმა გაუმკაცრდა ელისს -არა არ დაგაბრუნებ მანამ სანამ არ ამიხსნი შენს დღევანდელ საქციელს -აშკარად ნაწყენი იყო აპოლონი . ცოტახანში მანქანაც გააჩერა და ელისს გადმოსვლაშიც დაეხმარა. კლდის თავზე გაჩერდნენ და ქალაქის ულამაზეს ხედს გასცქეროდნენ.-დაიწყე, გელოდები -ელისმა თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა -ელის, მომისმინე მე შენ მართლა მიყვარხარ. ვიცი ძნელი დასაჯერებელია ადამიანი ასე მალე შეგიყვარდეს მაგრამ ეს მართლა მოხდა. შემიყვარდი, გაიგე? მიყვარხარ და ჩემი მიტოვების უფლებას არ მოგცემ. ახლა კი ტირილი შეწყვიტე,ძალიან გთხოვ-უთხრა და მისი სახე ხელებში მოიქცია -გამიგე ძალიან გთხოვ. არ მინდა ასე გაგრძელება? -კი მაგრამ რატომ? რატომ მიშორებ თავიდან? -იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით . -ამ ყველაფერს თუ შენი ავადმყოფობის გამო ამბობ. არ მაინტერესებს მე მაინც შენთან ვიქნები და ეს შეიგნე. საძაგელი ავადმყოფობის გამო არ დაგთმობ.-ელისმა ხმა ვეღარ ამოიღო და აპოს უბრალოდ თვალებში ჩააშტერდა-მორჩეს ამაზე საუბარი ხომ?-მისგან თავის დაქნევით თანხმობა მიიღო თუ არა მაშინვე ჩიხუტა და გულში მაგრად ჩაიკრა-ჩემო პატარა. მიყვარხარ-თვალებიდან ცრემლები მოსწმინდა და შუბლზე აკოცა.-წამოდი სახლში წაგიყვან, დასვენება გჭირდება-უთხრა და მანქანაში ჩასვა. სახლში მივიდნენ და ელისს მანამ ელოდა სადარბაზოს წინ სანამ სიბნელეში არ გაუჩინარდა. შემდეგ კი ტაქსი პატრონს დაუბრუნდა და თავადაც მშვიდად დაიძინა. ორშაბათს კი დილაუთენია გაეღვიძა და მაშინვე ელისის სახლის წინ გაჩნდა. -გაეღვიძა უკვე?-ღიმილიანი სახე შეანათა კარში მდგომ ნათიას -კი გაიღვიძა-მთქნარებით უთხრა და მისაღებისკენ შეუძღვა, სადაც ელისი სუფრას აწყობდა -რატომ არ ისვენებ?-გაბრაზებული დაუდგა წინ -სამსახურში უნდა წავიდე გარდა ამისა დღეს უკვე კარგად ვარ -ღიმილით უთხრა და აპოლონს ხელი ჩაჰკიდა და მაგიდას მიუსვა-შენც დააგემოვნე ჩემი შემოქმედება-თბილად გაუღიმა და ყველაფერი რაც მაგიდაზე ელაგა თეფშზე გადმოუწყო -გოგო, ნორმალური ხარ? ამდენი რომ ვჭამო ვეღარ გავინძრევი. ჩემი გასუქება გინდა ხო? აღიარე-სიცილით უთხრა აპომ -შეგერგოს-უთხრა და მის წინ დაჯდა და დაელოდა როდის დაიწყებდა აპოლონი ჭამას. -ხო კარგი შევეცდები-დაიწყო მანაც და კარგახანს ცდილობდა დამთავრებას თუმცა ამაოდ-აღარ შემიძლია, მუცელში ადგილი აღარ მაქვს. ვეღარ ვსუნთქავ, ნათია გააჩერე შენი დაქალი თორემ ამდენი ჭამისგან მომკლა-ძლივს ამოილაპარაკა და სკამზე უსულოდ გადაწვა. -კარგი, რადგან მორჩი ადექი და წავიდეთ.-სერიოზული სახით მის წინ დადგა ელისი -შენთვის ადვილი სათქმელია. ვეღარ ვინძრევი-თქვა და სკამიდან წვალებით წამოდგა. კიბეებს სწრაფად დაუყვნენ და ცოტახანში უკვე მაღაზიაში იყვნენ. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. აპო თვალს არ აცილებდა ელისს და მასზე ყველანაირად ცდილობდა. ერთი წამით არ ტოვებდა მარტოს. და სახლშიც მიაცილა დღის ბოლოს. -ელის, რაღაც მინდა რომ გითხრა -რა მოხდა? -მინდა რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად. -რაა? -ხო .მინდა რომ ჩემთან იყო. -სერიოზულად მეუბნები? -ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ და უარს არ მივიღებ . ორ საათში მოგაკითხავ-უთხრა და თავისი სახლისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა. ელისი კი აზრზე ვერ მოდიოდა .სახლში შევიდა თუ არა მაშინვე საძინებლის კარი შეაღო და ტანსაცმლის ლაგებას შეუდგა. -რას აკეთებ?-გაოცებული უყურებდა კარში მდგომი ნათია -აპოლონთან გადავდივარ -რაა? გაგიჟდი? -ხო მგონი მართლა გავგიჟდი-ღიმილიანი სახით ამოილაპარაკა -დარწმუნებული ხარ რომ სწორად იქცევი? -არა არ ვარ მაგრამ მიყვარს . მხოლოდ იმის მეშინია რომ ეს ბედნიერება მას გაანადგურებს.-თქვა და კარზე ზარიც გაისმა. -მზად ხარ ლამაზო?-თვალი ჩაუკრა აპოლონმა და იქვე მყოფ ჩემოდნებს ხელი დაავლო.-წავედით-წელზე ხელი მოჰხვია და კიბეებისკენ გაუძღვა.-შემოდი , ეს არის ჩემი ბინა და ბუნაგი არ გეგონოს.-სიცილით უთხრა და სახლში შეატარა. -არაუშავს ,ერთად დავალაგებთ-თბილად გაუღიმა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. -სამზარეულოში რა გინდა? აქ მოდი საძინებელში-გამომწვევად უღიმოდა აპოლონი -მაგის დროც მოვა-მიმზიდველად ჩაუკრა თვალი და ფანჯარაში გაიხედა -მიწვევ? -იკითხა და ელისის სახეს დააკვირდა -აჰამ-მომაჯადოვებლად გაუღიმა და აპოლონმაც არ დააყოვნა და წამის მეასედში მასთან გაჩნდა. -ესეიგი ასე არა? ხოდა დაგსჯი ახლა-უთხრა და საძინებელში შეიყვანა. საწოლზე დააწვინა და თავადაც გვერდით მიუწვა. ელისმა თავი მკერდზე დაადო და ტკბილად დაეძინათ. -დილამშვიდობისა-გაბადრული შეჰყურებს ახლად გაღვიძებულ ელისს -დილამშვიდობისა. გშია? ახლავე მოგიმზადებ რამეს-თქვა და საწოლიდან წამოდგომა დააპირა მაგრამ აპოლონი ხელში სწვდა და უკან დააბრუნა. -არა არაფერი არ მინდა. შენ იყავი ჩემთან ესეც საკმარისია.-თბილად გაუღიმა და შუბლზე აკოცა და ისიც იგრძნო როგორ დაუარა მთელ სხეულში ჟრუანტელმა და ამაზე გაეცინა-ჩემი პატარა -პატარას ნუ მეძახი რა -რატომ? -რავი უხერხულად ვარ. -კარგი ,როგორც გინდა-გაუღიმა და ლოგინიდან წამოდგა-მე ვიბანავებ თუ გინდა შემომიერთდი. -არა მადლობა. შენ იბანავე-ენა გამოუყო და სამზარეულოში გავიდა. აპომაც მალევე იბანავა და გამოვიდა თუ არა ტელეფონი აწკრიალდა. -ხო მა..როგორ მოხდა რომ გაგახსენდი? -მე სულ მახსოვხარ მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები. ვიცი რომ გაბრაზებული ხარ მანდ რომ გაგგზავნე ,მაგრამ ამას მხოლოდ შენი კეთილდღეობისთვის გავაკეთე, მაგრამ თუ შენ დაბრუნება გინდა დაბრუნდი-აშკარა სინანული იგრძნობოდა მის სიტყვებში-შენი დაკარგვა ამად არ მიღირს -მამა ,დამაცადე გითხრა. შენზე გაბრაზებული არ ვარ, პირიქით. ჩემი აქ გამოგზავნით ძალიან დიდი საქმე გამიკეთე.შენი წყალობით ჩემი ცხოვრების სიყვარულს შევხვდი და ძალიან მიყვარს-აღელვებული ამბობდა აპოლონი. -მოიცა რაა? შეყვარებული ხარ? -ხო. ძალიან მიყვარს. -კი მაგრამ აქ რომ შენი საცოლეა? -მამა ხომ იცი რომ არ მიყვარს არა, მასზე იმიტომ დავინიშნე რომ საქმეს ასე სჭირდებოდა და ბიზნესის გულისთვის არ ვაპირებ სიყვარული დავთმო. -მესმის მაგრამ ჯერ ახალგაზრდა ხარ და მსგავსი სიყვარული ათასჯერ გეწვევა ცხოვრებაში.. -არა მამა, შენ არ გესმის მართლა შემიყვარდა . -მომისმინე შენ დანიშნული ხარ და ცოლად მოიყვან ელენეს. -არა მამა ცოლად არ მოვიყვან და ნიშნობასაც ვშლი-უთხრა და ტელეფონი დაკიდა. -შენ რა დანიშნული ხარ?-არასასიამოვნოდ გასცრა აპოლონს ელისის ხმის გაგებისას -მომისმინე აგიხსნი ყველაფერს. -მომატყუე? -თვალები აუცრემლიანდა და თავის ჟაკეტს დასწვდა. -ელის არ მომიტყუებიხარ. სად მიდიხარ?-დაედევნა კიბეებზე სწარაფად მიმავალს და შეეცადა შეეჩერებინა-გაჩერდი,გთხოვ-ხელში წაავლო და მკერდზე მიიხუტა-არ მომიტყუებიხარ., მართლა მიყვარხარ -რატომ არ მითხარი რომ დანიშნული იყავი? -იმიტომ რომ ეს არაფერს ნიშნავს. მე შენ მიყვარხარ ,მასზე მხოლოდ საქმის გამო დავინიშნე .ამ წამს კი ნიშნობა ჩავშალე . -მართლა? -ხო ჩემო ლამაზო ,მართლა. მე მხოლოდ შენ მიყვარხარ -ამას ჩემი ავადმყოფობის გამო ხომ არ აკეთებ?-აწყლიანებული თვალები შეანათა აპოლონს -არა რა სისულელეს ამბობ. სანამ გავიგებდი მანამდეც მიყვარდი და ეს აღარ გაიმეორო გაიგე? -ხო-თქვა და ხელები მაგრად მოჰხვია წელზე.-მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -წამოდი სახლში ავიდეთ-უთხრა და ხელებჩაკიდებულნი გაეშურნენ სახლისკენ როდესაც ერთ-ერთი მეზობელი გამოვიდა გარეთ და წყვილს ამრეზად შეხედა -დიახ.-უსიამოვნოდ გაუღიმა აპოლონმა და სახლის კარი გააღი-რამე გნებავთ? -მე წესიერი გოგო მეგონა -ჩაილაპარაკა და კიბეებს ჩაუყვა -რაა? გაიმეორეთ-მიაძახა აპომ და ელისს რომ არ შეეჩერებინა ვინ იცის რა მოხდებოდა. -შემოდი სახლში-ძალით შეიყვანა და დივანზე ჩამოსხდნენ-ჭორები არასდროს დამთავრდება.-სევდიანად ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო -ხოდა დავქორწინდეთ. -რაა? -რაც გაიგე. ცოლად გამომყვები?-მის წინ ჩაიმუხლა და სრული სერიოზულობით განუცხადა -სერიოზულად მეუბნები? -დიახ. მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე და უარს არ მივიღებ. ახლა და აქვე მოვაწეროთ ხელი. -აპო-უთხრა და მაგრად მოჰხვია ხელები. საღამოს უკვე დაქორწინებულები დაბრუნდნენ სახლში და პოლონიც გარეთ ყველას გასაგონად ყვირის-გამოიხედეთ მეზობლებო,უკვე ჩემი ცოლია ეს ანგელოზი-ამბობს და ელისს შუბლზე კოცნის.მეზობლები კი გაოცებულები იყურებიან აივნებიდან .-იმედია დაგიმთავრდათ სალაპარაკო-ხმამაღლა თქვა და ნათიასთან ავიდნენ ახალი ამბის სახებლად. მანაც გაიგო თუ არა სიხარულისგან ორივეს მაგრად ჩაეხუტა,თუმცა მეორე მხრივ დარდობდა კიდეც რადგან არ იცოდა მომავალში რა ელოდა მათ სიყვარულს. ერთმა თვემ ჩვეულებრივად ჩაიარა .მაგრამ შემდეგ ელისს შეტევები გაუხშირდა და სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებოდა ცუდად. განსაკუთრებით კი ბოლო თვე . აპოლონი გამუდმებით მისი დაკარგვის შიშში იყო. -აპო-ნაძალადევად გაუღიმა ზღვის სანაპიროზე მჯდომმა ელისმა -მოდი ჩემთან . -ახლავე ჩემო სიხარულო-სიცილით მივიდა მასთან და გვერდით მიუჯდა -მადლობა აქ რომ მომიყვანე -კარგი რა. მადლობა რა საჭიროა. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. მოდი აქ-თქვა და საყვარელი არსება ჩაიხუტა. -იცი ვერც კი ვიფიქრდებდი თუ შენნაირი ადამიანი შემიყვარდებოდა -ჩემნაირი როგორი? -როგორი და საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ადამიანი ,რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს -ვერც მე ვიფიქრებდი თუ ოდესმე პატარა და საყვარელი გოგო შემიყვარდებოდა -ელისმა თავისი უთბილესი თვალები შეანათა და განაგრძო-არ მინდოდა გული გტკენოდა -შენ მაგაზე არ იდარდო გაკაჟებული ვარ-ნაძალადევად გაუღიმა და უფრო მაგრად მოჰხვია ხელი. ყველაფერი დამთავრდა იქ სადაც დაიწყო. ელისმა დატოვა ბოროტებით სავსე სამყარო თუმცა მისი თბილი სიყვარული და გამოხედვა ყოველთვის აპოლონის მეხსიერებაში და გულში დარჩება, უბრალოდ დატოვა უსაზღვრო სიყვარული და სითბო,რომელიც მისი თვალებიდან ყოველთვის ასხივებდა. ეს სიყვარული აპოლონისთვის პირველი და უკანასკნელი იყო. ეს გრძნობა ეწვია მაშინ, როდესაც არ ელოდა და არც მზად იყო, სწორედ ამითომ იყო მათი სიყვარული ნამდვილი, რადგან უეცრად დაატყდათ თავს და მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. აპოლონი ვეღარასდროს იქნება ის ვინც ელისაბედის გაცნობამდე იყო ,რადგან როგორც იტყვიან „სიყვარულს ძალუძს ადამიანთა შეცვლა“. მას შემდეგ რაც აპოლონმა ერთადერთი საყვარელი ქალი მიწას მიაბარა, სამუდამოდ დამკვიდრდა იქ სადაც ის ეგულებოდა. ააშენებინა ბავშვთა თავშესაფარი და მისი ცხოვრება მიუძღვნა ობოლ ბავშვთათვის კეთილმოწყობილი კერის შექმნას. სწორედ ამ საქციელის გამო დააფასებდა ელისი მას ყველაზე მეტად, ცოცხალი რომ ყოფილიყო. როცა გრძნობა ნამდვილია ძნელია წახვიდე. ------------------------------------------ იმედია ისიამოვნებთ ორი დღის ნადღაბნით :). უცბად თითქოს მუზა მოფრინდა საიდანღაც და უბრალოდ არ შემეძლო ეს ისტორია არ დამეწერა. დასახვეწია მაგრამ ვიცოდი დამავიწყდბოდა და გადავწყვიტე ასე დამეწერა და ერთ თავში დამემთავრებინა ამ ორის სიყვარულის ისტორია. შეფასებებს თუ დამიტოვებთ ძალიან გამახარებთ (ჯანსაღი კრიტიკის მომხრე ვარ) სიყვარულით თქვენი მონა-მორჩილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.