ბრალდებულო! თავი 18.
*** ერთი კვირის შემდეგ... ალბათ უცნაურია, მაგრამ როდესაც ჩემს ახალ კაბინეტში შევედი, თავი უხერხულად არ მიგრძვნია, პირიქით, ძალიან კარგად ვიყავი. ალბათ, ასე იყო გათვლილი. ჩემი ძმა იშვიათად ცდებოდა და ესეც ერთ-ერთი შემთხვევა იყო. ჩემს კომფორტულ სავარძელში მოვკალათდი და თავი ნამდვილად განყოფილების უფროსად ვიგრძენი. უჩვეულოა სამართლიდან უცებ ბიზნესის სფეროში გადავარდნა, მაგრამ წარმოუდგენელი ნამდვილად არა. თავიდანვე კარგად მოვერგე ჩემს ადგილს და თავისუფლად ვიგრძენი თავი, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო იგივე, რაც ადვოკატობა. კაბინეტიდან გავედი. ვიღაც უაზროდ დამეჯახა. -წინ იყურეთ!-შევუღრინე. -კარგი იქნება, თუ თქვენც გამოიხედავთ თვალებში.-შემომიღრინა საპასუხოდ. ახალგაზრდა ბიჭი იყო, სასიამოვნო გარეგნობის. სამწუხაროდ, ზედმეტად თავში ავარდნილი გამოხედვა ჰქონდა. ეტყობოდა, საკუთარი გარეგნობის მადლიერი იყო. არაფერს უჩიოდა და ბედნიერად ცხოვრობდა, არც გოგოების ყურადღება აკლდა. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანდა და ზუსტად ვიცი, რომ შეურყეველი ფაქტები იყო. -ზრდილობიანად მესაუბრეთ.-მივმართე საპასუხოდ. -ასევე მოგეთხოვებათ თქვენც.-გამიღიმა ნაძალადევად და სასწრაფოდ გამეცალა. რატომღაც არ მესიამოვნა ამ ბიჭის დამოკიდებულება, თან რაღაც უცნაური მოყვა მის უზნეობას. მოკლედ რომ ვთქვათ, რამდენიმე წუთში უკვე მეკიდა ყველაფერი და უბრალოდ დავსეირნობდი კომპანიაში. არ გამკვირვებია ჩემი და როცა შემხვდა. ზრდილობიანად გავუღიმე. -როგორც იქნა, აქ გხედავ.-უსიამოვნოდ ჩაიცინა. -ჰო, მარტივი მოსაშორებელი არ ვარ.-საყვარლად გავუღიმე. -შენი გაჩერება ასე უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. -უკვე ვეღარ გამოძვრები. -სულელი ნუ გგონივარ.-მხარზე დამადო ხელი და გვერდი ამიარა. რატომღაც საშინელმა კანკალმა ამიტანა. მთელი სულით და გულით შემზიზღდა ჩემი და. მეგონა სადაცაა შევბრუნდებოდი და მივახრჩობდი, მაგრამ დავწყნარდი. უბრალოდ თავი ხელში ავიყვანე და შევეცადე არ მეფიქრა ამაზე. ისევ კაბინეტისკენ დავიძარი. გამწარებული ვიყავი. ახლა არავის ნახვის სურვილი არ მქონდა, მაგრამ ჩემს მოვალეობაში შედიოდა ჩაბარებული განყოფილების თანამშრომლების გაცნობა. ჩემი კაბინეტის კარებთან ვიდექი, როცა ერთმანეთის მიყოლებით მომასკდნენ მომაბეზრებელი თანამშრომლები. მათ შორის ის უზნეო ბიჭიც შევამჩნიე, რომელსაც შევეჯახე. გაოცებულმა ამომხედა. -დღეიდან თქვენ ხართ?-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ქედმაღლურად ჩავიცინე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. უხერხულად შეიჭმუხნა და უკმაყოფილო მზერა მესროლა. მგონი საინტერესო სამუშაო მელის... საკმაოდ დამღლელად გაიწელა დღე, რადგან არ ვიცოდი როგორ და რანაირად დამეწყო მუშაობა. ჩემი დამხმარე ყველაფერს დეტალურად მიხსნიდა და მეც ვცდილობდი ერთბაშად გავრკვეულიყავი ჩემს ახლანდელ მოვალეობებში. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია. ფინანსური მხარის კონტროლიც მევალებოდა, პროდუქციის ვადის შემოწმებაც, ყველაფრის გადალაგებ-გადმოლაგება და დახარისხებაც რატომღაც ჩემს კომპეტენციაში შედიოდა. უმთავრესი საბუთების დამოწმებაა და თუ მე არ შევამოწმე ჩემი თანამშრომლების ნახელავი, მაშინ გამოუსადეგარი და გასაგდები დირექტორი ვიქნები. როგორც ვხედავ, საკმაოდ მძიმე სამუშაო მომელის. უკვე საღამო იყო, როცა მამაჩემის ექიმს დავურეკე. ოპერაცია სულ ახალი ჩავლილი იყო, მე კი მხოლოდ ერთხელ ვიყავი მისული მამის სანახავად, ისიც რეანიმაციაში, სულ რაღაც 15 წუთით. უეცრად შეიცვალა ყველაფერი. ჩემი დამოკიდებულება, ცხოვრება... -როგორ მდგომარეობაშია?-ვკითხე ძალიან მშვიდად. -ყველაფერი ნორმაშია. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. რამდენიმე დღეში გამოვწერთ. -კარგით, თქვენს ზარს ველოდები.-თავაზიანად დავემშვიდობე და ყურმილი დავუკიდე. სახლში გვიან მივედი. ფეხსაცმელები უაზროდ მოვისროლე, მხუთავი ტანსაცმელი გავიხადე და საცვლების ამარამ დავიწყე ბოდიალი. მიუხედავად იმისა, რომ მთელს სახლში მაინც იგრძნობოდა სიცივე, რომელიც გარედან შემოდიოდა, მე მაინც თბილად ვიყავი. სიმშვიდით ვტკბებოდი, მარტოობით ვთბებოდი. უნდა ვაღიარო, რომ მარტო ყოფნა ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა. საშინლად დაღლილად ვგრძნობდი თავს. მინდოდა უბრალოდ ჩავწოლილიყავი ცხელ აბაზანაში და არაფერზე მეფიქრა. არაფერზე, გარდა იმისა, თუ რა ლამაზია ვარსკვლავებიანი ცა, უძირო და უკიდეგანო. შთამბეჭდავია სამყარო, თავისი საოცრებებით. ყოველთვის მაგიჟებდა და მიჩენდა სურვილს, გავცდენოდი ყველანაირ საზღვარს. ხანდახან ეს სურვილი იმდენად მიპყრობდა, რომ ვგიჟდებოდი, ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, მაგრამ მერე ვჩერდებოდი. ეს ჰო სრული აბსურდია. რატომ უნდა ისურვო ადამიანმა ის, რაც ყოველივე მატერიალურს ცდება. ზედმეტად მკაცრი და გათვლილი ვიყავი აზრებშიც კი. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერა ყველაფერია. ალბათ, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ქმართან უთანხმოების. ახლა? სულ სხვანაირად ვარ. ისევ ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ იფიქროს არამატერიალურზე. ისეთზე, როგორიცაა სიყვარული, ბედნიერება, ჰარმონია...მგონია, უკვე საკმარისად გავიზარდე იმისთვის, რომ ამ ყველაფერმა არ გამაგიჟოს. რატომღაც ძველმა ჩვევამ გამახსენა თავი. სასიამოვნო მუსიკა ჩავრთე და ნელა ავყევი მას. თავს კომფორტულად ვგრძნობდი. თვალები დავხუჭე და საერთოდ გავქრი ამ სამყაროდან. სწორედ ახლა ვცდილობდი გამექრო ყველა საზღვარი. დროებით, სულ ცოტა ხნით, უბრალოდ მეც არ ვყოფილიყავი მატერიალური. ასეთ მომენტებში ადამიანი ხვდება, რომ სამყაროს ნაწილია, მას ერწყმის და მასში არსებობს. როდის გავხდი მეოცნებე? როდის შეიცვალა ყველაფერი?... აბაზანა ცხელი წყლით ავავსე და ჩავიძირე...თვალდახუჭული ვიხსენებდი ყველაფერს, ყოველ დეტალს ჩემი ცხოვრებიდან...ისევ გავიგე ბავშვის ტირილი. რა მწარედ, როგორ მტკივნეულად ღრიალებს პატარა...გულს მიკლავს. მინდა მივვარდე და დავაწყნარო, მოვეფერო და ვუთხრა... კარებზე ზარი გაისმა და არეულმა ფიქრებმაც უმალვე დამტოვა. აბაზანიდან გადმოვძვერი და ხალათი მოვიცვი. კარამდე მივბობღდი და უკმაყოფილო სახით გავაღე. -ცუდ დროს მოვედი, ჰო?-დანიელმა გამიცინა. -ცუდი დრო არ არსებობს.-გავუღიმე. -ბანაობდი?-სექსუალურად ამათვალიერ-ჩამთვალიერა. -ჰო, დავიღალე დღეს. -დაგვაკლდი.-სევდიანი თვალებით შემომხედა. -მეც მაკლიხართ. იქ ერთადერთი ჩემს დას ვიცნობ და იმასთანაც კატასტროფული ურთიერთობა მაქვს.-გამეცინა. -ყოველთვის ეგეთი ურთიერთობა არ გქონდათ? -კი, ბავშვობიდან. ყველაზე არასასურველი ბავშვი ვიყავი მთელს ოჯახში.-გავუღიმე. -ჰო მაგრამ, რატომ? -მეც არ ვიცი.-გამეცინა.-ყავა გინდა? -სიამოვნებით.-მომიახლოვდა, წელზე ნაზად მომხვია ხელი და ტუჩები ყურზე მომადო.-მაგრამ შენ უფრო მინდიხარ.-ჩამჩურჩულა. -უშაქროს გაგიკეთებ.-მისგან გამოვძვერი და სამზარეულოსკენ წავედი. დანიელი დასჯილი ლეკვივით გამომყვა უკან. მხარზე დამადო თავი და ყველგან დამყვებოდა. -გადი.-გამეცინა. -არა.-კისერში მაკოცა. -ბავშვივით იქცევი.-"გავუბრაზდი". -ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში.-გამიღიმა.-არ მინდა ყავა.-ხელში ამიტაცა და მაგიდაზე შემსვა. კოცნა უნდოდა, მაგრამ ისე შევხედე, გადაიფიქრა. -კარგი, კარგი. სხვა დროს იყოს.-გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა. მაგიდიდან ჩამოვხტი. დანიელს სწრაფად ვაკოცე ლოყაზე. -უბრალოდ, ძალიან დაღლილი ვარ. -ხოდა, დღეს ღამე უბრალოდ ჩაგეხუტები.-თბილად შემომხედა. დილით საზიზღარმა მაღვიძარამ გაგვაღვიძა. სამსახურებში წასასვლელად გავემზადეთ. -დღეს ახალ საქმეს მაძლევენ.-მითხრა დანიელმა ძალიან გახარებული სახით. -ძალიან კარგი, მჯერა, რომ თავს მშვენივრად გაართმევ. -რა თქმა უნდა, ბოლოსდაბოლოს, შენი სკოლა გამოვიარე.-გაეცინა. -იცოდე, არ შემარცხვინო. -მეკადრება? საოცრად მხიარული დილა იყო. უცნაურად მომეჩვენა. ჩემთვის კარგად დაწყებული დღე, რატომღაც ყოველთვის ცუდად მთავრდებოდა. იმედია, ეს "წყევლა" მოვიშორე... კომპანიაში მალე მივედი. გუშინდელთან შედარებით, ბევრად დალაგებული და ორგანიზებული ვიყავი. უკვე მკაფიოდ ვიცოდი, თუ რა მევალებოდა და ვცდილობდი, მაქსიმალურად კარგად გამერთვა თავი დაკისრებული სამუშაოსთვის. შესვენებაზე სასადილოსკენ წავედი. როგორც წესია, ასეთ დროს მუდამ გადატენილია. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ვიყავი, ყველასთვის რიგით თანამშრომელს წარმოვადგენდი. არანაირი დათმობა, არც ზედმეტი პატივისცემა. "ასეთი თანასწორუფლებიანობა თუა კომპანიაში, მაშინ რა საჭიროა უფროსი და ქვეშევრდომი".-ვფიქრობდი ჩემთვის. ამ ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამომარკვია. -მხოლოდ თქვენს შემდეგ, ქალბატონო სოფო.-დაბნეულმა ავხედე მოსაუბრეს. ის ახალგაზრდა ბიჭი ამეტუზა თვალწინ, გუშინ რომელსაც დავეჯახე. თავაზიანად მიღიმოდა და გარკვევით მანიშნებდა, რომ საკუთარ რიგს მითმობდა. -არაა საჭირო, მადლობა.-ზრდილობის ნიშნად თავი დავუხარე. ზედმეტად არ შევუწუხებივარ, თავისი სადილი აიღო და მაგიდისკენ გაემართა. რადგან თითქმის ყველა ჩემთვის უცნობი იყო, ავტომატურად ამ ბიჭისკენ წავედი. -როგორც მახსოვს, ანდრია.-გავუღიმე და მოპირდაპირე მხარეს დავჯექი. -სწორად დაგიმახსოვრებიათ.-ცალყბად ჩაიცინა. -იმედია, ხელს არ შეგიშლით. -როგორ გეკადრებათ. -გუშინდელთან შედარებით შეიცვალეთ.-ვუთხარი სხვათაშორის. -უფროსთან კარგი დამოკიდებულება მუდამ მომგებიანი პოლიტიკა იყო. -ტყუილა ელოდებით ჩემგან რამეს. -არაფერს ველოდები, უბრალოდ თავიდან ვიცილებ თქვენს წყრომას. -დავიჯერო, ამდენად ბოროტის შთაბეჭდილება დავტოვე?-გამიკვირდა. -უფრო, თავქარიანი, ამბიციური და ამაყის. -რაღაც მხრივ მართალი ბრძანდებით.-გამეღიმა. -იშვიათად ვცდები ადამიანებში. -ვნახოთ, ვნახოთ.-ჩამეცინა. -მგონი კარიერისტიც ხართ. -ეგ საიდანღა დაასკვენით? -თვალები. გეტყობათ, რომ ყველაფრისთვის ხართ მზად, ოღონდ თქვენს მიზანს მიაღწიოთ. საყვარელ ადამიანსაც კი თავისუფლად გაწირავთ ამისთვის. -ძალიან ცდებით.-მისი ნათქვამი გულზე მომხვდა. -არ მგონია.-გამიღიმა და მაგიდიდან წამოდგა.-მომავალ შეხვედრამდე.-თავისი მხარე მიალაგა და სასადილოს მშვიდად გაეცალა. უცნაურად დამამახსოვრდა მისი სიტყვები. თითქოს არაფერს ნიშნავდა, თუმცა მაინც იმოქმედა ჩემზე. საღამოსკენ, როცა სამსახურიდან ვბრუნდებოდი, ჩემი ძველი სამუშაო ადგილის მონახულება გადავწყვიტე. სევდიანმა ავიარე ძველი კიბეები. კარებიდან შუქი ანათებდა. ფრთხილად შევაღე, მერე უფრო თამამად და ბოლოს ოთახში აღმოვჩნდი. ცარიელი დამხვდა. ამ დროს ჯერ კიდევ აქ იყვნენ ხოლმე. გოგოების მაგიდებს დავხედე. ძველებურად მოწესრიგებული და მოვლილი. მძიმედ ამოვისუნთქე... დანიელის მაგიდასთან მივედი და მის ადგილას დავჯექი. რა სასიამოვნო გრძნობა ყოფილა აქ მუშაობა. გოგოებისგან განსხვავებით, მის მაგიდაზე სრული ქაოსი სუფევდა. ერთმანეთში არეული უამრავი ფურცელი...თავგზააბნეული ადვოკატის შთაბეჭდილება დამიტოვა ამ მაგიდამ. ნელ-ნელა მივყევი და დალაგება დავიწყე. ახალ საქმის ფურცლებს წავაწყდი. ალბათ არ უნდა ვნახო...თუმცა, ადვოკატის ინტერესი უსაზღვროა. ნელა გავხსენი უკვე გახეული ფაილი და ერთი ფურცელი ამოვიღე. ინტერესით შევუდექი კითხვას, თუმცა მალე ეს შეშფოთებაში გადავიდა. არ მინდა ამის დაჯერება... შეუძლებელია... მკითხველებო, არ ვაპირებ თავის გამართლებას დაგვიანებაზე. მუზა ასე მარტივად არ მოდის. ამასთან ერთად, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყება. ჩემი სტუდენტური ცხოვრება შეიძლება კიდევ ერთი მიზეზი გახდეს იმისა, რომ ახალი თავები იშვიათად დავდო. ამის მიუხედავად, იმედია, დარჩებით ჩემი მკითხველები. პატივისცემით, სუპრემე <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.