როგორ შევუყვარდი მაფიოზს.... თავი 2
შუადღეს უკვე სიცილიაზე ვიყავი.საშინელი თაჩსხმა იყო და როგორც ყური მოვკარი მთელი კვირა ასე გაგრძელდებოდა. პრინციპში მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა,ძალიან მიყვარდა წვიმა. სასტუმრომდე ტაქსით მივედი. ნომერი ავიღე და კიბეს ავუყევი. ჩემოდანი კართან დავაგდე, ტანსაცმელი გავიძრე და შხაპის მისაღებად აბაზანაში შევედი. მიუხედავად იმისა რომ ფრენა დიდხანს არ გაგრძელებულა ძალიან დავიღალე.შეხვედრამდე საკმაო დრო იყო,გამოძინებასაც მოვასწრებდი. წამში გავითიშე, მაგრამ დიდი ხნით ვერა. ბალიშის ქვეშ ტელეფონმა დაიწკრიალა. ალბათ ნინა იყო. თვალი არც გამიხელია ისე ვუპასუხე, ნამძინარევი ხმით. მაგრამ შევცდი.ყურმილის მიღმა კლაუდიოს სასიამოვნო ხმამ გაიჟღერა. -მაპატიე რომ გაგაღვიძე. უკვე სასტუმროში ხარ? -დიახ. სწრაფად გამოვფხიზლდი. -კარგი საღამოს გელოდები. ცოტა ადრე თუ მოახერხებ მოსვლას უკეთესი იქნება. -ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიდე. -შეხვედრამდე. მეც დავემშვიდობე და სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან. ვერ გადაწყვიტე რა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი შავ კლასიკურ შარვალზე, შვინდისდერ როლინგზე და ბოტასებზე შევაჩერე. შვინდისფერი ტუჩსაცხი წავისვი. თმა გავიშალე, შავი ტყავის კურტკა მოვიცვი და ოთახი დავტოვე. კიბე სხარტად ჩავირბინე და პორტიეს ვთხოვე ტაქსი გამოეძახა. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. კლაუდიო პარმაღთან მოწყობილ სკამე იჯდა და გაზეთს ჩაჩერებოდა. ისე იყო საქმით გართული ვერც კი შეამჩნია როგორ მივუახლოვდი. -საღამომშვიდობისა. -ასე მალე არ გელოდი. გაზეთი დაკეცა და გვერდზე გადადო. დავინახე როგორ შემათვალიერა და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.-დაჯექი. მომმართა კაცმა.-წვიმა მიყვარს, როცა ვახერხებ მოვდივარ და ვუყურებ, თუ ქარიშხალია ზღვას ვუყურებ,როგორ იგიჟებს თავს. ეს ყველაფერი მეც მიყვარდა მაგრამ ხმა არ ამომიღია. უბრალოდ გავუღიმე. -კარგი საქმეზე გადავიდეთ. -რამოდენიმე დეტალი შევცვალე. ფერში და მასალაში. ბაღის მეორე ესკიზიც მოვამზადე. ჩამონათვალს სხვა ყვავილები და დეკორატიული მცენარეებიც დავამატე თუ წინააღმდეგი არ იქნები. მისკენ მივტრიალდი. შევამჩნიე როგორ იღიმოდა ჩემს საუბარე. ნოუთბუქი პატარა ხის მაგიდაზე დავდე და პროექტი დეტალურად განვიხილეთ. ერთ საათში ყველაფერი მოვაგვარეთ. ნახაზები და ნოუთბუქი ჩანთაში დავაბრუნე და წასასვლელად მოვემზადე. -დარჩი ცოტა ხანს, ყავა დავლიოთ, ვისაუბროთ. რაღაცნაირად შემრცხვა. -არა მადლობა. მეტს აღარ შეგაწუხებთ. კაცს აღარ დაუძალები ტაქსი გამომიძახა და სანამ მანქანაში არ ჩავჯქი მანამდე მელოდა. მე ქალაქში გავლა რესტორანში რამე გემრიელის ჭამა მქონდა გადაწყვეტილი, მართალი კომპანიონი არ მყავდა მაგრამ როგორმე გავუმკლავდებოდი მარტოობას. ტაქსი ცენტრალურ ქუჩაზე გავაჩერე და ქუჩას დავუყევი. წვიიმდა. მე ქოლგა არ მქონდა, მაგრამ არ მანაღვლებდა. ბევრი სიარულის შემდეგ ულამაზეს ადგილს მივაგენი. ყვავილები იყო გაწყობილი იქაურობა ქვაპენილზე ხის მაგიდები იდგა და რბილი მისყრდნობი სკამები. წვიმა შიგნით არ ასხამდა ამიტომ გარეთ გადავწყვიტე ჩამოჯდომა. მიმტანმა მალევე მომიტანა მენიუ. ბურგერები კარტოფილი და ბეკონი შევუკვეთე. დესერტსაც დავაყოლებდი. მთელი დღე მშიერი ვიყავი ამიტომ ამ ყველაფერთან გამკლავება არ გამიჭირდებოდა.ნელა ვსადილობდი წვიმას ვუყურებდი და სულელივით მეღიმებოდა. ცხელი შოკოლადი შევუკვეთე მხოლოდ დესერტს ვეღარ გავქაჩავდი. სანამ ველოდებოდი დავინახე როგორ შემოლაგდნენ შავებშე ჩახმული ტიპები. ოთხნი იყვნენ. შიგნით დაჯდნენ. ფანჯრიდან რამდენჯერმე გავხედე. დამაინტერესა, კლანს გავდა. თან გამეცინა ისეთი ლაწირაკები იყვნენ. ქართველი ბაბულიკა ტიპები მომაგონდა. აშკარად მოვახერხე და მივიქცია მათი ყურადღება... უკვე წასვლას ვაპირებდი როდესაც ერთერთი მადგანი ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა და იტალიურად მომმართა. მე რათქმაუნდა ვერაფერი გავიგე და თვალებ გადიდებული ვუყურებდი. მხოლოდ გამარჯობა, ნახვამდის და მადლობა ვიცოდი. მიხვდა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა რა ლამაზი ხარო. მე მადლობა გადავუხადე და წასასვლელად მოვემზადე. გზა გადამიღობა. -ნომერი მაინც დამიტოვე პატარავ. ძლივს აააწყო წინადადება. მე უარის ნიშნად თავი გავუქნიე გვერდი ავუქციე და გზას გავყევი. მომაძახა ვერსად გამექცევიო. ყურადღება არ მიმიქცევია.ლაწირაკი იყო. მეორედ აღარ შევხვდებოდი და ამიტომ აღარ გავართულე სიტუაცია. კიდევ ცოტა ვისეირნე და სასტუმროშიდავბრუნდი. ოთახში შესვლისთანავე ნინას დავურეკე და დიდხანს ვილაპარაკეთ. ლაპარაკში ისე ჩამეძინა ტანსაცმელიც კი ვერ გავიხადე. დილით ადრე გამეღვიძა. დიდხანს ვიწექი საწოლში და წიგნს ვკითხულობდი. შუადღეს ისევ კლაუდიოსთან წავედი. ისე საქმეები, სულ ვმუშაობდი... მეგონა ერთი კვირა საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მეორე კვირაა აქ ვარ და ალბათ კიდევ მომიწევს დარჩენა. უკვე ოქტომბერი იყო, ისევ გადაუღებლად წვიმდა, მაღაზიებში გავიარე, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი შევიძინე, ნინასაც გამოვაგზავნინე, ასე რომ მცოდნოდა, მეტად მომზადებული წამოვიდოდი. ნინას გარეშე ძალიან მომეწყინა და წარმომიდგენია მარტო რომ გადმოვეყვანეთ ალბათ დეპრესია მომკლავდა. საშინელებაა მარტოობა, განსაკუთრებით კაფეში ჯდომაა ცუდი, რომ ხედავ ყველა ვიღაცათანაა და შენ მარტო, მაგრამ რას ვიზამდი დღესაც ასე მომიწევდა. იმ კაფეს ჩავუარე, მაგრამ შესვლა არ მომინდა იმ ინციდენტის შემდეგ იქ არც შევსულვარ.სხვა ქუჩაზე გავედი და მყუდრო ადგილი მოვნახე ისე რომ არავის შევემჩნიე, მაგრამ ბედის ირონია არ გინდა ის ღლაპი ისე ჩემს წინ იჯდა და გამომწვევად მათვალიერებდა და ტუჩებს ილოკავდა. მაშინვე გადავიხადე და გასასვლელისაკენ წავედი, ისიც წამოდგა და კარში დადგა. თვალი თვალში გამიყარა, მინდოდა სახეში სილა გამეწნა, მაგრამ თავი შევიკავე. შარი ნამდვილად არ მჭირდებოდა . დაახლოებით ათი წუთი ვიდექით ასე. იტალიურად რაღაცეებს მეუბნებოდა, მისი მეგობრები კი იცინოდნენ. დიდი ალბათობით კარგს არაფერს ამბობდა. მეც არ დავაკელი და ქართულად რამოდენიმე უწმაწური სიტყვა ვითხარი. შეიზლება სასაცილო იყო მაგრამ მე გული მოვიოხე. -გზა დამითმე თორემ პოლიციაში დავრეკავ. ძალიან მტკიცედ ვუთხარი. საპასუხოდ კი სიცილი მივიღე. აქ ეგ არ ჭრის დაიძახა ბარმენმა, რომელსაც საერთოდ არ გასცინებია, ჩემს საცოდაობაზე. ვერაფერს ვშვრებოდი, თვალები ამიწყლიანდა. ჩემმა გაღიზიანებამ უფრო გაახელა. წინ წავიწიე გასვლა ვცადე, მაგრამ ხელის კვრით ჩემს ადგილზე დამაბრუნა, გავგულისდი და ისევ შევუტიე, მაგრამ იგივე გაიმეორა, ჩემს ახალ მოქმედებას ისევ სიცილი მოყვა, აშკარად კარგად ერთობოდნენ. ნაბიჯით მომიახლოვდა, რაღაცის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ... -გოგო გაუშვი! დაიღრინა ვიღაცამ ჩემს ზურგს უკან. ნელა მივტრიალდი და ჩემს უკან ხანში შესული მამაკაცი დავინახე, რომელსაც აშკარად ყველა პატივს სცემდა, რადან იმ მჯდომები გაისუსნენ და თავდახრილები იჯდნენ თავიანთ მაგიდებთან. იმ ლაწირაკს სახეზე ზიზღი გამოესახა მე კი გამარჯვებულს გამეღიმა. მიუხედავად იმისა რომ თავს საშინლად ვგრძნობდი. კაფეში შებრუნდა. -მამა.. წამოიწყო ბიჭმა ლაპარაკი, რაღაცის ახსნას აპირებდა. მაგრამ კაცმა არ აცალა და შავი ხელჯოხი ფეხებში წაარტყა. -კი მაგრამ.. ხმის ამოღება და მეორე დარტყმა ერთი იყო, მერე მესამე.. -ხომ გაგაფრთხილე რომ წესიერად უნდა მოიქცე და ადამიანები შენი სათამაშოები არ არიან, განსაკითრებით კი უსუსური გოგონები. დაიღრიალა კაცმა. მე ჩამეღიმა. -ვინც გყავს არ გყოფნის? ხომ ხედავ არ უნდა. ხომ ხედავ რომ შეეშინდა. არ ცხრებოდა კაცი. -წადი საყვარელო. მომმართა კაცმა. თუ ამ იდიოტმა ისევ შეგაწუხა აქ მოდი და მე ვასწავლი მას ჭკუას. გამოვშტერდი. კაცს მადლობა მოვუხადე და თითქმის სირბილით გამოვედი კაფიდან. ღმერთო აქ წამითაც აღარ მინდა გაჩერება. საშინლად ვიყავი. ცრემლები მდიოდა. კანკამა ამიტანა. არც კი ვიცოდი საით მივდიოდი. ქუჩაში სკამზე ჩამოვჯექი რომ ცოტა მაინც დავმშვიდებულიყავი.. სასტუმრომდე ძლივს მივედი. კიბეზე ლამის ხოხვით ავედი, სხაპი მივიღე მინდოდა ეს ყვეელაპერი სიზმარი ყოპილიყო, მინდოდა დამეძინა და ყველაფერი დამვიწყებოდა. საწოლში შევძვერი და გულამოჯდარი ვტიროდი, მაგრამ თავი უნდა ამეყვანა ხელში და ხვალ სამსახურს დავბრუნებოდი. ტირილში მალე ჩამეძინა დილით კარზე კაკუნმა გამაღვიძა, ნეტავ ვინ უნდა ყოფილიყო. საუზმე მომიტანეს. სწრაფად ვისაუზმე გავემზადე ვცადე ნორმალურად ვყოფილიყავი. მთელი დღე მასალებზე დავდიოდი. დღის ბოლოს უკვე ყველაფერი მქონდა, საღამოს კლაუდიოსაც ვაჩვენე ყველაფერი, კმაყოფილი დარჩა. ჩემი ცუდი ხასიათი შეუმჩნეველი არ დარჩენია და რამდენჯერმე მკითხა, ხომ კარგად ხარო. მეც თავს ვუქნევდი, მაგრამ სინამდვილეში ტირილი მინდოდა. საღამოს ყავა ერთად დავლიეთ საშინლად არ მინდოდა მარტო ყოფნა ამიტომ სიმორცხვე დავძლიე და მასთან დავრჩი, მაგრამ დიდად ლაპარაკით არ მოგვიკლია თავი.მის გვერდით ჯდომა მსიამოვნებდა, საოცრად მშვიდი იყო, ისეთი შტაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს არც არასოდეს აღელვებულა. ტაქსი სასტუმროსთან მოშორებით გავაჩერე მარკეტში მინდოდა შევლა. შოკოლადები და მზა საკვები ვიყიდე. პარკი გავასე და სასტუმროსკენ წავედი უკვე ბნელოდა.მოკლე გზით გადავწყვიტე წასვა და ჩიხში შევუხვი. გავიგე უკან როგორ მომყვებოდა ვიღაც, შეძლებისდაგვარად ფეხს ავუჩქარე, მანაც აუჩქარა უკვე სასტუმროსთან უნდა შემეზვია და აი სიურპრიზი. ის ლაწირაკი იდგა ჩემს წინ მის რო მეგობართან ერთად, უკან კიდევ ორი კაცი იდგა. ღმერთო ნეტავ ავორთქლდე, მთელი გულით ვინატრე. მის უკან მდგომი ბიჭი საცოდავი სახით მიყურებდა და მანიშნებდა რომ გავქცეულიყავი, მაგრამ ვერაფერს ვიზმადი. -რა გინდა? ვცადე მკაცრი ვყოფილიყავი, მაგრამ ხმა გამებზარა. -შენ არ იცი მე ვინ ვარ, როცა რამე მინდა აუცილებლად ვიღებ. ეს ერთი, შენს გამო ყველას თვალწინ დამამცირეს და ამისთვისაც მიიღებ. შეგვეძლო ერთი ღამით მოვგვარებულიყავით, ორივეს გვესიამოვნა, მაგრამ ახლა მხოლოდ ტკივილის ატანა მოგიწევს. ის ბიჭი.. - არ გვინდა, ცოდოა. გავუშვათ არაფერი დაუშავებია. ხომ იცი მამამ თუ გაიგოს მოგკლავს. -ვერ გაიგებს შე მშიშარა, თანაც ყველა ვისიამოვნებთ.გადაიხარხარა. მე ვეღარ მოვითმინე და სილა გავაწანი, საპასუხოც მივიღე. ისე გამარტყა ტუჩიდან სისხლი წამომივიდა, მეტი არაფერი მახსოვს............. თვალი რომ გავახილე. უცხო ადგილას ვიყავი. ჩვეულებრივი ოთახი იყო. ფანჯრებზე ჟალუზები იყო ჩამოფარებული ამიტომ ვერ ვხვდებოდი დღის რა მონაკვეთი იყო. ხელები შეკრული მქონდა, ფეხზე ბორკილი მედო და ჯაჭვით ვიყავი გამობმული. მალე ისევ გავითიშე.. მაგრამ წამში ცივმა წყალმა ისევ გამომაფხიზლა. -რაოო შეგცივდა? ირონიულად მკითხა. -გეძინება? ხელში მამამისის ხელჯოხს ათმაშებდა. -გეცნო? მე რეაქცია არ მქონია/ ცოტა ხანს მიყურა და ჯოხი პირაპირ ფეხებზე წამარტყა. სიმწრისგან ცრემლები წამომოცვდა. მეორედაც წამაერტა ოღონდ უკვე თითებში. ტკივილისგან მთელი სხეული ამიკანკალდა. -და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ მთელი სხეული არ დაგილურჯდება. ამას ნელა და მტკივნეულად გავაკეთებ, შენი მშველელი არავინ იქნება. ახლა დაიძინე ხვალ გავაგრძელოთ. ოთახი დატოვა გავიგე ვიღაცეებს ელაპარაკებოდა. ერთი აქ უნდა დარჩენილიყო დანარჩენები წავიდნენ. ერთი საათი სრულ სიბნელეში ვიჯექი. მოულოდნელად ვიღაცამ კარი შემოაღო და სინათლე აანთო მე კუთხეში მივიყუჟე. -ჩემი ნუ გეშინია. ის ბიჭი იყო.-მშრალი ტანსაცმელი მოგიტანე, ხელებს გაგიხსნი დაჩაიცვი, საჭმელსაც გაჭმევ, ოღონდ გთხოვ არ გაიქცე, შენც მოგკლავენ და მეც ზედ დამაყოლებენ. მეთავი დავუქნიე. -მართლა დალურჯებამდე უნდა მირტყას. ცრემლები წამომცვივდა. -ენცო ძალიან სასტიკია, მაგრამ ხვალამდე მოითმინე და დაგეხმარები. -როგორ გენდო იქნებ მატყუებ? გავკაპასდი მე. -ძალიან მეცოდები მართლა.ისეთი ლამაზი ხარ, ტკივილისთვის ვერ გაგიმეტებ. ხვალ საღამოს ჩემი ცვლა მთავრდება, იმ კაფეში წავალ და.. -მამაშენს ეტყვი? სახე გამონათდა. -მამა აქ არაა. ჩემს ბიძაშვილს დავურეკავ. აქ არც ტელეფონი იჭერს და არც ინტერნეტი, ხვალ კიდევ მოვახერხებ დარეკვას, ტვალეტიდან დავრეკავ. ენცოს მისი ისე ეშინია კანკალეს. -და ის რატომ მიშველის რა ვალდებულია? მამაშენი არ ჩამოვა? -ნუ გეშინია მხოლოდ ხვალინდელ დღეს გაძელი.. ენცემ მთელი დღე მაწვალა. მერე სადღაც წავიდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ საღამოს ისევ დაბრუნდა, ისევ მამამისის ხელჯოხი ეჭირა. -გართობის დრო მოვიდა პატარავ. ფეხზე ადექი, უნდა ვნახო როგორ დაეცემი და იხოხებ ძირს. მომმართა სახე გაბადრულმა. -რომელი საათი. ვკითხე მოულოდნელად. -რა უცნაური ხარ? მე გეუბნები უნდა გცემოთქო და შენ ის გაინტერესებს რომელი საათი? ააააააა გასაგებია. გაინტერესებს რამდენ ხანს გაგძელდება შენი ტანჯვა?-დიდხანს! ჩაისისსინა ბიჭმა. ისე თერთმეტი საათია.-ადექი. დაიყვირა ისევ. მის ბრძანებას დავემორჩილე და საცოდავად წამოვდექი ფეხზე.- ლამაზი სახე გაქვს ამიტომ სახეში არ მოგხვდება, გადარჩი. გადაიხარხარა. სამაგიეროდ ფეხებს აგიჭრელებ. ინვალიდი არავის ენდომები. ბიჭმა ჯოხი მოიქნია , მაგრამ არ დამარტყა. ჩემს რეაქციაზე იცინოდა. მეორედაც იგივე გაიმეორა, მესამედ ნელა დამარტყა, დიდად არ მტკენია.ასე აგრძელებდა ერთი საათი მაინც. სიმართლე რომ ვთქვა მისი ამ მომენტში არ მეშინოდა.გამბედაობა მოვიკრიბე. ხელები ისედაც გახსნილი მქონდა. მოვემზადე ჩემს უკან მდგარ ჭიქას დავწვდი და თავში ვესროლე და მოვარტყი კიდეც. მთელ ხმაზე იღრიალა, ჩემსკენ წამოვიდა, მოვახერხე და სილა გავაწანი. თმაში მწვდა და თვითონაც იგივე გაიმეორა. მეორეს გარტყმასაც აპირებდა, მაგრამ ფეხის ხმამ გააჩერა. -ვინ ჯანდაბაა? ხომ ვთქვი რომ არავინ მოსულიყო. მთელი ძალით გამოგლიჯა კარი. ოთახში მაღალი სიტუეტი შემოვიდა, შავ პიჯაკში ჩაცმული. -რა ხდება სტუმრებს არ იღებ? უთხრა უცხო კაცმა. დარტყმისგან ისე გავითიშე ხმა ბუნდოვნად მესმოდა.-გავიგე რომ წვეულება გაქვს და მე არ დამპარიჟე, ძალიან მეწყინა ირონიული ხმით ლაპარაკობდა კაცი. -იცი რაღაც გეშლება.. აბურდღუნდა ენცო. -რამდენჯერ ვთქვით რომ, ხალხს არ ვერჩით? დაისსისინა კაცამა. რამდენჯერ ვთქვით რომ ქალებს პატივისცემით ვექცევით? უამრავჯერ. მაგრამ შენ მაინც იგივეს აგრძელებ. სილა გააწნა. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა? კაცი ჩემგან ზურგით იდგა, მხოლოდ ხმა მესმოდა მისი. ქალმა რომც გაწაოს, შენ უნდა მოითმინო. ეს გასწავლეთ? ეს გასწავლა მამაშენმა. დაიღრიალ კაცმა და მეორე სილა უთავაზა სახეში. კაცი ჩემსკენ შემობრუნდა, რაღაცის სათქმეად გააღო პირი მაგრამ, ადილზე გაშეშდა, მეც იგივე დამემართა, ყველას და ყველაფერს ველოდი ამის გარდა.... აუცილებლად დააფისირეთ თქვენი აზრი. მადლობა რომ კითხულობთ. <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.