მეზობელი,ქმარი და საყვარელი(3)
-ბატონო მე უკვე ვუთხარი რომ 15 000 საბოლოო ფასია -თავისუფალი ხარ - ხელით ანიშნა წადიოდა და ეკატერინესკენ დაიძრა- კი ნამდვილად 15 000 არის ბოლო ფასი 15 000 კოცნად მოგყიდი შემდეგ დარწმუნებული ვარ მოგეწონება და თავად მოითხოვ გასამრჯელოს გაზრდას- იმდენა ახლოს იყო,თან ისე შორს ამ სიტყვებისტვის .ისეთი მზერა ჰქონდა თითქოს ყველა კოცნას იქვე ითხოვდა და დაწყებასაც წამსვე აპირებდა. ელიზაბეტმა სიცილი ვერ შეიკავა , ეკატერინამ კი გახსნილი ტუჩები მოკუმა და თვალების ბრიალით შეხედა -წარმოგენა არ მქონდა შენ აქ თუ შეგხვდებოდი თორემ არ მოვიდოდი! ელიზაბეტ მივდივართ -რა დროს წასვლაა? ბათუ იცი ეს კონრეტული მანქანა მე მომწონს და ჩემს საყვარელ დაიკოს ისევ ის მოელი სურს რომელიც ჰყავდა. ასეთები არიან ეს დოქტორები, ფულს ვერ გააგდებინებ ხელიდან . მე მაინც დაბადებისდღის საჩუქარს დაველოდები ინქებ მამამ მაინც მიყიდოს და დარწმუნებული ხარ რომ რამდენიმე თვეშიც იგივე იქნება ფასი? -როდესაც გადაწყვეტ შეძენას მერე შევთანხმდებით ლიზიკო ,მაგაზე შენ არ იდარდო -ელიზაბეტ წამოხვალ თუ განაგრძობ საუბარს! -მოვდივარ ...არ ემშვიდობები ბათუს? უიმეე რა უტაქტოა ხედავ? მაგრამ ხომ საყვარელია? - ჩუმად უთხრა და ტუჩები გაილოკა . ბათუმ რომ ჩაიცინა მერე აკოცა ლოყაზე და კუსკუსით წავიდა ეკატერინესკენ,რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის გაიქცეოდა იქედან. ტაქსს ხელი დაუქნია და სწრაფად ჩაჯდა. ელიზაბეტი გვერდით მიუჯდა და სიცილი განაგრძო -ნერვებს რომ მიშვლი ხვდები? -აიი ხედავ ყველაფერი რა მარტივად გაირკვა? არ ვიცოდი სად მუშაობდა და ესეც გავიგეთ . რა გინდა? განათლება თუ შენნაირი არ აქვს სამაგიეროდ ბიზნესმენია წარმატებული. ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი საქმე აქვს. ერთი მანქანა რომ გაყიდოს მტელი წელი ფუფუებაში იქნებით -გუშინ საყვარლობას მტავაზაობდი და დღეს ცოლად გავყვე? -რა უცებ ფეტქდები. რა გიტხრა ასეთი 15 000 კოცნა ერთი სექსი გამოდის თუ დავფიქრებით...ნუ ერთი ღამე გამოდის რა -ელიზაბეტ!- რომ მიხვდა ტაქსის მძღოლმა თვალები როგორ ჭყიტა წამსვე გააჩუმა საყვარელი დაიკო და სახლში შესვლამდე ხმა არ ამოაღებინა. აი შემდეგ რომ დაიწყო აღარ გაჩუმდა, ისე ჩაალაგეს ბარგი და მოემზადნენ . დილით გიორგიმ მიაკითხა ,ლიზიკო წინ იყო დასკუპული და იცინოდა. -რა გაცინებს? -ვგონებ იმ მანქანას ზუსტად იგივე ნომრები აქვს რომელიც შენსას ჰქონდა და ზუსტად ის მოდელია რომელიც გუშინ ვნახეთ...-ხელით ანიშნა მანქანიდან არც გადასულა. სამაგიეროდ ეკატერინეს არ დააცადა დაჯდომა. -არ ნახავ? იქნებ გასაღები შიგნითაა და გელოდება? -გამორიცხულია! -რა ხდება ელიკო არ მეტყვი? ვინ აჩუქა მანქანა? -ბათუმ ! -როგორ? -ოო არ დაიწყო ახლა... შენ რა შუაში ხარ ! მიდი გოგო ნახე თორე მე ვნახავ! - უცებ გადავიდა მანქანაიან და იქეთ წავიდა სადაც შავი პრიალა მანქანა იდგა.ეკატერინეც ინსტიქტურად გაყვა. მანქანის კარი რომ გაიღო და გასაღები გამოაძრო ლიზამ წამსვე მოხვდა თვალში პატარა ბაბთაზე მიმაგრებულიი წერილი - აგენტი 007 კი არა უარესი ვარ მე.წაიკიტხე რას ელოდები თუ მე წავ... კაი ხო აჰა უიმეე რას წერს ?- ეკატერინემ გასაღები რომ გამოართვა და დახვეული ფურცელი გახსნა თვალები დაქაჩა -„მართალია საჩუქარია ,მაგრამ იმ 15 000-ს მაინც მივიღებ! „ -ნაძირალა! როგორ ბედავს ... - მობილური აიღო და მისი ნომერი მოძებნა -გისმენთ- მალევე გაისმა ბაღათურიას ხმა. აშკარად ნამზინარევი იყო. ადრე იყო და რა თქმა უნდა ჯერ კიევ საწოლში იქნებოდა -საჩუქარს გიტოვებ და ფრთხილად იყავი სხვა ვინმემ არ წაიღოს ვალად შენი 15 000 -კატუსიი ნახე ასე ადრე საჩუქარი? გულს მტკენ ... რას ნიშნავს მიტოვებ? ვიფიქრე ბაკურიანში მაგით წახვიდოდი..ტესტდრაივზე ნამყოფია და ნუ ღელავ სანდოა გზაზე -რა კარგია ...გაღვიძებული არ ხარ და უკვე ფორმაში ხარ! -აბა სადა ხარ კატუსიი? უიიი გხედაავ აქ ყოფილხარ - აივანზე გამოვიდა ნახევრად შიშველი , იდგა იმ ყინვაში და ხელს უქნევდა- ყველა ხედიდან სექსუალური ხარ იცი? -საჩუქარს არ ვიღებ ! -კატუსიიი რატო ჯიუტობ? ხომ იცი იმ კოცნაზე ვიხუმრე...არა თუ გადაიხდი უარს არ გეტყვი ,მაგრამ -საუბარი არ ადროვა ისე გაუთიშა. გასაღები მანქანაში დააბრუნა კარი მიხურა და გიორგის მანქანისკენ დაიძრა -მოიცა მანქანას არ იტოვებ? -ელიზაბეტ შენი აზრით ? -უიმეე რა ურჯულო ვინმე ხარ -ელიზა გეყოფა ეკატერინე სწორად იქცევა, ყოველ შემთხვევაში თავადაც გადაწყვეტს როგორმე! -გიორგიიი შენ რომ პრობლმეა გაქვს იმას არ ნიშნავს რომ ეკატერინეს რამეს დაუშავებს -არ ნიშნავს...საჭიროც არ არის ჩემ გამო თქვენც დისტანცია დაიცვათ . მხოლოდ ჩვენი საქმეა და სხვა არავისი ,მაგრამ ეკატერინეს საქმეში ცუდად ერევი -ამაყვირებს ახლა მომიშლის ნერვებს და თითონ ისევ ასე ჩუმად დამეაპარაკება..შენ კიდე რა გინდოდა? ჩემთვის გეყიდა მანქანა -მე რომ გითხარი გიყიდ-თქო ლამის მომკალი . გამოფენის გამო მშორებოდი და ეკატერინემ რატომ უნდა მიიღოს ვირაც უცხო კაცისგან ეს საჩუქარი? -ეკას ნაცვლად რატო მელაპარაკები? -იგივე კითხვა მექნებოდა მეც ელიზაბეტ ! სჯობს დაუჯერო გიორგის და საერთოდ შეწყვიტო ამაზე საუბარი. იქ დასასვენებლად მივდივართ და ბაღათურიას სახელს თუ არ მიხსენებ აუცილებელი ვითარების გარდა დამავალებ! -კარგიი ...ოღონდ შენ დამშვიდდი და არაფერს ვიტყვი! ...-ორი წუთი გაჩერდა და მერე გიორგის მიუბრუნდა- ბექა რატო არ მოდის ჩვენთან ერთად? -ბარბარე და ანასტასია მოჰყავს ...იმედია პრობლემა არ იქნება ხო? -მე მიყვარს ბავშვები ხომ იცი ...ეკატერინესთვისაც არ იქნება პრობლემა შენ წარმოიდგინე არც მას სძულს ბავშვები -ნამდვილ ურჩხულად გამოგყავარ ელიზაბეტ! ბარბარე ბექას და არის? -ხო და ასევე დედაჩემის ნათლული ,ერთა გავიზარდეთ სამივე. თუმცა ბარბარე ჩვენზე პატარაა -ანუ შენ და ბექუნაც ნათესავები გამოდიხართ...ნათლიამირონები ყოფილხართ -ხო ნათესავებიც ვართ...უბრალოდ ამის ახსნაზე მარტივი სათქმელი ბავშვობის მეგობარია -კიდევ იქნება ვინმე იქ? -არაა, არავინ სხვა ... სახლში რომ მივიდნენ ბექა ჯერ კიდევ არ იყო მისული. გიორგიმ აჩვენა ოთახი ეკატერინეს, მისი ბარგიც აიტანა და შემდეგ ლიზიკოსთან ერთად შევიდა საძინებელში. ეკატერინე ნივთებს აწესრიგებდა მანქანის ხმა რომ გაიგო და ეზოში ბექას მოჰკრა თვალი. იმ წამსვე არ გასულა, დაასრულა საქმე და შემდეგ დატოვა ოთახი. პირველ სართულზე ჩასვლამდე გაიგო პატარა გოგონას წკრიალა ხმა -გიოლგი ბიძია იცი მე ლამენი თოჯინები წამოვიკანე? ბევლი ბევლი ... -მართლა? მაჩვენებ შენს თოჯინებს? -ლა თქა უნდა ...დედიკოც ჩანთებჩი აქ და ამოალაგებს მელე... -მეც მყავს ერთი თოჯინა-თქო ხომ გითხარი . ჩემი პირადი და ყველაზე გამორჩეული ლამაზმანია -ლომ გიკალც იც ? -ვაიმეე ვეღარ ვითმენ უკვე ...მალე ჩავყლაპავ რა სიცოცხლეა როგორი პატარა , როგორ საუბრობს, რა სიფრიფანა და ლამაზი ხარ.თოჯინა შენ ხარ , ნამდვილი და ყველაზე ყველაზე ლამაზი - ელიზაბეტმა საუბარი არ დააცადა გიორგის და ტასოს ისე აიყვანა ბავშვი და ჩაეხუტა- მე ლიზა ვარ -მე ანასტაცია -ტასუნა ხარ ანუ -ალაა ტაცუნა ალაა ვალ.აცე მალტო მამიკო მეძაქის -კარგი არ გვინდა ტასუნა .... იყავი ანასტასია . ტასო შეიძლება? -სქვა კველაფელი ,მაგლამ ალა ტაცუნა -შევთანხმდით ... მე მაცვენებ შენს თოჯინებს? იცი ვგიჯდები თოჯინებზე -მათლა? -მართლა -ტასიკო არ შეაწუხო ლიზიკო ხო?- ბარბარე სამზარეულოში იყო, რაღაცეებს ალაგებდა ბექასთან ერთად . -არ მაწუხებს ...როგორ შეიძლება ამ ანგელოზმა შემაწუხოს -არც ეგეთი ანგელოზია...მამას ჰგავს ხოლმე- ბექამ ჩაილაპარაკა ჩუმად ისე ბავშვს რო არ გაეგო და თვალები აატრიალა- ქაჯდება! ვაა ეკატერინე ჩამოხვედი ? როგორ ხარ? -კარგად ბექა...მადლობა დაპატიჟებისთვის -რას ამბობ... იმედია კარგად დაისვენებ . გაიცანი ტასიკო და ბარბარე-ბარბარეც გავიდა და გაეცნო. ლიზა და გიორგი კი ბავშვს არ შორდებონენ.ბოლოს ოთახში შევინენ მასთან ერთად და დიდხანს ეთამაშებოდნენ. ეკატერინე მილაგებაში დაეხმარა ბარბარეს . ბავშვის საჭმელს აკეთებდა და ბოლოს ყველანი ერთად დასხდნენ მაგიდასთან. -ტასიკო რამდენი წლის ხარ? -სამიც -პაწაწინა თითებიც აჩვენა და გაუცინა ეკატერინას -ასეთი პატარა და ასე კარგად საუბრობ? -2 წლის იყო რომ დაიწყო და მას მერე ვერარ ვაცუმებთ...ჩვენი წორიკანა გოგო იქნება ეს -ოოო ნუ მეუბნები ჭოლიკანაც ... ალ მოწონც მამაც ჭოლიკანა .ცუდები ალიანო -მართალია ბავშვი...ჭორიკნები ცუდები არიან-გიორგიმ გაუცინა და ბექას თვალები დაუბრიალა -რადგან დაასრულე სადილი წავიდეთ და დავიბანოთ...მერე დავიძინოთ თორე დილით ვერ გამოიძინე და ახლა ისედაც ძილის დროა პატარავ -ალ მინდა ძილი უთქალით ლააა...თოვლჩი მინდა გუნდაობა . თოვლიც ბაბუაც გამიკეთებთ? - დავიძინებთ ჯერ ,მერე გიორგი თოვლის ბაბუას გაგიკეთებს ბექა გეგუნდავება ,მე ფოტოებს გადაგიღებ -მეც გეგუნდავები და თუ გინდა ეკატერინე დეიდაც ჩავფლათ თოვლში .ყინულის დედოფალია მაინც იცი? -ბავშვს ნუ გააგიჟებ- ჩუმად უთხრა და გაიღიმა ანასტასიას რომ გახედა-მეც გეგუნდავები თუ დაუჯერებ დედიკოს და დაიძინებ -კალქი ქო ...იცოდეთ დავიმახსოვრებ ბავშვი დააძინა ბარბარემ და უკან დაბრუნდა. ყველანი ერთად გავიდნენ ეზოში. გიორგი და ელიზაბეტი სასეირნოდ წავიდნენ. ბარბარე მშვიდად იდგა ყავის ფინჯანით ხელში მისი მობილური რომ ამღერდა -დააგვიანდა სად იყო აქამდე !-ბექამ ჩაილაპარაკა და ბარბარეს გახედა. გოგომ თვალები დაუბრიალა და მოშორებით დადგა. ცოტა ხნით ისაუბრა შემდეგ უკან დაბრუნდა- რაო რა მინდაო? -ბექა გეყოფა პატარა ბავშვივით იქცევი ! ოდესმე შეეგუე ფაქტს , თითქმის 4 წელია შენი სიძეა ერეკლე -მხოლოდ იმ ფაქტს ვაღიარებ და ვხედავ რომ 4 წელია გონს ვერ მოხვედი ! -ერეკლე ჩემი ქმარია და ჩემი შვილის მამა ,რომელიც მასზე გიჟდება -ერთ დღესაც ნახავს კაიფში მყოფს, არაადამიანს და შეზიზღდება -მე არ მინახავს არასდროს ისეთი როგორსაც შენ აღწერ და ანასტასიას მეეჭვება ოდესმე რომ მოუხდეს ასეთი მამის ნახვა! -იმდენი ხანია ჩემთან არ ყოფილხარ მგონი ახლა მეტყვი რომ გიყვარს -ბექა გეყოფა ცინიკოსობა! უბრალოდ შეეშვი ერეკლეს კბენას ახლა მაინც არ არის აქ. ხომ ვარ შენთან ერთად ,გამომიშვა უფრო სწორად არ ჰქონია პრობლემა და წამოვედი! -მონა ხარ ხვდები? გამოშვება გჭირდება ჩამოყალიბებულ ქალს . შენ რა ბავშვი ხარ თუ სათამაშო საითაც უნდა იქეთ რომ გაგიშვას -აქამდეც არ ჰქონია პრობლემა,უბრალოდ მე არ შემეძლო შენი გამუდმებული ბრაზის ცქერა,მაგრამ შევცდი როგორ ჩანს -არ მითხრა რომ მასთან უფრო მშვიდად ხარ ვიდრე ჩემთან ...მე ხომ არ ვარ ურჩხული -ურჩხული ნამდვილად ის არის,მაგრამ ასე თუ გააგრძელებ არც შენ ჩამორჩები . ხისთავინი კი ყოველთვის იყავი მასსავით -პირდაპირ სახეზეა ერეკლეს კვალი... მასსავით მელაპარაკები და მიღრენ! -ნუთუ არ დაიღალე ... -ვერ ვიტან კაცს რომელსაც ცოლად გაჰყევი, მეზიზღება და ამ ფაქტს ვერაფერს მოუხერხებ! ვერასროს გაამართლებ შენს ქცევას, რომ ვიცოდე გიყვარდა -უნდა მომეტყუებინე და მეთქვარომ მიყვარდა, შემდეგ დამშვიდდებოდი ! -იმდენად კარგად გიცნობდი ერთ დროს მივხვდებოდი რომ მატყუებდი ...ახლა აღარც კი ვიცი ჩემი და უფრო ხარ თუ ერეკლე დადვანის ცოლი ! -მეეჭვება მისი ცოლობა რაიმე ბარიერს მიქმნიდეს ცხოვრებაში -ხო რა თქმა უნდა როცა ტირანის ცოლი ხარ ყველა კარი შენთვის ღიაა ვინ გააგეღობება წინ ის ხომ ერეკლე დადვანია -ზოგჯერ შურიან პატარა ბიჭს მაგონებ რომელმაც ტავააც არ იცის რა უნდა! საუბარი დაასრულა და ეკატერინეკენ წავიდა . ბარბარე კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა კატერინეასთვის, გაოცებული დარჩა როცა აღმოაჩინა რომ გოგონა სულ რაღაც 18 წლის იყო რომ გათხოვდა ,მაგრამ მაინც წარმატებული სტუდენტი იყო უკვე ასრულებდა სწავლას და ამასთან ერტად შესანიშნავი დედაც იყო. -ზოგადად ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგი ვარ ,მაგრამ როგორც სჩანს შენთვის პრობლემა არ შეუქმნია ქმარს და ბავშვს -შენი აზრით ამ საოცარ ქმნილებას ვინმესთვის პრობლემების შექმნა შეუძლია? ქორწინებიდან 10 თვეში შემეძინა ტასო , უნივერსიტეტის ერთი კურსი ფეხმძიმემ დავხურე და დამიჯერე ბედნიერების გარდა არაფერი მიგრძვნია. ერთის მხრივ კარგია როცა შემდგარი პროფესიონალი ხარ , შენი საქმე გაქვს და შვილისთვის უკვე დროც გაქვს შენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მე ბავშვს დედამთილს ქმარს ან ქმრის მეგობრებს ვაჩეჩები როცა სამეცადინო მქონდა ,რად დამეთანხმები რომ არც თუ ისე კარგია ბავშვის აღზრდისათვის -გეთანხმები ,ჩემს შემთხვევაში უკვე დროა შვილი გავაჩინო. ასაკიც კრიტიკული მაქვს , დიდი დრო აღარ დამრჩენია -რას ამბობ ჯერ 30 წლისაც არ იქნები -თუმცა მშობიარობისთვის კრიტიკულ პერიოდად ითვლება თითქოსდა მცირე ასაკი ,თანაც არ მინდა ჩემს შვილს მოხუცი დედა ჰყავდეს - გაიცინა და თოვლში ამოგანგლილ წყვილს გახედა. ელიზაბეტი კიდე მირბოდა ისე უცებ ააგდო კატერინა და ამოეფარა გიორგიმ დაჭერა ვერ მოასწრო -ვაიმეე მიშველე კატუშიიი მომკლააავს ... -ეკატერინე გაიწიე უნდა ჩავგუდო თოვლში -რა გჭირს შე ჩემა ლიზიკომ გაბანავა თოვლში? -ნუ ხარხარებ ბექა თორე იმის მაგივრად გადაგიხდი -რას გავხარ შე ჩემაა ..საღოლ ლიზიკოოო -მადლობა ბექუნა...უბრალოდ არასწორი ადგილი შევარჩიე,გუნდა რომ გავუქანე თურმე ყოფილ საყავრელს კი არა იმ სახლის პატრონს ესაუბრებოდა ამასწინათ რომ დააპროექტა . ისე დაეშვა თოვლში გაგიჯდა ის ქალი -თან გავიყოლე გოგო გაგიჟდებოდა აბა რა იქნებოდა ! მისი ქმარი როგორ მიყურებდა კაცმა ლამის მიმახრჩო სანამ დაგინახა ა გაიგო რატო მაწვა ზემოდან მისი ცოლი -ვიეჭვიანეე რა ვქნააა რა ჩემი ბრალია ასეთი კარგი რომ ხარ სულ მგონია რომ შენი შეხრამუნება უნდათ ქალებს -ასეთ საწყალ გამომეტყველებას ტყუილად იღებ -კარგით გეყოფათ...მე მაინც გამიშვი ხელი ელიზაბეტ ! -ახლა თუ მიმატოვებ იცოდე ჩემი და აღარ იქნები.მომკლავს, შეხედე როგორ მიყურებს ახლა რომ ვუთხრა ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი-თქო არ დამთანხმდება არადა გიჟდება მინ**ზე - ბოლოს ჩუმად დააყოლა ,მაგრამ ყველამ გაიგო გიორგი უცებ გაჩერდა მერე გაიაზრა რაც თქვა და წამში ჩაავლო ხელი . მხარზე გაიდო და სახლისკენ გავარდა -ენას ამოგგლეჯ და გაჩვენებ მე შენ რაზე ვგიჟდები...გიჟო,გადარეულო -ოეეე გიორგიიი კარი კარგად ჩაკეტე ბავშვი არ გამიღვიძოოო- ბექამ სიცილით მიაძახა და ეკატერინე სკამზე დასვა- დამშვიდდი საყვარელო ესენი სულ ასე იყვნენ. უბრალოდ შენ რაც დაბრუნდი მას მერე არ გაგიჟებულან. ელიზაბეტმა შენზე გადმოიტანა ყურადღება თორემ სულ ასე უმწარებს სიცოცხლეს. რას გაუგებ ამ სიყვარულს -სულ ასე იქცეოდა? ღმერთო ახლა მესმის დედა რას გულისხმობდა რომ ამბობდა სულ გაგიჯდაო- გაოცებული იჯდა ეკატერინე , ბარბარე კი იცინოდა -არც გიორგი აკლებს დამიჯერე... ერთნაირები არიან . გიორგისთან ერთად გავიზარდე და ამ ორს კარგად ვიცნობ აფრენენ ლიზაზე მეტააც კი.უბრალოდ ახლა გაიზარდნენ და ცოტა კონტროლი ისწავლეს -უნა ვაღიარო მართალს ამბობს ჩემი საყავრელი დაიკო - ბექაც გვერდით მიუჯდა გოგონებს ,ბარბარეს ეხვეოდა და მათთან ერთად საუბრობდა. შემდეგ ტასომ გაიღვიძა და ერთად წავიდნენ სასეირნოდ. ლიზა და გიორგი საძნებელში იყვნენ . ლიზამ ისევ აიხსნა თავი და ოთახში სირბილი დაიწყო თან ჩუმად ქოთქოთებდა -კარგი რა გიორგიიი ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ვიეჭვიანე რატო არ გესმის. შენ რომ ეყველაზე მე ხო არ ვბრაზდები არა? -ასეთ სულელურ სიტუაციაში არ გაგდებ -სამაგიეროდ ის ბიჭი სცემე ბარში რომ უნოდა ჩემთან ცეკვა ა ხელები მიფათურა ტრაკ*ე -გიჟი ხარ გოგო? ეგ როგორ არ უნდა მეცემა ..>შენ თითონ თქვი ხელები მიფათურაო . მაშინ არაფერიაო კი მეუბნებოდი -ოოო ჯანდაბა ლიზა ახლა წამოგცდება ყველაფერი ბარემ ისიც უთხარი რო ის ქერა დიდძუძუებიანი ნაშა გეგონა ის საწყალი ქალი და მას უმიზნებდი გუნდას -რაა? მე არ მიმიზნებდი? -ჯანდაბააა დავიღუპეე ! ასე ნუ მიყურებ ბავშვს სძინავს და გაიღვიძებს. იცოდე ვიკივლებ რამე რომ დამარტყა -ვინ ნაშა გეგონა -ოოჰ ვითომ არ იცის ვინ მეგონა -არ ვიცი და მიპასუხე ! -გაიწიე ცოტა თორემ ხომ იცი ასე კედელთან მიმწყვდეული რომ ვარ ვერ ვფიქრობ ... ნელ ნელა ვს*ელდები და მერე მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ როგორ გამჟ**ავ -ტყუილად ცდილობ...არც გაკოცებ სანამ სიმართლეს არ მეტყვი - ხელები თავთან გაუკავა და კედელზე მიაკრა ისევ -ვინ და ის არქიტექტორი ,შენთან ფირმაში რომ მუშაობს. ერთი კვირის წინ შემხვდა სავაჭრო ცენტრში , საცვლებს ყიდულობდა დამპალმა ასე მითხრა ეგ საცვლები არ მოეწონება გიორგისოო ასეთები მოსწონსოო იმაზე მითხრა თითონ რომელსაც ყიდულობდაა .მე კი ვუთხარი საერთო ვეღარ ამჩნევს თეთრეულს მე რომ მხედავს-თქო ,მაგრამ იმ დამპალმა - პატარა ბავშვივით ბურტყუნებდა და თვალებს ახამხამებდა .გიორგიმ წინადადების დასრულება არ დააცადა ისე შეისვა მუცელზე და ტუჩებზე დააცხრა.ისე კოცნიდა კვნესა ვერ შეიკავა ლიზამ -ის ქერა მამამ რომ აიყვანა სამსახურში მე უკვე შენთან ვიყავი - საწოლზე რომ დააწვინა და ტანსაცმლის გახდა დაუწყო მერე უთხრა -ეს რას ნიშნავს -რას ნიშნავს შენი აზრით -ასე ნუ მიბრიალებ თვალებს...მე რა ვიცი იქნებ სხვასთანაც იწექი -ახლა მაგრად მოგხვდება ხომ იცი ! -რა არა?სულ სულ არავისთან ყოფილხარ ჩემს გარდა?- საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა-ჩემი კარგი ბიჭი ვინ არისოო ვინო? -ლიზა ! -ვგიჟდები შენზე ... ცუდად ვხდები ...ვკვდებიიი რომ გიყურებ ნახევრად შიშველს და ვერასდროს ვითმენ - ამოიკნავლა და კოცნა დაუწყო -კარამელი ხარ...ყველაზე ტკბილი და გემრიელი .მგონი მართლა მიყვარხარ....არა მართლა მიყვარხარ მაგრამ მართლა მართლა მიყვარხარ -გაჩუმდი ! -ვჩუმდები და გემორჩილები ! -ასე ცუდად აღარ მოოიქცევი ხომ? -მოვიქცევი ...ხომ იცი რომ მოვიქცევი ასე ცუდად და უარესადაც იმიტომ რომ ცუდი გოგო ვარ -მართლა ძალიან ცუდი გოგო ხარ -ძალიან ძალიააან? -ძალიან ძალიან- კოცნით მიუყვებოდა ელიზაბეტის შიშველ სხეულს და სიამოვნებისგან აგიჟებდა ქალს. კიდევ კარგია ხსოვდა სადღაც ახლოს ,რომელიღაც ოთახში ბავშვს რომ ეძინა და ხმას აკონტროლებდა. ალერსს რომ მორჩნენ და გამოფხიზლდნენ სახლი დატოვეს -თხილამურებით სრიალი მინდა... -კარგად იცი ? -რა თქმა უნდა ვიცი... ეკატერინეს ეტყვი ციგურებზე დადგეს? იცი რა მაგრად სრიალებს? ბავშვობაში დადიოდა ,ულამაზეს მოძრაობებს აკეთებდა ყინულზე -შენ არ დადიოდი? -დავდიოდი ,მაგრამ ეკატერინეს დახვეწილი მანერები არ გამაჩნდა და უბრალოდ დავხტოდი ყინულზე. სამაგიეროდ თხილამურებით ვსრიალებ კარგად ...ერთხელ დაფით დავეშვი იცი? ისე დავეცი მეგონა ყველა ძვალი დამსხვრეული მქონდა -მართლა მოიტეხე რამე? -არაა ...ხელი მქონდა ნაღრძობი და ტვინის შერყევა მქონდა -რა გაცინებს -დედა იძახდა იმ დარტყმის მერე სულ მთლად აურიაო -არის სიმართლის მარცვალი ნელის სიტყვებში -შენ ძალიან აქებ დედაჩემს... არ მითხრა რომ უნდა წამოვყვე შენთან თორე მოგკლავ! -კარგი მე მოვალ ... -სად მოხვალ -მამაშენთან და შენს ხელს ვთხოვ -მეხუმრები ხომ?- წამსვე გაჩერდა და მისკენ შებრუნდა -ხო და იმასაც ავამატებ რომ ქორწილამდე თითს არ გახლებ! ელიზაბეტ ცოლად მაშინ შეგირთავ როცა ორივეს გვენომება,ანუ შენ მზად იქნები ქორწინებისთვის და ეს მხოლოდ ჩვენ ორის გადაწყვეტილება იქნება, თუმცა არაფერი დაშავდება დედამთილს თუ არ გააემტერები . ეჭვი მაქვს ნელი და ნათია შეეკრებიან ერთმანეთს -დამცინე ხო დამცინე...მართლა რომ გაერთიანდნენ მერე? თუ გაერთიანდებიან ნათია გეტყვის გაეყარეო და ეგ როგორ გამოვა. შენ წარმოიდგინე ნათიას და ნელის დაპირისპირება...არააა შენი დედიკო ზემეტად ბუნჩულა და კარგია დედაჩემთან დაპირისპირებისთვის , ნელი პირველივე ბრძოლაში დაამარცხებს -ნეტა გისმენდნენ ახლა -დედიკოს ბიჭი რო ამას იტყვის...არ ვიცოდე მაინც როგორ ექცევი ნათიას...საუკეთესო შვილი ხარ და მე როგორ მიკავშირებ ბედს? არ გრცხვენია? -ელიზაბეტ გეყოფა ! -მიყვარხარ ასეთი ველური რომ ხდები...ისე მიყურებ რომ ბრაზდები მინდება შეგჭამო -ტუჩებს შეეშვი...ხალხია აქ -რას მისვები ამ პატარა გოგოს ,საშინელი კაცი ხარ -მეც მიყვარხარ- ხელი მოხვია ყელში აკოცა და ისე განაგრძეს გზა სანამ ანასტასია არ დაინახეს. ბარბარეს და ეკატერინეს ეთამაშებოდა თოვლში. ბექა კი ბამბის ნაყინით იდგა და ქალბატონის ბრძანებით ადგილიდან არ იძვროდა. მერე ბარბარემ გუნდა ესროლა ა პირდაპირ სახეში გაარტყა -დედიკოოო გავიქცეთ ტორე ბიძია მოვკავც ცუკელაც ვაიმეე გაგიჟდებააა -აი ახლააა ორივეს გადაგსანსლავთ ...- ბექამ ურჩხულის გამომეტყველება შესანიშნავად მიიღო და დედა შვილს დაედევნა. -ვაიმეეე ვაიმეე მიჩელეთ გადამაპავც...ლა ეჩველება მელე ჩემ მამიკოც მე ქო ელთადელთი პლინცეცა ვკავალ ვაიმეეე გიოლგიიი ბიძია გვიელე თოლე გადაგვპლაპლა საღამომდე მხიარულობდნენ ტასიკოს დამსახურებით შემდეგ ივახშმეს და ერთად უყურეს ფილმს, ტასიკოს ჩაეძინა დედიკოს მკლავებში მოქცეულს. ბექამ აიყვანა საძინებელში და შემდეგ უკან დაბრუნდა. ბარბარე ისევ ერეკლეს ესაუბრებოდა -ძინავს უკვე... აქამდე უნდა დაგერეკა დალაპარაკება თუ გინდოდა . სად ხარ საერთოდ? ხო როგორ არა ვკვდები ეჭვიანობით, რა გაცინებს .სულაც არა არაფერი მეტყობა ხმაზე და ნუ იგონებ. ნამდვილი იდიოტი ხარ ... ხო და ვერ გიტან . რომ დავბრუნდები მაინც გავიგებ ხომ იცი სად იყავი და რას აკეთებდი... ვინ მეტყვის და ბათუ ან ცოტნე . მარტო ხარ? მარტო რა გინდა ...არ ვყვირი ,არც ვეჭვიანობ და რა ვაღიარო ვერ გავიგე ,ნერვებს მიშლი უკვე რაც გინდა ის გააკეთე ორთან დაწექი ერთად თუ გინდა ...სამი გინდოდა ? ვაიმეეე რა სამწუხაროა ...საერთოდ არ ვისვრი ნაპერწკლებს არც თვალები მიელავს და საერთოდ არ მაინტერესებს რას გააკეთებდი აქ რომ იყო ! ხვალ დილით დარეკე ბავშვთან ლაპარაკი თუ გინდა თავს ნუ მტკენ ტყუილად ! იცი ძალიან კაგრად რომელ საათზეც იღვიძებს!- მობილური გაუთიშა და თითები მოუჭირა- იდიოტი, ავადმყოფი, მაინც მომიშალა ნერვები იქედანაც მაგიჟებს სამი უნდოდა თურმე ... დამპალი,გველი ,ავადმყოფი - ჩუმად ილანძღებოდა სანამ ბექა არ დაინახა-მისმენდი? -მქონდა პატივი ! დაჟე საყვარლები ჰყავს? -ახლა რა შენთან უნა გავარჩიო ჩემი და ჩემი ქმრის სექსუალური ცხოვრება? -სად წავიდა ჩემი თავმოყვარე ,ამაყი და რომელიც ნებისმიერს მოკლავდა თუ შეურაცხყოფას მიაყენებდა ! -და რა იცი რომ არ ვკლავ? ჩვენ ორ შორის ვინ უფრო გიჟდება ეგეც საკითხავია, ბედნეირი თუ იქნები გეტყვი რომ ცხოვრებას ვუმწარებ ! -აშკარაა ვინცაა გაგიჯებული და გამწარებული -ასე ნუ მიყურებ და ნუ ცდილობ ინფორმაცია გამომტყუო -რა საკვირველია ჩემი დის ცხოვრება რომ მაინტერესებს არა? -კარგად ვარ, არაჩვეულებრივი შვილი მყავს ,ვსწავლობ და ყველაფერი რიგზე მაქვს ! სხვაგვარად ვერ მოვიქცევი , ვერ გავეყრები რატომ არ გესმის -არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ ! -ბექაა- ბიჭმა ზურგი რომ აქცია მაშინვე დაუძახა -ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმით უნდა დავკმაყოფილდე რომ რამდენიმე დღეს ჩემთან ატარებ! დაიძინე ,გვიანია უკვე საძინებელში სევიდა ორივე , ეკატერინეც თავის ოთახში იყო . დაძინებას აპირებდა შეტყობინება რომ მიუვიდა .ვისგან იქნებოდა თუ არა ბაღათურიასგან „როგორ გაატარე დღე უჩემოდ?“ „მშვიდად!“ „მე კი მოვიწყინე... დამაკლდა სექსუალური მეზობელი „ „დარდის გასაქარვებლად იპოვნიდი ვინმეს“ „ვერავინ შველის ჩემს სევდას ...შენ თუ უშველი მხოლოდ“ -იდიოტი ! მოუნდა ახლა ჩემტან ჭორაობა. მეც რას მივწერე რა მინდოდა „შეგებრალე და მოდიხარ ხომ? „- დიხანს რომ არ მიწერა პასუხი ისევ ბაღათურიამ მისწერა „ფეხით გამოვიქცევი „ „არ დაგჭირდებოდა სირბილი ჩემი საჩუქარით რომ წასულიყავი ! ისევ გელოდება ავტსადგომზე , კიდევ 3 დღეც გაუძლებს“ -საიან იცის აქ რამდენ ხანს ვრჩები...რა თქმა უნდა ის ხომ ბარბარეს ქმრის მეგობარია. ყველაფერი ეცოდინება მისგან. აქამდე როგორ ვერ მივხვდი ! „სულ ტყუილად !“ „ნამდვილად, სულ ტყუილად ჯიუტობ“ „რატომ უნდა მივიღო შენგან საჩუქარი!“ „გეშინია რომ სამაგიეროდ რამეს მოვითხოვ? კარგი რა დედოფალო არ გრცხვენია ასე რომ ფიქრობ? იმედები გამიცრუე“ „გულიც ხომ არ მოგიკალი „ „რა ჯიუტი ქალი ხარ , არაფერი მოქმედებს შენზე“ -ავადმყოფი, ეგონა მანქანას მიყდიდდა და მეც მისი საყვარელი გავხდებოდი? გიჟი ! „იმდენზე მოქმედებ მეც მათთნაირი გგონივარ აშკარად და სჯობს გონს მოხვიდე ! !!!“ „აი ისევ შეურაცყოფას მაყენებ, შენნაირი მეორე არავინაა არ იცი?“ -მე არ ვიცი? მე მეუბნება არ იციო? „ხო შენ გეუბნები , შენ არ იცი თორემ მე არაჩვეულებრივად ვხვდები ყველაფერს“- ისე მოწერა თითქოს იქვე იყო და უსმენდა. მობილურს გაფართოებული თვალებით დახედა და მერე მოისროლა. -ახლა დავიძინებ თორემ შემომაკვდება! დავმშვიდდები და დავიძინებ . იქედანაც არ მასვენებს როგორ დავისვენებ. ჩემი ბრალია რატომ მივწერე? რა ვერ გავიგე რომ ბოლოს მაინც ის მიშლის ნერვებს ! არა ერთხელ ისე გავამწარებ მეტჯერ არაფერს მეტყვის, ომს მე მოვიგებ დარწმუნებული იყავი ბატონო ბაღათურია ! ბალიშზე დადო თავი და თვალები დახუჭა. რომ ჩაეძინა შემდეგ ამღერდ ამობილური, ხელის ცეცებით იპოვა და ისე უპასუხა ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული -მე შენზე ფიქრის გამო ვერ ვიძინებ და შენ მიმატოვე? -შენ ხარ? -სხვა ვინ იქნებოდა? დარწმუნებული ვარ ბევრი მოაჯადოვე ,მაგრამ ჩემ შემთხვევაში ზედმეტი მოგივიდა -სხვა გასართობი ვერ მოიფიქრე მაგ შენი გლუვი ტვინით? - ნახევრად მძნარესაც კი საოცარი ხმა გაქვს...ახლა წარმოვიგინე როგორი გამომეტყველება გაქვს -წარმოიდგინე ,მე დამაძინე- მობილური გათიშა და ბალიშის ქვეშ დადო. დილამდე გათიშულს ეძინა, მერე ხმაურმა გააღვიძა. ჯერ კარი გაიღო ვიღაც სებაჯბაჯდა, იატაკზე ისმოდა ნაბიჯების ხმა, ბოლოს სახეზე ჩამოუსვა ხელი ტასომ და ყურში ჩასჩურჩულა -კატუშიი გაიგიძეეე გილეკავეენ -პატარავ აქ რას აკეთებ? -გამომალთვი ეც- მობილური მიაწოდა და საწოლზე აბობღდა - დედაც ალ უთქლა თოლე მომცქებს ტაკოზე- საწოლში შეძვრა და ჩუმად უთხრა -კატუშიიიი დილამშვიდობის... -რა ჯანდაბააა - ბაღათურიას ხმა რომ გაიგო და მობილურის ეკრანზე მისი გამოსახულება დაინახა თვალები გაუფართოვდა- არ დაიმალო თმაარეულიც ლამაზი ხარ ... ტასიკოოო შოკოლადები ჩემზე იყოოოს ნათლიიი -ხომ კარგი გოგო ვარ? -სუპერ გოგო ხარ შენ -ბავშვს იყენებ შენი საქმეებისთვის? -მობილური გამითიშე და გამაბრაზე! -ტვინი გაქვს გათიშული,მაგაზე რატომ არ გაქვს რეაქცია? -ტინი ლოგოლ აქც გათიჩული? -ხუმრობს საყვარელო ... ასეთი ხუმრობა იციან გაბრაზებულმა ბოცოლებმა. დილაადრიან ცუდ გუნებაზეა ყინულის დედოფალი ! -იმდენად რომ შენი დანახვა საერთოდ არ უუნდაუთხრა და მობილური გათიშა- საყავრელო დედიკოსთან დავბრუნდეთ ხომ? -გაუთიჩე? ჰიიი როგორ გაბაზდება ბათუუუ ველ იტანც ლომ ალ აცლიან ლაპალაკც გიჟდებააა -არ გაგიჟდება საყვარელო,შენ არ იდარდო - ლოყაზე აკოცა და ხელში აიყვანა- იცი ძალიან საყვარელი რომ ხარ? -ვიცი ... კველა მეუბნება საკალელი ქალო როგორც აღმოჩნდა ბარბარე ეძებდა პატარა ონავარს , დატუსა კიდეც ეკატერინეს ოთახში შესვლისთვის ,მაგრამ არ დასცალდა საუბარი რადგან ამჯერად მამიკო ურეკავდა ქალბატონს. ეკატერინე უკან დაბრუნდა, გამოიცვალა და მოწესრიგებული დაბრუნდა პირველ სართულზე. ქალბატონი მაშინვე მიუცუცქდა და ქვემოდან ახედა -მე შენზე მითხრეს -რა გითხრეს? -კელაფელი ვიცი...ჩემმა ნათლიამ თქა ჩენზე ლამაზიაო . მამიკომ უთქლა ჩენ კელა ქალი ლამაძი გგონია ორ ჭიქაც ლო დალევო ,მალა მათა ლამაძი ქალ. -კიდე რა თქვა შენმა ნათლიამ? -ჩემი მეზობელიაო მეტი ალაფელი ...ლატო ალ მითქალი ნათლიაჩ მეძობელი თუ იკავი? -არ ვიცოი ბათუ თუ იყო შენი ნათლია .არ გამებუტები ხო? -თუ ალ იცოდი ალ გაგებუტები ეკატერინე ღიმილს ვერ იშორებდა ბავშვთან საუბრისას. ბარბარე საუზმეს ამზადებდა მისთვის და მალე დასხდნენ მაგიდასთან. ბავსვს აჭმევდა და თან ელაპარაკებოდა, აშკარად არ უყვარდა ქალბატონს ფაფა . ცდუნებას ვერ გაუძლო ორი დღე გვერდს უვლიდა ყინულის მოედანს. ბოლოს დანებდა ყინულის დანახვისას ,რამდენიმე წუთი სრიალებდა . ტასოც თან ჰყავდა პატარა ქალბატონმა აიჩემა და უარი ვერ უთხრა. ორივე ხელი მაგრად ჩაჰკიდა და ისე დაჰყავდა პატარა ციცქნა. ძალიან თხელი, სიფრიფანა ბავშვი იყო ანასტასია, უჭმელი ცელქი და შესაბამისად გამხდარიც. -მოგწონს ყინულზე? -კიიი -დედიკოს უთხარი და ცოტა რომ გაიზრდები გასწავლის -მამიკოც ვეტკი თოლე დედიკოც ეჩინია კელაფლიც ,იცე მამიკოცაც ეჩინია ამიტო ჩუმად ვეტკი ნათლიაჩ -ნათლიას არ ეშინია? -ის თან დამკვება ლოცა ლამე მინდა და მივლიც. მე კიდე ვუჯელებ იმიტო რო კელაფელც მიცრულებს, მსოფლიოჩი კველაძე კალგი ნათლია მე მკავც იცი? კველაზე მეტად მე ვუკალვალ ჩემ ნათლიას ...სულ მეუბნება ჩემი გოგო ქალო -კარგია ... რა უნდა ეთქვა პატარა ბავშვისთვის,ხომ არ ეტყოდა გიჟია ნათლიაშენი და ყველაზე კაგრი კი არა უარესიაო. გოგონა რომ დაატრიალა და აკისკისდდა უცებ თვალი მოჰკრა ბარბარესთან მდგომ ბარათურიას. თავიდან ეგონა მეჩვენებაო ,მაგრამ ბავშვმა რომ დაიყვირა ნათლია მოვიდაო მიხვდა რომ რელაური იყო. არადა იფიქრა რომ ერთი დღე დასვენება თავისდანებებას ნიშნავდა. როგორც სცანს წინასწარ იცოდა იზიტის შესახებ ბაღატურიამ და ერთი დღე იმიტომ მოასვენა. -რძალოო როგორ ხარ? -ბათუ? აქ რას აკეთებ?-გაოცებული იყო ბარბარე . მოეხვია ბიჭს და მერე შეკრა წარბები- იმან გამოგგზავნა? -ხომ იცი მშვიდობის მტრედი მე ვარ...არ გამიბრაზდე რა -ამაღამ ვრჩებოდით აქ... სამ დღეზე შევუთანხმდი -ხო მაგრამ აჭირილი იყო და ვუთხარი მე წავალ-თქო . გერჩივნა თითონ ჩამოსულიყო და ბექასთან მოსულიყო? -ბექას არც შნეი მოსვლა გაახარებს დიდად ,მითუმეტეს ის ფაქტი რომ დრეს წამიყვან -ეგ შენი ძმის პრობლემაა ხომ იცი არა? სად არიან ისე? -გიორგის და ლიზას გაჰყვა თხილამურებით სრიალებენ ! აქ მხოლოდ ტასო და ეკატერინე არიან -მოდიან ვხედავ ...მოკლედ თუ გინდა საღამომდე დავრჩეთ. ნუ დღეს თუ არ მიგიყვან მე მომკლავს ხო იცი -ერთი დღე გართობა აღარ უნდოდა? -კაი ღადაობ ბარბი? არ იცი როგორ იყო? გართობა კი არა დაცოფა ყველა!შენი და ტასიკოს გარეშე ვერ ძლებს ეგ -ხო იმ ღამით კლუბში მე ვერთობოდი -ოთხი წელი როგორ შეიძლება გატყუებდეს ერთსა და იმავე რამეს -აბა ის სიმღერის ხმა საიდან მოდიოდა ...შენც იქ იყავი? -ვსვამდით ,მერე დათვრა და სახლში წავიდა ! -ავადმყოფი ! -ნუ მილანძღავ ძმაკაცს - გაიცინა და თავზე აკოცა- ყველაზე რძალი ხარ რა -აფერისტო- სიცილით მიკრა ხელი და ტასოს გაუცინა ნათლიასკენ რომ მირბოდა. ბათუც წამსვე შეეგება .იმდენ ხანს ელაპარაკა და იმდენი აკოცა ეკატერინეს არც კი გახედა.ქალბატონი კი იდგა და თვალს ვერ აშორებდა. როგორ არ ეცადა სად არ გაიხედა,მაგრამ ბოლოს მაინც მისკენ გაურბოდა მზერა. ბავშვი ისე დასვა და მოხვია ხელი კატოს თითქოს ზუსტ დროს ელოდა. სწრაფად აკოცა ლოყაზე და კოცნისას წარმოთქვა სიტყვებიც -როგორ ხარ კატუშა? -შენს გამოჩენამდე უკეთესად ვიყავი- უკან დაიხია და ისე აუარა გვერდი თითქოს ძალიან ეჩქარებოდა. სახლში იყვნენ, ბატუს ჰყავდა ტასო . ბარბარე კი ბარგს ალაგებდა , ბექა რომ შევიდა და ბაღათურია დაინახა წამსვე დაებერა ძარღვები . გიორგიმ ხელი ჩაავლო და გააჩერა. -გამარჯობა ბათუ ... -გამარჯობა გიოო... ქლაბატონო ლიზიკო როგორ გიკითხოთ? -კარგად ჩემო კარგო თავად?- ლიზამ გადაკოცნა და გაუღიმა-აქ საიდან გაჩნდი? -ალბათ იმან გამოგგზავნა. ერთი დღე ვეღარ გადაიტანა? -სხვა გეგმები გამოუჩნდა თორემ აქ არ ვიქნებოდი ბექა! -ხო რა თქმა უნდა გეგმებს ისე ვერ შეასრულებს ცოლ-შვილი თუ სახლში არ ეყოლება გამაგრებული! -ბექა მაგაზე სჯობს სხვა დროს და სხვას ესაუბრო!-გიორგიმ თვალით ანიშნა რაღაც და ისიც სახლისკენ წავიდა. -იმან გამოგიშვა თუ შენ წამოხვედი შენი სურვილის გამო- გიორგიმ როგორც კი მარტო დაიგულა მაშინვე უთხრა და ბაღათურიასაც წამსვე გაეცინა -მოკლედ არასდროს რჩები მოვლენებს...სულ ეპიცენტრში ხარ! შენ წარმოიდგინე ერეკლე ვერ ძლებს ტასუნას გარეშე ! -დარწმუნებული ვარ ენატრება ,მაგრამ სხვა ვინმე შეეძლო გამოეგზავნა -შენ რა მომავალ ცოლისდას იცავ? ვისგან ან რისგან -არც მიფიქრია რომ დაცვა სჭირდება ... ორივემ იცით ადამიანების გარჩევა . თეთრიც და შავიც ! უბრალოდ ძალიან ხარ აჟიტირებული გატყობ და კარგი იქნება ცოტა თუ დამშვიდდები -მაგას შენ მეუბნები? პატარა გოგომ დაგაბა -არ იცვლები ხომ? -არც შენ იცვლები ! ერთი იმას ვერ უხერხებ ვერაფერს ისევ ისეთი ხისთავიანია როგორც ყოველთვის ! -ბექა ბექად დარჩება,მაგრამ არც შენი ერეკლეა წმინდანი -არც იბრალებს წმინდანობას ,ორივემ კარგად ვიცით ერეკლე რა კაცია არ გინდა ახლა გთხოვ! ბათუმ გიორგი დატოვა და გოგონებისკენ დაიძრა -ჩემი გოგო წამოვა ჩემთან ერთად სანამ დედიკო ემზადება? -მალტო წამოვიდე? -სულ ამრტო არ დავდივართ ? -კატუსაც წამოვიდეს და წამოვალ -მე?- ბავშვის განაცხადმა გააკვირვა, ეს აშკარა ახარებდა ბაღატურიას და უფრო გაბრაზდა- საყვარელო მე ვერ წამოვალ -რატო? მალე წავალ და ალ გინდა ჩემთან იკო? -ელიზა წამოგყვება -მე არ მცალია... ვახშამი უნდა მოვამზადო .გაჰყვები ბავშვს, ნუთუ აწყენინებ ეკატერინე -არ გიკბენ ნუ ღელავ - ჩუმად უთხრა ბათუმა და ტასო ხელში აიყვანა.-წავიდეთ პატარავ ,კატუშას ჩემი ეშინია და არ მოდის -თითონ ეშინია ... -ნათლიაჩ ალფლიც ეჩინია - ოპატარა მეტიჩარამ წამსვე განუცხადა და ბათუს მიეკრა -ჩემი პრინცესა ... ნათლიასაც ეშინია ყინულის დედოფლის -კინულიც დედოფალი? ვაიმეეე კინულიიი მე და კატუსა კინულზე ვიკავით კიდე მინდააააა ხო წამოქალ? -ყინულზე? თქვენ მიდით და მე შორიდან გიყურებთ -ალააა ჩენც წამოდიი გთქოოოვ -ხომ იცი რომ არ მიყვარს ყინული -ყინულის დედოფალი აშინებს პატარავ -გაგებუტები თუ არ წამოხვალ !- გაჯიუტდდა ქალბატონი, ხელები მკერდთან გააიჯვარედინა და გაბუტულმა ახედა ქვემოდან -ასე ნუ მიყურებ პრინცესა ...არ შემირიგდები? -წამოდი კინულზე და მაჩინ კი -კარგი წავიდეთ ყინულზე ! -შენ რა ყველა სურვილს უსრულებ? -ხომ არ გშურს? -დიდი სიამოვნებით გეტყოდი ტავიდან მომწყდი-თქო რომ შემისრულებდე -შეუსრულებელი მისიების სიაში ჩავწერდი ! ციგურები რომ მოირგეს და წამოდგომის დრო იყო ეკატერინესკენ გადაიხარა და ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა -სრიალი არ ვიცი! -რატომ ხარ აქ სრიალი თუ არ იცი -ხომ ხედავდი რომ გამებუტა -ბავშია , 3 წლის ბავში გადაუვლიდა -ტასო ჩვეულებრივი სამი წლის ბავში არ არის...მართლა არ დამელაპრაკებოდა სანამ რამე საოცრება არ მოუნდებოდა! -შეგიძლია კისერი მოიმტვრიო, დავტკბები სანახაობით -პურის ყიდვაც დაავალე ვინმეს ! -არ მინდა მარტო სანახაობას დავჯერდები - წამოდგა , ტასოს ხელი ჩაჰკიდა და ყინულზე გადავიდა -მტოვებ? კატუშა -ეკატერინე მქვია ! -ეკატერინე ,გთხოვთ მოხვიდეთ -თხოვნა უგულებელყოფილია - გაიცინა და დატრიალდა პატარა ქალბატონის ირგვლივ. როგორღაც მივიდა ყინულამდე ბათუ, შემდეგ ცადა გასრიალება ,კი გაუჭირდა მაგრამ დაამუღამა და ძლივს ძლივობით მიაღწია ეკატერინემდე, შემდეგ ისე შმეოხვია ხელები წელზე ვერავინ მოიშორებდა -თხოვნა უგულებელყოფილია ხომ? -გამიშვი მეც დავეცემი და ბავშვიც -ეჭვი მაქვს პროფესიონალი ხარ და ორივეს დაგვეხმარები- ურცხვად უღიმოდა და წელიდან ხელს არ უსვებდა, მის უკან იდგა თითმის მთელს ზურგს უფარავდა ისე მიეხუტა და ყელში აკოცა- აბა? მასწავლი ტრიალს? -საკუთარი ნებით მომშორდი ,თორემ მერე კლინიკაში მოგიწევს წასვლა ძვლების მრავლობითი მოტეხილობით -როგორ მიყვას ასე რომ მიღიმი და მშხამავ, გეფიცები შხამს ანეიტრალებს.. იმდენი მოახერხა რომ ეკატერინეს გვერდიდან არ მშორებია. სიფრიფანა მალე დაიღალა და ბათუს კნუტის თვალებით ახედა -ნათლიიიი -ხო ჩემო პრინცესა -წამიკან საქჩი? მჩია მგონი -წავიდეთ ცემო ქალბატონო...დროული გადაწყვეტილება იყო, უდავოდ ეკატერინე როგორც კი გათავისუფლდა მაშინვე წინ გაიჭრა,მაგრამ მაინც დაეწია ბათუ. ბავშვი ხელშ ჰყავდა და ისე მიდიოდა. ქალბატონმა პოპკორნის ყიდვა ინება და რიგში ჩადგნენ -პატარავ სხვაგან ვიყიდოთ პოპკორნი...ხომ გშიოა არა? -ალ მინდა საქჩი...ჯელ პოპკოლნი მინდა -ადროვე ბავშვს , პოპკორნი უნდა და მერე სახლშიც შეჭამს ვახშამს ხო ცემო პრინცესა? -ქო ...იქაც შევჭამ -ჩემი ჭკვიანი გოგო- ბავშვი რომ ჩაეხუტა და აკოცა წამსვე გაიცინა ბათუმ . ეკატერინეს წასვლა უნდოდა ,მაგრამ პატარა ქალბატონს აზრს ვერ უცვლიდა ამიტომ დანებდა . -ასეა შვილო გოგონები მამებს უჯერებენ...ისინიც ყველა სურვილს უსრულებენ. ბიჭი არ გყავს გენაცვალე? - საიდანრაც ქალბატონი გამოელაპარაკათ რომ მიხვდა რასაც გულისხმობდა ახსნა სცადა -არა იცით -რას ელოდები შვილო ... ბავში უკვე დიდია ასეტი კარგი წყვილი ხართ და არ გინდა კაცს ერთი ბიჭი გაუჩინო? -ქალბატონო იცით... -ვმუშაობთ ქალბატონო ,ერთი კი არა სამი უნდა კიდე რომ გამიჩინოს. მითხრა შენი გენის გამრავლებაზე უკეთესს რას გავაკეთებო . ფორმის დარღვევასაც არ უშინდება -სწორად უთქვამს გენაცვალე. ღმერთმა მოგამრავლოთ - კიდვე კარგი რიგი მოუწია და წავიდა თორემ ეკატერინეს გაგაიჯებდა. -შენ...ეს ყველაფერი მომეჩვენა. არ მომხდარა ,უნდა დვამშვიდდე- რომ გახედა და მიხვდა ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და ისევ ბაღათურია აჯობებდა გაჩუმდა, თვალები დახუჭა და ჩუმად დაიწყო საუბარი. -კარგი ვიხუმრე, დარწმუნებული ვარ არ გასუქები! -მარტო ეგ იხუმრე ხოო? რა საოცარია -ჩვენი რიგიც მოვიდაა... ვიყიდოთ პოპკორნი ქალბატონისტვის . -ულააააა - ტასიკო წამსვე გამოფხიზლდა და ტაში შემოჰკრა -ხომ იცი რომ ბევრი არ უნდა ჭამო ,თორემ დედიკო ორივეს მიგვტყიპავს -ვიციიი - გაიცინა და პაწაწინა მუჭიტ ამოიღო ბატიბუტი. მთელი გზა მიირტმევდა, მერე დედიკოსკენ გაიქცა და ატოვა წყვილი. ეკატერინეც დაუსხლტა ბატუს და ლიზიკსო დაესხა თავს -მოამზაე ვახშამი დიდო მზარეულო? -უიი უკვე დაბრუნდით? როგორ გაერთეთ? -რა გამიკეთე მოღალატევ -რა ? რამე მოგაჭამა? არ მითხრა რომ მკერდზე მისი კბილების კვალი გაქვს- გადაიხარა და ჩუმად უთხრა -გიჟი ხარ...არანორმალური ! -გადარეული...ფსიხიიი -წავალ ბარბარეს მივეხმარები -შევთავაზე მეც -ხო ვიცი მე როგორც შესთავაზებდი!- სამზარეულოსკენ წავიდა და ტასო რომ დაინახა მაგიდაზე დასკუპული გაეღიმა, მერე მზერა მის წინ მჯდომ ბათუზე გადაიტანა კოვზით რომ აწოდებდა საჭმელს და თხოვდა პირი გაეღო. ქალბატონი კი ცელქობდა და ნათლიას აბრაზებდა -ტასოო გთხოოვ ორი კოვზიც -ალ მინდააა -შოკოლადებს გიყიდი -მიკიდე უკვე თანაც ბევლი -ნუ ხარ ეშმაკუნა ... ორი კოვზიც და დიდი გოგო გაიზრდები -ბებო ამბობც დედიკოც დიდია და მამიკოცო .ანუ მეც დიდი ვიქნები -მამიკო რომ გაიგებს არ ჭამ გაგიბრაზდება -ალაა მამიკო ალ მიბაძდება ! -ბარბარეეე არგუმენტები გამომელია და როგორ ვაჭამო? -არ ჭამ ხომ? ბათუს აბრაზებ, მოვალ და კიდევ დაგიმატებ ერთ თეფშს -კაი ტო იმხელა თეფში ვაჭამე ამდენს მე არ ვჭამ ... ოჰ ქალბატონო ეკატერინე თქვენ სამზარეულოში? -ბარბი დაგეხმარები ..- ბატუ დააიგნორა და გოგოს გაუღიმა -არ მინდა საყვარელო...დავასრულე უკვე -სირცხვილოო ახალგაზრდა ,შვილიან ქალს აკეთებინებთ ყველაფერს დები ერისთავები? -ოჰ ბატონო წესიერებავ...ასე გიყვარს რძალუკა?- ლიზიკო მიეჭრა წამსვე -რა თქმა უნდა...ვზრუნავ რძალზე რათა ძმაკაცი მყავდეს კარგად! ახლა კი თქვენის ნებართვით მე და ტასუნა დაგტოვებთ- ბავშვი მხრებზე დაისვა და ოთახიდან კისკისით გაიყვანა. -ხელ-პირი დაბანე რა -მიმყაავს -ის დაბანს? -ხო ლიზიკო , ბათუმ და ერეკლეს სხვა მეგობრებმა ისწავლეს ბავშვის მოვლა ჩემი სწავლის განმავლობაში. -ძიძა რატომ არ აიყვანეთ? -მარტივი მიზეზის გამო, ძიძები საშიშები არიან ქმრებს იპარავენ! -მერე სენც მოხუცი აგეყვანა! -არ მინდოდა ,მითუმეტეს დედამთილი მყავდა მაშინ სახლში და მეუღლესაც მივუჩინე საქმე.მართალია ჭირვეულია,მაგრამ არც ისეთი ცუდი აღზრდილია ! მაგიდა გააწყვეს, ბიჭებს დაუძახეს და ყველანი დასხდნენ. ბათუ ისე უბრალოდ იჯდა, მთელი დროის განმავლობაში ტასოს ართობდა. ბექა იბღვირებოდა ბოლო წამამდე. მერე უბრალოდ დაემშვიდობა დას და დისშვილს . ბატუმ ჩანთები ჩააწყო და გარეთ ელოდა დედა-შვილს. ეკატერინე არ დაემშვიდობა ,საძნებელშ ავია მაშინვე როგორც კი ბარბის და ტასოს მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა. ბარგი ჩაალაგა, შემდეგ სასეირნოდ გავიდა და დიდხანს დარჩა გარეთ. მარტო იყო ბათუმ რომ დაურეკა -გისმენთ -ხვალ გადაგიხდი იმისთვის რომ დაუმშვიობებლად გამომიშვი -ღმერთო ცემო,როის მოგბეზრდება ეს ტაკიმასხარაობა -ვიცი რომ იდარდე და ვერ მოისვენე, ახლა დამშვიდდი მშვიდობით ჩავედი სახლში. ბინა შენს გარეშე ცარიელია, კორპუსი მოწყენილია -ნეტავ წლის ირონიას რაიმე ჯილდო არ გააეცემა? _შეგიძლია შენ დააწესო რამე და შევეცდები მოვიგო -სადმე ისეთ ადგილას დაგტოვებდი საიდანაც გამოღწევას ვერ შეძლობ! -ღმერთო რა მელის წინ...ახლავე გინდა მიმისაკუთრო და მხოლოდ შენთვის გამომკეტო ხომ? იცოდე შენს მონად მაინც არ ვიქცევი -მორჩი? თუ კიდევ დიდხანს უნდა ილაყბო მობილურს დავდებ სადმე ,განაგრძე შენ პრობლემა არ არის -რა ბოროტი ხარ -გმადლობ! -მერე მე ვაფრენ -კარგად, იმედია ვერასდროს გნახავ! -შენ რა თვითმკვლელობას გეგმავ? არა ჩემო კაგრო არ იფიქრო მაგაზე, არ ღირს ჩემს მიმართ გაჩენილ ლტოლვას სხვაგავარადაც მოერევი გათიშვასაც კი ვერ ახერხებდ აუკვე, ყოველ ჯერზე ამუნჯებდა და ისეთი რამის თქმას აიძულებდა მისი საუბრის სტილიდან ,ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი რომ იყო. ისევ ისე გაბრაზდა ამდენ ხანს რომ ესაუბრა და მობილური გაუთიშა. შემდეგ მობილურს დახედა და შეტყობინება გახსნა“ვიცი გამითიშავ ,რადგან სიტყვების მარაგი გიქრება ჩემთან საუბრის დროს ,ამიტომ წინასწარ გისურვებ ტკბილ ძილს(სიზმრებში ჩემთან ერთად იქნები ვიცი ) მოვიწყინე სექსუალური მეზობლის გარეშე ! „ - ყეყეჩი ,გამოთაყვანებული,თავკერძა იიოტი! დამესიზმრები არა ...ეგღა მაკლია ! ძლივს დავიმშვიდე თავი ! გამიმწარა სიცოცხლე ! ბალიშში ჩამალა სახე და ძლივს დაიძინა. მეორე დღესაც ცუდ ხასიათზე იყო.კორპუსი რომ დაინახა ლამის აიპარა ბინამდე. ის იყო უნდა ამოესუნთქა ,ჩანთები დადო და კარს მიეყრდნო მისაღებიდან ბაღათურია რომ გამოვიდა ყავის ფინჯნითა და ორცხობილით ხელში -ჩემო სექსუალურო მეზობელო...უკვე დაბრუნდი? ასე ძალიან იჩქარე ? -ღმერთოოო რატომ მსჯი,რისთვის რა დავაშავე ცოდვა მაქვს რამე?-ჩუმად ჩაილაპარაკა, თავი ძირს ჰქონდა დახრილი და იატაკს უყურებდა. -ცდები ჩემო კარგო , ჩემით მხოლო სიკეთისთვის აჯილდოვებს ღმერთი ქალებს -რამდენი კეთილი ქალი ყოფილა საქართველოში,წმინდანთა სამყოფელია -ცდები ჩემო კარგო ,ცდები -ნუთუ ,რა საინტერესოა - ჩანთები საძინებლისკენ გააგორა ,მაგრამ ხალიჩას წამოედო და ისე აყირავდა პირდაპი ბათუს შეეჯახა - ჩემიი კაბააა ...ეს ყავა ამ წამს მოადუღეე? ღმერთო რა ცხელია - თავი დაიხსნა ბათუს მკლავებიდან და საძინებლისკენ გაიქცა. -მე რომ დავიწვი არავინ ღელავ ...ამის დედაც ,მართლა რა ცხელია- ფინჯანი იქვე ადო და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო. სწრაფად მოიშორა და სააბაზანოში შევიდა . ყავის წვეთებს იშორებდა ეკატერინე რომ შეუვარდა -აქ ხარ? სულ ტყუილად გამიხარდა - უკან გამოიხურა კარი და კედელს მიეყრდნო.ბათუ რომ გამოვიდა ჩემოდნის ტარი მიაჩეჩა ხელში -ოჰ გამომიჩინა საქმე - მეორე ჩემოდანიც აიღო და საძინებელში შეიტანა.მერე გამოვიდა და ეკატერინე აიყვანა ხელში =რა ..რას აკეთებ ! -ჩემოდანი შევიტანე და შენ დამრჩი ...უფრო მძიმე ხარ ისე ვიდრე ორი ჩემოდანი -მორჩი ჩემს გაგიჯებას და დამსვი -შენ წარმოდგენაც არ გაქვს გაგიჟება რას ნიშნავს და არ გინდა გაიგო? -არ მინდა ! -ყური ამტკივდა კატუშა რამხელა ხმაზე დამიყვირე?ხელიდან რო გამივარდე მერე რა გიშველო? ხალიჩაზე ვაწვენ კი არ ვისვრი -დამსვი ! -აი ახლა თვალებსაც მიბრიალებ ყვირილთან ერთად და ვატყობ საწოლისკენ გისვრი -ისე მიჭერ მაგ ხელებს დამილურჯდა კანი -თუ შეიძლება ჩემს კომპეტენციაში ეჭვი გეპარება? -ახლა რა სანამ არ დაიღლები მასხარაობით ასე უნდა ვიყოთ? კარგი არ არის პრობლემა გავუძლებ როგორმე მერე იქნებ წელი მაინც აგტკივდეს და შენს ბინაში დარჩე -რა მოეცნებე ყოფილხარ კატუსია...მე კიდე რეალისტი მგონიხარ . შემაცდინე ხომ ხედავ,გამაბრიყვე -მითხარი სიმართლე, ფსიქიატრიულიდან გამოიქეცი ხომ? ალბათ მოჩვენებები გაქვს, შენს სამყაროში ცხოვრობ . მე ვიცნობ კარგ ექიმებს და ქნებ გეშველოს -მომწოონს შენი შემართება, ასე განაგრძე და იქნებ დამშვიდდე -მშიდად ვარ -რა თქმა უნდა მშვიდად ხარ ! მეც ვიცნობ ერთ ფსიქოლოგს , დედაჩემის მეგობარია და გაგაცნობ, გასწავლის თვითკონტროლს - დივნისკენ დაიძრა და ჩამოჯდა. ეკატერინემ მაშვე სცადა წამოდგომა მაგრამ არ გამოუვიდა ისე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა-სად მიიპარები? -იცი პატარა ბავშვი აღარ ვარ და შენ თუ ჩარჩი ბავშვობაში შეგიზლია ვინმე შენნაირი იპოვნო -ჩემნაირი მეორე არ არსებობს, ტყუპი არ მყავს შენ კიდე გიპოვნე უკვე ,გმადლობ შემოთავაზებისთვის -ჩემს კონსტიტუციურად მონიჭებულ თავისუფლებას ზღუავ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვართ . კონსტიტუციური მონარქია, დიქატატორული მონაქრქიაც რომ იყოს შენ მეფის შთამომავალი არ ხარ და უბრალო გლეხი უფლებას ვერ შემიზღუდავს...ეს -რა ენაზე მელაპარაკები? -დამცინი ხომ? -მე? როგორ გეკადება! -ხელები გააჩერე -აჰ ანუ გავაჩერო ხო? -დავიღალეე ..ყელში ამომივიდა. ჩემს თავშეკავებას ხო ბოლო მოუღე,ნერვებიც გამინადგურე, ათასი სისულლე ვთქვი უკვე , აქ რომ გიტანდი ხომ საერთოდ კოშმარია ,მაგრამ დავიღლეეეე ! ახლა ადგები გახვალ ჩემი ბინიდან და აღარასდროს შემოხვალ! არ მჭირდები, არ მინდა საერტო რო მ ვიცნობდნე შენნაირ ჩამოუყალიბებელ, არა შენნაირ ჩამოყალიბებულ მას გიჟს, ავადმყოფს, არანორმალურს ,განუვითარებელ კაცს რომელსაც ნაკლებად ეთქმის განვითარებული ადამიანი . შენ საერთოდ ...არც კი ვიცი როგორ ვთქვა ის ყველაფეირ რაც შეგესაბამება! -როგორც იქნა, მე იდე მეგონა სულ ამ ტაქტიკით ქმედება მომიწევდა. დამღალა ამდენმა მასხარაობამ. ახლა წავალ, დამსვიდდი შენ , სულ მთლა გადარეულიც არ მინდა რომ იყო ! დანარჩენზე გზა და გზა ვიმუშავებთ - წამოდგა ,მშვიდად , სერიოზული გამომეტყველებით ხელი მოხვია წელზე გაშეშებულ ეკატერინეს,რომელიც გონს ვერ მოდიოდა და ისე ააცხრა ტუჩებზე ლოდს გააცოცხლებდა. შემდეგ მშვიდად წავიდა და დატოვა ეკატერინე სრულიად შეშლილი. ……......... სამსახურში დაბრუნდა , ბაღათურია არსად გამოჩენილა. თითქოს განგებ იქცეოდა ასე, ყოველი კოცნის მერე გადამალვა და ეკატერინეს ფიქრების არევა კარგად გამოსდიოდა. ამჯერად სახლშიც არ იყო, თითქოს ზუსტად იცოა როდის გაგიჟდებოდა ეკატერინე და წავიდოდა თავის საქმეებზე. ახალ წელს ოჯახთან ერთად შეხვდა , ელიზაბეტი მხოლოდ ვახშამზე დახვდა შემდეგ კი გიორგისთან ერთად გაატარა მთელი არდადეგები. ეკატერინე კი დედასთან ერთად დადიოდა შეხვედრებზე ,პარალელურად უნივერსიტეტში დადიოდა. ერთ დღესაც ადრე დაბრუნდა და შემთხვევით დაინახა როგორ მიჰქონა ცოტნეს ბათუს ჩემოდანი . -გამარჯობათ პატივცემულო... როგორ ხართ? -კარგად ცოტნე შენ როგორ ხარ? -გმადლობთ კარგად..მაპატიეთ მეჩქარება -მითხარი რომ ახალ ბინაში გადადის ამ სახლის პატრონი ! -არა , არსად გადაის უბრალოდ ცოტა ხნით ჩემთან რჩება .შეუძლოდაა მე კიდე აქ დარჩენა არ შემეძლო და ჩემთან წავიყვანე -რამე ისეთი სჭირს რომ არარ დაბრუნდება? -თვის ბოლოს დავაბრუნებ ,საღ -სალამათს ! -ისე იქცევი ცოტნე ვატყობ ნიშანს არ გაღირსებ -კარგით რა პატვცემულო გამზრდელს ხომ ვერ გავიმეტებ . ნუ ღელავთ უხეში, უტაქტო და ჯიუტია ,მაგრამ თუ აითვისებთ მასალას კარგად დამიჯერეთ სტიპენდიით დაასრულებთ ამ ახალ წელს -გეტყობა მისი გაზრდილი რომ ხარ ! გეჩქარებოდა შენ -ნახვამდიის - სახლში შევიდა და მთელი დღე ფიქრობდა ბაღათურიას ჯანმრთელობაზე. უამრავი მიზეზი ამოუტივტივდა გონებაში გრიპიდან დაწყებული ავარიით დასრულებული. რომ მიხვდა ღელავდა უკვე დედამისთან ერთად იჯდა მაგიდასთან და ქალბატონი სოფიო ჰყავათ სტუმრად . -საყავრელო მისმენ? ეკატერინეე -უკაცრავად ქალბატონო სოფიო რა მკითხეთ? -არ გვისმენდი ეკატერინე? - ნელიმ წამსვე შეიცხადა -მაპატიეთ , საშინელი შაკიკი მაქვს . როგორც სჩანს გადავიღალე ,თანაც საშინელი ყინვებია და სისხლძარღვები შევიწროებული მაქვს . -არაუშავს საყვარელო,რა პრობლემაა.წამალი უკვე დალიე? -დიახ ...რამდენიმე წუთში გაამივლის. რას ამბობდით ? -სოფიოს ვეუბნებოდი რომ ელიზაბეტისგან განსხვავებით რომანტიკოსი არ ხარ და თეთრ ცხენზე ამხედრებულ ღარიბ ბიჭს არ ელი .ის კი არ მიჯერებს რადგან ჰგონია რომ ყველას ისე უნდა შეუყვარდეს როგორც თავად ... -მართალია სიყვარულის მეც მჯერა ,მაგრამ ედა მართალია. მე უფრო რეალისტი ვარ და ვიცი ცხოვრებაში რა მჭირდება საერთოდ არ მგონია რომ იდეალური მამაკაცები არსებობენ და მაინცადამაინც ის იდეალური შეგიყვარდება თავდავიწყებით. ასე რომ როცა დავვოჯახდები ჩემი მეუღლე იქნება ისეთი კაცი როგორიც მჭირდება ! -გარგიგება იყო ფაქტობრივად ჩემი და ვახოს ქორწინება ,მაგრამ იცი როგორი ცოლ-ქმრობა გვქონდა და გვაქვს. უკვე თითქმის 30 წელია ერთად ვართ ... იცი რომ დისკრიმინაციის მომხრე არავარ ,მაგრამ ეკატერინე ისეთ გარემოშ უნდ ამოხვდეს როგორშიც აღიზარდა -დედა გთხოვ არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, ცხადზე ცხადია ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ -არ გეთანხმებით საყავრელო, მახოც ფიქრობს რომ შესაძლებელია იდეალური წყვილი შეარჩიო დააწყვილო და სიყვარული შემდეგ წარმოიშვას. როგორ შეიძლება ყოველთვის გამართლებული იყოს ეს ნაბიჯი, თუმცა როცა თავად გაქვს გააწყვეტილი რომ მთავარი ისაა შენს შვილს როგორი გენეტიკა ექნება და არა ის თუ როგორი გრძNობით შეხედავ ქმარს ალბატ ბედნიერიც იქნები. -ბედნიერება იმდენად ზოგადი ცნებაა ... ვიღაცისთვის ჩემი ბედნიერება უბეურება იქნება . მომიტევეთ უნდა აგტოვოთ, სასიამოვნო იყო თქვენთან საუაბრი, ბატონი მიხეილს მოკითხვა გადაეცით -სად მიდიხარ ეკატერინე? აკი არ მეჩქარებაო? -შეუძლოდ ვარ დედა, თანაც გამახსენდა რომ საქმე მაქვს მოსაგვარებელი ! -ნახვამდის საყავრელო, არაუშავს შეგიძლია წახვიდე. ჩვენთან ერთად ჯდომა მოსაწყენი უნდა იყოს წესით შენთვის -არა რას ბრძანებთ ... მოსაწყენი ნამდვილად არ არის . ნახვამდის . მანქანაში იჯდა ,როდესაც ემილისთან დარეკვა და ცოტნეს მისამართის გაგება გადაწყვიტა. შემდეგ დაფიქრდა ,თავი გააკონტროლა და უბრალოდ სახლში წავიდა,გზად მარკეტში შეიარა, უზარმაზარი კალათით შემოიარა სექციები, ათასი რამ იყიდა დრო გაიყვანა და სახლში პარკებით დახუნძლული აბრუნდა. შემდეგ კლასიკური მუსიკის ფონზე ყველაფერი ამოალაგა და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. ისეთი მივიწყებული კერძები მოამზადა თითქმის რომ აღარ ახსოვდა, ნამცხვარიც გამოაცხი და სავსე მაგიდას რომ შეხედა ელიზაბეტს დაურეკა -გისმენ ეკატერინეე -სად ხარ? -გიორგისთან -ჩემთან გეპატიჟებით შენ და გიორგის! -ქალაქში არ ვართ ! მშვიდობაა? -კი კი ნუ ღელავ...კარგი წავედი. კარგად გაერთეთ ! მობილური რომ გადადო და შოკოლადების პარკს შეხედა ანასტასია გაახსენდა და მაშინვე დაურეკა ბარბარეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბოხი ბარიტონი რომ გაისმა ხმაც კი ჩაუვარდა -გისმენთ ... გისმენთ -ბარბარეს სთხოვეთ თუ შეიძლება? -დაკავებულია და თუ რაიმე სასწრაფოა შემიძლია გადავცე -რამდენად დაკავებულია? ვახშამზე მინდა დავპატიჟო -იცით სააბაზანოში ... რამდენიმე წუთში დარეკეთ მე გადავცემ თქვენს მიპატიჯებას და პასუხსაც გეტყვით -გმადლობთ -ინსტიქტურად გაეღიმა,რას წარმოიდგენდა ბაღათურიას მეგობარი თან ის აღწერილი ტირანი ასეთი ტონით თუ ისაუბრებდა.თანაც სულ არ ჰგავდა უზრდელს . რამდენიმე წუთში ბარბარემ დაურეკა და გამოვალთო უთხრა. სუფრა ლამაზად გაშალა, გამოიცვალა და დაელოდა სტუმრებს. კარი რომ გააღო პირველი ქალბატონი ტასო შევიდა ხელში ყვავილები ეჭირა და უღიმოდა. მისი დანახვისას ბარბარე სულ გადაავიწყდა ისე აიყვანა ხელში და დაუკოცნა ლოყები . -ეც ცენ -მადლობა პრინცესა... მომენატრე იცი? -მეც მომენატლე -მართლა? -ქოო მათლა -ბარბარე მაპატიე ვეღარ მოგაქციე ყურადღება -არაუშავს...როგორ ხარ? -კარგა... იმედია საქმეებს არ მოგაცდინე, უბრალოდ ვიფიქრე დავპატიჟებ-თქო -გამეხარდა ძალიან ... რამდენი რამე მოგიმზადებია,რატომ შეწუხდი -ნამცქვალი ჩენ გამოაცქე? თბილია -ტასოო მოიცადე -ოო მინდა -მე მოვამზადე ყველაფერი ... შეგიზლია მიირთვა პატარა ქალბატონო. მაგიდასთან ისხდნენ და საუბრობდნენ.ტასო აქეთ -იქეთ დადიოდა.მტელი სახლი აათვალიერა აივანზეც იყო ა ბოლოს ბარბარეს მიუბრუნდა -დედააა ეკატელინე ლომ ნათლიაჩ მეზობლად ცქოვლობც იცოდი ჩენ?? -არა არ ვიცოი -ხოო? მე ვიცოდი. ეკატელინე ჩენ იცი ნათლია ლომ ცოტნეცთანაა. იცი ლაგაც გაიწლა მუცელჩი და ტკივა. საავატკოფოჩი კოფილა სქვაგან მელე დაბლუნდა აქ და აქლა ცოტნიკო უვლიიის -არ ვიცოდი მუცელი რომ სტკიოდა ... შენ მოინახულე? -ხოოო მამიკომ მითქლა წამალივით უჩელი ნათლიაჩო და მეც წავედი. კიდე ოლჯელ მივალ ბევლც ვაკოცებ ...ბეეევრ ბევრს და აგალაფელი ეტკინება იცი? -ტასოოო! -იცი ცოტნე ლომ გალეთაა ცულ მალტოა ნათლია . აქამდე ვიგაც ექთანი რჩებოდა მაგრამ ნათლიაჩ ალ მოეწონა და გააგდო -რა ჭორიკანა ხარ ტასიკო? ხომ გაგაფრთხილე ბევრი არ ილაპარაკო-თქო ? იქნებ არ უნდა ეკატერინეს ნათლიაშენის ამბების მოსმენა -ოგოლ ალ უნდა ..იც ქო იცნობც ნათლიას? -ნუ იბუტები საყვარელო...შეგიძლია ისაუბრო მე მოგისმენ - წარბებშეკრულ ბავშვს აკოცა და მუხლებზე დაისვა.მერე ქალბატონი სულ ნატლიაზე უყვებოდა. დამშვდებული ტვინი ისევ აერია ,ბოლოს ერეკლემ დაურეკა და წავიდნენ. გაუმართლა, როდესაც განათლების მინისტრმა სხვა თავის კოლეგებთან ერთად იხმო შემდეგ თავად გაიმარჯვა რაღაც შერჩევაზე და მინისტრებტან ერთად მოუხდა გამგზავრება რამდენიმე დღით არაბეთში. ბატონი მიხეილიც იყო სხვა მინისტრებთან ერთად , თავად შეახსენა თავი ეკატერინეს და მთელი თავისუფალი დრო მასთან ერთად გაატარა. უყვარდა მოგზაურობა და არაბეთშიც იყო ერთხელ ნამყოფი,მაშინაც საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა და ნორმალურად დათვალიერება ვერ მოახერხა . ამჯერად კი უნივერსიტეტიდან თავისუფალი რო ჰქონდა და მინისტრებთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას საუდის არაბეთით ტკბობა არჩია. კიდევ უფრო უკეთ გაეცნო იქაურ კულტურას და კმაყოფილი აბრუნდა სამშობლოში. ლიზიკოსთვის კაბები ჰქონდა საჩუქრად, რამდენიმე თავშალიც შეიძინა. ასევე სამკაულები და სახლისთვის, რამდენიმე სამახსოვრო ნივთი . ლექციებზე ორმაგად უხდებოდა მუშაობა დაკარგული დროის ასანაზღაურებლად . დამატებით ლექციებს ატარებდა ,დილით გადიოდა სახლიდან და ღამით ბრუნდებოდა. ერთ -ერთ საღამოს სახლში შესულ ბაღათურია რომ დახვდა კართან აღარ იცოდა სიხარულისგან კიოდა თუ შიშისგან. როგორც კი შეაბიჯა მაშინვე მიიხურა კარი და კარზე ზურგით ააკრა ბიჭმა, იმდენად ახლოს იდგა რომ მის სუნთქვა სგრძნობდა, სიბნელეშიც კი ანათებდა მისი მწვანე სფეროები შუადღემშვიდობისა მეგობრებო,გადავწყვიტე დღეს ორი თავი დავდო . შუაღამით კიდევ ერთს ავტვირთავ რადგან სავარაუდოდ ხვალიდან 17 მდე ვეღარ დავდებ და ავინაზღაურებ ამ დიდი თავებით იმ დროს . მოკლედ იმედია ისიამოვნებთ . მინდა დაბდადებისდღე მივულოცო გოგონას "ნინო13" იმედია წაიკითხავ და სახალისო საჩუქარი იქნება შენთვის გილოცავ ,ბედნიერებას და ჯანმრთელობას გისურვებ . დღეს კიდევ ვისაც გაქვთ დაბადებისდღე და მე ინფორმაციას არ ვფლობ გილოცავთ <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.