შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობელი,ქმარი და საყვარელი(2)


12-09-2017, 15:35
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 188

ლექციაზე ცოტნე არ დახვდა და ძალიან გაუკვირდა,რამდენიმე დღე რომ გააცდინა შემდეგ უკვე წერა ჰქონდათ და საკითხები დაურიგა ბავშვებს. ვინაიდან სხვადასხვა ფაკულტეტიდან იყვნენ ბავშვები ცოტნეს შესახებ არაფერი იცოდნენ ამიტომ გააწყვიტა მეზობელს წვეოდა. საღამოს აიღო ფურცლები და კარზე დაუკაკუნა. ისედაც საეჭვოდ მიაჩნდა უჩვეულო სიმშვიდე მეზობლის ბინაში ,რამდენიმე წამს რომ არ გაუღო კარი გაბრაზდა,ბოლოს როგორც იქნა გამოხედა ბატონმა,ამჯერადაც თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და ხელში მოქცეულ ფურცლებს მიაჩერდა
-რა გგნებავთ ქალბატონო ეკატერინე?
-სახლში არ შემიპატიჟებთ?-ვერ გაიგო რატომ უთხრა ,მაგრამ სიტყვებს უკან ვერ წაიღებდა-თუ აუცილებლა ტორტით უნდა ვიყო ხელდამშვენებული?
-თქვენ თუ გგნებავთ ქალბატონო კატერინა ...მობრძანდით - გზა დაუთმო და სახლში შეიპატიჟა. როგორც აღმოჩნდა ბატონს ორ სართულზე ჰქონდა ბინები შეძენილი და ერთ დიდ აპარტამენტად ქცეული. საძინებლები მაინცადამაინც კატოს სართულზე ჰქონდა, ქვემოთ ჩაიყვანა კიბით და მისაღებში შეუძღვა-დაბრძანდით გთხოვთ...
-გმადლობ...
-არ მეტყვი რამ შეგაწუხათ?
-ჩემს მასპინძლობას კიცხავდით როდესაც თავად წყალსაც არ მთავაზობთ-ოთახს თვალი რომ მოავლო წამლები დაინახა, პარკთან სისხლიანი ბინტები ეწყო და აშკარად ახალი გადახვეული ჰქონდა წრილობა,თავად არაფერი ეტყობოდა ამიტომ ეჭვი აიღო ეკატერინამ- ყავას დავლევდი ...
-მომზადება არ ვიცი
-მაშინ წვენს
-არ მაქვს... არც წვენსაწური მაქვს
-ალბათ ონკანიც გაფუჭებულია და წყალს ვერ მომიტანთ ხომ?
-გამოიცანი ...ყოჩაღ !
-მაშინ ცოტნე მომიყვანე რაღაცას გადავცემ და წავალ- თვალებში უყურებდა და ისე უთხრა გამომეტყველება არ შეუცვლია, სამაგიეროდ ბათუს გაეღიმა ტუჩის კუთხე შეუტამაშდდა)
-მანქანით მოგიყვანოთ, ვერტმფრენით თუ შევფუთო და ყუთით გამოგიგზავნოთ
-როგორც ვხვები უკვე შეგიფუთავთ ბინტით და უბრალოდ თუ მაჩვენებთ სად არის დიდხანს აღარ შევყონდები
-იქნებ მინდა რომ დიდხანს შეგაყოვნოთ
-თქვენ რომ გენდომებათ იმდენ ხანს ნამდვილად ვერ შემაყოვნებთ ...
-მაშინ გზა ხსნილია...იმედია დაგამახსოვრდა საითაა გასასვლელი!
-გამარჯობა ეკატერინე, როგორ ხართ?- ოთახში რომ შევიდა გადაფითრებული ბიჭი კატომ მაშინვე დაივიწყა ბაღათურია
-მე კარგად ,შენ როგორ ხარ ცოტნე?
-კარგად გმადლობთ
-იმედი მაქვს რომ მართლაც კარგად ხარ... უკეთესად გახდომას გისურვებ! ამათ დაგიტოვებ , ერთ კვირაში წერა გვაქვს და იმედია მანამდე შეძლებ გამოჯანმრთელებას!
-გმადლობთ, არ იყო შეწუხება საჭირო. კურსელს ვთხოვდი
-არ შევწუხებულვარ ჩემო კარგო ... ახლა კი წავალ . თუ დაგჭირდები შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს , დარწმუნებული ვარ იცი სადაც უნდა მიპოვო - ბიჭს გაუღიმა და ისე წავიდა არც გაუხედავს ბაღათურიასკენ.~
ერთ საათში საკუთარი დის გამოფენაზე იმყოფებოდა. ბევრჯერ იყო ნამყოფი გამოფენაზე სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს მაგრმა მსგავსი არაფერი ენახა. ყველა აღფრთოვანებული იყო ნამუშევრების მრავალფეროვნებით და ხარისხით.ყველაფერი იმდენად გამორჩეული, უცხო და ლამაზი იყო რომ ყველა სტილის დამტვალიერებელს მიიზიდავდა. ვინ არ იმყოფებოდა ქალბატონის გამოფენაზე , იმდენად იყო აჟიტირებული გიორგის გამოჩენამდე წამებს ითვლიდა.
-ვერ გავიგე ამდენ ხანს სად წავიდა...ბექაც არ ჩანს არდა დამპირდა მოვალო
-დამშვიდდი და იმაზე იფიქრე რას მოგიტანს ეს დღე
-ყველანი აქ არიან.. ყველას მოსწონს ღმერთოო არც კი მჯერა რომ ზუსტად ისეა როგორც წარმომედგინა.
-ჩემი ფოტოს, გამოფენა არ იყო საჭირო
-ძალიან ლამაზი ხარ ა განსხვავებული, აღიარე რომ საოცრად იღიმი მე კი კამერით ამის დაფიქსირება მოვახერხე.აქ სრულიად სხვა ეკატერინე ხარ
-კიდევ კარგი გაყიდვას არ აპირებ...
-შენ იყიდდი დარწმუნებული ვარ... სად წავიდააა გიორგიი არც მპასუხობს
-უკვე ზარებზე გადახვედი? შეტყობინებას რომ ნახავდა
-არ იცი ...ვერ ხვდები რომ რაღაც ხდება. ასე უბრალოდ არ დაიგვიანებდა, არ ახასიათებს დაგვიანება მითუმეტეს როდესაც იცის როგორ მინდა ჩემ გვერდით იყოს
უკვე ნერვიულობისგან ცუდად იყო უზარმაზარი ეკრანი რომ განათდდა და გიორგის ხმა გაისმა
-დარწმუნებული ვარ ყველანი აღფრთოვანებით შესცქერით ამ საოცარ ქმნილებებს და ერთხმად აღიარებთ ელიზაბეტ ერისთავის ნიჭიერებას. მაპატიებ იმედია შენგან მალულად მოპოვებული კადრებისთვის , მაპატიე გამოუცდელ გოტოგრაფს. ალბათ პირველად გამოჩნდება როგორ მუშაობს ხელოვანი საკუთარ ქმნილებებზე,რომლებზეც ხშირად ვეჭვიანობ .მიყვარხარ ლუ !
მეეჭვება ელიზაბეტს ფოტოებისთვის შეეხედა,პირდაპირ ბიჭისკენ გაიქცა და მოეხვია. შემდეგ აკოცა და ასე გაბრწყინებული მოკალათდდა მის მკლავებში და რამდენიმე ფოტოს შეხედა, ჩანდა როგორ ხატავდა სხვაასხვა ნახატს, თითქოს იქ არც იმყოფებოდა
-მიყვარხარ ... უზომოდ უკიდეგანოდ ვგიჟდები შენზე- ჩუმად ეჩურჩულებოდა და ძლიერ ეხვეოდა
-ჩემი ლუუ
-მარტო შენი ...სულ სულ შენი
ეკატერინე ღიმილით უყურებდა წყვილს და შემდეგ მსობლებისკენ გაემართა . მათი დამშვიდება მოახერხა წყვილის მისვლამდე. ლიზა ალბატ არც გააცნობდა მატ გიორგის რომ არ გამოეჩინა ინიციატივა. იმდენად ზრდილობიანი იყო ყმაწვილი მსობლები აღტაცებაში მოვიდნენ, პირდაპირ სიტყვებს ვერ ამბობდნენ ა ლიზას აკვირდებოდნენ სადმე ხომ არ დაიქირავა ნეტავ ეს ბიჭიო.
მოკლედ გამოფენამ არაჩვეულებრივად ჩაიარა !
......
წერაზე მივიდა ცოტნე და კარგადაც დაწერა ყველაფერი. შემდეგ ჩვეულებრივად დადიოდა და აღარ აცდენდა, ერთ დღესაც ლექციაზე შესულს პირველ რიგში მჯდომი ბაღათურია მოხვდა თვალში, ისე სებრუნდა მჩვენება ეგონა. წინა ღამით ისე ცხადად ესიზმრა ნამდვილად არ გაუკვრიდებოდა რომ მოლანდებოდა. მეორედ რომ შებრუნდა და ისევ დაინახა მისკენ დაიძრა
-აქ რას აკეთებ?!
-ახალი ენის სწავლა მომინდა ...
-სტუდენტი ხარ კიდევ?
-არაა როგორც კარგ სტუდენტს ნება მომცეს...გარიგება დავდეთ მე და რექტორმა შენ არ იდარდო პრობლემები არ შეგექმნება!
-შუა სემესტრია და ვერ ისწავლი...ტყუილად არ დახარჯო დრო
-მართალია ,მე წინ ვარ უკვე და მეტი ვიცი ვიდრე შენ ასწავლი,მაგრამ გადავიმეორებ. განმეორება ცოდნის დედააო ,მჯერა მე მაგის . დაიწყე რაღას უცდი? ბავშვები გელიან
რა გზა ჰქონდა, ხომ არ გაგიჟდებოდა. დაიწყო ჩვეულებრივი ლექცია და ნამდვილად აღარ ფიქრობდა ბათუზე, თუმცა თვალი მაინც გაურბოდა მისკენ. მშვიდად იჯდა და თვალს არ აშორებდა ქალს, პარალელურად გოგონების ყურადღება არ შორდებოდა და იყო განცხრომაში. მართალია დალაპარაკება ვერავინ გაბედა ეკატერინას ლექციაზე ,მაგრამ ყურადღებას ვერ იკრებდნენ. როგორც კი დაასრულა ლექცია მაშინვე აფუსფუსდდა ყველა. შემდეგ ხედავდა როგორ ებაასებოდა წასვლამდე გოგონებს , ნომრებიც გამოართვა და ისე მშვიდად დატოვა შენობა. რამდენიმე ლექციაზე მივიდა , შემდეგ გაღიზიანდა ეკატერინა მისი ბაბნიკობის ამბით და რექტორთან შევიდა.
-გამარჯობათ ბატონო ირაკლი...შეიძლება?
-მობრძანდი ეკატერინე... რამე პრობლემაა?
-განსაკუთრებული არაფერი,უბრალოდ მაინტერესებს როგორ მოხვდა ჩემს ლექციაზე ყოფილი სტუდენტი ,რომელმაც წლების წინ დაამთავრა უნივერსიტეტი .
-ბაღათურიაზე ამბობთ ალბათ... დაივიწყე ეგ ამბავი
-ანუ გაუშვებთ?
-არა ჩემო კარგო ... ის იქნება მანამ სანამ თავად მოისურვებს . რაიმეს თუ აშავებს აველაპარაკები გპირდები,მაგრამ მეეჭვება ასეთი რამ მოხდეს
-კი მაგრამ ეს ხომ კანონარღვევა ასე როგორ
-ჩაატარებ ლექციას ეკატერინე თუ სხვა ლექტორს ვთხოვო შენი ლექციების გადაბარება!= იმენად კატეგორიულად ჟღერდა ბატონის სიტყვები სიტყვა ვეღარ თქვა.
-თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ. აღარ დაგაკარგინებთ ასე მნიშვნელოვან დროს !
კაბინეტიდან როგორც კი გავიდა და კარი მიხურა კედელთან მიყუდებულ ბაღატურიას შეეჩეხა ,ფეხი ფეხზე გადაედო, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და მხრით კედელს მიყრდნობოდა
-რაოო რამ შეგვაწუხაოო კატუსიი?
-რა გინდა ბარათურია? ხომ თქვი სანამ არ დაგწირდები არ მოვალო
-შენს ბინაში ვიყავი და არ მახსოვს?
-ახლა რა ბინის გარდა ყველგან უნდა იყო? შესანიშნავად იცი ფრანგული და მე რაღა უნა გასწავლო,ნუთუ ლექტორი გინდა გახდე
-როგორ მიხვდი? შენს ადგილს ვუმიზნებ
-ორი სიტყვაც რომ თქვა იმდენად სწორად ამბობ ... როგორ ისწავლე ასე კარგად/ვინ გასწავლიდა?
-ფრანგი საყვარელი მყავდა და მთელი ღამე მელაპარაკებოდა - გაუცინა თვალი ჩაუკრა ,კედელს მოშორდა და მშვიდად აქცია ზურგი. მიდიოდა ,მაგრამ ეკატერინაც მიჰყვებოდა
-სხვაზე ალბათ იმიტომ არ მესწრები რომ ათვისების უნარი გაქვს დაკარგული... სხვა ეროვნების საყვარლები არ გყავდა?
-სამწუხაროდ აზიელებს არ ვეტანები... ევროპელები მაკმაყოფილებენ სრულიად აქამდე და ახლა შენ ერთიც მეყოფი პოლიგლოტი . თითო წელი თითო ენაზე რომ მესაუბრო რამდენ ხანში მეცოდინება ყველა ენა რომელიც შენ იცი? - ისე მშვიდად განუცხაა ეს მეტად ტავხეური წინაადება ეკატერინამ სუნტქვაც შეწყვიტა სიტყვები რომ დაეჭირა და არ აფეთქებულიყო იქვე. გვერდით ჩავლილ ლექტორს გაუღიმა და ქალი რომ გაჩერდა ვერ გაიგო რა შეიძლება სდომოდა მათემატიკის ლექტორს .ქალმა ბაღათურია რომ ჩაიკრა გულში და დიდი ოვაციებით მოიკითხა თვალები ბუდიდან გადმოუვარდა
-საყვარელოო აქ რას აკეთებ? როგორ მონეატრერომ იცოდე სადღა არიან შენნაირი სტუდენტები...პირდაპირ გენიოოს
-მეც მომენატრეტ ქალბატონო ნანული და შემოვიარე ხომ ხედავთ
- კი ვამბობდით მეორე პროფესიას აირჩევ და ერთ უნივერსიტეტს არ დაკმაყოფილდება-თქო და მართალი აღმოვჩნდით? საფრანგეთში რომ წახვედი იმის მერე ვეღარ ვიგებდით შენს ამბებს
-არა სამწუხაროდ სხვა პროფესია არ ამირჩევია
-ოჰ შე ზარმაცო ბიჭო ... მააგმრამ მაინც კარგო ! წავედი ახლა ლექციაზე ვაგვიანებ, წარმატებები მუდამ და მუდამ. ისე ჩვენს ეკატერინას საიდან იცნობ?
-მეზობელია და შევხვდი დერეფანში - სიტყვის თქმა არ ადროვა ეკატერინას ისე მოუჭრა და ქალიც ღიმილით გაისტყუმრა, პირდაპირ სათნო, წესიერი და ზრილობიანი კაცის განსახიერება ოყო . პიკი იყო წასვლამდე ხელზე რომ ეამბორა.
-კატუსი შენ არ გაქვს ლექცია?
-ამ ქალზე ლეგენდები დადის ყველაზე მკაცრი და ანჩხლი ლექტორიაო
-ვისზე ტო ნანულიზე ? რას არ მოიგონებენ...ცილსმწამებლები . შენზე კი ამბობენ ყველაზე მაგარი ლექტორიაო , ყოველ მეორეს შენი გა*იმვ* რომ უნდა ალბათ მაგიტომ ხარ ასეთი პოპულარული- მისკენ გადასწია თავი და ჩუმად უთხრა ყურში .მერე ისევ გასწორდა და მშვიდად განაგრძო სვლა
-ლექციაზეც მაგიტომ მესწრება ზოგიერთი,ალბათ ჰგონია რომ ასე მაინც გამაგიჟებს! - ცხვირი მაღლა ასწია ზურგი აქცია და ერთ-ერთი აუდიტორიისკენ გადაუხვია.
ერთ-ერთ ლექციაზე ბაასი გააბა სტუდენტ გოგონასთან და ქალბატონი ეკატერინაც წამსვე განრისხდა. გგონიათ იყვირა? ან შენიშნა მისცა? უბრალო გაჩუმდა ,წერაც შეწყვიტა დაფას მოშორდა და ყველას სთხოვა წყვილისკენ გაეხედა
-ყველას ვთხოვ მათ მოუსმინოთ ,არწმუნებული ვარ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ ასეთი აღტაცებით! გთხოვთ,რატომ გაჩუმდით?
-ქალბატონო ეკატერინე მე ...
-სალომე გელოდებით... დრო ფულია ჩემო კარგო ახსენი და ერთი ლექციის გასამრჯელოს გააგიხდი ან შენს მეწყვილესთან ერთად აუდიტორია დატოვე!
-ორივემ უნდა ვისაუბროთ ქალბატონო კატრინე თუ ერთ-ერთმა?- ისევ ისე არხეინად მჯდომმა მიმართა და თავი გევრდით გადახარა პასუხის მოლოდინში
-თქვენ აპირებთ ალბათცონის გადმოფრქვევას, გთხოვთ წინ გამობრძანდით
-როგორ გეკადრებათ... მე არც მიფიქრია, სხვაგვარა ავანაზღაურებ დანაშაუულს დამიჯერეთ!
-ყველა დანაშაულს თავისი საფასური აქვს, ჩემს ლექციაზე იცით რას წარმოადგენს სასჯელი!
გოგონა წამში გასასვლელად მოემზადა ,მაგრამ რომ შეხედა ბაღათურია ადგომას არ აპირებდა გოგოც გააჩერა
-უკან გადაჯექი სალომე !
-მე როგორ მოვიქცე პატივცემულო?- იმდენად ირონიულად ჟღერდა მისი ხმა, ისე უყურებდა რომ თავის შეკავება ძლივს მოახერხა ეკატერინემ . პასუხიც არ გასცა, არად ჩააგდო ზურგი აქცია და წერა განაგრძო. ლექციის დასასრულს აუდიტორია პირველმა დატოვა ,გვერდით რომ დაუდგა ბათუ თვალები დახუჭა
-რა გინდა!
-პატარა ბიჭვით რომ დამტუქსე ხვდები?
-გინდოდა პატარა ბიჭივით მოგქცეოდი და მიიღე კიდეც ის რაც გინდოდა. რა უთხარი იმ ბავშვს რამდენი წლის ვრო
-სრულწლოვანია... 22 წლის ვარო...ჟურნალისტია მუშაობს კიდეც არ მითხრა რომ პედოფილი ვარ
-ავადმყოფი ხარ და კონკრეტულად რა ტიპის ვერ გეტყვი !-მკაცრად განუცხადა და სწრაფად წავიდა წინ. მანქანაში მოთავსდდა და იქედან აორთქლდა. იმ დღეს ბოლოჯერ დაესწრო ლექციას ბატონი , რამდენიმე კვირის შემდეგ როცა დილით სახლიდან სავარჯიშოდ გადიოდა მეზობელი ბინიდან გამოსული სალომე შეეჩეხა . გოგო გაფართოებული თვალებით უცქერდა და ვერ იჯერებდა რომ საკუთარლექტორს ხედავდა. მშვიდად მიესალმა და გზა განაგრძო. უკან დაბრუნებულს აივანზე დახვდა ბატონი, თავად საუზმობა დაიწყო,მაგრამ ბაღათურია სიგარეტს ეწეოდა და არ ისვენებდა.
-რატომ მიყურებ!
-შენი აზრით?
-შენთან დაკავშირებით აზრები არ მაწუხებს!
-ერისთავი ხარ ნამდვილი რა... დადიანების ნაცვლად მგონი შენ დაგსვამენ დედოფლად მონარქია თუ აღდგება!
-სალომემ კარგ ხასიათზე დაგაყენა როგორც ჩანს
-არ მითხრა რომ წუხელ მისი ხმა იცანი
-ყურის საცობების დიდი მარაგი მაქვს !
-კაიი? აი რას ნიშნავს ჭკვიანი ქალი, წინა მეზობელსაც რომ გამოეყენებინა ეს ხერხი არ დავკარგავდი იმათ... შენნაირი მოსწაყენები მაინც არ იყვნენ
-ლექციაზე მოსვლა რატომ გადაიფიქრე?
-მივხვდი რომ შენგან რაიმეს სწავლა შეუძლებელია, ცუდი გადმოცემის უნარი გაქვს. იცი ,მაგრამ ვერ ხსნი
-ან სალომე გჭირდებოდა, მიიღე და შენი საქმეც დასრულდა!- ეს რომ უთხრა პირდაპირ თვალებში ჩახედა და წამსვე დაინახა ბათუს გაოგნება.
-გგონია რომ კონკრეტულად რომელიმე ქალი მჭირდება?
-არა , კონკრეტულად ინფორმაცია რომელსაც ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგო მარტივად დათმობდა- ბაღათურიამ მარტივად რომ ისკუპა და მის აივანზე აღმოჩნდა ინსტიქტურად დაიხია უკან.
-ფსიქოლოგიას განსაკუთრებით კარგა ეუფლებოდი ალბათ!
-მაღალი ქულები მყავდა... ყველაზე კარგი უნივერსიტეტის ისტორიაში !
-შენგან რა მინდა ისიც გეცოდინება
-ავიჯერო რომელიმე ნამარხიდან მოპარულ ნივტს ფლობ და წარწერის გადატარგმნა გინდა?
-კარგი რა კატუშ არ გრცხვენია მაინც? შენნაირ მილედის განა ეკადრება ამდენი ირონია ,დაცინვა და ადამიანის გრძნობებზე თამაში?
-ვიფიქრებ პასუხზე-თქო ვერ დაგპირდები ,მაგრამ შევეცები დრო დავუთმო ამ საკითხს რა მეკადრება და რა არა შენთან ურთიერთობისას. ახლაა კი ზემეტად აცივდა ,აივნიდან გადასვლისას შეეცადე არ ჩავარდე !- ლანგარი აიღო და აივანი დატოვა.
შუაღისას მშობლებთან წავიდა, შეკრება ჰქონდათ ძველ მეგობრებს და ისიც შეუერთდდა. რა თქმა უნა ყველა მათი წრიდან იყო , ელიზაბეტი ვერ ჩერდებოდა ამ გარემოცვაში ეკატერინე კი თავიდანვე გამოირჩეოდა მათთან ურტიერტობით. ყველას იცნობდა და შეეძლო ნებისმიერ თემაზე ესაუბრა .ალბატ არ მოიზებნებოდა მათ წრეში ადამიანი ვინც ეკატერინეს არ იცნობდა და მისით მოხიბლული არ იყო. ლიზას თქმით ეს მოსაწყენი საუბრები ნამდვილ მუმიების შეკრებას ჰგავდა ეკატერინესტვის კი ყველაზე დიდი სიამოვნება განათლებულ ხალხთან საუბარ წარმოაგენდა.
ჩაის მიირთმევდნენ და ერთ-ერთ მეცნიერულ კვლევაზე საუბრობდნენ დაგვიანებული სტუმარი რომ შეუერთდდათ.
-ნელიკო ჩემო საყვარელო როგორ ხარ?
-სოფიო აღარ გელოდით, მეგონა ვერ მოიცლიდი ხომ თქვი ვახშამზე ვარ მიწვეული მიხეილთან ერთადო
-მახო სასწრაფო საქმე გამოუჩნდა პრემიერმინისტრმა დაიბარა და ის ვახშამიც გადაიდო მე კიდე აქეთ წამოვედი ისე მინდოდა თქვენი ნახვა- ყველას გაუღიმა მზერა მოავლო დივანზე და სავარძლებზე მოთავსებულ ქალებს და უცებ შეაჩერა მზერა ეკატერინეზე- ნელიკოოო არ მითხრა რომ ეს მშვენიერი ქმნილება შენი ეკატერინეა
-არ გითხრეს რომ დაბრუნდა? ეკატერინე საყვარელო სოფიო არ გახსოვს? შენს ბავშვობაში ხშირად დადიოდა ჩვენთან . მამას თანაკურსელის მიხეილი მეუღლეა
-მსმენია ,მაგრამ სიმართლე გითხრათ ბავშვობის წლები ბუნდოვნად მახსოვს .როგორ ბრძანდებით? ბატონი მიხეილი როგორაა?
-არაჩვეულებრივად საყვარელო ... როგორი მშვენიერი ხარ ნამდვილად არ აჭარბებდნენ შენზე საუბრისას
-გმადლობთ
-დედიკო მიხეილი განათლების მინისტრია უკვე ერთი წელია
ამ ინფორმაციას ნამდვილად არ ფლობდა, ზოგადად არ ისმენდა ხოლმე ჭორებს და არ კითხულობდა მშობლების მეგობრების ამბებს. ამჯერადაც არ მიუქცევია ყურადღება ამ ფაქტისთვის, ბევრი მაღალჩინოსანი მეგობარი ჰყავდათ და განსაკუთრებული არაფერი იყო ამ ამბავში.
საუბარი საღამომდე განაგრძეს შემდეგ ლიზიკოც შეუერთდდათ უბრალოდ ეგონა რომ წასულები იქნებოდნენ და სახლში აპარვა ვერ შეძლო.მისი გამოფენის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ და ლიზიკოს ქებაზე გადავიდნენ. გიორგის სესახებაც იცონენ და ნელიკოს ქება რომ გაიგეს შემდეგ ეკატერინესაც ჰკითხეს დაკავებული იყო თუ არა. ბოლოს ყველაფერი რომ მიმოიხილეს წავიდნენ და დარჩნენ მხოლოდ ერისთავები.
-იმ ბიჭს როდის დაპატიჟებ ჩვენთან?
-ვინ ბიჭს?
-ელიზაბეტ ბევრი ბიჭი გყავს?
-რატომ უნდა დავპატიჟო? რომ გაიცანით
-ეგ გაცნობა იყო?
-ჩემი მეგობარია და არა საქმრო ... სახლში რატომ უნდა დავპატიჟო დედა?
-უკვე ყველაფერი გავიგე მის შესახებ, მის ოჯახზეც და საერთოდ სანათესაოზეც .არაჩვეულებრივი ბიჭია , შენთვის ზედმეტიც კი და იცოდე რომ დაშორდე შენი სიგიჟეების გამო მერე ჩვენი სახელი არ ახსენო
-დედა რა გააკეთე?
-დედამისი გავიცანი,მართალია ჩვეულებრივი დიასახლისია ,მაგრამ განათლებული ქალი ჩანს, ზრდილობიანი და წესიერი ოჯახია.
-სად გაიცანი დედამისი...შენ რა მასთან მიდი და უთხარი ჩემი შვილი შენს ბიწ სუყვარსო თუ ქორწილის თარიღიც დათქვით უკვე
-ელიზაბეტ თავი გააკონტროლე, ისე გავიცანი რომ ყველაფერი შემთხვევითს ჰგავდა. ჩემი ხათუნას დეიდაშვილი აღმოჩნდა და მაშინ ვესტუმრე მეც როცა ისიც იქ იყო. გიორგის მამა არქიტექტორია თანაც საკმაოდ კარგი . ბიჭს ორი პროფესია აქვს აქრიტექტორიცაა და ეკონომისტიც , საქმიანია, სრომისმოყვარე და საერთოდ შენთვის შესაფერისი კანდიდატია. ჩემი ეკატერინესთვის დავიწუნებდი,მაგრამ შენ ისეთი ხარ ვინმე რეციდივისტს გადაეყრები ბოლოს
-მოსმენაც კი აღარ შემიძლია უკვე... ნუთუ არ გრცხვენია დედა. ასე როგორ დაეცი რომ გკითხონ ნამვილი ქალბატონი ხარ და ესაა სწორი>?
-დიახაც რომ სწორია...ქალიშვილების ბედნიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო
-ანუ მეოცე საუკუნესი ვბრუნებით როდესაც დეები ატას ზღაპარს თხზავდნენ გოგონების გასათხოვებლად. ეკატერინემ დაკვრაც იცის, განათლებულიცაა, დახვეწილი მანერებიც აქვს, ლამაზიცაა და პირველი ის რომ გაათხოვო არ გინდა?
-ეკატერინეს თავისი განათლებისა და აღზრდის შესაფერისი საქმრო ეყოლება და შესაბამის ოჯახში შევა , შენ შეეშვი მის ცხოვრებას და საკუთარს მიხედე!
-დედა ვფიქრობ ზედმეტი მოგივიდა, ამ შემთხვევაში არ იყო საჭირო ყველაფრის გამოკვლევა ისედაც ხომ ნათელი იყო გიორგის ხასიათი და უბრალოდ დროს მივენდოთ
-საყვარელო ეკატერინე, დროს რომ მივენო შენი საყვარელი დაიკო ყველაფერს გააფუჭებს
-ახლა რომ გისმენ ცოლობაც რომ მთხოვოს გიორგიმ მაინც არ დავთანხმდები!
-აი ხომ გესმის რას ამბობს ეს გადარეული ...ხომ არის ღირსი სულ სხვა ვინმეზე გავათხოვო
-დედა ,გთხოვ ნუ ხარ ასეთი რადიკალური . ელიზაბეტი რომანტიკოსია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ქორწინებისთვის და ძალიან გთხოვ შევეშვათ ამ თემაზე საუბარს !
-ნუთუ შენც მის მხარეს ხარ
-დედა რეალურად ორივენი ელიზაბეტის მხარეს ვართ, ორივეს მისი ბედნიერება გვსურს და დამიჯერე აუცილებად იქნება ბედნიერი . ქორწინება კი არ სჭირდება ამ ეტაპზე რადგან სწავლაც არ დაუსრულებია,ჯერ კიდევ არ არის წარმატებული თავის პროფესიაში
-პროფესიაში ...პროფესიაც ისეთივე არეული,დაუგენელი და ქაოტური აირჩია როგორიც თავადაა. განა გაიგებ როის იქნება წარმატებული? შესაძლოა წლები დასჭირდეს , დაბერდეს და მოხუცებულობაში გაიყიდოსი მისი ნახატები
-მაგრამ მაინც ეკატერინეს აუჯერო სჯობს ჩემს გაგიჟებას დედა! ნუ მაიძულებ ისე წავიდე რომ ვერ მიპოვოთ!= ლიზამ უცებ მიახალა და სახლიდან წავიდა. ეკატერინემ ძლივს დაამშვიდა დედა და თავადაც დატოვა მშობლიური კერა.
სახლში დაბრუნებულს მალევე დაეძინა.დილით ფარდის გადაწევის ხმა გაიგო და მზის სხივებიც წამსვე დაენათა , გვერდი იცვალა და შემდეგ გაიაზრა რაც მოხდა. წამსვე წამოჯდა და ფანჯრისკენ გაიხედა .რაფაზე ჩამომჯდარ ბათუს რომ შეხედა სუნთქვა შეეკრა
-დილამშვიდობისა კატო ... როგორ გეძინა?
-მძინავს ისევ, ახლა ბალიშზე დავდებ თავს მერე ფარდები გადაიწევა. ეს არსება გაქრება ჩემი საძინებლიდან და კიდევ ერთი საათი მშვიდად ვიძინებ-თვალები დახუჭა და ბალიშზე თავი დადო
-დაიძინე,მეც გავქრები და შენ მანქანაზე დაცემული ხეც აორთქლდება
-რა აორთქლდება? ჩემი მანქანა... ეზოში დავტოვე და როგორ
-სახლში ხმა რომ არ შემოდის მაგას დააბრალე... ხე წაიქცა და შენს საყვარელ მანქანას დაეცა
-და შენ რა გახარებს... რა გგონია რომ შენ დამჭირები პრობლემის მოსაგვარებლად?
-ახლაც რომ ამაზე ფიქრობ...არა მე კი ვიცი რომ მთელს უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია და საერთოდაც შენს კარზე არსებული კოდი დაიბლოკა ,სახლიდან ვერ გავალთ გარეთ წყალდიდობაა და მანქანაც დაგემტვრა, ალბათ მობილურითაც ვერ დაუკავშირდები ვერავის და ვინ გყავს შენი საყვარელი მეზობლის გარდა? არ უნდა დაგელია მეორე აბი - გაიცინა სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ეკატერინე შეათვალიერა
გათიშული დდიოდა რამდენიმე წუთი, რომ მიხვდა სრულ სიმართლეს მოახსენებდა ბაღათურია და გარეთ მართლაც წყალდიდობა იყო, წვიმდა და ქარიშხალიც იყო. კარზე დაყენებული სიგნალიზაცია თუ პრობლემა გახდებოდა ვერ იფიქრება, არადა ბაღათურიას მოშორებას გეგმავდა და ახლა მასთან ერთა ჩაკეტილი აღმოჩნდა. კარი ვერანაირად გახსნა, გასაღებით კი გააღო მაგრამ ავტომატური ჩაასაკეტი ვერანაირად გახსნა. უკან რომ მიიხედა ბარათურია სამზარეულოში იყო წყალს სვამდა
-აბა? რამე ხომ არ გგნებავთ?
- შენ როგორ შემოხვედი
-აივნის კარი ...გინდა გადაგიყვანო ჩემთან?
-მინდა გადახვიდე შენთან და დარჩე იქ
-დარწმუნებული ხარ რომ მარტო გინდა ყოფნა?
-შენ არ დაიღალე აივნებზე ცოცვით?
-როგორ უნდა დაგღალოს იმ საქმემ რასაც არ აკეთებ? მაცივარი სავსე გაქვს თუ რამე მართლა გადავძრეთ აივანზე
-რა ჭკვიან ჰყავხარ საქართველოს...იმედი მარტო ერთი ხარ
-ერთი ვარ და ისიც შენთან ვარ კატიუშა
-სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ - სააბაზანოში შევიდა და რამდენჯერმე გადაკეტა კარი. შემდეგ შეამოწმა ხომ კარგადაა ჩაკეტილიო და შემდეგ გაიხადა. წყალი რომ გააივლო და კაბინის კარი გახსნა ნიჟარასთან იდგა ბათუ და ხელებს იბანდა
-ააააააააა-წამსვე დაიყვირა და კარი მიხურა -როგორ შემოხვედი..შენ რა კარებში ძვრები?
-გავაღე და შემოვედი...უბრალოდ სხვა სააბაზანო არ გაქვს და ვეღარ ვიკავბი
-გახვალ ამ საუკუნეში თუ
-აქ უნდა დავრჩე
-გამოდი მე რას გიშლი ? ისე შესანიშნავად ჩანს აქედან ყველაფერი
-გადიხარ თუ არა!
-ხელი ხომ უნდა დავიბანო არა?
-ამდენ ხანს ხელს იბან?
-იმ საპნის სუნი არ მომეწონა და მეორეს ვეძებ
-დამცინი ხო?
-როგორ გეკადრება...აი გავდივარ
კართან მივიდა და სახელური ჩამოსწია
-უუუფს არ იღება...მგონი ჩავიკეტეთ !
-რაააააა?
-ერთხელ კიდე დაიყვირე და სახლი დაინგრევა მთლიანად.....ამის დედაც მართლა არ იღება
-მატყუებ ხომ? ასეთი სულმდაბალი ხარ დავიჯერო?
-კარგი რა ეკატერინა რომელი შიშველ ქალზე დახამებული მე მნახე. მართლა ცაიკეტა
-პირსახოცი მომაწოდე!
-შინისფერი?
-ხო!
-აჰა ინებე ... -კაბინიდან გამოწეულ ხელში მისცა პირსახოცი და შებრუნდა.. მალე კარი გაიღო და პირსახოცში გახვეული გამოვიდა, შემდეგ საკიდიდან უზარმაზარი ხალატი ჩამოიღო ჩაიცვა სანამ შებრუნდებოდა ბაღათურია და ისე აენახა.
-რა სჭირს კარს...
-როგორც ჩანს ისედაც გაფუჭებული იყო საკეტი
-სენ რომ გააღე როგორღაც მაშინ გაფუჭდა ალბათ. ახლა როგორ გავიდეთ აქედან?
-მადროვე და გავალთ!
-შენ რა ქურდი ხარ?
-საიდან დაასკვენი?
-სასაცილოა? სახლში ისე სემოდიხარ თითქოს კარების გაღების ესპერტი ხარ...ან გასაღებებს ამზადებ და კარებებს ან ქურდი ხარ
-აუცილებლად ქური უნდ ავიყო?
-ხო აბა გასაღებების გამკეთებელს არ გავხარ!
-იქნებ კარის გასაღები მქონდა !
-ახლა რომ სიგნალიზაცია დავაყენე და ისედაც ჩაკეტილია კარი?
-ჩაკეტვამდე შემოვედი- რაღაც გადაატრიალა და კარი გააღო. პირველი გავიდა და ეკატერინაც უკან გაჰყვა
-როგორ... კი მაგრამ სანამ მეძინა აქ იყავი?
-კონკრეტულად მანდ არა!
-ბაღათურია სად იყავი ღამით?
-კონკრეტულად გაინტერესებს?
-პატარა ბავშივით ნუ იქცევი!
-რაშდენს ფიქრობ ჩემზე ...ალბათ მაგიტომ მხედავ ყოველ ღამით სიზმრად. წინასგან განსხვავებით წინა ღამით ეროტიული სიზმარი არ გინახავს ხო?
-შენ რა ყოველ ღამით შემოდიოდი?
-არა რა თქმა უნდა! ღეს უბრალოდ დაემთხვა, ვიფიქრე მეზობელს დავხედავ მარტოა ამ ქარიშხალში რამე ხო არ უჭირს-თქო და კი გამოვიკეტე აქ! შენ წარმოიდგინე უამრავი სამქ ემქონდა !
-შეგიზლია წახვიდე აივნიდან!
-შემიძლია ,მაგრამ შენ გინდა რომ მარტო დაგტოვო?
-მე არ მითხოვია მოსვლა!
-მაგრამ გჭირდები! -მეორე ოთახიდან ესაუბრებოდა სანამ ჩაიცვა და საძინებელი დატოვა . შემდეგ საათს შეხედა და სამზარეულოს მიაშურა. საუზმის მზადება დაიწყო , ბაღათურიაც არ ლაპარაკობდა , იჯდა დივანზე და შორიდან უყურებდა . მაგიდასთანაც ჩუმად დაჯდა ა ისე ისაუზმეს სიტყვა არ უთქამთ. ალაგებაში დაეხმარა და მერე დივანზე დაბრუნდა
-ახლა ასე უნდა ვისხდეთ?
-რა გინდა რომ გააკეთო? მე რამეს წავიკითხავ, საქმეები მაქვს.
-ისევ სწავლოობ რომელიმე ენას?
-ვსწავლობ!
-სულ რამდენი იცი?
-ვიცი 7 და მესმის
-ა კიდევ რამეს სწავლობ?
-5 ენა მეც ვიცი
-ყოჩაღ- ცინიკურად გაუცინა და მაგიდასთან დაჯდა სადაც ლეპტოპი და წიგნები ელაგა.
-რომელ ენას სწავლობ ახლა?
-სპარსულს ,გაინტერესებს?
-არა გმადლობთ მე მხოლოდ ის მაინტერესებს გიორგისთან რა ურთიერთობა გაქვს
-ნუუ არ იცი
-შენი დის უბრალო ბიფრენდია თუ უყვარს?
-როგორც ვიცი უყვარს! შენ და გიორგის რა პრობლემა გაქვთ?
-მე და გიორგის პირადად არაფერი, სამაგიერო ჩვენს მეგობრებს აქვთ რაც საკმარისი იყო იმისთვის რომ აქამე მისულიყო ჩვენი ურთიერთობა
-მიკვირს რომ ასე მარტივად მიპასუხე
-მეეჭვება სამთავრობო საიუმლო იყოს ... რატომა რ უნდა მეთქვა? კიდევ თუ გაინტერესებს რამე შეგიძლია მკითხო
როდის მიხვდები რომ ჩემთან არაფერი გამოგივა და შემეშვები?
-იმედები უნდა გაგიცრუო !
-ნუთუ
-ზედმეტად ტროპიკული ხარ იმისთვის რომ ხეიდან გაგიშვა!
-ავადმყოფ ხარ , სექსისტი ავადმყოფი
-ცილს მწამებ, საერთოდაც აღემატება ჩემი შენთან დაკავშირებული გეგმები ხორციელ კავშირს ! თუმცა სექს*თ თუ დავიწყებთ არ იქნება ურიგო
-ზედმეტად პირდაპირი ხარ... ზედმეტად მარტივი და ავხორცია შენი მიზნები
!-მარტივი და თან ავხორცი? და შენი გეგმები როგორია?
-სრულიად ადეკვატური ჩემს ცხოვრებასთან შეთავსებული და ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე!
-შეეშვი მაგ წიგნს და ისე ვილაპარაკოთ
-არ მინდა ,გმადლობ!
-აქეან გასვლაც არ გინდა?
-აივანზე დავდგე და დახმარება ვითხოვო/
-ჩემთან გადავიდეთ...ყოველ დილით ვარჯიშობ და აივანზე ვერ გადაძვრები?
-ერთია რისი გაკეთება შემიზლია და მეორე რას გავაკეთებ!
-აივანზე გადასვლა მიუღებელი ცოდვაა?
-ერთმანეთის არ გვესმის და რატომ ვსაუბრობთ?
-მე შესანიშნავად მესმის შენ ეტყობა ნაადრევად შემოგიტია ასაკმა
-კომპლიმენტს მეტყვი მერე? რომელი დავიჯერო
-კომპლიმენტი ! ახლა კი წამოი გავიდეთ!
-ასე ძალიან თუ გეჩქარება სეგიზლია დამტოვო!
-არ მინდა იყოს! მოიცვი ქურთუკი ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ!
--არ გადმოვზვრები აივანზე!
-მე გადაგიყვან
-მითუმეტეს!
-რამენი საათია ეს უაზრო დიალოგები მაწუხებს და ახლა მართლა აგიხვევ პირს და გადაგაგდებ ჩემს აივანზე!
-ნამდვილი ხეპრე ხარ იცი?
-გმადლობ კომპლიმენტისთვის ახლა წამოხვალ?
-რა უაზროა შენი აქ ყოფნა და ამ თემაზე დისკუსია!
-აი შევთანხმდით ხედავ?
-ბრავოოო რა მიღწევაა ? კარი იცი საიტაცაა შეგიძლია გახვიდე!
-როგორ ვერ ვიტან როცა ძალის გამოყენება მიწევს შენთან მითუმეტეს! -ხელი მოხვია მხარზე გაიდო და კარისკენ დაიძრა.
-რას აკეთებ,ამსვი...დამსვი ხომ არ გაგიჟდი .ღმერთო ჩემო რა სიველურეა ასე როგორ შეიძლება ..შენ რა გადახტომას აპირებ? ორივე მოვკვებით შენთან ერტად სიკვდილს თან ასეთ ფორმაში არ ვაპირებ1 დამსვიიიიიიიიიიიი აააააააააააააააააააააააააააა -თვალებდახუჭული იდგა ა კიოდა
-გამოვედით უკვე
-მოიცა როგორ...რა .სად როგორ რანაირად კი მაგრამ იქედან აქ .ახლოსაა მაგრამ ჩემიანად როგორ შენ რა ვამპირი ხარ?
-მაქცია!
-ნუ იცინი !
-რატომ არ უნდა გავიცინო/
-არ ვიცი ... უბრალოდ არ გაიცინო ! მე ..მე წავედი უნდა წავიდე. ფულიც არ მაქვს .ასე როგორ უნდა წავიდე - ტანზე დაიხედა შარვალი, მაისური და ჟაკეტი ეცვა, ფეხზე სახლის თბილი ფეხსაცმელ .
-მე წაგიყვან შენს მშობლებთან!-აივნის კარი გააღო ა სახლში შევიდა. ეკატერინეც იზულებული იყო აჰყოლოდა. ,სიგიჟემდე უნდოდა გამოელანძღა ენას კბილებს აჭერდა სიტყვა რომ არ ეთქვა.
-ფული მასესხე და ტაქსით წავალ!
-ტაქსისტი ძვირს გამოგართმევს... მე მირჩევნია წაგიყვანო- გაიცინა ა სახლის კარიც გააღო-აბა მოდიხარ თუ დარჩები ჩემტან?
-მოვდივარ..აქ რა მინდა- უცებ მიაყოლა და სახლიდან გავარდა.
სვიდი სართული ფეხით ჩაიარეს , შემდეგ ავტოსადგომში ჩავინენ და ბათუს მანქანაში ჩასხდნენ. ისე სწრაფა დაძრა მაშინვე უთხრა ეკატერინემ სისწრაფის მეშინიაო და
-ნუ მატყუებ!
-არ გატყუებ
-ვიც რომ არ გეშინია ! - ისე გააქროლა მანქანა კატს თვალები გაუფართოვდა,რომ ჩაისუნთქა ამოსუნთქვა სახლის დანახვისას მოახერხა და წამში გავარდა მანქანიდან.
-მადლობასაც არ მეტყვი?
-არა !
-სახლისკენ დაიძრა და მანქაისკენ არც გაუხედავს ,მხოლოდ ხმა გაიგო .
სახლში რომ შევიდა ,მშობლებს მოკლედ უთხრა ბინიდან წამოსვლის მიზეზი და საძინებელს მიაშურა შემდეგ გაიაზრა რომ მისამართი ნათქვამი არ ჰქონდა ბათუსთვის და მან თავა იცოდა ეკატერინეს მშობლების ადგილსამყოფელი.
ლიზა დაბარებულივით მმივიდა და მანაც ყველაფერი უამბო, ლიზამ კი თავისი კვლევის შედეგები გაცნო
-მე გეტვი რატომ აქვთ დაძაბულობა მბაღათურიასა და ჩემს გიორგის
-რატომ
-ბექას და ბაღათურიას ძმაკაცმა მოიტაცა წლების წინ. გოგოს არ უყვარდა თურმე ,მაგრამ მაინც იქ დარჩენილა. ბექა და გიორგი როგორ იქნებოდნენ წარმოიდგინე. ეს ბიჭი ნამდვილი ურჩხული ყოფილა,მანამდეც არ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა და ახლა ისევ არ აქვთ თურმე. ნუ არ ომობენ ,მაგრამ არც ურთიერთობენ. იმ გოგოს ბარბარე ჰქვია და შვილი ჰყავს უკვე
-თუ არ უყვარდა რატომ დარჩა. რა სისულელეა, ალბათ უყვარდა და ძმას თქმა ვერ გაუბედა . ამის ძმაკაცი რა იქნება წარმოდგენაც არ მინდა, ან რომელი საუკუნეა რა დროს მოტაცებაა
-მე რა ვიცი ეს გიორგის კი არ მოუყოლია , ისე გავიგე . ჩემი მახვილი თვალი და ყური ხომ იცი ყველაფერს ხედავს და ისმეს. ბაღათურიაზე ვერ გავიგე ვერაფერი ,საერთო არ ახსენებენ . მხოლო ის ვიცი რომ საშიში, თან სანდო , ერთგული და სამართლიანია როცა მის მეგობრებს არ ეხება საქმე. მაშინ მიკერძოებული ხდება და სიმართლეს ვერ აღიქვამსო . ბევრი იცნობს მაგათ წრეში დაპატივსაც სცემენ. არ გამიგია ვინმე აწამა და მოკლაო, მაგრამ გოგოები ამბობდნენ ძალიან ფიცხია და მკაცრიო,არავის არაფერს პატიობსო . ქალებს წინდებივით იცვლის, სახელებიც კი არ ახსოვსო,გოგოებზე იმდენი რამე მოომიყვეს სიცილით მოვკვდი წვეულებებს ხშირა აწყობს იმ თავის აპარტამენტში ეგ კი იცი ისედაც
-სხვა რა გინდოდა რომ გაგერკვია...აგენტი 007 ხარ
-შენ ის გაგიჯებს ასეთ სულელურ დიალოგებს რომ იწყებ და ვეღარ სრულებ. სულ რომ გაოცებს და ვერაფერს უხერხებ
- როგორ შეიძლება მე და მან ნორმალურად ვისაუბროთ . ცა და დედამიწასავით განსხვავდება ჩვენი აზროვნება, ცხოვრება და საერთოდ სრულიად სხვადასხვა ვართ ! ძალიან კარგად იცი როგორ ადამიანებთან ვურტიერთობ
-ნორმალურებთან არა...შენ მოკვდავებს არ გვესაუბრები ,მაგრამ ფაქტია რომ მასსავით ვერავინ გიშველის. რამდენი ხანია ვინმე არ გყოლია, იქნებ უბრალოდ გაერთო რა საჭიროა საუბარი შეგიძლია მხოლოდ ბგერები გამოსცე და თან ხმამაღლა
-შენ როგორ წარმოგიდგენია მაიკლის შემდეგ ბათუ ?
-ღმერთო ჩემო დისერტაცია დაცულ დოქტორს რომელსაც წიგნის წიას ვეძახი ბათუ რომ სჯობს ფაქტია ხომ? რა აუცილებელია საყვარელი გახდეს , მიხვალ გექნებათ სექ*ი საოცარი სიამოვნება მიიღე ,ადექი გადადი შენს ბინაში და სულ ნუ დაელაპააკები თუ გინდა. მეეჭვება ბაღათურიამ პროტესტი გამოთქვას.
-არც კი ვიფიქრებ შენს გიჟურ აზრზე!
-არადა აქამდე უნდა გეფიქრა, იმ შენს წიგნის ჭიებს გადახაზავს წამსვე . თან ინგლისელები სულ არ არიან ტემპერამენტიანი კაცები მითუმეტეს შენი დოქტორები
-არც კი იცნობდი მათ ...
-ორნი იყვნენ სულ და ფოტოებზეც რომ ვხედვდი ეგეც საკმარისიი იყო . სახეზე ეტყობოდატ რა ხლხი იყო ,დარწმუნებული ვარ ნამდვილი ორგა*მი არც იცი რა არის
-ყოველთვის რატომ უნდა გითხრა რომ შეწყვიტო საუბარი!
-ვეღარ მიზლებ და იმიტომ...იცი მართალს გეუბნები . შეუძლებელია ნორმალური კაცი გყოლოდა და ისევ ასეთი უჟმური იყო
-დახვეწილი, ზრდილობიანი, ჩამოყალიბებული ქალი და არა უჟმური!
-მე რატომ არ ვარ დახვეწილი და ზრდილობიანი, ქალი ნამდვილად არ ვარ ჯერ პატარ ვარ , მაგრამ სხვა დანარჩენზე რას იტყვი?
-დამცინი ხომ?
-დამშვიდდი ნუ გაგიჟდები !
-მშვიდად ვარ! ახლა ის მაგიჟებს რომ მანქანა გარეთ დავტოვე ა მაინცადამაინც მაშნ დაეცა ხე! ისეთ მგომარეობაშია ახლის ყიდვა მომიწევს
-წაგყვები გინდა ასარჩევად...თუ ისევ ისეთს იყიდი?
-არ ვიცი ვნახოთ ...
-მამა გიყიდის თუ შენ იყიდი?
-მე თავად შევიძენ
-წამოხვალ ბაკურიანში ჩვენტან ერტად ? იქ ბექას სახლი აქვს და გეპატიჟება
-როდის აპირებთ გამგზავრებას?
-ამ დღეებში ...ახალ წლამდე რო დავბრუნდეთ ისე. ვაიმეე მე არ მითქვამს დედა რომ აპირებს მიმიტყუოს გიოსთან სახლში? სადედამთილოს მაცნობს თავისი გეგმით
-როგორ...შენ საიდან გაიგე?
-გიორგისტვის უთქვამას დედამისს გოგოს გაგაცნობო და ეს გოგო მე ვარ ... ტუ გაიგო რო საყვარლები ვართ და გაგიჯდა მერე ნახე
-რა გაცინებს ... დედასთან პრობლემებს შეუქმნი ?
-თუ ღმერთო გწამს ცოლად კი არ მივყვები რა დედამისის საქმეა ვისთან დაწვება !
-დღეს რადგან არ მიყვები მომავალზე არ უნდა იფიქრო?
-დედაჩემის გარიგებულს გავყვე ანუ?
-გიჟი ხარ ...
-შენნაირი არ ვარ და იმიტო?
-ჩემნაირი რომ იყო ყალბი იქნებოდი ,რაც საშნელებაა ასე რომ უბრალოდ თავშეკავება გჭირდება მეტი არაფერი
-აი რატო მიყვარხარ ასე ძალიან! კიდევ უნდა გითხრა რაღაც
-რა არის ასეთი კნუტის თვალები რომ დაგჭირდა
-შენი ფოტო გაყიდეს ... უფრო სწორად სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. ვერც კი წარმოიგენ რამდენი გადამიხადეს. არა ფული არაფერ შუაში იყო რაღაც სისუეე მოიფიქრეს აუცილებლად უნდა გაყიდოო და მე ვერაფერი გავაკეთე
-რომელი ფოტო ... კი მაგრამ სხვა არაფერი სურდათ ?
-სხვაც სურდათ,მაგრამ ასე არ შეუტოპავთ . ის ფოტო რომ იღიმი ...შენც რომ მოგეწონა აი ის ფოტო იყიდეს
-მე ხომ გთხარი მომეცი-თქო. ფირზე აღარ გაქვს? კამერაში ,კომპიუტერსი ან რა ვიცი სადმე
-მოითხოვა რომ ასლი აღარ უნდა გაეკეთებინათ და შუამავალმა თავად ნახა როგორ წავშამე ყველა ასლი
-ეს მზერა არ გიშველის .არა როგორ გაყიდე ჩემი ფოტო თან არ იცი ვის მიჰყიდე?
-მაპატიეეე რაა ეკატერინეეე ... კატერინააა...ეკუუუ... კატოოო ..კატუსიიი ...
-გაარკვიე ვის აქვს ჩემი ფოტო რომ გამოვისყიდო და მერე გაპატიებ ,...ახლა წადი წამალი უნდა დავლიო და დავიძინო!
-შეეშვი ამ წამალს...ახლა მაინც არ კვნესის არავნ
-კვნესა რა შუაშია...ხომ იცი ხმაური მაღვიძებს ასე მშვიდად ვარ მთელი ღამით .
-არაა ჯერ დაღამებული ნორმალურა კარგი რა ქათამივით იძინებ უუჰ
-შენ შეგიძლია გიორგისთან წახვიდე და გაერთო
-ამ ქარიშხალში სად წავიდე,თან დედამისთანაა
ბოლოს მაინც მარტო დარჩა , წამლის დალევის ნაცვლა იწვა და ჭერს უყურებდა. ყველგან ბაღათურიას ხედავდა და საკუთარ ტავზე ბრაზობდა, ამდენი ტყუილად გაფლანგული სიტყვა, წუთი და ნევრი ენანებოდა. თავს ვერაფერს უხერხებდა, რაღაც მიზიდულობას გრძნობდა ბაღათურიას მიმართ, იმდენად ძლიერს რომ წამით ელიზაბეტის რჩევაც კი ამოუტივტივდ აგონებაში ,შემდეგ ბაღათურიას გარეგნობაზე ფიქრობდა,მის ფარრულ შარმზე რომელიც ასე აგიჟებდა და საერთოდ ბათუზე რომელიც ასეთი უცნაური, უცხო და საინტერესო იყო ყველაფრისდამიუხედავად მისთვის. არ ჰგავდა იმათ ვისთანაც ურთიერთობდა და სწორედ ეს იყო ბაღათურიასთან ასეთი მიზიდულობის მიზეზი .
მეორე საღამოს უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, სტიქიაც აღარ მძვინვარებდა .ქალაქიც დაასუფთავეს და მხოლოდ მანქნაის პრობლემა რჩებოდა. ელიზაბეტმა არ მოასვენა , ზეგ მივდივართ ბაკურიანში და ბარემ იყიდე მანქანაო . ისეთ დროს გააქცია მაღაზია იხურებოდა. ჯერ ხომ დაიარა ყველაფერი და კონსულტანტი ბიჭ გააგჯა, მერე ფასები არ მოეწონა და ბოლოს ყველაზე ბოლო მოდელს მიადგა რომელზეც თავად ეკეტებოდა ჭკუა და ისე დაუწყო „ვაჭრობა“ სულ დაავიწყდა ეკატერინე .
-მაპატიეთ ქალბატონო უკვე დახურვის დროა ...ხვალ მობრძანდით და იქნებ შევძლო როგორმე დახმარება
-თქვენი უფროსი აქ არის? ვინმე ვისაც შეუძლია ზუსტ ფასზე გამესაუბროს
-ელიზაბეტ ტყუილად ვაყოვნებთ ახალგაზრდას...ხომ თქვა რომ გვიანია უკვე
-დიახ ქალბატონო ნახევარი საათის წინ უნდა წავსულიყავი .ერთ-ერთი მფლობელი აქ არის ,მაგრამ ამ დროს მუშაობს და მე ვერ შევაწუხებ . გამათავისუფლებს - ისე საწყლად თქვა ეკატერინეს შეეცოდა. ელიზაბეტმა კი არაფრად ჩააგდო
-არ გაგატავისუფლებს საყვარელო. ნამდვილი მყიდველი ვარ. ეგ კი არა შეიძლება ორი მანქანა ვიყიდოთ !
-ელიზაბეტ მანქანა გინდა გიყიდო?
-შენ ხომ ყიდულობ იმ შავ მანქანას რა გინდა?
-მაპატიეთ უნდა გავიდე უფროსმა გამომიძახა- ბიწმა რაღაც მოწყობილობას დახედა და სწრაფად გავარდა . გოგოებს კარგად ესმოდათ ხმა რადგან უფროსი კაბინეტში აღარ იყო
-რა ხდება ? რატომ ხარ ისევ აქ?
-ბატონო იცით გვიან მოვიდნენ და საუბარი გაგვიგრძელდა. მანქანის თანხასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემა იყო . ახლავე წავლენ
-რა პრობლემა ? ხომ უთხარი ბოლო სარეალიზაციო ფასი
-დიახ მაგრამ ...
-წადი ...წადი მე მივხედავ . სად არიან? - ბიჭის ხმა კი ორივემ იცნო ,მაგრამ რომ გამოჩნდა ეკატერინე კი არა ელიზაბეტიც კი გაფართოებული თვალებით იდგა- ღმერთო ჩემო რა დამთხვევაა ნუთუ ქალბატონი ერისთავები მეწვივნენ
-ბატონო მე უკვე ვუთხარი რომ 15 000 საბოლოო ფასია
-თავისუფალი ხარ - ხელით ანიშნა წადიოდა და ეკატერინესკენ დაიძრა- კი ნამდვილად 15 000 არის ბოლო ფასი 15 000 კოცნად მოგყიდი შემდეგ დარწმუნებული ვარ მოგეწონება და თავად მოითხოვ გასამრჯელოს გაზრდას- იმდენა ახლოს იყო,თან ისე შორს ამ სიტყვებისტვის .ისეთი მზერა ჰქონდა თითქოს ყველა კოცნას იქვე ითხოვდა და დაწყებასაც წამსვე აპირებდა.

ესეც დაპირებული მეორე თავი ,იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი saint

Pirvi vaar exla ki droa wavikitxot

 


№2 სტუმარი sota

ოხ, მარიამ, მარიამ! იმედია ხვდები რა შარშიც გაყავი თავი და ხვალაც პირნათლად დადებ!!! heart_eyes heart_eyes

 


№3  offline მოდერი bibo

ჩრმო პატარავ იცი როგორ მომენატრე ცო ვერ წარმოგიდგენია :* რო შემოვედი მეთქი ახალი რახდება რა იდება და გნახე უძალიანესად გამიხარდი კიდე ცოტა... სათაური ძან დამაინტრიგებელია ძან ისეთია თვალში მეცა სასტიკად :დდდ შენთან უნდა გავიარო ჯერ მიმოხილვა და დავიწყო კითხვა :* ვიცი წინ რა სიგიჟეც მელის მაგრამ სათაურს რა უთხარი მე ასეთი დამაინტრიგებელი როა :დ ვგიჟდები ჩემო პატარავ მე შენზე ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი ხარ რომელიც მუდამ ანათებს და მათბობს ჩემი ამომავალი მზე ხარო :* ჰო სუ მალე დავბრუნდებო და ავინაზღაურებთა ამ გაცდენილ დღებს :* ჩემი სიგიჟოს წყარო ხარ რომელიც ვერ ეტევა სივრცეში ნიბლიავ ვგიჟდები მე შენზე :*

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

bibo
ჩრმო პატარავ იცი როგორ მომენატრე ცო ვერ წარმოგიდგენია :* რო შემოვედი მეთქი ახალი რახდება რა იდება და გნახე უძალიანესად გამიხარდი კიდე ცოტა... სათაური ძან დამაინტრიგებელია ძან ისეთია თვალში მეცა სასტიკად :დდდ შენთან უნდა გავიარო ჯერ მიმოხილვა და დავიწყო კითხვა :* ვიცი წინ რა სიგიჟეც მელის მაგრამ სათაურს რა უთხარი მე ასეთი დამაინტრიგებელი როა :დ ვგიჟდები ჩემო პატარავ მე შენზე ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი ხარ რომელიც მუდამ ანათებს და მათბობს ჩემი ამომავალი მზე ხარო :* ჰო სუ მალე დავბრუნდებო და ავინაზღაურებთა ამ გაცდენილ დღებს :* ჩემი სიგიჟოს წყარო ხარ რომელიც ვერ ეტევა სივრცეში ნიბლიავ ვგიჟდები მე შენზე :*

რადგან გამოჩნდი რაღა მომკლავს smile smile
სასტიკად მენატრები და მალე დაბრუნდი თორე გავგიჟდები მალე disappointed_relieved disappointed_relieved

saint
Pirvi vaar exla ki droa wavikitxot

smile smile წაიკითხე

sota
ოხ, მარიამ, მარიამ! იმედია ხვდები რა შარშიც გაყავი თავი და ხვალაც პირნათლად დადებ!!! heart_eyes heart_eyes

ხვალაც დავდებ აუცილებლად , შევეცები ყველანაირად smile

 


№5 სტუმარი ნიაა

კარგიაა ზალიან.
უბრალოდ მე ლიზი და გიორგი უფრო მაინტერესებს,ვგიჟდები უკვე ლიზიზე :დ

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ნიაა
კარგიაა ზალიან.
უბრალოდ მე ლიზი და გიორგი უფრო მაინტერესებს,ვგიჟდები უკვე ლიზიზე :დ

მადლობაა smile ვიცოდი რომ ლიზა ინტერესს გამოიწვევდა

 


№7  offline წევრი An_Gel

გამახსენე ბიბუნა რომ დაგვიბრუნდება მადლობა გადავუხადო ამ ისტორიისთვის. კიდევ კარგი "დაგიკვეთა", თორემ ესენი რომ არ გამეცნო, რა მეშველებოდა? joy joy
ბაღათურია სუპერმენია? ყველგანაა და ყველაფერს აკეთებს ტიპი! ღმერთკაცია ჩვეულებრივი. მაგრამ ეკატერინეს პერსონაჟი მომწონს საოცრად. რომ არ ეპუება, ნერვებს არ იშლის, არ გიჟდება და ყოველთვის კარგ პასუხებს სცემს ბათუს კი არა, მე მაგიჟებს heart_eyes
გიორგის და ბათუს დაპირისპირება კვლავინდებურად მაინტერესებს. ალბათ მომდევნო თავებში ამ ამბავზეც დაწერ,ხო? მგონია,რომ ბევრი რამე არ არის ისე,როგორც ლიზიკომ გაიგო. ხო, რაც შეეხება ლიზას. მგონი ცოტა ბავშვურად იქცევა. რადგან დედამისს გიორგი მოსწონს, ამიტომ არ უნდა გაყვეს ცოლად? მესმის რასაც აპროტესტებს,მაგრამ იმის მტკიცება, მეგობარია მხოლოდ და ცოლად რატომ უნდა გავყვეო,როცა აშკარად ეტყობა როგორ უყვარს ის ბიჭი, ცოტა ბავშვობაა :დდ
საინტერესოა ისე, ბათუს მშობლებსაც ხომ არ იცნობენ ეკატერინეს მშობლები. ნამდვილი აგენტი 007 ყავთ დედა და არ გამიკვირდება, ბაღათურიებსაც რომ იცნობდეს satisfied
აი, სათაური აქვს ძალიან საინტერესო. მეზობელი გასაგებია და ქმარი და საყვარელი ისე მაინტრიგებს, მაფიქრებინებს,რომ ლიზას რჩევას გაითვალისწინებს ეკატერინე :დდ
მოკლედ, აი ძალიან მაგარი ისტორიაა, რა. ორ თავში ეტყობა უკვე. თან მომავალზე რომ ვფიქრობ საერთოდ ვგიჟდები joy joy ტრადიციას არ დავარღვევ და გეტყვი,რომ უმაგრესი გოგო ხარ heart_eyes

 


№8 სტუმარი ucnobi

ძალიან მაგარია და შენ ხომ საერთოდ უმაგრესი გოგო ხარ, ძალიან მაგრად წერ ყოჩაღ!!! ხვალაც დადებ?

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

An_Gel
გამახსენე ბიბუნა რომ დაგვიბრუნდება მადლობა გადავუხადო ამ ისტორიისთვის. კიდევ კარგი "დაგიკვეთა", თორემ ესენი რომ არ გამეცნო, რა მეშველებოდა? joy joy
ბაღათურია სუპერმენია? ყველგანაა და ყველაფერს აკეთებს ტიპი! ღმერთკაცია ჩვეულებრივი. მაგრამ ეკატერინეს პერსონაჟი მომწონს საოცრად. რომ არ ეპუება, ნერვებს არ იშლის, არ გიჟდება და ყოველთვის კარგ პასუხებს სცემს ბათუს კი არა, მე მაგიჟებს heart_eyes
გიორგის და ბათუს დაპირისპირება კვლავინდებურად მაინტერესებს. ალბათ მომდევნო თავებში ამ ამბავზეც დაწერ,ხო? მგონია,რომ ბევრი რამე არ არის ისე,როგორც ლიზიკომ გაიგო. ხო, რაც შეეხება ლიზას. მგონი ცოტა ბავშვურად იქცევა. რადგან დედამისს გიორგი მოსწონს, ამიტომ არ უნდა გაყვეს ცოლად? მესმის რასაც აპროტესტებს,მაგრამ იმის მტკიცება, მეგობარია მხოლოდ და ცოლად რატომ უნდა გავყვეო,როცა აშკარად ეტყობა როგორ უყვარს ის ბიჭი, ცოტა ბავშვობაა :დდ
საინტერესოა ისე, ბათუს მშობლებსაც ხომ არ იცნობენ ეკატერინეს მშობლები. ნამდვილი აგენტი 007 ყავთ დედა და არ გამიკვირდება, ბაღათურიებსაც რომ იცნობდეს satisfied
აი, სათაური აქვს ძალიან საინტერესო. მეზობელი გასაგებია და ქმარი და საყვარელი ისე მაინტრიგებს, მაფიქრებინებს,რომ ლიზას რჩევას გაითვალისწინებს ეკატერინე :დდ
მოკლედ, აი ძალიან მაგარი ისტორიაა, რა. ორ თავში ეტყობა უკვე. თან მომავალზე რომ ვფიქრობ საერთოდ ვგიჟდები joy joy ტრადიციას არ დავარღვევ და გეტყვი,რომ უმაგრესი გოგო ხარ heart_eyes

ხოო ბიბუნამ დიდი ხნის წინ დამიკვეთა,მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც სხვანაირი გამომივიდა. თუმცა ბიბუნას ესეც მოეწონება ვიცი smile
მეც არ ვიცი რას ვწერ ,როგორ ვწერ,ვინ როგორი გამოვა ერთი ვიცი რომ ბევრი იქნება, ბევრი წყვილი იქნება. ყველაზე დავწერ და საერთოდ ისეთი იქნება როგორც ადრე იყო ხოლმე . ახლაც ისე ვწერ როგორც ადრე ყოველგვარი ფიქრის გარეშე თავისთავად მოდიან გმირები, სიტყვები და ყველაფერი . მხოლოდ ორის ხასიათი ვიცი ზუსტად ეკატერინესი და ბათუსი...
აგენტი რომაა და ყველას იცნობს ქალბატონი ნელიკო მაგაში დაგარწმუნებ დამიჯერე smile smile რაც შეეხება გიოს და ბათუჯანის დაპირისპირებას ვფიქრობ არ იქნება ჩვეულებრივი ბაბულიკური ამბები და სულელური ჩხუბები რაღაც სხვა ჩავიფიქრე და იმედია ლაითიც მოგეწონება საყავრელო და იმედები არ გაგიცრუვდება ამ ამბავთან დაკავშირებით pensive
მიხარიხარ,მიყვარიხარ და რა ვიცი ვგიჟდები შენზე heart_eyes heart_eyes

 


№10  offline მოდერი bibo

ხო იცი როგორ მენატრები ჩემო პატარა იმდენად რო მეაასედ წაკითხული ბედ ბოის ისევ თთავიდან ვკითხულობ ისევ ჩამოგიქროლე ქორივით და ისევ თავიდან დავიწყე ასჯერ წაკითხული შენი ისტორიები იმდენად მიყვარს შენი სტილი იმდენად რო ათასჯერ გადაღეჭილს მაინც ვერ ველევი მაინც აქ ახლოს ხარ გულთან heart_eyes kissing_heart ხო იცი როგორ ვვგიჟდები შენზე რო დავბრუნდები იმდენი იმდენი გეჭორაო უნდა თითები გადავიტეხო წერით პატარავ joy joy ჩემი ბედნიერება ხარ ამნუ ეს ისა ჩემი ბათუ ჩემი ჩემი ისტორია ეეს ჩემი შეკვეთილი ისტორია ვაიმეეე ვაიმე აი სიგიჟე აი ეხა მაქ ცუდად გული ჩემ მიერ დახატული პერსონაჟEბი ცოცხლდებიან ჩემი პრინცი ბათუ ვა მომეწონა ბევრი წყვილებიო bowtie რაო თამუნას მაინც მოეწონებაო რას გეგმავ ხო იცი რა მოგივა აგიჭრელებ გევერდებს mask mask არ მომეწონება და ჩემი აჯობებს რა sunglasses sunglasses სუ ცოტაცდა მალე დავბრუნდები პატარავ აი სუ სუ ძან ცოტა იმდენად ცოტა რო არა დრო საერთოოდ heart_eyes kissing_heart ჩემი ბედნიერება ხარ პატარავ ცემი სიყვარული heart_eyes kissing_heart

 


№11  offline წევრი SillyGirl

როგორი კარგი თავი იყო...
მიყვარს უკვე ეს ისტორიააა
ბათუც მიყვარს :დ
ლიზა და გიო რა საოცრებები არიან
ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

ucnobi
ძალიან მაგარია და შენ ხომ საერთოდ უმაგრესი გოგო ხარ, ძალიან მაგრად წერ ყოჩაღ!!! ხვალაც დადებ?

მადლობა heart_eyes დავდებხვალაც

SillyGirl
როგორი კარგი თავი იყო...
მიყვარს უკვე ეს ისტორიააა
ბათუც მიყვარს :დ
ლიზა და გიო რა საოცრებები არიან
ველოდები ახალ თავს მოუთმენლად

მადლობაა heart_eyes heart_eyes smile smile

 


№13 სტუმარი Guest თამო

უკვე მომწონს ეს ისტორია ძაან.იმედია შემდეგ თავსაც მალე დადებ

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

Guest თამო
უკვე მომწონს ეს ისტორია ძაან.იმედია შემდეგ თავსაც მალე დადებ

მადლობა heart_eyes ხვალ

 


№15 სტუმარი დარინა

ბათუზე სიგიჟემდე შეყვარებული ვარ მორჩა და გათავდა ეკატერინესთვისაც აღარ მემეტებააა, კაცი საოცრებააა რომელმაც ამ ორ თავში დამიპყრო და დამიმონაა, ძალიან კი მაინტერესებს გიოს და ბათუს ამბავი მაგრამ როგირმე მოვითმენ, არა რა ლომკა მაქვს უკვე ამ ისტორიის. ჩემი მაგარი გოგო ხარ მიყვარს შწნი ისტორიები და რა გავაკეთო.

 


№16 სტუმარი Guest მარიამი

დაინტრიგებული ვარ სრულიად:დ ძაან შემიყვარდა ეს ისტორია

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ბათუზე სიგიჟემდე შეყვარებული ვარ მორჩა და გათავდა ეკატერინესთვისაც აღარ მემეტებააა, კაცი საოცრებააა რომელმაც ამ ორ თავში დამიპყრო და დამიმონაა, ძალიან კი მაინტერესებს გიოს და ბათუს ამბავი მაგრამ როგირმე მოვითმენ, არა რა ლომკა მაქვს უკვე ამ ისტორიის. ჩემი მაგარი გოგო ხარ მიყვარს შწნი ისტორიები და რა გავაკეთო.

მადლობა საყვარელოოო smile heart_eyes heart_eyes
ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონს ჩემი ბათუუუ smile

Guest მარიამი
დაინტრიგებული ვარ სრულიად:დ ძაან შემიყვარდა ეს ისტორია

მადლობაა smile smile იმედია ბოლომდე გასტანს შენიდ აინტერესება და არ მოგბეზრდება კითხვა heart_eyes

 


№18 სტუმარი ტატუკა

რა კარგი თავი იყოო.სურათი ბათუმ იყიდა უეჭველი ♡♡ და კიდევ მიხეილის და სოფიოს შვილადაც ბათუ მოგვევლინება ალბათ:) ძალიან მაგარი ისტორიაა მაგარი გმირებით.ვკვდები ინტერესით ხვალამდე რა მოითმეენს :((

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ტატუკა
რა კარგი თავი იყოო.სურათი ბათუმ იყიდა უეჭველი ♡♡ და კიდევ მიხეილის და სოფიოს შვილადაც ბათუ მოგვევლინება ალბათ:) ძალიან მაგარი ისტორიაა მაგარი გმირებით.ვკვდები ინტერესით ხვალამდე რა მოითმეენს :((

ე.ი ეს ისტორია ისეთია რო მარტივად იშიფრება smile smile smile
მადლობა რომ მოგწონს

Mariiiiami
პირველ რიგში გეტყვი იმას რომ ბიბოს ვთხოვე შენთვის ფეისბუქზე ჩემგან დაბადების დღე მოელოცა და არც კივიცი მოგწერა თუ არა

თუ არადა მაშინ ახლა გილოცავ საყვარელო დაგვიანებით.სუ სუ ყველაფერს კარგს გისურვებ.იცი როგორ მინდა ზუსტად გადმოგცე რასაც ვგრობბ მარა რავქნა არ შემ8ძლია.არადა რამდენი რაღაცის თქმა მინდა და ვერ ვამბობ ვერ ვწერ რა გავაკეთო.მარიამ შენ ყველა გიჟი დინჯი სერიოზული და არანორმალური პერსონაჟი ერთნაირად ძალაინ მიყვარს.აი რაც არ უნდა დაწერო მე უკვე მიყვარს რავქნა მარა ვერასდროს გეუბნებინზუსტად.აიი ვგიჟდები შენზე.ბევრი ლაპარაკის გარეშე მიყვარხატ და ველოდები ახალ თავს...

მადლობა საყვარელო. ბიბო ვერ მიკავშირდება ახლა სამწუხაროდ და მაგიტომ ვერ მომწერდა .
არ იდარდო შენ,დამიჯერე ყველაფერს ვგრძნობ და ვხვდები მითუმეტეს როდესაც დადებითად არიან ჩემს მიმართ განწყობილები heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№20 სტუმარი Guest Anamaria

Istoriis shepasebas ar daviwyeb imitom, rom yvela.agiarebs rogorc sauketesos.....arc shens gakritikebas bapireb radgan unaklo mwerali xar sheni yvela istoria tu personaji saocari da dauviwyaria.... Arasdros vwer komentarebs tumca mindo icode.rom chemi saxit ertguli mkitxveli gyavs:**

P.S. Male dade axali tavi torem movkvdebi da shens fanebs gamovakldebi

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Anamaria
Istoriis shepasebas ar daviwyeb imitom, rom yvela.agiarebs rogorc sauketesos.....arc shens gakritikebas bapireb radgan unaklo mwerali xar sheni yvela istoria tu personaji saocari da dauviwyaria.... Arasdros vwer komentarebs tumca mindo icode.rom chemi saxit ertguli mkitxveli gyavs:**

P.S. Male dade axali tavi torem movkvdebi da shens fanebs gamovakldebi


ძალიან დიდი მადლობა არ ვიცი რა ვთქვა ხოლმე ასეთ რამეებს რომ მეუბნებიან flushed flushed
დღეს დავდებ

 


№22  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადებ?!

 


№23  offline წევრი თეონა.უ

ყოველთვის ვკითხულობ შენს ისტორიებს და არ ვიცი რა ვთქვა,ადამიანი სასწაული ხარ♡♡♡ისეთი რომ სანამ არ წავიკითხე პატარაც კი ვერ დავაძინე...მიხარია შენი დაბრუნება და შენ თავად მიხარიხარ♥აღარ ვამბობ თუ როგორ ველოდები ახალ თავს?

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

ანი ანი
მალე დადებ?!

კი მალე ძალიან smile

თეონა.უ
ყოველთვის ვკითხულობ შენს ისტორიებს და არ ვიცი რა ვთქვა,ადამიანი სასწაული ხარ♡♡♡ისეთი რომ სანამ არ წავიკითხე პატარაც კი ვერ დავაძინე...მიხარია შენი დაბრუნება და შენ თავად მიხარიხარ♥აღარ ვამბობ თუ როგორ ველოდები ახალ თავს?

ვაიმე მადლობაა smile flushed

 


№25  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მარიამ გამაგიჟეებ! ბათუ მევუასება! არა ბექა მაინც დამიტოვეთ მე!

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს ბიჭი ამჭრ8ს

 


№27  offline წევრი კალლ აია

მეორე ბელჩი ეჰეეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent