შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა (2)


13-09-2017, 16:51
ავტორი Hickie
ნანახია 1 089

2. დაბადების დღე.

იოანე მალე მოვიდა და ქუჩის მეორე მხრიდან სიგნალით გამოგვაფხიზლა. ლილუ წინ ჩაუსკუპდა რათქმაუნდა. მე უკან.
- ასემალე? - სანახევრო ღიმილით იკითხა იომ.
- ხო.. - ლილუს ენატლიკინობის ამბავი ვიცოდი, ასერომ მეც ჩავერიე
- თავს არ ვგრძნობ კარგად, ალბათ სასმელმა იმოქმედა. - როგორც ჩანს კარგი მატყუარა გამოვდექი. იოანეს ზედმეტი კითხვები არც დაუსვამს, ფანჯარას მივადე თავი და გავიტრუნე.
'გვრიტები' რაღაცაზე ორჭოფობდნენ თუმცა დიდ ყურადღებას არც მაგას ვაქცევდი. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რისგან კი არც მე არ ვიცოდი. მწვანეთვალება მელანდებოდა და გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა.
- არა, ყველაფერს გეფიცები ეგეთ ადგილას აღარ წამოვალ - მივახალე ლილუს როცა იოანემ დაგვტოვა. ხმა არ მოუღია. მივხვდი რომ ეწყინა. შეტრიალებული შემოვატრიალე და ჩავეხუტე. ეს ყოველთვის ჭრიდა ხოლმე.
"მოსყიდვა" ჩახუტებით. აბაზანაში შევედი და დღევანდელი ყველაფერი ჩამოვირეცხე. ლილუ ჩემს ლეპტოპს მიმჯდარიყო და სიახლეებს ათვალიერებდა. პირსახოცით ნახევრად მძინარე მდგომარეობაში გამოვედი. ცხელი წყალი ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე.
- შენ კიდე გღვიძავს? - ჩურჩულით ვუთხარი და მაისური გადავიცვი.
- სანდრიკა მწერს - თვალები მაშინვე გადმომივარდა.
- ჩვენი სანდრიკა? - სანდრიკა ჩვენი კლასის ქომაგი იყო. ლილუს იოანემდე, მასზე ჰქონდა სიმპათიები. ეხლა კი ორივენი მშვენივრად ვმეგობრობთ.
- ხო, ახალი კლასელი გვყოლია.
- ალბათ ეგეც დანარჩენებისნაირია. აბა მეთორმეტე კლასსში სკოლის შეცვლა რაუბედურებაა გამაგებინე. - გამოვესარჩლე და გვერძე მივუსკუპდი დაქალს.
- ბიჭია მარიამ ბიჭი. იქნებ ბედი გაგეხსნას - ბოლო სიტყვებზე იდაყვი გამკრა. დავებღვირე და თემაზე გადავედი.
- რაო რაჰქვიაო აბა
- ანდრია თუ ანდრეაო. - მხრები ავიჩეჩე და საწოლში შევწექი.
- ეჰ ლილუ, ტყუილად ოცნებობ. ჩვენ კლასს წესიერი ბიჭი საბანკეტოდაც კი არ ეღირსება.
- ოცნება კიარა ბანკეტს ნუ მახსენებ. - გამეცინა. მივხვდი რომ სამზადისი და მთელი ამბები ეზარებოდა. ლეპტოპი ჩაკეცა და გვერძე მომიწვა.
------------------------------------------
***
- რას აკეთებ? - მომესმა მძინარე ლილუს ხმა.
- სკოლისთვის ვემზადები. - წარბი აწია და სააბაზანოში შემოვიდა. სარკესთან ვიდექი და თმას დასავარცხნად ვეჯაჯგურებოდი. - აუ გეხვეწები რა - საწყალი სახე მივიღე და სავარცხელი გავუწუდე. გამიცინა, უკან ამომიდგა და თმის დავარცხნა დამიწყო.
- უნდა შევიჭრა, ზედმეტად დაგრძელდა.
- შენს თმას ხელს დააკარებ და მერე მე მოგაჭრი თავს. - დამებღვირა და როცა თავის საქმეს მორჩა სავარცხელი წინ დამიდო.
აბაზანიდან ოთახში დავბრუნდი,ჩანთაში წიგნები ჩავალაგე. დედას გამოვემშვიდობეთ და გზას გავუყევით.
გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია,როდესაც სკოლის ეზოში მივედით პირდაპირ კიბეებზე ავედი,კლასში შევედი,შიგნით არავინ იყო.ჩემს ადგილას დავჯექი, ლიტერატურის წიგნი ამოვიღე და გაკვეთილის კითხვა დავიწყე,ხელები თავზე მქონდა შემოლაგებული,თმები კი წინ მქონდა გადმოყრილი.. კლასი ნელ-ნელა ივსებოდა, ვიგრძენი,რომ ჩემს გვერდით ვიღაც დაჯდა. ავხედე, ლილუ იყო რათქმაუნდა. მსუბუქად გავუღიმე და ისევ წიგნს ჩავაშტერდი.
წიგნში უაზროდ იქამდე ვიყავი ჩაშტერებული,სანამ მასწავლებელი არ შემოვიდა კლასში,რომელიც გაცხარებული ტასოს უყურებდა. წარბები შევჭმუხნე,ნუთუ კიდევ რაიმე დააშავა?
-ანასტასია,ფეხზე ადექი ! -გაბრაზებულმა კბილებში გამოსცრა. ლილუმ ხელი გამკრა. სახეზე ეშმაკის ღიმილი დასთამაშებდა. უყვარდა ასეთი სანახაობები. შემდეგ კი მასწავლებელი მე მომიტრიალდა - მარიამ,შენც. -ფეხზე კანკალით ავდექი,ნუთუ კიდევ რაიმე გააკეთა ტასომ?გული ლამის წამივიდა,სანამ მასწავლებელმა დაიწყო ლაპარაკი.
-მარიამ,მთელი კლასის წინაშე გიხდი ბოდიშს,ამის წინანდელი შეურაცყოფის და ტყუილი ბრალდების გამო -თქვა მასწავლებელმა. როგორც ჩანს მე არაფრის გაგებაში არ ვიყავი. გონებაში ვფიქრობდი ძუკნა ტასოზე როგორ მინდოდა მისი გაგლეჯვა., თავი უხერხულად ვიგრძენი,როდესაც მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე ბოდიში მომიხადა.
-ანასტასია ,შენ კი,იმის გამო რომ მარიამია გრაფაში ნიშნები ჩაწერე. ნე და დირექტორმა განვიხილეთ ეს საქმე და ერთი კვირის განმავლობაში გაკვეთილებიდან მოხსნილი ხარ. ხოლო გაკვეთილების შემდეგ დაშაბათ-კვირას სკოლაში მოხვალ და დამლაგებელთან ერთად დაალაგებ! - ანსტასიას ყბაჰქონდა მოქცეული და გაფართოებული თვალებით მისჩერებოდა მასწავლებელს, შემდეგ ღვარძლიანი მზერა ჩემზე გადმოიტანა მაგრამ მაინც მორჩილად დაუკრა თავი მასწავლებელს და თავის ადგილას დაჯდა.დარწმუნებული ვარ ახლა გულში მწყევლიდა.
გაკვეთილები როცა დამთავრდა გარეთ ჩვეულ რიტმში იოანე დაგვხდა.
- მე დაგტოვებთ. - მისალმების მერე ვუთხარი ორივეს.
- მოიცა მარიამ. - გამომედევნა იოანე. - ხვალე ჩემთან მოდი, და საჩუქარი არ დაგავიწყდეს - წარბები ამითამაშა. რათქმაუნდა. გაამხსენდა. მისი დაბადებისდღე. ეს ვირი 20 წლის ხდებოდა.
- უსაჩუქროდ მოვალ ან ლილუს შეგიფუთავ. - დავეკრიჭე ორივეს და გამოვეცალე. ლილუ ჩემს ასეთ ხუმრობებზე ყოველთვს წითლდებოდა და არც დღევანდელი ყოფილა გამონაკლისი. სანამ სახლში ავიდოდი ტანსაცმლის მაღაზიებში შევიარე. იოანეს მუქი ფერის პერანგი ვუყიდე და ბედნიერი სახით დავბრუნდი.

მეორე დილას სკოლაში არ წავსულვარ. ლილუს გადავურეკე. ბედნიერებას ხმითაც კი ასხივებდა. უკვე მივხვდი რომ იოანესთან იყო და ხელის შეშლის მაგივრადყურმილი დავუკიდე
- 6ისკენ მოვალ - საბოლოოდ ვუთხარი. მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდი. დედა სამუშაოდ იყო წასული. სახლში მარტო ვიყავი. ნაშუადღევს ჩავთვლიმე კიდეც. რომ გამომეღვიძა 5 ხდებოდა. გაბრუებული წამოვდექი ტელეფონს ხელი დავავლე და ბლოკი მოვხსენი. დაფარული ნომრისგან 2 ზარი. გამიკვირდა. თუმცა დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ოთახში შევედი და გარდეროფი გამოვაღე. ბევრი არ მიფიქრია შავი ჯინსი და თხელი გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი.
იოანე ჩემგან უფრო ახლოს ცხოვრობდა ვიდრე ლილუ. ფეხით გავისეირნე და კარებზე დავაკაკუნე. სანამ ვინმე კარს გამიღებდა ხმაური და ჟრიამული უკვე მესმოდა.
- შემოდი - გაკრეჭილმა ლილუმ ხელი დამავლო და შემათრია. იოანე მისაღებში 5იოდე ბიჭთან ერთად იჯდა. გარშემო სიგარეტის ბოლი ტრიალებდა. სუნმა ნიკოტინი უარესად მომანდომა მაგრამ ღრმა ჩასუნთქვამ ცოტა დამაწყნარა. მიქაძე ჩემს დანახვაზე წამოდგა და გადამეხვია. საჩუქარი ხელში მივაჩეჩე და გავუცინე
- გაფრთხილება სერ.
- ხო უსაჩუქროდ არ შემოგიშვებდი. - თვითონაც გამიცინა და ბიჭებისკენ გამიძღვა. ცალი ხელი ლილუზე ჰქონდა გადახვეული.
- ბიჭებო, გაიცანით მარიამი, მარიამ, დათო, ირაკლი, ნიკა, ლაშა და ოთო. - თვალები ავატრიალე. თითქმის ყველას სახელი დავიმახსოვრე. საპასუხოდ გავუღიმე და ლილუსთან ერთად ჩამოვექი.
- ხო და კიდევ ერთი შემოგვიერთდება - მითხრა იოანემ და ისევ ბიჭებში ჩაჯდა.
- ეგ ლაწირაკი რა პუნქტუალურია რა. - გადაიხარხარა ერთერთმა.
- აბიტურებზე დარბის საცოდავი - თქვა უოანემ და ხელი ჩაიქნია. არაყი ჭიქებში ჩამოასხა და გოგონებს მოგვაწოდა. - თქვენ ბევრს არ დალევთ. - ლილუმ და მე ერთნაირი სახეები მივიღეთ. ლილუ რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა დავასწარი.
- ოჰ ბატონო მიქაძე, ახლა თქვენობითაც ხომ არ მოგმართო?
- შენ და შენი უკბილო იუმორი რაა, მარიამ.
ჩვენი ყურადღება შამპანიურის საცობის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა. შემოსასვლელში გაკრეჭილი ბიჭი იდგა შამპანიურის ხელში.
- ჰე ეხლა, ჭიქები მომაშველეთ თორე დაიღვარა ნახევარი - სიცილით თქვა და შამპანიურზე მიანიშნა.
ხმა..
ბიჭები სიცილ ხარხარით მივარდნენ. საკუთარი პარანოიისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ღიმილით შევხვდი ამ ამბავს.
- ავალიანიი შე დაკარგულო - გადაეხვია იოანე ბიჭს.
- მიქაძე შე ბებერო - არც მეორემ არ დააკლო და ზურგზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი.
- მოდი აქეთ მოდი - უთხრა იოანემ და ჩვენკენ მოიყვანა.
- ესეიგი.. ლილუს უკვე იცნობ. ეს კიდე მაგისი გიჟი დაქალი მარიამია - სიცილით უთხრა იოანემ ავალიანს.
- ა..ან..ანდრეა - ბიჭს ცოტა გაფითრებული სახე ჰქონდა, საბოლოოდ კი გამიღიმა და ხელის ჩამოსართმევად მარცხენა ხელი გამომიწოდა. ცოტა გამიკვირდა და ალბათ შემატყო კიდეც - ცაცია ვარ და.. - მის ნათქვამზე გამეღიმა და მეც მარცხენა ხელი ჩამოვართვი. სუფრა უკვე შევსებულიყო. რატომღაც იოანემ გვერძე ჩაწევა მთხოვა და ახალშემოერთებული გვერძე მომისვა. ლილუმ ქათმის თეთრი ხორცი გადმოიღო და ისე გემრიელად ჩაკბიჩა მეც მომანდომა. თუმცა ჯერჯერობით სალათს ვარჩევდი. სალათი ანდრეასკენ იდო.
- შეგიძლია მომაწოდო? - სალათზე ვანიშნე.
- ეხლავე - მითხრა და სალათს გადაწვდა.
- მადლობ.. - ვუთხარი და ცოტა გადავიღე. ქეიფიც დაწყებულიყო. მედა ლილუ ცალკე სამყაროში ვიყავით
- რა ჩორტებს გიგდებს ტასო შენ - ნასვამზე გონება გაეხსნა ლილუს
- ო რავიცი რა. ხოიცი ყველაფერში შეცილება უყვარს.
- კიმარა ნიშნებშიც? - გამეცინა და უცნაურმა ქმედებამ შემატრიალა. როგორც ჩანს ვიღაც 'გამტყვრალმა' სასმელი ზედ გადამაქცია.
- აუ ჩემიკაი ბოდიში რა.. არმინდოდა ხო ხვდები.. - დაიწყო ავალიანმა, თან ხელებით მელაპრაკებოდა.
- არაუშავს არაფერია. - მის დამშვიდებას ვეცადე. ლილუს ვუთხარი რომ საპირფარეშოში გავიდოდი და მოვწესრიგდებოდი. დასვრილი ადგილი წყლით დავიბანე და ცოტახნით აივანზე გავედი. იოანეს სახლში რაც ნამდვილად მომწონდა, აივანი იყო. მშვიდი და კომფორტული. იქვე დადგმულ ხის სკამზე მოვკალათდი და თვალები დავხუჭე. იდელია კარების ხმამ დამირღვია. ავალიანი. ეს ბიჭი საშინლად მეცნობოდა, მაგრამ აზზე ვერ მოვდიოდი საიდან. სასმლის სუნი ერთიანად მოიტანა რაზეც შევიშმუშნე. ისედაც ბარბაცით დადიოდა და ეტყობოდა როგორც იყო.
კაი ხანი წინ მედგა. მე სიმშვიდით ვტკბებოდი. ალბათ ისიც.
თუ როგორცაა..
-აბა?.. - ვეცადე უხერხული სიჩუმე რამით დამერღვია.
- შენი ხილვის ბედნიერებამ.. დ..დდამბლა დამცა...- ისე ლაპარაკობდა არ ინძრეოდა. რობოტივით. ვერაფერი ვუთხარი. ნასვამი იყო. თუმცა გაკვირვებული ნამდვილად დავრჩი. ნებართვა არ აუღია ისე ჩამომიჯდა გვერძე და ახლა პროფილიდან დამიწყო ყურება.
- შავი თვალები გქონია..- მითხრა ჩუმი ხმით - ღამისფერი..
გამეღიმა და ღიმილითვე გავხედე. უცებ დენმა დენდარტყმულივით დამიარა სხეულში იმდენად ახლოს იყო ჩემთან.
- ნაცრისფერი.. - ვუთხარი მისი თვალის ფერის აღსანიშნავად.
მასაც გაეღიმა. კაი ხანი ხმას არ ვიღებდით. არც მე და არც ის.
დუმილი.
- აბა ერთ ღერს ჩემთვის გაიმეტებ? - მითხრა უცებ
- რა? - გამიკვირდა
- სიგარეტი.
- აა.. არვეწევი
- ვიცი რომ კი. - გაკვირვებული ვიყავი. ეს ჩემი და ლილუს გარდა არავინ იცოდა. იოანემაც კი არა. რა გაეწყობოდა ჯიბიდან "კენტი" 8 ნომერი ამოვიღე და გავუწოდე.
- ერთად მოვწიოთ, ნუ მოგერიდება..- ისე მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობდა, მეც კი მაჯერებდა საკუთარ სიმშვიდეში. რომელიც არ გამაჩნდა.
ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. პირველად ვეწეოდი ბიჭთან ერთად და თავს უხერხულად ვგრძნობდი. ღრმა ნაპასი ძანაუებურად ჩავუშვი ფილტვებში და მას გავხედე. მიღიმოდა
- ისე შენ და სიგარეტი? ვერ წარმოვიდგენდი.. - ღიმილით აგრძელებდა საუბარს.
მეორე ნაპასი...
- ნუ გეშინია, შენ საიდუმლოს არ გავთქვამ.
გამაგიჟა ამ ბიჭმა, ან რა იცოდა საიდუმლოდ რომ ვინახავდი.
- ალბათ გინდა მკითხო საიდან ვიცი.- ისევ, მისი სიმშვიდე მაღიზიანებდა. ფეხზე წამოვდექი ბოლო ნაფასი რედდარტყმულივით დავარტყი
- შეწყვიტე.
ცოტა უხეშად ვუთხარი და სუფრას დავუბრუნდი. - რატო დამტოვე სად იყავი ეე? - შორიდანვე წივილ კივილით მომაწვდინა ხმა ლილუმ. იოანეს მასზე ხელი ჰქონდა გადახვეული და ერთად ხარხარებდნენ. ლილუს გვერძე მივუჯექი, წრიულად ვიჯექით.
- საით? - მკითხა ლილუმ
- მოსაწევად- ვუთხარი ჩუმად და შემოსასვლელისკენ გავიხედე. ჩემი ნაცრისფერთვალება გვიახლოვდება.. ღმერთო ჩემო რა სისულელეებს ვლაპარაკობ.
- შეიძლება?- სკამი გამოწია და ლეკვური თვალებით შემომხედა. არაფერი მითქვამს თითქოდ არც გამიგონია. ჩემი დუმილი ანდრეამ დადებით პასუხად მიიღო და ჩამოჯდა.
არც ახლა ვიხედებოდი მისკენ. ლილუ? ლილუს დაწყნარებული ვეტყოდი მერე.
- ხოდა ასეე ჩემო ხალხო..- დაიწყო მიქაძემ- მარიამ შენი პერანგი გავისინჯე
- მართლა?
- ხო რასაც ჰქვია დააკვდა ზედ- გააჯავრა ირაკლიმ რამაც ავალიანიც აიყოლია.
- თქვენ მოგისწრიათ ერთმანების გაცნობა ხო? - წარბის აწევით გადმომხედა იოანემ და ანდრეას თვალი ჩაუკრა. ეს არ გამომპარვია..

- ეიეი რიჟავ..- ახლა დატომ გადმომხედა.
- რიჟა? - გავიკვირვე და ცნობისმოყვარედ გქვხედე ჩემს პჯრდაპირ მჯდომ ბიჭს.
- ხო ასე შეგარქვი. - გამიღიმა. მეგობრული ჩანდა
- დათო ყველქს ზედმეტსახელს არქმევს- მომეშველა ლილუ - მე პუპსიკას მეძახის - დაებღვირა
- ეჰეეი პუპსიიკ- გამმეცინა და ცხვირზე ვუჩქმიტე დაქალს.
ბიჭები მალევე წამოიშალნენ, იოანეც ფეხზე წქმოდგა. ერთი სული მქონდა სახლი დაცლილიყო და მედა ლილუ ერთ გზაზე აღმოვჩენილიყავით რომ ავალიანის ფენომენობაზე მეამბო
- მარიამ შენ რითი წახვალ? - შემომხედა იოანემ.
- მე და ლილუ ერთად ვაპირებდით წასვლას- მხრები ავიჩეჩე და ჯინსის ქურთუკი მოვიცვი.
- ერთი ღამით ლილუს მოგტაცებ რა- დამემანჭა იოანე და ლილუს ნაზად აკოცა. ლილუს თვალები არაფერს მეუბნებიდნენ მაგრამ ამ წყვილს ახლა შუაში ხომ არ ჩავუხტებოდი.
- კაი რა პრობლემაა ფეხით გავისეირნებ - გავუცინე ორივეს
- რა ფეხიით ტოო..- წამოიძახა ირაკლიმ
- ნუ კარგი ტაქსით.- გაკვირვებულმა შემდეგი იდეა წამოვჭერი.
- რა ტაქსი ტოო ეე..- სიტყვა გამაწყვეტინა დათომ
გაკვირვებუკი ვიდექი შემდეგი იდეის მოლოდინში სანამ ავალიანი ამოიღებდა მის ხავერდოვან ხმას. (ოხ მარიამ შეწყვიტე!)
- მე წავიყვან- მისმა ნათქვამმა ყველა გააკვირვა - მანქანით ვარ - დაამატა შემდეგ. ყველას ისევ იგივე სახე ჰქობდა მხოლოდ იოანე იყურებოდა ბედნიერად
- მშვენიერია- ამოიბურტყუნა მიქაძემ.
ლილუს უცებ დავემშვიდობე და გარეთ უხმოდ გავედი. ბიჭებს სათითაოდ დავემშვიდობე. ანდრეასთვის კი ხმა არ გამიცია. უბრალოდ ველოდი როდის გამიძღვებოდა მანქანისკენ.
- წამო
მითხრა ჩვეულებრივად. უკან ისევ ხმაამოუღებლად გავყევი. როცა მივხვდი მისი მანქანა რომელი იყო ახლა თავდაჯერებით გადავდგამდი ნაბიჯებს. უკანა კარი გავაღე რამაც ავალიანის უცნაური მზერა გამოიწვია
- სერიოზულად?- რა იგულისხმა? აბა ამას ეხლა ეგონა რომ წინ დავუჯდებოდი? თავი მსუბუქად დავუქნიე და უკან დავჯექი. თვითონაც ჩაჯდა. მანქანა დაქოქა და მერე სიგარეტს მოუკიდა. ჩამეცინა და ფანჯარას ტავი მივადე. ვითიშებოდი უკვე ისე მეძინებოდა
- ხამი კიარვარ. უბრალოდ მანქანაში დამრჩა- მითხრა სიგარეტზე და სარკიდან გამომხედა. არაფერი მიპასუხია. არც არაფერი მქონდა სათქმელი. მანქანას უდავოდ კარგად და უსაფრთხოდ ატარებდა.
ერთადერთი რაზეც მეფიქრებოდა ლილუ და იოანე იყო.
- ბუტიაც ყოფილხარ- მის ხმაში ოდნავი სითბო იგრძნობოდა
- სულაც არა
- მიბრაზდები?
- რა? - ვერ გავიგე, ჩემთვის გაუგებრად საუბრობდა
- იცი.. რაც. - მანქანა გაჩერდა. ჩემი კორპუსის წინ ვიყავით. იმის კითხვას თუ საიდან იცოდა ჩემი მისამართი აზრი აღარ ჰქონდა.
- მადლობა რომ მომიყვანე- მანქანიდან გადავედი. ის ჯერ კიდევ უძრავად ღია ფანჯრიდან შემომყურებდა. თითქოს ეაღაცას ელოდებოდა. მივტრიალდი და სადარბაზოსკენ წავედი, გზაში კი მისი ხმა დამეწია.
- ღამე მშვიდობის, მარიამ.



გელით!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent