შემიყვარდი, პატარავ! (3 ნაწილი)
ტელეფონზე ლაპარაკს რომ მორჩა, სახლში შევიდა. დედინაცვალმა დაუძახა: -სანდრო მობრძანდი აქ! -რა არი დედა? -ვინ გოგოს მამას ეხმარები შენ? ასეთი ქველმოქმედი როდის მერე გახდი? -სანამ მამაჩემს შეუჩნდებოდი მანამდე.ნაგლად გაუღიმა სანდრომ. -ნუ მეპასუხები ამდენს! -სად შეგეპასუხე? კითხვაზე პასუხს თუ შეპასუხებად თვლი, მაშინ ჩემზე თავხედი და უზრდელი ადამიანი არ დაიარება ამ ქვეყანაზე. -იცოდე რომ მე, გაღატაკებულ და გაუბედურებულ გოგოს ოჯახში არ შემოვუშვებ! -ჩემმა ოჯახმაც ეგეთი შემოგიყვანა ოჯახში, თამარ, განა არ გახსოვს? თუ გინდა დეტალურად მოგიყვე როგორ მოხდა?ის გოგო ყველაზე წმინდაა, და სათნოების განსახიერება. მას მტრებია რ ყავს, ასე რომ არც გაუბედურებული არ არის. -მე დღეიდან მისი მტერი ვარ! სანდრომ კარები გაიჯახუნა და დასაძინებლად დაწვა. მეორე დღეს სანდრო ლილუს დათქმულ ადგილზე შეხვდა. ლილუ შეშინებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. -რამე მოხდა? -არა არაფერი. -ვიცი რომ რაღაც მოხდა თვალებზე გატყობ. -მართლა არაფერი მომხდარა. -ხო კაი. მოკლედ ხვალე საავადმყოფოში ექიმს უთხარი რო ოპერაციის საჭირო თანხა გაქვს და სასწრაფოდ დაიწყონ გაკეთება. -კი მაგრამ... -ლილუ, შენ მაგაზე ნუ ფიქრობ. -არა არა, ესე გამოცანებით ნუ მელაპარაკები! -მოკლედ მამაჩემი იხდის მამაშენის ოპერაციას. -რა? -ლილუ... -გაგიჟდი?! ორი დღეა რაც მიცნობ და შენ გგონია ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებ და მეც ჩავვარდები? -აბა? რა უნდა ქნა? -რამეს მოვიფიქრებ უბრალოდ იცოდე რომ მაგას არ დავუშვებ! -ლილუ... ჩვენ ხო მეგობრები ვართ, მინდა რო დაგეხმარო ლილუ და ესეთ მდგომარეობაში რომ ხარ ვერ გიყურებ! -თავს დავაღწევ რამენაირად სანდრო და მაგის უფლებას არ მოგცემ! სანდრომ ლილუს მხრებზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. თან ეჩურჩულებოდა: -ლილუ ნება მომეცი რომ მამაშენის სიცოცხლე გადავარჩინო. ჩვენ იცი რამდენი საერთო გვაქ? არც მე არ მყავს დედა, დედინაცვალი მყავს. მართალია მამაჩემი ავად არ არის მაგრამ თვითონაც გამოიჩინა ინიციატივა რომ დაგხმარებოდა. მართლა გულით უნდა სიკეთის გაკეთება და არა იმიტომ რომ მაგის გამო ვინმე ტაშს დაუკრავს და ეკრანზე გამოაჭენებს. არა ლილუ, შენს სიტყვას უდიდეს პატივს ვცემ მაგრამ ახლა არ მოგისმენ... ლილუ კი ტიროდა. თავის ბედზე ტიროდა. არ უნდოდა რომ სანდროს ოჯახი ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაეგდო. სანდრო კი თავისას არ იშლიდა. -ლილუ, გეხვეწები ნუღა ტირიხარ... ვერ გიყურებ ასეთ დღეში. ლილუს მოულოდნელად ის გოგოები გაახსენდა. აკანკალდა,სანდროს მკლავებიდან თავი დაიხსნა და გაიქცა. სანდრო გაეკიდა. -ლილუ! შემომხედე ლილუ რა გჭირს? -სანდრო შემეშვი. შენთან ვერ ვიმეგობრებ. -ლილუ ესე ნუ ლაპარაკობ. რამე დავაშავე? -არა სანდრო ნუ მკითხავ, გთხოვ. ამ მომენტისთვის ასე აჯობებს. -ლილუ... შენ თუ ფიქრობ რომ რადგან გეხმარები, თვალებში ვეღარ შემომხედავ, იცოდე რომ ამას გულით ვაკეთებ და არც მიფიქრია სხვა რამე. ლილუ ატირდა და უკანმოუხედავად გაიქცა. _ამის დედაც! რა დაემართა ნეტა? *** სანდრო ბარში იჯდა, ჭიქას ჭიქაზე ცლიდა. -მელიქიშვილი, რა მოხდა არ იტყვი? -გადით რა. -რა მიგივიდა? ისევ ის გოგო? -ჩემთან მეგობრობა აღარ უნდა. -მერე მაგაზე იშლი ნერვებს? მაგ გოგოს ლოგინში ჩაგორება თუ გინდა, გოგოები თავზე გეხვევიან და იმათ რო მიაქციო ყურადღება? -ბიჭო შენ შ**ხო არ გაქ?! სანდრო წამოვარდა და მეგოვარს ყელში სწვდა. -ბიჭო რას შვები გაგიჟდი?! ბიჭებმა ძლივს გააშველეს სანდრო და ლუკა. -აღარ გაბედოთ ლილუზე რამე ცუდის თქმა! მიყვარს! თან ძაან! -კაი ბიჭო რას ავარდი, დაჯექი მოყევი რა მოხდა.იციან შენმა მშობლებმა? -ბიჭო მამაჩემმა იცის, ნუცამ არ იცის (სანდროს და), თამარმა რო გაიგო, გააჯაზა და თავისი დაიმართა მარა მაგას ვინ ეკითხება? -კაი და ლილუმ რაო? -ესე მითხრა შენთან მეგობრობა არ შემიძლიაო. -რა რატოო? -არ ვიცი. გუშინ მამაჩემმა მითხრა იმ კაცის ოპერაციის ფული გადავიხადოთო და ლილუს რო ვუთხარი გაბრაზდა. -უხერხულში აგდებ ბიჭო და მაგიტო. არ შეგეძლო ჩუმად რო გადაგეხადა და პირში რო არ მიგეხალა? -გიგა ესე მქონდა გეგმაში. -ეეეე! გეგმაში ქონია. ყოფა რო გიტირა ეგეც გეგმაში გქონდა? რას გევხარ ვერ ხედავ? -ბიჭო რატო მი***ავ ნერვებს? -აუუ! გოგოებთან ურთიერთობაში 0 ხარ რაა! ამ დროს სანდროს ტელეფონზე დაურეკეს. გიჟივით წამოხტა და საავადმყოფოსკენ უდიდესი სიჩქარით წავიდა. თუ რა მოხდა ამას გაიგებთ შემდეგ თავში. ვიცი რომ გვიან უნდა დამედო მაგრამ, უცბად დავწერე და თუ მოკლეა მომიტევეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.