შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გუშინ თავი პირველი


14-09-2017, 17:00
ავტორი Anano GorGiladze
ნანახია 1 646

-კარგი რა კომიქსები რა შესაყვარებია?
-მიყვარს ნახატებთან ერთად კითხვა
-რატომ ვითომ?
-ფანტაზიის უნარს მიუმჯობესებს
-უბრალოდ წიგნი რო იკითხო არ გინდა?
-წიგნებს ვკითხულობ ნუ ღელავ
-არ ვღელავ, უბრალოდ არ შეიძლება დროის ტყუილად ფლანგვა.
-ტყუილად თუ ვფლანგავდე დროს...
-როგორც გნებავთ
-მაგრამ იმაში გეთანხმები რომ წიგნები უნდა ვიკითხოთ,ბევრი რაც შეიძლება ბევრი!!!
-ფუმფულა პლედთან ერთად, ბუხართან ახლოს...
-გეთანხმები...მაგრამ მე მაინც კომიქსები მირჩევნია
უცბად წვიმა დაიწყო. ორი გოგონა გარეთ აივანზე ისხდა. ერთი „პეპი გრძელი წინდას“ კითხულობდა, მეორე კი „თორის" კომიქსებს
-ენი არ ფიქრობ რომ კომიქსები უფრო ბიჭების საქმეა?
-რატო ლიზ? რას უწუნებ ამ კომიქსებს ვერ მივხვდი.
-იმიტომ რომ...აჰ დაივიწყე...შენი პროექტი ვიკინგებზე როგორ მიდის?
-კარგად...ნუ კარგად რა, მშვენივრად! მხოლოდ ის დამრჩა გასარკვევი რანაირი ჩაფხუტები ჰქონდათ.
-არ გეზარება?
-არააა
-კაი, სკოლაში რო გაძლევდნენ დავალებას, გასაგებია!!! მაგრამ...შენთვის რატო აკეთებ?
-უბრალოდ, მომწონს გამოძიება.
-მოდი აქ, ჩემ პატარა დეტექტივს უნდა ჩავეხუტო.
ლიზა ენის ჩაეხუტა.
...
წვიმდა.
ლამაზად წვიმდა... ისე რომ ყავის დალევას მოგანდომებდათ. ჰოდა ლიზაც შევიდა ყავის გამოსატანად, გამოვიდა და დაისხა თავისთვის ყავა.
-მარტო ერთი ჭიქა რატომ გამოიტანე?
-ეეენ! კარგი რა...პატარა ხარ ჯერ!
-7 წლის პატარა სიფათა გგონივარ არა?-გაიბუსხა ენი.
-არა...ეგ არ...კაი ხო შენც გამოგიტან.
...
ორი დაიკო ისხდა და გაჰყურებდა ცის ქვითინს და დათოვლილ მთებს. ენი ყავას აბუშტულავებდა.
-გეყოს გთხოვ, წიგნის კითხვაში მიშლი ხელს.
-კარგი...ისე დედა სადაა ლიზ 2 კვირა არ დაბრუნებულა უკვე-ენიმ კომიქსს თვალები მოწყვიტა და ლიზას შეხედა.
ლიზას კინაღამ ყავა გადასცდა. თვალები გაუშტერდა და ძლივს ამოიღო ხმა:
-ამდენი ხნის შემდეგ პირველად იკითხე...შეიძლება არ დაბრუნდეს დედაჩვენი...2თვით...2წლით...ან შეიძლება 20-ც.
-გასაგებია...და მაინც სად არის?
-ენ მორჩი თვითონაც იცი სადაა!!!
-ხო მაგრამ ამდენი ხანი ღრუბლების ქვეყანაში რა უნდა?
-ენ...ხო იცი რომ ღრუბლების ქვეყნიდან შეიძლება ვერ დაბრუნდნენ არა? იცი ხომ?-ცრემლები მოადგა ლიზას-ვერც მამა დაბრუნდა...ვერც დედა!!!
-რატომ?
-არ ვიცი!
-რატომ?
-არ ვიცი!!
-რატომ?
-არ ვიცი!!!
-რატოომ?
-იმიტომ რომ მოკვდა, ენი...დედა მოკვდა...მოკვდა!
უცბად ორივე გაშეშდა...ენი გათეთრდა...ფერი აღარ ჰქონდა სახეზე...თითქოს 10 წამალი ერთად გადაჰყლაპაო, ფეხზე ადგა და...
...
-ენ!...ენ!!! გაიღვიძე ენ!!! გთხოვ, ნუ მაშინებ!!!ენ!!!
ენი აივანზე იწვა.
-რა მოხდა ლიზ?
-ამ...აივანზე დაგეძინა! მეტი არაფერი!
-სიზმარი ვნახე ცუდი...
-რა სიზმარი საყვარელო?
-ლიზ...
-რა ?...თქვი ჩემო კარგო
-თითქოს მიყვიროდი დედაჩვენი მოკვდაო...
-ეს...უბრალოდ სიზმარი იყო ენ! წადი სახლში წამოწექი და თუ გნებავს კომიქსები წაიკითხე!
ენი შევიდა...
აივნის მაგიდაზე „პეპი გრძელი წინდა“-ს წიგნი და „თორი“-ს კომიქსი იყო. ორი ყავა...
-რამდენი ხანი დაიჯერებს კიდე ამას? ლიზა შეეშვი ტყუილებს! უთხარი რომ დედა მოკვდ...არა არ შემიძლია!-გაიფიქრა ლიზამ და მაგიდა აალაგა.
წინწკლავდა...



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

კარგი დასაწყისია, მომეწონა blush

 


№2 სტუმარი მოცინარი

კარგი იყო... ძალიან ძალიან კარგი დასაწყისი. აშკარად ნიჭიერი ხარ kissing_heart

 


№3  offline წევრი Anano GorGiladze

მოცინარი
კარგი იყო... ძალიან ძალიან კარგი დასაწყისი. აშკარად ნიჭიერი ხარ kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა <3

ენ ჯეინი
კარგი დასაწყისია, მომეწონა blush

ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent