შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Red Lips (თავი 5)


14-09-2017, 18:49
ავტორი Olivia
ნანახია 1 279

თავი 5

სახლში შესვლისთანავე შეათვარიელა გოგონამ იქაურობა, თუმცა ბიჭის გამოხედვამ იქვე გააშეშა. დაუკითხავად სახლში შესვლა უზრდელობა იყო, ასე ასწავლიდა დედა მას.
-შეიძლება შევიდე? - დეივმა თავი დაუქნია, გაუღიმა და ხელი მხარზე დაადო.
-კითხვა არ გჭირდება. - თვალი ჩაუკრა და შემოსაცმელი იქვე მიაგდო, ფეხსაცმელები ლამაზად მიაწყო თაროზე და სამზარეულოსკენ წავიდა. - რას დალევ?
-მხოლოდ ცივი სასმელი.
-ეხლავე. - რამდენიმე წამში გაზიანი სასმელით დაბრუნდა. ჯერ ორი ჭიქა ჟურნალის მაგიდაზე დააწყო, შემდეგ სასმელი ჩამოასხა და გოგონას მიაწოდა. რამდენიმე წამში კი ჰეილის მზერა გაიყინა, ხელები აუცახცახდა და ბიჭს ხელი ხელზე მოუჭირა. - რა მოხდა?
-უკან არ გაიხედო... იქ...
-რა? - ნელა მიბრუნდა ბიჭი და როდესაც შავი უზარმაზარი ავაზა დაინახა, გაეღიმა. - ის? ნუ ღელავ არ იკბინება.
-მეუბნები დიდ, შავ ავაზაზე? ის ხომ ძაღლი არ არის! - დივანზე ფეხებით ავიდა და შეშინებულმა ბალიში აიფარა სხეულზე. - არ მოვიდეს თორემ სულს დავლევ.
-ჰეილი ის ბავშვობიდან აქ არის, როგორ გგონია რომ იკბინებოდეს და ვინმეს შეჭმა შეეძლოს აქ აშვებული დავტოვებდი? - ბიჭმა ერთი დაუშტვინა და ავაზა მის კალთაში აღმოჩნდა.
-ღმერთო არა!
-დამშვიდდი... - გოგონა ნელა ჩამოსვა, მის კალთაზე მოკალათებული ცხოველი მისი უზარმაზარი თათით გოგონას სხეულს შეეხო თუ არა, შავმა სილამაზემ ლოკვა დაუწყო. - ხედავ? მოეწონე.
-ძალიან ლამაზია, მაგრამ ასე მგონია ხელს მომაჭამს. - ნელა დაუწყო მოფერება, ის კი გაიტრუნა. თითქმის ორივე კალთაზე ეტეოდა დიდი არსება. - რამხელაა, კი მაგრამ რამდენი წლისაა?
-ჯერ ერთისაც არ არის, პატარა გოგოა. - გაეღიმა ცისფერთვალებას.
-სახლში ავაზა, სასტუმროში გაბურძგნული მხეცი, კიდევ რა სიურპრიზები გაქვს?
-კიდევ მყავს ანაკონდა მაღალ სართულზე. - ჰეილის ხმა აუცახცახდა.
-აა..ნაკონ..და? მმ..აღლა..
-ვხუმრობ. - ბიჭმა სიცილი ვერ შეიკავა. - ირილიას გარდა აქ არავინ ცხოვრობს.
-ირილია... როგოც ჩანს ძალიან უყვარხარ. - დაასკვნა როგორც კი ცხოველმა ბიჭის ჩახუტება დაიწყო.
-სულ ასეა, როგორც კი რაიანს ნახულობდა იმ წამსვე მეხუტებოდა, რატომღაც ყველაზე ეჭვიანობს.
-არ მიკვირს. - გაეღიმა გოგონას.
-შეგიძლია მაღლა დაიძინო, ან ირილიას გვერდით, მხოლოდ ორი სტუმრების ოთახი მაქვს, დანარჩენი ოთახები ტანსაცმელს, ნივთებს და მსგავს რაღაცეებს იტევენ.
-გასაგებია, მეორეზე ავალ.
-კარგი, აი ის ოთახია. - თითი თეთრი კარისკენ გაიშვირა, გოგონაც იმ ოთახში ავიდა და მოწესრიგებას შეუდგა. დეივის ნაყიდი პერანგი მოირგო, ბარხატის ხალათი შემოიცვა რომელიც ასევე ბიჭმა უყიდა და როგორც კი ნაყიდ სამოსს თვალი მოავლო ესიამოვნა რომ არაფერი დაავიწყდა. საწოლში შეწვა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამში ახალი თეთრეულის სურნელმა სიზმრებში გადაისროლა.
დილით საუზმის გემრიელმა სურნელმა გამოაღვიძა მძინარა ჰეილი, ნელა წამოსწია თავი, წამოდგა, შხაპი მიიღო უზარმაზარ აბაზანაში და მოდუნდა. შხაპის შემდეგ ბიჭის ნაყიდი სურნელოვანი ზეთები სხეულზე მოისვა, ულამაზესი თეთრეული მოირგო სხეულზე, თმა აიკეცა, მაკიაჟი გაიკეთა, თმა როგორც ყოველთვის ბუნებრივად დაიტოვა, ტანსაცმლის არჩევამ კი ნამდვილად დააყოვნა. არ იყო სპორტული, ან კლასიკური. ყოველი კაბა ერთი მეორეზე გამომწვევი და მიმზიდველი იყო. ბოლოს კი დაინახა სპორტული სამოსიც სახლისთვის, რამაც გული გაუხარა და სასიამოვნოდ გააღიმა. ჩაცმის შემდეგ ოთახი დატოვა, პირველ სართულზე ჩაირბინა და ბიჭს გაუღიმა, რომელიც მკლავებაკაპიწებული დატრიალებდა მაგიდას და ტოსტებს ამზადებდა ომლეტთან და ყველთან ერთად. ტოსტებს მრგვალად ჰქონდა ამოჭრილი გული, შიგნით კი კვერცხის ცილა იყო შემწვარი, ცილის შუაში კი კვერცხის გული, რომელსაც გულის ფორმა ჰქონდა. ჰეილის გაეღიმა ამაზე და ბიჭს ბედნიერმა ახედა.
-არ მეგონა ასეთი კრეატიული თუ იყავი.
-აბა რას მკადრებ? სხვათაშორის ამ გულის ფორმის გარდა სხვა ფორმები ვერ ვიპოვე, ამიტომ რატომღაც ვარჩიე გული ყოფილიყო.
-მშვენიერია.
-მისმინე, დღეს სანამ სამსახურში ვიქნები ფეხსაცმელი გეცმევა და ყველაფერს ასე გააკეთებ, მართალია სახლს ვალაგებ, მაგრამ მოდი ვახშამი შენ მოამზადე, სცადე რომ იარო ქუსლებით მთელი დღე.
-რასაც დამავალებ გავაკეთებ.
-მშვენიერია, ეხლა კი მეჩქარება, შენ მიირთვი.
-კი მაგრამ არ შეჭამ?
-გაგახსენო რომ სასტუმროში ვსადილობ? რაიანთან ერთად... - გაუღიმა და სახლიდან გავიდა. გოგონამ თავი დაუქნია უკვე წასულ ბიჭს და ჭამას შეუდგა.
-რა შარში ვეხვევი? თუმცა მინდა რომ ის სხვანაირი იყოს, არ მინდა მიმატოვოს. - ჰეილი შიგნიდან უზარმაზარ ტკივილს გრძნობდა, იმის გამო რომ ბიჭი არ დალაპარაკებია ამის შესახებ, რომ ეს მათი პირველი და უკანასკნელი დღე იყო ერთად. ტელეფონი ამოიღო, გოგონების ნომრები აკრიფა და ყველას ერთად მიწერა რომ შეხვედრა უნდოდა. მარტო ვერც ამდენ საჭმელს გაართმევდა თავს, ასე რომ ყველა მაგიდასთან შეიკრიბა რამდენიმე წამში.
-რა მაგარი სახლია, ყბა ფეხებამდე ჩამომეწელა. - გაეცინა ჰანას და კიდევ ერთხელ შეათვარიელა იქაურობა.
-ნუ ხამობ, გვითხარი რა გეგმა აქვს სხვა. - დაინტერესდა ლურჯთმიანი, რომელიც არც ისე კმაყოფილი ჩანდა ამ ამბით.
-მეტი არაფერი, როგორც ვთქვი მხოლოდ ის უნდა რომ ქუსლებზე სიარული დავიწყო.
-რატომღაც მგონია რომ თქვენი ერთ სახლში ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანთ. - კვლავ ეს უკმაყოფილო მზერა.
-აია გთხოვ, ასე ნუ საუბრობ, ის კარგი პიროვნებაა და ჩემთან რამე რომ უნდოდეს ამას არ შემომთავაზებდა.
-ეგეც მართალია, თუმცა შენს თავს კარგად არ აფასებ, ლამაზი, მიმზიდველი და ახალგაზრდა ხარ, ის კი კაცია, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს.
-მარტო არ ცხოვრობს. - გაეკრიჭა ვარდისფერთმიანი.
-რაა? - ყველამ პირი დააღო.
-აი ნახეთ. - გოგონამ ერთი დაუშტვინა და ოთახიდან შავი ცხოველი გამოვარდა.
-ეს რა ჯანდაბაა? - ჰანამ და შავთმიანმა ფეხები იატაკიდან სკამზე ასწიეს, აია კი გაოცებული და გახარებული მივარდა ცხოველს და მოფერება დაუწყო.
-რა ლამაზია, ავაზა ჰყავს სახლში? ცოლად გაყევი! მე კიდე შენი მეჯვარე და ბავშვის ნათლია ვიქნები, ასევე სახლს დაგილაგებთ ხოლმე, დამიქირავეთ გთხოვთ.
-აია ასეთს პირველად გხედავთ... - გაუკვირდა შავთმიანს.
-რა გიკვირს ევა, ის ხომ ცხოველების საუკეთესო მეგობარია, მითუმეტეს ქვეწარმავლების, ერთნაირი ენა აქვთ.
-ჰანა გაჩუმდი თორემ მაგ ენას მოგაჭრი და ამ ლამაზ არსებას მივუგდებ. - გაუღიმა გოგონამ და კვლავ განაგრძო მისი მოფერება.
-ნუ ჩხუბობთ, ის მაღლები მომაწოდე რა. - ჰეილიმ ქუსლიანები მოირგო და მთელი დღე ამით დაიწყო სიარული.
ამ ღამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ შეიტანა ბიჭმა მასში. ჯერ ქუსლებით სიარულს მიაჩვია, შემდეგ მოკლე კაბების ჩაცმამ უხერხულობიდან კმაყოფილებაზე გადაინაცვლა, გოგონა უფრო ამაყად, თავდაჯერებულად დაიარებოდა სახლში, რამაც მისი გარეგნობა მეტად დახვეწა. გარეგნობის შემდეგ ხასიათების შეცვლა დაიწყეს, მისი თავდაჯერებულობა მხოლოდ სამოსით აღარ განისაზღვრებოდა. ღიმილი, გამოხედვა და ქცევები მეტად გამოკვეთილმა აზრებმა შეცვალა. დეივი მხოლოდ მაშინ იტყოდა რომ მზად იყო, თუ ის მის მოხიბვლას შეძლებდა, გაღიმებას და მოახერხებდა რამით დაეკმაყოფილებინა ცისფერთვალება. ბევრი შრომის შემდეგ, ჰეილი ძალიან შეიცვალა, ის უფრო ძლიერი, თავდაჯერებული და მეამბოხე პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა, რამაც 3 თვე ისე წაიღო, თითქოს დრო მისთვის სადღაც ჰაერში გაუჩინარდა.
-ვახშმისთვის მზად ხარ? - ბიჭმა სკამი გამოსწია, გოგონა ჩამოსვა, თავადაც დაიკავა ადგილი და მენიუს დააკვირდა.
-დიახ მზად ვარ. - თბილი ღიმილი ეშმაკურად გადაიქცა, საყვარელი თვალები კი უკვე მიმზიდველობას ასხივებდა შორიდანვე.
-რას მიირთმევ?
-გენდობი. - მენიუ მაგიდაზე დააბრუნა, ღვინით სავსე ჭიქა ნელა მოიქცია ხელის გულში და ისე შეეხო წითელი სასმელი მის სისხლივით წითელ ტუჩებს, თითქოს ერთიმეორესთვის იყვნენ განკუთვნილები.
-სიამოვნებით შევარჩევ. - ცივი მზერით უტევდა ბიჭი ჰეილის ეშმაკურ მზერას, რომელიც ადვილად არ დანებდებოდა დეივს. - ერთი კალმახი ჩემთვის, ქალბატონისთვის კი სალათი.
-ეხლავე. - მიმტანი ისე მალე მოსცილდა ამ დაძაბულ აურას, თითქოს სადაც იყო ეს ორი ერთმანეთს დახოცავდა.
-ამ საღამოს მშვენივრად გამოიყურები. - სასიამოვნო კომპლიმენტით დააჯილდოვა გოგონა.
-მხოლოდ ამ საღამოს?
-რა თქმა უნდა არა, მაგრამ ავღნიშნე რომ შენი სილამაზე დღეს განსაკუთრებულად გამოჩნდა. - ჰეილი წელში უკეთესად გასწორდა, თმა მკერდიდან მხრებზე გადაიყარა და ბიჭს უფრო მეტად მიუახლოვდა.
-თქვენც არაჩვეულებრივად გამოიყურებით, თუმცა ავღნიშნავ რომ ეს საროჩკა, ნამდვილად არ არის საუკეთესო არჩევანი.
-ხო? რატომ? - ბიჭი დაიბნა ამ სიტყვებზე.
-როდესაც გიყურებ, ზედმეტად უბრალო პიროვნების შთაბეჭდილებას მიქმნით, თუმცა ნამდვილად არ ხართ ასეთი, თან თქვენი დაკუნთული და სექსუალური სხეული გამოკვეთილად არ ჩანს... - ბიჭს ჩაეღიმა და ხელები აიფარა სახეზე. - იმედია არ მიწყენთ, რადგან თქვენმა სხეულმა აღმაფრთოვანა.
-ღმერთო ჩემო...
-გაგაღიმე, გაები ჩიტო. - წამში შეიცვალა გოგონას ღიმილი.
-კუდიანო! ეს რატომ მითხარი?
-აბა რა მექნა? ძალიან მიტევდი, მეგონა მომკლავდი მალე მზერით. - მიმტანი რომ დაბრუნდა და სიტუაცია განმუხტულად ჩათვალა, მაშინვე მოდუნდა, თეფშები მიართვა ორივეს და დამშვიდებული გაბრუნდა უკან. - მას აშკარად არ სიამოვნებდა ჩვენთან.
-ნამდვილად. - გაეღიმა როდესაც გოგონას სრული ფორმა შეათვარიელა. - მზად ხარ. მოკლედ ხვალ რაიანს დაბადების დღე აქვს, ის მხოლოდ გვიან აღნიშნავს ხოლმე, ასე რომ დილით უნდა თუ არა კომპანიაში გამოცხადდება რომ უარი თქვას მამამისის განცხადებაზე, შენ კი იქ დახვდები.
-და მე რას ვუშველი?
-ის დათანხმდება მამამისს შენს გამო, აი ნახავ! - გოგონამ თავი დაუქნია და ხელების წვალებას შეუდგა. - ნუ ღელავ, ვიცი რომ გამოგივა.
-კარგი. - გაუღიმა და მორალურად მზადებას შეუდგა.
დამღლელი ღამის შემდეგ გადაწყვიტა სასტუმროში მისულიყო, რადგან მისი ნივთები დეივმა წინასწარ გადაიტანა. იცოდა ჰეილი მალე აითვისებდა ყველაფერს და გამოუვიდოდა მისი შეცვლა, თუნდაც მოჩვენებითად. როგორც კი სასტუმროს ნომერში ფეხი შეადგა ტანსაცმელი გზა და გზა მიყარა, უამრავი მაკიაჟი სახიდან მოიშორა და ცხელ წყალში მოთავსდა. იგრძნო დაღლილობა, ფეხების ტკივილი, ხერხემლის არეში დაჭიმულობა. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა მასზე, ვერ გაეგო ასე რატომ ღელავდა ბიჭთან შეხვედრის გამო. რამდენიმე საათი წყალში გაატარა, როდესაც ამოსვლა დააპირა ტელეფონზეც გაისმა ზარის ხმა და უკან დაბრუნდა, პაკეტში ჩადებული ტელეფონი აიღო და უპასუხა.
-დიახ?
-"ჰეილი ბრძანდებით?"
-დიახ?
-"მე ოლივერი ვარ, რაიანის მამა, რომელიც თქვენში ფულს დებს." - გოგონას ღიმილი გაუკრთა სახიდან. - "რადგან ამდენს ვწვალობ, იმედია დარწმუნებული ხართ თქვენს საქმეში. შეცდომების დაშვება არ მიყვარს." - ამის გაგონებაზე ხელები აუცახცახდა. ბევრს ფიქრობდა იმაზე რომ შესაძლებელი იყო ბიჭი არ დაინტერესებულიყო მისით, მეტიც, იქნებ არც კი შეეხედა მისთვის.
-მე... მე...
-"თქვენი ფული არ მჭირდება, არც დაბრუნებას გთხოვთ, უბრალოდ მინდა რომ ჩემი ვაჟი გაერკვას საქმეებში. ხვალ გელოდებით დილით, ჩემს კაბინეტში."
-დიახ, რა თქმა უნდა. - კაცმა იმ წამსვე გათიშა ტელეფონი და გოგონას გულიც რეჟიმს დაუბრუნდა. - რა ვქნა... რა უნდა გავაკეთო... - აბაზანა პირსახოცშემოხვეულმა დატოვა და საწოლზე დაემხო.
მომდევნო დღე ეცადა ხალისიანად დაეწყო. დილიდანვე მოიწესრიგა თავი, ულამაზესი შავი, მოკლე და გამომწვევი კაბა მოირგო სხეულზე, სარკეში ჩაიხედა და ზედმეტად მოეწონა ის რაც დაინახა. თეთრი ტუფლები ხელში აიღო და სამზარეულომდე ჩაცმაჩაცმით გავიდა. ტუჩსაცხის წასმის შემდეგ კი სასტუმრო დატოვა და ტაქსით დანიშნულების ადგილამდე მივიდა. მადლობა დეივს რომ ვარდისფერთმიანმა გაარკვია დამხმარეს რა ევალებოდა და როგორ უნდა გარკვეულიყო ბიზნესის სფეროში. ჩანთა ხელში დაიჭირა, ნელა გადავიდა მანქანიდან და იქაურობა არც კი შეუთვარიელებია ისე შეიჭრა უზარმაზარ შენობაში. თავი მაღლა ასწია, თმა წინ გადმოიყარა და ქუსლების კაკუნით მივიდა უფროსის კაბინეტამდე. თავდაჯერებული და გაძლიერებული მიადგა იქვე მდგომ გოგონას.
-გამარჯობათ. - გაუღიმა და ვარდისფერთმიანს მიუახლოვდა.
-გამარჯობა, ბატონი ოლივერი მელოდება.
-დიახ შემობრძანდით. - გოგონამ კარი გაუღო და შეატარა დახვეწილი ქალბატონი.
-დიახ? - მობეზრებით ამოილაპარაკა მოწყენილმა კაცმა.
-მე ჰეილი ვარ, გუშინ ვისაუბრეთ. - გოგონა მისკენ წავიდა და ხელი გაუწოდა, კაციც აღფრთოვანებით წამოდგა და ხელი ჩამოართვა.
-უფრო მომხიბვლელი აღმოჩნდით ვიდრე წარმოვიდგენდი.
-მადლობთ.
-დაბრძანდით. - გაუღიმა და სკამზე ანიშნა. ჰეილის გული ნელ-ნელა მშვიდდებოდა, როგორც კი ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე დაიდო.
-შემიძლია რომ დავიწყო ანუ?
-დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი ვაჟი ძალიან... - დაიწყო მისი დახასიათება, თუმცა რა იცოდა რომ ჰეილი მას იცნობდა.
-მე ვიცი, უბრალოდ მითხარით როდის დავიწყო და სად ვიწყებ.
-აი ეს სხვა საქმეა... საკონფერენციო დარბაზში რამდენიმე წამში შეხვედრა შედგება, საბუთები ჩემს მაგიდაზე იქნება, მომიტანეთ და ყავა არ დაგავიწყდეთ, იმედია გეხერხებათ მსგავსი საკითხების მოგვარება.
-მე მომანდეთ. მხოლოდ მანიშნეთ როდის შემოვიდე და შემოვალ. - კაცი წამოდგა, გოგონას ხელი გაუწოდა და როგორც კი მან ჩამოართვა ნელა ეამბორა ნაზ ხელზე.
-თქვენი იმედი მაქვს. - ჰეილი შიგნიდან ისე თრთოდა თითქოს მალე გული წაუვიდოდა. როგორც კი მარტო დარჩა კაცის კაბინეტში თმა ზურგზე გადაიყარა და მაკიაჟს შეთვარიელება დაუწყო. ნერვიულობისგან სულ გაოფლილიყო, რის შედეგადაც სახეზე ყველაფერი არეულიყო. ჩანთიდან პუდრი და სახის ბლენდერი ამოიღო და ნაზად დაუწყო შელამაზება მის ლამაზ, წითელ ლოყებს.
-კარგია. - გაეღიმა როგორც კი პრობლემა მოაგვარა. ტელეფონი აიღო, შეტყობინებები შეამოწმა და უფროსის მოლოდინით დაღლილი აქეთ-იქით სიარულს შეუდგა. - სამი თვე გავიდა, იქნებ არ ვახსოვარ? არა როგორ დავავიწყდებოდი...
-ქალბატონო ჰეილი. - კარი უფროსის მდივანმა გააღო და გოგონას თბილად გაუღიმა.
-გისმენთ?
-ბატონი ოლივერი გელოდებათ. - თავი დაუქნია, ჭიქა აპარატთან დადგა, ყავა ჩამოასხა და დოკუმენტებით ხელში გაემართა საკონფერენციო დარბაზისკენ. კარზე დააკაკუნა და როგორც კი სიჩუმე ჩამოვარდა, ოლივერის "შემობრძანდით" შემოესმა აღელვებულ გოგონას. ღრმად ჩაისუნთქა, თავი ასწია, წელში გასწორდა და დამშვიდებული შევიდა შიგნით. ჭიქა გვერდით დაუდო ბატონს და ფურცლებიც მიართვა.
-დიდი მადლობა. - გაუღიმა კაცმა და კვლავ თავჩახრილ ბიჭს მიმართა. - უნდა გადაწყვიტო... ან სამუდამოდ დაემშვიდობები აქაურობას ან ჩემს საქმეს მიხედავ. - ბიჭს ჩაეღიმა და გასასვლელად წამოდგა.
-კარ... - დამშვიდობება უნდოდა, თუმცა როგორც კი თავი ასწია და მამის გვერდით ვარდისფერი თმა შენიშნა ღიმილი მიეყინა, სუნთქვა შეეკრა და ნელა აათვარიელა თმის პატრონი.
-აბა? რას იტყვი? - კაცმა კვლავ დაუსვა კითხვა.
-კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ ბატონო ოლივერ? შემიძლია წავიდე? - კაცმა ღიმილით გახედა გოგონას და თბილად მიმართა.
-რა თქმა უნდა ძვირფასო, თუ რამე დამჭირდა დაგიძახებთ.
-მადლობთ. - გაუღიმა და სხეულის მიხვრა მოხვრით დატოვა იქაურობა.
-რაიან! პასუხი მჭირდება.
-კარგი მამა, მივხედავ აქაურობას. - ეს თქვა თუ არა უკან გაყვა გოგონას. ბატონს სახე გაუბრწყინდა და დეივს გახედა რომელიც კარიდან ჩუმად იყურებოდა და სიხარულისგან ცეკვავდა. როგორც კი ბატონი ოლივერის მზერა შენიშნა გაჩერდა, საროჩკა შეისწორა, ჩაახველა და იქაურობას აუღელვებლად მოშორდა. ჰეილი უკვე კიბეებზე ჩადიოდა როდესაც ბიჭმა შენიშნა და უკან გაყვა. გოგონა გრძნობდა რომ ვიღაც მოყვებოდა, ასე რომ კუთხეში შეუხვია და იქვე მდგომი ლარნაკი მოამზადა რომ გემრიელად შემოეცხო, როდესაც ბიჭმა ხელი დაუჭირა და გაკვირვებულმა ჩახედა მის ლამაზ თვალებს.
-ღმერთო ჩემო, უნდა მოგეკალი? - ლარნაკი გამოართვა ბიჭმა და მაგიდაზე დააბრუნა. ჰეილიმ ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ შეცვალა საუბრის მანერა.
-მაპატიეთ, არ მინდოდა.
-არაუშავს... - კვლავ აათვარიელა გოგონა. - აქ რას აკეთებ? როგორ? ან როდის მოასწარი?
-ვმუშაობ, რა თქმა უნდა.
-მითხრეს რომ იმ დღესვე მიატოვე იქაურობა როგორც კი მე მნახე ჩემებთან ერთად.
-უკეთესი სამუშაო ვიპოვე, თან მომწყინდა. - ბიჭი იმდენად გაკვირვებული იყო მისით რომ თვალებს ვერ უჯერებდა.
-მოგწყინდა? - გაეღიმა როდესაც ეს გაიგო. - ძალიან შეიცვალე.
-ალბათ. უნდა წავიდე, მეჩქარება. - გვერდი ისე აუარა თითქოს არავინ ყოფილიყოს.
-ეჩქარება? - გაეცინა და დეივის კაბინეტისკენ გაემართა. ბიჭი საბუთებში იქექებოდა და ღიღინებდა, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან რაიანი საშინლად გაცხარებული შევარდა. - რა ჯანდაბაა? - მისი ყვირილის შემდეგ ბიჭი იქვე შეხტა და ხელები დამნაშავესავით ასწია.
-ვინმე მოვკალი?
-არა... - მობეზრებით ამოილაპარა. დეივს კი სიმშვიდე დაეტყო.
-აბა შენ მოკალი?
-არა რა თქმა უნდა.
-აბა მამაშენმა? - ამჯერად თავი ასწია და მიაჩერდა.
-მომისმენ?
-რა თქმა უნდა. - გაეცინა და თავი კვლავ ფურცლებში ჩარგო.
-ჰეილი ნახე? - სკამზე ჩამოჯდა და ბიჭისკენ მიიწია.
-ჰეილი?
-ვარდისფერი.
-აჰ... - გაეღიმა მის გახსენებაზე.
-რა "აჰ?" ნახე თუ არა.
-ვნახე კი, დილით შემხვდა, სხვათაშორის ძალიან მოუხდა ის რაც აცვია.
-მოკეტე! აქ რას აკეთებს?
-აბა მე რა ვიცი? შენი შეყვარებულია. - ყველაფერი ერთ ფოლდერში მოათავსა და მეგობარს შეხედა, რომელსაც სულ არ ესიამოვნა მისი ნათქვამი.
-ჩემი ვინ? რას ბოდავ? მე არასდროს მყოლია შეყვარებული. - საზურგეს მიეყრდნო და ფეხი ფეხზე გადაიდო. ფაქტიურად წამოწვა.
-ანუ ერთად არ ხართ? - ბიჭს ეშმაკურად გაეღიმა.
-რა თქმა უნდა არა.
-მშვენიერია, დამითმობ ანუ?
-რა? - დეივი წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. - სად მიდიხარ?
-ხომ თქვი რომ არაა შენი შეყვარებული, ხო და მინდა რომ პაემანზე დავპატიჟო, თან ყოველთვის მომწონდა, ვფიქრობდი რომ ერთად იქნებოდით. წარმატება მისურვე. - თვალი ჩაუკრა და კაბინეტი დატოვა. გარეთ გასულს გაეცინა მის რეაქციაზე და იცოდა რაიანი გაყვებოდა ჰეილიმდე, ამიტომ სიმართლესთან მიახლოებული სახე დაიჭირა და როგორც კი გოგონა ყავის აპარატთან დაინახა, მისკენ წავიდა. - აი ისიც, როგორ მიეჩვიე აქაურობას? დიდი ხანია აღარ მინახიხარ. - გაუღიმა და ხელზე აკოცა გაკვირვებულ გოგონას.
-დილით არ მნახე?
-რაიანი გვიყურებს. - ჰეილის გაკვირვებული სახე ღიმილმა ჩაანაცვლა.
-კარგად მიდის ყველაფერი.
-კარგია. დღეს სამსახურის შემდეგ გცალია?
-დღეს არა, მაგრამ ხვალ რა თქმა უნდა. - გაუღიმა და მარკერი ამოიღო, ხელი გააშლევინა და ნომერი ჩაუწერა. - დამირეკე. - თვალი ჩაუკრა და გაბრუნდა. იქ კი რაიანი დაინახა, თბილად გაუღიმა და ბატონი ოლივერის კაბინეტში შევიდა ყავით ხელში. - ინებეთ. - გაუღიმა და მის წინ ჩამოჯდა.
-დიდი მადლობა, არ გევალება მაგრამ მაინც მოგაქვს.
-თქვენს მდივანს დაავიწყდა, მაგრამ მე მის სიას ჩავხედე და რაღაც რაღაცეები ამოვიკითხე.
-მადლობ. - მისი მზერა გოგოსადმი სიყვარულს ასხივებდა.
-არაფრის.
-ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენით.
-თქვენობით არ გვინდა, ჰეილი დამიძახეთ.
-ასევე, ოლივერი დამიძახე, ან ბიძია ოლი, როგორც გაგეხარდება.
-კარგი ბიძია ოლი. - გაეცინა გოგონას.
-როგორ მოახერხე ჩემი ვაჟის ერთ წამში გადარწმუნება?
-ასე ვთქვათ წარსულში ვიცნობდით ერთმანეთს.
-გასაგებია. მიხარია თუ ჩემთან განაგრძობ მუშაობას.
-მეც მიხარია.
პირველი დღე თითქოს ადვილად მოეჩვენა გოგონას, რაზეც ჰანა ამჯერად დაეთანხმა. გოგონების საღამო სასტუმროში გაიმართებოდა, რა თქმა უნდა იმის შემდეგ რაც ჰეილი შინ მივიდოდა. სანამ შენობიდან გავიდოდა რაიანიც დაინახა. ბიჭი მისკენ წავიდა და უცნაურად აათვარიელა.
-რითი მიდიხარ?
-რამე პრობლემა გაქვთ?
-არანაირი, მაგრამ შემიძლია წაგიყვანო. - გოგონა ჩაფიქრდა და თავი დაუქნია.
-კარგი, რატომაც არა.
-წავიდეთ. - გაუღიმა და კარისკენ ანიშნა. ჰეილი რაიანთან ერთად გარეთ გავიდა, ბიჭმა მანქანის კარი გაუღო, ისიც ჩაჯდა, ღვედი გაიკეთა და ბიჭს დაელოდა. როგორც კი ისიც მოთავსდა მანქანა დაიძრა. - სად მიგიყვანო, სად ცხოვრობ?
-შენს სასტუმროში. - სახეზე გაკვირვება დაეტყო.
-მართლა?
-ჰო, რა იყო? - უცნაურად გაუღიმა.
-არაფერი, უბრალოდ გამიკვირდა. როდის მერე?
-გუშინ გვიან წამოვედი სახლიდან, ამიტომ ერთადერთი სასტუმრო იყო რომელიც ვიცოდი.
-გასაგებია... შენი შეყვარებული როგორ არის?
-ვინ? - გაეცინა გოგონას.
-ბიჭი რესტორნიდან.
-ჯეიკი? საიდან მოიტანე რომ ჩემი შეყვარებულია.
-არ არის?
-რა თქმა უნდა არა. როგორ გგონია მე რომ შეყვარებული მყოლოდა ბიჭებთან დავწვებოდი? - ამის გაგონებაზე ძარღვები დაეჭიმა საჭესთან მჯდომ ახალგაზრდას.
-"ბიჭებთან"? ჩემს შემდეგ ვინმე გყავდა?
-როგორ?
-შეყვარებულს ვგულისხმობ.
-და ჩვენ ერთად ვიყავით? რაღაც არ მახსოვს. - ჰეილი სერიოზულად ჩაფიქრდა მის სიტყვებზე.
-არ ვყოფილვართ, მაგრამ ერთი ღამით ერთმანეთი მოგვწონდა.
-მომწონდი? - ამის გაგონებაზე მანქანა გადააყენა და მისკენ გაბრაზებული მიბრუნდა.
-რა ხდება რომ ყველაფერი გიკვირს... ერთად არ ვიყავით? ისე იქცევი თითქოს ის ღამე არაფერი ყოფილიყოს!
-და რამე იყო? მაპატიე მაგრამ რაღაც არამგონია ჩემთვის დაგერეკოს!
-დამერეკა? შენი ნომერი დამიტოვე?
-მეხუმრები? რესტორანში მნახე! რამე მითხარი? არამგონია!
-ვარდისფერო ჭკუიდან გადაგყევარ? დილით წახვედი, არაფერი დამიტოვე, მერე შემხვდი მაგრამ ისე იყავი თითქოს მე გაძალებდი რამეს.
მეორე დღეს მოვედი რომ მენახე და გამოიცანი... იქ აღარ იყავი. - ისე სევდიანად თქვა ბოლო სიტყვები რომ გოგონას ნიღაბი თავისით ჩამოვარდა.
-მოხვედი? რატომ?
-მინდოდა ვახშამზე დამეპატიჟე, მაგრამ აღარ იყავი, იმ ბიჭმა კი სერიოზულად ნერვები მომიშალა, თანამშრომლების პირად ინფორმაციებს არ გავცემთო.
-ჰო, ჩვევია. - მის გახსენებაზე გაეღიმა.
-მისმინე მე... - ხელი გოგონას სახეს შეახო და ცახცახით დაუწყო მისი სახის მოფერება.
-შენ?.. - ჰეილის სუნთქვა შეეკრა, გული ისე აუჩქარდა ეგონა სადაც იყო აფეთქდებოდა.
-დეივი მოგწონს? რატომ ის? ნებისმიერი აგერჩია, ოღონდ ის არა...
-რას ერჩი მას?
-ის... - გოგონას ეშმაკური მზერა დაბრუნდა, წარბები მაღლა აუწია და მისკენ მიახლოებას შეუდგა. - ჩემი...
-გისმენ... - ხელი სახეზე ჩამოუსვა და როგორც კი მის ბაგეებს მიუახლოვდა, ბოლოჯერ ამოილაპარაკა.
-მეგობარია... - გოგონა მიიწია და მის ტუჩებს თავისი შეახო. რატომღაც ეს არასწორად ჩათვალეს, მაგრამ მამა ყოველთვის ეუბნებოდა რაიანს რომ ქალს არ უნდა დაელოდო, თუ მას არ უნდა ეს. რაიანი გრძნობდა რომ ის ჰეილის ყოველდღე ელოდებოდა, თუმცა ამას მისი გული ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა.
-უნდა წავიდეთ... - ძლივს მოსცილდა მონატრებულ ბაგეებს.
-ჩემთან დარჩი. - გოგონას სახეს რომ შეხედა ღიმილი კვლავ დაუბრუნდა.
-მელოდებიან. - ტუჩი გადმოაგდო და მის მოწყენილ სახეს ხელი ჩამოუსვა.
-ვინ გელოდება?
-გოგოები.
-აჰა, ვერ სთხოვ რომ...
-მალე წავლენ, თან შენს სასტუმროში ვარ, შენი ნომრის წინ. - ბიჭს ღიმილი გაუფართოვდა.
-მაშინ ვიჩქაროთ. - ხელზე აკოცა და მანქანა დაძრა. მთელი გზა არ მოუშორებია გოგონასთვის თვალი, ჰეილი კი საშინლად გადაღლილი იყო, ამიტომ გზაში ჩაეძინა. სასტუმროსთან მივიდნენ თუ არა გოგონას ნელა შეახო ხელი ხელზე და რამდენჯერმე ნაზად აკოცა. - მოვედით. - როგორც კი მიხვდა რომ ღრმად ჩასძინებოდა ხელში აიყვანა და ასე შევიდა შიგნით. ოთახამდე მივიდა, კარი შეამოწმა და ღია აღმოჩნდა თუ არა შიგნით შევიდა. ჰანამ შეყვირა და ევას მიახტა, თუმცა აიამ შენიშნა მის უზარმაზარ მკლავებში მომწყვდეული გოგონა და წამოდგა საწოლიდან.
-გამარჯობა?
-მე რაიანი ვარ, გზაში ჩაეძინა.
-აჰა, შემოდი და საწოლზე დააწვინე. - ბიჭმა თავი დაუკრა და გოგონა ნელა დააწვინა საწოლზე, ფეხსაცმელი გახადა და საბანი მიაფარა.
-ძილინებისა. - შუბლზე ნაზად აკოცა და ყველას დაემშვიდობა. მისი წასვლის შემდეგ კი ჰანას გაეცინა.
-ის იყო, მისი პირველი და უკანასკნელი ვნებიანი მამაკაცი.
-მოიცა ეს იყო ის სასტუმროს მეპატრონე? - გაეღიმა ევას.
-რატომ გიკვირთ? ჰეილი ლამაზია, ის კი სიმპათიური. ნუ ხამდებით. - ხელი აიქნია და გოგონასკენ წავიდა. - მომეხმარეთ კაბა მაინც გავხადოთ, მერე დავიშალოთ.
-კარგი. - ამოიბუზღუნეს და საქმეს შეუდგნენ.
მშვიდი ძილის შემდეგ გოგონა დილით დასვენებული წამოდგა, იქაურობა შეათვარიელა და თვალების ფშვნეტით გავიდა სააბაზანოში, წყალი გადაივლო, კბილები გაიხეხა და ჩაცმას შეუდგა. კაბების შეთვალიერება დაიწყო და ყველაზე ლამაზი აარჩია. თეთრი, მუხლს ზემოთ, ტანზემომჯდარი კაბა სხეულზე მოირგო, შავ ტუფლებს ხელი დაავლო და ჩაიცვა თუ არა სასტუმროს რესტორანში ჩავიდა. ბოლო სართულს რომ მიუახლოვდა გაეღიმა და მედიდურად შეიჭრა შიგნით. დაინახა დეივი და რაიანი რომ ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, ყურადღება არ მიაქცია მათ და იქვე თავისუფალ მაგიდაზე ჩამოჯდა.
-დილამშვიდობის, რას მიირთმევთ?
-ყავას დავლევ და კრუასანს.
-ეხლავე იქნება. - გაუღიმა გოგონამ და წავიდა. რამდენიმე წამში 45 წლამდე მამაკაცი მიუახლოვდა მაგიდას და ვარდისფერს თბილად გაუღიმა.
-გამარჯობათ, შეიძლება შემოგიერთდეთ? - გოგონამ უცნაურად ახედა მამაკაცს, მაგიდები შეათვარიელა და ცარიელი რომ ვეღარ ნახა, თავი დაუქნია.
-დაბრძანდით.
-მადლობთ. - ჩამოჯდა და გოგონა შეათვარიელა.
-არაფრის.
-მაპატიეთ, ადგილი აღარ არის და მხოლოდ აქ ვსაუზმობ ხოლმე.
-არაუშავს, არაფერია. - შეკვეთა მოუვიდა, მაგიდაზე დაუდეს და რამდენიმე წამში უკან გაბრუნდნენ. სიჩუმემ გოგონა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, კაცს თვალებში ვერ უყურებდა, თუმცა ეს მისთვის სულ არ ჩანდა უხერხულად. ბოლოს კაცი მისკენ მიიწია, ხელი ხელზე დაადო და ძლიერად მოუჭირა.
-დღეს ვახშამზე ხომ არ დამეწვეოდით? - გოგონამ ხელი გამოსტაცა და წამოდგომა სცადა, თუმცა ხელმა კვლავ დაიჭირა. - თუ საჭირო იქნება გადავიხდი.
-როგორ ბედავთ?
-დაჯექი. - ხელი მოკიდა და მის გვერდით დაისვა გოგონა. - მე ის მაქვს რაც შენნაირ გოგონებს უნდათ, უცოლო ვარ, ფულიანი... რას იტყვი? - ხელი ფეხზე დაადო თუ არა წამოხტა, ჰეილიმ ყავის ჭიქას მოკიდა ხელი და ვერ მოზომა სიბრაზე, გაბრაზებულმა კი ცხელი ყავა ზედ შეასხა. სიბრაზისგან ვერც ის იგრძნო თუ რამდენი ხანი ეჭირა ცხელი ჭიქა, ვერც ის რომ ყავა ხელზე დაეღვარა.
-სულ გაგიჟდი? - კაცმა ცივ წყალს დაავლო ხელი და შეისხა პერანგზე, თუმცა ამჯერად ყველა მათ უყურებდა. - ძუკნა! როგორ ბედავ? - ხელი ასწია და სადაც იყო ჰეილის ლოყა ძლიერად აეწვებოდა რომ ვიღაცამ ჰაერში გაუკავა და ძლიერად უთავაზა მუშტი. გოგონა მისკენ მიბრუნდა და გამწარებული რაიანი რომ დაინახა გული აუჩქარდა. არ ელოდა ამას... თუმცა არც ძაან გაკვირვებია.
-კიდევ რომ დაგინახოს ჩემმა თვალებმა, მოკვდები! - დეივმა დაცვას გახედა და ანიშნა მამაკაცი გარეთ გაეგდოთ. ბოლოს კი დამშვიდებულმა ორივე შეათვარიელა.
-კარგად ხარ? - ბიჭი ჰეილისკენ მიბრუნდა და ხელზე დახედა, რომელიც ყავისგან სულ დამწვარიყო. - შენი ხელი...



№1 სტუმარი Guest Lolla

დეივი მომწონს, ბოლო მომენტში მითუმეტეს, მინდა მეტი გავიგო მის ცხოვრებაზე, ასევე რაიანი. მომეწონა მათი მომენტები და ვხვდები ასე მალე ვერ იქნებიან ერთად, თითქოს შეუძლებლად მომეჩვენა ეს დაახლოება. ველი შემდეგ თავს.
წარმატებები.
ლოლა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent