შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცეული


14-09-2017, 23:28
ავტორი tkidangamokceuli
ნანახია 1 178

Rather than love, than money, than faith, than fame, give me the truth.
- ანნა, ასე არ შეიძლება, ხომ იცი?
- არა, ანდრი. ისე არ შეიძლება, როგორც თქვენ ცხოვრობთ.
- ანნა, არსად გაგიშვებ.
- …
- ხომ ვილაპარაკეთ?
- ანდრი, გთხოვ.
- რას მთხოვ? - უკვე ვყვიროდი. ვყვიროდი და ვგრძნობდი, რა განწირვით იჭიმებოდნენ არტერიები ჩემს ყელზე, როგორ მაწვებოდა სისხლი თავზე და შეუჩერებელ ტკივილს უფრო მიძლიერებდა. - შენ რა, იცინი?
- სასაცილოები ვართ. ხედავ? გაბრაზდი და იმის ნაცვლად მე მიყვირო და გამიბრაზდე, რაღაც ნივთი გიჭირავს და იმას ჩაჰყვირი.
- 90 წლის განუვითარებელი პაპუასივით ნუ იწყებ ხოლმე!
- ანდრი… - ცოთა ხნით ორივე გავჩუმდით, მერე გავიგე როგორ მოიხვნეშა და ამას ამოატანა ყველაფერი. ხშირად იყო ასეთი მომენტი, როცა უთქმელად მეუბნებოდა ყველაფერს. - დაგირეკე.
- პირობა შეასრულე.
- შევასრულე.
- მხოლოდ იმიტომ რომ დადე?
- ფაქტია დაგირეკე, ხომ იცი, მოვალეობისთვის არაფერს ვაკეთებ.
- ანნა.
- გისმენ.
- დამელოდები?
- ბატონო?
- ახლავე ჩავალაგებ.
- რას გულისხმობ?
- ანნა… მიმიღებ? - უცებ ისევ ამოსუნთქვა გავიგე, მაგრამ ეს ბედნიერი ამოსუნთქვა იყო. - ანნა.
- ანდრია… მართლა წამოხვალ?
- ანნა…
- გელოდები. - დიდი ხანი არ დამჭირვებია. სალაშქროდ სიარული ბავშვობიდან მიყვარდა. ყველაზე დიდი ზურგჩანთა ავიღე და შიგნით ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩავალაგე. წემოდან ბლედი და საძილე ტომარა დავახვიე. ყველაფერი მზად მქონდა უკვე. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში. მე სამხედრო სკოლა დავამთავრე და ამიტომ ვარ სწრაფი და ასეთი მოხერხებული. მშობლები სოფელში ცხოვრობენ და ალბათ ვერც გაიგებენ რომ წავედი. ფული საკმარისად მქონდა. 400 ლარი ნაღდზე, ბანკში კი ჩემი დანაზოგი. ცუდი არ არის სამედიცინო უნივერსიტეტის 25 წლის სტუდენტისთვის.
ანნა სადარბაზოსთან დამხვდა. ჩემი მსგავსი დიდი ჩანთით და წელზე მჭიდროთ შემორტყმული პატარით.
- ანდრია, არ მინდა იმიტომ გამომყვე, რომ ჩემი მარტო დატოვება არ გინდა.
- ანნა…
- ანდრი… - გაეცინა. - ხომ იცი, კარგად ვიქნები. შენ უნდა ისწავლო, ჯერ არ დაგიმთავრებია. მე კი უნდა წავიდე.
- უნდა წახვიდე?
- უნდა წავიდე.
- ვინმე გაძალებს?
- კი ანდრია, ყველა შენს გარდა. ყველა მაძალებს და მაგდებს. - ისევ ჩაიცინა. - მე დავბრუნდები.
- გინდა რომ გაგიშვა?
- მე შენ გაშვებას არ გთხოვ. მე უბრალოდ მივდივარ.
- არა.
- შენ შენი ნებით არ მოდიხარ. უბრალოდ მე არ მტოვებ. ბუნება კი ისეთი რამეა… ჯერ შენ უნდა მიიღო, თორემ თვითონვე აგიმხედრდება.
- მოვდივარ.
- ანდრია. - გაბრაზებით ამოიხვნეშა და იქვე, ხის სკამზე ჩამოჯდა. - მომისმინე…
- გისმენ და მესმის! შენც გაიგე! მოვდივარ!
- არა ანდრია! არსად არ მოდიხარ!
- ნუ ყვირი! - ამოისუნთქა და ჩვეული გასწორებული სახით მშვიდად განაგრძო საუბარი.
- ანდრი… შენ უნდა ისწავლო. შენ გიყვარს შენი საქმე…
- შენც მიყვარხარ!
- რა თქმა უნდა. სწორედ იმიტომ, რომ გიყვარვარ, შენ მე გამიშვებ.
- მარტივია ასე უბრალოდ? ასე უბრალოდ გაუშვა მეგობარი?
- სამუდამოდ არ მივდივარ.
- და მე ეგ ვიცი? გარანტია მაქვს?
- ჩემი სიტყვა.
- იქნებ… რამე დაგემართოს?
- მე მაინც დავბრუნდები.
- ანნა! - ჩანთა სკამზე მიაგდო და ჩემს წინ დადგა.
- შენ მიცნობ ყველაზე კარგად. ხომ ასეა? ვტყუი? იცი, აქ როგორ არ მინდა.
- დარჩენას არც გთხოვ.
- მაგრამ არც წასვლას მანებებ.
- განებებ, უბრალოდ ჩემთან ერთად…
- გპირდები, ყოველი კვირის ბოლოს მოვა შენთან წერილი. - და ისევ სიჩუმე. ვიცოდი, აღარაფერს ჰქონდა აზრი. ანნამ უარის თქმა არ იცოდა, უბრალოდ არ შეეძლო. ეს პირველი იყო და მივხვდი, მის “არა”-ს იქით, გზა არ იყო.
- მპირდები.
- ხო.
- ოღონთ ვალდებულებით არა. შენებურად.
- ყველაფერს მოგწერ, გპირდები. - ხელები რაც შემეძლო მჭიდროდ მოვხვიე.
- ჯიუტო…
- ნუ მემშვიდობები. შენგან არ მივდივარ. ხალხს გავურბივარ…
- ფრთხილად იყავი, გადარეულო. - ჩანთა გაიკეთა და წავიდა. ეზოს ბოლოში გაჩერდა, შემობრუნდა და სამხედრო მისალმების ჟესტი გააკეთა.
- შეხვედრამდე, ბებერო. - ხელი ამიწია და ჩვეული ღიმილით ჩაჯდა მანქანაში.



16 წლის ვიყავი, პარკთან ვიჯექი, როცა ჩემთან და ჩემს მეგობრებთან ვიღაც გოგოები მოვიდნენ, ბიჭები იცნობდნენ და გამოილაპარაკეს. სამი გოგოდან ერთი ყველაზე მორცხვი იყო, სულ იცინოდა, მეორე ჩემს მეგობართან ახლოს იყო, მესამე კი თავიდან ჩუმად იყო. მერე ერთი-ორი ცინიკური კომენტარი გააკეთა, ეს იყო და ეს.
არ არსებობდა ადამიანი, ვისაც ჩემს პირადს ბოლომდე ვეტყოდი, ჩემს ოცნებებს და მიზნებსაც. აბა ისე ამბებს ყველას მოვუყვებოდი. ამ პატარა ცინიკოსმა გოგნამ კი ჩემი ნდობა როგორ მოიპარა, აღარ მახსოვს. უბრალოდ აიღო და წაიღო. არც კი უკითხავს.
ცხრა წლის განმალობაში არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, არაფერი გამიფიქრია ისე, რომ ამ უცნაურ გოგოს არ გაეგო.

და გათენდა ყველაზე საშინელი დღე… ავდექი, ჩავიცვი და უბრალოდ უნივერსიტეტში წავედი. ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებდი, ვიცოდი, ანნას ეს უნდოდა. უნდოდა მის ლოდინში არ გამეტარებინა დღეები. ასე არც მე მოვიქცეოდი. რადგან დრო ისეთი რამაა… მის დაკარგვას სიკვდილი ჯობია. დღის ბოლოს სახლამდე მეგობრებმა მიმაცილეს, რადგან მაშინ მანქანა არ მყავდა. სახლში შესვლისთანავე მომივიდა შეტყობინება.
“ჩემს მანქანას ათ წუთში შენს ეზოში გააჩერებენ.”
ტელეფონი ავიღე და ეგრევე დავურეკე, თუმცა უკვე გათიშული ჰქონდა.
შემდეგ დღეს ბოლო გამოცდა მქონდა, მივედი და ჩავაბარე. უმაღლესი ქულა ავიღე და ვამაყობდი ჩემი თავით. გამოაცხადეს თუ არა ჭარელი ასი ქულაო, ხელი ტელეფონს დავტაცე და დავრეკე.
“მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან. The person you’ve called…”ტუუ ტუუ ტუუ.
ეს იყო და ეს.
უცნაურად ამაყმა ახლა მშობლებს დავურეკე და ისევ ცარიელ სახლში დავბრუნდი, ისევ მარტო.
შემდეგი სამი დღე უაზროდ გაფრინდა. გართობასა და სმაში. ძირითადად ან მთვრალი ვიყავი და ან გასული, ამიტომ არაფერი არ მახსოვს. ის მახსოვს, ფხიზელი მხოლოდ იმას ვფიქრობდი, ხუთი დღე რას აკეთებს-თქო.
კვირას, საღამოს ცხრაზე მივედი სახლში. კართან ჩვეულებრივი ფურცლისგან ხელით გაკეთებული კონვერტი იდო, უკან ჩემი მისამართით. ხელწერითვე ვიცანი და არ გავხსენი სანამ შიგნით არ შევედი.

“ პირველი დღე დასრულდა და მე კი უკვე წერას ვიწყებ.
ძნელია არ მოგიყვე რა ხდება აქ. ნეტავ შენი თვალით ნახავდე. მანქანა გუდაურიდან ვიღაცას გამოვატანე. ვიცი, შეიძლება მოეპარა, მაგრამ მე არაფერს ვკარგავდი. მერე მთებს გავუყევი და ახლა აქ ვარ. აზრზე არ ვარ სად. არსად ვარ. საათი ჩანთის უკიდურეს წერტილში ჩავაგდე და არ ვიცი, რომელი საათია… ალბათ ათი ან… შეიძლება უკვე უნდა გათენდეს.
პატარა კოცონს ვუზივარ. უსაფრთხოდ ვარ. არ შეგეშინდეს.
ბოდიში მეგობარო, მეხუთე დღის დილა გათენდა და უბრალოდ… მე არ მეცალა რომ მეწერა. კურდღლის ხორცი გაგისინჯავს? აუცილებლად გასინჯე, ოღონდ გაყინული არა. ეს სულ სხვაა… შენი საყვარელი წიგნი მეასედ წავიკითხე და ყველა გვერდში შენს პატრა ნაწილს ვპოულობ. მართლა. კურდღლებზე ტყვია რომ არ დამეხარჯა, ხისგან რაღაცეებს ვთლი და იმით ვკლავ…
ნეტავ შენი თვალით ნახავდე.

გუშინ ჩამოვედი ბარს. ბარს ვერ უწოდებ მაგრამ ის არაა სადაც დავიწყე. საშინლად ციოდა ახლა კი მცხელა.

სუენირებს ჩამოგიტან. უკვე ვთლი და მგონი გამომდის. იცი გუშინ ცხოველი თავს დამესხა. შეგეშინდა? ციყვი დამეცა თავზე. არა მიშავს. გემრიელი იყო. გაგაცინე ხო?... ანდრია აქ კარგია.
მე კარგად ვარ.
ფულიც გადავმალე და ახლა ასე ვარ.
ერთადერთი გუშინ ადამიანებმა შემაშინეს. სხვა ყველაფერი კარგადაა.
გადაატრიალე.” - ფურცელი გადავატრიალე და მეორე მხარეს მწვანე და ლურჯი გრაფიტით შესრულებული ნახატი იყო, პეიზაჟი. “მხოლოდ ეს ორი ფერი მაქვს. სხვა ყველა მეზედმეტება.” ფურცლის კუთხეში ყავისფერი ლაქა იყო. ეგრევე მივხვდი, სისხლი იყო. თითით წასმული. ალბათ იმ ციყვისაა-მეთქი გავიფიქრე და ისევ გამეცინა.

არ ვიცი როგორ გაირბინა დანარჩენმა დღეებმა. მეორე-მესამე კვირას წერილი აღარ მოვიდა…
მეთექვსმეტე დღეს ანერვიულებული დავწექი ღამის ოთხ საათზე და ამ დროს დამირეკეს.
- ანდრია.
- ანნა?
- ხო. - ქოშინებდა და თან ბედნიერი იყო. მესმოდა.
- როგორ ხარ? სად ხარ? საიდან რეკავ?
- შესანიშნავად ანდრი! საოცრად. გამვლელი მარეკინებს…
- რა ხდება შენთან.
- გარდა იმისა, რომ თავს საოცრად ვგრძნობ? აქ ცხელა. საშინლად მცხელა.
- სად ხარ?
- უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სად ვართ? - გავიგე როგორ ჰკითხა სავარაუდოდ ტელეფონის პატრონს. კაცმა რაღაც დაიდუდღუნა და ანნამ გამიმეორა. - სამხრეთით თუ გავაგრძელებ, ტყიბულში ვიქნები, რამდენ ხანში?
- სამ საათში ფეხით.
- მადლობა.
- მოარული სად იპოვე?
- მანქანა გავაჩერე. იცი ანდრი, ვაყოვნებ უნდა წავიდე.
- ტყიბულში დამელოდე.
- რა?
- არდაგეგები დამეწყო ანნა და მოვდივარ.
- გადაირიე?
- დამელოდები?
- რა გიხარია?
- კურდღლის ხორცი მინდა.
- მომენატრე. მანქანა დატოვე.
- რა?
- ხო ხო… დატოვე.
- დამელოდე. - ჩემთან ერთად ჩემი ჯგუფელიც ცხოვრობდა. ჯგუფელი სამხედროდან. სასწრაფოდ ავაყენე და წავედით. ანნას წასვლის შემდეგ ჩანთა არ ამომილაგებია. ვიცოდი, ეს დღე დადგებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent