შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილები (3)


15-09-2017, 07:38
ავტორი მმარიტა
ნანახია 1 756

- კაი
შენობის 2 სართულზე ავიყვანეთ ერთერთ ოთახში შევიყვანეთ და ხელი-ფეხი შევუკარით , პირიც ავუკარით. მოსაცმელი გავიძვრე და დაველოდეთ როდის გაიღვიძებდა. 15 წუთში , ბოლო დონის კახპასავით , ფანქრით ჩაშავებული ცისფერი თვალები აააფახურა, ხელში დანაა ავათამაშე.
- გამარჯობა , ლი-ლე- მივესალმე მე
- შე გამოთაყვანებულო, ხოარ გვანებებდი თავს ახლა ბოლოს მოგიღებთ. - დაეჭყანა სასაცილოდ ლიზა.
კივილს ცდილობდა, მაგრამ ახვეული პირით ნაკლებად გამოსდიოდა.
- ახლა კარგად მომისმინე, კრეტინიზმითა და იდიოტიზმით დაავადებულო. ბევრჯერ გითხარი ჩემი ნერვების აშლისთვის მწარედ დაისჯებითქო, მაგრამ შენ არ გაიგონე, ხედავ ? შენმა სიდებილეებმა სადამდე მოგიყვანა. ამ დანით მოგკლავ ათ წუთში. გაფრთხილებ თუ ვინმე რამეს გაიგებს, ან კიდევ თუ შენებურებს გააგრძელებ გეფიცები აგკუწავ არ დაგინდობ.
- მიდი ლიზზ აუხსენი პირი
ლიზიც მივიდა და მთელი ძალით აახია პირზე გადაკრული სკოჩი.
-აააა, მეტკინა- დაიკნავლა სისინა გველმა. ენა უნდა ამოაცალოს კაცმა
- არაუშავს ულვაშებს გაგიქრობს - დავაიმედე მე
- ულვაშები არ მაქ
- არა ბიჭოს ცხვირქვეში მე მაქ დალალენი.- მე
- გაიგე რაც გითხრა?? ფეხებში აღარ აგვებლანდო თორემ მდუღარე წყალში მოგხარშავთ და შემდეგ გაგპუტავთ.- წაეჭიმა ლიზა
- ლიზა, ჯერ იპუტება და მერე იხარშება. - შევუსწორე მე
- ჰაა?? რააა??... ააა... ხოოო- ლიზა
- ყველაფერს გავაკეთებ , თვალით არ დაგენახებით, ოღონდ არ მომკლათ . - ლილე
- არ გვჯერა- ლიზა
- დაგვიმტკიცე- მე
- მე... როგორ?
- არვიცით- ლიზა
-ახლა სახლში წახვალ და ყველაფერს ხვალინდელი შენი ქცევით ვიმსჯელებთ.
- გეფიცები, აღარ დაგენახებით.
ლილე გავუშვით, არამგონია ვინმეს რამე უთხრას, ეგ ისეთი მშიშარაა, მხოლოდ ჩემთან ჰქონდა დიდი გული, ლაწირაკს.
იქვე ბეტონზე ჩამოვჯექით და დღევანდელი დღე გადავხარშეთ.
- ჩენ გოგო გავიტაცეთ აზრზე ხარ?- ლიზა
- ხოო? ჩვენ კრიმინალებივართ- ორივეს უაზრო სიცილი აგვიტყდა, იქამდე ვიცინოდით სანამ გასროლის ხმა არ გავიგეთ.
- რააა? ეს რა იყო?- ლიზა
- აზრზე არ ვარ- მე
- შენობის უკანა მხრიდან იყო ხმა.- ლიზა
- უნდა ვნახოთ- მე
- ვაიჰჰ
ნელნელა მძაფრდებოდა ხმა, აშკარად ვიღაც ვიღაცას ემუქრებოდა. კედელს ავეკარით და მთელი სიჩუმით ვეცადეთ შეგვეხედა და მოგვესმინა ჯგუფური საუბარი. ახლა უკვე ნათლად ჩანდა სმოკინგში გამოწყობილი, 8 ბიჭი იქნებოდნენ 21, 22 ან 23 წლისები , მათგან ერთერთი იარაღს კაცს უმიზნებდა.
- რომ დაგვინახონნ ჩვენც ისე მოგვაქცევენ ალბათ როგორც იმ კაცს.- ლიზა
- გაჩუმდი გოგო! მკვლელობის მოწმეები გავხდებით.-ჩაგვეცინა უაზროდ, აი ამ სიცილმა კი სასიკვდილოდ გაგვიმეტა.
- დაიჭირეთ არ გაუშვათ.
გავრბოდით .მთელი სისწრაფით, როგორც იქნა მივაღწიეთ მანქანამდეე, წამში დავაჭირე გაღების ღილაკს , ჩავჯექით და მანქანა მთელი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილს.
-არავინ მოგვყვება- ლიზა
- კარგია- მე
- შეანელე ძალიან სწრაფად მივდივართ.
- ხო კარგი.
- ვაიმე არააა მარიააა მარიაააა გაზს მიაწექი, მანქანა მოგვყვებააა მარიაააა მოგვკლავენ.
- ნუ კივი ლიზაა, რას პანიკობ აზრზე არ ვარ ახლა რას ვაკეთბ ასე, რომ გაჩუმდი და კონცენტრაციის საშვალება მომეცი.
მანქანა მოვატრიალე , აი ზუსტად ისე რბოლებში, რომ არის ხოლმე, წრეზე ვატრიალე და გაჩერების შემდეგ მანქანიდან გადმოვედი, თან გიორგის იტალიური თუ ესპანური დანაც გავაყოლე.
მანქანაც გაჩერდა, და იქედან ორი ახოვანი გადმოვიდა მხოლოდ ორი.
- მოგვიახლოვდებით და ამ დანით, სვირინგენს გაგიკეთებთ სათითაოდ ყველას.- გამაფრთხილებლად ავუქნიე დანა.
- არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ, ერთი ნაცნობი გყავთ თქვენ ჩემთან, არ გინდათ, რომ ნახოთ?
- რაა?? გვატყუებ, რა ნაცნობი.
- ბექა გადმო.- თქვა და მანქანიდან ლიზას ძმა გადმოვიდა, ერთი ამ იდიოტს დამიხედეთ, ამ კრიმინალებთან წამოიწყო საქმიანობა? ეს ვიდეოთამაშები აჭრიდა , უეჭველი.
- შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?- ლიზა

- ის კაცი მოსაკლავი იყო, ამათ ადგილას, რომ ვყოფილიყავი წამებით ამოვხდიდი სულს, მაგრამ პოლიციას გადასცეს
-კაი შეეშვი, შეუგნებელი და გყავს, დას კი უტვინო დაქალი.- გამოსძახა მანქანიდან.
- შე გამოშტერებულო, უტვინოც ხარ , იდიოტიც, დეგენერატიც, კრეტინიც და რეგვენიც, კიდე ბევრს გეტყოდი, მაგრამ დრო არ მაქვს.- გავტრიალდი და მანქანაში ადგილი დავიკავე, ლიზაც მომიჯდა და წამში მოვწყდი ადგილს. 5 წუთის წინ მეგონა , რომ ბაბუაჩების წინაპრებთან ერთად მომიწევდა სამოთხის მინდორზე უშნოდ ფარფაში.
მანქანა ავტოფარეხში შევაყენე და სახლში ავედი, იმ წამსვე შევარდი აბაზანაში და შხაპი მივიღე. დაძაბულობა მომიხსნა, წყალმა ბევრი ცუდი ფიქრისგან განმანთავისუფლა და საშუალება მომცა დავწყნარებულიყავი, შეიძლება ითქვას, რომ წყალი ჩემი დამამშვიდებელია.
პირსახოც შემოხვეული გამოვედი, საათს თვალი მოვკარი, ნუთუ 2 საათი ვიყავი წყლის ქვეშ. მალე ჩავიცვი, თმა გავიშვრე და კიბეზე რასაცქვია "ჩავჯლიგინდი".
- რას შვები?- მე
- ცეზარს ვაკეთებ ჩემო სიცოცხლე ხო შეჭამ?- ლიზა
- უუუუხხ როგორ მიყვარხარ.- ლოყები გავუწელე და ხმაურიანად ვაკოცე.
- აუ კოლა არ გვაქ
- წავალ მოვიტან
ფული ავიღე და გარეთ გავედი. არ ვჩქარობდი, ნელი ნაბიჯებით გავუყევი ივნისისგან გახურებულ ქუჩას, რომელმაც ღვინის მაღაზიამდე მიმიყვანა, აქამდე არასდროს შემიმჩნევია .
შევედი და თვალიერება დავუწყე. უცხო სახელწოდებებით იყო, დამაინტერესა , ერთერთი წითელი ღვინო ავიღე და მოლარეს მივუტანე . ქერა გოგომ გამომართვა, ყუთში მოათავს და სანამ გამომიწოდებდა შემეკითხა
- რამდენი წლის ხართ.
- 16 ის პრობლემაა?
- არასრულწნოვნებზე არ გაიცემა.
- რომელმა ჩლუნგმა დაგიწესათ, ეგ კანონი? რა სისულელეა... ეს აიღე და ეგ მომეცი- ფული გავუწოდე და ღვინის ყუთზე მივუთითე
- მაპატიეთ, მაგრამ აკრ......
- უკაცრავად? მე ვამბობ , რ......- სიტყვის დასრულება არ მაცადა , ნაცნობმა ბარიტონმა. რას ხედავს ჩემი თვალები....
- ღვინო ღლაპებზე არ გაიცება!
- და შენ ვინ გკითხავს? რატომ ერავი? საქმე არა გაქ??- მკლავში ხელი ჩამავლო და გარეთ რასაცქვია გამათრია.
დაუჯერებელია ესე თავადობს ეს ყველგან? ახლოდან უფრო ლამაზი ყოფილა ეს მოსასპობი, როგორ უხდება ეს მაისური..... რა ჯანდაბაზე ვფიქრობ? არა ისეე.... ამანაც უნდა იფიქროს იმაზე, რომ არ შეიძლება გარეთ ასე გამოსვლა, გამოჩნდება ვინმე გიჟი, რომელმაც ლილე ნაკაშიძე გაიტაცა , ჩატენის ამასაც საბარგულში და რავიი მერე დრო გვიჩვენებს.
- ვერ ვიტან როდესაც ასე უტაქტოდ მელაპარაკებიან. მეორედ არ გაბედო ესე საუბარი ჩემთან, ჩემი ღვინოს ყიდვის უფლება მხოლოდ სრულწლოვან, ადამიამებს აქვთ. ღლაპებზე არ გაიცემა, ახლა კი შუაღამეა, გარეთ კი მანიაკები დადიან, სახლში წადი.
- რა მზრუნველი ხარ! გმადლობთ, რომ ყურადღებას იჩენთ ჩემს მიმართ, ჯერ ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავთ და მერე მარიგებთ, რომ მანიაკებია ქუჩაში და სახლში მალე უნდა მივიდე. მაგრამმმ.... ჩემი არც ჯანმრთელობა და არც უსაფრთხოება გეხებათ, თქვენ! ბატონო სიუჟმურევ!
- კარგი! - ასე უცებ დანებდა? ჰაა.... ვითომ?... მანქანაში ჩაჯდა და მალევე თვალთახედვიდანაც გაქრა. მეც აღარ დავაყოვნე და ერთერთ სუპერმარკეტში კოლას საყიდლად შევედი.
მაცივარი გამოვაღე, ორი ლიტრიანი კოლა გამოვიღე და მოლარე მივუტანე გასატარებლად.
უცხო მზერა ზურგს მიღრღნიდა, ვეცადე თავი შემეკავებინა, მაგრამ მე რისი მარია ვარ, არც ახლა დავაყოვნე და ჩემს უკან არსებულ ცხელ მზერას გავუსწორე თვალი. ტიპი აშკარად არ გავდა ნორმალურს, ისე მიყურებდა თითქოს, შოკოლადის უკანასკნელ ნატეხს უნდა დაეძგეროს, რომ ვინმემ არ შეუჭამოსო.
მოლარეს ცელოფანი გამოვართვი და გარეთ გავედი, გაბუყები ისე ჩემი სახლის გზას, მაგრამ ვინ გაცდის , აშკარად ვიღაც მომყვებოდა უკან, დავიძაბე. სვლა შევანელე, მინდოდადა დავრწმუნებულიყავი, ნამდვილად მე მომყვებოდა თუ არა.... და აი ჩემი პასუხიც.... დიახხხ ის მე მომყვება.
- არ გავიცნოთ ერთმანეთი?- ამხელა კაცია, აზრი ხომ უნდა მიატანოს რას ლაპარაკობს. ამჯერად ხმა არ გამიცია, ვფიქრობ შემდეგ სვლაზე ავფეთქდები.
- ენა გადაყლაპე?
- რა მამაზეციერი მოგელანდა ამ შუა ღამეს ? შენი აზრით , დაგისკუპდები წინ ბაციკუკუსავით და გაგაცნობ ჩემს მთელ ბიაოგრაფიას თუ ის გგონია , რომ წამში გავშლი ფეხებს, ქუჩის ქალივით, არააა !! შეგეშალეე .... წერეთელზე გადიი, ბევრნი არიან.
ტიპს ენა ჩაუვარდა, ხმა ვერ ამოიღო, მეც ამით ვისარგებლე და სიამაყით ახსავსე დავბრუნდი სახლში.
- გოგოოო, სად იყავი აქამდე.....
- დაჯე მოგიყვები.

ყველაფერი სიტყვასიტყვით მოვყევი. ცეზარიც დავაგემოვნეთ, ვაპირებდით ფილმიც გვეყურებინაა , მაგრამ კარზე კაკუნმა .......
- ბექა? რაიყო რა ბზიკმა გიკბინა? - ლიზა
- ოჰჰჰ რამ შეგაწუხა?- მე
- არ შემომიშვებთ?- ბექა
- შემოეთრიე, ოღომდ ნერვებს თუ ამიშლი ფანჯრიდან გისვრი.- ლიზა
დივანზე მოვკალათდით და დაველოდეთ ბექას ნარნარა ხმას.
- კლუბში მივდივართ ხვალ მე და ჩემი ძმაკაცები და რამოდენიმე გოგო იქნება კიდე თან სარძლოს გაგაცნობთ.
- რაოოო?? რა სარძლო ბიჭოო?? გააფრინე?? - ლიზა
- მოიცა შეენ ბექუუ? მეღადავები ხო?? აუუუუუუ რაა მაგარიააა ქორწილი იქნება. ლიზააააა, ლიზაააა მე იმ კაბას ჩავიცმევ იმ დღეს, რომ მომეწონააა იმის ქორწილში, რომ ეცვა იმას. ეგეთი ზუსტად ეგეთი ვნახე , ლიკას ბუტიკში.
- აუუ მარია გავიგე , ისე კარგად ახსენი, ვის ეცვა? რომელი კაბა? სად ? ვერაფერი გავიგეეეე. ძალიან ავირიე. ხვალ კლუბში მივდივართ ამ ჩემს შტერ ძმასთან ერთად, მაინტერესებს ერთი რომელი შტერი მიყვება ამას ცოლად.- ლიზა
- აუუ კლუბში?? მე რომ არ მინდა?- მე
- აუ კაი რა ძაან გამიტყდება...- ბექა
- კაი ჯანდაბას, როგორ ჩავიცვა?
- რამე კლასიკური ჩაიცვით, არ გვინდა ძაან სპორტული.

*კლუბი*
ვეცადე , რომ გადატვირთული მაკიაჟი არ გამეკეთებინა, მხოლოდ თვალის ლაინერი , ტუში და მკრთალად წითელი პომადა.
ჩემი კაბაა.... ეს კაბა დედამ, მაშინ შემიკერა როდესაც , ანიტა გათხოვდა, დედას მარჯვენა ხელი.
არ არის გადატვირთული კაბა, სულ სადაა, მუხლს ოდნავ აცილებული, მსხვილ "ბრეტელზე" და მკერდთან ღრმად ამოჭრილი. ფეხსაცმელი...... ის იყო ვერცხლისფერო , აი ისეთი თვალს , რომ მოსჭრის ადამიანს. ჩემი წელამდე თმა დავისწორე და გავიშალე.
კლუბში პირველად მივდივარ, არც მიზიდავს მსგავსი გასართობები, მაგრამ ლიზას ვერ ვაწყენინებ.
- მზად ხარ? კაი წავედით! ქვემოთ ერთი ვიღაც დაგხვდება ოღონდ არ იკივლო.- ლიზა
- რაა?? ვინ? ლიზაა....- მიმარბენინებდა ისე , ამხელა ქუსლებზე ვდგევარ და ეს კიდე რას აკეთებს.
- დავიმტვრევი კიბეზე მაინც გამიშვი ხელი!- ცოტათი წავუწიკვინე.
ვაიჰჰჰ!! ამას აქ რა ჯანდააბა უნდა, ნუთუუ ეს ის არის რაც მე მგომია.
- ლიზა ამას მანქანაში არ ჩავუჯდები, შეუძლებელია!! შენი კრეტინი ძმა მოვიდეს.- ამოუსუნთქავად ვუთხარი. თვალს ვერ ვაშორებდი, ის უნამუსოდ იჯდა, ფეხიფეხზე გადაუდია და იღიმის უდანაშაულო მაფიოზივით.
- ლექსო ყავას ხომ არ მიირთმევ?- ერთი შენთვის მათხლეშია, ჩემო დაქალოო, ტორტიც ხომ არ ამოგიტანოთ? .... აჰჰ ანუ ლექსო ქვია, ლექსოოო.... არ მომწონს ეს სახელი.
- არა რა ყავა , წავედით თუ მზად ხართ, ქალბატონო ყოველგავრი წიკვინის გარეშე ჩაჯდები მანქანაში აქედანვე გაფრთხილებ, თუარადა რაც მოგივა შენს თავს დააბრალე.- ლექსო
- იდიოტი ხართ ბატონო ლექსო!- მე
- გუშინ ღლაპი იყავი, ახლა ქალი ხარ... ეს რა შარმია?? მაგიჟებს ეს შენი დაქალი.- თქვა და ლიზას ანიშნა ჩემზე, ორივემ სიცილი დაიწყო, მე აქ სასაცილოს ვერაფერ ვხედავ.
- გიორგის დანას ისევ სახლში ვინახავ ისე ცნობისთვის.- მე
- იმ დანას მაშინ რო დააძვრეე- ისევ იცინის.
აღარაფერი მითქვამს, სახლის გასაღები ავიღე და გარეთ გავედით.
- დანით მუცელს გამოგფატრავ, ორგანოებს ამოგაცლი, დონორებად გავყიდი და კარგ ფულსაც ვიშოვი. მცირედ პატივსაც გცემ და შენივე სახლის წინ გაგიკეთებ მარმარილოს სასაფლაოს, ვერცხლის ქოთნებით და ოქროს ყვავილებით.- ვბურტყუნებდი ჩემთვის.
მაქანის უკანა სავარძელი დავიკავე , მეტი საქმე არ მაქვს ახლა ამ სიმპატიურის სახეს ვუყურო მთელი გზა.

კლუბის მძაფრმა სუნმა წამიერად თავი ამატკია, მაგრამ შემდეგ შევეგუე და გადამიარა კიდეც. ამ ახალგაზრდების , რობოტივით ცეკვა ალბათ "ცვეტშია". ქალს თუ კაი ტანი გაქ, რატომ უნდა იტინგიცო თავმოჭრილი ქათამივით.
ბექამ გაგვაცნო მისი საცოლე, არამგონია მათმა ურთიერთობამ დიდხანს გასტანოს, ბევრჯერ იცვლის ქალებს ეს ვაჟბატონი, 1 კვირა საცოლეს უძახის შემდეგ კი ისე იქცევა თითქოს არცეთ მათგანს არ იცნობს, ყველა ყველაზე მეტად უყვარს, რაქნას ასეთი. ბევრნი იყვნენ ყველა გავიცანით.
+ ალექსანდრე დავითულიანი /მომეწონა არ არის ცანცარა სერიოზული და მოკრძალებული ადამიანია
+ ლილე შაშვიაშვილი / უსაყვარლესია, ცოტა პუტკუნა
+ დათო მესხი / საგიჟედან გამოქცეულს უფრო ჰგავს , მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე " კაი ტიპია"
+ სალი ბურდული / ჯმუხი სვანი
- ლექსო ბურდული / ხისთავიანი სვანი, ზვიგენის შთამომავალი და სალი ბურდულის ძმა.
- არ დალევ?- ლილე
- არაა.. არ ვარ მოყვარული- მე
- მოყვარული არც მე ვარ , მაგრამ დღეს შეიძლება.
- სულ ცოტას.
სულ ცოტა ვთქვი, კიი , მაგრამ 8 ჭიქა ვისკი და ალკოჰოლის შემცველი 4 ჭიქა კოქტეილი დავლიე. ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მიგვრძნია, გართობაა? ეს კიდე არაფერია იმასთან რაც მე დღეს გავაკეთე. ლექსოსაც კი ვეცეკვე. ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს, როგორ გავედი კლუბიდან.



დილით, რომ გავიღვიძე თავის ტკივილს საერთოდ არ ვგრძნობდი, მხოლოდ ოდნავი გულის რევა და თავბრუს ხვევა. მხოლოდ მაშინი ვიგრძენი თავი საშინლად 16 წლის ღლაპმა 23 წლის ბიჭის გვერდით, რომ გავიღვიძე. აშკარად არაფერი მომხდარა ჩვენს შორის, მაგრამ უცხო ბიჭის გვერდით გაღვიძება.... ეს არც თუ ისე კარგი საქციელია.
ვეცადე სიჩუმე შემენარჩუნებინა, მთელი სიფრთხილით ვცადე საწოლიდან წამოდგობა......... ისე ფხიზელი ძილი სცოდნია ჩვენს ლექსოს.....
- სად მიიპარები?- მკლავზე მწვდა და პირვანდელ ადგილას დამაბრუნა.
- ვაიმე ახლა ანგარიშიც გაბარო? შემეშვი რა....
- უტაქტო ხარ და ეს ძალიან მაღიზიანებს! აქ დარჩები , აზრზე მოხვალ და მერე მე თვითონ წაგიყვან.
- ოჰჰ ერთი ამას დამიხედეთ რაა.... ტაქსები არსებობს ისე ცნობისთვის.
- გოგოოოოო! თავი მიგჯება და შენ ნუღა მიმატებ.
- უნდა წავიდე , გესმისსს თუ ყრუ ხარ?
- აუ ჩემი კაი ქუჩიდან მოთრეული ნაშა თუარ გჯობნიდეს.
- მოიცა რაა?? შენ მე ნაშას მადარებ? ჰააა? ვგავარ რამით შენს კახპა , ნახმარ ნაშებს? - ასე გული არასდროს მტკენია, გოგო რომელსაც ბიჭი მეგობარიც კი არ ჰყავს, ნაშას შეადარა. ეს რა უნამუსობაა, თითქოს ტირილი დავიწყე, თვალებზე მომდგარი ცრემლების შეკავებას შევძლებდი მეგონა, მაგრამ ამაოდ.
- ნუთუ მარია კაპანაძე ტირის, შეუძლებელია!
- ცხოველი ხარ!
- მოდი აქ!- მოვიდა და გულზე მიმიკრო. მისი თბილი სხეულის შეხებაზე გამაჟრიალა, რაც არ გამოჰპარვია, ახლა უფრო მაგრად მომიჭირა ხელები, ეს იმის ნიშანი იყო, რომ მეც უნდა მოვხვეოდი მაგრამ ვერ მივართი , სიტკბოება და ჟრიამული.
მწარე იდეა მომივიდა, მოვხვიე ხელები და წამით შევიგრძენი მისი სურნელი. მოშიშვლებულ ზურგზე ჩემი მეტრიანი ბრჭყალები დავუსვი.
- გოგოოოოოო!! გააფრინეეეეე? ჯანდაბა!!!- სარკეს მივარდა და შიგ ყურება დაიწყო, აკვირდებოდა თავის მოშიშვლებული და ცოტათი დასისხლიანებულ ზურგს, ვითომ ის ათასობით ქალი ამაზე ნაკლებს უზამდა.
- გუდ ბაი მისტერ სიუჟმურევ!
- ამას არ შეგარჩენ მის სიჯიუტევ!
სახლის კიბეზე, ნელი ნაბიჯებით მივდივარ ცოტათი თავბრუ მეხვევა, სახლის თვალიერებასაც ვასწრებ შთაბეჭდილების დატოვებაც ამას ქვია. უზარმაზარი სახლია, უზარმაზარი ჭერით და ასევე კიბით. გემოვნებიანადაა მოწყობილი , კარგია ასეთ სახლში ცხოვრება, მაგრამ ამას დაცვაც სჭირდება და დალაგებაც.
ბოლო კიბეც და მალე გარეთ გავედი. იქაურობას თვალი მოვავლე, ისეთი ლამაზია, დღემდე არ მეგონა ასეთი სახლები საქართველოშიც თუ არსებობდა.
- ქალბატონო გნებავთ რამე?- ბოხმა ბარიტონმა შემახტუნა, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე.
ესეც მისი ძმაკაცი იყო.
-არაა, მივდიოდი უკვე.
დიდი ჭიშკარი ავტომატურად გაიღო და მეც გავედი.
*1 კვირის შემდეგ*
დღეს გამოცდები მაქვს, ეს გრძნობა ნაცნობია, ზუსტად მახსოვს მეცხრე კლასში გამოვცადე. სისხლმა ტვინში ამასხა, ლოდინი გაუსაძლისი გახდა.
- მე-11 კლასელები დროზე.- ამოწყდი, ზვიადური (დირექტორი) , ვერ გიტან.
გამოცდა დასრულდა, ახლა პასუხებს ველოდებით, 10 წუთში დირექტორი გამოვიდა და ჩვენ ჩავაბარეთ.
ახლა მთელი სამი თვე თავისუფალი ვარ. ჯერ მთააში უნდა წავიდე, მერე ზღვაზე, მერე აგარაკზე ავალ, შემდეგ კკი.... ნუ ამასაც დრო გვიჩვენებს.
მე და ლიზამ მოულოდნელად გადავწყვიტეთ , კლუბში წასვლა მხოლოდ ჩვენ ზედმეტები არ გვჭირდებოდა რადგან, ეს ერთგავრი განტვირთვად მიგვაჩნდა იმ დღის შემდეგ. გამოვიპრანჭეთ და ჩემი მანქანით ღამის 1-ზე წავედით კლუბში, ამ დროს პოლიციელები არამგონია თავს დაგვესხან და მართვის მოწმობის გარეშე მყოფი მოქალაგე დააკავონ.
20 წუთში კლუნში ვიყავით.
ბარმენს ვთხოვეთ ვისკი დაესხა, მანაც არ დააყოვნა . 3 ჭიქის შემდეგ, კარგად ვიყავით, გამბედაობა მოგვემატა და ცეკვაც დავიწყეთ. ფეხების ტკივილმა შეგვაძრწუნა და 5 მუსიკის შემდეგ ვინებეთ დაჯდომა. ახლა უკვე კოქტეილი მოვითხოვეთ.
ბარმენა ტანჯული ბოთლი 1 სსაათი ატრიალა, ბოლოს მაინც ჩემი მწარე ენა, რომ არა კოქტეილსაც ვერ ვეღირსებოდით.
- აეეეე, დაააასხი და მერე ატრიალე ეგ რააა!
ბარმენმა გაკვირვებული შემომხედა, მინდოდა მეთქვა რას მომშტერებიხართქო , მაგრამ ლიზამ ერთი კარგი ამბავი მაცნობა და.....
- მარია, მაგარი დარხეული გვაქ! ჩემი ძმა და მისიანები! საპირფარეშოში ჩქარა.
- ჰააა? კაი რა რას პანიკობ!
საპირფარეაშოში ჩავიკეტეთ, ახლა აქ უნდა ვიყო იმათ წასვლამდე? შანსი არაა. უკანა გასასვლელი აუცილებლად ექნება ამ საჯანდაბე კლუბს.
- მარია, ჩემმა ძმამ აქ, რომ მარტო დაგვინახოს მოგვკლავს, გაგვატყავებს.
- ჰო ვიცი ლიზა, ვიცი! გაგვატყავებს და შემდეგ ჩვენი ტყავით დოლებს შეკერავს.
- ვითომ იყოს ახლა ეგ ბექაც რამის მქნელიც- მე
- ბექა არა, მაგრამ დედა კი.
- ხო ეგეც მართალია. კაი ახლა გავიდეთ და შეუმჩნევლად გავიპარებით.
საპირფარეშოდან გავედით. ხალხის ნაკლებობა იყო, იქვე თვალი ხროვასაც მოვკარით.ბარმენთან მივედით და უკანა კარის შესახებ შევეკითხეთ, მაგრამ ის არ არსებობს. ძალები მოვიკრიბეთ და ვცადეთ გვერდი ისე აგვევლო მათთვის, რომ არ დავენახეთ, თითქმის გამოგვივიდა, მაგრამ აი ბოლოს , სულ სულ ბოლოს, მაშინ როცა მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავით.....................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
- რა სულელები ხართ, მანქანა მაინც ვერ გადამალეთ.- ბექა
- რა ვიცოდით ახლა თქვენ თუ წამოგვეჯგიმებოდით აქ.-ლიზა
- კაი, კაი შედით თქვენ და გაერთეთ ჩვენწავთ.- მე
- ჭკვიანად დაა ნელა იარე მარია.
- ოოჰჰ კაი ერთი ბექუშ.
უკვე 5 საათია, ქუჩა ცარიელია, ჩვენც ნელა და აუჩქარებლად მივკუნკულებთ, მანამ სანამ არ მგლიჯეს.
- რა გააკეთე ხვდები მაინც? შეხედე როგორ დალეწე, ხელებს მოგამტვრევ შე იდიოტო, გადმოეთრიე მანქანიდან. ლიზა შენ შენ ძმას დაურეკე სწრაფად.
- კაი რაიყო ნაკაწრია.
- შე ბღენძო, ნაკაწრს ჩამტვრეულ ფარებს და მოტეხილ სარკეს უწოდებ? ნაკაწრზე საუბარი აღარ მაქვს საერთოდ აღარ უვარგა ეს მხარე.
-აუ ნუ ატრაკებ რაა?
- ჯერ ნორმალურად ილაპარაკე და ტონს დაუწიე და მერე მეორე მანქანას გამიკეთებ და პირვანდელ სახეს დაუბრუნებ.
- კიდე რაგინდა.- თავხედი, ესე როგორ შეიძლება? ქალი ამ საქმეს ვიცოდი, რომ ვერ მოაგვარებდა, მალე ბექაც მოვიდა მას ამალა მოყვა და წავიდა საქმის გარჩევა. ლექსო თავადობდა, გოგოები არიან და კორექტულად ისაუბრეთო.
- მომისმინე ასეთს ცხრას მოვუყვან, მაგრამ მას სურს, რომ შენი გაფუჭებული გამოასწორო. მანქანას პირვანდელი სახე დაუბრუნე და ბაზარი არაა შენ შენთვის ჩვენ ჩვენთვის.- რატკბილია ეს რეგვენოზავრი, როგორ აუღელვებლად ელაპარაკება, ცოტაც და სახეს ჩამოუღებს. ლექსოს სიტყვამ გაჭრა, დამნაშავემაც მიხვდა სხვა გზა , რომ არ ჰქონდა და მანქანას აკეთებს. აბა ეხლა ამათ ეგონათ , რომ ჩემს ცინცხალ პიპიას ასე ადვილად გავუშვებდი ხელიდაან?? ძაანაც არ იფიქროთ რაა!?



№1  offline წევრი saint

Magaria martla gaagrdzele tavebis sididec gamogiswirebia

 


№2  offline წევრი მმარიტა

saint
Magaria martla gaagrdzele tavebis sididec gamogiswirebia

madloba dzaaaan didi, aiii dzaaaan dzaaan gamaxaret❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent