შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუსტი ძლიერი (მეორე ნაწილი)


15-09-2017, 18:09
ავტორი Ramzisher
ნანახია 1 701

მანქანის საბურავების სწრაფი მოძრაობისგან დაყენებული ბუღი რომ ჰაერის ნაწილაკებს გამოეყო და ისევ მიწას დაუბრუნდა, დაჩის გაოგნებისგან დაღებული პირი და ჰაერში კითხვის გამომხატველი აღმართული ხელი შევამჩნიე.
-რა მოხდა, ისევ გაგვექცაა? ქაჯია თუ ქალი, ვერ გავიგე?
-მე გავუშვი-ვუპასუხე მეწყვილეს და აღარ გამიხედავს მისკენ, ისედაც ვგრძნობდი ხელებს როგორ ატრიალებდა ჰაერში გაურკვევლობის ნიშნად.
-იქნებ ამოღერღო და ჩამაყენო საქმის კურსში, რა მოხდა საერთოდ?-შეუპოვრად მომკითხა და მეც გამეცინა.
-მგონი ოჯახის წევრს რაღაც შეემთხვა და გავუშვი, აღარ ჩამეკითხო ძმურად, მეც არ ვიცი რატომ მოვიქცი ასე.-ვუპასუხე და აშკარად იმაზე მეტი ცნობისმოყვარეობა გავუღვიძე ვიდრე მანამდე ჰქონდა, სანამ პირველ შეკითხვას დამისვამდა.
-კარგი, ცენტრს გადავცემ, რომ არ გაგვიჩერებია, იმედია მთლად კამერებს არ ამოყრიან, თუ არადა მაინც მოვახერხებთ რამეს.-დანებდა ბოლოს დაჩიც და ორივენი მანქანაში ჩავსხედით.
დავქოქე თუ არა ავტომობილი, მაინც მომაძახა:
-ნეტავი ერთი შენს თავში ეგ ოფოფები რამდენ ხანს იფრენენ, დროა ცოლი მოიყვანო-და მხარზე დათვის ტორი დამკრა მეგობრულად.
დაჩიმ ამ წინადადებით მთელი ჩემი საახლობლო თუ სანაცნობო წრის ფიქრები გააჟღერა ხმამაღლა. ჩემი დაოჯახება უმტკივნეულესი თემაა ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობარ-ახლობელთათვის, რადგან ოცდაათი წელის შესრულება საქართველოში უცოლოდ ან გაუთხოვრად, ეს ის წითელი ნიშნულია, რომლის გადაკვეთის შემდეგაც SOS სიგნალი აქტიურდება და განსაკუთრებით მძიმე ტიპის არტილერია ერთვება საქმეში, ისეთი როგორიცაა ბიცოლა-მამიდა-დეიდათა კლანი. ჩემს გარდა ყველანი, შინაურნი თუ უცხონი ცდას არ აკლებენ ვინმე გამაცნონ, გამირიგონ თუ მომირიგონ. მე კი დაუღალავად უკანდახევის და უარყოფის რეჟიმს მივყვები, რაც მათ კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს ფარ-ხმალი არ დაყარონ უღირსებელი ოცნების- ჩემი ცოლის მოყვანის სისრულეში მოყვანის საქმეში.
-მხოლოდ შენს შემდეგ-ირონიულად გავძახე და მანაც აღარ გამიგრძელა საუბარი, იცოდა, რომ მაინც ჩიხში შევიდოდა და ლაბირინთივით შიგ გაიხლართებოდა.
ჩავამთავრეთ თუ არა ჩვენი მორიგეობა, ჩემმა ჯარის მეგობარმა, აკაკიმ დამირეკა და საღამოს მის ჩამოსულ სპეცრაზმელ ამერიკელ სტუმრებთან ერთად სადმე წასვლა შემომთავაზა. მეც ბევრი არ მიუარია, რადგან განტვირთვა არანაირად არ მაწყენდა დამღლელი დღე-ღამის შემდეგ. დაჩიც დავიყოლიე, ცოტა დავისვენეთ, გამოვიცვალეთ და საღამოს ათი საათი იქნებოდა, რომ დათქმულ ადგილას, რომელიღაც ძვირადღირებული ღამის კლუბის შესასვლელთან აკაკის და მის მეგობრებს ველოდებოდით.
-ბიჭო, როგორ გიხდება სამოქალაქო ტანსაცმელი, ნამდვილი კიანუ რივზი ხარ-ყურადღებით ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ასეთი მსგავსებაც მომაწერა.
-ძმობას გაფიცებ, თუ იცი რომელია კიანუ რივზი?-სიცილი ვეღარ შევიკავე ამ უადგილო შედარებაზე და თავზე ხელი მივუკაკუნე.
-რაში მაინტერესებს ვითომ, ჩემი დისშვილი სულ მაგის ქებაშია, რა სიმპატიურია, რა სიმპატიურიო და გამახსენდა რა. მადლობა თქვი ქათამაძეს რომ არ შეგადარე ჩვენს კაპიტანს,- მის ხსენებაზე გადაიხარხარა.
-შემადარებდი იმ წუპაკს და მიიღებდი კიდეც ყბაში, ძმაო.
-ჩხუბი მორევაზეა-ჩაიცინა ირონიულად და თავისი შავი თვალები დააკვესა.
-როდის ერთხელ მომრევიხარ, თუ ძმა ხარ? შენ დარტყმა გაქ ძლიერი, თორემ ტექნიკა მე გასწავლე, აზრზე არ ხარ.-გაცეცხლებულმა შემომხედა, მე კიდევ გამეცინა მის რეაქციაზე.
-კარგი, ხვალ რინგზე ვხვდებით, თავისუფალ ჭიდაობაში და განახებ ვინ ვის ასწავლის-მუშტი მომიღერა უფრო მეტი მრისხანების გამოსახატად.
-ასე იყოს-მეც დავეთანხმე და მის მუშტს ჩემი მივარტყი მეგობრულად.
ამ კინკლაობაში ვიყავით, რომ აკაკიც მოვიდა მეგობრებთან ერთად. შორიდანვე ეტყობოდათ სპეცრაზმელები რომ იყვნენ, საშუალოზე მაღალი სიმაღლის და კუნთმაგარი, დაახლოებით ჩვენი ასაკის სამი მამაკაცი. თვითონ აკაკი კი არაქართული გარეგნობის, სლავური წარმოშობის ტიპაჟი იყო, ქერა და ცისფერთვალება, დედით უკრაინელი და მთლად მის გენეტიკას მიმსგავსებული, ჯმუხი და საშუალო სიმაღლის. მხარზე ცოლის ინიციალები ჰქონდა ამოტვიფრული, საერთოდ, ძალიან გულღია და ალალ-მართალი კაცი იყო კარგი იუმორის გრძნობით და ამიტომ გადასარევად ვუგებდით ყოველთვის ერთმანეთს. ისეთი შემოტმასნული შავი მაისური ეცვა, კუნთის ძარღვები ნაჭერს ზემოდან ეტყობოდა. ეს რომ შევნიშნე, ვეღარ მოვითმინე და გადავულაპარაკე:
-ეი, ვანდამ, კუნთებით მარიაჟობა როდის მერე დაგიწყია?
-ეთომ მიყიდა და ჩავიცვი რა,-თავი გაიმართლა და ცოლს გადააბრალა დაცინვის შიშით.
-ცოლის ნათქვამა როდიდან გახდი, ძმაო?-დაჩიმაც არ დააყოვნა დაცინვა.
-ახლა აქ ესენი არ იყვნენ, გაგიხდიდი თავს ჩემს ნათქვამას- ხუმრობით დაემუქრა აკაკი დაჩის.
გაგვაცნო თუ არა სტუმრები, კლუბისკენ დავიძარით. მისაღებთან რამდენიმე ახმახი დაცვის წარმომადგენელი დაგვხვდა შავ პიჯაკში გამოწყობილი, რომელთაც კარგა ხანს არ შეგვიშვეს, სანამ აკაკიმ ვიღაცეები არ დაუსახელა და არ აუხსნა უცხოელი სტუმრები გვყავს და შეგვიშვითო. როგორც მივხვდი, VIP კლიენტების გარდა „უბრალო მოკვდავ“ ქართველებს ეს კლუბი ავი თვალივით არ ენახვებოდა და ამან ცოტა გამაღიზიანა.
-ეს რა სიტუაციაა, ძმაო,-როგორც სჩანს დაჩიც ჩემნაირ ფიქრებს მოეცვა და გადმომილაპარაკა- ეს ქართველების არ შეშვება რა ახალი მოდაა, რა ხდება ამისთანა საოცრება შიგნით?
-არ ვიცი, აქ პირველად ვარ მეც, შევალთ და ვნახავთ რაც არის-ვუპასუხე ჩემსავით გაკვირვებულ მეგობარს და გონებაში კი გავივლე, რომ აქ მთლად კარგი ამბავი არ უნდა ყოფილიყო.
როგორც იქნა შევაღწიეთ თითქმის დაბურულ, უფანჯრებო კლუბში. გრძელი, ბნელი დერეფნის გავლის შემდეგ აღმოვჩნდით დიდ, მაგრამ ისევ სუსტად განათებულ დარბაზში, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ძვირადღირებული ავეჯით და აქსესუარებით იყო მოწყობილი. დარბაზის აღმოსავლეთით ბენდი კლასიკურ მუსიკას უკრავდა და პირველი, რაც ნახევრად სიბნელეს შეჩვეულმა თვალმა ნათლად გაარჩია, ეს იყო ყველა მაგიდასთან და სავარძელთან შეზარხოშბული ხალხის ხალხმრავლობა და მათ შორის ძალიან ბევრი ხალვათად ჩაცმული, თითქმის შიშველი გოგონები ამ შექეიფიანებული მამაკაცემის ირგვლივ, როგორც სჩანს კლუბის „თანამშრომლები“. კლუბების და ასეთი ქალების მეტი რა მინახავს, მაგრამ ერთი, რაც მეუცნაურა, ამ გოგონებიდან არცთუ ცოტას ზედმეტად ახალგაზრდა შეხედულება იყო, რომელსაც მათ სახეზე წასმული ბლომად ფერუმარილიც ვერ ფარავდა.
დაგვსვეს ჩვენთვის გამზადებულ შემაღლებულ ადგილას, მრგვალი მაგიდის ირგვლივ სავარძლებში და მენიუც მოგვაწოდეს. ჩვენს სტუმრებს კარგ ხასიათზე მყოფობა ეტყობოდათ, ხოლო მე, დაჩი და აკაკი გლობუსივით ვატრიალებდით აქეთ-იქით თავებს, უჩვეულო სიტუაციის შემხედვარე. თითქმის ყველა მაგიდასთან აზიური წაროშობის სხვადასხვა ჯურის მამაკაცები ირეოდნენ, ხოლო მათ კი უმეტესად ჩვენი ქართველი გოგონები დასტრიალებდნენ თავს. ზოგ კაცს კალთაში ეჯდა, ზოგს გოგონების შიშველ ფეხებზე დაელაგებინათ ხელები და ზოგიც თავისის არმკმარე, სხვისი მაგიდის ქალებისკენ აპარებდა ბინძური ნდომით აღსავსე მზერას. სიმართლე რომ ვთქვა, გულმა რეჩხი მიყო, არ მესიამოვნა ეს ფაქტი.
-ძმა, სად მოგვიყვანე ეს, ჰარამხანაში მგონია თავი-გადავულაპარაკე აკაკის.
-მეც პირველად ვარ, მეგობარმა მირჩია, უცხოელებს გაუსწორდებათო, მაგრამ, ცოტა არ იყოს ვერ მომწონს რაღაც, თავი სტამბულის ბაზარში მგონია.-მიპასუხა შეწუხებული სახით აკაკიმ.
-ვახ, ვერ დაგვემართა კარგად, არ მსიამოვნებს ეს სიტუაცია, მაგრამ ამჯერად გავძლებთ როგორმე-დაჩიმ დაგვამშვიდა ორივენი.
სასმელები შევუკვეთეთ, ალკოჰოლმა ხასიათი და ენა ერთიანად აგვიხსნა და მხიარულებაც მოჰგვარა ჩვენს სუფრას. მალე გოგონებიც შემოგვიერთდნენ, ძირითადად არაქართველები, კლუბის მენეჯერმა სწორი გათვლა გააკეთა, მიხვდა, რომ ქართველებთან უფრო უსაფრთხო იქნებოდა უცხო თესლისანი მოეგზავნა. ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა, გულიანად ვილხენდით და სტუმარ-მასპინძლიანად კარგა გვარიანადაც შევზარხოშდით.
უკვე კარგა ხანი იყო გასული, რომ ჩემი ყურადღება სამმა ახლადშემოსულმა გოგონამ მიიქცია. აშკარად ჩვენებურები იყვნენ, ქართველები. მაკიაჟითა და ტანისამოსით ასაკის დაფარვის მცდელობის მიუხედავად, თხუთმეტ წელზე მეტს არ მივცემდი, ბავშვურმა თვალებმა „გაყიდა“ ისინი. ლამაზები იყვნენ, სამათრახე შოლტივით ანათალი სხეულითა და ლამაზი პირი-სახით. ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, მუქი შავ-თვალ-წარბა და შავ თმიანი, შველივით მოღერებული ყელით და აპრილის ვარდივით ტუჩებით. დარწმუნებული ნაბიჯებით მოდიოდა, მაგრამ გამოხედვაში მერყეობა შევატყვე მაინც. გვერდით რომ ჩამიარა, შემომხედა, მაგრამ არა ისეთი მზერით როგორც სასურველ კაცს ქალი შეხედავდა, არამედ შეშინებული სახით, თითქოს გაუგებრობაში მოხვდა და თვალებით სად ვარო, მეკითხებოდა. კინაღამ წამოვდექი და მივეჭერი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ცოტა არ იყოს ვაზვიადებდი ამ სიმთვრალეში სიტუაციას და ადგილზე გავსწორდი, მაგრამ თვალი კი მაინც ვერ მოვწყვიტე, საოცრად მეცნობოდა საიდანღაც და ვერაფრით გამეხსენებინა საიდან.
ამ ფიქრებში გართულმა, გვიანღა შევამჩნიე, მენეჯერმა ერთი მაგიდისკენ როგორ წაიყვანა ისინი. იმ მიმართულებით მივტრიალდი, კარგად რომ გამერჩია ყოველივე, რადგან მაგიდა ჩემგან სამი- ოთხი მეტრის დაშორებით თუ იქნებოდა და არ გამომეპარებოდა მცირეოდენი მოძრაობაც კი, პროფესიული ჩვევიდან გამომდინარე წვრილმანებზე დაკვირვების კარგი უნარი გამოვიმუშავე. იმ მაგიდასთან ძალიან ძვირფას კოსტუმებში გამოწყობილი ოთხი საშუალო ასაკის კაცი შევამჩნიე, რომლებსაც სუფთა აზიურ-თურქულ-ირანული გარეგნობა ჰქონდათ. მანამდეც შევნიშნე, რომ მათ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა აქაური პერსონალი, როგორც სჩანდა ამ დაწესებულებისთვის ძვირფას სტუმრებს წარმოადგენდნენ. გოგონებს ვნებამორეული ღიმილით მიესალმნენ და გვერდით მოისვეს, მაგრამ მომეჩვენა თუ ასე მინდოდა მომჩვენებოდა, ეს საქალბატონეები სხვა ამ კლუბში მყოფებისგან განსხვავებით თითქოს ძალიან მორიდებულად იქცეოდნენ. ერთი აქტიურობდა მხოლოდ, ქერა ცისფერთვალება.
-ეს დედამ...ი, ჩვენი პატარა გოგონები ამ არაკაცებს რატომ უნდა ართობდნენ-აღმომხდა გულის სიღრმემდე შეურაცხყოფილს. უკვე ძალიან შემძაგდა ირგვლივ ყველაფერი.
-აბა, მაგის დედა ვ..ე, მეც ამას ვფიქრობდი ამ წამს-დამეთანხმა დაჩიც უმალ.
-მახვში, -შემომძახა აკაკიმ, ასე მომართავდა ხოლმე გვარის გამო ხშირად-შეეშვი ამ პატრონ მ..ებს, არ არიან პატარები და თვითონაც კი უნდა ხვდებოდნენ, ძმაო მაგდენს. რომ მცოდნოდა აქ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა, ფეხს არ მოვადგამდი, ხომ იცი.
-ამ ურჯულოებთან ნაბრძოლი ჩვენი წინაპრების სისხლი ალბათ საფლავებში ყივის, ამ საცოდაობას რომ ხედავენ.-ვეღარ მოვითმინე და აღმომხდა გულისნადები.
-შენ ახლა ამ ფულს დახარბებულებს ისტორიას ვერ ასწავლი და სჯობს დამშვიდდე, ქვეყანას შენ ვერ გაასწორებ მარტოკაცი-ეცადა დავეწყნარებინე აკაკის, როდესაც გაშმაგებული მზერა ვესროლე მათ მაგიდას.
-თუ ვერ გავასწორებ, ნაცადი მაინც ხო მექნება, ცდა ბედის მონახევრეა.-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
თავს ვერ ვიმორჩილებდი და თვალსაც ვერ ვწყვეტდი იმ ადგილს, სადაც ეს პატარა გოგონები მეგულებოდნენ ამ აღვირახსნილი მამრების გამრთობებად. უცებ, დავინახე ერთ-ერთმა, ოთხში ყველაზე ახალგაზრდა და საკმაოდ შეხედულმა მამაკაცმა ხელი როგორ შეუცურა მაყვლისთვალება გოგოს ისედაც დასაშვებზე მოკლე კაბის ქვეშ. ეს გოგონა უცნაურად შეიშმუშნა და ხელზე მოჰკიდა უცებ ხელი, მაგრამ მამაკაცი აშკარად დანებებას არ ლამობდა და მცდელობის განმეორება განიზრახა. ჩემს ტვინში იმ წამსვე საგანგებო სიტუაციების გამოძახების ღილაკი ათამაშდა, ზუსტად ისევე, კანონდარღვევის დროს რომ უტყუარად მერთვება ხოლმე. არაფხიზელი მდგომარეობის მიუხედავად მომძლავრებული ძალა ვიგრძენი საკუთარ მკლავებში და ის ის იყო, ისედაც მათთან მივარდნას ვაპირებდი, რომ გოგონას სუსტი წამოკივლება და სილის გაწნის ხმა შემოესმა ჩემს ყურთასმენას და მაშინ მთლად სიშმაგის ლიბრი გადაეფინა ჩემს თვალებს. ისე წამოვხტი და მივვარდი იმ არაკაცს, როგორც ტორეადორს სიწითლისგან გაცხარებული ხარი. წიხლს ქვეშ გავიგდე და ვეღარ გამომგლიჯეს ხელიდან. ჩემი მეგობრები სტუმრებიანად ჩემს ქმედებაზე ხელადვე გამომყვნენ ფეხდაფეხ და გაცხარებული ჩხუბის ფერხულში ჩავებით ყველანი. როგორც სჩანს ჩვენს მიერ ნაბეგვ მდიდარ კაცებს უამრავი დაცვა ახლდათ თან და ხმაურზე ისინიც შემოცვივდნენ. დაჩი და აკაკი ისეთ მანევრებს ატარებდნენ, მეგონა ქაჯთა ციხის აღებას ცდილობდნენ და ამისთვის თავს არ ზოგავდნენ. ამერიკელები კი ცივსისხლიანი იერით ერთი მეორეზე აწყობდნენ დალილავებულ, დალურჯებულ კაცებს. ქალები კივილით ხელადვე დაიშალნენ, მხოლოდ იმასღა მოვკარი თვალი მუშტიდან მუშტის მოქნევას შორის, კუთხეში როგორ იყო ატუზული ჩვენი ჩხუბის მიზეზი გოგონა, შეშინებული, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით.
ირგვლივ ვინც არ დაგვეზარა და ვინც შეგვეწინააღმდეგა ყველა რომ კარგად მივნაყეთ დაცვამაც გაგვაშველა, მაგრამ ამასობაში ჩვენც კარგად ვიჯერეთ გული პატარა გოგონების მოყვარულ კაცთა გვემით.
ცოტა რომ დავმშვიდდით, აცახცახებულ გოგონებთან მივედი, რომლებიც კუთხეს ისე მიჰკრობოდნენ თითქოს კედლის საღებავად გადაქცევას ნატრობდნენ, რომ შეუმჩნევლად აორთქლებულიყვნენ ამ ბინძური ადგილიდან. განსაკუთრებით ჩვენი ჩხუბის“მიზეზი“ ჩანდა დათრგუნული ნანახით თუ განცდილით. ცალი ხელით ღრმად ამოჭრილ მაისურს იწევდა კისრისკენ, ხოლო მეორეთი ათ სანტიმეტრიან ქვედაბოლოს ექაჩებოდა მუხლებისკენ.
„როგორც სჩანს დამწყებია,ჯერ არ დაღუპულა“-გავივლე გულში.
-გოგონებო, აქ რას აკეთებთ? ვერ ამჩნევთ სათქვენო დაწესებულება რომ არ არის?-ვდილობდი მაქსიმალურად რბილად მივდგომოდი, რადგან ახლა ჩხუბის და განკითხვის დრო ნამდვილად არ იყო. ან მე ვინ ვიყავი რო მათთვის, რამე მომეკითხა.
ხმას არც ერთი არ იღებდა, თავჩახრილები იდგნენ და იატაკს თვალს არ აშორებდნენ, თითქოს იქ ჩაძვრომას და გადაკარგვას ლამობდნენ.
-რამდენი წლისები ხართ?-ვკითხე მშვიდად. ისევ უპასუხოდ დამტოვეს.
-რამდენი წლის ხართ თქო? -ცოტა ხმას რიხი შევმატე და მაყვლისთვალებაც შეკრთა და შემომანათა შავი კაკლისოდენა თვალები.
-თვრამეტის-გაუბედავად მიპასუხა.
-დანარჩენები?-მის დაქალებს გადავხედე.
-ჩვენც-ამოღერღა ქერამაც ისე, რომ არც შემოუხედია.
რა თქმა უნდა არ დავუჯერე, მაგრამ სანამ კიდევ რაიმეს ვკითხავდი მენეჯერი ქალი მომეჭრა და მუქარით აღსავსე ხმით მიყვირა:
-პოლიცია მყავს გამოძახებული და ახლა ნახეთ ამ ყველაფრისთვის რაც მოგელით.
-ქალბატონო, ერთი შენი სახელი გამახსენე,- ვერაფრით ვერ შევძელი ამ ქალისმაგვართან თქვენობით მესაუბრა და პირდაპირ უტიფრად მივმართე. საშუალო სიმაღლის ქალი იყო, თმა ღია ქერა ფრად ჰქონდა შეღებილი, მაგრამ კანის ფერზე ეტყობოდა ქერების მოდგმას არ ეკუთვნოდა. მოვლილი და მოწესრიგებული ჩანდა ერთი შეხედვით, მაგრამ თვალები ჰქონდა ამაზრზენად ამღვრეული და საშინლად მოელვარე, უცებვე განგიზიდავდათ მისგან.
-ჩემი სახელი რად გინდათ ერთი, ციხეში უნდა ამოტვიფროთ კედელზე?-მანაც უტიფრად მომახალა.
-ქალბატონო, დამაცადეთ თუ შეიძლება-გავაჩუმე ეს საძაგელი ქალი და გოგონებს მივუბრუნდი.
-პირადობები მაჩვენეთ-ხელი გავუწოდე გამოსართმევად, მაგრამ ამღვრეულთვალებიანმა ქალბატონმა მიკივლა.
-რამდენის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, თავი პოლილციელი ხომ არ გგონიათ?-ამ დროს პარტულის მანქანების ხმა შემოგვესმა და პატრულ-პოლიციელებიც უმალვე კლუბში გაჩნდნენ. მათ შორის ჩემი ასეულის ბიჭებიც ერივნენ. რომ დამინახეს ხელადვე მომეჭრნენ, მაგრამ ვანიშნე ხმა არ ამოიღოთ თქო და ასეც მოიქცნენ.
-დაიჭირეთ, ესაა ჩხუბის ორგანიზატორი და დამწყები, მისი ბანდაც აქვეა-ხელით ანიშნა პატრულებს ჩემზე, თან გაკვირვებული უყურებდა მათ, სავარაუდოდ იმას ფიქრობდა რატომ არ რეაგირებდნენ და ხელბორკილებით არ გავყავდი დაწესებულებიდან. მე კი მათ ჩვენს მიერ ნაცემ ამფსონებზე მივუთითე და მათაც ხელბორკილგაყრილი გაიყვანეს კლუბიდან. ამ დროს ერთი სხვა კაციც შემოგვიერთდა, ან ისიც მენეჯმენტში იყო, ან შეიძლება სულ მთლად მეპატრონე ამ დასაწვავი კლუბისა. დაინახა, რომ ის კაცები მიყჰავდათ, მივარდა პოლიციელებს და მათი გათავისუფლება მოსთხოვა, რაღა თქმა უნდა უშედეგოდ.
-ესენი იცით ვინ არიან? როგორ ბედავთ? არ შეგრჩებათ იცოდე-მუქარების მთელი კორიანტელი მიაყარა პოლიციელებს. ამასობაში შეშინებულმა ბავშვებმა პირადობის მოწმობებიც მომცეს, სადაც აღმოჩნდა, რომ შავთვალება 15 წლის იყო, ხოლო დანარჩენი ორნი კი 16.
-ბატონო, ვინ ბრძანდებით არ ვიცი..-დავუწყე ახლადმოსულ მამაკაცს საუბარი, მაგრამ შუა გზაში გამაწყვეტინა და კბილების ხრჭიალით მიპასუხა:
-მე ამ კლუბის მეპატრონე ვარ, შენ ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ?-თითქოს ჩემსკენაც გამოიწია, მაგრამ დაჩიმ მკერდზე ხელის კვრით გააჩერა.
-მე მაიორი ერეკლე მახვშიანი გახლავართ, აი თქვენ კი ის ხართ, ვინც შესაძლოა დაადანაშაულონ დანაშაულის დაფარვის მცდელობაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე. ასე, რომ კარგად დაფიქრდით ახლა ვინ ხართ?- ამღვრეულთვალებიანი ქალი პირ ღია შემომყურებდა, ძნელი არ იყო მისი ფიქრების ამოცნობა.
კაცი გადაფითრდა, სიბრაზისგან ან შიშისგან, ან შესაძლოა ორივემ ერთად მოუარა.
-შენ იცი ვის უბედავ?-გამოსცრა კბილთა შორის ხრინწიანი ხმით.
-კი ვიცი, ბატონო ჩემო, პიროვნებას,.. არა უკაცრავად ეგ როგორ გაკადროთ! არსებას, რომელიც უყურებს ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებს და არაფერს არ აკეთებს ამის აღკვეთისთვის. კიდევაც შეიძლება ითქვას, ხელს უწყობს და აფარებს ასეთ ქმედებებს, მძიმე დანაშაულს, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის მიუღწეველთან, რომელიც ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
-, შენ არ იცი ვის უპირისპირდები!!!-მიყვირა, აკაკი და დაჩი ის-ის იყო უნდა სცემოდნენ მას, რომ მოვასწარი და ორივენი შევაჩერე, არ მინდოდა მათ ჩემს გამო სამსახურში შეჰქმნოდათ პრობლემები.
-როგორ არა, მშვენივრად ვიცი. ბინძური ფულით აყროლებულ ნაძირალას, რომელსაც არაფერი წმინდა არ გააჩნია. კიდევ ერთი სიტყვა და გპირდები რომ გამოძიებას არ დაველოდები და ამაღამვე გაგათენებინებ საკანში-მოთმინებიდან გამოსულმა შევყვირე.
-და შენ გგონია ვინმე რამეს გამოიძიებს, ნაბოზ..ო?! თავი მართლა ერეკლე მეორე ხო არ გგონია? როგორ ინანებ რომ იცოდე!
ვაპირებდი გამეხლიჩა შუაზე, ჩემი პოლიციის მუნდირიც დამავიწყდა და სხვა დანარჩენი ყველა შემაკავებელი ფაქტორი, მაგრამ დაჩიმ და აკაკიმ გამათრიეს გარეთ. გოგონები კი ჩვენმა ამერიკელმა ყველაფერს შესწრებულმა და ჩვენსავით გაშმაგებულმა სტურებმა გამოაცილეს.
გამოვედით თუ არა და სუფთა ჰაერიმა გაიარა ტვინის უჯრედებში, ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ ისევ ის შავი მერსედესი, თავისი ლამაზი კანონდამრღვევი არსებით წარმომიდგა ცხვირწინ. თითქოს ეს არ კმაროდა, დავინახე შველის კისრიანი გოგონა როგორ გაიქცა მისკენ და კისერზე ტირილით ჩამოეკიდა მას.
-შენ პატარა ბავშვებსაც დასდევ, მანიაკი ხაარ?-მიყვირა გააფთრებულმა „დილის თავგადასავალმა“ შორიდანვე. მე ადგილზე გავშეშდი, მართალია მთლად მადლობასაც არა, მაგრამ ასეთ რეაქციასაც არ მოველოდი. თვალებიდან გააფთრების კოცონის ნაპერწკლებს ისროდა და ისე დარწმუნებული მოაბიჯებდა ჩემსკენ, მივხვდი რომ მინიმუმ ყელში მწვდებოდა მოსახრჩობად.



№1 სტუმარი makukuna

კარგია, ველი შემდეგს heart_eyes

 


№2  offline წევრი თემარია

საინტერესოა, არ შეწყვიტო ^_^

 


№3 სტუმარი Nini

Gaagrdzele dade koveldgee veli moutmenlaf shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent