შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Iceheaven 5/გრძელი ზამთარი


17-09-2017, 13:15
ავტორი Flickan Wood
ნანახია 1 340

ოქტომბრის მიწურული იყო. აისჰევენი ოქროსფერი ფოთლებით იყო მოფენილი.
ვენდის შემოდგომა წელიწადის ყველა დანარჩენ დროს ერჩივნა.შეეძლო საათობით მჯდარიყო აივანზე და ხედით დამტკბარიყო.მარჯვნივ აისჰევენი მოჩანდა,პირდაპირ კი მაღალი ტყე იყო აღმართული,რომელსაც ადგილობრივები ბნელ ტყეს ეძახდნენ. ბნელ ტყეს პირქუში რეპუტაცია ჰქონდა გავარდნილი და მხოლოდ ელფები თუ ბედავდნენ ტყეში შესვლას,ისიც მხოლოდ სიენაში წასასვლელად.
ღამღამობით ტყეში ლურჯი სინათლეები ჩნდებოდა-როგორც ელფები ამბობდნენ-ეს სინათლეები ხმელეთის მფრინავი მედუზები იყვნენ.თუ სმენას დაძაბავდი ღამის სიჩუმეში ნაღვლიან სიმღერასაც გაიგონებდი-ჯადოქრის სულების გოდებას.
მათ გარდა კიდევ ნაირნაირი ჯადოსნური ქმნილება ცხოვრობა ამ ტყეში,მათ შორის ბასილისკი,გველი,რომლის მზერაც საკმარისი იყო სიკვდილისთვის,ჰარპი-ნახევრად ფრინველი,ნახევრად ქალი,კენტავრი-ნახევრად ცხენი,ნახევრად ადამიანი და სხვა მრავალი.
ვენდი ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა,ისე აინტერესებდა ბნელი ტყე.ბავშვობაში ვერასდროს ბედავდა იქ შესვლას,მაგრამ ახლა ვეღარ ხედავდა მიზეზს,თუ რატომ არ უნდა დაეკმაყოფილებინა ინტერესი,მითუმეტეს ტყეში შესვლა აკრძალული ჰქონდა,რაც კიდევ უფრო უღვივებდა მისი დათვალიერების სურვილს.
-რა მოხდა მერე,ელფები დადიან მაგ ტყეში,მეც ელფი ვარ.-უთხრა მამამისს,რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდოდა ამის თაობაზე.
-ელფები,რომლებიც საუკუნის და უფრო მეტი ხნის არიან და გზაც კარგად იციან,შენგან განსხვავებით.
-თუ არ ვნახე,გზას როგორ ვისწავლი?
-არა მეთქი!-უთხრა რობერტმა.
ვენდი გაიბუსხა და ამის შემდეგ ხმა არ ამოუღია ამის თაობაზე,მაგრამ არასდროს დავიწყებია.

ერთ დილას რიჩარდმა ქალაქში საყიდლებზე გასვლა გადაწყვიტა.
-შეიძლება მეც წამოვიდე?-ჰკითხა ვენდიმ,რომელსაც გვირილებიანი სარაფანი (ელფებს არასდროს სცივათ),ჯინსის ქურთუკი ეცვა და ნაყინს მიირთმევდა.
-კი,რატომ არა.-თავი დაუქნია რიჩარდმა.
ერთმანეთს თვალებში შეხედეს.რიჩარდმა თვალი აარიდა. უკვე რამდენიმე კვირა იყო,რაც ესე ხდებოდა. ერთმანეთს უყურებდნენ,თითქოს შეყვარებულები არიანო და შემდეგ ერთმანეთს თვალს არიდებდნენ.
რიჩარდი მამამისის საუკეთესო მეგობარი იყო.ადამიანი,33-35 წლის და ძალიან სიმპათიური. ვენდის მოსწონდა მისი ჩაცმულობა,მისი ღია წაბლისფერი თმა და ღიმილი.
ვენდიმ მიმოიხედა.გარშემო არავინ ჩანდა,მძღოლი კი მანქანას რეცხავდა შორიახლოს.
-გინდა ნაყინი?-კითხა ვენდიმ რიჩარდს.
-რა?
-ნაყინი...-უთხრა ვენდიმ და რიჩარდს მიუახლოვდა და ნაყინი გაუწოდა.
-ა,კი რატომაც არა.-გაიღიმა რიჩარდმა და ნაყინის ჩაკბეჩას აპირებდა,რომ ვენდიმ სახეზე მიადო და პირი მოუთხვარა.
-ჰა ჰა ჰა-გამხიარულდა ვენდიმ.
-ძალიან სასაცილოა-გაიღიმა რიჩარდმაც და პირი მოიწმინდა.
ვენდიმ მისი ხელი დაიჭირა და უთხრა-ნება მომეცი...-და ნელა გაიწია კაცის ტუჩებისკენ.
რიჩარდმა თვალები დახუჭა და კოცნას კოცნაზე უპასუხა.
ვენდის გული სასიამოვნოდ აუფართხალდა და მაშინაც არ გაჩერებულა,როცა ნაყინი აღარ იყო დარჩენილი.
-ბოდიში რომ გაწყვეტინებთ,მაგრამ მანქანა მზადაა.-თქვა მძღოლმა,რომელსაც მანქანის რეცხვა დაემთავრებინა.
-ხო,რა თქმა უნდა-გამოერკვა რიჩარდი და მანქანისკენ წავიდა. ვენდი უკან გაყვა.
მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. მძღოლს საერთოდ არ აინტერესებდა მათ შესახებ,მისი საქმე იყო მხოლოდ მანქანის მართვა და პროდუქტების ზიდვა.
ვენდიმ ხელი რიჩარდის ხელისკენ ნელ-ნელა გააცურა და ოდნავ შეეხო.რიჩარდს ხელი არ გაუწევია. (მანქანას სამი წინა სავარძელი ჰქონდა)
როცა ქალაქში მივიდნენ,ვენდიმ გვერდით პატარა მდინარე დაინახა და დარჩენა გადაწყვიტა.
-შორს არსად წახვიდე,მალე დავბრუნდები-უთხრა რიჩარდმა და მძღოლთან ერთად საყიდლებზე წავიდა.
ვენდი მდინარის პირას,მერხზე ჩამოჯდა და მდინარეს გახედა.იქვე ნაპირთან 5იოდე წლის ბიჭუნა თამაშობდა რეზინის იხვებით და გემებით.
"რა მჭირს?" დაფიქრდა ვენდი. "სულ რაღაც ერთი თვეა,რაც ერიკს საბოლოოდ დავშორდი და უკვე რიჩარდი? ისევ ჩემზე ორჯერ უფროსი...კიდევ კაი ცოლს მაინც დაშორდა"
ამ ფიქრებში იყო,რომ რიჩარდი დაბრუნდა და მის გვერდით დაჯდა.
-ასე მალე მორჩი საყიდლებს?-გაუკვირდა ვენდის.
-არა...უბრალოდ ვეღარ მოვითმინე ისე მინდოდა შენი ნახვა-უთხრა რიჩარდმა და ვენდისკენ გადაიხარა და ტუჩებში აკოცა. "არ ვიცი რა მჭირს." "არც მე" ჩურჩულით უთხრა ვენდიმ და კისერზე ხელები მოჰხვია.
წყვილს მყუდროება ორმა ხანშიშესულმა ქალმა დაურღვია,რომლებიც შვილიშვილებს ასეირნებდნენ მდინარის პირას და რიჩარდს და ვენდის ათვალისწუნებით გადმოხედეს.
"მართლები არიან" გაეცინა რიჩარდს "ბაბუად გეკუთვნი."
"სულ რაღაც 17 წელი" უნდოდა ეთქვა ვენდის მაგრამ მიხვდა რომ 17 წელი არ ჟღერდა ისე როგორც "სულ რაღაც"
რიჩარდმა ვენდის ხელი გადახვია და დანარჩენი დრო ასე ჩახუტებულებმა გაატარეს,სანამ მძღოლი არ მოვიდა და დაპიპინებით ამცნო სახლში წასვლის დროაო.
ვენდიმ მთელი დღე უაზროდ იბორიალა. საღამოს კი სასტუმრო ოთახში,სადაც მთელი ოჯახი იკრიბებოდა ხოლმე საღამოობით და ტელევოზირს უყურებდა,შევიდა. რიჩარდი დივანზე იჯდა და ცეცხლის შუქზე კითხულობდა წიგნს.
ვენდი მის გვერდით დაჯდა და უხმოდ შეხედა. რიჩარდმა წიგნი გვერდით გადადო და ვენდის თვალი გაუსწორა.
"ასე არ შეიძლება" გაიქნია თავი.
"უკვე გვიანია ამაზე ფიქრი,არა?" თვალებით უთხრა ვენდიმ.
რიჩარდმა ხელი ფრთხილად შეახო ფეხზე. ვენდიმ ხელზე ხელი დაადო და მისკენ წაიწია. ერთმანეთს ისევ აკოცეს,რიჩარდმა ვენდის კაბის ქვეშ შეუცურა ხელი და მაშინვე გასწორდა,როდესაც შორიდან ლაპარაკი გაიგონა.
ოთახში რობერტი,უილოუ და რობი შემოვიდნენ. უილოუ რაღაცას მხიარულად ყვებოდა.შემდეგ სამივენი დივანზე ჩაჯდნენ და რობერტმა ტელევიზორი ჩართო.
რიჩარდი წამოდგა,მეძინებაო მოიმიზეზა და ოთახიდან გავიდა. ვენდიმ ორი წუთით დაიცადა,შემდეგ დაამთქნარა და იკითხა-ქეითი სად არის?
-მგონი სძინავს-უპასუხა უილოუმ.
-წავალ,მეც დავიძინებ-დაემშვიდობა ოჯახის წევრებს და ოთახიდან გავიდა.
მისი ოთახი მესამე სართულზე იყო,მაგრამ ვენდი მეორე სართულზე გაჩერდა და რიჩარდის ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. რიჩარდი საწოლზე იჯდა და ვენდის დანახვაზე ოდნავ გაიღიმა. ვენდი ოთახში შევიდა და კარი დახურა.

აისჰევენში პირველი თოვლის ფიფქი ფარფატით დაეცა მიწას.ბებერი ჯიმი თავის ხუხულაში იწვა მოწყენილი და თვალები დახუჭა.როცა თოვლის მეორე ფიფქი მას ცხვირზე დაეცა,აღარაფერი გაუგია.17 წელი ერთგულად ემსახურა პატრონს და ახლა უკვე სამუდამოდ დახუჭა თვალები.

ვენდიმ გაიღვიძა და საათს დახედა-6 სრულდებოდა. მძინარე რიჩარდს დახედა და ტკბილად გაეღიმა. უნდოდა,რომ ლოყაზე ეკოცნა,მაგრამ რაღაცნაირად ეუხერხულა,თან არ უნდოდა რომ გაეღვიძებინა. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა,სარაფანი გადაიცვა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა. ჯერ ძალიან ადრე იყო,ამიტომ წინასწარ არ დაუზვერია გარეთ იყო თუ არა ვინმე,ამიტომ შიშისგან შეხტა,როცა მოიხედა და რობი დაინახა,რომელიც ჭიქით ხელში იდგა დერეფანში და ფანჯარაში იყურებოდა.
-დილა მშვიდობისა-მიესალმა რობი.
-ამ დროს რატომ გღვიძავს?-გაუკვირდა ვენდის.
-და შენ რატომ გღვიძავს?-თვალები მოწკურა რობმა-თუმცა,ისედაც ვიცი. მთელი კვირები გითვალთვალებდით შენ და რიჩარდს,ფსონი დავდე რომ ნოემბრამდე არაფერი მოხდებოდა
-რა?-ყურებს არ დაუჯერა ვენდიმ-ვისთან დადე?
-ქეითთან. მან თქვა,რომ ნოემბრამდე აუცილებლად მოახერხებდი მასთან დაწოლას,20 დოლარი წავაგე.
-იდიოტები ხართ-თავი გაიქნია ვენდიმ.
-ამბობს გოგო,რომელიც მამამისის საუკეთესო მეგობართან წევს.
ვენდის აღარაფერი უპასუხია,გულმოსული ავიდა თავის ოთახში.
"რაღაც მომენტში რობი მართალია" დაფიქრდა მერე. "რას ვაკეთებ? მამამ რომ გაიგოს,ძალიან ეწყინება,ალბათ რიჩარდს მოკლავს...არა,ვერასდროს გაიგებს!" მტკიცედ გადაწყვიტა ვენდიმ და სარაფანზე ჟაკეტი მოიცვა,რომელიც ქეითმა მოუქსოვა წინა ზამთარს.
ვენდი რიჩარდს გაურბოდა,რომელიც თავის მხრივ არ ცდილობდა მასთან ლაპარაკს,სანამ რამდენიმე დღის შემდეგ ისევ სასტუმრო ოთახში არ შეხვდა შემთხვევით,ოღონდ ამჯერად პირველ სართულზე,სადაც იშვიათად თუ შემოდიოდა ვინმე.
-ჰაი...-მიესალმა ვენდი და დივანზე გაუბედავად ჩამოჯდა.
რიჩარდმა თავი მოაჩვენა,თითქოს თაროზე წიგნების თვალიერებით იყო გართული.
ვენდი წამოდგა და რიჩარდს მიუახლოვდა. ღიჩარდი მოტრიალდა და ვენდის თვალებში ჩახედა. "ვიცი,რომ ეს ყველაფერი არასწორია,მაგრამ არაფერს არ გეტყვი,რადგან ეს მაინც მოხდება" უთხრა რიჩარდმა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
"მადლობა" მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ვენდიმ და როცა რიჩარდმა აკოცა,თვალები დახუჭა.
ამჯერად ყველაფერი იქვე მოხდა,სასტუმრო ოთახში დივანზე.
-ჰეი-შეაჩერა ვენდიმ შუა პროცესის დროს-მართალია,ძალიან მომწონხარ მაგრამ პრეზერვატივი დაგავიწდა,მე კი ნამდვილად არ მინდა ახლა ბავშვი შენგან. ჯერჯერობით მაინც.
-არაუშავს,ჩემს ბიჭს სხვაგან მოვათავსებ.
-იმედია ამაში ჩემი პირი იგულისხმე.-იხუმრა ვენდიმ.
-არა,მაგრამ პირიც კარგად ჟღერს.-გაიღიმა რიჩარდმა.
-იდიოტო-გაეცინა ვენდის.-ორივე იდიოტები ვართ.-თქვა და დივანზე წამოჯდა.-რობერტი რომ ახლა გვხედავდეს ძალიან გაუცრუვდებოდა იმედი.
-მართალი ხარ-დაეთანხმა რიჩარდი-წარმოვიდგინე მამაშენი და ჩემი ქალიშვილი ერთად და მივხვდი,რომ ეს საშინელებაა.თანაც რობერტი ამას მეორედ ვეღარ გადაიტანს.
-მეორედ?-გაუკვირდა ვენდის და პირზე ხელი მიიფარა-გინდა მითხრა,რომ ჩემს დასთანაც იწექი?
-რა? არა,გაგიჟდი?-თვალები გაუფართოვდა რიჩარდს,როგორ მაკადრაო.
-აბა?
-...
-მითხარი.-ვეღარ ითმენდა ვენდი.
-ნამდვილი მიზეზი,თუ რატომაც შენი მშობლები დაშორდნენ,არის ის,რომ დედაშენს რობერტის საუკეთესო მეგობარი შეუყვარდა,რომელიც მამაშენს ჩემამდე ბევრად ადრე ყავდა.
-ალექსანდერი?-პირი დააღო ვენდიმ გაოცებისგან.
-არა,ალექსანდერი არა.მამაშენი ვერასდროს იტანდა მაგ ტიპს.სხვა,სებასტიანი.
-ა მახსოვს ჰო,სურათებში ბევრგან არიან ერთად.
-ხოდა დედაშენს და სებასტიანს ერთმანეთი შეუყვარდათ და რობერტი ამიტომაც წავიდა.
-მაგრამ დედას არავინ ჰქოლია მამაჩემის გარდა,საერთოდ არავინ.
-არ მითქვამს რომ დედაშენი და სებასტიანი ერთად იყვნენ.უბრალოდ ერთმანეთი შეუყვარდათ,და როგორც რობერტის საუკეთესო მეგობარმა,სებასტიანმა საკუთარ ბედნიერებას,თავისი მეგობრის ამჯობინა,ისევე როგორც ჯეინმა.მათ თქვენს გამო გადაწყვიტეს ერთად დარჩენა,მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ რომ ცდას აზრი არ ჰქონდა და დაშორდნენ.
-არ ვიცოდი...მადლობა,რომ მითხარი.
-მამაშენს არ უთხრა,რომ გითხარი,თორემ გაბრაზდება.
-არ ვეტყვი...და ანუ ჩვენ...ვეღარ...
-ხო,ვეღარ...-თავი დაუქნია რიჩარდმა.-არც მანამდე არ უნდა მომხდარიყო არაფერი,მაგრამ არ ვიცი რა დამემართა,თავი ვერ შევიკავე,ისეთი ლამაზი იყავი.მაპატიე...
-მნიშვნელობა არ აქვს,რამდენად არასწორი იყო,ის რაც ჩვენს შორის მოხდა,მე მაინც ბედნიერი ვარ,რადგან ეს ძალიან ლამაზი იყო.-უთხრა ვენდიმ.
ამის შემდეგ მთელი თვე არიდებდნენ თავს ერთმანეთს.

დეკემბერი.
აისჰევენი მთლიანად თოვლმა დაფარა და ახლა უკვე სახელს ამართლებდა-იქაურობა მართლაც ყინულის სამოთხეს გავდა.
ვენდიმ ძილშივე იგრძნო,რომ რაღაც ხდებოდა და გაეღვიძა.
რობერტი,რობი და რიჩარდი და კიდევ ვიღაც ბიჭი,რომელიც ვენდის აქამდე არასდროს ენახა,ცხენებს ამზადებდნენ,რომ სანადიროდ წასულიყვნენ.
-ჰეი-ვენდი გზადაგზა იცმევდა სვიტერს პიჟამაზე,რომელსაც ბანანები ეხატა.-უკვე მიდიხართ?
-აჰამ.-თავი დაუქნია რობერტმა,რიკმა კი თვალი აარიდა,როგორც ყოველთვის.
-მეც წამოვალ რა,ნახევარი საათიც არ მინდა მოსამზადებლად.
-ბემბის მოკლავ?-კითხა რობმა.
-რა? არა! მაგრამ პუმბა შემიძლია.
-პუმბები არ არიან აისჰევენში-გაეცინა რობერტს.
-ბაგს ბანის მოკვლა მაინც შეგიძლია?
-გაგიჟდი? ასეთი საყვარელი არსებების მოკვლა როგორ შეიძლება.ნადირობა უნდა ემსახურებოდეს მიზანს,რომ ტყეები გაწმინდოს მონსტრებისგან და მტაცებლებისგან.
-ან უბრალოდ გემრიელ ხორციც საკმარისია.-დაამატა რობმა.
ვენდიმ გაბრაზებულმა ტუჩები მოკუმა და სახლში შებრუნდა. იფიქრა,ცოტა კიდე წავუძინებო,მაგრამ დერეფანში მომავალი ასევე პიჟამისამარა და თმაგაწეწილი ქეითი რომ დაინახა,გადაიფიქრა-დასთან საუბარს არაფერი ერჩივნა.
დები სამზარეულოში დასხდნენ,ვენდიმ ჩაიდანი დაადგა.
-დღეს რა გეგმები გაქვს?-კითხა ქეითს.
-არაფერი,კიდევ ერთი დღე უნდა გავფლანგო უაზროდ.
-არ გინდა სასეირნოდ წავიდეთ?
-მეზარება ამხელა თოვლში სიარული.
-უიმეე,უჟმური.

ვენდის ძალიან უყვარდა თოვლი და გული გარეთ მიუწევდა.ამიტომ შავი ბათინკები,ჯინსის შარვალი,წითელი სვიტერი და მუქი მწვანე კურტკა ჩაიცვა,და ლურჯი კაშნი შემოიხვია-რომელიც ასევე ქეითმა მოუქსოვა. მართალია ელფებს არ სციოდათ,მაგრამ ვენდი მას უბრალოდ სილამაზისთვის იყენებდა.
ვენდიმ გეზი პირდაპირ ბნელი ტყისკენ აიღო.არაფერი იყო უჩვეულო,ბნელი ტყეც სხვა ტყეებს გავდა. ვენდის მოეჩვენა რომ შორიდან სიმღერა შემოესმა "ჯადოქრის სულები..." გაიფიქრა და გაეღიმა "მაგარია...." გული სიხარულისგან და შიშისგან აუფართხალდა და გზა განაგრძო.რაც უფრო უახლოვდებოდა ხმას,ღიღინი მით უფრო ნაკლებად გავდა ქალის ღიღინს.უეცრად ვენდის ქვაზე ფეხი დაუცდა და ხის ტოტს რომ არ ჩაკიდებოდა,წაიქცეოდა.ტანსაცმლიდან თოვლი ჩამოიფერთხა და მაღლა რომ აინახა,ყავისფერი კბილები დაინახა.კაცი ავისმომასწავლებლად,ხარბად იღიმოდა.
ვენდიმ ხმისამოუღებლად შეაქცია ზურგი,მაგრამ წინ მეორე კაცი დაუხვდა,რომელსაც მეგობრისგან განსხვავებით კბილები თეთრად უქათქათებდა,მაგრამ ღიმილი და თვალები ამასაც ბოროტად ხარბი ჰქონდა.
"ძალიან უხერხული იქნება,რომ გავიქცე? მაგრამ ამაზე უხერხული ის იქნება,რომ არ გავიქცე" გაიფიქრა ვენდიმ და უცნობს ზრდილობიანად გაუღიმა. "შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?"
"კი,შეგიძლია პატარა ელფო" ბოროტად გაიღიმა კაცმა.
"კი,ნამდვილად უნდა გავიქცე" გაიფიქრა ვენდიმ და სანამ კაცი სახეზე ხელს შეახებდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა.
"მოიცა,საით მივრბივარ,სახლი იქეთ არის" გაიფიქრა ვენდიმ,მაგრამ მობრუნების დრო აღარ იყო,ორივე მოსდევდა. როცა ეგონა,რომ მდევრები უკან ჩამოიტოვა,რაღაც მაღალს და მაგარს შეასკდა.
ეს “რაღაც მაღალი და მაგარი” ის “ჯადოქრის სული” აღმოჩნდა,რომელიც ღიღინებდა.სიმაღლის და გარეგნობისგან განსხვავებით,ხმა მართლაც თაფლივით ტკბილი ჰქონდა.კაცმა ვენდის ხელი მაგრად ჩაავლო,მეორეთი კი სახეზე დაუწყო მოფერება.ვენდიმ ინატრა იქნებ ჰარპი ან რომელიმე სხვა მონსტრი გამოჩნდესო,თუნდაც მაქცია,ეხლა მაქციის დანახვაზე მეტად არაფერი გაახარებდა. "შეიძლება მაქციები მონსტრები არიან,მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით სწრაფად გკლავენ" გაიფიქრა მწარედ. "ესენი კი ალბათ გამაუპატიურებენ ან უკეთეს შემთხვევაში წამებით მომკლავენ...თუმცა მგონი ორივე ერთიდაიგივეა"
"გამარჯობა პატარა,ლამაზო გოგონავ" თქვა გოლიათმა,რომელსაც ხმასთან შედარებით თაფლივით ტკბილი ხმა ჰქონდა. "არავითარი ტირილი,ვედრება,რომ სახლში გაგიშვა დედიკოსთან?" გადაიხარხარა დემონურად და მისი ორივე ამხანაგი აყვა,რომლებიც ახლახანს მოსულიყვნენ.
ვენდის გაბრაზებისგან სიტყვები ყელში გაეჩხირა.არაფერს არ ქონდა აზრი,არც შეფურთხებას როგორც ფილმებშია ხოლმე,არც ვედრებას-ვენდის ყველაზე მეტად ეს ეზიზღებოდა.მაგრამ უმოქმედოდ ყოფნაც არ უნდოდა და ცრემლები თავისდაუნებურად წასკდა.
"ოჰ შეხედეთ,პატარა ლამაზმა ელფმა მოიწყინა. შეიძლება შენთან უფრო მოეწონოს" უთხრა ყავისფერკბილებას და ვენდი საჩუქარივით გადასცა.
ყავისფერკბილებამ ვენდის ქურთუკი გახადა და შარვლის გახდაც დაუპირა,რომ ვენდიმ წიხლი მოუქნია და ყავისფერკბილება ტკივილისგან ჩაიკეცა.ვენდიმ გაქცევის მცდელობაც ვერ მოასწრო,რომ თაფლისხმიანმა ხელი ჩაავლო,ისე რომ ვენდის ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა,ყავისფერკბილება გინებით გაიმართა წელში და ვენდი უკნიდან დაიჭირარომ არ გაქცეულიყო,თაფლისხმიანმა კი შარვლის გახდა დაუწყო,პარალელურად კი თვითონ იხდიდა...
ვენდის მეტის ატანა აღარ შეეძლო,თვალები დახუჭა და მთელი ძალით იკივლა.უცებ იგრძნო,რომ აღარავინ იჭერდა.თვალები გაახილა და პირველი რაც თვალში მოხვდა თეთრ თოვლზე წითელი სისხლი იყო. თაფლისხმიანი ისრით გულგანგმირული ეგდო თოვლზე,ყავისფერკბილებაც იქვე ეგდო-მასაც გულში ჰქონდა ისარი მოხვედრილი,მესამეს კი გაქცევა უცდია,მაგრამ ისარმა ისიც იპოვა და ისიც შორიახლო ეგდო თოვლში პირაღმა.ვენდიმ ზემოთ აიხედა და ელფი დაინახა.მას ღია ყავისფერი,მოკლედ შეჭრილი თმა და ნათელი,ცისფერი თვალები ჰქონდა და ტანზე ღია ცისფერი სვიტერი ეცვა და მუქი ყავისფერი შარვალი ეცვა.
ის ყველაზე ლამაზი არსება იყო,რაც კი ვენდის თავის სიცოცხლეში ენახა.
-კარგად ხარ?-კითხა ელფმა. მისი ხმაც ყველაზე ლამაზი ხმა იყო,რაც კი ვენდის გაეგონა.
-კი,მადლობა-უპასუხა ვენდიმ და შარვალი შეიკრა.
-აქ რას აკეთებდი? არ იცი როგორი საშიშია ამ ტყეში მარტო სეირნობა?
-მინდოდა ჩემი თვალით მენახა.
-ხო? მერე როგორი იყო?-უკმაყოფილოდ კითხა ელფმა.-სად ცხოვრობ?
-აქვე,ბლექვუდების მამულში.
-ოჰ,ბლექვუდი ხარ?
-ბლექვუდებს იცნობ?-გაუკვირდა ვენდის.
-კი შორიდან.რობერტ ბლექვუდს ვიცნობ,შევხვედრილვართ.
-მამაჩემია.
-მე კრისტიანი ვარ,შეგიძლია კრისი დამიძახო.
-მე ვენდი. შენ რას აკეთებდი აქ?
-მე სახლში მივდიოდი,როდესაც ვიღაცის ყვირილი გავიგონე,მოვედი და შემდეგ შენც იცი რაც მოხდა.
-მადლობა ისევ.
-თუ გინდა,რომ მადლობა გადამიხადო,აქ აღარასდროს მოხვიდე
-კარგი.
-კარგი.წამოდი,გაგაცილებ.
კრისმა ვენდი ტყიდან გამოიყვანა,საიდანაც უკვე კარგად ჩანდა მისი სახლი.
-მართლა კარგად ხარ?-ჰკითხა ვენდის.
-კი,აქედან ჩემითაც შემიძლია წასვლა.დიდი მადლობა.
-თავს გაუფრთხილდი.
-ისა...რას იტყვი,ყავა რომ დაგველია ერთად?-ჰკითხა ვენდიმ გაუბედავად და შარფს დაუწყო წვალება.
-ყავა კარგი იქნებოდა-დაეთანხმა კრისი.

უილოუ და ქეითი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ,როცა ვენდი დაბრუნდა ვიღაც ელფთან ერთად.
-ბავშვებო გაიცანით,ეს კრისია,რომელმაც სიკვდილისგან და სხვა ათასი უბედურებისგან გადამარჩინა. კრის,ესენი ჩემი დები არიან,ქეითი და უილოუ.
-სასიამოვნოა-ხელის აწევით მიესალმა კრისი გოგოებს.
"ყოჩაღ ვენდი.როგორც ყოველთვის,საუკეთესოებს ირჩევ" თვალებით ანიშნა ქეითმა დას და თვალი ჩაუკრა.
ვენდი მიხვდა,რას ეუბნებოდა ქეითი და გაეღიმა. ყავა მალე ადუღდა და და ახლა უკვე ოთხნი იჯდნენ მაგიდასთან.
-მოყევი აბა,რისგან გადაგარჩინა?-დაინტერესდა უილოუ და კარტი დაარიგა.
-ჩემთვის ვსეირნობდი,როცა ვიღაც სამი ტიპი შემხვდა და ჩემი გაუპატიურება უნდოდათ...
-ვაიმე!-ლოყა ჩამოიხოკა ქეითმა-მერე? როგორ ხარ? ხომ კარგად ხარ?
-შემომხედე,ტყეში მივდიოდი და ასეთმა სიმპათიურმა ელფმა გადამარჩინა,შენთვის კარგად არ გამოვიყურები?-გაიხუმრა ვენდიმ.
-მართალი ხარ-გაეცინა ქეითს და კარტი აიღო ხელში.

-ჩემი წასვლის დროა-თქვა კრისმა,როცა უკვე მეხუთედ მორჩნენ კარტის თამაშს.
-უკვე?-დაიჭყანა ქეითი-დარჩი კიდევ ცოტა ხანს.
-მეჩქარება,თორემ დიდი სიამოვნებით-უთხრა კრისმა და წამოდგა.
-გაგაცილებ-თქვა ვენდიმ და ისიც ადგა.
სახლი უხმოდ გაიარეს და გარეთ გავიდნენ.თოვლი შედარებით შემხირებულიყო და ბნელდებოდა.
-მართლა კარგად ხარ?-ჰკითხა კრისმა-შენი გულისცემა აქ მესმის. (ელფებს ადამიანებთან უკეთესი სმენა აქვთ)
-კი,უბრალოდ გულზე მაქვს პრობლემები.
-გულზე. პრობლემები.-შეჩერდა კრისი-შენ ხომ ელფი ხარ. (ელფებს არ აწუხებთ ისეთი დაავადებები,როგორიც ადამიანებს,და საერთოდ არასდროს ავადდებიან)
-ნახევრად.
-მაინც.
-გული სწრაფად მაშინ მიცემს,როცა...მიყურებ.
კრისმა არაფერი უპასუხა,ხელი ვენდის გულზე დაადო და გაიხედა.
-ახლა არ გიყურებ,მაგრამ გული მაინც სწრაფად გიცემს.
-ეს იმიტომ,რომ ხელი ჩემს მკერდზე გიდევს.და...-ვენდიმ ხელი კრისის ხელს შეახო. კრისი მოტრიალდა და ვენდის აკოცა.
"ეს საუკეთესო კოცნა იყო ჩემს ცხოვრებაში" გაიფიქრა ვენდიმ და კრის გაოცებით შეხედა "როგორ შეიძლება ასეთი სილამაზე არსებობდეს"
ჯერ ერთი საათიც არ იყო გასული და უკვე ეგონა,რომ კრისს მთელი ცხოვრება იცნობდა,მასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდა,თითქოს სახლში იყო.
-მოგვიანებით გნახავ-გაუღიმა კრისმა და ვენდის ლოყაზე აკოცა.
ვენდიმ თავი ოდნავ დაუქნია და იქამდე იდგა გაუნძრევლად თოვლში,სანამ კრისი თვალს არ მიეფარა.

ცა ელვამ გაკვეთა და საშინელი ხმით დაიგრუხუნა.

ვენდი თავის ოთახში,ფანჯრის რაფაზე იჯდა პლედშემოხვეული და კრისის კოცნაზე ფიქრობდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა,თითქოს ეს კოცნა პირველი იყო მის ცხოვრებაში.

წვიმის წვეთები ნიაღვარივით ჩამოდიოდა ფანჯარაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent