შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 4


18-09-2017, 00:20
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 962

პარკები გავხსენი და იქიდან შავი და ატმისფერი კაბა ამოვაძვრინე.ატმისფერი მოკლე იყო, დახურული, გრძელი მკლავით. შავი მუხლს ქვემოთ იყო, ტანზე მომდგარი მოხსნილი მხრებით, ნახევარი მკლავით.
-მგონია რომ ღია ფერი მოგიხდება. ჩემს ზურგს უკან ჩაილაპარაკა კაცმა.
-ამას ვერ ჩავიცვავ.გავაპროტესტე მე.
-რატომ? გაუკვირდა.
- ძალიან მოკლეა. მე კი ფეხები ზოგ ადგილას ისევ ჩალურჯებული მაქვს. შავს ჩავიცვამ.
-კარგი,როგორც გინდა. დაგელოდები. ოღონდ დიდხანს არ მალოდინო რა.
-ვეცდები.
შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, გავისწორე და ჩასაცმელად მოვემზადე. კაბა მოვირგე, ძალიან ბევრი ვეწვალე მაგრამ ელვას ვერ ვიკრავდი.არ მინდოდა კლაუდიოსთვის მეთქვა, მაგრამ მომიწევდა. ფეხშისველი შევედი ოთახში, ცოტა ხანს ჩუმად ვიდექი სანამ მან არ მომაქცია ყურადღება.
-რა ხდება? მკითხა ისე რომ გაზეთიდან თავი არ ამოუწევია.
-შეგიძლია ელვა შემიკრა. იმედია არ გავწითლდი.კლაუდიომ ქვემოდან ამომხედა ,ნელა წამოდგა, ჩემს ზურგს უკან დადგა.თმა ნაზად გადამიწია, წელზე ხელი მომკიდა და ელვა სწრაფად შეკრა მისთვის არ შემიხედავს ისე დავბრუნდი ოთახში.წამწამები ავიპრიხე, შვინდისფერი ტუჩსაცხი წავისვი. ყელზე შავი ლენტი გავიკეთე. ფეხსაცმელი მოვირგე და ოთახი დავტოვე.
ჩემს დანახვაზე ჩაეღიმა.
-კარგად გამოიყურები.
-მადლობა. შენც წამოვწითლდი მე.
მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ადგილი არ მეცნობოდა. ფანჯრიდან მხოლოდ ზღვას ვხედავდი. დიდხანს არ გვივლია. მძღოლმა მანქანა გააჩერა. მე ინტერესით მიმოვიხედე, ირგვლივ, ლამაზი ადგილი იყო. აშკარად ზღვაზე გიჟდებოდა სახლი ზღვის პირას, რესტორანი ზღის პირას. კაცმა კარი გამიღო. სწრაფად გადმოვხტი. ხელკავი გამომდო.
-ეს რა ადგილია.
-ეს ადგილი ყოველთვის ძალიან მომწინდა,ამიტომ ჩემი პირველი რესტორანიც აქ გავხსენი. ეს ადგილი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
-შენია?
-ჰო. რატომ გაგიკვირდა.
-რავიცი. ზუსტად ვიცოდი რაღაც თქმა უნდოდა მაფიოზობაზე, მაგრამ საღამო არ გააფუჭა..
კარი ახალგაზრდა ბიჭმა გაგვიღო, დარბაზი პირდაპირ კლდის ქვეშ იყო მოწყობილი. ჭერზე მნათობი ბურთულები ეკიდა. გამწვანება კიდევ მეტ ხიბლს სძენდა აქაურობას. შესვლისთანავე ყველას ყურადღება მივიპყარით. კლაუდიოს დიდად არ ადარდებდა.სამაგიეროდ მე ვიყურებოდი გაფართოებული თვალებით აქეთ-იქით.დარბაზი გადავჭერით. ჩვენი მაგიდა კლდის პირზე, ზღვასთან ახლოს იდგა. ტალღები პირდაპირ მინებს ეხეთქებოდა. ადგილები დავიკავეთ. მიმტანმა მენიუ მოგვიტანა. კაცმა მკითხა რას შევუკვეთავდი.დიდად არაფერი მინდიდა ამიტომ არჩევანი მას მივანდე. მე მთლიანად ზღვას მივაპყარი ყურადღება.ტალღები კლდეს მთელი ძალით ეხეთქებოდა, ელავდა. ასეთი აღელვებული ზღვა პირველად ვნახე. მიმტანმა შეკვეთა მალე მოიტანა. კაცმა მადლობა გადაუხადა. გამიკვირდა. ყველა თავის თანამშრომელს ძალიან ზრდილობიანად ექცეოდა.ქართველ მეპატრონეებს არ გავდა.
მაგიდას გადავხედე. სავსე იყო, ქათამი, რამოდენიმე სახეობის ყველი, სალათი და თევზი ელაგა. თევზის დანახვაზე დავიჯღანე.
- თევზი არ გიყვარს? აშკარად ძალიან მახვილი თვალი და ყური აქვს.
-არა,ბავშვობის მერე არ მიჭამია.
-კარგი სხვა რამეს მოვატანინებ.
-არ მინდა. ბავშვივით ნუ მექცევი.
-ციტა ჭირვეული ჩანხარ.
-ჩემზე არასწორი შეხედულება გაქვს. თავისივე სიტყვები გავუმეორე. კაცს გაეცინა.
მშვიდად ვვახშმობდით. დიდი ხანია ასე მშვიდად და ბედნიერად თავი არ მიგრძვნია.
-გინდა ვიცეკვოთ?უცებ წამოიწყო კაცმა.
-ცეკვა არ ვიცი. დაკვირვებით შემომხედა. -არ გატყუებ.
-არაუშავს, მე ვიცი.ვხვდები რომ არ გინდა,მაგრამ თავს ვერ დაიძვრენ. მივხვდი რომ წუწუნს აზრი აქ ქონდა. კაცი ფეხზე წამოდგა, მეც მას მივბაძე. დარბაზს გვერდი ავუარეთ და საცეკვაო მოედანზე გავედით. რამოდენიმე წყვილი ნაზად ირხეოდა მუსიკის ფონზე. კიდევ კარგი ჩაბნელებული იყო. ჩემს ბორძიკს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდნენ.
კლაუდიომ ჩემი ხელი მხარზე დაიდო, მეორე თავის ტორში მოაქცია, თვითონ კი ნაზად შემომხვია წელზე. მის შეხებაზე შევკრთი იმედია ეს მაინც ვერ შეამჩნია, მაგრამ არამგონია გამოპარვოდა.
ვცდილობდი ფეხი მისი ნაბიჯებისთვის ამეყოლებინა, ასე თუ ისე გამომდიოდა. ისეთ დისტანციაზე ვიდექი მისგან, ვინმეს მტრები ვეგონებოდით,მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ვგრძნობდი როგორ მიზიდავდა თავისკენ ნელ-ნელა. რამდენიმე წუთში უკვე სხეულზე ვყავდი აკრული. გული გიჟივით მიცემდა, მაგრამ თავს ვთოკავდი. ორივე ხელი წელზე შემოეხვია. მე ხელებით მის მკლავებზე ვიყავი ჩაფრენილი. მის სუნთქვას ყურთან ვგრძნობდი. როცა კი მისი გრილი სუნთქვა ყურის ნიჟარაზე მომელამუნებოდა ტანზე ეკალი მაყრიდა.არც კი ვინძრეოდით ადგილიდან, ერთ ადგილას ვიდექით და ვირწეოდით. კლაუდიო აბსოლიტურად არ იყო გონზე. მე კი ფეთიანივით ვაცეცებდი თვალებს. ყველა ჩვენ გვიყურებდა. ასეთი საოცარი რა დაინახეს ნეტავ. რაღაცნაირად გავღიზიანდი. გაბრაზებაზე თითქოს ამინდიც გამომეპასუხა და საშინლად დაიქუხა. შიშისგან შევხტი. კაცმა კიდევ უფრო მიმიზიდა.
-შეგეშინდა. ჩამჩურჩულა ყურში. ტანში გამცრა.ღმერთო რა ჯანდაბა უნდა.
-ჰო. დავიჩურჩულე მე.
-ჩემს გვერდით არაფრის არ შეგეშინდეს.
-დავიღალე. აშკარად ხმამაღლა ვიფიქრე.
-კარგი. კაცმა ნაზად შემიშვა ხელი.
მაგიდასთან დავბრუნდით, მაგრამ დიდხანს აღარ გავჩერებულვართ.ძალიან მოთენთილი ვიყავი, მაგრამ ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, შუაღამე იყო მე კიდევ ჩაცმულს მეძინა საწოლზე. საწოლიდან წამოვიზლაზნე შორტი და მაისური ავიღე და შხაპის მისაღებად შევედი. ბანაობისას გამახსენდა რომ კლაუდიო ჩემს გვერდით არ იყო. სწრაფად ჩავიცვი და ფეხაკრეფით გავედი დერეფანში, მის ოთახში შევიჭყიტე, მაგრამ იქ არ იყო. სასტუმრო ოთახისკენ ავიღე გეზი. იქ იყო ტელევიზორის ხმა ისმოდა, ჩუმად შევიპარე ოთახში. წელს ზემოთ შიშველი იყო, ბალიში მიეხუტებინა და ისე ეძინა. ოთახში შეიპარე და პლედი მოვიტანე. ფრთხილად დავაფარე და უკან გავბრუნდი. სიმართლე რომ ვთქვა აქ დარჩენა აღარ მინდოდა, ხვალ მშენებლობას ვნახავდი და მილანში გავემგზავრებოდი. მეორე პროექტიც უნდა ამეღო, ნინაც მენატრებოდა. დილამდე თვალი ვერ მოვხუჭე, გამთენიას ჩამეძინა და თითქმის შუაღემდე მეძინა. რომ ავდექი, კლაუდიო უკვე სამზარეულოში ტრიალებდა, თვალების ფშვნეტით შევაბიჯე ოთახში.
-დილამშვიდობისა.
-გამარჯობა.დღეს მშენებლობაზე წავიდეთ რა და ხვალ მილანში გავფრინდები.
-სად გეჩქარება.
-სამსახურში.ოქტომბრის შუა რიცხვებში ახალი პროექტი უნდა ამეღო, ამიტომ აქ მეტხანს ვეღარ გავჩერდები.
-კარგი. ვისადილოთ და წავიდეთ. რაღაცნაირად გადმომხედა, ვერ მივხვდი რატომ.
-რა ხდება?
-მგონია რომ ჩემგან გაქცევა გინდა.
-გეჩვენება. მე შენი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება. მინიმუმ გაუპატიურებას და მაქსიმუმ სიკვდილს გადამარჩინე. სამი დღეა. ჩემს ჭკუაზე დადიხარ ამხელა კაცი. თავმოყვარეობა მაქვს, შენს სივრცეში შემოვიჭერი, ახლა დროა წავიდე დ იმედია ოდესმე შევზლებ ვალი დაგიბრუნო. კაცს გაეცინა. სიცილისას თვალები უბრწყინავდა. უსაყვარლესი იყო.
-კარგი, ეჭვები გამიქარწ.....- მერე ნოემბრის შუა რიცხვებში მოგიწევს ჩამოსვლა.ისე რემონტი სწრაფად მიდის წინ, შობას უკვე ყველაფერი მზად იქნება.
- ასე მალე?
-ჰო.
-მაგარია.ნეტავ ასე სად ეჩქარებოდა.
ერთი მხრივ მართალი იყო. მართლა მინდოდა ამ კუნძულიდან, მისგან და მასზე ფიქრებისაგან გაქცევა. ერთი თვე მაინც ვიქნებოდი მშვიდად. სწრაფად მოვემზადე კაცმა სასტუმრომდე მიმიყვანა, შევედი თუ არა პორტიე ჩემსკენ გამოეშურა.
-ქალბატონო ანა ხომ კარგად ხართ? რომ არ გამოჩნდით ვინერვიულე. მის შესფოთებულ სახეზე გამეცინა.
-მადლობა. კარგად ვარ. მეგობართან დავრჩი და დარეკვა სულ გადამავიწყდა. ვიცრუე მე.
- მშვიდობიან დღეს გისურვებთ. გამიღიმა ბიჭმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. კიბეები სწრაფად ავირბინე და ოთახში შევედი. კარადიდან ტანსაცმელი და სასწრაფო წესით ჩავყარე ჩემოდანში. ჩანთაც გავამზადე და კარებთან დავდე. ინტერნეტით ბილეთებიც დავჯავშნე. წასვლის საქმეები მოვაგვარე თუ არა, მაშინვე მშენებლობაზე წავედი. ცოტა არ იყოს და უცნაურად ვგრძნობდი თავს ქუჩაში გასვლისას. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი. კლაუდიო უკვე იქ იყო. ეზო გადავკვეთე და პირდაპირ სახლში შევაბიჯე. გამიკვირდა სულ ერთი კვირაა რაც დაიწყეს მუშაობა და სასტუმრო ოთახს უკვე ამთავრებდნენ.
-აშკარად ძალიან სწრაფად მუშაობენ.
-ჰო გამიმართლა. გაიღიმა.კაცმა.მინდოდა მეკითხა მეკითხა ასე რატომ ჩქარობდა, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ იყო, თან არ მინდოდა უტაქტოდ გამომსვლოდა.-დღესვე უნდა გაფრინდე. ფიქრებიდან მისმა ხავერდოვანმა ხმამ გამომიყვანა.
-ჰო. აღარ მინდა აქ დარჩენა.
-მესმის.ამიოხრა კაცმა-მისმინე შენს მეგობარს...
-არაფერს მოვუყვები ასეთი სულელი არ ვარ.
- ეგ არც მითქვამს.ეს ჩვენი საიდუმლო უნდა იყოს.
-კარგი ასე იყოს.
ხელოსნებს მითითებები მივეცი. კლაუდიო უკან დამყვებოდა და ღიმილით მისმენდა, ხმა არ ამოუღია არაფერზე. ისე ძალიან მიკვირდა ყველას ჰქონდა რაღაც შენიშვნა,პრეტენზია ან კონკრეტული რამ რაც განსაკუთრებით უნდოდათ. მას კი არაფერი. არც შენიშვნა მოუიცია, არც რამე.განსაკუთრებული მოუსურვებია, ფერი და მასალაც კი არ შეუცვლია არსად. ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ხუთ წლიან პრაქტიკაში.
კლაუდიოს დავემშვიდობე. ისე მიხაროდა სახლში რომ ვბრუნდებოდი. ნინაც დღეს ჩამოდიოდა პალერმოდან. ნეტავ იმას როგორი ტიპი შეხვდა. ჩემოდნები ძირს ჩევიტანე და პორტის დაველოდე. ანგარიში მქონდა გასასწორებელი.საკრედიტო ბარათი გავუწოდე.
-ნახვამდის ქალბატონო ანა გამიღიმა ბიჭმა.მეც დავემშვიდობე და ვესტიბიული.დავტოვე...
საღამოს უკვე მილანში ვიყავი.წვიმდა და საშინლად ციოდა ნინას ცოტა დააგვინდა.მე მის მოსვლამდე ვახშამი მოვამზადე, მაგიდა გავშალე, ბუხარში ცეცხლი ავანთე. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მეგობარს კი არა საყვარელს ველოდებოდი.ამასობაში ნინაც მოვიდა.
- უკვე მოხვედი. აუუ როგორ მომენატრე იცი.
-მეც. მთელი ძალით ჩავიკარი გულში.
-აუუ რა კარგი გოგო ხარ, ვახშამი რომ მოამზადე. ისე მშია.ლამის გული წამივიდეს.
-მეც. მაგიდას მივუჯექით ორივე -აბა მოყევი პალერმოში რა ხდება.
-აუუ არ მკითხო რა.იცი რა საშინელი ცოლქმარი არიან. სულ ჩხუბობენ.პროექტი მოეწონათ, მაგრამ მასალების ყიდვისას დახოცეს ლამის ერთმანეთი. ბოლოს მარტომ.ავარჩიე და კიდევ კარგო მოეწონათ. შენ რას შვრები.
-ჩემი სიმპატიური მარტოხელა.ტიპია, აბსოლიტურად უპრეტენზიო.ყველაფერზე მარტივად შევთანხმდით.
-ვაუ.ხომ არ შეგიყვარდა.
-ვერ ხარ გოგო.
-კაი შენ კიდე, რას გაბრაზდი.გაეცინა გოგოს.
-თავის რესტორანში დამპატიჟა. მაინც ვერ მოვითმინე.
-რაააა? მერეე?
-რა მერე გოგო ვივახშმეთ, ვიცეკვეთ და დავიშალეთ.
-აუუ ეს ნახე რა. იცეკვა გოგომ გადაიკისკისა ნინამ, ნეტა მაგ დროს მენახე. არ ცხრებიდა. მე გავიბუტე და ცხვირი ავიბზუე.
-კარგი მაპატიე რა. მაგრამ ძაან სასაცილო იყავი. კაი მე დესერტს მოვიტან. ჩემმა ტელეფონმა დაუწკრიალა, ოთახს თვალი მოვავლე. კლაუდუომ მომწერა. მეც პასუხი დავუბრუნე. არც კი მეგონა რომ მესიჯების წერა იცოდა.საღამოს მე და ნინამ ფილმს ვუყურეთ. ისე მიხაროდა ისევ მასთან რომ ვიყავი.
დილიდან ისევ მუშაობას შევუდექი ახალი პროექტიც ავიღე. მილანთან ახლოს იყო და მხოლოდ ეზო უნდა დამეპროექტებინა. ორი კვირა ვმუშაობდი მის პროექტზე, სხვათაშორის ძალიან საყვარელი ქალი იყო. მშვიდი, გაწონასწორებული და უზომოდ განათლებული,ამ ორი კვირის მანძილზე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ნელ-ნელა ის დღეებიც მიმავიწყდა, მაგრამ იქ ისევ დაბრუნება ალბათ თავიდან გამიღვიძებდა ყველაფერს.
ერთი თვე ისე გავიდა ვერც კი გავიაზრე.უკვე შუა ნოემბერი იყო, გარეთ კიდევ უფრო ციოდა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი აქ თუ ასეთი სიცევე იცოდა.საშინლად არ მინდოდა სიცილიაზე წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.ბარგი უკვე გამზადებული მქონდ, რამოდენიმე დღეში გავემგზავრებოდი.
დილით სამსახურში მივედი ჩვეულებრივ, ჩემს კაბინეტს მივაშურე. დერეფანში კლაუდიო დავინახე ლამის შუბლზე ამივიდა თვალები, ნეტავ აქ რას აკეთებს? ნეტავ რამით ხომ არაა უკმაყოფილო?მაგრამ ჩემს უფროს რატომ ელაპარაკებოდა? არ მინდოდა მასთან შეხვედრა, სასწრაფოდ ისევ ლიფტისაკენ მივბრუნდი და კაფეტერიაში ჩასვლა გადავწყვიტე, მანამდე კი ყურადღება რომ არ მიმეპყრო, ტელეფონში ჩავძვერი.
-მე მემალები? ზურგს უკან მომესმა ხავერდოვანი ხმა.
-რატომ უნდა დაგემალო.ვცადე მაქსიმალურად თავდაჯერებული ვყოფილიყავი. მივბრუნდი და პირდაპირ თვალებში შევხედე. კაცმა ლოყაზე ნაზად მაკოცა და უკან დაიწია.
-როგორ ხარ? რაღაც სხვანარი იყო, ბედნიერი ჩანდა. ნეტავ ვინმე ხომ არ გაიჩინა? მაშინვე მოვიღუშე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩვენ შორის არაფერი იქნებოდა და მისგან თავი შორს უნდა დამეჭირა , მაგრამ საშინლად ვიეჭვიანე.
-მე კარგად, შენ. ვუპასუხე და ლიფტის ღილაკზე ნერვიულად მივჭირე რადენჯერმე.
-ძველებურად. ისევ გაიღიმა. მე რეაქცია არ მქონია.
-აქ რას აკეთებ? ვკითხე მოულოდნელად.
-საქმეზე ჩამოვედი! მკაცრად მითხრა. გინდა საღამოს სადმე წავიდეთ, ვისაუბროთ, ყავა დავლიოთ.არ მინდოდა, მაგრამ უხეშად ვერ მოვექცეოდი, მის წინაშე ვალში ვიყავი.
-კარგი წავიდეთ.
-საღამოს გამოგივლი.შემომთავაზა კაცმა.არ მინდოდა გოგონებს რომ დაენახათ მერე თვინს შემიჭამდნენ.
-მისამართი მომწერე და მეთვითონ მოვალ.
-კარგი როგორც გინდა. კაცმა ისევ ამდენჯერმე მაკოცა ლოყაზე და შენობა დატოვა....


აუცილებლაფ დააფიქსირეთ თქვენი აზრი და მითხარით რა მოგწონთ და რა არაა. თქვენი კოენტარები წეის ხალისს მაძლევს. მადლობა <3



№1 სტუმარი Grey

სულ უფრო და უფრო მომწონს.კარგი გოგო ხარ რომ არ აგვიანებ

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მომწონს საშინლად. წერითაც საინტერესოდ წერ. ♡

 


№3 სტუმარი Guest lia

Aხალ ტავს ველოდები
საუკეტესოა

 


№4 სტუმარი barbareeee

dzaan nagariaa uzomodd kargi wasakitxi ❤ sheecade odnav mozrdiki tavebi dawero ❤❤

 


№5 სტუმარი tamara

აუ კაიი რააა მე მეგონა ეს ბოლო თავი იყო და სულმოუთქმენლად ვკითხულობდიიი, მალე დადე გთხოოოვ

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია ძააააან მომეწონა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent