შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წართმეული სისპეტაკე სრულად


18-09-2017, 12:59
ავტორი -venus-
ნანახია 15 067

- ჩვენი ძვირფასი და სადარის? ნუთუ არ მოვენატრეთ? თუმცა ის ხომ ოჯახის ყველაზე წარმატებული წევრია, ალბათ აღარც ვახსოვართ... მთელი ირონიით წარმოთქვა ანამ და თეფზე დადებული ძეხვი პურის თხელ ნაჭერზე დაიდო.
- გეყოს ასე ლაპარაკი შენს დაზე. უნდა გიხაროდეს, ერთადერთია ვინც უნივერსიტეტში მოხვდა თქვენ სამიდან, შენგან განსხვავებით, მარკეტში არ მუშაობს. დაუყვავა დედამ
- ხო დედა, რათქმაუნდა, ზუსტად მაგიტომ ხართ გადამკვდარი მასზე შენ და მამა, მე და ჩემი ძმა ვერ მოვხვდით უნივერსიტეტში და ოჯახის შემარცხვენელი ვართ ხო? რადგან ჩემი ძმა უსაქმურია, მე მარკეტში ვმუშაობ და ვცდილობ 2 კაპიკი შემოვიტანო უვარგისები ვართ ხო? გამწარებული წამოხტა მაგიდიდან და ოტახში შევარდა.

- აუუ, ამის დედააც. ჩამოდიი რაა. ჩამოდი, ერთი მარწყვიც ჩამოსულიყო, წავაგეე ისევ, ფუი,ამის დედა მოვ**ან რაა...
აპარატს ხელებს ურტყავდა გიორგი, იკურთხებოდა და აქეთ იქით იყურებოდა გამწარებული. ერთ-ერთ კაზინოს ჩაბნელებულ კუთხეში იჯდა, რაც კი გააჩნდა ყველაფერი წააგო, სახლიდან რაც კი ღრებული იყო გამოზიდა გაყიდა და ისიც წააგო... იცნობდა მეპატრონეს, ერთერთი წარმატებული ბიზნესმენი იყო ბატონი იოანე, შუახნის კაცი, ალაგალაგ უბზინავდა შევერცხლილი თმა თავზე, ჯინსებში და პერანგში საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი...
გიორგი მეორე სართლზე ავიდა, მისი კაბინეტის კარზე ნელა დააკაკუნა და ნებართვის შემდგომ შევიდა..
- გამარჯობათ ბატონი იოანე. შეიძლება?
- შემოდი გიორგი, ბევრი საქმე მაქვს და მითხარი რა გინდა. მკაცრი იყო იოანე...
- იცით, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, გეცოდინებათ ჩემი მდგომარეობა, რაც კი მქონდა... ცოტახანს შეჩერდა და თავი ისე მოისაწყლა უფრთო ანგელოზი გეგონებოდათ.
- არ მინდა შენი ეს თავის მოსაწ....ბები, საკმაოდ გასესხე ფული რომ გეთამაშა, რა ნამუსით მოდიხარ და მთხოვ? ხომ არ დაგავიწყდა რომ ათასი დოლარი სამ დღეში გაქ მოსაცემი? სიტყვა სიტყვაა. მატყუარებს ვერ ვიტან, თუ არ გინდა რომ რამე ცუდი მოგივიდეს სამ დღეში ფული მაგიდაზე მედოს! წაეთრიე ეხლა აქედან.. დაუყვირა იოანემ და მაგიდაზე ხელი დააბრახუნა..
- კი მაგრამ, ბატონო იოანე, საიდან მოვიტანო ამდენი ფული სამ დღეში? გაოგნებული და განერვიულებული ხელებს იმტვრევდა გიორგი,
- მაგაზე მაშინ გეფიქრაა ფულს რო მართმევდი... ფე*ებზე საიდან იშოვი,
- მაგდენ ფულს ვერ მოგცემთ ბატონო იოანე, თავაღნული იდგა და ბლუყუნებდა...
- რას ქვია ვერ მომცემ? ფულს თუ ვერ მომცემ მაშინ შენი და მომიყვანე, სამ დღეში მეწილეს უნდა შევხვდე, დიდ ბიზნესში ვდგავ ფეხს, საუნაში ვეპატიჟები, პატივი უნდა ვცე, შენი და მოემსახუროს ჩემს სტუმარს და ჩათვალე რომ ვალი გადახდილია... გაუღიმა იოანემ და თვალებში ჩააშტერდა.
- ჩემი დაა? ელდა ნაცემი გადგა უკან. ანიი? კი მაგრამ...
- არა, არა. ის თავში ავარდნილი ანი რაში მჭირდება, ანი არა! თიკა, ზდილობიანი, ჭკვიანი, მორცხვი და სუფთა... თიკა მომიყვანე სამ დღეში, უთხარი რომ საუნაში მოვიდეს და ვალი გადახდილი გექნება..
- თიკა? არ იზავს! ის, ის სხვანაირია ბატონო იოანე! ის. არ წამომყვება, ძალით კიდევ ვერ წამოვიყვან, გინდათ რომ დამიჭირონ? რა უნდა ვუთხრა.
- მაგაზე უკვე შენ იფიქრე, რას და როგორ ეტყვი, მე შემოგთავაზე, დანარჩენი შენზეა! გაეთრიე ახლა აქედან...
გაოგნებული გამოვარდა გიორგი კაბინეტიდან, სწრაფად ჩაირბინა კიბე და სახლისკენ სირბილით წავიდა, იქვე არც ისე მოშორებით 1 სართულიან უბრალო სახლში ცხოვრობდა თოიძეების ოჯახი.
მამა- მალხაზ თოიძე, ორმოცდა შვიდი წლის, ყოფილი ინჟინერი, თუმცა ახლა უმუშევარი.
დედა- რუსი, ტანია სერბინა-თოიძე.
ორი გოგო ანა და თიკა და ძმა გიორგი თოიძეები.
თბილისიდან რამოდენიმე წუთის სავალზე მცხეთისკენ ცხოვრობდა ოჯახი, თიკამ თბილისში ჩააბარა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, იშვიათად შეეძლო სახლში დაბრუნება თუმცა ახლა დასვენება ქონდა და სოფელში აპირებდა წასვლას...

გიორგიმ სახლში მიირბინა, გული ამოვარდნაზე ქონდა, ნერვიულობისგან თავი უსკდებოდაა, მოათვალიერა სახლი, დედა სამზარეულოში ფუსფუსსებდა, მამა ტელევიზორთან იჯდა და ფეხბურთს უყურებდა, ლუდს და თევზს შეექცეოდა. მაგრამ ანი არსად ჩანდა.
- დედა, ანი სადაა?
- სადიქნება, სამსახურში წავიდა არიცი?
- კაი, კაი...
არც მიუხედავს დედისკენ ისე გამოვარდა ისევ სახლიდან. რამოდენიმე კილომეტრი იყო მარკეტამდე, სირბილით მივიდა იქამდე, ანიმ რომ დაინახა გამოვიდა მარკეტიდან და თავის ძმას ხელი მოკიდა, მოღუნულ მდგომარეობაში, ხელები მუხლებზე დაედო, თავი ქვემოთ ქონდა ჩაღუნული და ძლივს სუნთქავდა...
- რა მოხდაა გიო? რა გჭირს?
- დამერხა! მაგრად დამერხა!
- რაა? ისევ წააგე ხო? რამდენჯერ ბიჭო? რით ვერ უნდა ისწავლო ჭკუა. ბევრი გვაქვს რო აგებ? ვერ ხედავ მთელი ოჯახი ჩემს კისერზე ხართ! გაყვიროდა შუა ქუჩაში ანი და თავის ძმას ხელს კრავდა.
- ეეე, გეყოს გოგო! უღრიალა გიორგიმ
- ხო, მე უნდა მეყოს, შენ ფეხე**ე გკიდია ყველაფერი.
- ჩაიგდე ეხლა ეგ ენა და მომისმინე, სამ დღეში ათასი დოლარიმაქ მისატანი კაზინოს მფლობელთან, ტრ**ში ვარ გოგო გაიგე?
- რააა?? ათასი დოლარი ცხოვრებაშ არ მინახავს რაა ვალი, რის ვალი, შენ უბერავ? ფეხე*ზე როგორც გინდა ისე იშოვე, ჩემი იმედი ნუ გექნება, ხუთასი ლარი მაქ ხელფასი და ძლივს გვყოფნის...

მარკეტთან, ძვირად ღირებული მანაქანა გაჩერდა, კარი გაიღო და ახალგაზრდა ყმაწვილი გადმოვიდა, ანიმ დაინახა თ არა გიორგის ხელი კრა, თმა შეისწორა და ბიჭს გაუღიმა..
- ანი, როგორ ხარ? ბიჭმა ხელი გაუწოდა ანის და გადაკოცნა.
- ლაშა, კეკლუცურად წარმოთქვა ბიჭს სახელი და გაინაზა. -კარგად შენ როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? კარგია ალბათ ხო ლონდონში?
- გუშინ, მომენატრა სოფელი, ჩამოვედი, ბებიას და ბაბუას ვნახავ და სავარაუდოდ 1კვირაში დავბრუნდები უკან,
ნუ ნორლმარულია, ვმუშაობ იქ...
- ვიცი ჰო, ძალიან კარგი, გამიხარდა შენი ნახვა.
- თიკა აქარის? თიკას ხსენებაზე სახე ეცვალა ანის, წამებით გაშეშდა, სიბრაზე მოაწვა.. - ანი.. გამოაფხიზლა ახალგაზრდამ.
- თიკა? ნაწყვეტ ნაწყვეტ გაიმეორა სახელი, არა! ახლა არა, საღამოს ჩამოდის. სახე ალეწილმა უპასუხა.
- ხო, გავიგე ჩაუბარებია, გამიხარდა, მაშ, საღამოს ვნახავ. მადლობა ანი, წავედი მე დროებით, ოჯახისწევრები მომიკითხე...
- აუცილებლად აუცილებლად... ნირ წამხდარი დარჩა ანი, თითქოს რაღაც ჩაარტყესო გულში, წამიერად ეტკინა შიგნეულობა, თვალები დახუჭა და ეულად გადმოუვარდა ცრემლი... თიკა, თიკა, თიკააა... ყველგან შენ რატო მეკვეხები... გამწარებულმა დაიყვირა და მარკეტში შევარდა...

- რა გჭირს ანი? ვინიყო ის სიმპათური ბიჭი?

- რა მჭირს კი არა ლამისაა გავსკდე ისეთი გაბრაზებული ვარ სალო.

- რა მოხდა კიმაგრამ...

- ეგ სიმპათიური ბიჭი ჩემი ბავშვობის სიყვარულია სალი...

- ოჰო, აღარ ხუმრობ შენ, მერე? რა გინდა, უნდა გიხაროდეს, როგორც კი დაგინახა გააჩერა და სალაპარაკოდ გადმოვიდა...

- თვიდან გამიხარდა კიდეც, მაგრამ ჩემს გამო არ გაუჩერებია, იმ დეგენერატი თიკას საკითხავად გააჩერა.

- შენი დის? გაოცდა სალი...

- ჩემი დის, ხოოოო! ჩემი დეგენერატი დის... როგორ ვერ ვიტან ნეტა იცოდე, მძულს, ჯერ ხო სახლში აღერთებენ, ახლა კიდევ ჩემი ბავშვობის სიყვარული კითხულობს, თიკა აინტერესბეს ბიჭს, აზზე ხარ?

- კაი დამშვიდიი იქნებ საქმე აქვს უბრალოდ. დამშვიდება სცადა მეგობარმა, თუმცა ამაოდ.

- ხო აი, ლონდონიდან იმიტო ჩამოვიდა რომ ბებია-ბაბუა ენახა და ხო კიდევ თიკასთან საქმე აქვს! კი უეჭველი, კარგად ხარ გოგო? ნაპერწკლებს ყრიდა ანი...

- კაი დამშვიდდი გოგო, გაიგე ჯერ რა ხდება და მერე გადმომიყარე თვალები! მოდი ეხლა ვიმუშოთ თორე იმ კროელამ თუ დაგვინახა სამსახურის გარეშე დავრჩებით, გაიცინა და მხარი მიკრა ანის...

საღამოს შვიდი საათი იქნებოდა, გაჩერებაზე ავტობუსი გაჩერდა, სიფრიფანა, ყვითელ კაბაში გამოწყობილი, წელამდე თმაგაშლილი გოგონა ჩამოვიდა, ჩანთა ხელში დაიკავა და სახლისაკენ წავიდა... მეზობელი სახლიდან, ქალმა გამოიხედა, ქალბატონმა ნინამ დაინახა თუ არა თიკა აივანზე გამოვარდა და გოგონასთან მივიდა, მაგრად ჩაიკრა გულში, აათვალიერ ჩაათვალიერა და თბილი და სიყვარულით აღსავსე თვალებით ისევ მიიკრა გულზე...
- თიკა შვილო, როგორ ხარ? როგორი დამშვენებული ხარ, როგორ მოეწყვე? მიაყარა კითხევბი, როგორც ჩვევიიათ ხოლმე.
- კარგად ნინა დეიდა, ყველაფერი კარგად არის, თქვენ როგორ ხართ? ნიკა როგორ არის? ისევ ისეა? დამწუხრებულმა გაიხედა ფანჯრისკენ, საიდანაც ეტლში მჯდარი ქერათიანი ბიჭი დაკვირვებით უყურებდა დედას და გოგონას...
- არა შვილო, ისევ ისეა, ხომ იცი საშუალება არ გვაქვს კერძო კლინიკაში რომ წავიყვანოთ, აქ კიდევ არ აქვთ ის აპარატურა რაც ნიკას გავლააში დაეხმარება, რეაბილიტაციაც ჭირდება მაგრამ რა ვქნა აბა შვილო, ჩემი ლოთი ქმარი არაფრის მაქნისია, მისი იმედი საერთოდ არ მაქვს, ყოველ დალევაზე მოსაკლავად დამდევს, რო ფხიზლდება ბოდიშებით მავსებს, მე მარტომ რა გავაკეთო? დაღვრემილმა თავი დახარა და ყვრიმალზე ჩამოგორებული ცრემლი ცხვირსაქმენდით მოიწმინდა...
- გასაგებია ქალბატონო ნინა, ვეცდები რამით დაგეხმაროთ. ახლა სახლში მივალდა საღამოს შემობრძანდით, თორემმ მძიმეა ჩანთა.. მორცხვად გაუღმა თკამ..
- ვაიმე ჩემი სიკვდილი, მეც დაგაყუდე და მოგახვიე ჩემი პრობლემები, მიდი შვილო მიდი, საღამოს გნახავ, შენ რომ გიყვარს ვაშლის პეროგს გამოგიცხობ და შემოგიტან.
- მადლობა ნინა დეიდა, გელოდებით საღამოს...

რამოდენიმე მეტრი გაიარა და საკუთარ საყვარელ და მონატრებულ სახლშიც შევიდა... მშობლიური სახლის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა ფილტვებში და ბედნიერებისაგან სახე გაებადრა... ჩანთა იქვე სკამზე დადო, ჩუმად შევიდა სამზარეულოში და გაზქურასთან მოფუსფუსე დედას უკნიდან თვალებზე ხელი ააფარაა... რათქმაუნდა მაშნვე მიხვდა დედა ვინც იყო და შემოტრიალდა, გულში მაგრად ჩაიკრა მონატრებული შვილი...
- დეე, როგორ მომენატრეე... სიხარულთ წარმოთქვა დედამ.
- მეც ძალიან, ძალიან დეეე... სადარიან დანარჩენები?
- მამა ზალაშია, გიორგი არ ვიცი, დაბოდიალობს ალბათ ისევ სადმე, ანი მარკეტშია მუშაობს, მოვა სადაცაა...
- გასაგებია, ანუ არაფერი შეცვლილა.. წავალ მამას ვნახავ...
მისაღებ ოთახში, ტელევოზირთან იჯდა მალხაზი, ახალ ამბებს იყო მიშტერებული და თან მზესუმზირას მიირთმევდა...
- მამაა! გახარებული მივარდა თიკა მამას. მანაც ჩაიხუტა შვილი, მოიკითხა, უნივერსიტეტის ამბები იკითხა. საუბრობდა მამა-შვილი, როცა კარების ჯახუნის ხმა გაისმა, ორივემ კარისაკენ მიიხედა..
- ოხ, გვიკადრა ქალბატონმა. როგორ გიკითხო თიკა? თ შეიძლება რათქმაუნდა მოგიკითხოს ჩემნაირმა უბრალოდ და გაუნათლებელმა შენისთანა წარმატებული... მთლი ირონია იყო მასში გაჟღენთლი, ზიზღთან და შურთან ერთად...
- ანა, გეყოფა, არ მომწონს ასე რომ მელაპარაკები... კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? მომენატრეთ.
- ახ, არ მოგწონს, გასაგებია! ჩაიცინა ირონიულად...
- დედა მშია! გაყვირა სამზარეულოში დედამისს და სამზარეულოსაკენ წავიდა, ისე რომ თიკასთვის ზედ არ შეუხედავს....

საღამოს ყველა სუფრას შემოუსხდა, მეზობელიც შემოვიდა თიკას საყვარელი ვაშლის პეროგით, რათქმაუნდა ამაზეც აელეწა ანის სახე, ყველა რომ თიკას ევლებოდა თავს არ სიამოვნებდა... ცოტახანში კარზე ზარი გაისმა.
- მე გავაღებ. ქალბატონმა ტანიამ თქვა და სკამიდან წამოდგა...
ცოტახანში, უზარმაზარი წითელი ვარდების ბუკეტით დაბრუნდა... თვალებგაბრწყინებული ანი წამოხტა და დედას ხელებიდან ბუკეტი გამოგლიჯა, ზედ პატარა ბარათი აიღო და სახე გაბადრულმა წაიკითხა : ყველაზე ლამაზ თოიძეს... ლაშასგან
- აი ხომ ვამბობდი, არ დავვიწყებივარ... სიხარულიით წამოიყვირა ანიმ და ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა...
- ის.. ანი, ეს ყვავილი თიკას მოართვეს... დარცხვენილად წარმოთქვა დედამ, და გაიღმა... ანის ესღა აკლდა ბოლო ძაფის გასაწყვეტად.
- თიკას? გამწარებულმა იკითხა.
- კი შვილო...
- ხოდა აი!! შენი ვარდები... ძირს დააგდო დაა ოთახში გავარდა, კარებთან წამოიძახა: ბოდიში შემთხვევით დამივარდა....
თიკას არაფერი უთქვამს... ხვალ დილით ადრე ისევ უნდა დაბრუნებულიყო უნივერსიტეტში, გამოცდა ქონდა... ამიტომადგა ყველას დაემშვიდობა, სახლში დარჩენას აზრი არ ქონდა, იცოდა მისი დის ხასიათი, ამიტომ იქვე, რამოდენიმე სახლის მოშორებით მცხოვრებ ბებიასთან წავიდა... ყველაფერი მოუყვა საყვარელ ბებიას და ერთად იცინეს თავისი დის ხასიათზე, ვერ ხვდებოდა რატომ მწარდებოდა ასე ანი, მას ხომ ლაშა არც კი აინტერესებდა...

გვიანი იყო უკვე, საათი ღამის 2ს უჩვენებდა როცა ნასვამ მგდომარეობაში დაბრუნდა გიორგი... მაშინვე ანის ოთახში შევიდა, გააღვიძა და რაც მარკეტთან უნდა ეთქვა ახლა უამბო დას...
ანიმ ჩაიცინა, იცოდა რომ მისი და ასეთ რაღაცაზე არ დათანხმდებოდა, არასოდეს, მშიერიც რომ ყოფილიყო, მის სულს სხეულს და სისპეტაკეს არასოდეს გაყიდდა, თუმცა იყო რაღაც მისთვის ღირებული და ამაში ანი დარწმუნებული იყო...
- მაგას მე მივხედავ ძმაო! მე ვიცი რითიც შემიძლია მისი დათანხმება... ყველაზე საუკეთესო ხარ. აკოცა ძმა და ბალიშზე დაემხო... - მაგას ვაჩვენებ, ჩემი გამწარება და საყვარელი ბიჭის ახევა როგორ უნდა!!!

დილით ფანჯარაში მზის სხივები შემოიჭრნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ საწოლზე მწოლიარე ანას. მშვიდად ეძინა გოგონას, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც კი მზის სხივი მიელამუნა სახეზე, ხოლო შემდგომ შემაწუხებლად ჩააშტერდა თვალებში, გოგომაც ვერ მოითმინა და გამწარებული წამოხტა საწოლიდან.
- აუუ, რამდენჯერ უნდა ვთქვა ნუ წევთ ფარდას!!!
- სხვათაშორის, მადლობა თქვი რომ არ გადავწიე, სამსახურში გაგვიანდება. გვერდითა საწოლიდან უპასუხა გიორგიმ...
- დღეს არ მივდვიარ, დაგავიწყდა?
- რა დამავიწყდა, თვალების ფშვნეტვით წამოიწია ქერათიანი...
- შენ ვერ ხარ მგონი, თიკა ხო უნდა დავითანხმოთ დაგავიწყდა? გადამრევ რა! თვალები აატრიალა მობეზრებულად, ხვეული ქერა თმა შეიკრა, წამოდგა და აბაზანაში შევიდა...
ამასობაში გიორგიც ადგა, ფანჯარასთან მდგომ, ნახევრად ძველ კარადასთან მივიდა, მუქი ყავისფერი იყო, კარებები კი სიძველისგან ჭრაჭუნობდა, მაისური და შარვალი გამოიღო, ისევ ჭრაჭუნით მიკეტა კარი და ჩაცმა დაიწყო...
კარადის გვერდით, პატარა ტუმბო იდგამ ტუმბოზე და ერთი სურათი, რომელზეც ოჯახი იყო გამოსახული, ერთ დროს მხიარული, უდარდელი და მოსიყვარულე ოჯახი, რომელსაც ახლა არც ერთი გრძნობა აღარ შემორჩენიათ...
მალევე გამოვიდა, უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული ანა, პატარა ჩანთით ხელში აბაზანიდან, გიორგის ხელი მოკიდა და ისე გაიყვანა სახლიდან რომ არც დედისთვის უთქვამთ რამე და არც მამისთვის..
- სად მივდივართ? ჩაეკითხა გიორგი.
- აქვე, ერთი მიტოვებული სახლივიცი, ნანგრევებია, გახსოვს მანდ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომ დაიწვა. მისტიური გამომეტყველება მიიღო ანამ, და უფრო ხმადალა და შემაძრწუნებლად გაიმეორა. - იმ სახლში, მოხდება ის, რის გამოც თიკა დაგთანხმდება... ჩაიცინა და სიარული განაგრძეს...
- არ მესმის რაღა მაინც დამაინც იმ სახლში, ან რა მოიფიქრე ასეთი, ამ ეს ჩანთა რათ გინდა? არც ერთ შემთხვევაში არ დამთანხმდებაა, უეჭველად მომკლავს ის სი*ი აი ნახავ, სამ დღეში ფულს თუ არ მივუტან... სიგარეტი ამოაძვრინა პაჩკიდან და ნერვიულად ამოარტყა ნაფაზი. ცალი თვალი მოჭუტა ბოლირომ არ შესვლოდა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა მთლიანი ღერი, ეტყობოდა რომ ღელავდა, რასაც ანაზე ვერ ვიტყოდით, კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით და იდეით, ჩაფიქრებული ქონდა რომ თიკა უნდა გაემწარებინა, საკუთარი და, სისხლი და ხორცი, ნუთუ არსებობს ამ ქვეყანაზე რაიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება საკუთარი და გძულდეს, არ გიხაროდეს მისი წარმატება, სილამაზე... თუმცა ალბათ არსებობდა, იმიტომ რომ ფაქტია ანას ძულდა თიკა, ხოლო გიორგის არავინ ადარდება საკუთარი თავისა და თამაშის გარდა... ტყუპები იყვნენ გიორგი და ანა, თიკა კი ყველაზე პატარა იყო, ცხრამეტი წლის...
- ნუღელავ ძამიკო, ნახავ რაშიც მჭირდება ეს ჩანთა.მოვედით, მოდი შევიდეთ და გეტყვი რაც უნდა ქნა, ტელეფონი ხომ თან გაქვს...
- არ მომწონს რაღაც ეს იდეა ანა, დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ?
- აბსოლუტურად ძამიკო, აბსოლუტურად!
ჩამოშლილი იყო მთლიანად, ერთ დროს ულამაზესი ქვით ნაგები ორსართულიანი სახლი, კედლები გამურვოდა, ავეჯის ნასახიც არიყო, ალგალაგ ხავსი ქონდა ნანაგრევებს მოდებული, იქვე სადაც სავარაუდოდ მისაღები ოთახი უნდა ყოფილიყო, დაწვარი, ოდნავ გადარჩენილი მუქი მწვანე დივანი ეგდო, რომელსაც ყველაფერი ამოყრილი ქონდა.
ქვაზე დადო ანამ ჩანთა, გახსნა და მაკიაჟის პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და საჭირო მასალებით სახეზე მაკაიჟი გაიკეთა, : სილურჯეები, ნაკაწრები... შემდგომ თმა აიჩეჩა, მაიკა ოდნავ გაიხია, ჩანთის წინა ელვა გახსნა და ტოკი ამოაძვრინა, გიორგი გაოცებული უყურებდა, აზზე ვერ იყო მოსული რას აპირებდა ანა, თმცა ნელ-ნელა ხვდებოდა და უფრო და უფრომოწონსა მისი იდეა. გოგონამ ხელები მიაბმევინა იქვე გამოსჰვერილ დაჟანგულ რკინაზე, თავი მოისაწყლა და ძმას ვიდეოს გადაღება თხოვა.
- მომისმინე, კარგად გადამიღე ვიდეო ისე რომ ადგილი არ ჩანდეს, მიხვდება სადაც ვართ, ადრე აქ ვთამაშობდით ხოლმე, ეცადე მხოლოდ მე ვჩანდე, როგორც კი შევწყვეტ ლაპარაკს ვიდეო გამორთე და თიკას გაუგზავნე, აი ნახავ ყველაფერი ისე იქნება როგორ გინდა. თვალი ჩაუკრა გიორგის და მოსაწ....ბული სახით დაიწყო ლაპარაკი მის შემდგომ როდესაც გიორგიმ ანიშნა, რომ ვიდეო ჩართული იყო... : თიკა, ჩემო ლამაზო, ძალიან დიდი ბოდიში იმისთვის როგორც გექცეოდი, ძალიან მჭირდება შენი დახმარება დაიკო, გამიტაცეს, ვალი მქონდა და დამემუქრნენ რომ მომკლავენ, ძალიან გთხოვ, ათასი დოლარი მჭირდება, ანარადა ვეღარასოდეს მნახავ, ხომ იცი თვენს გარდა არავინ მყავს, გიროგის გარდა ეს არავის უთხრა, ეცადე რომ მალე მომიგვარო გთხოვ... აფერისტულად სლუკუნებდა ანა, ძალიან უნდოდა ცრემლი რომ გადმოეგდო მეტი ბუნებრივობისთვის თმცა ასეთი ნიჭიერიც ვერ აღმოჩნდა... ვიდეოს ჩაჭერა დაამთავრა გიორგიმ და მაშნვე გაუგზავნა თიკას...
- ნიჭიერი ხარ დაიკო. გახარებული მივარდა ანას, ხელები გაუნთავისუფლა და ჩაეხუტა...
- თიკასთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი ვიყავით, ეგ ხომ ასეთი სულელია, დარწმუნებული ვარ უკვე მოთქმით ტირის... ხმამაღლა გაიცინა და იქაურობას მოშორდნენ...

ხელები უკანკალებდა თიკას, ცრემლები ღაპა-ღუპით უსველებდა ყვრიმალებს, შემდეგ ბაგეებზე ეცემოდნენ, ნიკაპისკენ მიიწევდნენ და ჰაერში უჩინდარდებოდნენ, ცალი ხელი პირზე ქონდა მიდებული, არ ეჯერა ნანახის, ვერ აზროვნებდა, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი, მის თავს ხდებოდა, თავი ზღაპარში ეგონა, ასეთი რამეები მხოლოდ ფილმში თუ ექნებოდა ნანახი, გატაცებები, გამოსასყიდლები, დაშავებულ დას უყურებდა, რომელიც მიდარით თხოვდადახმარებას... მაშინვე მოეგო გონს, როგორც ანამ სთხოვა, მაშნვე გიორგის გადაურეკა...
- გიო, ალო, მომსმინე, ხმა უკანკალებდა თიკას...
- გისმენ თიკა, რა მოხდა? ყველანაირად ცდილობდა გიორგი სერიოზული ტონით ელაპარაკა, სინამდვილეში კი სიცილს ძლივს იკავებდა, სიამოვნებდა მასაც, თიკას ასეთი მდგომარეობა...
- ვიდეო, მომივიდა, ტელეფონზე ვერ გეტყვი, 1საათში ვეცდები სოფელში ვიყო, გაჩერებაზე დამხვდი სასწრაფოდ...
ტელეფონი გათიშა, ჩანთაში საჭირო ნივთებიი ჩაალაგა და დირექტორის ოთახში წავიდა, რამენაირად განთავისუფლება უნდა ეთხოვა სანამ მისი დის ამბავი არ მოგვარდებოდა... როგორღაც გამოენთავისუფლა და ერთ საათში გაჩერებაზე უკვე გიორგის წინ იდგა და ტირილით უხსნიდა მომხდარს, გიორგიმ თავიდან ვითმ არ დაუჯერა, როცა ვიდეო ანახა თიკამ მისი რეაქცია მხოლოდ ორი სიტყვით გამოიხატებოდა, : ამის დედაც...
- რა უნდა ვქნათ გიო? ხომ იცი ამხელა ფული არც მე მაქვს, არც შენ და არც ჩვენს ოჯახს...
- ვიცი, მითმეტეს დედ-მამას ვერ ვეტყვით... შეახსენა გიორგიმ ანის ნათქვამი..
- იოანე, ბატონი იოანეე! წამოიძახა უცებ თიკამ, გიო ძალიან გთხოვ, ხომ იცნობ მას კარგად, მდიდარია, იქნებ დაგვეხმაროს, ვიმუშვებ და დავუბრუნებ გპირდები... მუდარით აღივსო მისი ხმა, საწყალი აცრემლიანებული თვალებით იდგა, ყველაზე მეტად სურდა, რომ ახლა მისი და მის გვერდით მდგარიყოდა თუნდაც უხეშად ან ცივად დალაპარაკებოდა, მაგრამ მის გვერდზე ყოფილიყო...
- წავალ მე, ვეტყვი, იქნებ დაგვთანხმდეს... შენ აქიყავი და ხმაარავისთან დაძრა... დაუყვავა უფროსმა ძმამ ატირებულს და სირბილით კაზინოსაკენ წავიდა...
სინამდვილეში კი ანასთან წავიდა, იქ სადაც შეთანხმდნენ რომ დაელოდებოდა, ყველაფერი უამბო დას, ორივე იცინოდა და საწყალს გოგონას აბუჩად იგდებდა...
- აზრზე ხარ რა სულელია? ხო გითხარი წამოეგება თქო, ისეთი უსუსურია მასზე ყველაფერი გაჭრის, ახლა მიდი და უთხარი რაც შემოგთავაზა ბატონმა იოანემ, ცოტა გართობა არც მას ავნებს, იქნებ ცოტა თვალებიდან გამოიხედოს და დაინახოს ცხოვრება... ჩაიცინა ხმამაღლა და ძმას მხარზე ხელი დაკრა...
- იმედია გამოვა დაიკო, გადავრჩები...
- გადარჩები ,გადარჩები, მე ჩემ დაქალთან ვიქნები „სანამ ათას დოლარს ჩემს გამოსაშვებად არ გადაიხდი“ სიცილით წარმოთქვა ბოლო წინადადება და ძმას გაშორდა...
გიორგი სირბილით წამოვიდა, თიკა ისევ აკანკალებული, ანერვიულებულიდა შეშინებული იდგა ერთადგილას, არც განძრეულა სანამ გიორგი უკან არ დაბრუნდებოდა, დაინახა თ არა ძმა, თითქოს იმედი მიეცაო და ამოისუნთქა, დარწმუნებული იყო რომ ბატონი იოანე უარს არ იტყოდა...
- გიო, რა მოხდა? დაგვეხმარება? ხელები ჩაკიდა გიორგი და თვალებში ჩააშტერდა.
- ხო დაგვეხმარება, დაგვეხმარება არა ის კიდე... ვის რაში აინტერესბეს ვინ ვინ გაიტაცა ან რამდენს იხდის, ყველას თავისი პრობლემა აქვს... ამის დედაც, მაგარი ნაბი*ვარი კაცია...
- რაა? კი მაგრამ, არ აუხსენი? ეგ ხომ ჩვენი ბოლო იმედი იყო, პრინციპში პირველიც, თავი ჩაღუნა თიკამ და პატარა ბავშვივით აქვითინდა, გაჩერებაზე მდგომ სკამზე ჩამოჯდა, ხელებში სახე ჩარგო და სულმოუთქმელად ტიროდა...
- ერთი პირობით დაგვთანხმდა, ნელ-ნელა და ხმადაბლა წამოიწყო ლაპარაკი გიორგიმ, ნერვიულობდა, რამე არ შეშლოდა და ისე არ მოეროშა რამე რომ თიკა დაეფრთხო ან მიმხვდარიყო რომ ყველაფერი მათი დაგეგმილი იყო...
- რა პირობით? თვალები გაუფართოვდა თიკას...
- უნდა რომ ხვალ, სვენებ სვენებით ამბობდა ყველაფერს. -საუნაში მიხვიდე, და მისი სტუმარი რომელიც მნიშვნელოვანია მისი ბიზნესისთვის, ასიამოვნო... თავი დახარა და დას ზურგი შეაქცია, მისი პასუხის ეშინოდა, გული აუჩქარდა მისი პასუხის მოლოდინში...
გოგონა გიფითრდა, მთელს სხეულში ცხელმა ჟრუანტელმა და შიშმა ერთად დაუარა, იმის წარმოდგენაზე რის გაკეთებასაც აიძულებდნენ. თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, მუშტები მოკუმშა და ისე დაჭიმა, ფრჩხილებმა კანიც კი გაუჭრეს, იმ წამს არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, მხოლოდ ერთადერთის გარდა, გული ტკიოდა, გასაყარზე იდგა იმ წუთას, ან თავისი მომავალი, ან დის სიცოცხლე...
- კი მაგრამ... ეს, ეს როგორ გთხოვა? სლუკუნით იკითხა და ძმას მოტრიალება სთხოვა...
- არ ვიცი, მე... არ ვიცი, ვუთხარი რომ სისულელე იყო, თიკა, რომ შენ ამაზე არ.... სიტყვა გაუწყდა გიორგის.
- თანახმა ვარ! ხმადაბლა ძლივს გასაგონად თქვა, და ალბათ მართლაც უნდოდა რომ მხოლოდ მას გაეგო...
- რაა? სიხარულით იკითხა უცებ, თუმცა თიკას სახის დანახვაზე სახე მოთოკა და ვითომ დამწუხრებულმა ისევ იკითხა, : - რაა? შენ, თანახმა ხარ? მთლიანი სხეულით ხტოდა გიორგი, სიხარულისგან თუმცა ერთადგილს არც მოშორებია, უნდოდა ეხტუნა, მაგრამ ამას ვერ იზავდა, უხაროდა, უხაროდა გადარჩენა, მაგრამ იმაზე არ ფიქრობდა თუ რისთვის წირავდა საკუთარ დას...
- ახლარა უნდა ვქნა? შეშინებულმა კითხა გიორგის...
- სახლში წადი, მოემზადე, ხვალ დილით დაგირეკავენ და გეტყვიან ყველაფერს, აბა შენ იცი დაიკო, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო რომ ბატონ იოანეს მოეწონოს დამისი სტუმარი კმაყოფილი იყოს, თორემ ერთ კაპიკსაც არ გვაღირსებს, ანას კიდევ ვეღარასოდეს ვნახავთ, უფრო გაატრაგიკულა სიტუაცია გიორგიმ, თიკას ცრემლები არც შეჩერებია, შეუწყვეტლივ მოსრიალობდნენ ლოყაზე...

იმ ღამეს არ ეძინა თიკა, მთლიანი სხეული უკანკალებდა, ხვალინდელი დღის გათენებაც კი არ სურდა, ეშინოდა, ეს ხომ მისთვის პირველი იქნებოდა, ასე არ სურდა მას, ასე არ წარმოედგინა. ართმევდნენ, სისპეტაკეს ართმევდნენ, ცხოვრებას ართმევდნენ, მომავალს ართმევდნენ, მაგრამ თავისი დისთვის სულსაც გაყიდიდა... ფიქრებში ჩაძირულს როგორ დაეძინა არც ახსოვს...
ხვალ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება... ხვალ ყველფერი შეიცვლებოდა!!!

ბნელოდა, არ ჩანდა კარგად არე-მარე, გზააბეული მიაბიჯებდა ქუჩაში, არც ერთი ლამპიონი არ ენთო ირგვლივ, თითქოს ყველამ პირი შეკრაო, ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო, მიდოდა და არ იცოდა საით, ვისთან რატომ... უკნიდან ხმა შემოესმა, უეჭველად ბიჭები იქნებოდნენ, თითქოს ძალიან ახლოს, მაგრამ ვერ ხედავდა მათ მიბრუნებისას, ნელ-ნელა ახლოვდებოდა ხმა, ყმაწვილების ხორხოცი და ხმამაღალი სიცილი უყრუებდა ყურებს... ვერ გაეგო რა ხდებოდა, კიდევ ერთხელ მიიხედა შეშინებულმა უკან თმცა არავინ, ბნელი ქუჩის და ნისლის გარდა, მოტრიალდა და უცებ მიეყინა ადგილს, წინ იდგნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ ბოროტული და ამაზრზენი თვალებით, იცინოდნენ და ხელებს იშვერდნენ მისკენ, სურდათ, მის სხეულს შეხებოდნენ, სურდათ რომ ისევე გაესვარათ მისი სული როგორიც თვითონ იყვნენ ბინძურები, საზიზღრები, ამაზრზენები. ყვირილი უნდოდა, თუმცა ხმა არ ამოსდიოდა, გული გახეთქვას ქონდა, მუცელში ეკლებივით ესობოდა რაღაც შემაწუხებლად, მტკივნეულად, უკან უკან იხევდა, თუმცა ვერსად მიდიოდა, სამივე მივარდა მას, შემოახიეს ტანსაცმელი, მაისური, შარვალი, საცვლები... კიოდა, განწირული კიოდა, შველას ითხოვდა თუმცა ამაოდ... ცხოველურად ექცეოდნენ, მშიერ ცხოველს გავდა თითოეული, რომლებმაც, ნადავლი მოინადირეს და დროდადრო ერთმანეთს უღრენდნენ...
ყვირილით წამოხტა საწოლიდან, თვალები გაახილა და ტირილი აუუტყდა... გაუხარდა რომ ეს საშინელება სიზმარი ყოფილა, თუმცა საერთოდ არ მოშვებია შიში და ნერვიულობა, პირიქით, რომ გაახსენდა რამოდენიმე საათში რაც ელოდა უფრო დაიძაბა, მუხლები უცახცახებდა საწოლში. შუბლი დაცვაროდა, მთლიანად სველი იყო...
ნელა წამოდგა, ხალათი მოისხა და აბაზანაში გავიდა, შხაპის მისაღებად. ძალიან ჩუმად ბებიის ოთახშიც შეიხედა, თუმცა მას მშვიდად ეძინა, შეუმჩნევლად გაუპო ბაგე ღიმილმა თმცა მალევე გაქრა და ისევ დარდმა მოიცვა სახე... საათი ღამის ხუთს აჩვენებდა, საერთოდ არ უნდოდა რომ გათენებულიყო, ტირილითაც ვერაფერს შეცვლიდა, დას ყველა ვარიანტში უნდა დახმარებოდა... ცივი შხაპის შემდგომ, თითქოს აზრზე მოვიდა, ოთახში შევიდა, თხელი სარაფანი გადაიცვა და საწოლის მოპირდაპირე მხარეს მდგარ, პატარა მაგიდას მიუჯდა, მასზევე მდგომი სანათი აანთო და ეცადა დრო წიგნის კითხვაში გაელია... რამოდენიმე ხაზი წაიკითხა თუმცა მალევე მიხვდა რომ მისი ტვინი და ფიქრები ახლა წიგნში ნამდვილად არ იყო, მაინც დილანდელზე ფიქრობდა, რა მოხდებოდა, ვინიყო ის პატივცემული ბიზნესმენი, რა უნდა გაეკეთებინა, ან როგორ უნდა ესიამოვნებინა როცა გამოუცდელია, ბიჭისთვის არც კი უკოცნია, რომელ სიამოვნებაზე იყო ლაპარაკი, ისევ აუტყდა მუხლების ცახცახი, ხელები უკანკალებდა, სახეზე ფერი ეკარგებოდა ნელნელა, მუცელი საშინლად ტკიოდა, თითქოს ვიღაც მაგრად უჭერდა ხელს და მთელ ორგანოებს ჭყ ლეტდა... ნერვიულობაში გალია დრო, როგორც ინა გამონათა მზემ და მისი პირველი სხივები დაანახა თიკას, ისევ ისე იჯდა მაგიდასთან, ნამტირალევი, თვალებ ჩაწითლებული და შეშინებული... რვა საათი იქნებოდა ოთახში ბებია რომ შემოვიდა, ასეთ მდგომარეობაში პირველად დაენახა თიკა, ყოველთვის მხიარული და სახე მომღმარი გოგონა მოწყენილი, თვალებჩამქრალი იჯდა ერთადგილას და არც ინძრეოდა...
- ბები, თიკა ბებო, რა გჭირს ბე? ხომ კარგად ხარ? ქოთქოთით მიუახლოვდა გოგონას, უკნიდან მხრებლზე მოეხვია და თავზე აკოცა.
- ჰო, კარგად ვარ ბები, კარგად... ხელზე ხელი დაადო და ნელა შეახო ტირილისგან დამსკდარი ტუჩები...
- ასე არასოდეს მინახიხარ, ვინმემ ხომ არ გაწყენინა? დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გჭირს?
- არა ბე, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და იმიტომ ავდექი ასე ადრე. ყველანაირად ცდილობდა მისი აკანკალებული ხმა დაემალა და სრულიად ჩვეულებრივად, ოდნავი ღიმილით ცემდა პასუხს საყვარელ და მზრუნველ ბებოს... ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც არაფერს უმალავდა, თმცა ამას ვერანაირად ეტყოდა მას, ენის წვერზე ედგა, ძალიან უნდოდა ახლა მის კალთაში ექვითინა, ყველაფერი მოეყოლა და რჩევა ეკითხა, თუმცა არა! ახლა არა, მოვიდოდა დრო და ყველაფერს ეტყოდა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ იყო...
- წამოდი ბები, კვერცხს შეგიწვავ, ჩაის გაგიკეთებ, ვისაუზმოთ ხო?
- კარგი ბე, მიდი და გამოვალ ახლავე... ღიმილიანი მზერით მიაცილა თვალებით კარამდე ბებია, შემდეგ თავს ძალა დაატანა და თავის თავს შემოუძახა... - ყველაფერი კარგად იქნება, შენი დისთვის შენ ამას შეძლებ, მთავარია რომ ის ცოცხალი იყოს... ღრმად ამოისუნთქა და ოთახი დატოვა...
ყოველთვის გემრიელი საუზმე საყვარელ ბებიასთან ერთად, არც თუ ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, ძლივს ყლაპავდა ლუკმებს, მადა არ ჰქონდა, გემოს ვერაფერს ატანდა, ბებია კი გაურკვეველი აკვირდებოდა შვილიშვილს და ვერ გაეგო რა მოსვლოდა...
მალე ტელეფონის ბზუილიგაისმა, ცხელმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში, გულმა ორჯერ უფრო სწრაფად იწყო ფეთქვა და ხელებმაც იწყეს კანკალი... უცხო ნომელი იყო, მიხვდა საიდანაც რეკავდნენ, ცოტა მოშორებით გავიდა და შეშინებულმა უპასუხა.
- გისმენთ. ხმა უკანკალებდა თიკას...
- ერთ საათში მზად იყავით, გაჩერებაზე შავი აუდის ფირმის მანქანა დაგხვდებათ და ადგილამდე მიგიყვანთ...
- კი მაგრ.... სიტყვა შუაზე გაუწყდა, გაუთიშეს, ისე რომ არაფრის თქმა აცადეს...
მალევე მოწესრიგდა, ფეხები უკან რჩებოდა, ხმას ვერ იღებდა, რამოდენიმეჯერ კითხა ბებიამ მიზეზი ასეთ ხასიათზე ყოფნისა თმცა პასუხი ისვ ვერ მიიღო, ერთიდაიგივეს იმეორებდა - „კარგად ვარ ბებია, კარგად“
უკვე გაჩერებაზე იდგა, ხელებს იფშვნეტდა, აქეთ-იქით იყურებოდა დაბნეული. მალევე მოუყენა შავი ფერის აუდმა ფეხებთან, კარი გაიღო და გოგონას დაჯდომა თხოვეს...
აკანკალებული ჩაჯდა, ღვედი გადაიჭირა და ხელები მუხლებზე დაილაგა... რამოდენიმეჯერ გადახედა მძღოლს, ახალგაზრდა ბიჭი იყო, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ჰალსტუხი ეკეთა ოდნავ შეხსნილი, მზის სათვალის გამო მთლიანად ვერ აღექვა თიკას მისი სახე მაგრამ რაც დაინახაძალიან საშიში არ უნდა ყოფილიყო... ფანჯარაში გაიხედა, გზაზე ჩამწკრივებულ ხეებს ადევნებდა თვალს და თან შეძლებისდაგვარად ცდილობდა დათვლა მოესწრო, სხვა რამეზე უნდა გადაეტანა ფიქრები თორემ იქვე გასკდებოდა...
დაახლოებით ნახევარი საათის მგზავრობის შემდგომ, ერთ-ერთი საუნის წინ გაჩერდა მანქანა, გოგონა ისევ ნერვიულობდა, ნელა გადავიდა მანქანიდან, კარიმიკეტა და ცოტახანს არებთან შეჩერდა...
- შებრძანდით, გელოდებიან... მძღლმა შეახსენა რომ უნდა შესულიყო, ისიც რობოტივით დაყვა მის ნათქვამს და ისე შევიდა თვალი არც დაუხამხამებია...
დერეფანი საკმაოდ დიდი იყო, ნათელ ფერებში გაეწყოთ იქაურობა, გვერდებზე რამოდენიმე ოთახი იყო, კარზე ნომრები ეწერა... დერეფნის ბოლოში მრგვალი კიბე ჩადიოდა დაბლა სართლზე სადაც სავარაუდოდ, აუზი და საუნები იქნებოდა. კიბეს ჩაუყვა და იქვე აუზთან ორი გოგონა დაინახა, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი, ორივემ ერთდროულად აათვალიერეს აკანკალებული თიკა და გაიცინეს.
- ეს ანგელოზი ვინღაა, ნახე როგორ მოდის... ერთერთმა გადაულაპარაკა მეორეს და ჩაიცინეს. ისე უყურებდნენ საბრალო თიკას თითქოს ყველაზე მდაბიო ადამიანი ყოფილიყოს, არადა თვითონ არ ახსენდებათ რისთვის არიან იქ...
ხმა აკანკალებულმა ძლივს გაბედა რაიმედ კითხვა. :
- უკაცრავად, ბატონი იოანე აქარის? ხმადაბლა იკითხა, ხელებს იფშვნეტდა ნერვიულობისგან.
- ნუ ღელავ ფისო, არ შეგჭამენ, ცოტა მოეშვი და დამიჯერე ყველაფერი იდეალურად იქნება... ქერათმიანმა ცადა ანერვიულებული გოგონას დაწყნარება თმცა ამაოდ. - იოანე ჩამოვა მალე, სტუმრებთან ერთად...
რამოდენიმე წუთში გამოიცვალა თიკამ, ის ჩაიცვა რაც გოგოებმა მისცეს, ლამაზი საცვლები და წითელი პერანგი... გოგოებთან ერთად იდგა როა ზემოდან კაცების ხმაური შემოისმა... შემდგომ ეს ხმა კიბეებისკენ მოესმა, ცოტახანში ოთახში რომელიც თეთრი ფერით იყო შეღებილი და სპილოსძვლისფერი სავარძლები იდგა, ოთხი მამაკაციშემოვიდა... თიკა ფერი შეეცვალა, ადგილს მიეყინა, უნდოდა რომ ეკივლა, ეყვირა, ებღავლა, მიწა გასკდომოდა და იქ არ მდგარიყო, ოღონდ ის არ დაენახა, ოღნდ იქ არა...
- თიკა?? გაოგნებული შეაშტერდა ბიჭი გოგონას. - შენ, შენაქ... აღარ გააგრძელა როდესაც ბატონმა იოანემ ლაპარაკი დაიწყო : აბა, ჩემო თორნიკე, აი, ეს ის გოგოა ვიზეც გიყვებოდი, სუფთა, სპეტაკი, ზდილობიანი, ნიჭიერი, ყველაზე საუკეთესოა და ის დღეს შენია... იოანეს გვერდზე მდგომ ახალგაზრდას ეუბნებოდა თიკას შესახებ, თმცა თიკას არფერი ესმოდა, ის მხოლოდ ლაშას უუყურებდა, ლაშას ამაზრზენ მზერას აკვირდებოდა და თვალებით ევედრებოდა რომ ასე არ ეყურა...
- არა! ამას მე ვირჩევ, უცებ თქვა ლაშამ, ხელი მოკიდა გოგონას და ოდნავ თავისკენ გაქაჩა.
- გთხოვ ლაშა. ხელი გამიშვი, შეევედრა გოგონა..
- არა, არა, ლაშა, შენ სხვა გყავს, ეს ბატონი თორნიკესია. თავაზიანად შეუსწორა ბატონმა იოანემ...
თორნიკე კი უბრალოდ იდგა და გოგონას უყურებდა...
- არა მეთქი, მე წავიყვან, გაძალიანდა ლაშა, გამწარებული უყურებდა თკას და მაჯაზე უფრო და უფრო უჭერდა ხელს, თიკა კი სახეს მანჭავდა ტკივილისგან და გაშვებას ცდილობდა...
- მოდი მაშინ თავად გოგომ აარჩოს, ბატონი იოანე უკვე ბრაზდებოდა ლაშას ასეთ საქციელზე თუმცა ისიც მისი მეგობრის, საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენის შვილი იყო და სწორედ მისი თხოვნით გახლდათ ლაშა მანდ, ამიტომ არ უნდოდა რაიმე არასწორად ეთქვა და მეგობრის გული გაეტეხა, მაგრამ ლაშას საქციელი უკვე ზღვარს სცდებოდა, იქ მომხდარს კი მხოლოდ ლაშა და თიკა ხვდებოდნენ...
გოგონამ როგორც იქნა იხსნა თავი ლაშას მარწუხებიდან და აცრემლებული თვალებით თორნიკეს მხარეს გადავიდა... ლაშამ კარგახანს უყურა თიკას, გამწარებული იყო, თალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, რამოდენიმე დღის წინ გოგოს რომელიც დიდიხანია უყვარს, ვარდები გაუგზავნა, ხოლო დღეს საუნაში ერთ-ერთ ბიზნესმენის მეძავად ხედავსს... კარებზე ხელი მუშტი დაარტყა ლაშამ და ოთახიდან გავარდა... გოგონას თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა, თითქოს ის არეყო რაც ჭირდა ახლა ესეც დაემატა...
თორნიკემ ხელი მოკიდა და გოგონა ზემოთ აიყვანა, 305-ე ოთახის კარი შეაღეს და საძინებელში გაუჩნარდნენ...
........................
ცოტახნის შემდეგ როდესაც ყველაფერი მორჩა, თიკა ფეხებმოკეცილი მიყუდებოდა საწოლის თავს და ნერვიულობისგან კანკალებდა... თორნიკე განცვიფრებული იცვამდა პერანგს, თვალს არ აშორებდა გოგონას და მის განადგურებულ სახეს...
- დარწმუნებული ხარ რომ აქ მოსვლა არ დაუძლებიათ? ბოლოს ვეღარ მოითინა თორნიკემ და გოგონას ჩაეკითხა.
- რამნიშვნელობა აქვს ამას თქვენთვის? ხო მიიღეთ სასურველი, ახლა უბრალოდ გადით და დამტოვეთ... ცივად მიუგო, გული ერეოდა მის დანახვაზე, მისი ხმაც კი აღიზიანებდა...
- უბრალოდ, წარმოუდგენელია შენნაირი გოგონა აქ თავისი ნებით იყოს მოსული და უწვებოდეს სრულიად უცხო მამაკაცს, მითუმეტეს ქალიშვილი...
- ამას არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ!! უფრო გაამკაცრა ტონი გოგონამ... ყმაწვილი უთქმელად გავიდა ოთახიდან, ბატონ იოანეს მადლობა გადაუხადა, აცნობა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და კონტრაქტზე ხელიც მოუწერა, ახალი ბატონი იოანე ყველაზე დიდი, მანქანების გალერეის მეწილე იყო...
თიკამ ქვითინი დაიწყო, ზეწარს მაგრად უჭერდა ხელს,სახეზე ბალიში მიიჭირა და რაც კი შეეძლო მთელი ძლით დაიყვირა... ოთახში ერთერთი გოგონა შემოვიდა.
- ჩაიცვი პრინცესავ, მანქანა გარეთ გელოდება...
წამოხტა თიკა, სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი და ოთახიდან გავარდა... კარებში იოანე შეეჩეხა.
- ეი, ეი... სად გარბიხარ. შენი საფასური არ აგიღია...
- ჩემი ფასი საკმაოდ დიდია ბატონო იოანე და თქვენც კარგად იცით რატომაც ვარ აქ! დაუგმინა გოგონამ, ხელიდან კუთვნილი ფული გამოგლიჯა და იქაურობას მოცილდა...
გარეთ ისევ იგივე მანქანა ელოდებოდა, იგივე მძღოლით...

ლაშა იქაურობას მოსცილდა თუ არა სოფელში წავიდა, თიკას სახლთან ყვირილით მივიდა, საკმაოდ მთვრალი იყო, ხელში ვისკის ბოთლი და სიგარეტი ეჭირა, ყვიროდა რაც ძალი და ღონე ქონდა...
- ხარ! ბოლო დონის !!! მე კიდევ, მე მიყვარდი, მე სულელს, სხვვანაირი მეგონე თუმცა შენც ისეთივე კახპა აღმოჩნდი, თიკაა! კახპა ხარ!
ამ ხმაურზე თიკას დედა და მამა გამოცვივდა, გაოგნებული ყურებს არ უჯერებდნენ რასაც ეს ბიჭი ამბობდა :
- რეებს როშავ ბიჭო! დაუყვირაა მალხაზმა.
- იმას ბატონო მალხაზ რომ გყავთ გოგო, საუნებში ემსახურება მდიდრებს, მე კიდევ ის გულწრფელად მიყვარდა...
აი, მოვიდა კიდეც, ხედავთ? რა ძვირფასი მანქანიდან გადმოვიდა... თითი გაიშვირა საიდანაც თიკა გადმოვიდა მანქანიდან და თმა ჩამოშლილი მოდიოდა სახლისკენ...
მამამისი მივარდა! მაჯაში ხელი წაავლო და სახლში შეათრია. გოგონა მიხვდა რაც ხდებოდა, ტიროდა, თუმცა ხმას არ იღებდა... მამამ სილა გააწნა, ერთხელ, ორჯერ, დედა ევედრებოდა, მუხლებზე დაუჩოქა, რომ შეჩერებულიყო თუმცა, კაცი გაცეცხლებული იყო, სანაქებო ქალიშვილზე ასეთი რამ ესმოდა, შარვლიდან ქამარი მოიხსნა და რამოდენიმეჯერ გადაარტყა მომტირალს, მხოლოდ ეგ არეყო და ახლა ყვირილზე გადავიდა...
- მეძავი?? ამისთვის გაგზარდეთ? ამისთვის მოგიყვანეთ აქამდე შე კახპა? ესე უნდა შეარცხვინო ჩვენი ოჯახი?? ასეთ შვილს სულ არ მყავდეს მირჩევნია.. დაუღრიალა და კიდევ ერთხელ გადაარტყა ქამარი გოგონას. განწირული ხმით ყვიროდა თიკა, ტიროდა, ბღაოდა. დედა განადგურებული ეცა მალხაზს და ქამარი გამოგლიჯა.
- გეყოფა, გემუდარები, ასე არ გინდა!!! სასოწარქვეთილი ხმით თხოვა მამაკაცს... ერთხელაც შეხედა ძირს დაგდებულ გოგონას, ზიზღით ამოხვნეშა და ოთახიდან გაუჩნარდა...
ანა და გიორგი კარების ჩარჩოს მიყრდნობოდნენ და იღიმოდნენ... ძ₾ივს მოიკრიბა ძალა, წამოსადგომად. როგორც კი ადგა და ანა დაინახა, სახე გაებადრა, მიუხედავად იმისა რომ წარბიდან დატუჩიდან სისხლი ზდიოდა..
- დაიკო? ცოცხალი ხარ? როგორ გამიხარდა... მივიდა რომ ჩახუტებოდა თუმცა ანამ ხელი კრა.
- შენ რა მეხუმრები? არ მომეკარო შე ბინძურო ! ჩვენი ოჯახი შეარცხვინე და ახლა ჩახუტება მოგინდა?? მომცინარი სახით ეუბნებოდა გოგონას...
- რაა? გაოგნდა თიკა. კი მაგრამ, ეს ხომ, ეს... გაგრძელებაც კი აღარ ღირდა, გამწარებულმა ჯიბიდან ფული ამოიღო მაგიდაზე დააგდო და გაიქცა...
მირბოდა, მთელი ძალით... ქვითნებდა და თავის თავს ეკითხებოდა : ეს რატომ ხდება ჩემს თავს... ბებიასთან მივიდა და დივანზე დაემხო, მოიკუნტა და რაც კი ძალა ქონდა ტიროდა. გაოცებული ბებია მივიდა, მის თავთან ჩაიმუხლა და მომხდარი იკითხა... პასუხი არიყო... დააცადა გოგონას რომ დამშვიდებულიყო...

საღამოხანი იქნებოდა, ტირილისაგან დაღლილ დაქანცულს რომ გაეღვიძა, ბებია სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა. ნელა წამოდგა, მთელი სხეული ეწვოდა, ტუჩზე და წარბზე სისხლი ჰქონდა მიმხმარი. მაშნვე აბაზანაში შევიდა და ცხელი შხაპი მიიღო, თუმცა მაინც ჰქონდა იმის შეგრძნება რომ მთლიანად ბინძური იყო, ისე იყო გაბინძურებული რომ ამ ჭუჭყს მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხდა... აბაზანიდან გამოვიდა. ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა... არშიოდა, არაფერი უნდოდა, მხოლოდ ჩაი დალია და ბებიას ყველაფერი მოუყვა, ქალი თვალცრემლიანი, პირზე ხელაფარებული იჯდა და უსმენდა შვილიშვილს, ცხარე ცრემლით აუტყდა ტირილი, თიკას მიეხუტა.
- ჩემი საწყალი გოგო...
მხოლოდ ეს უთხრა... ბარგი ჩაულაგა და გადაწყვიტეს რომ თბილისში უნდა დაბრუნებულიყო დროებით... დაპირდა რომ ყოველთვის დაეხმარებოდა... რომ მისი იმედი უნდა ჰქონოდა, რომ ყველაზე ძალიან უყვარდა და ამ ყველაფერს არაფრის შეცვლა შეეძლო მათ შორის...
სახლიდან წამოვიდა თიკა, მამას დანახვა არ უნდოდა მისი, ანას და გიორგის დიდად არც ეხატებოდათ გულზე, დედას კი ეცოდებოდა, გული შესტკიოდა, უნდოდა შანსის მიცემა, დალაპრაკება, ყველაფრის გარკვევა, თუმცა მამა უშლიდა. ბატონმა მალხაზიმ განაცხადა რომ თიკას სახელს არც ერთი ახსენებდა, რომ მისნაირი შვილი არასდროს ყავდათ და არც ეყოლებოდათ. ქალბატონი ტანია ყოველ ღამე ტიროდა ჩუმად და თკას პატარაობის ფოტოს კოცნიდა, რომელიც ბალიშის ქვეშ ედო, მხოლოდ მას შემდეგ იძნებდა...

რამოდენიმე კვირა გავიდა მომხდარიდან, თიკა ისევ თბილისში იყო, უნივერსიტეტში ჩვეულებრივად აგრძელებდა სიარულს, ოთახის მეგობარი მარიამი რომელსაც ყველაფერი უამბო, ცდილობდა დახმარებოდა და ყველანაირად გვერდში დგომოდა...
- თიკ, დღეს საღმოს ჯგუფელები ვიკრიბებით და ხო წამოხვალ? ცოტას გაერთობი რა და იქნებ ხასიათზეც მოხვიდე. შეევედრა მეგობარი..
- არა მარ, რაღაც ვერ ვარ კარგად, თავბრუ მეხვევა ყოველ წამს და გული მერევა... წერას თავი დაანება, კალამი რვეულზე დადო და გოგონას ღიმილით გახედა..
- მოიწამლე?? ეჭვის მზერით შეხედა მარიამმა.
- არ ვიცი, ალბათ...
- მე გირჩევდი რომ ტესტი გაგეკეთებინა, რა იცი რა ხდება. უცებ მიაყარა და იქმდე გავარდა ოთახიდან სანამ თიკა აყვირდებოდა... გოგონას გაეცინა მის საქციელზე, მართლაც აპირებდა მის გამოლანძღვას თმცა გაასწრო...
დაფიქრდა მარიამის ნათქვამზე, ჟაკეტი მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა, აფთიაქიდან ტესტი იყიდა, ამოვიდა ოთახში და საპირფარეშოში შეიკეტა... ცოტახანი უყურებდა პაკეტს, ფიქრობდა მზად იყო თუ არა ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში... ღრმად ამოისუნთქა თალები დახუჭა და საქმეს შეუდგა. ყველაფერი ისე გააკეთა როგორც პაკეტზე ეხატა... ცოტახანი დააცადა, დაშტერებული უყურებდა, ნელნ-ნელა იძბებოდა, ხელები უკანკალებდა, თვალებზე ცრემლი მოადგა, მუცელი დაეჭიმა, გულმა უფრო და უფრო სწრეაფად იწყო ძგერა, საბოლოოდ კი მაშინ გადმოვარდა მისი თვალიდან ცრემლი როცა თესტზე ორი წითელი ხაზი გამოისახა.....

ცრემლები მოსდიოდა, გაურკვევლობის, შიშის, და პროტესტის ცრემლები... არ იცოდა რა უნდა ექნა. კაცისგან იყო ფეხმძიმედ, რომელიც მხოლოდ ერთხელ ყავდა ყავდა ნანახი, ისიც ძალით!
გამოვარდა საპირფარეშოდან და ტელეფონი აიღო...
- ბეე, როგორ ხარ? ხმა საკმაოდ მოწყენილი ქონდა.
- კარგად ბები, ძალიან მომენატრე, შენ როგორ ხარ?
- არ ვიცი. რაღაც უნდა გითხრა! შენს მეტი მე არავინ მყავს ვინც ამ მომენტში გვერდით დამიდგება, მამაჩემს დანახვა არ უნდა ჩემი, არც ანას და გიორგის, დედაჩემი კი... ხმა აუკანკალდა დედის გახსენებაზე, მარტო მან იცოდა რას გრძნობდა, როგორ ენატრებოდა, რა ხდებოდა მის ბობოქარ გულში... - დედას უბრალოდ მამის ეშინია... დაასრულა წინადადება, ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა... - ბეე, ვიცი ორმ შენ ყოველთვის გვერდზე დამიდგები. თვალები დახუჭა ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს თითქოს წინ ედგა ბებია და სირცხვილით თვალს ვერ სწორებსო...
- ფეხმძიმედ ვარ. რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ბებიამ ხმა ამოიღო, უფროსწორად მხოლოდ ამოიხვნეშა..
- რას აპირებ მერე? შეეტყო რომ გაბრაზდა, ეწყინა, შესაძლოა ცოტათი გაუხარდა კიდეც...
- იმიტომ გირეკავ, არ ვიცი... რა ვქნა ბეე? ამოისლუკუნა და ტირილი დაიწყო, პირზე ხელი აიფარა და ცდილობდა შეეკავებინა თავი თუმცა ყველაზე ძალიან უნდოდა რომ მთელი ძალით ებღავლა, ეტირა, განთავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან, მაგრამ თავს იკავებდა.
- აბორტს... ცოტახანი გაჩერდა ქალბატონი, - არ გაიკეთებ რათქმაუნდა! ბავშვს არაფერი დაუშავებია. გაგიჭირდება, მაგრამ გააჩენ! მტკიცე იყო ბებია...
- კი მაგრამ, როგორ, რანაირად...
- მე შენს გვერდით ვარ, არავინ არის საჭირო იმისთვის რომ შენი ნაწილი მოავლინო ქვეყანას. ვისაც არ უნდა ნუ უნდა! ნუ ნახავს, ნუ მოგეხმარება! მოვა დრო და ყველა მოგიბოდიშებს ბები, მიხვდებიან რა ბრილიანტიც დაკარგეს...
- ძალიან მიყვარხარ ბეე! პირველად გაიღმა გულწრფელად, თუმცა თვალები ისევ დარდიანი ქონდა...
ტელეფონი გათიშა. მუცელზე ნაზად დაისვა ხელი, შემდეგ სარკესთან მივიდა, გვერდულად დადგა და გაიღმა.
- ნეტა გოგო ხარ თუ ბიჭი?

ორსულობის გაგების შემდგომ, მიხვდა რომ საერთო საცხოვრებელში ვერ იცხოვრებდა, სამსახური უნდა ეშოვნა უეჭველად, ნორმალური ბინა უნდა ექირავებინა პირობებით...
კარზე ჩამოკიდული ჟაკეტი აიღო, მოიცვა და ქვემოთ ჩავიდა... ცოტახანი პარკში სეირნობდა, ფიქრობდა მომავალზე, ბავშვზე საკუთარ თავზე, თმცა არც ერთხელ, არც ერთი წამის მეასედში თორნიკეზე არ უფიქრია... იქვე გაზეთის ჯიხური დაინახა, მივიდა და გაზეთი იყიდა სადაც ვაკანსიები იყო... მალევე დაბრუნდა სახლში, ოთახის მეგობარი მარიამი უკვე სახლში დახვდა, საწოლზე წამოწოლილიყო და თავის პატარა ლეპტოპიდან დედ-მამას ესაუბრებოდა...

მაგიდას მიუჯდა თიკა, ჩაი გაიმზადა და საქმეს შეუდგა... არაფერი ნორმალური, ოფისები, უმაღლესი განათლება, უცხოენები, გამოცდილებები... – „მოკლედ რაა, გამოუცდელ სტუდენტს არ აქვს შანსი სამსახური იშოვოს თუ რა უბედურებაა?“ ნერვებ მოშლილმა ჩაილაპარაკა, იფიქრა რომ მარიამი ვერ გაიგებდა..
- შენ რა, სამსახურს ეძებ? მშობლებლთან ლაპარაკის შემდეგ ლეპტოპი დახურა და თიკას მიუჯდა.
- ხო მარიამ, არის რაღაც რის გამოც აქ ვეღარ დავრჩები.
- და რა არის ასეთი? ეწყინა აშკარად.
- მარიამ, ფეხმძმედ ვარ..
- ვაიმეე, არარსებობს!! სიხარულით წამოხტა და თკას ჩაეხუტა.. - ეგრე რააა! მე კიდე მეგონა რომ მთელი ცხოვრება ქალიშვილი დარჩებოდი... გაიცინა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- მარიამ რა სასაცილოა ღმერთო... მობეზრებულად აატრიალა თვალები... სერიოზულად ცოტა...
- ხო კარგი რა იყო, გეგონება მეორედ მოსვლაა, ბავშვს გააჩენ რაა და ვსო, ეგარის...
- ეგრე ადვილად რომ იყოს...
- კაი რა, ესე ყველაფერზე თუ დაიგრუზე არ იქნება ადვილი...
- შენ მაინც გეყოს რა... ხო იცი რაც მოხდა, როგორ შეგიძლია ასე ლაპარაკი...
- ზუსტადაც რომ ვიცი, და რომ ვამბობ რომ ნაგავი და-ძმა გყავს იმიტომ შემიძლია ასე ლაპარაკი. კი ყველაფერი კოშმარული იყო, ტრაგედია, სისულელე, უაზრობა, მაგრამ ხო ხედავ, ღმერთმა ბავშვი მაინც გაჩუქა.
- ეს სხვა სიტუაციაა, საყვარელი ადამიანისგან რომ მყავდეს, კიდევ ხო... თავი ჩაღუნა და ხელს თავი დააყრდნო...
- აი ეგ არის შენი საყვარელი ადამიანი ამის მერე, ვინც მუცელში გყავს! გეყოს ახლა ამდენი ნერვიულობა და იფიქრე ბავშვზე!
- ვფიქრობ, ვფიქრობ... ახლა სამსახური მაქვს საშოვნელი, ბინა. მერე იქნება რამე...
- მომისმინე, მეგობარი მყავს, რესტორანში მუშაობს, სანამ მუცელი გაგეზრდება იქნებ იქ დაიწყო? დაველაპარაკები და არამგონია უარი მითხრას.
- მაწყობს კი, თოტე გაზეთში ყველას უმაღლესი განათლება და უცხო ენები უნდა...
- მაგათმა ხო შეჭამეს ტვინი რა, გეგონება თვითონ სამი დიპლომი უკვრიათ კედელზე. გაიცინა და ყავის მოსადუღებლად გაზქურასთან მივიდა...


კაზინოს ბნელ კუთხეში იჯდა, აპარატს აწკარუნებდა, ღილაკებს ურტყავდა, იგინებოდა, ალკოჰოლით და სიბინძურით იყო გაჟღენთილი მისი სხეული... ტვინი კი ათასი დანაშაულის ჩადენის სურვილით. ფიქრობდა ვისთვის რა მოეპარა რომ სათამაშო ფული ჰქონოდა... მობილური ამოიღო და საყვარელ დაიკოსთან დარეკა...
- ანა! ფული მჭირდება. გამოუცახდა
- კიდე? რამეს ხომ არ ინებებთ? ჩვეულ ირონიას არ კარგავდა ანა.
- კაი რა!
- კაი რა არ ვიცი მე! არა და მორჩა, ფულზე აღარ დამირეკო, შენს გამო არ ვიკლავ მე თავს მაღაზიაში მუშობით! მიახალა და გაუთიშაა..
ამის დედაც მოვტყ*ნ. დაიღრიალადა ტელეფონი აპარატზე დაახეთქა. წამოდგა და კაზინოდან გამოვარდა. ერთადერთი ადგილი იყო დარჩენილი, სადაც არ მისულა, საიდანაც არ წამოიღია ნივთები, რისი გაყიდვაც შესაძლებელი იყო! ეგულებოდა რაღაც ნივთები...
სახლთან ახლოს იყო, ფანჯრიდან მოჩანდა ქალბატონი, სამზარეულოში ფუსფუსებდა... ცოტახანში დაინახა რომ ჩაიცვა, ჩანთა აიღო და სახლიდან გამოვიდა... როდესაც ჭიშკარი გააღო დაგავიდა ეზოდან, ნელ-ნელა, ფეხაკრეფით, აქეთ იქით ყურებით კარებს მიუახლოვდა. ჯიბიდან თხელი მავთლი ამოიღო, პირები საკეტში შეურჭო, ცოტახანს იწვალა თმცა ბოლოს მაინც გადაატრიალა და კარი გააღო. შესვლამდე უკან მიიხედა, როცა დარწმუნდა რომ ახლომახლო არავინ იყო შევიდა... ბებიის ოთახში შევიდა, ტრილიაჟზე ზარდახშა დაინახა. მივარდა, სწრაფად მოქმედებდა...
ზარდახშაში უამრავი ბიჟუტერია იყო, თუმცა ერთი ყელსაბამი ეცნო, თიკას ყელსაბამი, ყოველთვის ყელზე ეკეთა, გაუკვირდა რომ იქ დახვდა, თან გაუხარდა, ოქრო იყო. სწრაფად აიღო და ჯიბეში ჩაიგდო, კარადასთან მივიდა წიგნები ელაგა, ძველი წიგნები ადმოყარა და ერთერთიდან ფული გადმოცვივდა, ხუთას ლარამდე... დაიხარა ასაღებად, როცა კარის ჭრაჭუნი მოისმა.
დაფეთებულმა წამოკრიფა თანხა, ჯიბეში ჩაიდო და უცებ გასწორდა წელში, წიგნებიკი ხელში შერჩა... გაოგნებული ქალი, ოთახში შემოვიდა და შვილიშვილის დანახვაზე ამოისუნთქა, კარი ღია რომ დარჩა შეეშინდა, არადა დარწმუნებული იყო რომ დაკეტა...
- ოჰ, გიორგი, გული გამისკდა, აქ რასაკეთებ?
- ბ ბე ბო... დაბნეული ბლუყუნებდა. არაფერს, რაღაც წიგნს ვეძებდი და გამახსენდა რომ შესაძლოა შენ გქონოდა. უცებ მოიფიქრა ტყუილი, რადგან წიგნები ეჭირა ხელში იფიქრა რომ უფრო დამაჯრებელი იქნებოდა...
- შენ და წიგნი? დარწმუნებული ხარ გიორგი? ნელა აათვალიერა ქალმა ვაჟი და ჯიბიდან ამოწეული ას ლარიანის დანახვაზე მიხვდა რაშიც იყო საქმე...
- ხო, წიგნიდა მე… გაეკრიჭა და იქაურობიდან გაცლას ცდილობდა...
ქალი გაშეშებული იდგა და მიადევნებდა თვალს, მის შვილისშვილს, თუმცა იყო კი ის შვილიშვილი? რატომღაც ეჭვი ეპარებოდა, შვილიშვილები ასე არ იქცევიან, შვილიშვილები ბებიებს არ წურდავენ...
- გიყურებ და ვვოცდები... ვერ ვიგებ როდის გახდი ასეთი ნაგავი!!! ქალი ტელეფონთან მივიდა, პოლიციაში დასარეკად... როცა გიორგიმ ნომერს მოკრა თვალი, გიჟივით მივარდა და ხელი კრა... ვერ გაიზრა უცებ, ვერ გააცნობიერა, ვერ მოზომა. გაშეშდა, თვალები გაუფართოვდა, ელდა ეცა, შიშიც შეერია, თვალზე ცრემლიც მოადგა, მაგრამ არაფერი იღონა.
ჯიბიდან თიკას ყელსაბამი ამოიღო და იატაკზე დააგდო, ოქროსფერმა ფერი იცვალა... წითლად შეიღება... გიორგი კი ლაჩრულად გაიქცა, როცა იატაკი სისხლისფრად შეიღება....
გარეთ გამოვარდა თუ არა, პოლიციაში დარეკა. მოსულებს კი სულ სხვა ჩვენება მისცა...
- ბატონო პოლკოვნიკო, ბებიასთან მოვედი, მოსანახულებლად, კარი ღია დამხვდა, ეგ არ გამკვირვებია, როცა სახლშია ძირითადად კარი ყოველთვის ღიაა.. დროდადრო ხელებს თვალებზე ისმევდა, „ცრემლის“ მოსაშორებლად. - შევედი, თავიდან მეუცნაურა სიჩუმე, მაგრამ ვიფიქრე სამზარეულოშია და იმიტომ თქო. მისაღებ ოთახში, წიგნების კარადიდან წიგნები რომ დამხვდა გადმოყრილი დავვეჭვდი, შემდეგ კი ის დავინახე რამაც გული საშინლად მომიკლა.... თავი დახარა და დამწუხრებულის სახე მიიკერა... ამასობაში ანა ტანია და მალხაზიც მოვიდნენ... ქვითნებდა ტანია, გულამოსკვნილი ტიროდა... დედას მიტიროდა, რომელიც ვერ დაიცვა...
პოლიციელი დაკითხვას აგრძელებდა. კიდევ ათასი უაზრობა იბოდიალა გიორგიმ, შემდეგ ყველა ოჯახის წევრი და მეზობელი დაკითხეს, საეჭვო არავის არაფერი დაუნახავს ან გაუგია... პოლიციამ თიკაზეც იკითხა... დანაშაულის აგილას ყელსაბამი იპოვეს, ექპერტიზაზე გადაგზავნისას, გიორგიმ აღნიშნა რომ ის თიკასი იყო, საკმაოდ ნერვიულობდა, ხელები უკანკალებდა და ენა ებმეოდა ლაპარაკისას, ეს ერთერთ პოლიციელს არ გამოპარვია თუმცა არ ჩაძებია, საყვარელი ადმაიანის დაკარგვას მიაწერა ყველაფერი...


- მარიამ, შენ მეგობარს ელაპარაკე?
- კი თიკკ, მოვიდესოო, ვნახავ რა შეუძლიაო და იმის მიხედვით მივიღებო, აბაზანიდან გამოსძახა მარიამმა...
თიკა ვახშამს ამზადებდა, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა...
კარის გაღებისას თიკა გაოცდა, ვერ მიხვდა რაში იყო საქმე, უცებ განვლილი დღეები გაუელვდა ტვინში, დაფიქრდა რაშეიძლებოდა ისეთი მომხდარიყო რომ მის წინ ორი პოლიციელი იდგა.
- გამარჯობათ, ოფიცერი ნოე ჟორჟოლიანი, ჩემი მეწყვილე თეა დარასელია... შეიძლება შემოვიდეთ? ახალგაზრდა იყო ნოე, დაახლოებით ოცდახუთ წლამდე... მისი მეწყვილე ალბათ ოცდათხუმეტ წლამდე... თიკა გვერდზე გადგა, მათ შემოსაშვებათ. მაგიდასთან დასხდნენ, თიკა უკვე ნერვიულობსგან ფეხს ათამაშებდა...
- უკაცრავად, თქვენი მოსვლის მიზეზი რას შეიძლება რომ მივაწერო? როგორც იქნა გაბედა და იკითხა...
- პირველ რიგში, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას... ამის თქმაზე გააჟრჟოლა, უცებ მისმა ტვინმა ვერ გადახარშა, ნოეს ნათქვამი. ხელები აუკანკალდა, მუცელში რაღაც ჩაწყდა, თითქოს ვიღაცამ მაგრად ჩაარტყაო.
- უკაცრავად?
- თქვენ რა არ იცით? გაუკვირდა თეას... თქვენი ბებია, სამწუხაროდ, ძარცვის დროს....
აღარაფერი ესმოდა, სუნთქვა გაუხშირდა, თვალებში დაუბნელდა, გული აეწვა... კივილი უნდოდა, უსუსურად იგრძნო თავი, კედელი რომელზეც დაყრდნობა შეეძლო აღარ ყავს, საყვარელი ბებია აღარ ყავს, იმედი აღარ აქვს... წამოდგომა სცადა თუმცა მუხლებში ძალა დაკარგა და მოწყვეტით დაეცა...

საავადმყოფოში გაახილა თვალი და მაშნვე ცრემლები წასკდა, აქვითინდა პატარა ბავშვივით... გაახსენდა ბებიასთან გატარებული ყოველი წამი, წუთი, საათი... ტიროდა და ვერ იჯერებდა რომ მისი იდეალი ქლაისა, აღარ იყო. ბოლო ლაპარაკი გაახსენდა და ინანა, რომ უფრო მეტი არ ილაპარაკეს. ინანა რომ, მას შემდეგ კიდევ არ დაურეკავს. ინანა, ყველაფერი ინანა... მას ასეთი რამ რომ არ მოსვლოდა ახლა ბებიასთან იქნებოდა, სახლში იქნებოდა, ყურადღებას მიაქცევდა, დაიცავდა. ახლა? ახლა ვერ შეძლო, ვერ დაიცვა. ტირისს...

პალარაში ისევ ნაცნობი სახე დაინახა. ნოე იყო იქვე ფანჯარასთან აყუდებული. სანამ ტირილს არ მორჩა მაქამდე არც უცდია ხმის ამოღება. მერე თიკამ დაინახა. შეცბა, გაუკვირდა. ცრემლები მოიწმინდა ხელის ზურგით და ისევ შეხედა თვალებში...
- გამარჯობათ. ხმაკანკალებულმა წამოიძახა.
- გაგიმარჯოს, გელოდებოდი როდის მოხვიდოდი გონზე.
- გასაგებია, ხმა ჩამწყდარმა უპასუხა.
- კიდევ ერთხელ ვიზიარებ მწუხარებას.ძალა უნდა მოიკრიბოთ და ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი უნდა გამცეთ..
- დიახ, ვეცდები...
- სად იყავით მომხდარის დროს, 16,50-ზე.
- ჩემს ოთახში, საერთო საცხოვრებელში...
- მოწმე გყავთ?
- დიახ ჩემი ოთახის მეზობელი მარიამი.
- გასაგებია. ინმესთან რაიმე ორობლემა ჰქონდა გარდაცვლილს?
ამის გაგონებაზე თვალები აემღვრა, თუმცა თავს ძალა დაატანა და პასუხი გასცა.
- არა, ბებია ძალაინ კეთილი თბილი და მზრუნველი იყო. არავინ ეზიზღებოდა, მტერიც კი, მაგრამ არავინ ყოლია მასეთი.
- ყელსაბამი ვიპოვეთ, სისხლში ამოთხვრილი, სავარაუდოდ თქვენი, თქვენმა ძმამ ასე თქვა... პიჯაკის ჯიბიდან ცელოფანში გახვეული ხელსაბამი ამოაძვრინა, ჩამოშალა და თიკას ანახა..- ნამდვილად თქვენია?
- დიახ. ჩემია... ბებიამ მაჩუქა... თავი ჩაღუნა და ნერვიულად დაიწყო თითებზე თამაში...
- ხომ ვერ მეტყვით თქვენს ნივთს რა უნდოდა ბებიათქვენის სახლში? სავარაოდოდ მძარცველმა თქვენს ყელსაბამსაც მიაგნო თუმცა ან გაუვარდა ან განგებ დატოვა...
- ერთი პერიოდი ბებიასთან ვიყვი, სახლიდან გამომაგდეს... გახსენებაზეც კი შეაჟრჟოლა. - სანამ სწავლა დამეწყებოდა და შევძლებდი საერთო საცხოვრებრლში მისვლას იქ ვიყავი, ალბათ მაშინ დამრჩა… ნაწყვეტ ნაწყვეტ ლაპარაკობდა და ხანდახან თვალს შეავლებდა ხოლმე ნოეს...
პალატაში ექთანი შემოვიდა :
- უკაცრავად, პაციანტისთვის ერვიულობა არ შეიძლება, ფეხმძმედ არის, იქნებ მალე დამთავროთ. გაიღმა, თიკა შეამოწმა და პალატა დატოვა.
ერთახანს გაშეშდა ნოე, თიკას აკვირდებოდა, სახის ყველა ნაკვთი დაუთვალიერა, შემდეგ ძალაუნებურად ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოითანა მზერა, ყელი, ლავიწი, მკერდი, მუელთან შეაჩერა თვალის ფოკუსი, გაიღმა. თიკას დაემშვიდობა და იქაურობას გაეცალა.
ცოტა ეუცნაურა ნოეს ასეთი რეაქცია თუმცა ახლა სხვა სადარდებელი ჰქონდა... ტელეფონი აიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა...
- პოლიცია რომ არ მოსულიყო და არ ეთქვათ, არ ვიყავი ღირსი რომ ბებიის გარდაცვალება მაინც გემცნოთ?
- მომისმინე. ზედმეტად წყნარი და სევდიანი ხმა ჰქოდა დედას. - ვერ დავრეკე, ნომერი შეგიცვლია, ახალი კიდევ არ ვიცი...
- რომ გდომოდათ დამიკავშირდებოდით, ეგ მიზეზი არარის დედა... კიდევ რაღაც უნდა ეთქვა თუმცა გაიგონა როგორ დაიყვირა მამამისმა, ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან ტანიას და გათშა... სიმწრისგან ცრემლები ჩამოუგორდა ბაგეებზე, ტვინში აასხა სიბრაზემ, ადუღდა, აფეთქდა...
აღარ უნდოდა საავადმყოფოში გაჩერება, არც ერთი წამი, ადგა, მოიხსნა წვეთოვანი, იქვე მიაგდო და პალატიდან გმაოვარდა... წინ არც იყურებოდა, ისე გამორბოდა, კიბეებთან მოსული მარცხნივ შეუხვია და ვიღაცას მწარედ შეასკდა... თავბრუ დაეხვა, დაეცა, თუმცა რბილად, ძირს არა. სავარაუდოდ ვიღაცამ დაიჭირა.
- სად მირბოდი? ნაცნობი ხმა გაისმა... ნოე იყო...
- მე, მე აღარ შემიძლია აქ ყოფნა, სახლში მინდა... გთხოვთ. სასოწარკვეთლი უყურებდა ნოეს და თვალებით თხოდა რომ იქაურობიდან მოეშორებინა...
იმ წამს კარგად არ დაუნახავს, მაგრამ როცა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ნოე პოლიციის მანქანის მაგივრად, საკუთარი მანქანით იყო, შემდეგღა აათვალიერა, უფორმოდ იყო.
- უკაცრავად, უზდელობაში თ არ ჩამითვლით.. აქ საქმე ხომ არ გქონდათ? ფორმა რომ არ გაცვიათ, იქნებ შეგაყოვნეთ, თუ ასეა მე წავალ... მშვიდი ხმით ესაუბრებოდა, ნოე კი უყურებდა და უბრალოდ იღიმოდა.
- შენს სანახავად მოვვედი... თიკას გაეღმა, ორივე მაქნააში ჩასხდნენ და უნივერსიტეტის ეზოში მდგარ საერთო საცხოვრებლისკენ წავიდნენ...
დანაშაულის ადგილზე, რამოდენიმე კრიმინალურის ეკიპაჟი იყო, იქაურობას კარგად ათვალიერებდნენ, უკვე მეორე დღეა რაც იქარიან მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს წააწყდნენ, გარდა თიკას ყელსაბამისა... სახლში მხოლოდ თიკას და ბებიის ანაბეჭდები იყო. სავარცხელზე შერჩენილი თმის ღერებიც კი გამოიკვლიეს, დეენემის პასუხით, თიკასი იყო... ნოეს მეწყვილე ადგილზე გახლდათ, ნოეს დაურეკა და მოახსენა ყველაფერი, თმცა ნოეს თქმით თიკა არაფერ შუაში იყო, ანაბეჭდები და თმის ღერი მასთან ცხოვრებით ახსნა, დანარჩენი არც არაფერი იყო საეჭვო...

მეზობელი სახლის ფანჯრიდან ბავშვი იყურებოდა, რაღაცის თქმას ცდილობდა თუმცა ვერ ამბობდა. ერთადერთი რაც შეეძლო ხატვა იყო, მკვლელობის დღის მერე კი მხოლოდ ერთ რამეს ხატავდა, კარებთან მდგომ გიორგის, მან იცოდა, ყველაფერი იცოდა, დაინახა გიორგი იმ დღეს, მაგრამ ვერაფერს ამბობდა...
- მოვედით, აი აქ გააჩერე... მიუთითა თიკამ და მორცხვად გაუღიმა...
ნოემ მაქანა შეაჩერა... 5 სართულიანი შენობა იყო, ეტყობოდა რომ ძველი ნაშენები. დროდადრო წვიმისგან დანესტიანებული კელდები ქონდა, ალაგალაგ ჩაშავებული, ერთ დროს სპილოსძვლისფერი საღებავიც აქა-იქ იყო შემორჩენილი... ძველი ხის ყავისფერი ფანჯრები ალაგალაგ იწონებდნენ თავს... თიკას ოთახის ფანჯარა ღია იყო, ქარს ფარდა გარეთ გადმოუგდია და უმოწყალოდ აფრიალებდა.
- აი ის არის ჩემი ოთახი, ხედავ? დაანახა თიკამ ნოეს და დასამშვიდობებლას ხელი გაუწოდა. - მადლობა ბატონო ნოე მოყვანისთვის და ზოგადა ყურადღებისთვის, რაიმე ახალს თუ გაარკვევთ ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ... მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში.
- არაფრის, რათქმაუნდა გაგაგებინებთ... ცოტახანს შეყოვნდა ნოე, ძალა მოიკრივა და ძლივს გასაგებად თქვა : - ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თქვენ ხართ...
თიკა გაოგნდა, ფერი ეცვალა, ხელები აუკანკალდა, პულსმა ორმაგად უწყო ფეთქვა.
- რა??? კი მაგრამ... მე, ეს ხომ სისიულელეა, ბებიას მე არასოდეს მივაყენებდი ზიანს... წამოიტირა და სახე ხელებში ჩარგო, სისუსტე იგრძნო ფეხებში და რომ არ წაქცეულიყო მანქანას მიეყრდო... ნოემ ხელი შეაშველა.
- მესმის, თქვენ ტკივილსაც ვიზიარებ, მაგრამ ეს ჩემი საქმეა, აუცილებლად გამოვიძიებ და ვიპოვი მკვლელს. თქვენ არ ინერვიულოთ, თქვენს მდგომარეობაში ეს ნაკლებად სასურველია...
ახლაღა მოაგონდა თიკას მუცელში მყოფი პაწაწინა არსება რომელიც მისი ნაწილი იყო, მუცელზე ხელი მიიდო და ეცადა დამშვიდებულიყო.
-ჩემი ადგილ სამყოფელი იცით, არსად წასვლას არ ვაპირებ, თქვენთან ვითანამშრომლებ და ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ.
ამ სიტყვებმა ნოეში ნდომის ნაპერწკალი გააღვიძა, არ იცოდა რატომ მაგრამ ასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ თიკას ეს არ ჩაუდენია...
- ახლა უნდა წავიდე, ისევ დაგიკავშირდებით... თიკა სადარბაზომდე მიაცილა, თვითნ კი მანქანაში დაბრუნდა, საჭესთან მოკლათდა... ტელეფონი ამოიღო და კონტაქტიდან ძმის ნომერი მოძებნა...
- ალო, სად ხარ?
- ოფისში სად უნდა ვიყო, ხომ იცი თავზე საყრელად მაქვს საქმე... შენ რას შვები?
- ახალი საქმეა, შუახნის ქალი მოკლეს თავისივე სახლში... მოკლედ დიდი ამბავია რა, ახლა მისი შვილიშვილი მოვიყვანე სახლში და ისევ ვბრუნდები პოლიციაში.
- საღამოს სადმე დავსხდეთ და მომიყევი...
- ხო, მაგიტომ დაგირეკე, როგორც კი განვთავისუფლდები დაგირეკავ თორნიკე.
- გელოდები... ტელეფონი გათშა, ღრმად ამოისუნთქა და მანქანა დაქოქა....


დაკრძალვის დღე იყო... ქალბატონი ტანია შავებში გამოწყობილი აქეთ-იქით დადიოდა, ხელებშ იფშვნეტდა, ტელეფონს უყურებდა, დარეკვა უნდოდა თიკასთან, იცოდა როგორი მნიშვნელოვანი იქნებოდა თიკასთვის ეს დღე... ყოყმანობდა, მაგრამ უფრო ეშინოდა, მალხაზი ისედაც არ აკლებდა ჩხუბს და ფიზიკურ ძალადობას, თიკას იქ დანახვით კი იცოდა რომ უარესი დაემართებოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დარეკვა, ტელეფონი ხელში აიღო...
- არც გაბედო. ზურგსუკნიდან ბოხი ხმა მოესმა და მოულოდნელობისგან შეხტა, ფერი ეცვალა. - არც კი გაიფიქრო, იმ კახპასთან დარეკვა... უფრო ხმამაღლა დაიგმინა მალხაზმა...
- ის შენი შვილია! შენი გოგო! ეყო რაც გადაიტან, ეყო! ამას ვერ გავუკეთებ, ასე ვერ მოვექცევი გასაგებია? გამწარებული მოთქვავდა ტატიანა...
- მე ორი შვილი მყავს! გეყოს ახლა ქვითინი და მოემზადე, 2ზე გასვენებაა... სიმშვიდეს ინარჩნებდა მალხაზი...
- შენ სულ გადაირიე, სულ გამოშტერში ხო? საერთოდ არ ფიქრობ მასზე, რამე რომ ავნოს საკუთარ თავს მერე ხომ მოირტყავ თავში ხელებს... განადგურებული ლაპარაკობდა ტატიანა.
- ის რომ დაბოზაობდა მაშნ რატომ არ ფიქრობდა ჩვენზე, ოჯახზე? ან რატომ არ იფიქრაა შედეგებზე, ეგონა ვერ გავიგებდით? ეგონა რომ გაუვიდოდა ეს სიბინძურე? მე არ მჭირდება სახლში ისეთი ვინც სახელს გვირცხვენს, თუნდაც ეს ჩემი ქალიშვილი იყოს! კონტროლი დაეკარგა უკვე მალხაზს და ხმასაც აუწია... - დამთავრდეს ახლა ამ თემაზე ლაპარაკი, ნორმალურად ჩავასვენოთ ეს ქალი და მალე მოვითავოთ საქმე, ისედაც ეს პოლიციაც მოსვენებას არ გვაძლევს, შენღა მაკლდი ეხლა აქ გამოსვლებით, დააგდე ეგ ტელეფონი და გადი დროზე მისაღებში სტუმრები არიან... დაუღრიალა წყობიდან გამოსულმა... ტატიანას არაფერი უთქვამს, ტიროდა, ან რა ქონდა სათქმელი, შუაში იყო მოქცეული. გული წიწკნიდა. მისაღებში გავიდა სტუმრებთან... მისავათებული მოძრაობდა, ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს, გიორგი შავ მაისურში და ტყავის კურტკაში იყო გამოწყობილი, სადარბაზოში სხვა მამაკაცებთან ერთად სიგარეტს აბოდებდა და ყალბი დამწუხრებული სახე ქონდა აწეპებული... ანას მუხლამდე მოტკეცილი კაბა ეცვა, ჭირისუფლის ადგილს იკავებდა მაგრამ ტელეფონიდან თავი არ აუწევია, სტუმრებს "ლაითი" ღიმილით იგერიებდა და დაზეპირებულ ტექსტს უმეორებდა ყველას, მისამძიმრების დროს... ეს ყველაფერი ისეთი ყალბი იყო, ისეთი უბრალო და ცივი, უცხოსაც არ გამოეპარებოდა თვალიდან, ასეც იყო, ყველა ალმაცერად უყურებდა მას და თავის გაქნევით ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მეზობლები და ნათესავები...
ერთადერთი ვინც ამ ყველაფერს გულით განიცდიდა, ტატიანა და თიკა იყო, ტატიანა იქ, ხოლო თიკა შორს, ძალიან შორს...

ცა ჩამოწოლილიყო, საშინლად წვიმდა, სასაფლაოზე ატალახებულიყო გზები, ისედაც სიცივით მოცული არემარე, გრილ წვიმას უფრო გაეცივებინა... თქეში არ წყდებოდა, ხალხი ირეოდა, ზოგი ტიროდა, ზოგი თავის ქნევით ქოთქოთებდა...
- ღმერთო ჩემო, ფეხსაცმელი სულ გამიტალახიანდა, ჯანდაბა. რაღა მაინცდამაინც დღეს გაწვიმდა, ვერ ვიტან აქაურობას... წუწუნებდა ანა და ცდილობდა დიდი ნაბიჯებით აეცილებინა გუბეები...
ტატიანა განადგურებული სავსავით, მისავათებული, დაღლილი, განადგურებული და გამწარებული იდგა, მამაკაცები წაიწივნენ წინ, 2 მესაფლავე იდგა ორმოსთან ლაფატკებით ხელში, ჭუჭყიანი ბოტებით და ტანსაცმლით.
ნელ-ნელა ჩაასვენეს ქალბატონი ნანული... მძიმედ დაიხარა მალხაზი, მიწა მიაყარა და საბოლოოდ დაემშვიდობა სიდედრს... წამოდგა და არემარე მოათვალიერა... დამთავრდა ყველაფერი, ყველა გამომეშვიდობა მიცვალებულს, გარდა ერთისა...

ძველებურ მაგიდასთან იჯდა თიკა, რვეულში საგამოცდო საკითხების კითხვებს იწერდა და ცდილობდა პასუხები მიეწერა... წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ დღეს მისი საყვარელი ბებიის გასვენება იყო... მაგიდაზე ჭრელი გადასაფარებელი ეფარა, შუაში ლარნაკი იდგა ნახევრად დამჭკნარი ვარდებით, რომელიც მარიამს მიართვეს... მარცხენა კედელთან თიკას საწოლი იდგა ხოლო მარჯვნივ მარიამის... ნაცრისფერ კედლებზე ალაგალაგ ნახატები ეკიდა, პოსტერები და ამობეჭდილი სურათებიც... თავჩაქინდრული მეცადინეობდა თიკა თUმცა მისი ფიქრები სხვაგან იყო.. ქაოსი მიმდინარეობდა მის ტვინში... ბებია, ანა და გიორგი, მათი გაკეთებული სიბოროტე რომელმაც ყველა დააზარალა, ნოე... ყველაფერზე ეფიქრებოდა, არ იცოდა რა ექნა... ტელეფონის აუტანელმა წკრიალმა გამოაფხიზლა ფიქრებიდან თიკა... იმ დონმედე იყო დაბნეული არც მიუქცევია ნომრისთვის ყურადღება ისე უპასუხა...
- გისმენთ! კალამს ათამაშებდა ხელში და რვეულის კუთხეში გაურკვეველ ფორმებს ჯღაპნიდა.
- თიკა, დედიკო... თბილი, ნაზი და ტკივილით სავსე ხმა გაისმა, კალამი გააგდო ხელიდან და ღრმად ამოისუნთქა თიკამ, ახლა მიხვდა როგორ მონატრებია დედის ხმა, მისი სუნი, სითბო... თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა. უცებ გაახსენდა მათი ხელის კვრა, ის საზიზღარი და შემაძრწუნებელი სიტყვები, მალევე იწმენდს თვალებიდან ცრემლს ხელის ზურგით და ხმას ისერიოზულებს,
- გისმენ... დედამ იგრძნო ის სიცივე, გულ დაწყვეტა.
- მაპატიებ ოდესმე? ხმა გატყდომოდა ქალს.
- არ ვიცი! მტკიცე იყო თიკა, იმ წამს, მაგრამ მის გარდა არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში...
- დღეს ბებია დავასაფლავეთ. ხმადაბლა დაიხავლა ყურმილში... ძლივს გასაგონად...
- რაა? უცებ წამოხტა თიკა, სკამი უკან გადაყირავდა და ხმაურიანად დაენარცხა მოპირკეთებულ იატაკზე... ხელები მაგრად ჩასჭიდა მაგიდაზე გადაფარებულ ჭრელ ნაჭერს, სიმწრისგან თვალები დახუჭა და კბილები ერთმანეთს ისე დაჭირა, ცოტაც და ჩაუტყდებოდა... - ამის უფლება არ გქონდათ, სასოწარკვეთილმა იხავლა. - არ გქონდათ ჩემთვის მასთან დამშვიდობების უფლება წაგერთმიათ, არ გეყოთ ის რაც მიქენით? ყველაფერი თქვენი ბრალია, გიორგის, ანის, მამის, შენიც დედა, ააა ან ტატიანა! იქნებ დედის დაძახებაც კი გზარავს, არაფერი გამიკვირდება... ვერ დამიცავი, მაშინ როცა არ იცოდი რა მოხდა, რისთვის მოხდა, ესე უბრალოდ მომაწეპეთ ს იარლიყი, უთქველად, აუხსნელად გამომაგდეთ სახლიდან, ბებია მომიკალით და მასთან დამშვიდობებაც არ მაცადეთ... ყვიროდა თიკა და თან ცრემლებს ღაპა-ღუპით ყრიდა, ისედაც ავეჯით გადატენილ ოთახში ბოლთის ცემით დადიოდა...
ტატიანა უსმენდა, უსმენდა იმიტომ რომ სათქმელი არაფერი იყო, მართალს ამბობდა თიკა, ვერ დაიცვა. ვერ დაუდგა გვერდში როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა მის შვილს. ვერ დაეხმარა...
- რატო დუმხარ? იქნებ ახლაც გამამტყუნო, იცი რაა? საერთოდ არ მჭირდებით, მეზიზღებით! ამის უფლება მაინც მაქვს, რომ მძულდეთ... მოყოლას აზრიც არაქვს, მაინც არ დამიჯერებთ, ამიტომ მირევნია ისე იყოს როგორც თქვენ ამბობთ და ჩემგან შორს იყოთ, ვიდრე რამის ახსნა დავიწყო და ისევ მე გამომიყვანოთ მეძავად. მშვიდობით დედა!
ეს ბოლო წვეთი იყო ფიალაში რომელიც ბოლომდე ცდილობდა გადმოსვლა შეეკავებინა, მაგრამ ამ წვეთმა მოახდინა, ვულკანი, ცუნამი, თქეში, ყველა ის უბედურება რაც შეიძლება რომ მოხდეს, ახლა მეთვითონ გივიწყებთ და ვამბობ რომ ოჯახი არ მყავს... ხო, ეს ისე, თუ დაგაინტერესებს, მალე შვილი მეყოლება...
უთქმელად გაუთიშა ტელეფონი, ძირს დაახეთქა, ნაწილებად დაიშალა მობილური, მაგრამ მაგას არავინ ჩიოდა, უმოწყალოდ დაეხეთქა საწოლზე პირქვე, მალიშს მაგრად ჩასჭიდა ხლები და მოთქვამდა... გონებაში გაიხსენა ბებია, თვალწინ უტრიალებდა ყოველი მასთან გატარებული წამი, წუთი, საათი... ტკივილამდე ენატრებოდა... როგორ უნდოდა ახლა აეღო ის დაწყევლილი ტელეფონი, დაერეკა და ელაპარაკა მასთან, ამოენთხია გულის ტკივილი, რჩევა მოესმინა, ან უბრალოდ მისი ხმა გაეგო... გული ტკიოდა, ყველაფერი კიოდა...
მარიამი შემოვიდა ოთახში, სანახაობით გაოგნებული მივარდა თიკას...
- თიკკ, რაგჭირს თიკუ, კარგი რაა, ნუ ტირი ასე, ბავშვზე იფიქრე... ეჯაჯგურებოდა თიკას რომ დაეწყნარებინა მაგრამ უშედეგოდ, ცოტაც და პანიკური შეტევა დაემართებოდა... ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან სასწრაფოს დაურეკა და სანამ სასწრაფო მოვიდოდა აბზანიდან სველი, ცივი ტილო გამოიტანა... თიკა ზურგზე გადმოატრიალა, როგორც იქნა, სახეზე სველი ტილოს წასმა დაუწყო, თან ელაპარაკებოდა, დაწყნარებისკენ მოუწოდებდა, ეუბნებოდა რომ ეს ყველაფერი მას და ბავშვს ავნებდა, რომ არ ღიდა თავის ასე გამეტება.... მაგრამ...
სასწრაფოს სირენის ხმამ გაყრუა იქაურობა, მალვე ამოვიდა ორი ექთანი, მწვანე ფორმებში გამოწყობილი, ერთს დოსიე ეკავა ხელში, ხოლო მეორეს სამედიცინო ყუთი...
მარიამმა აუხსნა ექთნებს მისი მდგომარეობა, თიკა ისევ პანიკაში იყო, უკვე ვეღარც ტიროდა, უბრალოდ იჯდა და ქანაობდა, წინ და უკან, ხელებს მუხლებზე ირტყავდა და გაიძახდა : - რატომ?... რატომ...
მისი მდგომარეობის შესახებაც უთხრა მარიმ, ორსულად რომ იყო, ამიტომ ისეთი დამამაშვიდებელი გაუკეთეს რომელიც არავნებდა ბავშვს, თუმცა ამდენი სტრესის და ნერვიულობის ფონზე ექთნებმა მაინც გადაყვანა შესთავაზეს, რადგან ეხოსკოპია გადაერო მას, ბავშვის კარგად ყონის დამადასტურებლად... თავიდან უარზე იყო, მაგრამ როგორც კი ჩაწვდა მისი ტვინი და აღქმა დაიწყო რაც შეიძლებოდა მოსვლოდა მის პატარას, მაშინვე დათანმდა... სასწრაფო მანქანის გამაყრუებელი სირენის ხმა ისმოდა... თიკა საავადმყოფოში მიყავდათ...


-------
- ალო თოკო, მე გამოვედი სამსახურიდან, სად ხარ? რომელ ბარში მოვიდე...
- ხო, გამოვედი მეც, მოკლედ შემ*ეს რაა, რამდენი საჩალიჩო მქონდა, ძლივს მოვრჩი, ბლიად.. მარჯანიშვილზე გამოდი და გნახავ რა მანდ სადმე...
- კაი ხო, მიდი და დაგირეკავ იქ რომ მივალ...
----------
- ბიჭო მოვედი უკვე. მეტროს წინ ვარ, სად ხარ ტოო... მობეზრებულად ჩაილაპარაკა...
- შემოიხედე ბლიად უკან!!! ტელეფონი გათიშა და უმცროს ძმას ხელი დაუქნია...

- 10 წუთია აქ ვდგავარ, რით ვერ მოაღწიე... მხარზე ხელი დაკრა ნოემ და გვერდულად მიეჯახა...
- მოკლედ როდის გაიზრდები რაა.. მთელი 25წელია ვცდილობ გაგზარდო, ნუთუ არ შეიძლება რო ტვინი მოგემატოს? სულ ცოტათი მაინც... მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით დაანახა ის მცირედი, რამდენადაც უნდოდა რომ მომატებოდა...
ნოემ ვითომ გაიცინა ირონიულად.
- ხო ტვინი რომ არ მაქვს იმიტომ ვარ პოლიციაში მთავარი გამომძიებელი... თვალი ჩაურკრა და ხელი დასცხო... - წავედით წავედით გაშრა ყელი...
დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ, იქვე მდგარ, ბარში შვიდნენ...
ბარი ნახევრად ჩაბნელებული იყო, ბართან მიმდგარი მაღალი სკამებით, დარბაზში კი ხის მაგიდა-სკამით გაწყობილი... მხოლოდ ბარის მაგიდა ანათებდა წვრილი გრძელი მანათობლებით... მაღალ სკამებზე დასხდნენ ძმები... ორივემ ორმაგი ვისკი შეუკვეთეს...
- აბა დაიწყე! წამოიწყო თორნიკემ საუბარი...
- ჰოო, ცოტა რთული იქნება ჩემო ძმაო... ჯერ ბოლომდე მეთვითონაც ვერ გამიგია რა ხდება... ქალი იპოვეს მკვდარი. არავის არაფერი დაუნახავს, სახლში ანაბეჭდები მოლოდ ორი ადამიანისაა. თვითონ იმ ქალის და მაგის შვილიშვილის...
- მერედა იქნებ იმ შვილიშვილმა გატრუპა, რას გაიგებ... თავისი ვერსია დაახეთქა თოკომ.
- არა ბიჭო, რაღაცნაირი გოგოა, სახლიდან არის გამოგდებული, მიზეზი არ ვიცი ჯერ... მაგრამ გავარკვევ...
- რა იყო შე ჩემა ხოარ დაგევასა... ჩაიცინა და მწარე სითხე ყელში გადაუშვა...
- მდააჰ... არა, მაგრა რაღაცნაირია. ამოუცნობია რა,ისეთი თვალები აქ, შეშინებული 2 წლის ბავშვი გეგონება, რომ გინდა დაიცვა, მაგრად მოხვიო მკლავები და არსად არ გაუშვა აი ისეთი გოგოა...
- ეე ეე... ძაან ხოარ გაბერე შენ. რა შექსპირის პიესა დამიწერე აქ წამებში... რო კითხო არ ევასება... გაიცინა თოკომ და ბარმენს შეკვეთა გაამეორებინა...
- ესე ადვილი არარის... არ მგონია რომ ძარცვისას შემოაკვდა ვინმეს. სახლში ყველაფერი არ არის გადაქექილი. ვიღაც ნაცნობი უნდა იყოს, გამიზნულად მოქმედებდა, მხოლოდ ქალბატონის ოთახი და მისაღები ოთახის წიგნების კარადაა გადმოყრილი... დანარჩენი ოთახები ხელშეუხებელია...
- ხოო, რთული სიტუაცია ყოფილა, ხელჩასაჭიდი არაფერიგაქვთ? დაინტერედა თორნიკე
- არა ჯერ. ეს გოგო მაგრად მეცოდება რაა! მაგარი ახვარი ოჯახი ყავს...
- ვინაა რა ქვია. ჩაეძია უფროსი ძმა...
- თიკა თოიძე, და და ძმა ყავს კიდევ ისინი ტყუპები არიან...
თორნიკეს სახე ეცვალა. ეცნო სახელი და გვარი... უცებ წარმოუდგა თიკასთან გატარებული დღე, მისი ცრემლები, მისი გამოუცდელი და დაჭიმული სხეული... ყველაფერი გაახსენდა...
- გასაგებია... ანუ სახლიდან გმაოაგდეს? არ იცი მიზეზი? რამოუვიდა? ნერვიულობა შეეტყო ხმაში...
ნოე დაეჭვდა, რის გმაომძიებელი იყო თუ ადამიანის სხულის ენას ვერ გამოტეხდა და ვერ იგრძნობდა რაიმე საეჭვოს ქცევიდან, მაგრამ არ გაამახვილა ყურადღება...
- არ ვიცი, მიზეზი არ უთქვამს, მაგრამ ვიცი რომ ფეხმძიმედ არის.. 2 დღის მანძილზე რაც მასთან ერთად ვიყავი საავადმყოფოში და სახლში ვინმე მამაკაცი არ გმაოჩენილა, სავარაუდოდ, ისე დაურსულდა რომ არ არის გათხოვილი, ალბათ მიზეზიც ესარის... სოფელია მაინც, იქ ვერ გაიგებენ ეგეთ რამეს...
მთელი კუნთების დაჭიმვა იგრძნო თოკომ, გული აუჩქარდა, შუბლი დაეცვარა... ხელი აუკანკალდა როცა ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოვალა და კიდევ მოითხოვა, ისიც მიაყოლა, კიდევ ერთი...
- ბიჭო, რა აიშვი შენ, რა მოგივიდა, იცნობ თიკას? უმცროსი ჟორჟოლიანი კარგად დააკვირდა მის მიმიკას, ქცევას, აკანკალებულ ხელს...
- მე, არა... ცოტახანს შეყოვნდა, თმაში ხელი შეიცურა და უკან გადაიწია... არა, არა... საიდან უნდა ვიცნობდე, მერავიცი ვინარი თიკა... ძალით გაუღიმა, თუ ამას გაღიმებისა ეტყობოდა რამე...
- ხო რავიცი, ისე შეიცვალე უცებ... რავიცი... თუ რამე იცი მითხარი... ბოლოჯერ გაიბრძოლა ნოე...
- არა არაა. ხომ გითხარი...
შეეშვა, აღარაფერი უთქვამს ნოეს, ნელ-ნელა წრუპავდა ვისკის და ბარში მყოფ ხალხს ათვალიერებდა... თოკო კი მიყოლებით სვავდა ვისკის... ხმამაღლა სუნთქავდა და დროდადრო მაჯის საათს უყურებდა...
- გეჩქარება? ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა ნოეს თავისი ძმის საქციელების ყურება დაუგმინა
- ხო, წავიდეთ რაა! საქმე მაქვს. გადაჭრით უთხრა ნოეს...
- რა საქმე ბიჭო, ფეხზე ვერ დგახარ, საქამზე მაქამდე უნდა გეფიქრა სანამ ათ ჭიქა ვისკის დალევდი..
- ოო ნუ ატ*აკებ რაა, ხო იცი ეს ჩემთვის არაფერიაა...
- არა თქო, აქედან მხოლოდ სახლში წავალთ...
- ეე, მიდი რაა! მოწყვეტით წამოდგა თოკო, თავიდან შებარბაცდა მაგრამ თავის გაკონტროლება შეძლოდა გასასვლელისკენ დაირა. ნოე უკნიდან შეძახილებით მოყვებოდა. "გაჩერდი ბიჭო"... " მთვრალი ხარ, სად მიდიხარ" " ასე საჭესთან არ დაჯდე"... მაგრამ თოკოს არც ერთი გაუგია.. ყურებში მხოლოდ ერთი წინადადება ჩაესმოდა. - " ფეხმძიმედ არის"...
მანქანაში ჩაჯდა, ისე დაქოქა და მოწყდა იქაურობიდან, ნოემ დაწევაც კი ვერ მოასწრო...

მიქროდა, ალბათ 180 ით 200ი... არ იცოდა სად. მიდიოდა და თან თვალებიდან ცრემლები სდიოდა. " ფეხმძიმედ არის" " ფეხმძიმედ არის" გონებაში უმეორდებოდა სიტყვები...
- ეს რა გავაკეთე?! ეს რაა ჩავიდინე. ბოლო დონის ვარ!!! თავისთავს უყვიროდა და დროდადრო ხელის ზურგით ცრემლებს იწმენდდა...
- უნდა გავარკვიო, ყველაფერი უნდა გავარკვიო...
გაზს მიადგა ფეხი... სისწრაფე... ჩაბნელებული გზა... ცრემლიანი თვალები და განადგურებული თორნიკე....
მანქანა კაზინოსთან გააჩერა. გადმოვიდა და შიგნით შევარდა. იქაურობა ისევ ჩაბნელებული იყო, ალაგალაგ ჩადგმული აპარატებიდან გამოდიოდა სინათლე... მეორე სართულზე ავიდა და იოანეს კარები შეგლიჯა.
- შე ა*ვარო, იცოდი ხო? ეს რატომ გააკეთე? სხვა ვერავინ ნახე? რატომ ის? რა გინდოდა?
მივარდა იონეს და საყელოში წვდა, კედელზე გვარიანად მიახეთქა.
- რეებს ბოდავ, რამე ხოარ გეშლება?
- იცი რასაც ვბოდავ, ეს არ უნდა გაგეკეთებინა, ის არ უნდა ყოფილიყო! დამთავრდა, ჩვენს შორის ყველანაირი შეთანხმება გაუქმდება, არანაირი ბიზნეს პარტნიორობა, დაივიწყე შე ბებრო არამზადავ! უღრიალა და კარები გამოიკეტა. გამწარებული გამოვარდა გარეთ, იფურთხებოდა იკურთხებოდა, საბურავს ფეხი მიარტყა. გამაყრუებელი სიგნალიზაცია ჩაირთო, მწარედ შეიგინა და გამორთო... სიგარეტი ამოიღო პაჩკიდან და იქვე მანქანასთან ახლოს მოწევა დაიწყო... ყველაფერი არეული ქონდა თავში... ნოეს დამოკიდებულება თიკასადმი, თიკას მდგომარეობა... იცის იცოდა რომ თიკას ვერ დაუახლოვდებოდა... როორც კი ბოლო ნაფაზი ამორტყა და ბიჩოკი შორს მოისროლა, მანქანაში დაბრუნდა, ტელეფონი ამოიღო და ნოეს გადაურეკა .
- ნოე, საღამოზე უნდა შევხვდეთ...
- რა ხდება? რაღაც მაქვს შენთვის მოსაყოლი..
- კაი ახლა არ მცალია საღამოსკენ დაგირეკავ.
- კაი, კაი... ტელეფონი გათიშა და ოფისში წავიდა...

--------------------
- გამარჯობა, როგორ ხარ?
- გამარჯობა ნოე, კარგად, თქვენ? კალამს ათამაშებდა ხელში და როგორც ყოველთვის რვეულის კუთხში გაურკვეველ ფიხურებს ჯღაპნიდა...
- კარგად მეც, დღეს გცალია? რაღაც საქმე მაქვს და დადგენა მინდოდა..
- კი, მობრთანდით ან თუ გნებავთ სადმე შევხვდეთ.
- კარგი ჯობს შევხვდეთ... მოგაკითხავ 10 წუთში და წავიდეთ.
- გელოდებით... ტელეფონი გათიშა და თიკასკენ წავიდა...

სურდა რომ გაერკვია ყველაფერი, თორნიკეს რეაქცია არ მოეწონა როდესაც თიკას სახელი ახსენა. დაიძაბა, ანერვიულდა... ახლა აინტერესებდა თიკას რეაქცია თორნიკეს ხსენებაზე... აუცილებლად უნდა გაეგო ყველაფერი...


თიკასთან მისულმა დაურეკა და ჩამოსვლა თხოვა. იქვე ახლომახლო კაფეში შევიდნენ და მაგიდა დაიკავეს...
- რას მიირთმევ? შესთავაზა ნოემ.
- ჩაი თუ შეიძლება.
- რათქმაუნდა ოღონდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მოდი თქვენობითი აღარ გვინდა რა. გაუღიმა ნოემ
- კარგი ნოე.
მიმტანს 2 ჩაი შეუკვეთა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა...
- მოკლედ თიკა, ვიცი ეს შენთვის ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ მოგეხსენბა რომ მე შენი დახმარება მინდა, ამიტომ სასურველია რომ ყოველი დეტალი ვიცოდე შენზე, რათა უფრო გამიდვილდეს შენი დაცვა მომავალში... ცდილობდა შერჩევით ელაპარაკა მასთან რადგან გული არ ეტკინა მისთვის...
- გასაგებია, მადლობელი ვარ შენი ასეთი მოდგომისთვის, თუმცა ვერ ვხვდები რაზე საუბრობ... გაუღიმა და ცადა რომ ის თემა თავიდან აეცილებინა...
- იცი თიკა... თავი დუქნია და იმ წამს მოტანილი ჩაი მოსვა...
- დიდი ამბავია, თან სიმართლე გითხრა არ მსიამოვნებს მაგ თემაზე საუბარი... სახე აელეწა გოგონას..
- მესმის, მაგრამ თავს ძალა დაატანე და მომიყევი. მე არსად მეჩქარება...
- ეს ველაფერი ჩემი და- ძმის გამო მოხდა... ჩახრეწილი ხმით დაიწყო მოყოლა. დრო დადრო ჩაის სვავდა... - ვიდო გამომიგზავნა ვიღაცამ, მასში ჩემი და იყო, ვითომ ნაცემი, დალურჯებული და ტანსაცმელ შემოხეული... დახმარებას მთხოვდა, ათასი დოლარი უნდა მეშოვნა, ისე რომ ოჯახისთვის არ მეთქვა.....
თიკამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო, ყველანაირად მოიკრიფა ნებისყოფა იმ ამბის გასახსენებლად, თვალები ცრემლით აევსო ბოლოს კი ნახევრად გაციებული ჩაი გამოცალა და ნოეს გამომეტყველებას დააკვირდა.
ყელზე ძარღვები ჰქონდა გამობერილი, მაგიდის ქვეშ კი მუშტს მაგრად უჭერდა რომ თიკას არ დაენახა... კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს კინაღამ ჩაემტვრა...
ნოეს ასეთი რეაქციის მიზეზ ვერ მიხვდა თიკა. უნდოდა რაიმის კითხვა თუმცა ხმა აღარ ამოუღია..
- თორნიკე ჟორჟოლიანზე რას მეტყვი... შედარებით დაბოხებული და მტკიცე ხმით იკითხა ნოემ, და მთელი ყურადღებით დააკვირდა მის სახეს...
დაინახა როგორ აემღვრა თვალები, აუკანკალდა ქვედა ტუჩი, დაეძაბა ყელზე არსებული ყველა ძარღვი, ხელებმა თრთოლვა უწყო...
- საიდან იცნობ? აკანკალებული ხმით იკითხა. - შენი ვინმეა? რატომ მეკითხები მასზე? ძალზედ დაძაბულმა განაგრძნო კითხვების დასმა...
- ჩემი... უნდოდა რომ ეთქვა ინც იყო, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა. ისიც იცოდა რომ ეს გოგო მის ძმას ეკუთვნოდა, მაგრამ დარწმუნებული იყო რომ მათ არაფერი გამოუვიდოდათ... - არავინ, უბრალოდ ერთი ბიზნემენია...
თიკამ თვალები დახუჭა, ობოლი ცრემლი გადმოაგდო და ფინცანს თავისი ნაზი თითებით ატრიალებდა...
ნოე დაძიაბა, ყველაფერს მიხვდა...
- ის იყო ხო? ჩამქრალი ხმით კითხა...
- ის იყო... ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი, გეხვეწები სახლში წამიყვანე, დღეისთვის კმარა!!!
ნოეს აღარაფერი უთქვამს, ანგარიში გაასწორა და თიკა სახლისკენ წაიყვანა... იქ მიყვანისას უბრალოდ დაემშვიდობნენ ერთმანეთ და ორივე თავის გზაზე წავიდა...
განადგურებული დაბრუნდა ოფისში ნოე, იმის ცოდნა რომ გოგოს უბედურების მიზეზი მისი ძმაა ძალზედ დამანგრეველი და სანევიულო გახლდათ. ახლაც კი შოკში იყო მოსმენილით, არ ჯეროდა ბოლომდე რომ და-ძმას ასე შეეძლო დედმამიშვილის გაწირვა. აუცილებლად იძიებდა შურს. ოღონდ ახლა სხა გეგმები ჰქონდა...

მზე ნელნელა იმალებოდა, მოწითალო იყო ცა, ალაგალაგ გაფანტული ღრუბლები თავს იწონებდნენ, შემოდგომის გრილი სიო ქროდა, ხეებს ნაზად არხევდა. ყვითელ ფერებში იყო გაწყობილი არემარე, ფოთოლცვენა ყველაზე ლამაზი იყო თიკასთვის რისი დანახვაც შეეძლო... ისევ მაგიდას მიუჯდა, სახელმძღვანელობი გადაეშალა, რამოდენიმე ენციკლოპედიაც და რვეულში რაღაცას წედა, თუმცა ფიქრები სხვაგან ჰქონდა... ძედმეტი იყო მისთვის ეს ყველაფერი, ყველზე მეტად სურდა რომ ახლა ვიღაცას ეჩქმიტა და გამოფხიზლებულიყო მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი რეალობა გახლდათ... მწარე რეალობა რომელსაც ვერ გაექცევი...

-----------------------
გამწარებული მიაქროლებდა მანქანას ნოე, დროდადრო საჭეს ხელს ურტყავდა და იკურთხებოდა. ნელ-ნელა სიჩქარეს მოუკლო, მალე კი მანქანა გზიდან გადაიყვანა და თოკოს დაურეკა.
- გცალია? მტკიცე ჰქონდა ხმა.
- სადღაც 5-10 წუთში კი, მოხვედი უკვე?
- არა ჯერ, მიდი მალე და საქმე მაქვს სერიოზული.
- რა მოხდა? გაუკვირდა თორნიკეს.
- გეტყვი... ტელეფონი გათიშა და ზემოთ აიხედა, სარკეში თავის თავს დააკვირდა... ჭაობისფერი თვალები ჩაწითლებოდა, მოკლედ შეჭრილი, ყავისფერი თმა აჩეჩვოდა, ერთ დროს დიდ წითელ ტუჩებზე კი ფერი წახდომოდა. დაღლილი იყო, გადაღლილი... დასვენება ჭირდებოდა, მაგრამ ახლა არა! ახლა სხვა საქმეები ჰქონდა...
მანქანა ნელა ნელა დაქოქა და გზას ამჟერად შენელებული სისწრაფით გაუყვა, ყველაზე მეტად რაც ძულდა ლოდინი იყო...
ძმის სამსახურთან მივიდა და დაინახა როგორ ელოდებოდა თოკო კარებთან..
- ჩაჯექი, ახლოს მიაყენა მანქანა და საქარე მინის ჩაწევისას გადასძახა...
კარი გააღო თოკომ და მძღოლის გვერდითა სავარძელი დაიკავა, ღვედი შეიკრა და მოთავსდა.
- ჰე აბა წავედით. დავლიოთ რამე, როგორც ჩანს ორივეს სერიოზული საქმე გვაქვს... წამოიწყო თოკომ ლაპარაკი. ნოეს არაფერი უთქვამს ისე იწყო სვლა...


- ორი ორმაგი ვისკი თუშეიძლება, ბარმენს შეკვეთა მისცეს და მაღალს სკამებზე მოთავსდნენ...
- დაიწყე... დაუთმო უფროსმა.
- მოკლედ, მაგარ შარში ხარ! შენ კიდე ერთ ადგილას გკიდია... პირდაპირ დაიწყო ლაპარაკი ნოემ.
- რას გულისხმობ ძმაო. დაინტერესდა თოკო
- მე ყველაფერი ვიცი, იქიდან როცა თიკას ხსენებაზე სახე აგელეწა, დღეს კი მან დამიდასტურა...
- ელაპარაკე? წახდენილი ხმით იკითხა.
- ჰო, თოკო, მე კი ველაპრაკე მაგრამ სამწუხაროდ შენი დანახვაც არ სურს...
- ეგ ვიცი, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ რა ღაც უნდა ვქნა... უნდა დაველაპარაკო, ის ბავშვი თუ მართლა ჩემია მე იქ საერთო საცხოვრებელში ვერ დავტოვებ მაგათ...
- თუ? რამეში ეჭვიც გეპარება შენ? გაშმაგდა ნოე...
- ნუ აიჭერი ეხლა...შენ უნდა შემახვედრო, ჩემთან შეხვედრას არ მოისურვებს დარწმუნებული ვარ. ვისკი მოსვა და სიმწრისგან სახე მოჭმუხნა...
- გინდა რომ მეც შემიძულოს? ძლივს დავუახლოვდი, ნუ გავიწყდება რომ ჯერ ბებიამისის საქმე მაქვს გასახსნელი, თიკას დახმარება რომ დამჭირდეს შენს გამო თვალებში ვერ უნდა შევხედო.
- და შენ რა შუაში იქები, სულ ნუ ეტყვი რომ ძმები ვართ...
- არა და მორჩა! მისამართს დაგიწერ და ნება იბოძე მარტო მიხვიდე და დაელაპარაკო კაცურად.
- კარგი, დამიწერე და წავედი მე, შენი სახის ყურებას დიდიხანი ვერ გავუძლებ...
- დებილი ხარ სუფთა რაა! სალფეთკი აიღო და ზედ თიკას მისამართი დაწერა, ამასობაში თოკო წამოდგა ჟაკეტი მოიცვა და სალფეტკი გამოგლიჯა ხელიდან...
- ჭკვიანად იყავი ბიჭოო... დაუყვავა ნოემ მაგრამ თოკოს არც გაუგია უკვე კართან იყო...
ნოემ თავი გააქნია და სასმელი ბოლომდე გამოცალა... თითქოს რაღაცამ გული ჩასწყვიტა. შინაგანად წიწკნიდა რაღაც...

------------------
თითქმის ყოველ დღე და ღამე ტიროდა, განიცდიდა... გული ჩხვლეტდა, შინაგანად იფიტებოდა, კვდებოდა...
შვილები რომლებიც სიყვარულსა და მხიარულებაში აღზარდა ერთმანეთი ძულდათ. ქმართან ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა... გიორგის და ანას იმედი ხომ აღარც ჰქონდა. ყოველ ღამე მთვრალი მოდიოდა გიორგი, სავარაუდოდ ისევ კაზინოდან ან ტოტალიზატორიდან. ანა? ის თავის თავზე შეყვარებული ავარდნილი გოგონა იყო, რომელსაც არაფერი გააჩნდა. გარდა ბინძური და ბოროტი სულისა. ისევ მარკეტში მუშაობდა, დედის დახმარების სანაცვლოდ კი საკმაოდ ძვირიან ნივთებს ყიდულობდა, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს... ან გიორგის აძლევდა სათამასო ფულს... ყველაზე მეტად ჭირდებოდა ახლა მას გვერდით თიკა. ყველაზე მეტად ჭირდებოდა მისი თბილი ღიმილი და სიყვარულით გაჟღენთილი "დედა"... ტიროდა მაგრამ ვერაფერს შველიდა... სამზარეულოში გავიდა და ჩUმად გამოიტანა მობილური... თითო ციფრის აკრეფვა გულზე ნემსად ესობოდა. ხელები უკანკალებდა და მისაღები ოთახისკენ იყურებოდა. ამოწმებდა ხომ არ მოდისო...
როგორც იქნა გავიდა. გავიდა და ტატიანას მუცელშიც დიდი აფეთქებები მოხდა. ნერვიულობისგან დაეჭიმა მთელი სხეული...
- ალო... გაისმა ნანატრი სათუთი, ნაზი ხმა... ეს მისთვის საკმარისიც კი იყო რომ მთელი ნერვიულობა სადღაც ჯანდაბაში მოესროლა და შვილს მთელი სიყვარულით დალაპარაკებოდა მაგრამ...
- დედი, როგორ ხარ თიკა... ნამტირალევი დ განადგურებული ხმა ჰქონდა...
- დედა? გაუკვირა თიკას. ტელეფონი ყურიდან მოიცილა და ეკრანს დახედა, ნომერი არ ქონდა ჩაწერილი თუმცა ზეპირად იცოდა. შეამოწმა ხომ არ მეშლებაო და როცა ნამდვილად დარწმუნდა მის ვინაობაში ისევ გააგრძელა.
- ნორმალურად, შენ? ნაწყენი და ტკივილ ნარევი ტონი ჰქონდა გოგონას...
- ვიცი შვილო, ვიცი რომ გატკინე, ვიცი რომ საშინელი დედავარ! ძალიან მომენატრე, ძალიან მჭირდები. უკვე აღარ შემიძლია ამ სიყალბეში და სიბინძურეში ცხოვრება. ჩურჩUლებდა ტატიანა და თვალს იქიტკენ აპარებდა...
- არ ვიცი რა ვთქვა. მაშინ მკარი ხელი როცა მჭირდებოდი დედა. შენ არც კი იცი რას განვიცდი. ყოველდღე ნერვიულობასა და სტრესში იზდება ბავშვი. ჯერ მუცელი არ მაქვს გაზრდილი მაგრამ ვგრძნობ დედა მას, ის ჩემშია, ჩემი. მე კი ამდენს ვანერვიულებ...
- ბოდიში დედი. მაპატიე ძალიან გთხოვ, მე არ მინდა აქ გაჩერება... მტკიცედ განუცხადა გოგოს.
- რატომ? ანა და გიორგი არ გეხმარებიან? ნიშნისმოგებით კითხა..
- კარგი რა! ერთადერთი ვისაც გული შესტკიოდა ჩემზე მხოლოდ შენ იყავი, მე კიდევ რა გავაკეთე. დედი მე სახლიდან მივდვივარ! ამათთან ცხოვრება კოშმარია. გამიხარდება თუ მომცემ უფლებას შენთან მოვიდე და გნახო... წამოიტირა ტატიანამ და თიკასაც გული მოულბა.
- რათქმაუნდა, შეგიძლია მოხვიდე. სად აპირებ წასვლას? დაინტერესდა თიკა
- არ ვიცი, სავარაუდოდ ჩემ მეგობართა, ქეთი ხო გახსოვს? თბილისშია გათხოვილი, მუშაობს, უარს არ მეტყვის რამოდენიმე დღე რომ მასთან ვიყო, მერე იქნება რამე... სმსახურს ვიშოვი და ცალკე გავალ... მერე იქნებ მოისურვო და ჩემთან წამოხვიდე... ვეხდები უნივერსიტეტთან ახლოს ვიქირავო ბინა რომ არ გაგიჭირდეს სიარული...
- ვნახოთ დედა, ძალიან რთულად არის საქმე, ბევრი რამ არ იცი. არც ამახსნევინე, არც მომაყოლე რა ხდებოდა ჩემს თავს. მოკლედ რომ ჩამოხვალ ჩემთან მოდი და ყველაფერს მოგიყვები. ჩემი ბრალი მართლა არაფერია... ჩამქრალი ხმით ლაპარაკობდა, იმ იმედით რომ დედა ყველაფერს გაუგებდა...
- კარგი დედი, ახლა უნდა წავიდე, დიდიხანი ვერ გელაპარაკები, არმინდა მალხაზმა რამე იეჭვოს. გკოცნი და თავს გაუფრთხილდი... თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ტელეფონი გათიშა, წინსაფრის ჯიბეში ჩაიდო და მათ ოთახში ისე გავიდა რომ მალხაზის არ დაენახა. ტელეფონი თავის ადგილას დადო და სამსზარეულოს დაუბრუნდა...

--------
ოფისიდან გამოვიდა ნოე, დაბნეული იყო. ყელაფეი არეოდა ტვინში... ყველანაირად ერიდებოდა იქ ასვლას... გული უკვდებოდა, ენატრებოდა, მოგონებები მოსვენებას არ აძლევდა. გახსენებაც კი არუნდოდა იმ საშინელი კატასტროფის... მაგრამ საჭირო იყო, დღეს მათი ქორწინების 30წლისთავი იყო... უნდა მიელოცა...
თორნიკეს შეტყობინება დაუტოვა. " მე სასაფლაოზე ავდივარ, თიკას რომ დაელაპარაკები ამოდი..." მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას მოწყდა... ფეხეხბი უკან რჩებოდა. გზად საყვავილეში შეიარა, 2 დიდი ბუკეტი აიღო და გზა განაგრძო...
მიუახლოვდა იმ საშინელ აადგილს. სიმძიმით იყო გაჟღინთილი რემარე, სიკვდილის სუნი გამეფებულიყო. მანქანა გააჩერა და საფლავებს შორის გზა გაკვეთა. რამოდენიმეს გვერდი აუარა და... იპოვა. დაინახა და გული ადგილზევე გაეყინა. ერთ დროს სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი დედის თვალები გაქვავებულიო, გაციებულიყო და უსულდგმულოდ უყურებდნენ ნოეს საფლავის ქვიდან. მამა რომელიც ყოველთვის ეჯუჯღუნებოდა პოლიციელი გამხდარიყო, მისი პროფესია გაგრძეებინა და მაღალ თანამდებობისთვის მიეღწია, ცივი ქვიდან უცქერდა. ვერ აიღწერება ის გრძნობა რასაც ნოე გრძნობდა. მიუახლოვდა საფლავს. ორივეს ქვაზე ხელი ჩამოუსვა, თაიგულები გადაანაწილა. გახსნა და ყვავილები ორივეს გულზე დაალაგა. ალაგალაგ სარეველა ბალახი იყო ამოსული, ამოგლიჯა და საფლავის გარეთ მოისროლა. მიწა გადაასწორა... ცრემლები კი ღაპაღუპით იკვლელვდნენ გზას. ამასობაში კი ნოეს მოგონებები და მათი ხმა მოსვენებას არ აძლევდა. დედის წკრიალა და თბილი ხმა. ის ჩხუბიც ენატრებოდა დედასთან რომ მოსდიოდა ხოლმე...
კატასტროფის დღე დაუდგა თვალწინ. როცა დაურეკეს და ამცნობეს რომ ავარიაში ორივე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა იყოვო ამბობდნენ, მაგრამ ნოე ასე არ ფიქრობდა. საკმაოდ შეძლებული ოჯახი იყო იმ დროისთვის. მაშინ მამამისი მილიციის უფროსი გახლდათ. ბევრი კრიმინალი და ნარკომანი ყავდა დაჭერილი. ყველას შეეძლო ასე გაემეტებინა ის. მაგრამ დღემდე ყველაფერი უცნობი იყო. საქმე გაიხსნა როგორც უბედური შემთხვევა და მას შემდეგ ისეა როგორც არის...
- ძალიან მომენატრეთ. დაიწყო ძლივს ძლივობით საუბარი... ყოველი სიტყვის შემდეგ გული ეკუმშებოდა. - მამა, მივაღწიე იმას რაც გინდოდა. შენსავით უფროსი ვერ ვარ მაგრამ მთავარი გამომძიებელი ვარ. ყველაფერი კარგად მიდის. თოკოს აქ პრობლემები მაგრამ იმედი მაქვს მოაგვარებს, თუარა და შენს მაგივრად მოხვდება ჩემგან... - დე, ჩემ ოთხს ვალაგებ ხოლმე, იმედია აღარ მიბრაზდები. ვიცი რომ ყოვლთვის ჩემთან და თოკოსთან ხართ. გგრძნობთ. ძალიან მიყვარხართ დე, მა... უთქვენოდ ძალიან გვიჭირს, მაგრამ ვუმკლავდებით...

--------------------
შავი აუდი შეჩერდა კორპუსთან, მინები დაბურული ჰქონდა, ძაანაც რომ გდომოდათ ვერ დაინახავდით შიგნით მკდომს. მძღოლის მხარეს კარები გაიღო და გადმოვიდა მანქანიდან...
იქაურობა მოათვალიერა, შემდეგ ზემოთ აიხედა და ფანჯრებს თვალი მოავლო. ალბათ ეგონა რომ იგრძნობდა რამეს, ან მიხვდებოდა მის ფანჯარას...
მალევე შევიდა კორპუსში. შესასვლელში მიმღები იყო...
- გამარჯობათ, თიკა თოიძე რომელ ოთახშია? იკითხა და ქალს გაუღიმა.
- უკაცრავად ვინ ბრძანდებით მისი? ჩაეკითხა შუახნის თმაშეჭაღარავებული ქალი, რომლსაც სათვალეები კხვირის კიდეზე ჰქონდა დაკოსებული და ჟურნალს ათვალიერებდა...
- ნათესავი ვარ. რამოდენიმე წუთიანი ფიქრის შემდგომ, როდესაც ვერაფერი მოიფიქრა რასაც პრობლემის წარმოქმნაში ხელს არ შეუწყობდა, ეს ამჯობინარომ ეთქვა...
ქალმაა აათვალიერ-ჩაათვალიერა. თოკომ სანდომიანად გაუღიმა.
- მესამე სართული, 402 ოთახი... მიაძახა ისე რომ ზედაც არ შეუხედავს...
თორნიკე კიბეებით ავარდა, ლიფთს აღარც დალოდებია. დაფეთებული ეძებდა 402 ოთახს გრძელ დრეფანში... როგორც იქნა მიაგნო, ღრმად ამოისუნთქა და კარზე დააკაკუნა...
კარი მარიამმა გააღო და თვალებიგაუფართოვდა...
- გისმენთ? ვინ გნებავთ? მიახალა ეგრევე მარიამმა..
- თიკას ვეძებ, მითხრეს რომ აქ ცხოვრობს..
ოჰო, თიკა აღარ ხუმრობს, გაიფიქრა და გაუღიმა.
- ახლავე დავუძახებ...

- თიკააა! გასძახა გოგონას. მოდი ვიღაც ზე სიმპატიური ტიპი გკითხულობს... მე გავედი და აბა შენ იციი... კეკლუცურად გუღIმა თოკოს და ოთახი დატოვა...
- მოკლედ შენს სიცანცარეს საზღვარი არ აქვს რაა! ლაპარაკით გამოვიდა კარებთან და იქ მდგომი რომ დაინახა გაღIმებული სახე გუქვავდა. სისხლმა ჩქება 2ჯერ უფრო სწრაფად დაიწყო. სული მიეყინა. გული აუჩქარდა. ყურები დაუგუბდა და თავისი გულის ცემა ესმოდა...
- შენ? აქ რა გინდა? ძალა მოიკრიბა რომ რაიმე ეთქვა მისთვის...
- თიკა, მომისმინე.
- არაფრის მოსმენას არ ვაპირებ გაეთრიე აქედან და აქ არ დაგინახო...
არაფრის თქმა არ დააცადა ისე მიუხურა ცხვირ წინ კარი...
- თიკა, შემომიშვი სალაპრაკო მაქვს. გეხვეწებიი... ვიცი რომ ჩემ შვილს ზრდი მუცელში. თიკაა! კარების ზღურბლიდან ელაპარაკებოდა გოგონას. დროდადრო კარებზე მუშტებს ურტყავდა...
- წაეთრიე მეთქი. ეს ბავშვი ჩემია!!! თოკომ კიდევ რამოდენიმე ხანს აკაკუნაკაზე და ევედრებოდა შეშვებას და დალაპრაკებას მაგრამ ამაოდ...
" ოხ რა ჯიუტი ხარ თიკა" გაიფიქრა და კარებს მოშორდა... ქვემოთ ჩამოვიდა და ტელეფონი ამოიღო. ნოესთვის უნდა დაერეკა მაგრამ მისი ესემესი გახსნა და მაშინვე სასაფლაოსკენ გავარდა... რამოდენიმე წუთში იქ მივიდა. მუხლებმოდრეკილი დახვდა ნოე. ტიროდა. პატარა ბავშვივით ქვითინებდა მშობლების საფლავზე და პატიებას თხოვდა, რომ ვერ გადაარჩინა...
მიუახლოვდა თოკო და ისიც ჩაიმუხლა.
- კარგი ნოე, საკმარისია. თავს ნუ ინადგურებ უფრო. მათ ვეღარ დააბრუნებ... თორნიკესაც ტკიოდა მაგრამ ის სხვანაირი იყო, რაცარუნდა მტკივნეული ყოფილიყო არასოდეს ცრემლს არ ჩამოაგდებდა, ერთადერთი მაშინ იტირა როცა გაიგო რომ თიკა ფეხმძიმედ იყო ისიც თვითონაც არ იცოდა რატომ...
- შემეშვი რა! შენ ყოველთვის ფეხებზე გეკიდა ეს ყველაფერი და ახლა ნუ დამიწყებ დიდი ძმის როლის თამაშს... მე გული მტკივა და ვტირი, ხო შეილება ლაჩრულად ან არაკაცულად გეჩვენებოდეს კაცის თვალზე ცრემლი მაგრამ რაცარუნდა ძლიერები და ამაყები ვიყოთ ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილი როცა სიამაყე და ვაჟკაცობა უბრალოდ მეორე ხარისხოვანია. ჩემი სუსტი წერტილი კი იცი რომ მშობლები არიან! გაუაზრებლად ყვიროდა, ხელებს იქნევდა... თორნიკა მის გვერდით იყო და ბავშვივით აწყნარებდა...
ტელეფონის ხმა გაისმა... გამწარებულმა იღრიალა აქ მაინც გამორთე ტელეფონიო...
- შენია ნოე, და ნუ მიყვირიხარ! დაუყვავა თორნიკემ...
ხმა აღარ ამოუღია. ტელეფონი ამოიღო და როცა სახელს დახედა, წამოხტა, ცოტა მოშორებით გავიდა და უპასუხა...
- ხო, მშვიდობაა?
- ......
- მცალია კი.
- .....
- კარგი მალე მოვალ...

საფლავთან დაბრუნდა.
- მე გასასვლელი ვარ, საქმე მაქვს...
თოკომ თვალი მოკრა მის ტელეფონზე დაწერილ სახელს. თავი ჩაღუნდა და ჩაეცინა..
- საქმე გავს, საქმე გაქვს... გასაგებიაა. მე აქ ვიქნები ცოტახანი. წადი!
- რა იყო მოხდა რამე? არესიამოვნა მისი ასეთი რეაქცია...
- არაფერი არა! შენ მაინც დაგელაპარაკოს, მიდი გაიწეცი. მაგრამ ნუ დაგავიწყდება რომ მუცლით ჩემს შვილს ატარებს. ძალათ გაუღიმა ნოეს და თვალი მოაშორა...
ნოეს დაცხა. არ ესიამოვნა მისი ასეთი ლაპარაკი...
- ამით რისი თქმა გინდა თოკო, რამეში ეჭვი გეპარება? დაიძაბა ნოე... ხელის ზურგით ნამტირალევი თვალები მოიფშვნიტა და შარვალზე აკრული მიწა ჩამოიფერთხა...
- იცი რისი თქმაც მინდა! ხუთი თითივით გიცნობ და ნუ მასულელებ! მე გაგაფრთხილე. ახლა წადი!...
- მაგრად ცდები.... მხოლოდ ესღა უთხრა და იქაურობას გაშორდა...

ძლიერად წვიმდა. თავსხმა იყო ჭექა-ქუხილთან ერთად... ცა ჩამოწოლილიყო... კორპუსთან მანქანა გაჩერდა და ნოე გადმოვიდა... პიჯაქი თავზე მოიფარა და სირბილით სადარბაზოში შევიდა... მალე აირბინა მესამე სართულზე და კარზე დააკაკუნა... კარი თიკამ გაუღო...
- გამარჯობა, როგორ დასველებულხარ შემოდი...
პიჯაკი გამოართვა და გასაშრობად გადაკიდა...
- ჩაის ხომ დალევ? შეეკითხა სამზარეულოდან...
- აუ დიდი სიამოვნებით... გაუღმა ნოემაც...
ცოტახანში თიკა 2 ფინჯანი ჩაით გამოვიდა სამზარეულოდან და ნოეს პირდაპირ დაიკავა ადგილი...
- მომიყევი აბა რა მოხდა... დაიწყო ნოემ საუბარი...
თიკამ ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო...
- ის იყო...
- მართლა? გაიკვირვა ვითომც არ ცოდნოდა რომ თოკო მასთან აპირებდა მოსვლას...
- ჰო, ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ არ მოვუსმინე, გავაგდე უბრალოდ...
- ასე არ შეიძლება თიკა. ის ბავშვის მამაა,რაცარუნდა არასასიამოვნო იყოს ეს რეალობაა და მოგიწევს ადრე თუ გვიან ამასთან შეგუება…
- ვიცი, მაგრამ ძალიან მიჭირს. უბრალოდ მეზიზღება რატომ არ გესმის?
- გასაგებია თიკა, უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს ხომ ხვდები. დაელაპარაკე, იქნებ სულაც არარის ისეთი ცუდი როგორიც გგონია... ცდილობდა შერჩევით ელაპარაკა რომ მასზე რომელიმე სიტყვას ცუდად არ ემოქმედა...
- რავიცი... შევეშვათ ამ თემას... დღეს დედაჩემმა დამირეკა. გაუღმა ნოეს...
- ძალიან კარგი. ხომ გეუბნებოდი ყველაფერი კარგად იქნება თქო.
- საქმეც მაგაშია რომ არ არის!
- რატომ? მოხდა რამე ?!
- სახლიდან წამოსვლა უნდა, აქ ჩამოდის.
- საინტერესოა. პატიება გთხოვა?
- კი, მაგრამ მაინც გული მაქვს ნატკენი. ვიცი დედაა, უბრალოდ ძნელია ეს ყველაფერი ჩემთვის....
- ყველაფერი გამოსწორდება, აი ნახავ... ისე შეიცვლება შენი ცხოვრება, გაგიკვირდება ეს მართლა ჩემ თავს ხდებაო... გაამხნევა ნოემ.. იღიმოდა მაგრამ სულ სხვა რამეზე ეფიქრებოდა. „ვაი თუ ეს და თოკო საერთო ენას გამონახავენ?, მერე რომ გაიგოს მე და თოკო ძმები ვართ... წარმოდგენაც არ მინდა რა დაემართება... ამდენი იმედგაცრუების შემდეგ არ მინდა რომ მეც გავუცრუო... აჯობებს სიმართლე იცოდეს...“
ცოტახანი ხმა არც ერთს ამოუღია, ჩაის სვავდნენ და ხან ერთმანეთს შეხედავდნენ და გაუღმებდნენ ხანაც ოთახის რომელიღაც წერტილებს აკვირდებოდნენ. ბოლოს ნოემ მოიკრიბა ძალა. ღრმად ამოისუნთქა და თიკას შეხედა.
თიკა, რაღაც მინდა გითხრა... მე უბრლოდ გამომძიებელი ვარ, ვცდილობ გავარკვიო ვინ მოკლა ბებიაშენი, თუმცა შენც შეამჩნევდი რომ ამ საქმის გამო დავვახლოვდით, რაც ძალიან მახარებს რათქმაუნდა... შეისვენა,ნერვულობისაგან პირი გაუშრა, ჩაი მოსვა და განაგრძო... - მოკლედ არის ისეთი რამ რაც მინდა რომ იცოდე, შემდგომში იმედი რომარ გაგიცრუვდეს...
- რამოხდა ნოე? ცოტა ავღელდი, იმედია ეს რაღაც ბებიაჩემს არ ეხება... საერთოდ ვერც წარმოიდგენდა თიკა რაზე შეიძლებოდა ნოე დალაპრაკებოდა...
- არა, არაა... ეს თორნიკე ჟორჟოლიანს ეხება...
თიკა დაიძაბა, ვერ მიხვდა რა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო თოკო ნოესთან. იმის წარმოდგენაც კი არ ქონდა რომ შესაძლოა ეს ორი ძმები ყოფილიყვნენ...
ნოეც არანაკლბ დაძაბული იყო, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა. ეს უნდა ეთქვა...
- მოკლედ თიკა, მე და თორნიკე ძმები ვართ... ამის სათქმელად სული გალია, თვალებში ჩაასტერდა...
თიკა გაფითრდა, გალურჯდა, გამწვანდა. ყველა ფერი აუთამაშდა სახეზე რაც კი არსებობს... ყველაფერი, ყველაფერი ოღონდ ეს არა!
- რაა? კი მაგრამ. შენ... შენ ეს იცოდი ხო? ეს ყველაფერი, იცოდი და მოდიოდი აქ, შეხვედრას მთხოვდი ვითმც არაფერი. ის ნაბი*ვარიც შენ გამოაგზავნე ხო აქ? რატომ ღმერთო რატომ??? ტირილი დაიწყო თიკა...
- ნუთუ არ მაქვს უფლება ნორმალურად და იმედგაცრუებების გარეშე ცხოვრების უფლება? აქამდე რატომ არ მითხარი? ან ახლა რატომ თქვი. ნოე გამაგებინე, მეხუმრები ხო? ხელები უკანკალებდა თკას.
- კარგი დამშვიდდი გთხოვ... თავიდან არ ვიცოდი ვიზე იყო საუბარი... როცა შენ მითხარი ამ ყველაფერზე თოკომაც იმ საღამოს მითხრა. არ ვიცოდი რა მექნა, ვიცი რომ შენ იმედი გაქვს ჩემი, იცი რომ დაგეხმარები, ამიტომ არ მინდოდა ყველაფრის გაფუჭება...
- და ახლა? ახლა რატომ მითხარი? ტირილით იკითხა თიკამ
- იმიტომ რომ, დავფიქრდი და ასე არ შემეძლო. შემეშინდა... შემეშინდა რომ, ჩვენ.... ვეღარ დაასრულა წინადადება. - მოკლედ ახლა იცი. მერჩივნა ახლა გტკენოდა ვიდრე მერე...
- წადი აქედან! გთხოვ უბრალოდ მარტო დამტოვე...
- წავალ, დამპირდი რომ შენ და თოკო მორიგდებით და ბავშვს მამასთან ერთად გაზდი... ისე უყურებდა თიკას ვეღარაფერი უთხრა...
- წადი გთხოვ...
აღარაფერი უთქვია ნოეს. გულგატეხილი წამოვიდა იქიდან...
ქვემოთ ჩამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. გამწარებულმა და ნერვებმოშლილმა ხელი დაკრა საჭეს... - ამის დედაც ***** შეიგინა და მანქანა დაქოქა....
გვიანი იყო, უკვე თითქმის ყველას ეძინა... სახლში ფეხაკრეფით დადიოდა და საჭირო ნივთებს ჩანთაში ალაგებდა. თავის ოთახში თითის წვერებზე შევიდა, ტუმბოდან მობილური აიღო და მომძინარ მეუღლეს თვალი შეავლო. ცოტახანი გაჩერდა, კარგად დააკვირდა. დარწმუნდა რომ ნამდვილად ეძინა, კაცს ადგილიც არ შეუცვლია, ღრმად სუნთქავდა... ოთახიდან გამოვიდა შემდეგ არემარეს თვალი შეავლო და კარებისაკენ დაიძრა... -ერთ ნაბიჯსაც თუ გადადგავ მოგკლავ გეფიცები... გაისმა შემაძრწუნებელი ბოხი ხმა.
ქალს სისხლი გაეყინა, გული აუჩქარდა...
-სად მიდიხარ ქალბატონო? რა იყო შენს პატარა ძუკნასთან ხოარ მიიპარები, ჩვენთან, ნორმალურ და სუფთა ხალხთან აღარ გინდა ცხოვრება? ირონიულად ელაპარკებოდა და თან ნელ-ნელა უახლოვდებოდა მას. - რაო? ამოიღე ხმა! დაიყვირა უფროსმა თოიძემ და ქალიც შიშისგან შეხტა, თვალები მაგრად დახუჭა და მარჯვენა მხარეს გაწია სახე როცა მალხაზის დასარტყაავად აღმართული ხელი დაინახა... თვალებიდან ნაპერწკლები გამოყარა, მარცხენა ლოყა აეწვა... სასოწარკვეთილმა დაიკრუსუნა თუმცა ესმამაცს მხოლოდ და მხოლოდ ახელებდა... ყელში წვდა და კედელზე ააწება. საშინლად იგინებოდა, მუშტებს უშენდა და ცხოველურად ქშენდა...
-სად მიეთრევი შე ნაბო*ვარო ჰა? საად? სად გაქ წასასვლელი შენი დედა ******....
ქალი ძირს ეგდო, ცხვირიდან და პირიდან სისხლებს აქცევდა... ერთადერთი რაზეც ეფიქრებოდა თიკა იყო. საშნლად ტკიოდა ყველა ძვალი. ძლივს ფოფხავდა მაგრამ არაცდიდა წამოდგომას. ყველაზე ლაჩრულად იქცეოდა მალხაზი, თმაში წასწვდა და სახით ძირს დაახეთქა.
-ახლა ვეღარსად წახვალ... უყვიროდა და იგინებოდა. ხმაურზე ანა გამოვარდა...
-შენ სულ გაგიჟდი მამა? რასაკეთებ, აკანკალებული ხელებით მივარდა ტატიანასთან და წამოყენება სცადა...
-შეეშვი, დაანებე თავი. დაუყვირა და ანაც ადგილას მიეყინა... დაანებე ამ ბო*ს... ღირსია და იმიტომაც მოხვდა, მიდიოდა, იმ შემარცხვენელთან მიდიოდა...
-რაა? ზიზღი შეეპარა ანას... ქალს მოშორდა და მამის გვერდი დაიკავა... შენ რა.. მართლა თიკასთან აპირებდი წასვლას???
ქალი კი უბრალოდ ძირს ეგდო და წამოდგომას ცდილობდა. მალხაზი კიდევ გაიწია, თუმცა ანამ შეაკავა.
-გაუშვი მამა! აზრი არაქვს. ვისაც ჩვენთან არ უნდა წავიდეს. სხვანაირად აჭიკჭიკდა ანა! რააზრი აქვს, ახლა არ გამოუვა სხვადროს წავა. ყოველთვის რო ცემო ბოლოს ციხეში აღმოჩნდები და გინდა?ჭკუას არიგებდა ანა...
-მართალი ხარ! ესენი ისეთი ნაბო*ვრები არიან ჩამსვავენ მე ამათი დედა ****** წადი! წადი აქედან! ხელი მაჯაში მოკიდა, მოქაჩა და ძლივს დადგომილს ხელი ისე კრა, ძალა რომ არ დაეტანებინა და თავი ვერ შეეკავა დაეცემოდა... შებორძიკდა ტატიანა, ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა მაგრამ არაფერი უთქვამს... მალხაზმა გასისხლიანებული ჩანთა გადაუგდო...
-აქ მოთრეული არ დაგინახოთ. არცერთი!!! დაიღრიალა და კარები მოაჯახუნა...
ბორძიკით წამოვიდა, ერთი სული ქონდა იქაურობას მოწყვეტილიყო და სამშვიდობოზე გამოსულიყო...
გზამდე რამოდენიმე წუთის სავალი იყო, თმცა გრძნობდა როგორ ეცლებოდა ფეხებში ძალა... ჯიბეები მოიჩხრიკა, ვერ იპოვა მობილური, დანანებით გააქნია თავი, „ალბათ დამივარდა“-ო იფიქრა და გაზა განაგრძო შეძლებისდაგვარად...
ჩაბნელებული იყო სოფელი, კანტი-კუნტად თუ მოჩანდა შუქი... როგორც იქნა გამოჩნდნენ ლამპიონები, რომლებიც გაუთავებელ გზას ანათებნენ...
ქალმა ბოლო ძალები მოიკრიბა და მთავარ გზაზე გადავიდა... აქეთ-იქით იყურებოდა, იქნებ გამოჩენილიყო ვინმე მადლიერი და თბილისამდე წაეყვანა...

შავი ოპელი მოდიოდა, სავარაუდოდ 100კმ/სთ სიჩქარით... ძნელი იქნებოდა ვინმეს შემჩნევა გზაზე როდესაც ამ სისწრაფით მოდიხარ, ტატიანამ იმედი არ დაკარგა და მანქანას აკანკალებული ხელი დაუქნია...
საბურავების გამაყრუებელი ხმა გაისმა... ასფალტზე კვალიც კი ეტყობოდა დამუხრუჭების...
-ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა მანქანიდან, ქალის დანახვაზე გაოცება ვერ დამალა, მასთან მიირბინა...
ტატიანა კი ძალაგამოცლილი დავარდა ძირს... ბიჭმა მაშინვე ხელში აიტაცა. უკანა მხარეს ნელა დააჯინა, ჩანთა საბარგულში ჩადო და მოწყვეტით დაიძრა...
რამოდენიმე წუთი იყო გულწასული, ბიჭს კი ენა არ გაუჩერებია, ელაპარაკებოდა და ელაპარაკებოდა... ალბათ ფიქრობდა, თუ ვილაპარაკებ იქნებ აზრზე მოვიდესო...
-სად ვარ? თვალები გაახილა და მაშინვე გააცნობიერა ის ტკივილი რომელიც საშინლად აწუხებდა... ტუჩზე ხელი მოისვა და ტკივილისაგან წამოიკვნესა...
-ქალბატონო საავადმყოფოში მიმყავხართ... არ ვიცი რა მოგივიდათ მაგრამ აუცილებლად ექიმმა უნდა გნახოთ... სანდომიანად გაუღმა სარკიდან ტატიანას...
-არა, საავადმყოფოში არ მინდა...
- კი მაგრამ ასე რომ არ შეიძლება... ქალბატონო ძალიან ცუდად გამოიყურებით... გაიბრძოლა ბიჭმაც და ეცადა დაერწმუნებინა მაგრამ ამაოდ...
-არა, ძალიან გთხოვ... რა ადგილას ვართ?
- თითქმის თბილისში ვართ. მალე შევალთ...
- შეგიძლია იქ მიმიყვანო სადაც გეტყვი? გეხვეწები, აკანკალებული ხმით შეევედრა ახალგაზრდას...
- რათქმაუნდა...

ტატიანამ მისამართი უთხრა... და დარეკვაც თხოვა... რამოდენიმე ზუმერის შემდეგ ნამძინარევი თიკას ხმა გაისმა...
-გისმენთ...
-თიკა დედი... მოვდივარ შვილო, იქნებ როგორმე ქვემოთ დამხვდე.... ყველააირად ცდილობდა არ შეეშინებინა თიკა...
-რაა? კიმაგრამ რომელი საათია. მოხდა რამე? ხმა აუთრთოლდა გოგოს...
-რომ მოვალ გეტყვი, ოღონდ დამპირდი სანამ მოვალ რომ არ ინერვიულებ...
-კარგი, გელოდები...
ქალმა ტელეფონი დაუბრუნა ბიჭს, მადლობა მოუხადა და ფანჯრიდან ყურება დაიწყო...


თიკა ტელეფონის გათიშვის შემდეგ, საწოლიდან წამოხტა... რაც კი იპოვა ის ჩაიცვა, ცდილობდა რომ მარიამი არ გაეღვიძებინა...
- სად მიიძურწები? მაინც არ გამოპარვია მარიამს თიკას ადგომა...
- აუ, გაგაღვიძე??? ბოდიში....
- არაუშავს, თემას ნუ უხვევ, სად მიდიხარ მეთქი. თვალები აათამაშა მარიამმა...
- ოო სულ ნუ ცანცარებ... თვალები მომაბეზრებლად აატრიალა თიკამ. ქვემოთ ჩავდივარ, დედაჩემმა დამირეკა ვიღაცის ნომრით. მოვდივარ და დამხვდიო, ვერც მე გავიგე...
- უი, რა მოხდა ნეტა... დაინტერესდა მარიამიც.
- არვიცი, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს... კაი ჩავალ და ამოვალთ...

თიკა ქვემოთ ჩავიდა. კარის კაცი დარაჯობდა სადარბაზოს... გაღება თხოვა თიკამ, აქვე გავდივარ, დედაჩემს უნდა დავხვდეო და მანაც მაშინვე გაუღო...
დაახლოებით ათი წუთი იცადა... შემოდგომის სუსხმა თავისი გაიტანა... სიცივისაგან აბუზულიყო თიკა, ხელები ერთმანეთში გადაეხლართა და მხრები ზემოთ ქონდა აქაჩული...
შავი ოპელი გაჩერდა... იქიდან კი სისხლებ შემხმარი, დალურჯებული ტატიანა გადმოვიდა...
- ვაიმეე! დედაა!!! ეს რაა არის... მივარდა დედამისს და გულში ჩაიკრა... ღერთო რა სიცხოველეაა... წამოდი მალე... ხელკავი გამოდო და სადარბაზოში შეიყვანა...
- მოიცადე ერთი წუთით... უკან მიტრიალდა და ბიჭს მადლობა მოუხადა... ბიჭმაც თავი დაუკრა და მანქანაში დაბრუნდა. საბურავების უებელი ღჭრიალი გაისმა და შავი ოპელიც დაიკარგა თვალთახედვიდან...
სახლში ძლივს აიყვანა თიკამ, ილანძღებოდა...
-რასაშინელი კაცია, საერთოდ ერ ვიჯერებ რომ ეს მამამ გიქნა... ნუთუ ასე დაბრმავდა... დეე, ძაან გტკივა? ეფერებოდა ტატიანას...
-ცოტა მტკივა, არ ინერვიულო, მალე გმაივლის.. მთავარია გმაოვაღწიე იმ საცხოველეთიდან...
კარი გაიღო და მარიამი შეეჩეხა მათ, გაოგნებისაგან წამოიყვირა გოგომ და პირზე ხელი აიფარა...
-ვაიმე, ქალბატონო ტატიანა... მეტი აღარაფერი უთქვამს... თიკამ გააჩერა ახლა არაო... სააბაზანოდან ცხელი წყლით სავსე თასი და პირსახოცი გამოიტანა... მიმხმარი სისხლები ჩამობანა დედას... სპირტით და ბამბით კი გატეხილი ტუჩი და წარბი დაუმუშავა... ტკივილასაგან იჭმუხნებოდა ტატიანა მაგრამ ხმა არ ამოუღია...
- თიკა, დაურეკე ნოეს და მოვიდეს, უამბოს ყველაფერი ქალბატონმა ტატიანამ, ასე როგორ შეიძლება? არ უნდა შერჩეს ეს ყველაფერი მამაშენს!!! გამწარებული ლაპარაკობდა მარიამი...
- ახლა ყველაზე ნაკლებად მინდა მასთან დარეკვა მარიამ... სხვა გზით მოვაგვარებ მაგ საქმეს...
- კარგი რაა! ახლა ჯიუტობის დროა? შეხედე დედაშენს...
საუბარში ტატიანა ჩაერთო...
- ნოე ვინარის შვილო? დაინტერესდა ქალი...
- გამომძიებელი როა, ბებოს საქმეს იძიებს...
- აა, ხო. არაუშავს, ამ შუაღამისას არარი საჩქარო. ხვალ მეთვითნ დავურეკავ....
- არა ტატიანა დეიდა, ახლა დარეკოს და მოვიდეს, ისეთი კაი ბიჭია თიკას უარს არ ეტყვის. წარბები აათამაშა მარიამმა და თიკას მხარი გაკრა...
- მოკეტე თორე მოგხვდება, ჩუმად გადაულაპარაკა მარიამს...
გოგონას არაფერი უთქვამს, ტელეფონზე ნოეს ნომერი აკრიფა და როცა ნამძინარევმა ნოემ ხმა გააგონა მარიამ, თიკას მიაჩეჩა...
- აჰა, ახლაც არ დაელაპარაკები??
- ვაიმეე! გაბრაზებულმა შეხედა მარიამს... ტელეფონიდან კი ნოეს ხმა ისმოდა...
- ალოო! რომელი ხარ?
- ბოდიში ნოე რომ გაღვიძებ. თიკა ვარ...
- თიკა? გაუკვირდა ნოეს. - ხო მშვიდობა?
- ძალიან მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, ხომ იცი არ დაგირეკავდი... მიახვედრა წყენა...
- გასაგებია, გასაგები... ისეთი ხმა ქონდა უეჭველად იღმოდა... რა ხდება აღარ მეტყვი?
- მოკლედ, დედაჩემია აქ! ძალიან ცუდ მდგომარეობაში...
- რა ჭირს?
- მამაჩემს უცემია, რომ გაიგო აქ მოდიოდა... აუ მოდი რაა! ბოლოსმაინც მოისროლა ჯანდაბაში თავისი სიამაყე და ნოეს მოსვლა თხოვა...
- ახლავე თიკა. მალე მანდ ვიქნები....

დაახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა, თორნიკე ბარში იჯდა და როგორც ყოველთვის ვისკის სვავდა... ყველაფერი ტვინში ქონდა არეული... აღარ იცოდა რა ექნა რომ თიკასთან კარგი ურთიერთობა მაინც ჩამოეყალიბა... აღარ ახსოვდა მერამდენე ჭიქას ცლიდა... კარგად იყო შეზარხოშებული. გვერდით ვიღაც ქერათმიანი ლამაზმანი მიუჯდა...
- მარტო რატომ არის ასეთი სიმპათიური მამაკაცი? კეკლუცურად გადაულაპარაკა და მოშიშვლებული მკერდი მისკენ მიატრიალა..
თოკომ აათვალიერ ჩაათვალიერა, თმაზე ხელი ჩამოუსვა, მზერა მკერდთან გააჩერა და გაეღიმა...
- ყველაზე ნაკლებად მინდა ახლა ვიღაც ბო*ის გა*იმვა... ძალიან გთხოვ თავი დამანებე რაა...
გოგოს თვალები გაუფართოვდა და გაშლილი სილა გაუქანა მამაკაცს... მარჯვენა ლოყა აეწვა თოკოს, თუმცა არაფერი უქნია... გოგონა უკვე ძალიან შორს იყო მისგან. ჩაიცინა და გაოგნებულ ბარმენსს კიდევ ერთი ჭიქა ვისკი მოთხოვა...
სოფლისაკენ რამოდენიმე პატრულის მანქანა მიდიოდა, გამაყრუებელი სირენით და აღაჟღაჟებული ნათურებით...
თიკას სახლის ირგვლივ ისე უცებ მოიყარეს თავი მალხაზი აზრზეც კი ვერ მოვიდა... რამოდნემე შეიარაღებული პატრული შევარდა სახლში... ააწიოკეს იქაურობა. ანი საშინლად ყვიროდა...
- დაანებეთ თავი... ეეეე! სად მიგყავთ გაუშვით....
მაგრამ ვინ მოუსმენდა მას... მალხაზი გამოათრიეს საძინებელი ოთახიდანნ. გარეთ ყველას მოეყარა თავი... მეზობლები ქოთქოთებდნენ ერთმანეთში, გაკვირვებული საახებით იყურებოდნენ... ეკითხებოდნენ ერთმანეთს რა მოხდაო მაგრამ პასუხი არავინ იცოდა...
ყველას დასანახავად დაადეს ბორკილები მალხაზ თოიძეს. მანქანაში ჩააყუდეს და რამოდენიმე წამში ისეთივე სიწყნარე ჩამოვარდა, როგორიც მათ მოსვლამდე იყო...

შემოდგომის სუსხი იდგა... თვალმიუწვდენელ, დაუმთავრებელ გზაზე, ოთხი საპატრულო მანქანა მიქროდა. გამაყრუებელი სირენის ხმითა და აჟღრიალებული ნათურებით....
დილით ფანჯარაში მზის სხივები შემოიჭრნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ საწოლზე მწოლიარე ანას. მშვიდად ეძინა გოგონას, თუმცა დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც კი მზის სხივი მიელამუნა სახეზე, ხოლო შემდგომ შემაწუხებლად ჩააშტერდა თვალებში, გოგომაც ვერ მოითმინა და გამწარებული წამოხტა საწოლიდან.
- აუუ, რამდენჯერ უნდა ვთქვა ნუ წევთ ფარდას!!!
- სხვათაშორის, მადლობა თქვი რომ არ გადავწიე, სამსახურში გაგვიანდება. გვერდითა საწოლიდან უპასუხა გიორგიმ...
- დღეს არ მივდვიარ, დაგავიწყდა?
- რა დამავიწყდა, თვალების ფშვნეტვით წამოიწია ქერათიანი...
- შენ ვერ ხარ მგონი, თიკა ხო უნდა დავითანხმოთ დაგავიწყდა? გადამრევ რა! თვალები აატრიალა მობეზრებულად, ხვეული ქერა თმა შეიკრა, წამოდგა და აბაზანაში შევიდა...
ამასობაში გიორგიც ადგა, ფანჯარასთან მდგომ, ნახევრად ძველ კარადასთან მივიდა, მუქი ყავისფერი იყო, კარებები კი სიძველისგან ჭრაჭუნობდა, მაისური და შარვალი გამოიღო, ისევ ჭრაჭუნით მიკეტა კარი და ჩაცმა დაიწყო...
კარადის გვერდით, პატარა ტუმბო იდგამ ტუმბოზე და ერთი სურათი, რომელზეც ოჯახი იყო გამოსახული, ერთ დროს მხიარული, უდარდელი და მოსიყვარულე ოჯახი, რომელსაც ახლა არც ერთი გრძნობა აღარ შემორჩენიათ...
მალევე გამოვიდა, უკვე ჩაცმული და მოწესრიგებული ანა, პატარა ჩანთით ხელში აბაზანიდან, გიორგის ხელი მოკიდა და ისე გაიყვანა სახლიდან რომ არც დედისთვის უთქვამთ რამე და არც მამისთვის..
- სად მივდივართ? ჩაეკითხა გიორგი.
- აქვე, ერთი მიტოვებული სახლივიცი, ნანგრევებია, გახსოვს მანდ ერთი მოხუცი ქალი ცხოვრობდა, რომ დაიწვა. მისტიური გამომეტყველება მიიღო ანამ, და უფრო ხმადალა და შემაძრწუნებლად გაიმეორა. - იმ სახლში, მოხდება ის, რის გამოც თიკა დაგთანხმდება... ჩაიცინა და სიარული განაგრძეს...
- არ მესმის რაღა მაინც დამაინც იმ სახლში, ან რა მოიფიქრე ასეთი, ამ ეს ჩანთა რათ გინდა? არც ერთ შემთხვევაში არ დამთანხმდებაა, უეჭველად მომკლავს ის სი*ი აი ნახავ, სამ დღეში ფულს თუ არ მივუტან... სიგარეტი ამოაძვრინა პაჩკიდან და ნერვიულად ამოარტყა ნაფაზი. ცალი თვალი მოჭუტა ბოლირომ არ შესვლოდა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა მთლიანი ღერი, ეტყობოდა რომ ღელავდა, რასაც ანაზე ვერ ვიტყოდით, კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით და იდეით, ჩაფიქრებული ქონდა რომ თიკა უნდა გაემწარებინა, საკუთარი და, სისხლი და ხორცი, ნუთუ არსებობს ამ ქვეყანაზე რაიმე მიზეზი რის გამოც შეიძლება საკუთარი და გძულდეს, არ გიხაროდეს მისი წარმატება, სილამაზე... თუმცა ალბათ არსებობდა, იმიტომ რომ ფაქტია ანას ძულდა თიკა, ხოლო გიორგის არავინ ადარდება საკუთარი თავისა და თამაშის გარდა... ტყუპები იყვნენ გიორგი და ანა, თიკა კი ყველაზე პატარა იყო, ცხრამეტი წლის...
- ნუღელავ ძამიკო, ნახავ რაშიც მჭირდება ეს ჩანთა.მოვედით, მოდი შევიდეთ და გეტყვი რაც უნდა ქნა, ტელეფონი ხომ თან გაქვს...
- არ მომწონს რაღაც ეს იდეა ანა, დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ?
- აბსოლუტურად ძამიკო, აბსოლუტურად!
ჩამოშლილი იყო მთლიანად, ერთ დროს ულამაზესი ქვით ნაგები ორსართულიანი სახლი, კედლები გამურვოდა, ავეჯის ნასახიც არიყო, ალგალაგ ხავსი ქონდა ნანაგრევებს მოდებული, იქვე სადაც სავარაუდოდ მისაღები ოთახი უნდა ყოფილიყო, დაწვარი, ოდნავ გადარჩენილი მუქი მწვანე დივანი ეგდო, რომელსაც ყველაფერი ამოყრილი ქონდა.
ქვაზე დადო ანამ ჩანთა, გახსნა და მაკიაჟის პატარა ყუთი ამოიღო, გახსნა და საჭირო მასალებით სახეზე მაკაიჟი გაიკეთა, : სილურჯეები, ნაკაწრები... შემდგომ თმა აიჩეჩა, მაიკა ოდნავ გაიხია, ჩანთის წინა ელვა გახსნა და ტოკი ამოაძვრინა, გიორგი გაოცებული უყურებდა, აზზე ვერ იყო მოსული რას აპირებდა ანა, თმცა ნელ-ნელა ხვდებოდა და უფრო და უფრომოწონსა მისი იდეა. გოგონამ ხელები მიაბმევინა იქვე გამოსჰვერილ დაჟანგულ რკინაზე, თავი მოისაწყლა და ძმას ვიდეოს გადაღება თხოვა.
- მომისმინე, კარგად გადამიღე ვიდეო ისე რომ ადგილი არ ჩანდეს, მიხვდება სადაც ვართ, ადრე აქ ვთამაშობდით ხოლმე, ეცადე მხოლოდ მე ვჩანდე, როგორც კი შევწყვეტ ლაპარაკს ვიდეო გამორთე და თიკას გაუგზავნე, აი ნახავ ყველაფერი ისე იქნება როგორ გინდა. თვალი ჩაუკრა გიორგის და მოსაწ....ბული სახით დაიწყო ლაპარაკი მის შემდგომ როდესაც გიორგიმ ანიშნა, რომ ვიდეო ჩართული იყო... : თიკა, ჩემო ლამაზო, ძალიან დიდი ბოდიში იმისთვის როგორც გექცეოდი, ძალიან მჭირდება შენი დახმარება დაიკო, გამიტაცეს, ვალი მქონდა და დამემუქრნენ რომ მომკლავენ, ძალიან გთხოვ, ათასი დოლარი მჭირდება, ანარადა ვეღარასოდეს მნახავ, ხომ იცი თვენს გარდა არავინ მყავს, გიროგის გარდა ეს არავის უთხრა, ეცადე რომ მალე მომიგვარო გთხოვ... აფერისტულად სლუკუნებდა ანა, ძალიან უნდოდა ცრემლი რომ გადმოეგდო მეტი ბუნებრივობისთვის თმცა ასეთი ნიჭიერიც ვერ აღმოჩნდა... ვიდეოს ჩაჭერა დაამთავრა გიორგიმ და მაშნვე გაუგზავნა თიკას...
- ნიჭიერი ხარ დაიკო. გახარებული მივარდა ანას, ხელები გაუნთავისუფლა და ჩაეხუტა...
- თიკასთვის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი ვიყავით, ეგ ხომ ასეთი სულელია, დარწმუნებული ვარ უკვე მოთქმით ტირის... ხმამაღლა გაიცინა და იქაურობას მოშორდნენ...

ხელები უკანკალებდა თიკას, ცრემლები ღაპა-ღუპით უსველებდა ყვრიმალებს, შემდეგ ბაგეებზე ეცემოდნენ, ნიკაპისკენ მიიწევდნენ და ჰაერში უჩინდარდებოდნენ, ცალი ხელი პირზე ქონდა მიდებული, არ ეჯერა ნანახის, ვერ აზროვნებდა, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი, მის თავს ხდებოდა, თავი ზღაპარში ეგონა, ასეთი რამეები მხოლოდ ფილმში თუ ექნებოდა ნანახი, გატაცებები, გამოსასყიდლები, დაშავებულ დას უყურებდა, რომელიც მიდარით თხოვდადახმარებას... მაშინვე მოეგო გონს, როგორც ანამ სთხოვა, მაშნვე გიორგის გადაურეკა...
- გიო, ალო, მომსმინე, ხმა უკანკალებდა თიკას...
- გისმენ თიკა, რა მოხდა? ყველანაირად ცდილობდა გიორგი სერიოზული ტონით ელაპარაკა, სინამდვილეში კი სიცილს ძლივს იკავებდა, სიამოვნებდა მასაც, თიკას ასეთი მდგომარეობა...
- ვიდეო, მომივიდა, ტელეფონზე ვერ გეტყვი, 1საათში ვეცდები სოფელში ვიყო, გაჩერებაზე დამხვდი სასწრაფოდ...
ტელეფონი გათიშა, ჩანთაში საჭირო ნივთებიი ჩაალაგა და დირექტორის ოთახში წავიდა, რამენაირად განთავისუფლება უნდა ეთხოვა სანამ მისი დის ამბავი არ მოგვარდებოდა... როგორღაც გამოენთავისუფლა და ერთ საათში გაჩერებაზე უკვე გიორგის წინ იდგა და ტირილით უხსნიდა მომხდარს, გიორგიმ თავიდან ვითმ არ დაუჯერა, როცა ვიდეო ანახა თიკამ მისი რეაქცია მხოლოდ ორი სიტყვით გამოიხატებოდა, : ამის დედაც...
- რა უნდა ვქნათ გიო? ხომ იცი ამხელა ფული არც მე მაქვს, არც შენ და არც ჩვენს ოჯახს...
- ვიცი, მითმეტეს დედ-მამას ვერ ვეტყვით... შეახსენა გიორგიმ ანის ნათქვამი..
- იოანე, ბატონი იოანეე! წამოიძახა უცებ თიკამ, გიო ძალიან გთხოვ, ხომ იცნობ მას კარგად, მდიდარია, იქნებ დაგვეხმაროს, ვიმუშვებ და დავუბრუნებ გპირდები... მუდარით აღივსო მისი ხმა, საწყალი აცრემლიანებული თვალებით იდგა, ყველაზე მეტად სურდა, რომ ახლა მისი და მის გვერდით მდგარიყოდა თუნდაც უხეშად ან ცივად დალაპარაკებოდა, მაგრამ მის გვერდზე ყოფილიყო...
- წავალ მე, ვეტყვი, იქნებ დაგვთანხმდეს... შენ აქიყავი და ხმაარავისთან დაძრა... დაუყვავა უფროსმა ძმამ ატირებულს და სირბილით კაზინოსაკენ წავიდა...
სინამდვილეში კი ანასთან წავიდა, იქ სადაც შეთანხმდნენ რომ დაელოდებოდა, ყველაფერი უამბო დას, ორივე იცინოდა და საწყალს გოგონას აბუჩად იგდებდა...
- აზრზე ხარ რა სულელია? ხო გითხარი წამოეგება თქო, ისეთი უსუსურია მასზე ყველაფერი გაჭრის, ახლა მიდი და უთხარი რაც შემოგთავაზა ბატონმა იოანემ, ცოტა გართობა არც მას ავნებს, იქნებ ცოტა თვალებიდან გამოიხედოს და დაინახოს ცხოვრება... ჩაიცინა ხმამაღლა და ძმას მხარზე ხელი დაკრა...
- იმედია გამოვა დაიკო, გადავრჩები...
- გადარჩები ,გადარჩები, მე ჩემ დაქალთან ვიქნები „სანამ ათას დოლარს ჩემს გამოსაშვებად არ გადაიხდი“ სიცილით წარმოთქვა ბოლო წინადადება და ძმას გაშორდა...
გიორგი სირბილით წამოვიდა, თიკა ისევ აკანკალებული, ანერვიულებულიდა შეშინებული იდგა ერთადგილას, არც განძრეულა სანამ გიორგი უკან არ დაბრუნდებოდა, დაინახა თ არა ძმა, თითქოს იმედი მიეცაო და ამოისუნთქა, დარწმუნებული იყო რომ ბატონი იოანე უარს არ იტყოდა...
- გიო, რა მოხდა? დაგვეხმარება? ხელები ჩაკიდა გიორგი და თვალებში ჩააშტერდა.
- ხო დაგვეხმარება, დაგვეხმარება არა ის კიდე... ვის რაში აინტერესბეს ვინ ვინ გაიტაცა ან რამდენს იხდის, ყველას თავისი პრობლემა აქვს... ამის დედაც, მაგარი ნაბი*ვარი კაცია...
- რაა? კი მაგრამ, არ აუხსენი? ეგ ხომ ჩვენი ბოლო იმედი იყო, პრინციპში პირველიც, თავი ჩაღუნა თიკამ და პატარა ბავშვივით აქვითინდა, გაჩერებაზე მდგომ სკამზე ჩამოჯდა, ხელებში სახე ჩარგო და სულმოუთქმელად ტიროდა...
- ერთი პირობით დაგვთანხმდა, ნელ-ნელა და ხმადაბლა წამოიწყო ლაპარაკი გიორგიმ, ნერვიულობდა, რამე არ შეშლოდა და ისე არ მოეროშა რამე რომ თიკა დაეფრთხო ან მიმხვდარიყო რომ ყველაფერი მათი დაგეგმილი იყო...
- რა პირობით? თვალები გაუფართოვდა თიკას...
- უნდა რომ ხვალ, სვენებ სვენებით ამბობდა ყველაფერს. -საუნაში მიხვიდე, და მისი სტუმარი რომელიც მნიშვნელოვანია მისი ბიზნესისთვის, ასიამოვნო... თავი დახარა და დას ზურგი შეაქცია, მისი პასუხის ეშინოდა, გული აუჩქარდა მისი პასუხის მოლოდინში...
გოგონა გიფითრდა, მთელს სხეულში ცხელმა ჟრუანტელმა და შიშმა ერთად დაუარა, იმის წარმოდგენაზე რის გაკეთებასაც აიძულებდნენ. თვალებიდან ცრემლები ჩამოუგორდა, თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, მუშტები მოკუმშა და ისე დაჭიმა, ფრჩხილებმა კანიც კი გაუჭრეს, იმ წამს არანაირ ტკივილს არ გრძნობდა, მხოლოდ ერთადერთის გარდა, გული ტკიოდა, გასაყარზე იდგა იმ წუთას, ან თავისი მომავალი, ან დის სიცოცხლე...
- კი მაგრამ... ეს, ეს როგორ გთხოვა? სლუკუნით იკითხა და ძმას მოტრიალება სთხოვა...
- არ ვიცი, მე... არ ვიცი, ვუთხარი რომ სისულელე იყო, თიკა, რომ შენ ამაზე არ.... სიტყვა გაუწყდა გიორგის.
- თანახმა ვარ! ხმადაბლა ძლივს გასაგონად თქვა, და ალბათ მართლაც უნდოდა რომ მხოლოდ მას გაეგო...
- რაა? სიხარულით იკითხა უცებ, თუმცა თიკას სახის დანახვაზე სახე მოთოკა და ვითომ დამწუხრებულმა ისევ იკითხა, : - რაა? შენ, თანახმა ხარ? მთლიანი სხეულით ხტოდა გიორგი, სიხარულისგან თუმცა ერთადგილს არც მოშორებია, უნდოდა ეხტუნა, მაგრამ ამას ვერ იზავდა, უხაროდა, უხაროდა გადარჩენა, მაგრამ იმაზე არ ფიქრობდა თუ რისთვის წირავდა საკუთარ დას...
- ახლარა უნდა ვქნა? შეშინებულმა კითხა გიორგის...
- სახლში წადი, მოემზადე, ხვალ დილით დაგირეკავენ და გეტყვიან ყველაფერს, აბა შენ იცი დაიკო, ყველაფერი ისე უნდა გააკეთო რომ ბატონ იოანეს მოეწონოს დამისი სტუმარი კმაყოფილი იყოს, თორემ ერთ კაპიკსაც არ გვაღირსებს, ანას კიდევ ვეღარასოდეს ვნახავთ, უფრო გაატრაგიკულა სიტუაცია გიორგიმ, თიკას ცრემლები არც შეჩერებია, შეუწყვეტლივ მოსრიალობდნენ ლოყაზე...

იმ ღამეს არ ეძინა თიკა, მთლიანი სხეული უკანკალებდა, ხვალინდელი დღის გათენებაც კი არ სურდა, ეშინოდა, ეს ხომ მისთვის პირველი იქნებოდა, ასე არ სურდა მას, ასე არ წარმოედგინა. ართმევდნენ, სისპეტაკეს ართმევდნენ, ცხოვრებას ართმევდნენ, მომავალს ართმევდნენ, მაგრამ თავისი დისთვის სულსაც გაყიდიდა... ფიქრებში ჩაძირულს როგორ დაეძინა არც ახსოვს...
ხვალ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება... ხვალ ყველფერი შეიცვლებოდა!!!
მზე კარგა ხსნის ჩასული იყო, უკვე მოსაღამოვებულიყო, გრილოდა...
თიკა მანქანიდან გადმოვიდა, ჟაკეთი მაგრად მოიხვია სხეულზე და ხელები გადააჯვარედინა სიცივისგან... თოკოსკენ არც გაუხედავს, პირდაპირ კაფეში შევიდა...
თოკომ მანქანა პარკინგზე დააყენა, დაკეტა და ისიც თიკას მიყვა... რამოდენიმე მაგიდა იყო მხოლოდ თავისუფალი, თიკას მიუახლოვდა და მის გადაწყვეტილებას დაელოდა, თიკამ ფანჯარასთან, მყუდრო ადგილას დაიკავა ადგილი... სანამ არ „გალღვა“ მაქამდე ხელები არ ჩამოუშლია... თოკო მის პირდაპირ დაჯდა და თიკას თვალებში ჩაიკარგა... კარგა ხანს უყურებდა. შიგადაშიგ ეღიმებოდა.
- დიდხანს უნდა მიყურო? შეწუხებულად შეიშმუშნა და მენიუ ისე დაიკავა სახე აღარც უჩანდა. თოკომ ჩაიცინა მხოლოდ, მანაც აიღო მენიუ და შესაკვეთის მისაცემად მიმტანს უხმო...

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, რას მიირთმევთ? საკმაოდ ზდილობიანი ჩანდა მიმტანი, თეთრ პერანგში გამოწყობილი, კისერზე ბაბთით, შავი წინსაფრითა და შარვლით იყო შემოსილი...

- ჯერ გოგონამ თქვას, ჯელტმენურად დაუთმო თიკას და გაუღიმა.

- ცხელი ჩაი ლიმონით თუ შეიძლება... თიკამაც არ დააყოვნა...

- მხოლოდ ეგ?

- დიახ. მადლობა...

- თქვენ? ახლა თოკოს გადახედა და ჩასანიშნი ბლოკნოტი მოიმარჯვა...

- ორმაგი ესპრესო თუ შეიძლება... გაუღიმა მიმტანს და ორივე მენიუ მას გაატანა...

პიჯაკი გაიხადა, გვერდზე დაიდო და ხელები მაგიდაზე შემოაწყო...
თიკა ფანჯარაში იყურებოდა, თოკოს ანარეკლსაც ხედავდა, რომელიც თვალს არაშორებდა...
- დაიწყე, რისი თქმა გინდა? სიჩუმე ისევ თიკამ დაარღვია უხეში მიმართვით...
- მოდი გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან... ამ სიტუაციაში გახვევა არც მე მინდოდა და არც შენ რათქმაუნდა... მაგრამ უკვე ყველაფერი წარსულში დარჩა... გეფიცები რომ შენი წამების გამო მათ არ შევარჩენ ამას... ნებისმიერი ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანი რომელსაც ასეთი რამ შეემთხვევა იზავს იმას, რასაც მე ვაკეთებ... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ ამას. თუმცა ეგეც შემიძლია...
- მერე? უემოციოდ უყურებდა თოკოს...
- მერე ის რომ შენთან დაახლოება მინდა, რა არის ამაში გაუგებარი. მინდა ჩემი შვილის დედას კარგად ვიცნობდე, ვიცოდე რა უყვარს, რა უნდა და რაც ყველაზე მთავარია, ამის თქმას არ ვაპირებდი მაგრამ რადგან ვთქვი რომ გულწრფელი ვიქნებოდი, ამასაც გეტყვი... მესმის შენი გულგრილობა ჩემს მიმართ, სავარაუდოდ ცოტა ზიზღსაც გრძნობ, მაგრამ მინდა რომ ჩემი შვილი და ის ადამიანი, რომელიც ჩემს სისხლს და ხორცს მუცლით ატარებს ჩემს გვერდით იყოს... მინდა დავინახო როგორ გეზრდება მუცელი, მინდა რომ ღამე, თუნდაც სხვა ოთახიდან, იმიტომ რომ ვიცი ჩემს ოთახში არ შემოხვალ, გამაღვიძო და რაღაცებბზე გამაგზავნო... ძაან ბანალურად ჟღერს ვიცი, აქამდე ამაზე ფიქრიც კი მიჭირდა, მაგრამ ხო ხედავ რა რომანტიკოსი ვარ... გაიცინა და თიკას დაელოდა...
ცოტახანი დაჟინებით უყურებდა თოკოს, გაოცებული და გაოგნებული სახე ჰქონდა...
- მანიაკი ხარ? თუ მეღადავები? ბოოს სერიოზული სახით იკითხა თიკამ...
- ვერ მივხვდი? დაიბნა თოკო...
- აბა რა ერთად ცხოვრება, რა ღამე გაღვიძება. არ გიცნობ! არ მიცნობ!...
- ძალიან მეშლება ახლა ნერვები... დაიძაბა თოკო... ნორმალურად ლაპარაკი არ გესმის? კონტროლი დაკარგა ბიჭმა და ხმასაც შედარებით აუწია...
- აი შენნაირ ფსიხთან როგორ უნდა ვიცხოვრო? რა გაყვირებს?
- რატო მაგიჟებ? ვერ ვთქვი განმარტებით? მინდა ჩემთან გადმოხვიდე თქო! კონკრეტული იყო თოკო...
- მე კიდევ არ მინდა შენთან რომ გადმოვიდე თქო! იგივე ტონალობაში დაუმარცვლა თიკამ...
- გამაგიჟებ რაა! საკამოთოდ მოვედით თუ შესათანხმებლად? თვალები აატრიალა, ამასობაში შეკვეთებიც მოიტანეს...
- არ მინდა ეს ესპრესო, რამე მაგარი მომიტანე რაა! ბიჭი უცებ დაიბნა...
- მაგარი, ყავა? გაკვირვებულმა მიუგო თოკოს...
- რა ყავა, რამე ალკოჰოლური, ვისკი, არაყი, რავიცი რაგაქვთ...
- აჰ, ბატონო ჩვენ ალკოჰოლურ სასმელს არ ვყიდით, ვწუხვარ... ღიმილით მიუგო მან...
ნერვებ მოშლილმა გამოართვა საკუთარი ყავა და წინ დაიდგა...
თიკა კი წყნარად, ირონიული გაომეტყველებით მიირთმევდა საკუთარ ლიმონიან ჩაის და ფინჯანზე ხელებსაც ითბობდა...
- ლოთიც ყოფილხარ... ცოტახანში დაახეთქა თიკამ, ბიჭს ყავა ლამის გადაცდა...
- მდგომარეობიდან გამოგყავარ! ამას ჯობს შენი ვერსია შემომთავაზო მაშინ... ყბები დაეჭიმა თოკოს..
- მოკლედ, ბევრი დრამის გარეშე, ძალიან თუ დაგაინტერესდება შენი შვილის განვითარება, შეგიძლია ექიმთან გმაომყვე ხოლმე, დაბადების შემდეგ, როცა მოისურვებ ნახავ... სხვას არაფერს ვითხოვ... ჩამოუყალიბა თიკამ... თოკოს გაეცინა.
- ხუმრობ ხო? სახე აელეწა უცებ...
- შემომხედე აბა ვგავარ ხუმარა ადამიანს?
- თიკა! ძალიან გინდა რომ გამაცოფო?
- გიჟიც ყოფილხარ... აგრძელებდა თიკა... ცხელი ჩაი ბოლომდე გამოცალა და ფინჯნიდან ლიმონის ნაჭერი ამოიღო, კანი მოაცალა და შეჭამა, სახე მოჭმუხნა მაგრამ შემდგომ სიამოვნებაში გადაეზარდა... „როგორ მიყვარს“ თავისთვის ჩაილაპარაკა...
თოკოს ცოტაღა აკლდა რომ არ გაცეცხლებულიყო, თუმცა თვალებში მაინც ხტოდნენ სლისფერი წერტილები...
- ასე ვერ შევთანხმდებით... დაწყანრების შემდგომ გამოაცხადა თოკომ... რადგან დღეს ჩვენი პირველი „ნორმალური“ შეხვედრა არის, ნორმალური თუ შემიძლია ამ სიგიჟეს ვუწოდო, ასეთი ისეა მაქვს... გავაგრძელოთ ესე სიარული ერთად, კინოში წავიდეთ, ან სადმე სადაც მოისურვებ, ნორმალურად გამიცანი, დარწმუნები რომ არც ლოთი ვარ, არც მანიაკი და არც გიჟი... ბოლო სიტყვები გამოკვეთილად წარმოთქვა...
- ვნახოთ. მოვიფიქრებ...
თოკომ ღრმად ამოისუნთქა, თავს იკავებდა ყველანაირად... ხელები თმაში შეიცურა და მაგიდაზე იდაყვები ჩამოდო, ცოტახანი თავზე ხელმიჭერილი იჯდა...
- წავიდეთ, გამოუცხადა თიკამ... ხვალ ადრე მაქვს ლექცია... მოსამზადებელი მაქვს საკითხები...
- კარგი, მიდი ჩაჯექი მანქანაში, გასაღები მიაწოდა და გააღეო უთხრა.
- კარგი, მალე გამოდი... მიტრიალდა და კაფედან გავიდა...
„ შარში ვარ! გამაგიჟებს ეს გოგო“ თავისთვის ჩაილაპარაკა და სალაროსთან მივიდა ანგარიშის გადასახდელად... ცოტახანში მანქანასთან მივიდა, მძღოლის ადგილი დაიკავა და იქაურობას მოწყდა...
სახლში მისვლისთანავე ტატიანამ კითხვებით გაუბურღა ტვინი...
- აბა, რაო? რაზე შეთანხმდით? შეთანხმდით რო რამეზე, შენი ხასიათი რომ ვიცი, ამოაშხამებდი ბიჭს... მალე მომიყევი... თიკა ტანზე იცვლიდა, დედა კი უკან დაყვებოდა და ელაპარაკებოდა...
- დამაცადე მაინც, ან გავიხადო, ან შემოვიდე ნორმალურად, წყალი მაინც დამალევინე ისე რომ თოკო არ ჩამესმოდეს ყურში... ბოლოს ამოასხა და ცოტა უხეშადაც მოუვიდა... ტატიანა შედგა, ყურები ჩამოყარა, სახე აელწეა...
- კარგი, თუ არ გინდა ნუ მომიყვები... თიკას მოშორდა და საწოლზე ჩამოჯდა... მის გვერდზე, ტუმბოდან წიგნი აიღო და ვითომ კითხულობდა, შიგადაშიგ თვალს აყოლებდა თიკას...
- მოკლედ, გიჟია... მგონი მანიაკიც, ვერარი ნუ... გვერდზე ჩამოუჯდა დედას და კითხვებზე პასუხს ცემდა...
- რაა? დაიბნა ტატიანა, რეებს როშავ, ხო კარგად ხარ? ხელი მიადო შუბლზე... არა სიცხე არ გაქვს რომ ბოდავდე... სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა ტატიანა...
- ოო დედა, ხელი მოაცილებინა სიცილით...
- აბა რაის გიჟი, რა მანიაკი... ცოტა გარკვევით ილაპარაკე...
- მინდა ჩემი შვილის გაზრდას ვუყუროვო და ჩემთან წამოდიო, დამიწყო ძალით რომანტიკოსობა, ღამე გამაღვიძე და რაზეც გინდა იმაზე გაგეგზავნები და ათასი უაზრობები რითაც თავისი პაწია ჭკუით „დამკერავს“... მობეზრებით აატრიალა თვალები და ფეხები ლოგინზე შემოდო...
- მგონი ახლა შენ ხარ გიჟი... რა გითხრა ისეთი, ბიჭს უნდა ახლოს ყავდე და თავისი შვილის განვითარებას უყუროს...
- დედა მეხუმრები ხო? არ ვიცნობ, რაზე ვილაპარაკეთ მე დაშენ? ხელების ქნევით ლაპარაკობდა... ჯერ სამი თვის ვარ, მუცელი არ მაქვს, ამიტომ არარის აუცილებელი იქ გადავიდე...
- ეხ, რაც გინდა ის გიქნია მაშინ... ხალხმა ილაპარაკოს უპატრონოაო და უმამოდ ზრდის ბავშვსო... ტუმბოზე წიგნი დააბრუნა და სამზარეულოში შევიდა...
- შენთვის „ხალხი რას იტყვის“ არის მთავარი თუ ჩემი ბედნიერება, მოდი ამაზე ნუ ვიკამათებთ რა! უკან მიყვა თიკაც...
- არა, ზუსტად შენი ბედნიერების გამო გეჩიჩნები რომ იმ ბიჭს შანსი მისცე, მითმეტეს როგორ ცდილობს, შენ კიდე გამოლანძღე ორ წამში, კარგი რა!!! ფუთფუთებდა ტატიანა...
- კარგი, მივცემ შანსს, თუ ასე ძალიან მოგწონს შენც, უბრალოდ აი მხოლოდ ერთხელ, ერთადერთხელ გული რომ მეტკინოს, არც შენ გაგცემ ხმას და იმას ხო საერთოდ ავუკრძალავ მოკარებას...
- მე კი ნუ მეჯიბრები, ან ჩემს გამო კი ნუ დაიჭერ ურთიერთობას მასთან, ბავშვის გამო უნდა გააკეთო ეს, პირველ რიგში და მერე შენს გამო.. დაუყვავა ტატიანამ და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდო...
- უფფ. კარგი წავალ მე ცოტას ვიმეცადინებ და დავწვები, წელი მტკივა...
- ექიმთან როდის მიდიხარ? 3დღეში მეოთხე თვეში გადავალ და მაშინ...
- კაი მიდი...

ღამის ორი საათი იქნებოდა, ნასვამი იყო ისევ, კარი ბრახუნით შეაღო, გასაღები მაგიდაზე ხმაურით დაახეთქა, ჟაკეტი გაიძრო და ძირს მოისროლა... მისაღებ ოთახში შეაბიჯა და თვალი მოავლო იქაურობას...
- ეჰ, მამაჩემო, მამაჩემო... ახლა ამ დაწყევლილ სავარძელში უნდა იჯდე და ტელევიზორს უყურებდე, ლუდის ქილით ხელში, შენ კიდევ? ვიღაც ბო*ების გამო სად ზიხარ... თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ...
- რეებს როშავ... კარის კიდეზე მიყუდებული იდგა ანა, თმა აწეწილი ქონდა... ბიჭი მოულოდნელობისაგან შეკრთა...
- ოხ ანა! შემაშინე... ძლივს ატრიალებდა ენას პირში.
- შენ ჩემი თუ გეშინია მაშინ პოლიცია რო დაგვადგება თავზე, ქვეშ ჩაისველებ...
- რა? რას ქვია პოლიცია დაგვადგება? შიშისაგან უცებ გამოფხიზრდა გიო...
- რაც გესმის... გაომძიებელი დამადგა დღეს მაკეტში... დაგვერხა რა!!! სახეზე ხელები აიფარა და ქვითინი დაიწყო...
- მოიცა, მოიცა ნუ ღნავიხარ... ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო გიორგი... ანუ შენ ამბობ იმას რომ გამომძიებელი დაგადგა, და რა მერე? ვერ მიხვდა...
- რაღა რაა! დებილი ხარ? იმ კახპას ყველაფერი უთქვამს, მოუყოლია რაც გავაკეთეთ... აპანიკებული ლაპარაკობდა ანა...
გიორგიმ გადაიხარხარა...
- რა ქათამი ხარ! და შენ გგონია ვინმე ამას დაამტკიცებს? კარგი რაა! ნუ ხარ სულელი, ისე არ გავუხადო საქმე რომ აქეთ ის მახინჯი ჩასვა ციხეში... თუ წაგვიყვანენ, ჩვეულებრივად, წყნარად და პანიკის გარეშე იტყვი რომ ეს ყველაფერი ტყუილი, დამამტკიცებელი საბუთი არ აქვთ და ვერ შემოგვტენიან, გაიგე? ჩკუას არიგებდა გიორგი. -ახლა მომშორდი აქედან, მეთქი რაიმე სერიოზული იყო... ისევ გაიცინა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა... ჟურნალის პატარა მაგიდიდან პულტი აიღო და ტელევოზირი ჩართო....
ანა უკან, საძინებელში გაბრუნდა და თითქოს რაღაც მოეშვაო გულზე, ამოისუნთქა, თავი ხელში აიყვანა და ლოგინში ჩაწვა…

პოლიციის განყოფილებასთან გაჩერდა შავი აუდი... უცებ გადმოვიდა და კიბეები აირბინა, მთავარი მოსამართლე ადგილზე უნდა ყოფილიყო, თორემ გაგიჟდებოდა... მიმღებთან შეჩერდა...
- ელენე, მოსამსართლე ხომ აქარის? მითხარი რომ კი... ღრმად სუნთქავდა ნოე...
- კი მაგრამ კრება აქვს, ცოტახანი მოცდა მოგიწევს... მწვანე თვალები შეანათა ელენემ...
- ამის დედაც... მეჩქარება რაა! მალე მორჩება?
- წესით უნდა დამთავრდეს მალე... თითქმის 2 საათია მიმდინარეობს...
- კარგი ხო... მოპირდაპირე მხარეს, სავარძლები იდგა... ერთერთში მოკალათდა და პიჯაკის შიგნითა ჯიბიდან რომელშიც დაკეცილი ფურცლები ელაგა, ამოიღო და ცდილობდა კარგად დაკვირვებოდა...
„სისულელეა, დამცინებს მოსამართლე“ თავისთვის ფიქრობდა ნოე... „ რომ ვუთხრა, ესენი 14 წლის ბიჭმა დახატა და ამის საფუძველზე დაკავების ორდენი გაეცი თქო დამცინებს, უეჭველად დამცინებს...“ თმაში ხელი შეიცურა და ორივე ხელი მაგრამ მოიჭირა... „ იფიქრე ნოე, იფიქრე! რითი დავუმტკიცო, რისი გაკეთება შემიძლია... „ უცებ თავში შესანიშნავმა აზრდმა გაუელვა. ტელეფონი ამოიღო, კონტაქტებში შევიდა და ძველი მეგობრის ნოემრი აკრიფა...
- გიგიიი... როგორ ხარ ძმა... მონატრებული ხმით მიმართა...
- ვაა, ნოეს გაუმარჯოს. კარგად შენ როგორ ხარ? სად დაიკარგე ბიჭო, ასე უნდა ძმაკაცობა?
- ხო იცი არა რა შარშიც ვარ... ამ საქმის გადამკიდე ნორმლურად არვისთვის მრჩება დრო რა, იზვინი... ხო ხარ მაგრად? საით ხარ?
- რავიცი, „ნარმალნო“ რაა! ბათუმში ვარ შე ჩემა. რაღაც პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და ჩამოვალ ალბათ ერთ ორ დღეში... ხო მშვიდობაა? მიხვდა მეგობრის ხმაში რომ, რაღაც რიგზე ვერ იყო...
- იმენა გრძნობ ხო როცა რაღაც მაქვს სათხოვნელი... გაეცინა ნოეს...
- ხო რა, კმაყოლმა ჩაილაპარაკა... აბა რა ხდება.
მოკლედ მოუყვა სიტუაცია, დახმარება თხოვა რამენაირად რომ გამოეტეხა ანა...
- ოო, ცოტა ძნელია ჩემო ნოე, მაგრამ მოვახერხებ, ხო იცი დაუკერავი გოგო არ დამრჩა... სიამაყით გაბღენძილი წინადადება წარმოთქვა გიგიმ და გაიცინა
- ისევ ისეთი მექალთანე ხარ ანუ, როგორც უნივერსიტეტის დროს... შენ რა შეგცვლიდა პრინციპში... მოკლედ შენი იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოხვალ მომაგვარებინე რა ეს საქმე და მაღარიჩი ჩემზე იყოს... ღიმილით ელაპარაკებოდა, თითქოს დაინახავდა...
- არაა პრობლემა, მოვგვარდები ამ დღეებში და შენთან ვარ რაა!
- მადლობა გიგუშ...
ტელეფონი კმაყოფილმა გათიშა.. ამასობაში, დაინახა როგორ იცლებოდა ხალხის ნაკადით, მოსამართლის საკრებულო დარბაზი... უცებ წამოხტა და იქითკენ დაიძრა...
- ბატონო ნოე, მოითმინეთ...
- ელე, კარგი რა! ხო გითხარი მეჩქარება თქო... სიარული არ შეუწყვიტავს ისე მიუბრუნა გოგონას პასუხი, მანაც ვერაფერი უთქხრა, ან რა აზრი ქონდა, ნოე უკვე ოთახში იყო შესული...
- ბატონო თომა, თუ შეგიძლიათ ორიოდ წუთი რომ დამითმოთ...
- კი ბატონო, მაგრამ ცოტა ჩქარა, სასამართლო მაქვს და არ უნდა დავაგვიანო... ნოე, ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გარისკა იმ სამხილებით წარდგენოდა რაც იმდროისთვის ქონდა ხელში...
- მოკლედ ბატონო თომა.... უცებ მოუყვა სიტუაცია, ქალბატონი ნანულის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ მათთან ახლოს ოჯახი ცხოვრობდა, საიდანაც მკაფიოდ ჩანდა დანაშაულის ადგილი... რამოდენიმე წუთიანი ლაპარაკის შემდგომ, წარუდგინა ნიკოლოზის მიერ დახატული ნახატები, სადაც ჩანდა მამაკაცი, შესვლისას, გამოსვლისას სისხლიანი ხელებით. ეს ყველაფერი ისე კარგად იყო დახატული, თითქოს ვიღაცას ფოტოები გადაეღოს... მოსამართლე აკვირდებოდა ნახატებს, ხმას არ იღებდა... ბოლოს მოთინება დაკარგულმა ნოემ იკითხა..
- აბა, ბატონო თომა, შეძლებთ რომ დაკავების ორდენი გამოაცემინოთ?
ნოეს დააკვირდა, შემდგომ ტუჩი ჩატეხა და თავი გააქნია...
- ასეთ უმნიშვნელო ფაქტებზე დაყრდნობით, ჩვენ რომ დაკავების ორდენები გაგვეცა კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე... მეხუმრები ბიჭო? რაარი ეს? ეს საკმარისია? დაგიხატავ მეც რაღაცას, მოვიფიქრებ და დამაკავე ბატონო... რაში მაკარგვინებ დროს მოკლედ გადავირევი რაა! არ დაგინახო აქ სანამ ნორმალური სამხილებით არ მოხვალ.. მომინდომა ბიჭმა დაკავების ორდენი.
- კარგით, ბოდიშით... ჩამქრალი ხმა ქონდა ნოეს... „ხომ ვამბობდი რაა!“ გაიფიქრა და ხელი ჩაიქნია... რაღა დარჩენოდა, უნდა მოეცადა გიგისთვის, და ჩაფიქრებული იდეა განეხორციელებინათ, აი მაშინ ნამდვილად მომცემენ ორდენს...
შენობიდან გამოსულმა, მანქანა გახსნა, საჭესთან ადგილი დაიკავა და ახლაღა მოაგონდა თიკასთან რომ არ ულაპარაკია დიდიხანი...
- თიკა, როგორ ხარ?
- კარგად ნოე, შენ?
- მეც. რაღაცეები გავარკვიე, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა, მინდოდა რომ გცოდნოდა შენც...
- მადლობა ნოე, რა გაარკვიე? ნიკასთან ხომ არ იყავი?
- კი თიკა, ნიკა ძალიან დაგვეხმარა, არის რაღაც, მაგრამ ვერ ვადასტურებ... ვეცდები ბოლომდე გავარკვიო, ის ვინც ეს გააკეთა, შანსი არარის ასეთი პროფესიონალი იყოს, რაღაცას დატოვებდა. ვიპოვი უეჭველად...
- იმედია, იმედია ყველაფერი გაირკვევა, ამით ბებიაჩემს ვერ დავაბრუნებთ მაგრამ წყნარად მაინც ვიქნები, ამის ჩამდენი ციხეში რომ ამოლპება... ნოე რაღაც მინდა გითხრა... გააგრძელა საუბარი როცა მიხვდა რომ სათქმელი არაფერი ქონდა ნოეს...
- გისმენ თიკა... რაღაცნაირად აუკიაფდა თვალები...
- არ მინდა ან დამნაშავედ იგრძნო თავი, ან რაიმე პრობლემა იყოს ჩვენს შორის, შენ პირველ რიგში ჩემი შვილის ბიძა ხარ... შემდეგ გამომძიებელი რომელიც ჩემს გვერდით მაშინ იყო როდესაც არავინ მყავდა... ამიტომ დავივიწყოთ ის ინციდენტი შენ ძმასთან დაკავშირებით... მე და თორნიკემ ვილაპარაკეთ, ადავწყვიტე შანსი მივცე, ვნახოთ რა იქნება და როგორ, მაგრამ იცოდე რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ უხერხულად იგრძნო თავი...
ნოეს გული აუჩქარდა... „ჩემი შვილი ბიძა ხარ“ „გადავწყვიტე თოტნიკეს შანსი მივცე“ მხოლოდ ეს ორი წინადადება უტრიალებდა... გაუხარდა?! გული დაწყდა?! არ იცის. ალბათ ორივე, მაგრამ დარწმუნებული არის მხოლოდ იმაში რომ თიკა თორნიკესთან და მათ შვილთან უნდა იყოს... მაგრამ რა ჯანდაბა ქნას თიკას მიმართ რომ გრძნობს იმას რისი ახსნაც არ შეუძლია, რის სახელსაც ვერ უფიქრებს. არ უნდა, რომ ასე იყოს. საშინლად არ უნდა...
- გასაგებია თიკა, გამიხარდა შენი გადაწყვეტილება... გპირდები არანაირი უხერხულობა ან რაიმე გაუგებრობა... ახლა წავედი საქმე მაქვს... პასუხის გაცემაც არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი და მკერდზე მაგრად მიიჭირა ხელი... თვალები დახუჭა და ქუთუთოები დააჭირა ერთმანეთს...
- ადგილიდან ისე აორთქლდა, თვალის მოკვრასაც ვერ მოასწრებდით...
დილით, ჩვეულებისამებრ გაიღვიძა თიკამ, ხელჩანთაში, რმაოდენიმე წიგნი ჩაალაგა, რვეულიც ჩადო და გასასვლელად კარისაკენ წავიდა...
- ტელეფონს ვის უტოვებ? უკნიდან მოესმა ზილიდან ახალ გამოსული ტატიანას ხმა...
- უი უი... მადლობა დე.. მიბრუნდა და ტელეფონი ჩანთაში უნდა ჩაედო რომ აბზუილდა...
- ხაშია? მგონი ამას აკლია... სანამ უპასუხებდა მაქამდე წამოიძახა თიკამ, დედა რათქმაუნდა მიხვდა ვიზეც იყო საუბარი...
- ალო... მობეზრებული ხმით უპასუხა გოგონამ
- დილამშვიდობის, ხომ არ გაგაღვიძე? დაბოხებული ბარიტონით ისე დამაბნევლად იცოდა საუბარი, ნებისმიერს მოულბობდა გულს... თიკა ცოტახანი გაჩერდა, მისი ხმა ისე მოეწონა ტელეფონში, თითქოსდა პირველად ელაპარაკებოდა, მაგრამ აქამდე ასე არ უგრძვნია...
- დილამშვიდობის, არა უნიში მივდივარ... ამასობაში მან კარი გააღო და ქვემოთ ჩავიდა...
- გასაგებია, რომელსაათზე გიმთავრდება? ისევ აგრძელებდა საოცარი ხმით ლაპარაკს...
- ორისკენ სავარაუდოდ, თუ შუალედში არ გამიცდა რამე და არ გადაანაცვლეს...
- თუ გეცლება გამოგივლი და წავიდეთ სადმე...
- კარგი გამომიარე... ცდილობდა შედარებით ლმობიერი ყოფილიყო... სიმართლე გითხრათ, თოკოს გაუკვირდა ასე უცებ რომ დათანხმდა.
- ხო კარგად ხარ? უეჭველად გაოცებული სახე ექნებოდა...
- და ცუდად რატომ უნდა ვიყო?! ვერ მიხვდა თიკა...
- არა, რავიცი, უცებ დამთანხმდი და... გამიკვირდა...
- აუ ვერ ხარ მგონი მართლა რა! გადავიფიქრე... თვალები აატრიალა და გადაწყვიტა ცოტა ეწუწუნებინა...
- კაი ეხლა, ამხელა კაცი უნდა მახვეწნინო თუ რა თემაა?
- კარგი, კარგი... ანდაც... იცი რა? ცოტა მუცლის ტკივილი აწუხებდა და სულაც არ სურდა ახლა იმ მოსაწყენ ლექციებზე დასწრება...
- აბა? სიხარული შეერია ხმაში...
- ახლა გცალია?
- მმმ, ახლა სამსახურში... ანდაც კი მცალია...
- ხოდა მოდი და წამიყვანე, კორპუსთან ვდგავარ...
- მართლა? გაოცდა თოკო.
- ხო მართლა... ბავშვის მამა ხარ ბოლოს და ბოლოს უცხო ხო არა... ირონია ნარევი ხმა ქონდა
- ვაა, თიკა. წინსვლა გვაქვს? მოვდივარ ახლავე, მანდ დამელოდე...
- მალე ხო...
ტელეფონი გათიშა და იქვე სკამზე ჩამოჯდა...
თოკომ მაშინვე გადარეკა სამსახურში, ყველა შეხვედრა გააუქმა, დაუბარა რომ დღეს არ იქნებოდა...
არც ახსოვს რა ჩაიცვა, სახლში გიჟივით დარბოდა, სიჩქარეში ხან ტელეფონი დარჩა, ხან მანქანის გასაღები... კურთხებ-კურთხებიდ დაიოდა ფეთიანივით... ბოლოს როგორც იქნა გააღწია გარეთ, მანქანაში ჩაჯდა და ძრავა აამუშავა...
რამოდენიმე წუთი ელოდა თიკა, უკვე ნერვები ეშლებოდა. ის ისიყო ტელეფონზე უნდა დაერეკა, მოსახვევში გიჟივით შემოვარდა მანქანა და მის წინ გაჩერდა... ისეთი მუხრუჭების გამაყრუვებელი ხმა მოყვა, ასფალტზე ნაკვალევიც კი დატოვა...
თოკო დინჯად გადმოვიდა, ვითმც რამოდენიმე წუთის წინ კისრისტეხვით არ მოდიოდა... თიკას მიუახლოვდა, გოგონამ ხელი გაუწოდა მისალმების ნიშნად. ორიოდ წამს დააჩერდა გამოწვდილ ხელს, მერე ახლოს მივიდა და ჩაეხუტა... ცოტახანი ფართხალებდა თიკა, მაგრამ რომ მიხვდა აზრი არ ქონდა, დანებდა... როგორც კი იგრძნო რომ ხელები მოაფომფლოვა, მაშინვე დაუსხლტა ხელიდან და ლანძღვას მოყვა...
- შენ, რა უფლებით მეხუტები, როცა მე ხელი გამოგიწოდე, ვერ ხარ? გაცეცხლებლი იყო გოგონა...
- კარგი რა! რა დავაშავე ახლა ისეთი...
- აუ ჩაჯექი რა და წამიყვანე აქედან მოვკვდი ლოდინით... ყურადღება არ მიაქცია მის კითხვას, იმიტომ რომ მიხვდა, ისეთი მართლა არაფერი დაუშავებია...
ორივე ჩასხდა მანქანაში, ღვედი შეიკრა თიკამ...
- აბა, საით?
- სახლში... მოკლედ მოუჭრა თიკამ...
- რა სახლში? თვალები გადმოუცვივდა ლამის თოკოს...
- შენს სახლში. ხო რას მიყურეებ, არ უნდა ვიცოდე სად ცხოვრობს ჩემი შვილის მამა? რაღაცას მაიმუნობდა თიკა, ეს თოკომაც შეამჩნია მის აკიაფებულ თვალებში და „თამაშში“ აყვა...
უსიტყვოდ დაქოქა მანქანა, უებ გაახსენდა რა დღეში დატოვა სახლი და სახე აელეწა, მაგრამ რა გაეწყობოდა...

თოკოს კორპუსთან მივიდნენ, მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა თოკო...
ზემოთ ავიდნენ, თიკა პირველი შეატარა და გაოცებისგან პირი ძლივს მომუწა...
- ძალიან ლამაზია... თეთრ ფერში გაწყობილი კედლები, მათზე დაკიდული ულამაზესი ნახატები... ავეჯი შავი ფერის იყო, სამზარეულო უზარმაზარი, პირდაპირ სამოთხე... უბრალოდ ცოტა აყრილი, მაგრამ მაგას ეშველება...
- მადლობა, იმედია ოდესმე აქ შენც იცხოვრებ... ნამიოკი ჩაურტყა თოკომ...
- თოკო... შეუბღვირა...
- ხო, კაი კაი... ხელები აწია დანებების ნიშნად... მოიცა მივლააგებ უცებ და რა ვქნათ აბა...
- აი დივანზე დავსხდეთ, რაიმე ფილმი მოვძებნოთ და ვუყუროთ, მაქამდე მე თუ შეიძლება სამზარეულოში შევალლ...
- თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში...
- ჩაი გაქვს?
- კი რათქმაუნდა, კარადაშია ყველაფერი, გაზქურის თავზე...
- დალევ?
- ყავას...
თიკამ უსიტყვოდ დატოვა მისაღები ოთახი და სამზარეულოსაკენ გაეშურა...
კარადები საკმაოდ მაღალზე იყო... პირველ დახლს წვდებოდა, თუმცა შაქარი მეორეზე იდო... ხელი ზემოთ აწია, ცდილობდა ჩამოეღო, რომ მუცელში რაღაც სიმწარე იგრძნო...
უცებ ჩაიკეცა და სასოწარკვეთილი ღრიალიც გაისმა... თოკო სირბილით შემოვიდა...
- თიკა, თიკა რა გჭირს.. ღმერთო ჩემო... დაიბნა ბიჭი, არ იცოდა რა ექნა... თიკა ხმას ვერ იღებდა, ვერ ლპარაკობდა, ძირს ეგდო, მუხლები მუცელთან მოეტანა და მოკუნტულ მდგომარეობაში იწვა... თოკო გავარდა, სასწრაფოს დაურეკა...
თითქოს ცამაც იგრძნო თიკას ტკივილი, მისი ცრემლი... საშინლად გაწვიმდა, ასე არასოდეს უწვიმია, ჯერ ქალაქს არც გაუღვიძია ნორმალურად. დილის ცხრა საათი იქნებოდა... შემოდგომის სუსხიც ძვლებში ატანდა... მოლიპულ გზაზე სასწრაფო მიქროდა, გამაყრუებელი სირენის ხმით. მასში კი მომტირალი თიკა და შეშინებული თოკო იყვნენ...
საავადმყოფოს მიმღებში იჯდა, განადგურებული სახე ქონდა, ხელები თმებში შეეცურებინა და შუბლი ხელის ბალიშებზე ედო, ნერვიულად ქანაობდა, წინ და უკან... ნოეც იქ იყო, ტატიანაც და მარიამიც...
პალატაში იწვა თიკა, ნერვიულობდა, ყველაზე ნაკლებად უნდოდა რომ ბავშვი დაეკარგა... ექიმები ჯერ არაფერს ამბობდნენ, ერთადერთი რისი თქმაც შეეძლოთ, ეს გამხნევება იყო სიტყვებით : „ყველაფერი კარგად იქნება, მთავარი არ ინერვიულო, ეს უარესია.“
ცოტახანში მთავარი ექიმი შემოვიდა... გოგონას თბილად გაუღიმა, ექთანს რაღაც ანიშნა, თიკა ბორბლიან სავარძელზე გადმოიყვანეს, საშინლად ტკიოდა მუცელი... პალატიდან გამოიყვანეს, მისაღებიც უნდა გაეარათ, ეხოსკოპიის ოთახში რომ შეეყვანათ... თოკო მისი დანახვისას წამოხტა, მივარდა, მუხლებზე დაემხო და ხელებს უკოცნიდა...
- მითხარი რომ ის არ მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინია... მოვკვდები გესმის? საშინელი დასანახავი იყო...
- არ ვიცი თოკო, ახლა მივყავარ ეხოსკოპიაზე... ნამტირალევი ხმით უთხრა... მათი დიალოგი სხვანაირი იყო, სხვანაირად უმზერდნენ ერთმანეთს, უცხოს რომ დაენახა, ორი მოსიყვარულე ადამიანი იყო მათ წინ, ცოლ-ქმარი რომელსაც უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი, თმცა სინამდვილეში ხომ ასე არ იყო...
- გეხვეწებით, ყველაფერი გააკეთეთ რომ ბავშვი გადარჩეს... ამჯერად ექიმს მივარდა, რომელიც თიკას უკან იყო...
- დამშვიდით, ყველაფერს ვიზავთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია...
- არა!!! უფრო მეტი უნდა გააკეთოთ! დაიგმინა თორნიკემ, გამწარებული იდგა და თვალებიდან ცრემლები ზდიოდა...
ნოე მოვიდა, თორნიკეს მკლავში ხელი წაავლო და დასაწყნარებლად იქაურობას მოაშორა... ძმის ხელებში ფართხალებდა მაინც, განწირული ღრიალებდა, თიკასკენ იწევდა, მაგრამ ამაოდ...
თიკას გული მოუკვდა, უარესად განადგურდა თორნიკეს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას, გული მოულბა, ნდობა და სითბო ჩაეღვარა გულში...
ოთახში შეიყვანეს, თეთრი იყო ყველაფერი, გრძელი საწოლი იდგა კედელთან, მის გვერდით კი ეხოსკოპიის აპარატი, მონიტორი მის პირდაპირ იყო ჩამოკიდებული, პაციენტს რომ კარგად დაენახა ყველაფერი...
შარვალი გაიხსნა, ხელები უკანკალებდა. ბოქვენის ძვლამდე ჩაიწია და ექიმს საცოდავი თვალებით შეხედა, თვალებშივე ჩანდა ის მუდარა და თხოვდა, ბავშვი გადამირჩინეთო...
გიდენოკოლგამა სავარძელი დაიკავა, მუცელზე ცივი ბლანტი სითხე დაასხა და საქმეს შეუდგა... ნელ-ნელა ათვალიერებდა, თიკა კი ხელ-ფეხის კანკალით უცდიდა ექიმს...
გამოჩნდა, პაწაწინა ემბრიონის ფორმა, რომელიც მოუსვენრად ფართხალებდა, აქნევდა თავის პაწაწინა ხელ-ფეხს... თიკას თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ამოისუნთქა და ცრემლებს წამოსვლის უფლება მისცა... თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს...
- ყველაფერი რიგზეა, ხომ გეუბნებოდით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია. გამოკვლევის შემდგომ ექიმმა ლაპარაკი დაიწყო...
- ანუ არაფერი ჭირს ხომ? კი მაგრამ ის რა იყო... საშინლად მეტკინა მუცელი... გახსენებაზეც კი მოეჭმუხნა სახე...
- ეგ, ასე ვთქვათ გაფრთხილება იყო. ეგეთი მოძრაობები არ შეიძლება ქალბატონო თიკა ორსულობის პერიოდში... ეცადეთ ნელა იმოძრაოთ, რადგან საგრძნობლად არ გაქვთ მუცელი წამოზრდილი ნუ გავიწყდებათ რომ, თქვენს მუცელში პაწაწინა ცოცხალი არსებაა რომელსაც ჭირდებით...
- გასაგებია, ვფიცავ მეტს, მაგდაგვარს არაფერს ვიზავ... ძალიან მოვუფრთხილდები... შეშინებული საუბრობდა თიკა...
- ძალინ კარგი, მიხარია... 12 კვირის და 3 დღის ხართ, ბავშვი 105 გრამია... გულიც ცემაც ნორმალურია, წ....ბი საკმარისია... მოკლედ, თავს გაუფრთხილდით... სანდომიანად გაუღიმა გინეკოლოგმა...
- სქესი? ჯერ ადრეა? დაინტერესდა თიკა...
- საბოლოო პასუხისთვის ჯერ ცოტა ადრეა, თუმცა თუ გვაჩვენებს შემიძლია გითხრათ გოგოა თუ ბიჭი, გნებავთ?
- დიახ, რათქმაუნდა... გაუხარდა თიკას...
- კარგით, მაშინ დავიწყოთ...
- უკაცრავად, ერთი წუთით თუ შეიძლება, შეაჩერა ექიმი...
- რა მოხდა? დაიძაბა...
- გარეთ ვინმე მელოდება? სასოწარკვეთილი ხმით იკითხა.
- დიახ, ყველა. მეუღლე დედა და მეგობარი...
- მეუღლე? რაღაცნაირი გრძნობით იკითხა, ანუ, მან თქვა რომ თიკას მეუღლეა... გაუკვირდა, თუმცა სხვანაირად არც მოელოდა...
- დიახ, ბატონი თორნიკე... დავუძახო?
- კი, მინდა რომ აქ იყოს, როდესაც სქესს გვეტყვით...
ექიმი წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა...
თოკო დერეფანში იჯდა, თუ ამას ჯდომა ერქვა, ყოველ წამს დგებოდა და იქითკენ იყურებოდა საითაც თიკა ყავდათ შეყვანილი... ახლაც როცა წამოდგა და გაიხედა, ექიმი დაინახა, მათკენ მიმავალი. წამში მასთან გაჩნდა და შეშინებული, ანერვიულებული და განადგურებული სახით მიაყარა კითხვები...
- ექიმო, რახდება? კარგად არიან? ბავშვი ხომ გადარჩა?
- დამშვიდდით, ყველაფერი რიგზეა, ქალბატონი თიკა თქვენ გიხმობთ, სურს რომ მის გვერდით იყოთ... თოკო უცებ გაჩერდა, ყველა ემოცია მოიშორა სახიდან, მოლოდ ერთადერთი შეიტოვა, გაოგნება... შემდეგ სიხარულიც გამოესახა, უხმოდ მიჰყვა ექიმს და როცა კაბინეტში შევიდნენ, მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახა. ორივე ჩუმად იყო, მაგრამ თვალები საუბრობდნენ...
- ექიმი სქესს გვეტყვის, მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი და შენც ისეთივე სიხარული გეგრძნო,როგორსაც მე ვიგრძნობ... ხმადაბლა ჩამოაყალიბა თიკამ...
თოკოს ხმა არ ამოუღია, მასთან ახლოს მივიდა, გვერდზე ჩამოუჯდა და თავი მის თმაში ჩამალა... ღრმად აისუნთქა, ფილტვებში თიკას სუნი გაიჟღინთა... გოგონას ხელი თავისაში მოიქცია და ბედნიერების ღიმილი აიკრო სახეზე...
- მადლობა... ხმადაბლა ჩასჩურჩულა გოგონას... თიკამ მისი ცხელი სუნთქვა იგრძნო თუარა მაშინვე ამოიბურცა კანზე პაწაწინა კოპლები... ბუსუსები ყალყზე დაუდგა... მთლიან სხეულზე ტაომ დააყარა... თოკოს ისევ მის თმაში ქონდა სახე, თიკამაც მიატრიალა მისკენ და ერთმანეთის სახეები ძალიან ახლოს მოექცნენ... თვალებში ჩახედა თოკოს, შემდეგ ცოტათი წამოიწია და ტუჩის გვერდით, ახლად ამოსულ წვერზე აკოცა... თოკომ ღრმად დაიწყო სუნთქვა... შეეტყო აღელვება...
- არაფრის... მანაც ისევე ჩასჩურჩულა როგორც, თოკომ წამის წინ...
ექიმი თავის საქმეს აკეთებდა... ყველა ფორმაში დაათვალიერა ბავშვი... 4D ეხოსკოპიით ათვალიერებდა. ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა იკადრა პაწაწინამ რომ გამოეჩნა მისი ავლადიდება და ექიმსაც ღიმილი მოგვარა სახეზე...
- აბა, მზად ხართ? ორივე მონიტორს უყურებდა, თვითონაც სურდათ დაენახათ, მაგრამ ვერაფერს ხვდებოდნენ...
- რათქმაუნდა... თოკომ წამოიწყო...
- გული მიგრძნობს რომ გოგოა, ან ძალიან მინდა რომ გოგო იყოს და იმიტომ... სანამ ექიმი რა მეს იტყოდა მაშინ თქვა თიკამ...
- მაშინ გილოცავთ... გოგოა... სიცილით უთხრა ექიმმა...
საოცარია იყო დედა, გრძნობდე შენში პატარას და იცოდე რომ ის შენი ნაწილია, შენ ჭირდები, შენი იმედი აქვს...
თოკო ძალიან გახარებული იყო, - ორი ულამაზესი გოგო მყავს... თავისთვის იმეორებდა და თიკას მუცელზე ხელს უსვამდა...
თოკო გავიდა კაბინეტიდან... თიკას დაელოდა სანამ, მოწესრიგდებოდა და გამოვიდოდა... გამაყუჩებელი დაალევინეს ისევ , სახლში მხოლოდ იმ პირობით გაწერდნენ თუ იგივეს არ გაიმეორებდა... ტკივილი, ნელ-ნელა უმსუბუქდებოდა...
გრძელი დერეფანი ერთად გაიარეს, მაინც წიწკნიდა ქვემოთ რაღაც, ამიტომ ნელა დადიოდა, ხელით კი თორნიკეს ეყრდნობოდა... გარეთ მომლოდინეებთან, მალევე მივიდნენ და ყველას ახარეს რომ ბავშვი კარგად იყო... სათითაოდ ეხვეოდნენ თიკას... ნოე ბედნიერი სახით იდგა და ღიმილით უყურებდა მათ... მისი ჯერი რომ დადგა, ახლოს მივიდა, ჩაეხუტა და ბედნიერება უსურვა... უცებ გატრიალდა და წავიდა, ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს...
თოკოს ეს არ გამოპარვია, თუმცა ახლა მისი თავი არ ქონდა... ბედნიერებისაგან ადგილზე ცქმუტავდა, ხან თიკას ეხვეოდა, ხანაც ტატიანას...
ბოლოს ძლივს წამოვიდნენ იქიდან, მანქანაში მოთავსდა ყველა, თოკოსთან მიდოდნენ აღსანიშნავად, რომ ყველაფერი კარგად იყო...

***
- ბიჭო, რავახარ ეე? დაბოხებული ხმით იკითხა...
- რავიცი, ახლა ნორმალურად რა!
- რახდება რო?
- ბიჭო ჩემი რძალი გახდა ცუდად და გვეგონა ბავშვი დაკარგა, ახლა ყველაფერი კარგადაა, რას შვები შენ?
- მოიცა, მოიცა. თოკოს ცოლი ყავს?
- ეეე, ხო მოგიყევი შე ჩემა, რა დაგემართა...
- აა, ხო რავიცი დავიბენი უცებ... მე ჩამოვედი ბიჭო და მეთქი გადავურეკო, რას შვება თქო...
- ხო ,გცალია რო გამოხვიდე?
- კი, კი იმიტო გირეკავ, ბარემ ვნახავ აბა იმ გოგოს...
- კაი, გელოდები და დავილაპარაკოთ... ტელეფონი გათიშა ნოემ და თავის სავარძელში მოთავსდა... ხელები გადაატკაცუნა და ლეპტოპში საბუთების მოწესრიგებას შეუდგა...
რამოდენიმე წუთში, მის კარებზე კაკუნი გაისმა და გიგიც გამოჩნდა ზღურბლზე...
ერთმანეთს გადაეხვივნენ, ორი მონატრებული მეგობარი... მოიკითხეს ერთმანეთი, ცოტა ილაპარაკეს და საქმის გარჩევას შეუდგნენ... ნოემ ახლა უფრო დაწვრილებით უამბო ყველაფერი, ნიკოლოზის მიერ დახატული ნახატებიც აჩვენა, როგორც პოლიციელს...
- ჰა აბა რას ფიქრობ..
- ეგაა რა! ეგ ა... სადაც დას გაუკეთა ამდენი, ბებიის გაგორება ვაფშე არ გაუჭირდებოდა... მითუმეტეს ჩავარდნილი მოთამაშე თუა!
- ხოდა მტკიცებულება მინდა, თორე მაგდენი მეც კი ვიცი...
- ხოდა მოგიტან თქორა! დავაფქვევინებ იმას, არ გამიჭირდება... ნიშნის მოგებით დაუყვავა ნოეს და კმაყოფილებისაგან გაიჯგიმა...
ნოემ, მისამართი ფურცელზე დაუწერა, ჩასაწერად პატარა მოწყობილობა დაუმაგრა მაისურის ქვეშ...
- აბა შენ იცი, შენი იმედი მაქ იცოდე... მხარზე ხელი დაკრა და გასასვლელისკენ მიაცილა...

მარკეტთან მანქანა გაჩერდა... გიგი გადმოვიდა, საოცრად მომხიბლელი იყო, მისი გარეგნობა არც ერთს გამოპარვია, მინიდანვე შეამჩნიეს გოგონებმა ის... საოცარი მსახიობური ნიჭით გამოირჩეოდა და არც ახლა შეშლია რამე... კარი ნერვიულად მიაჯახუნა და ფეხი მანქანას დაკრა.
- ამის დედაც! ერთი გემრიელად შეიკურთხა, აქეთ-იქით მიიხედ, მოიხედა და შემდგომ მარკეტში შევიდა...
გოგოები ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ...
- აუფ, რა ბიჭია...
- არ იქნება აქაური, ვერ ხედავ როგორ აცვია? რა მანაქანა ყავს...
- ესეთები რომ აქ იყვნენ რაღა გვიჭირს, ხო გავთხოვდებოდი აქამდე, წამოიძახა ანამ და გოგოებმა გაიცინეს...
- მოიცა, მოიცა აქეთ მოდის..
გიგი მარკეტში შევიდა, გოგოებს მომხიბლავი ღიმილით გადახედა, შეათვალიერა, აღწერილობის მიხედვით, რომელიც ეცნო იმასთან მივიდა...
- უკაცრავად, საწვავი გამითავდა, ახლომახლო თუ იცით ბენზინგასამართსადგური რომ იყოს?
- დაახლოებით 100 მეტრშია... კეკლუცური ღიმილით მიმართა ანამ...
- თქვენი სახელი?
- ანა... მორცხვად დახარა თავი... გიგის ჩაეღიმა, მიხვდა რომ ათიანში გაარტყა...
- ულამაზესი ღიმილი გაქვთ... კომპლიმენტი უთხრა ანას და მისი თვალებიც აციმციმდნენ...
- მადლობა, გაიღმა და გოგობს გადახედა... ისინი ბიჭის ზურგს უკნიდან ცერა თითით აჩვენებდნენ მაგარიაო და უღრეჭდნენ...
- შეიძლება ამ საღამოს შევხვდეთ ? აქ მეგობართან ვარ ჩამოსული, რამოდენიმე საათი საქმე მაქვს და შემდგომ თავისუფალი ვარ... თუ წინააღმდეგი არიქნები, სადმე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, უკეთ გაგიცნობ... ფლირტაობას აგრძელებდა გიგი...
- მე, ის... არვიცი. შესაძლოა, რატომაც არა! ძლივს მოაბა სათქმელს...
- ხოდა ძალიან კარგი, 7საათზე გამოგივლი მაშინ...
- აქ? მორიდებით იკითხა მან...
- ხო, აბა სხვაგან სად...
- კარგი, 7ზე აქ ვიქნები... გაუღიმა და დამეშვიდობა... როგორც კი თვალს მოშორდა გიგის მანქანა, მაშინვე ხელების ქნევით გოგოებისკენ წავიდა...
- ვაიმეეე, აზრზე არ ხართ რა მოხდა...
- რაა?? დაინტერესებულმა იკითხეს...
- პაემანზე დამპატიჟა, აზრზე ხარ რა ბიჭია? ძალიან მომეწონა, გავგიჟდი... სიხარულისაგან აქეთ იქით ხტუნაობდა.. 6ზე უნდა გამიშვა იცოდე, თორე მოგკლავ... მენეჯერს უთხრა, რომელიც ერთ-ერთი მისი მეგობარი იყო..
- კაი ხო, ოღნდ შენ ვიღაცამ მოგიყვანოს და სუ არ მოხვიდე აქ... წაკბინასავით...
- ვიღაცას მგონი სახე აელეწა და დაიბოღმა, არაუშავს, ცივი წყალი დალიე და გადაგივლის...
ანასაც არ დაუკლია...
შვიდს ათი აკლდა, როცა მარკეტის წინ იდგა გამოპრანჭული... წამდაუწუმ საათზე იყურებოდა... ზუსტად შვიდზე და მის წინ გიგის მანქანა გაჩერდა. გადმოვიდა და გოგონა მის გვერდზე სავარძელზე მოათავსა, ღვედი გადაიჭირეს და თბილისისაკენ წავიდნენ, რომელიღაც რესტორანში...
უკვე ადგილზე იყვნენ... ბიჭმა წითელი ღვინო და რამოდენიმე კერძი შეუკვეთა, მოგშივდებოდაო... ანა მორიდებული, კეთილი გოგოს როლს თამაშობდა, რომ შეგეხედათ ახლა მის სახეზე საერთოდ ვერ მოხვიდოდით აზრზე ამდენი რამის გაკეთება თუ შეეძლო...
ხმას არ იღებდა გიგი... ღვინო რომ მოიტანეს,ჭიქებში ჩამოასხა და „გაგვიმარჯოს“ ნიშნად ჭიქა ზემოთ აწია, ერთი ამოსუნთქვით გამოცალეს სასმელი...
- აბა, რას მეტყვი შენზე... სასმელმა სითამამე შემატა ანას...
- არაფერს, რა უნდა გითხრა. გიგი მქვია მჭედლიძე ვარ გვარად. 25წლის. კერძო ბიზნესით ვარ დასაქმებული... უცოლო, ჯერ-ჯერობით... დაამატა და გაიღმა.. შენ რას მეტყვი? გოგონა ცოტახანს უყურებდა თვალებში...
- მე, მე 23 წლის ვარ, სადაც ვმუშაობ, კი ნახე... მეტის თქმას არ აპირებდა ანა...
- და-ძმა? გაომცდელად ჩაეკითხა გიგი... ამასობაში მეორეჯერ შეავსეს ჭიქები და ისიც გმაოცალეს... გოგონას ნელ-ნელა ეკიდებოდა სასმელი და ლაპარაკსაც იწყებდა... შეუმჩნევლად ჩართო ჩასაწერი გიგიმ... ბოლოს ისე გმაოვიდა რომ მხოლოდ ანა სვამდა მიყოლებით, გიგი კი უბრალოდ უსმენდა...
- საზიზღარია გესმის? ვერ ვიტან... ჯერ ხო ბავშვობა გამიმწარა... მხოლოდ მე და გიო რომ ვიყავით ისეთი ბედნიერი ვიყავი... მხოლოდ ჩვენ გვქონდა საუკეთესო, ტანსაცმელი საჭმელი, სათამაშოები... ბევრი ყურადღება, მშობლებისგან... მაგრამ, დაიბადა ის და მთელი ყურადღება მისკენ გადავიდა... მერე ბიჭი წამართვა... შეაყვარა თავი, მე ყურადღებას არ მაქცევდა, ჩვენთან ჩმაოვიდა და თიკას მიართვა ყვავილები, როცა ჩემთვის უნდა მოერთმია, მე მიყვარდა ბავშვობიდან და არა ის... უკვე კარგად შეზარხოშებული, განერვიულებული ბოდიალობდა... ძლივს აბავდა სიტყვებს რომ რაიმე წინადადება შეეკრა...
- მერე? გამომცდელი სახით უყურებდა გიგი...
- რაღა მერე? მიიღო მისაღები... ჩემი ძმაა პროსტა დებილი, ბებიაჩვენი შემოაკვდა... უემოციოდ საუბრობდა, სრულიად უცნობს ასე იყო მინდობილი... გიჟია რა, ჩვეულებრივი გიჟი... მოუნდა ბებიის გაძარცვა, თავისი სულელური თამაშების გამო, შარშია, მაგარ შარშია. ეგ კი არა, დაგვადგა პოლიცია, ლამის დამიჭირეს, გული გამისკდა... ისდებილი კიდევ იძახის ნუ შიშობ ტყუილაო, დამადასტურებელი არაფერი აქვთ რომ დაგვიჭირონო... არ ვნანობ იცი?! საერთოდ არ ვნანობ... დედაჩემის იმ კახპასთან გაიქცა, მაგის გამოა რომ მამაჩემი ციხეშია... ღმერთმა იცის როდის გამოვა...
- სამწუხაროა... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა გიგიმ, თამაშიც აღარ შეეძლო, ისე მოიცვა ზიზღით... მთლია სხეული აევსო ამ საშინელი გრძნობთ... მის თვალში, პირდაპირ გოგო კი არა, უბრალოდ მონსტრი იჯდა, ოღონდ მთვრალი მონსტრი...
რაც ჭირდებოდა ყველაფერი ათქმევინა... უკვე აღარ იყო საჭირო ამ საფრთხობელასთან ერთად მთლიანი საღამოს „ჩაბანძება“...
- ორი წამით გავალ, საქმე მაქვს კარგი?
- ჰო ჰო... მიდი ლამაზო... ისე ამაზრზენად აქნევდა ამ თავს, თავი ყველაზე სექსუალური ეგონა ალბათ...

გიგი გამოვიდა, ანგარიში გაასწორა და მანქანაში ჩაჯდა... ტელეფონში ნაცნობი ნომერი აკრიფა.
- ყველაფერი მზადაა, გაება ეს ჩემისა... კმაყოფილი სახით იჯდა საჭესთან და სარკეში საკუთარ თავს უყურებდა...
- ძმა ხარ! მოდი ახლა გელოდები ჩემთან... ამ საქმეს რომ მოვრჩები უნდა გავეცალო აქაურობას...
- რახდება? მშვიდობა გაქვს?
- არის რაა! უბრალოდ ვიცი აქ ვეღარ გავჩერდები... მოდი მოდი, აქ ვილაპარაკოთ...
გიგიმ უსიტყვოდ გაუთიშა ტელეფონი და ადგილს მოწყდა...

ყველას ერთად მოეყარა თავი, ქალბატონი ტატიანა და მარიამი სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, თიკა მისაღებ ოთახში, ტელევიზორის მოპირდაპირედ მდგომ დივანზე იყო წამოწოლილი, თოკო დატრიალებდა თავზე და ყოველ წამს ეკითხებოდა რაიმე ხომ არ აწუხებდა ან უნდოდა...
- თოკო დამშვიდდი, ასე მგონია მე კი არა შენ მოგივიდა რამე... ყველაფერი რიგზეა... სითბო იგრძნობოდა გოგონას ხმაში...
- ხო, რავიცი ვნერვიულობ... ისე, ცოტა დავვახლოვდით, ძალიან მიხარია...
- შვილი ჩვენია, მან დაგვაახლოვა, შენ ეს კარგად იცი...
- ჩემი პრინცესა, ერთი სული მაქვს როდის დაიბადება რომ დავინახო... ღიმილი გამოესახა სახეზე...
- ბავშვებოო... გამოძახა სამზარეულოდან ტატიანამ... მზადარის ყველაფერი...
- წამო... ადგომაში მიეხმარა თოკო გოგონას... ხელი წელზე შემოხვია და იმის დანახვაზე თუ როგორი სიამოვნება გამოესახა თიკას სახეზე, გათამამდა და უფრო მაგრად მიიკრა...
თიკამ ღიმილით ახედა... ყველა მაგიდას შემოუსხდა... სადილს გემრიელად შეექცეოდნენ, როცა თორნიკემ იდეა წამოაყენა...
- მოკლედ, რადგან ქალბატონი ტატიანაც აქარის, მინდა წამოვაყენო ჩემი სურვილი და აზრი, მსურს რომ თიკა ამის შემდეგ ჩემთან ცხოვრობდეს... რათქმაუნდა თუ თვითონ არის თანახმა...
თიკას ლამის ლუკმა გადასცდა, ხველება აუტყდა, მის წინ დადებულ ჭიქას ხელი სტაცა და ცივი წყალი გამოცალა...გაოცებული უყურებდა თოკოს...
- მეხუმრები? ხო იცი რომ არ შემიძლია... მოსულიერების შემდგომ ძლივს ამოიღო ხმა...
ტატიანა და მარიამი, ჩუმად ისხდნენ... ცოტახანში ორივე წამოდგა ფეხზე და ჭურჭლის სამზარეულოში გატანა მოიმიზეზეს... აკრიფეს ცარიელი თეფშები და ორივემ დატოვა სასადილო ოთახი... თოკო და თიკა მარტო დარჩნენ...
- რას ქვია არ შეგიძლია... ამ ყველაფრის მერე, შენი აზრით შემეძლება მე რომ ისევ იქ იცხოვრო? ახლიდან ვიწყებთ?
- თოკო, ეს წამიერი სიახლოვე, სულაც არ ნიშნავს იმას რომ მე შემიძლია აქ გადმოსვლა, გასაგებია? მითუმეტეს იცი რომ დედაჩემი ჩემთან არის, სანამ სამსახურს არ მოძებნის და ქირით არ გადავა...
- მხოლოდ ეგარის პრობლემა? ულაპარაკოდ შეუძლია გადმოვიდეს დედაშენიც აქ! მხოლოდ მაგიტომ თუ არ გადმოდიხარ...
- თოკო... კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა. თოკო წამოდგა საკუთარი სკამიდან. თიკას მიუახლოვდა და მუხლებზე დაიჩოქა...
- რასაკეთებ? გაკვირვებულმა მიუგო ბიჭს. თუმცა მას ყურადღება არც მიუქცევია. გოგონას ნატიფი ხელი, მის ტორში მოიქცია, მეორე ხელით ზემოდან ნაზად დაუსვა და გავარვარებული, წითელი ტუჩებით სველი კოცნა დაუტოვა...
- გეხვეწები, მომეცი უფლება მოგიაროთ... მეშინია გესმის? აღარ მინდა რომ რამე მოგივიდეთ... მინდა რომ ბედნიერები ვიყოთ, თიკა... მუდარით გაჟღენთლი თვალები მიანათა გოგონას, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა რა ექნა... ბევრი ყოყმანის და ფიქრის შემდგომ...
- თანახმა ვარ! ოღონდ ზედმეტი დრამის გარეშე...
- უკვე წუწუნებ... სიხარულით ჩაურა თვალი და თავის ადგილს დაუბრუნდა...
ამასობაში ტატიანა და მარიამიც შემოვიდნენ, გახარებული თოკოს დანახვისას მიხვდნენ რომ, თავისი მაინც გაეტანა...
- მაშ, ჩვენ წავედით... წამოიწყო ტატიანამ ლაპარაკი...
- სად მიდიხართ? ქალბატონო ტატიანა, ჩვენ შევთანხმდით რომ თქვენც აქ იქნებოდით...
- რაა? კი მაგრამ, ეგ როგორ... არა, არა... მე რამეს ვიპოვი შვილო...
- არ განიხილება. ახლა ყველა წავალთ და ბარგს წამოვიღებთ... წამოდგა თორნიკე და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო. ყველა უსიტყვოდ დაყვა მას...
ცოტახანში, შავიმანქანა საერთო საცხოვრებლის კორპუსთან გაჩერდა...

****
გიგი, ნოეს ოფისში მივიდა... კარზე დააკაკუნა და თანხმობის შემდეგ, კარი შეაღო...
- რას მიკაკუნებ, შემოაღე რაა!
- რავიცი, იქნებ ვინმე გყავს... გაცინა და მეგოარს გადაეხვია...
- მიდი რაა! ნოეც აყვა სიცილში... რა ქენი აბა. მომასმენინე...
- ხო აი, ყველაფერი აქარის რაა! პატარა შავი აპარატი მიაწოდა ნოეს...
- ჯიგარი ხარ! წამოდი ახლა ავღნიშნოთ...
- ჯერ მოუსმინე, ეგაა რაც გინდოდა??
- კაი ხო... სამუშაო მაგიდასთან დაჯდა და პატარა მოწყობილობა აამუშავა... ყველაფერი მოისმინა, თიკას ამბავიც, გიორგის შემთხვევითი თუ დაგეგმილი მკვლელობაც... ნოეს სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა..
- ყველაფერი, კალაპოტში დგება ძმაო... სულ მალე საქმეს გავხსნი, ეს კიდევ შენი დიდი დახმარების, დამსახურებაა...
- კარგი რა! არ გრცხვენია? ეს ჩემი კი არა შენი ნიჭის და პროფესიონალიზმის დამსახურებაა ჩემო ძმაო... ახლა შეგვიძლია ავღნიშნოთ... ორივემ დატოვა კაბინეტი...
შემოდგომა იწურებოდა, მას სუსხიანი ზამთარი მოყვა... სიცივე ძვლებში ატანდა. ნოემბრის მიწურულს უკვე ეტყობოდა ქალაქს ზამთრის შემოსვლა... ყველას სქელი კურტკები ჩაეცვა... აბუსული დადიოდა ხალხი... ცხელი ორთქლით ითბობდნენ ხელებს, ხელის პირთან ახლო მიტანით... გაწითლებული ცხვირები ყელიან სვიტერებში ქონდათ ჩამოლული, ხანდახან ამოწევდნენ რომ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქათ, თითქოსდა იხრჩობიანო... მთელი საქართველოს მასშტაბით იყო ძებნა გამოცხადებული... უგრძვნიათ, გაპარულან, დამალულან, თუმცა ეს დროებით...
ცივი ზამთრის, სუსხიანი საღამო იყო... სახლში მარტო დარჩენილი, ბუხართან მიყუჟულიყო, ნატიფ ხელებს უშვერდა აგიზგიზებულ ცეცხლს... შეშის სასიამოვნო ტკაცა-ტკუცი ისმოდა უზარმაზარ სახლში...
უცებ ხმაურიანად გაიღო კარი. ამას თუ გაღება ერქვა, აშკარად შემოამტვრიეს... შიში დაეუფლა გოგონას, ოდნავ წამოზდილ მუცელზე ხელი მოიკიდა, თითქოს მისი დაცვა შეეძლო მასე... სუსხმა სახლში გამეფებული სითბო დაამარცა და გოგონას გააკანკალა, სიცივემ ჯერ ფეხები გაუყინა, შემდეგ ნელ-ნელა ადიოდა ზემოთ... სიცივეთან ერთად სასმლით გაჟღენთილი სხეული შემოვიდა მისაღებ ოთახში...
თიკა გაცივდა, გულმა ფეთქვა უმატა... შიში ჩასდგომოდა თვალებში...
- შეენ? აქ რაგინდა? მთელი პოლიცია გეძებს... შიშნარევი და აკანკალებული ხმით, ძლივს შეძლო გოგონამ წინადადების წარმოთქმა...
- ფეხებზე *** შენი პოლიცია... გეგონა ვერ მოვიდოდი და ვერ გაგისტუმრებდი საიქიოში არა შე პატარა ბო*ო. როგორ ჩამიშვი შენი დედა**** გეგონა ასე გაგივიდოდა? ნელ-ნელა უახლოვდებოდა გაცეცხლებული თვალებით...
უკან-უკან იხევდა გოგონაც, მაგრამ ბოლოდ კედელს აეწება, შეშინებულმა ორივე ხელი სახეზე აიფარა და მთლიანი სახლი მისმა კივილმა მოიცვა...
ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად ჩანდა, გარედან რომ დაგენახათ ჟორჟოლიანის სახლი იტყოდით რომ სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა, თუმცა ვინ იცოდა იქ სინამდვილეში რა ხდებოდა...
გაყინული ქონდა ხელ-ფეხი... შიშაგან გული ამოვარდნას ქონდა, ასეთი ცხოველური გამომეტყველება ჯერ მის სახეზე არ ენახა. ჯიბიდან პატარა დანა ამოიღო, ხმაურით გადაშალა და გოგოსაკენ წავიდა... თიკა გაქვავებული უყურებდა ცივ იარაღს.
- არ გინდა! გევედრები, არ გინდა! სასოწარკვეთილი ლაპარაკობდა...
- ახლა არ მინდა ხო?! შენ გინდოდა რომ გვაბეზღებდი? ვერ შეირჩინე არა ის რაც გქონდა... ყოველთვის საუკეთესო გინდოდა, მშობლები გადაყოლილი იყვნენ შენზე! მაგრამ არა! ქალბატონს როგორ ეყოფოდა ის სითბო და ალერსი... უფრო ბევრი და ბევრი გინდოდა, ჩვენ? ჩვენ კიდევ ვიჯექით და ველოდებოდით იქნებ ჩვენს მოგვეფეროს დედამ, ან იქნებ ისეთი კარგი ტანსაცმელი გვიყიდოს როგორსაც შენ გყიდუობდნენ...
- სისულელეების როშვას მოეშვი და ჩაწიე ეგ წყელი დანა, ვერ ხედავ რო ორსულად ვარ? არ იცოდა საიდან ამდენი გამბედაობა, იმხელა ხმაზე უყვირა, წამიერად გიორგისაც კი გაუკვირდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს...
- კიდევ დიდ გულზე ხარ?! ტყუილად კივიხარ! მაინც ვერ გიშველის შენი საყვარელი...
- რა გინდა?! რო მომკლა რას გიშველის? კიდევ ერთი მკვლელობა დაგემატება და უარესად ამოლპები ციხეში... გინდა??? წადი აქედან! მე და ჩემ შვილს დაგვანებე თავი! წაეთრიეთ ჩემი ცხოვრებიდან!!! განწირული ღრიალებდა თიკა... დროდადრო მუცელზე იკიდებდა ხელს...
არც უსმენდა გაცეცხლებული ბიჭი გოგონას, ვერულივით იქნევდა დანას, ძლივს იცელდა თიკა... ხან რა ესროლა ხან რა, მაგრამ არაფერმა შეაჩერა... გიორგიმ მკლავში წაავლო ხელი, დანის წვერი სახესთან მიუტანა და ნელა, ძალიან ნელა ჩამოუსვა... გოგონამ სიმწრისაგან ამოიგმინა... საშინლად ტკივილ ნარევი ხმით დაიყვირა...
შავი აუდი გაჩერდა სახლთან, უცნაური ხმები შემოესმა, კარი მაგრად მიაჯახუნა და სირბილით შევიდა სახლში... კარი შემტვრეული რომ დახვდა ცივმა ოფლმა დაასხა... ნაბიჯს შეუნელა და ცდილობდა სუნთქვის ხმაც არ გამოეშვა...
შიგნით შესულს, საშინელი სცენა დახვდა, თიკა ძირს ეგდო, სახე დასერილი ქონდა, სისხლით იყო მოთხვრილი, შავებში ჩაცმული რომელსაც გარედან ტყავის ქურთუკი ეცვა, დახრილიყო მასთან, საქმის დასრულებას აპირებდა, ორივე ხელით აღმართული ქონდა ცივი იარაღი და მუცელში აპირებდა ჩარტყმას...
უკნიდან ნაბიჯების ხმა გაიგო და რომ მიტრიალდა, უცებ სახეში მაგარი რაღაც მოხვდა... წამში გაითიშა... უგონოდ მწოლიარეს წიხლი მიკრა, რომ არ გაინძრა თიკას მივარდა... საუბრის თავიც არ ქონდა გოგონას...
- თიკა, გთხოვ გამეცი პასუხი, არ დამტოვო რა! ახლაღა დაინახა მხარში რომ იყო დაჭრილი... ხელებიც დასერილი ჰქონდა...
- თ, თო... ხრიალით წარმოთქვა რამოდენიმე ასო და უგონოდ გაითიშა... თოკომ მაშნვე აიტაცა ხელში, მანქანისაკენ გავარდნენ... ფრთხილად მიაწვინა უკანა სავარძელზე და მძღოლის ადგილი დაიკავა... ტელეფონი ამოიღო და ნოეს გადაურეკა..
- ნოე, სასწრაფოდ ჩემთან მიდი სახლში, იქაა ის ახვარი, თიკა ლამის მომიკლა ბიჭო... აიყვანე, დაიჭირე, დედა მოუ**ანი მაგ სი*ს... გამწარებული იგინებოდა თოკო...
- 5წუთში იქ ვარ ! არ ინერვიულო მაგაზე, თიკას მიხედე...
ტელეფონი გათიშა და გვერდითა სავარძელზე მოისროლა.. დროდადრო სარკეში იყურებოდა და უკან მწოლიარე უგონო გოგონას უყურებდა, ლაპარაკებოდა მაგრამ ამაოდ...
საავადმყოფოსთან გააჩერა, ხელში აიყვანა თიკა და შევარდა შენობაში...
- დამეხმარეთ! არავინ ხართ? გამწარებული ყვიროდა თოკო... ექთნის ოთახიდან 2 ექთანი გამოვარდა, მაშინვე საკაცე მოაგორეს და დაზარალებული დააწვინეს...
- უშველეთ გთხოვთ. ფეხმძმედ არის! მათ რომ რამე მოუვიდეს ვერ გადავიტან... ექთნებს უყვიროდა თუმცა, საოპერაციოსთან გაჩერება თხოვეს მას, გოგონა უმალვე შეიყვანეს ბლოკში... მოამზადეს და ოპერაცია დაიწყო...
ხელების ფშვნეტით იჯდა მოსაცდელში, ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილებს... ელოდებოდა, ელოდებოდა პასუხს რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო...

უამრავი პოლიიცის მანქანა მიდიოდა გზაზე, სირენების გამაყრუებელი ხმით... რამოდენიმე სპეცდანიშნულების რაზმის მანქანაც მიადგა სახლს... ავტომატებით შევარდნენ სახლში, წამებში, ალყა ქონდა შემორტყმული... გიორგი ისევ უგონოდ ეგდო, სისხლში მოსვრილი... ნოე ბრონის ჟილეტით შევარდა, ხელში იარაღი ეკავა...
ძირს მგდები გიორგის დანახვაზე, იარაღი ბუდეში დააბრუნა და მასთან მივიდა...
წამოაყე, სახეში ერთი სილა გააწნა რომ აზერზე მოსულიყო, არ სურდა ეს ყველაფერი ვერ დაენახა... გაოგნებულმა გაახილა თვალები, თმები ყალყზე დაუდგა, შეეშინდა, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიან იყო... ნომ ბორკილები დაადო და გარეთ გაათრია...
- ჯობს ხმა არ ამოიღო თორე ვფიცავ, ჩემი ხელით გაგასხმევინებ ტვინს... ყურში ჩასჩურჩულა ზიზღით და ხელი კრა... - წაივანეთ ეს გარეწარი და დასაკითხ ოთახში შეაგდეთ!!! ბრძანება გასცა გამომძიებელმა...
დამნაშავე სხვა პოლიციელმა ჩასვა მანქანაში, ნოე გამწარებული გმინავდა და აქეთ-იქით დადიოდა... ტელეფონი ამოიღო და ძმას გადაურეკა...
- რას შვები? როგორაა?
- აუ, არვიცი ბიჭო, საოპერაციოში ყავთ ჯერ! რა ქენი დაიჭირე ის გარეწარი? ზიზღით ჩაილაპარაკა...
- აბა რა ვქენი! შენ არ იდარდო მაგაზე, ამას ცხოვრებას ვაწყევლინებ!
- უნდა ვნახო! არ შემიძლია! მე ეგ რომ არ ვნახო, და სახე არ გავულეწო ვერ მოვისვენებ!
- გაგიჟდი? გინდა შენც დაგიჭირონ? დაანებე რა! ჩემი ბიჭები არ დააკლებენ ნუ ღელავ... შენ თიკაზე და ბავშვზე იფიქრე ძმაო! ამას მე მივხედავ!
- ძალიან ვნერვიულობ! ამათ რომ რამე მოუიდეს... წარმოდგენაც კი მიჭირს... დანაღვლიანებული საუბრობდა თოკო...
- ცუდზე ნუ ფიქრობ... ყველაფერი მოგვარდება...
დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა ოპერაცია, მხარი ამოუსუფთავეს, დაუმუშავეს და გაუკერეს... ღმერთის წყალობით სასიკვდილო ჭრილობა არ იყო! სახეც დაუმუშავეს, მთლიანი სახე დასერილი ქონდა, მაგრამ ღრმა ჭრილობა არც ერთი იყო... სახე შეუხვიეს და ნარკოზიდან გამოსვლას დაელოდნენ, ამასობაში მთავარი ექიმი პირბადის მოხსნით გავიდა გარეთ...
თოკო წამოხტა და ექიმს მივარდა...
- ექიმო, როგორ ჩაიარა? ხომ კარგად არის??? განერვიულებული ეკითხებოდა მას...
- ჯერ-ჯერობით კარგად არის. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.მისი სიცოცხლე საფრთხეში აღარარის! დამშვიდდით... ახლა მთავარია ეხოსკოპიაზე ყველაფერი კარგად იყოს...
- ახლა სადარის? ნახვა შემიძლია? არ წყვეტდა კითხვების დასმას...
- სამწუხაროდ ახლა, ჯერ კიდევ ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ არის... დაახლოებით 5-10 წუთში გამოვა და შემდგომ ეხოსკოპიაზე გადაიყვანენ... ვწუხვარ, მაგრამ მოცდა მოგიწევთ...
- კი კი... რობოტივით იყურებოდა ერთ წერტილში და ისე ლაპარაკობდა...
„ უნდა მოვცადო, ყველაფერი კარგად იქნება! დამშვიდიი თოკო, შენი გოგოები კარგად იქნებიან!!!“ თავის თავს ამხნევებდა და მოსაცდელში, სკამზე დაჯდა... პირველი რაცმო აფიქრდა ის იყორომ ტატიანასთვის უნდა დაერეკა, რომელიც სამსახურში იყო! ძიძად მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში, ისე შეთანხმდნენ, რომ დღე-ღამე იქ რჩებოდა, მხოლოდ კვირა დღე ქონდა დასვენება და იმ დღეს ატარებდა შვილთან!
„ არა! ჯობს არ დავურეკო, ინერვიულებს. მაგრამ ეგრეც არ გამოვა...“ უკვე თავის თავს დაუწყო საუბარი თორნიკემ...
ბოლოს ტელეფონი ამოიღო და მაინც გადაწყვიტა დაერეკა...
- თოკო, რა მოხდა? მშვიდობაა? გააკვირვა საღამოს 10 საათზე თოკოს ზარმა...
- ქალბატონო ტატიანა, არ ინერვიულოთ, ახლა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გეხვეწებით საავადმყოფოში მოდით! სწ გეტყვით ყველაფერს...
- ვაიმე! შეჰკივლა ქალმა... - რამოხდა?
- უბრალოდ მოდით, ტელეფონზე ვერ აგიხსნით... ტელეფონი გათიშა და ტატიანას დაელოდა....

*****
სახე შელამაზებული იჯდა დაკითხვის ოთახში, თავზე ორი შეიარაღებული სერჟანტი ედგა და ყველაფრის აღიარებას აიძულებდნენ...
- არ ვიტყვი! არაფერსაც არ ვიტყვი... თავს იგიჟებდა თოიძე...
- არ იტყვი და დაგიმატებთ! არ გვეზარება!!! დამთავრების თანავე მოუღერა მუშტი და მარჯვენაში ისე გაარტყა ცხვირიდან უარესად წამოუვიდა სისხლი...
ამასობაში ნოე შემოვიდა... იარაღი მაგიდაზე დააგდო და ისე რომ არაფერი უთქვამს, გიორგის მივარდა და მუშტების რტყმა დაუწყო... გაგიჟებული იყო უმცროსი ჟორჟოლიანი. მთელი ჯავრი ამოიყარა... ძ₾ივს გამოგლიჯეს სერჟანტებმა იმ უბედურს, რომელიც ძლივსღა სუნთქავდა!
- შე ნაბი*ვარო! შე ბინძურო ღორო! ეს ყველაფერი არ შეგრჩება გაიგე? მეთვითონ ვიზრუნებ იმაზე რომ ციხიდან ვერ გამოხვიდე! შენი ადგილი ქათმებშია შე არაკაცო!!!
გიორგიმ ხმამაღალი სიცილი დაიწყო, რაზეც უარესად გამწარდა ნოე და კიდევ გაიწია, მაგრამ ორმა დაკუნთლმა სერჟანტმა შეაჩერა ის...
- ბატონო ნოე, ნუ დაგავიწყდებათ რომ განყოფილებაში ვართ!... შეახსენა ერთერთმა...
- ყველაფერი ათქმევინეთ ამას, აქედან არ გაიყვანოთ სანამ რამეს არ იტყვის! თავისი საზიზღარი დის ადგილიც გამირკვიეთ! მე საავადმყოფოში მივდივარ! დაიბარა და იქაურობას გაცილდა... გზაში დასისხლიანებულ მუშტს უყურებდა და იკურთხებოდა...

შენობიდან გამოსული მანქანაში მოთავსდა და საავადმყოფოსაკენ აიღო გეზი, ახლა თოკოს გვერდში ჭირდებოდა ვინმე...
სავადმყოფოში შევიდა, მეორე სართულზე აირბინა და დერეფანში თოკო რომ დაინახა, მივარდა და მაგრად გადაეხვია...
- როგორაა? არ ვიცი ჯერ, ახლახანს შეიყვანეს ეხოსკოპიაზე... მეშინია ტო! იმ *ლემ რა გააკეთა აზრზე ხარ? გამწარებული საუბრობდა თოკო...
- მაგას მოევლება. გავანადგურებ ხო იცი?! იქ ისე არ დავტოვებ. იმ ჩათლ*შკასაც ვიპოვი და მაგასაც ამოვალპობ. არავის არაფერი შერჩება ამ ქვეყანაზე და ეგენი ვინ მიგდიან!! ზიზღით იყო აღვსილი ნოე...
- მთავარია თიკა და პატარა გადამირჩნენ და მაგ ახ*ვარს მაინც ვცემ!!!
- ეე, გეყოს ახლა! მე გითხარი და მორჩი...
ამასობაში ექიმი გამოვიდა...
- ექიმო!! მუდარა ნარევი ხმა ქონდა უფროს ჟორჟოლიანს...
- ტონუსი აქვს მომძლავრებული... ბავშვი ნორმალურადაა თმცა ამდენ სტრესს და ნერვიულობას ვეღარ გაუძლებს! არ მინდა რომ შეგაშინოთ მაგრამ აჯობებს აქაურობას მოაშოროთ. სადმე სუფთა ჰაერზე! სიწყნარეში და ჰარმონიაში... ნაყოფი ძალიან პატარაა ასეთი დარტყმისთვის. აშკარაა რომ ძალიან სურსი სიცოცხლე პატარას, ყველანაირად ცდილობს გადარჩეს და სიცოცხლისთვის იბრძოლოს, თუმცა ის პატარაა და მარტო თავს ვერ გაართმევს, თქვენც უნდა შეუწყოთ ხელი, დედის ყველა ტკივილს განიცდის... იმედია ყველაფერი კარგად იქნება...
- გასაგებია, ბატონო დავით.. თბილად მიმართა მთავარ ექიმს, რომელიც, ჟორჟოლიანების ოჯახს კარგად ცნობდა...
- რაც შეეხება ნახვას, უკვე შეგიძლიათ... სანამ იკითხა თოკომ მაქამდე დაამატა ექიმმა... - აი იმ პალატაშია, ხელით აჩვენა და ნოემ თოკოს მხარზე ხელი დაკრა, ჯერ შენ შედიო...
თოკო უხმოდ დაყვა ძმის ნებას... ღრმად ამოისუნთქა, თითქოს არ იყო მზად თიკას ასე სანახავად... მაგრამ მძიმედ გადადგა ნაბიჯები და პალატამდე მანძილი მალევე დაფარა...
ნელა ჩამოწია სახელური და ოთახში შევიდა... თიკა გონზე იყო, მაგრამ ტკივილისაგან თვალების გახელა უჭირდა... იგრძნო რომ ვიღაც შემოვიდა ოთახში...
- თოკო შენ ხარ? ჩახრინწული, სისტი ხმით ამოიხავლა ქალმა...
- მე ვარ თიკ, მევარ... ტკივილიანი ხმა ქონდა... - ეს რა გიქნა იმ ნაბო*ვარმა... მთლიანი სახე შეხვეული ჰქონდა, მხარიც გადაეხვიათ, ვენაში გრძელი წვეთოვნის ნემსი ქონდა გარჭობილი, სითხე ნელ-ნელა წვეთდა მილში, ხოლო მილიდან სისხლს ერეოდა...
- მტკივა... ხმადაბლა ამოიხავლა... ბავშვი ხომ კარგადაა... აზრზე ვერ ვიყავი ნორმალურად რომ... რომ... ძალას ატანდა თავს რომ ელაპარაკა...
- გეხვეწები, არ გინდა! ყველაფერი კარგადაა... დაისვენე, ნულაპარაკობ. მე აქ ვიქნბი ღამე... ახლოს მივიდა და მთელი სინაზით ეამბორა თავზე... ბოდიში თიკა...
გოგონამ გახედა, კითხვის ნიშნები ამოიკითხა ბიჭმა მის მზერაში და განაგრძო...
- ბოდიში, რომ ვერ დაგიცავი, ბოდიში რომ იქ არ ვიყავი და ხელი ვერ შევუშალე ამის გაკეთებაში... მაპატიე რა!!! გპირდები ამის მერე ვეღარავინ მოგეკარება ჩემს გარდა...
მიყვარხარ თიკა... ბოლოს ხმადაბლა დაასრულა საუბარი... თიკა ერთ წერტილს იყო მიშტერებული საწოლის მოპირდაპირე კედელზე, მაგრამ ბოლო სიტყვებზე თვალებ გაფართოებულმს გახედა ბიჭს...
- რა??? ძლივს იკითხა თიკამ...
- ხო! მიყვარხარ და ამას ახლა მივხვდი, ლამის რომ დაგკარგეთ, ახლა მივხვდი რომ ძალიან მიყვარხართ. არ ვიცი როგორ, რანაირად... ახსნას ნუ მთხოვ! მთავარი შედეგია, ეს შედეგი კი დიდი სიყვარულია თქვენს მიმართ...
გოგონამ ვეღარაფერი თქვა, უბრალოდ თვალები დახუჭა და ცრემლებს წამოსვლის უფლება მისცა...

ცხელი ხელის შეხება იგრძნო ხელზე... შემდეგ გავარვარებული ტუჩები... თიკას ისევ დახუჭული ქონდა თვალები და სიამოვნების ზენიტში იყო მოხვედრილი... სიამოვნებდა მისი შეხება, მისი უბრალოდ კოცნაც კი, თუნდაც ხელზე... ყველაზე მეტად კი მისი მიყვარხარ სიამოვნებდა...

რამოდენიმე წუთში მათი სიმყუდროვე, მომტირალმა ტატიანამ დაარღვია... ქალი გოდებას მიცემოდა... ისე ტიროდა თითქოს ერთადერთი შვილი დაეკარგა და აღარ იცოდა რა ექნა...
- დედიკო, ეს რა გიქნა იმ ვირმა! ეს როგორ გაბედა! ეშმაკის მოციქულია ის დედა! ვერ ვიტან... მძულს დედიკო... ბოდიში დედა!!! ძლივს უყრიდა სიტყვებს თავს... ქალბატონი ტატიანა თოკომ დაამშვიდა და გარეთ გაიყვანა...
- დამშვიდდით, ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, ორივე კარგად არიან. უბრალოდ ახლა დასვენება უნდა და ასე ტირილით უფრო აანერვიულებთ...
- როგორ დავმშვიდდე შვილო, როგორ??? ეშმაკები გამიზდია და ჩემს ანგელოზს რეებს უკეთებენ ვერ ხედავ? განწირული ტიროდა ქალი...
- თქვენს მდგომარეობაშიც შევდივარ. უბრალოდ ახლა თიკას გამო, გთხოვთ დამშვიდდეთ... ნოეს ანიშნა თვალით მოდიო... - კაფეში ჩაიყვანე და ყავა დალიეთ, ცოტა აზრზე მოვიდეს და მერე შედი შენ...
- წამობრძანდით ქალბატონო ტატიანა... ძმის თხოვნას დაყვა და ის შეასრულა რაც თოკომ უთხრა...
თოკო ისევ დაბუნდა პალატაში... მის გვერდით სკამი მიიდგა და მშვიდად ჩამოჯდა... ხელი თავისაში მოიქცია და კიდეზე თავი ჩამოდო...
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პრინცესებო...
- მეც მიყვარხარ!... სუსტი ხმა გაისმა პალატაში...
თოკო უცებ ვერ მიხვდა, იფიქრა მომელანდაო, თავი მაინც აწია... მათი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ...
- რამითხარი? კიდევ გაიმეორე...
- მეც მიყვარხარ - თქო... დამარცვლა ძლივსძლიობით თიკამ და გაღმება ცადა, თუმცა ჭრილობები აეწვა და დაიკვნესა...
- ჩემი პრინცესები... უბედნიერესი ვარ... სითბოდი აღვსილმა თქვა და ხელები დაუკოცნა საყვარელ ქალს...
******
11 საათიანი დაკითხვის შემდეგ, ძლივსღა სუნთქავდა გიორგი... საკმაოდ კარგად იყო გალამაზებული, ყველა ნაკვთი ტკიოდა... ბოლოს მაინც აღიარა დანაშაული... ანას ადგილ სამყოფელიც თქვა... კახეთშიაო, ერთ-ერთ სოფელში, მიტოვებულ სახლში დაუდიათ ბინა და იქ იმალებოდნენ... საპატრულო რაზმი კახეთისაკენ მიდიოდა, სუსხიანი იყო ღამე...
რამოდენიმე საათში მიაგნეს ანას, ბორკილები დაადეს და თბილისში წამოიყვანეს... გიოსგან განსხვავებით მან მაშინვე აღიარა, განადგურებული მოსთქვამდა, თავიც კი იმართლა, არაფერი გამოუვიდა... მას შედარებით ნაკლები მიესჯებოდა, ხულიგნობის და ადამიანის განგებ შეცდენის გამო, რასაც გიოზე ვერ ვიტყოდით, მკვლელობისთვის და განგებ, განუხორციელებელი მკვლელობის გამო, პლიუს ამას ხულიგნობა და უამრავი წარსულში ჩადენილი ქურდობა ემატებოდა... სასამართლომდე წინასაპატიმრო იზოლატორში გაატარებდნენ დროს...

****
ერთი კვირა გაათარა საავადმყოფოში თიკამ... იარები ბოლომდე არ ქონდა მოშუშებული, თუმცა იქ გაჩერება აღარ შეეძლო და სახლში წაყვანა მოისურვა... ექიმთან დიდ ხნიანი თხოვნა-მუდარის შემდგომ დათანხმდა...
- კარგი, გავწერ მაგრამ გართულების შემთხვევაში უნდა მოიყვანო, ჯერ მისთვის არარის სასურველი სახლში გაწერა...
- ექთანს ავუყვან... მოვა და თუ საჭირო გახდება დარჩება კიდეც მასთან, მეც იქ ვიქნები, თვალს არ მოვაშორებ ბატონო დავით. ყაზბეგში მინდა წავიყვანო...
- გასაგებია, კარგით მაშინ... რა გაეწყობა... წარმატებები და გამოჯანმრთელებას გისურვებთ...

სახლში გამოწერიდან 2 დღეში ყაზბეგში წავიდა წყვილი... სახეზე მხოლოდ 2 შრამი ეტყობოდა, ისიც უმნიშვნელოდ...
- ძალიან მახინჯი ვარ ხო? დანანებით ჩაილაპარაკა გოგომ, როდესაც სასტუმროს ოთაში გამოვიდა, პირსაცოხ შემოხვეული...
- ეგ სისულელე მეორედ აღარ თქვა.. ულამაზესები ხართ... უკნიდან აეკრო თორნიკე და გაბერილ მუცელზე ხელები შემოხვია... კისერში ჩარგო თავი და მისი სუნი ხარბად აისუნთქა...
- ყველაფერი უკან მოვიტოვეთ. ახლა ჩვენი ბედნიერების დროა, ხოასეა?
- ჰო, იმედია... მაგრამ სანამ სასამართო არ იქნება და იმ საშინელ ხალხს არ დავინახავ, როგორ მიყავთ კარცერში, ვერ მოვისსვენებ...
- ნახავ პატარავ, ნახავ... აი მერე კი ყველაფერი საუკეთესოდ წაგვივა...
- ერთი სული მაქვს დაიბადოს... ჯერ რა დროსია მაგრამ უკვე დავიღალე, წელი მტკივა... ხასიათიც მიფუჭდება, მე ხომ ვგრძნობ... გაუღიმა თოკოს და სრულიად მოულოდნელად ტუჩებისაკენ გაიწია...
დიახ! მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათ ჯერ ნაკოცნი არ ჰქონიათ... სიმხურვალემ დაუარა ტანში... მთელი სხეული დაეჭიმათ, გააჟრჟოლათ... მთლიანი სხეული უთრთოდა თიკას... ეს მათი პირველი კოცნა იყო... სასაცილოც არის ალბათ... ბავშვს ელოდება მისგან, მაგრამ პირველად კოცნის... ასე იყო ეს...
საუკეთესო ორი კვირა გალიეს ერთად... ჰარმონია და სიხარული სუფევდა მათთან... მეტ ხანსაც დარჩებოდნენ, მაგრამ თოკოს სამსახური ელოდა თბილისში... ქალბატონ ტატიანასაც ძალიან მოენატრა ორივე...
დილით, ბარგი ჩაალაგეს, მანქანასთან ჩავიდნენ და საბარგულში მოათავსეს... თოკომ მძღოლის, ხოლო თიკამ მის გვერდითა ადგილი დაიკავა და თბილისის გზას აუდგნენ...
რამოდენიმე საათი დაყვეს გზაში... თიკა თოვლით გადაპენტილ არემარეს ადევნებდა თვალს. რამოდენიმეჯერ თბილად გადახედავდა საყვარელ კაცს და ღმილით ებადრებოდა სახე...
სახლში იყვნენ... ქალბატონ ტატიანას სადილი დაეხვედრებინა... მშივრები იყვნენ, გზიდან დაბრუნებულნი... ჩემოდნები იქვე შემოსასვლელში დატოვეს, შემდეგ მივალაგებთო... ჩაეხუტა დედას, დაუკოცნა დანაოჭებული სახე... ქალს ბედნიერების და მოანტრების ცრემლი ჩამოუგორდა ღაწვებზე...
- კაი რა დე. ხომ იცი არ მიყვარს რომ ტირი...
- არა დე! მომენატრე უბრალოდ...
- ხოდა მორჩა! არანაირი ცრემლიი... მაგრად მოხვია ხელები...
კარზე კაკუნი გაისმა... დაძაბულმა გაიხედა თორნიკემ...
- ელოდები ვინმეს? გადახედა თიკას...
- არა... ალბათ ნოეა... დაამშვიდა თორნიკე...
- ხო.. წავალ გავაღებ...
მართალი აღმოჩნდა თიკა...
- ჩამოხვედით და მე დაგავიწყდით? სიცილიანი სახით იკითხა და ძმას გადაეხვია.. მომენატრე ძმაო...
- მეც მომენატრე... შემო, ახლა შემოვედით ჩვენც...
თბილი ოჯახური გარემო იყო... ყველა მაგიდასთან ისხდა და გემრიელად შეექცეოდნენ სადილს...
- ნოე, სასამართო როდის არის? დაინტერესდა თიკა...
- ერთ თვეში ყველაფერი დამთავრდება... სიხარულით ჩაილაპარაკა ნოემ...
- იმედია... დანაღვლიანდა თიკა და თორნიკეს გადახედა... მან გამხნევების ნიშნად ხელი დაადო გოგონას და გაუღიმა...


ერთი თვის შემდეგ... სასამართლო პროცესი...
ხალხი ირეოდა... უცნობი თუ ნაცნობი, ყველა სასამართლო დარბაზში იყო... სოფლის მოსახლეობა, ვინც ცნობდა ამ ოჯახს, ვინაც იცოდა რომ თიკა უბრალოდ მსხვერპლი იყო. ყველა არ ადანაშაულებდა რათქმაუნდა და-ძმას. იყვნენ სხვა აზრის მქონე ქალებიც, კაცებიც... ამბობდნენ რომ თუ ადმიანს არ უნდა ვერავინ შეძლებს დაძლებით რამის გაკეთებას. მაგრამ აშკარა იყო რომ ამათ დაწვრილებით არ იცოდნენ მომხდარი, გაგონილის მეშვეობით გამოქონდათ „განაჩენი“…
მოსამართლე გმაოჩნდა დარბაზში, ყველა გაჩერდა, ფეხზე წამოდგნენ... სამარისებული სიჩუმე იყო... ერთ მხარეს დამნაშავეები, გიორგი და ანა ისხდნენ, თავიანთ ადვოკატთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს, დაზარალებული, აწ უკვე ცნობილი თიკა თიძე იჯდა, ასევე მის ადვოაკტთან ერთად... მხარეებმა დაიწყეს საუბარი, დამნაშავის მხარემ რამოდენიმე არგუმენტი მოიყვანა, ცდილობდა რომ სასჯელი შეემსუბუქებინათ, უდანაშაულოდ ცნობის 0% იყო, იმიტომ რომ თავად გიორგი და ანა თოიძეებმა აღიარეს ჩადენილი... მეორე მხარე მხოლოდ ისმენდა და დროდადრო აპროტესტებდა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს...
გამწარებული და ზიზღიღ აღსავსე თვალებით უყურებდა დამნაშავეებს... უკვე საკმაოდ მოზრდილიყო მუცელი... სიტყვა დაზარალებულს მიეცა, თიკა წამოდგა. ღრმად შეისუნთქა და საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა...
- გისმენთ ქალბატონო თოიძე! შეგიძლიათ საბოოლოდ უთხრათ ის რისი თქმაც გსურთ... განაცხადა მოსამართლემ...
- მათ მე ცხოვრება დამინგრიეს... გამანადგურეს, სულიერად, მორალურადაც და ფიზიკურად... დიახ! მე დღეს მათ წინაშე ვდგავარ, მთელი ჩემი სიძლიერით ვახერხებ, რომ მათ ბინძურ თვალებში ჩავხედო... ისინი უბრალოდ არარაობები არიან...
მათი დანახვაც არ მინდა. იმედია იქ ამოგხდებათ სული! კბილები ერთმანეთს დააჭირა სიმწრისგან და დაშრამულ სახეზე ცრემლებმაც იკვლიეს გზა... - სულ ეს არის ბატონო მოსამართლევ... დაასრულა და თავისი ადგილი დაიკავა...
- მოქალაქე გიორგი თოიძედამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებებში, - თავისუფლების აღკვეთა ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე -
(„ა“ ქვეპუნქტი);„დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფის“... და მოქალაქე ანა თოიძე ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ხულიგნობას, თავისუფლების აღკვეთა ვადის სამიდან ხუთ წლამდე... დამნაშავეები გთხოვთ წაიყვანოთ... სასამართლო დასრულდა, გილოცავთ... მოსამართლემ თიკას გადახედა და თავი დაუკრა...
სიხარულისაგან ერთმანეთს ეხვეოდნენ... თოკო მაგრად ხვევდა მკლავებს...
- ესეც ასე! ხომ გითხარი რომ ყველაფერი დასრულდებოდა...
- ჰო, ამ ყველფრით ვერ ბებიას დავიბრუნებ და ვერც იმ ტკივილსდავივიწყებ რაც გადავიტანე, მაგრამ ის მაინც მეცოდინება რომ ყველამ საკადრისი მიიღო... ახლა შემიძლია მშვიდად დავიძინო...
- მოიცა, აქამდე რა, ჩემთან არ გეძინა კარგად?! თვალები დააწვრილადა ეჭვით შეხედა... გახუმრება ცადა თოკომ...
- ოო კაი რაა, ნუ სულელობ, გაეცინა თოკოს და გასასვლელისაკენ დაიძვრნენ...
ტატიანას სახე წამხდარი ქონდა, როგორია უყურებდე იმას როგორ აპატიმრებენ შენს სისხლს და ხორცს, თუმცა ისინი ამ ყველაფრის მერე არაფერს წარმოადგენდნენ მისთვის... შილს და სიძეს დაყვა ტატიანაც... ნოე გარეთ იდგა, ბედნიერი სახით ელოდა მათ, მისალოცად ემზადებოდა...
ყველაფერი დამთავრდა... თიკა და თოკო ბედნიერად ცხოვრობდნენ... ელოდნენ საკუთარ პრინცესას რომელიც დღე დღეზე მოევლინებოდა ქვეყანას... რატომღაც დარწმუნებული იყო თიკა, რომ დღეს დაიბადებოდა... მთელი ღამე წრიალებდა, ვერ ისვენებდა, უკვე ფსიქოლოგიურად ქონდა ჩაბეჭდილი ტვინში რომ უნდა დაწყებოდა მშობიარობა... როგორც იქნა ჩაეძინა, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა...
საშინელი ტკივილი იგრძნო, ძილიდან გამოიღვიძა და დაიკივლა. შეშინებული თორნიკე წამოხტა, დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით.
- რა იყო რამოხდა? ძლივს მოაგონდა კითხვის დასმა, ნახევრად გათიშლს...
- დამეწყო, რა რამოხდა... ტკივილისაგან გამწარებული ყვიროდა თიკა... წამიყვანე მალეე!!!
თოკოს ხელ-ფეხი ერეოდა ერთმანეთში, რა ჩაიცვა და როგორ ვერ მიხვდა, სამშობიარო ჩანთა მოიკიდა მხარზე და ცოლს წამოდგომაში დაეხმარა... მალევე მივიდნენ სამშობიაროში... ტკივილები უძლიერდებოდა... ღრმად და სწრაფად სუნთქავდა, დროდადრო ჭინთვებიც ეწყებოდა... 3 საათიანი ჭვალების შემდეგ მოევლინა პრინცესა ევა... სასწაული გრძნობა იყო, მკერდზე რომ დააწვინეს პაწაწინა არსება... ეტირა თუ ეცინა ვერ მიმხვდარიყო... უყურებდა და რწმუნდებოდა იმაში რომ ყველაზე ბედნიერი ქალი იყო...
ბებია ქალმა მალევე გაასუფთავა ჩვილი, ტანსაცმელი ჩააცვა, ზეწარში გაახვია და მამას გაუყვანა...
ეს სასწაული იყო! დანახვისთანავე წამოუვიდა ცრემლები...
- ჩემი პატარა, ჩემი ევა... დიდხანს გელოდი მაა! ულამაზესი ხარ ჩემო საყვარელო... ხმდაბლა ელაპარაკებოდა ჩვილს რომელიც თვალებს უფახუნებდა მამას...
ყველა ბედნიერი იყო... გამოწერის დღეს ლამაზად მორთული მანქანებით მივიდნენ სამშობიაროს ეზოში... უზარმაზარი თაიგული და ჰელიუმის ბუშტები ეკავა ხელში... ნოე კი შამპანიურის ბოთლით იდგა... გამოვიდნენ... თორნიკემ თაიგული მიართვა მეუღლეს და მადლობის ნიშნად აკოცა კიდეც... ბავშვი ტატიანამ აიყვანა, მიეფერა და მანქანაში ჩასხდნენ...
- ჰა აბა არ ავღნიშნოთ? ბოთლის გახსნას შეეცადა ნოე
- აქ? წამო სახლში და იქ ავღნიშნოთ, გაომძიებელი მაინც არ იყო, ლოთი ხარ შვილო... გაეცინა თოკოს
- კაირა! ჩემო ძმაო მივფრინავ ამაღამ... ამიტომ ყველაფრის უფლება მაქვს...
- მოიცა, მოიცა. სად მიფრინავ? გაუკვირდა ყველას...
- ნიუ იორკში... იქ დავსახლდები, აქ უკვე აღარაფერი მესაქმება, ჩემი საქმე გავაკეთე...
- რეებს ბოდავ? რასქვია აღარაფერი გესაქმება... ჩაჯექი ერთი მანქანაში. სახლში ვილაპარაკოთ... ყველაფრის ხალისი დაეკარგა თორნიკეს... ქალები უკან მოათავსა, ძმა გვერდზე მოისვა და სახლისაკენ გაწიეს...

ზამთარი იწურებოდა, მაინც იყო ალაგალაგ თოვლი შემორჩნილი, სუსხი მაინც თავისას შვებოდა, სავარაუდოდ გაზაფხულიც ცივი იქნებოდა...
სახლთან გაჩერდა მანქანა, ყველა გადმოიდა და შინისაკენ დაიძრნენ...

- აბა ახლა კარგად მომიყევი რა მოხდა... ქურთუკის გახდით ელაპარაკებოდა თოკო...
- ხო რა! აღარ მინდა აქ. მირჩევნია იქ ვიყო, ცოტას წავიმუშავებ, დაგროვილი მაქვს თანხა, რაღაცას ვიზავ მოკლედ...
- და რატომ, რატომ?
- ეგრეა საჭირო... გაუღიმა და თიკას გადახედა, მერე მის გამობურცულ მუცელს მოავლო თვალი... - ბედნიერი კაცი ხარ ძმაო... ყველაფრის მიუხედავად, ამდენი დარდისა და ტკივილისა, მაინც გყავს ორი არაჩვეულებრივი გოგო... გაუფრთხილდი მათ და ბედნიერად იყავი... გადაეხვია ძმას და შემდეგ თიკას...
- გაგაცილებთ მაინც, შენსას მაინც არ მოიშლი ვიცი, ჯიუტი ხარ!
- კაია რომ იცი, მაგრამ არც პირველი იდეა განიხილება... არმიყვარს გაცილებები, მირჩევნია აქ დაგემშვიდობოთ და წავიდე... ყვლას გადაეხვია... ბედნიერება უსურვა და იქაურობას მოცილდა...

ღამის ორი საათი იქნებოდა, აეროპორტის გზაზე იდგა ნოე... სამზე მისი რეისი მიფრინავდა, უნდა მოესწრო... გაზის პედალს ნელ-ნელა აჭერდა ფეხს და სიჩქარეს უმატებდა... უკვე საკმაოდ დიდი სისწრაფით მიდიოდა... საიდანღაც მანქანა გამოხტა... დიდი შეჯახების ხმა იყო... შემდეგ გამაყრუებელი ყვირილის ხმა გაისმა. ნოე ვერაფერს გრძნობდა. ვერ მიმხვდარიყო პრინციპში რა მოხდა. მისი მანქანა შუაზე იყო გადახსნილი, მძღოლის ადგილიდან სისხლი წვეთავდა... ნელ-ნელა იღებებოდა ასფალტი წითლად... მგრძნობელობასაც ნელ-ნელა კარგავდა... ციოდა, თვალები ებინდებოდა, ეშინოდა...
ღამის ორზე აწკრიალდა თორნიკეს ტელეფონი... პოლიცია იყო. უთხრეს, ის საშინელება უთხრეს რასაც არ მოელოდა... იმ ღამით ყველაფერი შეიცვალა. იმ ღამით არავის უძინია... იმ ღამით ნოე ჟორჟოლიანმა სუნთქვა შეწყვიტა....
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

დასასრულმა ბავშვობის დროინდელი სერიალები გამახსენა, სადაც მეორე მთავარი გმირს მარტო იმიტომ კლავდნენ რომ მისთვის ქალი ვერ "მოიძებნა". აი, რა დაშავდებოდა იმით რომ გაგრენილიყო და მშვიდად დაფრენილიყო. არც არაფერი.

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

grafo
დასასრულმა ბავშვობის დროინდელი სერიალები გამახსენა, სადაც მეორე მთავარი გმირს მარტო იმიტომ კლავდნენ რომ მისთვის ქალი ვერ "მოიძებნა". აი, რა დაშავდებოდა იმით რომ გაგრენილიყო და მშვიდად დაფრენილიყო. არც არაფერი.

:დდ მე მაგ სერიალების გამო არ დამისრულებია ასე. სუ ჰეფი ენდით მაქვს ყველა ისტორია დასრულებული და მეთქი ჩავამწარებ ამას თქო :დდ ♡ მადლობა რომ წაიკითხე

 


№3  offline მოდერი ენემი

რა დაგიშავა ნოემ sob sob

 


№4  offline წევრი INGOBERNABLE

ვაიმეეე რა საშინელებაა, მეცოდება ნოე. მთლიანობაში მოთხრობა კარგი იყო❤❤ მომეწონა❤❤ მაგრამ დასასრული არ ვიცი დასასრულმა თითქოს გააფუჭაო.. მაგრამ ასე გქონდა ალბათ ჩაფიქრებული და ასე დაასრულე.
მაინც კარგი იყო

ისე ამ ისტორია თუ გააგრძელებ კარგი იქნება ძალიან❤❤.

ნოეეე როგორ მეცოდება მაინც❤❤ არადა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თავი შემაყვარა

 


№5 სტუმარი nana

Aმ ისტორიას ცუდი დასასრული არ უნდა ქონოდა.
არსეესაბამება

 


№6  offline მოდერი zia-maria

ძალიან კარგი შინაარსი იყო გადმოცემული.მიხარია რომ დამნაშავეები დაისაჯა,მაგრამ ნოე?ნოეს უნდა ეცოცხლა. თუნდაც შორს,მაგრამ მას უნდა ეცოცხლა. disappointed_relieved

 


№7  offline ახალბედა მწერალი -venus-

zia-maria
ძალიან კარგი შინაარსი იყო გადმოცემული.მიხარია რომ დამნაშავეები დაისაჯა,მაგრამ ნოე?ნოეს უნდა ეცოცხლა. თუნდაც შორს,მაგრამ მას უნდა ეცოცხლა. disappointed_relieved

არ მინდოდა გამემხილა. თუმცა ვიტყვი რომ ისტორია არ დამთავრებულა, მეორე ნაწილი აქვს და ვნახოთ. ვნახოთ... იმედია მიხვდით ;) ♡♡♡

 


№8 სტუმარი Guest keke

Auu kai raaa noem ra daashava davijer new yorkshi noes shesaperissi gogoo ver moidzebnebodaaa :(:( guli damwydaa :( magram mainc kargi iyoo :*:* warmatebebii:*:*

 


№9 სტუმარი ტატუკა

აუუ ნოეე რატო მოკალიიი(((((((((((

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ მეორე ნაწილს?

 


№11  offline წევრი svetlana111

რას დაეტაკე ამ ნოეს ბოლოში? sob

 


№12 სტუმარი უბრალოდ მე

ასეთ დასასრულს არ ველოდი ნამდვილად

 


№13  offline წევრი Merri

ძალიანმაგარიიყო..აღფრთოვანებული ვარ..ნოეე არ უნდა გაგემეტებინა..ალბათ კარგიიქნებოდა ნოეს მარიამთან დაწყვილება და თიკასადმი გრძნობების გაქარწ....ბა ნოე ძალიაან საყვარელი პერსონაჟიიყო..ნუ მთლიანობაში ძალიან საყვარელი ისტორია იყო

ველოდები მეორე ნაწილს

 


№14 სტუმარი სტუმარი სოფი

კარგი იყო ძააააან❤ნოეეე რატოოო????

 


№15  offline წევრი duchi_duchi

რას ერჩოდი ნოეს ვერ გავიგე.

 


№16 სტუმარი სტუმარი ლიაკო

ძაან მაგარი იყო მარა აიიი ბოლოს შენი გაწიწკვანა მინდოდა საოცარება-საზიზღარო ადამიანო

 


№17  offline წევრი დუ სია

ნოე ასე რატომ გაწირეე???

 


№18  offline წევრი Marikagogolqdze

დაზუსტად მსგავსი შინაარსით ვუყურე ფილმს
ერთი ართშია...
დარწმუნებული ხართ რომ ეს თქვენი დაწერილია???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent