მეზობელი,ქმარი და საყვარელი(8)
ეკატერინემ რომ გაიღვიძა და ოთახი ცარიელი დახვდა გაბრაზდა, თან საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. მერე საკუთარ თავს დასცინა ამაზე რომ გაბრაზდა და სხვა უარეს ამბებზე ურეაქციო იყო .მისაღებში რომ გავიდა ანჩო დახვდა მაგიდასთან მოკალათებული, ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა თმაში ვარდი ჰქონდა გარჭობილი და კრუასანსაც იტენიდა პირში -ჩიტოოო გაიღვიძე? როგორც იქნა გამოხვედი... უჰ როგორ მშიოდაა. ვიფიქრე ცოცხალი ხოა აქამდე რომა რ შემოვიდა და არ ივარჯიშათქო და თურმე შენ დილამდე ვარჯიშობდი საწოლში და რაღა კალორია დაგრჩებოდა დასაწვავი. კიდევ კარგი მაგ საძნებლიდან ხმა არ გამოდის ჩვენთან თორემ გავაუპატიურებდი შენს ზურაბს. ისედაც მოვკალი გუშინ და გავაგიჟე ,რომ დავბრუნდი და სიტყვა არ ვუთხარი ლამის გაგიჟდა.ისე ყვიროდა ცხოვრებაში რომ არ უყვირია, ხო არ გაგიგია თქვენც ? მარა რას გაიგებდი კვნესოდი ალბათ ისე მეტი არაფერი გესმოდა -რას აპირებ ბოლოს და ბოლოს? -რასაც ვაპირებდი იმას... ზურაბის დაპყრობას რათა მერე ჩემი ჯერ კიდევ შეუღწეველ გამოქვაბულში ძრომიალის ნება მოიპოვოს მან და მისმაიარაღმა! - სიცილით უთხრა და ბინიდან როგორც კი გააბიჯა მაშინვე წარბების თამაში დაიწყო- გვიყურე და დატკბი ჩემო სიცოცხლეე - კარი ტავად გააღო და შევიდა. ეკატერინეც უკან მიჰყვებოდა. კი უნდოდა ბრაზისგან გაგიჟებულს გამოელანძღა ბატუ მაგრამ ვისღა ახსოვდა ბაღათურია როცა ანჩო და ზურ აარსებობდნენ. ბიჭი საწოლზე მიბმული რომ დაინახა თვალებს ვერ დაუჯერა. თავის საწოლში იწვა ისე როგორც იძინებდა ხოლმე და ახლაც ეძინა, მაგრამ ცალი ხელი იმავე პოზაში ჰქონდ ამიბმული როგორც ედო ძილისას -რა სჭირს? გათიშულია? -არა სძინავს ...გაიღვიძებს წუთი წუთზე -როგორ მიაბი ისე რომ ვერაფერი გაიგო -არ იცი როგორი ძილი აქვს? რომ ვიძალადო ვერაფერს გაიგებს . ჩაიცვი და მოდი მერე მანამ გავაღვიძებ სანამ შენ წახვალ.ისე უკვე იგვიანებ და იჩქარე შხაპის მიღება კატო გონს მოვიდა და სააბაზანოშ შეიკეტა. მაქსიმალრუად ჩქარბდა,მაგრამ იმდენად აწუხებდა წინა ღამის მოგონებები არაფერი გამოსდიოდა. როგორც იქნა ჩაიცვა და ზურას ღრიალის ხმაც გაიგო . ბიჭს მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი ჰქონდა საწოლზე მიბმული.გადაბრუნება რომ სცადა ისე აიხლართა მგონი მოსტყდა რაღაც. -ანჩოოო ...ანჩო რა გამიკეთე ამხსენი გოგო . ეს ხელბორკილია? ნამდვილი ხელბორკილია>? შე ავადმყოფო ქალო მოდი მორჩი მაგ თამაშს და ვითომ გაბუტვას და ხელები ამიხსენი- ზურა აყვირდა ანჩომ კი მის წინ გადაინაცვლა საბანი გაშალა და პირდაპირ ზემოდან დააფარა,.მერე გაასწორა და მსვიდად ჩაილაპარაკა -აი ეს საწოლიც გასწორებულია? მაგრამ მატრასზე ეს ხის ფუგურა ვინ დაამატა არ ვიცი.რას გაუგებ კატოს -ანიკოოო ...ოხ ანიკო შენი ფანტაზიორი თავი მომცა ორივე ხელში რას გიზავდიიი . შე ხელოვნებათმოცდნე ავადმყოფო იცოდე იმ ტილოს დაგიხევ ინგლისშ რომ დავბრუნდებით .ავხევ და ვეღარასდროს გაიგებ ვინაა მისი ნამდვილი ავტორი. ბალიშ არ დამადო გოგო ვიგუდები ...ვერ ვსუნთქავ ანჩოოო ანჩო გეხვერწები ანჩო მომაშორე გეხუმრე გოგო . ანჩოოოოოო- ბალიშები რომ დაალაგა ანჩომ მაშინვე გამოტყდა სუნთქვაშეკრული საწოლზე გადაკვანძული ზურაბი - როგორ მოვიყვან იმას ცოლად. დავშორდი გუშინ სე არანორმალურ უბრალოდ რომ არ შემეშვი ვიფირე ცოტას გავერთობი-თქო.ანჩოოო ანჩო ჩემო ანიკო ...ანო ...ანო ვიგუები თუ გიყვარვარ მიშველე ანუუ -უკვე ოთახიდან გასული იყო ანჩო ეს რომ გაიგო .ეკატერინეც კართან შეჩერდა კი იცინოდა ,მაგრამ მერე მიხვდა რომ რაღაც საშინელება დატრიალდებოდა იქ. ანჩო შეიშალა, ნამდვილ შეურაცხადს დაემსგავსა ისე ჩაუწითლდა გაფართოებული თვალები სულ სისხლიანი გაუხდა .. -ეკატერინეეეეეეეეე შენ წადი ამას ვერ გაყურებინებ. დანა სად არის ახლავე ავკუწავ და ვახშამზე ნაწილ ნაწილ შევჭამ. შეგწვავ და მოგხარშავ. შამფურზეც წამოგაცმევ და ზემოდან ტყემალს მოგასხამ შე დამპალო ...შე არაკაცო. შე ცხოველოო შე ვითომ გენიოსოოოო შენი დაწერილი წიგნი ვინაც წაიკითხოს შენი მეცნიერი თავი თუ არ წაგაცალო მე არ ვიყო ანჩო .შენს ნაწილებს ტილოზე გავაკრავ და ხელოვნების ნიმუშად გაქცევ შე ღოროოო.როგორ გაბედე ...როგორ გამიბედე- ყველაფერი მოაშორა რაც ეფარა, თავზე დაახტა და მანამ უტყაპუნა ხელები სანამ ძალა არ გამოეცალა. -ანჩოო ანჩოოო გაჩერდი.გაჩერდი მეთქი- ცალი ხელით როგორღაც მოიგერია და გვერდით გადააგდო. მერე ხელები ისე მოუქცია რომ მოძრაობა ვეღარ შეძლო და თიტონ დააწვა ზემოდან .ეს როოგრ მოახერხა ვერ გეტყვით ,მაგრმა გაჭირვებაშ მყოფი კაცი რას არ გააკეთებს.-გაჩერდი და მომისმინე თორემ არ ვიცი რას გაგიკეთებ იცოდე -რა ვიცოდე ..რა უნდა ვიცოდე შე დამპალოო ვიგინდარა. შენ ჩემნაირი ქალის ღირსი ხარ? ჩემნაირი ქალი უნდა გყოლოდ აგვერდით,? შენთვის უნდა გამეწირა თავი? შენთვის? შე დამპალო შენ ჩემნაირი მეგობრის ღირსი იყავი ? ეს როგორ გამიკეთე ეს როგორ მითხარი იცი მაინც რა ვიგრძენი?- კიოდა და თან ტიროდა.მხოლოდ თავი ჰქონდა აწეული მაღლა და სახეც თმებით ჰქონდა დაფარული. ზურას მის კისერში ჰქონდა თავი ჩადებული და ორივე ხელს უჭერდა როგორც შეეძლო, აფართხალებული ანჩო რომ არ გაქცეოდა -გეფიცები აღარასდროს ვიხუმრებ ასე,აღარ ვახსენებ არცერთ ქალს და თუ გინდა მთელ წელი არავის გავიკარებ გვერდით სერიოზულად არავის ... -სერიოზულად არავის შეხედავს...შე ავადმყოფოო ყველას ხმარობ ვისაც ძუძუ აქ 15 წლიდან საყვარლები გყავს არ ვიცოდე მაინც.ყველა შენი ბოზ* მყავს ნანახი კოლეჯიდან მოყოლებული დღემდე. შენ რო არ მიჩითავდი იმიტო?ჩემს თვალწინ რადგან არ უფატურებდი ხელებს იმიტომ? მეზიზღება შენი კაიბიჭური ხასიატი,შენი სულელური გამოხტომები და საერთოდ შენ მეზიზღები . გაიწიე ...მომშორდიიი . ყველას წესიერი ბიჭ რომ ჰგონიხარ შე ბაბნიკო ,შე მექლათანე დამპალო! -არა,სანამ არ შემორიდგები მანამ არ გავიწევი. ასე უნდა დმატოვო მიბმული? -აგიშვებ და ეშმაკშიც წასულხარ! ამ ჩხუბში იყვნენ ნელიკო რომ შევიდა სახლში ჯერ ვერ გაიგო საწოლის ჭრაჭუნი და ყვირილი საიდან და რატო ისმოდა მერე ოტახში რომ შეიხედა და წყვილი იმ პოზაში დაინახა ალბატ ხვებით რაც იფიქრა.ისე დაიკივლა და გაიქცა მეორე ოტახისკენ ანჩოს ხმაც კი გააფარა -ვაიმე ეს რა ვნახე...ღმერთო ჩემო.ხომ ვეუბნებოდი იმ გოგოს ეს ორი არ არის ნორმალური-თქო! ღმერთო შენ მიშველე- ხელს ინიავებდა სახესთან. მერე წყალი დალია და დივანზე დაჯდა.კატოს ურეკავდა ,მაგრამ ლექციაზე იყო და არ პასუხობდა. ზურა უცებ მოშორდა ანჩოს, მანაც ხელი და ფეხი გაუთავისუფლა . ოთახიდან გავარდა ,სულ აწითლებული იყო, თმმაარეული და ზურა ხომ საერთოდ არ ჰგავდა ნორმალურს. -ქალბატონო ნელიკო გეფიცებით არასწორად გაიგეთ ... საერთოდ მე და ანიკო ვართ -არ მაინტერესებს გენაცვალე, ნამდვილად არ არის ჩემი საქმე თქვენ ორს შორის რა ხდება. მე ეკატერინეს ნახვა მინდოდა, ქორწილი მოახლოვდა მას კიდევ არაფერი აქვს გადაწყვეტილი. ელიზაბეტის ქორწილთან დაკავშირებითაც საუბარი მინდა.საერთოდ ვერ გავიგე ეს გოგო რას აპირებს. -ეკატერინე ერთ საათში დაბრუნდება და მანამდე ჩაის მოგიმზადებთ ქალბატონო ნელი,ან სხვა რამეს რასაც ინებებთ -წყალი ...წყალი მომიტანე მხოლოდ და მერე ალბათ სააბაზანოში შეხვალ და თავს მოიწესრიგებ ,პირველ რიგში თმას დაივარცხნი -ხო,რა თქმა უნდა .ახლავე- უცებ მიუტანა წყალი და მერე ზურას მიჰყვა და აორთქლდა. სააბაზანოში შეიკეტა თმა დაივარცხნა,მაკიაჟი გაიკეთა და დალაგებული სახით გავიდა ნელიკოსთან. ზურა უკვე იქ დახვდა, ჩაი მოემზადებინა ნელი დაეკერა და ეჭუკჭუკებოდა. ბადალი არ ჰყავდა ქალების გაბრუებაში და აბა რა გასაკვირი იყო რომ ისე ესაუბრებოდა ქალბატონს მომხდარი ინციდენტი აღარც კი ახსოვდა. მისგან მოშორებით დაჯდა და კატოს მისვლას დაელოდა. ქალბატონი კატერინა ამ დროს უნივერსიტეტში იყო, ზეპირ გამოცდას უტარებდა სტუდენტებს და ცოტნე ლამის გაატყავა ბოლოს მაინც მაღალი ქულა დაუწერა რადგან მისდა გასაკვირად ყველაფერს შესანიშნავად გაართვა თავი. კმაყოფილიც კი დარჩა,მოსწონდა ეს ბიჭი და ვერ მალავდა. როგორც კი დაასრულა გამოცდა მაშინვე დატოვა უნივერსიტეტის შენობა. სახლში მისულს დასვენება არ დასცალდა იქ ნელი დახვდა და თავიდან შეახსენა ქორიწლი რომ ჰქონდა და თან ბაღათურიას მიჰყვებოდა ,რა გაახსენდებოდა თუ არა წინა ღამე და ისე გაითიშა ნელი გააგიჟა. -გესმის ეკატერინე? დავპატიჟო ეს ხალხი თუ არა -დედა მომისმინე ? ქორწილის ხარჯებს ხომ ისინი იხდიან,ხომ თანახმანი არიან დიდ და გრანდიოზულ ქორწილზე მე ნებას გაძლევ დაპატიჟო ყველა ვისაც მოისურვებ.განა შენი საოცნებო ქორწილი არ არის? მხოლოდ ერთს გთხოვ ლიზას შეეშვი და ადროვე იყოს ბედნიერი და მოიქცეს ისე როგორც სურს,ახლა მაინც ხომ არის გათხოვილი თან იმ ბიჭზე ვინც შენი რჩეულია -შესწორებას შევიტანს აყვარელო, რჩეული სხვა იყო უბრალოდ წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო ხომ იცი არა? გიორგი კიდე კარგი ბიჭია და მასზე უარესი არ მინდოდა სიძედ -დედა გიორგი არაჩვეულებრივი ბიჭია და თუ გგონია რომ შენი არჩეული სიძე უკეთესია ძალიან ცდები ! -არ მითხრა რომ ისევ ფიქრობ ქორწილის ჩაშლაზე და დავითს რამეს უწუნებ თორემ აქვე მოვიკლავ თავს ! როგორ შეიძლება მისნაირი ახალგაზრდა არ მოგეწონოს ჯერ რა გარეგნობა,როგორი სიმპათიურია, როგორი თვალები აქვს საერთოდ დაკვირვებული ხარ? ხასიათი? როგორი ზრდილობიანია,გალანტური ,ნამდვილი რაინდია რომ გესაუბრება გგონია რომ ზღაპრული პრინცი დგას შენს წინ და შენც დედოფალი ხარ ,ნუ ჩემს შემთხვევაში უკვე მოხუცი დედოფალი -თქვენ რომ გაჰყვეთ ცოლად არ გიფიქრიათ/ ფატას გადაგაფარებთ და გიცნობთ ვითომ? სადედოფლო კაბა მაინც დიდი იქნება წელს ქვემოთ- ლიზა არ იყო სამაგიეროდ ანჩო იყო და გგონიათ მოერიდებოდა აზრის გამოთქმა? ისე მოშხამა ქალი ხმა ვერ ამოიღო რამდენიმე წუთით, ზურამ ისე ჩაიფხუკუნა მეორე ოთახში ცოტაც და დაიხრჩობოდა- რა? არ მოგწონთ იდეა? ვფიქრობ კარგად მოვიფიქრე -დიდი სიამოვნებით საყვარელო,უბრალოდ ვახტანგი მიყვარს და 30 წლით ახალგაზრდა არ ვარ! -დედა მოსაწვევების ფორმასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე დიზაინერებთან და სოფიოსთან ერთად ვისაუბროთ. -დათასაც ხომ უნდა ვკითხოთ არა? მოკლედ ვიწყებთ მზადებას ხომ? იცოდე აღარ გადადო თორემ ვეღარ მოვასწრებთ ..მინისტრის რძალი ხდები თქვენს ქორწილზე ყველა ილაპარაკებს და მინდა რომ კარგი ისაუბრონ მხოლოდ -შეუძლებელია ერთ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანი დადებითან იყოს განწყობილი და ნუ მოინდომებ შეუსრულებელი მისიის აღსრულებას დედა ,საყავრელო! დათას მეეჭვება მსგავსი დეტალები აღელვებდეს და უმჯობესია თუ არ შევაწუხებთ -კარგი საყვარელო ,როგორც შენ გინდა. ხვალ რმელ საათზე გეცლება? სოფიოს ჰყავს დიზაინერი მოწვეული და მასთან უნდა მივიეთ -დღის მეორე ნახევარში , ანჩო შენ ? -მე თავისუფალი ვარ საყავრელო შენთვის სუულ თავისუფალი ვარ -კარგი მაშ ხვალ შევხვდებით...ნახვამდის - ყველას დაემშვიდობა და წავიდა. კატომ გამოიცვალა და წყვილთან დაჯდა თვალებით რომ ჭამდნენ ერთმანეთს -რა ხდება? -საწოლზე მიმაბა,გამომლანძღა და კიდევ მე არ მელაპარაკება აზრზე ხარ? -ეკატერინოშკააა არ გინდა სადმე წავიდეთ საღამოს? ხვალიდან სამზადისს თუ იწყებ არ უნდა ავღნიშნოთ? არ დაიწყო ახლა კლუბში არ მინდა ვერ დავლევ და ეგეთები -წავიდეთ,ოღონდ ახლა სადილობის დროა ,ისედაც ამოვვარდი გრაფიკიდან და არ მინდა საქორწილოდ ფორმები დავკარგო -მოგეხმარო? -თუ არ დაგეზარება კი ... -მე რა გავაკეთო - დასჯილი ბავშვივით გახედა ზურამ ...უთხარი შემირიგდეს ცუდად ვარ -ადროვე და შეგირიგდება...მოითმინე არ იცნობ? -ასე არასდროს გავულანძღივარ და არც გაბრაზებულა .არ იცი როგორ მიყურებდა ,სულ დამკაწრა ვერ ხედავ ჩემ კისერს და ხელებს? ნახე როგორ მიყურებს ახლაც -პატარა ბავშვივით ჯუჯღუნებს რომელსაც ჩუპა -ჩუპის კამფეტს ართმევენ და რეალურად წოვა სულ არ არის შენი საქმე-თქო გადაეცი - ანჩომ უდარდელად ჩაილაპარაკა და სამზარეულოს მაგიდაზე დასკუპდა-რას ელოდები კატო? უთხარი -შენთან ლაპარაკი კი არა შენი მოსმენაც კი არ შეიძლება! სიგიჟის პიკზე ხარ - ზურამ ვერაფერი რომ ვერ უთხრა ისე მოეკიდა ალმური მის შემხედვარეს სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა. -როდის დაიღლები ან ასე რას მიაღწევ? -არაფერს, საერთოდ არაფერს! დავიღალე ,მთელი ცხოვრებაა მასთან ვარ მართალია ბათუ, ცოლი ვერ შემცვლის ისედაც ვუყვარვარ და ჩემზე მეტად ვერავის შეიყვარებს ! რაც უნდა ის გააკეთოს მე მშვიდად მინდა ვიყო და დაგეხმარო ქორწილის სამზადისში რომ წლის დედოფალი იყო -ჩემი ანჩიკო - გაიცინა და საპასუხოდ მოეხვია მაგიდაზე დასკუპულს -მიკაქალ მე ჩენოოო -არანორმალური ქალი ხარ -სად ვარ ჯერ ქალი..ვინ მაღირსა! არ მომიყვები შთაბეჭდილებებს ? დარწმუნებული ვარ საოცარი ღამე გქონდა -საოცარი სწორი სიტყვაა და დამატებას არ საჭიროებს. თუ შეიძლება დამეხმარე ან გაჩუმდი -საოცარი თუ იყო დღეს რაღა გჭირს? ასე რატო ჩამოგტირის სახე -არაფერი ...უბრალოდ არ ვარ მიჩვეული სექ*ის შემდეგ ერთჯერადი ქალივით რომ მტოვებენ საწოლში -რომანტიკობები შენ არ მოგწონს,საწოლში ცხოვრებაში არ გიჭამია და რა გინდა? რამე რომ მოერთმია გამოლანძღავდი ალბათ და აუხსნიდი რომ საწოლში ჭამა იქ სადაც ყველაფერი სპე*მით იყო მოთხვრილი გულს აგირევდა ...ნუ ამ ყველაფერს უფრო დახვეწილად იტყოდი -ხომ შეეძლო უბრალოდ დარჩენილიყო , მაგრამ ასე მიჩვეული და თუ ჰგონია ჩემთანაც ისე მოიქცევა როგორც ყველა სხვა ქალთან ძალიან ცდება! - უცებ დაახეთქა გაბრაზებულმა ჯამი და მაგიდას ხელები დაარტყა- ჭკუიდან გადავყავარ მთელი დღეა მისი კოცნის გარდა არაფერი მახსენდება , მთელი სხეული მეწვის მალე შევიშლები .როგორ შეიძლება ასეთი სექსუალური იყოს ,ამდენად საოცარი და ასეთი ხასიათი ჰქონეს?! რა უნდა ვუყო...ბავშვის გაჩენამდე ჯერ ეგ უნდა გავზარდო და მერე ბავშვზე ვიფიქრო . აბა მაგას რომ შეხედავს რას ისწავლის მერე კარგს. საერთოდ ამ ერთ თვეში რაც მაგან ჩაიდინა კიდევ რამე მიკვირს და მაოცებს? -ვამეე სულ ბავშვს როგორ გაიძახი 50 წლის კლიმაქსიანი ქალი ხო არ ხარ ! ცოტა ხანს ისიამოვნე ,მერე ფეხმძიმობაში მაინც ვეღარ იმაიმუნებთ ისე და ახლავე ნუ ატაკებ პირველივე ღამეს თუ არ დამაფეხმძიმებ გავგჟდებიო -საერთოდ არ მეცინება ანჩო ! რატომ მივყვები მეც არ მესმის -იმიტომ რომ იცი ვისაც არ უნდა გაყვე მაინც მისი საყავრელი იქნები და საერთოდაც საოცარ შთამომავლობას მიიღებთ - მაგიდაზე გადაწვა და ახარხარდა -სე*სზე დამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ და ახლა რა მემართება უნებისყოფო თინეიჯერივით რომ ვიქცევი ვერ მეტყვი? -რა გემართება დაულაგებლად რომ დაუბრობ, გაუგებრად და გიჟივით რომ მიაყრი სიტყვებს და გაცეცხლებული თვალებიდნა ნაპერწკლებს ისვრი ...მგონი ნელ ნელა მე მემსგავსები. შესაზებელი ყოფილა ხომ შენნაირი გენიოსი ქალისთვის ჩვეულებრივი ცოტა გიჟური ქცევები. -მეხმარები ხო შენ! -ოო კაი რა ისედაც არაჩვეულებრივად ამზადებ... იმ იდიოტს ბევრი ხახვით არ უყვარს ხო იცი თუ მოეთრა ვერ შეჭამს მაგას და ცალკე გავუკეთებ...კი არადა მე რას გავუკეთებ შენ გაუკეთე თუ არადა იყოს მშიერი მე რას დავეძებ გახმობია კუჭი -ათასჯერ გადააკეთა აზრი და ისე ჩამოხტა მაგიდიდან. ეხმარებოდა ქალბატონ ეკატერინეს და ბოლოს გაამხიარულა კიდეც. სულ სიმღერ-სიმღერით აკეთა ყველაფერი. წაუცეკვეს კიდეც -აი ლოვ იუუუ ბეიბეეე აი ლავ იუუუ - მღერდა წინ გადაწეული მაგიდაზე ხელებს ისე უტყაპუნებდა დრამის ფუნქციას ასრულებინებდა ,უკან გაბზეკილ საჯდომს კი ისე ათამაშებდა სამზარეულოში შესულ ზურას პირდაპირ საზარულზე მიეჯახა .ისე წამოიკივლა ბიჭი სულ მთლად გადარია რომ მოტრიალდა და ხელი მოუქნია მერე შეხედა ვინც იყო- აააააააა ვიღაც შემოგვივარდა სახლშიი...უიი ნაცნობი ყოფილა! - უცებ გაწია ხელი უკან ,მაგრამ ზურამ მოუჭირა მაჯაზე -ანიკოო კარგი რა ასე ნუ მიყურებ...დამარტყი თუ გინდა ოღონდ ასე არ მიყურო -როგორ გიყურებს ზურა?- ანჩოს ნაცვლად ჰკითხა კატუშამ .ანჩო კი გამოეცალა -ცარიელი თვალებით...თითქოს ვერ მიტანს და არაფერს ვნიშნავ საერთოდ ! -ეგ არ გინდოდა? ხომ ამბობ არ ვუყვარვარო ... იქნებ მიხვდა რომ არ უყვარხარ -რა შუაშია მისი სიყვარული ... ვინ თქვა არ ვუყვარვარო ცემზე მეტად ევრცერთ კაცს შეიყვარებს მე ..მე ხო ყველაფერი ვარ -არაფერი ხარ უკვე-თქო უთხარი ! -არ შეიძლება ასე ხუმრობა ანჩო -გავიწყდება გუშინ როგორ მოატყუე? ანჩო კი არა მეც ვინერვიულე ...ვიფიქრე მართლა იმ გოგოს ირთავდი ,მაგრამ სიტყვა ვერ გითხარი ანჩო ისეთ მგოამროებაში იყო -ეკატერინე შენც მიმატებ? მე მიკეთებ ამას? -მარტომ ვისაურბოთ,შემდეგ - კატომ თვალებით დაამშვიდა,მაგრამ ანჩოს რას გამოაპარებდი -ეკატერინე ერისთავოო მის მხარეს დადგები და გეფიცები ქორწილს ვერ მოესწრები ! -ანჩო გთხოვ ...ანიკოოო ჩემო ანიკო რატო მაწვალებ ტყუილად? პირველად გაგაბრაზე თუ მეორედ შენც ისე გადამიხადე სამაგიერო როგორც იცი ხოლმე .თუ გინდა აივანზე დავდგები და ვიყვირებ ყველა ენაზე რაც კი ვიცი გეი ვარ და მიხმარეთ-თქო მაშინ პარიზში რომ წამაგებინე სურვილი გახსოვს?- ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე კოცნა დააპირა ,მაგრამ ანჩო ხელიდან გამოეცალა- კარგი ...მონაკოში შეხვედრაზე რომ მათქმევინე ტერორისტი ვარ-თქო და მთელი პრინცის დაცვა თავზე დამახტა -იმდენად დებილი ხარ გგონია ასე მორჩება ყველაფერი? დავიღალე რატომ არ გესმის? მომბეზრდი ! -კარგი,გავიგე ! მორჩა საერთოდ აღარ დაგელაპარაკები და ისე გააკეთე როგორც გინდა. როდის ვთხოვე ბოლოს ვინმეს -მე ! -შენს გარდა ანჩო...შენს გარდა ოდესმე რამე მითხოვია? -არც არავისთან დაგჭირვებია ვარსკვლავ ბიჭუნა ! მხოლოდ მე მტკენ,მე მიშავებ, მეეე მე მაგიჟებ და მხოლოდ მე! ზურა მას მერე დუმდა, იჯდა მაგიდასთან და უყურებდა ანჩოს რომელიც გემრიელად მიირთმევდა . კატო ნერვებმოშლილი იჯდა და მხოლოდ იმიტომ ჭამდა რომ სჭირდებოდა ,რეალურადდ კი ათას რამეზე ფიქრობდა . ანჩო და ზურა სადილის შემდეგ ცალ-ცალკე წავიდნენ სახლიდან. ეკატერინე სამზარეულოში იყო და ალაგებდა .ზურგიდან რომ ჩაეხუტა ბაღათურია,პირდაპირ მის ყელში ჩარგო სახე და იქვე აკოცა -გამარჯობა კატუსაა -დაგვიანებით ხომ არ მესალმები? -ახლა უნდა გამიჭედო ხო? ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი , ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა ! -დავიჯერო სულ რაღაც მიზეზი არსებობს ჩემს დასამცირებლად? ასე საოცრად როგორ ემთხვევა ყოველთვის ? -წარსულის ცოდვებს ვიხსენებთ?- სიგარეტი მოიქცია ტუჩებშორის და კარადას მიეყრდნო -ისევ ეწევი ,ჩემს სახლში ! ეს ელემენტარულიც კი არ შეგიძლია -კაი გარეთ გავალ მოვწევ თან და ისე ვილაპარაკოთ...აბა შენი მსომენა ისე არ შემიძლია თუ გინდა მოთმინება დავკარგო და მთელი სახლი თავდაყირა დავაყენო! -მოთმინება რატომ უნდა დაკარგო ,რას ვამბობ ასეთ საოცრებას ! დავიჯერო არ მეთანხმები რომ ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მეტი შეცდომა შენ დაუშვი? -გააჩნია შეცდომად რა ითვლება, მე იმ ადამიანებს არ ვუწევ ანგარიშს ვინც არაფერს წარმოადგენს ჩემთვის . კარგად დაფიქრდი როდის გახდი მნიშვნელოვანი და ჩემს შემდეგ ცოდვებს გადახედე,თუ არსებობს საერთოდ იმის გარდა რომ დილით საწოლში არ დაგხვდი თვალებგაბრწყინებული და სასიყვარულო სიტყვებით არ შეგამკე რომელიც სრული ფარსი იქნებოდა, არც გჭირდებოდა. მაგიდაზე დაგიტოვე შენი საყვარელი ჩაი რომლის მომზადებას ვერ ვიტან, კრუასანები და ის ხილი შენ რომ ყოველ დილით მიირთმევ...ხო კიდევ საოცრება ვარდი დავდე მაგიდაზე ცხოვრებაში არავისთვის რომ არ გამიკეთებია შენ კიდე მხოლოდ იმიტომ მიტრა*ებ რომ საწოლში არ დაგხვდი და წასვლამდე სიყვარული არ შეგფიცე? ვაფშე არ მგონია რომ ეგ გინდოდეს ,როცა იცი რომ ჩვენ შორის სიყვარულის გარდა ყველაფერია! - ერთიანად დაძარღვულმა მოიქცია კუთხეში ქალბატონი კატერინა და ერთად მიახალა სათქმელი, ხმას აკონტროლებდა მაგრამ ვაი ისეთ კონტროლს- მაპატიე მაგრამ მე არ გავხდები ის კაცი როგორიც შენ გინდა. საშინელი კაცი ვარ, მექალთანე , უხეში, სასმელზე და სიგარეტზე დამოკიდებული , უემოციო და უტაქტო ! იცი კარგად ეს ყველაფერი შენ და რა გინდა საბოლოოდ ჩემგან? რას მოითხოვ ქალბატონო ეკატერინე ? -შენ ... ის ყველაფერი შენ დამიტოვე ანჩო რომ დილას მიირთმევდა. ვარდი ახლაც თმაში აქვს თავიდან იპოვა საწოლში და ისევ დაიმაგრა . -კაი ღადაობ? ახლა კაი ბიჭი გავხდები? რა ხართ ეს ქალები როგორ მიძვრებით დეტალებში. რა ჩემ ყ*ედ მენდომებოდა საუზმე წუხანდელი ღამის მერე ! ან დარეკვა და მობილურით ჭორაობა... როცა იცი რომ ხელში გყავარ ! შენ იცი რა გაწუხებს? კიდე ვერ ხვდები როგორ გქონდა ჩემთან ს*ქსი ასე როგორ მიქარე მეც მიკვირს ...კიდე გითხრა რა იფიქრე? შემოვძვრე შენს დანაოჭებულ და განვითარებულ ტვინში? - გაიცინა და თავზე ხელი გადაუსვა მერე ყელზე გადმოვიდა, მის თვალებს მზერას არ აშორებდა და ისე მოქმედებდა რომ შეუძლებელი იყო წინააღმდეგობის გაწევა - იმ წამსვე იფიქრე რომ შენც ისე მიგატოვებდი როგორც სხვებს, რეალურად მე არც არავის ვტოვებ თავად მიდიან ,რადგან იმას იღებენ რაც სურთ . შენ კი თუ გახსოვს ეს ბეჭედი კიდევ გიკეთია და შესაბამისა ჩემი საცოლე ხარ! -საცოლლე ვიყავი ის გოგონა რომ გააძევე სახლიდან -აჟიტირებული ვიყავი და ავღნიშნავდი .... ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ როგორ გამოვასწოროთ ჩემი ქალთმოყვარეობა ? -საერთოდ რა თემაზე შეიძლება მე და შენ ვისაუბროთ არ ვიცი ! -დუმილითაც შეიძლება ბევრი რამ გაიგო! შეეცადე მაინც -კარგს ვერაფერს ვხედავ როდესაც მშვიდად ვაკვირდები შენს ქცევას ! -რა გინდა საბოლოოდ? დაღლილი ვარ და არ მაქვს ნერვები ხომ ხედავ -შენ რა გინდა ჩემგან...უფრო სწორად კიდევ რა გინდა ბაღათურია ზურგით იყო შებრუნებული და წვენს ისხავდა სიცილი რომ დაიწყო . მერე შეიკურთხა და მაგიდას დაეყრდნო -ახლა გავგიჟდები...რა შარში გავყავი თავი ! შენ საერთოდ ვინ გგონივარ ქორწილს იმიტო ვიხდიდი შენ რო გამე*იმე თუ რა აზრები გიტრიალებს მაგ ტვინში ! იმდენად საცოდავი ვარ ასე დავეცემი და მხოლოდ მაგიტომ შემოგთავაზებდი ცოლობას დედაჩემის ბეჭედს წამოგაცვამდი თითზე ზუსტად მის თვალწინ ? ასე დაგამცირებდი და ახლა ჰოპლა და ჩემი ცოლი აღარ იქნებითქო გეტყოდი? -რა გასაოცარი იქნებოდა რომ მეფიქრა არა? შენ იმდენად წესიერი და კარგი კაცი ხარ რომ ...საერთოდ რატომ ვქორწინდებით ვერ ვიგებ, მე რატომაც ვაპირებდი გათხოვებას შენ არცერთ ასპექტს აკმაყოფილებ და შენ რა გაიძულებს ვერ ვიგებ ! -კიდევ დიდხანს ვერ გაიგებთ ქალბატონო დოქტორო ასე თუ მოინდომებთ ჩემს გაცნობას! -სად მიდიხარ! -სადმე! წასასვლელი ბევრი მაქვს ! -სასაცილოა , ახლა მიბრაზდები ? -საკუთარ თავზე ვბრაზდები , როგორც სჩანს იმაზე ჭკვიანი მეგონე ვიდრე სინამდვილეში ხარ ! ვცდები ხოლმე ,მაგრამ ასე ძალიანაც არა ! წავიდა, ასე ადგა და წაბრძანდა! ეკატერინე დარდობდა გგონიათ? ყურაღება საქმეზე გადაიტანა და შემდეგ დაბრუნებულ ზურაბს ებაასა. შემდეგ ანჩიკოც აბრუნდა და ერთად წავიდნენ კლუბში. გზაში კატოს უყვეოდა როგორ მოიარა მთელი თბილისის საიუველირო მაღაზიები მან და ემილიმ ლიზასთვის ბეჭდები რომ შეერჩიათ. ბექას მოთმინების უნარზე და იმაზე თუ როგორი საყავრელი ბიჭია . -კატო ბექას შეყვარებული ჰყავს? -ეს რატო გეკითხება ... ქალები ამოუვიდა ყელში და კაცები უნდა თუ ჰგონია რომ შემიყვარდა ასე ერთ დღეში ბიჭი და აპირებს რომ თავ ყბა გაუერთიანოს . -ისე ამბობს ვითომ ყველას ვცემდი ვისაც მოსწონდა! ორჯერ მოხდა სულ ეს და ისიც იმიტომ რომ უკიდურესი მდგომარეობა იყო -ზუსტად იმ ორჯერ ვაპირებდი სერიოზულ ურთიერთობას ,რა დამთხვევაა არა? უკანასკნელი, ბატონი მეთიუ რატომ გაიგო ფეხ ქვეშ დღემდე არ ვიცი. ის არ იკმარა ყველგან რომ დაგვყვებოდა მურმანის ეკალივით,გამიგიჟა კაცი და... -არა ცოლად უნდა გაჰყოლოდი სრულიად ჩამოუყალიბებელ ,განუვითარებელ კაცს რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა მოგწონს , რა გინდა და საერთოდ -რა საერთოდ ..არა რა საერთოდ. შენ რას ეჯიბრებოდი, შენ იმდენი წელია გიცნობ ჩემი საცვლების კოლექციაც იცი და -ნეტა რატომ ვიცი , რამეს ხომ არ წამაგებინებდი და მერე ხომ არ მიმათრევდი და ყველას ცისფერად ხო არ აცნობდი ჩემს თავს -მხოლოდ იმათ ვისაც მოსწონდი ... აბა იქ რომ დაგეწო ჭიკჭიკი მერე მე ვინ ამარჩევინებდა რაც მინდოდა? და საერთოდ რატომ მელაპააკები? ეკატერინე რატომ არ მეუბნები რამეს? -ახლა ფიქრობს რატომ გააგდო ბათუ სახლიდან -ზურაბ, არ გამიგდია ბათუ ის თავად წავიდა -შემხვდა და აშკარად ეტყობოდა რომ თავისით წავიდა .ისეთის ახე ჰქონდა მეგონა სუიციდს მიმართავდა მალე ... -ბატონო ფსიქოლოგო ... როდის დაიცავით ხარისხი -რომ გეუბნება არაფერი სჭირდაო არაფერი მომხდარა და მოკეტე ! საერთოდ სხვაგან წადი -არ მყავს აქ არავინ , ხომ არ გავიწყდება რომ მე ჩემს მეგობართან ვარ -კატუშა ჯერ მე გავიცანი და მერე შენ -ხო ჯერ შენ უთხრაი გამარჯობა მერე მე -მოკეტოს უთხარი ! -შეწყვეტ პატარა ბავშვებივით მოქცევას თუ ასე უნდა განაგრძოთ -ბოდიში ! -მაპატიე უბრალოდ ხომ იცი მწყობრიდან გამოვყავარ -კიდე მე..კაგრიი მას არაფერს ვეტვი..მოკლედ იმას გიყვებოი რომ ემილიკო არის საოცარი გოგო . ისე ემილი და ბექა ერთმანეთს იცნობენ? -როგორც ვიცი პირადად არ იცნობენ . მაგრამ სმენიათ დარწმნებული ვარ . რა ხდება ანჩო? -არაა ,არაფერი - უთხრა და თავისუფალი მაგიდის დანახვისას ტაშ შემოჰკრა- აიი მაგიდაც ვიპოვეე...წავედი მე სასმელს მოვიტან თქვენ ასხედიც .ნუ შენ დაჯექი კატუსი და ეს იდგეს -ახლა რომ წავიდე და ვინმეს დაველაპარაკო, არ გდიოთ კუდივით უკან მოვა და ისეტ სცენას მოაწყობს სჯობს ისევ დავჯდე და უბრალოდ დავლიო ხო? -რა თქმა უნდა - კატო მშვიდად დაჯდა მაგიდასთან.. ანჩომ კოქტეილები მიიტანა და მაგიდასთან დასკუპდა. დიდხანს ვერ გაუძლო და საცეკვაოდ წავიდა, ეკატერინეც აიყოლია. ორივე ცეკვავდნენ ზურა კიდე იჯდა და დანიელსს სვამდა , ანცოს ყურება კი არ უნდოდა უბრალოდ ეყურებინებოდა . იმდენად თავისუფალი,ლაღი და საყვარელი იყო თითქოს ასაკი არც ემატებოდა. ყველას აბერებდა ირგვლივ თვითონ კი ყოველთვის ერთნაირად გამოიყურებოდა. წლებისმატების მიუხედავად ისევ ისეტი ტავნება და გადარეული იყო, პირიქით უფრო მეტად გიჟობდა ვიდრე თინეიჯერობისას. ჩხუბიც კი ისე იცოდა ვერ გაუბრაზდებოდი,რაც არ უნდა ეთქვა მაინც გრძნობდა როგორ უყვარდა . რამდენ ხანსაც არ უნდა გაბუტვოდა მაინც რიგდებოდნენ ბოლოს. ეკატერინემ დატოვა ქალბატონი და მაგიდასთან დაბრუნდა. -სად აქვს ამ გოგოს ამდენი ენერგია ... ნახე რა საყავრელია . როგორ შეგიძლია გააბრაზო , ისეთი გულჩვილია . მიდი და შეირიგე იცოდე ! მე მივდივარ - უცებ უთხრა, ფეხზე წამოაგდო და ანჩოსკენ უბიძგა-რას ელოდები ,ახლა არ აიწყო ტავსი დაფასებები ორივემ ვიცით რომ დამნაშავე ხარ შენ და არა ის...ამჯერად -ძალიანაა გაბრაზებული ! -როდის არ ყოფილა...მიდი და შემოირიგე . მოიფიქრე რამე -შენ მიდიხარ? -სახლში წავალ ... გასეირნება მჭირდება ! ჩემზე არ იფიქრო - ლოყაზე აკოცა და მანქამ წავიდა სანამ ანჩო შეამჩნევდა. ფეხით მიაბიჯებდა ნაცნობ ქუჩებში და ბოლო დროს განვითარებულ ამბებზე ფიქრობდა .მაქსიმალურად ეცადა სიტუაციის გააანალიზებას . ბრაზისგან იწვოდა, თავს ევრაფერს უხერხებდა,ა რადა არ სჩვეოდა დეტალებზე ღელვა. არავის თვლიდა საკუთარი ნერვების განადგურების ღირსად. საერთოდ მიაჩნდა რომ შეურაცხყოფასაც ვერ მიაყენებდა ყველა . შეიშალა ,როცა წარმიდგინა რომ ბაღათურია იმ ღამეს სხვასთან ატარებდა. ასეთი ნაძირალა იყო და არც არაფერი შეაჩერებდა, ტაქსი გააჩერა .თითქოს ბოლო შანსს ეჭიდებოდა. ბინაში ასვლამდე ფიქრობდა რომ ქორწილს ჩაშლიდა, არ აპატიებდა ამჯერად და ყველაფერს დაასრულებდა. კარზე დააკაკუნა ,დიდხანს არ გააღო კარი და ამან სულ მთლად შეშალა. საცოდავ ქალს ჰგავდა ,რომელიც ქმარზე ეჭვიანობდა და არაფერი ადარდებდა სხვა. კარი რომ გააღო აშკარად ახალი ჩაცმული ჰქონდა შორტი მაისური ხელში ეჭირა -ამ შუაღამით რამ მოგიყვანა ქალბატონო ? არ მითხრა რომ სიზმარი...სად მიდიხარ?- ეკატერინე სახლში რომ შევიდა და საძინებლისკენ გაიქცა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი. ჯერ კიდევ ნახევრად ეძინა, კარი მიხურა და უკან გაჰყვა-რას ეძებ სართულებს შორის? მეორეზე რა გინდა -არაფერი! მაპატიე გაგაღვიძე წავალ ახლა -არ მეგონა ეჭვიანობის გრძნობა თუ გაგაჩნდა . ახალია რამე? ხო რა თქმა უნდა წინა ღამეს შენთან ვიყავი დღეს სხვასთან ...ხვალ ისევ თუ დამდებ პატივს ზეგ აუცილებლალდ ვიპოვნი სხვას -შეწყვიტე ცინიკოსობა ! ისე ნუ გამოგყავს თითქოს მამა აბრამის ბატკანი იყო და ცილს გწამებდე -შენ არასდროს იხევ უკან? ერთხელ მაინც ვერ სეფასებ სიტუაციას და აღიარებ რომ შეცდი? -როგორ არა ,თამამად შემიძლია ვაღიარო რომ შევცდი როცა დედაჩემის გულისწასვლების გამო თანხმობა ვუთხარი. აიი მაშინაც შევცდი შენი სიტავხედის სემდეგ აქ რომ დავრჩი და არ წავედი სადმე სხვაგან! იცი კიევ როდის სევცდი? ლექციაზე დასწრების ნება რომ მოგეცი და რექტორს დავემორჩილე ! -აშკარად შემოტევა გაქვს ,მორიგი კონტროლის კარგვის დღე და მოდი მე დავიძინებ შენ ილაპარაკე ! -დამღალა გადადებულმა საუბრებმა ... ამ თამაშ თამაშში უკვე ძალიან შევტოპე და საერთოდ არ მომწონს კატა-თაგვობანა და სულელი ბავშვებივით მოქცევა ხომ მითუმეტს. ამ ერთ თვეს ისედაც ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს! ახლა კი პატივი დამდე და მომისმინე , რას ვითხოვ ასეთს? - მე მხოლოდ გამოძინებას ვითხოვ რადგან დღეს ისედაც საკმაოდ დედა მოტყნ**** დღე მქონდა ! დილიდან დაიწყო და ახლაც ჩემი გაგიჟებით ასრულებ -ყავას მოგიმზადებ გინდა?- ისე გაუღიმა ვის ვერ გააჩერებდა -ყავას გამიკეთებ? -თუ დარჩები კი -პასუხი არ მითქვამს უკვე მიდიხარ... კარგი რა გაეწყობა.უკვე ახალი დღეა მაინც დაწყებული, გავათენებ ჩემი რა მიდის - ჩუმად განაგრძო ლაპარაკი და სავარძელს მიეყრდნო.სახეზე ხელები ჩამოისვა და მერე სააბაზანში გავიდა. წყალი შეისხა, შეფხიზლდა და უკან დაბრუნდა. ეკატერინე სავარძელში იჯდა და მაგიდაზე დადგმულ ფინჯანს უყურებდა -იმედია ძალიან ტკბილი არ არის... არ მიყვარს შაქრიანი ! -არ წახვედი დასაძინებლად? -გაგვიხარდა გვეყოს... რა ხდება გისმენ - მე გისმენ -შენ მისმენ? -ხო მე გისმენ... მივხვდი რომ არც მიკითხავს დღეს დილას სად წახვედი და ანდრო სად არის -ანდრო აღარ იქნება აქ ... წაიყვანა ერეკლემ - ჩუმად თქვა და ყავით სავსე ფინჯანს ჩააჩერდა -არაა ერეკლეს შვილი? -ნწ ...-თავი გააქნია და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა -ბარბარემ გაიგო? -ბარბიმ ყველაფერი იცის...როგორც არ უნდა გაგიკვირდეს ერეკლე თითქმის ყველაფერს ეუბნება -შენც მეტყვი? =არა! -რატომ , გგონია არ მოგისმენ თუ გგონია რომ სხვას ვეტყვი -მგონია რომ მე და შენ ერთმანეთზე შეყვარებული გვრიტები არ ვართ -რომ არ ვართ იმიტომ შეგვიძლია უემოციო მშვიდი საუბარი ისე რომ ორივე მხარე დასკვნებს დებდეს და არა იმპულსურ გადაწყვეტილებებს -რომელი დასკვნით მომყვები ცოლად -ხანდახან მგონია რომ გინდა უარი მე ვთქვა და მერე ძალის გამოყენებით დამიმორჩილო -ტყუილია! -ვიცი! ...ანდრო სად წაიყვანა? იქ კარგად იქნება სადაცაა ახლა? -თუ არ იქნება წამოვიყვან! -წამოიყვან? -ხო წამოვიყვან ! -როგორ -რა გაინტერესებს..>შენ არ მოგიყვან გასაზრდელად ! თუმცა მეეჭვება მაკა იმდენად გიჟი იყოს რომ ერეკლემ ვერ დაარწმუნოს -ბავშის დედაზე ამბობ რომელმაც ასე მიატოვა? ერთია რა სჯობს ის რომ დაიტოვოს თუ ისევ უარყოს -მაკა ერთი გზას აცდენილი გოგოა ,ერთ დროს კარგი გოგო რომელიც ამოკვიატებამ გააგიჟა. შეპყრობილი იყო ერეკლეთი და იმიტომ გახდა ასეთი, ახლა კი მეეჭვება ისე დაბრუნდეს ეკე გოსნ რომ არ მოიყვანოს. გონს მოსვლა კი პირდაპირი მნიშვნელობით გონს მოსვლას ნიშნავს! -რადგან გგონია რომ ამას ერეკლე შეძლებს, კარგია ! ვთვლი რომ ბავშვზე დედაზე უკეთ ვერავინ იზრუნებს,როგორიც არ უნდა იყოს დედა -ალბათ ასეა ... ბევრი მინახავს ვისზეც დედამ უარესად იმოქმედა. იმდენად იმოქმედა რომ ცხოვრებიდან ბავშობის კვალი ვერ წაშალეს. ყველა დედა დედობას არ იმსახურებს ! -კატეგორიული ნათქვამია და -დამიჯერე ასეა, არ გვინდა ამაზე დავა და მსჯელობა. გმადლობ რომ დაინტერესდდი ... გინდა მითხრა რამე თუ სულ ეს იყო -ქორწილის სამზადისს იწყებენ ნელიკო და სოფიო -ვიცი ,დედამ დამირეკა და მომახსენა. სრულ თავისუფლებას გაძლევ, ამის თქმა თუ გინდოდა . უბრალო ქორწილიდან არ მოტყდე და შეეცადე რაც შეიძლება ბევრი ჟურნალისტი დაპატიჟო -მეგონა პირიქით იტყოდი, არ მიყვარს ჟურნალისტები ,მაგრამ კარგი არ აქვს მნიშვნელობა -მივაღწიეთ კონსესუს მგონი ხო? -შეიძლება ასეც იქთვას,მთავარია ხვალვე არ დაივიწყო ! მაპატიე ძილი რომ დაგირღვიე ,შეგიძლია განაგრძო - ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ დაიძრა -ახლა რა შიშველი თუ არ დაგხვდი საწოლში ისე ჩემ ოთახს აღარ იკადრებ? ა თუ გგონია რომ ყოველი შემდეგი დარჩენა სექ*ით დამთავრდება -ხომ შეიძლება ცინიკოსობას მორჩე და უბრალოდ მითხრა რომ დავრჩე -შენი ნებაა...მე რომ გითხრა მერე ძალდატანებაში ჩამითვლი- ხელები გაშალა და საძინებლისკენ წავიდა. საწოლში იწვა უკვე, იფიქრა მოსვლას არ აპირებს კატუშაო ოთახში რომ შევიდა და გვერდით მიუწვა. არაფერი უთქვამს , ხელი გაშალა თავისკენ მიიზიდა ჩაეხუტა და დაიძინა. ეკატერინეს უნდოდა ეთქვა ასე ვერ ვიძინებო ,მაგრამ იმდენად არაკომფორტულადაც არ გრძნობდა თავს მის მკლავებში მოქცეული ,ამიტომ მშვიდად დაძინება არჩია. .................. ზურამ ანჩოსთან მიახლოება ვერ მოახერხა, ქალბატონმა ცეკვაზე უარი უთხრა. ამიტომ იქედან წაიყვანა რამდენიმე წუთის შემდეგ. ჩუმად იჯდა ანჩო ,ისე თითქოს მძღოლს მიჰყავდა . მანქანა სადღაც რომ გააჩერა და გადავიდა გაუკვირდა,თავიდან არ მიჰყვებოდა.მერე კარი რომ გაუღო არ დაიწყო ქაჯობა და მანქანა დატოვა -რა გინდა ზურაბ? -საუბარი ... მშვიდად -ჩემთან საუბარი არ გდომია -ანჩო ასე რას მიაღწევ? -მეც არ ვიცი...მხოლოდ ის ვიცი რომ დავიღალე და უკვე მტკენ ...ადრე მიხაროდი ახლა მხოლოდ ტკივილი მოგაქვს -ნუთუ იმაში ვარ დამნაშავე რომ ჩვენს ურთიერთობას ვიცავ -იცავ? -შენ უბრალოდ წარმოგიდგენია, საღ გონებაზე დაფიქრებულხარ მე რომ ის გავაკეთო რასაც მეუბნები და მერე ჩვენი გრძნობა ყალბი აღმოჩნდეს რა დაგვრჩება. შეძლებ დამშორდე ისევ მეგობარი გახდე და ნახო ოდესმე როგორ შევირთავ ცოლს? მე ვერ შევძლებ! მირჩევნია მთელი ცხოვრება მეჩხუბო ვიდრე შენთან ვიყო და მერე ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილი გავხდეთ -ვერ შევძლებ და არც მინდა რომ შევძლო. რატომ ვერ ხვდები რომ ჩვენს შორის როგორც წყვილების უმეტესობასი ვნება კი არა სიყვარული უფრო მეტია. შეუძლებელია შენზე მეტად ვინმე შევიყვარო, შეუძლებელია სხვასთან ყოფნა მომინდეს. საერთოდ არ ვთვლი რომ ჩვენს მეგობრობას ვღალატობთ .გგონია არ მიფიქრია სანამ გეტყოდი რომ მიყვარხარ? გგონია ერთ დღეს დაგინახე სხვანაირად ვიფიქრე და ეგრევე მოგახალე რო მიყვარხარ? მე რომ მყავხარ ნანახი იმდენი შიშველი ქალია რ გყავს ნანახი. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ ,შენი ყველა დღე ზეპირად ვიცი. ძმა შენთვის არასდროს დამიძახებია არც ის მითქვამს ბავშვებს შენ მოგანატლინებ-თქო და ახლა უცებ არ შემყვარებიხარ.ჩემთვის იდეალური კაცი ხარ,მიუხედავად იმისა რომ ჩემთან ჩლუნგდები და პატარა ბავშვივით მებუტბუტები ხოლმე ,ნერვებს მიშლი და პიტ**8 ემსგავსები . -ჩემს გრძნობაზე რას იტყვი...მე რომ უბრალოდ შენი ბოიფრენიდ ან საქმრო გავხდე და მერე მივხვდე რომ უიი თურმე მხოლოდ მეგობარი ხარ და სხვა შემიყვარდეს ...ან -ოდესმე წარმოგიდგენია რომ სხვისი ცოლი ვარ? სხვასთან ვარ ,სხვა კაცთან ვატარებ მთელს დროს და მიყვარს ? წარმოიდგენ სხვის შვილს როგორ ვატარებ მუცლით და ნამდვილი მეგობარივით გიხარია ? -შენი ღირსი არავინაა... -ძალიან გთხოვ ახლა იმ მიზეზს ნუ მეუბნები რითაც თავს იტყუებ ! -კარგი ხო ...ვერ წარმომიდგენია და როცა წარმოვიდგინე შეშინებული კურდღელივით ყველგან გავჩნდი სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყავი . გავგიჟდები შენ რომ სხვასთან გინდოდეს ყოფნა, სხვაზედამოკიდებული გახდე, მოვკვდები ვინმე სხვას რომ გაუჩინო შვილები... სხვას რო შეხედო ისე როგორც მე მიყურებ. ყოველი დილა შენით არ დაიწყოს და -ღმერთო როგორ გიყვარს ლაპარაკი - ამოიხვნეშა ანჩომ . საყელოში წვდა და ტუცებში აკოცა -ანჩოო -მაკოცე თორემ მოგიტაცებ და სადმე გამოგკეტავ !- ტუჩი არ მოუშორებია ისე ამოთქვა.მერე იგრძნო როგორ უყურებდა ზურა და გაეცინა. უკან ახევის საშუალება აღარ მისცა ისე მოწყურებული დაეწაფა ქალის ტუჩებს ზურიკელა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ცხოვრებაში არაფერი გამოუცდია ამაზე კარგი. ისე ძლიერ ხვევდა ხელებს ანჩოს ლამის გაჭყლიტა. ისე ძლიერ ჩაიკრა გულში თითქოს მის გაშვებას აღარ აპირებდა.თმაზე ეფერებოდა და ღრმად სუნთქავდა მის სურნელს. -რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს ვინანებ ამ ურთიერთობას -საოცრება ხარ ,ვერც კი წარმოიდგენ იმდენად კარგი ხარ - დაჰიპნოზებულივით უყურებდა ზურა და სახეზე ეფერებოდა. -ერთად ვართ? -როდის არ ვიყავით? -ოო ზურიკოო ნუ იცინი -ჩშშ... ცოტა ხანს მოისვენე რა -კარგი ხო .კნუტის პოზიციაში გადავდივარ - თავი მხარზე დაადო და ყელში აკოცა -აღიარე რო მაინც ჩემი ხარ ! -შენ ვიღასი ხარ რომ მეჭიკჭიკები -ფუ რა დამპალი ხარ რო არ ჩამიმწარო განწყობა არ შეგიძლია...ნუ ჯანდაბას შენ ხო მაინც ჩემი ხარ ! -რამდენიმე საათი გაჩუმებული არ მყავხარ ნანახი -როგორ არა ! ავარიაში რომ მოვყევი არ მეძინა ? -გეძნა ... სწორია -მერე რო გავიღვიძე ხო ვერ ვლაპარაკობდი -ანჩო რეებს იხსენებ? -წარბებს ნუ კრავ ძაან გთხოვ...მგონია რო უნდა მეჩხუბო ! -შეეშვი ჩემს ყელს...ცუდად ვარ უკვე -ცუდად ხარ? რომ გიკბინო ? -გადარეული ხარ - მანქანისკენ წაიყვანა ისევ და კარი გაუღო -რას ვიფიქრებდი ამ დალოცვილ მიწაზე თუ დაგიპყრობდი ზურიკელა... მიყვარს საქართველო!-ისე დაიყვირა გააღვიძა ყველა და ყველაფერი ....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.