შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, ვინც არავის ჰგავს (მეორე ნაწილი სრულად)


19-09-2017, 00:41
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 14 207

ცხოვრეზი რომ გამოწერეს, სიარული ისედაც შეეძლო, მაგრამ ერთ კვირიანი წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი. ჩემები მეუბნებოდნენ, რა წესია კაცთან ერთად ცხოვრებაო, მაგრამ კარგად დავუკონკრეტე, რომ საცხოვრებლად არ გადავდიოდი, მოვლა სჭირდებოდა. მერე მამაჩემმა დაიწყო ჯუჯღუნი, ცოლი ხომ არ ხარო. ავწითლდი და გამიჭარხლდა სახე, მაგრამ ჩემი მაინც გავიტანე. რეზისთან თითქმის გადავედი. პირველ დღეს, ცოტა მიჭირთა მისთვის თვალებში ჩახედვა. იშვიათადაც კი შევდიოდი მასთან. მერე განაწყენებულმა დამიძახა, როცა სუპს ვუკეტებდი.
- რა მოხდა? - შევვარდი შეშინებული. ვიფიქრე, რამე ხომ არ ასტიკვდა მეთქი.
- გამირბიხარ? - მკითხა ეჭვით.
- მე? - შევიცხადე.
- არა, ჩვენი მეზობელი ნარგიზა.
- ეგ რატო გაგირბის?
- ტასუნა, რეებს ლაპარაკობ? შენ გამირბიხარ, შენ!
- არ გაგირბივარ რეზი. აქ ვარ.
- ჰო, მაგრამ არ მეკარები.
- და როგორ მოგეკარო?
- მომიწექი, “friend“-ებს ვუყუროთ.
- კარგი - გამეცინა და ლეპტოპში ჩავრთე მესამე სეზონი. შემდეგ მის გვერდით მოვკალათდი.
თან სერიალზე გვეცინებოდა, თან ერთამენთისკენ ვაპარებდით თვალებს. ერთ მომენტში, ხელი კალთაში ჩამიდო, ჩემს ხელებში მოაქცია და კმაყოფილმა გააგრძელა ყურება. მერე ძილი მოერია, დამძიმებული თვალებით შემომხედა.
- გამოვრთო? - ვკითხე სიცილით.
- ჰო და დავიძინოთ.
- კარგი, სხვა ოთახში გავალ მე. - წასვლა დავაპირე.
- ტასო! - შემომხედა განაწყენებულმა - მერე იტყვი, არ გაგირბივარო. არადა, როდის იყო, ცალ-ცალკე გვეძინა?
- მემგონი, იმ ყვეფრის მერე, რაც მოხდა, ასე სჯობს.
- და რა მოხდა? სიყვარული რომ ამიხსენი?
- ჰო - რამდენიც მაგას ახსენებდა ასე თავისუფლად, მე იმდენი სირცხვილის ჟრუანტელი დამივლიდა ხოლმე.
- და გგონია, რომ ამის გამო ჩვენი სიახლოვე აღარ შეიძლება?
- ჰო. - სულელივით სხვა ვერაფერს ვამბობდი.
- შენთვის უკეთესი იქნება? ანუ შენ ჩემგან შორს ყოფნა თუ უფრო ნაკლებად გტკენს გულს, მაშინ მე შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. შენ ოღონდ არაფერზე ინერვიულო და საერთოდ აღარ დაგენახები.
- რას ამბობ - გული გადამიქანდა. წარმოვიდგინე, ჩემი ცხოვრებიდან რომ გამქრალიყო რეზიკო და ჩემი ბედნიერების ერთადერთი სხივიც თან წაეღო. მისი წასვლა ხომ სიკვდილს უდრიდა. არ ვიცი, ალბათ მოვკვდებოდი. თავს არ ჩამოვიხრჩობდი, არც ვენებს გადავიჭრიდი. უბრალოდ, თავისით მოვკვდებოდი. აი, ჰაჩიკოსავით... - დაიძინე - საბანი ავშალე და გადავაფარე. სხვა რა გზა მქონდა, მეც შევძვერი საწოლში. უკვე გვარიანად აგრილებულიყო. ვერაფრით გადამეწყვიტა, ღამის პერანგი ჩამეცვა, როგორც უწინ თუ „დუბლიონკით“ მივწოლოდი. ახლა ხომ აღარაფერი იყო ისე, როგორც ადრე და ერთი მხრივ, ჩემს თავზე ნერვები მეშლებოდა: „რა ჯანდაბა გინდა, დააყენე რა ტრ*კი!“.... მაგრამ მართლა, რომ დამეყენებინა ერთი ადგილი, ახლა ვინ იცის, ჩემ მაგივრად ელეონორა ეწვებოდა გვერდით და კოვზით მაწონს აჭმევდა. მე კი ეჭვიანობის ნიადაგზე სერიოზული მკვლელის ფსიქოპატური გონება ჩამომიყალიბდებოდა და შეიძლება, დამეხოცა კიდევაც ორივე. ალბათ, ელეონორას ცხედარს მტკვარში მოვისვრიდი. მე კი რეზოკოს გვერდით დავიმარხავდი თავს.
რეებზე ვფიქრობდი?
მაგრად გამეცინა ჩემს თავზე.
- რაზე იცინი? - მკითხა რეზიმ.
- რაღაც წამოვიდგინე. - ვუპასუხე ხითხითით - მაგრამ არ გეტყვი.
- მითხარი რაა - მიყურებდა და ეღიმებოდა. მემგონი, ჩემს სულელურ სიცილზე ეღიმებოდა რაღაცნაირად. ბაბუა, რომ შვილიშვილს უყურებს, ისე (ძალიან ცუდი შედარება იყო, მაგრამ ფაქტია).
- წარმოვიდგინე, როგორ გკლავდი.
- კარგი იყო? - გაეცინა რეზიკოსაც - ეგ რატომ წარმოიდგინე?
- რა ვიცი... - შემრცხვა თქმა.
- ეჭიანობის ნიადაგზე? - რა თქმა უნდა, იმაზე უკეთ იცოდა ჩემი ფიქრები, ვიდრე თავად მე.
- ჰო - გამოვუტყდი დარცხვენილი.
- და რა გააკეთე?
- დაგმარხე.
- მერე?
- მერე მეც შენთან ერთად დავიმარხე თავი.
- მეორე ცხედარს რა უქენი? - მაგაშიც გამომიჭირა.
- რომელ მეორე ცხედარს? - ვითომ არ ვიცოდი.
- ელეონორას ცხედარს. - მითხრა და მეც მორჩილად დავნებდი.
- მტკვარში მოვისროლე.
- მემგონი შენ ძალიან საშიში გოგო ხარ - ჩემსკენ გადმოტრიალდა, ცოტა გაჭირვებით.
- მოგეხმარები - თითქმის გადავაწექი, ვითომ აქეთ რომ გადმომეგორებინა და ალბათ, ხელი უფრო შევუშალე, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი.
ცოტა ხანს ხელი მომხვია, ასე დავრჩი - მასზე გადაწოლილი მე.
- კარგად მეხმარები - ყურში ჩამჩურჩულა და მეორე მკლავიც შემომხვია. მკერდში ჩავადნი, მისმა სურნელმა მთლიანად მშთანთქა. ჯერ ისევ შეშინებული ვიყავი. მისი ავარიაში მოყოლით გამოწვეული ემოციები იმდენად მძაფრი იყო, რომ გონებამ თითქმის მთლიანად წამიშალა. ახლა კი, მასთან ჩახუტებისას, მახსენდებოდა მომენტი, როცა რეზის თვალების სამუდამოდ დაკარგვის საშიშროება ვიგრძენი.
- ტასუნა, ისევ ტირი? - მკითხა ასლუკუნებულს - როგორი მტირალა გახდი.
- შემეშინდა, რომ ვეღარ გნახავდი.
- მაგის მეც შემეშინდა. იცი რა გავიფიქრე, როცა ავარიაში ვყვებოდი?
- არ ვიცი.
- ვაი თუ მოვკვდე და ტასუნას ბოლო მოგონებები მხოლოდ ის დარჩეს, დებილივით რომ ვიდექი შუა ქუჩაში, ხმას ვერ ვიღებდი და მისი „მიყვარხარ“ საერთოდ უპასუხოდ დავტოვე მეთქი. ან ჩემი და ელეონორას ერთობლივი ფოტო დაგმახსოვრებოდა.
- არაფერია. სრულებით ადეკვატური რეაქცია გქონდა. - სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მთელი გულით მინდოდა იმ წამსვე ჩამხუტებოდა, კოცნაზე კოცნითვე ეპასუხე და ეთქვა, რომ თავადაც გიჟდებოდა ჩემზე.
ისევ ჩემს მხარეს გადმოვწექი. მას ყოველთვის მარცხნივ ეძინა, მე მარჯვნივ.
- ძალიან მეძინება, მაგრამ ვერ ვიძინებ. არ ვიცი, რატომ. - შემომჩივლა 5 წუთის მერე. მე კი ექიმის გამოწერილი ძილის წამალი მოვუტანე. იმ კაცს რეზიკოს ცოლი ვეგონე და ისიც კი მითხრა, სექსუალური კონტაქტისგან ორი დღე თავი შეიკავეთ და ტკივილი რო გაუვლის, მერე რაც გინდათ, ის ქენითო. სიცილით დაიხოცა რეზის საძმაკაცო.
- მოგერია ძილი? - ვკითხე მზრუვნელი მეუღლესავით.
- კი - უკვე გაბრუებული ხმით მპასუხობდა.
ჩემსკენ გადმოგორებულს ჩაეძინა.
გამეცინა. წინაზე, ჩემი ფიქრები გამახსენდა, მისი ძილის წამლით გათიშვისა და შემდეგ მოფერების შესახებ. ნამდვილად ვერ გავთამამდებოდი ისე, რომ ტუჩებში კოცნით ამევსო მთელი ღამე, მაგრამ თმაზე მოფერებას არაფერი უშლიდა ხელს.
ძალიან მიყვარდა მისი თმა. შემეძლო დაუსრულებლად მეფათურა ხელი. რეზის კი ჩემი თმა უყვარდა. გამუდმებით მთხოვდა, გაიშალეო.
რეზის შუაღამისას გამოეღვიძა. არ გავუღვიძებივარ, მაგრამ თითქოს რაღაც ვიგრძენი. არ ვიცი, მისი ნეკნი ვიყავი, ფეხის ტერფი თუ ხერხემალი, თუმცა გამუდმებით მაკვირვებდა ჩვენი საოცარი, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური კავშირი. შეიძლება, შეყვარებული ქალის გადმოსახედიდან ჩანს ასე და მხოლოდ მე განვიცდიდი ამ ყველაფერს ასე მძაფრად(თუმცა ნამდვილად ამჟღავნებდა ხოლმე, რომ ჩემს შესახებ ყველაფერი ჩემზე უკეთაც კი იცოდა, მათ შორის, ფიქრები).
მოულოდნელად, მისი თითები ვიგრძენი...თმაზე.
ახლა ის მეფერებოდა.
ნაზად მისვამდა დასაწყისიდან, თმის ბოლომდე ხელს. შემდეგ თავიდან იწყებდა და ასე მეორდებოდა დაუსრულებლად. სიამოვნების ჟრუანტელი ისე დაიკლაკნებოდა ჩემს სხეულში, რომ საკუთარ სუნთქვასაც ვეღარ ვგრძნობდი.
ასე გააგრძელა დაახლოებით ნახევარი საათი, მერე ჩაეძინა. სუნთქვა გაუხშირდა და ტუჩები გამოებურცა, როგორც სჩვევია ხოლმე.
ღმერთო, ისე ძალიან მიყვარდა, არც კი მჯეროდა რომ ასეთი დიდი სიყვარული შემეძო.
დილას რეზიკოზე ადრე გამეღვიძა. მაცივარი გავაღე და შევათვალიერე. ცარიელი აღმოჩნდა, ერთი კვირა სახლში არავინ იყო. ახლა გამახსენდა, რომ მაცივარი მე თვითონ გამოვაცარიელე, სანამ რეზი სავაადმყოფოში იყო. ყინული დავადნე და გამოვრთე. არ ვიცი, რატომ გავაკეთე ასე, ისიც არ ვიცი, სხვები რატომ აკეთებენ ხოლმე, მაგრამ სოფელში, როცა მივდიოდით დასასვენებლად, დედა ყოველთვის ასე შვრებოდა.
გარეთ გავედი პროდუქტების საყიდლად. მაღაზიის გამყიდველი კი დაწვრილებული მზერით შემაშტერდა.
- გამარჯობა მაშო - ღიმილით მივესალმე.
- გამარჯობა ტასუნა - მიპასუხა უცნაური ინტონაციით. მემგონი, რეზიკოს ჰბაძავდა, რადგან ტასუნას მხოლოდ ის მეძახდა ოჯახის წევრების გარდა და ეს ყველამ მშვენივრად იცოდა, ვისთანაც ოდნავი კონტაქტი მაინც გვქონდა.
- ათი კვერცხი მინდა, ერთი პური, ფორთოხლის ორლიტრიანი წვენი, კეტჩუპი, მაიონეზი, სულგუნი... კიდევ რა შეიძლება? - საკუთარ თავს ვკითხე და მერე კიდევ ბევრი რამე ჩამოვუთვალე.
- ამდენ რამეზე ოჯახმა მარტო როგორ გამოგზავნა? - მკითხა დამპლურად - თუ შენ რეზისთან გადახვედი?
გადახვედიო? ანუ ის იგულისხმა, მისი საყვარელი ვარ თუ არა.
ირონიულად ჩამეცინა.
- მამაშენი რას ამბობს? - მომაყარა კითხვები.
- ჯერ ეს ერთი, სახლში ყოველ დღე მივდივარ... მეორეც, რეზის ხუთი წლიდან ვიცნობ. ანუ თითქმის ცხრამეტი წელია და მამაჩემს რატომ უნდა ჰქონდეს ცუდი რეაქცია იმაზე, რომ ჩემს დალეწილ მეგობარს ვეხმარები?
- არა, არაფერი - მხრები აიჩეჩა უდანაშაულოდ,. თან ყველაფერი პარკში ჩამიდო. - უბრალოდ, უბანში ჭორაობენ, რომ ერთად ცხოვრობთ. ანუ, ხომ ხვდები?
ბარათი გავუწოდე გადასახდელად.
- ვხვდები. იჭორაონ, რამდენიც უნდათ. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი ოცნებობს რეზიკოსნაირ საყვარელზე და ეგ ჭორებიც შურის ბრალი თუ იქნება - გამეცინა არხეინად.
ენაჩაგდებულმა გაატარა ბარათი და ჩეკი ამომირტყა.
- მუშაობა დაგიწყია, გავიგე.
- ჰო, რეზისთან... ბევრი არაფერი, თითქმის არ დავდივარ და ძალიან მაღალი ხელფასი მაქვს. ხომ გესმის არა? საყვარელი როცა ხარ, რა გენაღვლება... - ირონიის პიკი ვიყავი და საკუთარი თავისვე მიკვირდა.
- მე არ მითქვამს, რომ საყვარელი ხარ - დაიბნა მაშო.
- თუ გინდა თქვი, რა მენაღვლება - გამეცინა და მაღაზიიდან გამოვედი.
ჩვენი დიალობი ხუთ წუთში მთელ უბანს ეცოდინებოდა.
ომლეტი გავაკეთე ბოსტნეულით და ყველით.
მერე ოჯახმა დამირეკა, მალე მოდიო. ისევ პატარა ბავშვი ვგონივარ ალბათ.
ამ ყველაფერთან ერთად, ბოლო პერიოდი, ჩვენი ერთი მეზობელი მწერდა, რომ მოვწონდი, არადა ცხოვრებაში არ გამოუხატავს სიმპათია.
ცოტახანში მძიმედ გამოფრატუნდა ოთახიდან.
- შენით არ ადგე-თქო, ხო გითხარი? - კვლავ ჯუჯღუნა ცოლის ამპლუაში ჩავძვერი.
- კაი რაა, ეს ნეკნი უკვე შეხორცდა მემგონი. ბარემ, ტუალეტშიც გამიყვანე ხოლმე - შუბლზე მაკოცა, როგორც დებილ ბავშვებს კოცნიან ხოლმე, მაგრამ ჯერ გავიტრუნე, მერე გავწითლდი, მერე მისი სითბო შეუხებლადაც კი ვიგრძენი, როგორც ლოგინიდან იმ წამის წამომდგარს სჩვევია ხოლმე, ჯერ კიდევ გაბუშტული იყო, ოდნავ უგონო სახით.
საოცრად მომინდა ტუჩებში მეკოცნა.
რა თქმა უნდა, ჩემი სურვილები ჩემთვისვე შევინახე.
- არ გშია? - ვკითხე განაზებულმა.
- მშია, მაგრამ ტასუნა მართლა მომვლელად კი არ მინდიხარ. უბრალოდ, როცა გიყურებ, თვალებს უხარია და მაგიტო მინდოდა, რომ ჩემთან ყოფილიყავი. არ მემეტები სადილებისთვის და სახლის დალაგებისთვის. დამლაგებელს ავიყვან საერთოდაც.
- არ გაბედო! - გული ლამის გამისკდა. მემგონი, ზედმეტიც მომივიდა.
არასდროს მყვარებია სახლის დალაგება და კულინარიისგანაც შორს ვიჭერდი თავს, მაგრამ, რეზის სახლში როცა ვიყავი და რაღაცეებს ვსაქმიანობდი, თავი აქაურობის დიასახლისი მეგონა. ასე გაცილებით სასიამოვნო, ადვილი ხდებოდა იმის წარმოდგენა, რომ რეზიკოს ნაწილი ვიყავი.
- მომწონს, როცა მე გიკეთებ. მხოლოდ შენ გაქვს ამის პატივი და გირჩევნია შეირგო - ვუთხარი სიცილით.
ხელზე მაკოცა.
ისევ გული ამომვარდა საგულედან.
საუზმე გემრიელი იყო, ჭამისას ერთმანეთს შტერებივით ვუცინოდით.
- ისევ გტკივა დაჟეჟილი ადგილები?
- არა, თითქმის აღარ.
- სად მიდიოდი? - ეს კითხვა კაი ხანი მაწუხებდა და ახლა შევბედე, რომ მეკითხა.
- შენთან მოვდიოდი. ელენესთან პაემანი მქონდა და მივხვდი, არ შემეძლო მასთან სიარული. ავუხსენი, მეგობრებად დავრჩეთ თქო და წამოვედი.
- მიხარია, რომ მანქანაში არ გეჯდა - გამეცინა და მისი პასუხით გაწითლებულმა მზერა დაბრა დავხარე - თორე ერთ პალატაში მოხვდებოდით.
- ჰო, ძაან სასაცილო იქნებოდა...და უხერხული
- ჰო - ვერაფერი სხვა ვერ ვუთხარი. მერე მაღაზიის გამყიდველთან გამახსენდა ჩემი დიალოგი და გაბრაზებულმა დავაბეზღე - მაშო როა ჩვენი მაღაზიიდან, მაგასთან ვყიდულობდი რაღცეებს და რა მკითხა იცი?
- რა გკითხა?
- ამბობენ, რომ რეზისთან ცხოვრობო. ჭორები დადის, თითქოს საყვარლები ვართ.
- მოვკლავ მაგათ - მუშტები შეკრა და წამოდგა. შუბლის ძაღვი დაეჭიმა სიბრაზისგან. ისეთი საყვარელი იყო, მინდოდა მოვფერებოდი.
- დაჯექი, რას წამოვარდი გიჟივით. რაში მადარდებს ეგ დებილი ქალი რას ფიქრობს.
- შენების ყურამდე რო მივიდეს? გული გაუსკდებათ.
- ისედაც დახეთქილი აქვთ გულები - გამეცინა.- შენ წარმოიდგინე, მარტო დიტოა გასუსული. ხმას არ იღებს.
- ეტყობა, ჩემს რომელიმე ყოფილს დაადგა თვალი და აწყობს, რომ გვერდიდან არ მცილდებოდე - ჩაიბურტყუნა.
ცოტათი არ მესმიამოვნა, რაც თქვა.
- ჰო, გდარაჯობ, რომ სხვისკენ არ გაიხედო - ვუთხარი სერიოზულად, უხალისოდ და თეფშების გარეცხვა დავიწყე.
- აუ ტასუნა - წამოდგა, ჩემთან მოვიდა - ხო იცი, რომ ეგ არ მიგულისხმია?
- არა რა იგულისხმე?
- ის, რომ როცა ერთად ვართ, საერთოდ არ მადარდებს, რომელ ჩემს ყოფილ ან ახლანდელ „ნაშას“ დაკერავს.
- ახლანდელს - ჩავახველე უარესად გაბრაზებულმა.
- ღრმერთო, ამომაგლიჯე ეს ენა რაა! - თავში შემოირტყა ხელი და მერე ზურგიდან მომეხვია, სანამ ვრეცხავდი.
- როცა ცალ-ცალკე ვართ? მაშინ გადარდებს შენი ყოფილი და ახლანდელები ? - კიდევ გამოვიჭირე.
შეიძლება, რომ ერთ წინადადებაში ორჯერ გამოიჭირო კაცი?
- ტასუნა - ჩაახველა - თვიური გჭირს?
- რაა? - საძაგელი ბიჭი. როგორ ეგრევე გამფაქტა.
- როცა თვიური გჭირს, მაშინ მეკიდები ხოლმე ყოველ სიტყვაზე - გაეცინა და ლოყაზე მაკოცა - ყველაზე საყვარელი ხარ!
- დამანებე თავი - თავი გავწიე, ვითომ არ მსიამოვნებდა.
- ვერ დაგანებებ!
- დამანებე მეთქი!
- კარგი რაა. ხო იცი, რა სისულელეებს წამოვროშავ ხოლმე ზოგჯერ? შენ იმიტო ხარ ჩემი ტასიკო, რომ არაფრის ახსნა არ გჭირდება, ისედაც ყველაფერს აუხსნელად გებულობ.
- აღარ ვარ ისეთი გამგები ადამიანი, ეტყობა - ბავშვურად ენა გამოვუყავი და მერე მივხვდი, რომ თუ გაბრაზებული ვარ და მინდა სერიოზულად აღიქვას ეს ჩემი გაბრაზება, ენა არ უნდა გამოუყო ადამიანს.
- აუტანელი გოგო ხარ - გაეცინა.
მუცელზე შემომხვია ხელები და ხელში ამიტაცა.
- მტკივა შე იდიოტო, დამშვი... მუცელი მტკივა - გავკიოდი ბოლო ხმაზე.
- კეტონალი დალიე ტასუნა, კეტონალი - მიმეორებდა სიცილით.
- რა უნდა გელაპარაკო - მეც გამეცინა.
საწოლზე დამაგდო, მომვარდა გიჟივით და მეჭიდავებოდა.
- გოგო ვარ, გოგო - ვღრიალებდი ბოლო ხმაზე.
- ბიჭი ხარ, ბიჭი! - აქეთ-იქით მაგორავებდა თავის ნებაზე.
- რეზიკო გაჩერდი, ნერვებს მიშლი უკვე!
მაინც მაიმუნობდა რაღაცეებს. მერე სრულიად შემთხვევით ფეხი ძალიან უხერხულად გავიქნიე და ზუსტად ნეკნებში მოხვდა. ერთი ამოიკვნესა საცოდავად, სახეზე ფერი წაუვიდა, მაგრამ არ შეიმჩნია, რომ ძალიან ეტკინა.
- ვაიმე რეზიკო - წამოვიკივლე - მაპატიე, ვაიმე, რა ცხოველი ვარ.
- კარგად....ვარ - გაჭირვებით ლაპარაკობდა ტკივილისგან.
- დაწექი, დაწექი - გულაღმა წამოვაწვინე. - იმედია, თავიდან არ ჩაგიმტვრიე ეგ ნეკნები.
აღელვებისგან, ლამის მეტირა.
- ნუ გეშინია ტასო, კარგად ვარ - ცდილობდა, გაეცინა.
სასწრაფოდ პერანგი გავუხსენი. არა, ვიზუალურად აშკარად, არაფერი ეტყობოდა.
- სად გტკივა? - ხელი გავუსვი შიშველ სხეულზე. რა დროს ეგ იყო, მაგრამ ნერწყვი საკმარისზე ბერჯერ გადავყლაპე.
- აი მანდ - მუცელთან ახლოს შეაჩერა ჩემი მოცურავე თითები. - მასაჟი გამიკეთე, რაა.
- ჰო, ჰო - ნაზად დავუზილე ჩემგან ტრავმირებული ადგილი.
- კაია - მერე თვალები მოჭუტა - უჰ, უჰ, რა კარგია.
არადა, სტკიოდა.
ჩემნაირი ქაჯები რომ იბადებიან, იმიტომ მოსწონთ მერე კაცებს კაცები! დავაინვალიდე საწყალი ბიჭი.
- საკმარისია, გამიარა - მითხრა ღიმილით.
გვერდით მივუწექი, მკერდზე ვაკოცე და ყელში თავი ჩავუდე.
ვიცი, რომ საკმაოდ შეუფერებელი ჟესტი იყო მეგობრისთვის, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ძალიან ძნელია, როცა მთელი გულით გიყვარს ვიღაცა და მასთან შეხება უხერხულობის ტოლ-ფასია. ყოველთვის მეგონა,რომ ქალს თავშეკავება, მოწიწება მართებდა როგორ ძლიერადაც არ უნდა ჰყვარებოდა, თუმცა ამას იქამდე ფიქრობენ ხოლმე, სანამ სიყვარულისგან გადარეული მათი სული ამ გრძნობას ვეღარ იკავებს და ეს სიყვარული უკვე ხორცზეც ვრცელდება. ასე ვიყავი მეც... მხოლოდ აფსტრაქტულად კი არ ვგრძნობდი მის სიყვარულს, არამედ მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი. ვეღარც ვნებას ვიკავებდი ხოლმე და ვეღარც სხვა გრძნობებს. ყველას ერთად შეეკრა პირი და გარეთ გამოსვლას ლამობდა.
რეზის თვალებში ათასგვარი მწვანე ფერი არეოდა და ახლა ცოტა გაკვირვებით შემომცქეროდა.
- ამბობენ, მსოფლიოში, ადამიანთა ორ პროცენტს აქვს მწვანე ფერის თვალი - თვალებში შევხედე. მინდოდა მეთქვა, რომ მისი მსგავსი იმ ორ პროცენტშიც არ მოიძებნებოდა არავინ.
- არ ვიცი. მე მგონია, გაცილებით მეტს აქვს.
- შენნაირი არც ერთს - გავუღიმე.
მანაც გამიღიმა.
- არც შენნაირი. - თქვა და თავზე მომეფერა.
- მე წაბლისფერი თვალები მაქვს. დარწმუნებული ვარ, მსოფიოს ოთხმოც პროცენტს აქვს ასეთი თვალები.
- არა! - მითხრა კატეგორიულად.
- კარგი - აღარ შევეკამათე, მესიამოვნა.
- ზოგჯერ რატო ვხდებით ხოლმე მხეცები? - ძაან ინტერესიანი სახე ჰქონდა.
- იმიტომ, რომ ბავშვობიდან მოგვდევს. გახსოვს, თმებს რომ მწიწკნიდი ხოლმე?
- მახსოვს.
- სხვა თუ მომწიწკნიდა, იმას სცემდი. მარტო შენ გქონდა ჩემზე ფიზიკური ძალადობის უფლება? - გამეცინა.
- კაი ერთი. შენც კარგად ჩამარტყამდი, მერე ტირილით გარბოდი ჩემს მშობლებთან, რეზიკომ მცემაო. - გამიხსენა წარსულის ცოდვები.
- აღარ მახსოვს.
- მერე მე ხმას აღარ გცემდი ხოლმე. მახსოვს, ერთხელ ეგეთი აფერისტობის გამო გითხარი, რომ შენნაირ ლაწირაკს ხმას აღარასდროს გავცემდი. ხან საიდან მომიცუცქდი, ხან საიდან.
- დეპრესია მჭირდა შე ცუდო ბიჭო! - მხარზე მივცხე ხელი მსუბუქად - როგორ გამიმეტე? რამდენი კვირა არ მელაპარაკებოდი გახსოვს?
- თითქმის ერთი თვე. ისე, ბიჭის კვალობაზე ბუტიაობა, ცოტა ცუდი თემაა.
- სიცხეები მქონდა, ისე მენატრებოდი. ყველას უკვირდა, რატომ გამიგრძელდა ამდენ ხანს ავადმყოფობა. სინამდვილეში კი შენ მენატრებოდი და მემგონი მაგიტომ მაკანკალებდა საცოდავად.
- სულ ასე გტანჯავდი? - მკითხა და თან თმა ყურზე გადამიწია.
- სულ...
ამოიოხრა რეზიკომ. სინდისი აწუხებდა, ეტყობოდა.
საღამოს ტელეფონზე გადაბმულად მოსდიოდა მესიჯები. ელენე იყო მემგონი. ესეც პასუხობდა და პასუხობდა, თან მე გამომხედავდა ხოლმე, თითქოს ნებართვას იღებდა ჩემგან. არ ვიცი, ზოგჯერ მეგონა, ვუყვარდი. ზოგჯერ კი დაბნეული და სასოწარკვეთილი იყო. მომეჩვენა, გეგონება ჩემი, როგორც მეგობრის დაკარგვა ისე ძლიერად არ უნდოდა, რომ მზად იყო, სასიყვარულო ურთიერთობა გვქონოდა.
მეცოდებოდა ასეთი ძალდატანებისთვის.
- ელენემ მომწერა - მითხრა ერთხელ. ვითომ აქამდე ვერ ვხვდებოდი.
- მშვენიერია - ძალით გავუღიმე.
- მინდა იცოდე, რომ არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ზედმეტად გაუგებრად ავუხსენი რაღაცეები და...
- რეზიკო, არაფრის ახსნა არ გჭირდება. თუ მასთან ყოფნა გინდა, არავინ არ გაკავებს - დიდი ძალისხმევა დამჭირდა ამის სათქმელად.
- რას ამბობ? - ძალიან გაუკვირდა.
- ჩემს მიმართ არანაირი ვალდებულება არ გაკისრია. თან უკვე კარგად ხარ და მარტო ცხოვრებასაც შეძლებ მალე.
- ვერა, ვერ შევძლებ - არეული გამომეტყველებით შემომხედა. ზოგჯერ, როცა რამე უკვირდა ან ბრაზდებოდა, რაღაცნაირი სახე ჰქობდა. კანი უფერმკრთალდებოდა და თვალები აღელვებულ ზღვას მოუგავდა. ცოტა დაფრთხებოდა უცხო თვალი რადგან საკმაოდ აგრესიული იერი უხდებოდა, მაგრამ ვგიჟდებოდი მის ასეთ გამომეტყველებაზე. ძალიან სექსუალური ჩანდა.
- პატარა ბავშვი ხარ - გამეცინა.
მერე ავდექი და „აბაროტი“ ავუღე. ცოტა შესამჩნევად ვწერდი იმ ბიჭს და სულელურ კომპლიმენტებზე ცივად ვპასუხობდი.
- ვის სწერ? - თავი გადმოყო ჩემსკენ.
- ოთო როა ჩალაგაშვილი, მაგას.
- რა უნდა? - არ ესიამოვნა.
- რა ვიცი.
- გეფლირტავება? - ისევ ისეთი სახე მიიღო, მე რომ მიყვარდა.
- რა ვიცი. ფლირტი რა არის, არ ვიცი - გამეცინა.
- ფლირტი ისაა, ლამაზი ხარო რომ მოგწერს - ცოტახანს დუმილი ჩამოვარდა - მოგწერა ეგეთი რამე?
თავი ვერ შევიკავე, სიცილი ამივარდა.
- რა გაცინებს? - მკითხა უკმაყოფილო გამომეტყველებით.
- ჰო, მომწერა, რომ ლამაზი ვარ.
- მაგას მეც გეუბნები ხოლმე!
- ვიცი... შენ აქამდეც სულ მეუბნებოდი.
- და ახლა იმისი მოწერილი გსიამოვნებს?
- გითხარი, რომ მსიამოვნებს? რაღაც არ მახსენდება.
- ანუ არ გსიამოვნებს, როცა გწერს! მომეცი ერთი, დაველაპარაკო - ხელი გამომიშვირა.
- ჩემს ტელეფონს არ მოგცემ და ყველა ქალს სიამოვნებს, როცა ეუბნებიან რომ ლამაზია.
- ანუ გსიამოვნებს - ჩაახველა და სხვა ოთახში გავიდა.
მეც გავყევი.
- ეჭვიანობ? - ძალიან გამამხიარულა მისმა ეჭვიანობის სცენამ.
- არა, სწერე რამდენიც გინდა. ერთმანეთის მიმართ ხომ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია - მხრები აიჩეჩა, ჩემი სიტყვები გაიმეორა.
ვერაფერი ვუპასუხე.
პატარა ბავშვივით გაბუტული იყო მთელი დღე. თითქოს ჩვეულებრივად მპასუხობდა შეკითხვებზე და მელაპრაკებოდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა, რომ გაბუტული იყო.
მერე თმა გავიშალე და ეგრევე შემომირიგდა.
ზოგჯერ ვგრძნობდი, რაღაცის მოყოლა უნდოდა, თუნდაც წარსულში მომხდარი სასიყვარულო თავგადასავლის, მაგრამ ახსენდებოდა, რომ მე მისი მეგობარი თითქმის აღარ მერქვა და თავს იკავებდა. არადა, მესაიდუმლე ყოველთვის ვიქნებოდი. როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონოდა, ჩემი სიყვარული საერთოდ უპასუხოდაც რომ დაეტოვებინა, მაინც ვერ ვიტყოდი მასთან საუბარზე, მასთან მეგობრობაზე უარს.
მხოლოდ მისი დანახვა მაბედნიერებდა. ჯანდაბას! ჩემს გრძნობებს სადღაც მივჩქმალავდი, ოღონდაც კი სულ თვალწინ მყოლოდა.
ყოველი დღე ისე გადიოდა, ვერ ვხვდებოდი, როგორი ურთიერთობა გვქონდა. მე კი თითქმის მასთან ვცხოვრობდი და ასე სამუდამოდ ხომ ვერ გაგრძელდებოდა? ბოლოს და ბოლოს, ოჯახი მყავდა, რომელსაც აგრეთვე ვჭირდებოდი და თან მეგობრის სტატუსით ცხოვრება კაცთან ერთად, ცოტა უხერხული რამეა. მითუმეტეს, თუ ეს კაცი გიყვარს.
ერთ სუსხიან საღამოს, როცა რეზიკოს ეძინა, ავდექი და წერილი დავუტოვე. ალბათ სიკვდილის ფასი დამიჯდა ამ წერილის დაწერა:
„გაუგებრობაში გაგხვიე რეზიკო. შესაძლოა, შენს რომელიღაცა ნაწილს ისე ვუყვარდე, როგორც მე მიყვარხარ, მაგრამ არსებობს მეორე ნაწილიც... ამ მეორე ნაწილს სულ პატარა ვახსოვარ - ვახსოვარ პამპერსში, ვახსოვარ პატარა კულულებში, ბაღში მოსიარულე, პირველ სექსტემბერს სკოლაში მიმავალი... ვახსოვარ, როგორც ცხოვრების სამუდამო მეგზური მეგობარი და მესმის, რომ ძალიან ძნელია ასე უეცრად სულ სხვა მხრიდან აღმიქვა. მინდა, დრო მოგცე. ცოტახანს ჩემ გარეშე ყოფნა გჭირდება ყველაფრის გასაანალიზებლად. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იქნება შენი გადაწყვეტილება. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები ნებისმიერ დროს. ნუ გასწირავ თავს და ჩემი შენარჩუნების მიზნით ნუ აიძულებ საკუთარ თავს იგრძნოს ის, რასაც არ გრძნობს. მინდა, ყველაზე ბედნიერი იყო. ალბათ ესაა ჩემი ბედნიერების გასაღებიც - შენი ბედნიერება. გარკვეული დროით ნუ მომძებნი. ორივესთვის ასე იქნება უკეთესი. ორივე დავფიქრდეთ და ცივი გონებით გამოვიტანოთ დასკვნები. ძალიან მიყვარხარ... გახსოვდეს, რომ მაშინაც შენთან ვარ, როცა ვერ მხედავ!“
წერილი საწოლთან დავუტოვე. სადგურში წავედი ტაქსით და ბათუმის ბილეთი ვიყიდე.
მანდ გვიყვარდა ხოლმე მე და რეზიკოს ჩასვლა.
მთელი გზა მატარებლის გუგუნის ფონზე, იმას ვფიქრობდი, რა უბედური ცხოვრება მაქვს, როგორ არასროს არ მექნება ქალური ბედნიერება და რა სულელურად მოვიქეცი... მერე ჩემი წერილი გამახსენდა. თან დაბნელდა და როგორც ღამით, გრძნობების გამძაფრების ფონზე ადამიანებს გვჩვევია, ჩვენს ცხოვრებაში ყოველ გადადგმულ ნაბიჯს შეცდომად რომ ვთვლით და საკუთარ თავს ვადანაშაულებთ ყველაფერში, ზუსტად ეგრე დამემართა მეც. თან რეზი მენატრებოდა. მასთან სიშორე რთული იყო. იმ წამსვე, ვერ ვნახავდი, როცა მომინდებოდა და ეგ ფაქტი საშინელ დეპრესიას მიქმნიდა.
რვაჯერ დამირეკა.
მეცხრეჯერ ავიღე.
- სად ხარ ტასუნა, რა გულს მიხეთქავ? - გადარეულს ჰგავდა. მისი ხმის გაგონება და ჩემი გაშეშება ერთი იყო.
- რა ვქენი გულის გასახეთქი? - ხმა ამიკანკალდა.
- გაიპარე! ბარემ დაგეწერა, მე და ოთიკო ვიპარებით, არ გვეძებოო.
„ოთიკო“! არ მჯერა, რომ კიდევ ეჭიანობდა.
- რა ოთიკო რეზიკო? - ამდენ კო-ებზე მე თვითონ გამეცინა. - წერილში ხო მიგითითე, რატომაც წავედი. შენგან კი არ გავქცეულვარ სამუდამოდ!
- სად ხარ ეგ მაინც მითხარი.
- არაა საჭირო. ცოტახანს დავისვენებ და ჩამოვალ.
- ჩემგან უნდა დაისვენო? - ისევ უკუღმა გაიგო.
- რეზიკო წერილი არ წაიკითხე? - ნერვები მომეშალა. თან საერთოდ არ მინდოდა მაგ წერილის გახსენება. სირცხვილისგან მთელ სხეულში მცრიდა.
- წავიკითხე - ხმა ჩაიწყდა.
- ძალია კარგი - ვთქვი და გავუთიშე.
იმ სასტუმროში დავბინავდი, სადაც მე და რეზიკო ვისვენებდით ხოლმე.
ზღვის ყურებამ ცოტა დამამშვიდა. გატეხილი გულის ნელი, მაგრამ უებარი წამალი იყო ნაპირს მოხეთქებული ტალღების ცქერა.
ისევ ტელეფონმა დამირეკა.
რეზიკო მეგონა და ვაპირებდი, რომ მომეკლა, მაგრამ დიტო აღმოჩნდა.
- ოჯახი აღარ გახსოვს?
- შენღა მაკლდი რაა. ყოველ საღამოს მოვდიოდი სახლში, მაგრამ მაინც შვიდჯერ მირეკავდით.
- იმიტო რო დღეს სახლში არ მოსულხარ.
- ბათუმში ვარ დიტო, ოღონდ არავის არ უთხრათ.
- რეზისთან ერთად?
- არა, მარტო ვარ. რეზიკო სახლშია. დასვენება მინდოდა და ისე წავედი, უბრალოდ.
- სამსახური?
- ნუ გეშინია, არ გამომაგდებენ. კარგი უფროსი მყავს.
ორივეს გაგვეცინა.
- ცოტა დებილი შეყვარებული... - ჩაახველა - უკაცრავად, უფროსი გყავს.
გავწითლდი აშკარად.
- დებილი არაა რეზიკო და წავედი, კრუასანებს შევჭამ, ფორთოხლის წვენს დავლევ...
- მემგონი შენში ქალური საწყისი იღვიძებს.
- კაბა მაცვია, იცი? - ვახარე.
- ტრანსგენდერი ხარ?
- არა - წარბები შევკარი.
- აბა ამხელა ბიჭს კაბა რატო გაცვია? - ისევ გაუშვა თავისი ხუმრობების სერია.
- ნახვამდის დიტო. მშობლები დამიკოცნე .
- კარგად ძმაო - დამემშვიდობა.
მერე მართლა შევედი კაფეში რაღაცეების საჭმელად, მთელი დრე არაფერი მეჭამა.
ყოველთვის მეგონა, რომ მარტოობისთვის ვიყავი შექმნილი, რადგან მარტო სეირნობა, მარტო ჭამა, მუსიკის მოსმენა, ზოგჯერ საქანელაზე ქანაობაც კი მიყვარდა. მაგრამ ბათუმში გატარებულმა რამდენიმე დღემ ცხადად დამარწმუნა, რომ რეზიკოს გარეშე არაფერი მიხაროდა.
არასდროს მესმოდა, ქალები რომ ამბობდნენ ხოლმე, მთელი დღე ჩვენი ტრფობის ობიექტზე ვფიქრობთო... აი, ამ მარტოობაში გავუგე ეგეთ ქალებს და საბოლოოდ, მართლა დავრწმუნდი, რომ მეც ქალი ვარ.
ვჭამდი - რეზიკოზე ვფიქრობდი.
ვსვამდი - რეზიკოზე ვფიქრობდი.
ტალღებში ვცურავდი - რეზიკოზე ვფიქრობდი.
მოკლედ, სუნთქვის დროსაც კი ისე არ ჩავიდოდა ჟანგბადი ფილტვებში, რომ რეზიკოზე არ მეფირა.
სანაპიროზე დილის მზეს მივეფიცხე. გარუჯვა არასდროს მყვარებია, მაგრამ ახლა რატომღაც აზარტში შევედი და ერთი საათით წამოვგორდი.
თვალები დავხუჭე - რეზიკოზე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა. არ ვიცი, ამ ქვეყნად რამე ზებუნებრივი და ყოვლისშემძლე თუ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს, დარწმუნებული ვარ, რეზიკო ეზიზღება... ჩემი ფიქრები შეაზიზღებდა, რადგან მანდ ყოველ ქამს რეზიკო ფიგურირებს.
გამეცინა ჩემს აზრებზე.
მოულოდნელად ვიღაცა ტუჩებით შუბლზე შემეხო.
გიჟივით წამოვვარდი.
რეზიკო იყო....
- რეზიკო - გული ამოვარდნაზე მქონდა. ერთი იმიტომ, რომ შემაშინა და მეორე იმიტომ, რომ ჩემ წინ იჯდა მომღიმარი.
- ახნა-განმარტება მჭირდება, ხუთი დღე უჩემოდ როგორ გაძელი!
- რეზიკო - სხვა ვერაფერს ვერ ვამბობდი.
- რეზიკოოო - გამაჯავრა წვრილი ხმით.
თავისკენ მიმიზიდა და ჩამიხუტა. დათვს ჰგავდა ხოლმე ზოგჯერ. როცა ვეხუტებოდი და მის მკლავებში ვეფლობოდი, ალბათ იმიტომ ვამსგავსებდი დათვს, თორემ პუტკუნა ბიჭი არასდროს ყოფილა.
- რეზიკო - ისევ ვთქვი. ოღონდ ამჯერად, სულელი შეყვარებული გოგოს ტონალობით. - როგორ მომაგენი? - ვერ ვშორდებოდი.
- ჩვენი სასტუმროს პირდაპირაა ეს სანაპირო, თან შენ გარდა ვინ იქნებოდა დილის 6 საათზე? შუათითივით ჩანდი - გაეცინა რეზოკოს.
- რა მაგარი შედარებები იცი ხოლმე - ცალი წარბი ავწიე - ის მაინტერესებს, ბათუმში როგორ მომაგენი.
- გულმა მომიყვანა - ყელში მაკოცა.
ძალიან მერომანტიკულა, მაგრამ გული ვერ მოიყვანდა. ზღაპრებია ეგეთი რამეები.
- თქვი!
- ბათუმზე გიჟდები... სახლში არ იყავი, სოფელში არ იყავი და აბა სხვაგან სად იქნებოდი?
- ჩემი ჭკვიანი ბიჭი - კისერში ვაკოცე. უფრო მეტად მივეკარი გულ-მკკერდზე.
- თან დიტომაც დამიდასტურა - გამოტყდა. დამიმსხვრია რომანტიკის კოშკი.
მერე დიდხანს იფიქრა, როგორ მოკალათებულიყო, მაისური გაიხადა და ჩემს გასაფენ პირსაცოხზე წამოგორდა. ერთი სიტყვით, გამასახლა.
- აქ დასასვენებლად ჩამოხვედი? – ცოტა „ვესწერვე“.
- არა... - წელზე ხელი შემომხვია, ისე მექაჩებოდა, აშკარად უნდოდა მის მკერდზე მივწოლილიყავი, მაგრამ თან მრცხვენოდა, თან რეზიკოს შიშველი სხეულის სურნელი უფრო გამომაშტერებდა.
ბოლოს, ხუთწუთიანი ჯაჯგურის შემდეგ თავისი გაიტანა და მიმიხუტა.
- აქ იმისთვის მოვედი, რომ შენთვის მეკოცნა - თქვა მოულოდნელად.
- რაა? - მეგონა ისევ მასხარაობდა და შუბლზე კოცნა იგულისხმა.
მაგრამ ხელი ნიკაპზე მომკიდა, თავისკენ მიმიზიდა.
ენა ნელა შემომიცურა პირში, მხურვალებისგან მთელი სხეული ამიკანკალდა, როცა მის მოფერებას ავყევი ფაქიზად, ნაზად. ისე მინდოდა მასთან სიახლოვე და მისი არომატის ასეთი ერთიანი შეგრძნება, რომ მზად ვიყავი, არასდროს დამთავრებულიყო ეს კოცნა. ასე, უჭმელ-უსმელებსა და გადაბმულებს ამოგვხდომოდა სული ერთად. მთლიანად გადავეფარე რეზის სხეულს, კისერზე ორივე ხელი შემოვხვიე და მკერდით მივეკარი მის მკერდს.
- აი, ესაა კოცნა - მითხრა რეზიკომ კმაყოფიი სახით.
- მაშინ ძაან უნიჭოდ გამომივიდა?
გაეცინა.
- ეს დღეები, სულ მაგ კოცნაზე ვფიქრობდი. მაშინ, ელეონორასთან რომ შევედი ისევ, ძალიან შოკირებული ვიყავი. დავჯექი სკამზე და ისტერიკული სიცილი ამიტყდა, რადგან ტუჩები მთლიანად სველი მქონდა. მარტო ტუჩები კი არა, პირის სრული მიმდებარე ტერიტორია.
- მე დაგდორბლე?
- ჰო, მაგრამ ძალიან სყავარელი იყავი. მაშინაც ისეთი ცხელი და გაწითლებული სახე გქონდა, როგორც ახლა. - ლოყაზე მომითათუნა ხელი.
გამეღიმა. ყურებამდე გამეღიმა და თმაზე მოვეფერე. ახლა რამდენსაც მინდოდა, იმდენს ვაფათურებდი თითებს მის თმაზე.
- ისევ სულელივით გაუგებრობაში ვიყავი ეს ბოლო პერიოდი. ყოველ დღე გხედავდი და შენი ის თვისებები, რაც ადრე საყვარლად მიმაჩნდა, ახლა მესექსუალურებოდა. დავიბენი... იმ ოთიკომ რომ მოგწერა, მერე სხვა რამესაც მივხვდი.
ცოტა ხანს გაჩუმდა.
- რას მიხვდი? - ვკითხე და ისევ მის ტუჩებს მივაშტერდი, კიდევ მინდოდა კოცნა.
- ვერც ადრე ვერ ავიტანდი სხვას რომ გამოეჩინა შენს მიმართ ყურადღება. შეიძლება, პირველად ეჭვიანობის გამო ამოფეთქა შენში სიყვარულმა. ალბათ, მეც მჭირდებოდა წარმომედგინა ჩემი ტასუნა სხვასთან ერთად...
- რეზიკო, ოთოსთან რატო წარმომიდგინე? სულ რომ არ მიყვარდე, მაგას მაინც ვერ მოვიწონებ.
- არ ვიცი. სისულელეების გამო ეჭვიანობები მჩვევია ხოლმე. აქამდე, შენს ძმაზე ვეჭვიანობდი, მაგრამ აი, თაყვანისმცემელი როცა გამოგიჩნდა, მერე ვიფიქრე, რომ ჩემ გარდა სხვა თუ შეგეხებოდა ოდესმე, გადავირეოდი.
გამეცინა და მესიამოვნა მისი სიტყვები.
- ტასო მიყვარხარ! ისე მიყვარხარ, რომ ყველგან შენ მეჩვენები. გარშემო ყველაფერი შენს თავს მახსენებს, სულ შენზე ვფიქრობ. დავიტანჯე კაცი - შემომჩივლა.
- ოჰ - შვიდი წელი რომ მტანჯა, კარგი იყო? - რა ნაცნობი სიტუაციაა.
- ტელევიზორის ყურებისასაც კი შენზე ვფიქრობდი. ცოტაც და მელოდრამების ყურების დროს ტირილს დავიწყებდი.
თავზე მაკოცა, მერე თვალებში, ლოყებზე, ცხვირზე და ტუჩებზე. გატრუნული შევიგრძნობდი მის რბილ ბაგეებს ჩემი სახის ყოველი მიმართულებით.
- გუშინ ჩემმა ძმაკაცმა მკითხა, ქალისა და კაცის მეგობრობის თუ გჯერაო.
- აღარ გჯერა რეზიკო? - დამნაშავესავით გამეცინა.
- ყველაზე მეტად მჯერა... ჩემი საყვარელი ქალი ხარ და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე, სული. როგორ არ უნდა მჯეროდეს? ან ამაზე უკეთესი ურთიერთობა რა შეიძლება იყოს?
- ანუ ისევ მეგობრები ვართ? - ვკითხე სიცილით.
- რა თქმა უნდა, ისევ მეგობრები ვართ - მხიარულად მაკოცა ტუჩებში.



№1  offline წევრი tatuli)

vgijdebi yvela shens istoriaze!❤️

 


№2  offline წევრი TeddyBear

რა საყვარლობა იყო ^^ ❤

 


№3 სტუმარი ალასკა

აუუუ როგორ მიყვარს შენ ხო იცი, შენ როგორ მიყვარხარ ეგეც იცი ❤️
ამათმა ბავშვობის ჩხუბმა საკუთარი თავი გამახსენა :დ ჩემი ღუნღულაკები არიან და ჩემი იატორიაა ვაბშე

 


№4  offline წევრი შამხათი

ისეთი საყვარლობა იყო, მგონი მესამე ნაწილიც მინდა.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

tatuli)
vgijdebi yvela shens istoriaze!❤️

მადლობააა <3
TeddyBear
რა საყვარლობა იყო ^^ ❤

იიიი, მიხარიაა <3
ალასკა
აუუუ როგორ მიყვარს შენ ხო იცი, შენ როგორ მიყვარხარ ეგეც იცი ❤️
ამათმა ბავშვობის ჩხუბმა საკუთარი თავი გამახსენა :დ ჩემი ღუნღულაკები არიან და ჩემი იატორიაა ვაბშე

დიახაც, შენია!
შამხათი
ისეთი საყვარლობა იყო, მგონი მესამე ნაწილიც მინდა.

ვაიმეეე, მესამეც ვეღარ გავუძლებ :დდდ

 


№6 სტუმარი ხატ

საოცრება ❣ გაუძელი და დაწერე რააა , ამ სიამოვნებას ნუ მოგვაკლებ ❤

 


№7 სტუმარი Drogons

ვითხოვთ მესამეს!!!!!!!!

ძალიან მაგარი იყო ძმაკაც ;)

 


№8  offline წევრი INGOBERNABLE

რა საყვარლობა იყო❤❤ სასიამოვნო წასაკითხი❤❤ გააგრძელე რა

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

kargebo da sayvarlebo, cal-calke ver gpasuxobt, universitetshi var da dzaan chedav chemi teleponi, magram yvela miyvarxart da madloba shepasebistvis ❤️❤️ gagrdzelebashi mashin sruli erotika unda iyos, imitoro ukve statusiani urtiertoba aqvt da raga tavgadasavali gadavaxdino?

 


№10  offline წევრი შამხათი

ენ ჯეინი
kargebo da sayvarlebo, cal-calke ver gpasuxobt, universitetshi var da dzaan chedav chemi teleponi, magram yvela miyvarxart da madloba shepasebistvis ❤️❤️ gagrdzelebashi mashin sruli erotika unda iyos, imitoro ukve statusiani urtiertoba aqvt da raga tavgadasavali gadavaxdino?

მოიფიქრებ შენ რამეს, ისეთი ნიჭიერი ხარ. შენი ფანტაზიის იმედი გვაქვს.

 


№11  offline წევრი karma

"ჩემნაირი ქაჯები რომ იბადებიან, იმიტომ მოსწონთ მერე კაცებს კაცები" :დდდ ვაიმე ამაზე გადავყირავდიი :დდ
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო და მეც დიდი სიაოვნებით წავიკითხავდი მესამე ნაწილს, მერე მეოთხეს და ა.შ. :დდ

 


№12  offline წევრი ket-kat

იმედია გააგრძელებ, ძალიან ველოდები <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
უნამუსო გოგო ხარ !
ასე უნდა დაგესრულებინა?
გააგრძელე რა :(
უმორჩილესად გთხოვ !

რაღა გინდოდა ქალო მეტი?
karma
"ჩემნაირი ქაჯები რომ იბადებიან, იმიტომ მოსწონთ მერე კაცებს კაცები" :დდდ ვაიმე ამაზე გადავყირავდიი :დდ
ძალიან თბილი და საყვარელი ისტორია იყო და მეც დიდი სიაოვნებით წავიკითხავდი მესამე ნაწილს, მერე მეოთხეს და ა.შ. :დდ

დამაფიქრეთ, თორე აღარ ვაპირებდი გაგრძელებას :დდდ
ket-kat
იმედია გააგრძელებ, ძალიან ველოდები <3

მემგონი გავაგრძელებ :დდდ

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Mariiiiami
ძვლივს მივბობღდიი ისტორიამდე და ევრიკას ძახილით ჩავიკითხე ბოლომდე.მიყვარს და რავქნა შენი ისტორიებიიი.ეს უნდა გააგრძელო:დდდ ტასუნას კოცნაც უნდა ასწავლო რომ აღარ მიადორბლოს:დდდდდ აიი ხომ იციი ჩემი დამოკიდებულება საყვარელოო.მიყვარხარ ♥♥♥♥♥გააგრძელე რა

მადლობ საყვარელო <3 გავაგრძელებ ალბათ, იმედი მაქვს თავის "პეწს" არ დაკარგავს

 


№15 სტუმარი Guest ხატია

როგორ ველი მესამეეეს , ყოველ ხუთ წუთში შემოვდივარ მგონი. ერთერთი ფავორიტი ხარ ჩემი ❣

 


№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest ხატია
როგორ ველი მესამეეეს , ყოველ ხუთ წუთში შემოვდივარ მგონი. ერთერთი ფავორიტი ხარ ჩემი ❣

მადლობა საყვარელო, მაგრამ ჯერ არ იქნება. მივლინებით მივდივარ ამ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ და არამგონია, მოვახერხო წერა

 


№17 სტუმარი Guest autumn

მესამეც, რა! <3 <3 <3

 


№18 სტუმარი lanashka

shokipikipanikaxar cvetshi <3 :** miyvarxar chemo monatrebuloo gamaxara shenma gamochenam:***^_^

 


№19  offline წევრი ket-kat

აღარ აგრძელებ? :/

 


№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Guest autumn
მესამეც, რა! <3 <3 <3

ket-kat
აღარ აგრძელებ? :/


გავაგრძელებ აუცილებლად <3
lanashka
shokipikipanikaxar cvetshi <3 :** miyvarxar chemo monatrebuloo gamaxara shenma gamochenam:***^_^

მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ, მადლობა შეფასებებისთვის

 


№21  offline ახალბედა მწერალი -venus-

ერთი ამათი ფაქი როგორ ვერ წამაკითხე ქალორაიყო:დდ მესამე ნაწილს ვითხოვ სადაც ფაქი ექნებათ!!!!! :დდდდდდ ძაან დირთი ვარ ზნაიუ მაგრამ ასეა ეს! :დდდ

 


№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

-venus-
ერთი ამათი ფაქი როგორ ვერ წამაკითხე ქალორაიყო:დდ მესამე ნაწილს ვითხოვ სადაც ფაქი ექნებათ!!!!! :დდდდდდ ძაან დირთი ვარ ზნაიუ მაგრამ ასეა ეს! :დდდ

რამეს ვიზამ და მივაცემინებ, აბა ხოა რ დაგტოვებ ეგრე ატეხილს :დდდ

 


№23 სტუმარი სტუმარი Lia

Imedia kidev gaagrzeleb?!umorhilesad gtxov❤❤❤

Ase ar unda dagemtavrebina

 


№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი Lia
Imedia kidev gaagrzeleb?!umorhilesad gtxov❤❤❤

Ase ar unda dagemtavrebina

აბა როგორ დამემთავრებინა?
შევეცდები, გავაგრძელო

 


№25  offline წევრი gvancacuna

dzaan magaria gagrdzeleba aris?????

 


№26  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

gvancacuna
dzaan magaria gagrdzeleba aris?????

მადლობა გვანციი <3
გაგრძელება აღარაა, დასრულებული ვარიანტია ეს

 


№27  offline წევრი ხატულა

და მე ისევ ველი გაგრძელებას ❤

 


№28 სტუმარი სტუმარი Barbare

Mgoni ukve mesamed waviyitxe da isev chamatbo da chamatkvo da chamdzira siyvarulis morevshi <3perfeqtoo <3 mesame nawili ar iqnebaa?

 


მეორე ნაწილზეც განვმეორდები, რომ მიყვარს ეს ისტორია ;დ თან იმდენად, რომ 2017 წელს დაწერილი ისტორიის მესამე ნაწილს დღემდე ველოდები :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent