შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფითილი #1


19-09-2017, 01:36
ავტორი Nanaga
ნანახია 1 334

ვგრძნობ სიცივის მარყუჟს, რომელიც ედება ჩემს სხეულს და შეგრძნებას მიტოვებს, თითქოს მისი სიძლიერე იმდენად მხუთავს, მალე გამხეთქავს. არ ვიცი რატომ მაქვს მძაფრი შეგრძნება იმისა, რომ მალე გავქრები. არც ის ვიცი რას დავაბრალო ჩემი სისუსტე და სხეული, რომელსაც ვეღარ ვათრევ. იქნებ დილით რომ საუზმის გარეშე გამოვვარდი იმის ბრალია? ან იქნებ იმის, რომ გაჩერებაზე ვდგავარ და ძვლებში გამიჯდა სიცივე და ყინვა. ვზივარ მობუზული, ფეხი ფეხ გადაჯვარედინებული და უკვე მერამდენედ ჩამთვლიმა. ალბათ მოხუც ქალს უნდა ვუმადლოდე აქ რომ არ ვიყინებდი, ტაბლოს ვუყურებ და გული იმედით მევსება, როგორც იქნა ჩემი ავტობუსიც გამოჩნდება მალე. თითქოს უდაბნოში დაკარგულს მორაკრაკე მდინარე შემომეგება. ბედნიერი სახით ვდგები და გადატენილ ხალხს შორის გზას ვიკვლევ, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში, აუცილებლად ცხვირს ავიბზუებდი და ტუჩებს გავაწკლაპუნებდი ამდენი ხალხის შემყურე, თუმცა ახლა ისე მცივა და ისეთი გაყინული ვარ, პირიქით მიხარია ხალხის დანახვა. ავტობუსში ასვლისას ერთიანად ვთბები და გაყინულ ცხვირს გრძნობა უბრუნდება, ახლა კი დანამდვილებით ვიცი, სისხლმა ისევ განაახლა მოძრაობა.
ისევ უიმედო და უბარაქო დღის შემდეგ სახლში ავედი. კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, მართლაც ღმერთმა იცის როდის მეღირსება სამსახური. არ გეგონოთ, ვწუწუნებდე. რამდენი ხანია აღმა დაღმა დავდივარ, იქნება ორ კაპიკიანი სამსახური ვნახო თქო მაგრამ არაფერი საჩემო არ არის. ხანდახან გულში მწარედ გამკრავს სურვილი იმისა, რომ ოდესღაც სწავლა დამემთავრებინა. ოცნება რჩება ოცნებად...
ჩამრთველს ხელი მივაჭირე და ბედნიერებისგან ლამის წამოვიკივლე. შუქი არ გაუთიშიათ ჯერ, ესეიგი დრო კიდევ არის. არაფრის თავი არამაქვს.
ტანსაცმლიანი ვწვები საწოლში და საბანს ბოლომდე ვიკეცავ. ახლა უფრო ვგრძნობ, რომ სითბო მაცოცხლებს. ისე ვითიშები და მე მაინც ვცდილობ არ დამეძინოს. თვალებს ფართოდ ვახელ და საბოლოოდ მაინც ვერ ვერევი თავს. რა მაგარი მდგომარეობაა ძილი, ადამიანის რესტარტია. უფრო მაგარი იქნებოდა, როცა მომინდება ვთქვა წკაპ ან რამე ჯადოსნური მსგავსი სიტყვა და ჩამეძინოს.

______________________________________

დილით უჩვეულო სითბომ გამაღვიძა, საათი არც ვიცოდი. გამოფხიზლებულმა მაშინვე აღვიქვი ჩემს სხეულზე შემოხვეული მეორე სხეული, რომელიც ჩემი ქმრისაა. სუნთქვებს შორის პაუზები და რითმა მიანიშნებდა იმას, რომ ჯერ კიდევ ღრმად ეძინა. ნელა გადავიწიე მისკენ და შევისწავლე დამშვიდებულ სახეზე ნაკვთები.
ლოყები ჩავარდნილია, ოდნავ წამოზრდილი წვერი გაფიქრებინებს, რომ სავსე სახე აქვს, თუმცა ოდნავ თვალის შევლება და მიხვდები რომ ჩონჩხის თავზე გადაკრული ტყავია, უხორცო და უფორმო. ტუჩები უფრო სქელი უჩანს სახის ფონზე, ვიდრე სინამდვილეში აქვს. თვალის უპეები ამოღამებული და ამოშავებულია. ჭორფლები კი უფრო გაფერადდნენ.
მინდა, რომ ხელით შევეხო მის სახეს და ნატიფი კოცნებით ამოვუვსო ამოღამებული ლოყები, ასეც მოვიქცეოდი რომ არა სიბრაზე და ბოღმა. საშინლად მეშლება ნერვები ჩემს სისუსტეზე, მაინც მის საწოლში რომ ვწევარ და მის სახეს ასე ვუყურებდი. არც ადგომა არ გამომდის, ღმერთმა იცის როდის ვნახავ მის სახეს ასე მშვიდად, არ მინდა გავაღვიძო და ისევ ვიჩხუბოთ.
ბოლო დროს სულ ასეა, ვჩხუბობთ იმაზე, რომ მას სამსახური არ აქვს,
არც მე მაქვს სამსახური. ვჩხუბობთ იმაზე, რომ მშობლების გადმოგდებულ ორ კაპიკს ვხამდებით. ვჩხუბობთ ბავშვის მომავალზე, რომელიც ახლა ჩემს მშობელთანაა.
საბოლოოდ იმდენს ვჩხუბობთ, ხანდახან თეფშების ლეწვით მთავრდება და შემდეგ სახლიდან გაქცევით გვირგვინდება. არ ვიცი ვისი ბრალია, ჩემი თუ მისი.
ვერ ვიტან ჩემი ქმრის დეპრესიას და ჩემსას მითუმეტეს, შეუძლია გარეთ დაჯდეს და ბირჟა გაამაგროს. იწუწუნოს პრობლემაზე და რეალურად არაფერიც არ გააკეთოს, შემდეგ თავი გაიმართლოს არ გამოდისო, მერე მოწიოს პლანი და ნახევარ საათიანი კარგი ხასიათის შემდეგ რეალობა ნათლად აღიქვას.
სურვილს ვერ ვუძლებ და ნაზად ვეხები მის გამობურცულ ტუჩებს, შემდეგ ლოყას და შემდეგ თვალს. ღიმილით იშმუშნება და თავს ჩემს ყელში რგავს. მე კიდევ მილიონი პრობლემის წინაშე მყოფი თაგვუნა ვარ და ტირილი მიტყდება. ოღონდ ჩუმი.
ვცდილობ არ შევიმჩნიო და ისევ უკან ვბრუნდები.
ნელა ვდგები საწოლიდან და კანკალი მიტანს ისევ, სასწრაფო წესით ვიცვლი წუხანდელ ტანსაცმელს და საშინაო ფორმაში გავდივარ სამზარეულოში, თანაც ხალათს მჭიდროდ ვიხვევ.
გაზის კამფორებს ვანთებ, ოთახში ცოტაოდენი სითბო რომ დატრიალდეს, ჩაის ვიდუღებ და ჩემთვის მშვიდად ვჯდები საყვარელ სკამზე.
სადღაც მიკარგულში ვპოულობ ერთ ღერს და ფილტვებს ვამდიდრებ თამბაქოს კვალით. ნაპასებს გამოზომილად ვარტყავ, არ მინდა მალე დამთავრდეს. სასწაულად მინდება ბავშვთან ლაპარაკი მაგრამ ახლა დედაჩემს რომ დავურეკო ისევ მონოლოგს წაიკითხავს, როგორი უვარგისია ჩემი ქმარი და , რომ უნდა დავშორდე და ბლაბლაბლააააა!!

- რატომ არ გამაღვიძე რომ ადექი? - წინ დამიჯდა და დარჩენილი სიგარეტი ამაცალა
- რა აზრი ექნებოდა? - ვეკითხები წარბაწეული და ისევ უკან ვიღებ კუთვნილს
- გთხოვ არ დაიწყო ისევ რა, ერთი დილა მაინც დავიწყოთ მშვიდად - თვალებით მემუდარება, მე კიდევ მინდა რაღაც ვესროლო და გამოვაფხიზლო
- მშვიდი დილა იცი როდის გვექნება? ბავშვის დატოვება აღარსად აღარ მომიწევს, იმის იმედით რომ საჭმელს აჭმევენ და სითბოში იქნება
- გვექნება, ხომ იცი რომ გვექნება?
- როდის? შენ სულ მაგას გაიძახი მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიეთ მაგ მდგომარეობას
- ენას თუ გააჩერებ და დილიდან არ დამგრუზავ გვექნება, ჩემი ბრალია რაც ხდება? თუ გგონია მე არ ვცდილობ? რა ხისთავიანივით იქცევი? მეც მინდა კარგი ცხოვრება და შენზე გაცილებით კარგად ვცხოვრობდი ყოველთვის მაგრამ ახლა ასე მიწევს ყოფნა და ღმერთის იმედით მალე შეიცვლება ყველაფერი - არაადამიანური ზიზღით ყვება
- როდის ცხოვრობდი ჩემზე უკეთესად? ცხოვრებაში კუჭი რომ არ გაგძღობია და ჩემზე ხარ მოჩერებული? აღარ გვაქვს აღარაფერი ხომ ხედავ? მე და შენ ჯანდაბას მაგრამ რა ვუყოთ ბავშვს? აღარ შემიძლია ასე ყოფნა აღარ შემიძლია..
- მოვაგვარებ მეთქი ყველაფერს და კარგად ვიქნებით, დამიჯერე როდის მომიტყუებიხარ?
- სულ არ მატყუებ მთელი ცხოვრება? სიმართლე რამე გითქვამს?
- და რა მოგატყუე? ისე რატომ ლაპარაკობ თითქოს მე მსიამოვნებს ყველაფერი?
- იმიტომ რომ მიჩვეული ხარ ბირჟაზე დგომას და მათხოვრობას, წადი და იპოვე სამსახური, შენი შენახვა მე არ მინდა, ბავშვი შეინახე და აგრძნობინე რომ მამა ჰყავს.
- გეყოფა რა, მაგრად დაეჩვიე ყბედობას. თუ არ გიყვარვარ და დაიღალე ჩემით, მაშინ ნუ დამიჯდები და ნუ მიყურებ, რაც შემიძლია ვაკეთებ
- ხოდა წავალ, ისე წავალ ვერც მე მიპოვი და ვერც ბავშვს, მთელი მსოფლიო რომ გადააფეთო.
- მიბრძანდი, ტაქსს მე გამოგიძახებ - გაღიზიანებული ღრიალებს და სახლიდან გარბის

მე კიდევ უფრო გაბრაზებული და დაბოღმილი ტირილს ვიწყებ, რა ზომამდე მიდის ადამიანი. კარმას ფითილზე ვაყენებ, იმის იმედზე რომ ბევრს არ დაწვავს. ღრმად აქვს ფესვები გადგმული აზრს, რომ აუცილებლად უნდა წავიდე. სადღაც შორს, სადღაც დასალიერში რომ ვერავინ მოგვაგნოს. წავიყვან პატარას და ვიცხოვრებთ პრობლემების გარეშე.

ტელეფონს ვიღებ და დედაჩემს ვურეკავ.
- როგორ ხართ? - ვეკითხები მაქსიმალურად მხიარული ხმით
- კარგად ვართ, ჭამა ქალბატონმა და ახლა სძინავს ისევ, შენ როგორ ხარ?
- რავი არამიშავს, ჩაის ვსვამ
- ჩაის როდიდან სვამ?
- დღეიდან
- რატომ ყავა არ გაქვს?
- მაქვს
- თუ რამე გჭირდება გამოდი და გაგატან ყველაფერს, ფულსაც მოგცემ
- არაფერი არ მჭირდება, ცოტახნით უბრალოდ ბავშვი დაიტოვე, დანარჩენს მე თვითონ მოვაგვარებ
- შენ რა უნდა მოაგვარო?
- რაც მოსაგვარებელია დედა
- და ეგ რად გინდა ქმრად რომ გიზის? ყველაფერი შენი გასაკეთებელი თუა ეგ რას აკეთებს?
- გეყოფა დედა, მოგვიანებით დავრეკავ - გაბრაზებული ვთიშავ ტელეფონს, თუმცა წარმოდგენა არამაქვს ვისზე ვბრაზდები..

ისევ საწოლში ვწვები და ველოდები არ ვიცი რას. სითბო ისევ მსიამოვნებს.
ისევ მთენთავს და არ ვიცი ალბათ მაძინებს.

__________________

დაგიბრუნდით ჩემო ძვირფასებო!
ცოტა განსხვავებული სტილით და ამბით, გამიხარდება თუ ამასაც შეიყვარებთ.
რაც შეეხება სათაურს, ალბათ რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ არადა ისტორიის ბოლოს გავშიფრავ. მადლობა ველოდები შეფასებას, ალბათ პერსონაჟებზე შეგექმნათ წარმოდგენა...



№1  offline წევრი მოცინარი

კარგი იყო ძალიან კარგიი heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება❤ვგრძნობ ეს ისტორიაც ჩამითრევს, როგორც დანარჩენი. ველოდები მალეეე ❤

 


№3  offline მოდერი sopiko

სათაურმა მომიზიდა.
საინტერესო სიუჟეტია, რეალობასთან მიახლოებული პრობლემები და ვფიქრობ, წინ კიდევ ბევრი კარგი რამ გველოდება, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება... რომ პუნქტუაციას მეტი ყურადღება მიაქციო heart_eyes
სხვა ყველაფერი რიგზეა
და
მეც შენს სხვა მკითხველებთან ერთად დაგელოდები!

 


№4 სტუმარი სტუმარი Tikoo

shemdegs rodis dadeb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent