ღამე პარტნიორთან [2]
-ყველა ვარიანტში უნდა დაურეკო და მანქანა გაუკეთო. -ხო, მაგრამ... რაღა მაინც და მაინც ეს?!_შეწუხებულმა დაისვა ნიკაპზე თითები. -კარგი, ახლა გლოვას არანაირი აზრი არ აქვს. მიდი, დაურეკე და უთხარი რომ მანქანას გაუკეთებ. _ტელეფონი მიაწოდა და თვალები დაუბრიალა. მაგიდაზე დაგდებული სავიზიტო ბარათი აიღო და ნომერი აკრიფა. რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა უპასუხა. -გამარჯობა, ესმა ვარ, მანქანა რომ დაგიმტვრიერთ და რომ უნდა შეგიკეთოთ._დაბნეულმა ღიმილით ჩაილაპარაკა. -გამარჯობა. კრწანისის 4 ნომერში მოდი. _ისევ ისეთი უჟმური ხმა ქონდა. ესმამ სწრაფად მოიშორა ღიმილი და მისამართი სავიზიტო ბარათის უკან ცარიელ ფურცელზე მიაწერა. -და თქვენ......... გამითიშა._პირდაღებულმა გასწია ტელეფონი უკან და აფხუკუნებულ ნინეს გადახედა. -ოპაა!_ტუჩებდაბრეცილმა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა. _მიდი ადექი და წადი!_ხელი დაავლო და ფეხზე წამოაფრინა. ვარაუდით მივიდა ნათქვამ მისამართზე და შავ მაღალ ჭიშკარს თვალებმოჭუტულმა ახედა. ფეხისწვერებზე აწევით სცადა სახლისთვის თვალის შევლება, მაგრამ ვერ მოახერხა. ტაქსის მძღოლს ხელით ანიშნა დამელოდეო და ჭიშკართან დამაგრებულ ღილაკზე მიაჭირა თითი, ერთი წუთი არ იყო გასული კარები შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა მაღალმა და ჩასმულმა მამაკაცმა რომ გაუღო. შეშინებულმა გადააგორა ნერწყვი და თვალები გააფართოვა, ხომ არაფერი მელანდებაო. არა, ნამდვილად დევივით კაცი იდგა მის წინ. -მე...ის.ა... დემეტრეს კი არა და ბეთა დემეტრაძეს ვეძებ. _დაბნეულმა ჩაილაპარაკა და თითები ერთმანეთში ახლართა. -შეხვედრა დათქმული გაქვთ?_ბოხი ხმით იკითხა მამაკაცმა. -იცის რომ უნდა მოვსულიყავი. _ჩურჩულით ჩაილაპარაკა და ტაქსის მძღოლს გახედა, არც ულვაშებიან კაცს ქონდა დალხენილი სახე. დაბნეული უყურებდა მოსაუბრე “წყვილს”. -დამელოდეთ!_ზრდილობიანად დაუქნია თავი და მიტრიალდა, შორს არ წასულა, ორი ნაბიჯი გადადგა ყურზე თითი მიიდო და რაღაცა ჩაიბურტყუნა. _შემოდით. _სწრაფად მოტრიალდა და ხმამაღლა დაუძახა ფიქრებში წასულ ქალს. -თქვენ შეგიძლია წახვიდეთ. _ღიმილით მიუტრიალდა ტაქსის მძღოლს და ხელი დაუქნია. -დარწმუნებული ხართ?_მორიდებით იკითხა კაცმა. -კი, კი. მამაკაცმა მხრები აიჩეჩა, მანქანა დაქოქა და იქაურობას გაეცალა. ესმა დაბნეული ნაბიჯებით შევიდა ჭიშკარში და თვალწინ გადაშლილ უზარმაზარ ეზოს ყბადავარდნილმა გადახედა. დიდი ეზო და მითუმეტეს მდიდრული სახლი არ გაკვირვებია, თვითონაც არანაკლებ სახლში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი დედამისის გემოვნებით არის მოწყობილი, ესმას კიდევ მისი გემოვნება დიდად არ ხიბლავს... ნუ შეიძლება ხიბლავს, მაგრამ ამას ჯიუტად არ აღიარებს და ჯიბრიანობს. აქ კიდევ ყველაფერი ისეთი ელეგანტური და დახვეწილია, აშკარად დიდი სამუშაოების შედეგია. -აქეთ!_ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა. სწრაფად გამოეტია ფიქრებიდან და მამაკაცს აედევნა. თან გზას უყურებდა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით სადმე არ ავიპლაკოო. _შებრძანდით! მუქი შავი, რკინის კარები გაუღო და თავი ოდნავ დაუქნია. ესმამ დაეჭვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა მამაკაცი, მერე სახლში შეიხედა, საეჭვო რომ ვერაფერი შენიშნა, მშვიდად ამოისუნთქა და სახლში შეაბიჯა. შესვლა და კარების დახურვა ერთი იყო, დაფეთებული მიტრიალდა უკან და კარებისკენ წავიდა, მოულოდნელად საიდანღაც ნაბიჯების ხმა რომ გაისმა. სწრაფად მიატრიალდა ისევ მისაღებისკენ და კიბეებთან მდგარ ნაცნობ სილუეტს გახედა. მამაკაცი ისევ სოლიდურად იყო გამოწყობილი, თუმცა უნდა ვაღიარო საშინლად უხდებოდა მკლავებზე აკეცილი მუქი ლურჯი პერანგი. -მე. მანქანის წასაყვანად მოვედი. _ჩაიჩურჩულა და მორიდებით გაუღიმა. -სხვა რისთვის უნდა მოსულიყავი?_ირონიული ხმით კითხა და ნელი ნაბიჯებით წავიდა ესმასკენ. გოგონამ დაბნეულმა ასწია ცალი წარბი და კედელზე ჩამოკიდებულ მრგვალ საათს ახედა. “2 საათში საბას უნდა შევხვდე” შეახსენა გონებამ. -სხვა... სხვა არაფრისთვის. გასაღები მომეცით და ხვალ საღამოს მოგიყვანთ. _ხელი გაუწოდა და სასაცილოდ გაეკრიჭა. მამაკაცმა ორივე ხელი ჯიბეებში ჩაიწყო და ქალს დაკვირვებით მიაჩერდა. -ალბათ უკვე იცი ვინც ვარ და რაც მინდა._ხმადაბლა დაიწყო. ესმა არ ელოდა მამაკაცისგან ამ თემაზე საუბარს. თანაც ამაზე არც უფიქრია, საერთოდ არ აპირებდა მასთან კომპანიებზე საუბარს და მითუმეტეს კონკურენტების პლიუს მინუსებზე დიალოგის გაბმას. -კი ვიცი და ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ!_სწრაფად გარდაისახა დაბნეული და არეული ესმა საქმიან და სერიოზულ ქალად. მამაკაცმა ტუჩის კუთხეში ცინიკურად ჩაიღიმა და თავი გააქნია. -არა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა შეიძლება მოხდეს თუ საქმეს წერეთელის კომპანიასთან დაიჭერ!_სარკასტულად, თითქოს ნიშნის მოგებით უთხრა და დივნისკენ წავიდა. დაპროგრამებულივით მიყვა უკან ესმა. -ვერ ვხვდები რას გულისხმობთ... თუ სწორად ვიცი წერეთელის კომპანიასთან თანამშრომლობას უმიზნებთ. _ირონიულად ჩაილაპარაკა და მზერით ანიშნა “ჩემთან ეგ თამაში არ გაგივაო.” მამაკაცს სწრაფად გაუცივდა ირონიული სახე. -არასოდეს!_კატერგოირული და საშინლად ცივი ტონით ჩაილაპარაკა. _ჩემი, როგორც კომპანიის პრეზიდენტის რჩევა იქნება, ზედმეტად ყურადღებით გაეცნო თითოეულ საბუთს, რომელზეც ხელის მოწერა მოგიწევს, თორემ ხომ იცი... თქვენი კომპანია ძალიან კარგი ლუკმაა თითოეული ჩვენთაგანისთვის. _ხმა ისევ ირონიული გაუხდა, თუმცა ცივი. -აქ ამაზე სასაუბროდ დამიბარეთ?_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, ვერ აიტანა მამაკაცის ირონიული მიდგომა მამისის კომპანიის მიმართ. -არა, მაგრამ ბიზნესზე საუბარს წინ რა უდგას?! მითუმეტეს როცა საქმე ასე სერიოზულადაა! -ბატონო ბეთა, მე ძალიან კარგად ვიცი თუ რა რეპუტაციის მქონე კომპანიას ფლობს ბატონი ალექსანდრე წერეთელი და ისიც ძალიან კარგად ვიცი რომ საეჭვო აქ არაფერია. -საინტერესოა მამაშენი რაზე ფიქრობს როცა ასეთ სერიოზულ შეხვედრებზე შენ გიშვებს..._აშკარად დასცინის, თანაც ძალიან. -შეურაცხყოფას მაყენებთ და ამას არავის არ შევარჩენ, მითუმეტეს თქვენ, ადამიანს რომელიც ასე თაღლითურად ცდილობს კომპანიების სახელის შელახვას!_გაბრაზებულმა ხმას აუწია და კარებისკენ წავიდა, მოულოდნელად მკლავში ძლიერი თითები რომ იგრძო. წამებში დაურა ტკივილის დიდმა ტალღამ და კვნესით დახედა მამაკაცის ძლიერ თითებს._ხელი გამიშვით!_ტკივილისგან ჩავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა და თითბის გარშემო გაწითლებულ კანს ცრემლმორეულმა შეავლო მზერა. ბეთამ სწრაფად გაუშვა ხელი და ქალის მკლავს ჩაწითლებული თვალებით დახედა. -მეორედ არ გაბედო და ჩემთან ხმას არ აუწიო!_ყინულივით ხმა ამოუშვა დემეტრაძემ და რკინის შავი კარები გააღო. _ხვალ შუა დღის 3 საათზე მანქანა ჩემს ეზოსთან ეყენოს!_ბრძანება გასცა და გასაღები გაუწოდა. ესმამ გაბრაზებულმა გამოგლიჯა გასაღები და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სახლი. ~~~ როგორც კი მამაკაცის მანქანაში მოკალათდა სასიამოვნო სურნელმა შეუღიტინა. უნებურად გაეღიმა, თანაც ძალიან სასიამოვნოდ, რა ქნას გიჟდება მამაკაცის სუნამოებზე, თანაც როცა სუნი ასეთი სასიამოვნოა და მერე სად?! მანქანის სალონში! სწრაფად მოათავსა გასაღები თავის ადგილას, სახლს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და იქაურობას გაეცალა. მანქანა თავის ხელოსანთან მიიყვანა და შეუთანხმდა რომ ხვალ ორი საათისთვის მზად უნდა იყოს. თანაც ისეთი ძვირიანი მანქანაა, მეეჭვება მისი ფარები ასე ადვილად იშოვოს ლევანმა, მაგრამ რა ქნას ვასილის შვილმა სთხოვა და მოუწევს სურვილი შეუსრულოს. ~~~ -როგორ ხარ?_ღიმილით გადაკოცნა საბამ და თავისუფალი მაგიდისკენ წაიყვანა. -კარგად შენ როგორ ხარ? რატომღაც ძალიან სიამოვებს ამ კაცთან ერთად ყოფნა, მისგან საშინლად დადებითი აურა მოდის... და მერე როგორი მანერები აქვს, სულ ბეთასას არ გავს!? თავისუფალი სკამი უხმაუროდ გამოსწია საბამ და ანიშნა დაჯექიო. ესმამ ლოყებაფარკლულმა ჩაიღიმა და სკამზე მოკალათდა. -აბა, როგორ ხარ?! რას საქმიანობდი დღეს?_შინაურულად კითხა და ვნებიანად შეავლო მზერა. -საქმეებზე ვიყავი. შენ?_შეეცადა თვითონაც თავისუფალი ყოფიყო. -მეც. _მოკლედ გასცა პასუხი და მიმტანს მენიუ გამოართვა. -ერთი მანგოს წვენი თუ შეიძლება. სანამ მენიუს გადახედავდა შეკვეთა მისცა. საერთოდ ასე იცის სანამ საჭმელს შეუკვეთავს ერთი ჭიქა მანგოს წვენი აუცილებლად უნდა დააგემოვნოს, თორემ ისე გამორიცხულია რამეს გემო ჩაატანოს. რა ქნას, გათამამებული და კაპრიზნი გოგოა. საბასთან ერთად ძალიან სასიამოვნო საღამო გაატარა, ბევრი იცინა, იმხიარულა, საქმეზეც ისაუბრეს, მაგრამ არა ისე როგორც ეს სხვა დროს შეიძლება მოახერხონ. საბა სულ ცდილობდა რომ ადამიანურ პირობებში ევახშმათ და არა ისე როგორც “პარტნიორებს” და საქმეზე გადაკლულ ადამიანებს. მამაკაცში ამ თვისებასაც ძალიან აფასებს. კაცმა იცის სად როგორ და რანაირად უნდა მოიქცეს. სახლამდეც მიაცილა და თბილად დაემშვიდობა, ყოველგვარი ზედმეტი ქცევების გარეშე. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ბეთას სიტყვებზე ეფიქრება, ამას ემატება საბას შეშლილი სახე დემეტრაძის დანახვისას... მე მგონი მართლა რაღაცა ხდება! ~~~ -ნადირი. _გაბრაზებულმა დახედა ოდნავ გალურჯებულ მკლავს და პირსახოცი მჭიდროდ მოიხვია სხეულზე. _როგორ გამიბედა. _დუდღუნებდა და თან თმებს იმშრალებდა. _ვინ გონია მაგას თავისი თავი?! მოდის და მეუფროსება, თანაც ჭკუასაც რომ მარიგებს! კრეტინი!_ნერვებსაც ვეღარ იმშვიდებდა სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. _როგორი ძლიერი მკლავები ქონდა..... ესმა!_როცა მიხვდა რა წამოაყრანტალა სწრაფად შემორიტყა ხელები ლოყებზე და საკუთარ თავს გაუბრაზდა. _ნუ ხარ სულელი, შენ საბა მოგწონს, თანაც ძალიან! ~~~ -მე როგორც მახსოვს მთელი ცხოვრება ველურულ კაცზე ოცნებობ._სიცილით ჩაილაპარაკა ნინემ და ფეხი ფეხზე გადაიდო. ესმამ წარბწეულმა გადახედა მეგობარს და ყავის ფინჯანს თითები მაგრად მოუჭირა. -ველურიც არის და ველურიც. _შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა. _აღარ მინდა მაგ კაცზე საუბარი, ისედაც ბევრი საქმე გვაქვს... თანაც დღეს საღამოს ალექსანდრე მამაჩემს უნდა შეხვდეს. _შეწუხებულმა შეჭმუხნა შუბლი. -დარწმუნებული ხარ რომ ბეთამ ეგ ყველაფერი ბინძური ბიზნესი გამო გითხრა? იქნებ სიმართლეს ამბობს და წერეთლის კომპანია მართლა საშიშია?_ეჭვით იკითხა ნინემ. -ხო, მაგაზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არა მგონია წერეთელს ჩვენი ჩაძირვა უნდოდეს, როცა ამხელა რეიტინგი აქვს. თანაც ხომ იცი დემეტრაძისნაირი ბიზნესმენები რაზე არიან წამსვლელები. -ვიცი, მაგრამ გული მეთანაღრება. -ვნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის, ათასჯერ მოვასწრებთ საბუთებზე ხელის მოწერას. _თვალი ჩაუკრა და კაბინეტიდან გავიდა. ბეთას სიტყვებზე მართლაც ძალიან ბევრი იფიქრა, თითქმის მთელი ღამე, მაგრამ რა ქნას მოკალი და იმ კაცის არ სჯერა, მიუხედავად იმისა რომ საოცრად მართალი და გულწრფელი მზერა ქონდა... ან იქნებ პროფესიონალი მატყუარაა და ყველას ეგეთი სახით უყურებს, ჯერ არაფერი არ იცის და წინასწარ დასკვნებსაც ვერ გამოიტანს. მაგრამ ამ გადმოსახედიდან საბა უფრო სანდოა მისთვის ვიდრე ერთი დღის გაცნობილი ბეთა. 2 საათისთვის მანქანის წამოსაყვანად მივიდა, ლევანს უკვე მოესწრო შეკეთება და სხვა მანქანაში ჩარხავდა რაღაცებს. გახარებულმა გამოართვა მანქანის გასაღები და შავი გაკრიალებული მანქანისკენ წავიდა. სურნელმა ისევ სასიამოვნოდ შეუღიტინა, ცოტახანი გაბადრული სახით სუნთქავდა მანქანაში გაჟღენთილ თავბრუდამხვევ სურნელს, მერე მიხვდა რომ 3 საათამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი და მანქანა დაქოქა. 4_ის 10 წუთზე მანქანა ბეთას ჭიშკართან ეყენა. გაბადრულმა დარეკა ზარი და დაელოდა როდის გაუღებდა ბრგე ახმახი. ასეც მოხდა, კარები შავებში გამოწყობილმა, მაგრამ უცნობმა მამაკაცმა გაუღო. “ალბათ დღეს ეს მორიგეობს.” საკუთარ თავს აუხსა და ცალი თვალით ეზოში შეიჭყიტა. -ეს გასაღები ბატონ ბეთასს გადაეცით და უთხარით რომ ყველაფერი მწყობრშია, თუ რამე არ მოეწონება იცის სადაც უნდა მომძებნოს. _ირონიული ღიმილით ჩააბარა გასაღები და წასასვლელად მოემზადა. -არა, გასაღებს თქვენ გადასცემთ!_დაცვის კატეგორიულმა ტონმა შეაჩერა. -რა საჭიროა? მანქანა აქ არის და გასაღებს ვინ მიაწოდებს რაიმე მნიშვნელობა აქვს?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები. -ალბათ აქვს!_მშვიდად გასცა პასუხი და განზე გადგა ესმა რომ შესულიყო. ღმად ამოიხვნეშა, თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ეზოში შეაბიჯა. _გასაღები. _სახლისკენ წასულს გასაღები შეახსენა და ცხვირწინ აუფრიალა. ჩანთა ხელში დაიჭირა და რკინის შავი კარებისკენ, ამჯერად საკუთარი ნებით წავიდა. ეზოს შეთვალიერება ისევ მოასწრო და ისევ საშინლად შეშურდა ნადირი ბეთასი. კარებზე რამდენჯერმე ნაზად დააკაკუნა და ხელები დაბლა დაუშვა. კარები ხანში შესულმა, მაგრამ აშკარად მოვლილმა ქალმა გაუღო. მორიდებით გაუღიმა მასპინძელს და გასაღები შეათამაშა. -მე ბეთასთან ვარ. -მობრძანდით, ბეთა ახლავე ჩამოვა. _ღიმილით გადგა განზე და ხელით ანიშნა შემოდიო. ესმამ ტუჩები ააცმაცუნა და სახლში ქუსლების კაკა-კუკით შევიდა._დაბრძანდით._ღიმილით გადახედა ქალს და დივანზე დაჯდა. თან დაკვირვებით ცდილობდა სახლის თითოეული კუთხე კუნჭულის შესწავლას. ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მოესმა. ორივემ ერთდორულად მიატრიალა თავი. -შენი ყავა გაცივდა. _წყრომით ჩაილაპარაკა ქალმა. -არაუშავს. _მშვიდად გასცა პასუხი და მხარზე ხელი დაადო. _მოასწარით ერთმანეთის გაცნობა?_სხვათაშორის იკითხა და ესმას დაჟინებით მიაჩერდა. უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი ოდნავ გააქნია და ქალს გადახედა. -მე ლილი ვარ ბეთას დეიდა. _სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა. -სასიამოვნოა. ესმა. _თავი დაუკრა და ისევ მამაკაცს გადახედა გაბრაზებულმა. _მანქანა გარეთ დავაყენე._ფეხზე წამოდგა და გასაღები გაუწოდა. _სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. _თბილად დაუკრა ქალს თავი და კარებს გახედა. -მე დაგტოვებთ. _სწრაფად მოვიდა ქალი გონს და ოთახიდან გაუჩინარდა. -ჯერ მანქანა უნდა შევამოწმო, რაიმე რომ არ მომეწონოს მერე შენ სად გსდიო?_”აგდებით” ჩაილაპარაკა და კარებისკენ წავიდა. -რას ამბობ, საქართველოში ლევანისნაირი ხელოსანი არ მოიძებნება! _შეურაცხყოფილმა ჩაილაპარაკა და უკან აედევნა. -როგორ გიყვართ თქვენიანების ქება!_ცივი ხმით ჩაისისინა და დაცვის ერთ-ერთ წევრს ხელით რაღაცა ანიშნა, იმანაც თავი დაუქნია და სადღაც წავიდა. -ეს ამდენი დაცვა რა უბედურებაა, ვინმე გივარდება?_მოულოდენად, წამოაყრანტალა და დაცვის წევრებს ეჭვით გადახედა. ბეთა ჭიშკართან გაჩერდა და ქალს წარბწეული მოუტრიალდა, თქმით არაფერი უთქვამს ისე გააღო ჭიშკარი, თან გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. მამაკაცი დაკვირვებით ათვალიერებდა მანქანის წინა ნაწილს, აშკარად ნაკლს ეძებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ლევანის პროფესიონალიზმი დაფასდა და ცუდი ვერაფერი თქვა. ესმამ კმაყოფილმა მოიღერა ყელი და ნიშნის მოგებით გადახედა. -ახლა შემიძლია წავიდე?_გადიდგულებულმა იკითხა. მე მგონი დაავიწყდა გუშინდელი ალეწილი მკლავი. -გაგიყვან. _ბეთამ მანქანის წინა კარები გააღო. -არა, გმადლობ, ნუ შეწუხდები. _თავი გააქნია და დაღმართისკენ წავიდა, არადა გულში იმედი ქონდა რომ ბეთა კიდევ ერთხელ შესთავაზებდა, აი, მერე კი აუცილებლად დასთანხმდებოდა. აბა როგორია კრწანისის ბოლოდან თავში მოხვედრა ფეხით, თანაც ამ გაგანია სიცხეში. შეწუხებულმა გახედა დაღმართს და თვალები გადაატრიალა. -როგორც გინდა. მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და მანქანაში ჩაჯდა. ესმა გაოცებული გახედვდა ერთ ადგილზე, წამებით თვალებდაქაჩული უყურებდა მამაკაცს, მერე როცა მიხვდა რომ მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნას აზრი არ ქონდა ნაბიჯი გადადგა და გაავებული დაეშვა. როგორი უტაქტო და მიუხვედრელი უნდა იყო კაცი ამ სიცხეში ქალი ფეხით გაუშვა, მაგრამ რა უკვირს?! თვითონ არ უთხრა არ შეწუხდეო, ხოდა ბეთაც აღარ შეწუხდა. “ვიგინდარა!” გაგულისებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და ჩანთა ისევ მხარზე მოიკიდა. -ხომ არ გადაიფიქრე?_მოულოდნელად ბეთას შავი მანქანა წამოეწია. შეშინებული ადგილზე შეხტა და ხმადაბლა წამოიკივლა. -არა!_ხმაშიც ეტყობოდა რომ მამაკაცზე საშინლად იყო გრაბაზებული. ბეთამ ირონიულად ჩაიცინა და მანქანა ოდნავ წინ გააჩერა. -ჩაჯექი!_უბრძანა და კარები გააღო. “რომ ეთხოვა კი ბატონო, მაგრამ ახლა არა!” სიცხისგან გათანგულს ამოსძახა ხმამ და მანქანისკენ გადადგმული ნაბიჯი ჰაერში გაუშეშა. -იყოს, ჩემითაც ჩავაღწევ. _”აშკარად თავს აცოდებ!” სიცილით წააქეზა გონებამ. -ესმა, ძალიან გთხოვ მორჩი პატარა გოგოს გამოსვლებს და დაჯექი!_გოგონას უაზრო ქცევით შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და შუბლი შეჭმუხნა. ესმამ ცოტახანი წარბწეულმა უყურა, მერე მზეს თვალებმოჭუტულმა ახედა და სწაფად შეხტა გრილ სალონში. -წინასწარ მადლობა!_ცხვირაბზუებულმა ჩაილაპარაკა და ღვედი შეიკრა. _ისე ტელეფონის ასე გათიშვა ვინ გასწავლა?_მანქანის სალონში გამეფებული სიჩუმე ისევ ესმამ დაარღვია. ბეთამ ცალი წარბი გაკვირვებულმა აზიდა მაღლა, აშკარად ვერ მიხვდა რაზე ესაუბრებოდა. _გუშინ ტელეფონი რომ გამითიშე, იქნებ რა მქონდა სათმქელი. _განუმარტა და დადუმდა. -არ გამითიშია, დამიჯდა!_ხმადაბლა აუხსნა და გზას გახედა. -ააა._სახეზე ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაიწია და გზას გახედა. _ნულზე დამჯარი კომპანიის ყიდვა ვინ გირჩია?_ღიმილით კითხა და თავი მისკენ მიატრიალა. მამაკაცმა შეკრული შუბლი გახსნა და გოგონას წამებით გადახედა. -აი, კიდევ ერთი შემთხვევა როცა მამაშენს მეგობრულ რჩევას მივცემდი! თუმცა შენც გირჩევ კვირაში ერთხელ მაინც შეამოწმო ბაზარზე რა ხდება. ცინიკურად ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა. მამაკაცის სიტყვები საშინალდ არ ესიამოვნა, კიდევ ერთხელ იგრძნო თავი დაჩაგრულად... რა უნდოდა მჯდარიყო მშვიდად, ვინ ექაჩებოდა გრძელ ენაზე. თუმცა ახლა ამაზე ფიქრისთვის არ სცალია, ბეთას ცივ ხმაზე ეფიქრება. სულ ასეთი ყინულივით ხმა რატომ აქვს, იქნებ ბევრ ცივ წყალს სვამს? -ახლა არ მითხრა რეიტინგი ავწიეო. _მაინც არ დანებდა და წაგებულის ირონიით ჩაილაპარაკა. -მე არ გეტყვი, სხვები გეტყვიან. _კიდევ ერთი გამარჯვებული ღიმილით “დაასაჩუქრა”. -აქ ჩამოვალ. როგორც კი ნაცნობი ტერიტორია დაინახა სწრაფად წამოიძახა და ღვედს დაეჯაჯგურა. მამაკაცმა უსიტყვოდ გააჩერა მანქანა და დაელოდა როდის ინებებდა ქალბატონი ესმა გადასვლას. ღვედის ჯაჯგურში გართულმა ვერც კი შენიშნა როდის გააჩერდა ბეთას შავი “ბულკი”. ეს სახელი ესმამ შეარქვა ლევანისგან რომ გამოიყვანა მაშინ, “ბულკივით დადისო.” საინტერესოა მოსიარულე ბულკი სად ნახა. ბეთა ოდნავ გადაიხარა გოგონასკენ, თავი ირონიული ღიმილით გააქნია და ხელის მარტივი მოძრაობით “აუშვა” მანქანის სავარძელზე მიბმული ქალი. დამორცხვილი გასწორდა წელში და ჩანთას დაეტაკა. -დიდი მადლობა. სწრაფად მიაყარა და მანქანიდან ისკუპა. როგორც კი სუფთა ჰაერზე გადავიდა. თუმცა ცოტა ძნელია ჩახუთული თბილისის ჰაერის და სუფთა ჰაერის შედარება, ძნელი კი არა მე ვიტყოდი უფრო უხერხულიც კი. ბეთასთან ახლოს ყოფნამ საშინლად ჩახუთა, გრილი მანქანაც წამებში დაემსგავსა ბათუმის სანაპიროს, სადაც მზე საშინლად აჭერს. ანერვიულებულმა ახლართა თითები ერთმანეთში და მიმავალ მანქანას თვალი გააყოლა. -დღეს საბა იყო მოსული. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნინემ, როგორც კი ესმამ თავისი ამბის თხრობა დაასრულა. -საბა?_გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს. _კი, მაგრამ ჩვენ შეხვედრა არ დაგვითქვამს. _დაბნეულმა აიჩეჩა მხრები. _თან არ დაურეკია. -მამაშენთან იყო. _ტუჩები დაბრიცა ნინემ. -მამაჩემთან? მამაჩემთან რა უნდოდა, შეხვედრა ხომ ხვალ აქვთ?_მეგობრის პასუხმა კიდევ უფრო გააკვირვა და სასწრაფო წესით აკრიფა საბას ნომერი. -ეგ არც მე ვიცი. _მხრები აიჩეჩა გოგონამ და თავისი საქმე განაგრძო. -საბა, გამარჯობა. _როგორც კი მამაკაცის სუნთქვა გაიგონა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _გავიგე დღეს ჩვენთან ყოფილხარ, ხომ ყველაფერი კარგადაა? -კი, კი ყველაფერი კარგად არის. _ღიმილნარევი ხმით უპასუხა მამაკაცმა. -ძალიან კარგი. ვიფიქრე რამე ხომ არ მოხდა-თქო. _დაბნეულმა ამოილაპარაკა და სადგომზე გაჩერებულ ნაცნობ მანქანას თვალებმოჭუტული დააკვირდა. -განსაკუთრებული არაფერი. დღეს გნახავ?_სწრაფად შეცვალა თემა, მაგრამ ესმა უკვე აღარ უსმენდა. გაკვირვებული უყურებდა დაცვის ბიჭებთან ერთად მოსულ ბეთას, რომელიც კომპანიის შესასვლელისკენ მიდიოდა. -საბა, ახლა უნდა წავიდე საქმეები მაქვს და საღამოს შეგეხმიანები კარგი?_სასწრაფო წესით დაემშვდობა და კარებისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. -ესმა, რა მოხდა?_ყვირილით აედევნა ნინე. -ბეთა მოვიდა. _კაბინეტიდან გასულმა ხმადაბლა გადაულაპარაკა და ლიფტთან გაჩერდა._ძალიან მაინტერესებს რა სახე ექნება პირველი მე რომ დამინახავს. _ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და ლიფტის კარებთან ცალი ფეხი აათამაშა. -მე მგონი შეეშინდება._შუბლშეკრული მეგობრის გამხიარულება სცადა ნინემ და ლოყაზე უჩქმიტა. როგორც კი ლიფტის კარები გაიღო დერეფნისკენ წამოსულ ბეთას, ესნას დანახვისას ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა. ირონიული ღიმილით ასწია ცალი წარბი დანელიამ და მამაკაცის შეკრულ შუბლზე ხაზების დათვლა სცადა. “ორი შვილი ეყოლება.”_თავისთვის გაიფიქრა და ტუჩები ააცმაცუნა. -რამით შემიძლია დაგეხმაროთ?_სწრაფად მოეგო გონს და საქმიანი ქალის ინტონაციით კითხა. -ძალიან დამავალებთ მამათქვენის კაბენეტამდე თუ მიმაცილებთ._ჩინიკური ღიმილით “დააშინასავით” და ერთი ნაბიჯი გოგონასკენ გადადგა. -გამარჯობა, მე ნინე ვარ ქალბატონი ესმას ასისტენტი. _საიდანღაც გამოხტა ნინე და ღიმილით ჩაუხტა შუაში მტრულად მომზირალ წყვილს. -სასიამოვნოა. ბეთა დემეტრაძე!_თავი დაუკრა და ისევ ესმას მიუტრიალდა. _რას იზამთ, მიმაცილებთ თუ ჩემით?. -წამობრძანდით!_გესლიანად ჩაილაპარაკა და მამამისის კაბინეტისკენ წავიდა. _დაცვა სად დატოვეთ?_იორნიულად კითხა და სხვა მხარეს წასულ ნინეს თვალების ბრიალით გახედა. -რა ხდება, დაცვა კომპანიის პრეზიდენტის კაბინეტშიც მჭირდება?_კიდევ ერთი + ბატონ ბეთას. ესმამ ღრენით ჩამოსწია კარის სახელური და პრეზიდენტის სამდივნოში შევიდა. -ლონდა, ბატონი ვასილი მარტოა? -კი, მარტოა. _ღიმილით დაუქნია თავი გოგონას და ბეთას ეჭვით გადახედა. -ჩვენ შევალთ. -ესმა._კარების სახელურზე ჩამოდებული ხელი დაბლა ჩამოსწია და ზურგს უკან სამდივნოს კარებში მდგარ გულამოვარდნილ ნინეს გადახედა. -ხომ მშვიდობაა?_სიცილით კითხა მეგობარს და ბეთას ახედა, მამაკაცი ინტერესით ადევნებდა გოგონებს თვალს. -საბაა მოსული. _ხვნეშით ჩაილაპარაკა და საბუთები გულზე მიიდო. საბას ხსენებისას არ ვიცი რატომ, მე მგონი არც თვითონ არ იცის, მაგრამ იმ წამსვე დემეტრაძეს ახედა. მამაკაცი ტუჩის კუთხეში ირონიულად იღიმოდა და ნინეს უყურებდა, ნინედან მზერა სწრაფად გადაიტანა ესმაზე და მხარი აიქნია. -შეგიძლია წახვიდე, მე და ბატონი ვასილი როგორმე უშენოდაც გავალთ. თვალი ჩაუკრა და კაბინეტის კარები ისე შეაღო ესმას პასუხს არც კი დალოდებია. გაბრაზებულმა ქშინვით გააყოლა თვალი და კბილები გააღჭიალა. არადა როგორ აინტერესებდა რისთვის მოვიდა ბეთა მამამისთან, თანაც ასე არაოფიციალურად, შეხვედრაც კი არ დაუთქვამთ წინასწარ. მაგრამ ახლა ამის გარკვევისთვის დრო არ აქვს, საბა უნდა ნახოს. -ახლა საბას ვიზიტის დრო იყო!?15 წუთის წინ ვესაუბრე და არც კი უთქვამს მოსვლას თუ აპირებდა, უფრო სწორად აქვე თუ იყო...._უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და მეგობარს ამოუდგა გვერდით. ნინემ მხრები აიჩეჩა, თმები შეისწორა და სამდივნო კუნტრუშით დატოვა. საბა ესმას კაბინეტში იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა მოგებული ტენდერების სიებს. როგორც კი კარების ხმა გაიგონა ღიმილით წამოდგა ფეხზე და კაბინეტში შესული ესმასკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა. -შუა დღე მშვიდობისა. _ლოყაზე ტუჩები ოდნავ მიადო და ისევ უკან დაიხია. -ვიფიქრე შესვენებაზე სადმე გავალთ და ყავს დავლევთ-მეთქი. _”მაცდური” მზერით აათვალიერა გოგონა. -საბა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახლა მართლა არ შემიძლია. ნახევარ საათში თანამშრომლებთან თათბირი მაქვს გასამართი, თანაც დღეს საშინლად გადავიღალე და ხომ გესმის?!_დამორცხვილმა ჩააბარა პატაკი. -მესმის და არანაირი პრობლემა არ არის, როცა მოახერხებ მაშინ წავიდეთ. _თითებზე თითები ოდნავ მოუჭირა და თვალი ჩაუკრა. -კარგი, როგორც კი მოვახერხებ შეგეხმიანები და მე დაგპატიჟებ. _სიცილით ჩაილაპარაკა და კარებისკენ წასულს უკან მიყვა. -დროებით და შენს ზარს ველოდები. _წინ ჩამოყრილი თმები ორი თითით გადაუწია უკან და მხარზე ოდნავ მოფერა. ესმამ უხერხულად გაუღიმა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად მიაწება. _აბა შენ იცი. ~~~ -თქვენ ერთად?!_ოთახში საჩვენებელი თითები ერთმანეთზე ქაცუნით, განცვიფრებული და გაოგნებული ნინე შემოვიდა. -არა, უბრალოდ ერთმანეთს ვეპრანჭებით. _სიცილით ჩაილაპარაკა და თავისი მაგიდისკენ წავიდა. -არ ვიცი ახლა აქ რა შუაშია, მაგრამ ქალური და მეგობრული ენის ჭარტალით მინდა გითხრა რომ ბეთა ბევრად უკეთესია! თან ჯერ მარტო როგორი უცხო და რაღაცნაირი სახელი აქვს - ბ ე თ ა!_ სიცილით დამარცვლა მამაკაცის სახელი და ხელები ჰაერში ასწია. -ბეთა და მე ერთად?! წარმოუდგენლად საშინელი ამბავია!_დამფრთხალმა გააქნია თავი და სკამზე მოკალათდა. -რატომ? წეღან გვერდი გვერდ რომ იდექით... თვალი მომცა და მაყურებინაო, თუ როგორცაა. -შენ ენის უაზროდ ტრიალს გირჩევნია დამეხმარო და წლის ანგარიში მომაძებნინო._თვალების ბრიალით გაუჯავრდა თანამშრომელს. ~~~ -თუ საიდიმლო არ არის ბეთა რაზე გელაპარაკა?_როგორც კი მისაღებში დასხსნენ ცნობისმოყვარე თვალები მიანათა მამას. ვასოს ხმით ჩაეცინა შვილს ეშმაკობაზე. -რა თქმა უნდა საქმეზე. -მამა, ეგ მეც ვიცი! უფრო კონკრეტულად?_ბუზღუნით მიკრა ხელი მხარზე. -წერეთლის კომოპანიასთან დაკავშირებით რაღაცა პატარა საიდუმლო გამიმხილა, რომელიც მე და შენ ძალიან გამოგვადგება. _შეპარვით ჩაილაპარაკა კაცმა. ესმას მოეჩვენა რომ მამამის რაღაცა გეგმა ქონდა, რომელსაც არაფრის დიდებით არ გაუმხელდა ქალიშვილს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ფეხზე წამოდგა. -გასაგებია, კომპანიის დირექტორთან არაფრის შეთანხმებაა საჭირო. _ნაწყენმა და ცოტა გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და კიბეებისკენ წავიდა. -რა დაემართა?_სამზარეულოდან გამოსულმა თოკომ გაკვირვებულმა გააყოლა თვალი დას. -პროფესიული ჩავარდნა აქვს. _ვასომ სიცილით ჩაილაპარაკა და ქალიშვილს წარბწეულმა ახედა. _ესმა, ნუ ბრაზდები, თორემ დემეტრაძე შესანიშნავი დირექტორი იქნება! -ჰმ._ცინიკური ღიმილით მოტრიალდა ესმა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა._დემეტრაძეს მუხლებშიც რომ ჩავუვარდეთ ჩვენი კომპანიის დირექტორი მაინც არ გახდება. _ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი და გზა გააგრძელა. -ზედმოჭრილი დედაშენია. _თავის ქნევით გადაულაპარაკა თოკოს და ხმამაღლა გაიცინა. -შენ დედამის შეეშვი!_სამზარეულოდან დაჭექა ხმამ. -გაგვიგო. _სიცილში აყვა თოკო. ~~~ საშინელი ცნობისმოყვარეობა კლავდა, ვერაფრით ვერ მოისვენა, მთელი ღამე თეთრად გაათენა. რა საერთო შეიძლება ქონდეს ბეთას მამამისის კომპანიასთან, შეიძლება ვასოსაც ზუსტად ის გაუმეორა რაც ესმას უთხრა რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში. არა, რადაც არ უნდა დაუჯდეს ყველაფერი დაწვრილებით უნდა გაიგოს, თორემ შეიძლება ფიქრისგან ტვინს ძირი გაძვრეს და დარჩება უტვინო. დილით ადრიანად წამოფრინდა ფეხზე, სპორტულები ჩაიცვა და სარბენად წავიდა. დილით სირბილი განსაკუთრებით უყვარს, მაგრამ სამწუხაროდ კვირაში მარტო 2_ჯერ ან 3_ჯერ ახერხებს. რა ჯობია გაზაფხულზე სუფთა ჰაერზე სირბილს, თანაც ცარიელ ქუჩებში. -დღეს თამაში მაქვს. ხმადაბლა ჩაილაპარაკა თოკომ და ოჯახის წევრებს გადახედა. უფრო სწორად მამას და დას, დედისგან უკვე მიჩვეულია. მაიკო თორნიკეს არცერთ თამაშზე არ მიდის, განა იმიტომ, რომ შვილს არჩენავს უწუნებს, ან რაიმე მსგასვი... არა, უბრალოდ თოკოს მოედანზე დანახვისას ტანში უსიამოვნოდ აჟრიალებს, ყოველ წამს იმის შიში აქვს რომ რაღაცა მოუვა, ან ცუდად წაიქცევა, ან წელი გაუკავდება. თოკოს პირველ მატჩს რომ დაესწრო იმ დღეს მიხვდა რომ ამის მეორედ გამკეთებელი არ არის! უმცროს დანელიას თავიდან სწყინდა, მაგრამ რომ წამოიზარდა მიხვდა რაშიც იყო საქმე და თამაშის დასრულებისთანავე დედას ურეკავს შედეგები რომ შეატყობინოს. ვასო თითქმის ყველა თამაშს ესწრება, იქნება ეს გუნდისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ არა! ესმა იშვიათად მიდის თამაშებზე მარტო მაშინ როცა არ ეზარება. -რომელ საათზე?_ვასომ გაბადრულმა კითხა შვილს. -3 საათზე. -ძალიან კარგი ჩემს ბიჭებს წამოვიყვან და წამოვალთ. _თვალი ჩაუკრა და თმები აუჩეჩა. _ესმა, შენ არ წამოხვალ?_”შემრიგებლური” ტონით კითხა დაბღვერილ შვილს. -ვერა, არ მცალია დღეს. _გაბუსხულმა ჩაიდუდღუნა და ძმას თვალი ჩაუკრა “არ გეწყინოსო.” თოკომაც სიცილით გააქნია თავი და ჭამა განაგრძო. -შეხვედრა გაქვს?_შვილთან დიალოგის გაბმას ცდილობდა. -კი, წერეთელს უნდა შევხვდე და კონტრაქტის დეტალები გავარკვიოთ. _წარბწეულმა ჩაილაპარაკა. გვარის ხსენებისას აშკარად უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე ვასოს. ესმამ სწრფად დააფიქსირა მამის მზერა და ასევე გაკვირვებულ დედამის გადახედა, რომელიც დადუმებული ადევნებდა თვალს ყველაფერს. -ვასო, მოხდა რამე?_შეშფოთებულმა კითხა ქმარს. -ძალიან ყურადღებით იყავი! თითოეული დეტალი 1000_ჯერ გადაიკითხე, სანამ არ დარწმუნდები რომ “ა” ასო “ა” ასოა, მანამდე ხელი არაფერს მოაწერო!_ასეთი კატეგორიული მე მგონი რაც ესმამ მასთან მუშაობა დაიწყო პირველად არის. ქვედა ტუჩი გაკვირვებილმა დაბრიცა და მხრები აიჩეჩა. -მე სულ ეგრე ვაწერ საბუთებს ხელს!_კიდევ ერთხელ იწყინა მამის სიტყვები და ფეხზე წამოდგა. _წარმატებები და რომ მოიგებ დამირეკე._თოკოსკენ დაიხარა, თავზე აკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. ~~~ -ნამდვილად რაღაცა ხდება, მამაჩემიც ისეთი აღელვებული იყო დღეს დილით..._დაბნეულმა ჩაურიკინა მეგობარს ყველაფერი. _ესმა, არ ვიცი რატომ, მაგრამ სულ ბეთას სიტყვებზე ვფიქრობ, იქნებ მართლა არ ღირს წერეთლის კომოპანიასთან საქმის დაჭერა._ხმაში შიში იგრძნობდა. -შენ როგორ ფიქრობ ჩემი იდეაფიქსი წერეთლის კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებაა?! უბრალოდ თვითონ მოითხოვეს და თან ჩვენც ძალიან გვაწყობს... მაგრამ ცოტა არ იყოს და მეც მეშინია. -ხოდა მანდ ვარ მეც! რატომ მაინც და მაინც ჩვენი კომპანია როცა ამ ეტაპზე ბევრი სხვა კომპანია დგას ჩვენს წინ. -იქნებ ჩვენი დახმარება უნდათ. -შეიძლება, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნაკელბად სავარაუდოა. -მე ის უფრო მაინტერესებს ბეთამ რის საფუძველზე მომცრა რჩევა. _დაეჭვებულმა იკითხა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. _გისმენთ. -ქალბატონო, ესმა, თქვენთან ბატონი ბეთა დემეტრაძეა მოსული. _წრკიალა ხმით ჩაილაპარაკა მიმღებმა გოგონამ. ესმამ თვალებგაფართოვებულმა ახედა, არანაკლებად გაკვირვებულ და ეშმაკურად მოცინარ ნინეს. -შემოუშვით. _დაბნეულმა ჩაილუღლუღა და წითელ ღილაკს დააჭირა თითი. _ჩემთან რაღა უნდა?! -რამეს შემოგთავაზებს. _თვალი ჩაუკრა და კარებისკენ წავიდა. _მე გავალ მანამდე რამეს შევჭამ, შენ არაფერი გინდა?_ესმამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ჩაფიქრებული ჩაესვენა ტყავის სავარძელში. უცნაურად ანერვიულდა. ბეთას აქ მოსვლას, ალბათ ელოდა, მაგრამ ესმასთან შეხვედრას თუ მოისურვებდა... ან რატომაც არა, მე მგონი ბეთას ესმას საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს, თანაც ისეთ რჩევებს აძლევს. ეს ყველაფერი იქით იყოს და რატომ ანერვიულდა ასე ძალიან, პარტნიორებს, ბეთანსირებს და მასზე ბევრად უარესებსაც შეხვედრია, მაგრამ ასეთი აკანკალებული არა. ფიქრებში გარკვევაც ვერ მოასწრო ისე შემოაღო კარები დემეტრაძემ. დაბნეულმა ასწია თავი მაღლა და ცივი გამომეტყველებით მომზირალ მამაკაცს ოდნავ გაუღიმა. -დილა მშვიდობისა. _გაპარული ხმით ჩაილაპარაკა და ოდნავ ჩაახველა. ბეთამ თავი დაუკრა და კაბინეტში შევიდა. -პირდაპირ საქმეზე გადავალ. _ყოველგვარი შესავლების გარეშე დაიწყო მამაკაცმა. ისევ ის ცივი გამოხედვა და ყინულივით ხმა. -გისმენ. -მე და მამაშენს გეგმა გვაქვს, რომლის განხორციელებაშიც შენი დახმარება დაგვჭირდება. _ტყავის სავარძელზე მოკალათდა და წარბაწეულ დანელიას მიაჩერდა. -რა გეგმა? -წერეთლის კომპანია უხარისხო მასალას ყიდის, შესაბამისად შენობები არასანდოა და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს._ესმას ხმამაღლა ჩაეცინა. -როგორ?! ჩემი თვალით ვნახე რომ ყველაზე ხარისხიან მასალას იყენებენ. _სწრაფად დაისერიოზულა სახე. ბეთამ ღრმად ამოიხვნეშა და თავი უკმაყოილოდ გააქნია. -მართლა ვერ ვხვდები აქ რატომ ზიხარ. _ტყავის სავარძელზე მიუთითა და შუბლი შეჭმუხნა. _რომელი კომოპანია დაგიდებს საბუთს სადაც წერია რომ 1 კვირიანი მასალით აშენებს სახლებს!? -ანუ საბუთები გაყალებული აქვთ?!_პირდაღებულმა კითხა ისე, რომ ბეთას მორიგი “დაცინვისთვის” ყურადღება არ მიუქცევია. -ეგ ცალკე მუხლით ისჯება. _ცინიკურად ჩაუკრა თვალი და გოგონას ათამაშებულ თითებს დახედა_ანერივულდი, რა იყო შემთხვევით ვიცე პრეზიდენტს ხომ არ დაადგი თვალი?_სისინით ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხე შეტეხა. -ეგ შენ არ გეხება!_გაბრაზებულმა დაუღრინა და ფეხზე წამოდგა. -ვინ გითხრა რომ არ მეხება!?_ხმით ჩაიღიმა, მაგრამ ცივი გამომეტყველება არ შეუცვლია. ბეთა ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით წავიდა ფანჯარასთან მდგარი ესმასკენ. გაქვავებული იდგა ერთ ადგილზე და მისკენ მიმავალ ბეთას გაშტერებული უყურებდა. მამაკაცი მასთან ძალიან ახლოს გაჩერდა, ვინაიდან და რადგანაც ესმაზე საკმაოდ მაღალია და თანაც ესმას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც არ შველის, იძულებული გახდა კისერმოგრეხილს აეხედა მაღლა. -შენ წერეთლების კომპანიასთან რა!?_ინტერესით იკითხა, ერთი ნაბიჯით უკან გახტა და ისევ თავისი მაგიდისკენ წავიდა გულამოვარდნილი. ბეთას მის ბავშვურ ქცევაზე ხმამაღლა ჩაეცინა, მაგრამ თქმით არაფერი არ უთქვამს. -რა თქმა უნდა მე ჩემი პირადი ანგარიშები მაქვს წერეთლის კომპანიასთან, ეს თქვენ არ გეხებათ! უბრალოდ თქვენმა კომოპანიამ ყველაფერი სააშკარაოზე უნდა გამოიტანოს, ჩემი დახმარებით. _თვალი ჩაუკრა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო. -ანუ უნდა გამოგვიყენო..._ცოტა არ იყოს და არ ესიამოვნა. -არა, კი არ უნდა გამოგიყენოთ, უნდა ეცადოთ რომ მოსახლეობას რაღაცაში გამოადგეთ!_შუბლშეკრულმა დაუღრინა და წელში გასწორდა. _მე და მამაშენმა ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ და ის ნაწილობრივ თანახმაა, შენს პასუხს ველოდებით. -ჩემს პასუხს რატომ?_დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და კარებისკენ წასულს აედევნა. -წერეთლის კომპანიასთან თანამშრომლობა შენ მოგიწევს. _ხმაში ეტყობოდა რომ ამ ამბით არც თვითონ არის კმაყოფილი, მეტიც საოცარი ზიზღით და გაღიზიანებით წარმოსთქვა მთლიანი წინადადება. ესმამ ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და შუბლზე თითები მიიდო. -კარგი, მაგრამ ჯერ მამაჩემს უნდა დაველაპარაკო!_ძალიან არეულია, ვერაფერს ვერ აანალიზებს, მამასთან საუბარი წამალივით სჭირდება. -როგორც გინდა. ~~~~~~~ ძალიან დიდი მადლობა ყველას. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.