შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამე პარტნიორთან [1]


18-09-2017, 17:19
ავტორი მე♥
ნანახია 14 753

რა დიდი სიამოვნებით გაუტეხავდსა თავს, მაგრამ ზუსტად იცის რომ ფიზიკურად ვერ გადაწონის, თანაც რა მისი საქმეა სად დააგდებს ნაგავს ერთი ჩვეულებრივი ქუჩაში გამვლელი ხეპრე. თუმცა ესმასთვის ცოტა რთულია “რა შენი საქმეა” პრინციპით გადაწყვეტილება შეაცვლევინო, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე გარემოს დანაგვიანებას ეხება. გამწარებულმა მოიკიდა ზურგზაგი ორივე მხარზე და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭისკენ, რომელიც გოგონასთან ერთად აგრძელებდა გზას.

-უკაცრავად!_ხმამაღლა დაიძახა და წინ გადაუხტა. თან ზურგს უკან მათი დაგდებულ კოკა-კოკას ქილას მალავდა. _თქვენ იცით უცხოეთში დაყრილ ნაგავზე ჯარიმა რამდენია?_მშვიდი გამომეტყველებით კითხა ირონიულად მომღიმარ ბიჭს და წარბწეულ გოგოს, რომელმაც ალბათ იფიქრა რომ ბიჭს “ახევდა.”

-გოგონა არ გვცალია. _სწრაფად აარიდეს თავი და გზის გაგრძელება სცადეს.

-დამშვიდდით არცერთი ინტრიგნული ტელევიზიის ჟურნალისტი არ ვარ და არც ეს არის გამოკითხვა! მე უბრალოდ მაინტერესებს რა ინფორმაციას ფლობთ ნაგვის დაყრასთან დაკავშირებით, თქვენი აზრით ადამიანები რატომ ვაბინძურებთ გარემოს? _ისევ დაეწია და წინ დაუდგა. ორივე დადუმებული უყურებდა. _აი,ეს._ზურგს უკან დამალული ქილა გამოაჩინა და ცხვირთან ახლოს მიუტანა. _აი, ეს ქილა თქვენი დაგდებულია. რატომ? როცა ნაგვის ურნა 4 ნაბიჯის იქით არის! ხომ შეგიძლო ცალი ხელით გოგონაზე რომ გაქვს ჩაჭიდებული ცოტახანი ქილისთვის დაგეთმო და ოთხი ნაბიჯის შემდეგ გადაგეგდო, თუ შეყვარებულს წაგართმევდა ვინმე? შეყვარებული არ ვიცი და ადამიანობას ნელ-ნელა კარგავთ! _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და იქვე მდგარ ნაგვის ურნაში უკრა ქილას თავი. _დიდი სიამოვნებით გისროდით ორივეს ამ ნაგვის ურნაში! ხო, შეურაცხყოფას გაყენებთ, მაგრამ მეტის ღირსები მაინც არ ხართ, ნაგვებო, ღორებო!_გაღიზიანებულა ბოლო ხმაზე დაიღრიალა და ერთ ადგილზე გაშეშებულ წყვილს გაეცალა.

-ესმა!_საიდანღაც ნაცნობი ხმა მოესმა. _ესმა-მეთქი!_ხმა ისევ არ წყდებოდა. _გეყოფა ძილი და ადექი!_იგრძნო როგორ დახტა ვიღაცა საწოლზე და ზმუილით იცვალა გვერდი.

-კიდევ 5 წუთი!_მუდარით ჩაიჩურჩულა და საბანი თავზე გადაიფარა.

-არავითარ შემთხვევაში, 20 წუთის წინაც მაგას ამბობდი!_სასწრაფო წესით გადააძრო საბანი მაიკომ და ოთახის კუთხეში მოისროლა.

-დედა, რატომ ერევი ჩემი და ძილის პირად ურთიერთობებში?_გაბრაზებულმა წამოიყვირა და ბალიშიდან თავი ძლივს ასწია. მაიკომ წარბწეულმა გადახედა გაბურძგნულ შვილს, მერე კი ღიმილშეპარულმა გააქნია თავი და კარებისკენ წავიდა. _ჰეი, თქვენ გესაუბრებით!_ხელი აიქნია და დედას უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა, მაგრამ მაიკოს უკვე დაეტოვებინა შავ ბნელი ოთახი.

ესმა უკმაყოფილო სახით წამოდგა ფეხზე, შავი, ბუმბულებიანი ჩუსტები ჩაიცვა და მთქნარებით წავიდა ფანჯრისკენ.

-ისევ ეს საშინელი წვიმა, არა და რომ კითხო გაზაფხულია. _ბუზღუნით დაიწუწუნა და შორტის ბოლოები შეისწორა. _სულ რატომ მეკვეტება?!_როგორც ყოველთვის ახლაც უკმაყოფილოა და მე მგონი ხასიათზეც ვერ უნდა იყოს.
~~~
-ჰეი, კომბლე, რაო მშობლეთა კრებაზე?_ღიმილით წამოარტყა მაგიდასთან მოკალათებულ 14 წლის ძმას და თავისი ადგილი დაიკავა.

-ნუ მეძახი კომბლეს!_ღრენით მიუტრიალდა თოკო.

-ნუ მეძაბები!_ცხვირზე შეკრული მუშტი მიადო და თვალი ჩაუკრა. _ნუ გავიწყდება რომ შენზე 11 წლით ვარ უფროსი!_შუბლშეკრულმა შეახსენა და პერანგის საყელო გაისწორა._მაიკო, მალე იქნება?

-მზად არის._ყავის ფინჯანი და ერბო კვერცხი ცხვირწინ დაუდო, თვითონ კი სამზარეულოდან გავიდა.

-ზეგ მასწავლებელმა დედა დაიბარა. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა თოკომ და დას მორიდებით გადახედა.

-მშობელთა კრება გუშინწილ გქონდათ, მასწავლებეს თუ რამე ქონდა სათმქელი ეტყოდა..._მხრები აიჩეჩა ესმამ. _მოიცა, მოიცა, შენ რა უკვე მოასწარი რაიმეს გაფუჭება?-პირდაღებულმა კითხა ძმას და ყავის ფინჯანი უკან დააბრუნა. თოკომ დამორცხვილმა დაუქნია თავი და აფერისტულად გაეკრიჭა. _ნუ იცინიხარ!_წარბწეულმა დაუღრინა და ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა. _რა გააფუჭე?_ინტერესით იკითხა და ყავა მოსვა.

-ჩემს კლასელს ხელი მოვტეხე. _ისეთმა კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, მე მგონი ეს ბიჭი შემოგზავნილია... ჰო, ჰო აშკარად რუსების აგენტია, ან იქნებ ამერიკელების.

-რა უქენი?!_ესმას ყავა გადასცდა. _ხელი რანაირად მოტეხე, შე ველურო არსებავ?

-ფეხი დავუდე და ცუდად დაეცა. _ირონიულად გააქნია თავი.

-ჰმ, ცუდად დაეცა... ხოდა ზეგ შენ დაგცემს დედა ცუდად!_თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.

-ესმა, გთხოვ რა!_მუდარა გაისმა თოკოს ხმაში.

-არა, გამორიცხულია!_კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა. _მე წავედი, პკთ!
~~~
-დღეს ორგან გვაქვს შეხვედრა დანიშნული. პირველი შეხვედრა ჩვენს ძველ პარტნიორებთან, რომლებმაც ორი წლის წინ გაწყვიტეს კონტრაქტი ბატონ ვასილისთან, მეორე შეხვედრა მომავალ პარტნიორებთან რომელბმაც 3 საუკეთესო კომპანიიდან ამოგვარჩიეს. _სხაპა სხუპით მიაყარა ოთახში შესულ თანამშრომელს ნინემ.

-ბატონი ვასილი. _სიცილით ჩაილაპარაკა და შუბლზე თითები მოისვა. _რა უცნაურად ჟღერს.

-1 წელია აქ ხარ და რით ვერ შეეგუე?_წარბწეულმა კითხა და მაგიდაზე შემოსკუპდა.

-ნინეჯან, ცოტა არ იყოს და ძნელია საკუთარ მამას ბატონობით მიმართო. _თვალი ჩაუკრა და კომპიუტერის ღილაკს მიაჭირა თითი.

-ნუ ხო ძნელია, მაგრამ... რა ვიცი რა ვიცი, რა დროს ეგ არის ვერ ხედავ რამდენი საქმე გვაქვს? სამ საათში უნდა გავიდეთ პირველ შეხვედრაზე და ჯერ ჩონჩხიც კი არ გვაქვს მზად. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა და საბუთებს გადახედა.

-მიდი დაიწყე. _სავარძელზე კომფორტულად “გადაწვა” და ფეხი ფეხზე გადადო.

-მოკლედ ეს ახალი პარტნიორები 25 წელია რაც არსებობენ, ბოლო 5 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ტენდერი მოიგეს და თანაც ყველა პატიოსნად. ნუ მიყურებ ეგრე, აფსოლიტურად ყველა დეტალი გამოვიძიეთ მე და ბესომ და ყველაფერი სუფთაა, საქმე იმაშია რომ ყველაფერს მართლა ძალიან კარგად აკეთებენ. ხარისხიანი მასალა, ხარისხიანი შენობები და რაც მთავარია ფასები, ძალიან იაფია... თუმცა ეს ცოტა არ იყოს მაკვირვებს. შენობა რომელიც ასეთი ძვირი ჯდება, ასე იაფად გაყიდო, ცოტა საეჭვოა.

-სამაგიეროდ ბევრი კლიენტი ეყოლებათ და ბინები სწრაფად გაიყიდება. _”ამოცანა ამოხსნა” და ტუჩებდაბრეცილ მეგობარს თვალი ჩაუკრა.

-ხო, შეიძლება. ამ კომპანიის უფროსი ბატონი ალექსანდრე და მისი შვილი ერთი თვის უკან დაბრუნდნენ საქართველოში. რამდენიმე კვირით იყვნენ ამერიკაში ახალი შენობის საქმეებთან დაკავშირებით და როგორც ყოველთვის ახლაც მოიგეს.

-ანუ გინდა თქვა რომ ამერიკაშიც აშენებენ?_პირდაღებული გასწორად წელში.

-აჰამ, თანაც ძალიან ძვირიან სასტუმროებს!

-ჰოო, გამოდის რომ ეს კომპანია წამალივით გვჭირდება.

-ამ ეტაპზე მარტო ეგ თუ გადაგვარჩენს, თორემ ცოტახანში ბატონი ვასილი, მარტო მამა გახდება.

-როგორ იცი ხოლმე... _სარკასტულად შესძახა და ფეხზე წამოდგა _რაო, რას ამბობდი მამა-შვილიო? ანუ კომპანიას ორი პრეზიდენტი ყავს?!

-არა, შვილი ვიცე პრეზიდენტია.

-გასაგებია. ბიოგრაფია გაქვს?

-კი, ყველაფერი აქ წერია._თაბახის ფურცლები გადააწოდა. _ესმა._ყავის აპარატთან მისულ გოგონას ხმადაბლა დაუძახა ნინემ და მაგიდიდან ჩამოსკუპდა. _ამ კომპანიას კიდევ ერთი კომპანია უმიზნებს და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

-რომელი კომპანია?_გაკვირვებულმა შეჭმუხნა შუბლი და ცხელი ყავა მოსვა.

-”NC- ნიუ სითი” _ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ანერვიულებულმა. ესმამ წამებში გადახარშა თანამშრომლის ნათქვამი და ბოლოს ბოლო ხმაზე ახითხითდა.

-ნუ გადამრიე, ნულზე დამჯდარი კომპანია ამ კომპანიას რანაირად უმიზნებს? დაგავიწყდა ბოლოს როგორი ტენდერი წააგეს?_ბოროტულად ჩაიქირქილა და დივნისკენ წავიდა.

-კომპანია ორი დღის წინ ახალმა პრეზიდენტებმა შეისყიდეს. ახლა უკვე “NC- ნიუ სითი” დემეტრაძეების კომპანიაა!

-მთლიანი პაკეტი იყიდეს?_თვალებგაფართოვებულმა ჩაილაპარაკა და ფინჯანი მაგიდაზე დადო. ნინემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _მოიცადე და გიჟები არიან თუ ფულის ფლანგვა უყვართ? ნულზე დამჯდარი კომპანია რამ აყიდინათ? თანაც ბოლო პერიოდში ყველა ბანკმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, პრესტიჟი შეელახათ, ბაზარზე უკანასკნელი კომპანიაა, ღმერთო ჩემო. _აღშფოთებული ითვლიდა თითზე ყველაფერს და თან გულიანად იცინოდა.

-ფაქტია დემეტრაძეებს ძალაინ დიდი გეგმები აქვთ, ასე უბრალოდ 0 დამჯდარ კომპანიას არავინ არ იყიდის, თანაც უნდა შეგახსენო რომ ყველაზე სტაჟიანი კომპანიაა მთელ საქართველოში და რომ მოინდომონ სულ თავისუფლად ჩაგვძირავენ, მითუმეტეს როცა ევროპაში მოღვაწე ბიზნესმენებისაა ყველაფერი.

-უყურე შენ რამდენი რამე გცოდნია... და მე ამ ყველაფერს ახლა უნდა ვიგებდე?_გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და ფეხზე წამოფრინდა. _მომიყევი ყველაფერი, ვინ არიან, რა უნდათ... ისეთი შეშინებული ლაპარაკობ აშკარად რაღაცაშია საქმე!_წინ აესვეტა და ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.

-32 წლის ბეთა დემეტრაძე დასაოჯახებელი, პერსპექტიული და საკმაოდ მდიდარ-გავლენიანი ბიზნესმენი, რომელმაც 3 წლის არაბეთში არაბული კომპანია ჩაძირა უბრალო კომპანიის დირექტორის სახელით და წარმოიდგინე საკუთარი კომპანიის გამო რას იზამს.

-ყველაზე ბინძური საქმეა!_მობეზრებულმა და დაღლილმა ამოიჩურჩულა. _სულ ვიღაცა უნდა ჩაძირო, სულ ვიღაცის შავ პიარზე უნდა იყო დამოკიდებული რომ შენი კუთვნილი სავარძელი არ დაკარგო, სულ ვიღაცის უკან უნდა იმალებოდე. ძალიან დავიღალე!

-ნუ გავიწყდება რომ მამაშენის საქმე შენ უნდა გააგრძელო, ასე რომ ახლა წუწუნს არანაირი აზრი არ აქვს... თოკო კიდევ ძალიან აგვიანებს გაზრდას. _სიცილით ჩაუკრა თვალი და გასასვლელისკენ წავიდა.

~~~
ძველ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელება, მითუმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ ცოტა არ იყოს და მათ პრესტიჟს ლახავს, მაგრამ თუ ფინანსური მხარით ვიმსჯელებთ ახლა განსაკუთრებით სჭირდებათ პარტნიორები, ინვეესტორები და რაც მთავარია ბანკები! უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ან ოდნავ შელახული პრესტიჟი უნდა აიტანონ, ან კაბინეტებში დასხდნენ და მოთმინებით დაელოდნონ როდის დაუყადაღებენ ყველაფერს.

-თქვენი პირობები გასაგებია, მაგრამ ნუ გავიწყდებათ რომ ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობა თქვენი სურვილით შეიძლება გაგრძელდეს, ამისთვის კი რამდენიმე საკითხზე მოგვიწევს შეთანხმება. ჩვენ ასე უბრალოდ არ ვლახავთ კომპანიის სახელს, მითუმეტეს უნდა გახსოვდეთ როგორი რეაგირება ქონდა თქვენს კომპანიას რამდენიმე წლის წინ მომხდარ ამბებზე! ასე რომ, ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ, ავაწყობთ და გეგმას კვირის ბოლოს განახებთ. აი, მერე კი შეგვიძლია დავსხდეთ და ერთი ჭიქა წითელი ღვინო დავლიოთ!_ღიმილით ჩაილაპარაკა და სკამი ოდნავ უკან გასწია. _სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ლანჩი, ახლა უნდა დაგტოვოთ, შეხვედრადე.

კიდევ ერთი შეხვედრა, რამდენის ატანა უწევს მამის ახირებების გამო. ზოგადად არ არის მშობლების არჩევანზე გადაკლული შვილი. “ექიმი უნდა გამოხვიდე” მშობლებიც არ ყავს, უბრალოდ მამამისს უნდა თავის კომპანიას წლების შემდეგ მისმა შვილმა უხელმძღვანელოს, თოკო ჯერ ძალიან პატარაა ამ ყველაფრისთვის, ვინ იცის რომ გაიზრდება ესმას ადგილის დაკავებაც მოინდომოს, მანამდე კი ესმამ ბევრი რაღაცა უნდა ისწავლოს. ჯერ კომპანიის პრეზიდენტობაზე ფიქრი ძალიან ადრეა, თანაც ვასილი ისეთ ჯანზეა, 18 წლის ბიჭივით გამოიყურება. მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მარტო მაშინ უწევთ კამათი როცა სამსახურზე საუბრობენ, ან საფეხბურთო კლუბებზე. გააჩნია როგორ ხასიათზე არიან.
დაღლილ დაქანცულმა შეაღო კაბინეტის კარები და კომპიუტერში შემძვრალ ნინეს გახედა. გოგონამ სწრაფად მოაშორა თვალი ეკრანს და მეგობარს მიაჩერდა.

-აბა, როგორი იყო?

-დარწმუნებული ვარ გაებმებიან. _სიცილით ჩაილაპარაკა და ჩანთა იატაკზე დააგდო.

-ასეც ვიცოდი! როგორი “სფიჩი” გქონდა?_ფხუკუნით კითხა, არადა ზუსტად იცის როგორც იეშმაკებდა.

-სფიჩური. _სიცილითვე უპასუხა და კაბინეტში შემოსულ ბატონ ვასილს გადახედა.

-როგორ ვხედავ ცოტას უსაქმურობთ. _წარბწეულმა ღიმილით ჩაილაპარაკა და კარები დაკეტა.

-ბატონო ვასილ, აი, ამ წამს ვაპირებდი თქვენთან შემოსვლას და დღის ანგარიშის წარდგენას. _ირონიულად ჩაილაპარაკა ესმამ.

-5 წუთში ჩემს კაბინეტში იყავით, ორივე!_თითი დააქნია და ოთახი დატოვა.

-როგორ მკაცრია. _სიცილით ჩაიჩურჩულა ნინემ.
~~~
-ძალიან მინდოდა თქვენი პირადად გაცნობა. _მომღიმარმა მამაკაცმა ფლირტის ელემენტებით გაჟღენთილი მზერა შეავლო მომხიბვლელ ესმას.

-ასევე. _ღიმილით უპასუხა და რესტორნის ღია კარებში შევიდა. _მამათქვენი რატომ არ მოვიდა?_ინტერესით იკითხა.

-რაღაც საქმები გამოუჩნდა და იძულებული გახდა შეხვედრაზე უარი ეთქვა, თუმცა მე აქ ვარ და მზად ვარ ყველანაირად მოვახერხო თქვენთან შეთანხმების დადება.

ღიმილით გასწია ხელები და ანიშნა მოსასხამი გაიხადეო. ესმამ ზურგი აქცია, ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და თხელი მოსასხამიდან ხელები გამოაძვრინა, მერე კი მიმტანთან ერთად თავისუფალი მაგიდისკენ წავიდნენ.
საბა ზედმეტად სიმპათიური, მომხიბლავი და ზრდილობიანი მამაკაცია. მართალია ვნებიანი მზერით შევლება ძალიან უყვარს, მაგრამ ესმას ეს სულაც არ აკომპლექსებს, პირიქით უხარია კაცის ყურადღება ასე რომ მიიქცია, ეს ძალიან დაეხმარება კომპანიის გადარჩენაში. თანაც ცოტა არ იყოს და მამაკაცის მიმართ სიმპათიებით განიმსჭუალა, ბოლოს და ბოლოს ყოველდღე კი არ ხვდება ასეთ კულტურულ და სექსუალურ კაცებს.

-პირველ რიგში გეტყვით რომ არ მიყვარს მარტო საქმეზე კონცენტრირება და მინდა ჩემი პარტნიორი ყველანაირად შევისწავლო, ამისთვის კი მისი ბიოგრაფიის მოსმენაა საჭირო. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა საბამ და თვალი ჩაუკრა. _მე გესმენ, მაინტერესებს ყველაფერი, პირველ რიგში ხარ თუ არა თავისუფალი.

-ბატონო საბა, ეს უკვე ფლირტია!_მოჩვენებითი სიმკაცით ჩაილაპარაკა და ცალი წარბი ოდნავ ასწია.

-მერე და ვინ უარყოფს, დიახ მე თქვენ გეფლირტავებით. _ღიმილით დაუქნია თავი და მენიუს გადახედა. _თუ რა თქმა უნდა მეტყვით რომ თავისუფალი ხართ, ეს უფრო დიდხანს გაგრძელდება და ვინ იცის როგორ სასიამოვნოდ დასრულდეს.

-ხო, ალბათ მართალი ხართ, დღეს ჯობია ერთმანეთი გავიცნოთ. _თავი დაუქნია და მენიუს დახედა.

-ძალიან გთხოვ შენობით ვისაუბროთ!_მკაცრად მოსთხოვა. _და მაინც არ მეუბნები ხარ თუ არა თავისუფალი.

-კი, თავისუფალი ვარ._ტუჩის კუთხე ჩატეხა ესმამ.

-ძალიან კარგი, ე.ი. დღეიდან შენი გულის მონადირებას ვიწყებ!

დაგადაჭრით ჩაილაპარაკა და ესმას უკან დააკვირდა რაღაცას, საბას ღიმილი სახეზე მიეყინა. გაავებული სახით უყურებდა რესტორანში ახლადშემოსულ მამაკაცს რომელსაც წყვილი უკვე შეემჩნია და ცინიკური ღიმილით ადევნებდა თვალს. ესმამ საბას ცივ მზერას ინტერესით გააყოლა თვალი და მისთვის უცხო აღნაგობის მამაკაცს გაუსწორა მზერა.

-საბა, მოხდა რამე?_წამით გადახედა პარტნიორს, მერე ისევ უცხო მამაკაცს...

-არა, არაფერი. _სწრაფად დაილაგა სახე და ქალს ღიმილით მიუბრუნდა. _ჯობია თუ ყურადღებას არავის არ მივაქცევთ, ეს საღამო მხოლოდ მე და შენ გვეკუთვნის! _ესმამ დაბნეულმა აიჩეჩა მხრები და ოდნავ გაუღიმა.

უცხო მამაკაცისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, იმდენად იყო საბას ამბებში ჩართული. მამაკაცი დიდი მონდომებით უზიარებდა თავის საქმიანობას, კომპანიის ინტერესებს, ასევე შიგადაშიგ თავიანთ პირად ცხოვრებაზეც ყვებოდნენ. საბას ცოლი ყავდა რომელსაც რამდენიმე თვის წინ გაშორდა და ამ თემაზე ბევრს არ საუბრობს, თუმცა ამბობს იმასაც რომ ყოფილი ცოლი დიდი ხნის დავიწყებული ყავს. არ ვიცი ესმამ ეს რამდენად დაიჯერა, მაგრამ მე მგონი საბას წარსულს მასზე არ უმოქმედია.

-ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მანქანასთან გაჩერდა._სასიამოვნო იყო შენი გაცნობაც. _სწრაფად დაამატა და ჩაიცინა.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი კარგი იყო შენთან ერთად 2 საათის გატარება. _ხელზე ოდნავ შეეხო, მშვიდად გაუღიმა და მანქანის კარები გაუღო. _დროებით._გოგონასკენ გადაიხარა, ტუჩები ლოყაზე მსუბუქად შეახო და ისევ უკან დაიხია.

-დროებით, საბა.

~~~
-უცებ უცებ..._კაბინეტში შესვლისთანავე ეცა ნინე და სკამზე ჩაახეთქა.

-საბა ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, მართალია ცოტა მექალთანეს შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ცუდი არაფერი! რაც მთავარია საქმე ძალიან კარგად იცის და ბევრი ისეთი რაღაცაც წამოსცდა რამაც შეიძლება სულ მცირე დროში დაგვიბრუნოს სახელი და დიდება. _გაბადრულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

-ანუ კონტრაქტზე ხელს მოაწერენ?

-არ ვიცი, დღეს მარტო საბა მოვიდა, მამამისს რაღაცა შეხვედრა ქონია... ასე რომ ახლა საბაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მამამისი დაარწმუნოს.

-არა მგონია ბატონი ალექსანდრე ეგრე ადვილად უჯერებდეს შვილს.

-რატომ ადვილად? საბას ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა უნდა შევთავაზოთ, ამ დღეებში კიდევ შევხვდებით და ვისაუბრებთ._საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და თავისი ადგილი დაიკავა. _შენ რა ქენი, რამე გაარკვიე დემეტრაძეებზე?

-იმაზე მეტი რაღა უნდა გავარკვიო, კედლებზე კი არ წერენ თავიანთ გეგმებს. _შუბშეკრულმა გადახედა მეგობარს.

~~~
-რატომ მირეკავ?_მოჩვენებითი სიმკაცირთ ჩასძახა ძმას.

-ესმა, ძალიან გთხოვ!_მუდარა შეერია ბიჭს ხმაში.

-თოკო, ხომ იცი დედა მაინც გაიგებს და საყვედური არ აგცდება. _შეეცადე სხვანაირად დაერწმუნებინა.

-ვიცი, მაგრამ ხვალ მირჩევნია შენ მოხვიდე._თავის პოზიციებს არ თმობდა 14 წლის ძმა.

-კარგი, ხვალ მე მოვალ, მაგრამ იცოდე დედას ორივე ერთად ვეტყვით ყველაფერს... მოსულა?

-მოსულა. _გახარებულმა ჩასძახა და ხმით კოცნები გამოუგზავნა.

-აფერისტო, სახლში გნახავ. _სიცილით დაემშვიდობა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

დაღლილ დაქანცულმა გადახედა საბუთების დასტას და შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა. ნინე ორი საათით ადრე გაუშვა, დღეს დიშვილი ბაღიდან უნდა გამოიყვანოს და ცოტა ადრე მოუწია სახლში წასვლა. ამიტომაც ყველაფრის კეთება ესმას უწევს, იმდენი საქმეა კომპანიაში, მამამისიც სულ უფრო და უფრო მეტ საქმეს აძლევს, გეგონება მოცლილი იყოს. ესმას განსაკუთებით აკონტროლებს, სულ ცდილობს მისი დღის და კვირის ანგარიში იცოდეს, ალბათ იმიტომ რომ მერე ვინმემ არ თქვას შვილია და ანებივრებსო, თანაც რამდენიმე წელში ესმას მოუწევს მთავარი სავარძლის დაკავება და ვასილმა ამ სფეროში მისი ცოდნის დონე უნდა იცოდეს.
თვალებმიბლეტილმა ჩააქრო შუქი და კაბინეტის კარები საიმედოდ ჩაკეტა.
მანქანასთან მისულმა ცარიელი სადგომი ეჭვით მოათვალიერა და ცალი წარბი მაღლა აზიდა. ღამის 9 საათზე ტოვებს სამსახურს, თანაც სადგომზე არცერთი მანქანა არ დგას, დაცვის წევრების მანქანებს თუ არ ჩავთვლით. “შენ ახლა გეძინება და მოჩვენებები დაგეწყო.” სიცილით ჩაილაპარაკა და მანქანის კარები გამოაღო. სარკე გაასწორა, გზას გახედა და ძრავა აამუშავა.
~~~
-ჩაი დაგისხა?

-ნუთელაც წამისვი, რა. _მუდარით გაიწელა ყელი და მაცივართან მდგარ, მომღიმარ დედას გადახედა. მაიკომ სიცილით გააქნია თავი და შოკოლადის კარაქი მაგიდაზე დადო.

-შენ რას შეჭამ?_ცხვირჩამოშვებულ შვილს კითხა და ჩაის ფინჯანი წინ დაუდგა.

-მეც ნუთელა წამისვი. _ღიმილით უპასუხა და დას ეშმაკურად გაუცინა. ესმამ წარბწეულმა გააქნია თავი და ჩაი მოსვა.

-მამა სად არის?_ინტერესით გაიხედა მისაღებისკენ.

-მამამ დღეს გვიან მოვალ, ბიჭებთან ერთად წყნეთშია. სამსახურში რა ხდება, ხომ ყველაფერი კარგადაა?_ოდნავ დამფრთხალმა კითხა შვილს.

-კი, ყველაფერი კარგად არის.

-ბოლო დროს მამაშენი ცოტა აღელვებულია და ისევ წაგებულ ტენდერზე ნერვიულობს?_შეწუხებულმა იკითხა.

-დედა, ყველაფერი კარგად არის. ხან ტენდერს წავაგებთ და ხან ბაზარზე დაგვსვამენ იაფად, ასე რომ დამშვიდდი და პური მომაწოდე!_ოდნავ დაუბრიალა თვალები.
~~~
-სად ხარ?_ძილბურანში მყოფი ნინეს კივილმა გამოაფხიზლა. დაფეთებულმა ჭყიტა ორივე თვალი და საწოლზე წამოჯდა, სწრაფად გადახედა ტუმბოზე მოთავსებულ მრგვალ საათს და შუბლზე გაშლილი ხელისგული იტაკა.

-ნახევარ საათი მანდ ვარ!

სწრაფად ჩასძახა და ფეხზე წამოფრინდა. სამწუხაროდ საწოლის ალაგებაც ვერ მოასწრო, არადა გამორიცხულია ოთახიდან ისე გავიდეს... მაგრამ რა ქანს, დღეს შეხვედრა აქვს საბასთან და მამამისთან, ვერნაიარად ვერ დააგვანებს. სახლის კარები ხმაურით გაიკეტა და მანქანისკენ სირბილით წავიდა. გზაში ისწორებდა ტანსაცმელს და მაკიაჟს. ნახევარ საათში არა, მაგრამ 55 წუთში სამსახურის შესასვლელთან იდგა. ნინე გაბრაზებული სახით უყურებდა და მისკენ მიდიოდა.

-კიდევ კარგი მოხვედი!_ჩურჩულით და ღრენით ჩაილაპარაკა.

-კარგი, ხო, ჩამეძინა.

-ნახევარ საათში რედისონში უნდა ვიყოთ. _ხმამაღლა დასძინა და ესმას მანქანისკენ წავიდა.

-საბუთები, ყველაფერი აიღე?_როგორც კი საჭესთან მოკალათდა ინტერესით კითხა თანამშრომელს. ნინემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და საბუთებს, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გადაავლო თვალი.

-კი, ყველაფერი აქ არის. _დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და ღვედი შეიკრა.
~~~
დაძაბულები ისხდნენ მაგიდის გარშემო, ბატონი ალექსანდრე ზედმეტად მკაცრი და შეუვალი აღმოჩნდა, ბატონ ვასილიზე უარესიც კი. ესმა დაბნეული უყურებდა მის თითოეულ მოქმედებას და ცდილობდა სიტყვებისთვის თავი მოეყარა. საბა ღიმილით ამხნევებდა და დრო და დრო თავის ჩართვებსაც აკეთებდა ესმას დამშვიდება რომ მოესწრო. უამრავი კითხვა დაისვა, უამრავი პასუხიც გაიცა და ლოგიკურია შეხვედრა ძალიან გაიწელა. თითქმის სამი საათი განიხილავდნენ ერთ კონკრეტულ თემას. ნინეც გაფაციცებით ეძებდა კომპიუტერში ყველა საჭირო ინფორმაციას ბატონი ალექსანდრესთვის რომ ეჩვენებინა. საბოლო ჯამში მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საბოლოო პასუხს ბატონ ვასილისთან ვიზიტის შემდეგ გეტყვითო ასეთი პასუხი გასცა ალექსანდრემ და რედისონის რესტორანი შვილთან ერთად დატოვა.

-აუ, ეს რა იყო. _ღრმად ამოისუნთქა ნინემ და სახე ხელისგულებში ჩარგო.

-სახლში რომ მივალ პირველი სააბაზანოში უნდა შევარდე, ოღონდ მანამდე თოკოსთან უნდა წავიდე სკოლაში. _დაღლილი წამოდგა ფეხზე და საბუთები ჩანთაში ჩაალაგა. _შენც სახლში წადი, ზედმეტად მძმე დღე გვქონდა. _სიცილით ჩაუკრა თვალი და მეგობართან ერთად გასასვლელისკენ წავიდა. _სახლში დაგტოვებ და მერე წავალ ბედოვლათთან.
~~~
-მადლობა თქვი შენი კლასელის მშობელი რომ არ იყო. _გაბარაზებულმა გადახედა ძმას.

-ესმა, დამიჯერე ღირსი იყო!_ღრენით ჩაილაპარაკა და წარბი ასწია.

-თოკო, 14 წლის ბიჭი ხარ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება. აღარ ხარ პატარა და უნდა აანალიზებდე რომ შენს ასაკში ბიჭები ცოტა სხვანაირად იქცევიან!_დინჯად შეეცადა ძმის ჭკუაზე მოყვანას.

-ხო, ჩემს ასაკში ბიჭები სადარბაზოებთან აბირჟავებენ!_შეახსენა რომ “ანეგელოზია”

-ფეხბურთის თამაში და 24 საათი სტადიონზე ყოფნა არ ნიშნავს იმას რომ მათზე რამით მეტი ხარ!_გაბრაზებულმა დაუბრიალა თვალები.

-დამიჯერე ვარ!_კატეგორიულად ჩაილაპარაკა და ღვედს დაეჯაჯგურა. _ვარჯიში მაქვს დღეს და იქ მიმიყვანე. _ცივად ჩაილაპარაკა და ფანჯრიდან გაიხედა. ესმამ ღრმად ამოიხვნეშა და თავი გააქნია.

-ნუ გწყინს!_სწრაფად მოულბა ხმა.

-არ მწყინს, უბრალოდ უნდა იცოდე ვის შემადარო და ვის არა!

-კარგი, ბოდიში, ცუდად გამომივიდა, მაგრამ კლასელს ხელს რომ ამტვრევ არც ეგ არის სწორი და მართებული!

-ვიცი-მეთქი, უბრალოდ წყობიდან გამომიყვანა და ნერვები ვეღარ მოვთოკე!

-ვეღარ მო-თოკა, ბიჭმა._სიცილით ჩაილაპარაკა და მანქანა შუქნიშანთან გააჩერა.

~~~
-უკაცრავად, ვერ დაგინახ...._პარკებით დატვირთულმა მორიდებით ჩაილაპრაკა და ნაცნობი სილუეტის დანახვისას სიტყვა ტუჩებზე მიეყინა.

-არაუშავს. _აშკარად მამაკაცმაც ამოიცნო ქალი, თანაც ისეთი ცივი ხმა ქონდა.

-მე თქვენ მახსოვხართ. _შეპარული ღიმილით ჩაილაპარაკა და პარკები უფრო მოხერხებულად დაიჭირა. მამაკაცმა წარბი ასწია და თავი ოდნავ დააქნია.

-კარგი მახსოვრობა გქონიათ. _სარკასტულად ჩაილაპარაკა და რიგს გახედა.

-აა, უკაცრავად.

დაბენული გაიწია განზე და მამაკაცი ახლა უკვე დაშორებული მანძილიდან შეათვალიერა, მერე კი უსიტყვოდ დატოვა მაღაზია.
მანქანასთან მისულმა წვალებით ამოიღო ეტლიდან პარკები. პარკების საბარგულში ჩაწყობაც კი ვერ მოასწრო, ეტლი რომ გაგორიალდა. დაფეთებულმა გაუშვა ხელი პარკებს და დაპანიკებული გაეკიდა ეტლს, რომელიც შავი გაპრიალებული მანქანისკენ მიგორავდა. შეშინებულმა დახუჭა თვალები და ორივე ხელი სახეზე აიფარა, შეჯახების ხმამ ყველა და ყველაფერი გააყრუა. ტუჩებდაბრეცილმა ჩამოსწია ხელები დაბლა, ცალი თვალი ოდნავ მოჭუტა, ცალი კი ფართოდ გაახილა და ცალფარიან მანქანას გადახედა. მოულოდნელად გაექცა თვალი მაღაზიის კარებთან მდგარი მამაკაცისკენ, რომელიც გაფართოვებული თვალებით უყურებდა დალეწილ ფარებს.

-ო-ოო.... _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე იკბინა.

მამაკაცი ნელი ნაბიჯებით წამოვიდა მანქანისკენ, ოდნავ დაიხარა და ჩალეწილი ფარები შუბლშეკრულმა შეათვალიერა, მერე წელში გასწორდა და ძალიან ნელა მიტრიალდა დამორცხვილი ესმასკენ, რომელმაც აღარ იცოდა სად წასულიყო.

-იმედია ხვდები რომ ზარალი უნდა ამინაზღაურო!_ყოველგვარი ჩხუბის და ისტერიკების გარეშე, ძალიან მშვიდი, მაგრამ საშინლად ცივი ტონით დაიწყო მამაკაცმა. ესმამ სწრაფად დაისერიოზულა სახე და ნაცნობ კაცს ისე მიაჩერდა.

-მე რატომ?_მოულოდნელად წამოიძახა და როცა მამაკაცის უარესად შეკრული შუბლი და აწეული წარბები დაინახა იმ წამსვე ინანა.

-როგორ თუ რატომ?! შენი დაუდევრობის გამო ჩემს მანქანას ცალი ფარი აღარ აქვს!

-ამ.. ცუდად რომ გეყენა არაუშავს?!_დაბნეულმა მოიშველია უაზრო არგუმენტი, მაგრამ როგორც კი მანქანას გადახედა მიხვდა, რომ აქაც გაიჭედა. _ნუ, მართალია ხაზებშია, მაგრამ...

-მოკლედ ამ უაზრო დიალოგის გაგრძელებას არ ვაპირებ, ეს ჩემი ნომერია, დღესვე დამიკავშირდები და მანქანას ხელოსანთან წაიყვან!

კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და სავიზიტო ბარათი მიაწოდა. მამაკაცს აღარაფერი არ უთქვამს, უსიტყვოდ მიტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა. ცოტახანი გახევებული უყურებდა მასზე მიშტერებულ ნაცნობ და უცნობ მამაკაცს, მერე როცა მიხვდა რატომ არ ქოქავდა მანქანას, გაბრაზებულმა, დუდღუნით გამოაგორიალა ეტლი და მაგრად ჩაებღაუჭა. მამაკაცმა სწრაფად დაძრა მანქანა და იქაურობას წამებში გაეცალა. ეტლი თავის ადგილზე დააბრუნა და მანქანასთან დაყრილი პარკების ასაღებად დაიხარა. კიდევ კარგი ძვირიანი პარკები იყიდა, თორემ რა ახვეტავდა ამდენ კარტოფილს და ვაშლს. საჭესთან მოკალათებულმა ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო, თვალებგაფართოვებულმა და პირდაღებულმა გასწია თეთრი ფურცელი წინ. თვალები რამდენჯერმე დააფახუნა, მერე ისევ დაჭყიტა და მამაკაცის სახელს და გვარს დააკვირდა.

-ბეთა დემეტრაძე _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა კონკურენტი კომპანიის პრეზიდენტის სახელი და სავიზიტო ბარათი მეორე სავარძელზე ისროლა. _ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა... ჰო, ვირთხის, კენგურუს და აქლემის ბედი მაქვს!_გაბრაზებულმა წამოიყვირა და საჭეს თითები მაგრად მოუჭირა. ცალი თვალით გადახედა სავიზიტო ბარათს და მანქანა დაქოქა.
~~~~~~~~~
3 წლის შემდეგ ცოტა ძველი ისტორიის ვბრუნდები! <3



№1  offline ადმინი მწარე

როგორ მიყვარხარ და ესეც როგორ მიყვარს კიი იციი ❤❤❤
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№2  offline მოდერი მე♥

მწარე
როგორ მიყვარხარ და ესეც როგორ მიყვარს კიი იციი ❤❤❤

მეც ძალიან მიყვარხარ! <3
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი p♥♥h ^^

Aaii, prostaaaaa, ar arsebooobssd. Gogo shen aq ra gindaaa??
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№4  offline მოდერი მე♥

p♥♥h ^^
Aaii, prostaaaaa, ar arsebooobssd. Gogo shen aq ra gindaaa??

ასე მოხდა.[b][/b] <3
--------------------
ა.ა

 


ვფიქრობ,რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მიყვარხარ❤❤❤❤

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მომეწონააა ძალიან ♡♡

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მდააა... უკვე მჯერა, რომ ერთ დღეს მკვდრებიც აღდგებიან საფლავებიდან! :))).

 


№8  offline მოდერი მე♥

გაზაფხულის გოგო
ვფიქრობ,რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. მიყვარხარ❤❤❤❤


ვააი, გამახსენე რომელი ხარ.... ელენე?❤️❤️❤️

Anuki96
მომეწონააა ძალიან ♡♡
დიდი მადლობა<3

grafo
მდააა... უკვე მჯერა, რომ ერთ დღეს მკვდრებიც აღდგებიან საფლავებიდან! :))).

შენ აქ ხარ? :o დასაჯერებელი ამბავია :დდდ
--------------------
ა.ა

 


№9  offline მოდერი bibo

ჰოდა ეს ბოლო პერიოდია ასე არაფერი გამხარებია :* ჰოდა ჩემო ტაჩუნა ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი ხარო შენ :* ვგიჟდები ჩემო მზეო მე შენზე :* ყველაზე საოცრება კამფეტი ხარ შენო :* მინდა გითხრა რო საოცრებაზე მეტი ხარ ისე გამიხარდი ისე რო ჰაერში დავრბივარ ბედნიერებისგან :* ველი ახალ თავს და მე ვიცი ეს ისტორიაო ვია ვია :* ჰოდა კამფეტო ველი ახალ თავს :* ჩემო მარწყვის ქალავ სასწაული ხარ სასწაული :*

 


№10 სტუმარი Guest tamaro

არააა, რა დრო იყო შენი ისტორიები რვაათას ნახვამდეე რომ ადიოდა, შენ კიდეე უბრალოდ ადექიი და წახედი! სად წახვედი? სად დაგვტოვე ამდენი მკითხველი!

 


№11  offline მოდერი Nanaga

ქრომზე მომივიდა ნოუთიფიქეიშენი და არ გაქრა, შევხედე ჯერ სათაურს და ეგრევე ვიფიქრე ვიღაც ტასოს ბაძავს თქო, ძაან შენებური სტილი იყო, მერე შინაარსიც რომ ვნახე მოკლე მეთქი შანსი არ არის ტასო იყოს თქო, ნიკს რომ შევხედე ვერც მაშინ დავიჯერე ხოდა მინდა გითხრა, რომ ძააან გამახარე და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ინაზე და მის ორსულობაზე ვარ გადართული, ამანაც ჭკუიდან შემშალა :დ მიხარიხარ!

 


№12  offline წევრი Nano1993

ჩემი ტკბილი ანნა ❤ როგორ გამახარე დღეს

 


№13 სტუმარი Guest ლაშა

არ
მჯერა! ღმერთო სადა
ხარ?! ჩაგეხუტო მინდა... გამიხარდი ტასო :) ჯანდაბა! როგორ გამიხარდი...

 


№14  offline მოდერი მე♥

bibo
ჰოდა ეს ბოლო პერიოდია ასე არაფერი გამხარებია :* ჰოდა ჩემო ტაჩუნა ჩემი ბედნიერების ნაპერწკალი ხარო შენ :* ვგიჟდები ჩემო მზეო მე შენზე :* ყველაზე საოცრება კამფეტი ხარ შენო :* მინდა გითხრა რო საოცრებაზე მეტი ხარ ისე გამიხარდი ისე რო ჰაერში დავრბივარ ბედნიერებისგან :* ველი ახალ თავს და მე ვიცი ეს ისტორიაო ვია ვია :* ჰოდა კამფეტო ველი ახალ თავს :* ჩემო მარწყვის ქალავ სასწაული ხარ სასწაული :*

შენ და შენი ტკბილი ენა ნუ.... უსაყვარლესი გოგო ხარ და უზომოდ დიდი მადლობა<3 ოქროვ! <3

Guest tamaro
არააა, რა დრო იყო შენი ისტორიები რვაათას ნახვამდეე რომ ადიოდა, შენ კიდეე უბრალოდ ადექიი და წახედი! სად წახვედი? სად დაგვტოვე ამდენი მკითხველი!

თამარო, არ ვიცი რომელი თამარო ხარ, მაგრამ უსაზღვროდ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო <3
Hermann
ქრომზე მომივიდა ნოუთიფიქეიშენი და არ გაქრა, შევხედე ჯერ სათაურს და ეგრევე ვიფიქრე ვიღაც ტასოს ბაძავს თქო, ძაან შენებური სტილი იყო, მერე შინაარსიც რომ ვნახე მოკლე მეთქი შანსი არ არის ტასო იყოს თქო, ნიკს რომ შევხედე ვერც მაშინ დავიჯერე ხოდა მინდა გითხრა, რომ ძააან გამახარე და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ინაზე და მის ორსულობაზე ვარ გადართული, ამანაც ჭკუიდან შემშალა :დ მიხარიხარ!


ინას ორსულობას დრო რომ არ დავკარგოთ ჯგუფში მოვუღებ ბოლოს... მადლობები საყვარელო <3

Nano1993
ჩემი ტკბილი ანნა ❤ როგორ გამახარე დღეს

ქ-ნ ნანო, მიყვარხართ მე თქვენ! <3
Guest ლაშა
არ
მჯერა! ღმერთო სადა
ხარ?! ჩაგეხუტო მინდა... გამიხარდი ტასო :) ჯანდაბა! როგორ გამიხარდი...

მართლაც რომ ჯანდაბა, ლაშა, რა კაი ტიპი ხარ! <3 ძალიან დიდი მადლობა <33
--------------------
ა.ა

 


№15 სტუმარი Vlad

rogor mombezrda erti da igive shinaarsis istoriebi.
rogor mombezrda es aleqsandre, demetre da msgavsi tipebi.
damglelia es tuchze kbenebi tansacmlis shemoxevebi prezidentis shvilobebi kompaniebi da aaaaaaaaa rame gansxvavebuli weret xalxo ar digalet?

 


№16  offline მოდერი მე♥

Vlad
rogor mombezrda erti da igive shinaarsis istoriebi.
rogor mombezrda es aleqsandre, demetre da msgavsi tipebi.
damglelia es tuchze kbenebi tansacmlis shemoxevebi prezidentis shvilobebi kompaniebi da aaaaaaaaa rame gansxvavebuli weret xalxo ar digalet?

უფანტაზიო ხალხი არ ვიღლებით!
არ მოგწონს შინაარსი?! გზა დიდია, შენიშვნას სხვა კუთხით ვიღებ მე!;)
--------------------
ა.ა

 


№17  offline მოდერი ენემი

ტაისიააა heart_eyes დაბრუნებას გილოცავ პირველ რიგში <3 ისტორია კი ფანტასტიკაა <3

 


№18  offline წევრი kora

ტასო, როგორ მიხარიხარ აქ. უამრავჯერ წაკითხულს ისევ იმავე ემოციით ვკითხულობ, როგორც პირველ ჯერზე. ოქრო გოგო ხარ შენ <3
--------------------
kira.G

 


№19  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ გამახარე ტასო რომ იცოდე. კიდევ დიდი სიამოვნებით "გადავიმეორებ" შენს ისტორიას... და მითუმეტეს "ბეთა და ესმა" ძალიან მაგარი წყვილია... გამიხარდა რომ დაბრუნდი საიტზე... მომენატრე უკვე და ბოლოს დაუმთავრებელ ისტორიას ველიიი

 


№20  offline მოდერი მე♥

ენემი
ტაისიააა heart_eyes დაბრუნებას გილოცავ პირველ რიგში <3 ისტორია კი ფანტასტიკაა <3

ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია რომ მოგწონს <3
kora
ტასო, როგორ მიხარიხარ აქ. უამრავჯერ წაკითხულს ისევ იმავე ემოციით ვკითხულობ, როგორც პირველ ჯერზე. ოქრო გოგო ხარ შენ <3

აუ, რა ძალიან კარგები ხართ <3 უდიდესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, საყვარელო <3
უცნობი ქ
როგორ გამახარე ტასო რომ იცოდე. კიდევ დიდი სიამოვნებით "გადავიმეორებ" შენს ისტორიას... და მითუმეტეს "ბეთა და ესმა" ძალიან მაგარი წყვილია... გამიხარდა რომ დაბრუნდი საიტზე... მომენატრე უკვე და ბოლოს დაუმთავრებელ ისტორიას ველიიი

ძალიან მიხარია ჩემი დაბრუნებით თუ გაგახარე, უღრმესი მადლობა <3
--------------------
ა.ა

 


№21  offline წევრი kora

შენ რომ ხარ ასეთი კარგი იმიტომაც გაფასებთ და გვიყვარხარ ამდენს. აქ ჩემი ნიკით ვერ მიცნობდი და გაგეცნობი, აი ის კარინა ვარ ასე რომ გიჟდება შენს პერსონაჟებზე და შენზე <3
--------------------
kira.G

 


№22  offline მოდერი მე♥

kora
შენ რომ ხარ ასეთი კარგი იმიტომაც გაფასებთ და გვიყვარხარ ამდენს. აქ ჩემი ნიკით ვერ მიცნობდი და გაგეცნობი, აი ის კარინა ვარ ასე რომ გიჟდება შენს პერსონაჟებზე და შენზე <3

ჩემი თბილი კარინა <3
--------------------
ა.ა

 


№23  offline მოდერი Eleniko13

ღმერთო, მაღალო
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№24  offline წევრი modemodka

Kargi istoriaa da imedia male dadeb shemdeg tavs

 


№25  offline წევრი anonimiavtori

ბავშვებო დამეხმარეთ,ისტორიას ვეძებ:

ადრე ისტორია იდო ესე 3-4 წლის წინ და ერქვა ,,მინდა გახსოვდე".მთავარ პერსონაჟებს ნიკო და ელენე ერქვათ.ელენე ცნობილი ბიზნესმენის თუ ადვოკატის შვილი იყო და ამ კაცის გამო გაიტაცეს ელენე (შვილი).რომ გაიტაცეს ნიკოს ყავდა ეს გოგო სახლში გატაცებული და ერთმანეთი შეუყვარდებათ.მერე რაღაც მოხდება და ეს გოგო გააღწევს იქიდან,შემდეგ უცხოეთში (მგონი გერმანიაში) ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.ბოლოს ნიკოს მანქანა ეჯახედა თუ სწორად მახსოვს და კვდება.ისტორიას ,,მინდა გახსოვდე" ერქვა,მაგრამ ის ისტორია არაა ეხლა რომ დევს საიტზე იგივე სახელით.მომხმარებელს minda gaxsovde ეწერა.მაინტერესებს თუ იცით ეს ისტორია და გახსოვთ დიალოგები ან რაღაც მომენტები,მომწერე რა პასუხი აუცილებლად <3
პ.ს ეს ისტორია სხვა საიტზეც იდო,მაგრამ იქ სახელები შეცვლილი იყო,ლიზი და ანდრეა იყვნენ

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

მგონი ეს ისტორია ც კი მახსოვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent