უხამსი წინადადება თავი II
_ამ ამბავს რომ გაიგებენ არამგონია ისევ იყვნენ თანახმა იმაზე რომ ახალგზარდებს ლექციები წაუკითხო_ღიმილიანი სახით შეხედა ალექსანდრემ, მერე განაგრძო მშვიდი ტონი_საერთოდაც მეეჭვება სამსახურის შოვნა შეძლო ამის შემდეგ, მაგრამ მე შემიძლია დავივიწყო ეს ამბავი, მშვიდად დავხიო ეს განცხადება, თუ ჩემთან დაწვები. _ეს ყველაფერი შენ მომიწყვე! მაგიტომ მიგყავდი ხომ ბუდაპეშტში! ნაძირალა და არაკაცი ხარ! _თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ნატუკა _ბუდაპეშტი სამსახურეობრივ ვიზიტს გულისხმობდა, მაგრამ მაქაც შეიძლება _გაუღიმა ალექსანდრემ _როგორ მიბედევ?! ამას შანტაჟი ქვია და ამისთვის პასუხს გაგებინებ! გიჩივლებ! ხო, გიჩივლებ!_ მზვინვარებდა გოგონა _კარგი და რით მიმტკიცებ რომ მოგიწყვე?_ისევ ცინიკური ღიმილი ესროლა ქალს _ეს ხომ აშკარაა, შენ მე მაშანტაჯებ და სექსუალურად მავიწროვებ, რაც კანონით ისჯება _არ ცხრებოდა ნატუკა _კანონით სხვა რაღაცებიც ისჯება, ნუ დაგავიწყდება მე მოწმე ყავს _მშვიდი ტონით მიუგო ალექსანდრემ _სამაგიეროდ სინდისი არ გაგაჩნია! არაკაცი და ნაძირალა ხარ! _კბილებში გამოსცრა ქალმა, რომელსაც სიბრაზისგან სახე სულ ალეწოდა _აბა, რას შვები დავურეკოთ პოლიციას და დაემშვიდობები კარიერას თუ დათანმდები ჩემს წინადადებას, ამდენი დრო არ მაქვს _საათზე ანიშნა ნატუკას და სავარძელს მიეყრდნო. ნატა შარვაშიძე იმ კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებოდა, რომელიც ყველაფერს დათმობდა ერთი რამის გარდა, რომელსაც კარიერა ჰქვია. ბავშვობიდან იცოდა რომ აუილებლად მიაღწევდა წარმატებას და ამისთვის თავდაუზოგავად შრომობდა. და ახლა, როცა თავის მიზანს ნელ-ნელა უახლოევდებოდა, როცა უკვე თითქმის მწვერვალისკენ მიმავალი ბილიკის გზის ბოლოს იყო, ან ამ ყველაფერზე უარი უნდა ეთქვა ან თავმოყვარეობა საკუთარი ფეხებით უნდა გადაეთელა, სიამაყე დაემარხა და ამ უხამს წინადადებას დათანხმებოდა. _ შენ, შენ ნაძირალა ხარ _ უწეოდ ამოილუღლუღა ნატუკამ _ამისთვის აუცილებლად გაგებინებ პასუხს _არ მგონია ისეთ სიტუაციაში იყო რომ მე, ალექსადნრე ამაღლობელს დამემუქრო_ მედიდურად გაიღიმა _სინდისი არ შეგაწუხებს იმის გამო რომ მე ცხობრებას დამინგრევ და არ აქვს მნიშვნელობა მე დაგთანხმდები თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნება და შენ მშვიდად იცხობრებ? _ცრემლიანი თვალებით ახედა გოგონამ _მიზანი ამართლებს საშუალებებს_თვალი აარიდა ალექსადნრემ და ფეხზე წამოდგა_ზეგ ამ მისამართზე დაგელოდები, თუ არ მოხვალ იცი რაც მოხდება. _ფურცელი მაგიდაზე დატოვა, სადაც მისამართი ეწერა და ოთახი ნაჩქარევად დატოვა. ნატუკა გაუნძრევლად იჯდა, ერთ წერტილს მისჩერებოდა. არ ინძრეოდა, ნელა სუნთქავდა. მერე ფეხზე წამოდგა და მექანიკურად ფურცელს დასწვდა, დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და ოთახი დატოვა. ორი დღის განმავლობაში დიდი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა ნატუკას გონებაში. ან უნდა დათანხმებოდა შეურაცმყოფელ წინადადებას ან არადა იმ ყველაფერზე უნდა ეთქვა უარი, რაზეც ოცნებობდა და რისთვისკენაც მთელი ცხოვრება მიილტვოდა. არადა ძნელია თანხმობა განაცხადო და ღამე გაატარო იმ მამაკაცთან, რომლის მიმართ არანაირი გრძნობა, გარდა ზიზღისა, არ გაგაჩნია. მითუმეტეს მაშინ, როცა ეს შენთვის პირველად ხდება. არადროს წარმოედგინა ნატუკას როგორი იქნებოდა მისი პირველი ღამე მამაკაცთან, მაგრამ დანამდვილებით იცოდა რომ უნდა ყვარებოდა სიგიჟემდე და ეს გრძნობა აუცილებლად ორმხრივი უნდა ყოფილიყო. გამოუსწორებელი მეოცნებე იყო და ოცნებობდა უკიდეგანო სიყვარულზე, ბედნიერებაზე, სიხარულზე, ტკივილზე და იმ ყველაფერზე რასაც ეს გრძნობა მოიცავს. 28 წლის განმავლობაში თაყვანისმცემელი საკმაოდ ყოლია, მაგრამ მათ მიმართ არასდროს გასჩენია არანაირი გრზნობა, მოწონებაც კი. ყოველთვის ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ბავშვობიდან უჭირდა გრძნობების გამოხატვა, უფრო სწორედ ეშინოდა. ეშინოდა, რადგან თვიდა ეს სისუსტე იყო. რამდენი ცრემლი უღვრიათ თეოს და ნინის ტიტანიკის საფინალო სცენაზე, რამდენი უტირიათ უბის წიგნაკზე, მაშინ როცა ნატუკას ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდია, პირიქით გაოცებული მისჩერებოდა ხოლმე და უკვირდა რა ატირებთო. ნინი ხშირად ეხუმრებოდა ყინულივით ცივი გული გაქვსო და იქნებ არ ცდებოდა მეგობარი. .. მიუხედავად იმისა რომ ბევრს ოცნებობდა სიყვარულზე, მისთვის მაინც მიუღწეველ წარმატებას რჩებოდა და ფიქრობდა, რომ მას ეს უნარი უბრალოდ არ გააცნდა. სამაგიეროდ გააჩნდა კარიერა და აღიარება, რაზეც ბევრი მისი თანატოლი ოცნებობდა. სწორედ ეს იყო ის რაღაც, რაც წარმატებით გამოსდიოდა ხოლმე. სწორედ ეს არ ეთმობოდა. და თუკი ამ დათმობდა, მაშინ მისგან რა დარჩებოდა? უბრალოდ ნატა შარვაშიძე და მეტი არაფერი. ალექსანდრე ამაღლობელი ნერვიულად დააბოტებდა ოთახში და ხან კარებს გახედავდა ხან საათს. ზუსტად 7 საათი იყო. ბავშვობიდან გათამამებული იყო, დედა რომ გარდაეცვალა იმის მერე მითუმეტეს. ოჯახის წევრები ყოველთვის ყველაფერს უსრულებდნენ ალექსადნრესაც და თავის ძმასაც, ნიკოლოზს. უარს არასდროს არაფერზე ეუბნებოდნენ. სკოლაში დიდი ბუნტისთავი ვინმე იყო, თუ ვინმე ჩხუბობდა ხოლმე ერთი აუცილებლად ალექსანდრე უნდა ყოფილიყო. თითქმის ყოველ კვირაში დირექტორის კართან იყვნენ ატუზულები ან ბებია ან მამა, ბატონი ზურაბი. ხშირად იტყოდა ხოლმე ბებია, ბიჭებს დედის ხელი აკლიათო, თვალცრემლიანი გაიხსენებდა ბავშვების დედას და მერე ხელს ჩაიქნევდა. ყველა ეშმაკობას კი იმიტომ პატიობდნენ რომ სკოლაში კარგად სწავლობდა, სამეციცინო უნივერსიტეტში რომ ჩააბარა მაშინ ზურაბ ამაღლობეზე ბედნიერი და ამაყი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნებოდა. კარგადაც სწავლობდა და დროსაც კარგად ატარებდა. „ალბათ არ მოვა, ან რომ მოვიდეს და დამთანხმდეს სინდისი ოდესმე შემაწუხებს ამის გამო? მაგრამ რატომ უნდა შემაწუხოს, მას უბრალოდ შეუძლია არ მოვიდეს. მაგრამ მე რომ ძალიან მინდა მასთან დაწოლა? ურჩევნია მოვიდეს. გიორგიმ რომ გაიგოს ეს ამბავი ალბათ არც არასდროს მაპატიებს. არა, ამას ვერასოდეს გაიგებს. რადგან ნატა არ ეტყვის“_ათასგავრი ფიქრი ამოუტივტივდა თავში ამარლობელს და ისევ საათს გახედა. ზუსტად 8ის ნახევარი იყო. ზუსტად ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისხმა. _დაიგვიანე_ხარბად შეათვალიერა გოგონა ნატუკა ოთახში უხმოდ შევიდა _არ შემიძიას ამის გაკეთება!_ ყოყმანით ამოღერღა ნატუკამ _მაშინ რატომ მოხვედი?_მიუახლობდა გოგონას, თავისკენ მიიზიდა და ჩურჩულით უთხრა_რომ შეგიძლია სწორედ მაგიტომ მოხვედი _ნუ მაიძულებ გთხოვ_განზე გახდა ნატუკა _საკუთარი ფეხით მოხვედი!_ ტონი შეიცვალა ალექსადნრემ _არ შემიძლია, შეიძლება შენ ცხოველი ხარ და შეგიძლია ეს გააკეთო ყველასთან, მაგრამ მე არ შემიძლია!_ მთელი ტანით კანკალებდა ნატუკა _მაშინ რატომ მოხვედი?_თავისას არ იშლიდა ალექსანდრე _არ ვიცი_ცრემლი მოადგა ნატუკას _კარგი, მაშინ პოლიციას დავურეკოთ _ ტელეფონის ყურმილს დასწვდა ალექსადნრე _არ დაურეკო! _ხელებში ეცა გოგონა _ანუ თანახმა ხარ_სახე გაებადრა მამაკაცს_ხო, სხვათაშორის დაბადების დღეს გილოცავ , მე შენთვის საჩუქარი მაქვს _გულის ჯიბიდან ყელსაბამი ამოიღო, თმა ფრთხილად გადაუწია, სამკაული დააბნია და აკოცა. ნატუკა გაუნძრევლად იდგა, ფანჯარაში იყურებოდა და გრძნობდა როგორ ევსებოდა გული ზიზღით, სზულდა ყველაფერი, ალექსადნრეც და საკუთარი თავიც. _ცხოველი ხარ! როგორ შეგიძლია დაწვე იმ ქალთან, რომელსაც ეზიზღები_სიზულვილით წარმოთქვა გოგონამ _გეყოს ამდენი ცხოველის ხსენება. თუ არ გინდოდა არ მოხვიდოდი გაიგე?! _დაიღრიალე მამაკაცმა, ქალს წარბიც კი არ შეტოკებია. _წვიმს_სრულიად მოულედნელი და კონტექსტიდან ამოგდებული სიტყვა წამოცდა ქალს _და შენ აქ ხარ _თავისკენ მიიზიდა მამაკაცმა, ტუჩებზე დააცხრა და საჯდომზე მოეთომარა _არ შემიძლია! _უკან დაიხია ქალმა _დავიღალე! მოთმინების უნარს ვკარგავ_ ვნებამორეულმა წარმოთქვა ალესადნრემ _ ან წადი, ან აღარაფერი თქვა!_ ისევ თავისკენ მიიზიდა და ახლა ყელში აკოცა, მერე ისევ ტუჩებს დაუბრუნდა _ეგრე ხესავით უნდა იყო? შენც მაკოცე _პრეტენზია გამოთქვა მამაკაცმა ნატუკამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ რაც შეიძლება სწაფად დასრულებული ეს საშინელება, მაგრამ ალექსადნრე ამაღლობელი არ ჩქარობდა. გამოზოგილი სიამოვნებით ნება ნება მიუყვებოდა ქალის სხეულს და ტკბებოდა მისი უმანკოებით და უბიწოებით. ხანდახან უნდოდა გაჩერებული და გაეშვა, მაგრამ მერე ის მეორე ვნებააღერღილი ალექსანდრე სძლევდა და სწრაფად განდევნიდა ამ აზრს და უფრო გაშმაგდებით კოცნიდა ნატუკას, უფრო გაშმაგებით მიიწევდა სიამოვნებისკენ და როცა ყველაფერი მორჩა თავმომწონედ შეათვალიერა ნადავლი. თმა, რომელიც ნატუკას სახეს უფარავდა, ალექსანდრემ ნაზად გადაწია და შუბლზე ეამბორა. ქალი გარინდული იწვა, ერთ წეტილს მისჩრებოდა და სახეზე სრული გულგრილობა ეწერა. მამაკაცმა საჩვენებელი თითი კისერზე ჩამოუსვა და ლავიწის მიმართულებით გააყოლა _კმაყოფილი ხარ?_ მშვიდად და უემოციოთ იკითხა ნატუკამ ისე, რომ იმ წერტილისტვის თვალი არ მოუშორებია _კი, ძალიან_ახლა თმას წაეთამაშა_ძალიან ლამაზი თვალები გაქვს _არასოდეს ინანებ ამ საქციელს? _თვალებში ჩახედა ალექსანდრეს. ამ უკანასკნელმა მზერა გოგონას თმაზე გადაიტანა. არაფერი უპასუხა, მცირე დუმილის შემდეგ კი ისევ გაიმეორა _ნამდვილად ლამაზი თვალები გაქვს. ქალი საპასუხოდ წამოიწია, უნდა წასულიყო, სადმე გადაკარგულიყო და მთლიანად გადაეძრო ეს ტყავი, რომელიც ასე შეურაცხყოფილი მიაჩნდა. სასწრაფოდ ჩაიცვა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ბინიდან, მერე ფეხს აუჩქარა და კორპუსის სადარბაზოდან ელვის სისწრაფით გამოვარდა. წვრილად წვიმდა. სახეზე წვიმის წვეთები ესიამოვნა, მერე ტაქი გააჩერა და სახლში შესულმა პირდაპირ სააბაზანოს მიაშურა. როცა ტანი საგულდაგულოდ დაიხეხა, მერე ტანსაცმელი მოაგროვა, თუნუქის სათლში ჩაყარა, აივანზე გაიტანა და ცეცხლი წაუკიდა. სანამ ბოლომდე არ დაიწვა ადგილიდან არ განძრეულა, თითქოს ეს ცეცხლმოკიდებული ტანსაცმელი და ის გრძელვადიანი შხაპი აღუდგენდა თავმოყვარეობას და დაუბრუნდებდა საკუთარი თავის პატივისცემას. თავს იმშვიდებდა რომ აუცილებლად ასე იქნებოდა. ტელეფონის ზარმა გამოარკვია. _ნატუკა, სად ხარ?_გაისმა ნინის დაფეთებული ხმა _სახლში, მოხდა რამე?_ დაბნეულად იკითხა ნატუკამ _კი, მოხდა. შენი დაბადების დღე იყო, ჩვენ მოვედით და შენ არ დაგვხვდი. გირეკავდით ტელეფონი გათიშული გქონდა. ხომ მშვიდობაა? _კი მშვიდობაა_ყალბი დამაჯერებლობით წარმოთქვა ნატუკამ_უბრალოდ რაღცვ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ტელეფონი კი დამიჯდა. მაპატიეთ _კარგი არაუშვს ხვალ მოვალთ, მაგრამ ხვალ ხომ მუშაობ?_უცებ გაახსენდა ნინის _ხვალ მოდით, აღარ ვმუშაობ წამოვედი_მტკიცედ მიუგო ნატუკამ _ახლა წავედი კარგი, დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო _კარგი, ტკბილი ძილი_ნინი ტელეფონი გათიშა და ნერვიულად კისერზე მოისვა ხელი და ყელსაბამი იგრძნო. სწრაფი მოძრაობით ჩამოიწყვიტა გულიდან დივანის მიმართულებით მოისროლა. მეორე დღეს თეკო და ნინი ესტუმრა. როგორც ყოველთვის ნინის ენა არ გაუჩერებია, ბავშვობიდან ასეთი იყო. ხანდახან თავისებურად ხუმრობდა ხოლმე, რასაც თეკოს გულიანი სიცილი მოსდევდა ხოლმე. ნატუკა კი ისე იჯდა თითქოს ჭირისუფალი ყოფილიყო, ხანდახან ნაძალადევად თუ გაიღიმებოდა. _რა გჭირს? _ბოლოს იკითხა თეკომ _რას გულისხმობ?_არ დაიბნა ნატუკა _რა სახით ხარ? რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი ჩვენი მოსვლა არ გაეხარდათქო _თეკო _არაფერია, უბრალოდ დღეს რაღაც თავი მტკივა და . კარგი არაფერია_გაიღიმა ნატუკამ _სამსახურიდან რატომ წამოხვედი? ჯერ ხომ არ აპირებდი წამოსვლას_მოულოდნელად იკითხა ნინიმ _ძალიან დავიღალე, გადავწყვიტე ცოტა დავისვენო. ხო მართლა თეკო, ჩემი შარფი ხომ არ წამოგიღია იმ დღეს რომ დამრჩა. დედაჩემის ნაჩუქარია და განსაკუთრებით მიყვარს ხომ იცი_საუბრის გადატანა სცადა _გიოს გამოვატანე მეორე დღეს და არ მოუცია? ალბათ დაავიწყდა _კაი, არაუშავს_ნატუკა _ეს რა ყელსაბამია?_დივნის კუთხიდან ამოაძვრინა ნინიმ _ისეთი არაფერი_ნაჩქარევად გამოართვა ნატუკამ და პატარა ლარნაკში ჩააგდო. გოგონები მალე წავიდნენ და გზაში დიდიხანს ბჭობდნენ იმაზე თუ რა ჭირდა ნატუკას. ასეთი ნატა ცხოვრებაში არ ენახათ, ბოლოს გადაღლას დააბრალეს. _ნატუკა რომ სამსახურიდან წავიდა იცოდი?_თავი მხარზე ჩამოადო გიოს _არა და ასე მოულოდნელად რატომ წავიდა?_გაუკვირდა გიოს _არ ვიცი, ასე თქვა დავიღალე და დასვენება მჭირდებაო. ისე დღეს უცნაურად იქცეოდა_ტუჩები აბრიცა თეკომ_უი მართლა, ნატუკას შარფი მთელი ეს დღეებია მანქანით დაგაქვს ხომ?ჩემი გულმავიწყი ქმარი _ეგ შარფი ალექსანდრემ გამომართვა მე მივცემო და არ მიუცია? ალბათ მაგასაც დაავიწყდა_ცოლს მუცელზე ხელი მოხვია _საყვარელო ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება_ხელზე ხელი დაადო თეკომ _ზუსტად ერთ თვეში _თვალები გაუბრწყინდა გიოს ერთი თვე მალე გავიდა და პატარა ელი სწორედ მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა პირველი კვირტი გამოჩნდა. 3კგ და 500გრამიანი არსება ისე აფახურებდა იმ შავ თვალებს, რომ ეგრევე შეგაყვარებდა თავს. _დედას გავს არა?_თავმომწონედ იკითხა თეკომ და მეგობრებს გადახედა _უდაოდ_დაეთანხმა ნინი _რა თქმა უნდა_კვერი დაუკრა ნატუკამაც _სუბიექტური აზრია_ გაიცინა გიომ _ თეკოს მხარეს წარმოადგენთ და აბა რას იტყვით _როგორი ანგელოზია_სიყვარულით დახედა მძინარე პატარას ნატუკამ _ანგელოზი ეძახე და ღამის 3 საათზე რომ მორთავს ხოლმე ტირილს, მაშინ უნდა ნახო წინ და უკან დავრბივართ მე და გიორგი_სიცილით ჩაილაპარაკე თეკომ_ ახლა გავიდეთ სანამ გაიღვიძა ამ ანგელოზმა ყველანი ოთახიდან ფეხაკრებით გავიდა. თეოს სუფრა გაეშალა და დასხდნენ. _არ მითხრა ეს ყველაფერი მე გავაკეთეო?_გაიცებულმა გახედა ნინიმ _ასეთი ცოლი მყავს, შეკვეთის მიცემა იცის და მერე ამ შეკვეთილის მაგიდაზე ლამაზად დალაგება_გაიკრიჭა გიორგი _ზოგმა ეგეც არ იცის_გაუღიმა თეკომ და გოგონებს სალათა გადააწოდა_სხვათასორის ეს სალათა ძალიან გემრიელია _ვაიმე რანაირი სუნი აქვს, მგონი გაფუჭებულია_სწრაფად დაუბრუნა უკან ნატუკამ _არა, ახალია _გაუკვირდა თეკოს და შესამოსმებლად ცხვირთან ახლოს მიიტანა_ჩვეულებრივი სუნი აქვს _არ ვიცი მაგრამ... _წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ნატუკამ რომ გულის რევის საშინელმა შეგრძნებამ და სპაზმა, ფეხზე წამოახტუნა და საპირფარეშოში გავარდა. _კარგად ხარ?_ფეხდაფერ შეყვა თეკო _კი, უბრალოდ გული ამერია_სახეზე წყალი შეისხა _ფერი არ გაქვს საერთოდ!_შუბლზე ხელი მოუსვა დაქალს _არაფერია, ალბათ იმ სალათის ბრალი იყო, რომ მახსენდება ახლაც ცუდად ვხდები_სახე უსიამოვნოდ დამანჭა ნატუკამ _ნატა შარვაშიძე ჯერ იყო და გული შეგიწუხდა მე სანამ ვიმშობიარებდი, ახლა გულის რევა, რა ხდება?_ხმა გაიმკაცრა თეკომ _არაფერი რა უნდა ხდებოდეს_გაუკვირდა ნატას და პირსაცოლით წყლის წვეთები შეიმშრალა _გამომართვი!_ კარადიდან ფეხმძიმობის ტესტი გამოიღო, გაუწოდა და მკაცრი ტონით განაგრძო, ახლა გავიდეთ_ახლა არაფერს გკითხავ, ხვალ ყველაფერს მომიყვები. ნატუკას ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ტესტი რეტდარტყმულმა გამოართვა. თვალებში შიში გამოესახა, მერე როგორც იქნა ძლია საკუთარ თავს, სახეზე ყალაბი ღიმილი გამოისახა და თეკოს უკან გაყვა. სასტუმრო ოთახში შესულებს კიდევ ერთი სტუმარი დახვდათ, თავად ალექსადნრე ამაღლობელი. იმ ღამის შემდეგ ერთმანეთი არ უნახავთ და ეს მას შემდეგ მათი პირველი შეხვედრა იყო. ნატუკასთვის ძალიან არასასიამოვნო, ალექსანდრესთვის მოულოდნელი. _ხო კარგად ხარ?_ დაინტერესდა გიორგი _კი არაფერია_გაუღიმა ნატუკამ _არ მიესალმები ალექსადნრეს?_გაუკვირდა გიორგის _გამარჯობა_ისევ ის ნიღაბი აიკრა სახეზე და ისე მიესალმა, არც კი შეუხედავს მამაკაცისთვის _გამარჯობა_ დაბნეულმა უპასუხა ალექსანდემ და მზერა აარიდა _მაპატიეთ მე უნდა წავიდე_ქურთუკს ხელი დაავლო გოგონამ _კი მაგრამ ახლა არ მოხვედი?_გაუკვირდა გიორგის _რაღაც ცუდად ვარ, ჯობია წავიდე. სხვა დროს მოვალ კიდევ _ნატუკა _კი მაგრამ რა დაემართა? _თავი გადააქნია ნინიმ _არაფერია, მოიწამლა მგონი. მოდი დავსხდეთ _საუბრის გადატანა სცადა თეომ _რაღაც უცნაურად იქცევა ამ ბოლო დროს. მას შემდეგ რაც დედამისი და მამამისი ავიაკატასროფაში დაიღუპა ძალიან გულჩათხრობილი გახდა, მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად იქცევა. რაღაცა ხდება და გვიმალავს. შეიძლება ვინმე შეუყვარდა, მაგრამ ასე რატომ იქცევა._მხრები აიჩეჩა ნინიმ _სჯობს ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ_ გაიღიმა თეკომ მთელი გზა მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა თავში „ფეხმძიმობა“, რომელიც სულს უღრღნიდა და უფორიაქებდა. ვერაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ იმას ნატრობდა რომ არანაირი ორსულობა ამ ტესტს არ ეჩვენებინდა. გულის დასამშვიდებლად აფთიაქში შესულმა კიდევ რამდენიმე ტესტი იყიდა, სხვადასხვა ფირმის. სახლში მისულმა სასფრაფოდ ყველა ტესტი დახსნა და პასუხს დაელოდა. ყველა ტესტი დადებითს უჩვენებდა. იგრძნო ფეხქვეშ მიწა როგორ გამოეცალა და როგორ დაენგრა თავზე ყველაფერი. რაც ხელში მოხვდა ყველაფერი კედელს მიაფშვნა. იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო რომ ბავშვი ეყოლებოდა იმ მამაკაცისგან, რომელმაც ასე საშინლად დაამცირა და საკუთარი თავის პატივისცემა დააკარგვინდა. _რა ჯანდაბა გჭირს?_გაოცებულმა იკითხა ალექსანდრემ როცა ასეთი გამძვინვარებული ქალი დაინახა. ასეთი ნატა არასდროს ენახა, არც მაშინ იმ საბედისწერო ღამეს. _აქ რა გინდა?_ შიშიგან შეკივლა ქალმა _რომ გავიგე ცუდად იყავი მოვედი. შენ კიდევ ყველაფერი დაგილეწავს_თვალი მოავლო ოთახს _აქ მოსვლას როგორ ბედავ, შენი ბრალია ყველაფერი! შე არანაკაცო!_ ლარნაკი გაუქანა მთელი ძალით, მაგრამ ასცდა. ბავშვობიდან საშინელი მიზანი ქონდა. _შენ გადაირიე?_ხელებში ეცა მამაკაცი _ნუ მეხები, გული მერევა შენზე_ხელებიდან დაუსხლტა და ახლა სხვა ლარნაკს დასწვდა _რა მოხდა?_გაოგნებული უყურებდა ალექსადნრე _მეკითხები კიდეც რა მოხდა?!_ უფრო და უფრო შმაგებოდა ნატუკა, რა მოხდა და ცხოვრება დამნგრიე! საკუთარი თავის პატივისცემა დამაკარგვინე, აი ეს მოხდა_მთელი სხეულით კანკალებდა ნატუკა _კარგი დამშვიდდი_ხელებში ეცა და მორიგი დასალეად გამზადებული თეფში გამოგლიჯა _ფეხმძიმედ ვარ!_კბილებში გამოსცრა გოგონამ და მოწყვეტით სავარძელში ჩაეშვა_მაგრამ ეს ბავშვი არ გაჩნდება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.