შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხამსი წინადადება თავი I


19-09-2017, 19:06
ავტორი კატოო
ნანახია 2 876

ზამთრის საღამო იყო. ცივი და სუსხიანი.
ქუჩებში, როგორც ყოველთვის წელიწადის ამ დროს სჩვევია, სიმარტოვე და სიცივე დანავარდობდა. უსიცოცხლო და ცხვირაწითლებული სახეები მოიჩქაროდნენ სამსახურებიდან, უნივერსიტეტებიდან, სკოლებიდან სახლებში. ზოგიც ნელა მიიზლაძნებოდა ზამთრის ცივი დღეებივით. დუნე სურათი რამდენიმე წუთით ბავშვების ჟრიამულმა გამოაცოცხლა, ძალა შემატა , მაგრამ დროებით. სიცილი ნელ-ნელა მიწყდა და საბოლოოდ ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
_ნეტა მოთოვდეს _ჩაილაპარაკა დანანებით პატარა ლოყებღაჟღაზა გოგონამ, რომელსაც მხოლოდ ცხვირი უჩანდა და ხელჩაკიდებული მიკუნტრუშებდა ბაბუასთან ერთად
_მოთოვს პატარავ, ისეთი ცა არის აუცილებლად მოთოვს_ცას ახელა მოხუცმა და ბავშვს თვალი ჩაუკრა.
_ურა!_ თვალები გაუბრწყიდა , მერე თეთრი კვამლი შენიშნა და ბაბუას ცნობისმოყვარე თველბი მიაპყრო_ ბაბუ ეს არ არის?
_რა ბაბუ? _ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა შვილიშვილი
_აი ის რაღაც თეთრი რომ ამოდის
_ეს ბაბუ ბუხარია, ბუხარში შეშეას წვავენ. ისე თეთრი კი კვამლია, როცა შეშა იწვის კვამლი ბუხარის მილში ადის და მერე გარეთ გამოდის
_ხო, რა თქმა უნდა_დაეთანხმა ბავშვი, თითქოს უკვე იცოდა რაც იყო, ბაბუს ხელზე მაგრად მოუჭირა და კუნტრუშით განაგრძო გზა
ქუჩის განაპირა სახლიდან კი კვამლი სასიამვნოდ ამოედინებოდა. ბუხრის წინ რამოდენიმე ახალგაზრდა ისხდა. სითბოს მონატებულებს ხელები ცეცხლისთვის მიეშვირათ და შექმნილი სიტუაციით ტკბებოდნენ. შეშას ტკაცაკტკუცი გაუდიოდა და ირგვლივ გამეფეხულ სიჩუმეს სასიამოვნოდ არჩვევდა. ბუხარის გვერდით მდგარ მარჯვენა სავარძელში სასიამოვნო გარეგნობის მაღალი თეთრი გოგონა იჯდა, ნახშირივით შავი თმა ერთიანად შეეკრა. სახეზე უჩვეულოდ შეპუტკუნებულიყო, წინ წამოზრდილი მუცელი კიდევ უფრო შვენოდა. როგორც ფეხმძიმეებს სჩვევიათ, დროდადრო მუცელზე ნაზად დაისვავდა ხელს, თითქოს ბავშვს ეფერებაო. ტკბილად ებაასებოდა ბავშვობის მეგობარ ნინის, რომელიც მის მარჯვნივ მოკალათებულიყო.მოკლედ შეჭრილი ქერა თმა მხრაბამდე ძლივს სწვდებოდა, ცისფერი თვალებს აქეთ იქით აცეცებდა მოუთმენლობისგან, ზუსტად ისე ცქმუტავდა როგორ ბავშვობაში იცოდა ხოლმე, როცა ვინმეს ელოდებოდა.
_ნინი, ცოტა უკან დაიხიე, ეგრე თუ გააგრძელე შემებრაწები და მერე რა პასუხი გავცე გიგის?_ გაუღიმა თეკომ
_სჯობს ჩაი დაივლიო. ისე დღეს საშინლად ცივა არა?_ ჩაის ჭიქას ნაჩქარევად დასწვდა ნინი და ხარბად მოსვა. ესიამოვნა ცხელი სითხე
_ჰო, ძალიან ცივა... ნატუკამ რაო, მალე მოვალო?_ საუბრის თემა შეცვალა თეკომ და მოხერხებულად მოკალათდა სავარძელზე
_მოვალო. ისე დღეს ნატუკას ამინდია, ცივი და სუსხიანი_ გაიხუმრა ნინიმ
წინადადების დამთავრება ძლივს მოასწრო გოგონამ, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა და აკანკალებული ნატუკაც შურდულივით სახლში შევარდა
_გავყინე და გამათბეთ, აზრზე რომ მოვალ მერე გაკოცებთ _თბილი მანტო ნაჩქარევად გაიხადა, შარფიც მოიხსნა და ბუხართან ჩამოჯდა
_დავიღუპეთ, შენ კიდევ გაყინვა და ლოდად ქცევა გინდოდა?_გაეკრიჭა ნინი
_ყველა შენსავით ტკბილი და კარამელი ხომ არ იქნება?! _შეუბღვირა ნინის, მერე თეკოს მოუბრუნდა_აბა, რას შვება ჩემი მომავალი ნათლული?
_ნუ იტყვი, სულ მოძრაობს, ხანდახან მგონია რომ მალე ამოხტება მუცლიდან, ერთ ადგილას ვერ ისვენებ, მამას გავს, ნატუკა ყავა არ გინდა? ან ჩაი? _თეკო
_კი ჩაი, მაგრამ თქვენ ბრძანდებოდეთ, მე თავად გავიკეთებ _წამოდგა ნატუკა_ აბა გოგოებო, მომიყევით რა ხდება სანამ მე ჩაის გავიკეთებ, გიო ხომ არ გაბრაზებს თეკო, თუ შენ აბრაზებ? ჰო მართლა სად არის ბატონი გიორგი? რა ხდება ზოგად ქირურგიაში?დღეს არ მინახავს სამსახურში. წარმოიდგინე ერთ საავამდყოფოში ვართ და ერთმანეთს ლანჩზეც ვერ ვნახულობთ_ლიმონი ჩააგდო ცხელ წყალში და ფანჯარის მოაჯირს მიეყრდნო
_მისი ბავშვობის ძმაკაცის სანახავად არის წასული, აი იმის მეჯვარედ ვინც უნდა ყოფილიყო ხომ გახსოვს ნატუკა, მოვა მალე_მუცელზე ხელი დაისვა თეკომ
_არ ვიცი მე ზოგადი ქირურგია და საავადმყოფო, ერთი ის მითხარი შენსკენ რა ხდება? ისევ მარტოსული ხარ თუ დაიძრა ყინული_გაურიმა ნინიმ და ტელეფონის ეკრანს დახედა
_ძალიანაც ბედნიერი ვარ. სხვათაშორის სიახლეც მაქვს. იქითა წლიდან ლექციებსაც წავიკითხავ, საავადმყოფოს თავს დავანებებ სავარაუდოდ, არ შემიძლია ღამის გათენება ყოველ მესამე დღესაც კი, თან არაა ჩემი საქმე, მე უფრო მეცნიერება მომწონს_ნიშნისმოგებით გაიღიმა ნატუკამ
_საწყალი ის ბავშვები _შეიცხადა ნინიმ, მერე თეკოს მიუბრუნდა_ თათია ხომ იცი, მაგის მეგობრის დის ჯგუფს ჩაუტარა ერთხელ ლექცია და თურმე არც კი გაატოკა, ტირანს ეძახდნენ_ სიცილი წასკნდა ნინის
_ნუ აჭარბებ, მე უბრალოდ გამოცდაზე ვიყავი და მთხოვეს არ გადააწერინოო_თავი იმართლა ნატუკამ
_ხო კარგი მჯერა რომ აჭარბებს_ ჩაიცინა თეკომ და მერე დამარცვლა_ ტ ი რ ა ნ ი
_ვინ არის ტირანი?_ოთახში თავი შემოყო საშუალო სიმაღლის მომღიმარმა მამაკაცმა_იმედია ჩემზე არ საუბრობთ დაქალები

_ვინ იქნება ტირანი, თუ არა მე_ხელები გაასავსავა ნატუკამ
_შენ ამათ ნუ აყვები.როგორ ხართ გოგონებო? სხვათაშორის მინდა გაგაცნოთ ჩემი ძალზედ სიმპათიური, განათლებილი, პერსპექტიული ნეიროქირურგი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, სხვათაშორის უცოლო და მარტოსული, და უბრალოდ ჩემი ბავშვობის მეგობარი ალექსანდრე ამაღლობელი
ყველამ თვალები იქით მიაპყრო საიდანაც სავარაუდო ალექსადნრე უნდა შემოსულიყო, მაგრამ ის ისევ არ ჩანდა
_ბიჭო სად წახვედი, როგორ წარგადგინე და შენ სადღაც გაქრი, მთელი ეფექტურობა ჩამიშალე_ხელი ჰკრა ძმაკაცს და წინ უბიძგა
_საღამო მშვიდობისა_ღიმილიანი სახით შემოვიდა ბრგე მამაკაცი_მყუდროება ხომ არ დაგირღვიეთ?
„მყუდროება არა და სულის სიმშიდე მგონი დაგვირღვია“ გადაუჩურჩულა ნინიმ გოგოებს, ორივემ მუჯლუგუნი გაკრა საპასუხოდ
_არა რას ლაპარაკობთ, თქვენზე იმდენს საუბრობდა ჩემი მეუღლე, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა_ხელი გაუწოდა თეკომ, საპასუხოდ ვაჟმაც გაუწოდა ხელი. გრძელი თითები ქონდა, ზუსტად ისეთი ქირურგს რომ შეეფერება
_იმედია ყვავილები გიყვართ_ გაუწონდა თეკოს_არ ვიცოდი სახლში კიდევ თუ იქნებოდნენ მანდილოსნები_მზერა გოგონებისკენ გადიტანა და ნატუკაზე შეაჩერა, რომელიც მონუსხული უყურებდა
_ესენი ჩემი მეგობრები არიან ნატუკა და ნინი.
_სასიამოვნოა_ისევ გაიღიმა ალექსანდრემ, ისე რომ ნატუკასთვის თვალი არ მოუშორებია
_ისე რომ იცოდე ნატუკაც ჩვენი კოლეგაა, თითქმის _დააყოლა გიორგიმ
_თითქმის და დროებით_შეუსწორა გოგონამ და ამაყად განაგრძო_მომავალი წლიდან ლექციებს წავიკითავ და კვლავ დავუბრუნდები მეცნიერებას. რა ვქნა არ შემიძლია ეს რუტინა
_მე მოვედი, თქვენ მიდიხართ_გაიღიმა ალექსანდრემ
_ვიღაცა ყოველთვის მიდის და ვიღაცა მოდის _გაუღიმა გოგონამ და ჩამოჯდა
_აბა თეკო, დავტრიალდეთ მე და შენ და გავშალოთ სუფრა_ხელი ხელს შემოჰკრა გიომ
_არ გრცხვენია გიო? მე და ნატუკა დავეხმარებით, შენ კიდევ მეგობარს მიხედე არ მოიწყინოს _წამოდგნა ნინი და დაქალიც თან გაიყოლა
_არაფერი არ არის საჭირო, ხომ იცი საჭესთან ვარ და ვერ დაგვლევ. ჩაიზე არ ვიტყოდი უარს_ალექსანდრე
_ბიჭო შენ სულ გადაგვარებულხარ. ამდენი ხნის მერე ერთმანეთი ვნახეთ და ჩაით ავღნიშნოთ?_გაბრაზდა გიორგი
_სხვა დროს იყო გიო, დღეს ვერ დავლიოთ, მოდი ამ შაბათს-კვირას გავიხსენოთ ძველი დრო და შევიკრივოთ ჩემს აგარაკზე, შენი მეუღლეც წამოიყვანე, ცოტა დავლიოთ და ბევრი ვილაპარაკოთ, სხვათაშორის ძალიან მაგარი ფრანგული ღვინო მაქვს, ერთ-ერთმა პაციენტმა მაჩუქა და დავაგემოვნოთ_მაცდურად გაუღიმა ალექსადნრემ , ზუსტად ისე როგორც ბავშვობაში იცოდა
_რა იციან ბიჭო ფრანგებმა ღვინო, ღვინის ქვეყანა საქართველოა. მაგრამ კარგი ხო ამჯერად დაგიჯერებ, თეო ჩაი გაუკეთე და მე ყავა, გოგონებო მოდით _გიორგი
ამასობაში ნელ-ნელა შავ ნისლი გამეფდა და ფანჯერბიდან ერთმანეთის მიყოლებით აკიაფდა ნათურები. თოვლის პირველი ფანტელიც გამოჩნდა, ფარფატით მიიკვლევდა გზას და ისწრაფვოდა რაც შეიძლება მალე დასვენებული მიწაზე, გამეფებულ წყვდიადს მედიდურად მიაპობდა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მალე მთელი კორიანტელი დაეშვა ზეციდან. ისეთი ლამაზი იყო, გეგონება ანგელოები ცვივაო.
_უკვე გვიანია, უნდა წავიდე_ფეხზე წამოდგა ნატუკა_ნი არ მოდიხარ?
_გიგი გამომივლის და წავალ, დაგველოდე და ერთად წავდეთ
_არა, მალე უნდა წავიდე, მაშინ მე წავალ, სასიამოვნო საღამოს გატაებას გისურვებთ_გაიღიმა ნატუკამ
_გაგაცილო თუ მანქანით ხარ? ისე რა გეჩქარება ბარემ ერთად წასულიყავით შენ და ნინი_გიო
_არა, დღეს ფეხით ვარ. არ არის საშირო გაილება, ფეხით ცოტას გავივლი, თან ნახე თოვს, მიყვარს სიარული როცა თოვს_მანტო მოიცვა ნატუკამ და თმები ზემოთ ამოყარა
_რაც ნაკლებს ივლი თოვლში, მით უკეთესი ჩემო ნატუკა_ გადაიკისკისა ნინიმ
_არა მარტო ვერ გაგიშვებ, მაშინ გაგაცილებ_არ იშლიდა გიორგი
_მე გავაცილებ ამ ქალბატონს თუ ნებას დამრთავთ, თან დროა მეც წავიდე ხვალ ჩემი პირველი დღეა და მიუხედავად იმისა რომ მამაჩემის კლინიკაა, არ იქნება კარგი საქციელი პირველივე დღეს დაგვიანება_ფეხზე წამოიმართა ალექსანდრე, დინჯი ნაბიჯებით წავიდა კარგისკენ ყველას დაემშვიდობა და გოგონას უკამ აიტუზა ლიფტის მოლოდინში. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ისევ ალექსანდრეს ბარიტონმა დაარღვია
_მგონი არ მოდის
_მაშინ რა გაეწყოფა, ფეხით ჩავიდეთ_თმა გადაიწია ნატუკამ
_აბა, ფეხით გავისეირნოთ და ისე დამათვალიერებინებ თბილისს, თუ მანქანით წავიდეთ?_ მწვანე თვალები მიანათა ნატუკას, და ზუსტად ის მზერა ესროლა, რომელსაც ვერავინ ვერ უწევდა წინააღმდეგობას
_მგონი არ იქნება კარგი თვენსავე კლინიკაში პირველივე დღეს დაგაგვიანდეთ, გარდა ამისა შენობით საუბარზე როდის გადავედით?_გაუღიმა ნატუკამ და გზა განაგზრძო. სადარბაზოდან გასულს თოვლის ფიფქები ესიამოვნა და სახე ხარბად შეუშვირა. თანხმობის პასუხს მომლოდინე ალექსადნრეს ნატუკას სიტყვებმა უფრო გაუყინეს სახე, ვიდრე ცივმა ნიავმა და გაყინულმა თოვლის ფანტელებმა
_კარგი, მაშინ ცოტა დავლიოთ, მოვდუნდეთ. _ისევ შეეცადა ალექსანდრე
_რატომ?_მიუბრუნდა გოგონა
_ალბათ იმიტომ რომ მომეწონე, და რა არის იმაში ცუდი თუ ცოტას დავლევთ, მოვდუნდებით და ჯანსაღი სექსიც გვექნება _მაცდურად გაურიმა ბიჭმა
_რა ბრძანეთ? _თვალები გაუფართოვდა სიბრაზისგან ნატუკას
_ხო კარგი რა გჭირს? ისე შეიცხადე თითქოს სექსი არ იცოდე რა არის? ზრდასრული ადაიანები ვართ და მერე რა მოხდა, ყოველგვარი მოვალეობების გარეშე
_ნამდვილად მე მაპარაკები? _ირგვლივ მიმოიხედა ნატუკამ
_უკვე შენობითზეც გადმოხვედი, ეს კარგია. _გაიღიმა ალექსადნრემ
_შეგეშალა გენაცვალე, ყოველ შემხვედრთან არ ვწვები, ცხოველის დონმდე არ დავსულვარ ჯერ და არც დავალ _მშვიდად მიუგო ნატუკამ
_ანუ ცხოველი მე ვარ?_წარბი ზემოთ ასწია ალექსადნრემ
_უდაოდ შენ ხარ _ნატუკა
_რა ქალიშვილი გოგოსავით მელაპრაკები. დაგინახე, მომეწონე, სხვათაშორის არც ისეთი ანგელოზი ხარ და მადლობა თქვი ჩემთან ღამეს თუ გაატარებ. მოიცა ახლა არ თქვა ქალიშვილი ვარო? 30 წლის ქალიშვილი ხარ?_ გადაიხარხარა ალექსადნრემ
_მადლობა რომ ჩემნაირ გოგოს შენნაირ ბიჭთან ღამის გათენება შესთავაზე_ამრეზით გახედა ნატუკამ_ხო კიდევ 30 წლის არ ვარ, 28 ვარ და პირად საკითხებს უცხოებთან არ განვიხილავ, მითუმეტეს შენნაირ ცხოველურ ორგანიზმთან, რომელიც თავს ადამიანს უწოდებს.
_ანუ უარს მეუბნები, არც კი იცი რაზე ამბობს უარს_მანქანის კარგი გამოაღო ალექსადნრემ
_არც მაქვს სურვილი ვიცოდე_ღრმად ჩაისუნთქა ნატუკამ და გზა განაგრზნო.
თავისი თავის უკვირდა, ასეთი სიმშვიდე როგორ გამოიჩინა და როგორ არ ამოსჩიჩქნა თვალები და ენა საკუთარი ხელებით, როგორ არ დაუკაწრა სახე.
_კარგად დაფიქრდი! თან ძალიან ცივა, არ მგონია ცივ საწოლში წოლა გერჩიოს ჩემს გვერდით ძილს_ფანჯარა ჩამოსწია ალექსადნრემ და ურცხვად შეხედა გოგონას თვალებში
_შენთან ძილს გილიოტინაც მირჩევნია, მაგრამ ისე მართლა ძალიან ცივა ამაში გეთანხმები_ნატუკა
_როგორც თქვენ იტყვით , გილიოტინა მოამზადეთ ქალბატონო ნატალი _გაზის პედალს ფეხი ბოლომდე დააჭირა და ადგილიდან ერთიანად მოწყდა ალექსადნრეს მანქანა
ნატუკა ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდა შოკიდან, ისე გააჩერა ტაქსი და ისე მივიდა სახლამდე ვერც კი გაიგო. სახლში რომ მივიდა მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ შარფი თეკოსთან დარჩა, მაგრამ ჯანდაბას შარფი. იმაზე ბრაზობდა, თუ როგორ გაუბადა ვიღაც ალექსანდრემ, რომელისაც სულ რაღაც 3 საათი ან უფრო ნაკლებია რაც იცნობდა და სექსი შესთავაზა. სიბრაზისგან წინ და უკან დადიოდა, მერე სარკესთან შეჩერდა და თავის სილუეტს დააკვირდა.
„ნეტა რა დამიწუნა ვერ გავიგე?“
სარკიდან საშუალო სიმაღლის, გამხდარი სილუეტი იყურებოდა, ლამაზი ტანი ქონდა, და მიუხედავად იმისა რომ უკვე 25 წელს გადააბიჯდა და ამის მერე ქალის ფორმები ყოველთვის ფორმას კარგავს, ნატუკას შესანისშნავი ტან-ფეხი ჰქონდა.
მერე რა თუ ცისფერი ან მწვანე თვალები არ ჰქონდა, რას აკლებდა ნუშისებრ ფოსოში მოთავსებული თაფლისფერი თვალები, რომლებსაც მომწვანოც გადაჰკრავდა. ბევრს უთქვამს ნატუკასთვის ულამაზესი თვალები გაქვსო. პირველად სკოლაში უთხრა მასწავლებელმა, მერე ბევრჯერ მოუსმენია იგივე კომპლიმენტი ბიჭებისგანაც.
ტუჩები არ ქონდა მსხვილი, მაგრამ იდეალურად უხდებოდა მის სახეს და ალბათ არც მოუხდებოდა რომ ჰქონოდა, ცხვირი და ყურები კი ნამდვილად პატარა ქონდა, შავი გრძელ თმა კი დალადებად ეყარა ზურგზე. რა თქმა უნდა იდეალური არ იყო, მაგრამ იმდენად ნაზის და ქალურობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, იმდენად მეტყველი თვალები ქონდა ,არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩენოდა, თუნდაც მილიონ გოგოში. არც უნდოდა ყოფილიყო იდეალური, რადგან ასეთი არავინ არის ან რა საჭიროა იყო იდეალური?!
„ნუთუ მე დამიწუნა, მე მითხრა უარი!“_ საჭეს მთელი ძალით ჩაფრენოდა ალექსანდრე ამაღლობელი ახალბედა მძღოლივით და უმიზნოდ დადიოდა თბილისის ქუჩებში. არადა რამდენ ქვეყანაში ყოფლა, რამდენი ქალისთვის შეუთავაზებია იგივე და უარი არავის უთქვამს, უფრო მეტიც, აქეთ შეუთავაზებიათ ქალებს, და ამ პატარა გოგომ უარით გაისტუმრა და ბონუსად ისიც დაუმატა, რომ ცხოველს შეადარა. თან ეს ყველაფერი ისე მშვიდად გააკეთა, წარბიც არ ატოკებია. ფიქრებში გართული ტელეფონის ზარმა გამოიაფხიზლა
_ალე, რა ხდება ძმაო, სად ხარ? გელოდებით ჩვენ და გოგოები_ხმაურში ძლივს გაარჩია დემეტრეს ხმა
_დემე, უკვე გვიანია ხვალ იყოს_საათს დახედა ალექსადნრემ
_შენს სახლში ვართ, და რომ იცოდე რა გოგოები არიან _თავისას არ იშლიდა დემეტრე
_რადგან არ იშლით თქვენსას და გოგოებიც მანდ არიან, მაშინ შემოგიერთდებით, მაგრამ იცოდეთ ხვალ სამსახურში მივდივარ_ალექსადნრე
_გელოდებით ძმაო _დემეტრე
მანქანა სწრაფად შემოატრიალა და დაშვებულზე მეტი სიჩქარით სახლიკენ აიღო გეზი.
რაც უფრო უახლოვდებოდი სახლის კარებს, მუსიკის ხმა მით უფრო ძლერდებოდა. ბოლოს კარი შეაღო და დაინახა მისი რამდენიმე მეგობარი, თავისი ძმა ნიკა და კიდევ რამოდენიმე გრძელფეხება გოგონა, რომლებსაც წვეულება მოეწყოთ და მთელი სახლი თავდაყირა დაეყენებინათ. დემეტრეს ერთი ქერა ლამაზი კუთხეში აეყუდებინა და ვნებიანად ყურში ჩასჩურხულებდა. სახლში ფეხი შედგა თუ არა ალექსანდრემ, საერთოდ აღარ ახსოვდა არც ნატუკა და არც არავინ.
დილის მაღვიძარის ხმამ გააღვიძა. გვერდით ვიღაც ქერადშეღებილი ქალი ეწვა და გულიანად ეძინა. წამით შეშურდა კიდეც მისი, მაგრამ მერე ადგა და შხაპი მიიღო. მისაღები ისეთი არეული იყო სად რა ეყარა კაცმა არ იცის. სახლში სასმელის მძიმე სუნი ტრიალდებდა. დივანზე დემეტრე გაშოლტილიყო და არხეინად ეძინა.
_გაიღვიზე, სამსახურში არ გაგვიანდება?_ხელი გაკრა ალექსანდრემ
_რომელი საათია? _ფეხზე წამოხტა დემეტრე წინდებს დაუწყო ძებმა
_08:30 . ყავა არ მაქვს ხომ?_ სამზარეულოს კარადა გამოარო, ცარიელი იყო და უხალისოდ დახურა_არადა, ახლა ყავა რას გაასწორებდა
_რა ვიცი რა დროს ყავაა, დღეს მნისვნელოვანი პროცესი მაქვს და მგონი დამაგვიანდა. სახლში გავლავ ვერ ვასწრებ და შენც რომელიმე პერანგს ჩავიცვავ, თორე ასე რომ მივიდე სასამართლოში ჩემს საადვოკატო კარიერას ბოლო მოეღება _თავის დაკუჭულ პერანგზე მიუთითა დემეტრემ
_რაც გინდა ის ქენი, ნიკოლოზს დაუბარე სახლი დალაგებული დამახვედროს. ვინმე ამოიყვანოს და მიალაგოს. ის გოგოებიც დროზე წავიდნენ . კარგი მე წავედი, სადმე ყავას ვიყიდი და მერე საავამდყოფოში ვისაუზმებ, თორემ დამაგვიანდება._საათს დახედა და სასწრაფოდ სახლიდან გავიდა.
საავამდყოფოში მისულს ფოიეში ნატა შეეფეთა, რომელსაც ცალ ხელში სისხლიანი სინჯარები ეკავა, მეორე ხელში მობილური და ვიღაცას ელაპრაკებოდა. შორიდან ალექსადნრე რომ დაინახა არ ესიამოვნა, თვალი აარიდა და გვერდით ისე ჩაუარა თითქოს არც არსებობდა. მამაკაცს კი ამგვარმა საქციელმა უბრალოდ ღიმილი მოჰგვარა და დინჯი ნაბიჯებით გზა განაგრძო მამისის კაბინეტისკენ
_დილა მშვიდობისა მამა_ ალექსანდრე
_დროულად მოსულხარ_საათს დახედა ზურაბ ამაღლობელმა, რომელსაც თეთრი საგულდაგულოდ დაუთოებული პერანგი ეცვა, შევერცხლილი თმა კოხტად გადაევარცხნა. ერთი შეხედვით პირქუში შეხედულობს იყო, მაგრამ როცა საუბარს იწყებდა გავიწყდებოდა პირველი შთაბეჭდილება. მეუღლე, ინგა სულაზე, ნაადრევად გარდაიცვალა. მშობიარობას ვერ გაუძლო და დაირუპა. ასე ტრაგიკულად მოევლინა წუთისოფელს ნიკოლოზი, მაშინ ალექსადნრე 6 წლის იყო.
_როგორც ყოველთვის ბატონო ზურაბ_გაუღიმა ალექსანდრემ
_მინდა შენც ძმაზე დაგელაპარაკო, მაგრამ მოგვიანებით. ახლა კლინიკას დაგათვალიერებინებ, წარგადნენ თანამშრომლების წინაშე და ხვალიდან შენ იქნები კლინიკის მმართველი, მე კი დავისვენებ. იცოდე თანამშრობმელბს არ მოეცე უსამართოდ, ახლა კი წავიდეთ. _წინ გაუძღვა შვილს და მოატარა მთელი კლინიკა, მერე წარუდგინა როგორც მომავალი მმართველი და ამ კლინიკის ნეიროქირურგი, გამოსამშვიდებელი სიტყვაც წარმოთქვა და ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა.

პირველი დღე, და არამარტო პირველი კვირა, დამღლელი აღმოჩნა ალექსანდრესთვის. ძალიან ბევრი საქმე ქონდა. პირველი ურთულესი ოპერაციაც წარმატებით ჩაატარა.საქმე იმდენი ქონდა რომ ხანდახან ნორმალურად გამოძონებსაც ვერ ახერხებდა. ისე გაილია ერთი თვე, თვითონაც ვერ გაიგო.ზამთრის მიწურული იყო, როცა თავის კაბინეტში მიმავალმა ნატუკა შენიშნა, ხელში ანალიზების ბლანკები ეკავა
_თუ შეიძლება გამომყევი_მკაცრი და საქმიანი ტონით უთხრა მამაკაცმა და ნაბიჯს აუჩქარა
ნატუკას სულ არ ეპიტნავა ალექსანდრეს დანახვა, აქამდე რაღაცნაირად ახერხებდა და არიდებდა თავს, მაგრამ დღეს მაინც შეეჩეხა.
კაბინეტში შევიდნენ თუ არა ალექსანდრემ საკუთარი სავარძელი დაიკავა და რაღაც საბუთების ჩიჩქვნა დაიწყო. ნატუკაც ჩამოჯდა
_თქვენთვის დაჯდომის უფლება არავის მოუცია_შენიშვნა მისცა ალექსანდრემ
_უკაცრავად, არ ვიცოდი მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში თუ ვმუშაობდი პატიმრად_ ფეხზე წამოდგა გოგონა
_უფროსს ასე არ მიმართავენ_თავი ასწია ალექსანდრემ_შეგიძლია დაჯდე
_მადლობა, დგომა მირჩევნია. გისმენთ, ბევრი საქმე მაქვს_ საათს გახედა ნატუკამ
_პასპორტი ხომ გაქვს?_ალექსანდრე
_რა თქმა უნდა_გაუკვირდა ნატუკას
_ძალიან კარგი, ხვალ ჩემს მდივანს მიუტანე. _მშვიდად მიუგო ალექსანდრემ
_რატომ?_გაუკვირდა ნატუკას
_მომდევნო კვირას ბუდაპეშტში მივდივართ საქმიანი ვიზით, ახლა თუ შეიძლება მარტო დამტოვე_ალექსანდრე
_უკაცრავად? იქნებ მე არ მინდა წამოსვლა თქვენთან ერთად, ან რა მიზნით მივდივართ?_გაუკვირდა გოგონას
_შენ არ წყვეტ ვისთან ერთად მიდიხარ. უკვე გითხარი საქმიანი ვიზიტია. ახალ აპარატურას ვყიდულობთ, ახალი მეთოდოლოგიისთვის და შენც მოდიხარ. ტრენინგს გაივლი_აუღელვებად მიუგო ამაღლობელმა
_მაგრამ ჩემი წაყვანა სრული სისულელეა, მე მალე ვაპირებ სამსახურუდან წასვლას, შესაბისად რესურსების ტყუილი ხარჯვაა, სჯობს ისეტი წაიყვანოთ ვინც აქ რჩება, მაგალითად ქალბატონი ნანი, თანაც ლაბორატორიის გამგეა._ნატუკა
_ქალბატონმა დალიმ სწორედ შენ დაგასახელა და რაც შეეხება შენს წასვლას, სანამ წახვალ მიღებულ ცოდნას გაუზიარებ სხვებს. თუ ფიქრობ რომ სხვა მიზნით მიმყავხარ ძალიან ცდები, ჩემს გემოვნებას არ აკმაყოფილებ, მაშინ ალბათ სიცხე მქონდა, ან თვალებით კარგად ვერ ვხედავდი. ახლა კი ნახვამდის, ბევრი საქმე მაქვს. ხო ყავა შემომიტანე, უშაქროდ_უემოციოდ წარმოთქვა სიტყვები
_ჩემს კომეტენციაში არ შედის ყავის მომზადება, შესაბის ადამიანს მიმართეთ_კარი გაიხურა ნატუკამ
_ერთი წუთით ნატუკა, რაღაც მინდა გკითხო. მორფინის რამდენიმე ამპულა დაგვაკლდა და ხომ არ გაქვს ვინმეზე ეჭვი? ან აქამდე მსგავსი შემთხვევა თუ ყოფილა?_სხვათაშორის იკითხა ალექსანდრემ.
_არ ვიცი. მე პრეპარატებზე ხელი არ მიმიწყვდება და არც არასდროს გამიგია მსგავსი შემთხვევის შესახებ აქამდე_გაიკვირვა ნატუკამ
_ძალიან კარგი_ვერაგმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ალექსანდრეს, მიმავალ გოგონას თვალი მსუნაგივით შეავლი, მერე სავარძელში კომფორტულად მოკალათდა, თვალები ჭერს მიაპყრო და საშინელი, მაგრამ თავისთვის მომგებიან გეგმას კიდევ ერთხელ გადახედა.

საერთოდ არ მოეწონა ნატუკას ბუდაპეშტის იდეა, მეორეს მხრივ, მისთვის მომგებიანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ ერთ გამოცდილებას და ცოდნას მიიღებდა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გამოიყენებდა. ამიტომ გადაწყვიტა აღარ შეწინააღმეგებოდა ალექსანდრეს და მეორე დღესვე ჩააბარა პასპორტი მდივანს. იმ დღეს ძალიან ბევრი საქმე ქონდა, რადგანაც სახელმწიფომ უფასო პროგრამა წამოიწყო შიდსის და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისთვის, და მემორანდუმიც გაფორმდა რამდენიმე კლინიკასთან, მათ შორის ამ კლინიკასთანაც, ბევრი მასალა დაგროვდა. საქმეს ძლივს აუდიოდა. დღე ისე გავიდა, ლაბორატორიიდან ფეხის გადგმაც ვერ მოახერხა, საღამოს როგორც იქნა გამოაღწია და რადგანაც იმ დღეს ღამით დარჩნეაც უწევდა, პირდაპირ საავადმყოფოში არსებულ კაფისკენ გაეშურა ცოტა სულმოსათქმელად. მშვიდად ივახშმა, ყავაც მიირთვა, თვალებშიც გამოიხედა და ისევ თავის ოთახს მიაშურა. ის ის იყო ოთახის კარი უნდა გაერო რომ ალექსანდრე ამაღლობელი მიუახლობდა დაცვასთან ერთად
_საღამო მშვიდობისა ნატუკა, თუ წინააღმდეგი არ იქნები ამ ოთახს შევამოწმებთ_ღიმილმა დაუარა სახეზე
_საღამო მშვიდობია, კარგი, მაგრამ რატომ? _გაუკვირდა გოგონას და ოთახში ალექსანდრე და დავცის წევრი შეუშვა

დიდი ოთახი იყო, 4 მაგიდა იდგა თითო თითო კომპიუტერით, ერთი ორკარიანი კარადა , რომელის ერთი ნაწილი ტანსაცმლისთვის იყო განკუთვნილი,მეორეში კი ყავის მადუღარა, ყავა და ჭიქები ელაგა, და კიდევ რამდენიმე პატარა კარადა საბუთებისთვის. კედლები სადად იყო შეღებილი და მიუხედავად იმისა რომ გარეთ ისევ ციოდა ფანჯარა ღია დაეტოვებინა გოგონას. ალექსანდრემ და დაცივის წევრმა გულისყურით მოიარა ოთახი სათითაოდ გამოხსნა ყველა უჯრა, ყველა კარადა, ბოლოს ნატუკას მაგიდასთან მივიდა.
_ეს მაგიდა ვისია?_აუღელვებლად იკითხა ალექსანდრემ_ერთი უჯრა ჩაკეტილია
_ჩემია, ახლავე გავაღებ. მაგრამ რა საჭიროა ვერ ვხვდები? აქ მაინც ვერაფერს იპოვნით_გასაღები გაუწოდა ფორმაში გამოწყობილ შუახნის მამაკაცსს
_მაინც შევამოწმებთ _ სიმკაცრე გაურია ალექსანდრემ და ანიშნა გახსენიო
მამაკაცმა უჯრიდან რამდენიმე მორფინის ამპულა ამოირო და ალექსანდრეს გაუწოდა.
_თავისუფალი ხარ ნოდარ, შენ კი გამომყევი სასწრაფოდ_ მრისხანედ უთხრა ნატუკას და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი
_ეს რაღაც შეცდომაა!_უკან გაეკიდა ნატუკა
_აქ არა! ოთახში რომ შევალთ მერე ვისაუბროთ_მშვიდად მიუგო ალექსანდრემ და კმაყოფილმა გაიღიმა
გოგონაც გაჩუმდა და ჩქარი ნაბიჯით გაყვა ალექსანდრეს. ჯერ კიდევ შოკში იყო, აზრზე ვერ მოსულიყო და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა.
_ამას როგორ ახსნი?_მრისხანედ გახედა ალექსანდრემ და მაგიდაზე მორფინის ამპულები დაალაგა
_არ ვიცი როგრო ავხსნა. იმ უჯრის გასაღები მხოლოდ მე მქონდა, მე მორფ არ მოვიხმარ, თუ გინდათ ანალიზსსაც გავიკეთებ._გაოცებულმა და დაბნეულმა ახედა ნატუკამ
_აბა შენს უჯრაში როგორ გაჩნდა?_ცინიკურად გახედა ალექსადნრემ
_არ ვიცი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ! მე არაფერ შუაში ვარ! რთული დააჯერებელია, მაგრამ მე არაფერი ვიცი_ნატუკა
_ყველაფერი ნათელია! აი ინებეთ _განცხადების ბლანკი გაუწოდა ნატუკას_ხელი მოაწერეთ და სამსახურიდან წახვალთ, მას შემდეგ რაც მეც ხელს მოვაწერ
_მე არაფერ შუაში ვარ!_მტკიცედ გაიმეორა გოგონამ, განცხადების ფურცელი გამოართვა და ხელი მოაწერა
_ამ ამბავს რომ გაიგებენ არამგონია ისევ იყვნენ თანახმა იმაზე რომ ახალგზარდებს ლექციები წაუკითხო_ღიმილიანი სახით შეხედა ალექსანდრემ, მერე განაგრძო მშვიდი ტონი_საერთოდაც მეეჭვება სამსახურის შოვნა შეძლო ამის შემდეგ, მაგრამ მე შემიძლია დავივიწყო ეს ამბავი, მშვიდად დავხიო ეს განცხადება, თუ ჩემთან დაწვები.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შე დამპალო ალექსანდრე მალე მოგამტვრევენ მაგ რქებს. დავჯდები მერე და ვიცინებ. მანამდე კი მეც ნატუკასთან ერთად ვინერვიულებ. :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს კაცია ახლა?! ეს რა ნაბიჭვრული საქციელია. ეს თავს კაცად თვლის?! ვაფშე ადამიანს უწოდევს თავ?! ცხოველი ნადირი.. სულ რო ვერ იმუშაოს მისი პროფესიით ნატუკამ არ უნდა დათანხმდეს ამ უმსგავსო ადამიანს

 


№3  offline წევრი kiko

მგონი მარტო მე მეცინება :დდდ

 


№4 სტუმარი Sali

Aleqsandre mosiarule nabichvaria

 


№5  offline წევრი Daniela

karg gogoebs sul esetebi rato uyvardebat?? ai rato?? martla ar mesmis!

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Sali
Aleqsandre mosiarule nabichvaria

გეთანხმები

 


№7 სტუმარი ))

Ragac axali da kargiaa male dade ra gtxovv axali tavi

 


№8 სტუმარი

kiko
მგონი მარტო მე მეცინება :დდდ

და მე :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent