შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიება (სრულად)


22-09-2017, 16:17
ავტორი -venus-
ნანახია 13 937

რუსეთი, მოსკოვი 2010 წელი

- მიდი, მიდი დაადგი გაზს, მაინც დავიჭერ მაგ ნაბი*ვარს. სად გამექცევა, შუბლს გავუხვრიტავ მაგ არაკაცს, მშიშარა კურდღელი. გაცხარებული ყვიროდა დემეტრე დევდარიანი და მის მძღოლს აჩქარებას სთხოვდა.
-როგორ უნდა საქმეში ჩა*მა და გაქცევა მაგას ვანახებ მე, აზრზე ხარ რეებს ჩალიჩობს? თუ გონია რამე შერჩება ძალიან ცდება, გამოცრა კბილებში დევდარიანმა და მის წინ მყოფ მანქანას მიუახლოვდა, უკნიდან იარაღი ამოიღო და მძღოლს მიახლოვება თხოვა...

მანქანაში ყიფიანი იჯდა ცოლთან და 17წლის გოგონასთან ერთად... მამაკაცი კარგად ხვდებოდა, რომ კარგი დღე არ ეწერათ, ყველაზე მეტად მის შვილზე და ცოლზე ნერვიულობდა, მათ არაფერი დამართვნოდათ და ის ყველაფერზე თანახმა იყო...
- ლილიანა, მომისმინე, ახლა რაცარუნდა მოხდეს, იცოდე რომ მამაშენს და დედაშენს ძალიან უყვარხარ, შეიძლება ისეთი სამაგილითო მამა ვერ ვიყავი, დიდიხანი ვერ ვატარებდი შენთან დროს თუმცა ხო იცი მიყვარხარ ჩემო ლილიანა. თითქოს ემშვიდობებოდაო ქალიშვილს. მეუღლეს თვალებიდან ცრემლი გადმოსცვივდა, მამაკაცს უფრო აეკრო და ათრთოლებული ხელი სახეზე დაუსვა. გოგონა შიშისაგან შეძრწუნებული ხმას ვერ იღებდა, ერთადერთი რისი თქმაც მოახერხა; - მეც მიყვარხარ, მაა, ძალიან მიყვარხარ და მეშინია... სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო გოგონამ ისე გაისმა იარაღის ხმა, მათ უკან მყოფი მანქანა რომელიც გიჟივით მოსდევდათ გვერდზე ამოუდგათ და თემურ ყიფიანისათვის გამიზნული 4ტყვიიდან 1 მის გვერდზე მჯდომ ქალსაც მოხვდა. გასროლის შემდეგ მანქანა გაუჩინარდა. ლილიანამ ყვირილი მორთო, ხან დედას ანჯღრევდა ხან მამას.
- გაახილეთ თვალები, დეე, მამააა, გემუდარებით არ დამტოვოთ მარტო, ღმერთო ჩემო, რატომ? რატომ? ყვიროდა განწირული გოგონა უკანა სავარძლიდან და წინ მჯდომ მშობლებს გამოფხიზლებას ევედრებოდა თუმცა უშედეგოდ.
ამ დროს მანქანა ბარდიულზე ავარდა და ბოძს შეეჯახა, ვიღას ახსოვდა რომ საჭესთან გარდაცვლილი ყიფიანი იჯდა. ლილიანამ თავი მიარტყა სავარძელს და გაითიშა...
რამოდენიმე წუთის შემდეგ, უცხო ხალხის გარემოცვაში, მათ ყვირილში და ფორიაქში გამოღვიძებულმა ლილუმ თვალები გაახილა. სასწრაფო და პოლიცია უკვე მოსული იყო... გოგონა გადმოიყვანეს მანქანიდან და საკაცეზე ფრთხილად დააწვინეს, პოლიცია მივიდა მასთან, კითხვები დააყარა თუმცა ლილიანა შოკში იყო მომხდარით და ხმას ვერ იღებდა. გვამებს თეთრი ზეწარი გადააფარეს და სასწრაფო მანქანებით მორგში გადაიყვანეს, ლილიანამ ბოლოჯერ მოახერხა მშობლებისთვის თვალის შევლება, ღაწვებზე ცრემლებმა გაიკვლიეს გზა...

დაკრძალეს ყიფიანები, ლილიანა დაობლდა, 17წლის ასაკში დაობლდა. არაფრის თავიარ ქონდა გოგონას, განადგურებული დადიოდა, არაფერს ჭამდა, არ სვავდა, არ ლაპარაკობდა, უბრალოდ ტიროდა და ხელებს თავში იშენდა.
- ლილუ მოდი იქნებ რამე ჭამო? გოგონას მიუახლოვდა ლაშა ყიფიანი, მისი ბიძა, ერთადერთი ბიძა რომელიც არანაკლებ იყო განადგურებული ძმის და რძლის სიკვდილით, თან ყველაზე საშინელება ისაა რომ იცოდა ეს ყველაფერი ვისი ბრალიც იყო, იცოდა ვისი ხელიც იყო ამ საქმეში გარეული, და ისიც დანამდვილებით იცოდა რომ აუცილებლად გადაუხდიდა სამაგიეროს...
გოგონამ ხმა არ ამოიღო, უარი განაცხადა საჭმელზე. საერთოდ ყველაფერზე თქვა გოგომ უარი.
რამოდენიმე დღეში ლაშა და ლილიანა ყიფიანები აეროპორტში იყვნენ, ამერიკაში მიდიოდნენ...


ძმები ერთ საქმეში იყვნენ ჩართულნი, არც თუ ისე სახარბიელო საქმე იყო თუმცა ყიფიანები ახერხებდნენ ყველაფრის ისე მოგვარებას რომ ყველაფრიდან სუფთა გამომძვრალიყვნენ...
ორივე დევდარიანთან მუშაობდა, არალეგალურად გაქონდათ თურქეთში ალოკოჰოლი და თამბაქო. დევდარიანი კი მათი თავი და თავი იყო, არც ერთს ქონდა შეცდომის დაშვების უფლება.
დემეტრემ თემურს დაავალა მათი მეტოქის მოკვლა, ყიფიანი კი შეშინდა, კაცის მოკვლის შეეშინდა და უარი თქვა, დევდარიანი დაემუქრა რომ სიცოცხლეს მოუღებდა ისე რომ ხელიც არ აუკანკალდებოდა, მან კი გაქცევა ცადა, ცადა თუმცა უშედეგოდ...

ამ ამბის შემდეგ, ყველა ყიფიანების ოჯახზე ლაპარაკობდა, ამხელა აჟიოტაჟის შემდგომ დევდარიენებიც თბილისში დაბრუნდნენ. დაბრუნდნენ რათა თავიდან აეცილებინათ უამრავი პრობლემა და კითხვა პოლიიციდან თუ ხალხის მხრიდან...


2017 წელი. თბილისი

- თბილისი, როგრ მომნატრებიხარ, თავისთვის ჩაიჩურჩულა აეროპორტიდან გამოსულმა ლილიანამ და ჩემოდანი გამოაგორა... იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა და ცენტრში რომელიმე სასტუმროსთან თხოვა მიყვანა...
7 წელი, წყეული 7წელი, მშობლების გარეშე გატარებული 7 წელი... შეიცვალა ლილიანა, ძალიან შეიცვალა იმ ყველაფრის შემდგომ, გაბოროტდა, გაუნელდა ყველანაირი გრძნობა რასაც ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, უგულო ცივი და შეუვალი გახდა ლილიანა. არავის ნდობა ქონდა ამ ქვეყანაზე, აღარც თბილისის მეგობრები ახსოვს, არც ახლობლები, ნათესავებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, მისი ოჯახი მხოლოდ ბიძაა რომელიც ამერიკაში დატოვა.
თბილისში ყველა იცნობდა ყიფიანების ოჯახს, სანამ რუსეთში წავიდოდნენ უფროს ყიფიანს აქაც ჰქონდა პატარ-პატარა ბიზნესები. აქ ისწავლა ლილიანამ 9კლასი. ნუცუბიძეზე ცხოვრობდნენ მაშინ, რა კარგი იყო მათი უზარმაზარი ეზო სახლის გარშემო, რომელშიც ათასობით სხხვადასხვა ფერის ყვავილი იწონებდა თავს, ხეებს შორის გაბმული ჰამაკი, სადაც დიდ დროს ატარებდა პატარა ლილიანა. თუმცა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა ლილის მარტოდ მარტო უწევს ყოფნა, რომელიღაც სასტუმროში და არა მათ უზარმაზარ და თბილ სახლში...


მანქანა სასტუმროს წინ გაჩერდა, ლილიმ ფული მიაწოდა და თავის ჩემოდანს დასწვდა. შენობაში შევიდა, ნომერი დაჯავშნა და ლიფტთან მივიდა, ის ის იყო ლიფტის კარი უნდა დახურულიყო, ვიღაცის ხმა რომ გაისმა
- უკაცრავად, დაიცადეთ. გოგონამ ხელი მოკიდა კარებს და მოახლოვებული ახალგაზრდა მამაკაცი ლიფტში შემოატარა...
- მადლობა დიდი. სანდომიანად გაუღიმა მამაკაცმა გოგონას, თუმცა ლილის სახეც არ გატოკებია, არაფერი უპასუხა და კარს ზემოთ გამოსახულ ნომრებს შეაჩერდა.
მე-3-ე სართულზე გამოვიდა ლილიანა და ინტერესით გაიხედა უკან რომ მამაკაცი შეეთვალიერებინა ხომ არ მოყვებოდა უკან. ბუნებრივია შიშები ქონდა, ის ხომ არავის ენდობოდა, ირგვლივ ყველა მტერი იყო მისი. ოთახში შევიდა ჩემოდანი იქვე მიაგდო და ლოგინზე დაეცა. ხელები გაშალა და ერთი ღრმად ამოისუნთქა...
- ჩამოვედი დევდარიანო, ჩამოვედი. აუცილებბლად გაზღვევინებ ყველაფერს. უეჭველად გადაგიხდი სამაგიეროს და შენს დამპალ სისხლს დავლევ, ხელიც არ ამიტოკდება, ისე როგორც შენ არ აგიტოკდა ჩემი მშობლების დახოცვის დროს. ძალიან ცუდი ქენი რომ მეც არ მომიღე ბოლო იმდღეს, იმიტომ რომ ახლა მე შენი დაუძინებელი მტერი ვარ! თავისთვის გამოსცრა კბილებში, ფანჯარასთან მივიდა და სიგარეტს მოუკიდა...

მალევე ჩაამთავრა სიგარეტის მოწევა, ისე სწრაფად მოისროლა "ბიჩოკი" ,თითქოს მთელი გაბრაზება მასზე გადაიტანაო... .

დიდიხანი აწყობდნენ ლილიანა და ლაშა ყიფიანი გეგმებს, მთელი ეს დრო ადევნებდნენ შორიდან თვალყურს დემეტრე დევდარიანს და მის ოჯახს.
ცოლი- ქეთევან ჟღენტი 2013 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. არავინ იცის რატომ, რანაირად ან როდის, ტაბუ აქვს ამ საქმეს დადებული, პოლიციამ ეს საქმე გამოუძიებლად დახურა, აი ესე, 2013 წლის 8 ოქტომბერს ქალბატონი ქეთევანი გაუჩინარდა, და ყველას ფეხზე ეკიდა რატომ ან რანაირად. თავად დევდარიანმაც მალე დაივიწყა საკუთარი ცოლი და მეორე წელს სხვა ქალი შეირთო, ვინმე ლიზა ფიფია.
მოდელი, ახალგაზრდა, ლამაზი გოგო, რომელსაც თავში ტვინი არ აქვს და მხოლოდ ფულის გამო გაიუბედურა ცხოვრება.
ყავს ვაჟი თუმცა მასზე არაფერი წერია არც ჟურნალებში არც გაზეთებში და არც სოციალურ ქსელში. რა საინტერსოა და ამავდროულად რთული, ნუთუ არავინ შემორჩა გვერდით?!.
აუცილებლად გაარკვრვდა ყველაფერს მის ვაჟზეც და სწორედ მისი გამოყენებით იძიებდა შურს მასზე...

საღამოს 7საათი იქნებოდა, ლილიანამ ოთახი დატოვა და სავახშმოდ სასტუმროს რესტორანში ჩავიდა, პირველ სართულზე...
ერთ-ერთ მაგიდასთან დაიკავა ადგილი და მენიუ მთლიან სახეზე აიფარა...
- საღამომშვიდობის. ნაცნობი ხმა გაისმა და ლილიანამაც უცებ ჩამოწია სახიდან მენიუ,
- გაგიმარჯოს. ცივად მიუგო პასუხი ნაცნობ მამაკაცს, რომელიც ნაშუადღევს ლიფტში შეხვდა.
- შეიძლება? მისხწინ მდგარი სკამი გამოწია და ლილიანასგან დაჯდომისთვის ნებართვა აიღო. გოგონამ მხრები აიჩეჩა,
-როგორც გინდა, ჩემთვის არ აქვს მმიშვნელობა. იგივე გამეტყველებით უპასუხა
- კარგი დავჯდები, უბრალოდ მარტო ჭამა არ მიყვარსხდა რადგაბაც მხოლოდ თავენ ხართ ამხელა სასტუმროში ნაცნობი ვიფიქრე შევუერთდები თქო.
- ნაცნობი? გაიკვირვს ლილუმ. მხოლოდ 3 წუთი თუ იდექი ჩემს გვერდით ლიფტში, არც თუ ისე ნაცნობი. დაუკონკრეტა მამაკაცს.
- 3 წუთიც რაღაცაა, ხუმრობა ცადა ვაჟმა და სიცილი სახეზე შეახმა როცა გოგონამ მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და წარბი აწია.
-კარგი, კარგი. ვხუმრობ. მოდი ჯობს ერთმანეთი გავიცნოთ. მე ანდრია ვარ დევდარიანი, გაუწოდა ყმაწვილმა ხელი და გაიღიმა
- აქ აეავის გასაცნობად არ ვარ, თუ შეგიძ..... სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა მისი გვარი გადახარშა..
- რა გვარი ხარ?
- დევდარიანი, კითხვისნიშნით შეხედს გოგონასს ანდრეამ. - რა იყო გეცნობა ეს გვარი?
ლილუს უცებ დაცხა, სახე აუწითლდა, თითქოს ვიღაცამ მდუღარე წყალი გადაასხა.
მალევე მოვიდა აზრზე.
- არა, არა, არ მეცნობა. ურავი კითხვა დაებადა თავში. აბა წასულიაო? აეავინ იცის მასზე რამე. აქ რა უნდა? ბედის ორონიაა არა?! რაღა მაინც დამაინც ის? ან რატომ ავღელდი, იქნებ სულაც არ არის ის, იმ დევდარიანის ვაჟი. მხოლოდ ისინი ხომ არაიან დევდარიანები?! აუცილებლად გავარკვევ!
- ჰეეი. არაფერს მეტყვი? ბიჭოს ხმაზე გამოერკვა ფიქრებიდან, შუბლზე ხელი მოისვა და მანაც გაუწოდა მისი ნატიფი ხელი.
- ლილიანა. სასიამოვნოა
-ჩემთვისაც. იცი მგონი არ გვაწყენს სადმე თუ გავალთ, გავოსეორნებთ და ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს, რათქმაუნდა თუ წინააღმდდეგი არ იქნები. დაამატა ანდრეამ და გაიღიმა.
რას არ გაყვებოდა? ასეთი შანსი მიეცა, პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა დევდარიანის ვაჟი. თუმცა ჯერ არაფერი იცოდა დანამდვილებით, ყოველ შემთხვევაში იმედოვნებდა რომ ის იქნებოდა...

ერთად ივახშმეს და მალევე გავიდნენ სასტუმროდან. მიდიოდნენ ღამის თბილისში, ყიფიანი და დევდარიანი, რა სასაცილოა, ყიფიანის ასული ახლა მარტოდ მარტოს დევდარიანების გვარის წარადგენელთან ერთად და რა მნიშვნელობა აქვს იმას, ის დემეტრეს ვაჟია თუ არა? ისიც საკმარისია რომ დევდარიანია. როგორ სძულს, როგორ უნდა რომ შური იძიოს ყველა ამ გვარის მატარებელზე. და მაინც, არის კი ის დემეტრე დევდარიანის ვაჟი?

- მარტო ხარ თბილისში?
- კი. მოკლედ უპასუხა ლილუმ
- საიმტერესოა, საზღვარგარეთ ცხოვრობ მშობლებთან ერთად?
მშობლების გაგონებაზე შედგა ყიფიანი და თვალები დახუჭა, უცებ გაურბინა 7წლის წინანდელმა შემთხვევამ თვალწინ, სიმწისგან მიშტები შეკრა და თვალიდან ობლად ჩამოსული ცრემლი შეიწმინდა... ბიწი გაოცებული შეჰყურებდა
- კარგად ხარ? რამე ისე არ ვთქვი?
- არაუშავს, ყველაფერი რიგზეა. მშობლები არ მყავს. მარტო ვარ. დაუკონკრეტა და სვლა განაგრძეს.
- მაპატიე, არ მიმდოდა ცუდად გამომსვლოდა.
- შენ? გყავს აქ ვინმე
- კი თუმცცა წლებია არ მაქვს ურთიერთობა, აქ სწორად მისი თხოვნით ჩამოვედი, თუმცა არანაირი სურვილი მაქვს მასთან შეხვედრის.
- მასთან? დასაკონკრეტებლად იკითხა ყიფინმა
- მამა. ზიზღით ამოილაპარაკა და გვერდზე გაიხედა.
ლილიანა ყველა მის ნათქვამს იჭერდა, აანალოზებდა და ყველაფერს ერთმანეთს უკავშირებდა. მისი ნათქვამიდან გამომდინარე 90% იყო შანსი რომ ანდრეა დევდარიანი სწორედ ის დევდარიანი იყო ვისო გაცნობაც და პოვნაც მას ასე ძალიან სურდა. "რა საოცარია? ასე თუ გამიადვილდებოდა არ მეგონა". გაიფიქრა ყიფიანმა და ბიჭს მოყოლის გაგრძელება სთხოვა.
- 2013 წელს წავედი აქედან. გერმანიაში ძმაკაცთან.
- რა მოხდა 2013 წელს? ხმადაბლა იკითხა და ბიჭის რეაციას დააკვორდა, რადგან პასუხი უკვე იცოდა. უკვე დარწმუნებული იყო ლილიანა რომ ის ის იყო...
- დედაჩემი... ხმა გაუწუდა დევდარიანს, ზემოთ აიხედა რომ ცრემლები არ გადმოსცვენოდა.
- ვიზიარებ. აღარ დაასრულებინა სათქმელი. გველნაკბენივით გაიწოა მისგან რამოდენიმე ნაბიჯით გვერდზე ყიფიანი.
- უნდა წავიდე მე.
- ერთად წავიდეთ ხო სასტუმროში მიდიხარ.
- არა საქმე მაქვს. მადლობა ვახშმისთვის. ედია კიდევ შევხბდებით.
- აუცილებლად ლილიანა, ჯერ ხომ შენზე არაფერი გითქვამს.
ლილიანამ არაფერი უპასუხა გატრიალდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა.
ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
- გისმენ ლილუ, გაისმა ყველაზე ძვირფასი და მონატრებული ხმა.
- ვიპოვე.
- ასე მალე? სად? რანაირად? როგორ?
- გაგეცინება და უფრო იმან მიპოვს ვიდრე მე.... ყველაფერი დაწვრილებით უამბო ბიძას ლილიანამ.
- მიკლედ, უნდა დაუახლოვდე. თან ისე რომ მამამისს შეარიგო და მათ ოჯახში მოხვდე. დაარიგა უფროსმა ყიფიანმა.
- მეხრები? ვის ოჯახში მიშვებ, მამაჩემი და დედაჩემის მკვლელის ოჯახში? არ შემიძლია. რო დავინახავ ეგრევე ბოლოს მოვუღებ ხო იცი?
- დაწყნარდი ლილუ, მოთმინება გვმართებს. ყველაფერი სუფთად უნდა გავაკეთოთ. ერთი შეცდომა და შესაძლოა ყველაფერი სავალალოდ დამთავრდეს და არ გვაწყობს ხო იცი?
- რა გავაკეთო? რას ითხოვ?
- თავი შეაყვარე უმცროს დევდარიანს. აქედან მე საბუთებს მოვაგვარებ და ახალ პასპორტს გამოგიგზავნი.
- რაში მჭორდება ახალი პასპორტი
- ყიფიანი რომ ხარ ხო არ გავიწყდება? ისიც ხომ კარგად იცი რომ აუცილებლად დააინტერესდები დემეტრე დევდარიანს და ყველაფერს მოიძიებს შენზე
ამიტომ არსად არ უნდა ჩანდეს შენი ნდვილი გვარო არსად გესმის?
- მესმის მესმის. დაეთანხმა ბიძას. სახე ქონდა წაშლილი, თავი უნდა შეაყვაროს იმას ვის მამამაც მშობლები ხელოს აუკანკალებლად მოუკლა. რამხელა დავალება აკისრია. თვალები დახუჭა, ხელები თავზე მიიდო და ღრმად ამოისუნთქა.
-ყველაფერს გავაკეთებ. ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც საჭიროა. უნდა შეგიყვარდე დევდარიანო, დაე იყოს ასე.
დაე შეგიყვარდე ანდრეა დევდარიანო, ამისთვის ყველაფერს ვიზავ! დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის, ყველაფერს გავაკეთებ. არ მოვისვენებ იქამდე სანამ დემეტრე დევდარიანს შენი ხელითვე არ მიაყრი მიწას... რა საშინელებაა არა?! როგორი გამხადა ცხოვრებამ. 24 წლის გოგო რომელსაც ცხოვრება ძულს, რომელსაც არაფრის სურვილი აქვს გარდა შურისძიებისა, როცა სხვებს მიზნები და ოცნებები აქვთ, ამ უკანსკნელს სისხლიც კი გაყინული აქვს და ეს ნორმალურია? არა! არარის...


- ალო, გუშინ ჩამოსულხარ და სახლში რატომ არ მოხვედი? უფროს დევდარიანს საკმაოდ მკაცრი ხმა ქონდა.
" კიდევ ეს რომ იქნება დიდ გულზე"
- ისა და ხო არ დაგავიწყდა რატომ წავედი 4წლის წინ? მადლობა მითხარი რო ჩამოვედი.
-შენ კიდევ მგონი ის გავოწყდება რომ ჩემი შვილი ხარ და წესიერად ლაპარაკი გმართებს.
- აქედანვე ვიწყებთ? მგონი ცუდო ვქენი რომ ჩამოვედი არა? გაბრაზებისაგან ულვე ძარღვები დაეჭიმა ყელზე უმცროს დევდარიანს.
- კარგო კარგი. სახლში მოდი და აქ ვილაპარაკოთ.
- იცი რა მამა?! ეხლა დავფიქრდი და მგონი არ აქვს ჩვენს შეხვედრას და კიდევ ლაპარაკს, არ შეცვლილხარ, ვერ გაგიაზრებია რატომ დაკარგე შვილი.
- მე შვილი არ დამიკარგავს ანდრეა, ჩემმა შვილმა თვითონ მოისურვა წასვლა და ხელს ვერ შევუშლიდი.
- და რატომ? რატომ მოინდომა წასვლა დაინტერესდი? გაცეცხლდა ანდრეა და ტელეფონი ისე გათიშა პასუხიც არ მოუსმენია მამისგან. ახლა ნამდვილად იცოდა რომ არ მივიდოდა მასთან...
ტაქსი გააჩერა და ბარში წაყვანა სთხოვა...
იქ მისული ბართან მივიდა და ბარმენს ორმაგი ვისკი შეუკვეთა. ერთს მეორე მოყვა მეორესესამე... თავი ხელებში ჩარგო და უნებურად წასვლის დღე ამოუტივტოვდა...

- მამა დედა სადარის? კაბინეტში შეუვარდა ანდრეა და ისე მიაძახა სათელი, მის წინ მჯდომი მამაკაცი საერთოდ არ შეუნიშნავს.
კაცს არაფერი შეუმჩნევია, ბოდოშოს მოხდით დატოვა ოთახი და მამა-შვილს გაეცალა...
- იქნებ დაგეკაკუნებინა მაინც? ვერ დაინახე რომ მარტო არ ვიყავი?!
- ფეხებზე , მარტლ იყავო თუ არა. დედა სადარის თქო. ცოფებს ყრიდა ახალგაზრდა, თვალენი ჩაწითლებოდა სიბრაზისგან და ყელზე ძარღვები გამობერვოდა...
- დამსვიდდი ანდრეა. დედაშენმა წასვლა მკისურვა. გამომიცხადა არ მინდაო ასე ცხოვრებაო. ხოდა წავიდა. ისე წავოდა რომ ვეღარ დაბრუნდება.
- რას ქვია ვეღარ დაბრუნდება? აზრზე ხარ საერთოდ რეებს ბოდავ? შენ ეგ ქალი ვინმეში ხო არ გეშლება? შენი ცოლია. შენი შვილის დედაა, რას ქვიავეღარ დაბრუნდება.
- აი ესე, პირადად მე ვიზრუნე მაგაზე რომ აღარ დაბრუნდეს.
ანდრეა გამწარებული გავარდა ოთახოდან. მეორე სართულზე აირბინა, თავისი ოთახიდან
კი ჩემოდნით გამოვიდა, კარი მაგრად მოიჯახუნა და სახლიდან გავარდა...
ჯერ მაშინ ვერ ხვდებოდა უმცროსი დევდარიანი რას გულისხმობდა ვეღარ დაბრუნებაში მამამისი, იქამდე ვერ ხვდებოდა სანამ 8 ოქტბერს ის საშინელი ზარი არ გაისმა მის ტელეფონზე.
ზარი რომელმაც დედის გარდაცვალება ამცნო. იმ დღიდან ამორწერა ანდრეა დევდარიენების ოჯახიდან, იმ დღეს შეიძულა საბოლოოდ უფროსი დევდარიანი. არავინ იცოდა მან მოაკვლევინა თუ არა ერთ დროს საყვარელი მეუღლე და მზრუმველი დედა. არავინ იცოდა რატომ და რის საფუძველზე წავიდა ქალი, სად ან რა ვითარებაში გარდაიცვალა, ფაქტი კი სახეზე იყო, თუმცა ანდრეა ულვე შორს იყო და ჩამოსვლას არც აპირებდა. ისე მიაბარეს მიწას ქალბატონი ქეთევან ჯღენტი რომ არც შვილი იყო მის დაკრძალვაზე და არც მისი მეუღლე. აი ესე დევდარიანების ხალხმა დაკრძალა ქალი, უპატრონოდ, უმოწყალოდ.
პირველად ჩამოვიდა თბილისში ანდრეა, პირველად უწევდა დედის საფლავზე მისვლა. ალბათ მაგიტომ უფრო ჩამოვიდა და არა იმიტომ რომ უფროსმა დევდარიანმა ასე მოისურვა. რა უმოწყალოა ეს წუთი სოფელი, ვის როსთვოს გაიმეტებს არავინ იცის. ზის ახლა, ალკოჰოლისგან გათიშული და გაბეჩავებული ანდრეა ბარის დახლზე თავ ჩამოდებული, თავში ათასი რამ უტრიალებს, ერთერთი კი ლილიანაა, ის ლილიანა მისი ფიქრებიდან რომ არ ამოსულა მისი დანახვის შემდგომ...
დილით თავის ტკივილით გაიღვიძა ანდრეამ, არ ახსოვს როდის ამოვიდა ნომერში, ან რანაირად... ზანტად წამოიწია, თვალები მოიფშვნიტა, მიიხედ-მოიხედა და ოთახში მიმოყრილ ტანსაცმელს თვალი მოავლო.
- მმმ, რამაგრად მტკივა თავი რა დავლიე ამდენი ტოო...
თმაში ხელი შეიცურა და წამოდგა. რომელიღაც კარადაში ძლივს იპოვა პირსახოცი, ის ისიყო აბაზანის კარი უნდა გამოეღო რომ ტუმბოდან აუტანელი ბჟუილი გაისმა.
- რაგინდა? კატოგორიული იყო ანდრეა.
- არუნდა დაბრუნდე მამი სახლში? უფროსი დევდარიანის ზედმეტად თბილი და „ვითომ“ ყურადღებიანი ხმა გაისმა.
- მეგონა გუშინ საკმარისად გასაგებად ვთქვი სათქმელი არა?!
- კარგი რა... ნუთუ არ დაიღალე ბავშვური გაბუტვებით? რაც იყო იყო, შეცვლი რამეს? მხოლოდ შენღა დამრჩი ანდრე და მოდი გთხოვ ვილაპარაკოთ. მუდარა შერეული ტონი ქონდა დევდარიანს.
- რა ადვილია არა მამა, ამდენი წლის მერე ასე იოლად საუბარი, ხო რათქმაუნდა, რას შეცვლი, დედას ვეღარ ააყენებ არა საფლავიდა?! თურმე მე ვიბუტები არა ბავშვურად? საერთოდ მიზეზიც არ მაქვს ალბათ. ირონიული იყო ანდრეა.იცი მამა, -იქნებ არც უნდა ვამბობდე ამ სიტყვას, მამა! მაგრამ ყველაფერი მტკივა როცა მახსენდება წარსული. მე შენსავით ვერ ვიკიდებ ფე*ებზე ყველაფერს, დედაჩემი ჩემთვის ყველაფერი იყო, შენგან განსხვავებით...
- მოდი დღეს სახლში და ვილაპარაკოთ! უკვე ნელ-ნელა უმკაცრდებოდა ხმა უფროსს...
- არ ვიცი ვნახოთ. ტელეფონი გაუთიშა უმცროსმა და სახე გაფითრებულმა გამოღო კარი, ცივი შხაპი თუ უშველი და მოიყვანდა აზრზე...
ესღა მაკლდა, საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი... დედას შე**ცი!!! შეიკურთხა გამწარებულმა ანდრეამ, ხელი აბაზანის კედელს მიარტყა, თითქო ის იყო დამნაშვე რამეში...


კედელზე მოწიკწიკე საათი ათს უჩვენებდა როცა ლილიანამ თვალები გაახილა, მიიხედ მოიხედა თითქოს დაავიწყდა სად იყო, აზრზე მოვიდა მალევე და ლოგინიდან ფეხები ჩამოაწყო, წამოჯდა და გაიზმორა...
აივნის კარი ღია დარჩენია, შემოდგომის გრილი დღე იდგა, გრილი ნიავი უბერავდა, ხეებიდან ფოთლები ცვიოდა, მოსტაფილოფერო იყო თბილისი. უყვარდა შემოდგომა ლილიანას...
აივნიდან გადაიხედა, ჰაერში გაჟღენთლი ნეშომპალის სუნი შეისუნთქა, გრილი ჰაერით შეივსო ფილტვები, უნებურად გაიღმა და ოთახში შემოვიდა... აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და სველი თმების სწორებით, პირსახოც შემოხვეული გამოვიდა...
სარკესთან გაჩერდა, წინ მიიწია და სახეს კარგად დააკვირდა. 24წლის, უღიმღამო გამომეტყველებით, გაბოროთებული თვალები უელავდა...
თმა გაიშრო და სასაუზმოდ ჩავიდა სასტუმროს რესტორანში იმ იმედით რომ ანდრეა დევდარიანს ისევ შეხვდებოდა და გეგმის განხორციელებას დაიწყებდა, გეგმის რომელიც არ მოწონდა დიდად თმცა მშობლების საფლავზე ფიცი დადორომ მის მკვლელ ყველაფერს აზღვევინებდა...

ღია ბუფეტიდან სასურველი საკვები გადმოილაგა მოზრდილ თეფშზე, გაიხედა თავისუფალი მაგიდის მოსაძებნად, დაინახა კიდეც და მისკენ გაემართა… რამოდენიმე წუთში გამოჩნდა ანდრეა, არ იყო რაღაც მწყობრშ, სახე ალეწილი ჰქონდა და რათქმაუნდა ლილიანამ ეს შეამჩნია..
ანდრეა ლილიანას დანახვისას მისკენ გაემართა, აღარც უკითხავს არაფერი, თითქოს დიდიხნის ნაცნობივით ჩამოუჯდა მოპირდაპირე სკამზე და ოდნავ გაუღიმა...
- როგორ ხარ ლილანა? ხმაარ ქონდა ისეთი როგორიც გუშინ.
- მადლობ კარგად, თავად? რაღაც არ ხარ მგონი ხასიათზე ხო? მეტი ყუადღების გამოჩენა გადაწყვიტა მან...
- აა, არა რავიცი, დილის შემდგომ ხასიათზე აღარ ვარ.
- მოხდა რამე?
- კი, მამაჩემმა დამირეკა
- მერე რა მოხდა მაგაში ცუდი რაა არის? მეთქი რამე სერიოზულია... სახე იქით გაატრიალა ლილიანამ ეს ფარსი და სიყალბე რომ არ დასტყობოდა. არადა მან მშვენივრად იცოდა ბიჭის მდგომარეობა, უკვე დარწმუნებულიც კი იყო რომ ეს იმ დევდარიანის შვილი იყო...
- შენ ბევრი რამ არიცი. მოკლედ მოუჭრა ბიჭმა. -მოდი სხვა თემაზე ვილაპარაკოთ.
- კარგი როგორც გინდა, არ გშია ? მიდი აიღე რამე, არამგონია აქ ჩემს გამო ჩამოსულიყავი გაეცინა ლილიანას. ჩაფიქრებული იყო ანდრია, უცებ წამოწია თავი და გაუღიმა.
- მოდი წავიდეთ სადმე, არ მინდა აქ!
- ხუმრობ? არც კი გიცნობ. უკან დაიხია გოგომ.
- ვიცი, ვიცი. ნუ ნერვიულობ კარგი? უბრალოდ წამომყევი..
ხელი მოკიდა ლილიანას, სასტუმროდან ისე სწრაფად გამოიყვანა ვერც კი მიხვდა ლილუ თუ რა მოხდა...
ანდრემ ტაქსის ხელი დაუქნია და მანაც მუხრუჭის აუტანელი ღჭრიალით მოაყენა მათ ფეხებთან...
მისამართი უკარნახა მძღლოლს, ამასობაშ ლილუ დაიძაბა, ეცნო მისამართი, თუმცა ხმა არ ამოუღია, არუნდოდა სიტუაცია გაეფუჭებინა.
- სად მიგყავარ?
- ჩემთან. მარტო არ მინდა იქ მისვლა, გთხოვ არ გამიტეხო. ისეთი თვალებით შეხედა, უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი იყო. უცებ ამოიღო ტელეფონი ლილიანამ მის დაუნახავად ესემესი დაწერა - „ სახლში მივდივარ! დევდარიანების სახლშ, ცოტას ვნერვიულობ! მგონი დღეიდან დაიწყება..“
ჯიბეში ჩაიდო ისევ ტელეფონი, ნერვიულობისგან გაოფლილი ხელები მოიფშვნიტა, ჯერ ანდრეს გადახედა ხოლო შემდგომ ფანჯარაში გაიხედა. ხეებიდან ცვიოდა ფოთოლი ნელა, ეხეთქებოდა, უკვე გადაყვითლებულ ასვალტს. გრილი სიო ქროდა, დილას ადრიანად გაწვიმდა, ალაგალაგ სველ გზაზე მიდიოდა ყვითელი ტაქსი. აჩქარებული გულები ერწყმოდნენ ერთმანეთს, ორივეს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. თუმცა გრძნობით ორივე იგივეს გრძნობდა, ორივეს ძულდა ადამიანი, ორივეს იგივე ადამიანი!!!
ტაქსი გაჩრდა. ფული გადაიხადა ანდრეამ, ლილიანას ხელი მოკიდა და ორივე გადმოვიდა მანქანიდან. არანაკლებ ნერვიულობდა ბიჭიც, ღრმად ამოისუნთქა, ლილიანას გადახედა, გაუღმა და სახლისკენ დაიძრა, სახლისკენ სადაც წლებია მისი ფეხი ა შედგმულა, სახლისკან სადაც მისთვის ასე ნაცნობი და საყვარელია ყველაფერი, თმცა ცარიელი, არაფერი შემორჩენია სახლს ძველებური.
ზარის ღილაკს თითი მიაჭირა, ერთი ნაბიჯი უკან გადადგა და დაიცადა. ლილიანა ედგა გვერდით, თითქმის შოკში მყოფი, ის შეხვდებოდა მთელი მისი უბედურების მიზეზს, ჩახედავდა თვალებში და რა სამწუხაროა რომ არაფრის გაკეთება ძალუძს. დროებით, ყველაფერი მხოლოდ დროებით...
კარი შუახნის კაცმა გააღო, თვალები შუბლზე აუვიდა შვილის დანახვისას, შესამჩნევად დაეცვარა შუბლი, ალბად ხელებიც უხურდა, ღრმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა...
-ანდრეა, მამი, მოხვედი? ხმა აკანკალებული ქონდა დევდარიანს, სადღაც გამქრალიყო მისი უხეში და ცივი ტონი, აშკარა იყორომ მარტო იყო დარჩენილი და სხვა გზა არ ჰქონდა, ვინიცის ამ ყველაფერსაც იძულებით აკეთებდა, ეჭვი ღრღნიდა ანდეას. თვალებში უყურებდა უმცროსი უფროსს.
- ხო, მოვედი, ხომ გინდოდა! ამასობაში აზრზე მოვიდა უფროსი დევდარიანი და შვილის გვერდით მდგომი ახალგაზრდა გოგონა რომელიც ზიზღით უყურებდა, ძალიან ეცნობოდა, თუმცა ვერსაიდან იხსენებდა ამ გოგოს, ახლაღა შეამჩნია.
- არ გამაცნობ ანდრეა ამ გოგონას?
ლილიანამ არ დააცადა ბიჭს, და თვითონ დაიწყო.
- ლილიანა, არველაძე ლილიანა... ხელი გაუწოდა ზიზღით მაგრამ, ყველანაირად დაძაბა გონება და ეცადა არ შეემჩნია, ძალით გაუღმა მამაკაცს, მალევე მოაშორა მზერა და იატაკს დახედა...
- სასიამოვნოა გოგონავ, ამრეზით უპასუხა უფროსმა, უეჭველი იყო, რომ გოგო ეცნო თუმცა არახსენდებოდა კარგად...
- დიდიხანი ვიდგე კარებში თუ იბოძებ ნებას და შემოგვიშვებ. ჩაერთო ლოდინით გაღიზიანებული ანდრეა.
- ხო, ხო მოდით, გვერდზე გაიწია და ახალგაზრდები სახლში შეატარა...
სამზარეულოდან ფუსფუსის ხმა მოესმა ბიჭს.
- სახლში ვინმეა? ჩაეკითხა ანდრეა.
- აღარ გახსოვს? ლიზაა ჩემი ცოლი... ბოლო სიტყვა შედარებით ხმადაბლა გამოთქვა, -ლიზაააა, მოდი ნახე ვინ მოვიდა...
- ვაიმეეე, ჩემო ანდრეააა, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, მამაშენმა შენზე ბევრი რამ მიამბო, დიდიხანია გელოდება, კარგი ქენი რომ ჩამოხვედი, იმედია აღარს წახვალ. სანდომიანად გაუღმა თითქმის მისმა ტოლმა გოგონამ. -ეჭვი მეპარება. გვერდზე გადაულაპარაკა ანდრეამ ლილიანას, მასაც გაეღიმა.
- სასიამოვნოა ქალბატონო ლიზა... მშრალად მიუგო ვაჟმა.
- მმმ, ქალბატონო არაა რააა, გაინაზა ქალი, მხოლოდ ლიზა ანდრეა, გთხოვ,
- -კარგით, ლიზა... სახელზე გაამახვილა აქცენტი და ოდნავად გაიღიმა...
- მოკლედ, გაიცანით ერთმანეთი, მიხარია. გაიჯგიმა უფროსი დევდარიანი.
- კი მაგრამ ამ მშვენიერ გოგონას რომ არ ვიცნობ, დაამატა ლიზამ
- ეს ჩემი მეგობარია, ლილიანა. მოკლედ მიუგო ანდრეამ და მამამისს თვალით ანიშნა რომ მის კაბინეტში შესულიყვნენ სალაპარაკოდ.
- აბა, კაცებს ცოტახანს საქმე გვაქვს, თქვენის ნებართვით ჩვენ ცოტახნით დაგტოვებთ, თქვენი არ მოიწყინოთ, წამოდგა უფროსი, ანდრეას მხარზე ხელი დაარტყა და მისი კაბინეტისკენ უბიძგა...

შეაღო თუ არა დემეტრემ კარი მაშინვე აეკრა სახეზე ნესტის და ჩახუთულობის სუნი, არასასიამოვნოდ დამანჭა სახე, მიიხედ მოიხედა, თმცა ვერაფერი დაინახა, ისე იყო ოთახი ჩაბნელებული, ერთადერთი ფანჯარა ქონდა ამ ოთახს და იმაზეც უკუნითი სიშავე იყო ჩამოკიდული. ვერ ისუნთქებდი აქ, შეუძლებელი იყო აქ გაჩერება, თუმცა უფროს დევდარიანს ამაზე არანაირი პრეტენზია არ ქონია.
- რაა არის ეს! ბოლოს შეწუხებულმა გამოთქვა თავისი აზრი. ან განიავე აქაურობა, ანარადა შემოიყვანე ვინმე და დაალაგოს აქაურობა, ფარდები მაინც გადაწიე. დაუყვავა მამას ბიჭმა
- ხშირ დროს აქ არ ვატარებ, შემოვდივარ და გავდივარ რამე თუ დამჭრდა მხოლოდ იმას ვიღებ.
- რა იყო მოგონებები ხომ არ გტანჯავენ აქ შემოსვლისას.
- რა შუაშია ? დაიძაბა დემეტრე
- თავშია მამა, თავში. ბევრ დროს ვატარებდი აქ ხომ კარგად გახსოვს, პატარაობაში სულ მიყვარდა შენს საბუთებში ქექიალი, ხან რას აგირევდი ხან რას, და შენც მეჩხუბებოდი ხოლმე, მერე დედა შემოვიდა, იმას მიახლიდი შენს წუხილს ჩემს მიმართ, „ ასეთ ბავშვი მე ცხოვრებაში არ მინახავს, რააარის ქალო, ნორმალურად ვერ უნდა გაზარდო?! სულ ამირია ძლივს ძლიობით დალაგებული საბუთები“ სიტყვა სიტყვით გაუხსენა მამას მისი ფრაზა და სიმწრით ჩაეცინა, მერე დედა აკრეფდა იატაკიდან შენს ბინძურ ფურცლებს და მაგიდაზე გილაგებდა. აღარ გახსვს ხო?
ალბათ მაგიტომაც არ შემოდიხარ აქ.

კაცს სახეზე ფერი აღარ ედო, წამებში გაურბინა წარსულის ფირმა თვალწინ. რა ექნებოდა სათქმელი?! არაფერი! იცოდა რომ ბიჭი მართალია, თუმცა იყო რაღაც რაც არ იცოდა და ის რაც მოხდა ამ რაღაცის გამო მოხდა...
- ანდრეა! დაიწყო თავჩაღნულმა. - დაბრუნდი სახლში, ხომ იცი შენს გარდა მე არავინ მყავს. არ შემაწყვეტინო გთხოვ, უბრალოდ მომისმინე! დაამატა როცა ანდრეას გაღებული პირი დაინახა რაღაცის სათქმელად, ირონიული სახით. განაგრძო დემეტრემ. - დიდიხანია რაც ჩვენს ოჯახს ოჯახობის არაფერი ატყვია, კი ვიცი ახლა რაც უნდა თქვა, ეს ყველაფერი შენი ბრალიაო, კი ბატონო, დაე იყოს ასე და ფიქრობდა მასე, თუმცა არის რაღაც მიზეზები რომლებიც ეს შენ არიცი, და იმიტომ არ იცი რომ შენ გული არ გტკნოდა თავის დროზე, მეგონა სიჩუმით დაგიცავდი, თუმცა ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ დატრიალდა და წლებია შვილი გვერდით არ მყავს, შვილი რომელიც წინ მიდგას და აქამდე ხვეწნით მოვიყვანე!
- რაა არის ამისთანა რომ ასე საშვილიშვილოთ მალავ.
- ეს დედაშენს ეხება, არ მინდოდა ის შენს თვალში გაუფასურებულიყო, დედაა ბოლოსდაბოლოს.
- რას ნიშნავს გაუფასურებულიყო? მეღადავები ხო? ხმას უწევდა ნელნელა ყელზე ძარღვ დაბერილი ანდრეა.
- დამშვიდდი ანდრეა, მეც მიძნელდება ამ ყველაფრის თქმა.
- ამოღერღე ეხლაა! ვეღარ მოითინა უმცროსმა და ისე იღრიალა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
- დედაშენმა მიღალატა! გაიგე? ახლა მიხვდი ყველაფერს? მან მე თავი მომჭრა, თან ვისთან? ჩემს პარტნიორთან, ჩემთან მომუშავესთან, მეგობართან... გესმის? იმიტომ გავაგდე სახლიდან, წაეთრა ჩემი სახლიდან და მერე რა მოუვიდა არ ვიცი! ახლა გაიგე?
- შენ! დემეტრე დევდარიანო, დედაჩემზე წესიერად ილაპარაკე გასაგებია? ეს უკვე ზედმეტია, რაც გააკეთე არ გეყო? ახლა დედაჩემი ბო*ადაც გაასაღე ხო შე ახ*აროო! ადამიანს აღარ გავდა უკვე ანდრეა, განწირული ხმით უყვიროდა და ძლივს იკავებდა თას რომ არ მივარდნოდა. არაკაცი ხარ დევდარიანო, არამზადა, თვითმარქვია მატყუარა რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებს, რაოოო, დაინახე რომ მარტო დარჩი და ეხლა გააგახსენდა შვილი? აქამდე სად ეგდე შე ახვ*რო.... გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? შენ მოკალი დედაჩემი, რაც იბოდიალე ეგ თუ სიამრთლეა... თუ სიმართლეა, ხმა ჩაეხლიჩა ბიჭს, თვალთ დაუბნელდა, გული მიეწურა, თითქოს რაღაც ჩაარტყესო თავში რომ გაიაზრა რაც თქვეს დედამისზე. ის ხომ მისთვის ყველაფერი იყო, ქალის მაგალითი, აღმზრდელი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დედა იყო მისი, აღერთებდა და უზომოდ უყვარდა...
- არ დავიჯერებ, არ დავიჯერებ გესმის? შენი ბრალია ყველაფერი, თუ სიმართლეა რაც თქვი, შენი ბრალია... თვალებ ჩაცვენილი იდგა კედელზე მიყუდებული, ის კედელიც რომ არ ქონოდა ზურგს უკან დაეცემოდა უეჭველად.
- მესმის, შენთვის ამის აღქმა ძნელია ანდრეა, ჩემთვის უარესი იყო! კაცი ვარ, თავმოყვარეობა მაქვს და ვერ ვაპატიე! ვერ ვაპატიებდი, არ შემეძლო..
- შე**ცი შენს კაცობასაც და თავმოყვარეობასაც. დაიგმინა ანდრეამ, მივარდა და სახელოში წვდა, ორივე ხელი მომმუშტა, მისი საყელოები მოიქცია ხელებში. თვალები ჩაწითლებული ქონდა, მძიმედ ქშენდა, ყბები უთამაშებდა და კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს ცოტაც და ჩაუტყდებოდა.
- მეზიზღები! ვერ გიტან! არ ხარ შენ კაცი! მკვლელი ხარ შენ, ფულის ხამი ხარ! შენ, შვილი არ გყავს! დამივიწყე საერთოდ, ჩემთან მოახლოებულიც არ დაგინახო თორე, დედის სულს ვფიცავ ჩემი ხელით მოგკლავ, მოგკლავ და ხელიც არ ამიკანკალდება!
- ანდრეა! ძალიან გთხოვ გეყოს. მუდარით გაისმა ოთახში მისი ხმა!
- მეყოს? კიდე მე მეყოს? მა*ლევებ ხო ? თუ რა გინდაა ვერ გავიგე? კიდე მე მეყოს ამის დედას რო შე**ციი? კიდე მე მეყოს? გამწარებული იყო უკვე უმცროსი დევდარიანი, ცოფებს ყრიდა, ის ისიყო მოღერებული მუშტი უფროს დევდარიანს უნდა მოხვედროდა, ოთახში ლილიანა შემოვარდა, ბიჭს მივარდა და უკან გამოთრია. ანდრეა შედგა, მძიმედ სუნთქავდა..
- გეყოს გთხოვ, არ ღირს! მხარზე ხელი დაადო გოგომ და კარისკენ გაიყვანა ანდრეა.
- ეს ყველაფერი არარის! არ დავივიწყებ იცოდე, ამ ყველაფერს არ დავივიწყებ! გაზღვევინებ, დედაჩემის სისხლის დაღვრაზ გაზღვევინებ! ბოლოჯერ დაიღრიალა დევდარიანმა, ლილიანას ხელი ჩაავლო და თითქმის სირბილით დატოვა ის ბინძრი სახლი, ლიზა გაოგნებული იდგა კაბინეტის კართან და საროჩკა მოღრეცილ ქმარს გაფართოვებული თვალებით უყურებდა.
- ეს რას ნიშნავდა დემეტრე? შეშინებულმა ძ₾ივს გაბედა ქმრისთვის რაიმეს კითხვა
- შენი თავი არ მაქვს, ვერ ხედავ რა დღეში ვარ? შემეშვი!
კარები ცხვირწინ მიუჯახუნა მეუღლეს და თმებში ხელები შეიცურა. მაგიდას მიუახლოვდა, დაჯდა და თავი ხელებში ჩაიწყო...
- ამის დედა მოვ**ან! დაიღრიალა და თავი მაგიდაზე ჩამოდო...

მთავარ გზაზე გავიდნენ ორნი, თითქმის სირბილით, გამწარებული მიდიოდა ანდრეა, ხელები ჯიბეში ჩაედო და დროდადრო იკურთხებოდა. ლილიანა ჩუმად მიყვებოდა, მან ხო ყველაფერი იცოდა, ერთადერთი რაც გააკეთა, ტელეფონი ამოიღო და მისთვის ძვირფასს ესემესი გაუგზავნა.
„ ყველაფერი რიგზეა, თითქმის ისე მიდის საქმე როგორც ჩვენ გვაწყობს, ჩემი საბუთები არველაძეზე გააკეთე, ასე ვუთხარი იმ გაიძვერას, ნეტა იცოდე როგორ მიყურებდა! ძლივს შევიკავე თავი, რომ შუბლი არ გამეხვრიტა! მერე ყველაფერს მოგიყვები, მიყვარხარ“
ქუჩის ბოლოში ტაქსი გაჩერდა, ორი ახალგაზრდა ჩასხდა და გზას გაუყვნენ...
- კარგად გრძნობ თავს? ხმადაბლა დაუსვა კითხვა ანდრეას
ბიჭმა თავი შეატრიალა მისკენ და ლილიანას ხელს რომელიც სავარძელზე ედო ხელი ნაზად შეახო, ჯერ გოგონა შეცბა, ხელს დახედა, ხოლო შემდგომ ბიჭს ახედა თვალებში.
- მადლობა! თბილი ღმილით მიუგო ანდრეამ მას.
- რისთვის? გაუკვირდა გოგონას
- იმის ჩადენაში რომ შემიშალე ხელი, რასაც მთელი ცხოვრება ვინანებდი! გაუღიმა, ხელი შეუშვა და ფანჯარისკენ გაიხედა.
ლილიანას თვალი არ მოუშორებია, - არაფრის. ხმადაბლა თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა და გარემოებას მოავლო თვალი.
წვიამიანი ამინდი იყო, თუმცა ახლა უკვე გადაეღო წვიმას, ალაგალაგ დაგუბებულ გუბეებს აცილებდა მძღოლი ბორბლებს, ტაქსი სასტუმროსთან გაჩერდა, ბიჭმა საფულიდან ამოაძვრინა 10 ლარიანი და მძღოლს გადააწოდა. ორივე გადმოვიდა მანქანიდან და სასტუმროსკენ წავიდა, ორივეს გაფუჭებული ჰქონდა ხასიათი, ორივეს თავიანი მიზეზი ჰქონდა.
სასტუმროს ლობში იჯდა ორივე, ოთახში ასვლა და მარტო დარჩენა საკუთარ თავებთან არც ერთს უნდოდა.
- ბარში ჩავალ მე. უცებ წამოიწყო ანდრეამ
- გასაგებია.
- არ ჩამომყვები? უკეთ მინდა შენი გაცნობა. ჯერ არაფერი ვიცი შენზე, შენკი ჩემს ოჯახურ გარჩეასაც კი შეესწარი. გაუღიმა ანდრეამ გოგოს.
- ჩამოგყვები, ოღნდ მე არ ვსვავ, რაც შეეხება ჩემზე, მოსაყოლი არაფერია. ჩვენს ურთიერთობაში მთავარი მე და შენ ვართ და არა სხვა დანარჩენი.
- ურთიერთობაში... აბრჭყვიალებული თვალები მიაპყრო ლილიანას და გაიღმა.
- აჰ, არა ისე არ მიგულისხმია, ანუ ზოგადად, ურთიერთობაა ახლაც, რომ ვსაუბრობთ და ერთად ვატარებთ დროს. დაიბნა ლილიანა და რატომღაც თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა.
- რატომ აღელდი, მე ხომ არაფერი მითქვამს ისეთი. უარესად ჩაჭრა ბიჭმა ლილიანა.
- ოოო, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ,გაეცინა ლილიანას. ამასობაშ ბარში ჩავიდნენ და თავისუფალ ბარის სკამზე მოთავსდნენ...
- აბა რას დალევ?
- ხომ გითხარი რ ვსვავ!
- აუცილებელი არაა ალკოჰოლური იყოს, ისე რას დალევ? გაუმეორა კითხვა.
- კარგი რაიმე კოქტეილი იყოს ოღნდ ალკოჰოლის გარეშე...
ანდრეამ ორმაგი ვისკი და ხილის კოქტეილი შეუკვეთა. ხელები ბარის მაგიდაზე ჩამოდო ერთმანეთში გადახლართული და გვერდულად გახედა ლილიანას, რომელიც სკამზე იჯდა და აქეთიქით აცეცებდა თვალებს.
- რაო რამდენი წლის ვარო? წამოიწყო ანდრეამ
- ოცდაოთხის, შენ?
- ოოო, მე ოცდაექვსის... სასტუმროში რამდენიხნით აპირებ გაჩერებას?
- არ ვიცი, რაიმე სამსახურს ვიშოვი და ბინასაც ვიქირვებ, შენ? ისევ უკან აპირებ წასვლას?
- არ ვიცი, მგონი მომიწევს, მაგრამ გული არ მიმიწევს იქით. გაიღიმა და მწველი სასმელი ყელში გადააგორა, სახე ცოტა დამანჭა და ისევ გაასწორა..
- რატომ, რა გაკავებს?
- არ ვიცი, ძნელია ეს ყველაფერი, მოდი თემა შევცვალოთ, მომიყევი რამე შენზე.
- მოსაყოლი არაფერია, აქამდეც ვთქვი, ობოლი გოგო ვარ, ჩამოვედი ისევ სამშობლოში, ცოტახნით, მოსაგვარებელი საქმეები დამრჩა და წავალ ისევ...
- მმ, რა საქმინი გოგო ყოფილხარ. ჩაიცინა და სასმელი გაამეორა.
ჟაკეტის ჯიბიდან ტელეფონი აუბჟუილდა ლილიანას, ამოიღო, ეკრანს დახედა და შემდგომ ანდრეას გახედა
- უნდა ვუპასუხო, მაპატიე! სკამიდან ადგა და იქაურობა დატოვა, შედარებით ცარიელ და უხმაურო ადგილას გადაინაცვლა...

- ალო, როგორ მომენატრე.

- მეც მომენატრე ჩემო გოგო, მივიღე შენი ესმესი, ყველაფერი ისე იქნება როგორც გინდა, ხო კარგად ხარ? ნახე ის ნაძრალა?

- კარგად ვარ მე, კი ვნახე და როარ გავგლიჯე შუაზე მიკვირს, ძალიან ამაზრზენია.

- შვილი რას შვება? მიდის გეგმის განხორციელება?

- კი ახლაც მასთან ერთად ვარ, ეგეც გამწარებულია მამამისზე და მალე ანკესზე წამოეგება, ძალიანაა გზააბნეული ასე თუ განვითარდებოდა ყველაფერი არ მეგონა, ძალიან ადვილად გამოვიდა.

- კი ნამდვილად, ვისაც რა ეკუთვნის იმას მიიღებს ჩემო ლამაზო ძმისშვილო, შენ არ იდარდო მაგაზე!

- მიყვარხარ, ძალიან მომენატრე. მე სამსახური უნდა ვიშოვო აქ, ბინას ვიქირავებ, თორემ როდემდე ვიყო ამ უაზრო სასტუმროში.

- რა სამსახური, იქირავე რომელიც მოგეწონება და მე გადავიხდი რამოდენიმე თვისას.

- არა,არა. ასეა საჭირო, არავის დაეჭვება არ მინდა, მითუმეტეს ანდრეასი, ახლა მითმეტეს როცა მალე ხელში ჩამივარდება.

- იცოდე ჭკუით, სისულელე არ ჩაიდინო, არანაირი შეცდომის უფლება არ გვაქვს, ხომ იცი?
- ვიცი, მენდე. კარგი წავედი მიყვარხარ...
- დროებით ლილუ... ტელეფონი გათიშა, სახეზე ჩამოცვენილი თმა ყურს უკან გადაიწია, გაიღმა და ადგილს დაუბრუნდა.
- ბოდიში დიდიხანი გამიგრძელდა.
- ხო მშვიდობაა?
- კი, კი.. მოკლედ სად ვიყავით? თემის გადატანა ცადა ლილიანამ
- სასტუმროს ბარში, გაიცინა ანდრეამ და სამსელი ერთიანად გამოცალა.
- დათრომას აპირებ?
- აბა ამ ცხოვრებას ფხიზლად ჩემმა მტერმა უყურა. ისევ გაიცინა
- ძაან ხუმრობის ხასიათზე ხარ როგორც ჩანს.
- მორჩა ტირილი და მწუხარება, ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება...
- ოჰო, მომწონს შემართება... მოდი აღარ დალიო მეტი, ავიდეთ ნომრებში და დავისვენოთ, საკმარისად გადავიღალეთ დღეს.
- შენ ადი ლილიანა, სახელი გაამახვილა ანდრეამ გოგონას სახეზე დააკვირდა და გაუღმა. - რა ლამაზი ხარ ლილიანა... ჩუმად თავისთვის ჩაიბუტბუტა ანდრეამ, ლილიანამაც გაიგო თუმცა არაფერი უთქვამს...
- დალევას აპირებ კიდევ? რატომღაც ანერვიულდა ლილიანა თუმცა თვითნაც არ იცოდა მიზეზი.
- შენ რა ჩემზე ნერვიულობ? გვერდულად ჩაიცინა მამაკაცმა და გოგოსაკენ უფროახლოს მიიწია.
- მე, ის, არააა, არ ვნერვიულობ, რა სისულელეა, რა უფლება მაქვს, არც ვიცნობთ ერთმანეთს. უაზროდ წაიბოდიალა რაღაც და ამას თვითნაც მიხვდა, თვალები გადაატრიალა და თმაზე ხელი ჩამოისვა.
- კარგი, ავიდეთ ნომრებში. მე ხვალ სავარაუდოდ წავალ...

საერთოდ არ მოწონებია, ლილიანას ანდრეას გადაწყვეტილება, რამენაირად უნდა გადაეფიქრებინა ეს. უფრო თბილი უნდა ყოფილიყო მასთან მაგრამ ხვალამდე? ხვალამდე ხომ ცოტა დროა. უცებ რაღაც მოიფიქრა.
- მართლა? ცუდია თუ ხვალ მიდიხარ.
- ხოო? რატომ?
- ხვალ საღამოს ყაზბეგში მივდივარ, იქიდან სვანეთში, მარტვილში, ნუ რამოდენიმე ადგილის დათვალიერება მინდა, მეგონა ერთად წავიდოდით, რადგან არავინ მყავს აქ, ვიფიქრე, თუმცა რას ვიზავ, მგონი მარტო მომიწევს წასვლა...
ანდრეა კარგა ხანს იყო მიჩერებული, სასმელი უკვე მოკიდებოდა, ძარღვებში სისხლი უფრო აჩქარებოდა, სიმხურვალე აწვებოდა სახეზე, გული გამალებით უცემდა. უყურებდა გოგონას და ვერ ხვდებოდა რა სურდა მას, რატომ ურევდა თავგზას დანახვის წამიდან. რატომ ხდებოდა ის რაც ხდებოდა, არ იცოდა, თუმცა ფაქტი იყო რომ სიამოვნებდა ყველაფერი.
- თანახმა ვარ! უცებ თქვა ბიჭმა, დაე იყოს ისე როგორც თქვენ მოისურვებთ ქალბატონო ლილიანავ. წმაოდგა და თვი დაუკრა, შემდე ხელი გაუწოდა. - იცეკვებთ ჩემთან დედოფალო?
- ოჰჰ, შუტკაც გაგვეხსნა? გაიცინა გოგომ, ხელი ჩასჭიდა და მიუგო.
- ვინ ვარ უარი გითხრათ ბატონო ანდრე! გადაიკისკისა და ბიჭსკენ წაიწია. პირველად იყო ასე, პირველად გაიცინა გულიანად, პირველად გაებადრა სახე, იკვირდა, რაღაც ვერ ასვენებდა ლილიანას მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა რომ ანდრეა მხოლოდ გეგმა იყო და ახლა ასე იყო საჭირო მასთან. ამასობაშ ანდრეამ ხელი წელზე შეუცურა, მისკენ მიიზიდა ნელ-ნელა, თვალებში უყურებდა ორივე ერთმანეთს, ორვეის სუნთქვა ქონდა შეკრული.
ანდრეას მხოლოდ ნელი მუსიკა ჩაესმოდა ყურში და თვალები მხოლოდ ლილიანას ხედავდნენ. მიეფურთხებინა ყველაფრისთვის, იმ განვლილი დღისთვის რაც გამოიარეს, იმ საშნელი წუთებისთვის რაც დევდარიანების სახლში გადაიტანეს. ახლა მხოლოდ ისინი იყვნენ, სცენის შუაში, ხმადაბალი ნელი მუსიკა, ლილიანა და ანდრეა.
ანდრეამ თმაზე ხელი ჩამოუსვა, სუნთქვა შეეკრა უცებ ლილიანას, თვალი არ მოუშორებია ბიჭს მისთვის, თმა უკან გადაუყარა და მოშიშვლებულ კისერში თავი ჩარგო... ლილიანა გაშტერებული იდგა, ვეღარც ტანს აყოლებდა მუსიკას, ესე უბრალოდ გაქვავდა, გაოგნდა, გაუხურდა ყველაფერი, ყოველი ნაწილი, ადგილი, სახეზე სიმხურვალე იგრძნო, საკუთარ თავს ვერ ხედავდა თმცა დარწმუნებული იყო რომ ლოყები გაწითოდა. გული აუჩქარდა და ხმაურიანად დაიწყო სუნთქვა. ანდრეამ იგრძნო მისი ანერვიულება და ჩაეღმა, ხელზე ხელი მყარად მოხვია და უფრო მიიხუტა. გათბა ლილიანა, ორგანიზმი ეწვოდა. შიში შემოერია...
უცებ გაახსენდა 7წლის წინანდელი შემთხვევა, მათიმ შობლების სახე გამოესახა წინ, დემეტრე დევდარიანის გაბოროტებული თვალები, დედ მამის სისხლიანი და ცივი სხეული. ელდა ეცა უცებ, მოაგონდა ვის შვილს ეხუტებოდა ახლა ასე ურცხვად, ვითმც არაფერიო, ხელი კრა უცებ ანდრეას და გაიქცა, გაიქცა შორს. სასტუმროდან გავარდა, ღამე იყო უკვე საათი თერთმეტს უჩვენებდა. წვიმდა, თქეში იყო გარეთ, შემოდგომის სუსხი ემატებოდა ამ ყველაფერს. მირბოდა ლილიანა, მირბოდა და უხაროდა რომ წვიმდა, მის ცრემლებს უერთდებოდა ციდან ჩამოსული წყალი. ანდრეა გაოცებული იდგა ერთადგილას და ცდილობდა გაეაზრებინა მომხდარი. ჯერ გაუკვირდა, მერე შეეშინდა და ლილიანას გაეკიდა. ანდრეაც გავარდა გარეთ, ისე წვიმდა არაფერი ჩანდა გარეთ. მანქანებიც კი არ დადიოდნენ. მიიხედ მოიხედა. რამოდენიმე მეტრი გაირბინა ჯერ მარჯვნინ მერე მარცხნივ. ვერავინ ნახა, არ ჩანდა ლილიანა არსად! სასტუმროს წინ გაჩერდა და სახეზე ხელი ჩამოისვა, მთლიანად გალუმპული შებრუნდა უკან და ნომერში ავიდა.
იმ ღამეს ძლიერ წვიმდა. არც აპირებდა გაჩერებას. ლილიანა სირბილით რომ დაიღალა, ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა მძღოლს...
რამოდენიმე წუთში დიდ რკინის ჭიშკართამ გაჩერდა. ლილიანა გადმოვიდა მანქანიდან, ჭიშკარი ღჭრიალით შეაღო და გზას გაუყვა. შიშმა შეიპყრო ცოტა, თუმცა მაინც მიიწევდა წინ. რამოდენიმეჯერ გზა აებნა, თმცა მალევე მიაგნო ადგილას სადაც ქვებიდან გაყინული მზერით იყურებოდნენ ლილიანას მშობლები...
დანახვისთანავე მუხლზე დაეცა გოგო, ქვითინი აუტყდა, ხელებს მიწაზე ასავსავებდა, ხელებს უსმევდა გაყინულ ქვას, სუ ტალახში იყო ამოსვრილი, განწირული ხმით ბღაოდა უმცროსი ყიფიანი...
- დედიკო, მამიკოოო... ძლივს ამოილაპარაკა ორი სიტყვა, არაფირს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, უბრალოდ ამდენი წლის დაგროვილ ცრემლს ერთად მოუყარა თავი და ერთიანად დაიცალა... სათქმელი არაფერი ქონდა, გარდა ერთისა.
- ბოდიშით, მაპატიეთ... არ შემეძლო, დე, მა, ხომ გესმით ჩემი? ყველაზე საუკეთესოები იყავით, უსიტყვოდ გესმოდათ, ახლაც გამიგებთ დარწმუნებული ვარ, არ შემეძლო აქამდე მოსვლა, მაგრამ შევძელი, დღეს შევძელი, იცი დღეს ის ვნახე მამა, ის, ვინც ორივეს გვძულს, არა, უკვე სამივეს. შვილი ვნახე მისი, მასაც ძულს ის ნაძრალა, მეტი განსაცდელი რა არის, როცა შვილს ძულხარ, თმცა, არა! ყველაფერს ვიზავ რომ სამაგიერო გადავუხადო, ხომ შეგპირდით, ხომ დავდე ფიცი თქვეს წინაშე, ხოდა ავასრულებ. მიყვარხართ, მენატრებით, მტკივა! უთქვენობა მტკივა!
ძლივს შეძლო ძალღონის აღდგენა რომ ეს ყველაფერ ამოენთხია გულიდან, ამის შემდეგ აღარ ახსოვს არაფერი, წვიმისგან, სიცივისგან, ცრემლებისგან, ამდენი ემოციისგან და ტკივილისგან გადაქანცული მშობლების საფლავზე მიგდებულიყო, სუნთქავდა თუმცა ვერ ცოცხლობდა, ამას სიცოცხლე არ ერქვა, არც ეს ყველაფერი იყო ცხოვრება! ძულდა ყველა და ყველაფერი.
იმ ღამეს გადაუღებლად წვიმდა, ტიროდა ლილიანა და ტიროდა ცაც!!!
თენდებოდა... მზე ნელნელა იწევდა ზემოთ, უფრო მაღლა და მაღლა... დილის სუსხი იდგა. ატალახებულიყო არემარე... მცენარეებიდან ალაგალაგ წვეთდა დაგროვილი წვეთები.
- გოგონა... ეი, გოგონა... ბუნდოვნად შემოესმა მამაკაცის ხმა, დაღლილ დაქანცულს, გაყინულს, უცებ წამოხტა, ახლაღა გააცნობიერა რომ ღამე, ის საშნელი, წვიმიანი ღამე სასაფლაოზე იყო, სულ მარტო, დაბორძგლა, ახლა შეეშნდა, ახლა როცა უკვე თენდებოდა.
გაფართოვებული თვალები შეავლო მის გვერდით მდგომ მამაკაცს, ბოტები ეცვა, ტალახიანი. მასში ჭუჭყიანი შარვალი ქონდა ჩატანილი, ოდესღაც თეთრი მაისური და კურტკა ეცვა. ხელში ლაფატკა ეჭირა, სველი თმა უსწორ მასწოროდ დაყროდა შუბლზე...
- კარგად ხართ? სანდომიანად გაუღმა...
- მადლობ, კარგად ვარ. რომელი საათია? რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდგომ კითხა ლილიანამ მესაფლავეს.
- 6ხდება, ამ დროს როგორც წესი აქ არავინაა, დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გიჭირს?
- არა, არა, უბრალოდ გუშინ ღამე წვიმაში გზას ვერ გავიკვლევდი, ხოდა აქ დავრჩი... მომღმარი სახე მიანათა საშუალო ხნის მამაკაცს რომელიც გოგონას გაკვირვებული და ამავდროულად ეჭვნარევი უყურებდა. - მე წავალ, მადლობა ყურადღებისთვის. სწრაფად გაეცალა ლილიანა იქაურობას. რას აღარ ფიქრობდა, ეს როგორ მოუვიდა. ზედ დახედვაც არ სურდა ისე იყო ტალახში ამოსვრილი. გზაზე გავიდა როგორც იქნა, ტაქსი გააჩერა, მძღოლმა უცნაურად ახედ დახედა და უარი უთხრა, -მანქანას დამისვრიო.
- მეორე გააჩერა, მეორემაც იგივე უთხრა. გაცოფებული იყო, გამწარებული, შიოდა, ციოდა, წყუროდა, სახლში უნდოდა, ცხელი შხაპი და თბილი ლოგინი...
დაუყვა გზას, მიდიოდა და იკურთხებოდა.
- არა რამოხდებოდა რომ წავეყვანე? „მანქანას დამისვრი“ გააჯავრა მძღოლს სახე დამანჭულმა, ათასი ნაგავი უჯდებათ და თურმე ცოტა დასვრილი გოგონა მანაქანას დაუსვრის, არაკაცები, მათხოვრები... გამწარებული იქნევდა ხელებს... მანქანის ხმა მოესმა და იმედიანად გაიხედა უკან, მორიგი ტაქსის მომლოდინე.
ნელა შენელდა მასთან ძველი ოპელი, მინა ჩამოწია მამაკაცმა და გოგონას დაჯდომა შესთავაზა.
- დაჯექი წაგიყვან, მასეთ ფორმაში მანქანაში არავინ ჩაგაჯენს.
- ისევ თქვენ? იცნო მესაფლავე. იყოს ნუ შეწუხდებით, მივალ როგორმე.
- ნუ გეშინია შვილო, შენხელა შვილები მყავს, ვიცი რომ ასე ვერ წახვალ სახლამდე, არავინ ჩაგიჯენს
- თქვენც დაგისვრით მანქანას. ბოლოჯერ გაიბრძლა, როცა კაცმა სავარძლის ქვეშიდან გაზეთი ამოაძვრინა, გაშალა სავარძელზე დააფინა და გოგონას კარი გაუღო.
- მაშინ ასე დაჯექი, კიდე თუ გაისვარა გავწმენდ, აქ ვერ დაგტოვებ, ისედაც ღამე საფლავზე გაგიტარებია...
ლილიანა უსიტყვოდ ჩაჯდა, სასტუმროს მისამართი უკარნახა და ეცადა საზურგეს არ მიყრდნოდა...
არც ერთს ამოუღია ხმა, მძღოლი ხანდახან თუ გადმოხედავდა გოგონას და ისევ გზას გახედავდა.
სასტუმროს წინ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა ლილიანა, უღრმესი მადლობა გადაუხადა კაცს, მანქანის კარი ნელა მიხურა და სასტუმროს კარებში გაუჩნარდა...
შესვლის თანავე იგრძნო ათასი თვალი და მომცინარი სახეები. ყველა გაოგნებული უყურებდა, წარმოიდგინეთ, 5ვარსკვლავიან სასტუმროში სადაც უმრავლესობა ცოტაც და პერო გაყრილი დადის, ბრილიანტებში ჩაძირული, შემოდის ტალახში ამოსვრილი, სველი თმა გაჩეჩილი, ტირილისგან დასიებული თვალებით ახალგაზრდა გოგონა, რა დასანახი იქნება... უცებ აირბინა კიბები და მის კართან ჩაკუზული სხეული შენიშნა..
- ანდრეე??? გაოცებული დაადგა თავზე იატაკზე მჯდომს, რომელსაც თავი მუხლებზე ედო..
- ლილიანა, უცებ წამოყო თავი და წამოდგა, კარგად აათვალიერა გოგონა. -რამოგივიდა? კარგად ხარ? სად გაიქეცი გუშინ? მთელი ღამე გეძებდი... მიაყარა ანერვიულებულმა კითხვები. ლილიანას გაეღმა, თვალებში მისჩერებოდა... -რას მიყურებ გოგო ამოიღე ხმა გამისკდა გული...
ლილიანა ადგილს მოწყდა და უცებ ჩაეხუტა მას, მაგრად მოხვია ხელები...
- კარგად ვარ ანდრე, კარგად. ბოდიში რომ განერვიულე... ხმადაბლა ჩასჩურჩლა ყურში ბიჭს..
- სად იყავი, ან რასგავხარ საერთოდ, სარკეში მაინც ჩაიხედე? გაეცინა ბიჭს როცა მისი „სუფთა“ ტანსაცმელი გაახსენდა.
- სასაფლაოზე. მოკლედ მოუჭრა და ანდრესაც ღიმილი სახეზე შეეყინა.
- მაპატიე, ვერ წარმომედგინა იქ თუ მიხვიდოდი.
- ხო, ოდესმე ხომ უნდა ავსულიყავი.
- მთელი ღამით?
- წვიმდა, ჩამეძნა...
- წვიმდა და შენ სასაფლაოზე ჩაგეძინა? ჩაეძია ანდრე გოგონას.
- მცივა რააა. შევიდეთ... შემოხვალ ხო?
- რავიციი.. დაიბნა უცებ ანდრე
- შემოდი, ვიბანავებ ჩავიცმევ და ვისაუზმოთ ძალიან მშია...
- დილის შვიდზე შენ თუ საჭმელს შეჭამ ყოჩაღ.. გაეცინა და ნომერში შევიდნენ,
დივანზე დაჯდა ანდრე და ლილიანას თვალს აყოლებდა, ნელ-ნელა იხდიდა ტანზე გოგონა, ანდრე გაოგნებული აყოლებდა თვალს, უკვე ის ისიყო მაისური უნდა გაეძრო რომ ბიჭმა ხმა ამოიღო: - ის, მე გავალ და როცა მზად იქნები ქვემოთ ჩამოდი... უცებ წამოხტა და გავარდა ოთახიდან. ლილიანას გაეღმა, თავი გააქნია და აბაზანაში შევიდა.
ცხელი წყლის ქვეშ იდგა და ჭუჭყტან ერთად წუხანდელ სისუსტეს და ემოციებს ატანდა მას, ყველა წუხილი დარდი და მოგონება ჩამოირეცხა, ერთადერთი რაზეც ფიქრობდა, გეგმა იყო, ანდრეა და მამამისი...
უცებ ფიქრებში ამოტივტივდა ანდრია, მისი ჩახუტება, ცეკვა, სითბო.... გაახსენდა თუმცა მალევე მოეგო გონს და ცივი გონებით დაიწყო ფიქრი. თავის თავს რამოდენიმეჯერ შემოუძხა, „ეს გეგმაა, გეგმა, რომელიც სუფთად უნდა განახორციელო, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, ნურც გრძნობებს აყვები, შენ მათ დაპირდი. შენ ამას შეძლებ“ თვალები ნელა გაახილა, ღრმად ჩაისუნთქა, ონკანი გადაკეტა და პირსახოც შემოხვეული ოთახში გავიდა. უცებ ჩაიცვა ჯინსი მაისური და კეტები, თმა შეიშრო, და მალბოროს პაჩკიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, გაუკიდა და დიდი ნაფაზი დაარტყა, ნაცრისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან და ფანჯარასთან მივიდა. გარეთ კიდევ წვიმდა, შემოდგომის სუსხიანი დღე იყო... მალე ჩაამთავრა სიგარეტი, ისე ეწეოდა თითქოს საუკუნეა არ მოუწევია და მოწყურებოდაო. ნამწვი საფერფლეში ჩასრისა, ტელეფონი აიღოდა სასტუმროს რესტორანში ჩავიდა...
- აქეთ ლილ... ოდნავ მოშორებით დაინახა ანდრე, მაგიდასთან იჯდა და ყავას სვავდა...
- აუ შეუკვეთე რამე? დაჯდომისთანავე იკითხა ლილიანამ
- არა, აბა რავიცი რა გინდოდა.
- აუუ ყველაფერი რაც იჭმევა, მაგრად მშია. გაიცინა
- აუფფ, იმედია მეც არ მიმაყოლებ
- ვნახოთ შეიძლება დესერტად მიგაყოლო. სერიოზული სახით გახედა ბიჭს
- უკაცრავად?!
- კაი გეხუმრე რაიყოო, რა სახე გაქვს, გადაიკისკისა გულიანად.
- აუ რა გიჟი ხარ, ისეთი სახით მითხარი დავიჯერე...
- უცებ ვჭამოთ და ჩავალაგოთ ჩემოდანი ხო?
- რა ჩემოდანი? მიდიხარ? ან მე მივდივარ და არ ვიცი? ისევ გაარძელა სიცილი.
- აღარ გახსოვს ხომ?
- რა გოგო. რა უნდა მახსოვდეს?
- გუშინ ხო დამპირდი წამოგყვებიო, სახე აელეწა ლილიანას.
ანდრეამ სიცილი ატეხა. - აუუ ნეტა შენი სახე დაგანახა ახლაა რაა, მარტო შენ კი არ იცი ღადაობა, მახსოვს როგორ არ მახსოვს.
- ძალიან სასაცილოა, დადიოდი ხო?
- კი დიპლომიც მაქვს, განახებდი უბრალოდ ჩემოდანში დევს და მეზარება ამოღება...
- ჰა ჰა ჰა, გავიცინეთ გვეყოს, აუ სადარის ეს მიმტანიც მოვკვდი...
მათ მაგიდასთან მიმტანი მივიდა, უცებ მიცა შეკვეთა საუზმის. ისაუზმეს, ყავა დალიეს და ორივე ნომერში ავიდა ბარგის ჩასალაგებლად.
- ნახევარ საათში რომ კართან იდგე თრემ დაგტოვებ აქ მარტოდ მარტო და ნახავ...
- როგორც იტყვით ქალბატონო ლილიანა, ვინ ოხერი ვარ შეგეწინააღმდეგოთ ან გალოდინოთ... მაღალფარდოვანი სიტყვებით მიუგო გოგონას ქედმოხრით.
- მასხარა ხარ ჩვეულებრივი, თუმცა მომწონს... გაიცინა და ნომერში შევიდა...
ნახევარსაათში მართლა ორივე კართან იდგა, გარეთ გავიდნენ, კოკისპირული წვიმა იყო, თითქმის არჩანდა არაფერი, ტაქსი გააჩერეს და სადგურში წავიდნენ..
- სხვა დღე ვერ აარჩიე ხო ყაზბეგში წასასვლელად? დაბღვერილი იჯდა ანდრე.
- აი მე რავიცოდი თუ მაინც დამაინც ამ დღეს ასე იწვიმებდა?
- კაი ჰო, იმედია იქ მაინც იქნება ნორმალური ამინდი.
გოგონას ხმა აღარ ამოუღია, იჯდა და ფანჯრიდან გაყურებდა გარემოს, ჩამოწოლილ ცას, რომელიც არ ფიქრობდა შეწყვეტას...
მალე სადგურში მივიდნენ, ძლივს გადმოვიდნენ მანქანიდან, მარშუტკაში ჩასხდნენ და გაეშურნენ ყაზბეგისკენ... სილამისკენ რომელსაც სიტყვით ვერ აღწერ, სამოთხისკენ რომელიც დედამიწაზეა...
არაფერი ადარდებდათ, თითქოს არც იყოს ის პრობლემები რაც არის, თითქოს მისი მტერი არ იდგეს მის გვერდით, თითქოს არ განიცდიდეს ყველაფერს, თითქოს... თითქოს...
მიდიოდნენ მთებში, იქ სადაც თავისუბლებაა! დიახ, თავისუფლება მთებშია!

- არ მჯერა რომ ჩამოვედი, ნახე ანდრეე რა სილამაზეა, მიიხედ, მოიხედა და ნისლში ჩამალულ მთებს თვალი მოავლო. პატარა ბავშვივით ცქმუტავდა და აქეთ იქით დადიოდა...
- მართლაც რომ საოცრებაა, კიდევ კარგი შემომთავაზე აქ წამოსვლა. გაიცინა და ბარგს ხელი მოჰკიდა...
- ძალიან დაღლილი ვარ, ერთი სული მაქვს, აქაურობა მოვიარო...
- მოდი ახლა დავისვენოთ და შემდეგ სადაც გინდა იქ წავიდეთ, გაუღმა ანდრემ და სასტუმროსკენ წავიდნენ...
მიმღებთან გაჩერდნენ და პირადობის მოწმობები ამოიღეს, ნომრების ასაღებად... ოთახები გვერდიგვერდ აიღეს, ორივე გზით დაღლილი ავიდა საკუთარ უთახში, ერთმანეთს დროებით დაემშვიდობნენ და ნომრებში გაუჩნარდნენ...
ლილიანა ოთახში შევიდა თუ არა ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიფა...
- ძლივს, სად ხარ გოგო ამდენ ხანს, მე არ გირეკავდი არ მინდოდა უდროო დროს დამერეკა, მითხარი აბა გეგმის რომელ ეტაპზე ხარ...
- კარგად ვარ ლაშ, მადლობა მოკითხვისთვის.
- კარგი ხო, ვიცი რომ კარგად ხარ.
- ყაზბეგში ვართ.
- რაა? მანდ რა გინდა.
- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ამერიკაში დაბრუნებას აპირებდა, ხოდა ავდექი და ყაზბეგში წამოვიყვანე, ვეცდები აქ დავუახლოვდე.
- ყოჩაღი ხარ, ფრთხილად იყავი ლილიანა, ხომ იცი შენს მეტი არავინ დამრჩა.
- ვიცი ლაშა, ფრთხილად ვიქნები, რამე თუ შეიცვალა შეგატყობინებ, შენ არ დამირეკო, მეთვითონ დაგირეკავ ხოლმე და გაგაგებინებ ყველაფერს..
- კარგი ჩემო ლამაზო.. რაღაც უნდა გკითხო.
- გისმენ. ფანჯარასთან მივიდა და პაჩკიდან ერთი ღერი ამოძვრინა
- სასაფლაოზე ხომ არ... არ დაასრულებინა თქმა ისე უპასუხა ლილიანამ
- ვიყავი, ვიყავი ლაშა... ხმა გაუტყდა, ასანთით სიგარეტს მოუკიდა და ღრმა ნაფაზი ამოარტყა.
- გასაგებია ლილუ, მიყვარხარ ხო იცი, ჭკვიანათ. ახლა უნდა წავიდე ოფისში მელოდებიან, ფული თუ შემოგაკლდა იცი როგორც უნდა დამიკავშირდე.
- მადლობა ლაშ, მეც მიყვარხარ.. ერთი ნაფაზიც ამოარტყა და ნამწვი საფერფლეში ჩააქრო. აივნის კარი გამოაღო, შემოდგომის სუსხი ეცა სახეზე, გავიდა და მოაჯირს დაეყრდნო, მიიხედ მოიხედა, მოათვალიერა არემარე, მალევე შევიდა ოთახში, ტანზე გაიხადა და ცხელ შხაპს მიეშურა....

ანდრე ოთახში შესვლისთანავე რბილ ორსაწოლიან საწოლზე დაეხეთქა, ვარსკვლავის ფორმაში, ჭერს მიაშტერდა და მთ₾იანი გონება ლილიანაზე გადაიტანა, აგიჟებდა მისი ხმა, სიცილი, სერიოზულობა და ხანდახან ის ბავშვური სილაღე რომელსაც იშვიათად თუ გამოვლენს... არ უნდოდა გოგონას შეშნება, ამიტომ ყველანაირად თავს იკავებდა მასთან მიმართებით, როცა სურდა რომ მასთან ახლოს მისულიყო და გონის დაკარგვამდე ჩახუტებული მდგარიყვნენ, დისტანცია ქონდა დაჭერილი და მხოლოდ თვალებში უყურებდა, მაგ ყველაფერს კი მხოლოდ წარმოიდგენდა, მისი სურნელი რომ ახსენდება რომელიც თავბრუს ხვევს და ჭკუას აკარგვინებს, მთლიან ტანში გააჟრჟოლებს ხოლმე და სხეულზე ტაო აყრის... უნდოდა მასთან, დღეს, ხვალ, მერე, ყოველთვის, მუდმივად, უნდოდა თუმცა ეს მხოლოდ მისის სურვილი იყო...
მალევე მოეგო გონს გაახსენდა რომ ცოტახანში ლილიანას უნდა შეხვდეს რესტორანში, უცებ წამოხტა და აბაზანაში შევიდა წყალი გადაივლო, ტანსაცმელი შეარჩია, ჩაიცვა და კარისაკენ დაიძრა... ტუმბოდან საშინელი ბზუილი მოესმა, ამ ბზუილმა გაახსენა რომ ტელეფონი რჩებოდა და უკან მიტრიალდა, ისე უპასუხა ნომრისთვის არც კი დაუხედავს.
- გისმენთ, უპასუხა და თან გარეთ გამოვიდა.
- ანდრეა. უფროსი დევდარიანის ხმა გაისმა, მთლიანად დაეჭიმა სხეული ანდრეას, ყელზე დზარღვებიც კი გმაოებერა სიბრაზისგან.
- შენნ? რა ნამუსით ბედავ და რეკავ ამ ნომერზე, რამდენჯერ უნდა გითხრა რომ შემეშვა და თავი დამანებო? არ გესმის? მაინცდამაინც ისეთი რამ უნდა გამაკეთებინო რომ ციხეში აღმოვჩნდე თუ რა გინდა გამაგებინე, რას მოითხოვ, ხო ხედავ არ მინდა შენთან არც ლაპარაკი და საერთოდ შენი ხმის გაგონებაც კი მძულს, არ შეგარჩენ დედაჩემის ამბავს ძვირფასო მამაჩემო, არა! არასოდეს, ეს კარგად დაიმახსოვრე, აქ აღარ დარეკო!. არც აცადა პასუხის გაცემა ისე გაუთშა ტელეფონი, აფორიაქებულმა იქვე კოლიდორში დაახეთქა მობილური და კედელთან ჩაიკუზა, ხელები თავზე შემოიწყო და ხმამაღლა ქშენდა.
- ანდრეე? ლილიანამ მაშინვე შეამჩნია როცა ნომრიდან გამოვიდა. - რა გჭირს? ცუდად ხომ არ ხარ? ნაზად შეახო ხელი მკლავზე და ნელა მოქაჩა წამოსაყენებლად.
- არა, კარგად ვარ უბრალოდ გაცოფებული. ნერვები როდის მიმტყუნებს არ ვიცი რააა.
- ისევ ის ? მაშნვე მიხვდა გოგონა ანდრეს გაღიზიანების მიზეზს.
- ის, აბა ვინ. ოდესმე თუ მიხვდება ნეტა რომ უნდა შემეშვას თუ საკუთარი თვისთვის კარგი უნდა, მარა არა, ეგ ისეთია სანამ ცოდვას არ დავიდებ მაქამდე არ მომეშვება
- კარგი რა ანდრეა, დამშვიდდი, წამოდი ჩავიდეთ ყავა დავლიოთ. ხელკავი გამოსდო და ისე ჩაიარეს დერეფანი...
- შენი აზრით ყავა მიშველის? რამე მაგარი მინდა, მაგალითად ვისკი, არა ორმაგი ვისკი. ჩაიცინა ანდრემ
ბარში ჩავიდნენ, იქ არავინ იყო, მხოლოდ ბარმენი იდგა თავის ადგილას და ბოთლებს რაფებზე ანაწილებდა.
- უკაცრავად ერთი ორმაგი ვისკი და მარგარიტა ქალბატონისთვის თუ შეიძლება. ბარმენმა მალევე მიუდგა ორივეს ჭიქები.
- აბა ჩვენ გაგვიმარჯოს, პირველი სადღეგრძელო წარმოთქვა ანდრემ და ჭიქა ბოლომდე გამოცალა ისე რომ სახეზე ძარღვიც კი არ შეტოკებია.
- ოჰო, გაუკვირდა ლილიანას. - საკმაოდ გამწარებული ყოფილხარ, ჩაიცინა და კოქტეილი მოსვა.
ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე, ძლივს გააჩერა ლილიანამ ანდრე.
- კარგი რაა ანდრე, ასე არ შეიძლება, ხო შევთანხმდით რომ დასათვალიერებლად გავიდოდით, ასე გათხლეშილმა სად უნდა იარო?
- ჯერეგერთიც გათხლეშილი რა მიმართვაა? ცოტათი ნასვამი. შეუსწორა წარბის აწევით.
- ხო კი, ცოტათი ნამდვილად.
- წავიდეთ, მერე რა პრობლემაა, ძლივს იდგა ფეხზე და ისე ელაპრაკებოდა ლილიანას.
- ძალიან მაგრად ღადაობ. წავდეთ კი არა, ახლა ერთადერთი ადგილი სადაც უნდა წახვიდე შენი ნომერია. როგორც იქნა დაითანხმა ნომერში ასვლაზე. კატეგორიულ უარზე იყო, დაგპირდი და უნდა გავიდეთ გარეთო, თმცა ვინ დააცდიდა, დაითანხმა რომ გამოეძინა და შემდგომ დაათვალიერებდნენ იქაურობას.

მიაღწიეს ანდრეს ნომრამდე, ახლა ოთახის ბარათს ვერ პოულობდა ანდრე, ყველა ჯიბე ამოიქექა თმცა ვერსად იპოვა.
- აუ დაგრჩა ოთახში?
- არა ტოო, ჯიბეში მედო,
- როგორც ჩანს არ დევს, ახალ რა ვქნათ?
- ჩავიდეთ მიმღებში და აღვადგინოთ, აბა რა უნდა ქნა.
- ეხლა იქ ჩამსვლელი ნაღდად არ ვარ, შენი ასეთი მდგომარეობით მითმეტეს, წამოდი ჩემთან, გადაივლებ წყალს ცოტას დაიძნებ და გამოხვალ,
- აუ დედაჩემი მონიხარ ტო, ისიც ასე მელაპრაკებოდა როცა ნასვამი მივიდოდი სახლში. ჩაიცინა და ლილიანას დაეყრდნო, გოგონამ ჯიბიდან ბარატი ამოღო და ოთახში შევიდნენ,
- აი დივანი, ერთ ბალიშს მოგცემ და დაწექი, ოღნდ ჯერ გადაივლე წყალი. პატარა ბავშვივით წამებში დაარიგა ჭკუა, ამასობაში დევდარიანი ღიმილით უყურებდა, რაღაც სხვანაირად, უბრწყინავდა თვალები.
- რას იღრიჭები? სერიოზული სახით იკითხა ლილიანამ
- არა მეცინება, უბრალოდ.
- რატო? რამე სასაცილოს ვლაპარაკობ?
- არა რო ზრუნავ ჩემზე მაგაზე მეცინება.
თვალები აატრიალა ლილიანამ, თვითნ შევიდა აბაზანაში, პიჟამა ჩაიცვა, თხელი ატლასის მაისური და მისივე შორტი, საკამოდ მოკლე, მის გრძელ ფეხებს, უფრო გრძელს აჩენდა, ხოლო დევდარიანის გულს უფრო აჩქარებდა...
- მაშინ რაც გინდა ის ქენი, მე ეხლა დავწვები, შენ გინდ გიბანავია, გინდა დაგიძნია და რაც გინდა ისე გიქნია. საკმაოდ გააღიზიანა ლილიანა დევდარიანის პირდაპირობამ.. .
- ოჰო, რა მოგივიდა, რა იყო? ასე თუ უნდა გაღიზიანებულიყავი საერთდ არ შემოვიდოდი აქ. ანდრეამაც დაასერიოზულა სახე და ისე მიმართა გოგონას.
- ნუ ბავშვობ, რომ არ მდომოდა არ შემოგიყვანდი... საწოლის გადასაფარებელი ლამაზად დაკეცა, იქვე სავარძელზე გადადო, ბალიშები შეასწორა.
- მაშინ მოდი აქ. უნდა დაწოლილიყო ლილიანა და ფეხი ჰაერში გაუშეშდა.
- რა მითხარი? აზზრზე რომ მოვიდა გაოგნებულმა, გაფართოებული თვალებით გახედა,
- ხო რა იყო, კი არ შეგჭამ, უბრალოდ მოდი აქ დამიჯექი თქო, თავი მტკივა და მინდა თავზე მასაჟი გამიკეთო.
- დილით საუზმეც ხომ არ მოგართვათ საწოლში უკაცრავად? ირონიულად მიუგო გოგომ,
- უარს არ ვიტყოდი, თუმცა მაგაზე დილით, ახლა აქ მოდი, გთხოვ... ბოლო სიტყვა ისე გამოკვეთლად თქვა, ისეთ თვალებით შეხედა უარს უბრალოდ ვერეტყოდა, თანაც ეს დაახლოების და ფიზიკური კონტაქტის პირველი ნაბიჯი იქნებოდა..
ნელა მივიდა მასთან, ჯერ ეტყობოდა რომ ყოყმანობდა, თუმცა ანდრემ ხელი ნელა შეახო მკლავზე, შემდეგ ნელ-ნელა ტერფამდე ჩამოაცურა და ხელიც ჩაკიდა.
- უბრალოდ მასაჟი ლილუ. ახლა მისი სახელი სულ სხვანაირად წარმოთქვა, სხვანაირი სითბო ერია მის ხმაში, სხვანარი თვალებით და გულის სხვანაირი ფეთქვით უთხრა... ლილიანას მუცელში პეპელებმა დაიწყეს ფართხალი, თუმცა უმნიშვნელოდ, ცხელმა ტალღამ დაუარა მთელს სხეულში, იმ ხელიდან დაეწყო სიმხურვალე რომელიც ანდრეს ხელში იყო მოქცეული, ნელა ჩამოჯდა, მის თავთან, ანდრემ მუხლებზე დაადო თავი. ნაზად შეაცურა გოგონამ თმაში ხელი, მეორეც მიაშველა როგორც კი გაინთვისუფლა ანდრეს ტორებიდან.
ეს მასაჟს არ გავდა, უბრალოდ ხელები დასრიალებდნენ თმაში, უნებურად, გაუაზრებლად, ანდრე კი ხმას არ იღებდა, გატრუნული იწვა და სიამოვნების მორევში იყო გადავარდნილი. მალევე მოვიდა აზრზე ლილიანა უცებ ხელი შეუშვა, წინ ჩამოგდებული თმა ყურს უკან გადაიწია და ახლა მასაჟის კეთებას შეუდგა.
- წეღან უფრო ნაზი იყავი, დაიწუწუნა ანდრემ
- ახლა საერთოდ გავჩერდები... ბუზღუნით უპასუხა ლილიანამ,
- კარგი, ჰო კარგი. იცი რა?
- რა? თმაში ფერებას აგრძელებდა ის.
- შეუდარებელი ადამიანი ხარ. ლილიანას ხმა არ ამოუღია, ვერც ანდრეა დაინახა, ალბათ იღიმოდა. ნელა წამოდგა, კუთხეში ობლად მდგარი სანათიდან მოციმციმე სინათლე ჩააქრო და ლოგინზე დაეშვა...
მეტი არც ერთს უთქვამს რამე, არც ერთს ამოუღა ხმა, ანდრე თავის ფიქრებში გაუჩნარდა, ლილიანა კი თავისაში, ხვალ ახალი დღე იქნებოდა, ფხიზელი გულწრფელი ანდრეთი და ლილიანათი, რომელიც ისეთივე გულწრფელი არ იყო როგორც უმცროსი დევდარიანი...
ფანჯრიდან მთვარის შუქი ეცემოდა ლოგინს, ნახევრად შიშველი იწვა ლილიანა, ანდრე კი მის პირდაპირ დივანზე, ხედავდა მის მადის აღმძვრელ სხეულს, და ვინიცის იქნებ ახლა, მის გვერდზე ყოფნას ოცნებობდა, აშკარად მასე იყო, სახე გაბადრულს, ლილიანაზე მიშტეებული ჩაეძინა დევდარიანს, აღარც აბაზანა ახსოვდა, აღარც ტანსაცმელი, უბრალოდ ჩაეძინა, იმ იმედით რომ ხვალ უკეთესი იქნებოდა...

დილით საშინელი თავის ტკივილით გაეღვიძა ანდრეას... პირი გამომშრალი ქონდა, კუჭიდან საშინელი გემო ამოსდიოდა... თვალები მძიმედ გაახილა და ლოგინზე მძინარე ლილიანას მოავლო თვალი. ჩაეღიმა მისი ტრუსის დანახვისას...
„გამაგიჟებს ეს გოგო“ გაიფიქრა და აბაზანაში შევიდა...
წყლის ჭავლი სასიამოვნოდ ეცემოდა მის დაკუნთულ სხეულზე... ცხელმა წყალმა, თითქოს აზრზე მოიყვანა... მაგრამ თავის ტკივილს ვერაფერს შველიდა...
აბაზანიდან გამოსულს ისევ იმ პოზაში დახვდა ლილიანა... თავს უფლება მისცა და მიუახლოვდა... ნელა დაიკავა მის გვერდით ადგილი და ხელი, მის სათუთ კანს ჩამოუსვა.. გოგონა შეიშმუშნა, შემდგომ ნელა გაახილა თვალები, ანდრეას დანახვაზე უცებ გაუფართოვდა თვალები, ზედ დაიხედა და რომ დაინახა ბიჭის წინ ნახევრად შისველი იყო უცებ აიფარა ზეწარი და საწოლიდან წამოხტა...
- შენ გაგიჟდი? აქ რაგინდა? გაღიზიანებულმა წამოიძახა...
- მე ვიყავი გუშინ მთვრა თუ შენ? გაუკვირდა ანდრეას...
- ეგ არ მიგულისხმია, მობეზრებით აატრიალა თვალები... - ჩემს საწოლში რა გინდათქო...
- ესე თუ დაიძინებ, მაშინ როცა ბიჭია შენ ოთახში... ისიც არ უნდა გიკვირდეს რომ ლოგინში აღმოაჩინო დილით...
- ძალიან საზიზღარი ხარ... სახე დამანჭა და ზეწარ აფარებული აბაზანაში გავიდა...
- რა აზრი აქვს , ახლა რომ იფარებ, მაინც დაგინახე... ნიშნის მოგებით მიაძახა ანდრეამ და გაიცინა...
ორივე სასაუზმოდ ჩავიდა ბუფეტში... კრუასანი და ფორთოხლის წვენი აიღო ორივემ...
- იცოდე დღეს იქ მომყვები სადაც გეტყვი, არც ერთ წვეთს არ დალევ! გასაგებია?
- ჰო ჰო... ხელბი ზემოთ აწია დანებების ნიშნად...
საუზმობის შემდოგმ, ყაზბეგის, ულამზესი მთების დასათვალიერებლად გაეშურნენ...
მთებზე ალაგალაგ იყო თოვლი შემორჩენილი... სიტყვებით აუღწერელი სილამაზე ეშლებოდათ თვალწინ.. აღფრთოვანებული ათვალიერებდა ლილიანა იქაურობას და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ფოტოების გადაღებას თხოვდა ანდრეს...
- ჯერ ნახევარი საათია გამოვედით და ფირი უკვე მთავრდება... სიცილით შეახსენა ბიჭმა
- არაუშავს, მეორეც მაქვს... ჩანთიდან მეორე ფირი ამოაძვრინა და ნიშნის მოგებით დაანახა ანდრეას...
ბიჭმა თვაელბი აატრიალა, „შარში ვარ-ო“ გაიფიქრა და კიდევ ერთი ფოტო გადაუღო გოგონას...
მოსაღამოვებულიყო... ნელ-ნელა მთის სუსხი იმატებდა... აბუზული აგრძელებდა ლილიანა სიარულს...
- გინდა გაგათბო? მოულოდნელად მიუახლოვდა ანდრეა და ხელი მოხვია...
იმ წამს გაიბრძოლა ლილიანამ, თუმცა საკუთარი გეგმა გახსენდა და ბიჭს აეკრო... ანდრეს სიამოვნების ჟრუანტელმა დაურა...
- ძალიან მსიამოვნებს შენთან ერთად ყოფნა.. ხმადაბლა ჩასჩურჩულა გოგონას... ცოტახანი გაჩმდა ლილიანა. ყველაფერმა თვალწინ გაურბინა. მამამისის ჩადენილი საშინელება გაახსენდა. თვალები დახუჭა.
- მეც... ხმადაბლა წარმოთქვა, ძალა დაატანა რომ ეს სიყალბე არ შეემჩნია, თუმცა სხვა გზა არ ქონდა...
- ლილუ, რამოხდებოდა ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით... ლაპარაკი გააგრძელა ბიჭმა..
- არ ვიცი. ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. დაუფიქრებლად წარმოთქვა გოგონამ.
- სხვანაირად როგორ? კარგად? ჩაეკითხა ბიჭი, ისე რომ არც მოშორებია გოგონას თბილ სხეულს... პირიქით მისი პასუხები უფრო აახლოვებთა მასთან, ისე უნდოდა მიეკრა რომ მთლიანად მისი ყოფილიყო, ეგრძნო ყველა მისი ნაწილი, მაგრამ შეშინებაც არ უნდოდა...
- ალბათ, ვერ გეტყვი. ჩვენ ხომ ერთად არ ვართ... ნაძალადევად გაუღიმა...
- მერე და რა გვიშლის ხელს? ღიმილითვე უპასუხა და ნელა მიუახლოვდა სუსხისაგან ცხვირ აწითლებულს, ნაზად შეახო გავარვარებული ტუჩები ცხვირზე...
გოგონა მაშინვე უკან გახტა... უნდოდა თავზე დაემხო ყველაფერი მისთვის, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და ეცადა წყნარად ეთქვა...
- ბევრი რამე ანდრე, ძალიან ბევრი... ბიჭს გაეცალა და სასტუმროსაკენ აიღო გეზი... - მცივა და წავიდეთ... მტკიცე ჩანდა ლილიანა... ანდრე გაურკვევლობაში მოექცა, წამის წინ, თბილად ექცოდა, ახლა რა მოხდა? რა გააკეთა ისეთი რომ გოგონა ასე დაფრთხა...
ლილიანა ოთახში შევარდა, ბიჭი უსიტყვოდ დატოვა ჰოლში... შესვლისთანავე აივანზე გავარდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო... ჟაკეტის ჯიბიდან მალბოროს ყუთი ამოაძვრინა და ერთ ღერს გაუკიდა... ფილტვები ნაცრისფერი ბოლით შეივსო, შემდეგ უკან გამოუშვა...
„ ვერ შევძლებ...“ თითქოს უკან იხევდა ნელ-ნელა... „ ანდრე ამას არ იმსახურებს“ თავისთვის ლაპარაკობდა გოგონა და სიგარეტს აბოლებდა... „ყველაფერი უნდა ვუთხრა! ახლავე!!!“ ნამწვი შორს მოისროლა, ჟაკეთი მაგრად შემოიჭირა სხეულზე და შიგნით შევიდა...

ანდრე ოთახში იყო, აივანზე გასვლას და დღევანდელ დღეზე ფიქრს აპირებდა.. ტელეფონი აწრიალდა, ის იყო... კარგა ხანს არ აიღო. იფიქრა, მიხვდება რომ არ მინდა ლპარაკი და გათიშავსო, მაგრამ ზარი არადა არ გაწყდა...
- რა გინდა. არ გითხარი ნუ დამირეკავ თქო? მობეზრებით აატრიალა თვალები...
- მომისმინე, ძალიან გთხოვ რომ შემირიგდე... დავიღალე შვილო! როდემდე ვიყო მარტო? სევდიანი ხმა ჰქონდა...
- ხედავ?! ისეც საკუთარ თავზე ფიქრობ... როდემდე უნდა იყო მარტო... ყველაფერი საკუთარი თავისთვის გინდოდა, ახლაც ასე აგრძელებ. ალბათ სწორედ ესაა მიზეზი შენი სიმარტოვის...
- მართალი ხარ! მაგრამ გპირდები გამოვსწორდები, მხოლოდ ერთი შანსი მომეცი... გელა ხომ გახსოვს? ჩემი ბავშვობის ძმაკაცი, დაბადების დღე აქვს, ვუთხარი რომ აქ იყავი, ძალიან გთხოვ, მინდა რომ მოხვიდე... მანდ არ იცის ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი...
- არ ვიცი, ვერ შეგპირდები... არ მინდა ისევ მომეშალოს ნერვები, ვიცი რამეს იტყვი, ან ისეთს გააკეთებ რომ ჩემი მოთმინების ფიალა აივსება...
- გპირდები შვილო, მხოლოდ ეს ერთი რამ შემისრულე, წყნარად ჩავამთავროთ დაბადების დღე და მერე ვილაპარაკოთ... მე ასე არ შემიძლია, მყავდეს შვილი რომელსაც ვეჯავრები, ყველაფრის გამოსწორება მინდა...
- მამა, არ გვინდა მაგ თემაზე! არ მეჯავრები, უბრალოდ ნაწყენი ვარ ძალიან, იცოდე რომ დედაჩემის ამბავს არასოდეს გაპატიებ, არც დავივიწყებ...
- გასაგებია.. ხმაჩაუქრა დემეტრეს, ის იმედიც გადაეწურა, რაც დარეკვამდე ქონდა, იქნებ მაპატიოს ოდესმეო, მაგრამ ანდრეს სიტყვების შემდეგ დარწმუნდა რომ ეს არასოდეს მოხდებოდა....
- ახლა არ ვარ ქალაქში. მეგობარ გოგონასთან ერთად, ყაზბეგში ვარ! ვეცდებით რომ მოვიდეთ ხვალ...
- მოხვიდეთ? გაუკვირდა დემეტრეს. ვინ მეგობარი გოგო?!
- ხომ გაგაცანი, ლილიანა... თვალების ატრიალებით უპასუხა...
- გასაგებია, მოდით, ოღონდ მოდი და ვისთანაც გინდა იმასთან ერთად მოდი!!! კარგი. დროებით შვილო... დაემშვიდობნენ ერთმანეთს და ტელეფონი გათიშა... უემოციოდ დააგდო დივანზე ტელეფონი...
კარზე კაკუნი გაისმა, გაუკვირდა....
- ლილუუ? შეიცხადა ანდრემ. მშვიდობაა? რა სახე გაქ? გოგონას დაღვრემილი სახის დანახვისას შეშფოთდა ანდრე...
- ჰო ანდრე მშვიდობაა... სალაპარაკო მავქვს შენთან...
- მეც. არ დააყოვნა ბიჭმა. ლილიანას გაუკვირდა.
- შენ დაიწყე მაშინ გისმენ... დაუთმო მას...
- მოკლედ, შემოდი ჯერ... გვერდზე გადგა რომ გოგონა შიგნით შესულიყო... დივანზე მოკალათდა და ინტერესით გაჟღენთილი თვალები მიაპყრო ანდრეს.
- დემეტრემ დარეკა, ძმაკაცის დაბადებისდღეა და უნდა რომ იქ ვიყო... დაიწყო სერიოზული ხმით... - კიდევ ათასი სისულელე ილაპარაკა, რომ გამოსწორდება, შეიცვლება და ხო ხვდები რა... ხოდა... მინდა რომ ჩემთან ერთად იყო... გაუღიმა ბოლოს, თუმცა გოგონას სახე არც გატოკებია...
უცებ გაითიშა მისი გონება, გადაიფიქრა ის რის გასაკეთებლადაც მოვიდა, უცებ საშინელი აზრები დაუტრიალდა ტვინში... შემდეგ, ბიჭირომ არ დაეჭვებულიყო, ნელ-ნელა სახე გაებადრა, გაუხარდა სავით...
- რა კარგია... ტაში დაუკრა უცებ და წამოხტა სიხარულით...
- მართლა? ეუცნაურა ანდრეს...
ეგრევე დასერიოზულდა ლილიანა.
- ნუ, ხო ვიფიქრე მამა-შვილს მოუგვარდებათ ურთიერთობა თქო და გამიხარდა. რა არა?! თვალები დააწვრილა...
- არვიცი! მოკლედ მოუჭრა ანდრემ... ისე რომ იცოდე ხვალ საღამოს არის წვეულება...
- რაა? წამოიყვირა ლილიანამ... აუუუ... უკვე მივდვიართ?! კი მაგრამ ჯერ ხომ მეორე დღეა რაც აქ ვართ.... დაიწუწუნა ლილუმ და ფანჯარასთან მივიდა, ულამაზს ხედს თვალი გაუსწორა და ანდრეს პასუხს დაელოდა...
- ვიცი, სწორედ მაგიტომ ვამბობდი მორიდეულად. თუ გინდა ნუ წამოხვალ. არ მეწყინება.... მაგრამ აშკარად ეწყინებოდა, იმიტომ რომ ამის თქმისასაც ხმა გაებზარა. თუმცა რას არ წაყვებოდა, შანსი პირდაპირ ხელებში უვარდებოდა...
- არა, წავალ ჩავალაგებ... უცებ შემოტრიალდა, როცა გაშეშდა... ანდრე ისე ახლოს იყო მასთან... ვერც მოვიდა აზრზე როდის მიუახლოვდა ასე, ის ხომ წუთის წინ ოთახის შემოსასვლელთან იდგა... სისხლი გაეყინა, შემდეგ სხეული აუვარვარდა... რატომ ემართებოდა ასე, თვითონაც ვერ გაეგო... ანდრე უფრო და უფრო უახლოვდებოდა მის სახეს, გამობურცულ, ვარდისფერ, მადისაღმძვრელ ტუჩებს და ნელ-ნელა კონტროლს კარგავდა... თავში ამოუტივტივდა წინ ღამეს დანახული მისი სხეული და ვინ იცის რა აზრები უტრიალებდა თავში...
- რა საკეთებ? ხმადაბლა დაიჩურჩულა, გოგონამ...
- არ შემიძლია, აღარ შემიძლიხარ... ვეღარ ვითმენ... შენ... შენ ისე სწრაფად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, ისე მოულოდნელად დავახლოვდით, სრულიად უცნობს აქ წამოსვლა შემომთავაზე. არ ვიცი... საოცრებები მემართება შენ რომ გხედავ... ვეღარ ვიავებ, გრძნობებს გასაქანი მინდა მივცე, თორემ ვიცი გავსკდები... ნელა ჩამოუსვა ლოყაზე ნერვიულობისაგან გაყინული თითები, ყელთან შეუცურა და კისრიდან ხელის მოკიდებით, ნელ-ნელა წამოწია თავისკენ, მერე თვალები დახუჭა და მის ცხელ ტუჩებს როგორც იქნა გემო გაუსინჯა... მაშნ იქ რომ ყოფილიყავით დაინახავდით ანდრეს სხეულზე დაყრილ ტაოს...
ყველაზე სასიამოვნო კოცნა იყო, ყველაზე უცხო და დამამახსოვრებელი, ლილიანასთვის... თავის გრძნობებს სახელს ვერ არქმევდა, ამ კოცნამ საერთოდ გადაუტრიალა ტვინი. ერთი მხარე ეუბნებოდა რომ , უნდა დანებებულიყო, მეორე მხარე კი უფრო ჟინზე მოდიოდა, ეს საქმე უნდა დაესრულებინა, არავის და არაფრის გათვალისწინებით. ყველა უნდა გაემწარებინა ისე როგორც ადრე თვითონ გაამწარეს, მაგრამ ვაი რომ იყო ის ნახევარი მხარე, რომელიც ამას უარყოფდა, მხოლოდ იმიტომ რომ ანდრე იყო მასთან, ამ წამს მის ტუჩებს აგემოვნებდა და ყველაზე ძვირფას ადამიანად აგრძნობინებდა მას თავს...
ორივე გადგა განზე. თვალები აარიდა ლილიანამ, თუმცა ხმა არ ამოუღია, ჩვეულებრივ შემთხვევაში, უნდა გაელანძღა, ან ყველაზე ცოტა საყვედური მაინც უნდა ეთქვა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, იდგა და პატარა დაბნეული გოგონასავით თითებს იმტვრევდა...
- არაფერს მეტყვი? სიჩუმე ისევ ანდრემ დაარღვია...
- რა უნდა გითხრა, მხრები აიჩეჩა გოგონამ...
- რავიცი, რამე... მე ყველაფერი გითხარი... გაუღიმა და ისევ ცადა მიახლოვება, თუმცა ლილიანამ უკან გადადგა ნაბიჯი, ანდრე შედგა, მათშორის არსებული დისტანცია აღარ დაურღვევია... მის თვალებში იყო ჩაკარგული...
- მომისმინე ანდრე, შენ კაგად იცი რომ... სიტყვა შუაზე გააწყვეტინა...
- არ მინდა არაფერზე საუბარი... მინდა რომ ახლა ჩამომყვე და ვივახშმოთ, მოდი ამ მომენტს უაზრო სიტყვებით ნუ გავაფუჭებთ... ხელი მოკიდა და ოთახიდან ისე გაიყვანა, ლილიანასათვის სიტყვის თქმაც არ აცადა...
რესტორანში ისხდნენ... მრგვალი მაგიდა იდგა. შუაში სანთელი ბჟუტავდა. მიმტანმა მენიუ მიუტანა და იქვე ახლოს დადგა რომ შეკვეთა ჩაეწერა...
- ნახევრად შემწვარი სტეიკი და საფერავი მოგვიტანეთ თუ შეიძლება...
- სხვას ინებებთ რამეს? ანდრემ ლილიანას გადახედა და მისის უარის მიღებისას მიმთანსაც უარი განუცხადა... ღიმილით მოშორდა მაგიდას დაწყვილი მარტო დატოვა...
- რაღაცის თმა რომ გინდოდა... რამე მოხდა? გაიხსენა რამოდენიმე წუთის წინანდელი...
ლილიანა ცოტახანს გაჩუმდა, ფიქრობდა უნდა ეთქვა თუ არა...
- არა, არაფერია... ეცადე არაფერი დატყობოდა სახეზე...
- დარწმუნებული ხარ? რაღაც შენი ტონი არ მომწონს... ჩააცივდა ანდრე.
- არა- თქო... ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ისე მინდოდა დალაპარაკება...
- კარგი... ძაალიან მშია, იმედია მალე მოიტანენ... გაუღიმა გოგონას...
- აი მოაქვთ. ორივემ მომავალი მიმტანისაკენ გააპარეს მზერა...
იმ საღამოს გემრიელად ივახშმეს... ლილიანა ხვალინდელ საღამოსთვის გეგმას ისახავდა. ანდრე კი ვერაფერს ხვდებოდა...
ნომერებში ავიდნენ.. ბარგი ჩაალაგეს და საღამოს ათისკენ გზას დაადგნენ...
რამოდენიმე საათში თბილისში იყვნენ... სასტუმროში გაჩერდნენ... თუმცა იყო ერთი პრობლემა. სასტუმროში თავისუფალი 2 ნომერი არ ქონდათ...
- აუ, რა უბედურებაა რაა! ამხელა სასტუმრო დავიჯერო გადაჭედილია?
- ბოდიშს გიხდით ქალბატონო, მაგრამ ასეა... მხოლოდ ერთი გვქვს...
- ორი საწოლი მაინც არის? ჩაეკითხა ლილიანა, ანდრე უბრალოდ იდგა და ლილიანას საცოდაობაზე იცინოდა...
- კაი რა გაცინებს. გაცეცხლდა ლილუ...
- არაფერი არა.. სიცილითვე უპასუხა...
- არა, სამწუხაროდ, საწოლი და დივანი არის ოთახში...
- ვიღებთ... ანდრე შემოვიდა დიალოგში მტკიცედ ისე რომ ლილიანას არაფრის თქმა არ აცადა... გოგონა გაშტერდა, მაგრამ ხმა არ ამოუღა... ნომრამდე ჯუჯღნით ავიდნენ...
- კაი რა იყო, არ გვძინებია ერთ ნომერში?
- ეგ იმიტომ რომ მთრალი იყავი. ახლა კიდევ...
- რა იყო, გეშინია?
- ჰაჰ, მეე? რისი უნდა მეშნნოდეს, შენი? გაეცინა ლილიანას.
- რავიცი, დაძაბული კი ხარ! ნუ ღელავ არ ვიკბინები... თვალი ჩაუკრა და ბარათით ოთახი გააღო... ულამაზესი იყო ნომერი, სპილოსძვლისფერში გაწყობილი კედლით და მდიდრული ავეჯით. უზარმაზარი ჯაკუზით აბაზანაში...
- ვააუ, აი მესმის ნომერი... თვალები გაუფართოვდა ანდრეს...
ლილიანა აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და გამოვიდა... შემდგომ იგივე ანდრემაც ქნა... ძილის დრო იყო... უკვე თითქმის თენდებოდა, საღამოსთვის უნდა მომზადებულიყვნენ...
- დივანზე იძინებ ხო? მაინც ჩაეკითხა ლილიანა.
- არა, რა დივანზე, იმ დღესაც მომტყდა კისერი.. შენს გვერდით დავიძინებ რა მოხდა... უმნიშვნელოდ გაეღიმა გოგონას სახეზე, წარბები აეზიდა ზემოთ გაკვირვებისგან...
- კიდევ? ირონიულად შეეპასუხა...
- კიდევ... რავიცი... ნელ-ნელა უახლოვდებოდა ბიჭი. გოგონა ისევ გაქვავდა, მოძრაობის უნარი დაკარგა, თუმცა ტვინი მაინც ეომებოდა იმ წამს, რომ ისეთი არაფერი უნდა ექნა... ანდრე მიუახლოვდა, ყურს უკან გადაუწია ჩამოშლილი თმა, ყურთან ახლოს მიიტანა სახე... - არაფერი, უბრალოდ დავიძინებთ... ძალიან ნაზად და ვნებიანად ჩასჩურჩულა. გოგონას ტაომ დააყარა, მუცელში აეშალა ყველაფერი... სუნთქვა აუხშირდა... ანდრე მოშორდა და ეგრე დარჩენილ, თვალდახუჭულ ლილიანას დააკვირდა, თან ეცინებოდა, უხაროდა, რომ მის მოახლოვებაზე ასეთი რამ ემართებოდა...
- ჰეე! გამოფხიზლდი, ტაში შემოკრა უცებ და ლილიანა შიშისაგან შეკრთა, უცებ გაახილა თვალები..
- რა იდიოტი ხარ!!! გაბრაზებულმა მიაძახა, მის თვალწინ ხალათი გაიხადა და როგორც მაშინ, ტრუსის და მაისურის ამარა, გრილ აბრეშუმის თეთრეულში შეწვა.. თუ გამწარებაა გამწარება იყოს, თავისთვის ჩაილაპარაკა... ახლა, ანდე დარჩა პირღია. ძარღვები დაებერა კისერზე... აუდუღდა სხეული... შარვალი გაიხადა და ნაზად მიუწვა გოგონას... ზურგი ქონდათ შექცეული ერთმანეთისათვის, მაგრამ ვინიცის, რაზე ფიქრობდნენ. ანდრეა ლილიანაზე, ლილიანა და უკვე დღევანდელ საღამოს გეგმაზე...

როგორ ჩაეძინათ არახსოვთ, ორივე დაღლილ-დაქანცული იყო... ძლივს გაახილა გოგონამ თვალი, მზის სხივი პირდაპირ მას ეცემოდა, ხორბლისფერ კანზე, თვალებში შემაწუხებლად უჭყუტუნებდა... მობეზრებით წამოდა, აბაზანაში შევიდა და მოწესრიგდა. ანდრეს გაშოტილს ეძინა პირქვე... გოგონამ ჩაიცვა, ფურცელზე წერილი დაუტოვა, რომ საღამოსთვის კაბის შესარჩევად მიდიოდა და მალე დაბრუნდებოდა... კარი გაიხურა ლილიანამ...

უამრავი მაღაზია მოიარა მაგრამ ვერაფერი იპოვა, შესაფერისი... ბოლოს იმედ გადაწურული მიადგა ერთ-ერთ მაღაზიას და მანეკენს დააკვირდა...
- ესარის... გახარებულმა შემოკრა ტაში და კონსულტანტს თხოვა მისი ზომა კაბა მოეტანა მოსაზომებლად...
შავი მუხლამდე მოტკეცილი კაბა იყო, უალნ ოდნავ ამოღებული, თითქოს სექსუალურიც, თან მოკრძალებული... სიხარულით გადაიხადა საფასური და სასტუმროში დაბრუნდა...
ოთახში ასვლისას ანდრე იქ არ დახვდა, უკვე პირველი სრულდებოდა... საღამოს ხუთზე იქ უნდა ყოფილიყვნენ... ნელ-ნელა მომზადება დაიწყო... ჩემოდანი გახსნა, ტანსაცმელები ამოალაგა და სულ ქვემოთ, სადაც პატარა ზმეიკიანი ჯიბე იყო, იარაღი ამოაძვრინა.. ოთახს კიდევ მოავლო თვალი, რომ დარწმუნდა მარტო იყო, ვაზნების ადგილი შეამოწმა,სავსე იყო... „ მე მხოლოდ ერთი მჭირდება“ გაიფიქრა, მაგრამ აღარ ამოუღია. ხელში აიღო, და წინ გაიშვირა, სარკეში პირდაპირ საკუთარ თავს უმიზნებდა... „ ამაღამ ყველაფერი დამთავრდება“ ჩაილაპარაკა და იარაღი ისევ თავის ადგილას დააბრუნა...
ოთახში შემოსულ ანდრეს თიკა უკვე მზად დახვდა... სახეზე ღიმილი მოედო, მისი დანახვისას...
- ულამაზესი ხარ... მაცდურად ჩაილაპარაკა და გოგონას მიუახლოვდა...
- არ გინდა, გთხოვ... საკოცნელად გაწეული სახე უკან გააწევინა და ერთი ნაბიჯით უკან გადგა...
- რამე ხდება და არ ვიცი? დაძაბულმა კითხარ გოგონას...
- არა, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ... მოკლედ ანდრე... დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ როგორც ყოველთვის ანდრემ შეაწყვეტინა...
- ამ საღამოს ნუ ჩავიშხამებთ, თბილად და ტკბილად ჩაიაროს და მერე გავარკვიოთ ურთიერთობა... გოგნას ნატიფი ხელი თავისაში მოიქცია და ეამბორა...
ლილიანას ხმა არ ამოუღია, ბიჭს უკან დაყვა და სასტუმრო დატოვეს...
მზე ნელ-ნელა მთებს ეფარებოდა, ცისფერი ცა ნელ-ნელა მოლურჯოში გადადიოდა, ღრუბლები იკარგებოდა და ბრწყინვალე ვარსკვლავები იჩენდნენ თავს... სასტუმროს წინ ტაქსი გაჩერდა, ანდრემ, კარი გააღო და გოგონას დაჯდომაში დაეხმარა, შემდგომ გვედით მიუჯდა და მძღოლს მისამართი უკარნახა...
მთელი გზის განმავლობაში ხმა არ ამოუღია არც ერთს… უზარმაზარი ორ სართულიანი რესტორნის წინ გაჩერდა ტაქსი... მდიდრულად გამოწყობილი ხალხი ირეოდა ქაოტურად... მამაკაცები სმოკინგებში, ქალები და ულამაზეს საღამოს კაბებში შემოსილი... ანდრესაც სმოკინგი ჩაეცვა, ძალიან სოლიდურად და მიმზიდველად გამოიყურებოდა ორივე...
ლილიანა ნერვიულობდა, არ იცოდა რა და როგორ მოხდებოდა, მაგრამ ერთი დანამდვილებით იცოდა, რომ ეს მისი ერთადერთი და საუკეთესო შანსი იყო... დარბაზში შევიდნენ... კარებთან მასპინძლები დახვდათ, იუბილარი ბატონი გელა და მისი მეუღლე ქალბატონი თინიკო...
- ანდრეა... როგორ გაზრდილხარ ბიჭო... ხელგაშლილი შეეგება ყმაწვილს და გულიანად გადაეხვია.. - ეს ლამაზი ქალბატონი ვინარის? არც მოშორებულა ისე შეეკითხა ანდრეს თან ლილიანას გადახედა და გაუღიმა..
- გილოცავთ გელა ძია... პიჯაკის ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიაძვრინა და მამაკაცს გაუწოდა... - ეს ჩემი მეგობარია, ლილიანა... ღიმილით გააცნო თანამგზავრი...
- აბა, არ გრცხვენია ბიჭო?! რა საჭირო იყო საჩუქარი, შენი დანახვაც მეყოფოდა.... სასიამოვნოა მშვენიერი ქალბატონის დანახვა...
- თინიკო დეიდა თქვენ როგორ ხართ? ახლა გესალ გვერდით მდგომ ქალბატონს გადაეხვია ანდრეა და მოიკითხა.
- კარგად შვილო როგორ ვიქნები... თბილად გაუღიმა წყვილს...
- მიდით ახლა, მამაშენიც მოვა საცაა, გზაში ვარო დარეკა... მიირთვით რაც გაგიხარდეთ, კარგად გაერთეთ... წყვილმა კაცი უსიტყვოდ დატოვა და ხალხის ბრბოს შეერია... ალაფურშეტი იყო მოწყობილი... მარჯვნივ საჭმელი, მარცხნივ ბარი, სადაც ბარმენი ბოთლებით შოუს მართავდა... უამრავი ხალხი იყო... შეიძლება ითქვას რომ უაზრო ყაყანი... ცოტახანში დარბაზში დემეტრე დადიანმაც შემოანათა... ლილიანამ დაინახა თუ არა ყელზე ძარღვები დაებერა... ჩანთას მაგრად მოუჭირა ხელი და ეცადა გვერდზე გაეხედა რომ ანდრე არ დაეჭვებულიყო...
ნელ-ნელა მოემართებოდა გაღმებული სახით მამაკაცი წყვილისაკენ, ლილიანას ნერვიულობაც უფრო და უფრო მძაფრდებოდა... შვილს გადაეხვია, კარგა ხანს ჩახუტებული იდგა, ბოლოს ანდრეამ ცოტა ხელით უკან გაწია საკმარისიაო...
- როგორ ხარ, როგორ მომენატრე... თბილი ჰქონდა გამომეტყველება, იმ წამს საერთოდაც ვერ შეატყობდით რომ წლების წინ, საუკეთესო ბიზნეს-პარტნიორი და მეგობარი მოკლა ცოლითურთ, ხოლო შემდეგ საკუთარი ცოლის მკლელობა დაუკვეთა...
- კარგად ვარ მამა, ნაძალადევად გაუღიმა, ეს ლილიანაა ხომ გახსოვს... - გამარჯობათ ბატონო დემეტრე, ხელი გაუწოდა კაცს. რომ იცოდეთ რამდენის ფასად უჯდებოდა ეს ყველაფერი...
- მახსოვს, მახსოვს... ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ხელი ჩამოართვა გოგონას... - გამარჯობა ლილიანა... შემაძრწუნებელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი ამოუტივტივდა გოგონას და იმ წამს ზიზღით აევსო თვალები... სურდა იმ წამსვე მოეღო ბოლო ამ საზიზღარი ადამიანისთვის, მაგრამ ყველანაირად იკავებდა თავს... ახლა ამის დრო არ იყო, ჯერ არა... თავის თავს უმეორებდა...
საღამო წყნარად მიმდინარეობდა, დაილია რამოდენიმე სადღეგრძელო იუბილარის მისალოცად... ლილეც არ ჩამოუვარდებოდა, რამოდენიმე ჭიქა შამპანიური დალია და სცენისაკენ გაემართა... ანდრე უცებ დაიბნა, იფიქრა სადღეგრძელოს იტყვისო, მამას ამოუდგა გვერდზე, ხელები გადაიჯვარედინა და ღიმილიანი სახით უყურებდა, სილამაზეს, რომელზეც ჭკუა ეკეტებოდა...
- რას აკეთებს? გადაულაპარაკა დემეტრემ შვილს...
- სადღეგრძელოს იტყვის ალბათ, ვნახოთ... ისევ დააკვირდა სცენაზე მდგომს, რომელიც მიკროფონს თავის სიმაღლეზე ასწორებდა...

- საღამომშვიდობის დამსწრე საზოგადოებავ. პირველ რიგში, ბატონ გელას ვულოცავ... ჩემი აქ გამოსვლის მიზეზი, ის არის რომ მინდა წარმოგიდგინოთ, ყველაზე საზიზღარი, ბოროტი და საშინელი ადამიანი...

ნელ-ნელა სახე ეცვლებოდა ანდრეას და დემეტრეს... ანდრე ვერ მიხვდა სიტუაციას, თუმცა დემეტრეს უკვე შუბლი ეცვარებოდა, ნერვიულობისაგან...
- ბატონი დემეტრე დევდარიანი... ხმამაღლა გამოაცხადა და ხელი მისკენ გაიშვირა... ყველა გაკვირვებული იყურებოდა, ერდროულად უამრავი მზერა იგრძნო დემეტრემ. ნაძალადევად გაეღიმა, ხუმრობაა-ო...
- ხო, ზუსტად ეგ!!! მშობლები ამომიხოცა!!! მთელი ზიზღით წარმოთქვა სიტყვები.. თვალებში ცრემლი ჩაუდგა... სასმელმა საკმაოდ შეათამამა და უკან დახევის უფლება არ მისცა... ერთდროულად ყველამ შეიცხადა, ქალებმა პირზე ხელი აიფარეს.. ბატონი გელა უემოციოდ იდგა, მან ხომ ყველაფერი იყოდა...
- მთელი ცხოვრება ჩამიმწარა, არავინ იცის მე რა გმაოვიარე, გამწრებული ლაპარაკობდა, ცრმელბი ღაპაღუპით ზდიოდა.. - მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ..
- ანდრე, ბოდიში... ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები... - ბოდიში გესმის? შენთვის ყველფრის თქმას ვაპირებდი, მაგრამ არ დამცალდა... ბოდიში, მაგრამ შენი გვარი მძულს, მამაშენი მძულს... ხელ ჩანთიდან იარაღი ამოიღო და დემეტრესაკენ გაიშვირა...
ხალხი პანიკას მოყვა, წივილი და კივილი ისმოდა მხოლოდ, ყველა კარისაკენ გაცვივდა...
დარბაზსში მხოლოდ ანდრეა, დემეტრე და გელა დარჩნენ... გელას ცოლიც ხალხის ბრბოს შეემატა...
ანდრეა გაშტერებული იდგა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით... ვერ გაეგო ეს სიზმარი იყო თუ ცხადი...
- ეს უნდა გავაკეთო!!! ჩემი მშობლების ხათრით, დედაშენის ხათრით, ეს უნდა გავაკეთო... ტირილით, სიტყვებს ძლივს აბავდა თავს...
- ლილიანა... ძლივს წამოიძახა ანდრემ... - შენ მე მომატყუე... თამაშობდი... მე კიდევ... მე მთელი არსებით გიგულე ჩემად... მეგონა რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო, რაც ჩვენს შორის მოხდა... ნელ-ნელა უახლოვდებოდა ლილიანას...
- მაპატიე ანდრეა... ყურადღება არ მიაქცია ანდრეს და სასხლეტს ხელი გამოკრა...
მთელი დარბაზი, გასროლის საშინელმა ხმამ მოიცვა... იატაკზე მოწყვეტით დავარდა კაცი... უმცროსი დევდარიანი და გელა მივარდა, დემეტრეს... იატაკი ნელ-ნელა წითლად იღებებოდა...
გოგონას არაფერი ახსოვდა.. მუხლებზე იყო დამხობილი და უსაშველოდ ტკიოდა... ეგონა ცოტა მაინც მოეშვებოდა გულზე, ამის შემდეგ... მაგრამ არა!!!
„ მე ეს შევძელი, დე, მა... თქვენი ხათრით!“ თავის თავს ელაპარაკებოდა... იარაღი ხელიდან გაეგდო...
- ეს რა ქენი... ყვირილით მივარდა ანდრეა... -ეს რა ქენი გოგო!!! მხრებში ჩააფრინდა და მთელი ძალით ანჯღრევდა... გოგონა შოკში იყო, თვითონაც ვერ დაეჯერა რომ ეს ყველაფერი ხდებოდა... ხმას არ იღებდა... უბრალოდ ტიროდა და ანდრეს თვალებში უყურებდა...
- მაპატიე... ჩახრენწილი ხმით წარმოთქვა ლილიანამ და ანდრეს მხარზე თავი დაადო...
- არ მომეკარო! შენ მე გული მატკინე... ამას არ ვიმსახურებდი...
- მართლა? მამაშენმა რომ მატკინა? ეგ არაფერია??? მთელი 7 წელი დემეტრე.. წყეული 7წელი... ღრიალებდა... ტიროდა... ეზიზღებოდა... - ეს მან დაიმსახურა... ამას რამდენი წელი ვგეგმავდი იცი? ეს რომ არ გამეკეთებინა მოვკვდებოდი...
- არ უნდა გექნა! ასე არ უნდა გადაგეხადა სამაგიერო...
- აბა შენ მომეკალი? შენ უნდა მომეკალი რომ იგივე ტკივილი ეგრძნო? მერჩივნა თვითონ მომკვდარიყო... არ მინდა! ნუ მაპატიებ.. საპატიებელი არაფერია! მე არ ვნანობ ჩემს საქციელს, აქამდე რომ არ გავასხმევინე ტვინი მადლობა თქვი... და იცი რატომ მომიკლა მშობლები? იმიტომ რომ მამაჩემმა მკვლელობაზე თქვა უარი... მამაშენმა, ამ გარეწარმა, ბიზნეს პარტნიორის თავიდან მოცილება თხოვა. მამაჩემს კიდევ სისხლში ხელის გასვრა არ უნდოდა, ისევე როგორც მამაშენს! შვილზე და ცოლზე ფიქრობდა, არ უნდოდა რომ ჩვენ ოდესმე მისი საქციელით ხალხს თითი გამოეშვირა ჩვენსკენ... გავიქეცით, მაგრამ გზაშივე მოგვიღო ბოლო... მე გადავრჩი და აი, აქ ვარ! შენს წინ.. მამაშენის მკვლელი! დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის ვარ მე მკვლელი და არც მეხამუშება!... ძლივს მოაბა თავი რომ ელაპარაკა... ცრემლი წამითაც არ დაშრობია თვალზე... პირიქით, უფრო და უფრო ემატებოდა. ტკიოდა, ყველა ძვალი, ტკიოდა...
მალევე გაიწია უკან, მთელი ის ვნება და სითბო, სადღაც ჯანდაბაში დაკარგულიყო და ზიზღით შეცლილიყო... საშინელი მზერა ქონდა ანდრეს... მაგრამ არც გაკვირვებია გოგონას...
ლილიანა ისევ იქ მიატოვა, დემეტრესაკენ გაეშურა და დახმარებისათვის, მთელი ძალით იღრიალა... შესაძლოა, ესმოდა კიდეც ლილიანასი, მაგრამ მამა იყო მაინც... უნდა გადაერჩინა, თავისი მოვალეობა უნდა შეესრულებინა...
საიდანღაც სირენის ხმა გაისმა... დარბაზში შემოცვენილი სასწრაფოს ექთნები მივარდნენ დემეტრეს... რამოდენიმე პოლიციელიც შემოვიდა... იარაღი მოიმარჯვეს და ჩამუხლულ ლილიანას დაუმიზნეს...
- არ გაინძრე, ხელები მაღლა! დაიყვირა ერთერთმა... ლილიანას არაფერი ესმოდა... კიდევ ამბობდნენ რაღაცებს თუმცა, თვალები დაბინდვოდა, არაფერი უქნია... ერთადერთი რისი გაკეთებაც მოასწრო, ტელეფონის ამოღება და მესიჯის დაწერა იყო... „ მე ეს გავაკეთე.. მიშველე ლაშა“....
რამოდენიმე პოლიციელი მივარდა და მკლავებში სტაცეს ხელი...
დარბაზიდან გამოათრიეს... დემეტრე საკაცით მანქანაში მოათავსეს და საავადმყოფოში გააქანეს... ანდრეას არაფერი ახსოვდა, მხოლოდ დამტირალევი ლილიანა და სისხლში ამოსვრილი, სიცოცხლესთან მებრძოლი დემეტრე...
შემოდგომის სუსხი იდგა. მთვარე ანათებდა გზას, უკუნითი სიბნელე იყო... მთვარის სინათლე რომ არა, ნაბიჯს ვერ გადადგავდა ადამიანი... საშინლად ბნელოდა... თვალით დაუსრულებელ ტრასაზე მიქროდა მანქანა... ფარები ანათებდნენ გზას... ანდრე იჯდა საჭესთან... მის წინ სასწრაფოს და პოლიციის მანქანა მიქროდა... ბაგეებზე ცრემლები უბზინავდა, ცრემლები რომლებიც გაურკვეველი ტკივილისგან იყო წარმოქმნილი... მთელი სხეული ეწვოდა, ტკიოდა, მაგრამ ვერ გაერკვია რა. ის რომ ლილიანა ატყუებდა და მამამის ესროლა, თუ ის რომ დემეტრე სიცოცხლეს ებრძოდა. ვერ გაეგო, გაგება არც უნდოდა. უბრალოდ იყო ის რაც იყო...
იმ ღამეს შური იძია ლილიანა ყიფიანმა, დემეტრე დევდარიანზე და მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა...



№1 სტუმარი b.j

არაჩვეულებრივად წერ.
უნდა გააგრძელო!!! არ შეიძლება მკითხველის ასე გაურკვევლობაში დატოვება...

 


№2 სტუმარი Knopka

Chemiazrit ese arunda dagetovebina daunda gagegrdzelebina intrigashi chavardi daavirie upro davinteresdi lilianas ramouva anadreas . Ise shesanishmavad aris kvelaperigadmocemuli rac dzalian momewona

 


№3  offline ახალბედა მწერალი -venus-

madloba rom waikitxet. ar vici gavagrdzeleb tu ara am istorias. shesadzloa gagrdzeldes vnaxot :* imedia rom mogewonaT♡♡

 


№4  offline მოდერი zia-maria

საინტერესო იქნება ისტორიის მეორე ნაწილში ანდრეას და ლილიანას რა შეემთხვათ და როგორ წარიმართა მათი ცხოვრება. kissing_heart

 


№5  offline წევრი veroo

ძალიან კარგია გააგრძელე საინტერესოა ლილიანის ცხოვრება როგორ განვითარდება ამ ყველაფრის მერე

 


№6  offline მოდერი ენემი

აუუ გააგრძელე რა ფლიიზ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Me armomewonaa :/ dasasruli xo saertod

 


№8  offline ახალბედა მწერალი -venus-

uchveulo
Me armomewonaa :/ dasasruli xo saertod

მადლობა :))

 


№9  offline წევრი nini :)

ეს ის დასასრულია რაც შენ გინდოდა მეგ... მე მომეწონა და მიუვარსესეყი დასასრული... როცა მკითხველს აძლლევ საშუალებას რომ თავის ფანტაზიით უნდა კარგისკენ წარმართოს დასასრული უნდა ცუდისკენ.... ყოჩაღ მართლა ის არის რაც გინდოდააა.... ❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი -venus-

nini :)
ეს ის დასასრულია რაც შენ გინდოდა მეგ... მე მომეწონა და მიუვარსესეყი დასასრული... როცა მკითხველს აძლლევ საშუალებას რომ თავის ფანტაზიით უნდა კარგისკენ წარმართოს დასასრული უნდა ცუდისკენ.... ყოჩაღ მართლა ის არის რაც გინდოდააა.... ❤

მადლობა ნინი. ხო ასე იყო საჭირო გაგრძელებების გარეშე. ვისაც როგორ სურს ისე წარმოიდგინოს ლილიანას ცხოვრება ამის შემდეგ ♡♡ მიხარია რომ მოგეწონა♡♡

 


№11  offline წევრი modemodka

არ მეყო დასასრული :-( ცოტა უნდა გაგეგრძელებინა კიდე.. დაამატე რა ერთი თავი და გვაჩვენე რა როგორ ხდება , შემდგომ.

 


№12  offline წევრი iako1234 jvarashvili

მაგარია მე პირველად წავიკითხე და მომეწონა წარმატებები heart_eyes kissing_heart

 


№13  offline წევრი nino ninidze n

iako1234 jvarashvili
მაგარია მე პირველად წავიკითხე და მომეწონა წარმატებები heart_eyes kissing_heart

მეც მომეწონა მაგარიააააააააააა

 


№14 სტუმარი სტუმარი shorena

ra bedi ecia lilianas bolo ar momecona

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent