შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის სხივი ელვის აჩენს ბუნებას (თავი 2)


23-09-2017, 22:01
ავტორი მენდეს
ნანახია 1 173

-გაიღვიძე სალი, გაიღვიძე - მესმოდა ვიღაცის დაჟინებული თხოვნა და ვგრძნობდი სისველეს, შეხება შუბლზე, თბილი შეხება რომელმაც ძალით ამავსო, მაგრამ ეს ძალა იყო საკმარისი იმისთვის რომ გამომეღვიძა? - სალი გთხოვ, შენს გარდა არავინ მყავს, ვიცი ახლა ჩემი გესმის, სალი! ჯანდაბა! - თვალები ოდნავ გავახილე, იმდენად ოდნავ რომ ძლივს ვარჩევდი გამოსახულებებს, ხმას ვერ ვიღებდი ვგრძნობდი ამისთვის ძალა არ მეყოფოდა, ბიჭს ჩემი ხელები დაეჭირა და თავი ჩაერგო, ამიტომ ის ვერ მხედავდა, მინდოდა გაეგო რომ მე ისევ ცოცხალი ვარ, რომ არ მოვმკვდარვარ, მინდოდა ცოდნოდა რომ მე ისევ ვგრძნობდი, მინდოდა მეთქვა მაგრამ არა ამდენი ძალა არ მაქვს ამიტომ მოქმედება ჩემს ხელებზე უნდა გადავიტანო, თვალები დავხუჭე რათა ენერგია გადამეტანე და ბიჭს ხელი მაგრად მოვუჭირე, თითქოს სიგნალი გადავეცი - სალი... - თვალები ოდნავ გავახილე, ვხედავდი მწვანე თვალებიდან მომავალ ცრემლებს, არა ეს არ იყო უბრალოდ მწვანე თვალები, თითქოს ყვითელი სხივები შავი სიმრგვალის გარშემო, შემდეგ კი ზურმუხტის ფერი თანდათან ცისფერში გადადიოდა, ცრემლები კი მათ უფრო მეტ სილამაზეს სძენდნენ... ბიჭმა ხელებზე მაკოცა, შემდეგ სწრაფად წამოდგა, ფეხაკრეფიტ გავიდა პალატიტან და მარტო აღარ დაბრუნებულა, თეთრხალათიანი ახალგაზრდა ექიმიც თან მოჰყვა, ექიმისთვის ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული, ამის დანახვისას მინდოდა ავმდგარიყავი და იმ გოგოსთვის თმები დამეგლიჯა, - ღმერთო სალი! რა დროს ეჭვიანობაა გამაგებინე? - ჩამესმა ისევ ჩემი მეს ხმა - აუ შემეშვი რა - ვუპასუხე მე... ქალი მოვიდა და წამოჯდომაში დამეხმარა რაღაც წამალი დამალევინა და მალევე კარგად გავხდი ბიჭი ხელებს მაგრად მიჭერდა მე კი მტკიოდა ალბათ გაუაზრებლად აკეთებდა ამას მაგრამ არაფერი შევიმჩნიე მსიამოვნებდა მისი გრძნობების სიძლიერე
- კარგი ნიკ, წავედი მე და თუ რამე დაგჭირდეს დამძახე (ექიმი) - ბიჭს არაფერი უთქვამს, მე ცალი წარბი ავწიე და ისევ შევხედე ნიკას, მანაც გაოცებული მზერა მესროლა
- რა იყო? - (ნიკი)
- ნიიკ? სერიოზულად? - თავი გვერდით შევატრიალე და კისერში მტკივნეული დაწოლა ვიგრძენი, ამიტომ ისევ წინ შევატრიალე და ნიკას გაცინებულ მზერას მოვკარი თვალი, უფრო გავბრაზდი მინდოდა მისთვის რაც შემეძლო ძლიერად დამერტყა რა თქმა უნდა ამ მდგომარეიბაში არა რადგან ძალა გამოცლილი ვიყავი, ჩვეულებრივ მდგომარეობაზე ვამბობ...
- რა გაცინებს? ( მე)
- ეჭვიანობ, ჩემი და არის, ნინი ქვია - მითხრა და მისი ჩამწკრივებული კბილები მომანათა, ისეთი საყვარელი იყო სიცილის დროს
- არაფერიც, რატომ ვიჭვიანო? მითუმეტეს შენს დაზე? უბრალოდ გამიკვირდა "ნიკ" რომ დაგძახა, ასე ხომ არავინ მოგმართავს? და საერთოდ რა დამემართა? რა მინდა აქ? - არ გავტყდი მე, ბიჭს გაბრწყინებული თვალები ჩაუქრა, მისი თვალები ახლა ჭაობისფრად შეღებილიყვნენ, თვალიდან ერთი ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ მისი მეგობრები არ ახლდა თან, ნიკმა ცრემლი მოიწმინდა და შემომხედა თმებში ხელი შემიცურა არაფერი მითქვამს, შუბლი შუბლზე მომადო, მე თვალები დავხუჭე მაგრამ თმებიდან ხელის შეხება და ვირაცის სიახლოვე ვეღარ ვიგრძენი, როცა თვალები გავახილე, ჩემთან ერთად აღარვინ იყო, დავრჩი ისევ მარტო, ვფიქრობდი ნეტავ რა მჭირს? რა მოხდა იმ დღეს? საერთოდ არაფერი მახსოვს, აქ როგორ ავღმოჩნდი? ის ჩემს კოცნას აპირებდა და ის... ის წავიდა... რატომ წავიდა? რა ხდება გამაგებინეთ ვინმემ, ფიქრებში გართულს ჩამეძინა, სიზმარი ვნახე მანქანით მივდიოდი სადღაც, ხეების გარემოცვაში ვიყავი, საჭესთან ნიკი იჯდა, მე შემომხედა და ისევ გზაზე გადაიტანა მზერა, უეცრად იგი გაშავდა ხელები გაუშეშდა, ბალანი მთელ ტანზე მოედო თვალები გაუწითლდა და შემომხედა, პირი გააღო ეშვები ჰქონდა, ის ადამიანი აღარ იყო, სიზმარში თვალები დავხუჭე და სკოლაში ავღმოჩნდი, ცარელი იყო, იქით აქით ნელა დავდიოდი მეშინოდა ის არსება არ შემხვედროდა რაც ორი წამის წინ დავინახე უცებ ბავშვები გამოჩნდნენ ყველას წითელი ფერის თვალები ჰქონდათ მიყურებდნენ, უბრალოდ მომშტერებოდნენ არ ვიცოდი რა ხდებოდა, ისევ თვალები დავხუჭე მეგონა ამით რაიმეს გამოვასწორებდი და გამეღვიძა, ემოციებში ვიყავი ეს რა იყო... ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარი, ფანჯრიდან გავიხედე მზე უკვე ამოსული იყო და ექიმს დავუძახე პირი გამომშრალი მქონდა, ძალიან მწყუროდა, ექიმმა წყლის მოტანა ექთანს დაავალა შემდეგ თვალებში რაღაც მომანათა და იქვე მყოფ სკამზე ჩამოჯდა, საუბარის დაწყება სურდა როგორც მივხვდი მაგრამ მე უფრო მეტი შეკითხვა მქონდა ვიდრე მას, ამიტომ მე დავიწყე
- აქ როგორ მოვხვდი ექიმო? (მე)
- ჩემმა ძმამ ნიკმა მოგიყვანა - (ნინი)
- რა მჭირს? - ექიმმა მზერა ამარიდა და ისე გამცა პასუხი
- უბალოდ თქვენი გადაღლა და დასტრესვა არ შეიძება, ამიტომ ყველანაირად მოერიდეთ ამ ყველაფერს, და იკვებეთ მხოლოდ ბოსტნეულით, ერთი კვირა წოლითი რეჟიმი გექნებათ შემდეგ კი საავადმყოფოდან გაგწერთ, ნიკს საიდან იცნობთ?
- მეგობრის წვეულებაზე გავიცანი - არ ვიცოდი რატომ მაგრამ მოვატყუე, აბა ხომ ვერ ვეტყოდი სიმართლეს, იმ სიმართლეს რომელსაც ჩემი შერცხვენა შეეძლო...
- კარგი გასაგებია, ახლა უნდა წავიდე ნიკი გარეთ არის დავუძახო?
- დიახ გთხოვთ - ნინი გარეთ გავიდა და ორი წუთის შემდეგ ნიკთან ერთად კვლავ შემოვიდა მითხრა რომ წამალი უნდა მიმეღო წყალი და წამლის კოლოფი მომაწოდა მორჩილად დავლიე და ამ მოქმედებას მისი პალატიდან გასვლა ჰყვა თან
- იცი შენი საყვარელი სიმღერების კრებული მოგიტანე - მითხრა ნიკმა და ჩიპთან ერთად პატარა დინამიკი და ყურსასმენები გამომიწოდა
- გმადლობ - ვუთხარი და გავუღიმე - ის დღე ჩვეულებრივი იყო, სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა ისე გაიარა იმ ერთმა კვირამ როდესაც წომითი რეჟიმიმქონდა დანიშნული ვერც კი შევამჩნიე თუმცა ძნელი იყო მხოლოდ წოლა ვერ ვექნებოდი სისხლი ისე მაწვებოდა ფეხებში შემდეგ მოაჯირებით დავიწყე სიარული თავიდან ვერ შევეჩვიე მაგრამ ნიკის დახმარებით ესეც ლამაზად გამოვიარე ამიტომ არაფერი გართულება არ მქონია მალე ცხოვრების ჩვეულ ტემპს დავუბრუნდი, თუმცა ხანდახან თავბრუსხვევა და თავის ტკივილი მაწუხებდა, ზოგჯერ უძილობა და კოშმარებიც მაგრამ თავს ისევ მშვენივრად ვგრძნობდი, კვირა დღე იყო ამიტომ საქმე არაფერი არ მქონდა მეგობრებმა დამიჭრეს უსაქმოდ და აიკვიატეს გინდა არ გინდა წვეულებას ვაწყობთ მანჩოს სახლშიო, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო მანანა ერქვა მაგრამჩვენ მანჩოს ვეძახდით არ უყვარდა როცა ვინმე მანანათი მიმართავდა...
*კვირა დღე*
წვეულებაზე დახეული ჯინსებით და უბრალო ცისფერი მაისურით მივედი თმები დავისწორე და ღია მაკიაჟი გავიკეთე, შვიდ საათზე უკვე მანჩოს სახლში ვიყავი და წვეულებისთვის მზადებაში ვეხმარებოდი ჩემს საუკეთესო მეგობარს, ბევრი ვიხალისეთ და იმაზეც მოვუყევი რაც საავადმყოფოში მოხდა მისი რექცია კი ცეკვითა და ხტუნვით გამოიხატა, წვეულება ცხრის ნახევარზე დაიწყო ბევრი არავინ ყოფილა მხოლოდ ჩვენი "სასტავი" ნიკი არსად ჩანდა, მე კი ისე მენატრებოდა ერთი თვეა არ მენახა და მოუთმენლად ველოდი, ვერ ვერთობოდი მის გარეშე, მანჩო ალექსანდრეს ეცეკვებოდა მეშვიდე კლასიდან მოსწონს ეს ბიჭი და ალექსანდრემ დღემდე არ იცის ეს, მანჩოსთან მიოვედი და ნიკზე ვკითხე მითხრა დამირეკა და მტხრა ცოტათი დამაგვიანდებაო ათისკენ მოვალ არ ინერვიულოთო მეც დავმშვიდი და გართობა დავიწყე ხან სანდროს ვეცეკვე ხან მანჩოს ხან ალექსანდრეს და სხვა წვეულებაზე მყოფ ადამიანებს, ძალიან მალე მოვიდა ათი საათი და კარზე კაკუნის ხმა გაისმა, მანჩო კარის გასაღებად წავიდა მეც თან გავყვევი კარი რომ გავაღეთ ღიმილი სახეზე შემეყინა, ნიკს ვიღაც გოგოსთვის ხელი წელზე შემოეხვია და ისე მოგვშტერებოდა, მანჩომ ისინი სახლში შემოიპატიჟა და ცეკვა შესთავაზა, რა თქმა უნდა მათაც დაიწყეს მხიარულება მე კი დავრჩი ხელ ცარიელი, მხოლოდ შევსცქეროდი იმ ორს და ისე ჩქარა მიცემდა გული მეგონა ლამისაა უნდა გამისკდეს თქო... ბარმენთან მივედი და არაყი შევუკვეთე ვცლიდი და ვცლიდი ერთმანეთზე მიყოლებით არყის ჭიქებს, და ვეღარც ვითვლიდი უკვე მერამდენე ჭიქა იყო, ბარმენიო მეუბნებოდა გეყოს არ შეიძლება ამდენიო მაგრამ ვინ უჯერებდა ვირაც ბარმენს? არც არავინ... ერთი სიმპატიური ბიჭი შევნიშნე და ბორძიკით მივუახლოვდი მასთან ერთად ცეკვა დავიწყე, ბიჭი ხვდებოდა მთვრალი რომ ვიყავი და ხელებს მტელ ტანზე მიფათუნებდა ბოლოს კი პირველი კოცნაც მომპარა, ჯანდაბა... ყველაზე საშინელება ის იყო რომ მეც ავყევი ვკოცნიდი და არფერი მადარდებდა უკვე, რომ არა ნიკი ალბათ საწოლშიც ჩავუგორდებოდი მაგრამ ნიკმა ბიჭს ხელიდან გამომგლიჯა და გარეთ გამათრია
- რა ჯანდაბა გინდა ბიჭო? - ვუღრიალე მე
- რას აკეთებ კარგად ხარ? როგორ იქცევი? - მითხრა გამწარებულმა
- ძალიანაც ლამაზად ვიქცევი, რა გინდა შენ თუ გაქვს გართობის უფლება მე ვეღარ უნდა გავერთო? - ვუთხარი აგდებულად და ხელი გავაშვებინე ძალიან მწარედ მიჭერდა და მეტკინა ამ დროს კარი გაიღო და ის გოგო გამოვიდა ნიკსი ერთად რომ მოვიდა
- რა ხდება ნიკა? - გაოცებული იკითხა გოგომ
- არაფერი არ ხდება - უთხრა მშვიდად
- ჰო არაფერი არ ხდება არ გინდა გამეცნო? ნიკის ვინ ხარ ლამაასო? - ვუთხარი გოგოს და თვალები გადავუტრიალე
- მე ნიკის საცოლე ვარ თქვა ღიმილით გოგომ....
და ნიკს სიყვარულით აღსავსე თვალებით შეხედა, შემდეგ კი მასთან მივიდა, აკოცა და წელზე შემოხვია ხელი...



№1  offline წევრი პოლ ინა

იმედია გააგრძელებ მომეწონა კარგი იყო... წარმატებები

 


№2  offline წევრი მენდეს

პოლ ინა
იმედია გააგრძელებ მომეწონა კარგი იყო... წარმატებები

კი გავაგრძელებ ^^ <3 მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent