შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი [3]


24-09-2017, 06:49
ავტორი მე♥
ნანახია 5 893

როგორ უხდება ღიმილი მეუნარგიას. სულ სხვანაირი ხდება ამ დროს. მაშოსაც გაეღიმა, გულიანად! ბოლოს ასე ზუსტად ორი თვის წინ გაეღიმა, მთელი გულით, მაშინ როცა ჯერ კიდევ სჯეროდა საკუთარი საქმროსი. პატარას ხმამ გამოაფხიზლა ორივე, რომელსაც საქანელა გაუჩერდა და ტირილს აპირებდა. დაფეთებულმა მიკრა მაშომ ხელი. ისევ ანერვიულდა, ბაქარიმ საყვედური არ მომცესო. უფროსი მეუნარგია ფეხზე წამოდგა, ჯიბებში ხელჩაწყობილი მაშოს უკან დადგა და ჩუმად გაიცინა. ალბათ მაშოს დაძაბულობის მიზეზს მიხვდა და დასცინა. ღირსია! ყველაფერი შუბლზე რომ აწერია იმიტომ. ცოტა გრძნობების და ემოციების დამალვა რომ შეეძლოს გოგო ვერ აჯობებდა. თუმცა ვის დაკარგვია გრძნობების სადღაც კუთხეში მიმწყვდევა და დიდ შავ ყუთში გამომწყვდევა, დაიკარგოს აქედან! მაშოც წამოდგა ფეხზე და გაყინული ხელები ქურთუკის ჯიბებში ჩაიწყო. პატარასაც მოწყინდა აქაურობა და მამისკენ გაიწია. მეუნარგიამ შვილი ხელში აიყვანა და მაშოს თვალებით ანიშნა წამოდიო. ესეც დასჯილი ბავშვივით უკან აედევნა მამა-შვილს. თან უხაროდა... მართლა უხაროდა რაღაც, მაგრამ თვითონაც არ იცის რა. მე ნუ მიყურებთ, არც მე ვიცი რა უხარია ამ ჩერჩეტს. სახლში უხმოდ ავიდნენ, პატარას გამოუცვალა და მისაღებში გაიყვანა. ნელის ცხელი ყავა გაემზადებინა და მაშოს ელოდებოდა. ბაქარი ისევ არ ჩანდა! ოთახში შეიკეტა როგორც ყოველთვის. ფიქრიც არ ქონდა დასრულებული ნუცუბიძეს, გვერდითა ოთახიდან ხმამ რომ გამოსძახა.

-მაშო, ბავშვი შემომიყვანე.

ნიაკოს ხელი ჩაკიდა და მამამისის ოთახისკენ წაიყვანა, ოდნავ შეღებული კარები ხელის ერთი მიწოლით გააღო. თვალები თაროზე დაწყობილმა სურათებმა აუჭრელა. რატომ ქონდა იმედი რომ ბაქარის ცოლის დავიწყება ჰქონდა გადაწყვეტილი? სავარაუდოდ ნათიას სურათებით იყო გადაჭედილი ოთახის ერთი კუთხე. რამდენიმე სურათზე თოთო ნიაკოსაც მოკრა თვალი,დასუსტებულ დედას გულზე რომ ეწვინა. დანარჩენ სურათებში სულ ბაქარი და ნათია იყვნენ. ზოგგან მარტო ნათია. მართლაც როგორი ლამაზი ქალი ყოფილა, დახვეწილი და საოცრად თბილი თვალების მქონე. ისე გათიშა სურათების თვალიერებამ რომ ბაქარის არც კი გახედა, გახევებული და წარბშეკრული რომ უყურებდა ძიძას. ბავშვი სწრაფად აიყვანა ხელში და კარები ცხვირწინ მიუკეტა. ადგილზე შეხტა და ოდნავ დაზიანებულ ცხვირზე თითები მოისვა. ეს როგორ აკადრა იმ ხეპრემ? ქალთან მოქცევა საერთოდ არ იცის. თავხედი, სულ დაეკარგა წარმოდგენა. ის მოწონებაც სადღაც გაქრა. ხელები ძირს დაუშვა და ბრტყუნით გავიდა ნელისთან. << ბებერი! უტვინო! ლამის ცხვირი გამიტეხა>> არა ისე, ბებერი საიდან დააბრეხვა. 30 წლის მამაკაცი ბებერია?! მაგრამ მაშომ ბაქარის ასაკიც კი არ იცის და ბებერიო. ლაწირაკი გოგო რამდენს ბედავს. გაუგოს მეუნარგიამ, იმ ცხვირს წამში, დაუფიქრებლად წააცლის. სხვათაშორის ბაქარი მაშოზე 9 წლით უფროსია. ასე თუ ისე ასაკი მაინც საჩოთიროა. მარტო ასაკი რომ იყოს პრობლემა, ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ... კიდევ ერთი მაგრამ!
ნელის გვერდით მიუსკუპდა და განაწყენებულმა ბაქარიზე საყვედური თქვა. ნელის კი მოერიდა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა. თან ბოდიშებიით აავსო მეუნარგიას დედა. ნელისაც ისე ეცინებოდა, მის გულუბრყვილობაზე. თავზე ხელი გადაუსვა, დაამშვიდა და ოთახში შევიდა დასაძინებლად. რა ქნას? საერთოდ არ ეძინება, მეუნარგიაზე მაინც შეეძლოს ფიქრი,მაგრამ ისეთი გაბრაზებულია მასზე, ფიქრებს ახლოსაც არ იკარებს. ნიაკოს ძილის დროც მოდის, რა ქნას დაუკაკუნოს და შეახსენოს თუ დაელოდოს როდის გაახსენდება თვითონ. ან იქნებ გამოცდას უწყობს, ახსოვს თუ არა ნიაკოს ძილის დრო... არა! ეს ვარიანტი გამორიცხულია. რაც არის არის, მივა და ბავშვს გამოიყვანს. ძლივს წამოდგა ფეხზე, ოჯახის უფროსის კარებთან აიტუზა და ხელი ჰაერში აათამაშა, ბოლოს როგორც იქნა გაბედა და ძალიან ნელა დააკაკუნა. კარები მალე გააღო ბაქარიმ, ისევ წარბშეკრული უყურებდა მაშოს.

-ნიაკოს ძილის დროა.

-ძინავს. დღეს აქ დაწვება.

-როგორც გინდათ. თუ რამე დაჭირდეს გამაგებინეთ.

მხოლოდ თავის დაკვრას დაჯერდა მამაკაცი და კარები დაკეტა.მაშო კედელს აეკრა და თვალები მაგარად დახუჭა, წავიდეს დაწვეს იქნებ დაეძინოს. ფეხისწვერებზე გაიარა მანძილი ოთახამდე. საწოლზე ტანსაცმლიანად დაწვა და თვალები დახუჭა. სულ რაღაც ორ თვეში, როგორ შეიცვალა ნუცუბიძის ცხოვრება. ყველაფერი თავდაყირა დადგა, ახლაც თითქოს დალაგდა,მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა. ვერაფრით ხსნის ბაქარის შეკრულ შუბლსმ ერთი შეცდომის გამო ასე, როგორ შეიძლება? სხვა მიზეზიც არ აქვს. არ ვიცით, რთულად გასაგები მამაკაცია, რთული წარსულით, მაგრამ მიანც მომხიბვლელი.
არასოდეს ყოფილა გრძნობებზე ზედმეტად აყოლილი გოგო, რომელსაც ყველა და ყველაფერის დავიწყება შეუძლია სიყვარულის გამო. პირიქით ზოგჯერ სხვის აზრს უფრო ითვალისწინებს ვიდრე საკუთარს, ჯერ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, უბრალოდ მაშო ძალიან გულუბრყვილოა და ადვილად ეღვრება გულში გრძნობა. საუბარი არ არის მხოლოდ საპირისპირო სქესზე, ზოგადად ადამიანების მიმართ მალე იჩენს სითბოს, ყურადღებს, სიყვარულს. ზუსტად ამის ესინია და ამიტომაც არის ასეთი აღელვებული, საკუთარ თავთანაც კი ვერ გაურკვევია რატომ იზიდავს ასე ნიაკოს მამა. ეშინია რომ ეს ყველაფერი მასში ძალიან სერიოზულ სახეს მიიღებს და აქედან წასვლა ზუსტად ამ მიზეზის გამო მოუწევს. იცის რომ ბაქარისთვის ნათია ძალიან მნიშნელოვანია, ისიც იცის რომ ცოლის ასე მალე დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია, მითუმეტეს როცა გვერდით მისგან დატოვებული უზარმაზარი საჩუქარი გყავს, მაგრამ ყველა ადამიანისთვის გრძელდება ცხოვრება. არცერთ მოსიყვარულე ქალს არ ენდომებოდა საკუთარი შვილის და ქმრის გამუდმებით ჩამოღამებული ცხოვრება. ნიაკო პატარაა და გვერდით სჭირდება ის ადამიანი ვინც დედობას გაუწევს, ვინც აგრძნობინებს რომ მისი მამიკო ვიღაცას ძალიან უყვარს, ვინც ეტყვის რომ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგოა.
აზრადაც არ მოსვლია ბაქარის ცხოვრებაში შეჭრა და გრძნობების გაჩენა, ამას ვერაოსდეს ვერ გაბედავს იმიტომ რომ სუსტი და სულელი გოგოა, ურჩევნია უყვარდეს და იტანჯებოდეს ვიდრე ვინმესკენ პირველმა გადადგას ნაბიჯი.

დილით კარებზე კაკუნმა გამოგვაღვიძა. საბანი გადაწია და საათის ისრებს შეხედა, ჯერ მხოლოდ ექვსი საათია. ვინ დაადგა ამ დილაუთენია თავზე? ნიაკოს ხომ არაფერი სჭრის. სწრაფად წამოდგა ფეხზე და კარები წამებში გააღო. ნიას ხელი ჰაერში ქონდა გაჩერებული და ძიძას უღიმოდა. ბაქარი კი მიმიკის გარეშე უყურებდა ნუცბიძეს. ბავშვი გაუწოდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. გაოცებული უყურებდა მეუნარგიას, რა უსაქციელოდ იქცევა, რა წესია ასე უხმოდ საქმის კეთება, ხმა რომ ამოიღოს მოკლავს ვინმე თუ დასჯიან. საძაგელი კაცი! ბავშვთან ერთად დაწვა ისევ საწოლში. როგორ ეძინება, მაგრამ რა დააძინებს, ნიაკო საწოლშიც არ ისვენებს. ბავშვი აღარაფრით გაჩერდა საწოლში. მისაღებში სათამაშოებთან ერთად დასვა და თვითონ მუხლებზე დადგა. სულ გადარია ამ ძიძობამ ეს გოგო. რა დროს "ჭიტაა?" უკან გაიხედოს როგორ უყურებს მეუნარგია. დაკვირვებული ვარ სულ ასე ჩუმად ეპარება და მერე შორიდან აკვირდება. გულსაც უხეთქავს, ცოტახანში შეიწირავს მაშოს ნერვებს. დივანთან მივიდა და საზურგეს ხელებით დაეყრდნო.

-მოგიხდა ძიძობა._ შეშინებულმა წონასწორობა ვერ დაიცვა და უკან გადავარდა, ნიაკომ გულინად გადაიკისკისა და მამას ცერა თითი აუწია. სულაც არ ეცინებოდა ბაქარის, ისეთი შიში ჭამა. სწრაფად მივიდა ნუციბუძესთან და ფეხზე წამოაყენა._ რა მშიშარა ყოფილხარ. არადა როგორი მრისხანე ხმა გაქვს. _დასცინოდა ბაქარი, თან ხელს არ უშვებდა. ოდნავ აწითლებულ ლოყებზე მარჯვენა ხელი მიიდო. მარცხენა ხელს დახედა, მაგრამ სულაც არ უფიქრია განთავისუფლება. ეს ბაქარიმ არ დააყოვნა და სწრაფად მოაცილა ხელები. გული დაწყდა ჩერჩეტ გოგოს, არადა თითქოს აეწყო დიალოგი. რამე უნდა უთხრას ისეთი, თორემ უხერხულში ჩავარდება მეუნარგია და ეს კარგი ხასიათიც გაუქრება.

-ვერასდროს ვამჩნევ როცა მოდიხართ, ამიტომაც შემეშინდა._თავი იმართლა ნუცუბიძემ.

-რაც არ გინდა იმას ვერ ამჩნევ._მაინც გაურია რაღაც ისეთი რამაც მაშო სულ დააბნია. ბაქარიმ მხარზე ხელი ნაზად მოკიდა და ნიაკოსკენ დაიხარა. პატარას ცხვირზე დაკრა ცერა თითი და ოთახი დატოვა. ახლა სადმე წასვლა იქნება, როგორ აეწყო ყველაფერი. ან იქნებ ეს მოჩვენებითი სიწყნარე იყო, ხვალ ისევ რომ მოუაროს და გაბრაზდეს? არა, ჯობია წავიდეს და მაშომაც დაისვენოს. როდემდე იყოს დაძაბული, კაცმა არ იცის როდის დაადგება თავზე. ერთხელაც მართლა გაუსკდება გული და ხომ დავიღუპე, მერე ვიღაზე ვწერო?. ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ხშირად ეხება მაშოს მხარს მეუნარგია, უბრალოებასთან გვაქვს საქმე თუ უბრალოდ თბილი ჟესტია მამაკაცის მხრიდან. ყველაზე კარგი ვარიანტი კი, მოიხიბლა. მეუნარგია მაშოთი მოიხიბლა. დამიჯერეთ? ვიხუმრე! ნიაკოს სათამაშოები დაუწყო გარშემო და სამზარეულოში საჭმლის გასამზადებლად გავიდა. თან მამაკაცზე ფიქრობდა, ძალიან მოსწონს ეს კაცი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. მერე რა გუშინ რომ სძულდა, დღეს მოსწონს. ნეტავ ჩამოყალიბდებოდეს და მეც დამასვენებდეს.
ბაქარი დღეს ოთახში შეკეტვას სულაც არ აპირებდა, დღვანდელი დღეც და წავა! შვილთან ერთად ერთი მთლიანი დღეც არ გაატაროს? ერთად ისხდნენ დივანზე და პატარას უყურებდნენ, რომელიც საერთოდ არ იმჩნევდა ძიძას და მამას. ზაფხული მაინც იყოს სადმე გაისერინებდნენ წასვლის წინ. ზამთარია და გარეთ საშინლად ცივა. ბაქარის დაჟინებული თხოვნით ნელი ბათუმში შვილთან წავიდა. როგორ უხაროდა შვილის ნახვა და მერე როგორ ტკიოდა ბაქარის წასვლა. კიდევ ერთი შვილისგან შორს ყოფნა. ორი დღე დარჩება იქ და მერე ჩამოვა, დიდიხნით ვერ დატოვებს ძიძას და ნიაკოს.

მთელი დღე დივანზე ისხდნენ ნიაკოსთან ერთად. არც იმ წახალისებულმა დიალოგმა შეცვალა მათ შორის არსებული ცივი დამოკიდებულება. ბაქარი ნიაკოს ეთამაშებოდა და მაშოს არც კი იმჩნევდა. წასვლამდე სამი საათით ადრე დაელაპარაკა და აეროპორტში გაყოლა თხოვა. ბავშვთან ერთად ბოლო წუთამდე უნდოდა ყოფნა მეუნარგიას. მაშო მთელი დღეა ისვენებს. ბაქარი უკეთებს ყველაფერს პატარას. ეს ჩერჩეტი გოგო კიდევ ბოღმისგან სკდება. ისე ბრაზობს მეუნარგიას შეკრულ წარბებს რომ დაინახავს ხოლმე. ტელევიზორს უინტერესოდ უყურებდა. ნელის ესაუბრა ტელეფონზე ცოტახნით და გამოფხიზლდა, თორემ უსაქმურობამ ძალიან მოთენთა. ძალიან მოუნდა მაკასთან დაერეკა და მისი ხმა გაეგო, არც არაფერს დალოდებია, ოთახში შეიკეტა და დაურეკა. ტელეფონში ონისეს მხიარული ხმა გაისმა.

-გვიკადრე ქალბატონო, რავა ხარ?_ სიცილნარევი ხმით ეკითხებოდა ონო.

-ონო, მომენატრე შე გაფუჭებულო ბიჭო._მოწყენილმა ჩაიჩურჩულა.

-გამოგივლი ამ დღეებში და გაგიყვანთ სადმე შენ და შენს აღსაზრდელს._ ისევ დასცინოდა ძმა.

-ნუ მეკაიფები! გამომიარე და მნახე ზუსტადაც, ვალდებული ხარ! დედა და მამა სად გაქრნენ?

-დედა აბანოშია, მამა სამსახურში.

-შენ რას აკეთებ ამ დროს სახლში? გამოგაგდეს კიდევ ხომ?_ ახლა დამ დაუწყო მწარედ დაცინვა.

-უნდა გაგაწბილო. შვებულება ავიღე ორი კვირით.

-შენ მოგიკვდი. დაგღალა ხომ მუშაობამ?!_ რა აცინებს, უკან მიიხედოს ყველაფერს ურჩევნია. ისიც როგორ ხესავით დგას ღია კარში.

-ბევრს რომ ლაპარაკობ ბავშვი არ გყავს მოსავლელი?

-ბავშვი მამას ყავს.

-ხო მართლა როგორ შეეწყე ოჯახს?

-პატარა ისეთი კარგია, ბებიაც. მაგრამ მამა? წარბგაუხსნელი და საძაგელი კაცია! _ ოთახში ექოსავით გაისმა მეუნარგიას ჩახველება. ტელეფონი ყურზე მიეყინა. მარტო ტელეფონი? სხეული გაუქვავდა ნუცუბიძეს. ეგ იცის ბევრმა ლაპარაკმა და ენის ტლიკინმა. რა საჭირო იყო ახლა მეუანრგიას გალანძღვა თან უკანასკნელი სიტყვებით. მოდი და არ გააგდო ახლა ასეთი სახლიდან. როგორია ისმენდე შენზე საძაგლობებს. ის შეკრული წარბი სულ უფრო და უფრო მოკუჭა მეუნარგიამ. მაშომ ძლივს გაიაზრა შექმნილი სიტუაცია და სწრაფად დაემშვიდობა ძმას. ახლა როგორია მიტრიალდე და თვალი გაუსწორო?, რა მიტრიალებაზეა საუბარი ფეხებს ვერ გრძნობს.

-ზედმეტის უფლებას რომ აძლევ შენს თავს ხვდები?_ ბაქარის ასეთი ხმა რადიკალურად განსხვავდებოდა, სხვა დროს ბრაზისგან დაგუბებული ხმისგან. ახლა შეიძლება კაციც მოკლას, ისეთი გამყინავი ხმა აქვს. ამან უფრო დაძაბა მაშო და აანერვიულა. ბაქარიმაც აღარ იცის მგონი, როგორ მოუაროს ამ თითისტოლა გათამამებულ გოგოს. სიტყვებს ეძებს აშკარად,რომ შეამკოს. თან არც უნდა ზედმეტი მოუვიდეს,მაგრამ როგორია თავის შეკავება ასეთ მომენტში. _ დაუფიქრებელი გოგო ხარ!

სულ მთლიანად მოეშვა მაშო. ცოტაც და ძირს მოადენდა ზღართან. საოცრად იმოქმედა ბაქარის სიტყვებმა მასზე. სწრაფად შეტრიალდა ბაქარისკენ და თავი დახარა. მაინც შერცხვა და ვერ შეხედა თვალებში. მეუნარგია კი იდგა და რაღაცას ელოდებოდა, ბოდიშს ალბათ. მაგრამ ვერ მივართვით. მაშომ სწრაფად აუარა გვერდი და ნიაკოსთან გავიდა დარცხვენილი და გაბრაზებული. მეუნარგია კი დატოვა ადგილზე გახევებული. აქეთ,რომ გაბრაზდა ერთი ამას დამიხედეთ, კაცი გალანძღა და თვითონ გაბრაზდა. მეუნარგიას სიმწრით ჩაეცინა და ისიც უკან გაყვა გაბუსხულ ძიძას.

- ჩააცვი ბავშვს და მალე ჩამოდით! _ხმა ისევ ისეთი ცივი ქონდა. ქურთუკს და კარებთან დადებულ ერთ ჩემოდანს ხელი მოკიდა და შემოსასვლელში გააგორიალა. << წადი და აღარ ჩამოხვიდე >> ჩაიბურტუნა მხოლოდ მაშინ,როცა დარწმუნდა რომ მეუნარგიამ სახლი უკვე დატოვა. ბავშვს ჩააცვა და თვითონაც გაემზადა. ნახევარ საათში ბაქარის გამოძახებულ ტაქსში ისხდნენ და დუმდნენ. ბაქარიც უკან დაჯდა პატარასთან ახლოს. მთელი გზა მამის მკლავებს არ მოშორებია ნიაკო, გრძნობდა კიდევ დიდიხანი რომ ვერ ჩაეხუტებოდა. მაშოს მინაზე ქონდა თავი მიდებული და ტუჩებს ნელა აცმაცუნებდა, აშკარაა რომ ისევ ბაქარის ლანძღავს. თან ეშინია არ გაუგოს და მანქანიდან არ მოისროლოს. რომელი გაუჭირდება. აეროპორტშიც ჩუმად ისხდნენ, მარტო ნიაკოს ტიტინი ისმოდა. ბოლოს დაღლილს და ძალაგამოცლილს მამის მკლავებში ჩაეძინა. ორმოცი წუთიც გაძლოს და მერე სულ მოშორდება ამ კაცს. როგორი ცივია, სულ გაეყინა ის მხარე მეუნრგიასკენ რომ აქვს მიშვერილი.

-შენი ნომერი ჩამაწერინე, დაგირეკავ და ნიაკოს ამბებს გავიგებ ხოლმე._სიხარულით ლამის ადგილზე შეხტა ნუცუბიძე. ჩაგაწერინებს აბა რას იზავს? სწრაფად უკარნახა ნომერი და ყურებამდე გაიღიმა. ჩერჩეტი გოგო! რაში უნდა ბაქარის მაშოს ნომერი, სახლის ტელეფონზე ვერ დარეკავს თუ იქ სხვა ინფორამციას გაიგებს. სასაცილო წყვილია. ისევ დადუმდნენ, მაშომ ისევ ჩამოყარა ყურები და სივრცეს გახედა. წასვლამდე 20 წუთით ადრე მაშო ფეხზე წამოაყენა და გასასვლელისკენ წაიყვანა. ნუთუ გადაიფიქრა გაფრენა? ნუ ოცნებობ, ნუცუბიძე, დაიღუპები ეგრე!_ წადით თქვენ. იქვე მდგარი ტაქსის კარები გააღო და მაშოს ანიშნა დამჯდარიყო, პატარა ხელებში ჩაუწვინა და მძღოლს თანხა გაუწოდა._ ჭკუით იყავით! დაგიკავშირდები. _თვალი ჩაუკრა და მანქანის კარები ხმაურით მიკეტა. წამში მოეფარა ისევ იქ მდგარი, მეუნარგია თვალს. სახლში მისულს ის სიცივეც რომ არ დახვდა გული დაწყდა. ახლა მართლა დაცარიელდა ეს სახლი. ნიაკოსაც რომ ძინავს და მისი ტიტინი არ ისმის ხომ საერთოდ. ნეტა რა ქნა გაფრინდა უკვე? ნიაკო თავისთან დაიწვინა. დღეს ხასიათი საშინლად გაუფუჭდა. თვალები დახუჭა და წარბშეკრული ბაქარი წარმოიდგინა. ლოყა ოდნავ ჩაეჩუტა, მერე ტუჩიც ამოძრავდა და საბოლოოს ისევ გაეღიმა.

დილით პატარას თბილმა ხელებმა გამოაფხიზლა. დილაადრიან გაუღვიძია უმცროს მეუნარგიას და ძიძასაც დაუფრთხო ძილი. პატარა გულზე დაიწვინა და ყელში აკოცა, ისიც გახარებული აკისკისდა და ძიძას უფრო მიეკრა. ნეტა რა ქნა ჩაფრინდა უკვე? აბა რას იზავდა, 7 სრულდება უკვე. დარეკოს მაინც და გააგებინოს როგორ დაბინავდა. პატარას მოვლაში ისე გაეპარა ეს დღეც. დივანზე დასვა ნიაკო და თვითონ წინ ჩაიმუხლა.

-ნიაკო, აბა თქვი მამა. _ ხმას საერთოდ არ იღებს ეს ბავშვი რა მამაზეა საუბარი? დააცადოს ტელევიზორის ყურება ბავშვს, ვერ ხედავს ანიმაციები,რომ გადის. რა ქნას ბაქარიზე ფიქრები რამით ხომ მაინც უნდა ჩაახშოს? ხოდა ნიაკო საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ აქაც რომ ბაქარიზე ესაუბრება. სხვა სიტყვა მაინც ასწავლოს._ კარგი არ გვინდა მამა! აბა თქვი მ ა შ ო. ჰა ახლა, ნია, მიდი. ნია, თქვი მ-ა-შ-ო._არ ამბობს და შეეშვას. მიხვდა მგონი და ფეხზე წამოდგა, ბავშვს გვერდით მიუჯდა და ტელევიზროს უაზროდ გაუშტერა თვალი. არც კი იკადრა და დაურეკა, როგორ ჩავიდა. გააგებინოს მაინც ცოცხალია თუ არა. საძაგელი და უყურადღებო კაცი. ანერვიულებს აქ თითისტოლა გოგოს. ჩერჩეტსაც!

-მასო._ მოულოდნელად წამოიძახა ნიაკომ, ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუცილებია. დაბნეულმა ძიძამ თავიდან ვერ გაიგო რა მოხდა, მერე გახარებული წამოხტა ფეხზე და პატარა ხელში აიტაცა. ნიაკო შიშისგან ოდნავ წამოწითლდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა ძიძამ გულზე რომ მიხუტა. როგორ გაუხარდა რომ იცოდეთ მამას მაგივრად მასო რომ თქვა. მერე რა შ და ს რომ ერევა? მთავარია თქვა და მაშომ ბაქარის აჯობა. შუა დღით ნიაკო დააძინა და ნელის დაურეკა. მოიკითხა, ისე გაუხარდა მოხუცს. ბაქარის დედასთვის დაურეკავს, კარგად ჩაფრინდა! საზიზღარია, მაშოსთანაც დაერეკა შვილის ამბავი მაინც არ არინტერესებს? ნელის მოწყენილი დაემშვიოდობა და სავარძელში ჩაეშვა. გუშინ როგორ უთხრა დაუფიქრებელი გოგო ხარო. ნეტავ მართლა ეგრე ფიქრობს? თუ ეგრეა, მაშოს საქმე წასულია. არ უნდა მეუნარგიაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვოს. თუმცა სულ საპირისპიროდ იქცევა, ლანძღვს და აძაგებს. რომელი მამაკაცი მოითმენს ამას, თანაც თავის სახლში. არავინ! ბაქარიმ თავი შეიკავა თორემ მოსვამდა თავის ადგილზე. ფიქრებიდან ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოიყვანა.

გულგახეთქილი წამოხტა ფეხზე და იმ იმედით,რომ ბაქარს შვილი გაახსენდა ტელეფონთან მიირბინა. ნახეთ ახლა აზლუქუნდება. ასე ძალიან დედის ზარი არასდროს სწყენია, გაგულისებულმა უპასუხა ტელეფონს.

-გისმენ დე.

-დედას სიხარულო, როგორ ხარ დედი?_მაკაც სითბოთი გაჟღენთილმა ხმამ წამში დაათბო მაშო. ცოტაც და ატირედებოდა ახლა.

-კარგად დე, თქვენ როგორ ხართ? მომენატრეთ._ გამოუტყდა დედას და ცრემლი გადმოაგორა.

-დედა გენაცვალოს შენ. ჩვენც მოგვენატრე დედი. ხვალ შენი ნიაკოთი რომ გამოგვიარო არ გინდა?_ დედას აზრი მოეწონა და ცრემლი გაცინებულმა მოიწმინდა.

-მინდა, ძალიან მინდა! თან პატარასაც გაგაცნობთ. დღეს ბებიამის დავურეკავ მაინც ვკითხავ და გაგაგებინებ პასუხს.

-კარგი დე, პასუხი გამაგებინე და ხვალისთვის რაღაცებს მოგიმზადებთ.. გავიქეცი ახლა მე მამა და ონო მოვიდნენ და გაკოცე.

ტელეფონი გათიშა და ნელის ნომერი სწრაფად აკრიფა. რა კარგია! წავლენ და ცოტა გულს გადააყოლებს. ბაქარიზეც აღარ იფიქრებს, მონატრებულ ოჯახს რომ ნახავს. ნელი სიხარულით დათანხმდა და თან დაიბარა ხვალ საღამოს მეც ჩამოვალო. რა ქნას ახლა შევიდეს პატარასთან თუ ისევ იმ წარბგაუხსნელზე იფიქროს? არა მგონი ჯობია ნიაკოს დახედოს. ბავშვს მშვიდად ეძინა, გვერდით მიუწვა და თმებზე თამაში დაუწყო.თვალები დახუჭა და გაითიშა. ძილბურანიდან ტელეფონის გამაყრუებელმა ხმამ გამოაფხიზლა. თავიდან სიზმარი ეგონა, მერე რომ აღარ გაჩერდა წამოდგა და მობილურს ხელი გაბრაზებლმა დაავლო. ზოგჯერ რომ დახედოს ნომერს და ისე უპასუხოს კარგი გოგო იქნება.

-ბატონო!

-სად ხარ აქამდე, სად გიგდგია ტელეფონი?_ ბქარის დაღლილი და ანერვიულებული ხმა რომ გაიგონა წამებში გამოფხიზლდა. თაფლივით დადნა ჩვენი მაში.

-გვეძინა და ვერ გავიგონე._თავის მართლება გამოუვიდა ნუცუბიძეს. მეუნარგიას სუნთქვა დაუწყნარდა და ღრმად ამოისუნთქა.

-კარგია. როგორ ხართ, ნიაკო როგორ არის?

-კარგად ვართ. ნიაკოს სძინავს._ სასწაული სურვილი გაუჩნდა ბაქარისთვის ნიაკოს პირველი წარმატება ეხარებინა. _ დღეს ნიაკომ ჩემი სახელი თქვა._ პატარა ბავშვივით გამოუვიდა, მეგობარს შოკოლად რომ ახარბებს. ყურმილის მეორე მხრიდან, ბაქარის სიცილი აუტყდა. მაშო ამაზე სულ დაიბნა რა თქვა სასაცილო, აქ რომ იყო მაშინ მაინც ეცინა და ეხარხარა, ახლა რომ მოაღო პირი. საძაგელი კაცია თქო ვამბობ. _რატომ დამცინით?_ იწყინა მაშომ და ტუჩები გაბუსა, თითქოს და ბაქარი ხედავდესო.

-ძალიან კარგია. ყოჩაღი გოგო ხარ!_შეაქო ბაქარიმ და ხმა დაისერუოზულა. მაშომაც კმაყოფილმა გაბადრა სახე და ყელი მოიღერა.

-მე რატომ? ნიაკომ თქვა._ ენა დაება ჩერჩეტს.

-ორივე ყოჩაღი გოგონები ხართ._ გადაასწორა მეუნარგიამ._დღეს ვერ მოვახერხე დარეკვა, ნიაკო ხომ არ ნერვიულობს?

-არა, ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს, ნიაკოც კარგად გრძნობს თავს. ჩემებთან უნდა წავიყვანო, ნელის დავურეკე და თანახმაა. შენ ხომ არაფერი გაქვს საწინააღმდეგო?

-არა, როგორც გინდა ისე მოიქეცი.

-კარგი, მადლობა.

-კარგი წავედი და დაგირეკავ კიდევ.

ტელეფონი სახეგაბადრულმა დააგდო საწოლზე და ფეხზე წამოდგა. თითები ერთმანეთში გადახლართა და ჩუმად გაიცინა. გაუხარდა ბაქარის ზარი, ისიც გაუხარდა რომ დაპირდა კიდევ დაგირეკავო. დარეკავს და უფრო თბილად დაელაპარაკება მაშო. დღეს დაბნეული იყო, თან ძილბურანში მყოფი. საათს გახედა, ღამის ოთხი სრულდებოდა. წარბები მაღლა ასწია და გაოცებულმა პირი ოდნავ დააღო, ასეთ დროს რომ რეკავდა ის გადასაშენეებელი რას ფიქრობდა, ბავშვს რომ გაღვიძებოდა, მერე ბაქარი დააძინებდა ჭირვეულ ნიაკოს? საზიზღარი კაცი როგორ გაამწაროს აღარ იცის. თუმცა მე ვინ მეკითხება? ამ სულელს, საათი სულაც არ აინტერესებს, ისეა გახარებული დღევანდელი ზარით. ნიაკოს კიდევ ერთხელ დახედა და აჟიტირებული ასკინკილით გავიდა მისაღბში. დივანზე დაწვა და ჭერს ახედა. ახლა რაღა დააძინებს?! ძილიც დაუფრთხო და ფიქრებიც. მთელი ღამე ბაქარიზე ფიქრში გალია. თვალები უნებურად ბაქარის ოთახისკენ გაექცა. რა მოხდება ახლა რომ შევიდეს და ნათიას სურათები უფრო კარგად ნახოს. <<არა! გამორციხულია, რომ გაიგოს მომკლავს. >> თან გონებაში აპროტესტებდა საკუთარ სურვილს. არადა როგორ უნდა... რამდენი რამის მოფიქრება მოასწრო, 3 საათში მიკვირს. მერე ნიაკოს წამოტირებამ გამოაფხიზლა და ბავშვს საჭმელი გაუკეთა. წასვლისას ნიაკოს ნივთები კიდევ ერთხელ შეამოწმა და ჩანთა მხარზე გადაიკიდა. პატარამ კისერზე ორივე ხელი მაგრად მოხვია და ძიძას გულს მიაეკრა. გამოძახებულ ტაქსში ჩასხდნენ და დედასთან წავიდნენ. როგორ მონატრებია ეს კორპუსი. მეზობლები მოიკითხა და ლიფტში შევიდა. შვილის ნახვით გახარებულმა მაკამ წამოიკივლა და ნიაკო შეაშინა.ბავშვი მაშოს უფრო მიეკრა და გაბუტული მზერა ესროლა მაკას.

-მგონი შევაშინე._ წაიჩურჩულა და ნიაკოს ლოყაზე მოეფერა._ რა ბურთია შეხედეთ რა. ონო დედი გამოდი ვინ მოვიდა._მხიარულად გასძახა მისაღებში მოთამაშე მამა-შვილს._შემოდით დედი რა კარებში დამდგარხართ.

საკუთარი სახლის სურნელმა თავბრუ დაახვია,როგორ მონატრებია აქაურობა. ნივთები, ყველაფერი რაც ამ სახლთან აკავშირებს სიგიჟემდე უყვარს. ნიაკო დედას გადაულოცა და ნოდარისკენ წავიდა. კალთაში ჩაუხტა მამას და ლოყები დაუკოცნა. სული და სხეული წამებში გაუთბა ნუცუბიძეს. მშობლების მოსიყვარულებით გული ვერ იჯერა. ნიაკოც ონოს ჩააბრა! ისე ართობდა ბავშვს სახლში წაყვანა აღარ უნდოდა. ხომ გითხარით ონისესთან არ მოიწყენთ. ბავშვი ძიძას აღარ ეკარებოდა, ტირილიც კი დაიწყო მაშომ საჭმელად რომ გაიყვანა. ნელის ამბებიც მოიკითხა და უფრო განთავისუფლდა. სულ არ გახსენებია მეუნარგია მაშოს. სად ქონდა დრო ბაქარიზე და მის ხასიათზე ეფიქრა. დედამ ყველაფერი დეტალებში მოაყოლა, მარტო მაშინ გაახსენდა თავისი უფროსი და ჩუმად ჩაიღიმა. არც ეს გამოპარვია მაკას და შვილი გაწურა... არაფერი დაუმალავს დედასთვის, თავიდან ბოლომდე ჩააბარა პატაკი. მაკაც დაუსწრებლივ მოიხიბლა მეუნარგიათი, მიუხედავად იმისა რომ თავის შვილს სისხლს უშრობს. მოსწონს ასეთი მამაკაცები მაკას, უფრო იციან ქალის ფასიო ასე იცის ხოლმე თქმა. ნოდარიც ასეთი იყო თავის დროზე, შვილებმა დათაფლეს დროთაანმავლობაში.
უბრალოდ დედამისისთის ის არ უთქვამს რომ მთელი ღამე მეუნარგიაზე ფიქრში გაათენა, ამას მაკა როგორი კარგი დედაც არ უნდა იყოს მაინც თავისებურად გაიგებს და არ უნდ აახლა აჟიოტაჟი ატეხოს.

-ძიძა, მოდი აქ შენი ბავშვი ატირდა. რაღაცა არ მოეწონა აშკარად._მხიარულ ტალღაზე იდგა ისევ ონო.

-ნუ გააგიჟე ბავშვი, ონისე, პატარა ეს და არ იცის ჯერ ეგეთები!_გაუწყრა ძმას და ნიაკო ხელიდან გამოსტაცა._როდის უნდა დასერიოზულდე ამხელა კაცი?

-ცოლს რომ მოვიყვან, შვილებს რომ დამიჩენეს და შვილიშვილები მეყოლება მერე._ისევ ხუმრობდა ონო და თან ნიაკოს თვალებით ეთამაშებოდა.

სახლიდან წამოსვლა არ უნდოდა. ნიაკომაც წამოიტირა ონოსგან რომ წამოიყვანა. ნუცუბიძეების ვაჟი თავაწეული დადიოდა სახლში, ბავშვმა ერთ დღეში შემიყვარაო. მაშოც ერთ დღეში შეიყვარა და საერთოდ ძალიან თბილი ბავშვია.
სახლში მისულს ნელიკო უკვე შინ დახვდა. როგორ მონატრებია თურმე ეს ტკბილი მოხუცი. დიდხანს ისხდნენ დივანზე სამივე და ერთმანეთის თბილი მზერით თბებოდნენ. ბაქარის დღესაც დაურეკავს დედასთვის, მაშო და ნიაკოც მოიკითხა. გაუხარდა ნუცუბიძეს, ბაქარის ყურადღება... ან იქნებ უბრალოდ ნელიმ დაამატა შენც მოგიკითხაო? ზრდილობიანი შვილი რომ გამოეყვანა. კაცმა არ იცის! მაინც წყდება გული დღისბოლომდე რომ არ დაურეკა მეუნარგიამ. ნიაკო დააძინა და თვითონაც ოთახში შეიკეტა. რამდენი რამე აღარ ხდება მაშოს ცხოვრებაში, წესით ახლა დაქალებთან ერთადნ რომელიმე ბარში უნდა იჯდეს და ერთობოდეს. ეს კიდევ სად არის? ვიღაცის სახლში ბავშვის მომვლელად. როგორ დაცინა ცხოვრებამ. ყველაფრისგან დაღლის ცრემლი წასკდა, რა ქნას ასე თუ ისე გული წყდება ლექსოს მიქარულზე. საშინლად ეტკინა გული ამდენი წლის ურთიერთობა ასე მალე,რომ დასრულდა. ზოგჯერ უხარია, ლექსოს ნამდვილი მხარე რომ დაინახა. კიდევ კარგი თავის დროზე მიხვდა რა მელასათანაც ქონდ საქმე. არ ყვარებიათ ერთმანეთი ისე როგორც ჩანდა და როგორც სერიოზულ ურთიერთობას სჭირდება. მაშო შეეჩვეული იყო ლექსოსთან ყოფნას, მის ყურადღებას და თბილ სიტყვებს. გამოუცდელ გოგოსაც მეტი რა უნდა, ხოდა ამასაც სჯეროდა იმ ცინიკოსი ბიჭის. ახლა როცა ყველაფერი ჩავლილია წარსულზე საღად ფიქრი შეუძლია და აცნობიერებს რომ წრფელი სიყვარული და მათი სიყვარული რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ იმ დროს ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მე დიდად არასდროს მომდიოდა თვალში ლექსო, მაგრამ ჩემი ვის ესმის? ღალატის ამბები რომ გაიგო ყველას ეგონა,რომ დეპრესია გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ არა, მალე გამოვიდა მდგომარეობიდან, ერთი ორჯერ იტირა ღამე და მორჩა! ლექსოობა იქ დაასამარა. რატომ მოვაყოლე ამდენი ლექოსზე? რატომ და ისევ გაახსენდა ჩვენი მაშო ამ საღამოს და დაურეკა. ნომერი შეუცვლია ბიჭს და მაშომ ვერ იცნო.

-როგორ ხარ მაშო?_ არაფრის თქმა არ აცადა ისე დასვა კითხვა. ცოტა დაიბნა ნუცუბიძე, ლექსოს ზარს საერთოდ არ ელოდა. გული გადაუქანდა-თქო რომ ვთქვა მატყუარა მწერალი ვიქნები... მხოლოდ გაუკვირდა.

-კარგად, ლექსო,_ შორს დაიჭირა მაინც მაშომ.

-ხო მეც კარგად ვარ. შენი ნახვა მინდა ძალიან. ხვალ გცალია?_ ერთი ამას დამიხედეთ. ისე ჭიკჭიკებს თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარა. მაშოსაც წამოახურა სიბრაზისგან. თითები დაეჭიმა და ტელეფონზე ოდნავ მოუჭირა, სიბრაზის მოსათოკად.

-არა!

-როდის გცალია მითხარი და მაშინ იყოს._არა კიდევ რომ აგრძელებს ეს დეგენერატი ბიჭი.

-ლექსო, არ მცალია არც ხვალ და არც არასოდეს!_ ხმა გაუმკაცრდა ძიძას.

-ისევ ნაწყენი ხარ?_ არა ამას მგონი ყველა სიკეთესთან ერთად ტვინიც დაკლდა.

-შემეშვი რა! შენი გზა ნახე, რას გადამეკიდე? ნაწყენი კი არა ზოგჯერ გლოცავ თავის დროზე რომ მივხვდი რა დამპალი სულიც გაქვს!

ესეც ასე. დადუმა თუ არა? ეგრე მოუხდება. ტელეფონი საწოლზე მოისროლა და გულაღმა დაწვა. არა რა უნდოდა ახლა რომ ურეკავდა ამ ისედაც ნერვებმოშლილ გოგოს? ახლა სისხლი ტვინში ასხავს ისეა გაბრაზებული. რამდენი ლამაზი სალანძრავი სიტყვა მოაგონდა ახლა ლექსოს მისამართით. ცუდია ასე მალე,რომ გათიშა თორემ ხომ იყრიდა გულისჯავრს. ლექსოსაც მოსვავდა თავის ადგილას და ნერვებსაც დაიმშვიდებდა. არა! ეს მეუნარგიაც რომ არ რეკავს. ხომ შეპირდა დაგირეკავო? მაგრამ დღე არ უთქვამს, ასე რომ დაეტიოს ერთ ადგილას და ნუ აძაგებს იმ კაცს. საქმისთვისაა წასული გასართობად კი არა. სად აქვს მაშოზე დასაკარგი დრო.ფიქრებიც რომ მის ნერვებზე თამაშობენ. რა ქნან დასაცინია ეს ჩერჩეტი გოგო და დასცინიან. აბა ასე მალე მამაკაცის გულში ჩავარდნა სად გაგონილა? თუმცა მეუნარგიასნაირი მამაკაცის მიმართ სიმპათიები რომ გააჩნია ეს სულაც არ არის გასაკვირი. ლამის მე ავცერცეტდე ამხელა ქალი ბაქარის დანახვისას და მაშოსი რა მიკვირს? ეჰ' ცოდოა, რა ქნას, თვითონაც ვერ გაიგო რა ხდება მის თავს. ჯერ კიდევ ალაგებს გონებაში მომხდარს! ლექსოზე ფიქრით გონება აღარ დაუღლია გადატრიალდა და თვალები მაგრად დახუჭა. დღეს ემოციურად ასე თუ ისე მძიმე დღე ქონდა. ოჯახის ნახვამ საოცრად იმოქმედა მაშოზე. მონატრებული დედ-მამის სუნს ახლაც გრძნობს, ძილბურანში.

დილით ნელიმ გააღვიძა, კარებზე რამდენჯერმე ონდავ მიუკაკუნა. ბაზარში მივდივარ და ნიაკოს ყურადღება მიაქციეო. მაშოც სწრაფად წამოხტა ფეხზე, მიეჩვია დილით ადრე ადგომას. ნიაკოს დილის ძილი ძალიან გაუგრძელდა. რამდენიმეჯერ დახედა შიშით ბავშვს, მაგრამ საგანგაშო არაფერი. საყვარლად იყო მოფუზული და ფშვინავდა.სახლის ტელეფონი,რომ ახმაურდა სისხლი გაეყინა. სწრაფად მიიჭრა აპარატთან და ზედმეტად განაზული და აფორიაქებული ხმით დაილაპარაკა.

-გისმენთ.

-როგორ ხარ ძიძა?_ ტელეფონის მეორე მხრიდან მეუნარგიას გ უჩვეულოდ მხიარული ხმა გაისმ. ცოტა გაუკვირდა მაშოს ბაქარის ასე გაშინაურება. მაგრამ ახლა ამის დრო იყო კაცი ძლივს მოფერიანდა მგონი.

-კარგად. თქვენ როგორ ხართ?_ ეს «თ» კლავს. აბერებს ამ ახალგზარდა კაცს. თვითონაც უჭირს თქვენობით საუბარი, ცოტა მოიუჩვეველია. ბაქარისაც არ სიამოვნებს მგონი.

-დავიჯერო ასეთი ბებერი ვარ?_ მოჩვენებით იწყინა მეუნარგიამ და დადუმდა.

-არა რატომ?_ დაიბნა მაშო.

-თქვენობით რომ მესაუბრები თავი ცოტა ბებერი მგონია._ ისევ გამხიარულდა უფროსი.

-არა! რას ამბობთ. უბრალოდ უფროსი ხართ მაინც და._ როგორ აბლუყუნდა უყურეთ ერთი. ბაქარიმაც დაცინა ჩუმად მგონი.

-მაშინ დღეიდან გადაეჩვიე კარგი?

-გადავეჩვევი!_ ღიმილნარევი ხმა ამოუშვა მაშომ.

-ძალიან კარგი. ახალ მითხარი როგორ ხართ?

-ძალიან კარგად. ნიაკოს ისევ ძინავს.

-ამ დრომდე?_ მამასაც გაუკვირდა.

-მეც მიკვირს. ადრე ადგომასაა შეჩვეული და დღეს ძალიან გაიგრძელა ძილი. ჭამის დროც გავიდა. გაღვიძებისთვის მეცოდება და ველოდები._ გაილექსა ნუცუბიძე.

-ყოჩაღი გოგო ხარ! _ კიდევე ერთხელ შეაქო ძიძა მეუნარგიამ._ ხომ არ გიჭირს?_ დღეს რაღაც ზედმეტად ბევრ კითხვას სვამს ეს კაცი და რამემ ხომ არ უკბინა იქ?

-არა..აა. ადვილად მივეჩვიე ყველაფერს.

-მიხარია. წავედი და დაგიკავშირდები კიდევ. ნიაკოს აკოცე!

-დროებით.

~~~~~~~~~~
უღრმესი მადლობა ყველას, მიხარია რომ მოგწონთ <3



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

დავიტანჯე მე. სრულად რატო არ დებ რაა

 


№2  offline მოდერი მე♥

Anuki96
დავიტანჯე მე. სრულად რატო არ დებ რაა

ისტორია ძალიან დიდია და გადახედვას საჭიროებს... ძალიან ადრე მაქვს დაწერილი და უამრავი შეცდომაა, არ მინდა მკითხველს შეცდომები უფრო ხვდებოდეს თვალში ვიდრე ისტორიის შინაარსი.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მე♥
Anuki96
დავიტანჯე მე. სრულად რატო არ დებ რაა

ისტორია ძალიან დიდია და გადახედვას საჭიროებს... ძალიან ადრე მაქვს დაწერილი და უამრავი შეცდომაა, არ მინდა მკითხველს შეცდომები უფრო ხვდებოდეს თვალში ვიდრე ისტორიის შინაარსი.❤️❤️❤️

ვაიმეე ჩემო კარგო ისე მომწონს შენი დაწერილი ისტორიები სულ არ მაინტერესებს შეცდომები იქნება თუ არა

 


№4 სტუმარი Guest Momo

2 weli dzalian cota droa daiviwyo sayvareli qali ai dzalian cota droa da masho mag piqrebis gamo mdzuls :))
ojaxshi ar shesula "aqana davdgav stenkaso" imena

 


№5  offline წევრი modemodka

Kargia ki ara saswauliiaaa.. malee dade shemdegi tavii♡♡♡

 


№6  offline მოდერი მე♥

Anuki96
მე♥
Anuki96
დავიტანჯე მე. სრულად რატო არ დებ რაა

ისტორია ძალიან დიდია და გადახედვას საჭიროებს... ძალიან ადრე მაქვს დაწერილი და უამრავი შეცდომაა, არ მინდა მკითხველს შეცდომები უფრო ხვდებოდეს თვალში ვიდრე ისტორიის შინაარსი.❤️❤️❤️

ვაიმეე ჩემო კარგო ისე მომწონს შენი დაწერილი ისტორიები სულ არ მაინტერესებს შეცდომები იქნება თუ არა

ანუკი:დდდდ კი მაგრამ დამიჯერე შენც დაიღლებოდი.:დდდ❤️
Guest Momo
2 weli dzalian cota droa daiviwyo sayvareli qali ai dzalian cota droa da masho mag piqrebis gamo mdzuls :))
ojaxshi ar shesula "aqana davdgav stenkaso" imena

100%_ით გეთანხმები, მაგრამ ეს არის ისტორია რომელიც 4 წლის წინ მხოლოდ მკითხველის სიამოვნებისთვის დაიწერე.... რომ არა ეს ორი წელი, პატარა ნიაკო, მაშო საერთოდ ვერ მოხვდებოდა მეუნარგიებთან. :დდდ
რაც შეეხება მაშოს, სტენკის დადგმის თავი რომ ქონდეს მადლობელი ვიქნებოდი.:დდ
დიდი მადლობა რომ კითხულობ.❤️
modemodka
Kargia ki ara saswauliiaaa.. malee dade shemdegi tavii♡♡♡

ჰეჰ, რა კარგია რომ მოგწონს.❤️
მადლობები
--------------------
ა.ა

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ , ჩემი საყვარელი ისტორია.
დადე რაა სრულად ეს ისტორია. ავად თუ კარგად განხილულ-გადასწორებულია ეს ისტორია თავის დროზე, რადგან ბევრი ყურადღებიანი მკითხველი გყავდა მაშინ და დადების მერეც ასწორებდი ხოლმე.

 


№8 სტუმარი ნია

მაშო არის უუუსაყვარლესი.
რაც შეეხება ორ წელს, მართალია ცოტა დროა მაგრამ შეიზლება ნათია არ ყოფილიყო მისი ნამდვილი სიყვარული,და იპოვა მაშო მისი ნაწილი,ამიტომაც მე ნამდვილად ვერ ვხედავ აქ ვერსად აქანე დავდგამ სტენკის სიტუაციას

 


№9  offline წევრი miyvarxar1992

Chemi tkbili da gemrieli xar shen vot talk

 


№10  offline წევრი modemodka

მე♥
Anuki96
მე♥
Anuki96
დავიტანჯე მე. სრულად რატო არ დებ რაა

ისტორია ძალიან დიდია და გადახედვას საჭიროებს... ძალიან ადრე მაქვს დაწერილი და უამრავი შეცდომაა, არ მინდა მკითხველს შეცდომები უფრო ხვდებოდეს თვალში ვიდრე ისტორიის შინაარსი.❤️❤️❤️

ვაიმეე ჩემო კარგო ისე მომწონს შენი დაწერილი ისტორიები სულ არ მაინტერესებს შეცდომები იქნება თუ არა

ანუკი:დდდდ კი მაგრამ დამიჯერე შენც დაიღლებოდი.:დდდ❤️
Guest Momo
2 weli dzalian cota droa daiviwyo sayvareli qali ai dzalian cota droa da masho mag piqrebis gamo mdzuls :))
ojaxshi ar shesula "aqana davdgav stenkaso" imena

100%_ით გეთანხმები, მაგრამ ეს არის ისტორია რომელიც 4 წლის წინ მხოლოდ მკითხველის სიამოვნებისთვის დაიწერე.... რომ არა ეს ორი წელი, პატარა ნიაკო, მაშო საერთოდ ვერ მოხვდებოდა მეუნარგიებთან. :დდდ
რაც შეეხება მაშოს, სტენკის დადგმის თავი რომ ქონდეს მადლობელი ვიქნებოდი.:დდ
დიდი მადლობა რომ კითხულობ.❤️
modemodka
Kargia ki ara saswauliiaaa.. malee dade shemdegi tavii♡♡♡

ჰეჰ, რა კარგია რომ მოგწონს.❤️
მადლობები

Momwons romeliaa , magrad wer !! ♡♡ velodebi shemdeg tavs imedia xval ikneba.. :-*

 


№11  offline მოდერი მე♥

grafo
ოჰ , ჩემი საყვარელი ისტორია.
დადე რაა სრულად ეს ისტორია. ავად თუ კარგად განხილულ-გადასწორებულია ეს ისტორია თავის დროზე, რადგან ბევრი ყურადღებიანი მკითხველი გყავდა მაშინ და დადების მერეც ასწორებდი ხოლმე.

ქ-ნ გრაფო, მე რომ გადაუხედავად დავდო მერწმუნე სულ დაგეკარგება ყველაფრის სურვილი. :(( მადლობა ❤️
ნია
მაშო არის უუუსაყვარლესი.
რაც შეეხება ორ წელს, მართალია ცოტა დროა მაგრამ შეიზლება ნათია არ ყოფილიყო მისი ნამდვილი სიყვარული,და იპოვა მაშო მისი ნაწილი,ამიტომაც მე ნამდვილად ვერ ვხედავ აქ ვერსად აქანე დავდგამ სტენკის სიტუაციას

ყველაფერთან ერთად ეს უბრალო ისტორიაა რომლის მძიმე ეპიზოდებით დატვირთვაც არ მინდა... მინდა რომ
ბოლომდე სიმარტივით ისიამოვნოთ.❤️❤️ დიდი მადლობა❤️❤️
miyvarxar1992
Chemi tkbili da gemrieli xar shen vot talk

ვუხ, რა კარგობა და ტკბილობა ხარ!❤️

modemodka
მე♥
Anuki96
მე♥
Anuki96
დავიტანჯე მე. სრულად რატო არ დებ რაა

ისტორია ძალიან დიდია და გადახედვას საჭიროებს... ძალიან ადრე მაქვს დაწერილი და უამრავი შეცდომაა, არ მინდა მკითხველს შეცდომები უფრო ხვდებოდეს თვალში ვიდრე ისტორიის შინაარსი.❤️❤️❤️

ვაიმეე ჩემო კარგო ისე მომწონს შენი დაწერილი ისტორიები სულ არ მაინტერესებს შეცდომები იქნება თუ არა

ანუკი:დდდდ კი მაგრამ დამიჯერე შენც დაიღლებოდი.:დდდ❤️
Guest Momo
2 weli dzalian cota droa daiviwyo sayvareli qali ai dzalian cota droa da masho mag piqrebis gamo mdzuls :))
ojaxshi ar shesula "aqana davdgav stenkaso" imena

100%_ით გეთანხმები, მაგრამ ეს არის ისტორია რომელიც 4 წლის წინ მხოლოდ მკითხველის სიამოვნებისთვის დაიწერე.... რომ არა ეს ორი წელი, პატარა ნიაკო, მაშო საერთოდ ვერ მოხვდებოდა მეუნარგიებთან. :დდდ
რაც შეეხება მაშოს, სტენკის დადგმის თავი რომ ქონდეს მადლობელი ვიქნებოდი.:დდ
დიდი მადლობა რომ კითხულობ.❤️
modemodka
Kargia ki ara saswauliiaaa.. malee dade shemdegi tavii♡♡♡

ჰეჰ, რა კარგია რომ მოგწონს.❤️
მადლობები

Momwons romeliaa , magrad wer !! ♡♡ velodebi shemdeg tavs imedia xval ikneba.. :-*

აუცილებლად, დღეს დავდებ.❤️❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent