შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი [2]


23-09-2017, 07:00
ავტორი მე♥
ნანახია 6 140

სახლში გამეფებული სიმყუდროვე პატარას ტირილმა დაარღვია. ძიძა აჩქარებული ნაბიჯით შევიდა ოთახში და ბავშვი საწოლიდან ამოიყვანა, ცოტახანი ხელში ათამაშა, ვერაფრით გააჩერა, თან ისე ეშინოდა მტირალა ბავშვების. სულ გონია რომ რაღაც დაემართებათ, ან რაღაცა სერიოზული უჭირთ. ერთხელ სოფელში პატარა ბავშვი წაექცა, საწყალი ბავშვი გადაბჟირდა, ძლივს მოასულიერეს, იმ დღის შემდეგ ბავშვბთან მიკარების და მათთან თამაშის ეშინია. ახლაც ნიაკო ვერაფრით ვერ დააწყნარა, ნელიც რომ არ შემოდის საშველად. რა ქნას რას იტყვის ის ქალი? ნერვიულობისგან ხელისგულები გაუოფლიანდა. ოთახი წამის მეასედში გაიყინა, ხელები გაუშეშდა, თვალებჩაწითლებული ბაქარის დანახვისას, სწრაფად მივიდა ძიძასთან და ბავშვი ხელიდან გამოსტაცა. მაშომ ნერწყვი წვალებით გადაყლაპა და სამსახურს დაემშვიდობა. ეს მამაძაღლიც როგორ უცებ გაისუსა, ალბათ მამა უნდოდა და იმიტომ გამართა დილიდავნე კონცერტი, ან ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია ახალმოსულს და აპროტესტებს. მამაკაცმა დაბღვერილმა გადახედა მაშოს და ოთახი შვილთან ერთად დატოვა. საწოლს მიეყრდნო და შუბლი მოისრისა. სულ ოფლით ქონდა დაცვარული, რა შიში ჭამა, იცოცხლე მთელი წელი ეყოფა სანერვიულოდ. ახლა რა იქნება, გააგდებს ბაქარი თუ კიდევ მისცემს შანს,ან რა მისი ბრალია ბავშვს მამა თუ ენატრებოდა და მასთან ყოფნა უნდოდა?! და ამ ყველაფრის შემდეგ ეს კაცი აპირებს ორი თვით შვილისგან შორს ყოფნას?! ხომ მოკვდა ბავშვი ნერვიულობით!
ბავშვი თუ მაშო? მოვლენებს ძალიან გავუსწარი და არ მეპატიება, ჩემს ხელთ მთელი ისტორიაა და ყველაფრის ჩემი წარმოსახვით წერა კარგს არაფერს მოგვიტანს არც მე და არც თქვენ, მითუმეტეს ჩვენს წყვილს.
მაშო წელში გასწორდა და მისაღებში ფეხებისკანკალით გავიდა. ნერვიულობდა პირველივე დღეს ასე ცუდად რომ დაიწყო. ბაქარი ბავშვთან ერთად დივანზე იჯდა და ნელის რაღაცას საყვედრობდა. ვსიო დაიღუპა, აგდებენ! თვალები აუცრემლიანდა და თავისი ოთახისკენ თავჩაღუნული წავიდა. იცოდა,რომ არ იყო შესანიშნავი ძიძა,მაგრამ ერთი წამოტირების გამო გაგდებას მაინც არ იმსახურებს. ბაქარ მეუნარგიას უკვე ვერ იტანდა, მისი საზიზღარ ხასიათს არც ცოლის სიკვდილი ამართლებს და არც ის რომ შვილის ტირილს უბრალოდ ვერ ეგუება. საწოლზე მძიმედ დაეშვა და სახე ხელისგულებში ჩარგო. რამდენი რამე მოხდა ამ ბოლო ორ თვეში, აგებული კოშკები ხუხულასავით დაენგრა თავზე, სამსახური დაკარგა, მერე დაიწყო, ოჯახთან განშორებამ მოუწია და ახლა შეიძლება აქედანაც გაუშვან. ოთახის კარზე რამდენჯერმე რიტმული კაკუნი გაისმა. თავი სწრაფად წამოყო და ღრმად ჩაისუნთქა, კიდევ კარგი ბარგი არ ამოალაგა, იმდენ ტანსაცმელს უკან რა ჩაალაგებდა, აღარ იწვალებს და პირდაპირ გორიალით გავა აქედან. დიახ ადგება და პირდაპირ წავა!
კაკუნი შეწყდა და სახელური ამოძრავდა, ღია კარში ისევ შუბლშეკრული მეუნარგია გამოჩნდა, სახეზე სიბრაზეს ჯერაც არ გადაევლო. ფეხზე წამოდგომა სცადა მაშომ, მაგრამ ვერ შეძლო, ფეხები ვერ დაიმორჩილა და ისევ საწოლზე დარჩა. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა სახლის უფროსმა და ხელები შარვლის ჯიბებში ჩაიწყო. ერთხანს ასე ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, მერე ბაქარიმ ჩაახველა და ჯიბებიდან ხელები ამოიღო.

-ვიცი რომ ძიძობა ადვილი არ არის, მითუმეტეს გამოუცდელი ძიძასთვის._ირონიულად ალაპარაკდა მეუნარგია. ვის დასცინის ეს საზიზღარი კაცი? რას ამბობ, თვითონ მთელი ცხოვრებაა ბავშვებს ზრდის. _ მსგავსი შემთხვევა მეორედ არ განმეორდეს! მესმის რომ ნიასთვის ჯერ უცხო ხარ, მაგრამ ძიძად როცა იწყებ მუშაობას უნდა შეგეძლოს ბავშვის დაწყნარება! _კიდევ რაღაცის თქამს აპირებდა,მაგრამ პირი მაგრად მოკუმა და ოთახიდან გასვლა დააპირა ძიძის ხმა რომ გაისმა.

-ნიაკოს თქვენთან უნდოდა!_ რა ხმა ამოუშვა ამ პატარა გოგომ? ეწყინა ბაქარიმ გამოუცდელი რომ უწოდა. რა არ არის თუ? მძიმედ შემოტრიალდა ბაქარი და მაშოს გაღიზიანებული მიაჩერდა. უსიტყვოდ დატოვა ოთახი და კარს უკან გაუჩინარდა.
კარგია არ გააგდო, მაგრამ ისეთი აფსურდი უთხრა შეასაძლოა ხვალვე დაკარგოს სამსახური. როგორ გინდა ბავშვი დააწყნარო მაშინ როცა მამა უნდა. ახლა შეეცდება, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს როგორც საჭიროა, თუ დასჭირდა ყირაზე დადგება და ნიაკოს მაინც გააჩუმებს, ნამდვილად არ აპირებს ბავშვის ახირებების გამო სამსახურის დაკარგვას და სახლში უფულოდ ჯდომას. ნიაკოსაც შეაყვარებს თავს და ყველაფერი მოგვარდება! ოთახიდან მანამდე არ გასულა სანამ სახე არ დაუმშვიდდა, ნერვიულობის კვალი მაინც დარჩა თვალებში, მაგრამ ყველაფრის უკვალოდ გაქრობას ვერ დაელოდება, ძალიან ბევრი საქმე აქვს. მისაღებში მარტო ნელი და ნიაკო დახვდა, როგორც სჩანს სახლის უფროსი სამსახურში წავიდა. მაშომ ბედნიერმა ამოისუნთქა და თავისუფლად წავიდა ბავშვისკენ, ლოყაზე აკოცა და გვერდით მიუჯდა. ნელის ბოდიში მოუხადა და დაპირდა,რომ მსგავსი რამ აღარ განემორდება. რა კარგი ქალია, როგორ ამშვიდებს და ეხმარება. ბავშვს აღარ უტირია, მაშოსაც მიეჩვია, რამენიმეჯერ მისკენაც გაიწია და თვალებით სთხოვა მეთამაშეო. გაუხარდა ნუცუბიძეს, ეს უკვე ნიშნავდა რომ ბაქარის აღარანაირ გზას დაუტოვებს დილით მომხდარი ინციდენტი განმეორდეს.
საღამომდე პატარასთან ერთად თამაშობდა. მაშოს ხელებში ჩაეძინა ნიაკოს.
დღის ბოლოს ისეთი დაღლილი იყო ფეხებს ვეღარ გრძნობდა. დაღლილობა ყველაზე მეტად დაწოლისას იგრძნო, მთელი სხეული მოუდუნდა და წამებში გაითიშა. ისევ დაიძინა!
რა ზარმაცი გოგოა, ფიქრისთვისაც კი არ ცალია. არადა მის ადგილას რამდენი იფიქრებდა. დღევანდელი დღის ანალიზი მაინც გაეკეთებინა... ან ,ან ბაქარიზე ეფიქრა ცოტახნით. მაგრამ უკვე ვერ იტანს ამ კაცს და მასზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს. დაძინება ჯობდა.

დილით მაღვიძარამ გააღვიძა. შვიდ საათზე უკვე პატარას ოთახში იყო, ნიაკოს უკვე მოსწრო გაღვიძება და ბებიას გაბადრული სახით რაღაცას ეტიტინებოდა. ერთ დღეში სასწაულად შეუყვარდა ეს პატარა მოუსვენარი არსება, თან ეცოდებოდა, დედის სითბოს მოკლებული რომაა. მერე რა მამა და ბებია რომ ყავს, დედა მაინც სულ სხვაა, სხვა სიყვარულია, სხვა ემოციები და სხვა შეგრძნებებია დედასთან ახლოს ყოფნის დროს. ნეტავ ის წარბგაუხსნელი სად არის, დავიჯერო ჯერ არ ამდგარა? საინტერესოა რომელ საათზე იღვიძებს და რომელს საათზე იძინებს. ნიაკოს საჭმელი გაუმზადა, სკამში კომფორტულად მოაკალათა და აჭამა. დიდხანს არ გასტანა სახლში დასადგურებულმა სიმშვიდემ, 8 საათზე თმა აბურდული მეუნარგია გამოჩნდა. მიესალმა და შვილი თავის ოთახში გაიყვანა. რაღაც ჩაიბურტყუნდა მაშომ და სამზარეულოში ყავის გასამზადებლად გავიდა. ნელი ბაზარში წავიდა დილადრიან კარგი პროდუქტებიაო. ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და ნიაკოს დათხვრილი ჭურჭელი ამორეცხა. მაშომ კი არა მე ვიგრძენირ როგორ გაიყინა წამებში სამზარეულო. ადგილიდან არ დაძრულა ნუცუბიძე, ხელისკანკალით ამორეცხა დარჩენილი თეფშები და ონკანი გადაკეტა. ბაქარიმ მაცივრის კარი გამოაღო და წვენი გამოიღო. ყველაფერს ისე ნელა აკეთებდა ახლა მართლა დავიტანჯე. მომეჩვენა,რომ სპეციალურად არ ჩქარობდა, მგონი გვეშველა და რაღაცა ძაფები გაიბა. წვენი მაგიდაზე დატოვა და ოთახში დაბრუდა.

- არ იცის რომ აღებული ნივთი თავის ადგილას უნდა დააბრუნოს?_ ბურტუნით შედო მაცივრში წვენი.

-ეგ გავიგონე!_ ოთახიდან გამოსძახა ხმამ. ადგილზე შეხტა, მეტის ღირსია, ვერ ისწავლა ჭკუა ახლა რომ გამოივდეს და გემოზე მოადოს ხომ იქნება ღირსი? იქნება და არც მივეშველები! ფინჯანით ხელში მისაღებში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. აქაც უაზრობა, რა აკეთოს, სახლი მაინც იყოს დასალაგებელი, დროს გაიყვანდა. თავში ხელი მსუბუქად შემოირტყა და თავისი ოთახისკენ წავიდა, ბარგი ჯერაც არ ამოულაგებია. მაშო გაერთობა და იმ ტანისამოსს დაკეცავს და მე რა ვაკეთო? ბაქარისთან შეხედვა მაინც შემძლოს, იქაურ ამბებსაც გულიანად მოგიყვებოდით.
ერთ საათში ბაქარიმ შვილი ოთახში შეუყვანა მაშოს, ისეთი ოფიციალური და მიმზიდველი იყოს რომ... მაშომ თვალებდაქაჩულმა ათვალიერ-ჩაათვალიერა და ნიაკო გამოართვა. გვიან დავბრუნდებიო დაიბარა და სახლი დატოვა. სად დადის ნეტავ, იქნებ ქალი ყავს? არ არის გამორიცხული, მარტოხელა კაცია. მერე მაშოს რა? ჯობია ბავშვს მიხედოს. პატარა დიდ ბადიან ყუთში ჩასვა და სათამაშოები ჩაუწყო. თვითონ გვერდით მიუჯდა. ნია, რაღაცას თავის ენაზე ეტიტინებოდა. ინტერესი კლავდა ასე ადრიანად სად შეიძლება წასულიყო ბაქარი. ალბათ საქმიან შეხვედრაზე, ან უბრალოდ სამსახურში.
მგონი ჩვენი გოგო ამ ყველაფრით უბრალოდ თავის დამშვიდებას ცდილობს და დიდი იმედი მაქვს რომ შარში არ გაყოფს თავს.
ცოტახანში პროდუქტებით დატვირთული ნელიც დაბრუნდა. სამზარეულოში გაყვა და ყველაფერი თავის ადგილზე შეალაგებინა. ცეცხლებს აფრქვევს ხელებიდან ნუცუბიძე, არ ცისე იყო ნელი და ზარმაცი, მაგრამ მეუნარგიას საყვედურის შემდეგ, სულ ცდილობს,რომ ყველაფერი ხუთიანზე გააკეთოს. გამოსდის კიდევაც, ნელიმ ერთი ორჯერ შეაქო. როგორ, არცერთხელ ეტყვის შვილს, რა კარგი გოგო ავიყვანეთო? ეტყვის აბა რა!
ნეტავ როდის მიფრინავს ოჯახის უფროსი? მგონი ამ დღებში წავა და მაშოც ამოისუნთქებს. ჯერ კიდე შემორჩენილ დაძაბულობასაც გაატანს და მერე 2 თვე თავისუფლად სუნთქვა შეძლებს. გოგონებთანაც მოასწრო წაჭორავება და მაკასაც დაურეკა. დედასთან საუბარში დრო სულ გაეპარა.


-დედას სიხარულო, როგორ ხარ დე? ხომ არ გიჭირს?_ნერვიულობდა მაკა.

-კარგად ვარ დედა. რომ იცოდე რა ბავშვია ნიაკო. ჩასაყლაპი, იცი როგორი წყნარია?

-ხომ არ წვალობ?

-ნუ ნერვიულობ დე, არ ვწვალობ. ხომ გითხარი წყნარია თქო?

-იმხელა პასუხისმგებლობა ბავშვის მოვლა, მინდა თუ არ მინდა ვნერვიულობ. დღეს გიგიშა იყო მოსული, რომ ვუთხარი ძიძად დაიწყო მუშაობა-თქო მოკვდა სიცილით._ მაკამაც გადაიკისკისა და ქმარს სამზარეულოში რაღაც გასძახა._ მამიკომ მოგიკითხა დედი.

-მაგის დასაცინიც რომ გამხადეთ. მეც მომიკითხე. ონო სად არის?

-სამსახურშია მოვა მალე.

-კარგი დე გავიქეცი და გაკოცეთ.

-ჭკუით იცოდე

დედასთან დამშვიდობებისას გულში რაღაც ჩასწყდა, როგორ მონატრებია თავისი ტკვილი ოჯახი, მათთან ერთად საღამოს გატარება და ათას საინტერესო თემაზე საუბარი. ამდენი ხნით მათგან არასდროს წასულა, დასასვენებლადაც ყოველთვის ერთად დადიან. მგონი მარტო გადასვლასაც გადაიფიქრებს ისეთი რთული აღმოჩნდა ოჯახისგან შორს ყოფნა მისთვის. პატარა დააძინა და მისაღებში ტელევიზორის საყურებლად გავიდა. ბაქარი მოსული დახვდა, დივანზე იჯდა და კომპიუტერში რაღაცას ეძებდა. მაშოსთვის არ შეუხედავს ისე მიესალმა და კომპიუტერში უფრო ჩაძვრა. სამზარეულოსკენ წავიდა ნუცუბიძე და თან ეშმაკური მზერით კომპიუტერის ეკრანს ცალი თვალი შეავლო.
ბილეთს ყიდულობს!

ჩუმად ჩაეღიმა და სამზარეულოში შევიდა. იკადრა მეუნარგიამ და ამოიხედა. ცალი თვალით გახედა ძიძას და წარბები უფრო მოკუჭა. რა უნდა ამ საძაგელ კაცს? რა შუბლშეკრული უყურებს იმ გოგოს? რა ვიცი, რა ვიცი მე იმედები ჯერ კიდევ მაქვს, იქნებ მაშოს მსგავსაც მეუნარგიასაც გაუჩნდეს სიმპათიები და ურთიერთობას ფლირტის ელემენტები შეჰმატონ. სამზარეულოში მაცივრის კარებზე მიყრდნობილი მაშო რაღაცზე ფიქრობდა თან თვალები მაგრად ქონდა დახუჭული.
ზედმეტად წყინს მეუნარგიას ცივი დამოკიდებულება ნუცუბიძეს. რახდება მის თავს? ერთ დღეში შეეცვალა დამოკიდებულება თუ უბრალოდ მოუარეს? არაფერიც. ფიქრობს და სულაც არ უნდა რომ ვინემემ ხელი შეუშალოს. ძალიან სიამოვნებს ბაქარიზე ფიქრები. რა ქნას გოგოა და მოეწონა, თან როგორი სიმპათიურია?! ზედმეტადაც კი. ფიქრებში უნდებურად ამოუტივტივდა ნათიას სახელი. გუშინ ნათიას სურათს ეძებდა,მაგრამ ვერსად ნახა. ეუცნაურა, როგორ, გარდაცვლილი ცოლის არცერთი სურათი არ აქვს? იქნებ არ აჩენს, უნდა რომ დაივიწყოს. როგორ აინტერესებს მაშოს როგორი ქალი იყო მეუნარგიას ცოლი. გონებაშიც კი წარმოიდგინა, მაგრამ უნდა რომ რეალურადაც იცოდეს როგორი იყო ნიაკოს დედა. მაშოს წარმოსახვაში ქალი ბაქარიზე ოდნავ დაბალი, სუსტი და საოცრად ლამაზი, მომხიბლავი გამოხედვით და დახვეწილი მანერებით. სხვანაირი ვერც იქნებოდა მეუნარგიას მეუღლე. საკუთარ ფიქრებზე ჩაეცინა და თვალები გაახილა. შეშინებული უკან გახტა და სუსტი ხმით წამოიკივლა. როდის შემოვიდა ეს საძაგელი კაცი ასე ჩუმად ვერცერთმა, რომ ვერ გავიგეთ? თან ხელები როგორ აქვს ერთმანეთზე გადაჯვარედინებული. ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია ბაქარის ზედმეტად თბილი თვალები, რომლებიც წამში გაცივდა. დაძაბული გასწორდა მაშო წელში და უხერხლად ჩაახველა. ადგილიდან არცერთი დაძრულა, ამ დროს საშინელი უხერხულობის შეგრძნება ეუფლება მაშოს. ასე გონია ყველა და ყველაფერი მას უყურებს. ოჯახის უფროს მსგავსი ვერაფერი შევატყე, მშვიდი სახით უყურებს ძიძას და საუბრის დაწყებას არც კი გეგმავს. ბოდიში მაინც მოუხადოს ასე რომ შეაშინა.


-მგონი ნიაკო ტირის._ სიტუაციიდან გამოძრომა სცადა მაშომ.

-წეღან დავხედე, ძინავს!

ბარიტონი ისევ ისეთი ცივი ქონდა მეუნარგიას. ახლა რაღა ქნას? ასე უნდა იდგეს მთელი დღე? ახლა მაინც ატირდეს ნიაკო. გუშინ რომ ვერ გააჩუმა. ბავშვს რაღას ერჩის ნეტავ? როგორც უნდა ისე გამოძვრეს ამ სიტვაციიდან, მაგრამ... არის კიდევ ერთი მაგრამ. უნდა ახლა ამ სიტვაციიდან გამოძრომა? რაღაც ვერ ვატყობ, ისე უყურებს მეუნარგიას. რას ფიქრობს ეს ჩერჩეტი გოგო, შემთხვევით მამაკაცით ხომ არ მოიხიბლა, მგონი მოიხიბლა და საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე ეს მე მეგონა. თუმცა მე ეს ძალიან მაწყობს. სხვათაშორის თქვენც! მეუნარგიამ მზერა ფანჯარაზე გადაიტანა და სკამი ხმაურით გამოსწია. მშვიდად დაჯდა და ისევ მაშოს მიაშტერდა. რა უნდა ამ კაცს?

-რამდენი წლის ხარ?_ რა კითხა? ნუთუ ასაკი არ იცის? ისე როგორ აიყვანეს აბა? რაღაცას იტყუება, ან მართლა არ დაინტერესებულა მაშოს წვრილმანებით.

-21_ის.

-ბავშვები ასე ძალიან გიყვარს?_ ცოტა არ იყოს მისმა კითხვამ დააბნია მაშო. რას ნიშნავს ბავშვები უყვარს თუ არა? მეუნარგიაც მიხვდა და კითხვა განმარტა._ ძიძად მუშაობა რომ გადაწყვიტე._ აი რაში ყოფილა საქმე. უყვარს არა ტოროლა. ხომ გითხარით ბავშვი ბოლოს როდის ეჭირა ხელში. ეს ნიაკო შეუყვარდა ძალიან თორემ. სხვა გზა არ აქვს უნდა იცრუოს.

-დიახ!_ როგორი ხმამაღალი ნათქვამი იყო. ამ გოგოს დღესვე მოისვრის ეს კაცი სახლიდან, ხმის ტემბრს თუ არ დაუწევს. ონისე კი ნუ გონია, მეუნარგიაა ეს!

-ძალიან კარგია! წესით ახლა სასწავლებელში უნდა იყო თუ არ ვცდები._კიდევ რომ დასცინის.

-ერთი წელი ვისვენებ.

-კვირის ბოლოს მივფრინავ, იმედი მაქვს ნიაკოს საიმედო ხელში ვტოვებ.

-ეჭვი არ შეგეპაროთ! _თავდაჯერებულმა წარმოსთქვა და ყელი მოიღერა.

აღარაფერი უთქვამს მეუნარგიას ფეხზე წამოდგა და სამზარეულო დატოვა. გულის სიღრმეში ხომ მაინც ანერვიულა ეს ჩერჩეტი გოგო? ეგრე მოუხდება! ხმას რომ უწევს აბა რა გონია. მეუნარგიას გამოწეულ სკამზე ჩამოჯდა და ხელები მაგიდაზე დააწყო. ძალიან, ღრმად რომ დავფიქრდეთ მეუნარგია სულაც არ არის ცუდი კაცი. რა ქნას ცხოვრებამ ძალიან ადრე დაჩაგრა. ადვილი ხომ არ არის ცოლის სიკვდილთან შეგუება და მითუმეტეს, როცა მისგან ანგელოზივით შვილი ყავს. თანაც ამდენი წელი გაატარა მასთან ერთად და შემდეგ ყველაფერს წერტილი დაესვა, მისთვის ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. შეეცვალა ცხოვრების სტილი, მიზნები, სურვილები, გრძნობები. მართალია ნიაკო მასთან ერთად არის, თუმცა ძნელია შვილმა ცოლის სიყვარული შეგიცვალოს, ქალის რომელიც მთელი ცხვორება გვერდით უნდა გყოლოდა. ქალის რომელთან ერთადაც პატარა ანგელოზი უნდა გაეზარდა, ამ ყველაფერთან შეგუება ნებისმიერ კაცს გაუჭირდებოდა, მითუმეტეს მაშინ როცა იცი რომ უძლური იყავი და ვერაფრის გაკეთება ვერ შეძელი მის გადასარჩენად.

სკოლაში ერთი შეყვარებული ყავდა, ბექა. ძალიან მკაცრი და უხეში ბიჭი იყო. ბაქარის რომ უყურებდა წეღან მაშინ გაახსენდა. დარწმუნებულია,რომ დღესაც იგივე შთაბეჭდილებას ტოვებს ბექა გოგონებზე. ის სიმკაცრე არაფრით არ გაუვლიდა, ეგეთი იყო შინაგანად. მაგრამ მაშოს მაინც უყვარდა... უყვარდა ხმამაღალი ნათქვამია სიამოვნებდა მასთან ყოფნა. მერე გამოჩნდა ლექსოც და ბექასთან ურთიერთობა გაწყვიტა. სკოლა,რომ დაამთავრეს კაპანაძე სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წავიდა და დაიკარგა. ძალიან ბევრჯერ გასჩენია სურვილი მოეძებნა და უბრალოდ დალაპარაკებოდა, მასთან ურთიერთობა ყოველთვის სიამოვნებდა, მიუხედავად მისი საშინელი ხასიათისა. არა, ბაქარი მაინც სულ სხვანირია. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა ნუცუბიძეს და ფეხზე წამოდგა. წამიერად მეუნარგიას დანახვის სურვილმა შეუპყრო, მისაღებში გავიდა, მაგრამ წასულა! ასე ჩუმად რომელი ოთახის კარები გააღო და დაკეტა,მაშომ რომ ვერ გაიგო. ნიაკოს ოთახისკენ წავიდა და მძინარეს დახედა. როგორ მოუნდა ასეთი პატარა, ან საერთოდ ეს მოცუცქნული რომ იყოს მისი. საკუთარი სისხლი და ხორცი, როგორ მოუვლიდა. არაუშავს ახლაც მოუვლის. თითების ზურგით მოეფერა უმცროს მეუნარგიას და ოთახის კუთხეში დადგმულ პატარა სავარძელში ჩაჯდა. თვალს ვერ აცილებდა ისე სასაცილოდ ეძინა პატარა გოგოს, ტუჩები ოდნავ გამოეწეული ქონდა. კარები ჩუმად შემოაღო ნელიმ და მაშო გაიყვანა. სამზარეულოში სუფრა გაეშალა მოხუცს. მესამე საინი,რომ ვერ დაინახა ნუცუბიძემ მაგიდაზე, რაღაცა ჩაწყდა. სკამი გამოაჩოჩა და მძიმედ დაეშვა. ხმას არცერთი იღებდა. მაგიდა ერთად აალაგეს და ყავა დააყოლეს.

-ხვალ ჩემი გოგოს დაბადების დღეა. წასვლა მინდა,მაგრამ ვერ მივდივარ._ მთელი გული ამოაყოლა ნელიმ. მაშომ არც კი იცოდა, მეუნარგიას და თუ ჰყავდა. გაუხარდა! ძალიან გაუხარდა იმის გაცნობიერება რომ ამ ოჯახს კიდევ ყავდა სხვა წევრი.

-არ ვიცოდი კიდევ თუ გყავდათ შვილი. _ ჩაილაპარაკა მორცხვად და სამზარეულოდან ნიაკოს კარებს გახედა, შეღებული რომ დატოვა.

-მეც დამავიწყდა მეთქვა. ბაქარის გარდა კიდევ ორი შვილი მყავს. გოგო და ბიჭი.

-რა კარგია!

-კარგი კია, მაგრამ წელიწადში ერთხელ ვნახულობ ხათუნას. კახა კიდევ 4 წელია სასწავლებლადაა წასული და მოვკვდი მისი დარდით. ახლა ბაქარიც იქით მიდის. დახედავს, თან სამსახურის საქმეებს მოაგვარებს.

-დედაჩემიც სულ ეგრეა, ახლოს თუ არ ვეგულებით ნერვიულობს.

-ყველა დედას უნდა შვილი ახლოს ყავდეს. ეს ჩემები დაიფანტნენ თორე. ბაქარი შემომრჩა ენაცვალოს დედა.

-ხათუნა გათხოვილია?

- 2 შვილის დედაა უკვე. მეორე სამი თვის წინ შეეძინა.

-ღმერთმა ბედნირები გაგიზარდოთ. ნიაკომ გაიღვიძა!_სწრაფად წამოდგა ფეხზე და აღსაზრდელთან გაიქცა. საწოლიდან ამოსვლას უშედეგოდ ცდილობდა პატარა. ძიძის დანხვით გახარებულმა ხელები გაუშვა საწოლს და შიგნით ჩახტა. _ რაო პატარა გაიღვიძე? მოდი ჩემთან, შე ძილისგუდა. ახლა ჩავიცვათ და ვჭამოთ ხო?_მხიარულ ტალღაზე დადგა უცებ ნუცუბიძე და პატარა ჩაკოცნა. ისიც როგორ მიეჩვია, აღარ ტირის, ახლა ისეა მიკრული მაშოს მკერდს რომ ვერავინ გამოწიწკნის მის თავს, ვერც ბაქარი! თამაშით ჩააცვა ტანისამოსი და სამზარეულოში ბებიასთან გაიყვანა, თვითონ საჭმლის გამზადება დაიწყო. სად არის ნეტავს ეს კაცი? როგორ აინტერესებს.

-მალე მიგეჩვია. რომ დაიბადა ძიძა გვყავდა რამდენიმე დღით, ვერაფრით მიიჩვია იმ გოგომ._ ნელის სიტყვებმა საოცარი სიამოვნება მოჰგვარა. ბაქარიმაც უთხრას ერთხელ წასვლამდე რა მოხდება? მაგრამ რა დროს უთხრას, სახლში არადროსაა.

-მეც ძალიან მალე შემაყვარა თავი. წეღან ეზოში ვიყურებოდი და აქვე ახლოს პარკი დავინახე, ჩავიყვან ხომ შეიძლება?

-კი კი შვილო, როგორ არ შეიძლება. თბილად ჩავაცვათ და ცოტახნით ჩაიყვანე.

-პატარა ბალიშიც მინდა.

ნიაკო ისე შეფუთეს მარტო თვალები უჩანდა. ხელში არაფრით გაჩერდა, ძირს გამოსვა და ისე მიიყვანა პარკამდე. წინა დღეებთან შედარებით დღეს ცოტა თბილა. ზამთარიც იწურება! როგორ მიქრის დრო. სასრიალო სულ გაიყინული იყო. სახლიდა ჩამოტანილი ბალიში დაუფინა და საქანელაზე დასვა. აკლდა ბავშვს გართობა, სახლში ყოფნა მოწყინდა. ახლა როგორ უცინის სამყაროს. მის წინ ჩაიმუხლა და ოდნავ მიკრა ხელი თან ხელებს სახეზე იფარებდა და ართობდა ნიაკოს. პატარას სიცილში ვერც კი გაიგო როგორ მოუახლოვდა მეუნარგია. მაშოს ხელი მხარზე დადო და ოდნავ დაიხარა, შვილს ცხივრზე მსუბუქად დაკრა თითი და ლოყაზე აკოცა. ჩაიმუხლა და მაშოს ღიმილით გახედა.
~~~
უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო, მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ. <3



№1  offline წევრი miyvarxar1992

Gemrielii da tkbilii.chemi mashiko ra sayvareliaa.saocreba iyoo da ariss

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეე საყვარლობა თავი იყოო :)

 


№3 სტუმარი Guest ნიკოლოზ

ესეთ ისტორიებს მუღამს ვერ ვუჭერ.
განა კარგად არ წერ, ბანალურია, ცუდია ან რამე მსგავსი.
უბრალოს ვერ წარმომიდგენია საყვარელი ქალი დამეღუპოს, რომელიც გაგიჟებით მიყვარდეს, შვილი დამიტოვოს და ერთ, ორ წელში სხვას შევხედო.
სხვას კი არა მთელი დედამიწა, რომ გადაბრუნდეს და ათასი წელი გავიდეს სხვა ქალს სერიოზულად ვერ შევხედავ ვერასდროს.
არც მაშოსი მესმის და არ მომწონს ესეთი ქალები, რომელიც ოჯახში შესულები არ არიან უკვე კაცს თვალს ადგავენ, მითუმეტეს ახალი დაღუპულ ყავს ცოლი...
რამე უქენი ამ ბაქარის და ნათიას ისტორიას, ისე მაინც გააკეთე არ ყვარებოდათ ერთმანეთი :დდ
თორე ნერვები მეშლება.
თუ მიყვარს ბოლომდე მიყვარს, ვერ შემიცვლის იმას ვერავინ!

 


№4  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Gemrielii da tkbilii.chemi mashiko ra sayvareliaa.saocreba iyoo da ariss

ძალიან დიდი დიდი მადლობა❤️❤️
Anuki96
ვაიმეე საყვარლობა თავი იყოო :)

მადლობა, მიხარია რომ მოგწონს.❤️❤️❤️
Guest ნიკოლოზ
ესეთ ისტორიებს მუღამს ვერ ვუჭერ.
განა კარგად არ წერ, ბანალურია, ცუდია ან რამე მსგავსი.
უბრალოს ვერ წარმომიდგენია საყვარელი ქალი დამეღუპოს, რომელიც გაგიჟებით მიყვარდეს, შვილი დამიტოვოს და ერთ, ორ წელში სხვას შევხედო.
სხვას კი არა მთელი დედამიწა, რომ გადაბრუნდეს და ათასი წელი გავიდეს სხვა ქალს სერიოზულად ვერ შევხედავ ვერასდროს.
არც მაშოსი მესმის და არ მომწონს ესეთი ქალები, რომელიც ოჯახში შესულები არ არიან უკვე კაცს თვალს ადგავენ, მითუმეტეს ახალი დაღუპულ ყავს ცოლი...
რამე უქენი ამ ბაქარის და ნათიას ისტორიას, ისე მაინც გააკეთე არ ყვარებოდათ ერთმანეთი :დდ
თორე ნერვები მეშლება.
თუ მიყვარს ბოლომდე მიყვარს, ვერ შემიცვლის იმას ვერავინ!

ნიკოლოზ, პირველ როგში ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ. ❤️
2 წლის წინ ცოლი რომ დაეღუპა ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ მთელი ცხოვრება ახალგაზრდა კაცს თავზე უნდა ჩამოექცეს... რა თქმა უნდა, ძნელი გადასატანია და ეს შემდეგ თავებში უფრო კარგად გამოჩნდება. ზოგს არ შეუძლია სხვა ქალის/კაცისკენ გახედვა, ზოგს უყვარდება და სულაც არ ვთვლი რომ ეს ცუდია... ყველა სხვადასხავანაირად ეგუება სიტუაციას, ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს წარსულს თავი დააღწიოს და თუ ეს პატიოსანი გზებით და სიყვარულით მოხდება რატომაც არა?!
მაშო ჩერჩეტი გოგოა რომელსაც უბრალოდ უფროსი მოეწონა, მაგრამ რეალურად მის გამო არაფრის გამკეთებელი არ არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ იცის ბაქარის ცხოვრება.
❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი modemodka

Vgijdeebii me am motxrobaazee.. malee dadee shemdegii tavii

 


№6  offline მოდერი bibo

ჩემი ტაჩუნა ხარ შენო heart_eyes ჩემი მზე ხარ ამომავალი მზე heart_eyes ეს ისტორია ძალიანმ მიიყვარს იმდენად ძალიან რო ვგიჟDები heart_eyes kissing_heart შენ ხარ ყველაზე საოცარი გოგო ყველაზე გასოცარი თმებით და ეს თმები მაგიჟებს მეო heart_eyes აი ხო გეუბნები მაგიჟEბს შენი გემრიელი ისტორიები იმდენად იმდენად დღეში ასჯერ შემიძლია წავიკითხო ერთიდაიგივე ისტორია ჩემო პატარა ქალბატონო heart_eyes kissing_heart უბრალოდ ეს ისტორია ის ერთერთია რომელიც სიგიჟის წყაროსდ მიმაჩნია და ვთვლი რო კაცმა უნდა ნახოს მეორე ნახევარი რადგან შვილიც ცოდოა თვითონ კაციც mask ქალები უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ გაუძლონ ტკივილს ვიდრე კაცებმა მე ვთვლი კაცები უფრო იშლებიან ვიდრე ქალები ამიტტო მერე რა თუ შეუყვარდა ეს ერთი ჭიკარტივით გოგო bowtie ჰოდა წინ საოცრება გველის ისეტი მე რო ვკითხულობდი ვგიჟდებოდი და იქ ვიჯექი ისეთ დღეში ვიყავი heart_eyes ჩემო მარწყვის გოგოვ შენ ხარ საოცრება სასწაული და ბედნიერ ვარ რო ვვიცნობ ამ სასწაულს heart_eyes ალუბალო და უბრალოდ მზეო გყვარობ მე შენა heart_eyes იქ ველი ახალ ისტორიას მეო heart_eyes აუ ნატა და უტაც დადე რა საოცრება ეგ ისტრორია სასწაულია <3 მაგით გაგიცანი მეო <3

 


№7 სტუმარი Guest takko

ეს ნანიკოს და ბექას ისტორიის გაგრძელება?ღამის სტუმარი მათ ისტირიას ერქვა

 


№8  offline მოდერი მე♥

modemodka
Vgijdeebii me am motxrobaazee.. malee dadee shemdegii tavii

ვაჰ, დიდი დიდი მადლობა.❤️
bibo
ჩემი ტაჩუნა ხარ შენო heart_eyes ჩემი მზე ხარ ამომავალი მზე heart_eyes ეს ისტორია ძალიანმ მიიყვარს იმდენად ძალიან რო ვგიჟDები heart_eyes kissing_heart შენ ხარ ყველაზე საოცარი გოგო ყველაზე გასოცარი თმებით და ეს თმები მაგიჟებს მეო heart_eyes აი ხო გეუბნები მაგიჟEბს შენი გემრიელი ისტორიები იმდენად იმდენად დღეში ასჯერ შემიძლია წავიკითხო ერთიდაიგივე ისტორია ჩემო პატარა ქალბატონო heart_eyes kissing_heart უბრალოდ ეს ისტორია ის ერთერთია რომელიც სიგიჟის წყაროსდ მიმაჩნია და ვთვლი რო კაცმა უნდა ნახოს მეორე ნახევარი რადგან შვილიც ცოდოა თვითონ კაციც mask ქალები უფრო ძლიერები არიან და შეუძლიათ გაუძლონ ტკივილს ვიდრე კაცებმა მე ვთვლი კაცები უფრო იშლებიან ვიდრე ქალები ამიტტო მერე რა თუ შეუყვარდა ეს ერთი ჭიკარტივით გოგო bowtie ჰოდა წინ საოცრება გველის ისეტი მე რო ვკითხულობდი ვგიჟდებოდი და იქ ვიჯექი ისეთ დღეში ვიყავი heart_eyes ჩემო მარწყვის გოგოვ შენ ხარ საოცრება სასწაული და ბედნიერ ვარ რო ვვიცნობ ამ სასწაულს heart_eyes ალუბალო და უბრალოდ მზეო გყვარობ მე შენა heart_eyes იქ ველი ახალ ისტორიას მეო heart_eyes აუ ნატა და უტაც დადე რა საოცრება ეგ ისტრორია სასწაულია <3 მაგით გაგიცანი მეო <3

არ შემიძლიხარ!❤️❤️
საოცრებავ!
სიტკბოვ!
სითბოვ
და სიყვარულოვ!❤️
მახარებ და მაბედნიერებ შენ მე.❤️ უღრმესი მადლობა.❤️

Guest takko
ეს ნანიკოს და ბექას ისტორიის გაგრძელება?ღამის სტუმარი მათ ისტირიას ერქვა

არა, ეს ისტორია 4 წლის წინ დავწერე! ❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent