შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი [4]


25-09-2017, 04:35
ავტორი მე♥
ნანახია 6 240

თაფლივით დადნა მაშო ბაქარის თბილი ბარიტონის მოსმენისას. ეს არის საოცრება, ამიტომ კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველა დეტალი. ხვალაც კი არ იქნება ასეთი ენაწყლიანი უფროსი... თუ იქნება? არვიცი, რას გაუგებ ამ კაცს. ინგლისის ამინდივითაა როცა მოუნდება გამოიდარებს, როცა მოუნდება მოიღრუბლება. მაინც კარგი დიალოგი იყო.
ნიაკომ ნახევარ საათში დაჭიტა თვალები, გადასარევ ხასიათზე იყო პატარა. სააჭმელი აჭამა და ჩაფუთნა.ახლა ადგება და აქვე პარკში გაასეირნებს, დილის ჰაერი მაინც სულ სხვაა სამზარეულოში წერილი დაუტოვა ნელის და პატარასთან ერთად ახლომდებარე პარკში წავიდა. სკამზე დასხდნენ, ნიაკო ხელებით რაღაცას უხსნიდა მაშოს და თან გულიანად კისკისებდა. ერთხელავ ვეღარ გაუძლებს და კოცნით დაახრჩობს პატარა ნიას. ნახევარ საათზე მეტი ისხდნენ პარკში. ნიას სახელების წარმოთქმაში ავარჯიშებდა, მართალია ვერაფერს მიაღწია,მაგრამ იმედს იტოვებს მალე გამოუვა... სახლში მისულებს ნელიკო შინ დახვდათ, თან ისეთი ცხელცხელი საჭმელი გაუკეთებია. სუფრასთან ისხდნენ სახლის ტელეფონი ისევ რომ ახმაურდა. ისევ ისე გაეყინა სისხლი მაშოს,მაგრამ ამჯერად სულ ტყუილად, ნელიკოს შუათანა შვილი იყო ხათუნა. დედა და ძმიშვილი მოიკითხა. უნდა შეეგუოს იმ აზრს რომ დღეს ბაქარი აღარ დარეკავს, ისედაც ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა. როგორ არ უნდა ისევ ის ცივი მეუნარგია დაბრუნდეს, რა მოხდება სულ ასეთი თბილი და მოცინარი იყოს?! არც არაფერი! ვის არ დაუკარგავს ცოლი, მაგრამ ცხოვრება ხომ გრძელდება არა? მითუმეტეს ბაქარის ნია ყავს, ოჯახი ყავს რომელ ძალიან უყვარს. მაშოც ხომ ყავს? ბაქარიმ არ იცი, თორე როგორ არ ყავს!

საღამოს დაქალებს ესაუბრა სკაიპით,ნიაკოც ანახა. მგონი ცოტა დაწყნარდნენ, აღარ აქეზებენ. მეოთხე დაქალი მივლინებიდან გუშინ ჩამოსულა, როგორ უნდა ნახვა. ანასთან ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს, მეც მომწონს ანა. გაწონასწორებული გოგოა, ორი წელია ოჯახი შექმა და იცის ყველაფრის ფასი. იმ გადარეულებს კი არ გავს, ბარებში რომ აღამებენ. ანა დიდიხანია ჩამოშორდა სამეულს. მარტო მაშოსთან აქვს ურთიეთობა რამდენი რამ აქვს მოსაყოლი მეგობრისთვის, მერე ერთი დღე ნელის დასვენებას თხოვს და წავა. ნიაკოს შუადღეს აღარ დაუძინია, დილის ძილმა გრაფიკი სულ აურია. ნელის შვილიც გაიცნო ხათუნა, ტელეფონით მოიკითხა ძიძა. არ შემცდარა როდესაც ამ ოჯახს თბილი უწოდა! ხათუნასგანაც იმდენი დადებითი ემოცია მოდიოდა. მერე რა ტელეფონით რომ ესაუბრა. გულში ხუმრობდა კიდევაც, თბილი მული მეყოლებაო. ძალიან ჩაეშვა ეს ჩვენი მაშო ოცნების ფსკერზე. ამოსვლა აღარ უნდა იქიდან? სულ უფრო და უფრო ღრმად ეშვება, რომ გაიგუდება მერე ნახოს! მე აღარ ვუშველი. ლექსოსთან დაშორება რომ ადვილად გადაიტანა ასე გონია ყველაფერს ეგრე გადაიტანს. ის კი არ იცის ყველა გრძობას თავისი ზომა წონა რომ აქვს. მოკვდება და ეგ იქნება დარდით. ნიაკო მისაღებში იჯდა და თამაშობდა. დიასახლისობა მოუნდა გოგოს და დედას დაურეკა, გემრიელი საჭმლის რეცეპტი ჩამაწერინეო. მაკა სულ გადაირია საჭმელსაც შენ აკეთებო? მოდი და დაამშვიდე ახლა დედის გული.

-არა დე, უბრალოდ მომინდა გემრიელობების გაკეთება. თან ნელი დეიდაც დაისვენებს.

-დედას პატარა ქალი. რამეს ხომ არ მიმავალ შემთხვევით?_ სიცილით იკითხა ქალმა და დადუმებული შვილის პასუხს დაელოდა. ნელიზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა და საქმიანობს, დიდი ამბავი.

-დედა! რატომ მაბრაზებ? ჩამაწერინე ახლა რეცეპტი!

გაუწყრა დედას და კალამი თითებში დაატრიალა. მაკამ სიცილით უკარნახა რეცეპტი და თან აუხსნა რა რის შემდეგ უნდა გაეკეთებინა. სატელეფონო ზარით არაჩვეულებრივი კერძი გამოუვიდა ძიძას. დედას მადლობა გადაიუხადა და გონებით ჩაკოცნა. მაკასაც უხაროდა შვილის ასეთი ცვლილება. გეგმა გამოვიდა. ნელიკომ სულ ღიმილით ჩააათავა კერძი. თან დროდადრო აქებდა, "რა კარგი ხელი გქონია"_ო მაშოც ადგილს ვერ პოულობდა ისე უხაროდა. რა ქნას ჯერ ისევ ბავშვია, 21 წლისაა მეტის კი არა. მე რომ დავცინივარ ნუ მისმენთ...
ინტერესით ვკვდები რა ხდება ბაქარისთან, მაგრამ ვინ მომცა მაგდენის უფლება იმისიც ვწერო და ამისიც. არადა რა კარგი იქნებოდა, დეტალებში მეცოდინებოდა ყველაფერი. მეც და თქვენც.
გვიან მოუწია დაწოლა. ძილი მთელი ღამე არ მიკარებია. ფიქრებმა გატანჯეს მთელი ღამე. ბაქარიზე ოცნებამ სულ გაასულელა, იღიმოდა... ოთხი საათი სრულდებოდა თვალები რომ მილულა. ესეც ასე, დაღლილს ჩაეძინა! რა უაზრობით გაიტენა ეს კვირა. არაფერი საინტერესო ამ გოგოს თავს არ ხდება, ადგება ნიაკოს მოუვლის და დაწვება. მეც მომწყინდა ამდენი ერთფეროვნება. მაგრამ მაშოს რომ არ წყინდება? პირიქით ყოველი დილა სულ უფრო და უფრო აფერადებს. ნიაკოს და ნელის ისე შეეჩვია მათგან შორსაც ვეღარ მიდის. ორმა კვირამ ისე გაირბინა ბაქარი არ გამოჩენილა. მაშოსთან, თორემ დედას და შვილს სულ კითხულობდა. გული წყდებოდა ჩერჩეტს. არ იმჩნევდა და ისევ ელოდებოდა ზარს... ის კიდევ ჯიუტად არ რეკავდა, თითქოს იცოდა მაშოს ამბავი. დღეს ისვენებს ანასთან ერთად მაღაზიებში უნდა გაიაროს. ნიაკო, ნელიკოსთან დატოვა და მეგობარს გაუარა სამსახურში. მაღაზიებში სიარულმა ძალა სულ გამოაცალა. ბარემ გარეთ არის გამოსული და ონოსაც ნახავს, ერთი კვირის წინ ნახა ბოლოს. ისიც რამდენიმე საათით სასერინოდ გაიყვანა ნიაკო და მაშო. სავაჭრო ცენტრთან ახლომდებარე კაფეში დასხდნენ. ანამ პატარასთვისაც შეიძინა რაღაცეები და კიდევ ერთხელ ათვალიერებდნენ. ფერი სულ წაუვიდა მაშოს ნაცნობი სილუეტი რომ დაიანხა. არა რას გადაეკიდა ეს კაცი? რატომ არ უნდა გაიგოს რომ ამ გოგოს აღარ აინტერესებს. ფერი იმიტომ წაუვიდა რომ ახლა ლექსოს ნახვა ყველაზე მეტად არ უნდოდა. სკამზე მოხერხებულდა დაჯდა და უკვე მის წინ ატუზულ ყოფილ საქმროს ახედა. რა უტიფარი მზერა აქვს, იქ რომ ვიყო მაშოს მაგივრად მოვცხებდი. კიდევ კარგი ონოს გზიდან შეუთანხმდნენ ადგილზე. კარებში მომღიმარი ონო გამოჩნდა, რომლის სახეც წამში დასერიზულდა. სწრაფი და ანერვიულებული ნაბიჯებით წამოვიდა დისკენ. უმცროსი ნუცუბიძე უკვე მიხვდა რაც მოხდებოდა და ძმას წინ აესვეტა. მუშტები შეკრა ონომ და ლექსოს კბილების ღჭიალით გახედა. ისიც ადგა და წავიდა, არა ერთი როგორ ვერ მოსდო ყბაში ამხელა კაცმა? მაგრამ გიჟი ხომ არა არის ასე მივარდეს და ჩხუბი ატეხოს. კიდევ კარგი არაფერი უთქვამს მაშოსთვის თორემ იქვე მოკლავდა. და ათაჯერ მაინც დაატრიალა რამე ხომ არ გჭირსო და მერე მიესალმა ანას.

-რა უნდოდა?_ ვერ წყნარდებოდა ონისე.

-არ ვიცი. ხმაც არ ამოუღია. მოუსწარი რა!_ მხიარულად დაკრა ხელი მხარზე ძმას და ანას თვალი ჩაუკრა.

-ანუშკი, როგორ ხარ შე დაკარგულო?

- ოჯახში ვქალობ და ვარ რა. _გაიცინა და ცხელი ყავა მოსვა.

- ამასწინებზე დავითა ვნახე, რას დაგიმსგავსებია ის კაცი?_მაშომ შეშფოთებულმა გახედა ჯერ ონოს და მერე ანას.

-რატომ რა სჭრის?

-გააჭაღარავა კაცი ორ წელში. _ დაცინა ონომ და ანას თმები აუბურდა.

-რა ცანცარა ხარ! გამისკდა გული შე საზიზღარო ბიჭო.

გული ხეზე მიიდო მაშომ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო და გაიცინა. ცოტახანი კიდევ ისხდნენ და ძველ ამბებს იხსენებდნენ. ონომ ორივე დააბინავა და თვითონ წავიდა. სახლში მისულს,დივანზე ჩაძინებული ნელი და ნია დახვდა. გაეღიმა და ჩანთები ოთახში შეიტანა. მერე უკან გამობრუნდამ ნელის პლედი გადააფარა, ნიაკო კი თავის ოთახში შეიყვანა და დააწვინა. მერე შეძენილის ამოლაგება დაიწყო. თვალი პატარა მაგიდაზე მოცეკვავე ტელეფონისკენ გაექცა. კიდევ კარგი ხმა გამოურთო თორემ დააღვიძებდა ყველას. ნელა ადგა ფეხზე და ნომერს დახედა. დიდი ნომრის წაკითხვისას ისევ გაეყინა სისხლის. გაღიმებულმა უპასუხა მეუნარგიას ზარს.

-როგორ ხარ, მაშო?_ ისევ ისეთი მხიარული იყო ბაქარი.

-გმადლობ კარგად, შენ როგორ ხარ?

-ხედავ რა ადვილი ყოფილა "თ"_ების გარეშე საუბარი?

-ცოტა მიჭირს._ გამხიარულდა მაშო.

-ეგ არაფერი. მომიყე აბა რა ხდება მანდეთ? დღეს ისვენებდი გავიგე._ უყურე შენ, როგორ აპარებს. ნელის კითხა ალბათ და სახლში რომ არ იყო, ადგილსამყოფელიც გაიგო.

-მეგობართან ერთად გავედი მაღაზიებში._ ჩააბარა პატაკი.

-კარგია, რაც მუშაობა დაიწყე არსად გასულხარ._ მზრუნველიც რომ ყოფილა ნახეთ.

-თქვ... შენ როგორ ხარ?_ კინაღამ არ წამოცდა?!

-მე კარგად ვარ. ორ კვირაში მოვრჩები სააქმებს და დაგადგებით.

-რა კარგია! _უნებურად აღმოხდა მაშოს.. სიმწრით ენა მაგრად მოიკვნიტა და თვალები დახუჭა. რას იფიქრებს ახლა ის კაცი? რაც უნდა ის იფირქოს, რასაც გრძნობს ის თქვა გოგომ. რომ იფიქროს მოვწონვარო მერე სად წავიდეს? არა ასე არ იფიქრებს. მაშოს მხრიდან ზრდილობიან ფორმად ჩათვლის მეუნარგია ამას. აბა უფროსს იმას ხომ არ ეტყოდა ცუდიაო. არა მგონია ამან უშველოს მაშოს ენაკვიმატობას.

-კარგია, ძალიან კარგი!_ ბაქარის ღიმილნარევი ხმა გაისმა.

ბაქარისთან საუბრის მერე სულ შეიცვალა. რაღაცნაირი გახდა, ისეთი მეც რომ ვერ გავიგე. ოთახში პატარა კალენდარი გაიკრა, დღის ბოლოს რიცხვები კალმის ხაზებით იფარებოდა. ნელისთანაც უფრო გახსილი და ლაღი გახდა. ნიაკოსთან სულ იცინოდა. ჯერ ისე როგორი მხიარული იყო და ახლა მითუმეტეს. ბაქარის ზარები ისე გახშირდა მეც კი მიკვირდა. საუბრის შინაარსი ერთი და იგივე იყო. ზღვარს არცერთი ცდებოდა. ბაქარი მაინც ინარჩუნებდა თავის სიმკაცრეს. მაშოს ასეთი უფრო მოსწონს მგონი. ნელიმ რამდენჯერმე მაშოს გასაგონად, ხათუნას ტელეფონზე უთხრა, ბაქარი სულ შეიცვალა. მერე დააყოლებდა მგონი ეშველა ჩემს შვილსო და ცალ თვალს ბავშთან მოთამაშე მაშოსკენ აპარებდა. რაღაც მე არ მჯერა ასე მალე მოხდეს ყველაფერი. მაშო და ნელი ზედმეტად აჩქარებენ მოვლენებს. ბაქარი ჩემი აზრით სულაც არ შეცვლილა. უბრალოდ მაშოს შეშინება აღარ უნდა. ამიტომაც დათბა ოდნავ ძიძასთან, ბოლოს და ბოლოს თავის შვილს უვლის გოგო. კვირა დღეს დასვენების დღე დაუწესა ნელიმ, ესეც სარგებლობს და მეგობრებთან ერთად გადის. სუფთა ჰაერზე გამოსვლა როგორ მოუხდა, ისევ ის მაშო დაბრუნდა, ახლი თვისებებით. უფრო დახვეწილი და გაწონასწორებული იყო. ბარშიც მეგობრებთან ერთად პატარა მაგიდასთან იჯდა და წვენს წრუპავდა.
ესეც ასე! ხალხში გაერია და ამბებიც დამიგროვდა. აბა რა იყო ის სახლში გამოკეტილი,რომ იყო. წერაც კი მღლიდა, ერთი და იგივე სიტვაციებზე. ანაც თან ახლდა, მართალია უკვე დაოჯახებული ანუკი აღარ მოსდიოდათ თვალში სამეულს, მაგრამ რას გააწყობდნენ. ბიჭები მოგვიანებით შეუერთდნენ. თვეების წინ ასე რომ იკრიბებოდნენ ის დრო გაახსენდა ნუცბიძეს და გაეღიმა. რას გადაყვა ამ ბაქარიზე ფიქრს. კაცმა არ იცის ახლა რას აკეთებს იქ. ხოდა ესეც გაერთობა, ისე როგორც ადრე... რა უშლის ხელს? არც არაფერი. ძმა აგერ ყავს და თუ რამეა დაიცავს, ან ვინ რა უნდა გაუბედოს. დაატეხავს ხელებს! მის ფიქრებზე გულიანად მეცინება მეც.
ბარში გვიანობამდე შემორჩნენ. ხვალ ორშაბათია სამსახურები აქვთ,მაგრამ არცერთი აპირებდა სახლში წასვლას.

-ამათ ვის ვხედავ. რავა ხართ?_ მაგიდას მაშოს კურსელი ლევანი მიუახლოვდა. მიყვარს ეს ბიჭი, საოცრად თბილი და მეგობრულია. ყველა სათითაოდ გადაკოცნა... მაშოს და ანას შუაში ჩასკუპდა და გოგონებს ხელი გადახვია. _ რა მაგრად დამიკიდეთ ორივემ._ გაუწყრა მეგობრებს და მხრებზე ოდნავ მოუჭირა თითები.

-რას ვიზამთ ჩემო ლევანიკო, ვმუშაობთ და ვერ ვიცლით. კვირა დღე მაქვს თავისუფალი და გამოვედით.

-მაგას რა ჯობია მერე. იქითა კვირას სადმე წავიდეთ ყველა. _ ტაში შემოკრა ლევანიმ და მიმტანს დაუძახა. _ აა, რას იტყვით?

-რაზეა საუბარი ჩემო ლევან, წავიდეთ!

-ჩემთან ავიდეთ კრწანისში.

ლევანის სახლი კრწანისში ჩემი სისუსტეა. საერთოდ აქ ვინც სხედნან ყველას ძალიან უყვარს იქ ყოფნა, სიმშვიდე და სიწყნარეა. ბარიდან ყველა ერთად გამოვიდა. ონო და მაშო ერთად წავიდნენ სახლში. სახლში მისულებს მაკა ისევ ფეხზე დახვდათ, შვილები გარეთ როცა ეგულება თვალს ვერ ხუჭავს. ონო მაკას გვერდით მიუჯდა და ლოყები დაუკოცნა.

-როდის უნდა გადაეჩვიო შენ ღამეების თენებას ?

-რა დამაძინებს გარეთ როცა ხართ. რა ქენით გაერთეთ?_ იკითხა და მაშოს ხელი გადახვია.

-აუ, მე მაგრად მეძინება და ეგ მოგიყვება. _ონო, ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა. მაშო დივანზე დაწვა თავი დედის კალთაში ჩადო და ჭერს მიაშტერდა.

-შენ თუ გინდა წადი დაიძინე დე.

-არა დედი არ მეძინება. მომიყე აბა რა ქენით?_ თან თმებზე ეფერებოდა დედა.

-ისეთი არაფერი, ძველი დრო გავიხსენეთ. უი, ლევანიკო შეგვხვდა ბარში. იქითა კვირას კრწანისში ავალთ.

-მერე უთხარი მესტუმროს, მომენატრა ეგ მავნე ბიჭი...2 საათი ხდება დედი და ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი წადი დაიძინე ახლა.

-დავწვები და უნდა ვიწრიალო საწოლში, არ დამეძინება და მირჩევნია აქ ვიყო!

-შენი უფროსი რას შვება როდის ჩამოდის?_ ღიმილით შეაპარა შვილს კითხვა და ზემოდან დააჩერდა. მაშო უხერხულობისგან შეიშმუშნა და ახურებულ ლოყებზე ხელი მიიდო. _ ჩემი ჩერჩეტი შვილი, რისი გრცხვენია დედი? _ კითხა და შუბლზე მსუბუქად დაკრა თითები.

-ერთ კვირაში ჩამოვა. დე მგონი მომწონს._ ცალი თვალით ახედა დედას და გაიცინა.

-ლექსოს ამბავი ხომ არ დაგავიწყდა დედი შენ? ცოტა დაფიქრება არ გაწყენდა, თანაც გაითვალისწინე რომ შენს უფროს ახალი დაღუპული ყავს ცოლი.

-დედა, მომწონსთქო ცოლად კი არ მივყვები.

-ჯერ გითხოვოს. _დაცინა შვილს და გვერდებში შეუღიტინა.

-მაკა, ნუ მაბრაზებ. რომ მოვიდნომო ცოლობასაც მთხოვს და შვილების დაჩენასაც._აცერცეტდა მაშო.

-შვილიშვილებს მომასწრო და არაფერი მინდა. ჩემი ყურებამდე შეყვარებული შვილი.

-არ მიყვარს დედა, მომწონს!

-ჩამოვა დედი ჩამოვა და ნახავ. წავიდეთ ახლა დავწვეთ!

შვილი ფეხზე წამოაგდო და თვითონაც უკან გაყვა. შუბლზე ტკბილად აკოცა და ძილინებისა უსურვა. საწოლში სულ მაკას სიყვებზე ფიქრობდა "ჩამოვა დედი ჩამოვა და ნახავ"_ო რას ნახავს ერთი? დავიჯერო მართლა შეუყვარდება მეუნარგია? თუმცა რა არის გასაკვირი, შესანიშნავი მამაკაცია. მაშოც არ არის ურიგო გოგო. შესანიშნავი წყვილია, ერთი ასაკი რომ არ უშლიდეთ ხელს. ერთ კვირაც მოითმინოს და მერე ყველაფერი უფრო გაუადვილდება. ბაქარი ჩამოვა და სხვა ეტაპი დაიწყება,ასე სატელეფონო ზარებით რა უნდა გაიგოს? როცა დაინახავს, მის გვერდით იტრიალებს უფრო მიხვდება და იგრძნობს. მაღვიძარა 7 საათზე დააყენა და თვალები დახუჭა. მაღვიძარაზე ადრე ოთახში ცხელი ყავით მაკა შემოვიდა. მშვიდობიანი დილა უსურვა შვილს და ოთახი დატოვა. ცოტახანი საწოლში ინებივრა მერე ფეხზე წამოდგა და თავისუფლად ჩაიცვა. თმა მაღლა აიწია და აბურდულად შეკრა. როგორ უხდება ასე უსწორმასწოროდ შეკრული თმა. ფინჯანით ხელში მისაღებში გავიდა და მამას გვერდით მიუჯდა. ნოდარიმ შვილს თავზე აკოცა და ლეპტოპი დახურა, ჩანთაში უცებ ჩააცურა და ფეხზე წამოდგა.

-გინდა მამი გაგიყვან?!

-არა მა, ონო ადგება ახლა და ის გამიყვანს 10_ზე უნდა ვიყო მაინც იქ.

ნიაკოს უკვე ეღვიძება, ძალიან მოენატრა ის ცუგურულემა გოგო. ყოველი დილა მისით იწყებოდა და ახლა ცოტა გაუჭირდა... რა ადვილად მიეჯაჭვა მეუნარგიების ოჯახს.ნეტავ მერე რა მოხდება ერთ მშვენიერ დღესაც რომ წამოვა. ხომ უნდა შეეშვას ძიძობას? ბოლოს და ბოლოს ის ბავშვიც გაიზრდება და აღარ დასჭირდეა ძიძა. ნერვიულობისაგან შეაკნკალა და ფინჯანს უფრო მოუჭირა თითები არა! არავითარ შემთხვევაში დაკარგავს ნიაკოს. ნელის თხოვს და ანახებს ხოლმე! თორემ გაგიჟდება... მერე ბაქარი ამოუტივტივდა თავში და ვერც ფინჯანის სიმხურვალემ უშველა ისე გააკანკალა. ონოსთან ერთად გავიდა სახლიდან. ისევ იმ ფიქრებში იყო, ვერაფრით მოიშორა ის საშინელი აზრები. ონისემ ხელიც კი გაკრა გამოფხიზლდიო, მაგრამ არა! ისევ ისე ჯიუტად დუმდა და ნერვიულობდა. სახლს რომ მიუახლოვდა ძმა გადაკოცნა და სირბილით აიარა ექვსი სართული. კარებთან რომ გაჩერდა, მერე მიხვდა ლიფტიც რომ მუშაობს. გაეცინა და საკეტს გასაღები მოარგო. ნელიმ მისცა შენც გქონდეს რა იცი რაში დაგჭირდესო. შემოსასვლელში ნიაკოს მხიარული ხმა გაიგონა და იქით დაიძრა. ღიმილი უფრო და უფრო გადაეფინა სახეზე შვილთან მოთამაშე მეუნარგია რომ დაინახა.

მოულოდნელობისაგან ოდნავ შეკრთა. ღიმილი მაინც ვერ მოიშორა სახიდან, მთელ ტანში სასიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა. სულ არ ახსოვდა ის ერთი კვირა. ღიმილით მივიდა მეუნარგიასთან და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა. ნახეთ როგორი გათამამდა, სულ არ აინტერესებს რას იტყვის ბაქარი. ახლა რაც იგრძნო ის ნაწილობრივ მაინც რომ არ გამოამჟღავნოს გაიგუდება. ვერანაირად შეძლო ემოციების დამალვა და გაიცინა. ბაქარიმ თავი მიატრიალა და ძიძას ახედა, ოდნავ შეეპარა მის მკაცრ სახეს სიცილი სიცილიც როგორ უხდება თურმე სულ სხვანაირი ბაქარი იდგა ახლა მაშოს წინ. ოდნავ გადმოიხარა და მაშო გადაკოცნა. ღიმილიც გაუქრა სახიდან და საერთოდ ყველაფერი, ვეღარაფერს გრძნობდა. ისე დაიძაბა ხელის გულები წამში გაოფლიანდა. აი თურმე როგორი ყოფილა აჩქარებული გულისცემა, აბა ის რა იყო ლექსო,რომ გადაკოცნიდა ქვასავით რომ იდგა ხოლმე. მაშინ ეგონა რომ გრძნობდა რაღაცას,მაგრამ აბა ახლა კითხეთ. საკუთარი სახელი დაავიწყდა ჩერჩეტს. ტუჩები ოდნავ გაწია განზე და კიდევ ერთხელ გაუღიმა მეუნარგიას.

-აბა ერთ კვრიაშიო?_ მიანც ვერ დამალა ცნობისმოყვარეობა.

-ერთი კვირით ადრე მოვრჩი საქმეებს. რა იყო ეგრე გეწყინა ჩემი ჩამოსვლა?_ გაიხუმრა უფროსმა და ბავშვი დივანზე დასვა, თვითონ კი მაშოს წინ დაუდგა.

-არა რას ამბობ, პირიქით გამიხარდა!

მორჩა და გათავდა. გათქვა საკუთარი თავი და მგონი ამას სულაც არ ნანობს. რა დაარიგა მაკამ გუშინ აღარც კი ახსოვს. მეუნარგია წამებში დასერიოზულდა და შვილს მიუჯდა გვერდით. ვაიმე...მე მგონი თავისი ქმედებით ეს მოცინარი კაცი სულ დააფრთხო. რა ატლიკინებდა ამ გოგოს, არასდროს ყოფილა ენაწყლიანი და ახლა რა დაემართა, სულ გასულელდა! ბაქარის ღიმილი წამებში სანატრელი გაუხდა. თავში გამწყრალმა ფიქრებმა მიუკაკუნეს და ლამის აატირეს. ისე შეეცოდა საკუთარი თავი, როგორ აქცია იმ საზიზღარმაც ზურგი. თითქოს ცუდი ეთქვას რამე. მგონი იგრძნო მაშო გულგრილი, რომ არარის და თავის არიდება გადაწყვიტა. არ უნდა ახალი ურთიერთობები ამ კაცს. ცოლი ორი წელია რაც დაკარგა, ჯერ ისევ იმას მისტირის. რა თქვა ნელიმ დაავიწყდა?! ჩემს შვილს ნათია ძალიან უყვარსო! ეგ რატომ არ ახსოვდა აქამდე თავს რომ იიმედებდა?! მთელი სახე აეწვა, ისე ეწყინა ახლა ეს ფიქრები. როგორ უცინოდა წეღან და ახლა ზედაც არ უყურებს. მხრები შეუმჩნევლად აიჩეჩა, ნიაკოს ლოყაზე აკოცა და თავისი ოთახისკენ წავიდა. საწოლზე ფეხმორთხმული დაჯდა და საკუთარი თავი ფიქრებში უამრავჯერ გალანძღა. ""ცანცარა ხარ! რა გატლიკინებდა? რომელი ერთმანეთზე გადამკვდარი ახლობლები ჩვენ ვართ! სულელი ხარ, სულელი!" არ ინდობდა საკუთარ თავს. მერე ცრემლიც შეეპარა, დიდხანს ცდილობდა თავის შეკავებას, მაგრამ ბოლოს მაინც გადმოვარდა ერთი კურცხალი. აღარც უცდია შეჩერება, აზრი არ ქონდა და იმიტომ. მარტოა ვერავინ ხედავს ადგება და იზლუქუნებს, ამისი რა მიდის. როგორ თუ რა მიდის?ჩაწითლებული თვალებით ვის დაენახება მერე? ყველაფერს მიხვდება ბაქარი და სულ დაიღუპება. ის ობოლი ცრემლიც სიმწრით მოიწმინდა და საწოლიდან ისკუპა. ხელები ბარძაყებზე ნელა დაიტყა და საკუთარი თავი გაამხსნევა. ესეც ასე, გამოუვიდა. ახლა გავა და იმ წარბშეკრულ უფროსს უჩვენებს სეირს. ზედაც აღარ შეხედავს! მორჩა და გათავდა, სულ აღარ აინტერესებს ბაქარი. სხვა უყვარს იმ კაცს და დამთავრდა! მაშო ამ სახლში ნიაკოს ძიძაა და ასე იქნება მანამდე სანამ ის ბავშვი არ გაიზრდება. როგორ ეტკინა ეს ფიქრები ვერც კი წარმოიდგენთ, მაგრამ ვერაფერს იზამს. სწრაფად გავიდა ოთახიდან და სამზარეულოში შევიდა, ისე რომ ბაქარისთვის არც შეუხედავს. არც უფროსს შეუწუხებია თავი დიდად, ერთი გახედა და მონატრებულ შვილს მოეფერა. რა ქნას ახლა იმას უგოროს კვერცხები? თუ არც შეურგიდება. რა ბაქარის სანერვიულო ეგ არის. ნიაკო კისერზე მოისვა და სამზარეულოში ოდნავ დახრილი შევიდა. მაშოს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ყავა ფინჯანში ჩაყარა.

-ყავას დალევთ?_ "თ" ისევ გაუმახვილა. მეუანრგიაც მიხვდა ამას და ის წარბები ძლივს გახსნა.

-ჩვენ ხომ შევთანხმდით, არანაირი "თ"! დავლევ თან გავიგებ როგორი ხელი გაქვს.

რას ჭრის და კერავს ეს კაცი? წეღან გამიხარდაო რომ უთხრა ისე დაკუჭა სახე და ახლა ეფლირტავება მგონი. მაშომ წარბები ზემოთ აწკიპა და გაკვირვებული მიაჩერდა მეუნარგიას. რა უკვირს ამ გოგოს, შვილის ძიძაა და სულ ხომ არ ეჩხუბება არაა. ცოტა გახსნილი ურთიერთობა არცერთს აწყენდა ჩემი აზრით, მაგრამ ეს ვერცერთმა ვერ შეიგნო.

-გადასარევი ხელი მაქვს. ტკბილი თუ მწარე?

-მწარე!_ თავისთვის გულში ჩუმად ჩაიჩურჩილა მაშომ << იმიტომაც ხარ ეგეთი მწარე!>> _ ყავა ადამიანის ხასიათზე არ მოქმედებს!_ ფიქრებს მიუხვდა ბაქარი და გაიცინა. არა! მორჩა და გათავდა! უყვარს მგონი ეს კაცი. აბა მის სიცილზე სულ ასე რატომ უფრთხიალებს გული, ან იქნებ ძალიან მოსწონს და იმიტომ. ჯერ არ ვიცი. ბაქარიმ ნიაკო მაგიდაზე დასვა, ხელები წელზე მოხვია და მაშოს მიაჩერდა.

ვგონებ ყველაფერი დღეიდან იწყება!

ფინჯნები შეავსო და მაგიდაზე დადგა. ორივე ერთმანეთის პირისპირ იჯდა, მაშო ნიაკოს რაღაცეებს ებუტუბუტებოდა, ისიც პასუხობდა აქაოდა მესმისო! ბაქარი მარტო იღიმოდა და დუმდა. ესეც საკმარისია ჩემი აზრით მეუნარგიას მხრიდან. სულ არაფერს ღიმილი ხომ ჯობია არა?!... მაშომ კიდევე ერთხელ ცადა, "იქნებ ბავშვს კიდევ ვათქმევინ ჩემი სახელი და სულ დავამუნჯო ეს ისედაც მუნჯი"_ო! საზიზღარი გოგოა. გაუგოს ბაქარიმ რეებსაა რომ ფიქრობს, აქეთ გახდის დაასაცინს და დასამუნჯებელს. რომელი გაუჭირდება.

-ნიჭიერი შვილი მყავს. _ გაეხუმრა როცა მაშოს სახელი კიდევ ერთხელ სასაცილოდ წარმოსთქვა ნიაკომ._ ჩემი სახელიც ათქმევინე და შენც ნიჭიერი გოგო იქნები. _ ისევ განაგრძობდა ხუმრობას ბაქარი. მგონი დაცინის!

-არ იძახის შენს სახელს. ამასწინებზე ვცადე.

-რაც მთავარია შენსას ხომ იძახის არა?!_ გაუცინა და შვილს ცხვირზე ხელი აკრა._ ხო მართლა დღეს ლოპოტაზე მინდა ნიაკო ავიყვანო და შენც წამოდი.

მოესმა თუ მართლა ლოპოტაზე დაპატიჟა?! რა უხარია მერე?! ძიძა და აღსაზრდელს უნდა გაყვეს, ამის ვალია სხვა კი არაფერი ევალება. თუმცა ახლა ამას ვინ ჩივის, ბაქარიმ უთხრა ჩვენთან ერთად წამოდიო. მაშოსთვის ეს ყველაფერს ნიშნავს. გაღიმებულმა დაქნია თავი და თითები მაგიზადე აათამაშა. ბაქარიმ ნიაკოს სახიდან მზერა, მაშოს პატარა და ლამაზ თითებზე გადაიტანა, მერე კი კიდევ ერთხელ გაიღიმა! სულ სხვანირად! მეუნარგიას, რომ არ ჩვევია ისე!


-რამდენიმე ხელი ტანსაცმელი წამოიღე შენთვისაც და ნიასთვისაც, ერთი ორი დღე დავრჩებით!

პასუხს აღარ დალოდებია ისე დატოვა სამზარეულო მეუნარგიამ. ცოტაც და ბედნიერებსგან ჰაერში იფრენდა მაშო. რა მალე აცუნდრუკდა, იცოდეს რა ელოდება წინ, ხომ დაეტეოდა ერთ ადგილას?! ნიაკო მაგიდიდან ჩამოსვა და ხელში აიყვანა. ტანსაცმელს გაოგნებული ალაგებდა. რომ კითხოთ რა ჩააგალა, პასხუს ვერ გაგცემთ. ისეთი დაბეული და გახარებულია. ნიაკოს ორი ჩანთა გაავსო. კიდევ ერთხელ გახადეხა ჩემოდნებს რამე ხომ არ მრჩებაო და თავისი ტანსაცმელებიც ჩაალაგა, პატარა ზურგჩანთაში. ოთახიდან აღარ გასულა საწოლზე ნიაკოსთან ერთად დაჯდა და მეუნარგიას დაუწყო ლოდინი. ისიც არ შემოდიოდა, მგონი სულ გადაიფიქრა წასვლა. არა არ მოჩვენებია,მართლა შეიცვალა მეუნარგია. სულ ოდნავ, მაგრამ შეიცვალა. ახლა ლოპოტაზე სულ ბაქარისთან ერთად იქნება და საერთო ენასაც გამონახავს. სხვა გზას არ დაუტოვებს უფროსს. სახელური დატრიალდა და ისევ წარბშეკრული მეუნარგია გამოჩნდა. ოღონდ ამჯერად ორი ქალბატონის დანახვისას გაიღიმა და თვალებით ანიშნა წავედითო. ბავშვი მაშომ აიყვანა, ჩანთები მეუნარგიამ აიკიდა და სახლიდან გავიდნენ. პატარა უკან თავის სავარძელში დააბდეს, მაშოც გვერდით უჯდებოდა,მაგრამ მეუნარგიამ არ დაანება.

-მანდ სად ჯდები? ტაქსის მძღოლივით მარტო უნდა უნდა მატარო მთელი გზა ? გადმოდი წინ!

ოდნავ მკაცრად გაუწყრა მაშოს და საჭესთან დაჯდა, ესეც გახარებული და იმედიანი წინ დაუსკუპდა და რადიო ჩართო. როგორ უცებ გაშინარურდა! სულც არ გრძნობს უხერხულობას, აბა ზოგი გოგო თავს ვერაფერს აბავს, სასურველ მამაკაცთან ერთად რომ ზის. არა! ზოგჯერ ესეც იბნევა,მაგრამ სულ დაბნეული ხომ არ არის, ლაღია და მხიარული. ზუსტად ეს თვისებები ეხმარება ბაქარისთან ურთიერთობაში, რომელიღაცა ხომ უნდა იყოს აქტიური. ნია გასუსული იჯდა უკან და ფანჯარაში იყურებოდა. ნახევარი საათი სიჩუმეში ისხდნენ. კაცმა არ იცის რაზე ფიქრობდა მეუნარგია, აი მაშოს ფიქრებზე კი გულიანად ვიცინე. სულ გამოჩერჩეტდა ეს გოგო. ოთახების დანაწილებაზე ფიქრობდა ნახევარი საათი. ნიაკო ხან ბაქარისთთან დააწვინა ხანაც თავისთან, ბოლოს მაინც გაურკვევლობაში დარჩა. მუსიკა ძალიან დაბალ ხმაზე ქონდათ ჩართული. თავისუფლად გახედა ბაქარის და დაკვირვება დაუწყო,როგორი მკაცრი ნაკვთები აქვს! მგონი სულ ტყუილად აბრალებენ იმ ქალის სიკვდილს ბაქარის უხასიათობას, ნაკვთებიც კი გაყინული აქვს. მაგრამ ვის დაკარგვია ბაქარის სიმკაცრე. მაშო ისე დაათბობს და გაამხიარულებს. აი ნახავთ, ეს რამდენიმე დღე დაუვიწყარი იქნენა სამივესთვის. სიჩუმეს დროდადრო, ნიას წამოძახილები არღვევდა,აშკარად მობეზრდა ბაქარის და ხმა ამოიღო.

-ლოპოტაზე ერთი წლის წინ ვიყავი, მომწონს იქაურობა. ამიტომაც ვფიქრობ ნიასაც არ აწყენს იქაური ჰაერი და გარემო.

-მეც მიყვარს სახლიდან სხვადასხვა ადგილებში წასვლა, თუმცა მე მაინც მთა მირჩევნია. სულ სხვა ჰაერია... თან მთაში უფრო სხვანაირად ვაზროვნებ.

-ეგ როგორ?_ ცალი თვალით გამოხედა ძიძას მეუნარგიამ და გაიცინა.

-უფრო გააზრებულად უნდა მეთქვა._ გაიცინა და თვითონაც შეხედა.

-ხოო. მთა მართლაც რომ კარგია. მერე ერთხელ მოვაწყოთ ტური და წავიდეთ, მოსულა?

-მართლა?

როგორ გაუხარდა! რა კარგი კაცია, მეუნარგია. მთაში წასვლა ლექსოსაც კი არ შეუთავაზებია, საცოლე რომ იყო მისი. მითუმეტეს იცოდა როგორ უყვარდა იქაურობა. თუშეთი მისი სისუსტეა, ლექსოს კიდევ ახლობელი ყავს იქაური,მაგრამ რად გინდა. ფეხიც კი არ ჩაადგმევინა. რომ ვუფიქრდები სულ მინუსებიანი ბიჭია, რამ გადარია ეს გოგო იმ ხეპრეზე დღემდე ვერ გავიგე. ვერ ხედავს ბაქარი როგორი კარგია და "მზრუნველი" წაგიყვანო ფაქტიურად ასე უთხრა. აბა რა წაიყვანს და დაუვიწყარ დროსაც გაატარებენ.

-მართლა, მართლა. ნიაკოს აღმზრდელი ხომ ჭირდება არა?_ გაიცინა და საჭე მკვეთრად მოატრიალა. ეჰ' აღმზრდელიო. არადა, რამდენი რამ იფიქრა, მაგრამ ეგ არაფერი, ნუცბიძეს იმედი აქვს რომ ბაქარი მარტო ამ მიზეზით არ წაიყვანს . მეც მჯერა!

-მაშინ ჩემს ძმას რომ ვუთხარი წარბგაუხსნელი და საძაგელი კაცია თქო, ახლაც ეგრე კი არ ვფიქრობ. ღიმილიც გცოდნია და აზრი შევიცვალე._ გულახდილად დაუწყო ლაპარაკი ნუცუბიძემ, თან ჩუმად ეცინებოდა. მეუნარგიასაც გაეღიმა მაშოს ბავშვურობაზე.

-ეგ არაფერი. ახლა ხომ მოგწონვარ რაც მთავარია?_ მოგოწნვარო, ეგ როგორ გაიგოს ახლა? როგორც მამაკაცი თუ როგორც პიროვნება! ოო, როგორ დააბნია ახლა ეს გოგო.

-ახლა კი!_ გაუღიმა და ნიაკოს გახედა._ როგორი წყნარია, ვერც გაიგებ აქ თუ ზის. _ სწრაფად შეცვალა თემა და სხვანაირად აჭიკჭიკდა. ბაქარიც მიხვდა და აღარ გაუგრძელა სუბარი, არადა მგონი კიდევ ქონდა რაღააცები სათქმელი. დანიშნულების ადგილამდე აღარცერთს გამოუჩენია ინიციატივა, გასუსულები ისხდნენ და გზას უყურებდნენ. თან ეს სიჩუმეც რაღაცნაირად სასიამოვნო იყო. მანქანის სალონში გამეფებულ ბაქარის სუნს კიდევ ორი საოცარი სურნელი შეერია და ჰაერში დატრიალდა. ახლა უფრო სასიამოვნო იყო მანქანაში ჯდომა. ჰაერი მართლაც რომ საოცრად განსხვავებული იყო. როგორ უყვრს ასეთ გარემოში საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. გაზაფხულამდე სულ რაღაც სამი დღე დარჩა და უკვე იგრძნობა ამინდის გამოფხიზლება... ნიაკო ხელში აიყვანა და სასტუმროს ახედა. ბაქარი ჩანთებ აკიდებული წინ წავიდა.

-ორი ოთახი დაგვჭირდება. ნიას გავიყოფთ ხოლმე.

-თუ გინდა სულ ჩემთან იყოს.

-ჩემი სახელის წარმოთქმას ასწავლი?

-მე ვეცდები ყველანაირად.

-კარგი მიდი შედით დაბინავდით, მე რაღაცებს მოვაგვარებ და მერე დაბლა დაგელოდებით.

ჩანთები ოთახადე მიატანინა და გასაღები ჩააბარა. სულ ღიღინით დადიოდა მაშო ოთახში, საერთოდ არანაირ დისკომფორტსა არ გრძნობს პატარას ტანზე გამოუცვალა და დაბლა ჩავიდნენ. მეუნარგია სავარძელში იჯდა და ტელეფონში რაღაცას უყურებდა. სახე ისევ ისეთი მკაცრი ქონდა როგორც ყოველთვის. ბაქარიდან მზერა ძალიან ნაცნობ და მონატრებულ სილუეტზე გადაიტანა. ზუკა, მაშოს და ონოს ბავშვობის საოცარი მოგონება. რამდენი რამ აკავშირებს ამ ბიჭთან. გამოგიტყდებით და გეტყვით,რომ ერთი პერიოდი რომანის მსგავსი ურთიერთობაც ქონდათ,მაგრამ მერე გაწყვიტეს. ირძნეს რომ არცერთი იყო ერთმანეთისთვის დაბადებული. მეობრობა კი დღემდე გრძელდება, უბრალოდ ზუკა რუსეთში იყო წასული ბოლო სამი წელი. როგორც ჩანს ჩამოსულა და სულაც არ გახსენებია მაშო და ონო. გულში გამოლანძღა მეგობარი და ნიაკოსთან ერთად გეზი მისკენ აიღო.

-ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, თვით ზუკიტო! _ ძველი მეგობრობის წყალობით გაბედა და ისევ იხუმრა. ზუკა გაკვირვებული შემოტრიალდა, მერე სულ სიცილით ჩაიხუტა გადაკარგული მეგობარი.

-აუ მაშო ტო. რა მაგრად მომნატრებიხარ ეე.

-რაღაც არ გეტყობოდა.

-როგორ ხართ? ონოს სად არის?

-კარგად ვართ. ონო სახლშია.

-მოიცა ამხელა შვილი გყავთ უკვე?_ სულ დამავიწყდა მეთქვა ზუკამ არც კი იცის მაშოს და ლექსოს ურთიერთობის დასრულების შესახებ.

-არა რა შვილი. მე და ლექსო სამი თვეა დავშროდით. ეს ჩემი აღსაზრდელია ნია, გაიცანი.

- დაშორდით? მოიცა სულ დავიბენი რა აღსაზრდელი ძიძა ხარ?_ ხმაში სიცილი შეეპარა კურტანიძეს.

-დიახაც! რა არის მერე რომ დამცინი, იცი რა მაგარი პროფესიაა?

-ეგ კარგი და მარტო ხართ?_ თვალი სივრცეს მოავლო ზუკამ, თითქოს ვინეს იპოვიდა რა.

-არა ნიაკოს მამასთან ერთად.

-მოკლედ ახლა მაგარი დაბნეული ვარ რა. გავიქეცი, კლიენტი მელოდება და მერე გნახავ, დავსხდეთ და ვისაუბროთ? შენ ხომ აქ უნდა იყო?

-კი ეს ორი დღე აქ ვიქნები. კარგი მიდი, დროებით!

-იცოდე არ დაიკარგო, მოგძებნი!

ზუკა, გასასვლელისკენ წავიდა და თვალს მიეფარა. ამ დროის განმავლობაში სულ გადაავიწყდა იქვე სავარძელში მჯდომი მეუნარგია,რომელიც ინტერესით აკვირდებოდა მაშოს. თავი უხრხულად იგრძნო ძიძამ და მისკენ შეტრიალდა. ტელეფონი გვერდით გადაედო ბაქარის და ხელებგადაჯვარედინებული იჯდა, თან მაშოს ოდნავ მკაცრი და გაღიზიანებული მზერით აკვირდებოდა. ძიძა მისკენ წავიდა და მოპირდაპირე სავარძელში ჩაეშა. თან მაცდური ღიმილი დასთამაშებდა იმ ლამაზ სახეზე, მგონი ბაქარიმ იეჭვიანა და მაშო ამით აღფრთოვანებულია. კი კი როგორ არა, იეჭვიანა. ვის დაკარგვია ზუკა და მაშო? მეუნარგიასთვის ორივე სულერთია.

-არ ვიცოდი აქ ახლობლები თუ გყავდა. _ოდნავ წამოიწია მეუნარგია და გამომცდელი მზერით შეხედა ნუცუბიძეს.

-უი არაა...ჩემი ბავშვობის მეგობარია ზუკა, ორი წელი რუსეთში იყო წასული და ახლა შემთხვევით გადავწყდი.

-რა ვქნათ საიდან დავიწყოთ, დათვალიერებით თუ დღეს დავისვენოთ?

-როგორც გინდა.

-მაშინ მოდი დღეს აქვე ტბასთან გავისერინოთ.

ნიას ეტლი მანქანიდან ამოიღო ბაქარიმ და შიგნით ჩასვა პატარა კუდრაჭა. მაშო გვერდით დაიყენა და ბილიკს გაუყვა. როგორი სასიამოვნო გარემოა. ბედნიერი იქნებოდა აბა რა, ბაქარის და ნიას გვერდით. როგორ უჩქარდება ხოლმე გული უფროსის დანახივსას. მგონი მოწონება აღარ ქვია იმას რასაც ნია გრძნობს, აქ უკვე საქმე სერიოზულ მიზეზთან გვაქვს. ცოტა კიდევ უნდა გაქტიურდეს, ამ მამაკაცის ხელში ჩაგდება თუ უნდა. ასე ღიმილით და მხარზე ხელის დაკვრით ვერ მოთაფლავს ამ ყინულივით კაცს. დაიცადე ჯერ სად ხარ! ყველაფერი იქნება თავის დროზე. ხმას არცერთი იღებს. დღეს ბევრი ილაპარაკა ორივემ და ძალებს იკრეფენ თუ რა ხდება, ან იქნებ ბაქარის სიარულის დროს საუბარი არ უყვარს. სიწყნარე ურჩევნია და გარემოთი ტკბობა. ალბათ ეგრეა და მაშოც აღარ უშლის ხელს. დიდხანს ვერ ისერინეს ნიაკო ატირდა, მოშივდა პატარას. თან ბნელდებოდა და მისი ძილის დროცაა. სასტმროში დაბრუნდენ. ვახშამი გაამაზებინა ბაქარიმ და მაგიდას მიუსხდნენ. ნიაკოც გაისუსა საჭმლის სურნელი რომ იგრძნო. ლიფტშიც არ ამოუღიათ ხმა. ბაქარი მოპირდაპირე ოთახში შევიდა და ძილინებისა უსურვა ჩვენს გოგოებს. ნიაკოს მალე ჩაეძინა, აი მაშომ კი მთელი ღამე იწრიალა. რა დააძინებდა ამდენი საფიქრალი, გაუჩინა ბაქარიმ. როგორი თბილი იყო დღეს, მერე ზუკაზეც რომ იეჭვიანასავით. აგიჟებს ეს კაცი. ჯერ ისევ შავი იყო ცა თვალები რომ დახუჭა.

მერე სიზმარში რაღაცის ხმა გაისმა. ოთახშიც სიცივე შემოიჭრა წამებით, მერე ისევ დათბა. თვალების გახელა დაეზარა, იცოდა რომ რეალობაში ახლა ოთახი მხოლოდ ის და ნია იყვნენ და ძილი შეიბრუნა. სიბნელეში ვერც მე გავარჩიე რა ხდებოდა მაშოს დროებით საცხოვრებელში.

~~~~~~
უსაზღვროდ დიდი მადლობა მინდა ყველას გადავუხადო... ძალიან მიხარია ისევ რომ კითხულობთ. <3 ახლებო, თქვენც ძალიან დიდი მადლობა, კარგია რომ მოგწონთ. <3



№1 სტუმარი Guest lia

შაინტერესოა
Kარგად წერ. Kარგი გოგო ხარ.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მე კი ვიცი რაც ხდებოდა მაგრამ ...

 


№3 სტუმარი Guest ჯიჯი

აუ როგორ არ მიყვარს ესეთი ანგელოსსსი გოგოები
ვითომ ანგელოსები და სინამდვილეში ფეხიდან გაცვეთილები...
როგორ მიყვრდა სახელი მაშო და ამ რაღაცის თუ ვიღაცის გამო ვეღარ ვიტან..
ჭკუიდან მშლიან ესეთი ამაზრზენი გოგოები ტიპს რა ფიქრები აქვს და მიზნები))))))))))
ვითომ ჯააან გულუპყვილო და ბავშვი როა თან.
მაღიზიანებს.

 


№4  offline მოდერი მე♥

Guest lia
შაინტერესოა
Kარგად წერ. Kარგი გოგო ხარ.

ძალიან დიდი დიდი მადლობა.❤️
Anuki96
მე კი ვიცი რაც ხდებოდა მაგრამ ...

მაგრამ ოო!
Guest ჯიჯი
აუ როგორ არ მიყვარს ესეთი ანგელოსსსი გოგოები
ვითომ ანგელოსები და სინამდვილეში ფეხიდან გაცვეთილები...
როგორ მიყვრდა სახელი მაშო და ამ რაღაცის თუ ვიღაცის გამო ვეღარ ვიტან..
ჭკუიდან მშლიან ესეთი ამაზრზენი გოგოები ტიპს რა ფიქრები აქვს და მიზნები))))))))))
ვითომ ჯააან გულუპყვილო და ბავშვი როა თან.
მაღიზიანებს.

მართლა არ მესმის რა გააკეთა მაშომ ისეთი საყვარელ სახელს რომ ვეღარ იტან. ვინმეს ქმრის წართმევას გეგმავს, საწოლში უწვება, ოჯახს ატყუებს თუ რას აკეთებს მიუღებელს?!
მამაკაცი მოსწონს და რა არის ამაში საგანგაშო და გასაოგნებელი არ მესმის, მითუმეტეს რომ ეს ყველაფერი უბრალო, თავში ავარდნილი გოგოს ფიქრები არ არის და ყველაფერს კარგად აანალიზებს. მითუმეტეს მაშინ როცა ამ ურთიერთობის გასასერიოზულებლად არაფრის თავი არ აქვს.
რისთვისაც არის იმ საქმეს 5_იანზე აკეთებს და პარალელურად თუ ვიღაც უყვარდება ეგ ცუდი ქალობა არ არის! ;) მე ასე მესმის ჩემი პერსონაჟების და თუ ვინმეს ზოგადად შინაარს იწუნებს შეუძლია უპრობლემოდ შეეშვას კითხვას. ❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი miyvarxar1992

ჩემი მაშიკო ტკბილიაოოო.მიყვარხარო მე შენ

 


№6  offline მოდერი bibo

ჩემი ტაჩუნები :* ჩემი მზე ვინ ალისო :* ჩემი სიგემრირლე მარწყვის გოგო :* ლამაზ თმიანო საქალბატონევ შენ ხარ სასწაული შენი ისტორიები არი საოცრება ისეთი საოცრება რომელიც ყოვე დღე მაოცებს ხო მაქ წაკითხული ხო ვიცი ხო მაქ გადაღეჭილი მაგრამ სხვა განცდა სხვა სტილი სხვა შეგრძნება და სხვა გრძნობა :* ისეთი სიგიჟეა ისეთი სახალისო ისეთი ფერადი შენიძლია ასჯერ წავიკითხო და ჩავკოკლოზინდე :* ჩემი მარწყვის გოგო :*

 


№7 სტუმარი გეგა

ვგიჟდები შენნაირ ერთგულ ქალებზე:))))
ანუ რას ამბობ ქმარი, რომ მოგიკვდეს წელიწად ნახევარში სხვას გაყვები ცოლად?
თუ შენ რომ მოკვდე შენი ქმარი იმდენად ერთგული არ უნდა იყოს, რომ ორი წელი ვერ მოითმინოს სხვისით ჩაგანაცვლოს.
აი შენნაირი ქალები რომ მოდიან მაგიტოა, რომ ერთგულება და ნდობა აღარ არსებობს და ყველაფერი ქრება.
განო მელითაური ახაკგზრდა გოგოა კოტე თოლორდავა 2 წელია დაკრძალა მარა შვილებს უვლის და ერთგულია, იმიტომ რომ უყვარდა და როცა გიყვარს გიყვარს ბოლომდე.
ვერ ვხვდები და ვერასდროს გავიგე იმას რასაც შენ აქ წერ.
ვერასდეოს!!!!!
ქეთათომ ირაკლი ჩარკვიანი 15 წლის უკან დაკრძალა, მაგრამ ამ წელს გაიჩინა ვიღაც ისიც ფლირტის დონეზე და შენ, რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ ან წერ მართლა ვერ ვხვდები.
აი შენ რა გესმის სიყვარულს ან რა გაგეგება ამ გრძნობის, როცა საკუთარ პერსონაჟებ ამართლებ (პერსონაჟს აბრალებ თორე ფაქტიურად ხომ შენ ფიქრობ ეგრე) რომ მერე რა ცოლი მოუკვდაო:)))))))))
გ უ ლ ი ს ა მ რ ე ვ ი ა!
მაშო ეყვარება ბაქარს, როცა საყვარელი ქალის ერთგული ვერ დარჩა წელიწად ნახევარი?
აი მაშოსნაირი გოგოები კი მართლა მეზიზღება 2 წელი ხალხოოოოო ორი წელი რა ჩემი ფეხებია აი რა ჩემი ფეხებია დაივიწყო საყვარელი ადამიანი მისი სუნი, ჩვევები, ხმა, თვალები და ორი დღის მოსული ძიძათი ჩაანაცვლო.
ვერ გავიგებ, ვერასდროს ვერ გავიგებ ამას და ვერ გავამართლებ.
სიყვარულზე ნუ წერ შენი ჭირიმე არაფერი არ გაგეგება ამ გრძნობის.

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ცაო დაგვსეტყვე!
გარდაცვლილთან დაკავშირებით ერთფულებაზე და ღალატზე რა პონტში საუბრობთ დამაკვალიანეთ ერთი.
ან ვინ ამბობს რომ დავიწყება ხდება?! ან ამ საიტზე ასე სერიოზულად(თან არასწორად) რატომ განიხილავთ ამ თემას?!
ცხოვრება რომ გრძელედება ეს ჩემი მოგონოლი სიბრძნე არ არის, და რაღაცის რაღაცით ჩანაცვლება. არავინ არ იცის ვის რის ხარჯზე უწევს ცხოვრების ხელახლა დაწყება-აწყობა!
მაგრამ, ვიმეორებ შეეშვით ამ საიტზრ ფილოსოფიას და შემარგეთ ეს მსუბუქ-სასიამოვნო ისტორია! ხო გავუქანებდი ავტორს რამეს, იმ განცდებზე რომ დაეწყო წერა, რასაც საყვარელი ადამიანის გარდაცვალება იწვევს. რა ჯანდაბად მინდა ამ საიტზე დამძიმება და რეალური დრამები.

 


№9  offline მოდერი მე♥

ძალიან ცუდია ამის ახსნა რომ მიწევს, მაგრამ ამ ერთხელ იყოს.
სადმე არის დადგენილება სადაც წერია რომ ყველა ადამიანმა ერთნაირად უნდა გადაიტანოს საყვარელი ადამიანის დაკარგვა?! სადმე წერია რომ ყველა ქალი/კაცი მთელი ცხოვრება ყველას დასანახად უნდა გლოვობდეს იმ ადამიანს რომელიც აღარ არის. სადმე წერია რომ 2 წლის შვილი უნდა გაიმეტო იმისთვის რომ მთელი ცხსოვრება შენს ჩაცვენილ თვალებს უყუროს?! ან სადმე წერია რომ მეორე ნახევრის პოვნა ნიშანვს იმას რომ პირველი სათანადოდ არ გყავებია და არ ყოფილხარ კარგი ქმარი/ცოლი? რა პრიმიტიული აზროვნებაა ვერ ვხვდებ, და რატომ უნდა იგლოვოს ბაქარიმ ყველას დასანახად გარდაცვლილი ცოლი, როცა არცერთ ჩვენგანს წარმოდგენა არ აქვს ვინ როგორ აგრძელებს ცხოვრებას. შესაძლოა იმაზე მეტად მძიმე იყოს მისთვის სხვა ქალის გვერდით ყოფნა ვიდრე მარტოობა, მაგრამ იქნება იმიტომ რომ ასეა საჭირო! მე ან ჩემს მეორე ნახევარს როგორ და რა დაგვემართება ეგ კიდევ კაცმა არ იცის, მაგრამ ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს 5-10-15 წელი მიგლოვოს და საკუთარ ცხოვრებაზე უარი თქვას. ზუსტად მეცოდინება რომ ისევ ისე ვუყვარვარ როგორც სიცოცხლის განმავლობაში და ეს არ ნიშნავს არც ჩემს ღალატს და არც არავის ღალატს! სიყვარულო შესაძლოა ორჯერაც მოვიდეს და სამჯერად, მითუმეტეს მაშინ როცა პირველი აღარ არსებობს და შენს ცხოვრებაში მხოლოდ მოგონებებით თუ შეძლებს არსებობას!
რაც შეეხება კონკრეტულად ისტორიას რატომ ფიქრობთ რომ ისტორია გათვლილია სამგლოვიაროდ, ან ვინმეს დასასტრესად?! დიახ, ჩემს პერსონაჟს ვიცავ იმიტომ, რომ საგანგაშო არაფერი არ გაუკეთებია! მოსწონს მამაკაცი და ეს სულაც არ მიმაჩნია მიუტევებელ ცოდვას, უყვარდება და არც ეს მიმაჩნია ცოდვად! ქმარს არავის არ ართმევს და მადლობა თქვას ბაქარიმაც, ნელიმა და ნიაკომაც მაშო თუ მათ ცხოვრებაში ნათელი ფერებით გაანათებს!
ეს არის ჩემი კომენტარი და თუ კიდევ ვინმეს გონია რომ აქ რაიმე ამაზრზენი და გულისამრევი ხდება, კარგი მარცხნივ ზემოთ!
არასოდეს არ მიმიღია შენიშვნა ისტორიის შინაარსთან დაკავშირებით და არც ახლა ვაპირებ, მოგისმენთ, მაგრამ არ გავითვალისწინებ! შეგედავებით იმიტომ რომ რასაც ვწერ მინდა ბოლომდე თქვენთან მოვიდეს!
შენიშვნებს ვიღებ გრამატიკასთან დაკავშირებით სხვა დანარჩენი მკითხველს არ ეხება, მკითხველმა უნდა ისიამოვნოს და ავტორმა უნდა იცოდეს ეს როგორ გააკეთოს, თუ ამას ვერ ახერხებს მკითხველი და ვერც ავტორი მაშინ მარტივად ერთმანეთს უნდა შეეშვას ორივე!
ძალიან მიხარია ისტორიას რომ კითხულობთ, მაგრამ თუ ეს თქვენთვის მიუღებელია უმჯობესია მორჩეთ!
მე ისტორიას იმიტომ ვწერ რომ მკითხველი აქ შემოსვლის დროს უბრალოდ მოეშვას და რამდენიმე წუთით მაინც მოახერხოს რეალობის დავიწება. მე ვწერ მარტივ ენაზე, მკითხველისთვის სასიამოვნოდ ყოველგვარი დაძაბულობების და დრამების გარეშე. ზოგს არ მოსწონს და ურჩევნია ყველაფერი გართულებულად იყოს, მათთვის კი ჩემი ისტორია მართლა არ არის განკუთვნილი. მომიტევეთ არ მიყვარს წარსულში ქექვა, გამუდმებით ტკივილზე საუბარი და შექმნილი ადამიანების ცხოვრების გამწარება.

miyvarxar1992
ჩემი მაშიკო ტკბილიაოოო.მიყვარხარო მე შენ

მე კიდევ შენო <3
bibo
ჩემი ტაჩუნები :* ჩემი მზე ვინ ალისო :* ჩემი სიგემრირლე მარწყვის გოგო :* ლამაზ თმიანო საქალბატონევ შენ ხარ სასწაული შენი ისტორიები არი საოცრება ისეთი საოცრება რომელიც ყოვე დღე მაოცებს ხო მაქ წაკითხული ხო ვიცი ხო მაქ გადაღეჭილი მაგრამ სხვა განცდა სხვა სტილი სხვა შეგრძნება და სხვა გრძნობა :* ისეთი სიგიჟეა ისეთი სახალისო ისეთი ფერადი შენიძლია ასჯერ წავიკითხო და ჩავკოკლოზინდე :* ჩემი მარწყვის გოგო :*

კუნკულა!
სიყვარულო და სიხარულო!
ძალიან დიდი მადლობა!
უზომოდ მახარებ შენი თბილი და ტკბილი სიტყევით, მიყვარს მე შენი შეფასებები! <3
--------------------
ა.ა

 


№10  offline წევრი kethrine

არვიცი ადრეც თუ წერდი ისტორიებს. არ მინახიხარ. ეს გადახვევებიც თავისებურად მართობს...
ხო რაც შეეხება ორ წელს და ა.შ. აღნიშნულიც გაქვს რომ ცივი ადამიანია. არ ვაბმობ ნდა ბოლომდე დაივიწყოს თავის ცოლითქო. ამას ვერავინ იზავს, მაგრამ გული თავისას შვება:) მოკლედ აქ გრაფომ დაწერა მგონი და მეც განვმეორდები მისი სიტყვებით. დრამა და მძიმე თემები ცხოვრებაშიც გვეყოფა მოსასმენად თუ საყურებლად. გელოდები...

ერთი პატარა რჩევის სახით, წინა თავებშიც შევნიშნე.
სწორია სიტ'უ'აცია და არა სიტ'ვ'აცია. საშ'უ'ალება და არა საშ'ვ'ალება.
ვიცი რომ უკვე დაწერილი გაქვს მაგრამ მაინც. იმედია არ მიწყენ. წარმატებები
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№11 სტუმარი Guest eni

velodebi axal tavs,magram gtxov gaitvaliswine swori formebi.mag:situacia da ARA sitvacia.an baqarma,baqars,baqartan da ARA baqarim,baqaris,baqaristan.sakmaod noralurad dawyobil winadadebebshi cudad chans elementaruli- sakutari saxelis araswori brunva.ar gewyinos.

 


№12  offline წევრი modemodka

Au , kargia , velodebi shemdeg tavs.♡♡

 


№13  offline მოდერი მე♥

საყვარლებო!
გრამატიკასთან დაკავშირებულ შეცდომებზე მითითება არ მწყინს მე! პირიქით მინდა რომ ხშირად დამეხმაროთ!❤️ მადლობის მეტს არაფერს გეტყვით❤️❤️
უბრალოდ სიტ”ვ”აცია და საშ”ვ”ალო ამ ისტორიაში მართლა წარსულის ცოდვებია... აშკარად გამომრჩა და მადლობა, უფრო დავუკვირდები.❤️❤️ სახელი, ისე მტანჯავს -.- !
უსაზღვროდ დიდი მადლობა ყველას!
გყვარობთ!❤️
--------------------
ა.ა

 


№14 სტუმარი Guest trocodeo

ჩემი აზრით მაშო ძალიან დადებითი პერსონაჟია.ქმარს არავის არტმევს,ბავშვი უყვარს და არაჩცეულებრივი ძიძაა და ინტრიგებს არ ხლართავს.თუ შეუყვარდა ეს სულაც არაა დასაძრახი.რაც შეეხება ბაქარს ტუ სეუყვარდება ესეც ბუნებრივად მიმაჩნია და არ ნიშნავს რომ მის გარდაცვლილ მეუგლეს შEურაცხოპს. არაჩვეულებრივად წერ ,მომწონს იუმორული ჩანარტები..

 


№15 სტუმარი Gvantsa Mumladze

გეგა
ვგიჟდები შენნაირ ერთგულ ქალებზე:))))
ანუ რას ამბობ ქმარი, რომ მოგიკვდეს წელიწად ნახევარში სხვას გაყვები ცოლად?
თუ შენ რომ მოკვდე შენი ქმარი იმდენად ერთგული არ უნდა იყოს, რომ ორი წელი ვერ მოითმინოს სხვისით ჩაგანაცვლოს.
აი შენნაირი ქალები რომ მოდიან მაგიტოა, რომ ერთგულება და ნდობა აღარ არსებობს და ყველაფერი ქრება.
განო მელითაური ახაკგზრდა გოგოა კოტე თოლორდავა 2 წელია დაკრძალა მარა შვილებს უვლის და ერთგულია, იმიტომ რომ უყვარდა და როცა გიყვარს გიყვარს ბოლომდე.
ვერ ვხვდები და ვერასდროს გავიგე იმას რასაც შენ აქ წერ.
ვერასდეოს!!!!!
ქეთათომ ირაკლი ჩარკვიანი 15 წლის უკან დაკრძალა, მაგრამ ამ წელს გაიჩინა ვიღაც ისიც ფლირტის დონეზე და შენ, რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ ან წერ მართლა ვერ ვხვდები.
აი შენ რა გესმის სიყვარულს ან რა გაგეგება ამ გრძნობის, როცა საკუთარ პერსონაჟებ ამართლებ (პერსონაჟს აბრალებ თორე ფაქტიურად ხომ შენ ფიქრობ ეგრე) რომ მერე რა ცოლი მოუკვდაო:)))))))))
გ უ ლ ი ს ა მ რ ე ვ ი ა!
მაშო ეყვარება ბაქარს, როცა საყვარელი ქალის ერთგული ვერ დარჩა წელიწად ნახევარი?
აი მაშოსნაირი გოგოები კი მართლა მეზიზღება 2 წელი ხალხოოოოო ორი წელი რა ჩემი ფეხებია აი რა ჩემი ფეხებია დაივიწყო საყვარელი ადამიანი მისი სუნი, ჩვევები, ხმა, თვალები და ორი დღის მოსული ძიძათი ჩაანაცვლო.
ვერ გავიგებ, ვერასდროს ვერ გავიგებ ამას და ვერ გავამართლებ.
სიყვარულზე ნუ წერ შენი ჭირიმე არაფერი არ გაგეგება ამ გრძნობის.


Jer ra shedareba moitane, qetato? Rac ar icit da ar ginaxavt imaze rogot laparakobt vgijdebi. Eg sheni qetato club “galerishi” 3-4 bichtan ertad saxalxod orgiebs awkobda. Maqvs chemi tvalit nanaxi, plus gadmocemit vici da videoc nanaxi maqvs chemi nacnobis gadaghebuli. Ra amazrzenia shens gonebashi “ertguli” qalis saxe .

 


№16  offline მოდერი მე♥

Guest trocodeo
ჩემი აზრით მაშო ძალიან დადებითი პერსონაჟია.ქმარს არავის არტმევს,ბავშვი უყვარს და არაჩცეულებრივი ძიძაა და ინტრიგებს არ ხლართავს.თუ შეუყვარდა ეს სულაც არაა დასაძრახი.რაც შეეხება ბაქარს ტუ სეუყვარდება ესეც ბუნებრივად მიმაჩნია და არ ნიშნავს რომ მის გარდაცვლილ მეუგლეს შEურაცხოპს. არაჩვეულებრივად წერ ,მომწონს იუმორული ჩანარტები..

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო... სულაც არ მიმაჩნია მაშო, ან ბაქარი ცუდ ადამიანებად... სიყვარული არ არის დანაშაული და თუ ვინმეს ამის შეგნება არ უნდა მისი პრობლემაა. და ყველაზე მთავარი, აქ ტრაგიკულ ამბებს არ უნდა ეძებდნენ! <3
--------------------
ა.ა

 


№17 სტუმარი lina

yvelaperi mshvenivrad midis

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent