შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ჩემი საყვარელი [თავი 2]


25-09-2017, 04:38
ავტორი მე♥
ნანახია 10 423

დაძაბულმა გასწია თავი უკან, ვერ მიხვდა მისი ქცევა წინააღმდეგობას ნიშნავდა და თუ უბრალოდ გამოუცდელობამ და ქალურმა შიშმა სძლია. მაქსიმე ოდნავ გადაიხარა ქალისკენ, დაკვირვებით შეათვალიერა, მერე უკან დაიხია და ისევ ფანჯრებისკენ წავიდა. მისი ქცევით გაკვირვებულმა შუბლი შეჭმუხნა და თვალები მოჭუტა. ვერ მიხვდა რა მოხდა, ან რას ნიშნავდა მაქსიმეს ეს ქცევა, ამით რისი მინიშნება უნდოდა რომ ამიერიდან ნინია მისი ქალია და როცა უნდა მაშინ მიუახლოვდება, როცა უნდა კი უსიტყვოდ წავა... ალბათ მისი ქცევაც ამაზე მეტყველებს. ნინიამ ნერწყვი გადაყლაპა და ღრმად ამოისუნთქა.

-ოთახს გაჩვენებ._მაქსიმე ერთ-ერთი დერეფნისკენ წავიდა, ნინიაც უსიტყვიდ აედევნა უკან. _ეს იქნება შენი ოთახი. _პირველივე კართან გაჩერდა და გოგონასკენ მიტრიალდა.

-ჩემი?_ცოტა დაიბანა. _აკი ერთ ოთახში ვიქნებითო?_გულის სიღმეში სიხარულით ზეიმობდა, მაგრამ მამაკაცის ქცევა მაინც არ აძლევს ბოლომდე მოდუნების საშუალებას.

-ჩემს ოთახში იქნები მაშინ როცა ამას მე გადავწყვეტ, ისე ეს იქნება შენი ოთახი!_განუმარტა და კარები შეაღო. დამუნჯებულმა აუარა გვერდი ოთახში შევიდა და მისკენ მიტრიალდა. მაქსიმემ კარი უსიტყვოდ დაუკეტა და ფეხის ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებთ იმ წამსვე გაშორდა იქაურობას.

-ეს რა შარში გაები, ნინია...

ზმუილით ამოილაპარაკა და ოთახი მოათვალიერა. უაზრმაზარი საწოლი და ქალის ოთახისთვის საჭირო ყველა ნივთი და აქსესუარი იწონებდა თავს. ოთახში კიდევ ერთი გამავალი კარი იყო, რომელიც სავარაუდოდ სააბაზანოში გადიოდა, ასევე იყო კედელში ჩასმული უაზრმაზარი თეთრი გარდერობი.

-ამდენი ფულის პატრონი ქალში ამხელა თანხას რატომ უნდა იხდიდეს?_დაბნეულმა გახედა ოთახში შესასვლელ კარებს.

>>>
ბარგი ამოალაგა და ყველაფერი ლამაზად შეაწყო გარდერობში. ბევრი არც არაფერი არ წამოუღია, როცა დასჭირდება წავა და სახლიდან მოიტანს, ასე უფრო მშვიდად იქნება, როცა იცის რომ მთელი ცხოვრების ამ სახლში გატარება არ მოუწევს, მაგრამ ისიც არ იცის რამდენი ხანი დარჩება მაქსიმესთან ერთად. კარებზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა, სწრაფად წამოყო თავი და ოდნავ შეღებულ კარს გახედა, მაგრამ მაქსიმე არსად ჩანდა.

-შემოდი. _თანხმობა განაცხადა და ფეხზე წამოდგა.

-მისაღებში გელოდები, რამდენიმე დეტალი უნდა შევათანხმოთ. _უფროსულად ჩაილაპარაკა, კარები დაკეტა და წავიდა.

>>>
-რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ?_პირველი რაც იკითხა ეს იყო. მაქსიმემ ფურცლებს ჩახედა, წვერზე თითები მოისვა და ნინიას დაჟინებით დააკვირდა.

-3 თვე.

-მეტი არა?

გაკვირვებულ-გახარებულმა წამოიძახა და აციმციმებული თვალებით ჩახედა ფურცლებს. თუმცა არც სამი თვეა პატარა დრო, მაგრამ მთელი ცხოვრების აქ გატარების იდეას ნამდვილად სჯობია. ყველა დეტალი შეათანხმეს, ხელიც მოაწერეს და ორიგინალი ვერსიები თავისთან დაიტოვეს. მსგავსი სიტუაციის შესახებ ვინმეს რომ ეთქვა მისთვის შეიძლება სიცილით გასკდომოდა გული, მაგრამ როცა საკუთარი თავი წარმოიდგინა მომავალი 3 თვის განმავლობაში ცოტა შეეშინდა და დაფეთდა. რაღაცა გაურკვეველი შინაარსის ფურცლებზე აწერენ ხელს და თანაც ამ ყველაფერს სერიოზულუ გამომეტყველებით აკეთებენ, არცერთს არ ეცინება და საერთოდ ეს ყველაფერი ხუმრობა სულაც არ არის.

-შეიძლება რაღაცა გკითხო?_გაბედულად დაიწყო. მაქსიმემ უსიტყვოდ დაუქნია თავი. _რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი, რატომ გადაიხადე 100 000 ქალში როცა შეგეძლო უფასოდაც გყოლოდა ის ვინც შენ მოგინდებოდა?

-კონტრაქტის მეოთხე წესი- არ ვსაუბრობთ პირად ცხოვრებაზე!

კატეგორიული და გაყინული ხმით ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და ნინიას ოთახის საპირისპირო მხარეს წავიდა. როგორც სჩანს მათი ოთახების დაშორება იმაზე დიდია ვიდრე ეს გოგონას წარმოედგინა. ასე თუ იმსჯელებენ და ყველაფერს წესების მიხედვით გააკეთებენ ამ კონტრაქტის დაზეპირება მოუწევს.
არაუშავს როგორმე გაძლებს და სამი თვის შემდეგ ისევ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება ლილუსთან ერთად.

ცოტა დაბენულია არ იცის რა უნდა გააკეთოს, ყავა უნდა მაგრამ ვერ დგება და ვერ იდუღებს. თავს ისე გრძნობს როგორც სტუმარი და ბუნებრივიცაა მისი ეს დამოკიდებულება, მართალია ბარგი 3 საათის წინ ამოაგალა, მაგრამ მაინც უხერხულად არის. ვერ ხვდება ამ სახლში რა სტატუსით არის, რისი უფლება აქვს და რისი არა. მართალია კონტრაქტში ყავის მოდუღების აკრძალვაზე არაფერი ეწერა, მაგრამ მაინც ვერ არის თავისუფლად, მიუხედავად მისი მკვირცხლი ხასიათისა.

-ისე ნუ იქცევი თითქოს სტუმარი იყო, სამი თვის განმავლობაში ამ სახლის დიასახლისობა მოგიწევს, ასე რომ ცოტა თამამად. _ზურგს უკან მაქსიმეს ხმა გაისმა. სწრაფად მიტრიალდა მამაკაცისკენ და ოფიციალურად გამოწყობილს დააკვირდა.

-შენ მიდიხარ სადმე, მე მარტო უნდა ვიყო?

-ამ წამს რა გითხარი? თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში-თქო! _ტონი შეცვალა, მანქანის გასაღები აიღო და გასასვლელისკენ წავიდა. _2 საათში დავბრუნდები. _ზუსტი დროც დაიბარა და სახლიდან გავიდა.

ნინიამ მხრები აიჩეჩა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკე წავიდა. თაროდან ყავის და შაქრის პატარა ოვალური ფორმის სათავსოები აიღო და წყლის მადუღარა ჩართო. ჯინსის შარვალში თავს არაკომფორტულად გრძნობს, შევა ოთახში და თავისუფალ ტანსაცმელს ჩაიცვამს. მაქსიმემაც რამდენჯერ გაუმეორა თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლშიო, ხოდა მოიქცევა ისე როგორც დიასახლის შეეფერება.

-რა ადვილად ფიქრობ. _სიმწრით დასცინა საკუთარ თავს და ყავის ფინჯანი აიღო.

სკაიპით მემეს დაურეკა და საწოლზე წამოკოტრიალებულ ლილუს ყურებით დატკბობა დაიწყო. ბავშვმა ათასი ისეთი კითხვა დასვა რომლზეც პასუხის გამცემი არ არის და რომელმაც გულზე ეკალივით უჩხვლიტა. სახლშიც ძალიან დიდხანს უხსნიდა რომ სამსახურის თაობაზე მიდიოდა სხვაგან, მაგრამ ბავშვისთვის მაინც გაუგებარი აღმოჩნდა დის ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილება. ეშინია ამ ყველაფერმა ლილუს ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს და ყველანაირად ცდილობს ბავშვს ამ თემაზე დიდხანს არ აფიქრებინოს.

-ხვალ გამოვივლი და გინახულებთ. _როგორც კი ლილუ მეორე ოთახში გასული დაიგულა ხმადაბლა ჩაიალპარაკა და შემოსასვლელ მინის კარს გახედა._კარგი მემე, უნდა წავიდე ახლა. _ჩქარ-ჩქარა მიაყარა და ლეტოპი მაგიდაზე გადადო.

-არსად ყოფილხარ გასული?_გაკვირვებულმა კითხა და სპორტულებში გამოწყობილი შეათვალიერა. ნინიამ უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გაუქნია._მე შენთვის ფული იმიტომ არ გადამიხდია რომ 24 საათი აქ იჯდე, შეგიძლია წახვიდე იქ სადაც გინდა, მაგრამ ჩემთან უნდა გაჩნდე მაშინ როცა ამას მე ვიტყვი.

-სამი თვის განმავლობაში ასე უნდა ვიყოთ?_სულ სხვა საკითხზე გადავიდა. მაქსიმემ წარბწეულმა კითხა “როგორო”, პიჯაკი გაიხადა და დივნის საზურგეზე გადაკიდა._ასე მგონია რომ ტყვეობაში ვარ.

-ნუ გგონია!_მხრები აიჩეჩა და პერანგის პირველი ორი ღილი შეიხსნა.

-არ არის ადვილი._მოღუშულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-არ მითხრა რომ გულის გადაშლას აპირებ._ცინიკური მზერით შეათვალიერა გერლიანმა.

-როგორ მიხვდი? მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ როგორ გადაგიშალო გული..._არანაკლებ ცინიკოსია ნინიაც, ბოლოს და ბოლოს გვარად ყენიაა.

-მე უკეთესი ვარიანტები შემიძლია შემოგთავაზო. _იდუმალი ხმით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.
>>>
9 საათზე შევიდა საძინებელში და იქიდან ცხვირი არ გამოიყია. ყოველ წამს ელოდებოდა მაქსიმეს გამოჩენას და რაღაცა ისეთის თქმას რაზეც სავარაუდოდ გული შეუწუხდებოდა. ვერ ხვდებოდა ეს საყვარლობა რითი უნდა შემოიფარგლოს, სექსი რომ გაარანტირებულია ამას თავადაც მშვენივრად ხვდება, მაგრამ ცალკე ოთახში ყოფნა მაინც აფიქრებს. ეშინია რომ დღეს ღამე მაქსიმესთან ერთად მოუწევს ერთ საძინებელში და ერთ საწოლში ყოფნა.

როგორც კი ნაბიჯების ხმა გაიგონა დაფეთებულმა ცქვიტა ყურები, სპორტულის ზედა ბოლომდე შეიკრა და საწოლზე წამოჯდა. წელში გაჯგიმული ელოდებოდა როდის შეაღებდა ოთახის კარებს მაქსიმე გერლიანი. კარზე ზედიზედ ორჯერ გაისმა კაკუნი, ნინიამ წვალებით გადააგორა სასულეში გაჩხერილი დიდი ბურთულა და თვალები მაგრად დახუჭა.

-შემოდი. _ხმამაღლა დაიძახა და ცალი თვალი გაახილა.

-გელოდები!_ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და გოგონას დააკვირდა.

-სად მელოდები?_დაბნეული ალუღლუღდა.

-ვახშამი მზად არის!

თვალები სწრაფად დაჭყიტა და გაკვირვებულმა გახედა გერლიანს, რომელიც სექსის შესათავაზებლად კი არა, ვახშამზე დასაპატიჟებლად იყო მის საძინებელში. ნინიამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, საწოლიდან ფორთხვით გადავიდა იატაკზე და აჩაჩული სპორტულის შარვალი გაისწორა.

-მოვდივარ. _რვა ასო ძლივს ამოღერღა და ფეხშიშველი წავიდა მამაკაცისკენ.

-ჩუსტები ჩაიცვი. _მკლავზე ოდნავ მოკიდა ხელი და საწოლისკენ მიატრიალა. ნინიამ წარბებშეჭმუხნულმა გახედა მამაკაცს.

-მე ფეხშიშველა სიარული მიყვარს!

-ჩაიცვი და ისე გამოდი!_შუბლი შეკრა და ოთახიდან გავიდა.

-არ ჩავიცვამ!_ჯიბრით ჩაილაპარაკა და უკან მიყვა.

-ნუ მაიძულებ ძალით ჩაგაცმევინო!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, ისე რომ გოგონასკენ არც მიტრიალებულა.

-ნასკები ხომ მაცვია და რა საჭიროა ჩუსტები? საერთოდ არ ვხმარობ მე ჩუსტებს...

პატარა ბავშვივით გამოუვიდა, დედას რომ ებუზღუნება. გერლიანი სწრაფად მიტრიალდა გოგონასკენ, მუხლებთან ცალი მკლავი მოხვია მხარზე გუდასავით შემოიგდო და საძინებლისკენ წააპოწიალა. საწოლთან დასვა და წარბწეული დაელოდა როდის ინებებდა ქალბატონი ჩუსტებში ფეხების გაყრას. ნინიამ გაჯიუტებულმა ჩაიწყო ჯიბეებში ხელი და ცალი ფეხით ჩუსტები საწოლის ქვეშ შეყარა.

-შუსტები რომ მაცვია ალერგიას მაძლევს. _უსირცხვილოდ იცრუა და საცოდავად დამანჭა სახე. მაქსიმემ ურეაქციოდ წაავლო ხელი მკლავზე, საწოლისკენ მიატრიალა და ფეხით ჩუსტები გამოყარა.

-დროულად, მშია!

>>>
გაფართოვებული თვალებით უყურებდა სამზარეულოში აფუსფუსებულ უნიფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგოს, თან ცალ თვალს მაქსიმეს არ აშორებდა.

-ეს შენი მზარეულია?_ინტერესით კითხა და გოგონაზე მიუთითა. მაქსიმემ ჯერ გოგონას გადახედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _კარგი გოგოა. _მოწონება ტუჩების მოძრაობით გამოხატა და ჭამა განაგრძო.

-ბატონო მაქსიმე დღეს ცოტა ადრე შემიძლია რომ წავიდე?_მორიდებულმა კითხა და ნინიას გადახედა. გერლიანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ჭამა განაგრძო.

გოგონამ ღიმილით მოიხდა მადლობა, წინსაფარი მოიხსნა სამზარეულოში დაკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.

-დილისთვის ყველაფერი გავამზადე და მაცივარშია. თუ რამე დაგჭირდეთ დამირეკეთ და გეტყვით სად რა არის. _ჩანთა მოკიდებული მოტრიალდა უკან.

-გავითვალისწინებ. _შეფარული ღიმილით ჩაუკრა თვალი გოგონას და პირდაღებულ ნინიას გახედა.

ანუ გამოდის რომ ღიმილიც შეძლებია, მაგრამ რატომ უკვირს ჯერ ისეთი ურთიერთობა არ აქვთ და არც დიალოგი შემდგარა მათ შორის ღიმილისმომტანი. მხრები აიჩეჩა და ჩანგალს დასწვდა.
როგორც კი ქალდანის თეფში ცარიელი დაინახა და ჩანგალიც თავის ადგილზე იდო უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და თეფშები ერთმანეთზე დააწყო. მაქსიმემ მაჯაში მოკიდა ხელი, ნინიამ ჯერ მამაკაცის ხელს დახედა მერე თვითონ მამაკაცს შეხედა.

-დაგეხმარები. _რაღაცის თქმა გადაიფიქრა ხელი გაუშვა და თვითონაც ფეხზე წამოდგა.

ჭურჭელი ნიჟარაში ჩააწყო და მაისური იდაყვამდე აიწია.

-მანქანაში ჩააწყე და გაირეცხება. _მაცივრის კართან მდგარმა უფროსმა ჩაილაპარაკა და წვენის გრაფინი მაცივარში შედო.

-ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხილი ჭურჭელი არ მომწონს.

-ეს ხარისხიანია, შეგიძლია ენდო.

-კი ბატონო. _მხრები აიჩეჩა მანქანის კარი გამოაღო და თეფშები ჩააწყო. _როგორ ჩავრთო?

-ჯერ სარეცხი საშუალება ჩადე.

-და როგორ უნდა ჩავდო, ან სად?

მაქსიმემ ერთ-ერთი კარადა გამოაღო სარეცხის საშუალებების ყუთი გამოიღო და ნინიასკენ წავიდა.

-ეს სად შევინახო?

-გადაყარე.

-რაა? რატომ უნდა გადავყარო ხვალაც შევჭამთ. _წარბებშეჭმუხნულმა აიჩეჩა მხრები და საჭმელს დახედა.

-მე არ შევჭამ და შენ თუ შეჭამ მაცივარში შეინახე.

როგორც კი მამაკაცი გატრიალდა სახედამანჭულმა გამოაჯავრა და საჭმელი ნაგავში გადაყარა. ზუსტად იცის რომ ამის ჭამის სურვილი ხვალ ისევე არ ექნება როგორც მაქსიმეს. ერთი და იგივე საჭმელს ორი დღე ვერ ჭამს და ზუსტად ამ მიზეზის გამო აკეთებს ყოველთვის ცოტას. ყველაფერი რომ დაალაგა თავისი საძინებლისკენ მორიდებული ნაბიჯებით წავიდა.

-მე...მე უნდა დავწვე._ხმადაბლა ჩაილაპარაკა და დერეფანს გახედა.

-ძილინებისა. _ურეაქციოდ დაუბრუნა პასუხი და ტელევიზორს გახედა. გახარებულს ყურებამდე გაეღიმა და უსიტყვოდ გაექანა თავისი დროებითი ოთახისკენ, გამოდის რომ დღეს მამაკაცთან ურთიერთობას აცდა.

მაგრამ საინტერესოა როდემდე უნდა იყოს ასეთი დაფეთებული, როდემდე უნდა ჰქონდეს იმისი მოლოდინი რომ ყველაფერი ახლა დასრულდება. დაძაბულია, ვერაფერს ვერ აკეთებს თავისუფლად, ჰქონია რომ ნებისმიერ დროს მოსთხოვს მაქსიმე მასთან საძინებეში შესვლას და იმის გაკეთებას რის გამოც აქ არის. მაგრამ საინტერესოა რატომ არ გააკეთა ეს დღეს, ვითომ ახლადმოსულს დასვენების და სახლში მორგების საშუალებას აძლევს?! ხვალ რომ უთხრას ჩემთან შემოდიო საინტერესოა როგორ მოიქცევა, რა თქმა უნდა უსიტყვოდ შევა, მაგრამ მოვლენების განვითარებაზე ფიქრიც კი არ უნდა.

>>>
დილით კარებზე კაკუნმა გამოაფხიზლა, თვალები ნელა გაახილა და ზმუილით დაუდასტურა სტუმარს რომ შესულიყო. კარები ნელა გაიღო და მაქსიმე შევიდა.

-დილა მშვიდობისა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და საწოლზე წამომჯდარს დააკვირდა. _ეს შენი ბანკი ბარათია, შეგიძლია გამოიყენო მაშინ როცა გაგიხარდება. _ბარათი ტუმბოზე დაუდო და ჯიბეებში ხელჩაწყობილი დააკვირდა გოგონას. ნინიამ შეჭმუხნული შუბლით დახედა ბარათს.

-არ მინდა.

-არ იფიქრო რომ ამას იმიტომ ვაკეთებ რომ შენ თავი ცუდად გაგრძნობინო, უბრალოდ კონტრაქტის წესებში ესეც შედის. სამი თვის განმავლობაში მე ვიზრუნებ შენს მატერიალურ მდგომარეობაზე და ამაზე საუბარი იმედია მეორედ არ დამჭირდება. ბარათს აიღებ და გამოიყენებ მაშინ როცა დაგჭირდება. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა და საძინებლიდან გავიდა.

ნინიამ თხელი საბანი გადაიხადა და ფეხები იატაკზე დააწყო. ხვნეშით გადახედა ბარათს და თავის ქნევით წამოდგა ფეხზე.
ბარათის ამ ეტაპზე გამოყენებას არ აპირებს, ჯერ ჯრობით აქვს საკმარისი თანხა. ასე თუ ისე როგორმე თავს გაიტანს, მითუმეტეს ახლა მხოლოდ ლილუს მკურნალობის ხარჯები აქვს დასაფარი, სხვა არაფერში არ სჭირდება ფული.
წყალი გადაივლო ჩაიცვა და ბავშვთან წავიდა.
მონატრებული დის ნახვით აღფრთოვანებული ლილუ ადგილს ვერ პოულობდა, მთელი ერთი საათი დის კისერზე იყო ჩამოკონწიალებული და უკვე მოყოლილ ამბებს იმეორებდა.

-დღეს დოდო ექიმთან უნდა წავიდეთ._ღიმილით ჩაილაპარაკა ნინიამ და ლილუს რეაქციას დააკვირდა. ბავშვმა ოდნავ ჩამქვრალი თვალებით გამოხატა სიხარული.

-კარგია დოდო ექიმს ვნახავთ._ლოყაზე აკოცა ნინიას და მემეს გახედა.

-მერე..._თვალების ბრიალით ჩაილაპარაკა დეიდაშვილის მისამართით და ინტერესისგან აფორიაქებულს დასცინა.

>>>
ბავშვი სახლში მიიყვანა, ცოტა ეთამაშა, მათთან ერთად ისადილა და შემდეგ ისევ თავის დროებით საცხოვრებელში დაბრუნდა. შინ დაბრუნებულს მაქსიმე უკვე სახლში დახვდა. მოსასხამი მკლავზე გადაიკიდა და მამაკაცისკენ წავიდა.

-როგორ ხარ?_გაბედულად კითხა და დივანზე ჩამოჯდა. გერლიანმა ფანჯრიდან გადაჭიმულ ხედს მზერა მოაშორა და გოგონასკენ გადაიტანა. საინტერესოა მთელი ცხოვრება ამ ხედის ყურება არ ბეზრდება, თანაც როგორი ინტერესით ადევნებს თვალს... სახლშიც და სამსახურშიც.

-კარგად, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად... დღეს ლილუ მყავდა ექიმთან და ყველაფერი კარგად არისო. _გახარებულმა ჩაილაპარაკა. აშკარად ეტყობა ექიმის სიტყვებისგან წამოსულმა დადებითმა განწყობამ სადამდე გასტანა და სახლშიც როგორი კმაყოფილი დაბრუნდა. არც იმაზე ფიქრით იღლის გონებას რა შეიძლება მოხდეს ღამე.

-ძალიან კარგი...ხო მართლა, შეგიძლია აქაც მოიყვანო ბავშვი.

-მართლა?_გაბადრულმა აწკიპა წარბები და ოდნავ წამოიწია.

-მართლა.

>>>
საღამოსკენ მაქსიმესთან ერთად ტელვიზორს უყურებდა და ქვეყანაში განვითარებულ ახალ ამბებს ეცნობოდა მოულოდნელად კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ორივემ ერთდროულად გახედა მინის დიდ კარს. კარს მიღმა მდგარ პიროვნებაში სწრაფად ამოიცნო მამაკაცი რომელმაც ერთჯერადი სალფეთქი გაუწოდა. მაქსიმე ფეხზე წამოდგა და მეგობრისკენ წავიდა, ნინია ინტერესით აკვესებდა თვალებს და ყველაფერს აკვირდებოდა.
ლევანის გოგონას დანახვა არ გაჰკვრივებია, პირიქით ღიმილით მიესალმა და მის პირდაპირ დაჯდა სავარძელზე.

-მოსაწვევები მოგიტანეთ. _ორი კონვერტი ააფრიალა და “წყვილს” გახედა. მაქსიმე ნინიას გვერდით იდგა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი ჩაწითლებული თვალებით და დაჭიმული ძარღვებით უყურებდა კონვერტებს. ნინიამ მამაკაციდან მზერა ისევ ლევანს დაუბრუნა და თეთრ ფურცლებს დააკვირდა.

-რისი მოსაწვევებია?_ხმადაბლა იკითხა და ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს.

-ქორწილის.

-ვისი ქორწილის?_უფრო დაინტერესდა.

-ვისი და მაქსიმეს....

-ჩემი ახლობლის ქორწილია!_წინადადების დასრულება არ აცადა მაქსიმემ.
~~~~~~
ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას.
უყვარხართ მე♥ს! <3



№1 სტუმარი ))

Uhh rakargii iyooo :* ai dzangemriekiiyoo mec miyvars მე♡

 


№2 სტუმარი Guest lia

შაუკეტესოა
როდის დადებ ახალ ტავს?
მოუტმენლად ველოდები.

 


№3  offline წევრი mia15

ძალიან კარგი იყო და ველი შემდეგ თავს.

 


№4 სტუმარი Nini

Ar mkofnis rodis dadeb .dzalian kargia

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მგონი მაქსიმეს ყოფილი თხოვდებაა

 


№6  offline წევრი naniko mindia

Saintereso zalian kargi istoria chans .♥♥♥momdevnos velodebi
--------------------
lomidze

 


№7  offline მოდერი მე♥

))
Uhh rakargii iyooo :* ai dzangemriekiiyoo mec miyvars მე♡

მადლობაო დიდი დიდიო!❤️
Guest lia
შაუკეტესოა
როდის დადებ ახალ ტავს?
მოუტმენლად ველოდები.

მადლობები!
ყოველ დღე დავდებ ახალ თავს, ზოგჯერ გვიან ზოგჯერ ადრე. :დდდ ❤️
mia15
ძალიან კარგი იყო და ველი შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

Nini
Ar mkofnis rodis dadeb .dzalian kargia

ნინი, მალე დავდებ. დიდი მადლობა❤️
Anuki96
მგონი მაქსიმეს ყოფილი თხოვდებაა

შენ ნუ იტრიგნობ :დდდდ ❤️
naniko mindia
Saintereso zalian kargi istoria chans .♥♥♥momdevnos velodebi

ნანიკო, ძალიან მიხარია!❤️
უღრმესი მადლობა!❤️
--------------------
ა.ა

 


№8  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მე♥
))
Uhh rakargii iyooo :* ai dzangemriekiiyoo mec miyvars მე♡

მადლობაო დიდი დიდიო!❤️
Guest lia
შაუკეტესოა
როდის დადებ ახალ ტავს?
მოუტმენლად ველოდები.

მადლობები!
ყოველ დღე დავდებ ახალ თავს, ზოგჯერ გვიან ზოგჯერ ადრე. :დდდ ❤️
mia15
ძალიან კარგი იყო და ველი შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

Nini
Ar mkofnis rodis dadeb .dzalian kargia

ნინი, მალე დავდებ. დიდი მადლობა❤️
Anuki96
მგონი მაქსიმეს ყოფილი თხოვდებაა

შენ ნუ იტრიგნობ :დდდდ ❤️
naniko mindia
Saintereso zalian kargi istoria chans .♥♥♥momdevnos velodebi

ნანიკო, ძალიან მიხარია!❤️
უღრმესი მადლობა!❤️

რა ვქნა მეინტრიგება :D

 


№9  offline მოდერი bibo

ვაიმე ჩემი გერლიანი როგორ მიყვარს ჩენი უჟმური კაციოა :* არადა ასეთი უჟმური შემიყვარდა რა ვქნა აუ რატომიყვარს ეს წარბ გაუხსნელი კაცი მე :დ ტაჩუნები სიგიჟე ხარ სიგიჟე და ეს სიგიჟე მიყვარს და მაგიჟებს მე ჩემი მარწყვის ქალბატონი ხარ რომელიც მაგიჟებს მეო ჩემო ტაჩუნები გყვარობ ბევრობას და ამათი წყვილი მომწონს მე ძალიანო : * რაც ამათზე მე ვინერვიულე და ამათზე ვიდარდე ეხა კი ვკითხულობ ლიწინითა :* ტაჩუნა გყვარობ მე შენა ალუბლის ქალბატონო :*

 


№10  offline წევრი miyvarxar1992

მომეწონა ეს ისტორიაა თან ძაან.შენ კი საუკეთესო ხარრ ტკბილი და გემრიელიი

 


№11  offline მოდერი მე♥

Anuki96
მე♥
))
Uhh rakargii iyooo :* ai dzangemriekiiyoo mec miyvars მე♡

მადლობაო დიდი დიდიო!❤️
Guest lia
შაუკეტესოა
როდის დადებ ახალ ტავს?
მოუტმენლად ველოდები.

მადლობები!
ყოველ დღე დავდებ ახალ თავს, ზოგჯერ გვიან ზოგჯერ ადრე. :დდდ ❤️
mia15
ძალიან კარგი იყო და ველი შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

Nini
Ar mkofnis rodis dadeb .dzalian kargia

ნინი, მალე დავდებ. დიდი მადლობა❤️
Anuki96
მგონი მაქსიმეს ყოფილი თხოვდებაა

შენ ნუ იტრიგნობ :დდდდ ❤️
naniko mindia
Saintereso zalian kargi istoria chans .♥♥♥momdevnos velodebi

ნანიკო, ძალიან მიხარია!❤️
უღრმესი მადლობა!❤️

რა ვქნა მეინტრიგება :D

ხალხს ნუ მისპოილერებ შენ, თორემ მოგხვდება. :დდდდდდდდ
bibo
ვაიმე ჩემი გერლიანი როგორ მიყვარს ჩენი უჟმური კაციოა :* არადა ასეთი უჟმური შემიყვარდა რა ვქნა აუ რატომიყვარს ეს წარბ გაუხსნელი კაცი მე :დ ტაჩუნები სიგიჟე ხარ სიგიჟე და ეს სიგიჟე მიყვარს და მაგიჟებს მე ჩემი მარწყვის ქალბატონი ხარ რომელიც მაგიჟებს მეო ჩემო ტაჩუნები გყვარობ ბევრობას და ამათი წყვილი მომწონს მე ძალიანო : * რაც ამათზე მე ვინერვიულე და ამათზე ვიდარდე ეხა კი ვკითხულობ ლიწინითა :* ტაჩუნა გყვარობ მე შენა ალუბლის ქალბატონო :*

ჩემი სიყვარული!
მადლობები ჩემო ლამაზო გოგო!
რა გენაღვლება იცი ყველაფერი და იკითხე ახლა ლიწინით. :დდდ
miyvarxar1992
მომეწონა ეს ისტორიაა თან ძაან.შენ კი საუკეთესო ხარრ ტკბილი და გემრიელიი

როგორ მიხარია რომ მოგწონს და როგორ მიხარია შენი ნიკის ხილვა ვერც კი წარმოიდგენ... გაშტერებული ვიღიმი. <3
--------------------
ა.ა

 


№12  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მე♥
Anuki96
მე♥
))
Uhh rakargii iyooo :* ai dzangemriekiiyoo mec miyvars მე♡

მადლობაო დიდი დიდიო!❤️
Guest lia
შაუკეტესოა
როდის დადებ ახალ ტავს?
მოუტმენლად ველოდები.

მადლობები!
ყოველ დღე დავდებ ახალ თავს, ზოგჯერ გვიან ზოგჯერ ადრე. :დდდ ❤️
mia15
ძალიან კარგი იყო და ველი შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

Nini
Ar mkofnis rodis dadeb .dzalian kargia

ნინი, მალე დავდებ. დიდი მადლობა❤️
Anuki96
მგონი მაქსიმეს ყოფილი თხოვდებაა

შენ ნუ იტრიგნობ :დდდდ ❤️
naniko mindia
Saintereso zalian kargi istoria chans .♥♥♥momdevnos velodebi

ნანიკო, ძალიან მიხარია!❤️
უღრმესი მადლობა!❤️

რა ვქნა მეინტრიგება :D

ხალხს ნუ მისპოილერებ შენ, თორემ მოგხვდება. :დდდდდდდდ
bibo
ვაიმე ჩემი გერლიანი როგორ მიყვარს ჩენი უჟმური კაციოა :* არადა ასეთი უჟმური შემიყვარდა რა ვქნა აუ რატომიყვარს ეს წარბ გაუხსნელი კაცი მე :დ ტაჩუნები სიგიჟე ხარ სიგიჟე და ეს სიგიჟე მიყვარს და მაგიჟებს მე ჩემი მარწყვის ქალბატონი ხარ რომელიც მაგიჟებს მეო ჩემო ტაჩუნები გყვარობ ბევრობას და ამათი წყვილი მომწონს მე ძალიანო : * რაც ამათზე მე ვინერვიულე და ამათზე ვიდარდე ეხა კი ვკითხულობ ლიწინითა :* ტაჩუნა გყვარობ მე შენა ალუბლის ქალბატონო :*

ჩემი სიყვარული!
მადლობები ჩემო ლამაზო გოგო!
რა გენაღვლება იცი ყველაფერი და იკითხე ახლა ლიწინით. :დდდ
miyvarxar1992
მომეწონა ეს ისტორიაა თან ძაან.შენ კი საუკეთესო ხარრ ტკბილი და გემრიელიი

როგორ მიხარია რომ მოგწონს და როგორ მიხარია შენი ნიკის ხილვა ვერც კი წარმოიდგენ... გაშტერებული ვიღიმი. <3

მოდი ქალბატონო... მე გელით :D

 


№13  offline წევრი (❤marikuna❤)

ვაიმეე:)) ვეღარ ვითმენ ნუუუუ თორმეტს გადასცდება თუ არა მაშინვე დადე თორემ მოვკვდები გეფიცებიიიი:)) ძაან მაგარი ხარ... ისტორიების შორის რომლებიც წამიკითხავს ყველაზე მეტად ეს მოთხრობა მიყვარ... ჩემი თხოვნა იქნება რომ არასდროს არ შეწყვიტო მოთხრობების წერა (p.s თუ ოდესმე წერას თავს დაანებებს გეფიცები თუ ბედმა გამიღიმა და სადმე შეგხვდები ჩემი ხელით მოგკლავ)

 


№14  offline წევრი kethrine

მომწონს და ველი... რამდენჯერ შემოვედი აღარ მახსოვს იმის იმედით დადო თუ არა-თქო. ხო კიდევ არ მყოფნის :დდდ მიუხედავად იმის რომ არაა პატარა თავი. მოკლედ აბა შენ იცი გელოდები
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№15  offline წევრი miyvarxar1992

მე♥
Anuki96
მე♥
))
Uhh rakargii iyooo :* ai dzangemriekiiyoo mec miyvars მე♡

მადლობაო დიდი დიდიო!❤️
Guest lia
შაუკეტესოა
როდის დადებ ახალ ტავს?
მოუტმენლად ველოდები.

მადლობები!
ყოველ დღე დავდებ ახალ თავს, ზოგჯერ გვიან ზოგჯერ ადრე. :დდდ ❤️
mia15
ძალიან კარგი იყო და ველი შემდეგ თავს.

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️

Nini
Ar mkofnis rodis dadeb .dzalian kargia

ნინი, მალე დავდებ. დიდი მადლობა❤️
Anuki96
მგონი მაქსიმეს ყოფილი თხოვდებაა

შენ ნუ იტრიგნობ :დდდდ ❤️
naniko mindia
Saintereso zalian kargi istoria chans .♥♥♥momdevnos velodebi

ნანიკო, ძალიან მიხარია!❤️
უღრმესი მადლობა!❤️

რა ვქნა მეინტრიგება :D

ხალხს ნუ მისპოილერებ შენ, თორემ მოგხვდება. :დდდდდდდდ
bibo
ვაიმე ჩემი გერლიანი როგორ მიყვარს ჩენი უჟმური კაციოა :* არადა ასეთი უჟმური შემიყვარდა რა ვქნა აუ რატომიყვარს ეს წარბ გაუხსნელი კაცი მე :დ ტაჩუნები სიგიჟე ხარ სიგიჟე და ეს სიგიჟე მიყვარს და მაგიჟებს მე ჩემი მარწყვის ქალბატონი ხარ რომელიც მაგიჟებს მეო ჩემო ტაჩუნები გყვარობ ბევრობას და ამათი წყვილი მომწონს მე ძალიანო : * რაც ამათზე მე ვინერვიულე და ამათზე ვიდარდე ეხა კი ვკითხულობ ლიწინითა :* ტაჩუნა გყვარობ მე შენა ალუბლის ქალბატონო :*

ჩემი სიყვარული!
მადლობები ჩემო ლამაზო გოგო!
რა გენაღვლება იცი ყველაფერი და იკითხე ახლა ლიწინით. :დდდ
miyvarxar1992
მომეწონა ეს ისტორიაა თან ძაან.შენ კი საუკეთესო ხარრ ტკბილი და გემრიელიი

როგორ მიხარია რომ მოგწონს და როგორ მიხარია შენი ნიკის ხილვა ვერც კი წარმოიდგენ... გაშტერებული ვიღიმი. <3

კარგია ღიმილიი მითუმეტეს გაშტერებული

 


№16 სტუმარი მოცინარი

აუ მაქსიმესიო?????

რაოო? რატომღაც მგონია რომ ამ ორის ქორწილია :დდ ვიცი ძაან შტერობაა მაგრამ მაინც ასე მგონია

 


№17 სტუმარი ბასილისა

შენ არ მეისპი joy ეს რა გვარი შეურჩიე ამკაცს მამტყდა ენა joy joy არადა კაიაა ყურს უცხოდ ხვდება kissing_heart kissing_heart შეუდარებელი ხარ შენი ნაწარმოებიანად !

 


№18 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ძალიან საინტერესო ისტორიებს წერთ ძალუან კარგებია ასე გაგძელეთ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent