შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინათლემ სიბნელესი ჩამკარგა (6)


25-09-2017, 19:02
ავტორი სათვალიანი
ნანახია 1 109

- ღმერთო, როგორ მტკივა თავი… - გავიზმორე, დავამთქნარე, თვალებს ჯერ კიდევ არ ვაღებდი, ვგრძნობდი მთელი ჩამი არსებით, რომ ისევ ჩემს ოთახში ვიყავი, რომ ახლა თუ არ ავდგებოდი დედაჩემი შემოვარდებოდა, გაღვიძების მცდელობით, ვერაფერს რომ ვერ გააწყობდა გიჟი ძმა შემოვარდებოდადა აი მანდ უკვე ცუდად მექნებოდა საქმე. ძირითადად ხელში ავყავდი და ძალით ჩავყავდი სასაუზმოდ, მაგრამ სამწუხაროდ უფრო ცუდი ხერხებითაც ხდებოდა ხოლმე ჩემი მორფეოსის სამყაროდა გამოძევება. ჰოდა ამ ფიქრებში ვიყავი, ოღონდ ახლა ჩემი ძმა არ შემოვარდეს დედიკოსთან ერთად და სასწაული არ იქნან-თქო და ნელ-ნელა გავახილე თვლაები… ისე მტკივნეულად მეტაკა მწარე რეალობა, რომ ფილტვები ამომწვა, პულსი ამიჩქარდა, თვალში დამიბნელდა… ოთახში თვალცრემლიანმა მიმოვიხედე, გვერდით ვიღაც მეწვა, საერთოდ როგორ დაეტია ამ საწოლზე ორი კაცი-თქოს ვფიქრობდი და თან ვცდილობდი როგორმე სახეზე შემეხედა, ზურგით იწვა ჩემგან. დიდი წვალების შედეგად ისე მაინც ვერ წამოვიწიე სახე რომ დამენახა, მერე თმებს რომ შევხედე, დიდ ბეჭებს და ქათქათა, ქათქათა თეთრ ფეხსაცმელებს, უკვე ვიცანი. ნეტა მთელი ღამე ასე ეძინა? დანგრეული იქნება, აქ რამ დააძინა, ჩაეძინა ეტყობა გუშინ მე რომ მაწყნარებდა, ეტყობა ბევრი ღამე ქონდა განათიები და ჩაეძინა საწყალს (ნუ მეტი ახსნა ვერ მოვუძებნე, მთავარ ექიმს რა ესაქმებოდა ჩემს პალატაში, საწოლზე). ამ ფიქრებში ვიყავი და თან გვერდით ვცოცდებოდი, რომ ამხელა ახმახი კაცისთვის ადგილი დამეთმო და ოდნავ კომფორტულად ყოფილიყო, რომ ნარგიზა ბებომ შემოყო თავი.
- ბებო, წამალი უნდა გაგიკეთო. შემოვალ ამ წამსვე- ჩურჩეულით უთხრა, წამით გაქრა და ისევ დაბრუნდა. საწოლიდან ადგომა დავაპირე როცა მითხრა, იყავი სისტებაში ვაკეთებ შენ არ შეგეხებიო.
- ნარგიზა ბებო, რომელი საათია? - ვკითხე, მაგრამ ვიცოდი სადღაც დილის 5-დან 7-საათამდე იქნებოდა. ახალ გათენებულს გავდა ცა.
- 6-ის 14 წუთია, ბებო. - თან ექიმს უყურებდა. - საწყალი, იმდენს შრომობს, თან შენ რაც გონს მოხვედი არ გტოვებს, მერამდენე დღეა მორიგეობს. ეშინია, რომ ვერ მოგხედავენ სათანადოდ, შენი ისედაც არავის ჯეროდა და ეშინია რომ რამე მოხდეს ყველა ხელს ჩაიქნევს. - დანაბებით ჩაილაპარაკა ნარგიზა ბებომ. გულში რაღაც ჩამწყდა.
- ნარგიზა ბებო, შეიძლება ავდგე? მთელი ღამე ასე მოუხერხებლად იყო როგორც ჩანს და იქნებ ნორმალურად აწვეს და გამოიძინოს ცოდოა. ბოლოს და ბოლოს იმდენი გააკეთა ამ ბიჭმა, ბოდიში, ექიმმა ჩემთვის რომ იქნებ რამოდენიმე საათით დავუთმო საწოლი და გამოიძინოს.
- ბებო, ნელა მაშინ კარგი? ეტლს მოვიტან და სისტემიანად ჩაჯექი, გაგასეირნებ თან დერეფანში. იმედია ექიმი არ გაგვიწყრება, თორემ ოოოო, თუ გაბრაზდა დავითი მტრისას, მთელი სავაადმყოფო ზანზარებს. - დაფეთებული სახით მითხრა ნარგიზა ბებომ, ღმერთო დაგვიფარეო ჩაიბურტყუნა, ზევით აიხედა და პირჯვარი გადაიწერა. ნუთუ ასეთი ტირანია ეს კაცი, ნარგიზა ბებოსაც რომ ეჩხუბება და ეშინია მისი?! ასე გაგკვირვებული შევათვალიერე უკვე ამდგარმა სახეზე ექიმი, ისე მშვიდად ფშვინავდა, ტუჩები გამოწეოდა, დიდი წამწამები განსაკუთრებით ყვიროდა ბიჭის სახეზე, ისეთი კეთილი იყო და ბუნჩულა… საყვარელ ბიჭს გავდა მძინარე, ჩემი თვალით რომ არ მენახა გადარეული, გაგიჟებული ექიმი, რაც გუშინ ნამდვილად დაამტკიცა, არ და ვერ დავიჯერებდი ამ ბიჭს ოდესმე ზედმეტად ხმაც თუ ექნებოდა აწეული. მოკლედ რა არის ეს ადამიანის ბუნება?! ამასობაში ეტლში ჩავჯექი და დავსეირნობდით მე და ნარგიზა ბებო დილის 5 საათზე სავაადმყოფოს დერეფანში. ერთი ექთანი შეგვხდა მარტო, რომელსაც ნახევრად ეძინა. დერეფნის ბოლოსკენ ვიყავით, როდესაც მინის კარების იქით, ჯგუფად მჯდარი,მძინარე ხალხი შევნიშნე, გული მეტკინა, ძალიან მეტკინა, ვიცოდი ძალიან უნდოდათ ჩემი ნახვა, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები უკვე მერამდენე დღეა მიცდიან და ათენებენ, თავს ვადანაშაულებდი, როცა ახლა, ამ წუთას, ამდენი ხნის უნახავ ჩემთვის საყვარელ ხალხს ვუყურებდი და მხოლოდ ის მინდოდა, რომ უბრალოდ არცერთი არ მენახა… ღმერთო, ალბათ არავის არავინ შეძულდებოდა არასდროს, როგორც ახლა მე ჩემი თავი. ვერ ვპატიობდი, ძალიან ეგოისტური ვიყავი. ვერ ვპატიობდი. გაღვიძებული ჩემი ძმის თვალებს ვუყურებდი, ნარგიზა ბებომ გააჩერა ეტლი და არ იცოდა რა ექნა. მიყურებდა ასე ჩემი ძმა, ჩამოცვენილი მხრებით, წვერგაუპარსავი, მოუვლელი, თმააბურდული, თვალებ ჩამქრალი… გული მტკიოდა მის გამო, მაგრამ ჩემ გამო უფრო მტკიოდა… როგორი ეგოისტი ვარ არა? სამწუხაროა, არ გამსაჯოთ. მე ჩემს უსაყვარლეს ძმას არ ვუყურებდი თვალებში, მე ჩემს პოტენციურ მკვლელს ვუყურებდი, ვუყურებდი და ჩემს თავს შავ, ბნელ მიწაში ვგრძნობდი, ვგრძნობდი როგორ მჭამდნენ ცოცხალს ხოჭოები, ჭიანჭველები… როგორ ივსებოდა ჩემი სხეული სითბოს და სიყვარულის ნაცვლად, მატლებით. ღმერთო, ისეთ დამპალის სუნი ვიგრძენი უცებ, იმდენად რეალური და ცხადი იყო ეს სუნი, გახრწნილის სუნი რომ ჰაერი აღარ ყოფნიდა, ღრმად დავიწყე სუნთქვა… ჩემი ძმა თვალს არ მაცილებდა, მიყურებდა განადგურებული, და ზუსტად ვიცი რომ იმავეს გრძნობდა, ყველფერს უთქმელად გრძნობდა, ჩვენ ხომ სულ ასე ვიყავით, მე მის თვალებში ვხედავდი ჩემს თავს, ის ჩემსაში… ყოვეთვის გასნაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ახლა? ახლა რას ვხედავდი მის თვალებში? აარაფერს, ვერაფერს… სრულიად ვერაფერს. სიცარიელეს. უკუნით სიბნელეს. მე აღარ ვარსებობდი. ვეღარ ვსუნთქავდი, ვერ შევძელი, ვერ შევძელი, განა არ ვიცოდი, განა ვერ ვხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მის სიცოცხლესაც დათმობდა ჩემის გადასარჩენად, მაგრამ ფაქტი მაინც ჯიუტი იყო. თვალები დავხარე, ვერ გავუძელი, ნარგიზა ბებოს შევხედე წავიდეთ-თქო ვანიშნე და დავიძრით. ჩემს თვალს მაინც მოხვდა, როგორ ჩასრიალდა ნელ-ნელა ძირს თორნიკე და იატაკს ჩაეხუტა, ცივი მეც მესიამოვნებოდა ახლა, ჩემი თოკო, ჩემ თოკოს ტკიოდა… ჩემ გამო ტკიოდა.
-პალატაშიი შევიდეთ - ჩახრენწილი ხმით ვუთხარი ნარგიზა ბებოს.
- კი ბებო, კი. ახლავე. მაპატიე ვერ გავითვალისწინე ამდენი. ბოდიში რა ბებო…
-არაუშავს. ესეც საჭირო იყო ალბათ, ახლა ვიცი რომ სრულ გაურკვევლობაში ვარ, სრულიად არეული და განადგურებული ვარ. ჩემს ძმას ვუყურებდი, ჩემს მეორე ცალს ვუყურებდი, მაგრამ ჩემს თავს ვერ ვხედავდი, ვეღარ… - არ მინდოდა, მაგრამ მაინც გადმომივარდა ცრემლი თვალიდან.



№1 სტუმარი Guest ანა

ძალიან მომწონს ეს მოთხრობა.წინა თავები ყველა კარგი ზომის იყო,ახლა კი ზედმეტად პატარა მომეჩვენა და თან ამდენხნიანი პაუზის შემდეგ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent