შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ქათქათა ტანზე თოვლისფერ კაბას


8-01-2016, 11:12
ავტორი Anna)))
ნანახია 2 291

არალექსისებრი ჩა-ნაჯღაბნი
ქათქათა ტანზე თოვლისფერ კაბას გაცმევ ოდნავი ხელის კანკალით,
ხვალ გელოდები საკურთხელევლთან მე სიყვარულით სულ მთლად დამწვარი.
წაბლისფერ თმაში ცვრიან გვირილებს გიწნი და ვამბობ სულ მეყვარები,
სულ მეყვარება შენი ღიმილი,შენი ტუჩები და ეგ ხალები.
ცრემლებით სავსე თაფლისფერ თვალებს ვაშრობ ცხელი და მწველი ამბორით,
მინდა სულ ვწერდე შენს სინაზეზე,შენდამი გრძნობით გიჟი ვარ,მგონი.
სისხლისფერ ტუჩებს ვეხები ისე, თითქოს ეხება ტილოს მხატვარი,
ყოველ დღეს შენზე ფიქრებით ვიწყებ,სასმლის მაგივრად შენით ვარ მთვრალი.
შენს გრძელ წამწამებს სუნთქვაშეკრული ვითვლი ყოველი დაღამებისას,
შენა ხარ ქალი,ვისი თვალებიც უფლისკენ მავალს გადამეხიდა .
შენს ფერმკრთალ ტუჩებს ცხელი ტუჩებით ესთეტიურად ვეამბორები,
სულ რომ ვკვდებოდე,მაინც ყოველთვის,მაინც ყოველ წამს მემახსოვრები.
შენს თეთრ სახეზე პატარა ხალებს ვითვლი ჩუმად და ისევ ვიღიმი,
შენ ხარ ის ერთი ვის გამოც ცოდვილს აღარ მაშინებს მწარე სიკვდილი.
ხვალ გელოდები უფლის წინაშე უნდა დაგიდო მე მტკიცე ფიცი,
რომ მეყვარები,სულ მეყვარები, თუმცა ორივემ ისედაც ვიცით.
ქათქათა ტანზე თოვლისფერ კაბას გაცმევ ოდნავი ხელის კანკალით,
ხვალ გელოდები საკურთხელევლთან შენდამი გრძნობით სულ მთლად დამთვრალი.
ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი ელლ

საოცრებაა, სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი შენი ლექსების კითხვისას საოცარი სითბო რატომ მეღვრება გულში, მაგრამ ასეა. ღირსეული პოეტი ხარ, გრძნონებით სავსე და ეს გრძნობები გძალუძს ქარაგმულად ლექსში ჩააქსოვო.

 


№2  offline წევრი Anna)))

.... ...
საოცრებაა, სიტყვები არ მყოფნის. არ ვიცი შენი ლექსების კითხვისას საოცარი სითბო რატომ მეღვრება გულში, მაგრამ ასეა. ღირსეული პოეტი ხარ, გრძნონებით სავსე და ეს გრძნობები გძალუძს ქარაგმულად ლექსში ჩააქსოვო.

უღრმესი მადლობა ♥ ძალიან მიხარია ამ სიტყვების წაკითხვა ^_^ და ისიც მიხარია რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent