შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ(თავი მესამე)


27-09-2017, 15:46
ავტორი blue witch
ნანახია 1 799

ერთხელ წარმოდგენაც არ მქონდა ისე გავები მახეში.

დერეფანი მშვილდიდან გასროლილი ისრის სიჩქარით გადავკვეთე, მოზრიალე კარს გაწიწმატებული სახით მივუახლოვდი და გონებაში ჩამოვაყალიბე სტრატეგიული გეგმა როგორ დავადღლეზდი იმ ქერათმიანს გრძელი წამწამებს! ისეთი ბრახუნი ავტეხე იმედია ჩემს გამო თბილისში მესამე მსოფლიო ომს არ პროგნოზირებდნენ.
იგნორი.
იგნორი.
დააა... სიურპრიზიიი! ისევ იგნორი!
მადლობა სრული უყურადღებობისათვის გამოკრეტინებულო უცნობო!
ძალიან თავხედურად შევგლიჯე კარი და სახლში ტორნადოსავით შევაჭერი. ამერიკულ ფილმებში, რომ წვეულებებია, დაახლოებით ისეთი ვარიანტი იყო. უნდა ვაღიარო, წვეულებაში „წვეულებას“ თუ გულისხმობდნენ არ ველოდი. დინამიკებიდან სისხლისგამყინავი ღრიანცელის ხმა ისმოდა, ოთახებში ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა და სრული გნიასი იდგა. კლუბური განათების გამო თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ცხვირი მაქსიმალურად ავიბზუე და პირდაპირ განათებულ მისაღებში შევვარდი, გამეხებული ქერა და კიდევ უფრო გამეხებული ქერა ელისო დაფეთებული მოზვერის გამომეტყველებით მიყურებდნენ.
-ხომ გითხარი მუსიკას დაუწიე მეთქი!-დავიგრგვინე, თუმცა ხმა წამში ჩამიწყდა, მისაღებში ქერა ნომერი ერთისა და ქერა ნომერი ორის გარდა მინიმუმ ათი კაცი იჯდა, ყველანი ახლო მეგობრები ჩანდნენ და სხვა სტუმრებთან შედარებით უფრო შინაურულად გრძნობდნენ თავს. ბანქოს თამაშობდნენ დღის შუქით გაჩახჩახებულ მისაღებში.
ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე.
წეღან, თავი ფედერალური ბიუროს აგენტი მეგონა, რომელიც კრიმინალის საძებნელად შავბნელ ღამის კლუბს არ უშინდება, ახლა კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცის პირად ცხოვრებაში უბოდიშოდ შევიჭერი და ოჯახურ გარემოში ანშლაგით გავადინე ზღართანი.
სხვები ალბათ შემთხვევით მოწვეული სტუმრები იყვნენ, თვალწინ მათი სახეები დამიდგა და ბევრი ჩვენი კორპუსელი ამოვიცანი, ესენი კი ერთი დიდი სამეგობრო გახლდათ და მე მათ წინაშე, ატლასის ოდნავ ძველმოდური, გრძელი, მუქი ლურჯი ხალათითა და ამავე ფერის, სრიალა, აბრეშუმის ძალიან (არა, გატყუებთ, ძაააალიან (ერთიორი „ა“ ამოვაკელი)) შეხსნილი ხალათით ვიდექი, ფართოდ გახსნილი ფანჯრებიდან შემოჭრილი სინათლე კი სწორხაზოვნად ეფინებოდა ჩემს გაშიშვლებულ ფეხს.(ან ფეხებს, სასოწარკვეთაში მყოფს ამის წარმოდგენაც არ მინდოდა)
ზოგიერთმა ხარბად ამათვალიერა, ვიგრძენი როგორ მომედო ლოყებზე ალმური და ერთ წუთში მოვარვარე ნათურას დავემსგავსე, ღაწვებზე განგაშის წითელი შუქნიშანი ციმციმებდა.(დარწმუნებული ვიყავი ყურადღების ობიექტი ჩემი სხეულის მოშიშვლებული ნაწილები იყო და არა ბარდებიდან გამოვარდნილის ვარცხნილობა ან უძილობით გადაფითრებული სახე.)
ჯანდაბა!
უუხერხულესი მომენტი იყო.
-მე უბრალოდ... ისა...-ენა ბრინჯივით ამებნა.
-მაინც გადაწყვიტე წვეულებაზე სტუმრობა ლЬამაზო?!-ეშმაკურად აუციმციმდა წარბებ გასაგლეჯ ქერას დასაჩიჩქნი თვალები.
აიი აქ კი ისევ დავძმარდი.
ოღონდ მიზეზი სირცხვილი აღარ იყო.
-აბა ახლა კარგად მომისმინე იდოტო ვიგინდარა! ეს კორპუსი საერთო საცხოვრებელია, თუ იმბეცილი ხარ მაშინ აგიხსნი, რომ აქ ხალხი ცხოვრობს და ჩვენ, ჩვენი სურვილებისდა მიუხედავად უნდა გავითვალისწინოთ მათი, ანუ ერთმანეთის ინტერესები, იმიტომ, რომ სახლი საერთოა! აქ ყველა მაქსიმალურად კომფორტულად ვგრძნობთ თავს და არ დავუშვებ კრეტინიზმით დაავადებულმა ვითომ მექალთანემ ეს სიმყუდროვე დამირღვიოს! ეს ხალხი შეიძება ახლა აატუნტრუცე, მაგრამ ორ კვირაში აქედან კინწისკვრით გაგასახლებენ თუ კეთილს არ ინებებ და ისეთ კატეგორიულ, თუმცა კულტურულ და დიპლომატიურ თხოვნებს აუვლი გვერდს როგორიც ჩემია! საპასუხოდ ლანძღვას მიიღებ. არც სულთანი ხარ, არც ფარაონი, არც მეფე, არც ლორდი, არც ნორმალურად მოაზროვნე. მეორედ ლამაზოს დამიძახებ და მზეს დაგიბნელებ! ან ახლავე დაუწევ მუსიკას, დანარჩენებს გაყრი და ამ შენს სამეგობროში გაერთობი ადამიანურად და ჰუმანურად, ან კიდევ პოლიციაში დავრეკავ ,მათ მოსვლამდე გაგიგდებ და ისე გცემ, მთლად ჩაგასინიაკებ! ჩემი მოთხოვნის სანაცვლოდ მეგობრულ ურთიერთობას გთავაზობ.-ძალიან მშვიდი, კმაყოფილი სახით დავასრულე მონოლოგი და პირდაფჩენილ მსმენელს თვალი ამაყად გავუსწორე.
ნოვატორული ნიჭი ნამდვილად გამაჩნია.
-დედასგეფიცები, ეს ყველაფერი ახლა მოიფიქრე და ლაპარაკისას მოგდიოდა თავში აზრად?!-სრული სერიოზულობით მკითხა.
-დიახ.-სიცილი ძლივს შევიკავე.
ამ საოსკარო მომენტს ვერ ჩავშლიდი.
მან ჩაშალა.
ოოფ, ამოწყდი!
-ვაიმე!!!-აკაკანდა ორად მოკაკული და სხვებიც აყვნენ.-თანახმა ვარ! არ მეგონა თუ ასე გაწუხებდა.-ცრემლები გადმოყარა და იქით ოთახში გასუნსულდა წვეულების ჰეფი ენდის შესასრულებლად.
ძალიან გამიკვირდა.
ისა და მეტისმეტად ზრდილობიანი ხომ არ იყო?!
***********************************************
უკან წამში მობრუნდა და ბანქოს სუფრასთან მიმიპატიჟა, ამჯერად მართლა მეგობრული ტონი ჰქონდა, ყველა ლაღად მიცინოდა და სერიოზულად მიკვირდა, ალბათ მთვრალები იყვნენ.
სახიდან აბუებული თმა გადავიყარე და გავხმი, გავშრი, გავლურჯდი.
მგონი ჰაიმლიხის მანევრი მესაჭიროებოდა.
-ქეთი?!-თვალებგადმოკარკლული, სავარძელში გაშოტილი დემნა გაჩიჩინებული სახით შემომცქეროდა.
-დემნა?!-კატის კნუტი ჩამისახლეს იოგებში.
-ხმა მეცნო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი?! სახეც, რომ დავინახე...-აბლუყუნდა.
იმ მომენტში,
იმ მომენტში აზრზე მოსვლა მიჭირდა... მოვლენები ხომ...
მოვლენები...
მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს აეკინძა.
დაემთხვა.
დამთხვევები... და... მოვლენები.
საინტერესო იყო, ბედისწერის, იღბლის, ყველაფრის ვირწმუნე.
გამეღიმა
და
მერე ჩემი ტყუილი გამახსენდა.
პასუხის გება მომნიწევდა, ტყუილი ყოველთვის სანანებელი გვიხდებოდა, ადრე თუ გვიან.
მაგრამ,
ეს ძალიან ადრე იყო.
ზედმეტად ადრე.
ისევ გავიღიმე. საცოდავად.
***********************************************
პატარაა, თუმცა არავის მოსწონს, პლუს გათიშული ინტერნეტი და, ალბათ აღარც გავაგრძელებდი, მეთვითონ, რომ არ მიყვარდეს, წერაც, პერსონაჟებიც და ის ორიოდე მკითხველიც.
პს. დააკომენტარეეთ, გთხოვთ!



№1  offline წევრი miyvarxar1992

გაარგძელე.შემოვარდნა იმ გოგოს ისეთი ეფექტური ქონდა დამაინტრიგეე.ან ის დემეტრე ვინღააა,ოოო აბა ველი შემდეგს

 


№2  offline წევრი blue witch

miyvarxar1992
გაარგძელე.შემოვარდნა იმ გოგოს ისეთი ეფექტური ქონდა დამაინტრიგეე.ან ის დემეტრე ვინღააა,ოოო აბა ველი შემდეგს

დემნა არაა მაინცდამაინც გასაიდუმლოებული პიროვნება, წინა ორ თავში ფიგურირებს, ვეცდები გავაგრძელო. heart_eyes

 


№3 სტუმარი მოცინარი

აჰაჰაჰაჰაჰააჰ:დდ რას მერჩოდი ქალო მამკალი სიცილით :დდ ოო, ეს დემნა რა! პაწუაა ვაპროტესტებ! იმედია შემდეგს უფრო მალე დადებ

პ.ს. პაწუაში თავს ვგულისხმობ და არა დემნას :დდდ

 


№4  offline წევრი blue witch

მოცინარი
აჰაჰაჰაჰაჰააჰ:დდ რას მერჩოდი ქალო მამკალი სიცილით :დდ ოო, ეს დემნა რა! პაწუაა ვაპროტესტებ! იმედია შემდეგს უფრო მალე დადებ

პ.ს. პაწუაში თავს ვგულისხმობ და არა დემნას :დდდ

რადგან შენ დაბრუნდი! მეგონა ყველას დავავიწყდიდთქო. თქვენი აქტიურობა ჩემ მუზასაც აფუცხუნებს. <3

 


№5 სტუმარი Niemand

Dzaalian kargia. Male Dade axali tavi <3

 


№6  offline წევრი blue witch

უკვე მონაცემთა ბაზაშია, წსით მალე უნდა დაიდოს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent